Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ თავმდაბლობა და თვითმარქვიობა

Posted by: jarmen Dec 24 2018, 02:33 AM

რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია? ვინ ვართ რეალურად და ვინ გვინდა რომ ვიყოთ?
რას ნიშნავს იყო ეზოთერიკი?
რას ნიშნავს იყო მაგი?
რას ნიშნავს იყო უკულტისტი?
რას ნიშნავს იყო ასტროლოგი?
რეალურად ვართ ის რასაც საკუთარ თავს ვუწოდებთ და ვცოვრობთ იმ ცხოვრებია რიტმით რაც ამ "წოდებას" სჭირდება?
"სამაზვანეცებზეც" ვისუაბროთ, კონკრეტულ მაგალითებსაც ნუ მოვერიდებით თორე გადავივსეთ შარლატანებით და ეგაა.

Posted by: David Monny Dec 24 2018, 08:15 AM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 02:33 AM) *
რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია?

ძალიან საინტერესო თემაა. ჩემი აზრით, იმიტომ უკრძალავს, რომ ყველა ავტორიტეტულლ სწავლებაში, აკუმულირებულია ერთგვარი სენტენციები და ამ სენტენციების სენტენცია, როგორც წესი არის სწორედ თავმდაბლობის და მორჩილების იდეა. არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მორჩილია, უნდა თუ არა მას ეს. ამას ძალიან მკაფიოდ აცხადებდა იესო ნაზარეველი, როდესაც მიუთითებდა, რომ ორ ბატონს ერთად ვერ ვემსახურებით, ან ღმერთს უნდა ვემსახუროთ ან ეშმაკს. "სხვა გზა არალი", "თავი უნდა გააჭანჭყარო" smile.gif და მართლაც, ხუმრობის გარეშე, სხვა გზა არ არის. ეს არის რადიკალური დუალიზმის აპოპეა. თავმდაბლობა ნიშნავს, ეგოისტური თვითმყოფადობის ილუზიის პირველ რიგში გაცნობიერებას და შემდეგ მის კონტროლს, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში კი მისგან მთლიანად გათავისუფლებას. აღმოსავლურ პრაქტიკებში და ფილოსოფიებში, ასეთ გათავისუფლებას, სხვადასხვა სახელდებებით შეხვდებით: მაგ. ინდუიზმში მოკშა, ბუდიზმში ნირვანა, ნიბანა, გასხივოსნება, ძენის ტრადიციებში კენშო, სატორი და ა.შ. ანუ ეს არის გათავისუფლება ეგოსგან, ეგოისტური ილუზორულობისგან. ხოლო ამ გათავისუფლებისათვის კი საჭიროა თავმდაბლობა, ანუ უნდა გააცნობიერო, რომ ეს ცრუ ეგო, რომელსაც შენ შენ თავს უწოდებ, რეალურად ილუზიაა. ილუზიის გაცნობიერებაა თამდაბლობა.
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 02:33 AM) *
რას ნიშნავს იყო ეზოთერიკი?
რას ნიშნავს იყო მაგი?
რას ნიშნავს იყო უკულტისტი?
რას ნიშნავს იყო ასტროლოგი?
რეალურად ვართ ის რასაც საკუთარ თავს ვუწოდებთ და ვცოვრობთ იმ ცხოვრებია რიტმით რაც ამ "წოდებას" სჭირდება?
"სამაზვანეცებზეც" ვისუაბროთ, კონკრეტულ მაგალითებსაც ნუ მოვერიდებით თორე გადავივსეთ შარლატანებით და ეგაა.

