IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ჩვენი ცხოვრების ალტერნატივები, ბედისწერა vs თავისუფალი ....
old_man
post Jun 17 2009, 10:40 PM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,964
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(რათა_ჰა? @ 17th June 2009 - 08:33 AM) *
დავუშვათ ვამბობთ, რომ გვაქვს არჩევანის უფლება. გარკვეულწილად შეიძლება არჩევანი გავაკეთოთ ორ ან რამოდენიმე ალტერატივას შორის. მაგრამ, არჩევანი როცა კეთდება, კეთდება ერთი არჩევანი (ან 2, ან 3, ან რაიმე განსაზღვული რაოდენობა). როგორ უნდა დავადგინოთ, რომ თვითონ ჩვენი არჩევანი თავისუფალი იყო თუ არა? ავირჩიეთ უკვე. იქნება თვითონ არჩევის არჩევანი განსაზღვულია უკვე?

როგორ უნდა ყოფილიყო არჩევანი განსაზღვრული? შენი თავი შენ არ გეკუთვნის? ხომ არავინ გაიძულებს ვინმე რამის გაკეთებას მაგ. დღეს საღამოს სადღაც წასვლას? შეიძლება კინოში წახვიდე ან თეატრში. მაგრამ რა სპექტაკლი იქნება იქ და რა კინო უკვე შენ ვერ ირჩევ. ის სხვების მიერაა არჩეული. თუ არ გაიძულებდნენ, რომ არჩევანი გაკეთებენია წასულიყავი ერთგან ან მეორეგან, ახლა იძულებული ხარ იმ კინოს უყურო, რაც შეიძლება არ მოგეწონოს, ან სპექტაკლი გამოდგეს ძაან ცუდი....მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი, საღამო გაგიფუჭდა. არჩევანში შეცდი, გერჩივნა სახლში დარჩენილიყავი...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Jun 18 2009, 03:37 AM
Post #42


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man'
QUOTE
როგორ უნდა ყოფილიყო არჩევანი განსაზღვრული? შენი თავი შენ არ გეკუთვნის? ხომ არავინ გაიძულებს ვინმე რამის გაკეთებას მაგ. დღეს საღამოს სადღაც წასვლას? შეიძლება კინოში წახვიდე ან თეატრში. მაგრამ რა სპექტაკლი იქნება იქ და რა კინო უკვე შენ ვერ ირჩევ. ის სხვების მიერაა არჩეული. თუ არ გაიძულებდნენ, რომ არჩევანი გაკეთებენია წასულიყავი ერთგან ან მეორეგან, ახლა იძულებული ხარ იმ კინოს უყურო, რაც შეიძლება არ მოგეწონოს, ან სპექტაკლი გამოდგეს ძაან ცუდი....მაგრამ ვეღარაფერს შეცვლი, საღამო გაგიფუჭდა. არჩევანში შეცდი, გერჩივნა სახლში დარჩენილიყავი...
კი, ერთის მხრივ არჩევანს აკეთებ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შენი არჩევანი წინასწარ განსაზღვული არ იყო. მე არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი არჩევანი წინასწარ განსაზღვულია და არც იმას, რომ ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია და წინასწარ არ არის განსაზღვული. ჩემთვის ამ კითხვას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, მე ვამბობ, რომ დეტერმინიზმის ან თავისუფალი არჩევანი მტკიცება არსობრივად შეუძლებელია. მერე რა რომ არჩევანი გააკეთე ახლა? რითი შეგიძლია დაამტკიცო, რომ შენს მიერ არჩევნის გაკეთება წინასწარ განსაზღვული არ იყო? ერთადერთი იმის თქმა შეგიძლია, რომ არჩევანი გააკეთე და არა იმის, რომ შენი არჩევანი განსაზღვული იყო თუ არა.

მაგალითი მოვიყვანოთ ასეთი: დავუშვათ დავწერე პროგრამა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს აირჩიოს თუ არა 2 შესაძლო ვარიანტიდან ერთი. პროგრამის დაწერა ნებისმიერად შეიძლება და ამ ორი ობიექტიდან ერთ-ერთის, ორივეს ან არცერთის არჩევა/არ არჩევა მთლიანად განსაზღვული იქნება რაღაც ალგორითმით. კოდი აირჩევს ამ ალგორითმის მიხედვით-ანუ არჩევანს აკეთებს, მაგრამ არჩევანი მთლიანად განსაზღვრულია ალგორითმით. ეს მაგალითი აჩვენებს იმას, რომ არჩევანის გაკეთება განსაზღვრულად შეიძლება. არჩევანის გაკეთება არ ნიშნავს, რომ იგი არ არის დეტერმინირებული. ამ მაგალითის კიდევ უფრო გართულება შეიძლება ცოტა უფრო არარეალური (და მომავალში შესაძლო) სიტუაციით, სადაც გამოჩნდება, რომ ხელოვნურ ინტელექტს არსობრივად ვერ შეეძლება იმის გადაწყვეტა, რომ მისი არჩევანი ან დეტერმინირებულია, ან თავისუფალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
meretsegeri
post Jun 18 2009, 02:11 PM
Post #43


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 7
Joined: 14-June 09
From: seger
Member No.: 5,976

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე დარწმუნებული ვარ რომ არავიტარი ბედი არ არსებობს!

