IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

45 Pages V   1 2 3 > » 

kate
Posted on: Apr 13 2013, 07:43 AM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


ლიავრები ერთ-ერთი ალბათ რუსული სახელწოდებაა დაბალი ასტრალული არსებების, ისინი არც მთლად პარაზიტები არიან და არც მთლად ბოროტები smile.gif არც იციან განსხვავება ბოროტებასა და სიკეთეს შორის, რადგან არც ინტელექტი გააჩნიათ და არც აზროვნება. ის მოსაზრება, რომ ე.წ. ლიავრები იწვევენ ჩვენში ცუდ განზრახვებს, სწორი ვერ იქნება, ეს უბრალოდ კარგი თავის გასამართლებელი საშუალებაა, რადგან სწორედ რომ პირიქითაა და ჩვენი ნეგატიური ფიქრები იზიდავენ მათ, ჩვენი ნეგატივია მათი საკვები. თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი გიდევს, ადრე თუ გვიან ქინქლები დაეხვევა, რამდენი ქინქლაც არ უნდა მოკლა, სანამ ვაშლს არ გადააგდებ, ქინქლებს ვერ მოიშორებ, მაგრამ როგორც კი ვაშლს გადააგდებ და მაგიდას გაასუფთავებ - ქინქლები მალე უკვალოდ გაქრებიან. ლიავრებიც, რაღაც ასტრალურ ქინქლებივითაა, ყველა ჩვენი ემოცია ჩვენს აურაზე აისახება, ნეგატიური ემოცია კი მათ იზიდავს, როგორც ფარვანას სინათლე. მათში საშიში არაფერია, ეს ჩვეულებრივი პროცესია, სამყაროში არსებობს, ასე ვთქვათ "ენერგეტიკული გადამუშავების" ჯაჭვი, ისინი პატარა რგოლია ამ ჯაჭვში.
gio.geoo
QUOTE
ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას.

ამაში მთლიანად გეთანხმები. სხვათაშორის მათი დანახვა, სხვა ასტრალურ არსებებთან შედარებით ადვილია. შენ ერთხელ წერდი რაღაც არსებებზე რომლებიც საჭმელზე დაინახე, ესენიც მსგავსი არსებები არიან.
ის არსებები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენს ფიქრებზე და განზრახვებზე მოახდინოს გავლენა და შეცვალოს ისინი, სულ სხვა რანგის არსებებია, თუმცა დიდი რაოდენობის ლიავრები შეიძლება მათთვის სასურველი "კანდიდატის" მინიშნება იყოს, მაგრამ ჩვენი თანხმობის გარეშე ისინი ვერაფრით ვერ შემოვლენ ჩვენს ენერგეტიკულ ველში, ასეთი რამე გამორიცხულია, აი თანხმობის მისაღებად კი შეიძლება კარგად გაისარჯონ




  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #98114 · Replies: 46 · Views: 51,051

kate
Posted on: Apr 13 2013, 06:56 AM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


QUOTE(Doors @ Mar 29 2013, 07:02 PM) *
kate
elli
მეორე გვერდძე გიწერიათ 1600 ადამიანზე.
მხოლოდ ეგ 1600 გადარჩებაო, მემგონი სწორად გავიგე.
თუ მეორედ მოსვლისას მარტო ეგენი გადარჩებიან ჩვენ ტყვილა ვწვალობთ? biggrin.gif
თუ არ დაგეზარებათ ამიხსენით smile.gif)

იქ საუბარია იმ 1600 ადამიანზე, რომელთაც მოახერხეს ამაღლება იგივე გასხივოსნება, ანუ სიცოცხლის მანძილზე, ფიზიკურ სხეულში შეიმეცნეს საკუთარი თავი, აამაღლეს ცნობიერება და ვიბრაცია იმდენად, რომ მოახერხეს უფრო მაღალ განზომილებაში გადასვლა ფიზიკური სხეულით - რაც, პრინციპში არის ის, რაც უნდა მოახერხოს ყველა ჩვენთაგანმა, თუმცა ამაზე მერე დავწერ. ატლანტიდის შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა, ისინი იგივე სხეულებით დღემდე ცხოვრობენ დედამიწის მეოთხე განზომილებაში და დღემდე ჩვენი სულიერი მასწავლებლები არიან. კაცობრიობა დიდი ხანია მათ სხვადასხვა სახელით იცნობს.
რაც შეეხება გადარჩენას, არც ერთი ადამიანი არ არის განწირული, უბრალოდ ზოგი მძიმე გზით წავალთ, ზოგი ადვილით
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #98113 · Replies: 293 · Views: 182,713

kate
Posted on: Feb 21 2013, 06:04 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


Lashapoli
QUOTE
ჩვენ კარგად ვიცით ქრისტიანული ეკესიის (რომელიც ცემი აზრით იუდაიზმის აჩრდილია და მეტი არაფერი და არანაირი კავშირი მას ქრისტეს სწავლებასთან არ აქვს) დანაშაულებები. 13მილიონ ადამიანზე მეტი დაწვეს კოცონზე, თან წვავდნენ მხოლოდ საუკეთესოებს, ანუ ასტროლოგებს, მატემატიკოსებს, ქიმიკოსებს, მაგებს ან უბრალოდ "სხვანაირად" მოაზროვნე ადამიანს. ეკლესია სასტიკად ემტერებოდა თავისუფალ აზროვნებას, მეცნიერებას, ხელოვნებას. მოაწყვეს რამოდენიმე ჯვაროსნული ლაშქრობა "ღმერთის" სახელით. მრავალაი ასეული წლების განმავლობაშI იძარცვებოდა მსოფიოს უდიდესი ბიბლიოთეკები და მათში დაგროვილი ცოდნა უკვალოდ არის დაკარგული. თუნდაც ის ფაქტი რაც ქრისტიანულმა ეკლესიამ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და მერე ჩრდილოეთზე მცოვრებ აბორიგენებს და მათ ცოდნას დამართა.ვფიქრობ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რო აქ საუბარია არა მარტო კულტების განადგურებაზე, არამედ კოსმოლოგიური ცოდნის წინააღმდეგაა ბრძოლა. ანუ ერთგვარი მექანიზმია და ადამიანი თავისი ცნობიერებით ესევთქვათ იკეტება დედამიწის შიგნით და მისი სოფლმხედველობა აღარ ვრცელდება სამყაროზე, რაც დღეს-დღეისობით ჩვენს რეალობას წარმოადგენს

მსოფლმხედველობის ვიწრო ჩარჩოში ჩაკეტვა მასობრივი კონტროლისათვის აუცილებელი პირობაა, რომელსაც მართლაც მშვენივრად ახერხებს ორგანიზებული ეკლესია, თუმცა მესმის შენ რასაც ამბობ და ნამდვილად გეთანხმები, ოღონდ არა მგონია, ქრისტიანობის თავდაპირველი მიზანი მსოფლმხედველობის დედამიწის შიგნით ჩაკეტვა ყოფილიყო, საეკლესიო კანონიკისა და დოგმების შემქმნელები გახდნენ იმ ძალათა იარაღი, ვისაც აწყობდა ეს პროცესი, სწორედ ამიტომაც, როცა იქმნებოდა რელიგიის საფუძვლები არაკანონიკურად გამოაცხადეს ძველი აღქმის ყველა ის წიგნი, ყველა წერილი, ყველა სახარება, რომლებიც კითხვებს ბადებდა. ასე აღმოჩნდა ენოქის წიგნი, პისტის სოფია, მარიას, მათეს, იუდას დ ასხვათა სახარებები, აგრეთვე ნაგ-ჰამადისა და მკვდარი ზღვის სხვა გრაგნილები არაკანონიკური და ესლესიისაგან მოკვეთილი. ამ პროცესის კონტროლს ვატიკანი ახორციელებს, თუმცა მის ბიბლიოთეკაში ყველა ის ხელნაწერი ინახებოდა და ინახება, რომლის გაცნობა და წაკითხვა მრევლს ეკრძალება. ვატიკანი ინახავს არა მხოლოდ ქრიატიანულ უძველეს ტექსტებს, არამედ სხვადასხვა მისტერიული სწავლებების უძველეს ხელნაწერებს, მაგრამ მათთან შეხება მხოლოდ ერთი-ორ რჩეულს თუ შეუძლია
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #95104 · Replies: 232 · Views: 120,616

kate
Posted on: Feb 18 2013, 07:39 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