ადამიანი 2 წლიდან იწყებს თვითცნობიერების განვითარებას. მანამდე ის არის მთლიანი ყველაფერთან. ეს არის დრო, როცა ხე, არ არის ხე. სახლი არ არის სახლი. რაღაც არის, მაგრამ ეს რაღაც უსახელოა, უფორმო და განიცდება მხოლოდ უშუალო, პირდაპირი აღქმით და შეგრძნებით. 2 წლის მერე, სრულიად კაცობრიობის ბაზაზე შემუშავებული ეპისტემოლოგიური საცავი იწყებს გახსნას და კოვზით გვაწვდიან მას ჩვენი მშობლები, ნათესავები, ეზოში გამვლელები და სხვ. ჯერ სახელზე რეაგირებას გვასწავლია. უთხარი დეიდას რა გქვია: დააააათოო. ლამდენი წლის ქალ? შამიშ და ამ დროს 5 თითს აჩვენებ. რა სამი რის სამი. ხუთიც სამია, სამიც ხუთია, დათოც სამია, ხუთიც დათოა. ყველაფერი ერთია. და ძალიან რომ არ გავცდეთ თემას, იმიტომ ვთქვი ეს ყველაფერი, რომ სწორედ ამ ასაკშივე იწყება ჩვენი ინტერესების გამკვრივება. ის მოყვება ჩვენს ეგოს. ვიღაცას უნდა ეზოთერიკოსობა, ვირცას ეკონომისტობა, ვიღაცას კრიმინალობა და სხვ. მაგრამ როდესაც ვერ ხდეა ეზოტერიკოსი, მისი ეგო ცდილობს გააყალბოს საკუთარი სტატუს ქვო და იწყებს შარლატანობას. სადაც გასდის რა თქმა უნდა, რადგან ნამდვილები ხვდებიან ყალბებს 100 % დან 100% ში. მე ჯერ არ შევმცდარვარ. ამას ემატება მატერიალური მხარე და ასეთი შარლატანი, ცდილობს გამოიმუშაოს ფული.

Posted by: jarmen Dec 24 2018, 01:17 PM

საინტერესოდ შეეხე თემას მე უფრო ეზოთერული კუთხით გაჭიფვრა მინდ მაგრამ ფსიქოლოგიურად და ფსიქოანალიზითაც საინტერეოს იქნებოდა. თავნდავლობა ბევრად უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ორი ბატონის მსახურებით შეიძლება გამოიხატოს, მაფალითად შეიძლება ადამიანი მსახურია მაგრამმ აქ თავმდაბალობა ლაით მოტივად გასდევს. ანუ ეს არის პრაქტიკა რომელიც საერთო აქვთ ყველა დიდ სწავლებებს მათ შორის შავმაგიურ სწავლებებსაც, გარაკვეულ ეტაპამდე. თავმდაბლობას მე ვერ გამოვიყვანდი ეგოიზმიდან, არიან ადამიანები ბავშვობიდან თავმდაბლობით არიან და ეგოიზმი არ გაუცნობიერებიათ, რაღაც ღრმაა რაგაც ძირეული მიზეზია, გონება გვაწვდის მარტივ პასუხებს რომ დავკმაყოფილდეთ მაგრამ უფრო ღრმად უნდა ჩავიდეთ ალბათ. არც ილუზიის გაცნობიერება მგონია თავმდაბლობა. რაღაც ისე გამოდის რომ თუ ადამიანი მზის სისტემას არ გაცდა თავმდაბალი ვერ გახდება.

