IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 11 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
> პოემა, ლექსი..., ჩვენი, სხვისი, ხალხური
Kaspar Hausser
post Dec 21 2009, 11:10 PM
Post #241


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქუჩის მუსიკოსი
გიორგი საჯაია

ზაზა კოშკაძეს (კოშკა)

მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით -
ქუჩის, სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Dec 21 2009, 11:16 PM
Post #242


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დ ა ე, ი ც ო ც ხ ლ ო ნ . . .


გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

ირაკლი ჩარკვიანი


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Dec 21 2009, 11:22 PM
Post #243


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბოდვა ძილისწინ

ძილინებისა ფისო,
დღევანდელი დღე არ ჰგავდა გუშინდელს
და არც არაფრით განსხვავდებოდა მისგან.
ისევე როგორც გუშინდელი გუშინწინდელისგან.
ძილინებისა ჩემი ოთახის ყვავილებო,
ჩემი ოთახის ჰაერს რომ სუნთქავთ.
ძილინებისა მშიშარა კედლებო,
სამარადისოდ დამუნჯებულხართ
და არაფერს ამბობთ ჩვენს პრეზიდენტზე.
ძილინებისა რუსთავი ორის ჟურნალისტებო,
ობიექტურობა ყურებიდან რომ გადმოგდით.
ძილინებისა ბომჟებო,
რადგან არავის უყვარხართ.
ძილინებისა ქალბატონო კონდოლიზა,
შესანიშნავად უგებთ ბეთჰოვენს.
ძილინებისა ბავშვებო,
მალე გაიზრდებით და ისწავლით
ფეხსაცმლის სწორად ჩაცმას
და საათის ცნობას
და გამოხვალთ პოლიციელები და ტერორისტები.
ძილინებისა ცათამბრჯენებო,
თვითმფრინავის ჩრდილზე რომ ფრთხებით.
ძილინებისა საფერფლევ,
ჩემზე მეტად რომ ყარხარ.
ძილინებისა საყვარლისგან მიტოვებულო
მარტოხელა ბერიკაცო,
შენ ვეღარავინ გადაგარჩენს.
ძილინებისა პატრულის მიერ ნაცემო
უაქციზო სიგარტით მოვაჭრე პროვინციელო ქალებო,
თავს იმით იმშვიდებთ, რომ
ღმერთი მაღლიდან ან საიდანღაც
აუცილებლად იყურება.
ძილინებისა ანგელოზო,
ჩვენი ლამაზი თეთრი ღამეები წარსულს ჩაბარდა
და გული მტკივა რომ არაფერს მწერ...
ძილინებისა ნისლებო,
როგორი ზანტები ხართ და მაინც მომწონხართ.
ძილინებისა მსოფლიო...
ღმერთო, ჩვენ ახლა ვიძინებთ
და აბა შენ იცი,
ჩვენი დარდი ნუღარ გექნება,
თავს მოუფრთხილდი!

კოშკა


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Dec 21 2009, 11:26 PM
Post #244


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე...

მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე,
სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა,
სადაც არავინ არ დამაძებდა.
ავხედე ხეებს,
თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ
და იქ დავტოვე თვალები ჩემი.

ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში
გამოვიპარე ხელებიდან,
თმები ვერცხლის ქარს შევატოვე.

მე მივდიოდი
დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით,
როგორც შურისმაძიებელი.

იღვრებოდა წყალი მინდორში,
ეცემოდა შუქი მდინარეს,
რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა
და იმ მდინარის ნაპრალებში
ტუჩები და სახე ჩავქოლე.
სანამ მდინარე რამეს მეტყოდა
მე დავასწარი:
გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე!
ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან!
მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად

რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს,
შენ გეძახის დასამშვიდებლად...
უკანასკნელ გაჩერებაზე
ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი.
ხის ბოლოდან კი ცა იწყება.
ხოლო ცის გულში
წმინდა გუმბათი
ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!...

თამაზ ბაძაღუა


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 3 2010, 01:04 PM
Post #245


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია
ვერ გადურჩები სულის წვალებას,
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა სადღაც ძილია
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა
ჩემი სხეული რომ დაღლილია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.


და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას..


ტერენტი გრანელი


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 3 2010, 01:35 PM
Post #246


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



TeO
ციტატა(Tea @ 14th August 2007 - 11:22 AM) *
მზე ათბობს შიგნით და გარეთ
ჩვილის ლამაზი სახე,.
ბედნიერი ვარ!