Gnosis
QUOTE
ადამიანის ცხოველად ან ფრინველად გარდასახვა ვგონებ არასოდეს ხდება რადგან, ადამიანი სხვაგვარად არის შექმნილი და მისი არსებობის მიზანი ტოტალურად განსხვავებულია ფრინველის ან ცხოველის არსებობის მიზნისაგან
აბსოლუტურად გეთანხმები, ცხოველების და ფრინველების თუნდაც მიერალების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია რაღაც მომენტში შევიმეცნოთ სამყარო, მაგრამ ნამდვილად არ მგონია ჩვენი ცნობიერება ოდესმე, გაცნობიერებულად იყენებდეს მათ სხეულებს, ამის საშუალებას მხოლოდ ადამიანის სხეული, ადამიანის დნმ იძლევა.
td.........
QUOTE
ანუ ერთი არსება აერთიანებს თავის თავში ფიზიკურ დონეზე ყველა მგელს, ან ყველა ბამბუკს, ან ყველა ყვავს და ასე შემდეგ. თუ ადამიანმა , ან რაიმე სტიქიამ გაანადგურა ამ სახეობის ყველა წარმომადგენელი, მაშინ კვდება ის არსება.

ამ მოსაზრებასთან მეც უფრო ახლოს ვარ, რომ ყველა სახის ცოცხალ არსებას, ყავს თავისი საერთო მანუ, თუმცა სულიერი არსების სიკვდილი ვერ წარმომიდგენია smile.gif


  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94908 · Replies: 872 · Views: 315,470

kate
Posted on: Feb 18 2013, 07:24 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


გნოსტიციზმი ნამდვილად უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწავლებაა, ერთი მხვრივ ქრისტიანული მეორე მხვრივ კი, რადიკალურად განსხვავებული ქრისტიანული დოქტრინებისაგან. თვითონ ტერმინი - გნოსის - ცოდნა, მეორე საუკუნიდან, წმინდა ირანიუსისაგან მოდის , როდესაც მათ "განსწავლული ერეტიკოსები" უწოდა, თუმცა ფესვები - ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე და სავარაუდოდ ესსეეიბიდან მოდის, რაც თავისთავად სხვა თემაა. არსებობს თეორიები კაბალის - როგორც მსოფლხედველობის ჩამოყალიბებაზე ( მხედველობაში მაქვს მეცამეტე საუკენეში "ზოჰარის" შექმნა), გნოსტიციზმის გავლენის შესახებ, რაც ნაკლებად სარწმუნო მგონია. თუმცა ფაქტია, რომ გნოსტიციზმი იუდეველთა შორის იშვა ძველი საბერძნეთის ფილოსოფიური სკოლის გავლენით, ამასთანავე პირველი ქრისტიანები იყვნენ, ანუ იუდეველი ქრისტიანები, როგორც მათ უწოდებდნენ, სხვადასხვა იუდეური მისტიციზმებიდან, კი, მე მგონი ყველაზე ახლოს "მერკაბა მისტიციზმთან" დგას.
რაც შეეხება, დემიურგს, მატერიალური სამყაროს შემოქმედს, მას მართლაც ხშირად მოიხსენიებს, როგორც ბოროტ ღმერთს, მაგრამ მისი სისასტიკე გამოწვეულია არა მისი სიბრიყვისა და სისუსტის გამო (ძალიან გულუბრყვილო იქნებებოდა მატერიალური სამყაროს შემქმნელი ბრიყვად და სულელად ჩაგვეთვალა smile.gif), არამედ მისი არასრულყოფილების გამო. სხვა თემაში დავწერე, მაგრამ აქ ცოტა უფრო ვრცლად დავწერ გნოსტიკურ მითს დემიურგის წარმოშობაზე, დემიურგის არსი რომ გავიგოთ, საჭიროა გნოსტიკურ მსოფლხედველობაზე, მისეულ კოსმოგონიაზე, მინიმალური წარმოდგენა გვქონდეს. ადვილი არ არის ეონებისა და არხონების რთულ იერარქიაში გარკვევა, ამიტომ მხოლოდ მოკლე სურათს აღვწერ: სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ყველაფერს, მას არასოდეს მოიხსენიებენ სახელით, უწოდებენ მხოლოდ მონადას, უცნობს, შეუცნობელს, ერთადერთს, და გამოიხატება წერტილის სახით (პლერომას დიაგრამაზე, რომელიც პრინციპში მანდალაა), მის ქალურ ასპექტს წარმოადგენს სოფია, მთლიანობაში ქმნიან პლერომას - სრულყოფილებას, სრულ სინათლეს, სუფთა სიყვარულს. საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის მიზნით სოფია დროებით დაშორდა სინათლეს, სიყვარულს, პლერომას და მის გარეშე შექმნა დემიურგი, მაგრამ როდესაც ნახა, მის ქმნილებას სიყვარული აკლდა, დავიწყების ნისლში გახვია და თვითონვე დარჩა მასში, ასე რომ დემიურგმა, რომელსაც ქონდა ღვთიური წარმოშობა და მასში იყო სოფია, თავი ჭეშმარიტ ღმერთად წარმოიდგინა და დაიწყო მატერიალური სამყაროს შექმნა, ღვთიურის ანალოგიით, რომელზედაც მხოლოდ მცირე მეხსიერება ქონდა შემორჩენილი, ანუ შექმნა სამყარო სადაც მხოლოდ თვითონ იქნებოდა ერთი ცენტრალური ღმერთი, მაგრამ ყველა მის ქმნილებაში ასევე რჩებობა სოფია, როგორც მასში. ქრისტე კი უმაღლესი ეონია, ჭეშმარიტი ღნერთის ემანაცია, რომლის მიზანიც სოფიას პლერომაში, სრულყოფილებაში დაბრუნებაა.
ამ ისტორიას თუ ჩავუკვირდებით, საკმაოდ მარტივ სურათს მივიღებთ, ღმერთის მიერ შექმნილმა არსებამ ან ცივილიზაციამ, რომელიც თავისთავად არ არის ღვთიური და სრულყოფილი, ეგოისტური მიზნით შეგვქმნა ჩვენ, ჩვენი ფიზიკური ასპექტი, საკუთარის ანალოგიით, მაგრამ, ჩვენში, ისევე როგორც მასში არის ღვთიური სული, ღვთიური სიბრძნე ( რომელმაც საკუთარი სურვილით და არა დემიურგის, დაიკავა ეს სხეული), თუმცა ჩაკეტილი და დავიწყებული, და ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ღვთიურ სრულყოფილებაში დაბრუნება.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94907 · Replies: 8 · Views: 15,124

kate
Posted on: Feb 16 2013, 11:19 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


narilla
QUOTE
მომავალი სამხედრო ინსტიტუტების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ? აი ისეთი მსოფლიო წესრიგი, არც ერთი სამხედრო რომ არ იქნება და არც სახელმწიფო საზღვრები რომ არ იარსებებს...
დადგება დედამიწაზე ის პერიოდი, ის "ოქროს შუალედის" ხანა, როცა არ იქნება საჭირო არც სამხედრო და არც არანაირი ძალისმიერი ინსტიტუტები, თუმცა ასეთი დრო ხანგრძლივი არ იქნება smile.gif
QUOTE
რა განსხვავებაა ქალურ და მამაკაცურ ენერგიებს შორის? ქალური ენერგია პირიქით, მამაკაცური ენერგიის საპირისპირო ტენდენტიებს არ მოიტანს? მშვიდობა და საყოველთაო ჰაემონია, სამყარო სავსე სიყვარულით...