მეორე ციტატის პასუხი, რომ გითხრა ვერ გავიზიარე, ალბატ პირველი მიზეზი ისაა რომ სხვა კითხვა დავსვი, უფრო სწორედ ეზოთერულ ჭრილში მიველოდი პასუხს და ფსიქოლოგია და ფილოსოფია წამოვიდა ამ ორისგან კი შორს ვარ საკმაოდ. ანუ ვერც ის გავიგე სამი ხუთია ხუთი სამია, დათოც სამია ხუთიც დათოა, ამას ერთიანობის მდგიმარეობის გადმოსახედიდან არ მეუბნები, მაგრამ ან რომელიმე მდგომარეობამ შეგახედა ასე რომელსაც მე ვერ ვხვდები, ანბისევ რომელიმე ფილოსოფოსის ატმანური დონია გაპრავება და ახსნა აქვს.
ანუ კი ვიღაცას უნდა ეზოტერიკოსობა ვიღაცას კარალიოკობა მაგრამ ნახე, არიან ადამიანები მოცემულობით, მოცემულობაში ვგულისხმობ თანდაყოლილ უნაფებს რომელიც საშუალებას აძლევთ სხვა სამყაროსთან იურთიერთონ, ამ ურთიერთობის ფორმებს ქვია მაგია ეზოთერიკა ოკულტიზმი, აქაც არის ხო რაღაც, აი მაგალითად მინახავს ხალხი 2 წიგნი წაეკითხა ეზოთერიკაზე და ამტკიცებდა იმას რაც ამ წიგნში ეწერა მაგრამ არ იყო ეზოთერული პიროვნება იყო ეზოთერიკის ფანატი, კიდევ უფეო აიბინძურე ხდება იქ ვინც თავს მაგს ან ოკულტისტს ეძახის, დარბიან ცხოველის ორგანოებით საკუთარ ოლისხლებს უსვამენ გარშემო, გაურკვეველ პრეპარატებს იღებენ და ფიქრობენ რომ აი მე მაგი ვარ მე ოკულტისტი ვარ მე ასტროლოგი ვარ ორი წიგნი წავიკითხე...
შარლატანი არის ის ვისაც თვითონაც არ სჯერა რასაც ლაპარაკობს, უბრსლოდ ხალხთან ლამაზი ენით მიქვს სათქმელი და ცდილობს ადამიანის რაღაცაში დაჯერებით ფული იშოვოს, ანუ წაართვას, თაღლითობაა იგივე.
არიან ისეთები ვისაც თვითონაც ჯერა რომ სანთელს რომ ანთებს და სხეულზე შემოატარებს ჯადო ეხსნება, ესენი უფრო სხვები არიან შარლატანები არა, სუსტი ოკულტისტები უფრო, ბრმა ექიმებივით.

Posted by: David Monny Dec 24 2018, 01:44 PM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 01:17 PM) *
საინტერესოდ შეეხე თემას მე უფრო ეზოთერული კუთხით გაჭიფვრა მინდ

მე არ ვარ ეზოთერიკოსი, ინჟინერი ვარ. ეზოთერილ გაშიფვრას, ალბათ უფრო ეზოთერიკოსები შემოგთავაზებენ.

Posted by: David Monny Dec 24 2018, 02:04 PM

David Monny

QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 01:17 PM) *
თავნდავლობა ბევრად უფრო ფართო ცნებაა ვიდრე ორი ბატონის მსახურებით შეიძლება გამოიხატოს, მაფალითად შეიძლება ადამიანი მსახურია მაგრამმ აქ თავმდაბალობა ლაით მოტივად გასდევს. ანუ ეს არის პრაქტიკა რომელიც საერთო აქვთ ყველა დიდ სწავლებებს მათ შორის შავმაგიურ სწავლებებსაც, გარაკვეულ ეტაპამდე.


გეთანხმები, რომ თავმდაბლობა ფართო ცნებაა, მაგრამ ორი ბატონის მსახურებასთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმები, რადგან ამ შედარებით, მორჩილების გარდაუვალობას გავუსვი ხაზი და არა თამდაბლობას. ანუ, რომ ქრისტეს აზრით გაქვს დუალისტური მოცემულობა და ყველა ვარიანტში ვართ მორჩილები. ეს ცალსახაა.
რაც შეეხება იმას, რომ მრავალ პრაქტიაკას აერთიანებს თავმდაბლობის იდეა, ეს თავშივე აღვნიშნე და ვთქვი, რომ ყველა მსოფლმხედველობის კვინტესენციაა.
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 01:17 PM) *
თავმდაბლობას მე ვერ გამოვიყვანდი ეგოიზმიდან, არიან ადამიანები ბავშვობიდან თავმდაბლობით არიან და ეგოიზმი არ გაუცნობიერებიათ,

შენი დაწერილითვე მეთანხმები, ოღონდ შენ მაინც თვლი, რომ არ მეთანხმები. მე მესმის და აბსოლუტურად ვიზიარებ შენს აზრს. როდესაც ვამბობ მეთანხმები მეთქი, ვგულისხმობ, რომ შენ დაწერე, რომ ადამიანებს აქვთ თავმდაბლობა ისე, რომ არც კი გაუცნობიერებიათ ეგოიზმი. დიახ, არ გაუცნობიერებიათ და ამიტომაც არიან თავმდაბლები. თავმდაბლობა, ეგოიზმის არქონაა. ხოლო ეგოიზმის ილუზიისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაშია თავმდაბლობა, როცა უკვე გააცნობიერებ ეგოიზმს, როცა პიროვნებას უკვე განმსჭვალავს ეს ილუზია და ამის შემდეგ გათავისუფლდება მისგან. ასეთი გათავისუფლება სამუდამოა.
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 01:17 PM) *
რაღაც ისე გამოდის რომ თუ ადამიანი მზის სისტემას არ გაცდა თავმდაბალი ვერ გახდება.