ციტატა(Tea @ 14th August 2007 - 11:22 AM) *
პ.ს. გაგიმხელთ იმათ, ვისაც აინტერესებს იაპონური პოეზია (თორემ სხვებისთვის ის უაზრობაა), ჰაიკუს დაწერა ძალიან მაგრა წმინდავს სულს და დადებით განწყობას ქმნის!
წარმოიდგინეთ, სულ რამოდენიმე სიტყვაში შეგიძლია გრძნობით შეკუმშო ზღვა ინფორმაცია!

საინტერესოა ვინმემ თუ ამოიკითხა რამე მაინც ჩემი დაწერილი ჰაიკუდან??? blink.gif


მეც ძალიან მიყვარს იაპონური პოეზია ...
პაწაწუნა ლექსებში იმხელა აზრი დევს...

ზეპირად ახლა ეს მახსენდება:

დაგიჟებულან ალუბლები.შეხეთ, ცხენიდან
ამპარტავანი თავადიც კი ჩამოაბრძანეს
და იახლეს ყვავილობის თვისის საჭვრეტად.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 3 2010, 07:25 PM
Post #247


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



* * *

ერთხელ შევედი ცარიელ სახლში
და იქ მოვწიე ცოტა თამბაქო...
როგორ მინდოდა ვყოფილიყავი მარტო,
სულ მარტო!

* * *

ადრე გავიგე სიყვარულის ძალა და სევდა...
ადრეც მოვხუცდი..

***
ერთხელ ხუმრობით
დედაჩემი მხრებზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცებ ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

* * *


ო, რომ ჩავეფლო
ფაფუკ თოვლში
ანთებულ სახით....-
სწორედ ისეთი სიყვარულით
მიყვარდეს მინდა!!!

***
აყვავებული ტყემლებისათვის ვერ მიმიგნია,
მეგობრისათვის ვაპირებდი მეჩვენებინა:
დაუთოვია აქ წუხელ და მიჭირს გარჩევა,
სად თოვლისფერი ყვავილები გაშლილა ტყემლის
და სად თოვლია_ ტყემლის ყვავილიიფერი.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 3 2010, 11:15 PM
Post #248


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 3rd January 2010 - 01:35 PM) *
მეც ძალიან მიყვარს იაპონური პოეზია ...
პაწაწუნა ლექსებში იმხელა აზრი დევს...

tikoroma მადლობააა kiss1.gif
QUOTE(tikoroma @ 3rd January 2010 - 07:25 PM) *
***
ერთხელ ხუმრობით
დედაჩემი მხრებზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცებ ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

მომეწონა ძალიან blush.gif girl_sigh.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 4 2010, 12:39 PM
Post #249


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



31 დეკემბერს ჰელიოსის წერილი წავიკითხე http://sirius-ru.net/dictations/dek2009/2009.12.31.htm
ჩემზე გრანდიოზული შტაბეჭდილება მოახდინა..ისე გამათბო, რომ გავიხადე და ამ ცივ ზამთარში ბრეტელებიანი მაისურით ვიჯექი კარგა ხანს wub.gif
ირმა შენ გამახსენდი და ეს შენი მზის ლექსი!.. როგორ ეხმიანება ერთმანეთს angelchik.gif გთხოვ წაიკითხე როცა მოიცლი kiss1.gif bigarmhug.gif



ო, მზეო, მზეო...

ო, მზეო, მზეო გემუდარები...
ო, მზეო, მზეო, შეგეხვეწები,
დაგეჩოქები, დაგადნები, დაგმორჩილდები,
არ დავიმწუხრებ შენს ცქერაში, გავხალისდები...

ო, მზეო, მზეო გემუდარები,–
მომეცი შენი ბრწყინვალების პატარა ნიჭი,
მომეცი შენი ბრწყინვალება, შენი ნათება,
მიეცი ჩემს სულს გაბრწყინება და განათება.

ო, მზეო, მზეო გეხვეწები გულგაღებული,
შენი ნათების მუდამ ვიყო მაყურებელი,
ალმასის ჯართა სიელვარით, მზის შუქის სხივით,
მინათდებოდეს ჩემი გზები მთელი ცხოვრება.

შეგევედრები, ჩემო თბილო, ჩემო ნათელო,
გულში და სულში დიდი სხივის შენ ჩამომღვრელო,
გული დადნება,– შენ გიცქერის, შენზედ ოცნებობს,
სული გაივსო სიყვარულის უცნობ ჰანგებად.

