IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ხილვები, თქვენც თუ გაქვთ
lexa
post May 22 2022, 11:13 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 22-May 22
Member No.: 8,071

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი, რამდენიმე წელია მაქვს ხილვები, სრულიად უაზრო, არაფერს რომ არ ნიშნავს, მაგ. ამ დილას მღვიძავს, თვალები მაქვს დახუჭული, ვხედავ რამდენიმე ბავშვს ასე 4,5წლ, წინ გოგონაა აცვია მწვანე ზოლიანი კაბა, დიდი თვალები, წინამო, უკან შეკრული თმა, რაღაცას ტყლიპინებს და ხილვა ქრება, სრულიად რომ არაფერს ნიშნავს.

ადრე აზრიანი ხილვაც მქონია, მაგ. ვხედავ დიდ ჯიპს ბავშვს ჰაერში აგდებს და ბავშვის თავი ....

რამდენიმე ხანში ვკითხულობ კუს ტბაზე მომხდარ საშინელ ამბავს, ალბათ გეხსომებათ ახალგაზრდა გოგომ ბავშვს რაც უყო...ასე ჰაერში ასროლილი ვნახე ეს ბავშვი იმ ხილვაში

მსგავს რამეებს რომ ვხედავ არ მძინავს. არც ძილ-ღვიძილში ვარ, უბრალოდ თვალები მიხუჭია და ვხედავ ფილმივით, წამიერ გაელვებასავით კადრს რომ ვუყურებ ფილმისას იმ წამსვე ქრება, არ ვიცი რა ხდება და რატომ.

თუ ვინმეს იგივე გჭირთ ან იცით რა ხდება დაწერეთ

ისე ბავშვობიდან ვხედავ პარანორმალურ სიზმრებს რომლებიც 10, 20 და მეტი წლის მერეც ამხდარა. კაი ხანია მსგავსი სიზმარი აღარ მინახავს მადლობა ღმერთს მარა ეს უაზრო ხილვები ახლაც მაქვს, კიდევ კარგი უკვე იშვიათად. ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს. მაგ. ვიჯექი სახლში დიდი კიბეები იყო ამავალი ფილმებში რომ გვინახავს, ანუ, ჩემთვის სრულიად უცხო სამყარო...სხვა ცხოვრება, სხვა ქვეყანა...არ კი ვიცი სად, ვერაფერს ვცნობ, ვზივარ კიბეზე, რაღაცას ვკითხულობ, სავარაუდოდ წერილს, რა მეცვა ისიც მახსოვს შავი შარვალი, თეთრი ბლუზა, ელეგანტურად ვარ ჩაცმული, თმა მაქვს ბობი, რომელსაც ახლაც ხშირად ვატარებ, თუმც ეს ქალი მე არ მგავს, უფრო მაღალი და ლამაზია, მარა ვიცი რომ ეს მე ვარ, სახლი არის მდიდრული ამავალი კიბეებით, მგონი ეს ჩემი ქმრის სახლია. ასე მახსოვს...ეს ასე 10 წლ წინ ვნახე. არ მეძინა. ხილვა იყო. წინა ცხოვრებიდან.

ვისაც იგივე გჭირთ ანუ მსგავსი ხილვები გაქვთ ეგებ დაწეროთ
მადლობა

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 02:58 PM