პირიქით, არ არის საჭირო სუპერ განთლება და ერუდიცია, რომ თავმდაბალი იყო. ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება, ასეთი პერსონები უფრო არიან ამპარტავნები და ქედმაღლები, ზოგ შემთხვევაში კი თვითმარქვიებიც. ყველანაირი კონცეფცია ილუზიაა. ეგოც კონცეფციაა და შესაბამისად ილუზია. თავმდაბლობა საშუალებაა ილუზიიდან გამორკვევის.
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 01:17 PM) *
ანუ ვერც ის გავიგე სამი ხუთია ხუთი სამია, დათოც სამია ხუთიც დათოა, ამას ერთიანობის მდგიმარეობის გადმოსახედიდან არ მეუბნები, მაგრამ ან რომელიმე მდგომარეობამ შეგახედა ასე რომელსაც მე ვერ ვხვდები, ანბისევ რომელიმე ფილოსოფოსის ატმანური დონია გაპრავება და ახსნა აქვს.

ეს არის მდგომარეობა, როცა ხეს, არ ქვია და არც არის ხე. არც ჭიტია ჩიტი. არც დათოა დათო და არც სამია სამი. ყველაფერი ერთია. ეს არუის დაუნაწევრებელი მდგომარეობა. ეს არის მდგომარეობა შინაგანი დიალოგის გარეშე. ბავშვისთვის ყველაფერი სულ ერთია. ეს არის ცნობიერების თავდაპირველი მდგომარეობა. ყველაფერი, რაც ამის შემდგომ მოდის, არის ეპისტემოლოგიური შემეცნება.
QUOTE(Jarmen @ 24th December 2018 - 01:17 PM) *
აი მაგალითად მინახავს ხალხი 2 წიგნი წაეკითხა ეზოთერიკაზე და ამტკიცებდა იმას რაც ამ წიგნში ეწერა მაგრამ არ იყო ეზოთერული პიროვნება იყო ეზოთერიკის ფანატი, კიდევ უფეო აიბინძურე ხდება იქ ვინც თავს მაგს ან ოკულტისტს ეძახის, დარბიან ცხოველის ორგანოებით საკუთარ ოლისხლებს უსვამენ გარშემო, გაურკვეველ პრეპარატებს იღებენ და ფიქრობენ რომ აი მე მაგი ვარ მე ოკულტისტი ვარ მე ასტროლოგი ვარ ორი წიგნი წავიკითხე...

მართალია, ეს იდიოტობაა. იდიოტის მთავარი იარაღია, დაგიყვანს თავის დონეზე, იქ კი აუცილებლად მოგიგებს. შარლატანი და თვითმარქვია ქედმაღალი და ამპარტავანია. მას არ აქვს თავმდაბლობა, ან თუ აქვს, ზედაპირული და მხოლოდ იმიტომ, რომ მიიზიდოს მომხმარებელი.

რაც შეეხება ეგოიზმს და თავმდაბლობას. ეგოისტი, ჰგავს ფშუტე პურის თავთავს. მაღლაა აზიდული, მაგრამ უსარგებლოა. გარეგნულად ჰგავს პურის თავთავს, მაგრამ მხოლოდ ფიტულია, მარცვალი არ აქვს. თავმდაბალი გავს სავსე თავთავს. მას თავი დახრილი აქვს სიმძიმისგან. თავი გულზე მაღლაა როდესაც ადამიანი ვერტიკალურ მდგომარეობაშია, ანუ ორ ფეხზე დგას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავი გულზე მაღლა დგას. თავმდაბლობა, გონების და გულის გატოლებაა. ამიტომ არის თავმდაბლობის ჟესტი ფიზიკურად თავის დახრა. ასეთნაირად გონება გულს ერწყმის, ისევე როგორც სავსე თავთავი მიიდრიკება საკუტარი ფესვებისკენ. თავმდაბლობა, საკუთარი ჭეშმარიტი, კონსტიტუციური მდგომაროების გაცნობიერებაა, რომელიც ილუზიისგან გატავისუფლების შემდეგ ხდება. თამდაბლობა არ არის ალტრუიზმი. ბერები, რომლებსაც არ წაუკითხავთ ფილოსოფიური ნაშრომები, მაინც არიან თავმდაბლები, რადგან იციან მარტივი ჭეშმარიტება, რომ გონება, ილუზიაა, თუ ის გულს არ ერწყმის, ისევე როგორც იესო ნაზარეველი უთითებდა თავის მოწაფეებს, რომ სადაც იქნება გონება თქვენი, იქვე იყოსო გული თქვენიო. ეს არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა.

