Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ვედები _ შრიმად-ბჰაგავატამი

Posted by: Atman Jan 4 2011, 11:37 AM

ამ თემაში შემოგთავაზებთ "შრიმად-ბჰაგავატამის" ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი შრილა პრაბჰუპადას თარგმანს თავისი განმარტებებით. დავიწყებ პირველი სიმღერით. შეძლებისდაგვარად ვეცდები მალ-მალე დავამატო ახალი ტექსტები...

http://www.radikal.ru

ამ ლინკზე თითქმის მთლიანი ტექსტია (რუსულ ენაზე):

http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/

აქ აუდიოწიგნებია შრიმად-ბჰაგავატამზე (ასევე რუსულად):

http://www.svirel.com/bhagavata_purana_tales/




დავიწყოთ პირველი სიმღერის ქართული თარგმანით:



შრიმად-ბჰაგავატამი
სიმღერა პირველი



ავტორისაგან

http://www.radikal.ru

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რაში მდგომარეობს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილება. რა სჭირდება მას? გეოგრაფიული საზღვრები უკვე აღარ ყოფს საზოგადოებას გარკვეულ ქვეყნებად ან ერთობებად. ის აღარ არის ისე ჩაკეტილი, როგორც შუა საუკუნეებში იყო და მსოფლიოში ერთიანი ქვეყნის ან ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ტენდენტია შეიმჩნევა. “შრიმად-ბჰაგავატამის” თანახმად, სულიერი კომუნიზმის იდეალები მეტ-ნაკლებად ადამიანთა მთელი საზოგადოების ერთიანობაზე და, უფრო მეტიც, ყოველი ცოცხალი არსების ენერგიის ერთიანობაზეა დამყარებული. დიადი მოაზროვნეები ხვდებიან ამ იდეოლოგიის გავრცელების აუცილებლობას. “შრიმად-ბჰაგავატამს” შეუძლია კაცობრიობის ასეთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ იგი იწყება ვედანტას ფილოსოფიის აფორიზმით ჯანმადი ასია იატიჰ, რომელიც ერთიანი პირველწყაროს იდეას ამკვიდრებს.

დღეისათვის ადამიანთა საზოგადოება აღარ იმყოფება უმეცრების წყვდიადში. მთელ მსოფლიოში სწრაფი პროგრესი იქნა მიღწეული მატერიალური კეთილდღეობის, განათლებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. მაგრამ საზოგადოების სხეულში, სადღაც მცირედი გაღიზიანების წყარო არსებობს, ამიტომ უმნიშვნელო საკითხებზეც კი ფართომასშტაბიან კონფლიქტებს აქვს ადგილი. უნდა მოიძებნოს საერთო საქმით გაერთიანებული კაცობრიობის მშვიდობის, ძმობისა და კეთილდღეობის გზა. “შრიმად-ბჰაგავატამი” დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას, რადგან იგი ადამიანთა მთელი საზოგადოების სულიერი აღორძინების კულტურულ პროგრამას წამოადგენს.

ადამიანთა საზოგადოების დემონური სახის შესაცვლელად “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა იქნას შემოღებული, რადგან ამას გვირჩევს დიდი ერთგული მოსწავლე პრაჰლადა მაჰარაჯა.

ადამიანთა საზოგადოების დისჰარმონიის მიზეზი უღმერთო ცივილიზაციისათვის დამახასიათებელ უპრინციპობაში მდგომარეობს. არსებობს ღმერთი, ანუ ყოვლისშემძლე პიროვნება, რომლისგანაც ყველაფერი მომდინარეობს, რომელიც ყველაფერს უნარჩუნებს არსებობას და რომელშიც განსასვენებლად ყველაფერი შედის. სამყაროს თავდაპირველი წყაროს აღმოჩენისთვის მატერიალისტური მეცნიერების მიერ გაწეული მცდელობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ყოველივე არსებულის ერთი თავდაპირველი წყარო. ეს თავდაპირველი წყარო ლოგიკურად და ავტორიტეტულად არის განმარტებული მშვენიერ ბჰაგავატამში”, ანუ “შრიმად-ბჰაგავატამში”.

“შრიმად-ბჰაგავატამი” ტრანსცენდენტული მეცნიერებაა, რომლითაც შეიძლება არა მხოლოდ ყველაფრის თავდაპირველი წყაროს, არამედ მასთან ჩვენი ურთიერთობის შეცნობაც. იგი გვასწავლის აგრეთვე ჩვენს მოვალეობას, სრულვქმნათ ადამიანთა საზოგადოება ამ სრულყოფილი ცოდნის საფუძველზე. ეს სანსკრიტზე დაწერილი ძლევამოსილი ნაწარმოებია და ამჯერად ზედმიწევნით წარმოდგენილია ინგლისურ ენაზეც, ისე, რომ უბრალოდ მისი კითხვითაც კი მკითხველი იმდენად სრულყოფილად შეიცნობს ღმერთს, რომ საკმარის განათლებას მიიღებს ათეისტების შემოტევებისგან თავდასაცავად. გარდა ამისა, მკითხველი ღმერთის რეალურობაში სხვების დარწმუნებას შეძლებს.

“შრიმად-ბჰაგავატამი” თავდაპირველი წყაროს განმარტებით იწყება. ეს “ვედანტა-სუტრს” ავტორიტეტული კომენტარია, დაწერილი იგივე ავტორის, შრილა ვიასადევას მიერ, იგი თანდათანობით ვითარდება ცხრა სიმღერის სახით, რასაც ადამიანი ღმერთის შემეცნების უმაღლეს საფეხურამდე მიჰყავს. ტრანსცენდენტული ცოდნის ამ დიადი წიგნის შესწავლისათვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა თანმიმდევრულად, დაკვირვებით იკითხოს და არ გადახტეს ალალბედზე, როგორც უბრალო წიგნის კითხვისას. მისი თავები ერთი მეორის მიყოლებით უნდა იქნას შესწავლილი. წიგნი შედგება სანსკრიტული ორიგინალის ტექსტების, ინგლისური ტრანსლიტერაციის, სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობების, თარგმანისა და განმარტებებისგან. და იგი ისეა აგებული, რომ პირველი ცხრა სიმღერის დასრულების შემდეგ მკითხველი აუცილებლად შეიცნობს ღმერთს.

მეათე სიმღერა განსხვავდება პირველი ცხრა სიმღერისგან, რადგან იგი უშუალოდ ღმრთეების პიროვნებას, შრი კრშნას ტრანსცენდენტულ საქმიანობებს ეხება. მეათე სიმღერის შინაარსს ვერ გაიგებს ის, ვისაც პირველი ცხრა სიმღერა არ წაუკითხავს. წიგნი შეიცავს თორმეტ სიმღერას, რომელთაგან თვითოეული დამოუკიდებელია, მაგრამ უმჯობესია მისი თანმიმდევრულად, პატარა ნაწილებად კითხვა.

უნდა ვაღიარო, რომ შრიმად-ბჰაგავატამის” წინამდებარე გამოცემას ნაკლოვანებები ახასიათებს, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ “შრიმად-ბჰაგავატამის” (1.5.11) შემდეგი განცხადების საფუძველზე საზოგადოების მოაზროვნენი და ლიდერები კარგად მიიღებენ მას:

“მეორეს მხრივ, ნაწარმოები, რომელიც უსაზღვრო უზენაესი უფლის სახელის, დიდების, ფორმისა და გართობების ტრანსცენდენტული ქება-დიდებით არის აღსავსე, წარმოადგენს ტრანსცენდენტულ თხზულებას, რომელიც გზააბნეული ცივილიზაციის ბიწიერ ცხოვრებაში გადატრიალების მოსახდენად არის განკუთვნილი. არასწორადაც რომ იყოს შედგენილი, ასეთ ტრანსცენდენტულ ნაწარმოებს ისმენენ, მღერიან და აღიარებენ განსპეტაკებული ადამიანები, რომლებიც სრულიად პატიოსნები არიან.”

ომ ტატ სატ

ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი

დელი 1962 წ. 15 დეკემბერი


Posted by: Atman Jan 4 2011, 04:44 PM

წინასიტყვაობა

“ეს “ბჰაგავატა პურანა” მზესავით ბრწყინავს და იგი ამოვიდა, როგორც კი უფალი კრშნა თავის სავანეში გაემგზავრა რელიგიის, ცოდნისა და სხვათა თანხლებით. კალის ეპოქის წყვდიადის გამო მხედველობაწართმეულნი სინათლეს მიიღებენ ამ პურანისაგან” (“შრიმად-ბჰაგავატამი” 3.43)

ინდოეთისმარადიული სიბრძნე წარმოდგენილია ვედებში, ძველ სანსკრიტულ ტექსტებში, რომელშიც ადამიანის ცოდნის ყოველი სფეროა განხილული. თავდაპირველად ვედები სიტყვიერად გადაეცემოდა, ხუთი ათასი წლის წინ კი ისინი პირველად შრილა ვიასადევამ, ღმერთის ლიტერატურულმა ინკარნაციამ ჩაიწერა. ვედების შედგენის შემდეგ ვიასადევამ მათი არსი შეაჯამა აფორიზმებში, რომელთაც “ვედანტა-სუტრები” ეწოდება. “შრიმად-ბჰაგავატამი” (“ბჰაგავატა-პურანა”) ვიასადევას კომენტარია თავისივე “ვედანტა-სუტრებზე”. მან იგი სულიერი სიმწიფის ხანაში ნარადა მუნის, თავისი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით დაწერა. ვედური ლიტერატურის მწიფე ნაყოფად წოდებული “შრიმად-ბჰაგავატამი” ვედური ცოდნის ყველაზე სრულ და ავტორიტეტულ ახსნა-განმარტებას წარმოადგენს.

“ბჰაგავატამის” დასრულების შემდეგ ვიასამ იგი მოკლედ მოუთხრო თავის შვილს, შუკადევა გოსვამის. ამის შემდეგ შუკადევა გოსვამიმ მთელი “ბჰაგავატამი” განგის ნაპირას ჰასტინაპურში (დღევანდელ დელიში) სწავლული წმინდანების თავყრილობის წინაშე მაჰარაჯი პარიკშიტს უამბო. მაჰარაჯა პარიკშიტი მსოფლიოს იმპერატორი და დიადი რაჯარში (წმინდანი მეფე) იყო. შეიტყო რა, რომ ერთი კვირის შემდეგ სიკვდილი ელოდა, მან მიატოვა სამეფო და განგის ნაპირს მიაშურა რათა სიკვდილამდე ეშიმშილა და სულიერი განსხივოსნება მიეღო. “ბჰაგავატამი” იწყება იმპერატორ პარიკშიტის მიერ შუკადევა გოსვამისადმი დასმული კეთილგონივრული კითხვით: “შენ დიადი წმინდანებისა და ერთგულების სულიერი მოძღვარი ხარ. ამიტომ გევედრები, მიჩვენე რა არის სრულყოფილების გზა ყველასათვის, განსაკუთრებით კი მისთვის ვინც სიკვდილის პირას არის მისული. გთხოვ, მითხარი, რა უნდა ისმინოს, იგალობოს, მოიგონოს და რას უნდა სცეს თაყვანი ადამიანმა და ისიც მითხარი, თუ რა არ უნდა აკეთოს. გთხოვ, ყოველივე ეს განმიმარტე.”

შეკრებილი ბრძენები მეფის სიკვდილამდე შვიდი დღის განმავლობაში გატაცებით უსმენდნენ შუკადევა გოსვამის პასუხებს მაჰარაჯი პარიკშიტის მიერ ამ და მრავალ სხვა კითხვაზე, რომლებიც ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული სულის ბუნებიდან, დამთავრებული სამყაროს წარმოშობით. მოგვიანებით ბრძენმა სუტა გოსვამიმ, რომელიც იმ თავყრილობაზე იმყოფებოდა, რომელზეც შუკადევა გოსვამი პირველად მოყვა “შრიმად-ბჰაგავატამს”, “ბჰაგავატამი” ნაიმიშარანიას ტყეში შეკრებილი ბრძენების წინაშე გაიმეორა. მთელი კაცობრიობის კეთილდღეობით დაინტერესებული ბრძენები შეიკრიბნენ, რათა ახლად დაწყებული კალის ეპოქის გამანადგურებელი გავლენის გასაბათილებლად ხანგრძლივი მსხვერპლშეწირვა ჩაეტარებინათ. ბრძენების თხოვნაზე, მოეთხრო ვედური სიბრძნის არსი, სუტა გოსვამიმ ზეპირად გაიხსენა “შრიმად-ბჰაგავატამის” თვრამეტი ათასი ლექსი, რომლებიც შუკადევა გოსვამიმ მაჰარაჯა პარიკშიტს გადასცა.
სუტა გოსვამის მონათხრობით “შრიმად-ბჰაგავატამის” მკითხველი ეცნობა მაჰარაჯა პარიკშიტის კითხვებსა და შუკადევა გოსვამის პასუხებს. გარდა ამისა, ზოგჯერ თავად სუტა გოსვამი პასუხობს შაუნაკა რშის კითხვებს, რომელიც ნაიმიშარანიაში შეკრებილ ბრძენთა პირით ლაპარაკობდა. ამიტომ მკითხველი ერთდროულად ორ დიალოგს ეცნობა: ერთს – განგის ნაპირას, მაჰარაჯა პარიკშიტსა და შუკადევა გოსვამის შორის, მეორეს კი – ნაიმიშარანიაში, სუტა გოსვამისა და ნაიმიშარანიას ტყეში შეკრებილ ბრძენთა შორის, რომელთაც შაუნაკა რში უდგას სათავეში. გარდა ამისა, მეფე პარიკშიტის დამოძღვრისას შუკადევა გოსვამის ხშირად მოჰყავს ისტორიული ამბები და იძლევა ისეთ დიად სულებს შორის მიმდინარე ხანგრძლივი ფილოსოფიური საუბრების შეჯამებას, როგორებიც ნარადა მუნი და ვასუდევა არიან. “ბჰაგავატამის” ისტორიის ასეთი გაგებით მკითხველი ადვილად გაერკვევა სხვადასხვა წყაროებიდან მომდინარე დიალოგებსა და ამბებში. რადგან ფილოსოფიური სიბრძნე ქრონოლოგიურ თანმიმდევრობაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა მხოლოდ ყურადღებით ვიკითხოთ “შრიმად-ბჰაგავატამი”, რათა ღირსეულად შევაფასოთ ამ ნაწარმოების სიღრმე.

ამ გამოცემის მთარგმნელები “ბჰაგავატამს” შაქარყინულს ადარებენ. მისი ყოველი ნაწილი ერთნაირად ტკბილია. ამიტომ “ბჰაგავატამის” სიტკბოს გასაგებად მისი დაწყება ნებისმიერი ტომით შეიძლება. მაგრამ გემოს გასინჯვის შემდეგ სერიოზულ მკითხველს რჩევა ეძლევა, დაუბრუნდეს პირველ სიმღერას და “ბჰაგავატამის” კითხვა განაგრძოს სიმღერიდან სიმღერამდე, მისი ბუნებრივი თანმიმდევრობით.

“ბჰაგავატამის” ეს გამოცემა ამ მნიშვნელოვანი ნაწარმოების პირველი სრული ინგლისური თარგმანია, რომელსაც დაწვრილებითი კომენტარები აქვს დართული და მისაწვდომია ინგლისურენოვანი ფართო მასებისთვის. პირველი თორმეტი ტომი (პირველი სიმღერიდან მეათე სიმღერის პირველ ნაწილამდე) მისი ღვთაებრივი მოწყალების ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადას, კრშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელი-აჩარიასა და ინდური რელიგიისა და ფილოსოფიური აზროვნების მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილი მასწავლებლის მეცნიერული და ღვთის ერთგულებით გაწეულ შრომის ნაყოფს წარმოადგენს. მის მიერ სანსკრიტის სრულყოფილი ცოდნა, ვედურ კულტურასა და აზროვნებაში, აგრეთვე თანამედროვე ცხოვრებაში გათვითცნობიერებასთან ერთად, დასავლეთის მკითხველს შესანიშნავად წარუდგენს ამ მნიშვნელოვან კლასიკურ ნაწარმოებს. 1977 წელს შრილა პრაბჰუპადას წასვლის შემდეგ “შრიმად-ბჰაგავატამის” თარგმნისა და კომენტირების მონუმენტური შრომა გააგრძელეს მისმა მოსწავლეებმა, ჰრდაიანანდა დასა გოსვამიმ და გოპიპარანადჰანა დასამ.

ეს ნაშრომი მკითხველისათვის მრავალი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მათთვის, ვისაც ინდური ცივილიზაციის წყაროები აინტერესებთ, იგი პრაქტიკულად ყოველი ასპექტის შესახებ ვრცელ და დაწვრილებით ინფორმაციას მოიცავს. შედარებითი ფილოსოფიისა და რელიგიის შემსწავლელებს “ბჰაგავატამი” ინდოეთის ღრმა სულიერ მემკვიდრეობაში შეღწევის გზას უხსნის. სოციოლოგებსა და ანტროპოლოგებს “ბჰაგავატამი” უჩვენებს, თუ პრაქტიკულად როგორ მოქმედებდა მშვიდობიანი და მეცნიერულად მოწყობილი ვედური კულტურა, რომლის ერთიანობის საფუძველსაც უაღრესად განვითარებული სულიერი მსოფლმხედველობა წარმოადგენდა. ლიტერატურის შემსწავლელები აღმოაჩენენ, რომ “ბჰაგავატამი” პოეტური შედევრია. მათ, ვინც ფსიქოლოგიას სწავლობენ, ტექსტი აძლევს მნიშვნელოვან წარმოდგენას ცნობიერების ბუნების, ადამიანის საქციელისა და საკუთარი მეობის ფილოსოფიური შესწავლის შესახებ. და ბოლოს, მათთვის, ვინც სულიერი ძიებით არიან დაკავებულნი, “ბჰაგავატამი” წარმოადგენს მარტივ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს უმაღლესი თვითშემეცნებისა და აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ მრავალტომიანი ნაშრომი, რომელიც გამომცემლობა “ბჰაკტივედანტა ბუქ ტრასტის” მიერ არის გამოქვეყნებული, დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თანამედროვე კაცობრიობის ინტელექტუალურ, კულტურულ და სულიერ ცხოვრებაში.

Posted by: Atman Jan 4 2011, 07:25 PM



აქ შეგიძლიათ მოისმინოთ "შრიმად-ბჰაგავატამის" აუდიოწიგნები ინგლისურ ენაზე (სავარაუდოდ განმარტებების გარეშე იქნება):

http://www.bhaktibox.net/index.php?option=com_content&view=article&id=84:srimad-bhagavatam-audio-book-by-amal-bhakta-das&catid=52&Itemid=63

Posted by: Atman Jan 4 2011, 07:29 PM

შესავალი

ცნება “ღმერთი” [God – ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც „უფალი“] და ცნება “აბსოლუტური ჭეშმარიტება” ერთი და იგივე არ არის. „შრიმად-ბჰაგავატამის“ მიზანს აბსოლუტური ჭეშმარიტება წარმოადგენს. ცნება „ღმერთი“ [უფალი] შეიცავს განმგებლის იდეას, მაშინ როდესაც ცნება „აბსოლუტური ჭეშმარიტება“ გამოხატავს სუმუმ ბონუმს („უმაღლესი სიკეთე“, პირველწყარო ყოვლისა (მთარგ. შენ.)), ანუ ყოველი ენერგიის თავდაპირველ წყაროს. ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ღმერთი, როგორც განმგებელი, პიროვნებაა, რადგან განმგებელი უპიროვნო ვერ იქნება. ცხადია, თანამედროვე მთავრობა, განსაკუთრებით კი9 დემოკრატიული, გარკვეულწილად უპიროვნოა, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავრონბის ხელმძღვანელი პიროვნებას წარმოადგენს და მთავრობის უპიროვნო ასპექტი პიროვნულს ექვემდებარება. მაშასადამე, უეჭველია, რომ სხვათა განმგებლობაზე საუბრისას პიროვნული ასპექტის არსებობა უნდა ვაღიაროთ. რადგან სხვადასხვა მმართველობითი თანამდებობები სხვადასხვა განმგებლებს უკავიათ, არსებობს მრავალი პატარა ღმერთიც. “ბჰაგავად-გიტას” თანახმად, ნებისმიერ განმგებელს, რომელიც გარკვეულ არაჩვეულებრივ ძალას ფლობს, ვიბჰუტიმატ სატტვა, ანუ უფლის მიერ ძალით აღჭურვილი განმგებელი ეწოდება. არსებობს გარკვეული ძალებით აღჭურვილი მრავალი ვიბჰუტიმატ სატტვა, განმგებელი ანუ ღმერთი, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტება ერთია და განუმეორებელი. “შრიმად-ბჰაგავატამში” აბსოლუტური ჭეშმარიტება, ანუ სუმუმ ბონუმ განსაზღვრულია როგორც პარამ სატიამ.

„შრიმად-ბჰაგავატამის“ ავტორი, შრილა ვიასადევა, უპირველეს ყოვლისა, მოწიწებით უხრის ქედს პარამ სატიამს (აბსოლუტურ ჭეშმარიტებას). რადგან პარამ სატიამ ყოველი ენერგიის თავდაპირველი წყაროა, იგი უზენაეს პიროვნებას წარმოადგენს. ღმერთები, ანუ განმგებლები უდავოდ პიროვნებები არიან, მაგრამ პარამ სატიამ, ვისგანაც ღმერთები ძალებს ღებულობენ, უზენაესი პიროვნება გახლავთ. სანსკრიტული სიტყვა იშვარა (განმგებელი) ღმერთის მნიშვნელობას გამოხატავს, უზენაეს პიროვნებას კი პარამეშვარა, უზენაესი იშვარა ეწოდება. უზენაესი პიროვნება, პარამეშვარა უზენაესი ცნობიერი პიროვნება გახლავთ და რადგან არც ერთი სხვა წყაროდან არ ღებულობს ძალას, იგი უზენაესი დამოუკიდებელი პიროვნებაა. ვედური ლიტერატურე მოგვითხრობს, რომ ბრაჰმა არის უმაღლესი ღმერთი, იგი სათავეში უდგას ყველა დანარჩენ ღმერთებს, როგორებიც არიან ინდრა, ჩანდრა და ვარუნა, მაგრამ “შრიმად-ბჰაგავატამი” ამტკიცებს, რომ ძალისა და ცოდნის მხრივ ბრაჰმაც კი არ არის დამოუკიდებელი. მან ყოველი ცოცხალი არსების გულში მყოფი უზენაესი პიროვნებისგან მიიღო ცოდნა ვედების სახით. ამ უზენაესმა პიროვნებამ უშუალოდ თუ არაუშუალოდ ყველაფერი იცის. ინდივიდუალურმა უმცირესმა პიროვნებებმა შეიძლება უშუალოდ და არაუშუალოდ ყველაფერი იცოდნენ თავიანთი სხეულების, ანუ გარეგანი სახის შესახებ, მაგრამ უზენაესმა პიროვნებამ ყველაფერი იცის თავისი გარეგანი და შინაგანი ასპექტების შესახებ.

სიტყვები “ჯანმადი ასია” ნიშნავს იმას, რომ ყოველივეს შექმნის, არსებობის, შენარჩუნებისა თუ განადგურების წყაროს ერთი და იგივე უზენაესი ცნობიერების მქონე პიროვნება წარმოადგენს. ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებითაც ვიცით, რომ მკვდარი მატერიისგან აღარაფერი იქმნება, არამედ მკვდარ მატერიას ცოცხალი არსება ქმნის. მაგალითად ცოცხალ არსებასთან კავშირის გამო მატერიალური სხეული მომუშავე მექანიზმად იქცევა. მცირე ცოდნის მქონე ხალხს სხეულის მექანიზმი შეცდომით ცოცხალ არსებად მიაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ სხეულის მექანიზმის საფუძველს ცოცხალი არსება წარმოადგენს. როგორც კი ცოცხალი ნაპერწკალი სხეულის მექანიზმს ტოვებს, ეს უკანასკნელი უსარგებლო ხდება. ასევე მთელი მატერიალური ენერგიის თავდაპირველი წყარო უზენაესი პიროვნება გახლავთ. ეს ფაქტი ასახულია მთელ ვედურ ლიტერატურაში და სულიერი მეცნიერების ყოველი კომენტატორი აღიარებს ამ ჭეშმარიტებას. ცოცხალ ძალას ეწოდება ბრაჰმანი და ერთ-ერთი უდიდესი აჩარია, სახელდობრ შრიპადა შანკარაჩარია ქადაგებდა, რომ ბრაჰმანი სუბსტანციას წარმოადგენს, კოსმიური სამყარო კი – კატეგორიას. მთელი ენერგიების თავდაპირველი წყარო ცოცხალი ძალაა და იგი ლოგიკურად არის აღიარებული უზენაეს პიროვნებად. ამიტომ მან ყველაფერი იცის წარსულის, აწმყოსა და მომავლის, აგრეთვე თავის მატერიალურ და სულიერ გამოვლინებათა ყოველი კუთხე-კუნჭულის შესახებ. არასრულყოფილმა ცოცხალმა არსებამ ისიც კი არ იცის, მის სხეულში რა ხდება. იგი ჭამს, მაგრამ არ ესმის, როგორ გარდაიქმნება საჭმელი ენერგიად და როგორ ასაზრდოებს სხეულს. როდესაც ცოცხალი არსება სრულყოფილებას აღწევს, მას ესმის ყველაფერი რაც ხდება და რადგანაც უზენაესი პიროვნება ყოვლად სრულყოფილია, ბუნებრივია, მან ყველაფერი დაწვრილებით იცის. ამიტომ “შრიმად-ბჰაგავატამში” სრულყოფილ პიროვნებას უწოდებენ ვასუდევას, რაც ნიშნავს მას, ვინც ყველგან სრული ცნობიერებით სუფევს და სრულად ფლობს თავის სრულ ენერგიას. ყოველივე ეს გარკვევით არის განმარტებული “შრიმად-ბჰაგავატამში” და მკითხველს მისი კრიტიკულად შესწავლის ფართო შესაძლებლობა ეძლევა.

თანამედროვე ეპოქაში უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ საკუთარი მაგალითით ქადაგებდა „შრიმად-ბჰაგავატამს”. შრი ჩაიტანიას უმიზეზო წყალობით მის არსში ჩაწვდომა გაცილებით ადვილი ხდება. ამიტომ მკითხველისთვის „შრიმად-ბჰაგავატამის” ჭეშმარიტი ღირსების გაგების გაადვილებისათვის აქ მოცემულია მოკლე ნარკვევი მისი ცხოვრებისა და დარიგებების შესახებ.

„შრიმად-ბჰაგავატამის“ შესწავლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მისი ბჰაგავატამ პიროვნებისგან მიღება. პიროვნება ბჰაგავატამი არის ის, ვისი სიცოცხლეც ხორცშესხმულ “შრიმად-ბჰაგავატამს” წარმოადგენს. რადგან შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ღმრთეების აბსოლუტური პიროვნებაა, იგია ბჰაგავანიცა და ბჰაგავატამიც პიროვნებასა და ბგერაში. ამიტომ „შრიმად-ბჰაგავატამისადმი” მიდგომის მისი გზა მსოფლიოს ყოველი ხალხისთვის მისაღებია. სწორედ მას სურდა, რომ ინდოეთში დაბადებულებს მსოფლიოს ყოველ კუთხე კუნჭულში ექადაგათ „შრიმად-ბჰაგავატამი”.

„შრიმად-ბჰაგავატამი“ წარმოადგენს მეცნიერებას კრშნას, ღმრთეების აბსოლუტური პიროვნების შესახებ, ვისზედაც საწყის ცნობებს „ბჰაგავად-გიტა“ გვაძლევს. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ამბობდა, რომ ვისაც კარგად ესმის მეცნიერება კრშნას შესახებ („შრიმად-ბჰაგავატამი” და “ბჰაგავად-გიტა”) შეიძლება გახდეს კრშნას მეცნიერების უფლებამოსილი მქადაგებელი ან მოძღვარი.

ტანჯული კაცობრიობისთვის აუცილებლობას წარმოადგენს მეცნიერება კრშნას შესახებ და ჩვენ უბრალოდ ვთხოვთ ყოველი ერის ლიდერებს, მოჰკიდონ ხელი კრშნას მეცნიერებას თავიანთი, საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს ადამიანთა საკეთილდღეოდ.

Posted by: Atman Jan 5 2011, 06:30 PM

მოკლე ნარკვევი უფალი ჩაიტანიას, “შრიმად-ბჰაგავატამის” მქადაგებლის ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ

უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ, ღმერთის სიყვარულის უდიდესი მოციქული და უფლის წმინდა სახელის ერთობლივი გალობის სულისჩამდგმელი, მოევლინა ქვეყანას შრიდჰამა მაიაპურში, ბენგალიის ქალაქ ნავადვიპის ერთ-ერთ ნაწილში, შაკაბდას 1407წ. ფჰალგუნი პურნიმას საღამოს (რაც ქრისტიანული კალენდრის 1486წ. თებერვალს შეესაბამება).

მამამისი შრი ჯაგანათჰა მიშრა, სილეთელი სწავლული ბრაჰმანი, ცოდნის შესაძენად ჩამოვიდა ნავადვიპაში, რადგან იმ დროისათვის ნავადვიპა განათლებისა და კულტურის ცენტრად ითვლებოდა. მან ცოლად შEირთო დიდი ნავადვიპელი მეცნიერის, შრილა ნილამბარა ჩაკრავარტის ქალიშვილი შრიმატი შაჩიდევი და განგის ნაპირას დასახლდა.

ჯაგანათჰა მიშრასა და შრიმატი შაჩიდევის რამდენიმე ქალიშვილი შეეძინათ, მაგრამ ყოველი მათგანი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მათი სიყვარული მიმართულ იქნა ორ დარჩენილ ვაჟიშვილზე , შრი ვიშვარუპასა და ვიშვამბჰარაზე. მეათე ყველაზე უმცროს ვაჟიშვილს, ვიშვამბჰარას მოგვიანებით ნიმაი პანდიტი შეარქვეს შემდეგ იგი უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახელით გახდა ცნობილი.

უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ორმოცდარვა წლის განმავლობაში ავლენდა თავის ტრანსცენდენტულ საქმიანობებს და შაკაბდას 1455წ. პურიში დატოვა ქვეყანა.

თავისი სიცოცხლის პირველი ოცდაოთხი წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ნავადვიპაში, როგორც მოსწავლე და მეოჯახე. მისი პირველი მეუღლე გახლდათ შრიმატი ლაკშმიპრია. იგი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, როდესაც უფალი სახლიდან იყო წასული. აღმოსავლეთ ბენგალიიდან დაბრუნებულს დედამისმა სთხოვა, კვლავ ცოლი შეერთო, რაზედაც უფალი დათანხმდა. მისი მეორე მეუღლე იყო შრიმატი ვიშნუპრია დევი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე უფალთან განშორების სევდას ატარებდა გულში, რადგან უფალმა ოცდაოთხი წლის ასაკში მიიღო სანნიასას ცხოვრების წესი და ამ დროს შრიმატი ვიშნუპრიას თექვსმეტი წელიც არ შესრულებოდა.

სანნიასას მიღების შემდეგ დედამისის, შრიმატი შაჩიდევის თხოვნით უფალი ჯაგანათჰა პურიში დასახლდა. მან პურიში ოცდაოთხი წელი დაჰყო. აქედან ექვსი წლის განმავლობაში იგი განუწყვეტლივ მოგზაურობდა მთელს ინდოეთში (განსაკუთრებით კი სამხრეთ ინდოეთში) და ქადაგებდა “შრიმატ-ბჰაგავატამს”.

უფალი ჩაიტანია არა მხოლოდ ქადაგებდა “შრიმად-ბჰაგავატამს”, იგი პრაქტიკულადაც ასწავლიდა “ბჰაგავად-გიტას” მოძღვრებას. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი შრი კრშნა აღწერილია როგორც ღმრთეების აბსულუტური პიროვნება და მისი საბოლოო სწავლება ტრანსცენდენტული ცოდნის ამ დიად წიგნში ის გახლავთ, რომ ადამიანმა უნდა მიატოვოს ყოველგვარი რელიგიური საქმიანობა და ერთადერთ სათაყვანებელ უფლად იგი (უფალი კრშნა) აღიაროს. შემდეგ უფალი გვპირდება, რომ ყველა მისი ერთგული დაცული იქნება ყოველგვარი ცოდვითი საქმიანობისაგან და რომ მათ სადარდებელი არაფერი ექნებათ.

სამწუხაროდ, უფალი შრი კრშნას უშუალო განკარგულებისა და “ბჰაგავად-გიტას” სწავლების მიუხედავად, ნაკლებად გონიერ ხალხს შეცდომით მიაჩნია, რომ იგი მხოლოდ დიდი ისტორიული პირია, ამიტომაც ვერ აღიარებენ მას ღმრთეების თავდაპირველ პიროვნებად. მცირე ცოდნის მქონე ასეთი ხალხი უამრავ არაერთგულს შეჰყავს შეცდომაში. ამრიგად, “ბჰაგავად-გიტას” მოძღვრებას დიდმა მეცნიერებმაც კი არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. უფალი შრი კრშნას წასვლის შემდეგ მეცნიერებმა ასობით კომენტარი დაწერეს “ბჰაგავად-გიტაზე” და თითქმის ყოველი მათგანი ეგოისტური ინტერესით იყო განპირობებული.

უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ იგივე უფალი შრი კრშნაა. მაგრამ ამჯერად იგი უფლის დიადი ერთგულის სახით მოევლინა, რათა მთელი ხალხისთვის, კერძოდ, რელიგიური მოღვაწეებისა და ფილოსოფოსებისთვის აეხსნა შრი კრშნას, თავდაპირველი უფლისა და ყოველ მიზეზთა მიზეზის ტრანსცენდენტული მდგომარეობა. მისი ქადაგების არსს წარმოადგენს ის, რომ უფალი შრი კრშნა, რომელიც ვრაჯას მეფის (ნანდა მაჰარაჯას) შვილის სახით მოევლინა ვრაჯაბჰუმიში (ვრნდავანში), არის ღმრთეების უზენაესი პიროვნება და ამიტომაც ყველგან თაყვანისცემის ღირსია. ვრნდავანა-დჰამა არ განსხვავდება უფლისგან, რადგან სახელი, დიდება, ფორმა და ადგილი, სადაც უფალი თავს ავლენს, მისი იდენტურია, რამეთუ იგი აბსოლუტურ ცოდნას წარმოადგენს. ამიტომ ვრნდავანა დჰამა იმდენადვე სათაყვანებელია, რამდენადაც უფალი. უფლის წმინდა სიყვარულის სახით ვრაჯაბჰუმის გოგონებმა მისი უმაღლესი ტრანსცენდენტული სიყვარულის მაგალითი გვიჩვენეს და უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ გვირჩევს ამ გზას როგორც თაყვანისცემის უბრწყინვალეს სახეს. იგი აღიარებს, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” უფლის შეცნობისთვის განკუთვნილი უნაკლო ნაწარმოებია და ქადაგებს, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უმაღლეს მიზანს პრემა, ანუ ღმერთის სიყვარულის მიღწევა წარმოადგენს.

Posted by: Atman Jan 6 2011, 11:09 AM

უფლის მოვლენისა და მთვარის დაბნელების დამთხვევა უფლის განსაკუთრებულ მისიაზე მეტყველებდა. ეს მისია იყო კალის (ჩხუბის) ამ ეპოქაში უფლის წმინდა სახელთა გალობის მნიშვნელობის ქადაგება. ამ ეპოქაში კონფლიქტები წვრილმანების გამოც კი ხდება, ამიტომ მისთვის შასტრებში მოწოდებულია შემეცნების საყოველთაო პროცესი, სახელდობრ უფლის წმინდა სახელთა გალობა. ხალხს შეუძლია შეიკრიბოს და მშობლიურ ენაზე, მელოდიური სიმღერებით ადიდოს უფალი და თუკი ასეთი რამ შეურაცხყოფის გარეშე შესრულდება, ამ გალობის მონაწილენი თანდათანობით უდავოდ მიაღწევენ სულიერ სრულყოფილებას, მკაცრი წესების დაცვის გარეშეც კი. ასეთ შეკრებებზე ყველას – სწავლულსა და სულსლს, მდიდარსა და ღარიბს, ინდუსსა და მუსულმანს, ინგლისელსა და ინდოელს, ჩანდალასა და ბრაჰმანს ტრანსცენდენტული ბგერების მოსმენა და გულის სარკიდან მატერიალური ურთიერთობის მტვრის გადაწმენდა შეუძლია. უფლის მისიის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მსოფლიოს ყველა ხალხი მიიღებს უფლის წმინდა სახელს, როგორც კაცობრიობის უნივერსლური რელიგიის საყოველთაო საფუძველს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა სახელის მოვლინება უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მოვლინებასთან ერთად მოხდა.

http://pix.ge/

დედის კალთაში მყოფი უფალი უმალვე წყვეტდა ტირილს, როგორც კი მის ირგვლივ მდგომი ქალები წმინდა სახელთა გალობასა და ტაშის დაკვრას იწყებდნენ. მეზობლები ამ არაჩვეულებრივ მოვლენას რიდითა და მოკრძალებით შეჰყურებდნენ. ზოგჯერ გოგონები იმით ერთობოდნენ, რომ ატირებდნენ უფალს და შემდეგ წმინდა სახელის გალობით აწყნარებდნენ მას. ასე რომ, უფალმა ბავშვობიდანვე დაიწყო წმინდა სახელის მნიშვნელობის ქადაგება. ადრეულ ასაკში უფალ შრი ჩაიტანიას ნიმაი ერქვა. ეს სახელი მას საყვარელმა დედამ შეარქვა, რადგან უფალი თავისი მშობლების სახლის ეზოში მდგომი ხე ნიმბას ძირას დაიბადა.

ერთხელ, ექვსი თვის ასაკში, ანნა-პრაშანას ცერემონიის დროს, როდესაც უფალს მაგარი საჭმელი მიართვეს, მან ისეთი რამ მოიმოქმედა, რაც მის მომავალზე მეტყველებდა. ჩვეულების თანახმად, ამ ცერემონიის დროს ბავშვს სთავაზობდნენ ფულსა და წიგნებს, რათა სცოდნოდათ, რა მიდრეკილებებს გამოამჟღავნებდა იგი მომავალში. უფალს ერთი მხრივ ფული, მეორეს მხრივ კი “შრიმად-ბჰაგავატამი” შესთავაზეს. მონეტებს უფალმა “ბჰაგავატამი” არჩია.

ერთხელ, როცა იგი პატარა იყო და ეზოში დაბობღავდა, გველი მოვიდა და უფალმა თამაში დაიწყო მასთან. ოჯახის წევრები ძლიერმა შიშმა შეიპყრო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გველი გასრიალდა და დედამ ბავშვი წაიყვანა. ერთხელ იგი მოიტაცა ქურდმა, რომელსაც მისი სამკაულების მოპარვა სურდა, მაგრამ უფალმა მშვენივრად ისეირნა დაბნეული ქურდის კისერზე, რომელიც განმარტოებულ ადგილს ეძებდა ბავშვის გასაძარცვად. ისე მოხდა, რომ აქეთ-იქით ხეტიალის შემდეგ ქურდი ჯაგანნათჰა მიშრას სახლთან აღმოჩნდა და შეშინებულმა უმალ მიაგდო ბავშვი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულ მშობლებსა და ნათესავებს ძალიან გაუხარდათ დაკარგული ბავშვის გამოჩენა.

ერთხელ ჯაგანნათჰა მიშრას მწირი ბრაჰმანი ესტუმრა. როდესაც იგი ღმრთეებას საჭმელს სთავაზობდა, უფალი მივიდა და გასინჯა კერძი. რადგან საჭმელს ბავშვი შეეხო, მისი შეთავაზება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ ბრაჰმანს ხელახლა მოუხდა კერძის მომზადება. ამჯერადაც იგივე განმეორდა. და როდესაც ეს მესამეჯერ მოხდა, ბავშვი დააძინეს. დაახლოებით ღამის თორმეტი საათისთვის, როდესაც ჩაკეტილ ოთახებში ოჯახის წევრები ღრმა ძილს მისცემოდნენ, მწირი ბრაჰმანი თავის საგანგებო საჭმელს სთავაზობდა ღვთაებას და ბავშვი ამჯერადაც მივიდა და ჩაშალა შეთავაზება. მაშინ ბრაჰმანმა ტირილი დაიწყო, მაგრამ რაკი ყველას ღრმად ეძინა, მისი ხმა ვერავინ გაიგონა. ამ დროს “ბავშვმა” უფალმა ჭეშმარიტი სახე უჩვენა იღბლიან ბრაჰმანს და გაუმხილა, რომ იგი თავად კრშნაა. ბრაჰმანს აეკრძალა ამ ამბის ვინმესთვის შეტყობინება და ბავშვიც დედის კალთას დაუბრუნდა.

მის ბავშვობაში არაერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა. როგორც ცელქი ბიჭი, იგი ზოგჯერ აჯავრებდა ორთოდოქსულ ბრაჰმანებს, რომლებიც განგაში ბანაობდნენ. როდესაც ბრაჰმანებმა შესჩივლეს მამამისს, რომ სკოლაში სიარულის ნაცვლად იგი მათ წუწავდა, უცებ სასკოლო ტანსაცმელში გამოწყობილი უფალი წიგნებით ხელში გამოჩნდა მამამისის წინაშე, თითქოს ეს-ესაა სკოლიდან მოდიოდა. გარდა ამისა, საბანაო გჰატებზე იგი ოინბაზობდა მეზობელ გოგონებთან, რომლებიც კარგი ქმრების მოპოვების მიზნით უფალ შივას ეთაყვანებოდნენ. ჩვეულებრივ ასე იქცევიან გასათხოვარი გოგონები ინდუსთა ოჯახებში. როდესაც ისინი ამ თაყვანისცემას ასრულებდნენ, ანცი უფალი მიდიოდა მათთან და ეუბნებოდა: “ჩემო კარგო დებო, გთხოვთ, მომეცით ყველაფერი, რაც უფალი შივასთვის მიიტანეთ. უფალი შივა ჩემი ერთგულია, პარვატი კი – ჩემი მოახლე. თუკი მე მცემთ თაყვანს, უფალი შივა და დანარჩენი ნახევარღმერთებიც უფრო ნასიამოვნები იქნებიან.” ზოგიერთი მათგანი არ უჯერებდა ცელქ უფალს და უფალიც წყევლიდა, რომ უარის თქმის გამო ისინი გაჰყვებოდნენ მოხუც კაცს, რომლებსაც წინა ცოლებისგან შვიდი შვილი ეყოლებოდათ. შიშისა და ზოგჯერ სიყვარულის გამო გოგონები უფალს ათასგვარ ძღვენს აძლევდნენ; უფალიც ლოცავდა მათ და ჰპირდებოდა, რომ კარგი ქმრები ეყოლებოდათ და მრავალი შვილის დედები გახდებოდნენ. დალოცვა სიხარულს მატებდა გოგონებს, მაგრამ ხშირად ისინი თავიანთ დედებს შესჩიოდნენ ამ ამბების გამო.

ასე გაატარა უფალმა თავისი ადრეული ბავშვობა. ტექვსმეტი წლის რომ გახდა, დააარსა საკუთარი ჩატურშათჰი (სოფლის სკოლა, რომელსაც სწავლული ბრაჰმანი ხელმძღვანელობს). ამ სკოლაში იგი მხოლოდ კრშნას განმარტავდა, გრამატიკის გაკვეთილებზეც კი. მოგვიანებით, უფლის სიამოვნებისთვის, შრილა ჯივა გოსვამიმ დაწერა სანსკრიტის გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელშიც გრამატიკის ყოველი წესი უფლის წმინდა სახელთა მაგალითებზეა განმარტებული. ეს გრამატიკა დღესაც ისწავლება. მას ჰქვია “ჰარი-ნამამრტა-ვიაკარანა” და იგი ბენგალიის ყოველი სკოლის პროგრამაში შედის.

Posted by: Atman Jan 6 2011, 01:43 PM

ამ დროს, შასტრების თაობაზე დისპუტების გამართვის მიზნით, ნავადვიპას ესტუმრა დიდი ქაშმირელი სწავლული კეშავა კაშმირი. ქაშმირელ პანდიტს (სწავლულს) ბადალი არ ჰყავდა სწავლულთა შორის. მას ინდოეთში მეცნიერების ყოველი კერა ჰქონდა შემოვლილი და ბოლოს ნავადვიპაში ჩამოვიდა ადგილობრივ სწავლულ პანდიტებთან საპაექროდ. ნავადვიპელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ნიმაი პანდიტი (უფალი ჩაიტანია) გამოეყვანათ ქაშმირელ პანდიტთან პაექრობაში, ფიქრობდნენ რა, რომ თუ ნიმაი პანდიტი დამარცხდებოდა, მათ კვლავ ექნებოდათ სწავლულთან პაექრობის შესაძლებლობა, რადგან ნიმაი პანდიტი მხოლოდ ბავშვი იყო. და თუკი ქაშმირელი პანდიტი დამარცხდებოდა, მაშინ ისინი უფრო მეტ სახელს მოიხვეჭდნენ, რადგან ხალხი იტყოდა, რომ ნავადვიპელმა ბავშვმა აჯობა დაუმარცხებელ სწავლულს, რომელსაც მთელს ინდოეთში ჰქონდა სახელი განთქმული. მოხდა ისე, რომ ნიმაი პანდიტი კეშავა კაშმირს განგის ნაპირზე სეირნობის დროს შეხვდა. უფალმა სთხოვა მას, შეეთხზა სანსკრიტზე განგას სადიდებელი ლექსები და მოკლე დროში პანდიტმა ასი შლოკა შეთხზა. იგი ლექსებს ელვის სისწრაფით წარმოთქვამდა, რითაც თავისი განსწავლულობა გამოავლინა. ნიმაი პანდიტმა მაშინათვე უშეცდომოდ დაიმახსოვრა თვითოეული შლოკა. მან გაიხსენა სამოცდამეოთხე შლოკა და გარკვეულ რიტორიკულ და ლიტერატურულ შეცდომებზე მიუთითა. კერძოდ, მან ეჭვის ქვეშ დააყენა პანდიტის მიერ ხმარება სიტყვისა ბჰავანი-ბჰარტუჰ. მან თქვა, რომ ეს სიტყვა ზედმეტად იყო ნახმარი. ბჰავანი ნიშნავს შივას ცოლს და მისი ბჰარტა, ანუ ქმარი სხვა ვინ იქნება? გარდა ამისა, მან რამდენიმე სხვა ნაკლოვანებაც აღნიშნა და ქაშირელი პანდიტი გაოგნებული დარჩა. იგი განცვიფრებული იო, რომ გრამატიკის შემსწავლელმა უბრალო მოსწავლემ განათლებულ სწავლულს ლიტერატურული შეცდომები აღმოუჩინა. თუმცა ეს ამბავი საჯარო შეხვედრამდე მოხდა, ახალი ამბავი ხანძარივით მოედო მთელ ნავადვიპას. ბოლოს კი კეშავა კაშმირს სიზმარში სარასვატიმ, განათლების ქალღმერთმა უბრძანა, დამორჩილებოდა უფალს და ქაშმირელი პანდიტიც უფლის მიმდევარი გახდა.

ამის შემდეგ უფალი დიდი მხიარულებითა და ზარ-ზეიმით დაქორწინდა და ნავადვიპაში უფლის წმინდა სახელის ერთობლივი გალობის ქადაგება დაიწყო. ზოგიერთ ბრაჰმანს შეშურდა მისი პოპულარობა და ათასგვარი დაბრკოლების შექმნა დაუწყეს. იმდენად აღივსნენ შურით, რომ ბოლოს ნავადვიპას მუსლიმან მოსამართლესთან იჩივლეს. იმ დროს ბენგალიას პათანები მართავდნენ და პროვინციის მმართველი ნავაბ ჰუსეინ შაჰი გახლდათ. ნავადვიპას მოსამართლე სერიოზულად მოეკიდა ბრაჰმანების საჩივარს და თავიდან მხოლოდ გააფრთხილა ნიმაი პანდიტის მიმდევრები, ხმამაღლა არ ეგალობათ ჰარის სახელი. მაგრამ უფალმა ჩაიტანიამ სთხოვა თავის მიმდევრებს, არ დამორჩილებულიყვნენ კაზის განკარგულებას და მათაც ჩვეულებისამებრ გააგრძელეს სანკირტანა (გალობა). მაშინ მოსამართლემ თავისი მცველები გააგზავნა, რომელთაც შეაჩერეს სანკირტანა და გატეხეს მრდანგები (დოლები). როდესაც ნიმაი პანდიტმა ეს შეიტყო, მან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა შექმნა. იგია ინდოეთში მართალი საქმისთვის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობის დამაარსებელი. მან მოაწყო ასი ათასი კაცისგან შემდგარი პროცესია, მათ ათასობით მრდანგა და კარატალები (ლითონის პატარა თეფშები) აიღეს და კაზის ბრძანებით მიუხედავად ნავადვიპას ქუჩები გაიარეს. საბოლოოდ მსვლელობამ კაზის სახლს მიაღწია, რომელიც შიშისაგან მეორე სართულზე ავიდა. კაზის სახლთან შეკრებილი უზარმაზარი ბრბო აგრესიულად იყო განწყობილი, მაგრამ უფალმა სთხოვა, დაწყნარებულიყვნენ. ამ დროს კაზი ქვემოთ ჩამოვიდა უფლის დამშვიდებას შეეცადა, მიმართა რა როგორც თავის ნათესავს. მან თქვა, რომ ნილამბარა ჩაკრავარტი ბიძად ეკუთვნოდა, ამიტომაც ნიმაი პანდიტის დედა, შრიმატი შაჩიდევი მისი და იყო. მან ჰკითხა უფალს, გაბრაზებული ხომ არ იყო მისი დისშვილი თავის ბიძაზე და უფალმა უპასუხა, რომ რადგან კაზი დედის მხრიდან მისი ბიძა იყო, ნათესავი სახლში კარგად უნდა მიეღო. ამგვარად, ვითარება განიმუხტა და ორმა დიდმა სწავლულმა ხანგრძლივი საუბარი გამართა ყურანსა და შასტრებზე. უფალმა ძროხების ხოცვის საკითხი წამოაყენა და კაზიმ სათანადო პასუხი გასცა ყურანის დამოწმებით. თავის მხრივ, კაზიმაც ჰკითხა უფალს ვედებში ძროხების მსხვერპლად შეწირვის შესახებ და უფალმა მიუგო, რომ ვედებში ნახსენები ასეთი მსხვერპლშეწირვები სრულიად არ წარმოადგენს ძროხის მკვლელობას. ასეთ დროს ხდება ხნიერი ხარის ან ძროხის შეწირვა, რათა მან ვედური მანტრების ძალით ახალი სიცოცხლე მიიღოს. მაგრამ კალი-იუგაში ასეთი მსხვერპლშეწირვების ჩატარება აკრძალულია,, რადგან დღეისათვის არ არსებობენ მათი შემსრულებელი ბრაჰმანები. სინამდვილეში, კალი-იუგაში აკრძალულია ყოველგვარი იაჯნა (მსხვერპლშეწირვა), რადგან ეს სულელების მიერ გაწეულ ამაო მცდელობას წარმოადგენს. კალი იუგაში ნებისმიერი პრაქტიკული მიზნისთვის მხოლოდ სანკირტანა-იაჯნა არის მოწოდებული. ამგვარად, უფალმა საბოლოოდ დაარწმუნა კაზი, რომელიც მისი მიმდევარი გახდა. ამის შემდეგ კაზიმ განაცხადა, რომ არავის უნდა შეეშალა ხელი უფლის მიერ დაწყებული სანკირტანას მოძრაობისთვის და ეს ბრძანება თავის შთამომავლობას უანდერძა. კაზის საფლავი ახლაც არის ნავადვიპას მხარეში და ინდუსი მწირები პატივისცემის გამოსახატად აკითხავენ მას. ნავადვიპაში დღესაც ცხოვრობენ კაზის შთამომავლები და მათ არასოდეს შეუშლიათ ხელი სანკირტანასთვის, ინდო-მუსულმანური შეჯახებების დროსაც კი.

http://pix.ge/

ეს შემთხვევა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ეგრეტ წოდებული გაუბედავი ვაიშნავი არ ყოფილა. ვაიშნავი უფლის უშიშარი ერთგულია და მართალი საქმეებისთვის არავითარ ნაბიჯზე არ იხევს უკან. არჯუნაც უფალი კრშნას ვაიშნავი ერთგული გახლდათ და უფლის დასაკმაყოფილებლად შეუპოვრად იბრძოდა ვაჯრანგაჯი ანუ ჰანუმანიც უფალი რამას ერთგული იყო და მან ჭკუა ასწავლა რავანას არაერთგულ მომხრეებს. ვაიშნავიზმის პრონციპები ყოველი გზით უფლის დაკმაყოფილებაში მდგომარეობს. ვაიშნავი ბუნებით არაძალმომრე, მშვიდი არსებაა და ღმერთის ყოველ კარგ თვისებას ფლობს, მაგრამ თუკი ვინმე უფალს ან მის ერთგულს შეურაცხყოფას მიაყენებს, ვაიშნავი არასოდეს მოითმენს ასეთ თავხედობას.