ოჰ, მზეო, მზეო გეხვეწები, გემუდარები...
ოჰ, მზეო, მზეო შენ მომეცი,–ის რაც მ ჭირდება,
შენს სიყვარულის სიძლიერეს მიმაახლოვე,
შენთან მამყოფე და შენი ხილვით მუდამ-დღე მათბე...

მზეო ელვარევ, მზეო ნათელო,
მზეო ბრწყინვალევ, მზეო კეთილო,
მზეო მაღალო, მიუწვდომელო,
მზეო ჩვენს გვერდით მუდამ მდგომელო.

მზეო ამოდი, ამოდი მალე,
გამოაჩინე სხივების ფრთები,
შემოუარე ჩემსა ფანჯარას,
შენს ელვარებას ხელებს მივაგებ.

მზეო ნათელო გაგვათბე, შეგთხოვ,
ყველა დარდები თბილით გააქრე,
მზეო ნათელო სიმღერის ძალით,
სიმღერის ძალით მუდამ გვამყოფე.

ირმა
17 ოქტომბერი, შაბათი, 2009 წელი.



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 4 2010, 04:15 PM
Post #250


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



TeO kiss1.gif
Всегда, когда грусть или плохое состояние овладевают вами, ищите меня на небе, поймайте мой луч Любви, направленный лично вам, вспомните это мое послание.

ძალიან თბილი წერილია.
QUOTE(Tea @ 4th January 2010 - 01:39 PM) *
ირმა შენ გამახსენდი და ეს შენი მზის ლექსი!.. როგორ ეხმიანება ერთმანეთს

მართლა l_sunny.gif l_sunny.gif l_sunny.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jan 5 2010, 01:15 PM
Post #251


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



TeO
ირმა
l_sunny.gif
ეჰ როგორ მიყვარდა მდინარის პირას წოლა და კაშკაშა მზისთვის თვალის გასწორება... მზეს ვეხებოდი თითქოს...
მერე მეც ვწერდი ლექსებს smile.gif

მზე შემიყვარებს, მეც მისი ვარ
და ეს სიმღერაც,
ქარვისფერ შუქში გავეხვევი
და ავენთები.
თმებზე, სახეზე დამეღვრება
ცეცხლი სხივებად
და შარავანდად დამედგმება
ცისარტყელები...

ეს ნაწყვეტია...

მენატრება ის დრო. რაც მუშაობა დავიწყე და რაც თბილისში გადმოვედი, ხომ სულ დავკარგე მზე. sad.gif მაგიტომაც ვარ სულ უხასიათოდ sad.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 5 2010, 03:05 PM
Post #252


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უიიი მე რომ სხვა თემაში დავდე ჩემი ლექსებიიი...sad.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Jan 5 2010, 08:57 PM
Post #253


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემს ლექსებს არ დავდებ smile.gif ერთერთ საყვარელ ლექსს დავპოსტავ მხოლოდ, რომელიც მოკლეა smile.gif

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

გ. საჯაია


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 7 2010, 06:46 PM
Post #254


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა







მოდით სიტყვებო,გულში ჩაგიკრავთ
და გაგიაზრებთ თუკი შევძელი,
მერე ლექსებად ეერთად აგკინძავთ,
გაგაცოცხლებთ და-იყავ დღეგრძელი!
დავხეტიალებ,ვეძებ სიყვარულს
და სიყვარული ვერც კი მიცვნია,
ვებღაუჭები ხელში მიჭირავს,
ვერ გაფრინდება,ის ხომ ნიჭია!
შევუშვერ წყაროს თეთრ და თბილ ხელებს,
გამეპარება თითებში წვეთი,
მგონი ალუბლის კვირტმა იფეთქა!
რაღაც ახალი იღვიძებს ჩემში!
მოვა მტრედი და აკენკავს ცოდვას,
ცოდვა-ადამის მოდგმის დარდია,
ცრემლი,მოწყვეტით ამოისუნთქებს,
ვისაც სული აქვს ყველა კარგია!
შემოეხვიე მუხის ძლიერ ფესვს,
ნუ შეგაშინებს ელვა და მეხი,
მთისკენ მიმავალ ვიწრო ბილიკზე
აგეხლართება ეკლებში ფეხი,
თუ გეტკინება,გული არ დაგწყდეს,
სასუფევლამდე გზა არის ერთი!
დაეცემი და შენს ჩუმ ტირილზე,
მფარველ ანგელოზს გიგზავნის ღმერთი!
შეფერადდება ოდნავ ვარდისფრად,
ცრემლებშემშრალი სული,სიკეთით,
გემახსოვრება მუდამ ნუგეშად,
რომ,შენთვის აღსდგა უფალი მკვდრეთით!!!
16.12.2009.იზი.
ჩემს სამ სიხარულს, ბარბარეს, მამუკას და გიგლას


