დატევა, დათმენა |
დატევა, დათმენა |
Dec 19 2017, 12:13 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართლმადიდებლური სწავლებიდან, ხშირად კი სამოძღვრო ქადაგებებიდან მესმის, რომ მადლს დატევა (დატევნა) უნდა.
ის რაც მოგვეცემა მადლისმიერად, წყალობით, მას მოფრთხელა და საკუთარ თავში დატევა უნდა, ხოლო იმისათვის, რომ დაიტიო, უნდ იყო შესაბამისი ტევადობის ჭურჭელი, სულიერად იმ დონეზე, რომ ამის ატანა და შენახვა შეძლო. პირადად მსმენია, რომ მეგობარს (ეკლესიურ პირს) ზამთრისთვის შეშა ჰქონია სახლში და მოიხმარდა ამ შეშას, ისე რომ არაფერი არ აკლდებოდა რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს, ერთხელ დედამისს (თუ არ ვცდები) მეზობელთან აღნიშნული ფაქტი გაუმხელია და მადლიც მომენტალურად გასულა, ანუ მალევე დაელიათ მარაგი. ასეთი შემთხვევები არაერთი ვიცი, თუმცა რაღა შორს წავიდე, პირად გამოცდილებას გეტყვით და დარწმუნებული ვარ თქვენს შორისაც არაერთი იქნება ვისაც მსგავსი შემთხვევები ჰქონია, ანუ თუ მინდა რაღაც ხანგრძლივი მოქმედების გეგმის განხორციელება, დავუშვათ ვარჯიშის დაწყება დარბაზში, ან უცხო ენის შესწავლის კურსებზე ჩაწერა და სიარული, ან სამოგზაუროდ წასვლა და ეს გავაჟღერე, არ ააქვს ამას მნიშვნელობა შინაურ წრეში იქნება ეს თუ ნაცნობებში – 99% ის საქმე არ გამომდის, არ იწყება. რა გამოდის, თუ რაიმეს დაწყება გადაწყვიტე, რაიმე საქმის წამოწყებას აპირებ, ის უნდა შეინახო საგულდაგულოდ, არ უნდა გააჟღერო, მართლმადიდებლური სწავლებით, სიტყვას ეშმაკი გვართმევს ამ შემთხვევაში და ხელს გვიშლის საქმიანობაში, თუმცა არამგონია ეშმაკისთვისს საამო საქმის წამოწყებაში ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ჩვენ ხომ ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ. მე ვასკვნი, რომ ყოველი საქმის გადაწყვეტის შესახებ, მდუმარება აუცილებელია, ეზოთერული კუთხით ალბათ შურის გამო ვითვალებით არა? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th June 2024 - 03:59 PM |