ამ ამბის შემდეგ უფალმა მეტი ძალით დაიწყო ბჰაგავატა-დჰარმას, ანუ სანკირტანას მოძრაობის ქადაგება და ვინც კი წინ აღუდგა იუგა-დჰარმას, ანუ ეპოქის მოვალეობის გავრცელებას, სხვადასხვაგვარად დაისაჯა. ორ ბრაჰმანს, ჩაპალასა და გოპალას, რომლებიც უფლის ბიძები იყვნენ დედის მხრიდან, სასჯელად კეთრი შეეყარათ და მოგვიანებით, მონანიების შემდეგ, უფალმა მიიღო ისინი. იგი ყოველდღიურად აგზავნიდა “შრიმად-ბჰაგავატამის” საქადაგოდ თავის მიმდევრებს, აგრეთვე თავისი მოძრაობის ორ მეთაურს შრილა ნიტიანანდა პრაბჰუსა და თჰაკურა ჰარიდასას. მთელი ნავადვიპა სანკირტანას მოძრაობით იყო შეპყრობილი და უფლის ძირითად საცხოვრებელს წარმოადგენდა მისი ორი მთავარი მეოჯახე მოწაფის, შრივასა თჰაკურასა და შრი ადვაიტა პრაბჰუს სახლები. ბრაჰმანთა თემის ეს ორი განსწავლული მეთაური უფალი ჩაიტანიას მოძრაობის ყველაზე მგზნებარე დამცველი იყო. შრი ადვაიტა პრაბჰუ უფლის მოვლენის მთავარი მიზეზი გახლდათ. როდესაც ადვაიტა პრაბჰუმ იხილა, რომ მთელი კაცობრიობა მატერიალისტურ საქმიანობებში იყო ჩაფლული და წარმოდგენა არ ჰქონდა ერთგულ სამსახურზე, მატერიალური ყოფიერების სამგვარი ტანჯვებისგან კაცობრიობის ხსნის ერთადერთ გზაზე, დეგრადირებული კაცობრიობის მიმართ თავისი უმიზეზო სიბრალულის გამო მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მოვლენილიყო, და განუწყვეტლივ ეთაყვანებოდა უფალს განგის წყლითა და წმინდა ხის, ტულასის ფოთლებით. რაც შეეხება სანკირტანას მოძრაობაში ქადაგებას, უფლის ნების თანახმად ამაში ყველას ყოველდღიურად უნდა შეეტანა თავისი წვლილი.

ერთხელ ნიტიანანდა პრაბჰუ და შრილა ჰარიდასა თჰაკურა მთავარ გზაზე მიდიოდნენ. ამ დროს მათ ხმაურიანი ბრბო იხილეს. გამვლელებისგან შეიტყვეს, რომ ორი მთვრალი ძმა, ჯაგაი და მადჰაი, აყალ-მაყალს ქმნიდა საზოგადოებაში. მათ ისიც გაიგეს, რომ ძმები პატივცემულ ბრაჰმანთა ოჯახს ეკუთვნოდნენ, მაგრამ მდაბიო ხალხთან ურთიერთობის შედეგად უაღრესად აღვირახსნილნი გახდნენ. ისინი არა მარტო ლოთები იყვნენ, არამედ ხორცის მჭამელები, ქალების მადევრები, ყაჩაღები და ათასგვარად ცოდვილნი. შრილა ნიტიანანდა პრაბჰუმ მოისმინა ეს და გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში ეს ორი დაცემული სული უნდა გადაერჩინა. თუკი ისინი აღარ შეცოდავდნენ, უფალი ჩაიტანია კიდევ უფრო გაითქვამდა სახელს. ასეთი ფიქრის შემდეგ ნიტიანანდა პრაბჰუმ და ჰარიდასამ გზა გაიკვლიეს ბრბოში და სთხოვეს ძმებს, ეგალობათ უფალი ჰარის წმინდა სახელი. მთვრალი ძმები განარისხა ამ თხოვნამ და ბილწი სიტყვებით შეუტიეს ნიტიანანდა პრაბჰუს. ძმებმა დიდ მანძილზე სდიეს მათ. საღამოს უფალს შეატყობინეს ქადაგების შესახებ და მას ძალიან გაუხარდა, რომ ნიტიანანდამ და ჰარიდასამ ასეთი სულელების გადარჩენა დააპირეს.

მეორე დღეს ნიტიანანდა პრაბჰუ ძმების სანახავად წავიდა და როგორც კი მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მათგანმა თიხის ქოთანი ესროლა. ქოთანი მას შუბლში მოხვდა და სისხლი წასკდა. მაგრამ ნიტიანანდა პრაბჰუ იმდენად კეთილი გახლდათ, რომ ამ საძაგელი საქციელის გამო აღშფოთების ნაცვლად თქვა: “მერე რა, რომ ქვა მესროლეთ. მე მაინც გთხოვთ, იგალობეთ უფალი ჰარის წმინდა სახელი.”

ერთ-ერთი ძმა, ჯაგაი, განაცვიფრა ნიტიანანდა პრაბჰუს საქციელმა, მის ტერფებთან დაემხო და სთხოვა, მიეტევებინა მისი ცოდვილი ძმისთვის. როდესაც მადჰაიმ კვლავ დააპირა ნიტიანანდა პრაბჰუსთვის დარტყმა, ჯაგაიმ შეაჩერა და სთხოვა, მის ტერფებთან დაცემულიყო. ამ დროს ნიტიანანდას დაჭრის ამბავმა უფლის ყურამდე მიაღწია და იგი მაშინათვე იქით გაეშურა, გაცეცხლებული და განრისხებული. უფალმა უმალვე მოუხმო თავის სუდარშანა ჩაკრას (უფლის მთავარ იარაღს, რომელსაც დისკოს ფორმა აქვს), რათა მოეკლა ცოდვილები, მაგრამ ნიტიანანდა პრაბჰუმ შეახსენა მას მისი მისიის შესახებ. უფლის მისია კალი-იუგის უიმედოდ დაცემული სულების განთავისუფლებაში მდგომარეობდა და ძმები ჯაგაი და მადჰაი ამ დაცემულ სულთა ტიპიური წარმომადგენლები იყვნენ. ახლანდელი ეპოქის ადამიანების ოთხმოცდაათი პროცენტი ამ ძმებს ჰგავს, მაღალი წარმოშობისა და პატივსაცემი მდგომარეობის მიუხედავად. განდობილ წერილთა დაკვნის თანახმად, ამ ეპოქაში მსოფლიოს მთელ მოსახლეობას უმდაბლესი შუდრების ან მათზე დაბალი თვისებები ექნება. უნდა აღინიშნოს, რომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ არასოდეს აღიარებდა დაბადების პრივილეგიაზე დამყარებულ სტერეოტიპულ კასტურ სისტემას; პირიქით, იგი მკაცრად მიჰყვებოდა შასტრების მოძღვრებას ცოცხალი არსების სვარუპას – ჭეშმარიტი მეობის შესახებ.

http://pix.ge/

როდესაც უფალი თავის სუდარშანა ჩაკრას უხმობდა და შრილა ნიტიანანდა პრაბჰუ სთხოვდა, მიეტევებინა მათთვის, ორივე ძმა მიწაზე დაემხო უფლის ტერფებთან და უხეში საქციელისთვის პატიებას ევედრებოდა. უფალს ნიტიანანდა პრაბჰუმაც სთხოვა, მიეღო ეს მომნანიებელი სულები და უფალი დათანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამიერიდან ისინი სრულიად მიანებებდნენ თავს ცოდვით საქმიანობებსა და აღვირახსნილ ჩვევებს. ძმები დათანხმდნენ და თავიანთ ცოდვილ ჩვევებზე უარის თქმას შეჰპირდნენ. მოწყალე უფალმაც მიიღო ისინი და მას შემდეგ აღარ გაუხსენებია მათი წარსული ბოროტმოქმედება.

ამაში მდგომარეობს უფალი ჩაიტანიას განსაკუთრებული სიკეთე. ამ ეპოქაში ვერავინ განცხადებს, რომ ცოდვა არ ჩაუდენია. ამას ვერავინ იტყვის. მაგრამ უფალი ჩაიტანია ღებულობს ნებისმიერ ცოდვილ ადამიანს, იმ პირობით, თუკი იგი დაპირდება, რომ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრისგან სულიერი ინიციაციის მიღების შემდეგ ცოდვებს აღარ ჩაიდენს.

ორი ძმის ამბავთან დაკავშირებით რამოდენიმე ჭკუისსასწავლებელი რამ არსებობს. ამ კალი-იუგაში ყველა ჯაგაისა და მადჰაის თვისებებით ხასიათდება. თუკი ადამიანებს წარსული ავკაცობის შედეგებისგან თავის დახსნა სურთ, თავი უფალ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს უნდა შეაფარონ, სულიერი ინიციაციის შემდეგ კი განერიდონ იმას, რაც აკრძალულია შასტრებში. ეს აკრძალვები უფალმა შრილა რუპა გოსვამის დამოძღვრისას განმარტა.


Posted by: Atman Jan 8 2011, 10:40 AM

მეოჯახეობის პერიოდში უფალს არ უჩვენებია მრავალი სასწაული, რაც ასეთი პიროვნებებისგან არის მოსალოდნელი, მაგრამ ერთხელ სასწაული მოიმოქმედა შრინივასა თჰაკურას სახლში, როდესაც სანკირტანა მთელი სვლით მიმდინარეობდა. მან ჰკითხა ერთგულებს, რისი ჭამა ენებათ. მათ მიუგეს, რომ სურდათ მანგო. მაშინ უფალმა მანგოს თესლი მოითხოვა, თუმცა იმხანად ამ ხილის დრო არ იყო. როდესაც თესლი მოიტანეს, დათესა და მისგან უმალვე ნერგი გაიზარდა. თვალის დახამხამებაში ნერგი ზრდასრულ ხედ იქცა და ისე იყო მწიფე მანგოთი დახუნძლული, რომ ერთგულებს ამდენის ჭამაც არ შეეძლოთ. ხე შრინივასას ეზოში დარჩა და ამის შემდეგ ერთგულები მიდიოდნენ და მიირთმევდნენ, რამდენიც უნდოდათ.

უფალი დიდად აფასებდა ვრაჯაბჰუმის (ვრნდავანის) გოგონების სიყვარულს კრშნასადმი და მათი წმინდა სამსახურის საპატივცემულოდ ერთხელ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ უფლის სახელთა ნაცვლად გოპების (მენახირე გოგონების) წმინდა სახელებს გალობდა. ამ დროს მასთან მოვიდნენ მისი მოწაფეები, რომლებიც მისი სულიერი მოსწავლეები იყვნენ და ძლიერ გაუკვირდათ, როდესაც იხილეს, რომ უფალი გოპების სახელებს გალობდა. სრული უმეცრების გამო ჰკითხეს უფალს, რატომ გალობდა გოპების სახელებს და ურჩიეს, კრშნას სახელი ეგალობა. ამ სულელი მოსწავლეების საქციელმა შეაწუხა ექსტაზში მყოფი უფალი. მან გაკიცხა ისინი და გააგდო. მოწაფეები თითქმის უფლის ასაკისა იყვნენ და იგი თავიანთი თანატოლი ეგონათ. მათ მოილაპარაკეს, რომ თავს დაესხმოდნენ უფალს, თუკი იგი კვლავ გაბედავდა მათ ამგვარ დასჯას, ამ ამბის შემდეგ ხალხში გარკვეული ღვარძლიანი საუბრები წამოიჭრა უფლის შესახებ.

როდესაც უფალმა ეს შეიტყო, დაფიქრდა იმაზე, რომ საზოგადოება სხვადასხვა სახის ადამიანებისგან შედგება. მან შენიშნა, რომ მოწაფეები, მასწავლებლები, კარმიული მშრომელები, იოგები, არაერთგულები და ათასგვარი ათეისტები განსაკუთრებით უფლის ერთგული სამსახურის წინააღმდეგნი იყვნენ. “ჩემი მისიაა, გავანთავისუფლო ამ ეპოქის ყოველი დაცემული სული,” გაიფიქრა მან, “მაგრამ თუ ისინი შეურაცხყოფას მომაყენებენ, ჩამთვლიან რა უბრალო ადამიანად, სიკეთეს ვერ ჰპოვებენ. თუკი მათ სულიერი შემეცნების დაწყება სურთ, როგორღაც ქედი უნდა მოიხარონ ჩემს წინაშე.” ამიტომ უფალმა გადაწყვიტა, მიეღო განდეგილის ცხოვრების წესი (სანნიასა), რადგან, როგორც წესი, ხალხი სანნიასის პატივისცემით ეპყრობოდა.

ხუთასი წლის წინათ საზოგადოება ისე დეგრადირებული არ იყო, როგორც დღეს არის. იმ დროს ხალხი პატივს სცემდა სანნიასის და სანნიასებიც მკაცრად იცავდნენ განდეგილის ცხოვრების წესებს. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ არ ამართლებდა კალის ეპოქაში განდეგილის ცხოვრების წესის მიღებას, მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ამ ეპოქაში მხოლოდ რამდენიმე სანნიასის თუ შეუძლია სანნიასას ცხოვრების წესებისა და შეზღუდვების შესრულება. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ გადაწყვიტა, მიეღო ცხოვრების ეს წესი და გამხდარიყო იდეალური სანნიასი, რათა ხალხს პატივი ეცა მისთვის. ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს სანნიასის, რადგან იგი ყოველი ვარნისა და აშრამის მასწავლებლად ითვლება.

როდესაც იგი სანნიასის წესის მიღებაზე ფიქრობდა, ნავადვიპას ესტუმრა კეშავა ბჰარატი, მაიავადების სკოლის სანნიასი და კატვას (ბენგალიის ქალაქის) მაცხოვრებელი. იგი უფალთან სადილად იქნა მიწვეული. როდესაც კეშავა ბჰარატი მის სახლს ესტუმრა, უფალმა სთხოვა, სანნიასად ეკურთხებინა იგი. ეს ფორმალობის საკითხი იყო. სანნიასის წესის მიღება სხვა სანნიასისაგან არის საჭირო. თუმცა უფალი ყოველმხრივ დამოუკიდებელია, შასტრების წესების დასაცავად მან სანნიასა მიიღო კეშავა ბჰარატისგან, თუმცა კეშავა ბჰარატი ვაიშნავა სამპრადაიას (სკოლას) არ მიეკუთვნებოდა.

კეშავა ბჰარატისთან შეთანხმების შემდეგ უფალმა დატოვა ნავადვიპა და გაემგზავრა კატვაში, რათა ოფიციალურად მიეღო განდეგილის ცხოვრების წესი. მას ახლდნენ შრილა ნიტიანანდა პრაბჰუ, ჩანდრაშექჰარა აჩარია და მუკუნდა დატა. ისინი ცერემონიის ჩატარებაში ეხმარებოდნენ მას. უფლის მიერ სანნიასის წესის მიღების ამბავი დაწვრილებით არის აღწერილი შრილა ვრნდავანა დასა თჰაკურას “ჩაიტანია-ბჰაგავატაში”.

ამრიგად, თავისი სიცოცხლის ოცდამეოთხე წლის ბოლოს, მაგჰას თვეში, უფალმა სანნიასას ცხოვრების წესი მიიღო. ამის შემდეგ იგი ბჰაგავატა-დჰარმას სრულუფლებიანი მქადაგებელი გახდა. თუმცა ოჯახში ყოფნის დროსაც ისევე ქადაგებდა, ქადაგებისას წარმოშობილი გარკვეული დაბრკოლებების შემდეგ ოჯახური სიმყუდროვეც შესწირა დაცემული სულების კეთილდღეობას. მეოჯახეობის პერიოდში მისი მთავარი დამხმარეები იყვნენ შრილა ადვაიტა პრაბჰუ და შრილა შრივასა თჰაკურა, მაგრამ სანნიასას წესის მიღების შემდეგ ასეთები გახდნენ შრილა ნიტიანანდა პრაბჰუ, რომელსაც განსაკუთრებით ბენგალიაში ქადაგება ჰქონდა დაკისრებული და ექვსი გოსვამი (რუპა გოსვამი, სანატანა გოსვამი, ჯივა გოსვამი, გოპალა ბჰატტა გოსვამი, რაგჰუნათჰა დასა გოსვამი და რაგჰუნათჰა ბჰატტა გოსვამი) შრილა რუპასა და სანატანას მეთაურობით, რომლებიც გაგზავნილნი იყვნენ ვრნდავანში დღევანდელი მწირობის ადგილების აღმოსაჩენად. ამრიგად, უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ დღევანდელი ქალაქ ვრნდავანისა და ვრაჯაბჰუმის მნიშვნელობა გვაჩვენა.

სანნიასას წესის მიღების შემდეგ უფალს მაშინათვე ვრნდავანში წასვლა მოუნდა. სამი დღის განმავლობაში იგი განუწყვეტლივ მოგზაურობდა რადჰა-დეშაში (ადგლებში, სადაც განდა არ მიედინება). ვრნდავანში მიმავალი სრულ ექსტაზში იმყოფებოდა. მაგრამ შრილა ნიტიანანდა პრაბჰუმ გზიდან გადაახვევინა და ამის ნაცვლად შანტიპურში, ადვაიტა პრაბჰუს სახლში მიიყვანა. მან შრი ადვაიტა პრაბჰუს სახლში სამი დღე დაჰყო. იცოდა რა, რომ უფალი სამუდამოდ ტოვებდა მშობლიურ კერას, შრი ადვაიტა პრაბჰუმ ხალხი გაგზავნა ნავადვიპაში, რათა დედა შაჩი ჩამოეყვანათ შვილთან უკანასკნელი შეხვედრისთვის. ზოგიერთი უსინდისო ამბობს, რომ სანნიასის მიღების შემდეგ უფალი ჩაიტანია ცოლს შეხვდა და თავისი ხის სანდლები მისცა თაყვანისცემისთვის, მაგრამ ავტორიტეტულ წყაროებში არაფერია ნათქვამი ამ შეხვედრის შესახებ. დედამისი მას ადვაიტა პრაბჰუს სახლში შეხვდა და როდესაც იხილა, რომ შვილმა სანნიასა მიიღო, დადარდიანდა. მან შვილს დათმობის სახით ჯაგანნათჰა პურიში დასახლება სთხოვა, რათა მისი ამბის გაგება შესძლებლოდა. უფალმა შეუსრულა ბოლო სურვილი საყვარელ დედას. ამის შემდეგ უფალი გაემგზავრა პურიში და ნავადვიპის მთელი მაცხოვრებლები მასთან განშორების სევდის ოკეანეში დატოვა.

პურისკენ მიმავალმა უფალმა არაერთი მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულა. იგი ესტუმრა ტაძარს გოპინათჰაჯისა, რომელმაც თავისი ერთგული შრილა მადჰავენდრა პურისთვის შესქელებული რძე მოიპარა. ამის შემდეგ ღვთაება გოპინათჰაჯი კშირა-ჩორა-გოპინათჰას სახელითაა ცნობილი. უფალმა დიდი სიამოვნებით მოისმინა ეს ამბავი. ქურდობისკენ მიდრეკილება აბსოლუტურ ცნობიერებასაც ახასიათებს, მაგრამ რაკი ეს მიდრეკილება აბსოლუტის მიერ ვლინდება, მას დამახინჯებული ბუნება არ გააჩნია და ამიტომ უფალი ჩაიტანიას მიერაც კი სათაყვანებელი ხდება იმ აბსოლუტური შეხედულების საფუძველზე, რომ უფალი და მისი ქურდობის მიდრეკილება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. გოპინაჰაჯის ეს საინტერესო ამბავი ცოცხლად არის აღწერილი კრშნადასა კავირაჯა გოსვამის “ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში”.

რემუნაში (ბალასორა, ორისა) კშირა-ჩორა-გოპინათჰას ტაძრის მონახულების შემდეგ უფალი პურისკენ გაეშურა და გზად ესტუმრა საკში-გოპალას ტაძარს, რომელიც მოწმედ დადგა ორი ბრაჰმანი ერთგულის საოჯახო დავისას. საკში-გოპალას ამბის მოსმენამ დიდად ასიამოვნა უფალს, რადგან სურდა ეჩვენებინა ათეისტებისთვის, რომ ტაძრებში არსებული სათაყვანებელი ღვთაებები, რომელთაც დიდი აჩარიები აღიარებენ, არ არიან კერპები, როგორც ამას ღარიბი ცოდნის მქონე ხალხი აცხადებს. ტაძარში ღვთაება ღმრთეების პიროვნების არჩა ინკარნაცია გახლავთ. ამდენად, ღვთაება არაფრით განსხვავდება უფლისაგან. იგი ერთულის სიყვარულს შესაბამისად პასუხობს. საკში-გოპალას ამბავში მოთხრობილია, რომ უფლის ორ ერთგულს ოჯახური გაუგებრობა შეემთხვა. მღელვარების დასაწყნარებლად და ერთგულებისთვის განსაკუთრებული მადლის მოსაფენად უფალი თავისი არჩა ინკარნაციის სახით ვრნდავანიდან ვიდიანაგარაში, ორისას სოფელში გაემგზავრა. იქიდან ღვთაება კატაკში გადაიყვანეს და ათასობით მწირი დღესაც მიდის საკში-გოპალას ტაძარში, ჯაგანნათჰა პურის გზაზე. უფალი ღამით დარჩა იქ და დილით პურისკენ გაეშურა. გზად ნიტიანანდა პრაბჰუმ სანნიასის ჯოხი გაუტეხა. უფალი თითქოს გაბრაზდა ამის გამო, ჩამოიტოვა თანამგზავრები და პურიში მარტო წავიდა.

პურიში, ჯაგანნათჰას ტაძარში შესვლისთანავე ტრანსცენდენტულმა ექსტაზმა შეიპყრო და გონება დაკარგა. ტაძრის მცველებმა ვერ გაიგეს უფლის ტრანსცენდენტული საქციელი, მაგრამ იქ იმყოფებოდა დიდი სწავლული პანდიტი სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარია (რომელიც ორისას მეფის, მაჰარაჯა პრატაპარუდრას კარის მთავარი პანდიტი იყო). მხოლოდ იგი მიხვდა, რომ ჯაგანნათჰას ტაძარში შემოსვლისას უფლის მიერ გონების დაკარგვა ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო. იგი მოხიბლა უფლის ტრანსცენდენტულმა ბრწყინვალებამ და მიხვდა, რომ ძლიერ იშვიათი იყო ასეთი ტრანსცენდენტული ტრანსი, რაც მხოლოდ ტრანსცენდენტულ საფეხურზე მყოფ უმაღლეს ერთგულებს ახასიათებთ და რომლის დროსაც საერთოდ არ ახსოვთ მატერიალური ყოფიერება. მხოლოდ განთავისუფლევბულ სულს შეეძლო ასეთი ტრანსცენდენტული საქციელის ჩადენა და დიდად განათლებულ ბჰატტაჩარიას ესმოდა ეს ტრანსცენდენტული ლიტერატურის წყალობით, რომელსაც იგი მშვენივრად იცნობდა. ამიტომ სთხოვა ტაძრის მცველებს, ხელი არ ეხლოთ უცნობი სანნიასისთვის. მან უფლის თავის სახლში წაყვანა სთხოვა, რათა მის უგონო მდგომარეობას დაკვირვებოდა. უფალი მაშინათვე წაიყვანეს სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარიასთან, რომელსაც იმ დროს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რადგან საბჰა-პანდიტა, ანუ სანსკრიტული ლიტერატურის სახელმწიფო ფაკულტეტის დეკანი იყო. სწავლულ პანდიტს დაწრილებით სურდა უფალი ჩაიტანიას ტრანსცენდენტული საქციელის გამოკვლევა, ვინაიდან გულუბრყვილო ხალხის მისაზიდად და მისგან სარგებლის მოსაპოვებლად უსინდისო ერთგულები ხშირად ექსტაზის გარეგან ნიშნებს ბაძავენ, რათა თავი მოიწონონ ტრანსცენდენტული მიღწევებით. ბჰატტაჩარიას მსგავს სწავლულს შეუძლია ასეთი მატყუარას ამოცნობა და იგი აღმოჩენისთანავე უარყოფს მას.

უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მდგომარეობა ბჰატტაჩარიამ შასტრების შუქზე გააანალიზა, როგორც მეცნიერმა და არა როგორც სულელმა სენტიმენტალისტმა. იგი დააკვირდა მუცლის მოძრაობას, გულისცემას და სუნთქვას ნესტოებში. მან უფალს მაჯაც გაუსინჯა და აღმოაჩინა, რომ სხეულის ყოველი ფუნქცია სრულიად შეკავებული იყო. როდესაც ნესტოებთან ბამბა მიუტანა, მიხვდა, რომ უფალი ოდნავ სუნთქავდა, რამეთუ ბამბა ოდნავ ირხეოდა. ამის შემდეგ მან დაასკვნა, რომ უფალის უგონო მდგომარეობა ჭეშმარიტი იყო და წესის თანახმად დაუწყო მკურნალობა. მაგრამ უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს განკურნება მხოლოდ გარკვეული სახით შეიძლებოდა. იგი მხოლოდ მისი ერთგულების მიერ უფლის წმინდა სახელთა წარმოთქმაზე პასუხობდა. მკურნალობის ეს განსაკუთრებული სახე სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარიამ არ იცოდა, რადგან ჯერ კიდევ არ იცნობდა უფალს. როდესაც ბჰატტაჩარიამ პირველად იხილა იგი ტაძარში, მხოლოდ ვიღაც მწირად ჩათვალა.

ამ დროს უფლის თანამგზავრებმა, რომლებიც მოგვიანებით მოვიდნენ ტაძარში, შეიტყვეს უფლის ტრანსცენდენტული ქმედება და ის, რომ ბჰატტაჩარიამ სახლში წაიყვანა იგი. ტაძარში მყოფ მწირებს ჯერ კიდევ მომხდარ ამბავზე ჰქონდათ მითქმა-მოთქმა. მაგრამ ერთ-ერთი მწირი შემთხვევით გოპინათჰა აჩარიას შეხვდა, იგი გადადჰარა პანდიტის ნაცნობი იყო და მისგან გაიგეს, რომ უფალი უგონონ მდგომარეობაში იმყოფებოდა სახლში სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარიასთან; იგი გოპინათჰა აჩარიას სიზე გახლდათ. გადადჰარა პანდიტმა გოპინათჰა აჩარიას უფლის თანამგზავრები გააცნო და გოპინათჰა აჩარიამ ბჰატტაჩარიას სახლში წაიყვანა ისინი, სადაც უფალი სულიერ ტრანსში უგონოდ იმყოფებოდა. მერე ყველამ ჩვეულებისამებრ ხმამაღლა დაიწყო უფალი ჰარის სახელების გალობა და უფალსაც ცნობიერება დაუბრუნდა. ამის შემდეგ ბჰატტაჩარიამ ნიტიანანდა პრაბჰუს ჩათვლით ყველა მიიღო სახლში და სთხოვა, მისი საპატიო სტუმრები ყოფილიყვნენ. სტუმრები, უფლის ჩათვლით, ზღვაზე წავიდნენ და ბჰატტაჩარიამ საქმე ისე მოაწყო, რომ მათ კაში მიშრას სახლში ეცხოვრათ და ეჭამათ. მას მისი სიზე, გოპინათჰა აჩარიაც ეხმარებოდა. სიძეებმა სასიამოვნო საუბარი გამართეს უფლის ღვთაებრივი ბუნების შესახებ. გოპინათჰა აჩარიამ, რომელიც ადრე კარგად იცნობდა უფალს, სცადა იმის მტკიცება, რომ ის ღმრთეების პიროვნებაა, ბჰატტაჩარია კი იმის ჩვენებას ცდილობდა, რომ იგი ერთ-ერთი დიდი ერთგული იყო. ორივე მათგანი კამათობდა ავტორიტეტული შასტრების და არა სენტიმენტალური “ვოქს პოპულის” საფუძველზე. ღმერთის ინკარნაცია განისაზღვრება ავტორიტეტული შასტრების და არა სულელი ფანატიკოსების ხმების უმრავლესობით. რადგან უფალი ჩაიტანია მართლაც ღმერთის ინკარნაცია იყო, სულელმა ფანატიკოსებმა მრავალი პიროვნება აღიარეს ღმერთის ინკარნაციად ავტორიტეტული წმინდა წერილების დამოწმების გარეშე. მაგრამ სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარია და გოპინათჰა აჩარია ასეთი სულელური სენტიმენტალიზმით არ იყვნენ დაკავებული; პირიქით, მისი ღვთაებრიობის დამტკიცებას ან უარყოფას ორივე ავტორიტეტული შასტრების საფუძველზე ცდილობდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ბჰატტაჩარიაც ნავადვიპას მხრიდან იყო წარმოშობით და ნილამბარა ჩაკრავარტი, უფალი ჩაიტანიას ბაბუა დედის მხრიდან, სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარიას მამასთან ერთად სწავლობდა. აგვარად, ახალგაზრდა სანნიასიმ, უფალმა ჩაიტანიამ მშობლიური სიყვარულის გრძნობა აღუძრა ბჰატტაჩარიას. ბჰატტაჩარია შანკარაჩარია-სამპრადაის მრავალი სანნიასის დამრიგებელი იყო და თავადაც ამ სკოლის მიმდევარი გახლდათ. ამიტომ სურდა, რომ ახალგაზრდა სანნიას უფალ ჩაიტანიასაც მოესმინა მისგან ვედანტას მოძღვრების შესახებ.

შანკარას კულტის მიმდევრებს, როგორც წესი, ვედანტისტებს უწოდებენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვედანტას შესწავლით მხოლოდ შანკარა-სამპრადაი არის დაკავებული. ვედანტას ყოველი ჭეშმარიტი სამპრადაია სწავლობს, მაგრამ მათ თავიანთი ინტერპრეტაციები გააჩნიათ. შანკარა-სამპრადაიას წევრები, როგორც წესი, ვერ ერკვეოდნენ ვედანტისტ ვაიშნავთა ცოდნაში. ამიტომ ვაიშნავებმა წოდება “ბჰაკტივედანტა” მიანიჭეს ამ სტრიქონთა ავტორს.

უფალი დათანხმდა ბჰატტაჩარიას ვედანტას გაკვეთილების მოსმენაზე და ისინი უფალი ჯაგანნათჰას ტაძარში დასხდნენ. ბჰატტაჩარია შვიდი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. უფალი ყურადღებით უსმენდა და არ შეუჩერებია იგი. უფალის დუმილმა დააეჭვა ბჰატტაჩარია და მან ჰკითხა, რატომ არაფერს კითხულობდა ან ამბობდა ვედანტას განმარტების შესახებ.

უფალმა ბჰატტაჩარიას წინაშე სულელი მოწაფის როლი გაითამაშა და თავი მოაჩვენა, რომ ვედანტა მისგან იმიტომ მოისმინა, რომ ბჰატტაჩარიას ეს საბბიასის მოვალეობად მიაჩნდა. მაგრამ უფალი არ დაეთანხმა მის სწავლებებს. ამით მან მიანიშნა, რომ შანკარა-სამპრადაიასა თუ ნებისმიერ სხვა სამპრადაის ე.წ. ვედანტისტები, რომლებიც არ ასრულებენ შრილა ვიასადევას დარიგებებს, მხოლოდ მექანიკურად სწავლობენ ვედანტას. ისინი ბოლომდე ვერ ეუფლებიან ამ უზარმაზარ ცოდნას. “ვედანტა-სუტრა” თავად ავტორის მიერ არის განმარტებული “შრიმად-ბჰაგავატამში”. ვინც “ბჰაგავატამი” არ იცის, ვერც ვედანტას გაგებას შეძლებს.

Posted by: Atman Jan 11 2011, 11:26 AM

ბჰატტაჩარია, როგორც უაღრესად განსწავლული პიროვნება, მიხვდა უფლის სარკასტულ შენიშვნებს გამოჩენილ ვედანტისტზე. ამიტომ ჰკითხა, რატომ არაფერს ეკითხებოდა თუკი რაიმე არ ესმოდა. ბჰატტაჩარია მიხვდა, რას ნიშნავდა უფლის დუმილი, იმ დღეების განმავლობაში, როდესაც უფალი მას უსმენდა. ეს აშკარად იმაზე მეტყველებდა, რომ უფალს რაღაც აზრი ჰქონდა; ამრიგად, ბჰატტაჩარიამ სთხოვა უფალს, გაენდო მისი ფიქრები.

ამაზე უფალმა ასე უპასუხა: “ჩემო ბატონო, “ვედანტა-სუტრებიდან” მე მესმის სუყრების მნიშვნელობა, როგორიცაა ჯანმადი ასია იატაჰ, შასტრა-იონიტვატ და ათჰატო ბრაჰმა ჯიჯნასა, მაგრამ როდესაც შენებურად მიხსნი, ვეღარ ვიგებ მათ აზრს. სუტრების მნიშვნელობა უკვე ახსნილია მათში, მაგრამ შEნი განმარტებები, რაღაცით ფარავს მათ. შენ განზრახ არ იძლევი სუტრების პირდაპირ მნიშვნელობას, არამედ არაპირდაპირი მნიშვნელობით განმარტავ მათ”.

ამგვარად, უფალმა გააკრიტიკა ის ვედანტისტები, რომლებიც თავიანთი შეზღუდული აზროვნებით და გარკვეული ჩანაფიქრით, მოდის შესაბამისად განმარტავენ “ვედანტა-სუტრას”. უფალი გმობს “ვედანტა-სუტრას” მსგავსი ავტორიტეტული ლიტერატურის არაპირდაპირ განმარტებას.

უფალმა განაგრძო “უპანიშადების” მანტების პირდაპირი მნიშვნელობა შრილა ვიასადევამ “ვედანტა სუტრაში” შეაჯამა. სამწუხაროდ შენ პირდაპირ მნიშვნელობას არ იღებ, არაპირდაპირი მნიშვნელობით შენებურად განმარტავ.

“ვედების ავტორიტეტი უდავოა და უეჭველი. ვედებში ნათქვამი ბოლომდე უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ადამიანს მათ ავტორიტეტში ეჭვი ეპარება.

ნიჟარა და ძროხის ნაკელი ორი ცოცხალი არსების ძვალი და განავალია. მაგრამ რადგან ვედებში ისინი წმინდა საგნებად არის მიჩნეული, ვედების ავტორიტეტულობის გამო ხალხი აღიარებს ამას”.

ამ განაცხადის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება საკუთარი არასრულყოფილი მოსაზრებების ვედების ავტორიტეტზე მაღლა დაყენება. ვედების განკარგულებებს უცვლელი სახით უნდა დავემორჩილოთ, მათთვის მიწიერი განმარტებების მიცემის გარეშე. ვედური დანაწესების ეგრეტ წოდებული მიმდევრები ვედური მოძღვრების ვედური მოძღვრების თავიანთ განმარტებებს იძლევიან და ამრიგად ისინი ვეური რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობებსა და სექტებს აარსებენ. უფალმა ბუდამ პირდაპირ უარყო ვედების ავტორიტეტი საკუთარი რელიგია მოიტანა. მხოლოდ ამ მოსაზრებით არ აღიარეს ბუდისტური რელიგია ვედების მკაცრმა მიმდევრებმა. მაგრამ ვედების ეგრეტ წოდებული მიმდევრები ბუდისტებზე მავნებლები არიან. ბუდისტებს გამბედაობა მაინც ჰყოფნით პირდაპირ უარყონ ვედები, მაგრამ ვედების ეგრეთწოდებულ მიმდევრებს ამის სიმამაცეც არ აქვთ, თუმცა არაპირდაპირ ვედების არც ერთ დანაწესს არ ემორჩილებიან. უფალმა ჩაიტანიამ დაგმო ეს.

ამასთან დაკავშირებით უფლის მიერ მოყვანილი ნიჟარისა და ძროხის ნაკელის მაგალითები მეტად შესაფერისია. არავინ დაეთანხმება მას, ვინც იტყვის, რომ რადგან ძროხის ნაკელი წმინდაა, სწავლული ბრაჰმანის განავალი კიდევ უფრო წმინდა უნდა იყოსო. ძროხის ნაკელი აღიარებულია, ამაღლებული ბრაჰმანის განავალი კი _ უარყოფილი. უფალმა განაგრძო:

“ვედური დანაწესების ავტორიტეტი უეჭველი და თუკი რომელიმე ამქვეყნიური არსება თავისებურად განმარტავს ვეებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უარყოფს მათ ავტორიტეტს. საკუთარი თავის შრილა ვიასადევაზე გონიერად ჩათვლა სისულელეა. მან უკვე გამოხატა თავისი შეხედულებები თავის სუტრებში და ამისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი პიროვნებების დახმარება აღარ ესაჭიროება. მისი ნაშრომი “ვედანტა-სუტრა” შუადღის მზესავით თვალისმომჭრელია და როდესაც ვინმე თვითმნათი, მზის მსგავსი “ვედანტა-სუტრას” თავისებურ განმარტებას ლამობს, მისი მცდელობა საკუთარი ფანტაზიის ღრუბლით ფარავს ამ მზეს.

“ვედებსა და პურანებს ერთი დანიშნულება აქვს. მათში აღიარებულია აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომელიც ყველაფერზე დიდია. საბოლოო ჯამში, აბსოლუტური ჭეშმარიტება შეიცნობა ღმრთეების აბსოლუტური პიროვნების სახით, რომელიც განმგებლობის აბსოლუტურ ძალას ფლობს. როგორც ასეთი, ღმრთეების აბსოლუტური პიროვნება აღსავსე უნდა იყოს სიმდიდრით, ძლევამოსილებით, სახელმოხვეჭილობით, სილამაზით, ცოდნითა და განდეგილობით. და მაინც, საკვირველია, ღმრთეების პიროვნება უპიროვნოდ არის მიჩნეული.

“ვედებში აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო აღწერილობა აბსოლუტურ მთელზე მწიერი შეხედულების უარყოფის მიზნით არის მოცემული. უფლის პიროვნული ნიშან-თვისებები სრულიად განსხვავდება ყოველგვარი მიწიერი ნიშან-თვისებებისაგან. ყოველი ცოცხალი არსება ინდივიდუალური პიროვნებაა და ყოველი მათგანი უზენაესი მთელის განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. თუკი განუყოფელი ნაწილაკები ინდივიდუალური პიროვნებები არიან, მათი წყარო უპიროვნო ვერ იქნება. იგი არის უზენაესი პიროვნება ყოველ დამოკიდებულ პიროვნებას შორის.

“ვედები გვასწავლის, რომ ყველაფერი მისგან [ბრაჰმანისგან] მომდინარეობს, ყველაფერი მასში განისვენებს და განადგურების შემდეგ ყველაფერი მხოლოდ მასში შედის. ამიტომ იგია ყოველ მიზეზთა უმაღლესი მიცემითი, კაუზატიური და აკომოდაციური მიზეზი და ამ მიზეზებს უპიროვნო ობიექტს ვერ მივაწერთ.

“ვედები გვასწავლის, რომ ის, ერთი, მრავალი ხდება და როდესაც მოისურვებს, მატერიალურ ბუნებას ავლებს მზერას. სანამ იგი მატერიალურ ბუნებას მზერას მოავლებდა, მატერიალური სამყარო არ არსებობდა. ამიტომ მისი მზერა მატერიალური არ გახლავთ. მატერიალური ჭკუა და გრძნობები არ იყო წარმოშობილი, როდესაც უფალმა მატერიალურ ბუნებას მზერა მოავლო. ამრიგად, ვედების მტკიცებანი იმას მოწმობს, რომ უფალს უდავოდ ტრანსცენდენტული თვალები და ტრანსცენდენტული ჭკუა აქვს. ისინი მატერიალური არ არის. ამიტომ მსი უპიროვნობა უარყოფს მის მატერიალურობას და არა მის ტრანსცენდენტულ პიროვნებას.

“საბოლოო ჯამში, ბრაჰმანი ღმრთეების პიროვნებას ნიშნავს. უპიროვნო ბრაჰმანის შეცნობა მატერიალური ქმნილებების უარყოფის მომცველი კონცეფციაა მხოლოდ. პარამატმა წარმოადგენს ბრაჰმანის ლოკალიზებულ ასპექტს, რომელიც ყოველგვარ მატერიალურ სხეულში იმყოფება. საბოლოო ჯამში, განდობილი წერილების ყოველი მტკიცების თანახმად, უზენაესი ბრაჰმანის შემეცნება ღმრთეების პიროვნების შემეცნებაა. იგია ვიშნუ-ტატტვას თავდაპირველი წყარო.

“პურანებიც ვედების დამატებას წარმოადგენს. ვედური მანტრები უბრალო ადამიანისთვის უაღრესად ძნელი გასაგებია. ქალებს, შუდრებსა და ე.წ. ორგზისშობილებს მაღალი კასტებიდან არ შეუძლიათ ვედების შინაარსის წვდომა. ამიტომაც “მაჰაბჰარატასა” და პურანებში ვედური ჭეშმარიტებები უფრო მისაწვდომი სახით არის წარმოდგენილი. შრი კრშნასადმი აღვლენილ ლოცვებში ბრაჰმამ თქვა, რომ უსაზღვრო იღბალი აქვთ ვრაჯაბჰუმის მაცხოვრებლებს, რომელთაც სათავეში ნანდა მაჰარაჯა და იაშოდამაიი უდგათ, რადგან მარადიული აბსოლუტური ჭეშმარიტება მათი ახლო ნათესავი გახდა.

“ვედურ მანტრაში დადასტურებულია, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ფეხები და ხელები არა აქვს, მაგრამ მაინც ყველაზე სწრაფად დადის და ღებულობს ყველაფერს, რაც ერთგულებით არის მისადმი შეთავაზებული. ეს უკანასკნელი განცხადება უდავოდ უფლის პიროვნულ ნიშნანთვისებებზე მეტყველებს, თუმცა მისი ხელები და ფეხები განსხვავდება ამქვეყნიური ხელების და ფეხების ან სხვა ორგანოებისგან.

“ამიტომ ბრაჰმანი არასდროსაა უპიროვნო, მაგრამ როცა ასეთი მანტრები არაპირდაპირი მნიშბვნელობით არის განმარტებული, იქმნება მცდარი აზრი, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება უპიროვნოა. აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღმრთეების პიროვნება აღსავსეა ყოველგვარი სიდიადით, ამიტომ მას ყოფიერებით, ცოდნითა და ნეტარებით აღსავსე ტრანსცენდენტული ფორმა აქვს. მაშ, როგორ შეიძLება აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნობის დამტკიცება?

“ვინაიდან ბრაჰმანი სიდიადეებით არის აღსავსე, მას მრავალი ენერგიები აქვს და ეს ენერგიები სამ ჯგუფად არის დაყოფილი “ვიშნუ პურანას” ავტორიტეტის საფუძველზე [6.7.70], სადაც ნათქვამია, რომ უფალ ვიშნუს ძირითადად სამი ტრანსცენდენტული ენერგია გააჩნია. მისი სულიერი ენერგია და ცოცხალ არსებათა ენერგია განეკუთვნება მაღალ ენერგიას, მაშინ, როცა დაბალ ენერგიას უმეცრებიდან აღმოცენებული მატერიალური ენერგია წარმოადგენს.

“ცოცხალ არსებათა ენერგიას კშეტრაჯნა ენერგია ეწოდება. თუმცა ეს კშეტრაშაკტი თვისობრივად უფლის ტოლია, უმეცრება მას მატერიალური ენერგიის ზეგავლენაში აქცევს, რის გამოც ათასგვარი მატერიალური ტანჯვის ატანა უხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცოცხალი არსებები განლაგებული არიან მოსაზღვრე ენერგიაში, რომელიც მაღალ (სულიერ) და დაბალ (მატერიალურ) ენერგიებს შორის იმყოფება. მატერიალურ და სულიერ ენერგიებთან ურთიერთობის ხარისხის შესაბამისად ცოცხალი არსება ყოფიერების მაღალ ან დაბალ დონეზე დგას.

“უფალი ზემოხსენებულ შინაგან და მოსაზღვრე ენერგიებზე მაღლა იმყოფება და მისი სულიერი ენერგია ვლინდება სამ განსხვავებულ ფაზაში: მარადიული ყოფიერების, მარადიული ნეტარებისა და მარადიული ცოდნის სახით. რაც შეეხება მარადიულ ყოფიერებას, იგი პოტენცია სანდჰინის მიერ არის წარმართული; ასევე, ნეტარებასა და ცოდნას, შესაბამისად, ჰლადინი და სამვიტი პოტენციები წარმართავს. როგორც უზენაესი უფალი, ანუ ენერგიების წყარო, იგია სულიერი, მოსაზღვრე და მატერიალური ენერგიების განმგებელი. და ყოველი ეს სხვადასხვა სახის ენერგია უფალთან მარადიული ერთგული სამსახურით არის დაკავშირებული.

“ასე ტკბება ღმრთეების უზენაესი პიროვნება თავის ტრანსცენდენტულ მარადიულ ფორმაში. ნუთუ საკვირველი არ არის, როცა ადამიანი ბედავს იმის თქმას, რომ უზენაეს უფალს ენერგიები არ გააჩნია? უფალი ყოველი ენერგიის განმგებელია და ცოცხალი არსებები ერთ-ერთი ენერგიის განუყოფელი ნაწილაკებს შეადგენენ. ამიტომ უფალსა და ცოცხალ არსებებს შორის უდიდესი განსხვავება არსებობს. მაშ, რა უფლებით უნდა განვაცხადოთ, რომ უფალი და ცოცხალი არსებები ერთი და იგივე არიან? “ბჰაგავად-გიტაშიც” აღწერილია, რომ ცოცხალი არსებები უფლის მაღალ ენერგიას მიეკუთვნებიან. ენერგიისა და ენერგიის წყაროს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის კანონის თანახმად, ენერგია და ენერგიის წყარო არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამიტომ უფალი და ცოცხალი არსებები არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ენერგია და ენერგიის წყარო.

“მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ეგო უფლის დაბალ ენერგიებს შეადგენს, მაგრამ ცოცხალი არსებები, როგორც მაღალი ენერგია, განსხვავდებიან მათგან. ეს დადასტურებულია “ბჰაგავად-გიტაში” [7.4].

“უფლის ტრანსცენდენტული ფორმა მარადიულად არსებობს და ტრანსცენდენტული ნეტარებითაა აღსავსე. მაშინ როგორღა იქნება ასეთი ფორმა სათნოების მატერიალური მოდუსის ნაყოფი? ამიტომ ის, ვისაც არა სწამს უფლის ფორმისა, უდავოდ ურწმუნო დემონია და ამიტომაც არის მიუკარებელი, პერსონა ნონ გრატა, რომლის შეხედვაც არ შეიძლება და რომელიც ჯოჯოხეთის მეუფის მიერ დასჯას იმსახურებს.

“ბუდისტებს ათეისტები ეწოდებათ, რადგან ისინი პატივს არ სცემენ ვედებს, მაგრამ ისინი, ვინც უარყოფენ ვედურ დასკვნებს, როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული, მაგრამ თავი ვედების მიმდევრებად მოაქვთ, მართლაც ბუდისტებზე სახიფათონი არიან.

“შრი ვიასადევამ მოწყალედ გადმოგვცა ვედური ცოდნა თავის “ვედანტა-სუტრაში”, მაგრამ თუკი ადამიანი მაიავადთა (შანკარა-სამპრადაიას სკოლის) კომენტარებს მოსიმენს, უდავოდ დაიბნება სულიერი შემეცნების გზაზე.

“ემანაციების (ემანაცია – ის, რაც რაღაც წყაროდან მომდინარეობს. (მთარგ. შენ)) თეორია “ვედანტა სუტრას” საწყისი თემაა. მთელი კოსმიური გამოვლინება ღმრთეების აბსოლუტური პიროვნებისგა მომდინარეობს მისი ათასგვარი წარმოუდგენელი პოტენციების საშუალებით. ემანაციის თეორიას ფილოსოფიური ქვის მაგალითი მიესადაგება. ფილოსოფიურ ქვას ულევი რაოდენობის რკინის ოქროდ გადაქცევა შეუძლია, ისე რომ თავად უცვლელი რჩება. ასევე, უზენაესი უფალიც თავისი წარმოუდგენელი პოტენციების საშუალებით ქმნის ყოველ გამოვლენილ სამყაროს და მაინც სრული და უცვლელია. იგია პურნა [სრული] და თუმცა მისგან უსასრულო რაოდენობით პურნა წარმოედინება, იგი მაინც პურნად რჩება.

“მაიავადთა სკოლის ილუზიის თეორია დამყარებულია იმაზე, რომ ემანაციის თეორია აბსოლუტური ჭეშმარიტების გარდაქმნას გამოიწვევდა. თუკი ასეა, ვიასადევა მტყუანი ყოფილა. ამის თავიდან ასაცილებლად მათ მოხერხებულად შემოიღეს ილუზიის თეორია. მაგრამ მაიავადთა სკოლის მტკიცების მიუხედავად, სამყარო, ანუ კოსმიური ქმნილება ყალბი არ არის. იგი უბრალოდ წარმავალია. წარმავალ საგანს ყოველმხრივ ყალბს ვერ ვუწოდებთ. მაგრამ ყალბია სწორედ ის მოსაზრება, რომ ცოცხალი არსება მატერიალურ სხეულს წარმოადგენს.

“ვედებში მოცემული პრანავა [ომ], ანუ ომკარა უმთავრესი ჰიმნი გახლავთ. ეს ტრანსცენდენტული ბგერ არ განსხვავდება უფლისაგან. მთელი ვედური საგალობლები ამ პრანავა ომკარაზეა დაფუძნებული. “ტატ ტვამ ასი” მხოლოდ დამატებითი სიტყვაა ვედურ ლიტერატურაში, ამიტომ ვედების მთავარი ჰიმნი ვერ იქნება. შრიპადა შანკარაჩარიამ დამატებით სიტყვაზე ტატ ტვამ ასი მეტიო ყურადღება გაამახვილა, ვიდრე მთავარ პრინციპზე ომკარა.”

ასე ილაპარაკა უფალმა “ვედანტა-სუტრას” შესახებ, უარყო რა მაიავადთა სკოლის პროპაგანდა. ბჰატტაჩარია თავისსა და მაიავადთა სკოლის დაცვას ლოგიკისა და გრამატიკის თამაშით ცდილობდა, მაგრამ უფალმა დამაჯერებელი არგუმენტებით დაამარცხა იგი. მან დაამტკიცა, რომ ყველანი მარადიულები ვართ ღმრთეების პიროვნებასთან დაკავშირებული და რომ ერთგული სამსახური ჩვენი ერთადერთი მოვალეობაა ამ ორმხრივ ურთიერთობაში. ასეთი ორმხრივი ურთიეთობის შედეგს პრემას, ანუ ღმრთეების სიყვარულის მიღწევა წარმოადგენს. როდესაც ღმრთეების სიყვარულს ვაღწევთ, ამას თავისთავად მოჰყვება ყველა დაარჩენ ცოცხალ არსებათა სიყვარულიც, რადგან უფალმი ყოველი ცოცხალი არსების ერთობლიობაა.

უფალმა თქვა, რომ ამ სამი საკითხის, სახელდობრ, ღმერთთან მარადიული ურთიერთობის, მასთან ურთიერთობის გაცვლა-გამოცვლისა და მისი სიყვარულის იღწევის გარდა ყველაფერი, რასაც ვედები გვასწავლის, ზედმეტი და გამოგონილია.