ჩემს ბედს და მომავალ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი განაპირობებს აწმყოში!


--------------------
ბიერკ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jun 25 2009, 10:08 PM
Post #44


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც მასე ვფიქრობ ^^


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Jun 26 2009, 01:38 PM
Post #45


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
QUOTE(რათა_ჰა? @ 18th June 2009 - 04:37 AM) *
სიტუაციით, სადაც გამოჩნდება, რომ ხელოვნურ ინტელექტს არსობრივად ვერ შეეძლება იმის გადაწყვეტა, რომ მისი არჩევანი ან დეტერმინირებულია, ან თავისუფალი.

ალბათ ამის გადაწყვეტა პროგრამას არც აინტერსებს. როგორც აღნიშნე ეს მაგალითი ხელოვნურ ინტელექტს ეხება, ანუ ინტელექტს რომელიც დაპროგრამებულია - გინდ მარტივად, გინდ რთულად.
რამდენად არის ადამიანური ინტელექტი ხელოვნური -ეს უკვე სხვა საქმეა.
meretsegeri
QUOTE(meretsegeri @ 18th June 2009 - 03:11 PM) *
ჩემს ბედს და მომავალ ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი განაპირობებს აწმყოში!

გეთანხმები. აქედან გამოდინარე ის, რასაც ჩვენს დღევანდელ ბედს ვუწოდებთ არის წარსულში ჩვენი ქმედებებით განპირობებული, მათი შედეგი. ადამიანია თავის ბედის მჭედელი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jun 26 2009, 11:28 PM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(sethis modgma @ 26th June 2009 - 02:38 PM) *
ადამიანია თავის ბედის მჭედელი.

ყოველთვის?
კი ნამდვილია ჩვენ ვართ ჩვენი ბედის მჭედელი, მაგრამ არა მგონია ასე იყოს ყოველთვის. ალბათ ხშირ შემთხვევაში და არა ყოველთვის. ვფიქრობ ცხოვრებაში ხშირად გვხვდება სიტუაციები, როცა გარედან მოქმედებენ შემთხვევითობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს მომავალს, ზუსტად ამ შემთხვევითობებს ვუწოდებთ ბედს.
სიმართლეა რომ ჩვენც ვართ ჩვენი ბედის მჭედელი, საკუთარი ცხოვრებით ხშირად გამომიცდია, მაგრამ ვგრძნობ გარედანაც რომ არის რაღაც რაც ცვლის ჩვენს ბედს.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
asklipiodota
post Jun 30 2009, 10:15 PM
Post #47


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 47
Joined: 24-April 09
Member No.: 5,946

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



me ki mgonia, rom adamiani , dabadebamde Tavad wers tavis beds, anu momaval cxovrebas
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Jul 5 2009, 11:24 PM
Post #48


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა
QUOTE(ირინი @ 27th June 2009 - 12:28 AM) *
ყოველთვის?

დაბეჯითებით ვერ გეტყვი.
შემთხვევითობის კი მაინც არ მჯერა. ვფიქრობ, რომ გამომწვევი მიზეზების და მათი ჩვენთან კავშირის არცოდნას უფრო ნიშნავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 6 2009, 12:28 AM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



adamiani
ასეა თუ ისეა მთავარია ყოველთვის დავაკვირდეთ ჩვენს ქცევებს, რომ უარყოფითი არ გვეწვიოს, ვიყოთ თავისუფლები, რომ „გავიზარდოთ“smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 27 2010, 06:29 PM
Post #50


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ 11th November 2008 - 01:50 PM) *
წარმოდიგინეთ ჩვეულებრივი ხე, რომელსაც რაღაც სიმაღლეზე უამრავი ტოტი ეზრდება... ამ ტოტებს ტავის მხრივ სხვა პატარა ტოტები და იმათ კიდევ უფრო პატარა და წვრილი ტოტუნები აი ეს ხე არის ადამიანის ცხოვრება და ტოტტები კი მისი ცხოვრების ალტერნატივები. სქელი ტოტებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომელიც ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და მის ცხოვრებას კარდინალურად ცვლის, პატარა ტოტები უმნიშვნელო გადაწყვეტილებებია, რომლებიც უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია და ცხოვრებას უმნიშვნელოდ ცვლის.

smile.gif მართლაც რა მაგარი შედარებაა ... ძალიან მომეწონა smile.gif

ციტატა(asklipiodta @ 30th June 2009 - 11:15 PM) *
me ki mgonia, rom adamiani , dabadebamde Tavad wers tavis beds, anu momaval cxovrebas
ეს კი ფრიად საინტერესო აზრია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Feb 27 2010, 06:46 PM
Post #51