Posted by: jarmen Dec 24 2018, 02:22 PM

ანუ გეთანხმები და მართლა სწორი ნაგაკითები გაქვს მოყვანილი უბრალოდ უფრო ფართო ცნებად ვთვლი თავმდაბლობას და ეს მაგალითები შეიცავენ თავმდავლობას ისევე როგორც ნამცხვარი და ღვინო შეიცავენ შაქარს.

Posted by: David Monny Dec 24 2018, 06:38 PM

jarmen
მართალია, ყველაფერს განმსჭვალავს თავდაპირველი, უნივერსალური ცნობიერება და ის არ ჩანს, მანამ, სანამ მას გადაფარებულია ცრუ ეგო, მკეთებელი, კონტროლიორი, აჰამკარა. ის, პატარაა, ამიტომ უნდა დიდობა. ის ცარიელია, ამიტომ უნდა სავსება. ის ილუზორულია, ამიტომ უნდა იყოს რეალური. ის ამპარტავანია, ამიტომ დაიძლევა თავმდაბლობით.

Posted by: tikoroma Dec 27 2018, 10:50 PM

jarmen

ციტატა(Jarmen @ 24th December 2018 - 02:33 AM) *
რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია? ვინ ვართ რეალურად და ვინ გვინდა რომ ვიყოთ?

ვფიქრობ, ამით გაიძულებს მორჩილი იყო.
თან ვფიქრობ, ყველა სწავლებას აქვს თავისი ჩარჩოები და თუ არ იქნები მისი მორჩილი, გადიხარ მაგ სწავლების არეალიდან.

ამიტომ კიდევ ერთს ვფიქრობ - დასაწყისისთვის უნდა იყო მასწავლებლის მორჩილი და თავმდაბალი
როცა დაინახავ თვითონაც შეგიძლია ანალიზი და აზროვნება, გაუყვები შენს გზას.

ეს დავინახე ქართულ წარმართულ მითებშიც.
უკმაყოფილება და მეტის მიღწევის სურვილი ისჯება
მით უმეტეს მაგ სწავლების სათავეში მყოფთან მიახლოება თუ მოინდომე.

ქრისტიანობა აიღე, თან უნდა იყო სრულყოფილი როგორც უფალიო და თან იძახო მატლი და მტვერი ვარო
ადამიანის ხასიათზე არ ვსაუბრობ, იმედია მიმიხვდებით

Posted by: tikoroma Dec 27 2018, 10:56 PM

მაგალითად, მოვიყვან ისევ ქართული მითიდან
ესაა სვანი მონადირე, რომელიც შეხვდა ქალღმერთ დალის, დაიმსახურა მისი წყაობა - დალი სთავაზობს მონადირეს საუკეთესოს - 9 ჯიხვს
მაგრამ იგი გადაწყვეტს ოქროსრქიანი მოინადიროს,კიდევ უფრო მეტი უნდა.
ესე იგი, როგორც თქვენ თქვით, ორი წიგნის წაკითხვისას კი არ უნდა ვიძახოთ მაგრები ვართო. გავიაროთ მთელი სწავლება და როცა 'ღვთაები" ტოლები გავხდებით, გადავაბიჯოთ მას და უკეთესი ავიღოთ.
ამ დროს უნდა გქონდეს საკუთარი თავის რწმენა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა და აიღო რაღაც უფრო მეტი.
მაგ დროს ისჯება, კვდება მონადირე - მაგრამ თუ არ მოკვდა ძველი -მაძიებელი, სხვაზე დამოკიდებული, პატარა კაცი - ვერ აღსდგება უფრო მაღალი ფორმით - ღვთაებად.