ამასთანავე მან დასძინა, რომ მაიავადთა ფილოსოფია, რომელსაც შრიპადა შანკარაჩარია ასწავლიდა, ვედების წარმოსახვით განმარტებას წარმოადგენს, მაგრამ იგი (შანკარაჩარიუა) იძულებული იყო, ექადაგა ეს, რადგან ასე უბრძანა ღმრთეების პიროვნებამ. “პადმა პურანაში” დადასტურებულია, რომ ღმრთეების პიროვნებამ უბრძანა მის უზენაესობა უფალ შივას, მისგან (ღმრთეების პიროვნებისგან) აერიდებინა ადამიანთა მოდგმა. ღმრთეების პიროვნების ასე დაფარვა იმისთვის იყო საჭირო, რომ ხალხი უფრო და უფრო გამრავლებულიყო. მისმა უზენაესობა შივამ უთხრა დევის: “კალი იუგაში, ბრაჰმანად გადაცმული, მაიავადთა ფილოსოფიას ვიქადაგებ, რაც მხოლოდ და მხოლოდ შენიღბულ ბუდიზმს წარმოადგენს.”

Posted by: Atman Jan 12 2011, 10:54 AM

უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბჰატტაჩარია განცვიფრდა და რიდით შეპყრობილი ჩუმად შეჰყურებდა უფალს. შემდეგ უფალმა დაარწმუნა, რომ საკვირველი არაფერი იყო. “მე ვამბობ, რომ ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახური ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი მიზანია.” შემდეგ მან მოუყვანა შლოკა “შრიმად-ბჰაგავატამიდან” და დაარწმუნა იმაში, რომ სულსა და სულიერ შემეცნებაში ჩაფლული განთავისუფლებული სულებიც კი უფალი ჰარის ერთგულ სამსახურს ჰკიდებენ ხელს, რადგან ღმრთეების პიროვნება ისეთ ტრანსცენდენტულ თვისებებს ფლობს, რომ განთავისუფლებულ სულთა გულებსაც კი იზიდავს.

შემდეგ ბჰატტაჩარიამ “ბჰაგავატამიდან” “ატმარამა” შლოკას (1.7.10) მოსმენა მოისურვა. უფალმა ჯერ ბჰატტაჩარიას სთხოვა მისი განმარტება და შემდეგ თვითონ განმარტავდა. მაშინ ბჰატტაჩარიამ მეცნოერულად ახსნა შლოკა, ლოგიკის განსაკუთრებული გამოყენებით. მან შლოკას ცხრა განსხვავებული განმარტება წარმოადგინა, რაც ძირითადად ლოგიკას ემყარებოდა, რადგან იგი თავისი დროის ყველაზე სახელგანთქმული სწავლული გახლდათ.

ბჰატტაჩარიას მოსმენის შემდეგ უფალმა მადლობა გადაუხადა მას შლოკას მეცნიერული განმარტებისათვის და ბჰატტაჩარიას თხოვნით სამოცდაოთხი განსხვავებული სახით ახსნა შლოკა, ისე რმ ბჰატტაჩარიას ცხრა განმარტებაც არც შეხებია.

ამრიგად, უფლისგან ატმარამა შლოკას მოსმენის შემდეგ ბჰატტაჩარია დარწმუნდა, რომ ასეთი მეცნიერული განმარტების მოცემა არც ერთ მიწიერ არსებას არ შეეძლო. აქამდე შრი გოპინათჰა აჩარია ცდილობდა მის უფლის ღვთაებრიობაში დარწმუნებას, მაგრამ მაშინ მან ეს ვერ მიიღო. ბჰატტაჩარია განაცვიფრა უფლის მიერ ვედანტა-სუტრასა და ატმარამა შლოკას განმარტებამ. ამიტომ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა უფლის ლოტოსის ტერფებს, რადგან თავად კრშნად არ აღიარა იგი. შემდეგ ბჰატტაჩარია მიენდო უფალს, მოინანია რა თავისი წარსული მოქცევა მასთან და უფალმაც მოწყალედ მიიღო იგი. თავისი უმიზეზო წყალობით უფალი ჯერ ოთხხელიანი ნარაიანას სახით მოევლინა მას, შემდეგ კი კვლავ ორხელიანი უფალი კრშნას სახით, ფლეიტით ხელში.

ბჰატტაჩარია უმალვე დაემხო უფლის ლოტოსის ტერფებთან და უფლის წყალობით მრავალი ჩინებული შლოკა შეთხზა მის სადიდებლად. მან უფალი თითქმის ას შლოკაში განადიდა. შემდეგ უფალი მოეხვია მას და ტრანსცენდენტული ექსტაზის გამო ბჰატტაჩარიამ ფიზიკური გარემოს აღქმის უნარი დაკარგა. ცრემლები, კანკალი, გულისცემა, ოფლდენა, გრძნობათა მოზღვავება, ცეკვა, სიმღერა, ტირილი და ტრანსის რვავე ნიშანი შეიმჩნეოდა ბჰატტაჩარიას სხეულზე. შრი გოპინათჰა აჩარიას ძალიან გაუხარდა და გაუკვირდა უფლის წყალობით თავისი სიზეს ასეთი სასწაულებრივი მოქცევა.

ბჰატტაჩარიას მიერ უფლის სადიდებლად შეთხზული ასი სახელგანთქმული შლოკადან შემდეგი ორი ყველაზე მნიშვნელოვანია და ისინი მოკლედ გვიხსნის უფლის მისიის არსს:

1. დაე მივენდო ღმრთეების პიროვნებას, რომელიც ამჯერად უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახით არის მოსული. იგი წყალობის ოკეანეა და ახლა იმისთვის მორძანდა ამქვეყნად, რომ მატერიალური განჯაჭვულობა, ცოდნა და თავისი ერთგული სამსახური გვასწავლოს.

2. რადგან დროთა განმავლობაში წმინდა ერთგული სამსახური დაიკარგა, უფალი პრინციპების აღსადგენად მოევლინა, ამიტომაც თაყვანს ვცემ მის ლოტოსის ტერფებს.

უფალმა განმარტა, რომ სიტყვა მუკტი სიტყვა ვიშნუს, ანუ ღმრთეების პიროვნების ტოლფასია. მუკტი, ანუ მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება უფლის სამსახურის მიღწევას ნიშნავს.

შემდეგ უფალი გარკვეული ხნით სამხრეთ ინდოეთში გაემგზავრა და ყოველი შემხვედრი უფალი შრი კრშნას ერთგულად აქცია. ამ ერთგულებმა, თავის მხრივ, მრავალი სხვა მოაქციეს ერთგული სამსახურის, ანუ უფლის ბჰაგავატა-დჰარმას გზაზე. ამრიგად, უფალი მივიდა გოდავარის ნაპირას, სადაც შეხვდა შრილა რამანანდა რაიას, მადრასის მმართველს, მაჰარაჯა პრატაპარუდრას, ორისას მეფის ნაცვალს. მისი საუბრები რამანანდა რაიასთან მეტად მნიშვნელოვანია მაღალი ტრანსცენდენტული ცოდნის შემეცნებისთვის და მცირე ბროშურას შეადგენს. მაგრამ ჩვენ მაინც მოკლედ წარმოგიდგენთ მათ.

შრი რამანანდა რაია თვითშეცნობილი სული გახლდათ, თუმცა სოციალური სტატუსით ბრაჰმანებზე დაბალ კასტას მიეკუთვნებოდა. მას განდეგილის ცხოვრების წესი არ ჰქონდა მიღებული, გარდა ამისა, მაღალი თანამდებობის მქონე სახელმწიფო მოსამსახურე იყო. და მაინც, ტრანსცენდენტული ცოდნის მაღალი რეალიზაციის გამო შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ იგი განთავისუფლებულ სულად აღიარა. ასევე აღიარა უფალმა შრილა ჰარიდასა თჰაკურაც, უფლის ერთ-ერთი პირველი ერთგული, რომელიც მუსულმანთა ოჯახში იყო შობილი. უფალს სხვადასხვა ერთობებიდან, სექტებიდან და კასტებიდან სხვა მრავალი დიდი ერთგულიც ჰყავს. უფლისთვის ერთადერთი კრიტწერიუმი კონკრეტული პიროვნების ერთგული სამსახურის ხარისხი იყო. მას არ აინტერესებდა ადამიანის გარეგანი სამოსელი; იგი მხოლოდ სულსა და მის საქმიანობებს აქცევდა ყურადღებას. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ უფლის მისიონერული საქმიანობა სულიერ საფეხურზე სრულდებოდა და შრი ჩაიტანიუა მაჰაპრაბჰუს კულტს, ანუ ბჰაგავატა-დჰარმას კულტს არაფერი აქვს საერთო მიწიერ საქმიანობებთან, სოციოლოგიასთან, პოლიტიკასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან ან ცხოვრების რომელიმე მსგავს სფეროსთან. “შრიმად-ბჰაგავატამი” სულის წმინდა ტრანსცენდენტული მოთხოვნილებაა.

შრი რამანანდა რაიასთან გოდავარის ნაპირზე შეხვედრისას უფალმა ახსენა ვარნაშრამა-დჰარმა, რომელსაც ინდუსები მისდევენ. შრილა რამანანდა რაიამ თქვა, რომ ვარნაშრამა-დჰარმას, ანუ ადამიანთა სიცოცხლის ოთხი კასტისა და ოთხი საფეხურის სისტემის დაცვით ყველას შეუძლია ტრანსცენდენციის შეცნობა. უფლის აზრით, ვარნაშრამა დჰარმას სისტემა მხოლოდ ზედაპირულია და ბევრი არაფერი ესაქმება სულიერ ფასეულობათა უმაღლეს რეალიზაციასთან. სიცოცხლის უმაღლესი სრულყოფილება მატერიალური მიჯაჭვულობისაგან ჩამოშორებასა და შესაბამისად, უფლის სასიყვარულო სამსახურის განხორციელებაში მდგომარეობს. ღმრთეების პიროვნება მას აღიარებს, ვინც ამ გზით მიიწევს წინ. ამიტომ ერთგული სამსახური ყოველგვარი ცოდნის განვითარების მწვერვალს წარმოადგენს. როდესაც შრი კრშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ყოველი დაცემული სულის გადასარჩენად მოევლინა, მან ასეთი გზა შემოგვთავაზა – თავისი საქმიანობებით ყველამ თაყვანი უნდა სცეს ღმრთეების აბსოლუტურ უზენაეს პიროვნებას, რომლისგანაც ყოველი ცოცხალი არსება მომდინარეობს. ესაა ჭეშმარიტი სრულყოფილების გზა და იგი წარსულისა და აწმყოს ყოველი ჭეშმარიტი აჩარიას მიერ არის აღიარებული. ვარნაშრამას სისტემა მეტ-ნაკლებად მორალურ და ეთიკურ პრინციპებზეა დამყარებული. მასში ძალიან ძნელია ტრანსცენდენციის შეცნობა, ამიტომ უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ უარყო იგი როგორც ზედაპირული და სთხოვა რამანანდა რაიას, გაეგრძელებინა თხრობა.

შემდეგ შრი რამანანდა რაიამ კარმიულ საქმიანობებზე უარის თქმა შესთავაზა უფალს. ამასთან დაკავშირებით “ბჰაგავად-გიტა” (9.27) გვირჩევს: “რასაც აკეთებ, რასაც ჭამ და რასაც გასცემ, აგრეთვე ყოველი ეპითიმია, რომელსაც ასრულებ, მომიძღვენი მხოლოდ მე.” მშრომელის მხრიდან ასეთი ძღვენი გულისხმობს იმას, რომ ღმრთეების პიროვნება ვარნაშრამას სისტემის იმპერსონალურ კონცეფციაზე ნაბიჯით მაღლა დგას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ცოცხალ არსებასა და უფალს შორის. ამიტომ უფალმა უარყო ეს წინადადება და სთხოვა რამანანდა რაიას, გაეგრძელებინა საუბარი.

შემდეგ რაიამ ვარნაშრამა-დჰარმასაგან განდგომისა და ერთგული სამსახურის დაწყების იდეა წამოაყენა. უფალმა ეს წინადადებაც დაიწუნა, რადგან უეცრად არავინ უნდა შეცვალოს თავისი მდგომარეობა, რამეთუ ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს.

შემდეგ რამანანდა რაიამ გამოთქვა აზრი, რომ ცოცხალი არსების უმაღლეს მიღწევას სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულებისგან თავისუფალი სულიერი რეალიზაციის დონის მიღწევა წარმოადგენს. უფალმა ეს წინადადებაც უარყო, რადგანაც ასეთი სულიერი რეალიზაციის ხარჯზე არაერთმა უსინდისომ არეულობა შემოიტანა საზოგადოებაში. ამიტომ ამის უცაბედად განხორციელება შეუძლებელია. შემდეგ რაიამ თვითშეცნობილ სულებთან გულწრფელი ურთიერთობა და ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტულ გართობათა შესახებ მორჩილი სულით მოსმენა შესთავაზა. უფალმა მოიწონა ეს წინადადება. ეს შეესაბამება ბრაჰმაჯის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ ღმრთეების პიროვნებას ეწოდება აჯიტა, ანუ ის, ვისი დამორჩილება და ვისთან მიახლოებაც არავის ძალუძს. მაგრამ ასეთი აჯიტაც კი ჯიტა (დაპყრობილი) ხდება ერთი ხერხით, რომელიც მეტად მარტივი და იოლია. ეს მარტივი ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას საკუთარი თავის ქედმაღლურად ღმერთად გამოცხადებაზე. ადამიანი მეტად თავმდაბალი და მორჩილი უნდა იყოს და სცადოს მშვიდობიანი სიცოცხლე იმით, რომ ათხოვოს ყური ტრანსცენდენტულ თვითშეცნობილი სულების საუბრებს ბჰაგავატა-დჰარმას, ანუ უზენაესი უფლისა და მისი ერთგულების ქება-დიდების რელიგიის შესახებ. დიდი ადამიანის ქება-დიდება ცოცხალ არსებებს სხვებისგან არ უსწავლიათ; ეს მათი ბუნებრივი ინსტინქტია. სიცოცხლეში სრულყოფილება უბრალოდ უფლის თვითშეცნობილ ერთგულთან ურთიერთობაში უფლის ქება-დიდებით მიიღწევა (კრშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება ამ მიზნით იქნა დაარსებული). თვითშეცნობილი ერთგული ისაა, ვინ ბოლომდეა მინდობილი უფალს და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიჯაჭვულობა არ გააჩნია. მატერიალური კეთილდღეობა, გრძნობათა დაკმაყოფილება და მათი განვითარება უმეცრებისთვის დაახასიათებელი ქმედებებია ადამიანთა საზოგადოებაში. ღმერთსა და მის ერთგულებთან მოკლებულ საზოგადოებაში შეუძლებელია მშვიდობისა და მეგობრობის დამყარება. ამიტომ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ადამიანმა გულწრფელად უნდა ეძიოს წმინდა ერთგულებთან ურთიერთობა და სიცოცხლის ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფმა მოთმინებითა და მორჩილი სულით ისმინოს მათი სიტყვები. სიცოცხლის მაღალ ან დაბალ საფეხურზე ყოფნა არ აბრკოლებს ადამიანის წინსვლას თვითშემეცნების გზაზე. ერთადერთი, რაც მან უნდა გააკეთოს, ისაა, რომ რეგულარულად უსმინოს თვითშეცნობილ ერთგულს. მასწავლებელს შეუძლია აგრეთვე წაიკითხოს ლექციები ვედური ლიტერატურის შესახებ, წარსულ აჩარიათა კვალდაკვალ, რომელთაც აბსოლუტური ჭეშმარიტიება შეიცნეს. თვითშემეცნების ეს მარტივი მეთოდი, რომელსაც საზოგადოდ ბჰაგავატა-დჰარმა ეწოდება, უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ გვირჩია. “შრიმად-ბჰაგავატამი” სრულყოფილი სახელმძღვანელოა ამისთვის.

უფლისა და შრი რამანანდა რაიას, ორ დიდ პიროვნებას შორის, ამ საკითხების განხილვის გარდა უფრო ამაღლებული სულიერი საუბრებიც გაიმართა და ჩვენ განგებ არ მოგვყავს ისინი აქ, რადგან რამანანდა რაიასთან შემდგომი საუბრების მოსასმენად ადამიანი სულიერ საფეხურზე უნდა ამაღლდეგს. შრილა რამანანდა რაიასთან უფლის შემდგომი საუბრები ჩვენ სხვა წიგნში (“უფალი ჩაიტანიას მოძღვრება”) წარმოვადგინეთ.

ამ შეხვედრის დასასრულს უფალმა ურჩია შრი რამანანდა რაიას, მიეტოვებინა სამსახური და ჩამოსულიყო პურიში, რათა ერთად ეცხოვრათ და ტრანსცენდენტული ურთიერთობით დამტკბარიყვნენ. გჰარკვეული დროის შემდეგ შრი რამანანდა რაია გადადგა სახელმწიფო სამსახურიდან და მეფისგან პენსია მიიღო. იგი დასახლდა პურიში, სადაც უფლის ერთ-ერთი უახლოესი ერთგული გახდა. პურიში ცხოვრობდა კიდევ ერთი კეთილშობილი ადამიანი, შიქჰი მაჰიტი, რომელიც რამანანდა რაიასავით მის მიახლოებულთა წრეს მიეკუთვნებოდა. უფალი ინტიმურად ესაუბრებოდა სულიერ ფასეულობებზე პურიში მცხოვრებ სამ-ოთხ თანამგზავრს და ამგვარად თვრამეტი წელი გაატარა სულიერ ტრანსში. მისი საუბრები ჩაიწერა მისმა პირადმა მდივანმა შრი დამოდარა გოსვამიმ, ოხიდანტ ერთ-ერთმა ყველაზე ახლო ერთგულმა.

უფალი ბევრს მოგზაურობდა მთელს სამხრეთ ინდოეთში. დიდი მაჰარაშტრელი წმინდანი ტუკარამაც უფლის მიერ იქნა ინიცირებული. უფლისგან ინიციაციის მიღების შემდეგ წმინდა ყუკარამამ სანკირტანას მოძრაობით დატბორა მთელი მაჰარაშტრის პროვინციალ და ამ მოძრაობის ტრანსცენდენტული ნაკადი ჯერ კიდევ გრძელდება ინდოეთის დიდი ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

სამხრეთ ინდოეთში უფალმა აღმოაჩინა ორი უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნი, კერძოდ, “ბრაჰმა-სამჰიტა” და “კრშნა-კარნამრტა” ეს ორი ძვირფასი წიგნი ერთგულთათვის ავტორიტეტულ ნარკვევებს წარმოადგენს. სამხრეთ ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ უფალი პურიში დაბრუნდა.

როდესაც უფალი პურიში ჩამოვიდა, მასთან განშორების გამო დამწუხრებულ ერთგულებს სიცოცხლე დაუბრუუნდათ და უფალი დარჩა იქ, გამუდმებიუთ ასრულებდა რა თავის გართობებს, დაკავშირებულს მის ტრანსცენდენტულ შემეცნებასთან. ამ დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი გახლდათ მეფე პრატაპარუდრასთვის მასთან შეხვედრის უფლების მიცემა. მეფე პრატაპარუდრა უფლის დიდი ერთგული იყო და საკუთარ თავს თვლიდა უფლის ერთ-ერთ მსახურად, რომელსაც ტაძრის დაგვა ჰქონდა მინდობილი. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ დიდად დააფასა მეფის ეს მორჩილი სული. მეფემ სთხოვა ბჰატტაჩარიასაც და რაიასაც, უფალთან მისი შეხვედრა მოეწყოთ. მაგრამ როდესაც უფალს მისმა ორმა განუხრელმა მიმდევარმა ამ თხოვნით მიმართა, მან მტკიცე უარი განაცხადა, თუმცა ეს პირადი თანამგზავრების – რამანანდა რაიასა და სარვაბჰაუმა ბჰატტაჩარიას თხოვნა იყო. უფალი ამბობდა, რომ სანნიასისთვის ძალიან სახიფათოა ფულზე ფიქრით მოცულ ერისკაცებთან და ქალებთან ურთიერთობა. უფალი იდეალური სანნიასი იყო. ქალი თაყვანისცემისთვისაც კი ვერ მიუახლოვდებოდა მას. ქალები უფლისგან საკმაოდ მოშორებით ისხდნენ. როგორც იდეალური მასწავლებელი და აჩარია, იგი მეტად მკაცრად ასრულებდა სანნიასის ყოველდღიურ შრომას. გარდა იმისა, რომ ღვთაებრივი ინკარნაცია გახლდათ, უფალი იდეალური ადამიანური ხასიათითაც გამოირჩეოდა. მისი ქცევაც უნაკლო იყო. თავის დამოკიდებულებაში იგი, როგორც აჩარია, მეხზე მრისხანე და ვარდზე ნაზი იყო. მისმა ერთ-ერთმა თანამგზავრმა, უმცროსმა ჰარიდასამ დიდი შეცდომა დაუშვა, ვნებით შეხედა რა ახალგაზრდა ქალს. როგორც ზესული, უფალი მიხვდა ამ ვნებას უმცროსი ჰარიდასას ფიქრებში და იგი მაშინათვე სამუდამოდ ჩამოცილებულ იქნა უფლისგან, თუმცა უფალს სთხოვდნენ, ეპატიებინა ჰარიდასასთვის. შემდეგ უფალ;თან ჩამოშორების გამო უცროსმა ჰარიდასამ თავი მოიკლა და ეს ამბავი უფალს მოახსენეს, უფალს მაშინაც არ დავიწყებია მისი დანაშაული და თქვა, რომ ჰარიდასამ დამსახურებული სასჯელი მიიღო.

განდეგილის ცხოვრების წესის პრინციპებისა და დისციპლინეს საკითხებში უფალი არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა, ამიტომ, თუმცა იცოდა, რომ მეფე დიდი ერთგული იყო, უარი თქვა მასთან შეხვედრაზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეფეს ფული აინტერესებდა. ამ მაგალითით უფალმა ხაზი გაუსვა ტრანსცენდენტალისტისათვის სწორი ქცევის მნიშვნელობას. ტრანსცენდენტალისტს არაფერი ესაქმება ქალებთან და ფულთან. იგი მუდამ უნდა ერიდოს ასეთ მჭიდრო კავშირებს მათთან. მაგრამ ერთგულებმა ასე მოაწყვეს, რომ მეფემ უფლის წყალობა მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ უფლის საყვარელ ერთგულს უფრო გულუხვად შეუძლია ახალბედისთვის მადლის მოფენა, ვიდრე უფალს. ამიტომ წმინდა ერთგულები არასოდეს აყენებენ შეურაცხყოფას სხვა წმინდა ერთგულის ტერფებს. ზოგჯერ მოწყალე უფალი პატიობს თავისი ლოტოსის ტერფებისადმი მიყენებულ შეურაცხყოფას, მაგრამ ერთგულის ტერფებისადმი მიყენებულ შეურაცხყოფა მეტად სახიფათოა მისთვის, ვისაც ჭეშმარიტად სურს ერთგულ სამსახურში წინსვლა.

http://pix.ge/

სანამ უფალი პურიში იმყოფებოდა, უფალი ჯაგანნათჰას ეტლების დღესასწაულ რათჰა-იატრას დროს ათასობით ერთგული მოდიოდა მის სანახავად. ეტლების დღესასწაულის მნიშვნელოვან ნაწილს უფლის უშუალო ხელმძღვანელობით ტაძარ გუნდიჩას განწმენდა წარმოადგენდა. უფლის ერთობლივი სანკირტანა მოძრაობა პურიში ხალხისათვის განუმეორებელი სანახაობა იყო. ეს ხალხის ყურადღებას სულიერი შემეცნებისკენ მიმართავს. უფალმა დაიწყო ეს მასობრივი სანკირტანა და ყოველი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ სულიერი მოძრაობით, რათა ხალხი მშვიდობასა და ძმობაში ამყოფონ. დღეისთვის ეს მთელი მსოფლიოს ადამიანთა საზოგადოებაში აუცილებლობად იქცა.

გარკვეული დროის შემდეგ უფალი კვლავ გაემგზავრა ჩრდილოეთ ინდოეთში და გადაწყვიტა, ვრნდავანსა და მის მახლობელ ადგილებში ჩასულიყო. მან გაიარა ჯჰარიქჰანდას (მადჰია ბჰარატას) ჯუნგლებში და მის სანკირტანას მოძრაობას მთელი გარეული ცხოველებიც შეუერთდნენ. ველური ვეფხვები, სპილოები, დათვები და ირმები ერთად ახლდნენ უფალს და უფალი მათ სანკირტანაში უძღვებოდა. ამით მან დაამტკიცა, რომ სანკირტანას მოძრაობით (უფლის სახელის ერთობლივი გალობითა და ქება-დიდებით) გარეული ცხოველებიც კი მშვიდობიანად და ძმურად ცხოვრობენ და რაღა გვეთქმის ადამიანებზე, რომლებიც წესით ცივილიზებულნი უნდა იყვნენ. უფლის სანკირტანას მოძრაობა არც გარკვეული კასტით, სარწმუნოებით, კანის ფერით თუ სახეობითაა შეოფარგლული. აი, მისი მისიის სიდიადის დადასტურება: უფალმა ცხოველებიც კი ჩართო თავის დიდ მოძრაობაში.



Posted by: Atman Jan 13 2011, 11:08 AM

ვრნდავანიდან დაბრუნებისას იგი ჯერ პრაიაგში ჩავიდა, სადაც რუპა გოსვამისა და მის უმცროს ძმას, ანუპამას შეხვდა. შემდეგ ბენარესს გაეშურა. ორი თვის განმავლობაში იგი ტრანსცენდენტულ მეცნიერებას ასწავლიდა სანატანა გოსვამის. სანატანა გოსვამის დამოძღვრა გრძელ მოთხრობას წარმოადგენს და მისი აქ სრულად წარმოდგენა შეუძლებელია. მოვიყვანთ მთავარ აზრებს.

სანატანა გოსვამი (რომელსაც უწინ საკარა მალლიკი ერქვა) ნავაბ ჰუსეინ შაჰის მმართველობის დროს ბენგალიის მთავრობის კაბინეტში მსახურობდა. მან უფალთან შეერთება გადაწყვიტა და სამსახური მიატოვა. ვრნდავანიდან დაბრუნებისას, ვარანასიში, უფალი შრი ტაპანა მიშრასა და ჩანდრაქჰეშას ესტუმრა, რომელთაც მაჰარაშტრელი ბრაჰმანიც ეხმარებოდა. ამ დროს ვარანასის სათავეში ედგა მაიავადთა სკოლის დიდი სანნიასი შრიპადა პრაკაშანანდა სარასვატი. უფლის ვარანასში ყოფნისას ხალხს უფრო უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ იზიდავდა მისი მასობრივი სანკირტანას მოძრაობის გამო. სადაც არ უნდა წასულიყო, განსაკუთრებით კი ვიშვანათჰას ტაძარში, ათასობით მწირი დაჰყვებოდა თან. ზოგს მისი გარეგნობა იზიდავდა, ზოგს კი – უფლის სადიდებელი მისი მელოდიური სიმღერები.

მაიავადი სანნიასები საკუთარ თავს ნარაიანას უწოდებენ. ვარანასი დღემდე სავსეა მაიავადი სანნიასებით. ზოგიერთებმა, რომელთაც უფალი მისი სანკირტანას დროს იხილეს, ნარაიანად ჩათვალეს იგი და ამ ამბავმა სწრაფად მიაღწია დიდი სანნიასი პრაკაშანანდას ყურამდე.

ინდოეთში მუდამ არსებობს გარკვეული სულიერი პაექრობა მაიავადთა და ბჰაგავატათა სკოლებს შორის. პრაკაშანანდამ იცოდა, რომ უფალი ვაიშნავი სანნიასი იყო, ამიტომ, როდესაც მისი ამბავი შეიტყო, დაამცირა უფლის ღირსება ამბის მომტანთა თვალში. მან დაგმო უფლის საქციელი სანკირტანას მოძრაობის გამო, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ რელიგიურ სენტიმენტალიზმს წარმოადგენდა. პრაკაშანანდას ღრმად ჰქონდა შესწავლილი ვედანტა და სთხოვა თავის მიმდევრებს, სანკირტანაში მონაწილეობის მიღების ნაცვლად ვედანტასთვის ესმინათ.

ერთ Bრაჰმან ერთგულს, რომელიც უფლის ერთგული გახდა, არ მოეწონა პრაკაშანანდას კრიტიკა და უფალთან წავიდა, რათა თავისი სინანული გამოეხატა. მან უთხრა უფალს, რომ როდესაც სანნიასი პრაკაშანანადას წინაშე უფლის სახელი წარმოთქვა, მან მკაცრად გააკრიტიკა უფალი, თუმცა პრაკაშანანდამ რამდენჯერმე წარმოთქვა სახელი ჩაიტანია. ბრაჰმანს გაუკვირდა, რომ სანნიასი პრაკაშანანდას ერთხელაც არ შეეძლო კრშნას სახელის წარმოთქმა, თუმცა რამდენჯერმე გამოთქვა ჩაიტანიას სახელი.

უფალმა ღიმილით განუმარტა ერთგულ ბრაჰმანს, რატომ არ შეეძლო მაიავადის კრშნას წმინდა სახელის წარმოთქმა. “მაიავადები კრშნას ლოტოსის ტერფთა შეურაცხმყოფელები არიან, თუმცა მუდამ წარმოთქვამენ სიტყვებს ბრაჰმა, ატმა, ჩაიტანია და ა.შ. და რადგან ისინი შეურაცხყოფას აყენებენ კრშნას ლოტოსის ტერფებს, არ შეუძლიათ კრშნას წმინდა სახელის წარმოთქმა. კრშნას სახელი და კრშნას პიროვნება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. აბსოლუტურ სამყაროში არ არსებობს განსხვავება აბსოლუტური ჭეშმარიტების სახელს, ფორმასა და პიროვნებას შორის, რადგან იქ ყველაფერი ტრანსცენდენტულ ნეტარებას წარმოადგენს. არ არსებობს არავითარი განსხვავება ღმრთეების პიროვნების, კრშნას სხეულსა და სულს შორის. ამრიგად, იგი არ არის უბრალო ცოცხალი არსება, რომელიც მუდამ განსხვავდება თავისი გარეგანი სხეულისგან. კრშნას ტრანსცენდენტული მდგომარეობის გამო ერისკაცს ძალიან უჭირს ჭეშმარიტად გაგება იმისა, თუ რას წარმოადგენს ღმრთეების პიროვნება, კრშნა, მისი წმინდა სახელი და დიდება და ა.შ. მისი სახელი, დიდება, ფორმა და გართობები ტრანსცენდენტულია და მათი შეცნობა შეუძლებელია მატერიალურ გრძნობათა წვრთნით.

„უფლის გართობათა ტრანსცენდენტულ ურთიერთობას უფრო მეტი ნეტარება მოაქვს, ვიდრე ადამიანმა ბრაჰმანის შეცნობით ან უზენაესთან შერწყმით შეიძლება განიცადოს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ბრაჰმანის ტრანსცენდენტული ნეტარების საფეხურზე მყოფთ არ მიიზიდავდათ უფლის გართობათა ტრანსცენდენტული ნეტარება.“

ამის შემდეგ უფლის ერთგულებმა დიდი შეხვედრა მოაწყვეს, რომელზედაც მოწვეული იყო ყველა სანნიასი, უფლისა და პრაკაშანანდა სარასვატის ჩათვლით. ამ შეხვედრის დროს ორივე სწავლულმა (უფალმა და პრაკაშანანდა სარასვატიმ) ხანგრძივი საუბარი გამართეს სანკირტანას მოძრაობის სულიერ ფასეულობათა შესახებ და ქვემოთ ეს საუბარი მოკლედ არის გადმოცემული.

დიდმა მაიავადი სანნიასი პრაკაშანანდამ ჰკითხა უფალს, რატომ აირჩია მან „ვედანტა-სუტრას“ შესწავლას სანკირტანას მოძრაობა. პრაკაშანანდამ თქვა, რომ სანნიასის ვალი „ვედანტა-სუტრას“ კითხვაა. რამ აიძულა უფალი, სანკირტანაში ჩაბმულიყო?

ამ შეკითხვას უფალმა მორჩილად უპასუხა: „ვედანტას შესწავლის ნაცვლად სანკირტანას მოძრაობას იმიტომ მოვეკიდე, რომ დიდი სულელი ვარ.“ ამრიგად უფალმა თავი წარმოგვიდგინა ამ ეპოქის ერთ-ერთი იმ ურიცხვი სულელის სახით, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია ვედანტას შესწავლა. სულელების მიერ ვედანტას შესწავლამ დიდი არეულობა გამოიწვია საზოგადოებაში. უფალმა განაგრძო: „და რადგან ასეთი სულელი ვარ, ჩემმა სულიერმა მოძღვარმა ამიკრძალა ვედანტას ფილოსოფიასთან თამაში. მან მითხრა, რომ ჩემთვის უფლის წმინდა სახელის გალობა ჯობს, რადგანაც ეს მატერიალური ტყვეობიდან გამანთავისუფლებს.

„კალის ამ ეპოქაში უფლის წმინდა სახელის გალობის გზით მისი ქება-დიდების გარდა სხვა რელიგია არ არსებობს და ეს არის ყოველი განდობილი წერილის დანაწესი. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა კი ერთი შლოკა მასწავლა [„ბრჰან-ნარადიია პურანადან“]:

„ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა“


“ასე რომ ჩემი სულიერი მოძღვრის ბრძანებით, მე ჰარის წმინდა სახელს ვგალობ და ახლა ამ წმინდა სახელის გამო გაგიჟებული ვარ. როდესაც წმინდა სახელს წარმოვთქვამ, თავი სრულიად მავიწყდება და ზოგჯერ ვიცინი, ვტირი და გიჟივით ვცეკვავ. მეგონა, რომ გალობის გამო გავგიჟდი, ამიტომაც ვკითხე ჩემს სულიერ მოძღვარს ამის შესახებ. მან მითხრა, რომ ეს ჭეშმარიტი ზემოქმედებაა წმინდა სახელის გალობისა, რომელიც მეტად იშვიათ ტრანსცენდენტულ გრძნობას აღძრავს. ეს ღმერთის სიყვარულის ნიშანს წარმოადგენს, რაც სიცოცხლის უმაღლესი მიზანია. ღმერთის სიყვარული განთავისუფლებაზე [მუკტიზე] მაღლა დგას, ამიტომაც მას სულიერი შემეცნების მეხუთე, განთავისუფლების მომდევნო საფეხური ეწოდება. კრშნას წმინდა სახელის გალობით ადამიანი ღმერთის სიყვარულის საფეხურს აღწევს და საბედნიეროდ, მე ეს წყალობა მერგო.”

ამის მოსმენის შემდეგ მაიავადი სანნიასიმ ჰკითხა უფალს, რატომ არ შეიძლებოდა წმინდა სახელის გალობასთან ერთად ვედანტას შესწავლა. პრაკაშანანდა სარასვატიმ კარგად იცოდა, რომ უწინ უფალი ნიმაი პანდიტის, ნავადვიპის ყველაზე განთქმული სწავლულის სახელით იყო ცნობილი და იმას, რომ მას თავი დიდ სულელად მოჰქონდა რაღაც მიზანი უნდა ჰქონოდა, სანნიასის ამ შეკითხვაზე უფალს გაეღიმა და თქვა: “ძვირფასო ბატონო, თუ არ მიწყენ, კითხვაზე პასუხს გაგცემ.”

სანნიასები ძალიან ნასიამოვნები იყვნენ უფლის პირდაპირობით და ერთსულოვნად მიუგეს, რომ არ ეწყინებოდათ პასუხის მოსმენა. უფალმა შემდეგი რამ თქვა:

“ვედანტა-სუტრა” ღმრთეების ტრანსცენდენტული პიროვნების მიერ წარმოთქმული ტრანსცენდენტული სიტყვების ან ბგერებისგან შედგება. ამრიგად, ვედანტას არ შეიძლება გააჩნდეს ადამიანისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებები, როგორიცაა შეცდომის დაშვება, ილუზია, მოტუება ან არასრულფასოვნება, “ვედანტა-სუტრაში” გადმოცემულია უპანიშადების არსი და ყოველივე, რაც მასში უშუალოდ არის ნათქვამი, უდავოდ დიდებულია. შანკარაჩარიას მიერ მოცემულ არც ერთ განმარტებას არა აქვს პირდაპირი კავშირი “სუტრასთან”, ამიტომ ასეთი განმარტებები ჭეშმარიტ მნიშვნელობას უკარგავს მას.

“სიტყვა ბრაჰმანი ნიშნავს უდიადესს, რომელიც ტრანსცენდენტული სიდიადით არის აღსავსე, ყველაზე მაღალია. ბრაჰმანი, საბოლოო ჯამში, ღმრთეების პიროვნება გახლავთ. იგი არაპირდაპირი განმარტებებით არის დაფარული და უპიროვნოდ გამოცხადებული. ყველაფერი, რაც სულიერ სამყაროში არსებობს, ტრანსცენდენტული ნეტარებით არის აღსავსე, უფლის ფორმის, სხეულის, ადგილისა და ატრიბუტების ჩათვლით. ყველაფერი მარადიულად ცნობიერი და ნეტარია. აჩარია შანკარას მიერ ვედანტას ასეთი განმარტება მისი დანაშაული არ არის, მაგრამ თუკი ვინმე იღებს მას, იგი უდავოდ განადგურდება. ვინც ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტულ სხეულს ამქვეყნიურ საგნად აღიარებს, უდიდეს მკრეხელობას სჩადის.”

უფალი თითქმის ისევე ესაუბრა სანნიასებს, როგორც პურიში – ბჰატტაჩარიას და დამაჯერებელი არგუმენტებით დაამარცხა “ვედანტა-სუტრას” მაიავადთა განმარტება. მთელი სანნიასები აცხადებდნენ, რომ უფალი გაპიროვნებული ვედები და ღმრთეების პიროვნება იყო. ყოველი მათგანი ბჰაკტის გზას დაადგა; მათ აღიარეს უფალი შრი კრშნას წმინდა სახელი და ერთად ისადილეს, შუაში კი უფალი ეჯდათ. სანნიასების ამ მოქცევის შემდეგ ვარანასიში უფლის პოპულარობა გაიზარდა და ათასობით ადამიანი მოდიოდა მის სანახავად. ასე დაამარცხა უფალმა “შრიმად-ბჰაგავატა-დჰარმას უმაღლესი მნიშვნელობა და დაამარცხა სულიერი შემეცნების ყოველი სხვა სისტემა. ამის შემდეგ ვარანასიში ყველა ტრანსცენდენტული სანკირტანას მოძრაობამ შეიპყრო.

Posted by: Atman Jan 13 2011, 07:57 PM

როდესაც უფალი ვარანასიში იმყოფებოდა, სამსხურიდან გადადგომის შემდეგ იქ სანატანა გოსვამიც ჩამოვიდა. წამით იგი ბენგალიის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი იყო მაშინდელი ნავაბ ჰუსეინ შაჰის მმართველობის დროს. სახელმწიფო სამსახურიდან განთავისუფლებისას მას გარკვეული სიძნელეები შეხვდა, რადგან ნავაბს არ სურდა მისი გაშვება. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ჩამოვიდა ვარანასიში და უფალმა ასწავლა ერთგული სამსახურის პრინციპები, კერძოდ, ცოცხალი არსების კონსტიტუციური მდგომარეობა, მატერიალურ პირობებში მისი ტყვეობის მიზეზი, მისი მარადიული ურთიერთობა ღმრთეების პიროვნებასთან, ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული მდგომარეობა, მისი ექსპანსიები ინკარნაციათა სრულ ნაწუილებში, როგორ განაგებს იგი სამყაროს სხვადასხვა ნაწილებს, მისი ტრანსცენდენტული სავანის ბუნება, ერთჰული სამსახურის საქმიანობები, მათი განვითარების სხვადასხვა სტადიები, სულიერი სრულყოფილების საფეხურების თანდათანობით მიღწევის წესები, სხვადასხვა ეპოქათა ინკარნაციების ნიშნები და ის, თუ როგორ გამოვიცნოთ ისინი განდობილ წერილებზე დაყრდნობით.

სანატანა გოსვამისადმი უფლის მიერ მიცემული დარიგებები “შრი ჩაიტანია-ჩარიტამრიტას” ერთ დიდ თავს წარმოადგენს, ამიტომ აქ მათ წარმოსადგენად მთელი ტომი იქნებოდა საჭირო. ყოველივე ეს დაწვრილებით არის განხილული ჩვენს წიგნში “უფალი ჩაიტანიას მოძღვრება”.

მათჰურაში უფალი ყოველ მნიშვნელოვან ადგილს ესტუმრა; შემდეგ იგი ვრნდავანში ჩავიდა. უფალი ჩაიტანია მაღალი კასტის ბრაჰმანის ოჯახში მოევლინა და, გარდა ამისა, იგი, როგორც სანნიასი, ყოველი ვარნისა და აშრამის დამრიგებელი იყო. მაგრამ იგი საკვებს ნებისმიერი კლასის ვაიშნავისგან ღებულობდა. მათჰურაში სანოდიიას კლასის ბრაჰმანებს საზოგადოების დაბალ ფენად თვლიან, მაგრამ უფალი ასეთი ბრაჰმანის ოჯახში სადილობდა, რადგან მისი მასპინძელი მადჰავენდრა პურის ოჯახის მოსწავლე იყო.

ვრნდავანში უფალმა ოცდაოთხ ყველაზე მნიშვნელოვან გჰატასა და განსაბან ადგიულში განიბანა. მან თორმეტივე მნიშვნელოვანი ვანა (ტყე) შემოიარა. ამ ტყეებში მას ყველა ძროხა და ჩიტი ესალმებოდა, თითქოს მათი ძველი მეგობარი მოსულიყო. უფალიც ამ ტყეებში ყოველ ხეს მოეხვია და ამის შედეგად ტრანსცენდენტული ექსტაზი იგრძნო. ზოგჯერ იგი გონებას კარგავდა, მაგრამ კვლავ გონს მოდიოდა კრშნას წმინდა სახელთა გალობით. ვრნდავანის ტყეში მოგზაურობისას უფლის სხეულზე გამოვლენილი ყოველი ტრანსცენდენტული ნიშანი განუმეორებელი და აუწერელია და აქ მხოლოდ მოკლედ არის მათ შესახებ მოთხრობილი.

აი, ზოგიერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომელთაც უფალი ვრნდავანში ესტუმრა: კამიავანა, ადიშვარა, პავანა-საროვარა, ქჰადირავანა, შეშაშაიი, ქჰელა-ტირთჰა, ბჰანდირავანა, ბჰადრავანა, შრივანა, ლაუჰავანა, მაჰავანა, გოკულა, კალიია-ჰრადა, დვადიშადიტია, კეში-ტირთჰა და სხვ. რასა ცეკვის ადგილის ხილვისთანავე იგი ტრანსში ჩავარდა. სანამ ვრნდავანში იყო, აკრურა-გჰატაში ცხოვრობდა.

მისი პირადი მსახური კრშნადასა ვიპრა ვრნდავანიდან პრაიაგში დაბრუნებას ეხვეწებოდა, რათა მაგჰა მელას დროს განებანა. უფალი დაეთანხმა ამ თხოვნას და გაემგზავრა პრაიაგში. გზად მათ პათანები შემოხვდნენ, რომელთა შორისაც ერთი განათლებული მულა იყო. უფალი გაესაუბრა მულასა და მის თანმხლებლებს და დაარწმუნა, რომ ბჰაგავატა-დჰარმა და კრშნა ყურანშიც არის აღწერილი. მთელი პათანებიც ერთგული სამსახურის გზას დაადგნენ.

პრაიაგში დაბრუნებულს ბინდუ-მადჰავას ტაძართან შრილა რუპა გოსვამი და მისი უმცროსი ძმა შეხვდნენ. ამჯერად პრაიაგის მცხოვრებლებმა მეტი პატივისცემით მიიღეს უფალი. ვალლაბჰა ბჰატტა, რომელიც პრაიაგის მეორე ნაპირას, სოფელ ადაილაში ცხოვრობდა, შინ უნდა გამასპინძლებოდა უფალს, მაგრამ გზად უფალი მდინარე იამუნაში ჩახტა. უგონო მდგომარეობაში მყოფი დიდი გაჭირვებით ამოიყვანეს წყლიდან. საბოლოოდ მან ვალლაბჰა ბჰატტას სახლს მიაღწია. ვალლაბჰა ბჰატტა მისი ერთ-ერთი მთავარი თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ მოგვიანებით თავისი ჯგუფი, ვალლაბჰა-სამპრადაი დააარსა.

პრაიაგში, დაშაშვამედჰა-გჰატას ნაპირზე, უფალი ათი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ასწავლიდა რუპა გოსვამის უფლის ერთგული სამსახურის მეცნიერებას. მან გოსვამის ცოცხალ არსებათა 8 400 000 სახეობის შესახებ, შემდეგ კი ადამიანთა სახეობების შესახებ მოუთხრო. მათ რიცხვში განიხილა ვედური პრინციპების მიმდევრები, მათ შრორის – კარმიული მოღვაწეები, მათ შორის – ემპირიული ფილოსოფოსები და მათ შორის – განთავისუფლებული სულები. მან თქვა, რომ მხოლოდ რამოდენიმეა უფალი კრშნას წმინდა ერთგული.

შრილა რუპა გოსვამი სანატანა გოსვამის უმცროსი ძმა იყო და როდესც სამსახურს განუდგა, თან ორი ნავი ოქროს მონეტები წამოიღყოლა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან სამსახურში გაწული შრომის შედეგად დაგროვილი ასეულ ათასობით რუპია წამოიღო. სახლის მიტოვებამდე, სანამ უფალ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუსთან გაემგზავრებოდა, მან სიმდიდრე ასე დაყო: ორმოცდაათი პროცენტი უფლისა და მისი ერთგულების სამსახურისთვის, ოცდახუთი პროცენტი ნათესავებისთვის და ოცდახუთი პროცენტი – გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. ამგვარად, მან მაგალითი მისცა ყოველ მეოჯახეს.

უფალმა გოსვამის ერთგული სამსახურის შესახებ მოუთხრო, შეადარა რა იგი მხვიარა მცენარეს და ურჩია, უდიდესი სიფრთხილით დაეცვა ბჰაკტის მცენარე წმინდა ერთგულებისადმი მიყენებული შეურაცხყოფებისაგან, რომელიც გიჟი სპილოს შეურაცხყოფას ჰგავს. გარდა ამისა, მცენარე დაცული უნდა იქნას გრძნობათა დაკმაყოფილების, მონისტური განთავისუფლებისა და ჰათჰა-იოგას სისტემაში სრულყოფის მიღწევის სურვილებისგანაც. ყოველი მათგანი დაბრკოლებას ქმნის ერთგული სამსახურის გზაზე. ასევე ცოცხალი არსებების მიმართ ძალმომრეობა და ამქვეყნიური მოგების სურვილი, ამქვეყნიური აღიარება და ამქვეყნიური დიდება საზიანოა ბჰაკტის, ანუ ბჰაგავატა-დჰარმას პროგრესის გზაზე.

წმინდა ერთგული სამსახური თავისუფალი უნდა იყოს გრძნობათა დაკმაყოფილების, კარმიული მისწრაფებებისა და მონისტური ცოდნის განვითარების ყოველგვარი სურვილისგანაც. ადამიანი უნდა განთავისუფლდეს ყოველგვარი დასახელებისგან და ტრანსცენდენტული სიწმინდის მიღწევის შემდეგ განწმენდილი გრძნობებით უფლის სამსახურს შეძლებს.

სანამ გრძნობათა დაკმაყოფილების, უზენაესთან შერწყმის ან მისტიკური ძალების ფლობის სურვილი არსებობს, წმინდა ერთგული სამსახურის საფეხურის მიღწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ერთგული სამსახური იყოფა ორ კატეგორიად, სახელდობრ, პირველად პრაქტიკად და სპონტანურ გრძნობად. როდესაც ერთგული სპონტანური გრძნობების საფეხურს აღწევს, შეუძლია კვლავ წინ წაიწიოს და მიაღწიოს მიჯაჭვულობას, გრძნობას, სიყვარულსა და ერთგული სამსახურის მრავალ სხვა მაღალ საფეხურს, რომელთა შესაბამისი ინგლისური სიტყვები არ მოიძებნება. ერთგული სამსახურის დახასიათება ჩვენ ვცადეთ ჩვენს წიგნში “ერთგულების ნექტარი”, რომელიც შრილა რუპა გოსვამის “ბჰაკტი-რასამრიტა-სინდჰუს” ავტორიტეტზეა დამყარებული.

ტრანსცენდენტულ ერთგულ სამსახურს ორმხრივ ურთიერთობათა ხუთი საფეხური ახასიათებს:

1. რეალიზაციის საფეხურს, რომელიც მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლებას მოჰყვება, ეწოდება შანტა, ანუ ნეიტრალური საფეხური.

2. ამის შემდეგ, როდესაც უფლის შინაგანი სიდიადეების ტრანსცენდენტული ცოდნა ვითარდება, ერთგული დასიას სტადიას აღწევს.

3. დასიას სტადიის განვითარებასთან ერთად აღმოცენდება უფალთან მოკრძალებული მეგობრობის ურთიერთობა და ამის შემდეგ თანასწორი მეგობრობის გრძნობა იღვიძებს. ორივე სტადიას ეწოდება საქჰია, ანუ ერთგული სამსახური მეგობრობაში.

4. ამის შემდეგ მოდის უფლისადმი მშობლიური სიყვარული, რომელსაც სტადია ვატსალია ჰქვია.

5. ამაზე მაღლა კი არის სატრფიალო სიყვარულის სტადია, რომელსაც ეწოდება ღმერთის სიყვარულის უმაღლესი საფეხური, თუმცა არც ერთ ზემოხსენებულ სტადიას შორის თვისობრივი განსხვავება არ არსებობს. ღმერთის სიყვარულის ბოლო სტადიას მადჰურია ეწოდება.

ასე დაარიგა მან რუპა გოსვამი ერთგული სამსახურის შესახებ და უფლის ტრანსცენდენტულ გართობათა დაკარგული ადგილების აღმოსაჩენად ვრნდავანში გაგზავნა. ამის შემდეგ უფალი ვარანასიში დაბრუნდა, გაათავისუფლა სანნიასები და რუპა გოსვამის უფროსი ძმა დამოძღვრა. ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს.

უფალმა წერილობითი დარიგებების მხოლოდ რვა შლოკა დაგვიტოვა და მათ „შიკშაშტაკა“ ეწოდება. მისი ღვთაებრივი კულტის დანარჩენი ნაწარმოებები უფლის ძირითადმა მიმდევრებმა, ვრნდავანის ექვსმა გოსვამიმ და მათმა მიმდევრებმა შექმნეს. ჩაიტანიას ფილოსოფიის კულტი ნებისმიერ სხვა ფილოსოფიაზე მდიდარია და აღიარებულია, რომ იგი დღევანდელობის ცოცხალ რელიგიას წარმოადგენს, რომელსაც ვიშვა-დჰარმად, ანუ სამყაროს რელიგიად გავრცელების უნარი გააჩნია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ეს დავალება იტვირთეს ისეთმა შთაგონებულმა ბრძენებმა, როგორებიც არიან ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი გოსვამი მაჰარაჯა და მისი მოსწავლეები. ჩვენ მოუთმენლად ველით უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს მიერ დაწყებულ ბჰაგავატა-დჰარმას, ანუ პრემა-დჰარმას ბედნიერ დღეებს.

http://pix.ge/

აი უფლის რვა შლოკაც:

1. დიდება შრი კრშნა სანკირტანას, რომელიც წლების მანძილზე დაგროვილი მტვრისაგან წმენდს გულს და განპირობებული სიცოცხლის, განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილის ცეცხლს აქრობს. სანკირტანას ეს მოძრაობა კაცობრიობისთვის უდიდესი მადლია, რადგან იგი კურთხევის მთვარის შუქით ანათებს. ის არის მთელი ტრანსცენდენტული ცოდნის მაცოცხლებელი. იგი ტრანსცენდენტული ნეტარების ოკეანეს ზრდის და გვაძლევს იმ ნექტარის გემოს, რომელსაც მუდამ მიველტვით.

2. ო ჩემო უფალო, მხოლოდ შენს სახელსაც კი შეუძლია მთელი კურთხევა მისცეს ცოცხალ არსებებს და ამდენად, შენ ასობით და მილიონობით სახელი გაქვს, კრშნასა და გოვინდას მსგავსი. ამ ტრანსცენდენტულ სახელებში მთელი შენი ტრანსცენდენტული ენერგიები ჩააქსოვე. ამ სახელთა გალობას მკაცრი და რთული წესებიც კი არ მოეთხოვება. ო ჩემო უფალო, შენი სიკეთის გამო უფლებას გვაძლევ, ადვილად მოგიახლოვდეთ შენი წმინდა სახელების გალობით, მაგრამ მე იმდენად უიღბლო ვარ, რომ ისინი არ მიზიდავს.