კარგი კითხვაა, და ნაწილობრივ პირველთან კავშირში. ერთის მხვრივ პასუხი მარტივია: მთავარი მათ შორის განსხვავება კი არ არის, არამედ ის რომ რეალურად ერთი ენერგიის ორი პოღლუსია, მშვიდობას, ჰარმონიასა და სიყვარულს ვერც ერთი და ვერც მეორე ერთმანეთის გარეშე ვერ მოიტანს, ჰარმონიას მხოლოდ მათ შორის ბალანსი ქმნის, მათი ურთიერთანასწორობა, გავიხსენოთ ინ-იანის სიმბოლო, როდესაც ორივე მხარე თანაბარია ეს არის ზუსტად "ოქროს შუალედი", როგორც კი რომელიმე მათგანი გადაწონის - დისბალანსი იწყება. მეორე მხვრივ, კი, და რაც მთავარია, ჩვენ ვცხოვრობთ დუალისტურ სამგანზომილებაში, რომელიც დროით არის შემოსაზღვრული, ამიტომაც "ოქროს შუალედის" დიდხანს შენარჩუნება არ შეგვიძლია. ჩვენი სამყაროს პირველი კანონი დუალიზმია, კეთილი-ბოროტი, ცივი-ცხელი, სიყვარული -სიძულვილი........, ამის გამოა ერთი შემოქმედი ენერგია ორად გაყოფილი - ქალურად და მამაკაცურად, აქ, რადგან დრო განუწყვეტლივ მიედინება, ორ პოლუსს შორის ბალანსი მხოლოდ დროებითია (ალქიმიის მიხედვით, სამყაროს აგებულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ქანქარას პრინციპია, რომელიც მუდმივად მოძრაობს მარჯვნიდან მარცხნივ, ყოველ სვლაზე აღწევს წამიერად სრულ ბალანსს, და მთელი მისი მოძრაობა ამ ბალანსის მიღწევაა). ჩვენ რომ შევძლოთ თუნდაც მცირე ხნით, საკუთარ თავში დავაბალანსოთ ყველა ენერგია, ყველა გრძნობა და ემოცია, დროის საზღვრებიც დაირღვევა და იმდენად აიწევს ჩვენი ვიბრაცია, რომ, ამ ფიზიკური რელობიდან უბრალოდ გავქრებით და სხვა რეალობაში ავღმოვჩნდებით, ძალიან იშვიათად, მაგრამ იყვნენ და ახლაც არიან მაღალგანვითარებული ადამიანები, ვისაც შესწევს ამის უნარი.
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94811 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 16 2013, 08:27 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


QUOTE(tikoroma @ Feb 16 2013, 06:01 AM) *
ტერმინი დემიურგი შემოქმედს ნიშნავს და არა ბოროტს

კი, ეს ასეა, უფრო სწორად დემიურგი ნიშნავს ხელოსანს - განსაკუთრებული ნიჭის ხელოსანს. გნოსტები კი ამ ტერმინს იყენებდნენ და იყენებენ, რომ ხაზი გაუსვან მის მიერ ჩვენი მატერიალური სამყაროს შექმნას, და რა იმას რომ ღმერთია, ამიტომაც უწოდებენ ან დემიურგს ან ბოროტ ღმერთს. საინტერესოა და მე მგონი ამ თემიდან ძალიან გადახვევა არ იქნება, თუ დავწერ გნოსტიკურ მითს ძველი აღთქმის ღმერთის წარმოშობაზე.
გნოსტიკური მსოფლმხედველობით არსებობს ერთი ნამდვილი შეუცნობელი ღმერთი, რომელსაც უცნობი ღმერთის სახელით მოიხსენიებენ, რომელიც ასევე სუფთა სინათლე და სიყვარულია. სოფია, რაც ასევე სიბრძნეს ნიშნავს, ამ შეუცნობელის ქალური ასპექტი (წმინდა სამებაში სულიწმინდის გამოვლინებაა), რომელიც ქმნილების რაღაც ეტაპზე დაშორდა სინათლეს და პლერომის - სრულყოფილების გარეშე შვა დემიურგი. დემიურგმა კი შექმნა მატერიალური სამყარო, რომელიც ვერ იქნებოდა სრულყოფილი, რადგან მას თვითონ აკლდა სრულყოფილება, ქრისტე კი, ჭეშმარიტი უცნობი ღმერთის გამოგზავნილია სინათლეში სოფიას დასაბრუნებლად. ვეცადე, რაც შეიძლება გამემატივებანა საკმაოდ რთული გნოსტიკური პანთეონი smile.gif. ეს ისტორია გვიჩვენებს რომ, დემიურგის (ისევე, როგორც ყველა ჩვენთაგანის) ერთი ნაწილი ღვთიური სოფია - სულია, მეორე კი მატერიალური -მატერიალურ ღირებულებათა არც თუ სრულყოფილი შემოქმედი. ქრისტე კი მეგზურია ჩვენი სულის (სოფიის) მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94799 · Replies: 232 · Views: 120,616

kate
Posted on: Feb 16 2013, 07:57 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


sentimennte
QUOTE
hoda nugar mimtkiceb rom zveli agtqmis gmerti sxvaa da axlis sxva, orive agtqma 1mtliani wignia da zveli,axlis gagrzelebaa, ertmanettan kavshirshia

პირველ რიგში, გთხოვ შენ kiss1.gif , და ყველა მორწმუნე ქრისტიანს, ამ თემაში დაწერილ მოსაზრებებს ნუ მიიღებთ მკხრეხელობად ან რწმენის შეურაცყოფად, აქ თეოლოგიური გარჩევები კი არ მიმდინარეობს, არამედ ერთი გარკვეული ისტორიის, ამ შემთხვევაში ძველი აღთქმის ტექსტების ყოველგვარ რელიგიას ჩამოშორებული ლოგიკური (ლაშას "ლოგიკური ანიმაცია" დაივიწყე biggrin.gif ) ანალიზი. ჩვენ რომ ასე მივყვეთ ძალიან შორს წავალთ, ქრისტიანობას 2000 წელი და მრავალი ჭკვიანი, ხშირ შემთხვევაში კი სათნო ადამიანების თავები ქონდა გამამართლებელი მისტერიული თეოლოგიური ახსნა რომ მოენახათ იმ სისასტიკისა და შეუსაბამობებისათვის, რაც მრავლადაა ძველ აღქმაში, და რაც მთავარია, აქვთ ყველაზე დიდი არგუმენტი - რწმენა, რაც საშუალებას აძლევს ჩიხში მოქცევისას "ამოუცნობია გზანი უფლისანი" გამოიყენონ, საკმაოდ ბევრ და ქრისტიანობის სხვადასხვა კონცეპციის აღმსარებლებთან, საკმაოდ მაღალი რანგისაც, მისაუბრია ამ საკითხზე და ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას ასე დავწერო smile.gif
და მართალი ხარ, ერთი შეხედვით აშკარად ჩანს რომ სახარება ძველი აღთქმის გაგრძელებაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან სახარების ავტორები პირდაპირ მიუთითებენ ამაზე და ძალისხმევას არ იშურებენ დაახლოონ, თუმცა ენაც, სტილიც და რაც მთავარია მორალური კრიტორიუმები ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულია, ნამდვილად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა ამის დასანახად, თუ კი მათ გადავხედავთ არა მხოლოდ მორწმუნის, რომელსაც უკვე ასწავლის ამ ტექსტების განოყოფელობა, არამედ თუნდაც წმინდა ადამიანური თვალით.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94794 · Replies: 232 · Views: 120,616

kate
Posted on: Feb 15 2013, 10:24 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


vano kazbegi
QUOTE
ესენია ენუქი და მეთუშელახ , ამის გარდა სხვებისაა რომლების ბიბლია არაკანონიკურს მიიჩნევენ.
მე პირადად არ ვიცი სწორად ვთარგმნე ენოქის მონაცემებში ისე აღწერილია თუ საიდან შემოვიდა ცოდნა განათლება, ესენია