Posted by: jarmen Dec 27 2018, 10:56 PM

ხოდა ზუსტად ეგ მაინტერესებს რატომაა რომ ყველა დიდი სწავლება იკვეთება ამ საკითხში?

Posted by: tikoroma Dec 27 2018, 11:06 PM

იმიტომ რომ თავზე არ გადაახტე
ეგრეგორების სისტემა მარტივად ხსნის

Posted by: jarmen Dec 27 2018, 11:11 PM

არა ეგ მესმის ძალიან ბანალური პასუხი გამოდის მასე, ფაქტიურად ხაზს უსვამ ამით ყველა სწავლებას და ამბობ რომ ერთადერთი მიზანი აქვთ რომ მსახურებაში ამყოფონ ადამიანო. მაგრამ აქ მსახურებაზე არ მაქვს საუბარი თავმდაბლობაზე ვსაუბრობ, არა მარტო ამ ღვთაების სექტის წინამძღოლის ან ადმინის, ყველა გარშემომყოფის მიმართ თავმდაბლობა. აი ამპარტავმების საპირისპირო რომაა ის

Posted by: tikoroma Dec 28 2018, 01:25 AM

jarmen
ახლა ყოყოჩობას თუ გულისხმობ, ეგ დაბალი ვიბრაციის მაჩვენებელია და ჩვენ გამუდმებით გვთხოვენ, მაღალ ლეველებზე ყოფნას. ბაქია და ცოდვილი ვის ვჭირდებით smile.gif

Posted by: jarmen Dec 28 2018, 03:00 PM

ისე რაში და რატო ვჭირდებით და ასე რატო არა? biggrin.gif

Posted by: ano Jan 7 2019, 04:44 PM

თავმდაბლობა ამ სიტყვის კარგი გააზრება უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია, იწყებ მორგებული ნიღბების ჩამოხსნას,
ნიღბების ჩამოხსნაში და უპირველეს ყოვლისა იმის მიხვედრაში რომ ნამდვილად უამრავ ნიღაბს ვატარებთ ოშო ნამდვილად უძლიერესია,

თავმდაბალნი დაიმკვიდრებან ცათა სასუფეველს (იესო)

იწყებ ნიღბების მოხსნას და დგები გამოღვიძების გზაზე

Posted by: jarmen Jan 7 2019, 11:25 PM

ყველაფერმა, თეთრმა და შავმა ღნერთმა, პლანეტემბა დაგვიფარონ რომ ოშო იყოს უძლიერესი. შესაძლოა თქვენს აღქმაში მაგრამ არა გარეთ.
ნიღბის მოხსნა თავმდაბლობა მაინც ვერაა რაღაც სხვაა თუმცა შეიძლრბა რადაც კუთხით ერგრბოდეს ეს მაგალითიც მაგრამ ვერ მოიცავს.

Posted by: ano Jan 9 2019, 01:12 AM

ახლა კონკრეტულ ფრაზებს ვერ ვიხსენებ ოშოდან,
არადა ნამდვილად რომ ვუსმენ საკუთარ სიყალბეს თვითმარქვიობას ბაქიობას ნათლად მანახვებს
უამრავ ნიუანსს ხსნის ადამიანური ენით. რა თეთრი და შავი ღმერთი (ფანტაატიკა კი მიყვარს მარა სხვა თემაა)
თავმდაბლობას რომ ქადაგებს ყველა რელიგია, და რადგან ეგენი ქადაგებენ გაქ პროტესტის გრძნობა რომ ეგენი „ აზრზე არ არიან“

Posted by: jarmen Jan 9 2019, 03:19 AM

მე არც ოშო მგონია აზრზე მომყვანი, ეგეც ცალკე აბოლენს ხალხს. კაი ორატორი იყო სიტყვის ოსტატი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი მაგრამ მე უფრო ტრანსცენდენტულ მიზეზებთან წვდომაზე ვსაუბრობ. რატომ არის თავმდაბლობა სულირრი განვითარების ყველა ავტორიტეტულ სწავლებაში აუცილებელი წინაპირობა და რატპმ არის თვითმარქვიობა დამაბრკოლებელ ან აკრძალულ თემად აღქმული?