3. უფლის წმინდა სახელი ადამიანმა თავმდაბლად უნდა იგალობოს, საკუთარი თავი ქუჩაში დაგდებულ ჩალაზე მდაბლად ჩათვალოს; ხეზე მომთმენი იყოს, ყოველგვარი ცრუ სიამაყის გრძნობისგან თავისუფალი და მზად იყოს, ყოველმხრივ პატივი სცეს სხვებს. გონების ასეთ მდგომარეობაში მას შეუძლია განუწყვეტლივ იგალობოს უფლის წმინდა სახელი.

4. ო ყოვლისშემძლე უფალო, მე არ მსურს არც სიმდიდრის დაგროვება, არც ლამაზმანები, არც მიმდევრები. მე მხოლოდ შენი უმიზეზო ერთგული სამსახური მინდა, დაბადებიდან დაბადებამდე.

5. ო მაჰარაჯა ნანდას შვილო [კრშნა], მე შენი მარადიული მსახური ვარ, მაგრამ როგორღაც დაბადებისა და სიკვდილის ოკეანეში ჩამოვვარდი. გთხოვ, ამომიყვანე სიკვდილის ამ ოკეანიდან და მტვრად მაქციე შენს ლოტოსის ტერფებთან.

6. ო ჩემო უფალო, როდის დაამშვენებს ჩემს თვალებს ცრემლთა უწყვეტი ნაკადი შენი წმინდა სახელის გალობისას? როდის ჩამიწყდება ხმა და როდის დამიდგება ყალყზე თმები შენი სახელის წარმოთქმისას?

7. ო გოვინდა! შენგან განშორების გამო წამი თორმეტი წელი და მეტიც კი მგონია. ცრემლები ღვარად მდის თვალებიდან და შენს გარეშე მთელი სამყარო ცარიელი მეჩვენება.

8. მე არავის ვცნობ ჩემს უფლად კრშნას გარდა და ეს ასე იქნება მაშინაც, იგი უხეშად რომ მომეხვიოს ან გული გამიტეხოს, თუკი თვალწინ არ მეჩვენება. მისი ნებაა, როგორც უნდა, ისე მოიქცეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში იგი მუდამ ჩემი სათაყვანებელი უფალია.



ჰარე კრშნა ჰარე კრშნა
კრშნა კრშნა ჰარე ჰარე,
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე


http://www.youtube.com/watch?v=m_9DRxOeRTU&feature=related

Posted by: Atman Jan 13 2011, 08:05 PM

Srila Prabhupada's Purport Caitanya's Sri Siksastakam w History
http://www.youtube.com/watch?v=9gBdDKIiyjw&feature=related

Posted by: Atman Jan 14 2011, 11:10 AM

თავი პირველი
ბრძენთა შეკითხვები


ლექსი 1

ომ ნამო ბჰაგავატე ვასუდევაია
ჯანმადი ასია იატო ნვაიად იტარატაშ ჩართჰეშვ აბჰიჯნაჰ სვარატ
ტენე ბრაჰმა ჰრდა ია ადი-კავაიე მუჰიანტი იატ სურაიაჰ
ტეჯო-ვარი-მრდამ იათჰა ვინიმაიო იატრა ტრი-სარგო მრშა
დჰამნა სვენა სადა ნირასტა-კუჰაკამ სატიამ პარამ დჰიმაჰი


ო უფალო ჩემო, შრი კრშნა, ძეო ვასუდევასი, ო ყოვლისგამჭოლო ღმრთეების პიროვნებავ, მოწიწებით გეთაყვანები შენ. მე ვმედიტირებ უფალ შრი კრშნაზე, რადგან იგი აბსოლუტური ჭეშმარიტება და გამოვლენილ სამყაროთა შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურების ყოველ მიზეზთა თავდაპირველი მიზეზია. მას უშუალოდ და არაუშუალოდ გაცნობიერებული აქვს ყოველი გამოვლინება და დამოუკიდებელია, რადგან არ არსებობს მის მიღმა მდგარი რაიმე მიზეზი. მხოლოდ მან ერთადერთმა გადასცა გულში ვედური ცოდნა ბრაჰმაჯის, თავდაპირველ ცოცხალ არსებას. იგი დიდ ბრძენებსა და ნახევარღმერთებსაც კი აქცევს ილუზიაში, ისევე როგორც ადამიანს ატყუებს ცეცხლში დანახული წყლის, ან წყალში დანახული მიწის ცრუ გამოსახულება. მხოლოდ მისი მიზეზით ჩანს რეალური ბუნების სამი მოდუსის ურთიერთქმედების შედეგად დროებით გამოვლენილი მატერიალური სამყაროები, თუმცა ისინი არარეალურია. ამიტომ მე ვმედიტირებ მასზე, უფალ შრი კრშნაზე, რომელიც მარად არსებობს მატერიალური სამყაროს ილუზორულ სახეებს მუდამ მოკლებულ ტრანსცენდენტალ სავანეში. მე ვმედიტირებ მასზე, რადგან იგი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა.

განმარტება: ღმრთეების პიროვნების, ვასუდევას წინაშე ქედის მოხრა უშუალოდ მიგვანიშნებს უფალ შრი კრშნაზე, რომელიც ვასუდევასა და დევაკის ღვთაებრივი შვილია. ეს ფაქტი უფრო დაწვრილებით ამ ნაშრომის ტექსტში იქნება განმარტებული. აქ შრი ვიასადევა ამტკიცებს, რომ შრი კრშნა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნებაა და ყველა სხვა მის უშუალო ან არაუშუალო სრულ ნაწილებს ან ნაწილთა ნაწილებს წარმოადგენენ. შრილა ჯივა გოსვამიმ ეს საკითხი კიდევ უფრო დაწვრილებით განიხილა თავის “კრშნა-სანდჰარბჰაში”. ბრაჰმამ კი, თავდაპირველმა ცოცხალმა არსებამ, საფუძვლიანად განმარტა შრი კრშნას მეცნიერება თავის ტრაქტატში “ბრაჰმა-სამჰიტა”. “სამა-ვედა უპანიშადშიც” უფალი შრი კრშნა დევაკის ღვთაებრივ შვილად არის აღიარებული. ამიტომ ამ ლოცვის პირველ წინადადებაში ნათქვამია, რომ უფალი შრი კრშნა არის თავდაპირველი უფალი და თუკი ღმრთეების აბსოლუტურ პიროვნებას რაიმე ტრანსცენდენტული განსაზღვრება მიეწერება, ეს უნდა იყოს სახელი კრშნა, რომელიც ყოვლისმიმზიდველს ნიშნავს. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი მრავალგან ადასტურებს, რომ იგი ღმრთეების თავდაპირველი პიროვნებაა და ამასვე ამტკიცებენ არჯუნაც, ნარადაც, ვიასაც და სხვა დიდი ბრძენებიც. “პადმა პურანაშიც” ნათქვამია, რომ უფლის ურიცხვ სხელთა შორის მთავარი სახელი არის კრშნა. ვასუდევა ღმრთეების პიროვნების სრულ ნაწილს ნიშნავს და რაკი უფლის მრავალფეროვანი ფორმები ვასუდევას იდენტურნი არიან, ამ ტექსტში ყოველი მათგანი იგულისხმება. სახელი ვასუდევა კონკრეტულად ნიშნავს ვასუდევასა და დევაკის ღვთაებრივ შვილს. შრი კრშნაზე მუდამ მედიტაციას ახდენენ პარამაჰამსები, რომელთაც განდეგილის ცხოვრების წესში მყოფთა შორის უმაღლესი სრულყოფილების საფეხურისთვის აქვთ მიღწეული.

ვასუდევა, ანუ უფალი შრი კრშნა ყოველ მიზეზთა მიზეზია. ყოველივე არსებული უფლისგან მომდინარეობს. ეს საკითხი ამ ნაშროის მომდევნო თავებშია განმარტებული. მაჰაპრაბჰუ შრი ჩაიტანიამ ამ ნაწარმოებს უნაკლო პურანა უწოდა, რადგან მასში ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას ტრანსცენდენტული ამბავია მოთხრობილი. “შრიმად-ბჰაგავატამის” შექმნის ისტორიაც დიდებულია. იგი დაწერა შრი ვიასადევამ, ტრანსცენდენტულ ცოდნაში სიმწიფის მიღწევის შემდეგ. მან იგი თავისი სულიერი მოძღვრის, შრი ნარადაჯის დარიგებით შეადგინა. ვიასადევას ეკუთვნის მთელი ვედური ლიტერატურე, რომელშიც შედის ოთხ ვედა, “ვედანტა-სუტრა” (ანუ “ბრაჰმა-სუტრა”), პურანები, “მაჰაბჰარატა” და სხვ. მაგრამ იგი მაინც უკმაყოფილო იყო. მისი უკმაყოფილება შეამჩნია მისმა სულიერმა მოძღვარმა ნარადამ და ურჩია, უფალი შრი კრშნას ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ დაეწერა. ნაწარმოების მეათე სიმღერა მთლიანად ამ ტრანსცენდენტული საქმიანობების აღწერას ეთმობა. მაგრამ თავად სუბსტანციის გასაგებად ჯერ თანმიმდევრულად კატეგორიები უნდა შევისწავლოთ.

ბუნებრივია, რომ ფილოსოფიური აზროვნების მქონე პიროვნებას სამყაროს წარმოშობის გაგება სურს. ღამით ცაზე ვარსკვლავებს ხედავს და იმაზე ფიქრობს, თუ ვინ სახლობს მათზე. ასეთი კითხვები ბუნებრივია ადამიანისთვის, რადგან ადამიანს ცხოველზე განვითარებული ცნობიერება ახასიათებს. “შრიმად-ბჰაგავატამის” ავტორი პირდაპირ პასუხობს ასეთ შეკითხვებს. იგი ამბობს, რო უფალი შრი კრშნა ყოველი სამყაროს წყაროა. იგი არის არა მარტო სამყაროს შემოქმედი, არამედ მისი გამანადგურებელიც. უფლის ნებით, გარკვეულ დროს გამოვლენილი კოსმოსური ბუნება იქმნება. იგი ერთხანს არსებობს, შემდეგ კი უფლის ნებით ნადგურდება. ამიტომ მთელი კოსმიური საქმიანობის მიღმა უზენაესი ნება დგას. ცხადია, არსებობენ ათასგვარი ათეისტები, რომელთაც არა სწამთ შემოქმედისა, მაგრამ ეს მათი მცირე ცოდნის ბრალია. მაგალითად, თანამედროვე მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური თანამგზავრი და გარკვეული მოწყობილობით კოსმოსში უშვებენ, შორს მყოფი მეცნიერების კონტროლის ქვეშ. ასევე, ურიცხვი ვარსკვლავებისა და პლანეტების მომცველი ყველა სამყაროც ღმრთეების პიროვნების გონების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ვედურ ლიტერატურაში ნათქვამია, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღმრთეების პიროვნება, მთავარი პიროვნებაა ყოველ ცოცხალ არსებას შორის. ყოველი ცოცხალი არსება, დაწყებული პირველად შექმნილი ბრაჰმათი, დამთავრებული უმცირესი ჭიანჭველით, ინდივიდუალური ცოცხალი არსება გახლავთ. ბრაჰმაზე მაღლა სხვა ინდივიდუალური ცოცხალი არსებებიც არიან. ღმრთეების პიროვნებაც ასეთივე ცოცხალი არსებაა. სხვა ცოცხალი არსებების მსგავსად იგიც ინდივიდუალურია. მაგრამ უზენაეს უფალს, ანუ უმაღლეს ცოცხალ არსებას ყველაზე დიდი გონება აქვს და იგი მრავალფეროვან უმაღლეს წარმოუდგენელ ენერგიებს ფლობს. თუკი ადამიანის ტვინს შეუძლია ხელოვნური თანამგზავრის შექმნა, ადვილი წარმოსადგენია, ადამიანის ტვინზე გაცილებით მაღალ ტვინს, რაოდენ საოცარი რამეების შექმნა ძალუძს. გონიერი ადამიანი ადვილად დაეთანხმება ამ არგუმენტს, მაგრამ ჯიუტი ათეისტები არასოდეს ცნობენ ამას. შრილა ვიასადევა კი თავიდანვე აღიარებს უმაღლეს გონებას პარამეშვარად. იგი მოწიწებით ეთაყვანება უმაღლეს გონებას, რომელსაც მიმართავს როგორც პარას, პარამეშვარას, ანუ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას. ეს პარამეშვარა არის შრი კრშნა, რაც აღიარებულია ბჰაგავად-გიტასა და შრი ვიასადევას მოცემულ სხვა წმინდა წერილებში, განსაკუთრებით კი “შრიმად-ბჰაგავატამში”. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ არ არსებობს მის გარდა სხვა პარა-ტატტვა (სუმუმ ბონუმ). ამიტომ შრი ვიასადევა თავიდანვე თაყვანს სცემს პარა-ტატტვას, შრი კრშნას, ვისი ტრანსცენდენტული საქმიანობებიც მეათე სიმღერაშია აღწერილი.

უსინდისოები პირდაპირ მეათე სიმღერას მიმართავენ, განსაკუთრებით კი იმ ხუთ თავს, რომელიც უფლის რასა ცეკვის აღწერილობას იძლევა. “შრიმად-ბჰაგავატამის” ეს ნაწილი ამ დიადი ნაწარმოების ყველაზე საკრალური ნაწილია. თუკი ადამიანს ბოლომდე არ ესმის უფლის ტრანსცენდენტული ცოდნა, აუცილებლად არასწორად გაიგებს უფლის სათაყვანებელ ტრანსცენდენტულ გართობებს – რასა ცეკვას და მის სასიყვარულო საქმიანობებს გოპებთან. ეს საკითხი უაღრესად სულიერია და რასა ცეკვით ტრანსცენდენტულად დატკბობა შეუძლიათ მხოლოდ განთავისუფლებულ პიროვნებებს, რომელთაც თანდათანობით პარამაჰამსას საფეხურს მიაღწიეს. ამიტომ, სანამ მკითხველი მართლა გამოცდის უფლის გართობათა გემოს, შრილა ვიასადევა სულიუერ შემეცნებაში თანდათანობითი განვითარების საშუალებას აძლევს მას. ამ მიზნით იგი განგებ წარმოთქვამს გაიატრი მანტრას – დჰიმაჰი. გაიატრი მანტრა სულიერად განვითარებული ხალხისთვის არის განკუთვნილი. გაიატრი მანტრის გალობაში წარმატებას მიღწეული ადამიანი უფლის ტრანსცენდენტულ მდგომარეობას მიაღწევს. ამიტომ გაიატრი მანტრის წარმატებით გალობისთვის ადამიანმა ბრაჰმანული თვისებები უნდა შეიძინოს, ანუ სრულყოფილად დამკვიდრდეს სათნოების მოდუსში და შემდეგ ტრანსცენდენტულ დონეზე შეიცნობს უფალს, მის სახელს, დიდებას, თვისებებს და ა.შ.

“შრიმად-ბჰაგავატამი” მოგვითხრობს უფლის შინაგანი პოტენციით გამოვლენილი მისი სვარუპას შესახებ და ეს პოტენცია განსხვავდება გარეგანი პოტენციისგან, რომელიც ჩვენი გამოცდილების ფარგლებში მყოფ კოსმიურ სამყაროს ავლენს. ამ შლოკაში შრილა ვიასადევა მკვეთრად განასხვავებს ამ ორს. იგი ამბობს, რომ გამოვლენილი შინაგანი პოტენცია რეალურია, მატერიალური ყოფიერების სახით გამოვლენილი გარეგანი ენერგია კი უდაბნოში მირაჟის მსგავსად წარმავალი და ილუზორულია მხოლოდ. უდაბნოში რეალური წყალი არ არსებობს, იგი მხოლოდ გვეჩვენება. ნამდვილი წყალი სადღაც სხვაგანაა. გამოვლენილი კოსმიური სამყარო მხოლოდ გვეჩვენება. მაგრამ ეს მხოლოდ აჩრდილს წარმოადგენს რეალობისა, რომელიც სულიერ სამყაროში გვხვდება. აბსოლუტური ჭეშმარიტება სულიერ ზეცაზეა და არა მატერიალურზე. მატერიალურ ზეცაზე ყველაფერი ფარდობით ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ჭეშმარიტება მეორეზეა დამოკიდებული. ეს კოსმიური გამოვლინება ბუნების სამი მოდუსის ურთიერთქმედებისგან აღმოცენდება და წარმავალი გამოვლინება ისეა მოწყობილი, რომ ილუზია რეალობად მოაჩვენოს დაბნეულ განპირობებულ სულს, რომელიც უამრავ სახეობაში მოდის, ბრაჰმას, ინდრას, ჩანდრასა და სხვ. მსგავსი მაღალი ნახევარღმერთების ჩათვლით. სინამდვილეში, გამოვლენილ სამყაროში რეალობა არ არსებობს. მაგრამ იგი რეალობას ჰგავს, იმ ჭეშმარიტი რეალობის გამო, რომელიც სულიერ სამყაროშია, სადაც ღმრთეების პიროვნება მარადიულად არსებობს თავის ტრანსცენდენტულ ატრიბუტებთან ერთად.

დიდი მშენებლობის მთავარი ინჟინერი პირადად არ მონაწილეობს მშენებლობაში, მაგრამ მან ყოველი კუთხე-კუნჭული იცის, რადგან ყველაფერი მისი ხელმძღვანელობით სრულდება. მშენებლობის შესახებ მან ყველაფერი იცის, უშუალოდაც და არაუშუალოდაც. ასევე, ღმრთეების პიროვნება, რომელიც ამ კოსმიური ქმნილების მთავარი ინჟინერია, ყოველ კუთხე-კუნჭულს იცნობს, თუმცა საქმეებს ნახევარღმერთები ასრულებენ. დაწყებული ბრაჰმადან დამთავრებული უმნიშვნელო ჭიანჭველით, არავინ არ არის დამოუკიდებელი მატერიალურ სამყაროში. უფლის ხელი ყველგან შეიმჩნევა. ყოველი მატერიალური ელემენტი, აგრეთვე ყოველი სულიერი ნაპერწკალიც მხოლოდ მისგან მომდინარეობს. და რაც კი მატერიალურ სამყაროში იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთქმედებაა ორი ენერგიის – მატერიალურისა და სულიერის, რომლებიც აბსოლუტური ჭეშმარიტების, ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნასგან მომდინარეობს. წყალბადისა და ჟანგბადის შეერთებით ქიმიკოსს ქიმიურ ლაბორატორიაში წყლის შექმნა შეუძLია. სინამდვილეში კი ცოცხალი არსება ლაბორატორიაში უზენაესი უფლის ხელმძღვანელობით მოქმედებს. სამუშაო მასალასაც კი უფალი აძლევს. უფალმა ყველაფერი იცის, უშუალოდ და არაუშუალოდ და გაცნობიერებული აქვს ყოველი წვრილმანი და სრულიად დამოუკიდებელია. იგი შედარებულია ოქროს საბადოს, ათასგვარი ფორმების მქონე კოსმიური სამყაროები კი – ოქროსგან დამზადებულ საგნებს: ბეჭდებს, ძეწკვებს და სხვ. ოქროს ბეჭედი და ოქროს ძეწკვითვისობრივად ტოლია საბადოს ოქროსი, მაგრამ რაოდენობრივდ ისინი განსხვავდება. ამიტომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ერთდროულად ერთიცაა და განსხვავებულიც. არაფერია აბსოლუტური ჭეშმარიტების აბსოლუტურად ტოლი, მაგრამ, ამავე დროს, არაფერი განსხვავდება აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან.

სამყაროს ინჟინრიდან, ბრაჰმადან მოყოლებული, უმნიშვნელო ჭიანჭველათი დამთავრებული, ყოველი განპირობებული სული რაღაცას ქმნის, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დამოუკიდებელი უზენაესი უფლისგან. მატერიალისტს შეცდომით მიაჩნია, რომ მის გარდა სხვა შემოქმედი არ არსებობს. ამას მაია, ანუ ილუზია ეწოდება. ამ უსუსური ცოდნის გამო მატერიალისტი ვერაფერს ხედავს თავისი არასრულყოფილი თვალსაწიერის მიღმა და თვლის, რომ მატერია თავისთავად, უმაღლესი გონების დახმარების გარეშე ღებულობს ფორმას. შრილა ვიასადევა უარყოფს ამას ამ შლოკაში: “რადგან სრული მთელი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყველაფრის წყაროა, ვერაფერი იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტების სხეულისაგან დამოუკიდებელი.” სხეულში მყოფი პიროვნება სწრაფად გებულობს იმას, რაც სხეულს მოსდის. ასევე, სამყარო აბსოლუტური მთელის სხეულია. ამიტომ აბსოლუტმა უშუალოდ და არაუშუალოდ იცის ყველაფერი, რაც ქმნილებაში ხდება.

შრუტი მანტრაშიც დადასტურებულია, რომ აბსოლუტური მთელი, ანუ ბრაჰმანი არის ყოვლის თავდაპირველი წყარო. ყველაფერი მისგან მომდინარეობს და ყველაფერს ის უნარჩუნებს არსებობას. დასასრულს ყველაფერი მასში შედის. ასეთია ბუნების კანონი. იგივე დადასტურებულია სმრტი-მანტრაშიც. ნათქვამია, რომ წყარო, რომლისგანაც ბრაჰმას ეპოქის დასაწყისში ყველაფერი მომდინარეობს და საცავი, რომელშიც საბოლოოდ ყველაფერი შედის, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ანუ ბრაჰმანი. მატერიალისტი მეცნიერები თავისთავად ცხადად თვლიან, რომ პლანეტარული სისტემის თავდაპირველ წყაროს მზე წარმოადგენს, მაგრამ არ შეუძლიათ მზის წყაორს ახსნა. აქ განმარტებულია თავდაპირველი წყარო. ვედური ლიტერატურის თანახმად, ბრაჰმა, რომელიც მზეს შეიძლება შევადაროთ, თავდაპირველი შემოქმედი არ გახლავთ. ამ შლოკაში ნათქვამია, რომ ბრაჰმას ვედური ცოდნა ღმრთეების პიროვნებამ ასწავლა. ვინმე შეიძლება შეგვეკამათოს, რომ ბრაჰმას, როგორც თავდაპირველ ცოცხალ არსებას ვერავინ შთააგონებდა, რადგან იმ დროს სხვა ცოცხალი არსება არ იყო. აქ ნათქვამია, რომ უზენაესმა უფალმა შთააგონა მეორადი შემოქმედი ბრაჰმა, რათა ბრაჰმას თავისი შემოქმედებითი დანიშნულება შეესრულებინა. ამრიგად, ყოველი ქმნილების მიღმა მდგარი უმაღლესი გონება არის აბსოლუტური ღმრთეება, შრი კრშნა. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი შრი კრშნა ამბობს, რომ მხოლოდ იგი ზეგანმგებლობს შემოქმედებით ენერგიაზე, პრაკრტიზე, რომელიც მთლიანობაში აღებულ მატერიას წარმოადგენს. ამიტომ შრი ვიასადევა თაყვანს სცემს არა ბრაჰმას, არამედ უზენაეს უფალს, რომელიც შემოქმედებით საქმიანობებში ხელმძღვანელობს ბრაჰმას. ამ შლოკაში მნიშვნელოვანია სიტყვები აბჰიჯნაჰ და სვარატ. ეს ორი სიტყვა უზენაეს უფალს ყოველი სხვა ცოცხალი არსებისგან განასხვავებს. არც ერთი სხვა ცოცხალი არსება არ არის აბჰიჯნაჰ ან სვარატ. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი სხვა ცოცხალი არსება არ არის სრულიად ცნობიერი ან სრულიად დამოუკიდებელი. რაიმეს სესაქმნელად ბრაჰმამაც კი მედიტაცია უნდა შეასრულოს. მაშ, რაღა გვეთქმის ისეთ დიდ მეცნიერებზე, როგორიც აინშტაინია! ცხადია, ასეთ მეცნიერთა ტვინები ადამიანის შრომის ნაყოფი არ არის. მეცნიერებს არ ძალუძთ ასეთი ტვინის შექმნა, რომ არაფერი ვთქვათ სულელ ათეისტებზე, რომლებიც უფლის ავტორიტეტს უარყოფენ. მაიავადი იმპერსონალისტებიც კი, რომლებიც თავს იიმედებენ, უფალს შევერწყმებითო, არ არიან არც აბჰაჯნაჰ და არც სვარატ. ასეთი იმპერსონალისტები მკაცრ ეპითიმიებს გადიან, რათა ცოდნა შეიძინონ და უფალს შეერწყან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულნი ხდებიან რომელიღაც მდიდარ მოსწავლეზე, რომელიც ფულს აძლევთ მონასტრებისა და ტაძრების ასაშენებლად. რავანას ან ჰირანიაკაშიპუს მსგავს ათეისტებს მკაცრი ეპითიმიების გავლა მოუხდათ, სანამ უფლის ავტორიტეტის არად ჩაგდებას შეძლებდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი უმწეონი აღმოჩნდნენ და თავს ვერ უშველეს, როდესაც უფალი უმოწყალო სიკვდილის სახით მოვიდა მათთან. იგივე ეხებათ თანამედროვე ათეისტებსაც, რომლებიც ასევე ბედავენ უფლის ავტორიტეტის აბუჩად აგდებას. ასეთ ათეისტებსაც იგივე ბედი ელით, რადგან ისტორია მეორდება. როგორც კი ადამიანი უფლის ავტორიტეტს უგულვებელყოფს, ბუნება და მისი კანონები მზად არიან მის დასასჯელად. ეს დადასტურებულია “ბჰაგავად-გიტას” ცნობილ ლექსში: იადა იადა ჰი დჰარმასია გლანიჰ – “როდესაც დჰარმა ეცემა და ადჰარმა მატულობს, ო არჯუნა, მაშინ მე თავად ვევლინები” (ბ.გ.4.7)

მთელ შრუტი-მანტრებში დადასტურებულია, რომ უზენაესი უფალი ყოვლად სრულყოფილია. შრუტი-მანტრაში ნათქვამია, რომ ყოვლად სრულყოფილმა უფალმა მზერა მოავლო მატერიას და შექმნა ყოველი ცოცხალი არსება. ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან და უფალი სულიერი ნაპერწკლებით ჩასახავს ვრცელ მატერიალურ სამყაროს. ამის შემდეგ შემოქმედებითი ენერგიები მოძრაობას იწყებენ და უამრავ საოცარ რამეს ქნიან. ათეისტი შეიძლება შემოგვედაოს, რითი სჯობია ღმერთი საათის შემკეთებელსო, მაგრამ ცხადია, რომ ღმერთი საათის შემკეთებელზე დიდია, რადგან წყვილ ფორმაში – მამრობითსა და მდედრობითში შეუძლია მანქანების შექმნა. ღმერთის შემდგომი ჩარევის გარეშე კი სხვადასხვა სახის მამრობითი და მდედრობითი მექანიზმები ურიცხვ მსგავს მექანიზმებს ქმნიან. ადამიანს რომ შეეძლოს ისეთი მანქანების გაკეთება, მის ჩაურევლად რომ შექმნიდა სხვა მანქანებს, მაშინ მისი გონება ღმერთის გონებას მიუახლოვდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან თითოეული მანქანა ინდივიდუალურ მართვას საჭიროებს. ამიტომ ღმერთივით შექმნა არავის ძალუძს. ღმერთის ერთ-ერთი სახელია ასამაურდჰვა, რაც ნიშნავს მას, ვისი სწორი ან ვისზე მაღალი პიროვნება არ არსებობს. სწორედ პარამ სატიამ, ანუ უზენაეს ჭეშმარიტებას არა ჰყავს ტოლი ან თავისზე მაღალი. ეს დადასტურებულია შრუტი-მანტრებში. ნათქვამია, რომ მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა მხოლოდ უფალი, რომელიც ყველას ბატონია. ამ უფალმა ბრაჰმას ვედური ცოდნა გადასცა. უფალს ყოველმხრივ უნდა დავემორჩილოთ. ყველა, ვისაც მატერიალური მიჯაჭვულობიდან თავის დაღწევა სურს, მას უნდა მიენდოს. ესეც დადასტურებულია “ბჰაგავად-გიტაში”.

სანამ ადამიანი უზენაესი უფლის ლოტოსის ტერფებს არ მიენდობა, აუცილებლად მოტყუებული იქნება. როდესაც გონიერი ადამიანი კრშნას ლოტოსის ტერფებს მიენდობა და ბოლომდე მიხვდება, რომ კრშნა ყოველ მიზეზთა მიზეზია, როგორც ეს “ბჰაგავად-გიტაშია” დადასტურებული, მხოლოდ მაშინ ხდება ასეთი გონიერი ადამიანი მაჰატმა, ანუ დიადი სული. მაგრამ ასეთი დიადი სული ძალზე იშვიათია. მხოლოდ მაჰატმებს ესმით, რომ უზენაესი უფალი არის ყოველი ქმნილების თავდაპირველი მიზეზი. იგია პარამა, ანუ უმაღლესი ჭეშმარიტება, რადგან ყოველი სხვა ჭეშმარიტება მასზეა დამოკიდებული. იგი ყოვლისმცოდნეა. მისთვის ილუზია არ არსებობს.

ცალკეული მაიავადი სწავლულები ცდილობენ იმის მტკიცებას, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” შრი ვიასადევას მიერ არ არის შედგენილი. ზოგიერთი მათგანი კი თვლის, რომ ეს წიგნი ვიღაც ვოპადევას თანამედროვე ნაწარმოებია. ასეთი უაზრო არგუმენტების გასაქარწყლებლად შრი შრიდჰარა სვამი აღნიშნავს, რომ “ბჰაგავატამი” მოხსენიებულია მრავალ უძველეს პურანაში. “ბჰაგავატამის” პირველი შლოკა იწყება გაიატრი მანტრით. ეს მოხსენიებულია “მატსია პურანაში”, რომელიც უძველეს პურანას წარმოადგენს. “ბჰაგავატამის” გაიატრი მანტრის დამოწმებით ამ პურანაში ნათქვამია, რომ არსებობს სულიერი დარიგების შემცველი მრავალი მოთხრობა, რომელიც გაიატრი მანტრით იწყება. მასში აღწერილია ვრტრასურას ამბავი. ვინც ამ დიად ნაწარმოებს სავსე მთვარის დღეს გააჩუქებს, უმაღლეს სრულყოფილებას მიაღწევს – ღმრთეებასთან დაბრუნდება. “ბჰაგავატამი” მოხსენიებულია სხვა პურანებშიც, სადაც გარკვევითაა ნათქვამი, რომ ეს ნაშრომი თორმეტ სიმღერას მოიცავს და თვრამეტი ათასი შლოკისგან შედგება. “ბჰაგავატამი” “პადმა პურანაშიც”, გაუტამასა და მაჰარაჯა ამბარიშას საუბარშიცაა ნახსენები. მასში მეფეს რჩევა მიეცა, რეგულარულად ეკითხა “შრიმად-ბჰაგავატამი”, თუკი მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება სურდა. ამგვარად, “ბჰაგავატამის” ავტორიტეტულობაში ეჭვი არავის ეპარება. “ბჰაგავატამს” დაწვრილებითი კომენტარები დაურთო ბოლო ხუთი საუკუნის მრავალმა დიდმა სწავლულმა და აჩარიამ, როგორებიც არიან ჯივა გოსვამი, სანატანა გოსვამი, ვიშვანათჰა ჩაკრავარტი, ვალლაბჰაჩარია და უფალი ჩაიტანიას შემდგომი მრავალი გამოჩენილი სწავლული. სერიოზული შემსწავლელი მეტს მოიგებს, თუკი ტრანსცენდენტული ეპისტოლეების გემოს უკეთ აღსაქმელად გაეცნობა მათ.

შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა განსაკუთრებით იხილავს თავდაპირველ და წმინდა სექსუალურ ფსიქოლოგიას (ადი-რასას), რომელიც მოკლებულია ყოველგვარ მატერიალურ ილუზიებს. მთელი მატერიალური სამყაროს მამოძრავებელ ძალას სექსი წარმოადგენს. თანამედროვე ცივილიზაციაში ყოველი საქმიანობა სექსის ირგვლივ არის თავმოყრილი. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან სექსი ბატონობს. ამიტომ სექსი ყალბი არ არის. რეალური სახით იგი სულიერ სამყაროში განიცდება. მატერიალური სექსი თავდაპირველი ფაქტის დამახინჯებული ანარეკლია მხოლოდ. თავდაპირველი ფაქტი აბსოლუტურ ჭეშმარიტებაშია, ამიტომ აბსოლუტური ჭეშმარიტება უპიროვნო ვერ იქნება. შეუძლებელია წმინდა სექსი გააჩნდეს მას, ვინც პიროვნება არ არის. ამიტომაც იმპერსონალისტმა ფილოსოფოსებმა ირიბად შემზარავ მატერიალურ სექსს მისცეს ბიძგი, რადგან ხაზს უსვამდნენ უმაღლესი ჭეშმარიტების უპიროვნო ბუნებას. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი სულიერი სექსის უცოდინარმა კაცმა დამახინჯებული მატერიალური სექსი სიცოცხლის ერთადერთ მიზნად მიიჩნია. არსებობს განსხვავება დაავადებული მატერიალური პირობებისთვის დამახასიათებელ სექსსა და სულიერ სექსს შორის.

“შრიმად-ბჰაგავატამი” მიუკერძოებელ მკითხველს თანდათანობით უმაღლესი სრულყოფილების ტრანსცენდენტულ საფეხურზე აამაღლებს. იგი საშუალებას მისცემს მას, გადალახოს სამი სახის მატერიალური საქმიანობები: კარმიული შრომა, სპეკულაციური ფილოსოფია და ვედურ ლექსებში რეკომენდებული მოქმედ ღვთაებათა თაყვანისცემა.

Posted by: Atman Jan 15 2011, 01:44 PM

ლექსი 2

დჰარმაჰ პროჯჯჰიტა-კაიტავო ‘ტრა პარამო ნირმატსარანამ სატამ
ვედიამ ვასტავამ ატრა ვასტუ შივადამ ტაპა-ტრაიონმულანამ
შრიმად-ბჰაგავატე მაჰა-მუნი-კრტე კიმ ვა პარაირ იშვარაჰ
სადიო ჰრდი ავარუდჰიატე ‘ტრა კრტბჰიჰ შუშრუშუბჰის ტატ-კშანატ


სრულიად უარყოფილია რა მატერიალური მიზნით ყოველგვარი რელიგიური საქმიანობა, ეს “ბჰაგავატა პურანა” წარმოგვიდგენს უმაღლეს ჭეშმარიტებას, რომლის გაგებაც წმინდა ერთგულებს შეუძლიათ. უმაღლესი ჭეშმარიტება არის რეალობა, რომელიც, ყველას სასიკეთოდ, განსხვავდება ილუზიისგან. ასეთი ჭეშმარიტება ძირფესვიანად სპობს სამგვარ ტანჯვებს. ეს მშვენიერი “ბჰაგავატამი”, შედგენილი დიდი ბრძენის ვიასადევას მიერ (სიმწიფის ხანაში), საკმარისია ღმერთის შესაცნობად. რა საჭიროა რომელიმე სხვა წმინდა წერილი? როგორც კი ადამიანი ყურადღებითა და მორჩილებით მოისმენს “ბჰაგავატამის” ეპისტოლეს, ცოდნის ასეთი განვითარების შედეგად მის გულში უზენაესი უფალი დამკვიდრდება.

http://pix.ge/

განმარტება: რელიგია ნიშნავს ოთხ პირველად საკითხს, სახელდობრ, ღვთისმოსავ საქმიანობებს, ეკონომიკურ განვითარებას, გრძნობათა დაკმაყოფილებასა და ბოლოს, მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლებას. არარელიგიური სიცოცხლე ბარბაროსულ ყოფიერებას წარმოადგენს. მართლაც, ადამიანის სიცოცხლე რელიგიასთან ერთად იწყება. ჭამა, ძილი, შიში, და გამრავლება ცხოველური სიცოცხლის ოთხი ძირითადი პრინციპია. ეს პრინციპები ცხოველებსაც და ადამიანებსაც ახასიათებთ. მაგრამ რელიგია ადამიანის განსაკუთრებული დანიშნულება გახლავთ. რელიგიის გარეშე ადამიანის სიცოცხლე არაფრით სჯობია ცხოველისას. ამიტომ ადამიანთა საზოგადოებებში არსებობს გარკვეული სახის რელიგია, რომლის მიზანსაც თვითშემეცნება წარმოადგენს და რომელშიც ადამიანის ღმერთთან მარადიულ ურთიერთობაზე არის ლაპარაკი.

ადამიანთა ცივილიზაციის დაბალ საფეხურებზე გამუდმებული კონკურენცია მიმდინარეობს მატერიალურ ბუნებაზე ბატონობისთვის, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მუდმივი პაექრობაა გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის. ასეთი ცნობიერებით წარმართული ადამიანი რელიგიას მიმართავს. გარკვეული მატერიალური მოგების მისაღებად იგი ღვთისმოსავ საქმიანობებს ან რელიგიურ მოვალეობებს ასრულებს. მაგრამ თუკი ასეთი მატერიალური მონაპოვრების მიღწევა სხვაგვარად შეიძლება, მაშინ უარს ამბობს ე.წ. რელიგიაზე. ასეთი ვითარებაა თანამედროვე ცივილიზაციაში. ადამიანი ეკონომიკურად აყვავებულია, ამიტომაც დღეისათვის რელიგია არ ანაღვლებს. ეკლესიები, მეჩეთები თუ ტაძრები ახლა პრაქტიკულად დაცარიელებულია. ადამიანებს ქარხნები, მაღაზიები და კინოები უფრო აინტერესებთ, ვიდრე წინაპართა მიერ აღმართული რელიგიური თაყვანისცემის ადგილები. ეს პრაქტიკული დადასტურებაა იმისა, რომ რელიგიური თაყვანისცემა გარკვეული ეკონომიკური მოგებისთვის სრულდება. ეკონომიკური მონაპოვრები გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის არის საჭირო. ხშირად, როდესაც ადამიანი მარცხს განიცდის გრძნობათა დაკმაყოფილების მცდელობაში, იგი ხსნის ძიებას იწყებს და უზენაეს უფალთან შერწყმას ცდილობს. ამიტომაც ეს მდგომარეობები გრძნობათა დაკმაყოფილების სხვადასხვა სახეებია მხოლოდ.

ვედებში მოწესრიგებულია ზემოთაღნიშნული ოთხი საკითხი, რათა არ წარმოიშვას არასასურველი კონკურენცია გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის. მაგრამ “შრიმად-ბჰაგავატამი” ტრანსცენდენტულია მატერიალური სამყაროს გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველი საქმიანობის მიმართ. იგი არის წმინდა ტრანსცენდენტული ნაწარმოები, რომლის გაგებაც გრძნობათა დაკმაყოფილების კონკურენციაზე მაღლა მდგომ უფლის ერთგულებს შეუძლიათ. მატერიალურ სამყაროში გრძნობათა დაკმაყოფილებისას მძაფრი კონკურენცია მიმდინარეობს ცხოველებს, ადამიანებს, ერთობებსა და ეროვნებებს შორისაც კი, მაგრამ უფლის ერთგულები ყოველივე ამაზე მაღლა დგანან. ერთგულებს არ სჭირდებათ მატერიალისტებთან კონკურენცია, რადგან ისინი ღმრთეებასთან, შინისკენ მიემართებიან, სადაც ყველაფერი მარადიული, სრული და ნეტარია. ასეთი ტრანსცენდენტალისტები სრულიად უბოროტონი არიან, ამიტომ წმინდა გული აქვთ. მატერიალურ სამყაროში ყველა შურიანია, ამის გამო ადგილი აქვს კონკურენციასაც. უფლის ერთგულები არა მხოლოდ მოკლებულნი არიან მატერიალურ შურსა და მტრობას, არამედ კეთილნი არიან ყველასადმი, რაც გამოიხატება მათ მცდელობაში, შექმნან კონკურენციასა და პაექრობას მოკლებული საზოგადოება, რომლის ცენტრშიც ღმერთი იქნება.

სოციალისტების იდეა კონკურენციას მოკლებული საზოგადოების შესახებ არასრულყოფილია, რადგან სოციალისტურ ქვეყნებშიც კი ძალაუფლებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. ფაქტია, რომ გრძნობათა დაკმაყოფილება მატერიალისტური ცხოვრების ძირითად პრინციპს წარმოადგენს და ამის მიხვედრა შეიძლება ვედების კითხვით ან უბრალოდ ადამიანთა საქმიანობების შესწავლით. ვედებში რეკომენდებულია კარმიული საქმიანობები, რომლითაც ადამიანებს მაღალ პლანეტებზე ასვლა შეუძლიათ. ამასთანავე, ამ პლანეტების მისაღწევად სხვადასხვა ნახევარღმერთების თაყვანისცემას ურჩევენ. საბოლოოდ, ვედებში რეკომენდებულია საქმიანობები, რომლებიც აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევისა და მასთან გაერთიანების მიზნით მისი უპიროვნო ასპექტის შეცნობის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების უპიროვნო ასპექტი არ არის მისი უმაღლესი გამოვლინება. უპიროვნო ნიშან-თვისებაზე მაღლა დგას პარამატმა, ანუ ზესული, მასზე მაღლა კი უზენაესი პიროვნება, ანუ ბჰაგავანია. “შრიმად-ბჰაგავატამი” უპიროვნო ასპექტის მიღმა მდგომი აბსოლუტური ჭეშმარიტების პიროვნული თვისებების შესახებ გვაძლევს ცოდნას. ამ თვისებებთან დაკავშირებული საკითხები იმპერსონალისტურ ფილოსოფიურ სპეკულაციებზე მაღლა დგას; ამიტომ “შრიმად-ბჰაგავატამს” უფრო მაღალი სტატუსი ენიჭება, ვიდრე ვედების ნაწილს ჯნანა-კანდა. “შრიმად-ბჰაგავატამი” უფრო მაღალია, ვიდრე ნაწილები კარმა-კანდა ან უპასანა-კანდა, რადგან მასში ღმრთეების უზენაესი პიროვნების, შრი კრშნას, ვასუდევას ღვთაებრივი შვილის თაყვანისცემა არის რეკომენდებული. ვედების ნაწილი კარმა-კანდა აღსავსეა კონკურენციით, რომელიც გრძნობების უკეთ დასაკმაყოფილებლად ზეციურ პლანეტათა მიღწევას ეხება; კონკურენცია გვხვდება აგრეთვე ნაწილებში ჯნანა-კანდა და უპასანა-კანდა. “შრიმად-ბჰაგავატამი” ყოველივე ამაზე მაღლა დგას, რადგან მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი ჭეშმარიტება, ყოველი კატეგორიის არსი, ანუ ფესვი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “შრიმად-ბჰაგავატამიდან” ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ სუბსტანციაცა და კატეგორიებიც, მათ ჭეშმარიტ სახესა და პერსპექტივაში. სუბსტანცია აბსოლუტური ჭეშმარიტება, ღმრთეების უზენაესი პიროვნება გახლავთ, კატეგორიები კი მისგან მომდინარე ენერგიის სხვადასხვა ფორმებია. რადგან ცოცხალი არსებებიც მის ენერგიებთან არიან დაკავშირებული, სინამდვილეში არაფერია სუბსტანციისგან განსხვავებული. ამავე დროს, ენერგიები განსხვავდება სუბსტანციისგან. მატერიალური თვალსაზრისით, ეს მოძღვრება წინააღმდეგობას მოიცავს, მაგრამ “შრიმად-ბჰაგავატამი” დაწვრილებით იხილავს ერთდროული ერთიანობისა და განსხვავების ამ ასპექტს. ეს ფილოსოფია გვხვდება “ვედანტა-სუტრაშიც”, დაწყებული სიტყვებით ჯანმადი ასია იატაჰ. აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში არსებული ერთიანობისა და ორმაგობის ცოდნა ყველას სასიკეთოდ არის გადმოცემული. სპეკულაციურ მოაზროვნეებს შეცდომაში შეჰყავთ ხალხი იმით, რომ უფლის ენერგიას აბსოლუტურს უწოდებენ, მაგრამ როდესაც ადამიანი მიხვდება ერთდროული ერთიანობისა და განსხვავების ჭეშმარიტებას, მონიზმისა და დუალიზმის არასრულყოფილი კონცეფცია ვეღარ დააკმაყოფილებს მას. უფლისა და მისი ქნილების ერთდროული ერთიანობისა და განსხვავების გაგების შედეგად ცოცხალი არსება უმალვე თავისუფლდება სამგვარი ტანჯვებისაგან, რომელთაც გვაყენებს სხეული და ჭკუა, სხვა ცოცხალი არსებები და ბუნების მოვლენები.

“შრიმად-ბჰაგავატამი” იწყება იმით, რომ ცოცხალი არსება აბსოლუტურ პიროვნებას ენდობა. ეს მინდობა ხორციელდება წმინდა ცნობიერებით და იმით, რომ ერთგულს ესმის ერთსა და იმავე დროს, რომ ერთიანია აბსოლუტთან და თან მსახურის მარადიული მდგომარეობა უკავია. მატერიალისტური შეხედულების მქონე ადამიანი ფიქრობს, რომ იგი ყოვლის უფალია, რასაც მისი თვალი სწვდება; ამიტომაც მუდამ იტანჯება ცხოვრების სამგვარი გაჭირვებით. როგორც კი გაიგებს თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას ტრანსცენდენტულ სამსახურში, იგი უმალვე განთავისუფლდება ყოველგვარი გაჭირვებისგან. სიცოცხლეზე მატერიალისტური შეხედულებისას მსახურის მდგომარეობა არასწორად არის გამოყენებული. მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის მცდელობის დროს ცოცხალ არსებას ფარდობითი მატერიალური ენერგიის მსახურება უწევს. როდესაც ეს სამსახური საკუთარი სულიერი ვინაობის წმინდა ცნობიერებით უფალზე გადაინაცვლებს, ცოცხალი არსება უმალვე თავისუფლდება მატერიალური მიჯაჭვულობის დაბრკოლებებისგან.

გარდა ამისა, “შრიმად-ბჰაგავატამი” “ვედანტა-სუტრას” კომენტარებია, დაწერილი პირადად ვიასადევას მიერ, როდესაც მან სულიერ შემეცნებაში სიმწიფეს მიაღწია. ვიასადევამ იგი ნარადას წყალობით შექმნა. ამავე დროს შრი ვიასადევა ნარაიანას, ღმრთეების პიროვნების ინკარნაცია გახლავთ; ამიტომ მისი ავტორიტეტულობა ეჭვგარეშეა. თუმცა იგი მთელი ვედური ლიტერატურის ავტორია, განსაკუთრებით “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლას გვირჩევს. სხვა პურანებში ნახევარღმერთთა თაყვანისცემის სხვადასხვა მეთოდებია ნახსენები, მაგრამ “შრიმად-ბჰაგავატამში” საუბარი მხოლოდ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას ეხება. უზენაესი უფალი მთელი სხეულია, ნახევარღმერთები კი ამ სახეულის სხვადასხვა ნაწილები არიან. მაშასადამე, თუკი ვინმე უზენაეს უფალს სცემს თაყვანს, მას არ სჭირდება ნახევარღმერთთა თაყვანისცემა, რადგან უზენაესი უფალი ყოველი ნახევარღმერთის გულში იმყოფება. უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ანსხვავებდა “შრიმად-ბჰაგავატამს” დანარჩენი პურანებისგან და უნაკლო პურანას უწოდებდა მას.

ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მისაღებად მორჩილი მოსმენაა საჭირო. კრიტიკული და უნდობლური დამოკიდებულებით ადამიანი ვერ შეძლებს მის მოსმენას თუ შემეცნებას; ამიტომ “შრიმად-ბჰაგავატამის” მეორე ლექსში ნახმარია სიტყვა შუშრუშუ. ეს სიტყვა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს უნდა სწყუროდეს ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მოსმენა. მოსმენის სურვილი ტრანსცენდენტული ცოდნის შეძენის მთავარ მოთხოვნილებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბევრს არ სურს “შრიმად-ბჰაგავატამის” ეპისტოლეს მოთმინებით მოსმენა. პროცესი იოლია, მაგრამ მისი გამოყენება ძნელი. უიღბლო ადამიანები დროს გამონახავენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების გასარჩევად, მაგრამ როდესაც “შრიმად-ბჰაგავატამის” მოსასმენად ერთგულთა თავყრილობაზე იწვევენ, უცებ უხალისონი ხდებიან. ზოგჯერ ხალხი ეცნობა “შრიმად-ბჰაგავატამის” ისეთ ნაწილებს, რომელთა მისაღებად მზად არ არის. “ბჰაგავატამის” პროფესიონალური მთხრობელები უზენაესი უფლის გართობების საკრალურ ნაწილებს კითხულობენ. ეს ნაწილები მათთვის ეროტიკულ ლიტერატურასავით იკითხება. მაგრამ “შრიმად-ბჰაგავატამის” კითხვა თავიდან უნდა დაიწყოს და დასაწყისშივე (ბჰაგ 1.1.2) ნათქვამია, თუ რა თვისებებს უნდა ფლობდეს მკითხველი, “ბჰაგავატამის” ეპისტოლეს ათვისება რომ შეძლოს: მრავალი ღვთისმოსავი საქმის ჩადენის შემდეგ ადამიანი “შრიმად-ბჰაგავატამის” მოსმენის შესაფერისი ჭეშმარიტი მსმენელი ხდება. ინტელექტუალურ პიროვნებას სჯერა ვიასადევას დაპირებებისა და მოთმინებით ისმენს “შრიმად-ბჰაგავატამს”, რათა უშუალოდ შეიცნოს ღმრთეების უზენაესი პიროვნება. შემეცნების სხვადასხვა საფეხურებზე ბრძოლა არ არის საჭირო, რადგან “შრიმად-ბჰაგავატამის” ეპისტოლეს უბრალოდ მოთმინებით მოსმენაზე თანხმობის შემთხვევაშიც კი პიროვნება პარამაჰამსას მდგომარეობამდე აღიმართება.

Posted by: Atman Jan 17 2011, 03:09 PM

ლექსი 3

ნიგამა-კალპა-ტარორ გალიტამ ფჰალამ
შუკა-მუქჰად ამრტა-დრავა-სამიუტამ
პიბატა ბჰაგავატამ რასამ ალაიამ
მუჰურ აჰო რასიკა ბჰუვეი ბჰავუკაჰ


ო გამოცდილო და მოაზროვნე ადამიანებო, დატკბით “შრიმად-ბჰაგავატამით”, ვედური ლიტერატურის ნატვრის ხის მწიფე ნაყოფით. იგი შუკადევა გოსვამის ბაგეებიდან გადმოვიდა. ამიტომ ეს ნაყოფი უფრო გემრიელი გახდა, თუმცა მისი ნექტარული წვენი უკვე ტკბილი იყო ყველასთვის, განთავისუფლებულ სულთა ჩათვლით.

განმარტება: წინა ორ შლოკაში გარკვევით იყო ახსნილი, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” არის ამაღლებული ნაწარმოები, რომელიც თავისი ტრანსცენდენტული თვისებების გამო მთელ დანარჩენ ვედურ ლიტერატურაზე მაღლა დგას. იგი მთელ ამქვეყნიურ საქმიანობასა და ცოდნაზე მაღლა დგას. ამ შლოკაში ნათქვამია, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” არის არა მხოლოდ უმაღლესი ნაწარმოები, იგი მთელი ვედური ლიტერატურის მწიფე ნაყოფი გახლავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგია მთელი ვედური ცოდნის “ნაღები”. ამის გათვალისწინებით მისი მოთმინებითა და მორჩილებით მოსმენა უდავოდ მნიშვნელოვანია. ადამიანმა დიდი მოწიწებითა და ყურადღებით უნდა ისმინოს “შრიმად-ბჰაგავატამის” ეპისტოლე და გაკვეთილები.

ვედები ნატვრის ხეს არის შედარებული, რადგან ისინი ადამიანისთვის შესაცნობ მთელ ცოდნას მოიცავს. მათში განხილულია მატერიალურ მოთხოვნილებებთან დაკავშირებული საკითხებიცა და სულიერი შემეცნებაც. ვედები მოიცავს ცოდნის მარეგულირებელ პრინციპებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სამედიცინო, ქიმიური, ფიზიკური და მეტაფიზიკური საკითხები, აგრეთვე ყველაფერი, რაც სხეულისა და სულის გასატანად არის საჭირო. ამას გარდა, მოცემულია საგანგებო მითითებები სულიერი შემეცნებისათვის. მოწესრიგებულ ცოდნას მოჰყვება ცოცხალი არსების სულიერ საფეხურზე თანდათანობით აღმართვა, უმაღლეს სულიერ შემეცნებას კი ის ცოდნა წარმოადგენს, რომ ღმრთეების პიროვნება ყოველი სულიერი გემოვნების, ანუ რასას წყაროა.