ენოქის წიგნი, მე მგონი ყველაზე საინტერესო წიგნია ძველი ბიბლიური წიგნებიდან, მაგრამ არაკანონიკური. თუ კი ნათარგმნი გაქვს ქართულად, ეგებ ნაწილი მაინც დადო, თუმცა ალბათ სხვა თემაში, ამ ტემაში ვერ ჩაჯდება, მათტვის კი ვინც არ იცის ეს წიგნი რას წარმოადგენს, მოკლედ გეტყვით რომ ენოქი არის ნოეს დიდი ბაბუა, და ეს წიგნი აღწერს მის ხილვებს და წინასწარმეტყველებებს, სწორედ აქ არის აღწერილი დაცემული ანგელოზები - watchers, რომლებმაც მისცეს ადამიანებს სხვადასხვა ცოდნა და ნეფილიმები - გიგანტები, ანგელოზისა და ადამიანთა ნაჯვარი, და რომლებიც ძალიან გავს ანუნაკებს, და ბევრი ძალიან, ძალიან საინტერესო დეტალი, მოკლედ ვანო, თუ ენოქის წიგნის ქართული ვარიანტის მცირე ნაწილს მაინც დადებ, ნამდვილად არ ვიცი, არის თუ არა ამ წიგნის სხვა ქართული წყარო, მე მგონი ძალიან საინტერესო და კარგი თემა გამოვა.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94727 · Replies: 232 · Views: 120,616

kate
Posted on: Feb 15 2013, 09:33 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353



Dondariable
QUOTE
რაში გამომადგება მაგის ცდონა ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში?
ნამდვილად არა მგონია რამეში გამოგადგეს biggrin.gif , უბრალოდ ყველაფერს გამოყენების კუთხით ვერ შეხედავ

narilla
QUOTE
ჩვენი ცნობიერება _ ის, რაც დღეს გვაქვს _ მომავალში აღარ იარსებებს და მას უფრო მაღალი ცნობიერება ჩაანაცვლებს, ნამდვილად შეუქცევადი პროცესია

ჩვენი ცნობიერება არსად არ გაქრება, ასეთი რამე შეუძლებელია, იარსებებს რეალობის სხვა უფრო მაღალ საფეხურზე. ჩვენი ადამიანური, homo sapiens-ის სხეულით ისარგებლებს სხვა სულიერი არსებების ცნობიერება. .ცხოვრება იმიტომ კი არ შეიცვლება და უფრო ჰარმონიული გახდება, რომ უფრო მაღალი სულიერი განვითარების არსებები შემოვლენ დედამიწის პლანზე, არამედ იმიტომ რომ დედამიწაზე ახლა უკვე შეცვლილი ენერგეტიკაა და ცივილიზაცია თავიდანაც რომ დაიწყოს, პირველყოფილი ტომებისგან, მაშინაც კი მათი ურთიერთობები არ იქნება აგრესიული და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული, არამედ შემყნარებლური და ჰარმონიული smile.gif .
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94723 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 15 2013, 09:18 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


Lashapoli
მართლა კარგი ტემაა და განსაკუთრებით ის განცხადება მომეწონა, დასაწყისში რომ გააკეთე biggrin.gif
ძველი აღქმიდან სისასტიკის მაგალითებს არ მოვიყვან, აქ ბლომადაა და ალბათ კიდევ დაამატებთ, სწორედ ასეთი ეპიზოდების გამო უწოდებენ გნოსტიკები ძველი აღქმის ღმერთს - დემიურგს, ბოროტ ღმერთს. მაგრამ თემას ცოტათი გადავუხვევ და აი, იმ კითხვაზე კი ვინ არის ან არიან ძველი აღქმის ღმერთები, ერთ განსასჯელ თემას შემოთავაზებთ: გაიხსენეთ სჯულის კიდობანი, რას წარმოადგენდა საბოლოოდ ეს ნივთი, რომელშიც გადმოცემით მხოლოდ ის თიხის ფირფიტები იდო, რომელზედაც ათი მცნება ეწერა, აარონის ხალათი, მანანით სავსე ოქროს ქილა. რომლის აგების ზუსტი პროპორციები და ინსტრუქცია მოსემ სინას მთაზე მიიღო, და რომელიც იყო ღმერთთან კომუნიკაციის საშუალება, ასევე ძლიერი იარაღი. რას წარმოადგენდა ეს ნივთი?, რა ძალა ქონდა და საიდან?, ეს ნივთი, ან ის რაც იქ ინახებოდა ხომ არ მოპარა მოსემ ეგვიპტის ფარაონს და გაიტაცა ეგვიპტიდან? და ამიტომ ხომ არ მისდევდნენ. არის თუ არა შესაძლებელი ღმერთად არც თუ მთლად კეთილგანწყობილი უცხოპლანეტელი, ან მათი ცივილიზაცია ჩავთვალოთ, სჯულის კიდობნად კი, მასთან საკომუნიკაციო, ასევე ადამიანებისათვის უცნობი დანიშნულების ნივთი?! smile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94722 · Replies: 232 · Views: 120,616

kate
Posted on: Feb 15 2013, 08:51 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