* * * * * * * * * * * * * * * *

იყო სევდიან ღიმილის ფერი,
და ქუჩის ბოლოს გოგო პატარა,
ქვაფენილები,ხვეული სველი,
და ისევ გოგო,ქუჩის ამარა,
შავი თმებით და წითელი კაბით,
გული ბავშვური,თვალები დიდის,
გზას არასოდეს არ ააქვს ბოლო,
ყველა გზა სადღაც მოდის და მიდის.
განცდა?-თეატრის ნიღბების მსგავსი,
ხან მოწყენილი,ხან მომღიმარი,
წამებად შეხვედრა უცხო სახეების,
ფოთლები,მზე და-მიწა ნაწვიმარი,
მოხუცი,თვალებთან სიკეთის ნაოჭებით,
ნაცნობის მზერა,შეხვედრა გზაში,
ჩვეული მოკითხვა,კოცნა,საუბარი,
ჭაღარა სიბერის ბზარებით ხმაში..
აი,თბილისელი თოლიაც მაღლა,
ფიქრობს:ზღვა ისევ წყნარი,მშვიდია?
მაგრამ არც გოგოს ეტყობა დაღლა.
გზიდან სახლამდე გზა კი-დიდია!
კაბის კალთები მუჭით აკეცა,
გაეხა გოგოს ნაქარგი კაბა,
პატარა გოგო,ხუჭუჭა თმებით,
ჩემი თუ არ ხარ ვიცი ხარ აბა??

12.12.09.ი.ბ.



--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
anonymouska
post Jan 8 2010, 05:09 PM
Post #255


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 796
Joined: 4-December 08
Member No.: 5,884

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte პირველი შენი დაწერილია? smile.gif

good.gif give_rose.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 8 2010, 07:33 PM
Post #256


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ორივე ჩემი დაწერილია smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jan 8 2010, 08:49 PM
Post #257


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
QUOTE(iziko @ 8th January 2010 - 08:33 PM) *
ორივე ჩემი დაწერილია

ძალიან კარგ ლექსებს წერsmile.gif

ძალიან მომეწონა პირველი ლექსი და მისი დასაწყისი wub.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Jan 8 2010, 08:57 PM
Post #258


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ირმა @ Jan 8 2010, 09:49 PM) *
sentimennte

ძალიან კარგ ლექსებს წერsmile.gif

ძალიან მომეწონა პირველი ლექსი და მისი დასაწყისი wub.gif

არადა ათი წელია არაფერი დამიწერია, თინეიჯერობის დროს კი ვწერდი მარა,მერე სულ სტატიებს და ჩანახატებს ვწერდი,ეს რაღაცა ახალი ეტაპია, ჩემს ცხოვრებაში ლექსებმა გამოიღვიძეს, smile.gif

ნუ მაწითლებთ ძვირფასებო,
გენაცვალეთ თქვენააა


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Feb 3 2010, 11:11 AM
Post #259


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ არაფერი არ არის ჩემი.
თვალებით ვფურცლავ ოთხივე კედელს.


გახსოვს ის ღამე,
შენს ოთახში მზე რომ ჩავაქრეთ,
ხელისცეცებით
რომ ვეძებდით
საწოლის კიდეს...
ის ღამე, მე რომ
გულზე მძივად ჩამოვიკიდე.


შენი ოთახის მახსოვრობა ჩემს სუნს არ იცნობს,
ვერც სახლის კიბემ დაიხსომა ჩემი ფეხის ხმა,
მაგიდის მტვერსაც არ უგრძვნია ჩემი თითები,
შენს სახეს, როგორც ბრაილის შრიფტს რომ კითხულობენ.


დეკორაციით სავსე სცენაზე
მე დიასახლისს არ ვთამაშობ,
მე სხვა როლი მაქვს –
მე ოცნება ვარ და ოთახიდან
დაგუბებული ვნებასავით
გამანიავეს...

თამარ რუხაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Michel
post Feb 5 2010, 11:39 PM
Post #260


WHITE soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 16
Joined: 7-December 09
Member No.: 6,087

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Shou @ 3rd February 2010 - 11:11 AM) *
თამარ რუხაძე

ეს რომელი თამარ რუხაძეა? ჟურნალისტი?


Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 11 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 3rd May 2024 - 05:35 PM