ყოველ ცოცხალ არსებას, დაწყებული მატერიალურ სამყაროში პირველად შობილი არსება ბრაჰმადან, დამთავრებული უმნიშვნელო ჭიანჭველით, გრძნობითი აღქმით მიღებული გარკვეული გემოთი ტკბობა სურს. ასეთ გრძნობათა სიამოვნებას რასები ეწოდება. არსებობს მრავალი რასა. განდობილ წერილებში შემდეგი თორმეტი სახის რასაა ჩამოთვლილი:

1) რაუდრა (მრისხანება)
2) ადბჰუტა (გაოცება)
3) შრნგარა (სატრფიალო სიყვარული)
4) ჰასია (სიცილი)
5) ვირა (რაინდობა)
6) დაია (მოწყალება)
7) დასია (მსახურება)
8) საქჰია (მეგობრობა)
9) ბჰაიანაკა (შიში)
10) ბიბჰასტა (შეძრწუნება)
11) შანტა (ნეიტრალიტეტი)
12) ვატსალია (მშობლიური ურთიერთობა)

ამ რასების ერთობლიობას ეწოდება სიყვარული. სიყვარული პირველ რიგში გაღმერთების, მსახურების, მეგობრობის, მშობლიური სიყვარულისა და სატრფიალო სიყვარულის სახით ვლინდება. და როდესაც ეს ხუთი არა ჩანს, სიყვარული არაუშუალოდ ვლინდება მრისხანების, გაოცების, ხუმრობის, სიცილის, რაინდობის, შიშის, შეძრწუნებისა და ა.შ. სახით. მაგალითად, როცა კაცს ქალი უყვარს, რასას სატრფიალო სიყვარული ეწოდება. მაგრამ როდესაც ასეთ სიყვარულს ხელი ეშლება, შეიძლება გამოვლინდეს გაოცება, მრისხანება, შეძრწუნება ან შიშIც კი. ზოგჯერ ორი პიროვნების სიყვარული მკვლელობის საშინელი სცენებით მთავრდება. ასეთ რასებს ადგილი აქვს ადამიანსა და ადამიანს, ცხოველსა და ცხოველს შორის. ადამიანსა და ცხოველს ან ადამიანსა და მატერიალურ სამყაროში არსებულ რომელიმე სხვა სახეობას შორის რასის გაცვლა-გამოცვლა შეუძლებელია. რასების გაცვლას ერთი სახეობის წარმომადგენლებს შორის აქვს ადგილი. მაგრამ სული თვისობრივად უზენაესი უფლის ტოლია. ამიტომ თავდაპირველად რასების გაცვლა-გამოცვლა სულიერ ცოცხალ არსებასა და სულიერ მთელს, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას შორის ხდება. სულიერი ურთიერთობა, ანუ რასა სრული სახით ცოცხალ არსებებსა და უზენაეს უფალს შორის სულიერ ყოფიერებაში ვლინდება.

ამიტომ შრუტი-მანტრებში, ანუ ვედურ ჰიმნებში ღმრთეების უზენაეს პიროვნებას “ყოველი რასას პირველწყარო” ეწოდება. ცოცხალი არსება მაშინ ხდება მართლა ბედნიერი, როდესაც უზენაეს უფალთან ურთიერთობას აღიდგენს და მას თავისი კონსტიტუციური რასით უკავშირდება.

შრუტი მანტრებში ნათქვამია, რომ ყოველ ცოცხალ არსებას აქვს თავისი კონსტიტუციური მდგომარეობა, რომელსაც ღმრთეების პიროვნებასთან ურთიერთობისათვის საჭირო გარკვეული რასა ახასიათებს. ამ პირველადი რასის ბოლომდე გამოცდა მხოლოდ განთავისუფლებულ მდგომარეობაში შეიძლება. მატერიალურ ყოფიერებაში რასა დამახინჯებული, წარმავალი სახით აღიქმება. ამიტომ მატერიალური სამყაროს რასები მატერიალური რაუდრას (მრისხანების) და სხვ. სახით ვლინდება.
ამიტომ ის, ვისაც ბოლომდე ესმის ეს სხვადასხვა რასები, რომლებიც მოქმედების ძირითად პრინციპებს წარმოადგენს, მიხვდება თავდაპირველი თვდაპირველი რასების მატერიალურ სამყაროში არეკლილ ყალბ გამოვლინებებს. სწავლული სულიერ სამყაროში არსებული ჭEშმარიტი რასის გამოცდას მიელტვის. თავიდან მას უზენაესთან შერწყმა სურს. ამიტომ სხვადასხვა რასებში გაუთვითცნობიერებელი, ნაკლებად გონიერი ტრანსცენდენტალისტი ვერ სცდება სულიერ მთელთან შერწყმის ამ კონცეფციას.
ამ შლოკაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ იმ რასას გამოცდა, რომლითაც განთავისუფლებულ მდგომარეობაშიც კი ტკბებიან, შეიძლება შრიმად-ბჰაგავატამში, რადგან იგი მთელი ვედური ლიტერატურის მწიფე ნაყოფს წარმოადგენს. ამ ნაწარმოების მორჩილი მოსმენით გულის წადილის სრულად დაკმაყოფილება შეიძლება. მაგრამ საჭიროა დიდი სიფრთხილე, რადგან მოსმენა სათანადო წყაროდან უნდა მოხდეს. შრიმად-ბჰაგავატამი სწორედ ასეთი წყაროდან არის მიღებული. იგი სულიერი სამყაროდან ჩამოიტანა ნარადა მუნიმ და გადასცა თავის მოსწავლეს, შრი ვიასადევას. რომელმაც იგი თავის შვილს შრილა შუკადება გოსვამის გადასცა, შრილა შუკადევა გოსვამიმ კი _ მაჰარაჯა პარიკშიტს, მეფის სიკვდილამდე 7 დღით ადრე. შრილა შუკადევა გოსვამი დაბადებიდან განთავისუფლებული სული იყო. იგი დედის მუცელშივე განთავისუფლებული გახლდათ და დაბადების შემდეგ არავითარი სულიერი წვრთნა არ გაუვლია. დაბადების ჟამს ღირსებები არავის გააჩნია, არც ამქვეყნიური და არც სულიერი თვალსაზრისით. მაგრამ რაკი შრი შუკადევა გოსვამი სრულიად განთავისუფლებული სული იყო, არ სჭირდებოდა სულიერი შემეცნებისთვის თანდათანობითი პროცესის გავლა. თუმცა ის სამ მატერიალურ მოდუსზე მაღლა იდგა, ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში მყოფი ბოლომდე განთავისუფლებული სული იყო, მაინც მიიზიდა ტრანსცენდენტულმა რასამ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, ვისაც ვედური ჰიმნების გალობით განთავისუფლებული სულები ადიდებენ. უზენაესი უფლის გართობები განთავისუფლებულ სულებს უფრო იზიდავთ, ვიდრე ერისკაცებს. უდავოა, რომ უფალი უპიროვნო ვერ იქნება, რადგან ტრანსცენდენტული რასას ქონა მხოლოდ პიროვნებასთან შეიძლება.
შრიმად-ბჰაგავატამში მოთხრობილია უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ და შუკადევა გოსვამი თანმიმდევრულად გვიხსნის ამას. ამრიგად, ეს თემა იზიდავს ყოველი კლასის ადამიანებს, განთავისუფლების მაძიებელთა და უზენაეს მთელთან შერწყმის მაძიებელთა ჩათვლით.
სანსკრიტზე თუთიყუშს ჰქვია შუკა. როდესაც ეს ჩიტი ნისკარტით მწიფე ნაყოფს ხლეჩს, მას სიტკბო ემატება. ვედური ნაყოფი, რომელიც ზრდასრულ და მომწიფებულ ცოდნას მოიცავს, მოყოლილ იქნა შრილა შუკადევა გოსვამის მიერ, რომელსაც თუთიყუშს ადარებენ არა იმიტომ, რომ ზუსტად ისევე იმეორებდა ბჰაგავატამს, როგორი სახითაც თავისი სწავლული მამისგან მოისმინა, არამედ იმის გამო, რომ ნებისმიერი კლასის ადამიანისათვის მიმზიდველი სახით შეეძლო ნაშრომის წარმოდგენა.

ამბავი ისე მოედინება შრილა შუკადევა გოსვამის ბაგეებიდან, რომ ნებისმიერი გულწრფელი მსმენელი, რომელიც მორჩილად ისმენს მას, უმალვე შეგრძნობს ტრანსცენდენტულ გემოს, მატერიალური სამყაროს დამახინჯებული გემოსაგან რომ განსხვავდება. მწიფე ნაყოფი უეცრად არ ვარდება უმაღლესი პლანეტიდან კრშნალოკადან. პირიქით იგი ფრთხილად, შეუცვლელად და დაუზიანებლად იქნა დაშვებული მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვის გზით. სულელები, რომლებიც ტრანსცენდენტულ მოწაფეობრივ თანმიმდევრობას არ მიეკუთვნებიან, დიდ შეცდომას უშვებენ, როცა რასა ცეკვად ცნობილი უმაღლესი ტრანსცენდენტული რასის გაგებას ცდილობენ შუკადევა გოსვამის ნაკვალევის გაყოლის გარეშე, რომელიც უაღრესად ფრთხილად გადმოგვცემს ამ ნაყოფს ტრანსცენდენტული შემეცნების საფეხურებით. ადამიანს საკმარისი გონიერება უნდა გააჩნდეს, რათა გაიგოს შრიმად-ბჰაგავატამის სიდიადე იმის გათვალისწინებით, რომ ისეთი პიროვნებები, როგორიც არის შუკადევა გოსვამი ესოდენ ფრთხილად ეპყრობოდა მის თემას. ბჰაგავატას სკოლის მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა შრიმად-ბჰაგავატამი მომავალშიც შრილა შუკადევა გოსვამის ჭეშმარიტი წარმომადგენლისაგან უნდა გაიგოს. პროფესიონალი, რომელიც უკანონოდ ეწევა ბიზნესს შრიმად-ბჰაგავატამის მოყოლით, უდავოდ არ არის შუკადევა გოსვამის წარმომადგენელი. ასეთი კაცის ერთადერთი საქმე სარჩოს შოვნაა. ამიტომ არ შეიძლება ასეთი პროფესიონალების ლექციების მოსმენა. როგორც წესი, ამ სერიოზული საკითხის შესწავლის თანდათანობითი პროცესის გაუვლელად ისინი ნაწარმოების ყველაზე საკრალურ ნაწილს მიმართავენ. ჩვეულებრივ, ისინი ღრმად იჭრებიან რასა ცეკვის საკითხში, რაც სულელ ხალხს სწორად არ ესმის. ზოგი ამას ამორალობად თვლის, სხვები კი სულელური განმარტებებით ფარავენ მის მნიშვნელობას. მათ არ სურთ შრილა შუკადევა გოსვამის ნაკვალევის გაყოლა.

ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ რასას სერიოზულმა შემსწავლელმა ბჰაგავატამი უნდა მიიღოს შრილა შუკადევა გოსვამისაგან მომავალ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვში, რომელიც ბჰაგავატამს განმარტავს თავიდან და არა თვითნებურად. ტრანსცენდენტულ მეცნიერებაში მცირე ცოდნის მქონე ერისკაცთა დასაკმაყოფილებლად. “შრიმად-ბჰაგავატამი” ისეთი სიფრთხილითაა წარმოდგენილი, რომ გულწრფელი და სერიოზული პიროვნება ერთბაშად შეძლებს ვედური ცოდნის მწიფე ნაყოფით დატკბობას, თუკი უბრალოდ შესვამს შუკადევა გოსვამის ან მისი ჭეშმარიტი წარმომადგენლის ბაგეებიდან მომდინარე ნექტარს.

Posted by: Atman Jan 17 2011, 04:22 PM


ლექსი 4

ნაიმიშე ‘ნიმიშა-კშეტრე რშაიაჰ შაუნაკადაიაჰ
სატრამ სვარგაია ლოკაია საჰასრა-სამამ ასატა


ერთხელ, წმინდა ადგილას, ნაიმიშარანიას ტყეში, უფლისა და მისი ერთგულების დასაკმაყოფილებლად დიდი ათასწლიანი მსხვერპლშეწირვის ჩასატარებლად შეიკრიბნენ დიდი ბრძენები ბრძენი შუკადევას მეთაურობით.

განმარტება: “შრიმად-ბჰაგავატამის” შესავალი წინა სამ შლოკაში იქნა გადმოცემული. ახლა ამ დიადი ნაწარმოების ძირითადი თემის თხრობა იწყება. პირველად “შრიმად-ბჰაგავატამი” შრილა შუკადევა გოსვამის მიერ იქნა მოთხრობილი, მეორედ კი – ნაიმიშარანიაში.

“ვაიავიია ტანტრაში” ნათქვამია, რომ ბრაჰმამ, ამ კონკრეტული სამყაროს შემოქმედმა, გამოიგონა დიდი ბორბალი, რომელიც მთელ სამყაროს შეიცავდა. ამ დიდი წრის მორგვი ნაიმიშარანიას სახელით ცნობილ განსაკუთრებულ ადგილას იმყოფებოდა. ნაიმიშარანიას ტყე ნახსენებია “ვარაჰა პურანაშიც”, სადაც ნათქვამია, რომ ამ ადგილას ჩატარებული მსხვერპლშეწირვა დემონური ხალხის ძალას ასუსტებს. ამიტომ ბრაჰმანები ასეთი მსხვერპლშეწირვების ჩასატარებლად ნაიმიშარანიას ამჯობინებენ.

უფალი ვიშნუს ერთგულები უფლის სასიამოვნოდ ყველაფერს წირავენ. ერთგულები მუდამ უფლის სამსახურით არიან დაკავებულნი, დაცემული სულები კი – მატერიალური ყოფიერების სიამოვნებით. “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ უფალი ვიშნუსთვის სიამოვნების მინიჭების განზრახვის გარდა მატერიალურ სამყაროში შესრულებული ნებისმიერი საქმიანობა შემსრულებლის დატყვევებას იწვევს. ამიტომ დაწესებულია, რომ ყოველი საქმე მსხვერპლშეწირვის სახით უნდა შესრულდეს ვიშნუსა და მისი ერთგულების დასაკმაყოფილებლად. ეს საყოველთაო მშვიდობასა და აყვავებას მოიტანს.

დიადი ბრძენები მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ბრძენები, რომელთაც სათავეში შაუნაკა და სხვ. ედგათ, ნაიმიშარანიას ამ წმინდა ადგილას დიდი და ხანგრძლივი მსხვერპლშეწირვების ჩასატარებლად შეიკრიბნენ. გულმავიწყმა ხალხმა არ იცის მშვიდობისა და აყვავების სწორი გზა. მაგრამ ბრძენებს მშვენივრად ესმით ეს, ამიტომ ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ მუდამ ემსახურებიან უფალს. უფალი ვიშნუ დიდ ხეს ჰგავს, ყველა სხვა კი ნახევარღმერთების, ადამიანების, სიდდჰების, ჩარანების, ვიდიადჰარებისა და სხვა ცოცხალი არსებების ჩათვლით, ამ ხის ტოტები, შტოები და ფოთლებია. ხის ფესვის მორწყვით ხის ყოველი ნაწილი თავისთავად იკვებება. მხოლოდ მოჭრილი ტოტებისა და ფოთლების გამოკვებაა შეუძლებელი. მორწყვის მიუხედავად, მოჭრილი ტოტები და ფოთლები თანდათანობით ხმება. ასევე, როდესაც ადამიანთა საზოგადოება ტოტებისა და ფოთლების მსგავსად ღმრთეების პიროვნებისგან მოიკვეთება, წყალს ვეღარ აითვისებს და მისი მორწყვის მცდელობა ენერგიისა და მარაგის ხარჯვა იქნება მხოლოდ.

თანამედროვე მატერიალისტურ საზოგადოებას დაკარგული აქვს თავისი ურთიერთობა უზენაეს უფალთან. ათეისტ ლიდერთა მიერ დასახული მთელი გეგმებიც ყოველ ნაბიჯზე იშლება. მაგრამ მათ მაინც არ სურთ გამოღვიძება.

ამ ეპოქაში გამოღვიძებისათვის დაწესებული მეთოდი არის უფლის წმინდა სახელთა ერთობლივი გალობა. ამის ხერხები და გზები უაღრესად მეცნიერულად გვასწავლა უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ. გონიერი ხალხი ისარგებლებს მისი მოძღვრებით, რათა ჭეშმარიტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს ქვეყნიერებას. “შრიმად-ბჰაგავატამიც” იგივე მიზნით არის მოცემული და ამ გარემოებას უფრო კონკრეტულად მოგვიანებით განვიხილავთ.



ლექსი 5

ტა ეკადა ტუ მუნაიაჰ პრატარ ჰუტა-ჰუტაგნაიაჰ
სატ-კრტამ სუტამ ასინამ პაპრაჩჩჰურ იდამ ადარატ


ერთ დღეს, როდესაც დიდმა ბრძენებმა სამსხვერპლო ცეცხლი დაანთეს და საპატიო ადგილი შესთავაზეს შრილა სუტა გოსვამის, რითაც დაასრულეს თავიანთი დილის მოვალეობები, დიდი მოკრძალებით შემდეგი საკითხების შესახებ შეეკითხნენ.

განმარტება: დილა საუკეთესო დროა სულიერი საქმიანობისთვის. დიდმა ბრძენებმა “ბჰაგავატამის” მთხრობელს ამაღლებული საპატიო ადგილი შესთავაზეს, რომელსაც ვიასასანა, ანუ შრი ვიასადევას ადგილი ეწოდება. შრი ვიასადევა ყველას თავდაპირველი სულიერი დამრიგებელია, ყოველი სხვა დამრიგებელი მის წარმომადგენლად ითვლება. შრი ვიასადევას წარმომადგენელი ის არის, ვისაც სწორად შეუძლია მისი თვალსაზრისის წარმოდგენა. შრი ვიასადევამ შრილა შუკადევა გოსვამის ჩაუნერგა “ბჰაგავატამის” ეპისტოლე, შრი სუტა გოსვამიმ კი მისგან (შრი შუკადევა გოსვამისგან) მოისმინა იგი. უნდა გვესმოდეს, რომ მოწაფეობრივ თანმიმდევრობაში შრი ვიასადევას ყოველი ჭეშმარიტი წარმომადგენელი გოსვამია. ეს გოსვამები გრძნობებს იკავებენ და განუხრელად მიჰყვებიან წინამორბედი აჩარიების მიერ გაკვალულ გზას. გოსვამები თვითნებურად არ კითხულობენ ლექციებს. პირიქით, ისინი უდიდესი სიფრთხილით ასრულებენ თავიანთ სამსახურს, მიჰყვებიან რა თავიანთ წინამორბედებს, რომლებმაც უცვლელი სახით გადმოგვცეს სულიერი ეპისტოლე.

სწორი მნიშვნელობის გასაგებად “ბჰაგავატამის” მსმენელებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან მთხრობელს, მაგრამ ეს გამომწვევად არ უნდა მოხდეს. ადამიანმა მთხრობელის მიმართ და თხრობის საკითხის შესახებ დიდი მოკრძალებით უნდა დასვას შეკითხვები. მან ტრანსცენდენტული საკითხები მართებული წყაროებიდან მორჩილად მოსმენით უნდა ისწავლოს. ამიტომ ბრძენებმა დიდი მოწიწებით მიმართეს სუტა გოსვამის.

Posted by: Atman Jan 18 2011, 10:51 AM

ლექსი 6

რშია უჩუჰ
ტვაია ქჰალუ პურანანი სეტიჰასანი ჩანაგჰა
აქჰიატანი აპი ადჰიტანი დჰარმა-შასტრანი იანი უტა


ბრძენებმა თქვეს: პატივცემულო სუტა გოსვამი, შენ სრულიად მოკლებული ხარ ყოველგვარ მანკიერებას. გარკვეული ხარ რელიგიური ცხოვრების მქადაგებელ ყოველ წმინდა წერილში და პურანებსა და ისტორიებშიც, რადგან სწორი ხელმძღვანელობით შეისწავლე ისინი და განმარტე კიდეც.

განმარტება: გოსვამი, ანუ შრი ვიასადევას ჭეშმარიტი წარმომადგენელი ყოველგვარ მანკიერებას მოკლებული უნდა იყოს. კალი-იუგას ოთხი მანკიერება ახასიათებს:

1) უკანონო ურთიერთობები ქალებთან
2) ცხოველთა ხოცვა
3) დამათრობელი და აღმგზნები საშუალებების გამოყენება
4) ათასაგვარი აზარტული თამაშები


სანამ ვიასასანაზე დაჯდომას გაბედავდეს, გოსვამი თავისუფალი უნდა იყოს ყოველი ამ მანკიერებისგან. ვიასასანაზე დაჯდომის უფლება არ უნდა მიეცეს მას, ვისაც უნაკლო ხასიათი არა აქვს და ზემოხსენებული მანკიერებებისგან არ არის თავისუფალი. გარდა ამისა, იგი კარგადაც უნდა იყოს განსწავლული ყოველ განდობილ წერილში, ანუ ვედებში. პურანებიც ვედების ნაწილებია. “მაჰაბჰარატასა” და “რამაიანას” მსგავსი ისტორიებიც ვედების ნაწილებს წარმოადგენს. აჩარიები ან გოსვამები კარგად უნდა იცნობდნენ მთელ ამ ლიტერატურას. მათი მოსმენა და განმარტება კითხვაზე უფრო მნიშვნელოვანია. განდობილ წერილთა ცოდნის ათვისება მხოლოდ მოსმენითა და განმარტებით არის შესაძლებელი. მოსმენას ეწოდება შრავანა, განმარტებას კი – კირტანა. ეს ორი პროცესი – შრავანა და კირტანა – ყველაზე მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში წინსვლისთვის. მხოლოდ მას შეუძლია ამ საკითხის მართებულად განმარტება, ვინც სწორად ჩაწვდა ჭეშმარიტი წყაროდან მორჩილად მოსმენით მიღებულ ტრანსცენდენტულ ცოდნას.

ლექსი 7

იანი ვედა-ვიდამ შრეშთჰო ბჰაგავან ბადარაიანაჰ
ანიე ჩა მუნაიაჰ სუტა პარავარა-ვიდო ვიდუჰ


როგორც უხუცესი ვედანტისტი, ო სუტა გოსვამი, შენ გარკვეული ხარ ღმრთეების ინკარნაციის, ვიასადევას ცოდნაში. შენ იცნობ სხვა ბრძენებსაც, რომლებსაც ბოლომდე ესმით ყოველგვარი ფიზიკური და მეტაფიზიკური ცოდნა.

განმარტება: “შრიმად-ბჰაგავატამი” ბუნებრივი კომენტარიებია “ბრაჰმა-სუტრაზე”, ანუ “ბადარაიანი ვედანტა-სუტრაზე”. მას ბუნებრივი იმიტომ ეწოდება, რომ “ვედანტა-სუტრასა” და “შრიმად-ბჰაგავატამის”, ანუ მთელი ვედური ლიტერატურის კვინტესენციის ავტორი არის ვიასადევა. ვიასადევას გარდა არიან სხვა ბრძენებიც, ექვსი სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემების ავტორები. ესენი არიან: გაუტამა, კანადა, კაპილა, პატანჯალი, ჯაიმინი და აშტავაკრა. თეიზმი ბოლომდე განმარტებულია “ვედანტა-სუტრაში”, მაშინ როცა ფილოსოფიურ სპეკულაციათა სხვა სისტემებში პრაქტიკულად არაფერი არის თქმული ყოველ მიზეზთა თავდაპირველი მიზეზის შესახებ. ადამიანს ვიასასანაზე დაჯდომა შეუძLია მხოლოდ მაშინ, როცა იმდენად გაიწაფება ფილოსოფიის ყოველ სისტემაში, რომ სხვა სისტემათა გასაქარწყლებლად “ბჰაგავატამის თეისტური შეხედულებების სრულყოფილად წარმოდგენას შეძლებს. შრილა სუტა გოსვამი სათანადო მასწავლებელი იყო, ამიტომ ნაიმიშარანიას ბრძენებმა ვიასასანაზე დააბრძანეს იგი. აქ შრილა ვიასადევა ღმრთეების პიროვნებად არის წოდებული, რადგან იგი ძალით აღჭურვილი უფლებამოსილი ინკარნაცია გახლავთ.

ლექსი 8

ვეტთჰა ტვამ საუმია ტატ სარვამ ტატტვატას ტად-ანუგრაჰატ
ბრუიუჰ სნიგდჰასია შიშიასია გურავო გუჰიამ აპი უტა


და რადგან მორჩილი ხარ, შენმა სულიერმა მოძღვრებმა ყოველივე გიწყალობეს, რაც თავმდაბალ მოსწავლეს ეძლევა. ამიტომ გვითხარი ყველაფერი, რაც მეცნიერულ საფუძველზე შეისწავლე მათგან.

განმარტება: სულიერი ცხოვრების საიდუმლოება მდგომარეობს სულიერი მოძღვრის დაკმაყოფილებაში, რათა მან გულით დაგვლოცოს. სულიერი მოძღვრისადმი მიძღვნილ ცნობილ რვა სტროფში შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა ასე მღერის: “ე მოწიწებით ვცემ თაყვანს ჩემი სულიერი მოძღვრის ლოტოსის ტერფებს. მხოლოდ მისი დაკმაყოფილებით შეიძLება ღმრთეების პიროვნებისთვის სიამოვნების მინიჭება და როცა იგი უკმაყოფილოა, სულიერი შემეცნების გზაზე მხოლოდ არეულობა იქმნება.” ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე სულიერი მოძღვრის მორჩილი და გამგონე იყოს. შრილა სუტა გოსვამის მოსწავლის ყოველი ეს ღირსება გააჩნდა, ამიტომ მისმა სწავლულმა და თვითშეცნობილმა სულიერმა მოძღვრებმა, როგორებიც იყვნენ შრილა ვიასადევა და სხვ., ყველაფერი უწყალობეს მას. ნაიმიშარანიას ბრძენები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ შრილა სუტა გოსვამი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი იყო. ამიტომ ძალიან სურდათ მისი მოსმენა.

Posted by: Atman Jan 19 2011, 10:04 AM

ლექსი 9

ტატრა ტატრანჯასაიუშმან ბჰავატა იად ვინიშჩიტამ
პუმსამ ეკანტატაჰ შრეიას ტან ნაჰ შამსიტუმ არჰასი


ამიტომ, ხანგრძლივი სიცოცხლით კურთხეულო, გთხოვთ, გასაგები ენით გაგვიმარტე, რა არის შენი აზრით აბსოლუტური და უმაღლესი სიკეთე მთელი ხალხისათვის.

განმარტება: “ბჰაგავად-გიტაში” მოწოდებულია აჩარიას თაყვანისცემა. აჩარიები და გოსვამები მუდამ საზოგადოების კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით კი სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. მატერიალური კეთილდღეობა თავისთავად მოჰყვება სულიერ კეთილდღეობას. ამიტომ აჩარიები ხალხს სულიერი კეთილდღეობისკენ მიღწევას ასწავლიან. წინასწარ ხედავდა რა კალის, ანუ ჩხუბის ამ რკინის ეპოქის ხალხის არასრულფასოვნებას, ბრძენთა თხოვნით სუტა გოსვამიმ შეაჯამა განდობილი წერილები, რადგან ამ ეპოქის ხალხი ყოველმხრივ უვარგისია. ამიტომ ბრძენებმა იკითხეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ, რომელიც უმაღლეს სიკეთეს წარმოადგენს ხალხისთვის. შემდგომ ამ ეპოქის ხალხის სავალალო მდგომარეობა არის აღწერილი.

ლექსი 10

პრაიენალპაიუშაჰ საბჰია კალავ ასმინ იუგე ჯანაჰ
მანდაჰ სუმანდა-მატაიო მანდა-ბჰაგია ჰი უპადრშტაჰ


ო სწავლულო, კალის ამ ეპოქაში ხალხი ცოტას ცოცხლობს. ისინი მუდამ ჩხუბობენ, ზარმაცები, გზააბნეულნი, უიღბლონი და რაც მთავარია ყოველთვის შეწუხებულები არიან.

განმარტება: უფლის ერთგულები ყოველთვის მთელი საზოგადოების სულიერ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ. როდესაც ნაიმიშარანიაში შეკრებილმა ბრძენებმა კალის ამ ეპოქის ხალხის მდგომარეობა გააანალიზეს, იწინასწარმეტყველეს, რომ ადამიანები მოკლე ხანს იცოცხლებდნენ. კალი-იუგაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება ძირითადად არა არასაკმარისი საკვების, არამედ მოუწესრიგებელი ჩვევების გამო. ჯანმრთელობის შენარჩუნება მოწესრიგებული ჩვევებითა და მარტივი კვებით არის შესაძლებელი. ზედმეტმა ჭამამ, გრძნობათა ზედმეტმა დაკმაყოფილებამ, სხვის წყალობაზე ძლიერმა დამოკიდებულებამ და ცხოვრების ხელოვნურმა წესებმა გამოფიტეს ადამიანის სასიცოცხლო ენერგია. ამიტომ სიცოცხლის ხანგრძლივობამ იკლო.

ამ ეპოქის ხალხი მეტად ზარმაციც არის, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ თვითშემეცნების თვალსაზრისითაც. ადამიანის სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა, თვითშემეცნებისთვის არის განკუთვნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნებამ უნდა გაიგოს, ვინ არის თვითონ, რა არის სამყარო და რა არის უმაღლესი ჭეშმარიტება. ადამიანის სიცოცხლე ცოცხალ არსებას მატერიალურ ყოფიერებაში არსებობისთვის მძაფრი ბრძოლის ტანჯვების დასრულებისა და ღმრთეებასთან, მარადიულ სახლში დაბრუნების საშუალებას აძლევს. მაგრამ განათლების არასწორი სისტემის გამო ადამიანებს თვითშემეცნების არავითარი სურვილი არ გააჩნიათ. ადამიანმა რომც გაიგოს რაიმე ამის შესახებ, იგი, სამწუხაროდ, გზააბნეული მასწავლებლების მსხვერპლი გახდება.

ამ ეპოქის ხალხი არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსებისა და პარტიების, არამედ გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის გამიზნული ათასგვარი გართობის მსხვერპლი ხდება. ესენია: კინო, სპორტი, აზარტული თამაშები, კლუბები, საერო ბიბლიოთეკები, ცუდი ურთიერთობა, თამბაქო, ალკოჰოლი, სიცრუე, თაღლითობა, ჩხუბი და სხვა. ათასგვარი საქმიანობის გამო ადამიანის გონება მუდამ აფორიაქებული და აღელვებულია. ამ ეპოქაში მრავალი უსინდისო ადამიანი იგონებს საკუთარ სარწმუნოებას, რომელიც არც ერთ განდობილ წერილზე არ არის დაფუძნებული. გრძნობათა დაკმაყოფილების მოყვარული ხალხს კი ხშირად იზიდავს ასეთი საზოგადოებები. ამიტომ ხალხს გონებრივი სიმშვიდეც და სხეულის ჯანმრთელობაც მოესპოთ, რადგან რელიგიის სახელით ქვეყნად ამდენი ცოდვა ტრიალებს. აღარ არსებობს ბრაჰმაჩარის (მოწაფეთა) ერთობა, მეოჯახეები კი გრჰასთჰა-აშრამის წესებს აღარ იცავენ. ამიტომ ასეთ გრჰასთჰა-აშრამებიდან გამოსული ე.წ. ვანაპრასთჰები და სანნიასები ადვილად სცდებიან რთულ გზას. კალი იუგას მთელი ატმოსფერო ურწმუნოებითაა დამუხტული. ადამიანებს აღარ აინტერესებთ სულიერი ფასეულობა. ასეთი მატერიალისტური ცივილიზაციების შესანარჩუნებლად კაცობრიობამ რთული ეროვნებები და ერთობები ჩამოაყალიბა და ამ ჯგუფებს შორის გამუდმებით მიმდინარეობს ცხელი და ცივი ომები. ამიტომ, ადამიანთა საზოგადოების დღევანდელი დამახინჯებული ფასეულობის გამო სულიერი დონის ამაღლება ძალიან ძნელია. ნაიმიშარანიაში შეკრებილი ბრძენები მთელი დაცემული სულების დახსნას იყვნენ მოწადინებულნი და ამ შემთხვევაში მათ ხსნის საშუალებას – შრილა სუტა გოსვამის მიმართეს.

ლექსი 11

ბჰურინი ბჰური-კარმანი შროტავიანი ვიბჰაგაშაჰ
ატაჰ სადჰო ‘ტრა იატ სარამ სამუდდჰრტია მანიშაია
ბრუჰი ბჰადრაია ბჰუტანამ იენატმა სუპრასიდატი


არსებობს ათასგვარი წმინდა წერილი და ყოველ მათგანში დაწესებულია მოვალეობები, რომელთა გაგებაც მხოლოდ მრავალი წლის მანძილზე მათი შესაბამისი დანაყოფის შესწავლის შედეგად არის შესაძლებელი. ამიტომ, ო ბრძენო, გთხოვთ, ამოგვიკრიბე ამ წმინდა წერილების არსი და გაგვიმარტე იგი ყოველი ცოცხალი არსების სასიკეთოდ, რათა ასეთი დარიგებით მათი გულები სრულიად დაკმაყოფილდეს.

განმარტება: ატმა, ანუ მეობა განსხვავდება მატერიისა და მატერიალური ელემენტებისგან. თავისი არსით იგი სულიერია, ამიტომ ვერავითარი მატერიალური გეგმებით ვერასოდეს დაკმაყოფილდება. ყოველი წმინდა წერილისა და სულიერი დარიგების მიზანს მეობის, ანუ ატმას დაკმაყოფილება წარმოადგენს. ადგილისა და დროის მიხედვით სხვადასხვა სახის ცოცხალი არსებებისთვის სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ამიტომაც განდობილ წმინდა წერილთა რიცხვი ძალიან დიდია. ამ სხვადასხვა წმინდა წერილებში მოცემულია სხვადასხვა მეთოდები და დაწესებული მოვალეობები. გაითვალისწინეს რა კალის ამ ეპოქის ხალხის დაცემულობა, ნაიმიშარანიაში შეკრებილმა ბრძენებმა სთხოვეს სუტა გოსვამის, მოეთხრო ყოველი წმინდა წერილის არსი, რადგან ამ ეპოქაში დაცემულ სულებს არ შეუძლიათ ვარნასა და აშრამის სისტემის სხვადასხვა წმინდა წერილთა გაკვეთილების გაგება და განხორციელება.

ვარნასა და აშრამას საზოგადოება ადამიანთა სულიერ საფეხურზე აღმართვისათვის საულეთესო საზოგადოებად ითვლება, მაგრამ კალი-იუგას გამო შეუძლებელია მისი ყოველი წესის დაცვა. ხალხს არც ოჯახთან კავშირის გაწყვეტა შეუძლია, როგორც ეს ვარნაშრამას საზოგადოებაშია დაწესებული. ატმოსფერო მტრობით არის გაჟღენთილი. ამის საფუძველზე აშკარა ხდება, რომ ამ ეპოქის ადამიანის განთავისუფლება მეტად ძნელია. შემდეგ ლექსებში განმარტებულია მიზეზი იმისა, თუ რატომ მიმართეს ბრძენებმა შრი სუტა გოსვამის ამ კითხვით.

Posted by: Atman Jan 20 2011, 10:21 AM

ლექსი 12

სუტა ჯანასი ბჰადრამ ტე ბჰაგავან სატვატამ პატიჰ
დევაკიამ ვასუდევასია ჯატო იასია ჩიკირშაია


დალოცვილ იყავ, ო სუტა გოსვამი. შენ იცი, რა მიზნით მოევლინა ღმრთეების პიროვნება ვასუდევას შვილის სახით დევაკის მუცელში.

განმარტება: ბჰაგავანი ნიშნავს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც მთელი სიმდიდრის, ძალის, სახელმოხვეჭილობის, სილამაზის, ცოდნისა და განდეგილობის განმგებელია. იგია თავისი წმინდა ერთგულების მფარველი. თუმცა ღმერთი თანაბრად ეპყრობა ყველას, განსაკუთრებით კეთილად თავისი ერთგულების მიმართ არის განწყობილი. სატ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ნიშნავს, აბსოლუტური ჭეშმარიტების მსახურებს სატვატები ჰქვიათ, ასეთი წმინდა ერთგულების მფარველ ღმრთეების პიროვნებას კი სატვატების მფარველი ეწოდება. ბჰადრამ-ტე – “დალოცვილ იყავ” მეტყველებს ბრძენთა ძლიერ წადილზე, მთხრობელისგან გაეგოთ რაიმე აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ. უფალი შრი კრშნა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, ვასუდევას ცოლს, დევაკის მოევლინა. ვასუდევა იმ ტრანსცენდენტული მდგომარეობის სიმბოლოა, საიდანაც უზენაესი უფალი ვლინდება.

ლექსი 13

ტან ნაჰ შუშრუშამანანამ არჰასი ანგანუვარნიტუმ
იასიავატარო ბჰუტანამ კშემაია ჩა ბჰავაია ჩა


ო სუტა გოსვამი, ჩვენ ღმრთეების პიროვნებისა და მისი ინკარნაციების შესახებ გაგება გვწადია. გთხოვთ, გაგვიმარტე წინამორბედ მოძღვართა [აჩარიათა] მიერ გადმოცემული სწავლებები, რადგან ადამიანი მაღლდება როგორც მათ შესახებ საუბრით, ასევე მოსმენითაც.

განმარტება: აქ წამოყენებულია აბსოლუტური ჭეშმარიტების ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მოსმენის პირობები. პირველი პირობა ისაა, რომ მსმენელი გულწრფელი და მოსმენას მოწყურებული უნდა იყოს, მთხრობელი კი აღიარებული აჩარიასგან მომავალ მოწაფეობრივ თანმიმდევრობას უნდა მიეკუთვნებოდეს. აბსოლუტის ტრანსცენდენტული ეპისტოლე არ ესმით მატერიაში ჩაფლულებს. ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ადამიანი თანდათანობით იწმინდება. ამიტომ კაცი მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვს უნდა მიეკუთვნებოდეს და მორჩილი სულით მოსმენის ხელოვნება უნდა შეისწავლოს. სუტა გოსვამისა და ნაიმიშარანიაში შეკრებილ მბრძენთა შემთხვევაში ორივე პირობა ასრულებულია, რადგან სუტა გოსვამი შრილა ვიასადევას ხაზს მიეკუთვნება, ნაიმიშარანიას ბრძენები კი გულწრფელი სულები არიან, რომელთაც ჭეშმარიტების გაგება სწყურიათ. მათთვის ადვილია უფალი შრი კრშნას ზეადამიანური საქმიანობების, მისი ინკარნაციის, მისი დაბადების, მოვლინებისა და გაუჩინარების, მისი ფორმების, მისი სახელებისა და სხვ. გაგება, რადგან ყოველი მოთხოვნილება დაცულია. ასეთი საუბრები სულიერი შემეცნების გზაზე მდგომ ყოველ ადამიანს ეხმარება.

ლექსი 14

აპანნაჰ სამსრტიმ გჰორამ იან-ნამა ვივაშო გრნან
ტატაჰ სადიო ვიმუჩიეტა იად ბიბჰეტი სვაიამ ბჰაიამ


დაბადებისა და სიკვდილის რთულ ბადეში გახვეული ცოცხალი არსებები უმალვე თავისუფლდებიან მაშინაც კი, როცა გაუცნობიერებლად გალობენ კრშნას წმინდა სახელს, რომლისაც თავად ხორცშესხმულ შიშს ეშინია.

განმარტება: ვასუდევა, ანუ უფალი კრშნა, ღმრთეების აბსოლუტური პიროვნება, ყოვლის უმაღლესი განმგებელია. სამყაროში არ არსებობს ვინმე, ვისაც ყოვლისშემძლის მძვინვარებისა არ ეშინია. ღმრთეების პიროვნებამ მოკლა ყოველი დიდი ასურა, რავანას, ჰირანიაკაშიპუს, კამსასა და სხვათა მსგავსი, რომლებიც მეტად ძლიერი ცოცხალი არსებები იყვნენ. ყოვლისშემძლე ვასუდევამ კი საკუთარი სახელი მთელი თავისი პირადი ძალით აღჭურვა. ყველაფერი უფალთან არის დაკავშირებული და მასში ფპოვებს მეობას. აქ ნათქვამია, რომ ხორცშესხმულ შიშსაც კი ეშინია კრშნას სახელისა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კრშნას სახელი არ განსხვავდება კრშნასგან. ამიტომ კრშნას სახელი თავად უფალი კრშნასავით ძლევამოსილია. არ არსებობს არავითარი განსხვავება. ამიტომ უდიდესი განსაცდელის დროსაც ყველას შეუძლია ისარგებლოს უფალი შრი კრშნას სახელებით. გაუცნობიერებლად ან ვითარების იძულებით გამოთქმულ ტრანსცენდენტულ სახელსაც კი შეუძლია დაბადებისა და სიკვდილის ბადიდან განთავისუფლებაში დაეხმაროს არსებას.

ლექსი 15

იატ-პადა-სამშრაიაჰ სუტა მუნაიაჰ პრაშამაიანაჰ
სადიაჰ პუნანტი უპასპრშტაჰ სვარდჰუნი-აპო ‘ნუსევაია


ო სუტა, იმ დიდ ბრძენებს, რომელთაც ბოლომდე შეაფარეს თავი უფლის ლოტოსის ტერფებს, უმალ ძალუძთ მათთან ურთიერთობაში მყოფი ხალხის განწმენდა. მაშინ როცა განგის წყალს მხოლოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ შეუძლია განსპეტაკება.

განმარტება: უფლის წმინდა ერთგულები განგის წმინდა წყლებზე ძლიერი არიან. განგის წყლის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ადამიანი სულიერ სარგებელს ღებულობს. მაგრამ უფლის წმინდა ერთგულის წყალობით მას უმალვე განწმენდა შეუძლია. “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ ყველას – შუდრას, ქალსა თუ ვაჭარსაც კი შეუძლია თავი შეაფაროს უფლის ლოტოსის ტერფებთან და ამით იგი ღმრთეებასთან დაბრუნდება. უფლის ლოტოსის ტერფებთან თავის შეფარება წმინდა ერთგულებთან თავის შეფარებას ნიშნავს. წმინდა ერთგულებს, რომელთა ერთადერთ საქმიანობასაც ღვთის სამსახური წარმოადგენს, პატივს სცემენ სახელებით პრაბჰუპადა და ვიშნუპადა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ერთგულები უფლის ლოტოსის ტერფთა წარმომადგენლები არიან. ამიტომ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც სულიერ მოძღვრად აღიარებს წმინდა ერთგულს და ამით თავს აფარებს მის ლოტოსის ტერფებს, უმალ იწმინდება. უფლის ასეთ ერთგულებს უფლის მსგავს პატივს სცემენ, რადგან ისინი უფლის ყველაზე საკრალურ სამსახურს ეწევიან – მატერიალური სამყაროდან გამოჰყავთ დაცემული სულები, რომელთა სახლში, ღმრთეებასთან დაბრუნება უფალს სურს. განდობილ წერილთა თანახმად, ასეთი წმინდა ერთგულები უფლის ნაცვლებად არიან ცნობილნი. წმინდა ერთგულის გულწრფელი მოსწავლე სულიერ მოძღვარს უფლის დონეზე აღიქვამს, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის უფლის მსახურის მსახურად თვლის. ეს არის წმინდა ერთგულების გზა.

Posted by: Atman Jan 21 2011, 11:31 AM

ლექსი 16

კო ვა ბჰაგავატას ტასია პუნია-შლოკედია-კარმანაჰ
შუდდჰი-კამო ნა შრნუიად იაშაჰ კალი-მალაპაჰამ


ჩხუბის ეპოქის მანკიერებისგან განთავისუფლების მსურველებიდან ვისა რ მოუნდება უფლის ღვთაებრივი დიდების მოსმენა?

განმარტება: კალის ეპოქა მისთვის დამახასიათებელი მტრობის გამო ყველაზე სავალალო ეპოქაა. კალი-იუგა იმდენად გაჯერებულია მანკიერებით, რომ მცირედი გაუგებრობის შემთხვევაშიც დიდი კონფლიქტი წარმოიშობა. მათ, ვინც უფლის წმინდა ერთგულ სამსახურს ეწევიან, ვისაც არაფერი სურთ თვითგანდიდებისთვის და თავისუფალნი არიან კარმიული საქმიანობებისა და მშრალი ფილოსოფიური მსჯელობებისაგან, შეუძლიათ ამ რთული ეპოქის მტრობისგან თავის დაღწევა. ადამიანთა ლიდერებს ძალიან უნდათ მშვიდობასა და მეგობრობაში ცხოვრება, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ უფლის დიდებათა შესახებ მოსმენის მარტივ მეთოდზე. უფრო მეტიც, ასეთი ლიდერები უფლის დიდების გავრცელების წინააღმდეგაც არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სულელ ლიდერებს უფლის არსებობის ბოლომდე უარყოფა სურთ. საერო სახელმწიფოს სახელით ეს ლიდერები ყოველწლიურად გეგმებს სახავენ. მაგრამ უფლის მატერიალური ბუნების უძლეველი სირთულეების გამო წინსვლის მათი გეგმები განუწყვეტლივ იშლება. ისინი ვერ ხედავენ, რომ მშვიდობისა და ძმობის მათ გეგმებს შედეგი არ მოაქვს. აქ კი ამ წინააღმდეგობის გადალახვის გზაა ნაჩვენები. თუკი მართლა გვსურს მშვიდობა, უზენაესი უფალი შრი კრშნას გაგების გზა უნდა გავხსნათ და ხოტბა შევასხათ მას მისი სათნო საქმიანობების გამო, როლებიც “შრიმად-ბჰაგავატამის” ფურცლებზეა აღწერილი.

ლექსი 17

ტასია კარმანი უდარანი პარიგიტანი სურიბჰიჰ
ბრუჰი ნაჰ შრადდადჰანანამ ლილაია დადჰატაჰ კალაჰ


იგი საუცხოო და მოწყალეა თავის ტრანსცენდენტალ საქმიანობებში და ნარადას მსგავსი დიადი სულები უმღერიან მათ. ამიტომ, გეთაყვა, მოგვიყევი იმ გმირობების შესახებ, რომელთაც იგი თავისი მოვლინების დროს ჩადის.

განმარტება: ზოგიერთი გაუნათლებელი ადამიანის აზრის საწინააღმდეგოდ, ღმრთეების პიროვნება არასოდეს არის უმოქმედო. მოქმედებისას იგი მომხიბლავი და დიდსულოვანია. მისი ქმნილებები, მატერიალურიცა და სულიერიც, საოცარია და ყოველგვარი მრავალფეროვნებითაა აღსავსე. მათ აღწერენ ისეთი განთავისუფლებული სულები, როგორებიოც არიან შრილა ნარადა, ვიასა, ვალმიკი, დევალა, ასიტა, მადჰვა, შრი ჩაიტანია, რამანუჯა, ვიშნუსვამი, ნიმბარკა, შრიდჰარა, ვიშვანათჰა, ბალადევა, ბჰაკტივინოდა, სიდდჰანტა სარასვატი და მრავალი სხვა სწავლული და განთავისუფლებული სული. მატერიალურიცა და სულიერი ქმნილებებიც სიმდიდრით, სილამაზითა და ცოდნითაა სავსე, მაგრამ სულიერი სამეფო უფრო დიდებულია, რამეთუ ცოდნით, ნეტარებითა და მარადისობით არის აღსავსე. მატერიალური ქმნილებები ერთხანს სულიერი სასუფევლის დამახინჯებული ანარეკლების სახით ვლინდება და კინოს ჰგავს. ისინი იზიდავს ნაკლებად გონიერ ხალხს, რომელიც ყალბი საგნებით არის მოხიბლული. ასეთ სულელებს წარმოდგენა არა აქვთ რეალობაზე და მათ თავისთავად მიაჩნიათ, რომ არაფერი არსებობს ყალბი მატერიალური გამოვლინების გარდა. მაგრამ უფრო გონიერმა ადამიანებმა, რომელთაც ვიასასა და ნარადას მსგავსი ბრძენები მიუძღვებიან, იციან, რომ ღმერთის მარადიული სასუფეველი უფრო წარმტაცი, ვრცელი, და მარად ნეტარებითა და ცოდნით აღსავსეა. ზოგჯერ უფალი წყალობს მათ, ვისაც არ ესმით უფლის საქმიანობების და მისი ტრანსცენდენტული საუფლო, როდესაც ინკარნაციების სახით ევლინება და წარმოაჩენს ტრანსცენდენტულ სამყაროში მასთან ურთიერთობის მარადიულ ნეტარებას. ამით იი მატერიალური სამყაროს განპირობებულ სულებს იზიდავს. ზოგიერთი განპირობებული სული მატერიალურ გრძნობათა ცრუ დაკმაყოფილებით არის დაკავებული, ზოგიერთები კი უბრალოდ უარყოფენ თავიანთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს სულიერ სამყაროში. ეს ნაკლებად გონიერი ხალხი ცნობილია კარმების, ანუ საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის მოღვაწეებისა და ჯნანების, ანუ მშრალი მოაზროვნეების სახელით. მაგრამ ამ ორი კლასის ადამიანებზე მაღლა დგას სატვატად ცნობილი ტრანსცენდენტალისტი, ანუ ერთგული, რომელსაც არც გაშმაგებული მატერიალური საქმიანობები იზიდავს და არც მატერიალისტური მსჯელობები. იგი უფლის პოზიტიური სამსახურითაა დაკავებული და ამით კარმებისა და ჯნანებისათვის უცნობ უმაღლეს სულიერ სიკეთეს პოულობს.

როგორც მატერიალური და სულიერი სამყაროებიოს უმაღლეს განმგებელს, უზენაეს უფალს ურიცხვი სახის ათასგვარი ინკარნაცია გააჩნია. ბრაჰმა, რუდრა, მანუ, პრთჰუ, ვიასა, ნარასიმჰა, ვარაჰა და ვამანა მის ტრანსცენდენტულ ინკარნაციებს წარმოადგენენ. უფალი შრი კრშნა ყოველი ინკარნაციის პირველწყაროა, ამიტომ იგი ყოველ მიზეზთა მიზეზი გახლავთ.

ლექსი 18

ათჰაჩჰიაჰი ჰარერ დჰიმანნ ავატარა-კათჰაჰ შუბჰაჰ
ლილა ვიდადჰატაჰ სვაირამ იშვარასიატმა-მაიაია


ო ბრძენო სუტა, გთხოვთ, მოგვიყევი უზენაესი ღმრთეების ურიცხვი ინკარნაციების ტრანსცენდენტული გართობების შესახებ. უფლის, უზენაესი განმგებლის ასეთი სასიკეთო თავგადასავლები და გართობები მისი შინაგანი ძალების საშუალებით სრულდება.

განმარტება: მატერიალურ სამყაროთა შექმნის, არსებობის, შენარჩუნებისა და განადგურებისათვის უზენაესი უფალი, ღმრთეების პიროვნება თავად მოდის ათასობით ინკარნაციის სახით და ამ ტრანსცენდენტული ფორმების ყოველი თავგადასავალი სასიკეთოა. ასეთი საქმიანობებით სიკეთეს ღებულობენ ისინიც, ვინც მათ ესწრებიან და ისინიც, ვინც მათ შესახებ ისმენენ.

ლექსი 19

ვაიამ ტუ ნა ვიტრპიამა უტტამა-შლოკა-ვიკრამე
იაჩ-ჩჰრნვტამ რასა-ჯნანამ სვადუ სვადუ პადე პადე


ჩვენ არასოდეს ვიღლებით ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტალ გართობათა შესახებ მოსმენით, რომელთაც ჰიმნებითა და ლოცვებით აქებენ. ისინი, ვინც მასთან ტრანსცენდენტალ ურთიერთობათა გემო განივითარეს, ყოველ წამს ტკბებიან მისი გართობების შესახებ მოსმენით.