აღარ დავწერ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელსაც შესაძლებლობათა ფანჯარა გვაძლევს, რადგან ამის შესახებ ადრეც ბევრი ვისაუბრეთ - გლობალური კატასტროფა, სიბნელის სამი ღამე, ფიზიკური ტრანსფორმაცია.... რომელსაც ჩვენი, როგორც ადამიანური რასის ფიზიკურ პლანზე განადგურება შეიძლება მოყვეს, ამ შემთხვევაში დედამიწის ცივილიზაციას არა მხოლოდ სულიერად სხვა, არამედ ფიზიკურადაც სხვა არსებები გააგრძელებენ, და სავარაუდოდ ეს არსებები იქნებიან ისინი, ვისაც თოვლის კაცის, იეტის, სასკვაჩის, მეჩანის..... და კიდევ სხვა სახელებით ვიცნობთ, რომლებსაც დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ხვდებიან, თითქმის ყველა კულტურა იცნობს, მაგრამ რეალურად მისი არსებობის დამტკიცება ვერ შეძლეს დღემდეsmile.gif, თუ არ ჩავთვლით ახლახან გახმაურებულ დნმ-ის ანალიზს, რომელიც აქამდე უცნობ ჰუმანოიდურ არსებას ეკუთვნის......, ჩვენი ცივილიზაციის და ადამიანთა გადარჩენილი მცირე ნაწილი, კი, მათთვის რელიგიისა და ღმერთების ფუძემდებელი გახდება....... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია smile.gif
თუ ყველაფერი გლობალური კატასტროფის გარეშე წარიმართა, ბუნებრივი კატაკლიზმები მაინც გაგრძელდება და უფრო ინტენსიურიც გახდება, პოლუსთა ცვლილებასაც აუცილებლად ექნება ადგილი და კონტინენტთა კონტურებიც შეიცვლება, ეს უკვე მრავალჯერ მოხდა დედამიწაზე და აუცილებლად განმეორდება, მაგრამ ეს არ იქნება გლობალური და "არსებობის დასასრული", მაგრამ ორივე შემთხვევაში, დედამიწის ცივილიზაცია ახლანდელზე გაცილებით ნაკლებად აგრესიული და ჰარმონიული იქნება, (თუმცა იმ დროისათვის ჩვენ, ანუ ჩვენი ცნობიერება, უკვე აღარ ვიქნებით დედამიწაზე , აქ სხვა სულიერი არსებები იქნებიან, მაგრამ ეს ჩვენ მოვიყვანეთ აქამდე ეს პროცესი), რადგან უკვე სხვა ენერგეტიკაა წარმმართველი, აქამდე დომინანტი მამაკაცური აგრესიული ენერგია უკვე ჩაანაცვლა შედარებით რბილმა ქალურმა ენერგიამ, ფიზიკურ პლანზე ეს ცვლილება შეუქცევად პროცესებს დაიწყებს, ცოტა ხანში, თუმცა ეს ცოტა ხანი ერთი ორი დღე ან წელი არ არის smile.gif, რადიკალურად შეიცვლება ადამიანთა შორის დამოკიდებულებები, მეცნიერების თითქმის ყველა დარგი, ტექნოლოგიები, მედიცინა....., იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე დიდი კატასტროფა მოხდა, პოსტაპოკალიფსური პერიოდი ისეთი არ იქნება, როგორიც წარმოგვიდგენია ან როგორსაც ჰოლივუდი წარმოგვიდგენს -- არსებობისათვის ბრძოლა სასტიკი და სისხლიანი ნაკლებად იქნება, უფრო თანაბრძნობით, ურთიერთდახმარებით, ერთმანეთისათვის ხელი გაწვდით ეცდებიან და შეძლებენ დანგრეულის აღდგენას.
ნელნელა დაიშლება მაკონტროლებელი ინსტიტუტები, უსაზღვრო სამხედრო ძალაუფლებაც დაიწყებს პოზიციების დათმობას, თანდათან ჩაცხრება და გაქრება ომისა და კონფლიქტის პატარ-პატარა წყაროები და საბოლოოდ - ყოველგვარი ომის საშიშროება, დედამიწაზე ცხოვრება ჰარმონიული გახდება, დადგება ე.წ. "ოქროს ხანა" და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ქალური ენერგია არ აიღებს ხელში მთლიან ძალაუფლებას და არ გადაფარავს მამაკაცურს, დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს..... თუმცა დაახლოებით 26 000 წელი ამის საშიშროება არ არის, მერე კი ისევ ახალი ციკლი დაიწყება.....
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94715 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 11 2013, 01:19 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


vano kazbegi
QUOTE
სიკვდილის დროს მგონი ყველაფერი ქრება და გაქრება მისი ფიქრები
.
გარკვეულწილად მასეცაა, ფიქრების დიდი ნაწილი, როგორც უსარგებლო, ზედმეტი ტვირთი, მართლა გაქრება, მაგრამ მერე იწყება, უფრო სწორად გრძელდება ყველაფერი





  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94291 · Replies: 317 · Views: 194,054

kate
Posted on: Feb 11 2013, 01:10 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


earth
QUOTE
რატომ მეგონა უფრო დიდი ასაკისა ჩემი თავი?

smile.gif იმიტომ რომ გაცილებით მეტი ასაკის ვართ, ან უფრო სწორად არ გვაქვს ასაკი, დრო აქ, ამ რეალობაში არსებობს, ყველაზე ძნელი ეზოთერულად, თუნდაც წმინდა ფიზიკურად, დროის განსაზღვრაა. რომ წარმოიდგინო საბავშვო კარუსელი - მბრუნავი დისკი, ცხენებით და ირმებით (უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე biggrin.gif ) და დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო





  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94289 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 11 2013, 12:00 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


QUOTE(mamu_ka @ Feb 9 2013, 04:41 PM) *
როგორ იხდიან კარმულ ვალებს?

ყოველდღიური ცხოვრებით, ყოველდღიური ურთიერთობებით smile.gif უხეში მაგალითი რომ მოვიყვანო, ვისაც წინა ცხოვრებაში უსამართლოდ მოექეცი ან დაასახიჩრე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შენი ხეიბარი შვილი ან ზედმეტად ჭირვეული მეუღლე იყოს....
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94284 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 11 2013, 11:40 AM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


matashi
gio.geoo
QUOTE
კარგით მაშინ უბრალო კითხვაზე მიპასუხეთ(თუკი თქვენის თქმით ერთი და იგივეა ასტრალი და გ.ც)რატო აქვთ სხვადასხვა სახელი?!:)

რადგან ვეთანხმები Gnosis , ამ კითხვაზე ჩემს პასუხს დავწერ, სანამ თვითონ გიპასუხებდეთ smile.gif . ასტრალურ მოგზაურობებსა და სიზმარს შორის ფაქტობრივად დიდი განსხვავება არ არის, რადგან მეორე სამყაროდან შემოტანილი შთაბეჭდილებაა ორივე, განსხვავება თვითონ ამ ინფორმაციის თუ შთაბეჭდილების ფიზიკურ პლანზე შემოტანაშია. ასტრალში ცნობიერად გასვლისას შემოტანილი ინფორმაცია უფრო სუფთაა, ტვინი ნაკლებად ასწრებს გადამუშავებას და მისთვის მისაღები და გასაგები ფორმების მიცემას, სიზმრის დროს, უმეტეს შემთხვევებში ტვინი ახერხებს მიღებული ინფორმაციის შედარებით "გასაგები" სიმბოლოებით შეფუთვას და მისი ძველ შთაბეჭდილებებთან შეჯერებას, ანუ სიზმარი უფრო ცნობიერებისა და ტვინის საერთო პროდუქტია, როცა ასტრალური - ცნობიერების მიერ სხეულის გარეთ მიღებული ინფორმაცია. ეს ეხება ასტრალში ან ზოგადად სხეულის გარეთ ცნობიერ გასვლას და ყოველდღიურ სიზმარს, რომელიც ასევე ასტრალური მოგზაურობაა, და შეიძლება უფრო მაღალ პლანზეც კი. და არ ეხება მართულ, გაცნობიერებულ სიზმარს (აი, ის რომ იღვიძებ, იცი სიზმარში ხარ და შენს ნებაზე მართავ, ქმნი და ცვლი სიტუაციებს smile.gif), ასეთი სიზმარი ნაკლებადაა სულიერი გამოცდილება, უფრო ვირტუალური თამაშია, ოცნება 3D-ში smile.gif
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #94282 · Replies: 69 · Views: 62,499

kate
Posted on: Feb 9 2013, 10:29 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