Posted by: jarmen Jan 9 2019, 03:20 AM

ნიღბების ჩამოსხნა შეიძლება თვითმარქვიობისგან გათავისუფლრბის ნაწილად აღვიქვათ მაგრამ თავმდავლობა და თვითმარქვიობა ერთმანეთის ანტონიმები არაა არც ოდეით და არც გაგებით.

Posted by: ano Jan 9 2019, 01:50 PM

მაგის ახსნას ვცდილობ ახლა მაგრამ ვერ გადმოვცემ როგორც საჭიროა
თემა კარგია და საჭირო
თუ მომივა შესაბამისი ენერგია ამ თემაზე სიტყვებსაც დავალაგებ რომ ეფექტი ქონდეს


Posted by: jarmen Nov 30 2019, 02:15 AM

დიდი ხანი ველოდე მაგრამ ამ საბაზისო შეკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე აქ :/ არა და საბაზისოა

Posted by: earth Nov 30 2019, 05:39 PM

მე ჩემს პირად დაკვირვებას გეტყვით, როგორც კი ცოტა რაღაცა შემეშლება, ვგრძნობ რომ რაღაცას ვკარგავ. ყოყოჩობა, როგორც კი შემეშლება, მაშინვე ვთოკავ ჩემს თავს, რადგან ძალიან მალე ვიღებ უარყოფით შედეგს. ეს უბრალო დაკვირვება, რაც ჩემს ცხოვრებაში მქონია და მაქვს. როცა რამეს დიდს შევიძენ, მეშინია არ გამოვხატო ეს რაღაც თავაწეულ სტილში, არვიცი როგორ აღვწერო ეს მდგომარეობა. ვცდილობ ჩქარა დავღუნო თავი, მადლობა ვთქვა და თავმდაბლურად, მადლიერების გრძნობით, ვიყო. რადგან ეს დიდი, როცა მოგეცემა, მაშინ გიხარრია და თითქოს დაფრინავ სიხარულით და იქ უცებ რაღაც ხდება, რაღაც გაგრძნობინებს, რომ დაწყნარდე, სხვანაირი სახით გამოხატო ეს გრძნობა. თავმდაბლურმადლიერების biggrin.gif გრძნობით.
არვიცი თუ გასაგებად გამომივიდა ნაწერი, მაგრამ ეს სულ, მთელი ცხოვრება დამდევს, არ მაცლის გადავიდე სხვა სახის მდგომარეობაში. არ მინდა დავკარგო ის რაც მაქვს, ეს მატერიალურია თუ სხვა რაღაც, ყოველთვის ვიჭერ ჩემს თავს და ასე ყველაფერი კარგადაა.

Posted by: Crow Dec 2 2019, 10:33 AM

ციტატა(jarmen @ Dec 24 2018, 02:33 AM) *
რატომ არის რომ ყველა ავტორიტეტული სწავლება მოუწოდებს მიმდევრებს თავმდაბლობისკენ და უკრძალავს ან ამბობს რომ თვითმარქვიობა არასწორია? ვინ ვართ რეალურად და ვინ გვინდა რომ ვიყოთ?
რას ნიშნავს იყო ეზოთერიკი?
რას ნიშნავს იყო მაგი?
რას ნიშნავს იყო უკულტისტი?
რას ნიშნავს იყო ასტროლოგი?
რეალურად ვართ ის რასაც საკუთარ თავს ვუწოდებთ და ვცოვრობთ იმ ცხოვრებია რიტმით რაც ამ "წოდებას" სჭირდება?
"სამაზვანეცებზეც" ვისუაბროთ, კონკრეტულ მაგალითებსაც ნუ მოვერიდებით თორე გადავივსეთ შარლატანებით და ეგაა.