განმარტება: საერო ამბებს, მწერლობას, ისტორიასა და უფლის ტრანსცენდენტულ გართობებს შორის დიდი განსხვავება არსებობს. მთელი სამყაროს ისტორიულ ქრონიკებში უფლის ინკარნაციათა გართობებია ნახსენები. “რამაიანა” და “მაჰაბჰარატა” გარდასულ საუკუნეთა ისტორიებია, ჩაწერილი უფლის ინკარნაციათა გართობებთან დაკავშირებით, ამიტომ განმეორებით წაკითხვის შემდეგაც ახლად აღიქმევა. მაგალითად, ნებისმიერმა ადამიანმა მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება იკითხოს ბჰაგავად-გიტა და შრიმად-ბჰაგავატამი” და მაინც ყოველთვის ახალ ცოდნას აღმოაჩენს მათში. საერო ამბები სტატიურია, ტრანსცენდენტული კი – დინამიური, რამეთუ სული დინამიურია, მატერია კი – სტატიური. მათ, ვინც ტრანსცენდენტული საკითხის გაგების გემო განივითარეს, არასოდეს სწყინდებათ ასეთი მოთხრობების მოსმენა. ადამიანს მალე ბეზრდება საერო საქმეები, მაგრამ არავის წყინდება ტრანსცენდენტული, ანუ ერთგული სამსახურის საქმიანობები. უტტამა-შლოკა ნიშნავს იმ ლიტერატურას, რომელიც უმეცრებისთვის არ არის განკუთვნილი. საერო ლიტერატურე წყვდიადის, ანუ უმეცრების მოდუსს მიეკუთვნება, ტრანსცენდენტული ლიტერატურე კი სულ სხვაა. ტრანსცენდენტული ლიტერატურე წყვდიადის მოდუსზე მაღლა დგას და ტრანსცენდენტული საკითხის მეტი კითხვისა და შემეცნების შედეგად მისი შუქი უფრო ბრწყინვალე გახდა. ე.წ. განთავისუფლებული პირები ვერასოდეს კმაყოფილდებიან სიტყვების აჰამ ბრაჰმასმის გამეორებით. ბრაჰმანის ასეთი ხელოვნური შეცნობა ბანალური ხდება და ჭეშმარიტი სიამოვნების განცდისათვის ისინი “შრიმად-ბჰაგავატამის” მოთხრობებს მიმართავენ. უიღბლო ალტრუიზმსა და საერო ფილანტროპიას ჰკიდებენ ხელს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაიავადთა ფილოსოფია საეროა, “ბჰაგავად-გიტას” და “შრიმად-ბჰაგავატამის” ფილოსოფია კი – ტრანსცენდენტული.

ლექსი 20

კრტავან კილა კარმანი საჰა რამენა კეშავაჰ
ატიმარტიანი ბჰაგავან გუდჰაჰ კაპატა-მანუშაჰ


უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ბალარამასთან ერთად ადამიანივით თამაშობდა და ამგვარად შენიღბულმა მრავალი ზეადამიანური საქმე ჩაიდინა.

განმარტება: შრი კრშნას, ანუ ღმრთეების პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ მიესადაგება ანთროპომორფიზმისა და ზოომორფიზმის თეორიები. ის თეორია, რომ ეპითემიებისა და ასკეზების შედეგად ადამიანი ღმერთი ხდება, მთელ ქვეყანას მოედო, განსაკუთრებით კი ინდოეთშია გავრცელებული. რადგან განდობილ წერილთა შესაბამისად ბრძენებმა და წმინდანებმა უფალი რამა, უფალი კრშნა და უფალი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ღმრთეების პიროვნებად აღიარეს, მრავალმა უსინდისო ადამიანმა საკუთარი ინკარნაციები გამოიგონა. ღმერთის ინკარნაციის გამოგონება ჩვეულებრივი ამბავი გახდა, განსაკუთრებით კი ბენგალიაში. ოდნავი მისტიკური ძალების მქონე ნებისმიერი პოპულარული პიროვნება გარკვეულ ჯამბაზურ ილეთს შეასრულებს და ხმების უმრავლესობით ადვილად ხდება ღმრთეების ინკარნაცია. უფალი შრი კრშნა ასეთი ინკარნაცია არ გახლავთ. იგი მოვლენის დღიდანვე ჭეშმარიტად ღმრთეების პიროვნება იყო. თავის ე.წ. დედას იგი ოთხხელიანი ვიშნუს სახით მოევლინა. შემდეგ, დედის თხოვნით, უბრალო ბავშვის სახე მიიღო. მაშინათვე მიატოვა დედა და სხვა ერთგულთან წავიდა გოკულაში, სადაც ნანდა მაჰარაჯასა და იაშოდა მატას შვილად იქნა აღიარებული. ასევე, შრი ბალადევა, შრი კრშნას ორეულიც შრი ვასუდევას სხვა ცოლისგან შობილ შვილად ითვლებოდა. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ მისი დაბადება და საქმიანობები ტრანსცენდენტულია და ვინც იმდენად იღბლიანია, რომ მისი დაბადებისა და საქმიანობების ტრანსცენდენტულ ბუნებას იცნობს, უმალვე თავისუფლდება და ღმერთის სასუფეველში შეღწევის ღირსი ხდება. ასე რომ, უფალი შრი კრშნას დაბადებისა და საქმიანობების შესახებ ტრანსცენდენტული ცოდნა საკმარისია განთავისუფლებულთათვის. “ბჰაგავატამში” უფლის ტრანსცენდენტული ბუნება ცხრა სიმღერაშია აღწერილი, მეათეში კი მისი განსაკუთრებული გართობებია განხილული. ამ ნაწარმოების კითხვის პროცესში ყოველივე ეს ნათელი ხდება. მაგრამ აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ ღვთაებრიობა უფალმა დედის კალთაშივე აჩვენა, რომ ყოველი მისი ნამოქმედარი ზეადამიანურია (მან შვიდი წლის ასაკში ასწია მთა გოვარდჰანა) და რომ ყოველი ეს საქმე უეჭველად ადასტურებს, რომ იგი არის ღმრთეების უზენაესი პიროვნება. და მაინც, მისი მისტიკური საფარველის გამო მამამისი, დედამისი და დანარჩენი ნათესავები მას მუდამ უბრალო ადამიანის შვილად თვლიდნენ. როდესაც იგი რაიმე არაჩვეულებრივად გმირულ საქმეს ჩადიოდა, მამამისი და დედამისი ამას სხვანაირად გებულობდნენ. ისინი კმაყოფილებას განიცდიდნენ შვილისადმი თავიანთი მშობლიური სიყვარულით. ნაიმიშარანიაში შეკრებილმა ბრძენებმა აღწერეს, რომ იგი გარეგნულად ადამიანს ჰგავდა, სინამდვილეში კი ღმრთეების უზენაესი ყოვლისშემძლე პიროვნებაა.

Posted by: Atman Jan 22 2011, 11:07 AM

ლექსი 21

კალიმ აგატამ აჯნაია კშეტრე ‘სმინ ვაიშნავე ვაიამ
ასინა დირგჰა-სატრენა კათჰაიამ საკშანა ჰარეჰ


კარგად გვესმის, რომ კალის ეპოქა უკვე დაიწყო, ჩვენ შევიკრიბეთ ამ წმინდა ადგილას, რათა დიდი ხნის განმავლობაში ვისმინოთ ღმრთეების ტრანსცენდენტული ეპისტოლე და ამით ჩავატაროთ მსხვერპლშეწირვა.

განმარტება: კალის ეს ეპოქა სატია-იუგა (ოქროს ეპოქის) ან ტრეტა და დვაპარა-იუგებისაგან (ვერცხლისა და სპილენძის ეპოქებისაგან) განსხვავებით თვითშემეცნებისათვის სრულიად შეუფერებელია. სატია-იუგას ხალხს, რომელიც ასეულ ათასობით წელიწადს ცოცხლობდა, თვითშემეცნებისათვის ხანგრძლივი მედიტაციის შესრულება შეეძლო. ტრეატა-იუგაში, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობამ ათი ათას წლამდე იკლო, თვითშემეცნება დიდი მსხვერპლშეწირვით მიიღწეოდა. დვაპარა-იუგაში, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ათასი წელი გახდა, თვითშემეცნებისთვის უფლის თაყვანისცემა იყო საჭირო. მაგრამ კალი იუგაში, როდესაც სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა ასი წელია და ისიც ათასგვარ სირთულესთან არის დაკავშირებული, თვითშემეცნების რეკომენდირებულ პროცესს უფლის წმინდა სახელის, დიდებისა და გართობების შესახებ მოსმენა და გალობა წარმოადგენს. ნაიმიშარანიას ბრძენებმა ეს პროცესი საგანგებოდ უფლის ერთგულებისთვის განკუთვნილ ადგილას დაიწყეს. ისინი მოემზადნენ იმისთვის, რომ ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფლის გართობათა შესახებ ესმინათ. ამ ბრძენთა მაგალითზე ადამიანმა უნდა ისწავლოს, რომ “ბჰაგავატამის” რეგულარული მოსმენა და კითხვა თვითშემეცნების ერთადერთი გზაა. დანარჩენი გზები უბრალოდ დროის კარგვას წარმოადგენს, რათა არავითარ ხელშესახებ შედეგს არ იძლევა. უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ბჰაგავატა-დჰარმას ამ გზას ქადაგებდა და გვირჩევდა, რომ ინდოეთში დაბადებულმა ყოველმა ადამიანმა უფალი შრი კრშნას მისიის, ძირითადად კი “ბჰაგავად-გიტას” გავრცელების პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და როგორც ადამიანი განმტკიცდება “ბჰაგავად-გიტას” მოძღვრებაში, თვითშემეცნებაში შემდგომი განსხივოსნების მისაღებად შეუძლია “შრიმად-ბჰაგავატამის” შესწავლა დაიწყოს.

ლექსი 22

ტვამ ნაჰ სანდარშიტო დჰატრა დუსტარამ ნისტიტირშატამ
კალიმ სატტვა-ჰარამ პუმსამ კარნა-დჰარა ივარნავამ


ჩვენ ვთვლით, რომ განგებამ შეგვახვედრა შენი უდიდებულესობა, რათა მიგვეღო შენი თავი წინამძღოლად გემისა, რომელზედაც იმყოფებიან ისინი, ვისაც სურთ კალის ძნელი ეპოქის ოკეანის გადალახვა, ადამიანის ყოველ კარგ თვისებას რომ სპობს.

განმარტება: კალის ეპოქა მეტად სახიფათოა ადამიანისათვის. ადამიანის სიცოცხლე უბრალოდ თვითშემეცნებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ამ საშიში ეპოქის გამო ხალხმა სრულიად დაივიწყა სიცოცხლის მიზანი. ამ ხანაში თანდათანობით იკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობა. ხალხს თანდათანობით წაერთმევა მეხსიერება, ნატიფი გრძნობები, ძალა და კარგი თვისებები. ამ ეპოქის ანომალიები ჩამოთვლილია ამ ნაშრომის მეთორმეტე სიმღერაში. ამიტომაც ამ ხანაში გაუჭირდებათ მათ ვისაც სიცოცხლის გამოყენება თვითშემეცნებისთვის სურთ. ხალხი იმდენად არის დაკავებული გრძნობების დაკმაყოფილებით, რომ სრულიად ავიწყდება თვითშემეცნება. სიგიჟის გამო გულახდილად ამბობენ, რომ თვითშემეცნება არ არის საჭირო, რადგან არ ესმით, რომ ეს ხანმოკლე სიცოცხლე მხოლოდ წამია თვიტშემეცნების დიდ გზაზე. განათლების მთელი სისტემა გრძნობათა დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული და თუკი ჭკვიანი კაცი დაფიქრდება, მიხვდება, რომ ამ ეპოქაში ბავშვები განზრახ იგზავნებისნ ეგრეტ წოდებული განათლების სასაკლაოებზე. ამიტომ სწავლული უნდა უფრთხილდეს ამ ეპოქას და თუკი კალის სახიფათო ოკეანის გადალახვა სურს, ნაიმიშარანიას ბრძენებს უნდა გაჰყვეს და შრი სუტა გოსვამი ან მისი ჭეშმარიტი წარმომადგენელი გემის კაპიტნად აღიაროს. გემი უფალი შრი კრშნას ეპისტოლეა “ბჰაგავად-გიტას” ან “შრიმად-ბჰაგავატამის” სახით.

ლექსი 23

ბრუჰი იოგეშვარე კრშნე ბრაჰმანიე დჰარმა-ვარმანი
სვამ კაშთჰამ ადჰუნოპეტე დჰარმაჰ კამ შარანამ გატაჰ


რაკი შრი კრშნა, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყოველი მისტიკური ძალის მბრძანებელი, თავის სავანეში გაემგზავრა, გთხოვთ გვითხარი, ვის შეაფარა თავი რელიგიურმა პრინციპებმა.

განმარტება: არსებითად, რელიგია თავად ღმრთეების პიროვნების დაწესებული კანონების. სადაც რელიგიური პრინციპების უხეშ დარღვევას ან უგულვებელყოფას აქვს ადგილი, იქ თავად უფალი ევლინება მათ აღსადგენად. ეს ნათქვამია “ბჰაგავად-გიტაში”. აქ ნაიმიშარანიას ბრძენები ამ პრინციპების შესახებ კითხულობენ. ამ კითხვაზე პასუხი მოგვიანებით იქნება გაცემული. “შრიმად-ბჰაგავატამი” ღმრთეების პიროვნების ბგერითი განსახიერებაა, ამიტომ მასში სრულად არის წარმოდგენილი ტრანსცენდენტული ცოდნა და რელიგიური პრინციპები.

Posted by: Atman Jan 24 2011, 10:33 AM

თავი მეორე
ღვთაებრიობა და ღვთაებრივი სამსახური



ლექსი 1

ვიასა უვაჩა
იტი სამპრაშნა-სამჰრშტო ვიპრანამ რაუმაჰარშანიჰ
პრატიპუჯია ვაჩას ტეშამ პრავაკტუმ უპაჩაკრამე


უგრაშრავა [სუტა გოსვამი], რომაჰარშანას შვილი, სრულიად დაკმაყოფილდა ბრაჰმანების სრულყოფილი კითხვებით, მადლობა გადაუხადა მათ და პასუხის გაცემა დააპირა.

განმარტება: ნაიმიშარანიას ბრძენებმა ექვსი კითხვა დაუსვეს სუტა გოსვამის და იგი ერთმანეთის მიყოლებით აპირებს მათზე პასუხის გაცემას.

ლექსი 2

პუტრეტი ტან-მაიატაია ტარავო ‘ბჰიდენუს
ტამ სარვა-ბჰუტა-ჰრდაიამ მუნიმ ანატო ‘სმი


შრილა სუტა გოსვამიმ თქვა: დაე მოწიწებით ვცე თაყვანი ამ დიდ ბრძენს [შუკადევა გოსვამის], რომელსაც ყველას გულში შეუძლია შეღწევა. როდესაც მან წმინდა ზონრით განწმენდის, ანუ მაღალი კასტებისთვის განკუთვნილი ცერემონიების გაუვლელად მიატოვა სახლი, რათა განდეგილის ცხოვრების წესი [სანიასა] მიეღო, მასთან განშორების შიშით მამამისს, ვიასადევას აღმოხდა: “ო შვილო ჩემო”. დამწუხრებულ მამას მხოლოდ ამავე განშორების გრძნობით შეპყრობილი ხეები გაეპასუხნენ.

განმარტება: ვარნასა და აშრამის საზოგადოების წევრებისთვის ცხოვრების მოსაწესრიგებელი მრავალი მოვალეობაა მოცემული. ეს მოვალეობები მდგომარეობს იმაში, რომ ვედების შესწავლის მოსურნემ ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს და მოსწავლედ მიღება სთხოვოს. წმინდა ზონარი ეძლევათ მათ, ვისაც აჩარიასგან, ანუ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრისგან ვედების შესწავლა შეუძლიათ. შრი შუკადევა გოსვამის არ გაუვლია ასეთი განმწმენდი ცერემონიები, რადგან დაბადებიდანვე განთავისუფლებული სული იყო.

როგორც წესი, ადამიანი ჩვეულებრივ არსებად იბადება და განმწმენდი პროცესების საშუალებით მისი მეორედ დაბადება ხდება. როდესაც იგი ახალ სინათლეს ხედავს და სულიერი წინსვლისათვის წინამძღოლს ეძებს, ვედების შესწავლისათვის მიმართავს სულიერ მოძღვარს. სულიერი მოძღვარი მხოლოდ მას ღებულობს მოსწავლედ, ვინც გულწრფელად უსვამს კითხვებს და წმინდა ზონარს აძლევს მას. ამგვარად ადამიანი დვიჯა, ანუ ორგზისშობილი ხდება. დვიჯას თვისებების შეძენის შემდეგ მას ვედების შესწავლა შეუძლია, ვედებში განსწავლის შემდეგ კი ვიპრა ხდება. ვიპრა, ანუ კვალიფიცირებული ბრაჰმანი აბსოლუტეს შეიცნობს და აგრძელებს სულიერ წინსვლას, სანამ ვაიშნავის დონემდე არ ავა. ვაიშნავის დონე ბრაჰმანის “ასპირანტურის” დონეს შეესაბამება. განვითარების გზაზე მდგომი ბრაჰმანი აუცილებლად ვაიშნავი უნდა გახდეს, რადგან ვაიშნავი თვითშეცნობილი, განსწავლული ბრაჰმანი გახლავთ.

შრილა შუკადევა გოსვამი თავიდანვე ვაიშნავი იყო; ამიტომ მას არ მოეთხოვებოდა ვარნაშრამას საზოგადოების ყოველი პროცესის გავლა. საბოლოო ჯამში, ვარნაშრამადჰარმას მიზანი უხეში ადამიანის უფლის წმინდა ერთგულად, ანუ ვაიშნავად გადაქცევაში მდგომარეობს. ამიტომ ნებისმიერი, ვინც პირველი კლასის ვაიშნავის, უტტამა-ადჰიკარის მიერ აღიარებული ვაიშნავი ხდება, დაბადების ან წარსული საქმიანობების მიუხედავად უკვე ბრაჰმანად უნდა ჩაითვალოს. შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ აღიარებდა ამ პრინციპს და მან შრილა ჰარიდასა თჰაკურა წმინდა სახელის აჩარიად ცნო, თუმცა თჰაკურა ჰარიდასა მუსულმანის ოჯახში გაჩნდა. შრილა შუკადევა გოსვამი ვაიშნავად იყო დაბადებული, ამიტომ თავისთავად ბრაჰმანიც გახლდათ. მას არავითარი ცერემონიის გავლა არ დასჭირვებია. ვაიშნავის წყალობით ნებისმიერი დაბალი წარმოშობის პიროვნება – იქნება იგი კირატა, ჰუნა, Aნდჰრა, პულინდა, პულკაშა, აბჰირა, შუმბჰა, იავანა, ქჰასა თუ მათზე დაბალიც კი – უმაღლეს ტრანსცენდენტულ საფეხურამდე შეიძლება ამაღლდეს. შრილა შუკადევა გოსვამი შრი სუტა გოსვამის სულიერი მოძღვარი იყო, ამიტომ, ნაიმიშარანიას ბრძენთა კითხვებზე პასუხის გაცემამდე, სუტა გოსვამიმ მოწიწებით თაყვანი სცა მას.

ლექსი 3

იაჰ სვანუბჰავამ აქჰილა-შრუტი-სარამ ეკამ
ადჰიატმა-დიპამ ატიტიტირშატამ ტამო ‘ნდჰამ
სამსარინამ კარუნაიაჰა პურანა-გუჰიამ
ტამ ვიასა-სუნუმ უპაიამი გურუმ მუნინამ


მოწიწებით ვეთაყვანები მას [შუკას], ბრძენთა სულიერ მოძღვარს, ვიასადევას შვილს, რომელმაც ამ მატერიალისტთა მიმართ დიდი სიბრალულის გამო, რომლებიც მატერიალური ყოფიერების უკუნეთის გადასალახავად იბრძვიან, მოჰყვა ვედური ცოდნის ნაღების ამ ყველაზე საკრალურ დამატებას, მას შემდეგ რაც თავად შეიმეცნა იგი პირადი გამოცდილებით.

განმარტება: ფაქტიურად ამ ლოცვაში შრილა სუტა გოსვამი აჯამებს “შრიმად-ბჰაგავატამის” შესავალს. “შრიმად-ბჰაგავატამი ვედანტა-სუტრების ბუნებრივი, დამატებითი კომენტარია. ვედანტა-სუტრაები, ანუ ბრაჰმა-სუტრები ვიასადევამ ვედური ცოდნის “ნაღების” გადმოცემის მიზნით შეადგინა. შრიმად-ბჰაგავატამი ამ ნაღების ბუნებრივ კომენტარს წარმოადგენს. შრილა შუკადევა გოსვამი ვედანტა-სუტრას თვითრეალიზებული მოძღვარია, ამიტომაც მანაც პირადად შეიმეცნა მისი კომენტარი , შრიმად-ბჰაგავატამი და უმეცრების გადალახვის მოსურნე მატერიალისტთა მიმართ უსაზღვრო წყალობის გამო პირველად იგი მოჰყვა ამ საკრალურ ცოდნას.

აზრი არა აქვს იმაზე კამათს, რომ მატერიალისტს ბედნიერების მიღწევა არ შეუძლია. ვერც ერთი მატერიალისტური არსება _ დიდი ბრაჰმა თუ უმნიშვნელო ჭიანჭველა _ ბედნიერი ვერ იქნება. ყველა მარადიული ბედნიერების მიღწევის გეგმებს აწყობს, მაგრამ მატერიალური ბუნების კანონები ყველას ამარცხებს. ამიტომ მატერიალისტურ სამყაროს ღმერთის ქმნილების უბნელესი მხარე ეწოდება. მიუხედავად ამისა უბედურ მატერიალისტებს მაინც შეუძლიათ აქედან გამოსვლა, თუკი ამას მოისურვებენ. სამწუხაროდ იმდენად სულელები არიან, რომ თავის დახსნაც არ სურთ. ამიტომ ისინი შედარებული არიან აქლემს, რომელსაც ეკლიანი ტოტების ღეჭვა სიამოვნებს, რადგან მოსწონს სისხლთან შერეული ტოტების გემო. მას არ ესმის, რომ ეს მისივე სისხლია და ეკლები ენას უჭრის. მატერიალისტს თავისი სისხლი თაფლივით ტკბილი ეჩვენება და თუმცა მისივე მატერიალურ ნამოქმედარს ყოველთვის გაჭირვება მოაქვს მისთვის, ამ ტანჯვიდან თავის დახსნა მაინც არ სურს. ასეთ მატერიალისტებს კარმები ეწოდებათ. ასეულ ათასობით კარმის შორის მხოლოდ რამოდენიმე შეიძლება დაიღალოს მატერიალური საქმიანობით და ლაბირინთიდან თავის დაღწევა მოუნდეს. ასეთ გონიერ ხალხს ჯნანები ეწოდება. ვედანტა-სუტრა ასეთი ჯნანებისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ ვიასადევამ, რომელიც უზენაესი უფლის ინკარნაცია გახლდათ, განჭვრიტა რომ უსინდისო ხალხი არასწორად ისარგებლებდავედანტა-სუტრათი, ამიტომ თავად დაურთო ვედანტა-სუტრას ბჰაგავატა-პურანა. ნათელია რომ ბჰაგავატამი ბრაჰმა-სუტრების თავდაპირველ კომენტარს წარმოადგენს. შრილა ვიასადევამ “ბჰაგავატამი” ასწავლა თავის შვილ შრილა შუკადევა გოსვამისაც, რომელიც უკვე განთავისუფლებული იყო და ტრანსცენდენტულ საფეხურზე იმყოფებოდა. შრუილა შუკადევა გოსვამიმ თავად შეიმეცნა იგი და შემდეგ განმარტა. მისი წყალობით “ბჰაგავატა-ვედანტა-სუტრა” მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევის მოსურნე ყოველი გულწრფელი სულისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

“შრიმად-ბჰაგავატამი” “ვედანტა-სუტრას” სწორუპოვარი კომენტარია. შრიპადა შანკარაჩარია განგებ არ შეეხო მას, რადგან იცოდა, რომ გაუძნელდებოდა ბუნებრივი კომენტარის განმარტება. მან დაწერა თავისი “შარირაკა-ბჰაშია” და მისმა მიმდევრებმა უარყვეს “ბჰაგავატამი” როგორც ახალი ნაწარმოები. ადამიანი არ უნდა შეაცდინოს “ბჰაგავატამის საწინააღმდეგოდ მიმართულმა მაიავადების სკოლის ასეთმა პროპაგანდამ ამ შესავალი შლოკიდან დამწყებმა მოსწავლემ უნდა გაიგოს, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” ერთადერთი ტრანსცენდენტული ნაწარმოებია. იგი განკუთვნილია პარამაჰამსებისათვის, რომლებიც სრულიად თავისუფალნი არიან შურად წოდებული მატერიალური სენისაგან. თუმცა შრიპადა შანკარაჩარია აღიარებს, რომ ნარაიანა, მის მატერიალურ ქმნილებაზე მაღლა დგას, მაიავადებს მაინც შურთ ღმრთეების პიროვნებისა. შურიან მაიავადებს ხელი არ მიუწვდებათ “ბჰაგავატამზე”, მაგრამ მათ, ვისაც მართლა სურთ ამ მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევა, თავი უნდა შეაფარონ “ბჰაგავატამს”, რადგან იგი განთავისუფლებული სულის – შრილა შუკადევა გოსვამის მიერ იქნა მოყოლილი. იგი ტრანსცენდენტული ჩირაღდანია, რომლითაც ადამიანს სრულყოფილად შეუძლია იხილოს ტრანსცენდენტული აბსოლუტური ჭეშმარიტება, შეცნობილი ბრაჰმანის, პარამატმასა და ბჰაგავანის სახით.

ლექსი 4

ნარაიანამ ნამასკრიტია ნარამ ჩაივა ნაროტტამამ
დევიმ სარასვატიმ ვიასამ ტატო ჯაიამ უდირაიეტ


სანამ წარმოთქვამდა “შრიმად-ბჰაგავატამს”, რომელიც გამარჯვების ერთადერთ გზას წარმოადგენს, მოწიწებით უნდა ვეთაყვანოთ ღმრთეების პიროვნებას, ნარაიანას, ნარა-ნარაიანა რშის, უმაღლეს ადამიანს, დედა სარასვატის, სწავლების ქალღმერთსა და შრილა ვიასადევას, ავტორს.

განმარტება: მთელი ვედური ლიტერატურე და პურანები მატერიალური ყოფიერების უბნელესი მხარეების გადასალახავად არის განკუთვნილი. უხსოვარი დროიდან მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილებაზე მეტისმეტი მიჯაჭვულობის გამო ცოცხალ არსებას დავიწყებული აქვს ღმერთთან თავისი ურთიერთობა. იგი მატერიალურ სამყაროში არსებობისათვის განუწყვეტლივ იბრძვის და გეგმების დასახვით ბრძოლიდან თავის დაღწევა არ შეუძლია. თუკი ოდნავ მაინც სურს არსებობისთვის განუწყვეტელ ბრძოლაში გამარჯვება, ღმერთთან თავისი მარადიული ურთიერთობა უნდა აღიდგინოს და ვისაც ამგვარი მკურნალობის გავლა სურს, თავი უნდა შეაფაროს ისეთ ლიტერატურას როგორიცაა ვედები და პურანები. სულელები ამბობენ, პურანებს არაფერი აქვთ საერთო ვედებთანო. მაგრამ პურანები ვედების დამატებითი განმარტებებია, რომლებიც სხვადასხვა კლასის ხალხისთვის არის განკუთვნილი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ზოგიერთებს სათნოების მოდუსი წარმართავს, ზოგიერთებს _ ვნების, ზოგს კი უმეცრების მოდუსი. პურანები ისეა დაყოფილი, რომ ნებისმიერი კლასის ადამიანს შეუძლია ისარგებლოს, თანდათანობით აღიდგინოს თავისი დაკარგული მდგომარეობა და თავი დააღწიოს არსებობისთვის მძაფრ ბრძოლას. შრილა სუტა გოსვამი პურანების კითხვის გზას გვიჩვენებს. მათ, ვისაც ვედური ლიტერატურისა და პუნარების მქადაგებლად გახდომა უნდათ შეუძლიათ გაჰყვნენ ამ გზას. შრიმად-ბჰაგავატამი უნაკლო პურანაა და მატერიალური ტყვეობიდან სამუდამოდ თავის დაღწევის მსურველებისთვის არის განკუთვნილი.

ლექსი 5

მუნაიაჰ სადჰუ პრშტო ‘ჰამ ბჰავადბჰირ ლოკა-მანგალამ
იატ კრტაჰ კრშნა-სამპრაშნო იენატმა სუპრასიდატი


ო ბრძენებო, თქვენ ჯეროვანი კითხვები დამისვით. თქვენი კითხვები ღირსეულია, რადგან უფალ კრშნასთან არის დაკავშირებული, რის გამოც სამყაროს კეთილდღეობას ეხება. მხოლოდ ასეთ კითხვებს შეუძლია სულის ბოლომდე დაკმაყოფილება.

განმარტება: როგორც უკვე ითქვა, ბჰაგავატამის მიზანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა წარმოადგენს, ამიტომ ნაიმიშარანიას ბრძენთა კითხვები სწორი და მართებული, რადგან ისინი ეხება _ კრშნას _ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ბჰაგავად-გიტაში (15.15) ღმრთეების პიროვნება ამბობს, რომ მთელი ვედებიმის, უფალი კრშნას ძიებას მოგვიწოდებს. ასე რომ, კრშნასთან დაკავშირებული კითხვები მთელი ვედური შეკითხვების არსს წარმოადგენს.

მთელი მსოფლიო კითხვებითა და პასუხებითაა დაკავებული. ჩიტები, ცხოველები და ადამიანები გამუდმებით კითხვებს სვამენ და პასუხს იძლევიან. დილაობით ჩიტები კითხვა-პასუხს იწყებენ, საღამოთი კი იგივე ჩიტები შინ ბრუნდებიან და კვლავ კითხვა-პასუხს აბამენ. თუკი ადამიანს ღამით არ სძინავს, კითხვა-პასუხითაა დაკავებული. ბაზარზე საქმოსანი კითხვა-პასუხით არის დასაქმებული და იგივე ითქმის სასამართლოში ადვოკატებზე და სკოლებსა და კოლეჯებში მოსწავლეებზე. პარლამენტის კანონმდებლებიც, პოლიტიკოსებიცა და პრესის წარმომადგენლებიც კითხვა-პასუხით არისნ დაკავებულნი. თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში კითხვა-პასუხს ეწევიან, მაინც უკმაყოფილონი არიან. სულის კმაყოფილება კრშნას შესახებ კითხვა-პასუხით მიიღწევა მხოლოდ.

კრშნა ჩვენი უახლოესი ბატონი, მეგობარი, მამა, შვილი და სატრფიალო სიყვარულის საგანია. კრშნას დავიწყების გამო კითხვა-პასუხის უამრავი თემა გამოვიგონეთ, მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია ჩვენი სრული დაკმაყოფილება. კრშნას გარდა ყველაფერს მხოლოდ დროებითი კმაყოფილებ მოაქვს, ამიტომ თუკი სრული კმაყოფილება გვსურს, კრშნას შესახებ კითხვა-პასუხი უნდა დავიწყოთ. კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის გარეშე წამსაც ვერ ვძლებთ. რადგან შრიმად-ბჰაგავატამი კრშნასთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხს ეხება, უბრალოდ ამ ტრანსცენდენტული ნაწარმოების კითხვითა და მოსმენითაც კი უმაღლეს კმაყოფილებას მივიღებთ. ადამიანმა უნდა შეისწავლოს შრიმად-ბჰაგავატამი და ყოველმხრივ გადაჭრას სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური საკითხები. შრიმად-ბჰაგავატამი და კრშნა ყველაფრის არსია.

ლექსი 6

სა ვაი პუმსამ პარო დჰარმო იატო ბჰაკტირ ადჰოკშაჯე
აჰაიტუკი აპრატიჰატა იაიატმა სუპრასიდატი


მთელი კაცობრიობის უმაღლესი საქმიანობა [დჰარმა] ისაა, რითაც ადამიანები ტრანსცენდენტული უფლის სასიყვარულო ერთგულ სამსახურს აღწევენ. ასეთი ერთგული სამსახური უანგარო და შეუწყვეტელი უნდა იყოს, რათა ბოლომდე დააკმაყოფილოს სული.

განმარტება: ამ ნათქვამით სუტა გოსვამი ნაიმიშარანიას ბრძენთა პირველ შეკითხვას პასუხობს. ბრძენებმა სთხოვეს მას, შეეჯამებინა მთელი განდობილი წერილები და გადმოეცა მათი არსებითი ნაწილი, რათა დაცემულ ხალხს, ანუ ხალხის უმრავლესობას გაადვილებოდა მათი გაგება. ადამიანისთვის ვედებში ორი განსხვავებული სახის საქმიანობაა დაწესებული. ერთს ეწოდება პრავრტტი-მარგა, ანუ გრძნობათა დაკმაყოფილების გზა, მეორეს კი – ნივრტტი-მარგა, ანუ განდეგილობის გზა. განცხრომის გზა დაბალია., მაღალი მიზნებისთვის მსხვერპლის გაღების გზა კი – მაღალი. მატერიალური ყოფიერება ცოცხალი არსების ავადმყოფურ მდგომარეობას წარმოადგენს. ჭეშმარიტი სიცოცხლე არის სულიერი ყოფიერება, ანუ ბრაჰმა-ბჰუტა ყოფიერება, სადაც სიცოცხლე მარადიული, ნეტარი და ცოდნით სავსეა. მატერიალური ყოფიერება დროებითი, ილუზორული და გაჭირვებით აღსავსეა. მასში ბედნიერება საერთოდ არ არსებობს. არის მხოლოდ გაჭირვებისგან თავის დაღწევის ამაო მცდელობა და გაჭირვების დროებით შეწყვეტას შეცდომით ბედნიერება ეწოდება. ამიტომ მზარდი მატერიალური სიამოვნების გზა დაბალია, დროებითი, გაჭირვებით აღსავსე და ილუზორული. მაგრამ უზენაესი უფლის ერთგულ სამსახურს, რომელსაც ადამიანი მარადიულ, ნეტარ და ყოვლადცნობიერ სიცოცხლემდე მიჰყავს, მაღალი ხარისხის საქმიანობა ეწოდება. ზოგჯერ იგი იბილწება დაბალ თვისობრიობასთან შერევის გამო. მაგალითად, მატერიალური მოგების მიზნით ერთგული სამსახურის დაწყება უდავოდ ხელს უშლის კაცს განდეგილობის აღმავალ გზაზე. განდეგილობა, ანუ აღკვეთა, რომელიც საბოლოო მიზნის მისაღწევად არის განკუთვნილი, უდავოდ უკეთეს საქმიანობას წარმოადგენს, ვიდრე სიამოვნება ყოფიერების დაავადებულ პირობებში. ასეთი სიამოვნება მხოლოდ ამწვავებს და ახანგრძლივებს ავადმყოფობას. ამიტომ უფლის ერთგული სამსახური თვისობრივად წმინდა უნდა იყოს, ე.ი. არ უნდა გააჩნდეს მატერიალური სიამოვნების უმცირესი სურვილიც კი. ასე რომ, ადამიანმა ხელი უნდა მოჰკიდოს მაღალი თვისობრიობის საქმიანობას – უფლის ერთგულ სამსახურს, რომელიც სრულიად მოკლებული იქნება უსარგებლო სურვილებს, კარმიულ მოღვაწეობასა და ფილოსოფიურ მსჯელობებს. მხოლოდ უფლის სამსახურის გზაზე შეიძლება სამუდამო შვების მოპოვება.

ჩვენ განზრახ განვსაზღვრეთ სიტყვა დჰარმა საქმიანობად, რადგან სიტყვა დჰარმას ფუძისეული მნიშვნელობა არის “ის, რაც არსებობას უნარჩუნებს”. ცოცხალი არსების არსებობის შენარჩუნება საკუთარი მოქმედებების უზენაეს უფალ კრშნას მარადიულ ურთიერთობასთან შეთანხმებას ნიშნავს. კრშნა ცენტრია, რომლის ირგვლივაც ყოველი ცოცხალი არსება ტრიალებს და იგია ყოვლისმიმზიდველი ცოცხალი არსება, ანუ მარადიული ფორმა დანარჩენ ცოცხალ არსებებს ანუ მარადიულ ფორმებს შორის. ყოველ ცოცხალ არსებას თავისი მარადიული ფორმა აქვს სულიერ ყოფიერებაში და კრშნა მარადიულად იზიდავს ყოველ მათგანს. კრშნა სრული მთელია, სხვები კი მისი განუყოფელი ნაწილაკები არიან. მათი ურთიერთობა მსახურისა და ბატონის ურთიერთობას ჰგავს. იგი ტრანსცენდენტულია და სრულიად განსხვავდება ატერიალურ ყოფიერებაში ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილებისაგან. მსახურისა და ბატონის ეს ურთიერთობა სიახლოვის ყველაზე ბუნებრივ ფორმას წარმოადგენს. ადამიანი ერთგულ სამსახურში წინსვლასთან ერთად ხვდება მას. ყველა უნდა დასაქმდეს უფლის ამ ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში, ახლანდელ მატერიალურ ყოფიერებაშიც კი. ეს თანდათანობით ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე გაიყვანს ადამიანს და სრულ კმაყოფილებას მოუტანს მას.

Posted by: Atman Jan 26 2011, 10:21 AM

ლექსი 7

ვასუდევე ბჰაგავატი ბჰაკტი-იოგაჰ პრაიოჯიტაჰ
ჯანაიატი აშუ ვაირაგიამ ჯნანამ ჩა იად აჰაიტუკამ


ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნასადმი ერთგული სამსახურის შედეგად ადამიანი უმალვე იძენს უმიზეზო ცოდნასა და სამყაროსგან განჯაჭვულობას.

განმარტება: ისინი, ვისაც უზენაესი უფალი შრი კრშნას ერთგული სამსახური მატერიალური ემოციებზე დამყარებული საქმიანობა ჰგონიათ, შეიძლება შემოგვედაონ, რომ განდობილ წმინდა წერილებში მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება, ასკეტიზმი, ცოდნისა და მისტიკური ძალების განვითარება და ტრანსცენდენტული შემეცნების მსგავსი პროცესებია რეკომენდებული. მათი აზრით, ბჰაკტი, ანუ უფლის ერთგული სამსახური მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც მაღალი დონის საქმიანობათა შესრულება არ შეუძლიათ. საზოგადოდ, ამბობენ, ბჰაკტის კულტი შუდრების, ვაიშიებისა და ნაკლებად გონიერთათვის – ქალებისთვის არისო მოცემული. მაგრამ ეს ასე არაა. ბჰაკტის კულტი წარმოადგენს უმაღლეს ტრანსცენდენტულ საქმიანობას, ამიტომ იგი ერთდროულად ამაღლებულიც არის და იოლიც. იგი ამაღლებულია წმინდა ერთგულებისთვის, რომლებსაც სერიოზულად სურთ უზენაეს უფალთან ურთიერთობა და ადვილია ნეოფიტებისათვის, რომლებიც ჯერ კიდევ ბჰაკტის კართან დგანან. ღმრთეების უზენაეს პიროვნება შრი კრშნასთან ურთიერთობის მიღწევა დიდი მეცნიერებაა და მისი კარი ხსნილია ყოველი ცოცხალი არსებისთვის, მათ შორის შუდრების, ვაიშიების, ქალებისა და მდაბიო წარმოშობის შუდრებზე მდაბიო პიროვნებებისთვისაც კი. და რაღა გვეთქმის ისეთი მაღალი კლასის ადამიანებზე, როგორებიც არიან ღირსეული ბრაჰმანები და დიადი თვითშეცნობილი მეფეები. მსხვერპლშეწირვები, ქველმოქმედება, ასკეტიზმი და მაღალი დონის სხვა საქმიანობები ბჰაკტის წმინდა და მეცნიერული კულტის თანმხლები ფაქტორებია.

ცოდნისა და განჯაჭვულობის პრინციპები ორ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ტრანსცენდენტული შემეცნების გზაზე. საბოლოო ჯამში, სულიერ პროცესს ცოცხალი არსება ყოველივე მატერიალურისა და სულიერის შესახებ სრულყოფილ ცოდნამდე მიჰყავს, ამის შედეგად კი მას შორდება მატერიალური მიჯაჭვულობები და იგი სულიერ საქმიანობებს ეჯაჭვება. შეზღუდული ცოდნის მქონე ხალხის აზრის საწინააღმდეგოდ, მატერიალურისგან განჯაჭვულობა სრულ უმოქმედობას არ ნიშნავს. ნაიშ-კარმა ნიშნავს იმ საქმიანობების უარყოფას, რომლებიც კარგ ან ცუდ შედეგებს იწვევს. რაიმეს უარყოფა პოზიტიურის უარყოფას არ ნიშნავს. არაარსებითის უარყოფა არსებითის უარყოფას როდი გულისხმობს. მსგავსად ამისა, მატერიალური ფორმებისგან განჯაჭვულობა არ ნიშნავს სულიერი ფორმის უარყოფას. ბჰაკტის კულტი პოზიტიური ფორმის შეცნობისთვის არის განკუთვნილი. როდესაც პოზიტიური ფორმა შეიცნობა, ნეგატიური ფორმები თავისთავად ბათილდება. ამიტომ ბჰაკტის კულტის განვითარებასთან ერთად, რაც პოზიტიური ფორმისადმი პოზიტიური სამსახურით სრულდება, ცოცხალი არსება ბუნებრივად განეჯაჭვება დაბალსა და მიეჯაჭვება მაღალს. მსგავსად ამისა, ბჰაკტის კულტს, როგორც ცოცხალი არსების უმაღლეს საქმიანობას, მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილებიდან გამოჰყავს ადამიანი. ეს არის წმინდა ერთგულის ნიშანი. იგი სულელი არ არის, არც დაბალ ენერგიებთან აქვს კავშირი და არც მატერიალურ საგნებს გააჩნია მისთვის რაიმე ფასი. მშრალი მსჯელობით ამის მიღწევა შეუძლებელია. სინამდვილეში ყველაფერი ეს ყოვლისშემძლე უფლის წყალობით ხდება. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ერთგულს ყოველი კარგი თვისება აქვს, სახელდობრ, ცოდნა, განჯაჭვულობა და სხვ; მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ცოდნას ან განჯაჭვულობას ფლობს, შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს გარკვეული ბჰაკტის კულტის პრინციპებში. ბჰაკტი ადამიანის უმაღლეს საქმიანობას წარმოადგენს.

ლექსი 8

დჰარმაჰ სვანუშთჰიტაჰ პუმსამ ვიშვაკსენა-კათჰასუ იაჰ
ნოტპადაიედ იადი რატიმ შრამა ევა ჰი კევალამ


ამაო შრომაა დაწესებული მოვალეობების შესრულება, თუკი ამის შედეგად ღმრთეების პიროვნების ეპისტოლესადმი ლტოლვა არ აღიძვრება.

განმარტება: სიცოცხლის შესახებ სხვადასხვა შეხედულების თანახმად სხვადასხვა სახის საქმიანობა არსებობს. უხეშ მატერიალისტებს, რომელთა მხედველობაც მატერიალურ სხეულს ვერ სცდება, გრძნობების გარდა არაფერი აინტერესებთ. ამიტომ მათი საქმიანობები ვიწრო და ფართო ეგოიზმით არის შეზღუდული. ვიწრო ეგოიზმი საკუთარი სხეულით შემოიფარგლება და დაბალ ცხოველებსაც ახასიათებს. გაფართოვებული ეგოიზმი ადამიანთა საზოგადოებაში ვლინდება და ოჯახის, საზოგადოების, ერთობის, ეროვნებისა და მსოფლიოს ირგვლივ არის თავმოყრილი. მისი მიზანი უხეში სხეულის კეთილდღეობაა. უხეშ მატერიალისტებზე მაღლა დგანან სპეკულაციური მოაზროვნეები, რომლებიც მაღლა, მენთალურ სფეროებში დაფარფატებენ და მათ მოვალეობას წარმოადგენს პოეზია და ფილოსოფია, ან გარკვეული “იზმის” ქადაგება, რომელიც მიმართულია სხეულითა და ჭკუით შემოფარგლული იგივე ეგოიზმისკენ. მაგრამ სხეულსა და ჭკუაზე მაღლა არის მიძინებული სული, რომლის სხეულიდან გამოსვლის შემთხვევაში ქრება მთელი სხეულისეული და მენთალური ეგოიზმი. მაგრა ნაკლებად გონიერ ხალხს სულის მოთხოვნილებათა შესახებ წარმოდგენა არა აქვს.

რადგან სულელ ხალხს არაფერი გაეგება სულისა და იმის შესახებ, რომ სული სხეულისა და ჭკუის მოქმედების სფეროს მიღმა იმყოფება, მათ არ აკმაყოფილებთ თავისი დაწესებული მოვალეობების შესრულება. აქ წამოჭრილია სულის დაკმაყოფილების საკითხი. ცოცხალი არსება უხეში სხეულისა და ნატიფი ჭკუის მიღმა დგას. იგია სხეულისა და ჭკუის მძლავრი მამოძრავებელი ძალა. მძინარე სულის მოთხოვნილებების შესახებ ცოდნის გარეშე მხოლოდ სხეულისა და ჭკუის სამსახურით ბედნიერი ვერავინ გახდება. საჭიროა სულის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ჩიტის გალიის გაწმენდით ჩიტი ვერ დაკმაყოფილდება. თავდ ჩიტის მოთხოვნილებების ცოდნაა საჭირო.

სულის მოთხოვნილება იმაში მდგომარეობს, რომ მას მატერიალური ტყვეობის შეზღუდული სფეროდან თავის დაღწევა და თავისი სურვილის ასრულება – სრული თავისუფლების მოპოვება სურს. მან უნდა თავი დააღწიოს დიდი სამყაროს ჩაკეტილ კედლებს, იხილოს თავისუფალი სინათლე და სული. ამ სრულ თავისუფლებას მაშინ მიაღწევს, როცა შეხვდება სრულ სულს, ღმრთეების პიროვნებას. ღმერთის სიყვარული ყოველ ჩვენგანშია მიძინებული; სულიერი ყოფიერება უხეში სხეულისა და ჭკუის საშუალებით უხეში და ნატიფი მატერიისადმი დამახინჯებული მიჯაჭვულობის სახით ვლინდება. ამიტომ უნდა შევასრულოთ ის დაწესებული საქმიანობები, რომლებიც ჩვენს ღვთაებრივ ცნობიერებას გამოაღვიძებს. ეს შესაძლებელია მხოლოდ უზენაესი უფლის ღვთაებრივი საქმიანობების შესახებ მოსმენითა და გალობით. აქ დროის კარგვადაა წოდებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ღმრთეების ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მოსმენისა და გალობისადმი მიჯაჭვულობის მიღწევაში არ გვეხმარება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სულის განთავისუფლება შეუძლებელია სხვა დაწესებული მოვალეობის შესრულებით (რომელ იზმსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი). ხსნის მაძიებელთა საქმიანობებიც კი ამაოა, რადგან ამით შეუძლებელია ყოველი თავისუფლების პირველწყაროს მიგნება. უხეშ მატერიალისტს პრაქტიკულად შეუძლია იმაში დარწმუნება, რომ მისი მატერიალური მონაპოვარი დროითა და სივრცით არის შეზღუდული, ამ სამყაროშიც და შემდეგშიც. სვარგალოკაზეც რომ წავიდეს, მოწყურებული სული მაინც ვერ ჰპოვებს სამუდამო სავანეს. მისი დაკმაყოფილება სრულყოფილი ერთგული სამსახურის სრულყოფილი მეცნიერული პროცესით უნდა მოხდეს.

ლექსი 9

დჰარმასია ჰი აპავარგიასია ნართჰო ‘რთჰაიოპაკალპატე
ნართჰასია დჰარმაიკანტასია კამო ლაბჰაია ჰი სმრტაჰ


ყოველი დაწესებული საქმიანობა საბოლოო განთავისუფლებისთვის არის განკუთვნილი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესრულდეს მატერიალური მონაპოვრისთვის. უფრო მეტიც, ბრძენების აზრით, უმაღლესი დაწესებული სამსახურით დაკავებულმა პიროვნებამ არასოდეს უნდა გამოიყენოს მატერიალური მონაპოვარი გრძნობათა დაკმაყოფილების გასაზრდელად.

განმარტება: ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ უფლის წმინდა სამსახურს თავისთავად მოჰყვება სრულყოფილი ცოდნა და მატერიალური ყოფიერებისაგან განჯაჭვულობა. მაგრამ ზოგიერთები თვლიან, რომ ყოველგვარი დაწესებული საქმიანობა, მათ შორის რელიგიაც კი, მატერიალური სარგებლობისთვის არის განკუთვნილი. მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში ნებისმიერ ადამიანს რელიგიური ან სხვა სახის დაწესებული სამსახურის სანაცვლოდ მატერიალური მოგება სურს. ვედურ ლიტერატურაშიც კი რელიგიური ცერემონიების სანაცვლოდ მოცემულია ცდუნება _ მატერიალური მოგება და ხალხის უმრავლესობას რელიგიის ასეთი ცდუნებები ან მადლი იზიდავს. რატომ აცდუნებს ეგრეთ წოდებულ რელიგიურ ხალხს მატერიალური მოგება? რადგან მატერიალური მოგება მათ სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს, რაც თავის მხრივ, გრძნობათა დაკმაყოფილებას ემსახურება. დაწესებულ საქმიანობათა ეს ციკლი მოიცავს ეგრეტ წოდებულ რელიგიურობას, რომელსაც მატერიალური მოგება მოჰყვება და მატერიალურ მოგებას, რომელსაც სურვილთა დაკმაყოფილება სდევს თან. გრძნობათა დაკმაყოფილება მუდამ დაკავებული ყოველი კატეგორიის ხალხის მთავარი საქმიანობა გახლავთ. მაგრამ ამ შლოკაში, რომელიც შრიმად-ბჰაგავატამის დასკვნას შეესაბამება, სუტა გოსვამი უარყოფს ამას.

არც ერთი დაწესებული მოვალეობა არ უნდა შესრულდეს მხოლოდ მატერიალური მოგების მიზნით. არც მატერიალური მოგება უნდა მოვახმაროთ გრძნობათა დაკმაყოფილებას. შემდეგ ლექსში განხილულია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი.

ლექსი 10

კამასია ნენდრიია-პრიტირ ლაბჰო ჯივეტა იავატა
ჯივასია ტატტვა-ჯიჯნასა ნართჰო იაშ ჩეჰა კარმაბჰიჰ


ადამიანის სურვილები არასოდეს არ უნდა იყოს გრძნობათა დაკმაყოფილებისაკენ მიმართული. მან მხოლოდ ჯანმრთელი ცხოვრება უნდა ისურვოს, რადგან ადამიანის დანიშნულება აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ კითხვაა. სხვა არაფერი უნდა იყოს მისი შრომის მიზანი.