vano kazbegi
რასაც აღწერ და რაც მართლაც ძალიან საინტერესოა, არის სხეულიდან ასტრალური გასვლა, მაგრამ შენ როგორც სჩანს ულიმიტოდ შეგეძლო გემოგზაურა და ასტრალურ ფენასზე გაცილებით შორს გაგეტანა ცნობიერება smile.gif , რაც ძალიან იშვიათია, ამიტომაც აგიკრძალა ხმამ მსგავსი ექსპერიმენტები, ჩვენ აქ არ გვჭირდება ის ცოდნა, რისი წამოღებაც იქედან შეგეძლო, რადგან ცნობიერად იყავი გასული.
კლინიკური სიკვდილი სულ სხვა ფენომენია, კლინიკური სიკვდილის დროს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია წყდება: გულის გაჩერება იწვევს სისხლის მიმოქცევის შეწყვეტას, რაც თავისთავად 20-30 წამში მთლიანად აჩერებს ტვინის ფუნქცირებას. ხელოვნური სუნთქვის და გულის მასაჟის ან დეჰიბრილატორის (ელექტროშოკის) გარეშე სხეული მკვდარია. თუმცა არსებობს ხუთწთიანი ლიმიტი, როდესაც შესაძლებელია ორგანიზმის გაცოცხლება, ხუთი წუთის შემდეგ ტვინის დიდი ნაწილი კვდება, პროცესი შეუქცევადია და თუ მაინც მოხდა გულის ცემის აღდგენა, ეს იქნება მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმი, ყოველგვარი აზროვნების ან დამოუკიდებელი არსებობის გარეშე, თუმცა არის უიშვიათესი გამონაკლისები.
რადგან კლინიკური სიკვდილის დროს, ტვინიც გათიშულია, სიზმარი და ჰალუცინაციებიც წესით გამორიცხულია, სწორედ ამიტომ ამ დროს ნანახი და განცდილი არის ექიმებისათვის ყველაზე ძნელად ამოსახსნელი და ამოუცნობი, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ყველა კლინიკურ სიკდილის განცდილი, უფრო სწორად, მათი ნახევარი, რადგან ნახევარზე მეტს არაფერი ახსოვს, იტყუება, თანაც თუ მათი ნანახი, მცირე დეტალების გამოკლებით, თითქმის ერთნაირია. პირველად ექიმმა რაიმონდ მოუდმა ახსნა ამ თემას ტაბუ თავისი წიგნით "სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ", მას შემდეგ ამ თემაზე ძალიან ბევრი წიგნი დაიწერა უამრავი მაგალითებით და ნამდვილი ისტორიებით. ამ ფენომენს არანაირი ახსნა არა აქვს ფუნდამენტალური მეცნიერების თვალსაზრისით. სკეპტიკოსები რაღა თქმა უნდა, ყველაფერს ჰალუცინაციად ან ფანტაზიის ნაყოფად თვლიან, მაგრამ მათ, ვისაც ეს გამოუცდიათ (ჩემი ჩათვლით, 4 წუთზე ცოტათი მეტ ხანს ვიყავი ოფიციალურად მკვდარი smile.gif), კარგად იციან, იქ გამოცდილი და ნანახი ყოველგვარ რეალობაზე გაცილებით რეალურია და უბრალოდ არ არსებობს სიტყვები განდილის გადმოსაცემად.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #94167 · Replies: 317 · Views: 194,054

kate
Posted on: Feb 9 2013, 09:12 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


Atm@n
ახლანდელი ჩვენი მისიია, იცხოვრო სწორად და სხვას ხელი არ შეუშალო, დატკბე ცხოვრებით, ისე რომ სხვა არ დააზიანო, გიყვარდეს და მიიღე საკუთარი თავი, რადგან თავი თუ არ შეიყვარე, სხვის სიყვარულს ვერ შეძლებ, იყავი ბედნიერი და შეძლებისდაგვარად ეცადე სხვას მიანიჭო ბედნიერება, სხვისი სიხარული გიხაროდეს და სხვისი ტკივილი გტკიოდეს და ამით შენივე სიხარული გაათმაგდება და შენივე ტკივილი შემსუბუქდება, მოკლედ იყავი კახუნა tongue.gif
კარმული ვალები, რა თქმა უნდა, ჯერ არ გვაქვს მოხდილი, წინა ცხოვრებების ვალებს ვიხდით ამ ცხოვრებაში smile.gif და ეს გაგარძელდება ბოლო ამოსუნთქვამდე, უბრალოდ რაც დაგვრჩება და რასაც ამ ცხოვრებაში დავაგროვებთ გარკვეულ ზღვრამდე, მათი ახალი ინკარნაციით დაწვა აღარ იქნება საჭირო, სამყარო სხვა გზას გვიჩვენებს smile.gif , მაგრამ განსაკუთრებით მძიმე კარმას აუცილებლად გადაგვახდევინებს, ოღონდ, ჩემი აზრით, უფრო ძნელი გზით: ზუსტად იგივე ცხოვრების გავლით, წარმოიდგინე, თუნდაც თვითმკვლელი, ისევ იბადება, ზუსტად იგივე სხეულში, ზუსტად იგივე ცხოვრება, ზუსტად იგივე პრობლემები რასაც თვითმკვლელობამდე მიყავს და თუ ისევ თავი მოიკლა, ყველაფრი თავიდან (რაღა თქმა უნდა არ იცის, რომ ამ წრეზეა)... თუნდაც ასჯერ გაივლის ამ გზას, სანამ იმ მომენტში თავის მოკლას არ გადაიფიქრებს, ეს საშინელი, მძიმე გზა, რომელიც ცნობიერებას დასჭირდება განსაწმენდელად, სამყაროსთვის მხოლოდ მცირე გაელვებაა.
earth
bigarmhug.gif
ადამიანები იბადებიან და დაიბადებიან, ოღონდ 2016 წლის შემდეგ, ის სულიერი არსებები, რომლებიც დედამიწაზე შემოვედით დაახლოებით 200 ათასი წლის წინ, და ვსარგებლობთ homo sapiens-ის სხეულით, დედამიწაზე აღარ გავაგრძელებთ ინკარნაციას და ერთი საფეხურით მაღლა ავალთ განზომილებაში, ხოლო ამ განზომილების ცივილიზაცია თუ ისევ ადამიანებმა გააგრძელეს (რაც სავარაუდოდ ასეა, თუმცა კიდევ არსებობს კატაკლიზმების ალბათობა, ოღონდ ამაზე ქვემოთ დავწერ), ამ სხეულებით, ჩვენი გენოფონდით, ოღონდ მცირედ შეცვლილი დნმ-ით უკვე სხვა ცივილიზაციის სულიერი არსებები ისარგებლებენ, რომლებიც უფრო მაღალი და არა დაბალი განვითარებიდან შემოვლენ მესამე განზომილებაში გამოცდილების მისაღებად.
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94153 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 8 2013, 08:52 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