ალბათ ყველა იმიტომ მოუწოდებს თავმდაბლობისკენ რომ საკუთარი თავი იმაზე მეტად არ წარმოვაჩინოთ "სფეროებში" ვიდრე ვართ , შეგვეძლოს ჩვენი ძალების რეალური შეფასება და არ შევიდეთ ტყუილში არც საკუთარ თავთან და არც სხვასთან, შემდეგ უკვე რეალურად ვიფიქრებთ რომ იმაზე მეტი ვართ ვიდრე რეალურად და საკუთარი თავიც დაგვეკარგება ... ტყუილში შესვლა კიდევ გამოიწვევს უნებლიე თვითმარქვიობას , ან თუნდაც უბრალოდ მოგვეწონება ეგოს მთლიანად გამოტანა გარეთ და გარემოზე შთაბეჭდილებების მოხდენას დავიწყებთ ან რაიმე არ ვიცი biggrin.gif

Posted by: marissa Dec 4 2019, 03:36 PM

ლოგიკურად მიზეზი შეიძლება იყოს ისიც რომ როცა ადამიანი ამპარტავანია და თავი სხვებზე მეტი გონია ეს შემაფერხებელი ფაქტორი ხდება მისი განვითარებისთვის მარტო ეზოთერიკაში კიარა ნებისმიერ სფეროში,თითქოს ერთ მდგომარეობაში იყინება,თავმდაბლობა პირიქით საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასებაში გეხმარება.მაგრამ მაინც მგონია რო მანდაც ზღვარი უნდა იყოს დაცული,ბოლომდე არ ვეთანხმები მაგ ავტორიტეტულ სწავლებებს და მგონია რო საერთოდ არაა ზედმეტი თავმდაბლობა ადამიანისთვის კარგი ,უფრო ობიექტური შეფასება უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის და სხვებისაც

Posted by: 紫青紫 Feb 14 2021, 07:35 PM

თავმდაბლობა პირადად ჩემთვის საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერების საშუალებას გვაძლევს და მადლიერების გრძნობას ბადებს. აქვეა მეორე უკიდურესობა როდესაც თავმდაბლობა ( თავმდაბლობის არასწორი აღქმა) გადადის მსხვერპლის როლში და დაბალ თვისებას ბადებს. რაც შეეხება თვითმაქვიობას და ამპარტავნებას როცა ადამიანს გადაჭარბებული თვითშეფასება აქვს პირველ რიგში ვერ აცნობიერებს საკუთარ შესაძლებლობებს მეორე შემთხვევაში ექცევა ილუზიებში აზიანებს უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს და არც თუ იშვიათად გარშემომყოფებსაც.

Posted by: Zet Feb 15 2021, 07:07 PM

დედამიწა არის სულებისთვის თვისებების დახვეწის და გამომუშავების სკოლა, ამ თვისებების დახვეწა ხდება იმისთვის რომ სულმა შეძლოს მაღალ სიმკვრივეებში არსებობა, ერთერთი პრობლემატური თვისება არის სწორედ თავში ავარდნის თვისება. როდესაც ადამიანი აღწევს წარმატებას მას თავში უვარდება და ის იწყებს შეცდომების კასკადის დაშვებას იმ შეცდომების რომელსაც რომელსაც ადრე ჩვეულებრივ რეჯიმში არ დაუშვებდა. იგივეა მაღალი სიხშირეების სამყაროებზეც, ხვდება თუ არა სული მაღალ სიმკვრივეებში შეცდომების დაშვების შანსი ძალიან მატულობს. მაღალი სიკვრივეების სამყაროები შეცდომებს არ პატიობენ და სული ისევ ვარდება დაბალ სმიკვრივეებში რასაც რელიგიებში დაცემულ ანგელოზებს უწოდებენ.
ამ თვისებების გარდა არის კიდე ბევრი თვისებები როგორც შური, წყენა, უმადურობა და ასეშემდეგ. თუმცა ალბათ აქედან ყველაზე მეტად ძნელი თვისების გამომუშავება სწორედ თავდაბლობაა. ბევრი წარმატებული სული ეტყობა ამ მახე ებმევა, წარმატებას აღწევს თუ არა კარგავს თავს. და ამიტომ სულმა აქ დედამიწაზე იმდენად უნდა დაიტრენინგოს თავი რომ რაც არუნდა წარმატებას მიაღწიოს თავში არ აუვარდეს. თუმცა ეს ყველაფერი არარის მემგონი პირდაპირ კავშრიშიარც ოკულტიზმთან და არც სხვა ხელობებთან.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)