განმარტება: სრულიად დაბნეულ მატერიალურ ცივილიზაციას გრძნობათა დაკმაყოფილების არასწორი გეზი აქვს აღებული. ასეთ ცივილიზაციაში ყოველი სფეროს საბოლოო მიზანს გრძნობათა დაკმაყოფილება წარმოადგენს. პოლიტიკაში, საზოგადოებრივ სამსახურში, ალტრუიზმში, ფილანტროპიასა და საბოლოო ჯამში რელიგიასა და განთავისუფლებაშიც კი უფრო და უფრო ჭარბობს გრძნობათა დაკმაყოფილების ეს ელფერი. პოლიტიკურ სფეროში ხალხის ლიდერები საკუთარ გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის ებრძვიან ერთმანეთს. ამომრჩევლები მხოლოდ მაშინ აღმერთებენ ეგრეტ წოდებულ ლიდერებს, როდწსაც ისინი გრძნობათა დაკმაყოფილებას პირდებიან. როგორც კი მათ ამის იმედები უცრუვდებათ, ლიდერებს ტახტიდა აგდებენ. ლიდერები ყოველთვის იმედს უცრუებენ თავიანთ ამომრჩევლებს, რადგან ხალხის გრძნობათა დაკმაყოფილების ძალა არ შესწევთ. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა სფეროსაც; სიცოცხლის პრობლემებს სერიოზულად არავინ ეკიდება. მათაც კი, ვინც განთავისუფლების გზას ადგანან, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან შერწყმა და გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის სულიერი თვითმკვლელობა სურთ. მაგრამ ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ ადამიანმა გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის არ უნდა იცხოვროს. გრძნობების დაკმაყოფილება საჭიროა მხოლოდ თავის გასატანად და არა განცხრომისათვის. სხეული შედგება გრძნობებისაგან, რომელთაც ასევე გარკვეული დაკმაყოფილება სჭირდება, ამიტომ მათი დაკმაყოფილებისათვის მარეგულირებელი მითითებებია მოცემული. მაგრამ გრძნობები შეუზღუდავი დაკმაყოფილებისთვის არ არის განკუთვნილი. მაგალითად ქორწინება, ანუ კაცისა და ქალის შეუღლება აუცილებელია შთამომავლობის გასაჩენად და არა გრძნობების დასაკმაყოფილებლად. როდესაც ნებაყოფლობითი თვშეკავება არ არსებობს, საზოგადოებაში ოჯახის დაგეგმვის პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ სულელმა ხალხმა არ იცის, რომ ეს თავისთავად ხორციელდება, როგორც კი ადამიანებს აბსოლუტური ძიებისკენ სწრაფვა უჩნდებათ. აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებლებს, არასოდეს აცდუნებს გრძნობათა დაკმაყოფილების უსარგებლო საქმიანობები, რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებელი სერიოზული მოსწავლეები ყოველთვის ჭეშმარიტების ძიებით არიან დაკავებულნი. ამიტომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საბოლოო მიზანი აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიება უნდა იყოს და ასეთი საქმიანობა ბედნიერებას მოუტანს ადამიანს, რადგან იგი ნაკლებად იქნება დაკავებული გრძნობათა დაკმაყოფილებით. მომდევნო ლექსებში განმარტებულია, თუ რა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება.

ლექსი 11

ვადანტი ტატ ტატტვა-ვიდას ტატტვამ იაჯ ჯნანამ ადვაიამ
ბრაჰმეტი პარამატმეტი ბჰაგავან იტი შაბდიატე


სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს.

განმარტება: აბსოლუტური ჭეშმარიტება სუბიექტიცაა და ობიექტიც და მასში თვისობრივი განსხვავება არ არსებობს. ამიტომ ბრაჰმანი, პარამატმა და ბჰაგავანი თვისობრივად ერთი და იგივეა. ერთი და იგივე სუბსტანცია უპანიშადების მოსწავლეებს უპიროვნო ბრაჰმანის სახით აქვთ შეცნობილი, ჰირანიაგარბჰებს, ანუ იოგებს – ლოკალიზებული პარამატმას სახით, ერთგულებს კი – ბჰაგავანის სახით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ბჰაგავანი, ანუ ღმრთეების პიროვნება აბსოლუტური ჭეშმარიტების უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს. პარამატმა ღმრთეების პიროვნების ნაწილობრივი განხორციელება გახლავთ, უპიროვნო ბრაჰმანი კი – ღმრთეების პიროვნების თვალისმომჭრელი სიკაშკაშე, რომელიც მასთან ისევეა დაკავშირებული, როგორც მზის სხივები – მზის ღმერთთან. ზემოხსენებული სკოლების ნაკლებად გონიერი მოსწავლეები ზოგჯერ დაობენ თავიანთი შემეცნების გზის სასარგებლოდ, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტების ნამდვილმა მხილველებმა მშვენივრად იციან, რომ მისი ზემოხსენებული სამი ნიშან-თვისება სხვადასხვა კუთხით დანახული სხვადასხვა ასპექტებია.

როგორც “ბჰაგავატამის” პირველი თავის პირველ შლოკაშია განმარტებული, უზენაესი ჭეშმარიტება არის თვითკმარი, ცნობიერი და ფარდობითობის ილუზიისგან თავისუფალი. ფარდობით სამყაროში მცოდნე განსხვავდება ცოდნის საგნისაგან, მაგრამ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაში მცოდნეცა და ცოდნის საგანიც ერთი და იგივეა. ფარდობით სამყაროში მცოდნე არის ცოცხალი არსება, ანუ მაღალი ენერგია, მაშინ როცა ცოდნის საგანს მკვდარი მატერია, ანუ დაბალი ენერგია წარმოადგენს. ამიტომ არსებობს ორმაგობა დაბალსა და მაღალ ენერგიებს შორის, მაშინ როცა აბსოლუტურ სამყაროში მცოდნეცა და ცოდნის საგანიც ერთი და იგივე მაღალი ენერგიაა. ენერგიის უმაღლეს წყაროს სამი სახის ენერგია აქვს. ენერგიასა და ენერგიის წყაროს შორის განსხვავება არ არსებობს, მაგრამ მათი თვისობრიობა განსხვავდება ერთმანეთისგან. აბსოლუტური სამყაროცა და ცოცხალი არსებებიც ერთსა და იმავე მაღალ ენერგიას წარმოადგენენ, მატერიალური სამყარო კი დაბალი ენერგიაა. დაბალ ენერგიასთან კონტაქტში ყოფნისას ცოცხალი არსება ილუზიაში ექცევა, თვლის რა, რომ თვითონაც დაბალ ენერგიას ეკუთვნის. ამიტომ მატერიალურ სამყაროში ფარდობითობის შეგრძნება არსებობს. აბსოლუტში არ არსებობს მცოდნესა და ცოდნის საგანს შორის განსხვავების ასეთი შეგრძნება, ამიტომ მასში ყველაფერი აბსოლუტურია.

Posted by: Atman Jan 28 2011, 11:00 AM

ლექსი 12

ტაჩ ჩჰრადდადჰანა მუნაიო ჯნანა-ვაირაგია-იუკტაია
პაშიანტი ატმანი ჩატმანამ ბჰაკტია შრუტა-გრჰიტაია


სერიოზული ცნობისმოყვარე მოსწავლე ან ბრძენი, რომელიც კარგადაა აღჭურვილი ცოდნითა და განჯაჭვულობით, ვედანტა-შრუტიდან მოსმენილის საფუძველზე შესრულებული ერთგული სამსახურით შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

განმარტება: აბსოლუტური ჭეშმარიტების ბოლომდე შეცნობა შესაძლებელია უფლის, ვასუდევას, ანუ ღმრთეების პიროვნების – აბსოლუტური ჭეშმარიტების ერთგული სამსახურით. ბრაჰმანი მისი ტრანსცენდენტული სხეულის სიკაშკაშეს წარმოადგენს, პარამატმა კი – მის ნაწილობრივ განსახიერებას. ამიტომ აბსოლუტური ჭეშმარიტების, ბრაჰმანის ან პარამატმას შეცნობა მხოლოდ ნაწილობრივი შეცნობა გახლავთ. არსებობენ სხვადასხვა სახის ადამიანები: კარმები, ჯნანები, იოგები და ერთგულები. კარმები მატერიალისტები არიან, დანარჩენი სამნი კი – ტრანსცენდენტალისტები. პირველი კლასის ტრანსცენდენტალისტები არიან ერთგულები, რომელთაც უზენაესი პიროვნება ჰყავთ შეცნობილი. მეორე კლასის ტრანსცენდენტალისტები ისინი არიან, ვინც ნაწილობრივ შეიცნეს აბსოლუტური პიროვნების სრული ნაწილი. მესამე კლასის ტრანსცენდენტალისტები კი ოდნავ გაერკვნენ აბსოლუტური პიროვნების სულიერ არსში. როგორც ბჰაგავად-გიტასა და სხვა ვედურ ნაწარმოებებშია დამტკიცებული, უზენაესი პიროვნება სრული ცოდნითა და მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობით განმტკიცებული ერთგული სამსახურით შეიცნობა. ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ ერთგულ სამსახურს ცოდნა და მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობა მოჰყვება. როგორც ბრაჰმანისა და პარამატმას შეცნობა წარმოადგენს აბსოლუტური ჭეშმარიტების არასრულყოფილ შეცნობას, ასევე ბრაჰმანისა და პარამატმას შეცნობის, ანუ ჯნანასა და იოგას გზებიც აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის არასრულყოფილ საშუალებებს წარმოადგენს. სრულ ცოდნასა და მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობაზე დამყარებული ერთგული სამსახური, რომელიც “ვედანტა-შრუტის” მოსმენით არის განმტკიცებული, წარმოადგენს ერთადერთ გზას, რომლითაც სერიოზულ ცნობისმოყვარე მოსწავლეს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლია. ამიტომ ერთგული სამსახური ნაკლებად გონიერი ტრანსცენდენტალისტებისთვის არ არის განკუთვნილი. არსებობენ სამი კლასის ერთგულები, სახელდობრ, პირველი, მეორე და მესამე კლასისა. მესამე კლასის ერთგულებს, ანუ ნეოფიტებს, რომელთაც მატერიალური ურთიერთობებისგან განჯაჭვულობის ცოდნა არ გააჩნიათ, არამედ უბრალოდ იზიდავთ ტაძარში ღვთაების თაყვანისცემის დაწყებითი პროცესი, მატერიალისტი ერთგულები ეწოდებათ. ისინი ტრანსცენდენტულ მონაპოვარზე მეტად მატერიალურ მოგებას არიან მიჯაჭვულნი. ამიტომ მატერიალისტური ერთგული სამსახურის დონიდან ადამიანი მეორე კლასის ერთგული სამსახურის დონემდე უნდა ამაღლდეს. მეორე კლასის დონეზე ერთგული ერთგულ სამსახურში ოთხ რამეს ხედავს, სახელდობრ, ღმრთეების პიროვნებას, მის ერთგულებს, უმეცრებსა და შურიანებს. ადამიანი მეორე კლასის ერთგულის დონემდე მაინც უნდა ამაღლდეს და აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის კვალიფიკაცია შეიძინოს.

ამიტომ მესამე კლასის ერთგული სამსახური ბჰაგავატას ავტორიტეტული წყაროებიდან უნდა შეისწავლოს. პირველი ბჰაგავატა არის განმტკიცებული ერთგული, მეორე ბჰაგავატამი კი – ღმრთეების ეპისტოლე. ამიტომ ერთგული სამსახურის შესახებ შესახებ დარიგებების მისაღებად მესამე კლასის ერთგულმა პიროვნება-ერთგულს უნდა მიმართოს. ასეთი პიროვნება-ერთგული არ არის პროფესიონალი, რომელიც “ბჰაგავატამით” შოულობს სარჩოს. ასეთი ერთგული შუკადევა გოსვამის წარმომადგენელი უნდა იყოს, სუტა გოსვამის მსგავსი, და ხალხის სიკეთისთვის უნდა იქადაგოს ერთგული სამსახური. ნეოფიტ ერთგულს ავტორიტეტებისგან მოსმენის გემო თითქმის არ ესმის. ასეთი ნეოფიტი ერთგული საკუთარი გრძნობების დასაკმაყოფილებლად პროფესიონალისგან მოსმენის წარმოდგენას მართავს. ასეთმა მოსმენამ და გალობამ ყველაფერი წაახდინა, ამიტომ ადამიანი ძალიან უნდა უფრთხილდეს ამ მანკიერ პროცესს. ღმრთეების წმინდა ეპისტოლეები, რომლებიც “ბჰაგავად-გიტასა” და “შრიმად-ბჰაგავატამშია” გადმოცემული, უდავოდ ტრანსცენდენტული საკითხები გახლავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ასეთი ტრანსცენდენტული თემების პროფესიონალებისგან მოსმენა, რომელიც ისევე აფუჭებს მათ, როგორც გველი შხამავს რძეს უბრალოდ ენის შეხებითაც კი.

ამიტომ წინსვლის მისაღწევად გულწრფელი ერთგული მზად უნდა იყოს უპანიშადების, “ვედანტასა” და წინამორბედი ავტორიტეტების ან გოსვამების მიერ დატოვებული სხვა ნაწარმოებების მოსასმენად. ასეთი ნაწარმოებების მოსმენის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი პროგრესის მიღწევა. მოსმენისა და დარიგებების შესრულების გარეშე მოჩვენებითი ერთგული სამსახური ამაო ხდება და ერთგული სამსახურის გზაზე ერთგვარი არეულობა იქმნება. მაშასადამე, მოჩვენებითი ერთგული სამსახური, რომელიც შრუტის, სმრტის, პურანების ან “პანჩარატრას” ავტორიტეტს არ ეყრდნობა, უმალვე უარყოფილი უნდა იქნას. არაავტორიტეტული ერთგული არასოდეს უნდა ვაღიაროთ წმინდა ერთგულად. ვედური ლიტერატურიდან ამ ცოდნის ათვისების შედეგად ადამიანი საკუთარ თავში გამუდმებით დაინახავს ღმრთების პიროვნების ყოვლისგამჭოლ ლოკალიზებულ ასპექტს. ამას ეწოდება სამადჰი.

ლექსი 13

ატაჰ პუმბჰირ დვიჯა-შრეშთჰა ვარნაშრამა-ვიბჰაგაშაჰ
სვანუშთჰიტასია დჰარმასია სამსიდდჰირ ჰარი-ტოშანამ


ო საუკეთესოვ ორგზისშობილთა შორის, ამიტომ დაასკვნეს, რომ ღმრთეების პიროვნების დაკმაყოფილება უმაღლესი სრულყოფილებაა, რომელიც საკუთარი სასტისა და საფეხურისთვის დაწესებული მოვალეობების შესრულებით მიიღწევა.

განმარტება: ადამიანთა საზოგადოება მთელ მსოფლიოში ოთხ კასტად და ოთხ საფეხურად არის დაყოფილი. ოთხ კასტას მიეკუთვნება გონიერთა, სამხედროთა, ვაჭართა და მუშათა კასტები. კასტებად დაყოფა დამყარებულია ადამიანის შრომასა და თვისებებზე და არა დაბადებაზე. გარდა ამისა, არსებობს სიცოცხლის ოთხი საფეხურიც, სახელდობრ, მოწაფეობის ხანა, მეოჯახეობა, საერო საქმიანობას ჩამოცილება და სრული დასაქმება ერთგულ სამსახურში. ცხოვრების ასეთი დაყოფის საჭიროება ადამიანთა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, სხვაგვარად ჯანსაღ მდგომარეობაში ვერც ერთი საზოგადოება ვერ იარსებებს. და ყოველი ზემოხსენებული დანაყოფის მიზანი უმაღლესი ავტორიტეტის, ღმრთეების პიროვნების დაკმაყოფილება უნდა იყოს. ადამიანთა საზოგადოების ეს სისტემა ცნობილია ვარნაშრამა-დჰარმას სახელით, რომელიც სავსებით ბუნებრივია ცივილიზებული ცხოვრებისთვის. ვარნაშრამას სისტემა იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის საშუალება მიეცეს. იგი ერთი ჯგუფის მეორეზე ხელოვნური ბატონობისთვის არ არის განკუთვნილი. როდესაც ინდრიია-პრიტის, ანუ გრძნობათა დაკმაყოფილებაზე მეტისმეტი მიჯაჭვულობის გამო ადამიანებს ავიწყდებათ სიცოცხლის მიზანი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა, როგორც უკვე განვიხილეთ, ეგოისტი ხალხი ვარნაშრამას ინსტიტუტეს საზოგადოების სუსტი ნაწილის ხელოვნურად დაქვემდებარებისათვის იყენებს. კალი-იუგაში, ანუ ჩხუბის ეპოქაში უკვე მიმდინარეობს ეს ხელოვნური ბატონობა სუსტ ნაწილზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ხალხს ესმის, რომ კასტებისა და საფეხურების სისტემა განკუთვნილია მხოლოდ მშვიდობიანი საზოგადოებრივი ურთიერთობისა და თვითშემეცნებისათვის დამახასიათებელი მაღალი აზროვნებისთვის.

აქ “ბჰაგავატამში” ნათქვამია, რომ სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, ანუ ვარნაშრამა-დჰარმას დაწესებულების სრულქმნა მდგომარეობს იმაში, რომ შეთანხმებულად ვიმოქმედოთ უზენაესი უფლის სასიამოვნოდ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავად-გიტაშიც” (4.13).

Posted by: Atman Jan 29 2011, 02:21 PM

ლექსი 14

ტასმად ეკენა მანასა ბჰაგავან სატვატამ პატიჰ
შროტავიაჰ კირტიტავიაშ ჩა დჰიეიაჰ პუჯიაშ ჩა ნიტიადა


ამიტომ ადამიანმა მუდამ განუხრელი ყურადღებით უნდა ისმინოს, ადიდოს, მოიგონოს და თაყვანი სცეს ღმრთეების პიროვნებას, ერთგულთა მფარველს.

განმარტება: თუკი აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა სიცოცხლის უმაღლეს მიზანს წარმოადგენს, ამისთვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ნებისმიერი ზემოხსენებული კასტისა და სიცოცხლის საფეხურისთვის ძირითადი საქმიანობა არის ოთხი რამ, კერძოდ, ქება-დიდება, მოსმენა, მოგონება და თაყვანისცემა. ამ პრინციპების გარეშე არსებობა არავის შეუძლია. ცოცხალი არსების საქმიანობები სიცოცხლის ამ ოთხ პრინციპს მოიცავს. ყოველი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მოსმენასა და ქება-დიდებაზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით თანამედროვე საზოგადოებაში. ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანი მოკლე დროში ითქვამს სახელს, თუკი მას, დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად, გაზეთებში აქებენ. ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს პრესაში ადიდებენ და მოკლე ვადაში ასეთი შექების შედეგად შეუმჩნეველი ადამიანი მნიშვნელოვანი პირი ხდება. მაგრამ უღირსი ადამიანის ასეთი ცრუ განდიდება სიკეთეს არავის მოუტანს – არც ამ ადამიანს და არც საზოგადოებას. ასეთმა პროპაგანდამ შეიძლება გარკვეული დროებითი შედეგები გამოიღოს, მაგრამ მას მუდმივი შედეგები არ მოჰყვება. ამიტომ ამგვარი საქმიანობები დროის კარგვას წარმოადგენს. თაყვანისცემის ჭეშმარიტი საგანი არის ღმრთეების პიროვნება, რომელმაც შექმნა ყველაფერი, რასაც ვხედავთ. ჩვენ დაწვრილებით განვმარტავთ ამ ფაქტს “ბჰაგავატამის” დასაწყისიდან “ჯანმადი ასია” შლოკადან მოყოლებული. სხვების განდიდების ან სხვების მოსმენის მიდრეკილება მიმართული უნდა იქნას განდიდების ჭეშმარიტი საგნის – უზენაესი არსებისაკენ. და ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს.

ლექსი 15

იად-ანუდჰიასინა იუკტაჰ კარმა-გრანთჰი-ნიბანდჰანამ
ჩჰინდანტი კოვიდას ტასია კო ნა კურიატ კათჰა-რატიმ


ღმრთეების პიროვნების მოგონებით გონიერი ხალხი ხმლით ჭრის კარმის [საპასუხო შედეგების მქონე შრომის] ჩახლართულ კვანძებს. მაშ, ვინ არ დაუგდებს ყურს მის ეპისტოლეებს?

განმარტება: მატერიალურ ელემენტებთან სულიერი ნაპერწკლის ურთიერთობის შედეგად კვანძი იქმნება. ვისაც კარმიული შრომის ქმედებისა და უკუქმედებებისგან განთავისუფლება სურთ, უნდა ჩაჭრან იგი. განთავისუფლება საპასუხო შედეგების მქონე შრომის ციკლიდან თავის დაღწევას ნიშნავს. მას, ვისაც მუდამ ახსოვს ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული გართობები, ეს თავისუფლება თავისთავად ეძლევა. ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ უზენაესი უფლის ყოველი საქმიანობა (მისი ლილები) მატერიალური ენერგიის მოდუსებზე მაღლა დგას. ეს ყოვლადმიმზიდველი სულიერი საქმიანობებია, ამიტომ უზენაესი უფლის სულიერ საქმიანობებთან მუდმივი კავშირი სულიერს ხდის განპირობებულ არსებას და, საბოლოო ჯამში, მატერიალური ტყვეობის მის კვანძს ჭრის.

ამიტომ მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება ერთგული სამსახურის თანმხლები შედეგი გახლავთ. სულიერი ცოდნის მიღწევა განთავისუფლების გარანტიას არ იძლევა. ასეთ ცოდნას ერთგული სამსახური უნდა ახლდეს, რათა საბოლოო ჯამში მხოლოდ ერთგული სამსახური დომინირებდეს. მაშინ განთავისუფლება შესაძლებელი გახდება. კარმიულ მშრომელთა შრომასაც კი, რომელიც საპასუხო შედეგებს იწვევს, განთავისუფლებამდე მივყავართ, როდესაც ერთგული სამსახურით ხდება შემოსილი. ერთგული სამსახურით შემოსილ კრმას კარმა-იოგა ეწოდება. ასევე, ერთგული სამსახურით შემოსილ ცოდნას ჯნანა-იოგა ჰქვია. მაგრამ წმინდა ბჰაკტი იოგა არ არის დამოკიდებული ასეთ კარმასა და ჯნანაზე, რადგან მას არა მარტო განპირობებული სიცოცხლიდან განთავისუფლება, არამედ უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურის მონიჭებაც შეუძლია.

ამიტომ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც შეზღუდული ცოდნის მქონე საშუალო ადამიანზე მაღლა დგას, მუდამ, განუწყვეტლივ უნდა ახსოვდეს ღმრთეების პიროვნება იმით, რომ ისმინოს მის შესახებ, ადიდოს იგი, მოიგონოს და ყოველთვის თაყვანი სცეს მას. ვრნდავანის ექვსი გოსვამი, რომლებსაც შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ დაავალა ბჰაკტის კულტის ქადაგება, მკაცრად იცავდნენ ამ წესს და ჩვენდა სასიკეთოდ, მრავალი ნაწარმოები დაწერეს ტრანსცენდენტული მეცნიერების შესახებ. “შრიმად-ბჰაგავატამისა” და მსგავსი ავტორიტეტული ნაწარმოებების მოძღვრებათა მიხედვით მათ ყოველი კლასის ადამიანს მათი კასტისა და საფეხურის შესაბამისი გზა უჩვენეს.

ლექსი 16

შუშრუშოჰ შრადდადჰანასია ვასუდევა-კათჰა-რუჩიჰ
სიან მაჰატ-სევაია ვიპრაჰ პუნია-ტირთჰა-ნიშევანატ


ო ორგზისშობილო ბრძენებო, დიდი სიკეთეა მანკიერებისაგან სრულიად განწმენდილ ერთგულთა სამსახური. ასეთი სამსახურით ადამიანს ვასუდევას ეპისტოლეთა მოსმენის წადილი უჩნდება.

განმარტება: ცოცხალი არსების განპირობებული სიცოცხლე უფლის წინააღმდეგ მისი აჯანყებით არის გამოწვეული. არსებობენ ადამიანები, რომელთაც დევა, ანუ ღვთისმოსავი ცოცხალი არსებები ეწოდებათ და არსებობს ასურებად, ანუ დემონებად წოდებული ხალხიც, რომელიც უზენაესი უფლის ავტორიტეტს ეწინააღმდეგება. “ბჰაგავად-გიტაში” (მეთექვსმეტე თავში) ასურები ნათლად არიან აღწერილი. იქ ნათქვამია, რომ ისინი ერთი სიცოცხლიდან მეორეში უმეცრების უფრო და უფრო დაბალ მდგომარეობებში ექცევიან, რის გამოც დაბალი ცხოველების ფორმებამდე ეშვებიან და წარმოდგენა არა აქვთ აბსოლუტური ჭეშმარიტების, ღმრთეების პიროვნების შესახებ. უფლის განთავისუფლებულ მსახურთა წყალობით, რომლებიც უფლის ნებით სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ, ეს ასურები თანდათანობით ღმერთის ცნობიერებამდე ადიან. ღმერთის ასეთი ერთგულები უფლის ახლო თანამგზავრები არიან და როდესაც ადამიანთა საზოგადოების უღმერთოებისაგან გადასარჩენად მოდიან, მათ უფლის ძლევამოსილ ინკარნაციებს, უფლის შვილებს, უფლის მსახურებს ან უფლის თანამგზავრებს უწოდებენ. მაგრამ არც ერთი მათგანი მცდარად არ აცხადებს, რომ თვითონაა ღმერთი. ეს ასურების მიერ ჩადენილი მკრეხელობაა და ასეთი ასურების დემონური მიმდევრებიც ღმერთად ან ღმერთის ინკარნაციად აღიარებენ თვალთმაქცებს. არ შეიძლება ვინმეს ღმერთად ან ღმერთის ინკარნაციად აღიარება, თუკი მის ვინაობას განდობილი წერილები არ მოწმობს.

ერთგულებმა, რომელთაც შინ, ღმრთეებასთან დაბრუნება სურთ, ღმერთის მსახურებს ისევე უნდა სცენ თაყვანი, როგორც ღმერთს. ღმერთის ასეთ ერთგულებს მაჰატმები, ანუ ტირთჰები ჰქვიათ და ისინი კონკრეტული დროისა და ადგილის შესაბამისად ქადაგებენ. ღმერთის მსახურები უფლის ერთგულებად გახდომას მოუწოდებენ ხალხს. ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათ ღმერთს უწოდებენ. განდობილ წერილთა მითითების თანახმად, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ თავად ღმერთი გახლდათ, მაგრამ ერთგულის როლს თამაშობდა. ხალხი, რომელიც მას იცნობდა, ღმერთს უწოდებდა მას, მაგრამ იგი ყურებზე ხელებს იფარებდა და უფალი ვიშნუს სახელს წარმოთქვამდა. სასტიკად წინააღმდეგი იყო, რომ მისთვის ღმერთი ეწოდებინათ, თუმცა უეჭველია, რომ იგი თავად ღმერთია. უფალი ასე იმიტომ იქცევა, რომ გაგვაფრთხილოს უსინდისო ადამიანების შესახებ, რომლებსაც მოსწონთ, როცა მათ ღმერთს უწოდებენ.

ღმერთის მსახურები ღმერთის ცნობიერების გასავრცელებლად მოდიან და გონიერმა ხალხმა ყოველმხრივ უნდა ითანამშრომლოს მათთან. ღმერთი მაშინ უფრო კმაყოფილდება, როცა ემსახურებიან არა უშუალოდ მას, არამედ მის მსახურს. უფალი მაშინ უფრო კმაყოფილია, როცა ხედავს, რომ მის მსახურებს ჯეროვნად სცემენ პატივს, რადგან ასეთი მსახურები უფლის სამსახურისთვის ყველაფერს სწირავენ და ამიტომ მეტად ძვირფასნი არიან მისთვის. უფალი ამბობს”ბჰაგავად-გიტაში” (18.69), რომ არავინ არის მისთვის მასზე ძვირფასი, ვინც ყველაფერს მისი დიდების ქადაგებისას სწირავს. უფლის მსახურთა სამსახურის შედეგად ადამიანი თანდათანობით ასეთივე თვისებებს იძენს. ამით იგი ღმერთის დიდების მოსმენისათვის საჭირო თვისებებს ინვითარებს. ღმერთის შესახებ მოსმენის წყურვილი მთავარი თვისებაა ღმერთის სასუფეველში შესვლის ღირსი ერთგულისა.

ლექსი 17

შრნვატამ სვა-კათჰაჰ კრშნაჰ პუნია-შრავანა-კირტანაჰ
ჰრდი ანტაჰ სთჰო ჰი აბჰადრანი ვიდჰუნოტი სუჰრტ სატამ


შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, ყველას გულში მყოფი პარამატმა და გულმართალი ერთგულის კეთილისმყოფელი, მატერიალური განცხრომის სურვილისგან წმენდს იმ ერთგულის გულს, რომელმაც მისი ეპისტოლეების მოსმენის წადილი განივითარა, რომლებიც თავისთავად სათნოა, როდესაც მათ ჯეროვნად ისმენენ და გალობენ.

განმარტება: ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას ეპისტოლეები არ განსხვავდება უფლისგან. ამიტომ, როდესაც უფლის შესახებ მოსმენა და მისი ქება-დიდება შეურაცხყოფის გარეშე ხდება, უნდა გვესმოდეს, რომ უფალი კრშნა მასსავით ძლევამოსილი ტრანსცენდენტული ბგერის სახით იმყოფება იქ. თავის “შიკშაშტაკაში” შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ გარკვევით აცხადებს, რომ უფლის წმინდა სახელს უფლის მთელი ძალა აქვს და რომ უფალმა თავის ურიცხვ სახელებში იგივე ძალა ჩააქსოვა. გალობისათვის არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული დრო და ყველას საკუთარი პირობების შესაბამისად შეუძლია ყურადღებითა და მოწიწებით იგალობოს წმინდა სახელი. უფალი იმდენად მოწყალეა ჩვენდამი, რომ პირადად გვევლინება ტრანსცენდენტული ბგერის სახით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ უფლის სახელისა და საქმიანობების შესახებ მოსმენისა და გალობის გემ ოარ გვესმის. უკვე განვიხილეთ, როგორ ხდება წმინდა ბგერის მოსმენისა და გალობის გემოს განვითარება. ეს შესაძლებელია უფლის წმინდა ერთგულის მსახურებით.

უფალი ორმხრივი ურთიერთობით პასუხობს თავის ერთგულებს. როდესაც ხედავს, რომ ერთგულს გულწრფელად სურს მისი ტრანსცენდენტული სამსახურის დაწყება და უფლის შესახებ მოსმენა სწყურია, ისე მოქმედებს ერთგულის გულში, რომ იგი ადვილად ბრუნდება მასთან. უფალს ჩვენზე მეტად სურს ჩვენი თავის სასუფეველში წაყვანა. უმრავლესობას საერთოდ არ გვინდა ღმრთეებასთან დაბრუნება. ეს მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის სურვილია. შრი კრშნა კი ყოველმხრივ ეხმარება ყველას, ვისაც ღმრთეებასთან დაბრუნება სწადია.

ცოდვებისგან სრული განწმენდის გარეშე ღმერთის სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. მატერიალური ცოდვები მატერიალურ ბუნებაზე ბატონობის ჩვენი სურვილის შედეგებს წარმოადგენს. ასეთი სურვილების მოშორება ძალიან ძნელია. ქალები და სიმდიდრე დიდი პრობლემაა იმ ერთგულისთვის, რომელიც ღმრთეებასთან დაბრუნების გზაზე მიიწევს წინ. ერთგულების გზაზე მდგარი მრავალი მტკიცე პიროვნებაც კი ასეთი ცდუნებების მსხვერპლი გახდა და განთავისუფლების გზიდან გადაუხვია. მაგრამ როდესაც ადამიანს თავად უფალიო ეხმარება, მისი ღვთაებრივი წყალობით მთელი პროცესი უაღრესად იოლი ხდება.

არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი ქალებსა და სიმდიდრესთან ურთიერთობაში აღიგზნოს, რადგან ყოველი ცოცხალი არსება დიდი ხნის მანძილზე, ფაქტიურად უხსოვარი დროიდან არის მათთან კავშირში. ამ უცხო ბუნების ზემოქმედებისაგან განთავისუფლებასაც გარკვეული დრო სჭირდება. მაგრამ თუკი უფლის დიდების შესახებ ისმენს, თანდათანობით მიხვდება თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას. ღმერთის წყალობით ასეთი ერთგული საკმარის ძალას ღებულობს ხელისშემშლელი გარემოებებისაგან თავის დასაცავად და თანდათანობით მისი ჭკუა ყოველგვარი მღელვარებისაგან იწმინდება.

Posted by: Atman Feb 3 2011, 12:18 PM

ლექსი 18

ნაშტა-პრაიეშვ აბჰადრეშAუ ნიტიამ ბჰაგავატა-სევაია
ბჰაგავატი უტტამა-შლოკე ბჰაკტირ ბჰავატი ნაიშთჰიკი


“ბჰაგავატამის” გაკვეთილებზე რეგულარული დასწრებითა და წმინდა ერთგულის მსახურებით თითქმის ბოლომდე ისპობა ყველაფერი, რაც მღელვარებას აყენებს გულს, და შეუქცევადი ხდება სასიყვარულო სამსახური ღმრთეების პიროვნებისა, რომელსაც ტრანსცენდენტული საგალობლებით ადიდებენ.

განმარტება: აქ მოწოდებულია წამალი იმისა, თუ როგორ განიწმინდოს გული ყოველი არასასიკეთოსგან, რაც თვითშემეცნების გზაზე დაბრკოლებად ითვლება. წამალი ბჰაგავატებთან ურთიერთობა გახლავთ. არსებობს ორი სახის ბჰაგავატა, სახელდობრ, “წიგნი “ბჰაგავატა” და ერთგული ბჰაგავატა. ორივე ბჰაგავატა ეფექტური წამალია და ორივეს ან ერთ-ერთ მათგანსაც კი შეუძლია დაბრკოლებების ჩამოცილება. ერთგული ბჰაგავატა არაფრით განსხვავდება წიგნ “ბჰაგავატასგან”, წიგნი “ბჰაგავატა” კი სავსეა ცნობებით ღმრთეების პიროვნებისა და მისი წმინდა ერთგულების შესახებ, რომლებიც ასევე ბჰაგავატებს წარმოადგენენ. წიგნი და პიროვნება ბჰაგავატა იდენტურნი არიან.

ერთგული ბჰაგავატა ბჰაგავანის, ღმრთეების პიროვნების უშუალო წარმომადგენელია. ამიტომ ერთგული ბჰაგავატას დაკმაყოფილებით ადამიანი წიგნ “ბჰაგავატასგან” მიღებულ სიკეთეს ღებულობს. ადამიანის გონება ვერ წვდება იმას, თუ როგორ შეიძლება ერთგულების გზაზე წინსვლა ერთგული ბჰაგავატას ან წიგნ “ბჰაგავატას” მსახურებით. მაგრამ ეს ფაქტია, განმარტებული შრი ნარადადევასს მიერ, რომელიც წინა ცხოვრებაში მოსამსახურე ქალის შვილი იყო. მოსამსახურე ბრძენებს ემსახურებოდა, ამიტომ ნარადასაც მოუწია მათთან ურთიერთობა. უბრალოდ მათთან ურთიერთობითა და ბრძენების საჭმლის ნარჩენთა ჭამითაც კი მოსამსახურის შვილი დიდი ერთგული შრილა ნარადადევა გახდა. ასეთია ბჰაგავატებთან ურთიერთობის საოცარი ზეგავლენა. და ამ ზეგავლენის ძალის პრაქტიკულად გასაგებად უნდა აღინიშნოს, რომ ბჰაგავატებთან ასეთი გულწრფელი ურთიერთობის წყალობით ადამიანი აუცილებლად იოლად მიიღებს ტრანსცენდენტულ ცოდნას, რაც უფლის ერთგულ სამსახურში განამტკიცებს მას. რაც უფრო წინ მიიწევს ადამიანი ერთგულ სამსახურში ბჰაგავატათა წინამძღოლობით, მით უფრო მტკიცდება უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში. ამიტომ წიგნ “ბჰაგავატას” ეპისტოლე ერთგული ბჰაგავატასგან უნდა მოვისმინოთ, ამ ორი ბჰაგავატას ერთობლიობა კი ნეოფიტ ერთგულს გამუდმებით წინსვლაში დაეხმარება.

ლექსი 19

ტადა რაჯას-ტამო-ბჰავაჰ კამა ლობჰადაიაშ ჩა იე
ჩეტა ეტაირ ანავიდდჰამ სთჰიტამ სატტვე პრასიდატი


როგორც კი გულში ურყევი სასიყვარულო სამსახური მტკიცდება, ვნებისა და უმეცრების ბუნების მოდუსების ზეგავლენის შედეგები, როგორიც არის ვნება, სურვილი და ლტოლვა, ქრება გულიდან. მაშინ ერთგული სათნოებაში მტკიცდება და სრულიად ბედნიერი ხდება.

განმარტება: თავის ნორმალურ მდგომარეობაში ცოცხალი არსება სულიერი ნეტარებით სრულიად კმაყოფილია.ყოფიერების ამ მდგომარეობას ეწოდება ბრაჰმა-ბჰუტა, ატმანანდი, ანუ თვითდაკმაყოფილების მდგომარეობა. ეს თვითდაკმაყოფილება უმოქმედო სულელის კმაყოფილებას არა ჰგავს. უმოქმედო სულელი სულელურ უმეცრებაში იმყოფება, თვითდაკმაყოფილებული ატმანანდი კი ტრანსცენდენტულია მატერიალური ყოფიერების მიმართ. ეს საფეხური შეურყეველ ერთგულ სამსახურში განმტკიცებისთანავე მიიღწევა. ერთგული სამსახური არ არის უმოქმედობა, ეს სულის წმინდა საქმიანობაა.

სულის საქმიანობა მატერიასთან კონტაქტის შედეგად იბილწება, ამიტომ ავადმყოფური საქმიანობები ვნების, სურვილის, ლტოლვის, უმოქმედობის, სიგიჟისა და ძილის სახით ვლინდება. ერთგული სამსახურის შედეგად სრულიად წყდება ვნებისა და უმეცრების ზემოქმედება. ერთგული ერთბაშად მტკიცდება სათნოების მოდუსში და შემდგომ პროგრესს აღწევს, რათა ამაღლდეს ვასუდევას, ანუ წმინდა სატტვას, შუდჰჰა-სატტვას მდგომარეობამდე. მხოლოდ შუდდჰა სატტვას მდგომარეობაში, უფლისადმი მისი წმინდა სიყვარულის წყალობით ერთგულს ყოველთვის თვალწინ ეყოლება კრშნა.

ერთგული მუდამ წმინდა სათნოებაში იმყოფება; ამიტომ არავის აყენებს ზიანს. მაგრამ არაერთგული ყოველთვის მავნებელია, რაც არ უნდა განათლებული იყოს. ერთგული არც სულელია და არც ვნებიანი. მავნებელი, სულელი და ვნებიანი არსებები ვერ იქნებიან უფლის ერთგულები, გარეგნულად რაც არ უნდა ერთგულებად მოჰქონდეთ თავი. ერთგულს ყოველთვის ღმერთის ყოველი კარგი თვისება გააჩნია. ეს თვისებები რაოდენობრივად განსხვავდება, მაგრამ თვისობრივად უფალიცა და მისი ერთგულიც ერთი და იგივე არიან.

ლექსი 20

ევამ პრასანნა-მანასო ბჰაგავად-ბჰაკტი-იოგატაჰ
ბჰაგავატ-ტატტვა-ვიჯნანამ მუკტა-სანგასია ჯაიატე


წმინდა სათნოებაში ასე განმტკიცებული, ადამიანი, რომლის ჭკუაც უფლის ერთგულ სამსახურთან კავშირის შედეგად იქნა გამოცოცხლებული, ყოველგვარი მატერიალური ურთიერთობისგან თავისუფალ საფეხურზე, ღმრთეების პიროვნების შესახებ დადებით მეცნიერულ ცოდნას იძენს.

განმარტება: “ბჰაგავად-გიტაში” (7.3) ნათქვამია, რომ ათასობით უბრალო ადამიანს შორის მხოლოდ ერთი იღბლიანი კაცი თუ ცდილობს სიცოცხლეში სრულყოფილების მიღწევას. ძირითადად ადამიანებს ვნებისა და უმეცრების მოდუსები წარმართავს, ამიტომაც ისინი ყოველთვის ავხორცობით, სურვილით, ვნებებით, უმეცრებითა და ძილით არიან დაკავებულნი. მრავალ ასეთ ადამიანისმაგვარ ცხოველს შორის სინამდვილეში ერთი კაცი თუ მოიძებნება, რომელსაც ესმის ადამიანის სიცოცხლის პასუხისმგებლობა და დაწესებული მოვალეობების შესრულებით სიცოცხლეში სრულყოფილების მიღწევას ცდილობს. მრავალ ათასობით ასეთ ადამიანს შორის კი ერთმა შეიძლება მეცნიერულად იცოდეს ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას შესახებ. იგივე “ბჰაგავად-გიტაში” (18.55) ნათქვამია ისიც, რომ შრი კრშნას შესახებ მეცნიერული ცოდნის გაგება მხოლოდ ერთგული სასახურით (ბჰაკტი-იოგათი) არის შესაძლებელი.

ზემოხსენებული სიტყვები აქ იგივეს ადასტურებს. ღმრთეების პიროვნების შესახებ მეცნიერული ან სრულყოფილი ცოდნის შეძენის უნარი არ შესწევს არც ჩვეულებრივ პიროვნებას და არც ადამიანის სიცოცხლეში წარმატებას მიღწეულ კაცსაც. ადამიანის სიცოცხლეში სრულყოფილება მიიღწევა მაშინ, როდესაც კაცი ხვდება, რომ სინამდვილეში იგი მატერიის პროდუქტი კი არა, სულია. და როგორც კი მიხვდება, რომ მატერიასთან არაფერი ესაქმება, უმალვე უარს ამბობს თავის მატერიალურ მისწრაფებებზე და ცოცხლდება როგორც სულიერი არსება. ამ წარმატების მიღწევა შეიძლება მაშინ, როდესაც ადამიანი ვნებისა და უმეცრების მოდუსებზე აღიმართება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი ბრაჰმანის თვისებებს შეიძენს. ბრაჰმანი სატტვა-გუნას, ანუ სათნოების მოდუსის სიმბოლოა. სხვები კი, რომლებიც სათნოების მოდუსში არ იმყოფებიან, კშატრიები, ვაიშიები, შუდრები ან შუდრებზე მდაბიონი არიან. ბრაჰმანული საფეხური ადამიანის სიცოცხლის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს, რადგან ბრაჰმანი მრავალი კარგი თვისებით ხასიათდება. ასე რომ, ადამიანი ერთგული ვერ გახდება, თუკი ბრაჰმანის თვისებებს მაინც არ ფლობს. თავისი ქცევით ერთგული უკვე ბრაჰმანია. მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოიწურება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ასეთი ბრაჰმანი რეალურად ვაიშნავი უნდა გახდეს., რათა სინამდვილეში იმყოფებოდეს ტრანსცენდენტულ საფეხურზე. წმინდა ვაიშნავი განთავისუფლებული სულია და ბრაჰმანზე მაღლაც დგას.მატერიალურ საფეხურზე ბრაჰმანიც კი განპირობებული სულია, რადგან თუმცა ბრაჰმანულ საფეხურზე ბრაჰმანის ან ტრანსცენდენციის შეცნობა ხდება, მას მაინც აკლია მეცნიერული ცოდნა უზენაესი უფლის შესახებ. ადამიანმა უნდა გადალახოს ბრაჰმანული საფეხური და მიაღწიოს ვასუდევას საფეხურს, რათა ღმრთეების პიროვნება კრშნა შეიცნოს. მეცნიერება ღმრთეების პიროვნების შესახებ სულიერ გზაზე მყოფ “ასპირანტთა” შესწავლის საგანია. სულელებს, ანუ შეზღუდული ცოდნის მქონე ადამიანებს არ ესმით უზენაესი უფალი და ისინი კრშნას ვინაობას თავისებურად განმარტავენ. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სანამ სული მატერიალური მოდუსების უწმინდურებისგან არ განიწმინდება, ვერ შეძლებს ღმრთეების პიროვნების მეცნიერების გაგებას (ბრაჰმანის საფეხურზედაც კი). როდესაც კვალიფიცირებული ბრაჰმანი ჭეშმარიტი ვაიშნავი ხდება, განთავისუფლების ამ გამოცოცხლებულ საფეხურზე რეალურად ხვდება, ვინ არის ღმრთეების პიროვნება.

Posted by: Atman Feb 4 2011, 09:06 AM

ლექსი 21

ბჰიდიატე ჰრდაია-გრანთჰიშ ჩჰიდიანტე სარვა-სამშაიაჰ
კშიიანტე ჩასია კარმანი დრშტა ევატმანიშვარე


ასე იკვეთება გულის კვანძი და ნაკუწ-ნაკუწ იჭრება ყოველი ეჭვი. როდესაც ცოცხალი არსება ხედავს, რომ სულია მბრძანებელი, კარმიული საქმიანობების ჯაჭვი წყდება.

განმარტება: ღმრთეების პიროვნების შესახებ მეცნიერული ცოდნის მიღება ამავე დროს საკუთარი თავის დანახვასაც ნიშნავს. არსებობს მრავალი მოსაზრება და გაუგებრობა იმის თაობაზე, რომ ცოცხალი არსება სულია. მატერიალისტს არ სჯერა სულის არსებობა, ემპირიულ ფილოსოფოსს კი სწამს სულიერი მთელის უპიროვნო ასპექტისა, რომელიც მოკლებულია ცოცხალ არსებათა ინდივიდუალობას. მაგრამ ტრანსცენდენტალისტები ამტკიცებენ, რომ სული და ზესული არის ორი განსხვავებული პიროვნება თვისობრივად ერთი, მაგრამ რაოდენობრივად განსხვავებული. არსებობს მრავალი სხვა თეორიაც, მაგრამ ყოველ ამ განსხვავებულ მოსაზრებას ერთბაშად ნათელი ეფინება, როგორც კი ბჰაკტი იოგას პროცესით ადამიანი ჭეშმარიტად შეიცნობს შრი კრშნას. შრი კრშნა მზეს ჰგავს, აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ მატერიალური მოსაზრებები კი უკუნეთი შუაღამის მსგავსია. როგორც კი გულში კრშნას მზე ამობრწყინდება, აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და ცოცხალ არსებათა შესახებ მატერიალისტურ მოსაზრებათა წყვდიადს მაშინვე ნათელი ეფინება. მზეში წყვდიადი არ არსებობს. უმეცრების წყვდიადში დამალული ფარდობითი ჭეშმარიტებებიც აშკარავდება კრშნას წყალობით, რომელიც ყოველ გულში ზესულის სახით იმყოფება.

“ბჰაგავად-გიტაში” (10.11) უფალი ამბობს, რომ თავისი წმინდა ერთგულებისადმი განსაკუთრებული წყალობით იგი ერთგულის გულში წმინდა ცოდნის შუქს ანთებს და ამით პირადად აქარწყლებს ყოველგვარი გაუგებრობის წყვდიადს. ამიტომ უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურით დაკავებული ერთგული წყვდიადში ვერ იქნება, რადგან ღმრთეების პიროვნება უნათებს გულს. იგი ყველაფერს ხვდება აბსოლუტური და ფარდობითი ჭეშმარიტებების შესახებ. ერთგული წყვდიადში ვერ იქნება, რადგან ღმრთეების პიროვნება უნათებს გულს. იგი ყველაფერს ხვდება აბსოლუტური და ფარდობითი ჭეშმარიტებების შესახებ. ერთგული წყვდიადში ვერ იქნება და რაკი მას ღმრთეების პიროვნება ნათელს ჰფენს, მისი ცოდნა უდავოდ სრულყოფილია. ამას ვერ ვიტყვით მათ შესახებ, ვინც შემეცნების თავიანთი შეზღუდული ძალით ცდილობენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე მსჯელობას. სრულყოფილ ცოდნას ეწოდება პარამპარა, ანუ დედუქციური ცოდნა, გადაცემული ავტორიტეტისგან მორჩილი მსმენელისათვის, რომლის გულწრფელობაც სამსახურსა და მინდობაში გამოიხატება. შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს არ დავემორჩილოთ უზენაესს და თანაც ვიცნობდეთ მას. ღმერთს უფლება აქვს, არ გაემხილოს მთელის ასეთ მეამბოხე უმნიშვნელო ნაპერწკალს, რომელიც ილუზორული ენერგიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ერთგულები მორჩილნი არიან, ამიტომ ტრანსცენდენტული ცოდნა ეშვება ღმრთეების პიროვნებიდან ბრაჰმაზე, ბრაჰმადან კი მის ვაჟიშვილებსა და თანმიმდევრობის მოწაფეებზე. ამაში მათ ეხმარება ზესული, რომელიც ერთგულთა გულებში იმყოფება. ასეთია ტრანსცენდენტული ცოდნის შესწავლის სრულყოფილი გზა.

ამგვარი გასხივოსნება ერთგულს მატერიისა და სულის სრულყოფილი გარჩევის უნარს აძლევს, რადგან სულისა და მატერიის კვანძი უფლის მიერ არის შეკრული. ამ კვანძს აჰანკარა ეწოდება და იგი აიძულებს ცოცხალ არსებას, შეცდომით გააიგივოს თავი მატერიასთან. ამიტომ ამ კვანძის გახსნისთანავე იფანტება ეჭვის ღრუბლები. ცოცხალი არსება ხედავს თავის ბატონს და ბოლომდე ერთვება უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში, წყვეტს რა კარმიული საქმიანობის ჯაჭვს. მატერიალურ ყოფიერებაში ცოცხალი არსება კარმიული შრომის ჯაჭვს იქმნის და სიცოცხლიდან სიცოცხლეში ამ საქმიანობათა კარგი და ცუდი შედეგებით ტკბება. მაგრამ როგორც კი უფლის სასიყვარულო სამსახურს დაიწყებს, უმალვე თავისუფლდება კარმის ჯაჭვებისაგან. მისი მოქმედებები საპასუხო შედეგებს აღარ იწვევს.

ლექსი 22

ატო ვაი კავაიო ნიტიამ ბჰაკტიმ პარამაია მუდა
ვასუდევე ბჰაგავატი კურვანტი ატმა-პრასადანიმ


ამიტომ უდავოა, რომ უხსოვარი დროიდან ყოველი ტრანსცენდენტალისტი დიდი სიხარულით, ერთგულად ემსახურება უფალ კრშნას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რადგან ასეთი სამსახური სულს აცოცხლებს.

განმარტება: აქ ხაზგასმით არის აღნიშნული ღმრთეების პიროვნების, შრი კრშნას ერთგული სამსახურის თავისებურება. უფალი შრი კრშნა ღმრთეების პიროვნების სვაიამ-რუპაა და ღმრთეების ყოველი დანარჩენი ფორმა, დაწყებული შრი ბალადევათი, სანკარშანათი, ვასუდევათი, ანირუდდჰათი, პრადიუმნათი და ნარაიანათი, გაგრძელებული პურუშა-ავატარებით, გუნა ავატარებით, ლილა-ავატარებით, იუგა-ავატარებითა და ღმრთეების პიროვნების ათასობით სხვა გამოვლინებით, უფალი შრი კრშნას სრული ნაწილები და შემადგენელი ნაწილები არიან. ცოცხალი არსებები ღმრთეების პიროვნების განუყოფელ ნაწილაკებს წარმოადგენენ. ამიტომ უფალი შრი კრშნა ღმრთეების თავდაპირველი ფორმაა და ტრანსცენდენციის უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს. ამრიგად, იგი უფრო მიმზიდველია მაღალ საფეხურზე მდგომი ტრანსცენდენტალისტებისთვის, რომლებიც უფლის მარადიულ გართობებში მონაწილეობენ. შრი კრშნასა და ბალადევას გარდა, ღმრთეების სხვა ფორმებთან შეუძლებელია ისეთი ახლო პიროვნული კავშირის დამყარება, როგორიც ვრაჯაბჰუმიში უფლის ტრანსცენდენტულ გართობებს ახასიათებს. ზოგიერთი ნაკლებად გონიერი ადამიანის მტკიცების მიუხედავად, უფალი შრი კრშნას ტრანსცენდენტული გართობები ახლად გამოგონილი როდია; მისი გართობები მარადიულია და გარკვეულ დროს, ბრაჰმაჯის დღეში ერთხელ ვლინდება, ისევე როგორც მზე ამოდის აღმოსავლეთის ჰორიზონტზე ყოველი ოცდაოთხი საათის მიწურულს.

Posted by: Atman Feb 6 2011, 11:51 AM

აუდიოწიგნები "შრიმად-ბჰაგავატამზე" (კომენტარების გარეშე და ლამაზი მუსიკალური გაფორმებით):

http://pix.ge/

http://bharati.ru/audios/books/Vaishnava

Posted by: Atman Feb 8 2011, 11:15 AM

ლექსი 23

სატტვამ რაჯას ტამა იტი პრაკრტერ გუნას ტაირ
იუკტაჰ პარაჰ პურუშა ეკა იჰასია დჰატტე
სთჰიტი-ადაიე ჰარი-ვირინჩი-ჰარეტი სამჯნაჰ
შრეიამსი ტატრა ქჰალუ სატტვა-ტანორ ნრნამ სიუჰ


ღმრთეების ტრანსცენდენტული პიროვნება არაუშუალოდ არის დაკავშირებული მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან, სახელდობრ, ვნებას, სათნოებასა და უმეცრებასთან. მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისთვის იგი ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას სამ თვისობრივ ფორმას ღებულობს. ამ სამიდან ადამიანებს საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუს, სათნოების თვისებების ფორმისაგან შეუძლიათ.