QUOTE

ნამდვილად არა მგონია ეს მომავალი გვემუქრებოდეს, თუმცა სრულიად ლოგიკურია ტექნოლოგიური განვითარების იმ ტემპებიდან გამომდინარე, რომელსაც გავდივართ ბოლო 50 წლის მანძილზე, მაგრამ აქ დავიწყებულია მთავარი ფაქტორი - ჩვენ უკვე გავიაერეთ ის დიდი ზღურბლი, რომელსაც 21.12.12 წარმოადგენდა. ახლა უკვე სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელსაც რა თქმა უნდა ერთ დღეში ვერ ვიგრძნობთ და ვერც ერთ წელში, ასეთი ეპოქალური ცვლილებები რომ ფიზიკურ პლანზე ვიგრძნოთ, მინიმუმ ასწლეულია საჭირო, როდესაც თენდება, როგორც არ უნდა უდარაჯო, ვერ დაიჭერ წამს, რომ თქვა: აი, ამ წამს გათენდა, ერთი წამის წინ კი ღამე იყოო, ან წელიწადის სეზონი როცა იცვლება, ვერ იტყვი, აი დღეს უკვე გაზაფხულია, გუშინ ზამთარი იყოო, მაგრამ მიუხედავად ასეთი ხელშესახები ზღვრის არარსებობისა, კოლოსალური განსხვავებაა დღეს და ღამეს, ზამთარს და გაზაფხულს შორის. ამ პროცესის ხელის შეშლა ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ 21 დეკემბრამდე, ადამიანის მიერ ინსპირირებული კატასტროფებით - მასშტაბური ომებით ან ატომური კატასტროფით, რაც ჩვენი ცნობიერების დავარდნას გამოიწვევდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა და ახლა ეპოქა უკვე შეიცვალა, უკან დაბრუნება გამორიცხული და უბრალოდ შეუძლებელია, ეს ჩვენზე, ჩვენს მეცნიერებებზე ან მთავრობებზე საერთოდ აღარ არის დამოკიდებული, ეს იკლური ცვლილებების სამყაროს კანონია. თუმცა იმას არ ნისნავს, რომ აღარც ომი ან ატომური აფეთქებები აღარ გველოდება, უახლოეს მომავალში, სანამ ძველი სამყაროს გავლენა ჯერ კიდევ არსებობს, არც ეს არის გამორიცხული, უბრალოდ ისინი, რამდენი ადამიანის სიცოცხლეც არ უნდა შეიწირონ(თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება smile.gif), ჩვენს ცნობიერებასა და სულიერ განვითარებაზე, გავლენას ვეღარ მოახდენენ. .
ჩვენ მრავალი ასეთი ციკლი გავიარეთ, უბრალოდ აღარ გვახსოვს. ცოტა უფრო გავრცობილად დავწერ ამ თარიღის ეზოტერიკულ და მერე ფიზიკურ პლანზე მოსალოდნელი ცვლილებების მნიშვნელობაზე.
ბევრჯერ გვითქვამს რომ ცამეტი ათასი წელი ჩაკეტილი ვართ ამ რეალობაში, სიკვდილ-სიცოცხლის წრეზე, ვკვდებით და ვინკარნირდებით, ისე რომ წრის გარღვევას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, ჩვენი მთავარი მიზანი ამ ათასწლეულების მანძილზე იყო დედამიწა და ჩვენი ფიზიკური სხეულები არ გაგვენადგურებინა პლანეტარული ცვლილების მომენტამდე, მაგრამ ახლა უკვე დავამთავრეთ ჩვენი ასე ვთქვათ "მისია", ჩვენ ყველანი ვინც ინკარნირებული ვართ დღეს დედამიწაზე გარდაცვალების შემდეგ თავისუფალი ვართ და შემდგომი ინკარნაციის საჭიროება აღარ არსებობს, ჩვენ თავისუფალი ვართ და გავაგრძელებთ გზას შინისაკენ, რადგან უკვე გავიარეთ განვითარების ეს საფეხური, კარმული ვალები აღარ იმოქმედებს და მათი დაწვა ახალი ინკარნაციით საჭირო აღარ იქნება, მაგრამ, არის ერთი მაგრამ smile.gif , ისინი ვისაც მეტად მძიმე კარმა აქვს ამ ინკარნაიაში და მზად არ არის, გარდაცვალების შემდეგ ვერ შეძლებს ტრანსფორმაციას, მათ მოუწევს იგივე ცხოვრების იმდენჯერ გავლა, იმ მომენტამდე სანამ სწორ არჩევანს არ გააკეთებს.
რადგან ჩვენ უკვე აღარ ვინკარნირდებით(მხოლოდ რამოდენიმე წელი გვაქვს, როცა ჯერ კიდევ შეგვიძლია ინკარნაცია, მაგრამ ფორუმელთა ასაკიდან გამომდინარე, არა მგონია ვინმემ მოასწროთ biggrin.gif ), ადამიანის სხეულებს ოდნავ შეცვლილი დნმ-ით (რადგან მისგან ჩვენი ცივილიზაციების კოდი წაიშლება) სხვა სულიერი არსებები ისარგებლებენ, ჩვენ, მხოლოდ ჩვენი სურვილით და არა აუცილებლობით შეგვიძლია დავბრუნდეთ დედამიწაზე. გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ უკვე ჩვენივე ფიზიკური სხეულით, მოგვწონს თუ არა ის ახლა smile.gif გავაგრძელებთ განვითარებას, რისი შესაძლებლობაც აქამდე არ არსებობდა. მაშინვე აღვადგენთ ფიზიკური სხეულის გაცილებით ნატიფ ასლს და იმასაც მივხვდებით რატომ ავირჩიეთ ეს კონკრეტული სხეული და კონკრეტული სქესი ბოლო ინკარნაციისათვის. თუმცა ჯერ კიდევ არის მცირე შანსი 2016 წლის შუამდე, მთელი კაცობრიობა დედამიწასთან ერთად პირდაპირი ფიზიკური პლანიდან გადავიდეს მაღალ განზომილებაში, რადგან 2007-2016 წლები შესაძლებლობების ღიაა ფანჯარაა, კარია, რომლის გაღებაც 2007-ში დაიწყო, 21 დეკემბერს ბოლომდე გაიღო, ჩვენ ის გავიარეთ, 2016- ში კი დაიხურება და არც ერთი ჩვენთაგანი აქ აღარ გაივლის ინკარნაციას.....
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #94061 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Feb 8 2013, 07:07 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


Atm@n
ძალიან კარგი და საინტერესო თემაა, ერთ რამეს დავამატებ, ცნობილია, რომ თითქმის ვერ ნახავ უბედურ და დეპრსიულ კახუნას, ძალიან ღიმილიანები არიან და რაღაცნაირად სიმშვიდეს და სიყვარულს ასხივებენ
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #94041 · Replies: 63 · Views: 80,373

kate
Posted on: Dec 21 2012, 08:13 AM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


მიყვარხართ ყველა kiss1.gif
ვინც ზუსტად იმ დროს ვერ მოახერხებს მედიტაციას, გული არ დაგწდეთ smile.gif , ან ერთად შეკრება თუ ვერ შეძელით და არც მაშინ, თუ საერთოდ ვერ მოახერხებთ მედიტაციას smile.gif. საერთო მედიტაციას უძლიერესი ძალა აქვს, მაგრამ არა იმდენად თვითონ პროცესს, რამდენადაც მასში მონაწილე ხალხის განწყობას და მზადყოფნას ამ პროცესისთვის. ამდაგვარი საერთო მედიტაცია, სასიკეთო, პოზიტიური ცვლილებისათვის გაცემული გაერთიანებული ენერგიაა, უფრო სწორად ენერგიათა გაცვლა, ამიტომაც მხოლოდ გააზრებული, არავისგან თავსმოხვეული, საკუთარი თავისუფალი ნებით არჩეული მონაწილეობის სურვილიც კი საკმარისია, იმისათვის რომ ამ პროცესში იყო ჩართული, და სამყარომ და სიცოცხლემ დაინახოს ის პატარა სინათლის სხივი, უფრო მეტიც, დღეს ამ პროცესს ასეულ ათასობით ისეთი ადამიანი შეუერთდება და გადასცემს და მიიღებს ნათელ ენერგიას, რომლებსაც საერთოდ არაფერი იციან მედიტაციაზე და საერთოდ ტრანსფორმაციის იმ ეტაპზე, ახლა რომ გავდივართ. და არის კიდევ ერთი ფაქტორი: მათ ვინც მედიტირებენ, შეუძლიათ გამოიყენონ მათთვის სასურველი სულიერი მასწავლებლის თუ ღმერთის სახელი და ენერგია, მათ უკვე დიდი ხნის წინ გაცემული აქვთ ამის უფლება, იქნება ეს იესო ქრისტე, ბუდა, კრიშნა......
და კიდევ, ნუ შეგეშინდებათ ოცნების, ნუ შეგეშინდებათ კარგის მოლოდინის და ნუ შეგეშინდებათ იმედის გაცრუების smile.gif , ამ პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია, თუ აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა საშიშროება, დღეიდან ეს უკვე აღარ არსებობს, ჩვენ უკვე დავამთავრეთ განვითარების ეს ციკლი homo sapiens-ის სხეულში, და ძალიან მალე, ეს ჩვენი ბოლო ინკარნაციაა, მთლიანად შევიცვლებით. ვიცი, დაუჯერებლად ჟღერს, მგრამ ისიც ვიცი, ყველა თქვენთაგანმა სადღაც გულში, ძალიან მიმალულად, მაგრამ იცის რომ ასეა smile.gif, ადვილად არ დაგვიმსახურებია ამ ეპოქაში, ამ ფანტასტიური ცვლილებების დროს ცხოვრება smile.gif , რამდენი დროც დაგვიტოვა სამყარომ და დედამიწამ, იმდენხანს კიდევ ვიქნებით, ალბათ კიდევ გვექნება ტკივილები და აღმართ-დაღმართი, მაგრამ მალე სიცოცხლის ახალ სრულიად განსხვავებულ და ლამაზ ციკლს დავიწყებთ და სახლშიც დავბრუნდებით. ასე რომ, ეს დასასრული არ არის, დასაწყისია smile.gif .
  Forum: ფორუმი · Post Preview: #87467 · Replies: 193 · Views: 105,482

kate
Posted on: Dec 18 2012, 05:32 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