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(რათა_ჰა? @ 18th June 2009 - 04:37 AM) *
კი, ერთის მხრივ არჩევანს აკეთებ. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ შენი არჩევანი წინასწარ განსაზღვული არ იყო. მე არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ ჩვენი არჩევანი წინასწარ განსაზღვულია და არც იმას, რომ ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია და წინასწარ არ არის განსაზღვული. ჩემთვის ამ კითხვას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, მე ვამბობ, რომ დეტერმინიზმის ან თავისუფალი არჩევანი მტკიცება არსობრივად შეუძლებელია. მერე რა რომ არჩევანი გააკეთე ახლა? რითი შეგიძლია დაამტკიცო, რომ შენს მიერ არჩევნის გაკეთება წინასწარ განსაზღვული არ იყო? ერთადერთი იმის თქმა შეგიძლია, რომ არჩევანი გააკეთე და არა იმის, რომ შენი არჩევანი განსაზღვული იყო თუ არა.

რატომ განიცდი ასე ამ ამბავს sad.gif... რად გინდა მაგის ცოდნა?? და რომც იცოდე ზუსტად მერე მაგით რა?
მე თავისუფალი ვარ თუ არა არჩევანში ზოგადად, ამას რაც შეეხება მე ვფიქრობ, რომ :
კონკრეტულ შემთხვევაში და ამ გარემოებაში, რაშიც მე ახლა თავს ვაცნობიერებ - არჩევანს ვაკეთებ საკუთარი ნებით და სურვილით... სხვისგან დამოუკიდებლად.

ყოფილა შემთხვევები, როცა სხვისი ნებით გამიკეთებია არჩევანი... მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო თუ არა, ან მე რაც ავირჩიე, ის მანამდე თუ სხვამ დაგეგმა და მე უბრალოდ მგონია რომ მე ვირჩევ, სინამდვილეში კი მარიონეტი ვარ ...... არაა გამორიცხული მართლაც ეს ისევ საკუთარი ნება იყოს, რომელიც წინა ცხოვრებაში ჩვენ თვითონ დავუგეგმეთ ჩვენს თავს. ანუ საკუთარი თავის მარიონეტი.
ეუჰ რა უცნაურად ჟღერს huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
რათა_ჰა?...
post Feb 28 2010, 09:25 AM
Post #52


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 99
Joined: 16-June 09
Member No.: 5,978

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



mata
QUOTE
რატომ განიცდი ასე ამ ამბავს sad.gif... რად გინდა მაგის ცოდნა?? და რომც იცოდე ზუსტად მერე მაგით რა?

არ განვიცდი. მართალი ხარ, არ არის საჭირო მაგის ცოდნა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post Mar 4 2010, 04:37 AM
Post #53


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რათა_ჰა?
QUOTE(რათა_ჰა? @ 17th June 2009 - 09:33 AM) *
მიხო წამოწოლილია ხის ძირში და ღიღინებს. ხოდა, მიხოს ეკითხებიან: მილიონი დოლარი რომ მოგცენ, არ გინდა? მიხო პასუხობს: არა. ჩააცივდებიან მიხოს: როგორ თუ არ გინდა? ათას მიზეზს მოუგონებენ, რამდენად უკეთესი იქნება მისი ცხოვრება ამ მილიონი დოლარით. მოკლედ, მიხო იხტიბარს არ იტეხს. ბოლო ბოლო ეტვყიან: მიხო, მილიონი რომ გქონდეს ცხვოვრება ში ყველაფერს დაიკიდებ. მიხო კიდევ პასუხობს: ახლა არ მკიდია, რო.

ხოდა, რა მაინტერესებს იცი: რითი განსხვავდება ის ერთეული, ვისაც დანახულის გაგებისათვის საჭირო ცოდნა აქვს, მიხოსაგან? რას აძლევს ეგ ცოდნა იმ ერთეულს ისეთს, რომ მიხოზე კარგად იცხოვროს?


ეს შეკითხვა ეხლა ვნახე.
ისე ჩანს, რომ დანახულის გაგებისთვის საჭირო ცოდნას სიმბოლურად მილიონ დოლარს ადარებ. შედარება არასწორია. მიხოს უკვე აქვს დანახულის გაგების უნარი და ძალიან კარგად ხედავს მილიონი დოლარის ფასს. კერძოდ კი იმას, რომ ცხოვრებისთვის ამ ფულს ფასი არა აქვს.
ალბათ წინა ინკარნაციაში მილიონერი იყო და სიცოცხლე კი მაინც ტანჯავდა. ანუ თუ ხის ძირში წამოწოლას და ღიღინს სიმბოლურად იდეალურ ცხოვრებას ადარებ, მაშინ მიხოს უკვე ისედაც მოპოვებული აქვს ყველანაირი ცოდნა და უკიდურესად გასხივოსნებულია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 1st June 2024 - 02:52 PM