ერთობლივი მედიტაცია სასურველია 21 დეკემბერს 11.11 წუთზე გრინვიჩის დროით, თბილისის დროით განსხვავება მე მგონი, ოთხი საათია, ზუსტად უნდა გაგება. ეს არის ზამთრის ბუნიობის ზუსტი დრო, ( თუმცა რამოდენიმე თვის წინ ოფიციალურმა ასტრონომიულმა საიტებმა და ნასამ 11:11 შეცვალა 11:12-ად smile.gif )
რაც მთავარია, არავითარი შიში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე დიადი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან აქამდე მოვედით, კაცობრიობა აღარასოდეს აღარ იქნება ისეთი რაც გვახსოვს, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის ცვლილებები ერთბაშად მოხდება თუ თანდათანობით, მაგრამ ამ პროცესს ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს, როგორც ვერ შეაჩერებ გაზაფხულის მოსვლას, ქარიშხლები და ჭექა-ქუხილი შეიძლება იყოს, თავსხმა წვიმებიც, მაგრამ გარშემო ყველაფერი შეიცვლება და აყვავდება, დაკარგული ფერებიც დაბრუნდება და შორს წასული ჩიტებიც.......
  Forum: ფორუმი · Post Preview: #87001 · Replies: 193 · Views: 105,482

kate
Posted on: Dec 18 2012, 04:41 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


td.........
QUOTE
ხანდახან დაავადება გამოცდაა და არა საზრაური ან შედეგი რაიმე ქმედებისა.

მთლიანად გეთანხმები, ამასთანავე ყველა დააავადების კარმულთან დაკავშირება არასწორი მგონია, დაავადებათა უმეტესობა ენერგიის არასწორად გადანაწილების გამო უფროა გამოწვეული, ვიდრე კარმული კანონზომიერებით. და თუნდაც კარმით იყოს განპირობებული, სულაც არ ნიშნავს რომ წინა ცხოვრებაში ჩადენილი შეცდომის თუ დანაშაულის ანგარიშწორებაა, შეიძლება პირიქითაც იყოს. ამიტომაც ენერგეტიკული მკურნალობის ან თვითმკურნალობის დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს განკურნების უფლების აღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ფიზიკურ გამოჯანმრთელებას მიაღწიო, მაგრამ, ჯერ ერთი რომ, ეს დროებითი იქნება, და რაც მთავარია, შეიძლება ფაქიზი სხეულები დააზიანო, რაც უშედეგოდ არ ჩაივლის. თუმცა არის ისეთი კარმული ვალდებულებები, რომელიც ფიზიკურ პლანზე ყოველგვარ აზრს და ლოგიკას მოკლებული და სასტიკი ჩანს, როგორიცაა მთლიანად ხეიბარი ბავშვების დაბადება, ხანგრძლივი და მტანჯველი დაავადებები, დიდი ხნის მანძილზე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა, პატარა ბავშვების სიკვდილი... ქრისტიანობა მათ "შეწირულ სულებს" (victim soul) უწოდებს და მათზე ნაკლებად საუბრობს, რადგან, რეინკარნაციის გარეშე ძნელია, ლოგიკა მოუძებნო მათ არსებობას.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #86990 · Replies: 24 · Views: 32,115

kate
Posted on: Dec 18 2012, 03:38 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


მიუხედავად იმისა რომ, რომ ბევრი ლაპარაკია ამის შესახებ, და ინტერნეტიც სავსეა ამდაგვარი "რწმუნებულობით", 21 დეკემბერს მზის სისტემის პლანეტების არანაირი უჩვეულო განლაგება არ არის მოსალოდნელი, და ამას ყველა მოყვარული ასტრონომი დაგიდასტურებთ, უჩვეულო და მეტად იშვიათი განლაგება იყო 1987 წლის 16-17 აგვისტოს, ჰარმონიული კონვერგენციის დროს, როცა მზის სისტემის რვა პლანეტამ, მათ შორის ( მზეც და მთვარეც), შექმნეს სპეციფიური სწორკუთხა სამკუთხედი, ე.წ. grand tride.
21 დეკემბერს გაცილებით იშვიათ და განსაკუთრებულ მიმართებაში არის ერთმანეთთან დედამიწა, მზე და გალაქტიკის ცენტრი, ისინი ერთ ხაზზე განლაგდებიან.
უფრო გასაგები რომ იყოს ეს მოვლენა, უფრო მარტივად ავხსნი: ყველამ ვიცით რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო მოძრაობს წრიულად, და ეს ღერძი ანუ აქსიზი, წარმოსახვითია, მზეც ასევე თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემო მოძრაობს, თუმცა თუ დედამიწა ერთ ბრუნს 24 საათს ანდომებს, მზეს ამისათვის დაახლოებით 27 დღე ჭირდება, მთლიანი გალაქტიკაც თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, რომელიც მის ცენტრში გადის, და ნამდვილად არ მახსოვს რამდენი მილიონი წელი ჭირდება ერთ ბრუნს, 21 დეკებერს, დედამიწის წარმოსახვითი ღერძი, მზის ღერძი და გალაქტიკის ღერძი ერთთმანეთს შეუერთდება, მძივივით აეწყობა ერთმანეთზე smile.gif , კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვა, გალაქტიკის წაროსახვითი ღერძი პირდაპირ, სწორ ხაზზე - 180 გრადუსით შეუერთდება მზის ღერძს, მზის ღერძი კი დედამიწის ღერძს.
მზე, დედამიწა და გალაქტიკის ცენტრი ასეთ განლაგებაში მხოლოდ დაახლოებით 26 000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს და ეს მოვლენა ემთხვევა პრეცესიის თანაფარდობას (ამაზე ადრე დავწერე), სწორედ ამ მოვლენის ქორონიკონს წარმოადგენს მაიას გრძელი თვლის კალენდარი და თავისთავად მისი ათვლა მთავრდება.
ეს არის ის რაც ხდება ფიზიკურ პლანზე, სულიერ პლანზე კი გალაქტიკის ცენტრიდან ჯერ მზე, შემდეგ კი მზისაგან დედამიწა კოლოსალურ ახალ ენერგიას იღებს.
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #86982 · Replies: 453 · Views: 126,831

kate
Posted on: Dec 18 2012, 02:58 PM


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353


Barmalei
დედამიწა მზისგან მესამეა. ნიბირუს კი მაგ სქემაზე ვერ იპოვი, მისი არსებობაც არ არის რეალურად დადგენილი smile.gif.
Dondariable
ვერც 21 დეკემბერს და ფაქტიურად ვერც ვერასოდეს ყველა პლანეტა ერთ სიბრტყეზე, თუნდაც ერთ ხაზზე, როგორც პლანეტების აღლუმის დროს, რამოდენიმე პლანეტა, ვერ განლაგდება, ეს ფიზიკურად შეუძლებელია.
  Forum: მე 4-5 სიმკვრივე · Post Preview: #86978 · Replies: 453 · Views: 126,831

45 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 10:31 PM