განმარტება: ზემოთ განმარტებული იქნა, რომ საჭიროა ერთგულად ვემსახუროთ უფალ შრი კრშნას, რომელიც თავისი სრუყლი ნაწილების სახით ვლინდება, და ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. უფალი შრი კრშნა და მისი ყოველი სრული ნაწილი ვიშნუ-ტატტვა, ანუ უზენაესი ღმერთია. შრი კრშნას პირველი გამოვლინება არის ბალადევა. ბალადევასგან ვლინდება სანკარშანა, სანკარშანასგან – ნარაიანა, ნარაიანასგან – მეორე სანკარშანა, სანკარშანასგან კი – ვიშნუ პურუშა-ავატარები. ვიშნუ, ანუ მატერიალურ სამყაროში სათნოების თვისების ღვთაება არის კშიროდაკაშაიი ვიშნუს, ანუ პარამატმას სახელით ცნობილი პურუშა-ავატარა. ბრაჰმა რაჯასის (ვნების) ღვთაებაა, შივა კი – უმეცრებისა. ისინი მატერიალური სამყაროს სამი თვისების განმგებლები არიან. ქმნილება ვიშნუს სათნოებით ხდება შესაძლებელი და საჭიროების შემთხვევაში უფალი შივა ანადგურებს მას თავისი ტანდავა-ნრტიათი. შესაბამისად, მატერიალისტები და სულელი ადამიანები ბრაჰმასა და შივას ეთაყვანებიან. მაგრამ წმინდა ტრანსცენდენტალისტები თაყვანს სცემენ სათნოების ფორმას, ვიშნუს, მის ათასგვარ სახეებში. ვიშნუ თავისი მილიონობითა და მილიარდობით შემადგენელი და განცალკევებული ფორმების სახით ვლინდება. შემადგენელ ფორმებს ეწოდებათ ღმრთეება, განცალკევებულ ფორმებს კი – ცოცხალი არსებები, ანუ ჯივები. ჯივებსაც და ღმრთეებასაც თავიანთი თავდაპირველი სულიერი ფორმები აქვთ. ზოგჯერ ჯივები მატერიალური ენერგიის კონტროლის ქვეშ ექცევიან, მაგრამ ვიშნუს ფორმები ყოველთვის ამ ენერგიის განმგებლები არიან. როდესაც ვიშნუ, ღმრთეების პიროვნება მატერიალურ სამყაროს ევლინება, იგი მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ მყოფი განპირობებული ცოცხალი არსებების გასანთავისუფლებლად ეშვება. ასეთი ცოცხალი არსებები ღმერთად გახდომის ჩანაფიქრით მოდიან მატერიალურ სამყაროში, ამიტომაც ბუნების სამი მოდუსის ხაფანგში ექცევიან. ცოცხალ არსებებს ტყვეობის სხვადასხვა ვადების მოსახდელად მატერიალური სამოსელის გამოცვლა უწევთ. მატერიალური სამყაროს საპყრობილე ღმრთეების პიროვნების ხელმძღვანელობით ბრაჰმას მიერ იქმნება, კალპას დასასრულს კი ყველაფერს შივა ანადგურებს. მაგრამ საპყრობილეს შენარჩუნებაზე ვიშნუ ზრუნავს, ისევე როგორც სახელმწიფო ინახავს სახელმწიფო საპყრობილეს. ამიტომ ყველამ, ვისაც დაბადების, სიკვდილის, ავადმყოფობისა და სიბერის ტანჯვებით აღსავსე მატერიალური ყოფიერების ამ საპყრობილედან თავის დაღწევა სურს, განთავისუფლების მისაღწევად უფალ ვიშნუს უნდა ასიამოვნოს. უფალი ვიშნუს თაყვანისცემა მხოლოდ ერთგული სამსახურით ხდება, ხოლო თუკი ვინმეს მატერიალური სამყაროს საპყრობილეში დარჩენა უწერია, შივას, ბრაჰმას, ინდრასა და ვარუნას მსგავსი ნახევარღმერთებს შეუძლია სთხოვოს დროებითი შვებისთვის წარმავალი საშუალებები. მაგრამ არც ერთ ნახევარღმერთს არ ძალუძს დაპატიმრებული ცოცხალი არსების განპირობებული მატერიალური ცხოვრებიდან განთავისუფლება. ამის უნარი მხოლოდ ვიშნუს შესწევს. ამიტომ საბოლოო სიკეთის მიღება ვიშნუსგან, ღმრთეების პიროვნებისგან შეიძლება.

ლექსი 24

პართჰივად დარუნო დჰუმას ტასმად აგნის ტრაიიმაიაჰ
ტამასას ტუ რაჯას ტასმატ სატტვამ იად ბრაჰმა-დარშანამ


შეშა სახეშეცვლილი მიწაა, მაგრამ კვამლი ნედლ შეშას სჯობია. ცეცხლი კი ამაზე უკეთესია, რადგან მისი წყალობით მაღალი ცოდნის სარგებლობის მოპოვება შეიძლება [ვედური მსხვერპლშეწირვებით]. ამის მსგავსად, ვნება [რაჯასი] უმეცრებას [ტამასს] სჯობია, მაგრამ სათნნოება [სატტვა] ყველაზე უკეთესია, რადგან სათნოებით აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა შეიძლება.

განმარტება: როგორც ვთქვით, ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახური განპირობებული მატერიალური ყოფიერებიდან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ამავე ლექსში ნათქვამია, რომ უფლის ერთგული სამსახურის შესასრულებლად ადამიანი სათნოების მოდუსის (სატტვას) საფეხურზე უნდა ავიდეს. წინსვლის გზაზე დაბრკოლებების მიუხედავად, გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით ყველას, მათ შორის ტამასის დონეზე მყოფსაც კი შეუძლია სატტვას საფეხურზე აღმართვა. ამიტომ პროგრესის მისაღწევად გულწრფელმა კანდიდატმა გამოცდილ სულიერ მოძღვარს უნდა მიმართოს, ჭეშმარიტ, ღირსეულ სულიერ მოძღვარს კი მოსწავლის სიცოცხლის ნებისმიერი საფეხურიდან, ტამასის, რაჯასის ან სატტვადან გამოყვანის უნარი შესწევს.

ამიტომ შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნების ნებისმიერი თვისების ან ნებისმიერი ფორმის თაყვანისცემა ერთნაირად სასიკეთო შედეგებს იძლევა. ვიშნუს გარდა ყოველი განცალკევებული ფორმა მატერიალური ენერგიის გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მატერიალური ენერგიისგან შემდგარი ფორმები ვერავის დაეხმარება სატტვას საფეხურის მიღწევაში, რაც მატერიალური ტყვეობიდან ცოცხალი არსების განთავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს.

ითვლება, რომ არაცივილიზებულ ცხოვრებას, ანუ დაბალი ცხოველების ცხოვრებას ტამასის მოდუსი განაგებს. ცხოვრება ცივილიზებული ადამიანისა, რომელსაც ათასგვარი მატერიალური მონაპოვრის მიღება სწყურია, რაჯასს ეკუთვნის. რაჯასის საფეხურზე ოდნავ ჩანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობის გზა ფილოსოფიის, ხელოვნებისა და კულტურის ნატიფი გრძნობების სახით, რომელსაც მორალური და ეთიკური პრინციპები აქვს დამატებული, მაგრამ სატტვას მოდუსი უფრო მაღალი მატერიალური თვისებაა, რომელიც რეალურად ეხმარება ადამიანს აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თაყვანისცემის სხვადასხვა მეთოდები და განმგებელი ღვთაებების, კერძოდ, ბრაჰმას, ვიშნუსა და ჰარასგან მიღებული შესაბამისი შედეგები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ლექსი 25

ბჰეჯირე მუნაიო თჰაგრე ბჰაგავანტამ ადჰოკშაჯამ
სატტვამ ვიშუდდჰამ კშემაია კალპანტე იე ‘ნუ ტან იჰა


წარსულში ყოველი დიდი ბრძენი ღმრთეების პიროვნებას ემსახურებოდა, რადგან იგი მატერიალური ბუნების სამ მოდუსზე მაღლა დგას. ისინი თაყვანს სცემდნენ მას, რათა თავი დაეღწიათ მატერიალური პირობებისგან და ამით საბოლოო სიკეთე მიეღოთ. ამ დიდი ავტორიტეტების მიმდევარიც ღირსია მატერიალური სამყაროდან განთავისუფლებისა.

განმარტება: რელიგიის მიზანი არ გახლავთ არც მატერიალური მოგება და არც უბრალოდ სულის მატერიისგან გამორჩევის ცოდნის მიღება. რელიგიური საქმიანობების საბოლოო მიზანი არის მატერიალური ტყვეობიდან განთავისუფლება და ტრანსცენდენტულ სამყაროში თავისუფლების მოპოვება, სადაც ღმრთეების პიროვნება, უზენაესი პიროვნება იმყოფება. ამიტომ რელიგიის კანონები უშუალოდ ღმრთეების პიროვნების მიერ არის დაწესებული და მაჰაჯანების, ანუ ღმერთის მიერ უფლებამოსილი შუამავლების გარდა არავინ იცის რელიგიის დანიშნულება. არსებობს უფლის თორმეტი განსაკუთრებული შუამავალი, რომელიც ამ ცოდნას ფლობს და ყოველი მათგანი უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურს ეწევა. მათ, ვისაც საკუთარი თავისთვის კარგი უნდათ, შეუძლიათ გაჰყვნენ ამ მაჰაჯანებს და უმაღლესი სიკეთე ჰპოვონ.

Posted by: Atman Feb 9 2011, 10:30 AM

ლექსი 26

მუმუკშავო გჰორა-რუპან ჰიტვა ბჰუტა-პატინ ათჰა
ნარაიანა-კალაჰ შანტა ბჰაჯანტი ჰი ანასუიავაჰ


განთავისუფლების მსურველებს, როგორც წესი, არავისი შურთ და პატივს სცემენ ყველას, მაგრამ ისინი მაინც უარს ამბობენ ნახევარღმერთების საშინელ და შემზარავ ფორმებზე და ყოვლადნეტარი ვიშნუს ფორმებსა და მის სრულ ნაწილებს სცემენ თაყვანს.

განმარტება: ღმრთეების უზენაესი პიროვნება, შრი კრშნა, რომელიც თავდაპირველი პიროვნებაა ვიშნუს კატეგორიაში, ორი სხვადასხვა კატეგორიის სახით ავრცელებს თავს, კერძოდ, როგორც შემადგენელი სრული ნაწილები და როგორც განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკები. განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკები მსახურები არიან, შემადგენელი სრული ნაწილები კი – თაყვანისცემისა და მსახურების ობიექტები.

უზენაესი უფლის მიერ უფლებამოსილი ყოველი ნახევარღმერთიც განცალკევებულ განუყოფელ ნაწილაკს წარმოადგენს. ისინი არ მიეკუთვნებიან ვიშნუ-ტატტვას კატეგორიას. ვიშნუ-ტატტვა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნების თანაბარი ძალის მქონე ცოცხალი არსებები არიან და დროისა და ვითარების შესაბამისად ისინი სხვადასხვა კატეგორიის ძალებს ავლენენ. განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკების ძალა შეზღუდულია. მათ არ გააჩნიათ ვიშნუ ტატტვასათვის დამახასიათებელი უსაზღვრო ძალა. ამიტომ არასოდეს შეიძლება ვიშნუ-ტატტვას, ანუ ნარაიანას, ღმრთეების პიროვნების სრული ნაწილებისა და განუყოფელი ნაწილაკების ერთ კატეგორიაში მოქცევა. ვინც ამას ჩადის, უმალვე პაშანდიდ წოდებული მკრეხელი ხდება. კალის ეპოქაში მრავალი უმეცარი პიროვნება უშვებს მსგავს შეურაცხყოფას და ერთმანეთს უტოლებს ამ ორ კატეგორიას.

განცალკევებულ განუყოფელ ნაწილაკებს სხვადასხვა მატერიალური ძალა აქვთ და ზოგიერთი მათგანი კალა-ბჰაირავას, შანის, მაჰაკალისა და ჩანდოკას მსგავსია. როგორც წესი, ამ ნახევარღმერთებს თაყვანს სცემენ ისინი, ვინც წყვდიადის, ანუ უმეცრების მოდუსის უმდაბლეს კატეგორიას მიეკუთვნებიან. დანარჩენ ნახევარღმერთებს, როგორებიც არიან ბრაჰმა, შივა, სურია, განეშა და მრავალი სხვა ღვთაება, ეთაყვანებიან ვნების მოდუსში მყოფი ადამიანები, რომელთაც მატერიალური სიამოვნების წადილი ამოძრავებთ. მაგრამ მატერიალური ბუნების სათნოების მოდუსში (სატტვა-გუნაში) მყოფნი მხოლოდ ვიშნუ ტატტვას სცემენ თაყვანს. ვიშნუ-ტატტვა წარმოდგენილია სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით, როგორებიც არიან ნარაიანა, დამოდარა, ვამანა, გოვინდა და ადჰოკშაჯა.

ღირსეული ბრაჰმანები შალაგრამა-შილას სახით წარმოდგენილ ვიშნუ-ტატტვას სცემენ თაყვანს და მაღალი კასტებიც – კშატრიები და ვაიშიები – ვიშნუ-ტატტვას ეთაყვანებიან.

სათნოების მოდუსში მყოფ უაღრესად კვალიფიცირებულ ბრაჰმანებს სხვების თაყვანისცემის მეთოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ისინი დიდ პატივს სცემენ ნახევარღმერთებს, კალა-ბჰაირავას ან მაჰაკალის მსგავს საშინელი გარეგნობის მქონე ნახევარღმერთებსაც კი. მათ მშვენივრად იციან, რომ უზენაესი უფლის ეს საშინელი ფორმები უფლის მსახურები არიან, რომლებიც სხვადასხვა პირობებში იმყოფებიან, მაგრამ მაინც უარს ამბობენ ნახევარღმერთების საშინელი თუ მიმზიდველი ფორმების თაყვანისცემაზე და ყურადღება მხოლოდ ვიშნუს ფორმებზე გადააქვთ, რადგან სერიოზულად სურთ მატერიალური პირობებიდან განთავისუფლება. ნახევარღმერთებს, მათ შორის ბრაჰმასაც, რომელიც მთავარია ნახევარღმერთებს შორის, არ შეუძლიათ ვინმესთვის თავისუფლების მინიჭება. ჰირანიაკაშიპუმ უკვდავების მისაღწევად მკაცრი ეპითემიები შეასრულა, მაგრამ მისმა სათაყვანებელმა ღვთაებამ, ბრაჰმამ, ვერ უბოძა მას ეს წყალობა. ამიტომ მხოლოდ ვიშნუს ჰქვია მუკტი-პადა, ანუ ღმრთეების პიროვნება, რომელსაც მუკტის, ანუ განთავისუფლების მინიჭება შეუძლია. ნახევარღმერთები, მატერიალური სამყაროს დანარჩენი ცოცხალი არსებების მსგავსად, ისპობიან მატერიალური სამყაროს განადგურებისას. მათ საკუთარი თავის განთავისუფლებაც კი არ შეუძლიათ, და რაღა უნდა ვთქვათ მათი ერთგულების განთავისუფლებაზე. ნახევარღმერთებს თავიანთი თაყვანისმცემლებისათვის მხოლოდ დროებითი და არა მარადიული სიკეთის მიცემა ძალუძთ.

სწორედ ამის გამო უარყოფენ განთავისუფლების მსურველები ნახევარღმერთთა თაყვანისცემას, თუმცა არც ერთი მათგანის მიმართ არა აქვთ უპატივცემულობის გრძნობა.

ლექსი 27

რაჯას-ტამაჰ-პრაკრტაიაჰ სამა-შილა ბჰაჯანტი ვაი
პიტრ-ბჰუტა-პრაჯეშადინ შრიიაიშვარია-პრაჯეპსავაჰ


ვნებისა და უმეცრების მოდუსებში მყოფნი თაყვანს სცემენ წინაპრებს, დანარჩენ ცოცხალ არსებებსა და ნახევარღმერთებს, რომლებიც კოსმიურ მოვლენებს განაგებენ, რადგან ქალების, ქონების, ძალაუფლებისა და შთამომავლობის მოპოვების მატერიალური სურვილები ამოძრავებთ.

განმარტება: მას, ვისაც სერიოზულად სურს ღმრთეებასთან დაბრუნება, არც ერთი ნახევარღმერთის თაყვანისცემა არ ესაჭიროება. “ბჰაგავად-გიტაში” (7.20,23) გარკვევითაა ნათქვამი, რომ მატერიალურ განცხრომაზე გაგიჟებული ხალხი სხვადასხვა ნახევარღმერთებს მიმართავს წარმავალი სიკეთის მისაღებად, რაც მცირე ცოდნის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ არასოდეს უნდა მოვისურვოთ მატერიალური განცხრომის გაზრდა. მატერიალური სიამოვნება საჭიროა მხოლოდ სიცოცხლის მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად – არც მეტი, არც ნაკლები. მატერიალური სიამოვნების ზრდა საკუთარი თავის მატერიალურ ყოფიერებაში დატყვევებას ნიშნავს. მეტი ქონება, მეტი ქალები, და ცრუ არისტოკრატიზმი მატერიალურად განწყობილი ადამიანის ზოგიერთი მოთხოვნილებებია, რადგან მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შეიძლება ვიშნუს თაყვანისცემით. ვიშნუს თაყვანისცემა სარგებელს იძლევა როგორც ამ, ასევე სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაშიც. ამის დავიწყების გამო მეტი ქონების, მეტი ცოლებისა და მეტი შვილების მაძიებელი სულელი ხალხი სხვადასხვა ნახევარღმერთს ეთაყვანება. სიცოცხლის მიზანი ტანჯვის მოსპობაა და არა მისი გაზრდა.

მატერიალური სიამოვნებისთვის არ არის საჭირო ნახევარღმერთებისადმი მიმართვა. ნახევარღმერთები უფლის მსახურები არიან მხოლოდ. ისინი ვალდებულნი არიან დაგვიკმაყოფილონ სასიცოცხლო მოთხოვნილებები წლის, სინათლის, ჰაერისა და სხვ. სახით. ადამიანმა ბევრი უნდა იშრომოს და არსებობისთვის მძაფრი ბრძოლის ნაყოფებით თაყვანი სცეს უზენაეს უფალს და ეს მისი სიცოცხლის მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს. დაწესებული სამსახური ღმერთის რწმენით, სწორად უნდა შესრულდეს და ეს თანდათანობით ღმრთეებასთან დაბრუნების გზაზე წინსვლაში დაგვეხმარება.

როდესაც უფალი შრი კრშნა პირადად იმყოფებოდა ვრაჯადჰამაში, მან შეაჩერა ნახევარღმერთ ინდრას თაყვანისცემა და ვრაჯას მაცხოვრებლებს ურჩია, თავიანთი შრომით ღმერთისთვის ეცათ თაყვანი და მისი რწმენა ჰქონოდათ. მატერიალური მოგების მიზნით მრავალრიცხოვანი ნახევარღმერთების თაყვანისცემა ფაქტიურად რელიგიის დამახინჯებას წარმოადგენს. ასეთი რელიგიური საქმიანობა როგორც კაიტავა-დჰარმა “ბჰაგავატამის” დასაწყისშივე იქნა უარყოფილი. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი რელიგია, რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს და ესაა ბჰაგავატა-დჰარმა, ანუ რელიგია, რომელიც გვასწავლის, რომ თაყვანი უნდა ვცეთ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას და სხვას არავის.

Posted by: Atman Feb 10 2011, 10:09 AM

ლექსი 28-29

ვასუდევა-პარა ვედა ვასუდევა-პარა მაქჰაჰ
ვასუდევა-პარა იოგა ვასუდევა-პარაჰ კრიიაჰ


ვასუდევა-პარამ ჯნანამ ვასუდევა-პარამ ტაპაჰ
ვასუდევა-პარო დჰარმო ვასუდევა-პარა გატიჰ


განდობილ წერილებში ცოდნის საბოლოო მიზანი არის შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება. მსხვერპლშეწირვის შესრულების მიზანს მისი დაკმაყოფილება წარმოადგენს. იოგა მისი შეცნობისთვის არის განკუთვნილი. ყოველი კარმიული საქმიანობის შედეგებს საბოლოო ჯამში მხოლოდ იგი იძლევა. იგია უმაღლესი ცოდნა და ყოველი მკაცრი ასკეზა მის შესაცნობად სრულდება. რელიგია [დჰარმა] მისი სასიყვარულო სამსახური გახლავთ. იგია სიცოცხლის უმაღლესი მიზანი.

განმარტება: ამ ორ შლოკაში დადასტურებულია, რომ შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, თაყვანისცემის ერთადერთ ობიექტს წარმოადგენს. ვედური ლიტერატურაც იგივე მიზანს ისახავს: მასთან ურთიერთობის დამყარებას და, საბოლოო ჯამში, მისადმი ჩვენი სასიყვარულო სამსახურის გამოცოცხლებას. ეს არის ვედების მთელი არსი. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი თავის აზრს თავისი სიტყვებით ადასტურებს: ვედების საბოლოო მიზანი მხოლოდ მისი შეცნობაა. მთელი განდობილი წერილები მოამზადა უფალმა, როდესაც შრილა ვიასადევას ინკარნაციის სახით მოევლინა, რათა გაეხსენებინა მატერიალური ბუნებით განპირობებული დაცემული სულებისთვის შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება. ასეთია მთელი ვედური ლიტერატურის დასკვნა. იმპერსონალისტები, რომელთაც არაფერი ესმით ღმრთეების პიროვნების შესახებ, ამცირებენ უზენაესი უფლის ყოვლისშემძლეობას და დანარჩენი ცოცხალი არსებების დონეზე ჩამოჰყავთ იგი, ამიტომაც ასეთი იმპერსონალისტები მხოლოდ დიდი გაჭირვების შედეგად თავისუფლდებიან მატერიალური ტყვეობიდან. უფლისადმი მინდობა მათ მხოლოდ ტრანსცენდენტული ცოდნის განვითარებაში გატარებული მრავალი დაბადების შემდეგ შეუძლიათ.

ვინმე შეიძLება შემოგვედაოს, ვედური საქმიანობები მსხვერპლშეწირვებზეა დამყარებულიო. ეს მართალია. მაგრამ მსგავსი მსხვერპლშეწირვებიც ვასუდევას შესახებ ჭეშმარიტების გაგებას ემსახურება. ვასუდევას ერთ-ერთი სახელია იაჯნა (მსხვერპლშეწირვა) და “ბჰაგავად-გიტაში” გარკვევითაა ნათქვამი, რომ ყოველი მსხვერპლშეწირვა და ყოველი საქმიანობა იაჯნას, ანუ ვიშნუს დასაკმაყოფილებლად უნდა შესრულდეს. იგივე ეხება იოგას სისტემებსაც. იოგა უზენაეს უფალთან დაკავშირებას ნიშნავს. მაგრამ ეს პროცესი მოიცავს სხეულთან დაკავშირებულ გარკვეულ რთულ პროცესებს, როგორებიცაა ასანა, დჰიანა, პრანაიამა და მედიტაცია. ყოველი მათგანი ვასუდევას ლოკალიზებულ ასპექტზე – პარამატმაზე ჭკუის კონცენტრაციისთვის არის განკუთვნილი. პარამატმას შეცნობა ვასუდევას ნაწილობრივი შეცნობაა მხოლოდ და თუკი ადამიანი წარმატებას მიაღწევს ამ მხრივ, სისრულეში შეიცნობს ვასუდევას. სამწუხაროდ, იოგთა უმრავლესობას ფიზიკური პროცესით მიღწეული მისტიკური ძალები ღუპავს. უიღბლო იოგებს შემდეგ ცხოვრებაში ვასუდევას შეცნობის დაუმთავრებელი გზის დასრულების შანსი ეძლევათ, იბადებიან რა სწავლულ ბრაჰმანთა ან მდიდარ ვაჭართა ოჯახებში. თუკი იღბლიანი ბრაჰმანები და მდიდართა შვილები სწორად ისარგებლებენ თავიანთი შესაძლებლობით, წმინდანებთან სასიკეთო ურთიერთობის შედეგად ადვილად შეიცნობენ ვასუდევას. სამწუხაროდ, ასეთ რჩეულ პიროვნებებს კვლავ მატერიალური ქონება და პატივი იზიდავთ, ამიტომ სრულიად ავიწყდებათ სიცოცხლის მიზანი.

იგივე ეხება ცოდნის განვითარებასაც. “ბჰაგავად-გიტას” თანახმად, ცოდნის განვითარება თვრამეტი მუხლისგან შედგება. ცოდნის ასეთი განვითარების შედეგად ადამიანი თანდათან კარგავს სიამაყეს, პატივმოყვარეობას, ხდება არაძალმომრე, ამტანი, უბრალო, დიდი სულიერი მოძღვრისათვის თავდადებული და თავშეკავებული. ცოდნის განვითარების შედეგად ადამიანი წყვეტს მიჯაჭვულობას საკუთარ კერასა და ოჯახთან და ხვდება სიკვდილით, დაბადებით, სიბერითა და ავადმყოფობით გამოწვეული ტანჯვების რეალობას. მწვერვალს კი ცოდნის განვითარება ღმრთეების პიროვნების, ვასუდევას ერთგულ სამსახურში აღწევს. ამიტომ ვასუდევა ცოდნის სხვადასხვა განშტოებების საბოლოო მიზანს წარმოადგენს. ცოდნა, რომელსაც ტრანსცენდენტულ საფეხურზე ვასუდევასთან შეხვედრამდე მივყავართ, ჭეშმარიტი ცოდნაა. მატერიალური ცოდნა, თავისი სხვადასხვა განშტოებებით, “ბჰაგავად-გიტაში” დაგმობილია სიტყვით აჯნანა, ანუ ჭეშმარიტი ცოდნის საპირისპიროს ნიშნავს. მატერიალური ცოდნის საბოლოო მიზანს გრძნობათა დაკმაყოფილება წარმოადგენს, რაც მატერიალური ყოფიერების ვადის გახანგრძლივებას ნიშნავს. ამას კი სამგვარი ტანჯვების გაგრძელება მოჰყვება. ასე რომ, გაჭირვებით აღსავსე მატერიალური ყოფიერება უმეცრებაა. მაგრამ იგივე მატერიალური ცოდნა, რომელსაც სულიერი შემეცნების გზამდე მივყავართ, გაჭირვებით აღსავსე ფიზიკური ყოფიერების დასრულებასა და ვასუდევას საფეხურზე სულიერი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება ადამიანს.

იგივე ეხება ნებისმიერი სახის ასკეტიზმსაც. ტაპასია მაღალი მიზნის მისაღწევად სხეულისეული გაჭირვების ნებაყოფლობით გავლას ნიშნავს. გრძნობათა დაკმაყოფილების მისაღწევად რავანამ და ჰირანიაკაშიპუმ სხეული სასტიკად იწამეს. ზოგჯერ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად თანამედროვე პოლიტიკოსებიც მკაცრ ასკეზებს გადიან. ეს არ წარმოადგენს ჭეშმარიტ ტაპასიას. ადამიანმა სხეულის ნებაყოფლობითი უხერხულობა ვასუდევას შეცნობისთვის უნდა გაიაროს, რადგან ეს არის ნამდვილი ასკეტიზმი. ნებისმიერი სხვა სახის ასკეტიზმი ვნებისა და უმეცრების მოდუსს მიეკუთვნება. ვნებისა და უმეცრების საშუალებით შეუძლებელია სიცოცხლის ტანჯვების დასრულება. მხოლოდ სათნოების მოდუსს შეუძლია სიცოცხლის სამგვარ გაჭირვებათა შემსუბუქება. ვასუდევამ და დევაკიმ, უფალი კრშნას ე.წ. მამამ და დედამ მკაცრი ასკეზები გაიარეს, რათა ვასუდევა მათი შვილი გამხდარიყო. უფალი კრშნა ყოველი ცოცხალი არსების მამა გახლავთ (ბ.გ.14.4). ამიტომ იგი თავდაპირველი ცოცხალი არსებაა დანარჩენ ცოცხალ არსებებს შორის. იგია თავდაპირველი მარადიული განმცხრომელი ყოველ დანარჩენ განმცხრომელს შორის. ამიტომ ვერავინ იქნება მისი ჩამსახველი მამა, რაც უგუნურებისთვის გაუგებარია. ვასუდევასა და დევაკის მკაცრი ასკეზებით დაკმაყოფილებული უფალი შრი კრშნა დათანხმდა, მათი შვილი გამხდარიყო. ამიტომ, თუკი რაიმე ასკეზის შესრულება მოგვიხდება, ეს ცოდნის მიზნის, ვასუდევას შესაცნობად უნდა მოხდეს.

ვასუდევა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება უფალი შრი კრშნაა. როგორც განმარტებული იქნა, ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება ურიცხვ ფორმაში ავრცელებს თავს. ასეთი ექსპანსიების ფორმებს იგი თავისი მრავალგვარი ენერგიების საშუალებით იძენს. ამასთანავე, მისი ენერგიები მრავალფეროვანია და მისი შინაგანი ენერგიების მაღალი, გარეგანი ენერგიები კი დაბალი თვისობრიობისაა. “ბჰაგავად-გიტაში” (7.4-6) განმარტებულია, რომ ისინი არის პარა და აპარა პრაკრტი. ამრიგად, მისი შინაგანი ენერგიებით გამოვლენილი ათასგვარი ექსპანსიები მაღალი ფორმებია, გარეგანი ენერგიებით გამოვლენილი ექსპანსიები კი – დაბალი ფორმები. ცოცხალი არსებებიც მისი ექსპანსიები არიან. მისი შინაგანი პოტენციის საშუალებით გამოვლენილი ცოცხალი არსებები მარადიულად განთავისუფლებული სულები არიან, მაშინ როცა მატერიალური ენერგიის დახმარებით გამოვლენილნი მარადიულად განპირობებულ სულებს წარმოადგენენ. ამიტომ ცოდნის განვითარების, ასკეტიზმის, მსხვერპლშეწირვისადა საქმიანობების მიზანი ჩვენზე მოქმედი ზეგავლენის თვისობრიობის შეცვლაში უნდა მდგომარეობდეს. ამჟამად ყველანი უფლის გარეგანი ენერგიის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით და ჩვენზე მოქმედი ზეგავლენის თვისების შესაცვლელად სულიერი ენერგიის განვითარებას უნდა ვეცადოთ. “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ მაჰატმები, ანუ უფალი კრშნას სამსახურში ჩაბმული ფართო თვალთახედვის პიროვნებები, შინაგანი ენერგიის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც გამუდმებით, განუხრელად ემსახურებიან უფალს. ეს უნდა იყოს სიცოცხლის მიზანი. და ეს არის მთელი ვედური ლიტერატურის დასკვნა. არავინ უნდა შეიწუხოს თავი კარმიული საქმიანობებითა თუ ტრანსცენდენტულ ცოდნაზე მშრალი მსჯელობებით. ყველა ერთბაშად უნდა ჩაებას უფლის ტრანსცენდენტულ სამსახურში. არც სხვადასხვა ნახევარღმერთებს უნდა ვცეთ თაყვანი, რომლებიც მატერიალური სამყაროს შექმნის, არსებობის შენარჩუნებისა და განადგურებისას უფლის სხვადასხვა ხელის ფუნქციებს ასრულებენ. არსებობს ურიცხვი ძლევამოსილი ნახევარღმერთი, რომელიც მატერიალური სამყაროს მმართველობის გარეგან პროცესებს უწევს ზედამხედველობას. ყოველი მათგანი უფალი ვასუდევას სხვადასხვა დამხვამრე ხელს წარმოადგენს. უფალი შივაცა და უფალი ბრაჰმაც ნახევარღმერთთა სიაში შედიან, უფალი ვიშნუ, ანუ ვასუდევა კი მუდამ ტრანსცენდენტულია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მატერიალური სამყაროს სათნოების თვისებას ღებულობს, მაინც ტრანსცენდენტულია მატერიალური მოდუსების მიმართ. შემდეგი მაგალითი ნათელს მოჰფენს ამ საკითხს. საპყრობილეში პატიმრები და მეციხოვნეები იმყოფებიან. მეციხოვნეებიცა და პატიმრებიც მეფის კანონებს ემორჩილებიან. მაგრამ მეფე, თუმცა ზოგჯერ საპყრობილეში მოდის, არ ემორჩილება საპყრობილის კანონებს. ამრიგად, მეფეს არასოდეს ეხება საპყრობილეს კანონები, ისევე როგორც უფალი მატერიალური სამყაროს კანონებზე მაღლა დგას მუდამ.

ლექსი 30

სა ევედამ სასარჯაგრე ბჰაგავან ატმა-მაიაია
სად-ასად-რუპაია ჩასაუ გუნამაიაგუნო ვიბჰუჰ


მატერიალური სამყაროს შექმნის დაწყებისას ღმრთეების ამ აბსოლუტურმა პიროვნებამ [ვასუდევამ] საკუთარი შინაგანი ენერგიით ტრანსცენდენტული მდგომარეობიდან შექმნა მიზეზისა და შედეგის ენერგიები.

განმარტება: უფალი მუდამ ტრანსცენდენტულია, რადგან მატერიალური სამყაროს შექმნისათვის საჭირო მიზეზ-შედეგობრიობის ენერგიებიც მის მიერ არის შექმნილი. ამიტომ მასზე გავლენას ვერ ახდენს მატერიალური მოდუსების თვისებები. მისი ყოფიერება, ფორმა, საქმიანობები და ატრიბუტები მატერიალური სამყაროს შექმნამდე არსებობდა. იგი მთლიანად სულიერია და არაფერი ესაქმება მატერიალური სამყაროს თვისებებთან, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება უფლის სულიერი თვისებებისგან.

Posted by: Atman Feb 11 2011, 11:00 AM

ლექსი 31

ტაია ვილასიტეშვ ეშუ გუნეშუ გუნავან ივა
ანტაჰ-პრავიშტა აბჰატი ვიჯნანენა ვიჯრმბჰიტაჰ


მატერიალური სუბსტანციის შექმნის შემდეგ უფალი [ვასუდევა] ავრცელებს თავს და შედის მასში. და თუმცა იგი მატერიალური ბუნების მოდუსებში იმყოფება და ერთ-ერთ შექმნილ არსებას ჰგავს, თავის ტრანსცენდენტალ მდგომარეობაში ყოველთვის სრულიად გასხივოსნებულია.

განმარტება: ცოცხალი არსებები უფლის განცალკევებული განუყოფელი ნაწილაკები არიან. განპირობებული ცოცხალი არსებები კი, რომლებიც სულიერ სასუფეველში არ დაიშვებიან, მატერიალურ სამყაროში არიან მოქცეულნი, რათა ბოლომდე დატკბნენ მატერიით. როგორც პარამატმა და ცოცხალ არსებათა მარადიული მეგობარი, უფალი თავისი ერთ-ერთი სრული ნაწილით დაჰყვება ცოცხალ არსებებს, რათა მატერიალურ სიამოვნებაში გაუძღვეს მათ და მათი ყოველი საქმიანობის მოწმე იყოს. როდესაც ცოცხალი არსებები მატერიალურ განცხრომას ეძლევიან, უფალი თავის ტრანსცენდენტულ მდგომარეობაში რჩება, ისე რომ არ ექცევა მატერიალური ატმოსფეროს გავლენაში. ვედურ ლიტერატურაში (შრუტი) ნათქვამია, რომ ერთ ხეზე ორი ჩიტი ზის. ერთ-ერთი მათგანი ხის ნაყოფს ჭამს, მეორე კი ამის მოწმეა. მოწმეა უფალი, ნაყოფს კი ცოცხალი არსება ჭამს. ნაყოფის მჭამელ ჩიტს (ცოცხალ არსებას) დაავიწყდა თავისი ჭეშმარიტი ვინაობა და მატერიალური კარმიული საქმიანობებითაა დაკავებული, მაგრამ უფალი (პარამატმა) ყოველთვის სრულ ტრანსცენდენტულ ცოდნას ფლობს. ამით განსხვავდება ზესული განპირობებული სულისგან. განპირობებული სული, ანუ ცოცხალი არსება ბუნების კანონთა კონტროლის ქვეშ იმყოფება, მაშინ როცა პარამატმა, ანუ ზესული მატერიალური ენერგიის განმგებელი გახლავთ.

ლექსი 32

იათჰა ჰი ავაჰიტო ვაჰნირ დარუშვ ეკაჰ სვა-იონიშუ
ნანევა ბჰატი ვიშვატმა ბჰუტეშუ ჩა ტათჰა პუმან


ზესულის სახით უფალი ყველაფერს განმსჭვალავს, როგორც ცეცხლი შედის ყველაფერში. ამრიგად, უფალი მრავალსახოვანი ჩანს, თუმცა აბსოლუტურად ერთი და განუმეორებელია.

განმარტება: უფალი ვასუდევა, ღმრთეების უზენაესი პიროვნება, თავისი ერთი სრული ნაწილით მთელ მატერიალურ სამყაროზე ვრცელდება და მისი არსებობის შეგრძნება ატომურ ენერგიაშიც კი შეიძლება. ნივთიერება, ანტინივთიერება, პროტონი, ნეიტრონი და მისთ. უფლის ასპექტ პარამატმას გამოვლინების სხვადასხვა შედეგებია. როგორც შეშიდან ვლინდება ცეცხლი, ან რძიდან – კარაქი, ასევე უფლის პარამატმას სახით თანდასწრებაც შეიძლება შევიგრძნოთ ვედურ ლიტერატურაში, კერძოდ კი განსაკუთრებით უპანიშადებსა და “ვედანტაში” განხილული ტრანსცენდენტული თემების დაკანონებული მოსმენითა და გალობით. “შრიმად-ბჰაგავატამი” ვედური ლიტერატურის ავტორიტეტული განმარტება გახლავთ. უფლის შეცნობა ტრანსცენდენტული ეპისტოლეს სმენითი აღქმით შეიძლება და ეს ტრანსცენდენტული ცოდნის შეძენის ერთადერთ გზას წარმოადგენს. როგორც ცეცხლი ინთება სხვა ალმოდებული შეშიდან, ასევე ადამიანის ღვთაებრივი ცნობიერებაც შეიძლება აინთოს სხვა პიროვნების ღვთაებრივი მოწყალებით. მის ღვთაებრივ მოწყალება სულიერ მოძღვარს შეშისმაგვარ ცოცხალ არსებაში სულიერი ცეცხლის დანთება შეუძლია აღმქმელ ყურში სწორი სულიერი ეპისტოლეების შეყვანით. ამიტომ ადამიანმა მხოლოდ ამთვისებელი სმენით უნდა მიმართოს ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს. ამის შედეგად იგი თანდათანობით სულიერი ყოფიერების შეცნობას შეძლებს. ცხოველსა და ადამიანს შორის განსხვავება მხოლოდ ამაში მდგომარეობს. ადამიანს შეუძლია სწორად მოსმენა, ცხოველს კი – არა.

Posted by: Atman Feb 12 2011, 10:42 AM

ლექსი 33

ასაუ გუნამაიაირ ბჰავაირ ბჰუტა-სუკშმენდრიიატმაბჰიჰ
სვა-ნირმიტეშუ ნირვიშტო ბჰუნკტე ბჰუტეშუ ტად-გუნან


ზესული მატერიალური ბუნების მოდუსების ზეგავლენის ქვეშ მყოფი შექმნილი არსებების სხეულებში შედის და ნატიფი ჭკუის საშუალებით ამ მოდუსთა შედეგებით ტკბობას აიძულებს მათ.

განმარტება: არსებობს 8 400 000 სახეობის ცოცხალი არსება, დაწყებული ყველაზე გონიერი არსება ბრაჰმათი და დამთავრებული უმნიშვნელო ჭიანჭველით. ნატიფი ჭკუისა და უხეში მატერიალური სხეულის სურვილების თანახმად, ყოველი არსება მატერიალური სამყაროთი ტკბება. უხეში მატერიალური სხეული ნატიფი ჭკუის აღნაგობის თანახმად ყალიბდება, გრძნობები კი ცოცხალი არსების სურვილის შესაბამისად არის შექმნილი. პარამატმას სახით უფალი ეხმარება ცოცხალ არსებას მატერიალური ბედნიერების მიღწევაში, რადგან ცოცხალ არსებას საკუთარი სურვილების შესრულების არანაირი ძალა არ შესწევს. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. სხვა მხრივ რომ განვიხილოთ, ცოცხალი არსებები უფლის განუყოფელი ნაწილაკები არიან. ამიტომ ისინი ერთიანნი არიან უფალთან. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი აცხადებს, რომ ყოველი სახეობის სხეულში მყოფი ცოცხალი არსებები მისი შვილები არიან. შვილების ტანჯვა და ბედნიერება ერთგვარად მამის ტანჯვა და ბედნიერებაცაა. მაგრამ ეს მამაზე მაინც არანაირად არ მოქმედებს. იგი იმდენად კეთილია, რომ მუდამ თან ახლავს ცოცხალ არსებას პარამატმას სახით და ყოველთვის ცდილობს, ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ შემოაბრუნოს იგი.

ლექსი 34

ბჰავაიატი ეშა სატტვენა ლოკან ვაი ლოკა-ბჰავანაჰ
ლილავატარანურატო დევა-ტირიან ნარადიშუ


ამრიგად, სამყაროთა უფალი ასულდგმულებს ნახევარღმერთებით, ადამიანებითა და დაბალი ცხოველებით დასახლებულ ყოველ პლანეტას. ღებულობს რა ინკარნაციათა სახეებს, იგი წმინდა სათნოებაში მყოფთა მოსახმობად გართობებს ასრულებს.

განმარტება: არსებობს ურიცხვი მატერიალური სამყარო და ყოველ მათგანში ბუნების სხვადასხვა მოდუსებში მყოფი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი არსებებით დასახლებული ურიცხვი პლანეტაა. უფალი (ვიშნუ) ყოველ მათგანსა და ყოველი სახეობის არსებათა საზოგადოებაში მოდის ინკარნაციის სახით. მათ შორის იგი თავის ტრანსცენდენტულ გართობებს ავლენს, რათა ღმრთეებასთან დაბრუნების სურვილი ჩაუნერგოს. უფალი არ იცვლის თავის თავდაპირველ ტრანსცენდენტულ მდგომარეობას, მაგრამ სხვადასხვა სახით ევლინება, კონკრეტული დროის, პირობებისა და საზოგადოების შესაბამისად.

ზოგჯერ თავად მოდის, ზოგჯერ კი მისი სახელით მოქმედების უფლებას აძლევს შესაფერის ცოცხალ არსებას, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მიზანი ერთია: უფალს სურს, რომ ტანჯული ცოცხალი არსებები სახლში, ღმრთეებასთან დაბრუნდნენ. იმ ბედნიერების მიღწევა, რომელსაც ცოცხალი არსებები ელტვიან, შეუძლებელია ურიცხვი სამყაროებისა და მატერიალური პლანეტების რომელიმე კუთხეში. ცოცხალი არსებებისთვის სანატრელი მარადიული ბედნიერება მიიღწევა ღმერთის სასუფეველში, მაგრამ მატერიალური მოდუსების გავლენის ქვეშ მყოფ გულმავიწყ ცოცხალ არსებებს წარმოდგენა არ გააჩნიათ ამის შესახებ. ამიტომ უფალი ღმერთის სასუფევლის ეპისტოლეს გასავრცელებლად მოდის, ან უშუალოდ ინკარნაციის, ან თავისი ჭეშმარიტი წარმომადგენლის სახით, რომელიც ვლინდება როგორც ღმერთის ღირსეული შვილი. ასეთი ინკარნაციები ან ღმერთის შვილები ღმრთეებასთან დაბრუნებას ქადაგებენ არა მარტო ადამიანთა საზოგადოებაში, არამედ ნახევარღმერთებსა და ადამიანებისაგან განსხვავებულ არსებათა შორისაც.


მეორე თავის დასასრული

Posted by: Atman Feb 16 2011, 11:41 AM

თავი მესამე
კრშნა ყოველი ინკარნაციის წყაროა




ლექსი 1

სუტა უვაჩა
ჯაგრჰე პაურუშამ რუპამ ბჰაგავან მაჰად-ადიბჰიჰ
სამბჰუტამ შოდაშა-კალამ ადაუ ლოკა-სისრკშაია


სუტამ თქვა: სამყაროს შექმნის დასაწყისში უფალი თავიდან პურუშა ინკარნაციის სახით გავრცელდა სამყაროსეულ ფორმაში და გამოავლინა მატერიალური სამყაროს შექმნისთვის საჭირო ყოველი ელემენტი. ამრიგად, პირველად მატერიალური ქმედების თექვსმეტი პრინციპი შეიქმნა. ამის მიზანი მატერიალური სამყაროს შექმნა იყო.

განმარტება: “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა თავისი სრული ექსპანსიების სახით ვრცელდება და ამ გზით მატერიალურ სამყაროებს ასულდგმულებს. ასე რომ, პურუშას ფორმა, რომელზეც აქ არის ლაპარაკი, იგივე პრინციპის დამადასტურებელია. ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება ვასუდევა, ანუ უფალი კრშნა, რომელიც მეფე ვასუდევას ან მეფე ნანდას შვილის სახელითაა ცნობილი, აღსავსეა მთელი სიმდიდრით, მთელი ძლევამოსილებით, მთელი სახელმოხვეჭილობით, მთელი სილამაზით, მთელი ცოდნითა და მთელი განდეგილობით. მისი სიდიადის ნაწილი უპიროვნო ბრაჰმანის სახით ვლინდება, ნაწილი კი – პარამატმას სახით. ღმრთეების ერთი და იგივე პიროვნების, შრი კრშნას პურუშა ასპექტი უფლის თავდაპირველი გამოვლინება პარამატმაა. მატერიალურ სამყაროში პურუშას სამ ასპექტს ვხვდებით და ეს ფორმა, რომელსაც კარანოდაკაშაიი ვიშნუ ეწოდება, პირველია სამთაგან. დანარჩენებს ეწოდებათ გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ და კშიროდეკაშაიი ვიშნუ, რომელთაც თანმიმდევრობით გავეცნობით. ურიცხვი სამყაროები კარანოდაკაშაიი ვიშნუს კანის ფორებიდან წარმოიქმნება და ყოველ სამყაროში უფალი გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით შედის.

“ბჰაგავად-გიტაშიც” ნათქვამია, რომ მატერიალური სამყარო დროის გარკვეულ მონაკვეთში ვლინდება და კვლავ ნადგურდება. შექმნა და განადგურება უზენაესის ნებით განპირობებული სულების, ანუ ნიტია-ბადდჰა ცოცხალი არსებების მიზეზით მიმდინარეობს. ნიტია-ბადდჰას, ანუ მარადიულად განპირობებულ ცოცხალ არსებებს გააჩნიათ ინდივიდუალობის გრძნობა, აჰანკარა, რომელიც გრძნობათა დაკმაყოფილებას კარნახობს, მაგრამ ისინი თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე ვერ მიაღწევენ ამას. უფალია ერთადერთი განმცხრომელი, ყველა დანარჩენი კი მისი განცხრომისთვის არის განკუთვნილი. ცოცხალი არსებები დამოკიდებული განმცხრომელები არიან. მაგრამ მარადიულად განპირობებულ სულებს, რომელთაც დავიწყებული აქვთ თავიანთი კონსტიტუციური მდგომარეობა, განცხრომისაკენ ძლიერი მიდრეკილება ახასიათებთ. მატერიალურ სამყაროში განპირობებულ სულებს განცხრომის შესაძლებლობა ეძლევათ და ამავე დროს საკუთარი ჭეშმარიტი კონსტიტუციური მდგომარეობის გაგების საშუალებაც აქვთ. ის იღბლიანი განპირობებული ცოცხალი არსებები, რომლებიც მიხვდნენ ჭეშმარიტებას და მატერიალურ სამყაროში მრავალი, მრავალი დაბადების შემდეგ ვასუდევას ლოტოსის ტერფებს მიენდნენ, მარადიულად განთავისუფლებულ სულებს უერთდებიან და ღმრთეების სასუფეველში შეღწევის უფლებას იღებენ. ამის შემდეგ ასეთ იღბლიან ცოცხალ არსებებს მატერიალურ სამყაროში უკან დაბრუნება აღარ მოეთხოვებათ. მაგრამ ისინი, ვინც ვერ ხვდებიან კონსტიტუციურ ჭეშმარიტებას, მატერიალური სამყაროს განადგურებისას კვლავ მაჰატ-ტატტვას ერწყმიან. როდესაც სამყარო ხელახლა იქმნება, მაჰატ-ტატტვა ისევ მოძრაობას იწყებს. მაჰატ-ტატტვა მატერიალური გამოვლინებისთვის საჭირო ყოველ შემადგენელ ნაწილს, მათ შორის განპირობებულ სულებსაც კი შეიცავს. თავიდან მაჰატ-ტატტვა იყოფა თექვსმეტ ნაწილად, სახელდობრ ხუთ უხეშ მატერიალურ ელემენტად და თერთმეტ სამოქმედო იარაღად, ანუ გრძნობად. იგი მოწმენდილ ცაზე არსებულ ღრუბელს ჰგავს. მთელ სულიერ ზეცაზე ბრაჰმანის სხივებია მოფენილი და ყველაფერი სულიერი სინათლით არის გაბრწყინებული. მაჰატ-ტატტვა ვრცელი, უსასრულო სულიერი ზეცის ერთ კუთხეშია მოქცეული და მაჰატ-ტატტვით დაფარულ ნაწილს მატერიალური ზეცა ეწოდება. მაჰატ-ტატტვა მთელი სულიერი ზეცის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს და მასში ურიცხვი სამყარო არსებობს. ყოველი ეს სამყარო, ერთად აღებული, წარმოქმნილია კარანოდაკაშაიი ვიშნუს მიერ, რომელსაც მაჰა-ვიშნუც ეწოდება; იგი უბრალოდ მზერის მოვლებით ანაყოფიერებს მატერიალურ ზეცას.

ლექსი 2

იასიამბჰასი შაიანასია იოგა-ნიდრამ ვიტანვატაჰ
ნაბჰი-ჰრადამბუჯად ასიდ ბრაჰმა ვიშვა-სრჯამ პატიჰ


პურუშას ნაწილი წევს სამყაროს წყალში, მისი ჭიპიდან იზრდება ლოტოსის ღერო, ღეროს თავზე ყოფი ყვავილიდან კი ვლინდება ბრაჰმა, სამყაროს ყოველი შემოქმედის მეუფე.

განმარტება: პირველი პურუშა კარანოდაკაშაიი ვიშნუა. მისი კანის ფორებიდან ურიცხვი სამყარო ამოდის. თითოეულ სამყაროში პურუშა გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით შედის. იგი წევს სამყაროს ნახევარში, რომელიც მისი სხეულის წყლით არის სავსე. გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს ჭიპიდან კი იზრდება ლოტოსის ყვავილი, მასში იბადება ბრაჰმა, ყოველი ცოცხალი არსების მამა და მთავარი “მშენებელ” ნახევარღმერთებს შორის, რომლებიც სამყაროს სრულყოფილი პროექტის განხორციელებაში ღებულობენ მონაწილეობას. ლოტოსის ღეროში განლაგებულია თოთხმეტი პლანეტარული სისტემა და დედამიწისმაგვარი პლანეტები შუაშია მოქცეული. მაღლა უკეთესი, მაღალი პლანეტარული სისტემებია, უმაღლეს პლანეტას კი ბრაჰმალოკა, ანუ სატიალოკა ეწოდება. დედამიწისმაგვარ პლანეტარულ სისტემებზე დაბლა არის შვიდი დაბალი პლანეტარული სისტემა, რომლებიც ასურებითა და მსგავსი მატერიალისტური ცოცხალი არსებებით არის დასახლებული.

გარბჰოდაკაშაიი ვიშნუსგან მოდის კშიროდაკაშაიი ვიშნუ, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების საერთო პარამატმაა. მას ჰქვია ჰარი და სამყაროში ყოველი ინკარნაცია მისგან მომდინარეობს.

ამიტომ დასკვნა ის გახლავთ, რომ პურუშა-ავატარა სამ ასპექტში ვლინდება: პირველია კარანოდაკაშაიი ვიშნუ, რომელიც მაჰატ-ტატტვაში მატერიალური ინგრედიენტების ერთიანობას ქმნის, მეორე – გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ, რომელიც ყოველ სამყაროში შედის და მესამე – კშიროდაკაშაიი ვიშნუ, ყოველი ორგანული თუ არაორგანული მატერიალური ქმნილების პარამატმა. მას, ვინც ღმრთეების პიროვნების ეს სამი ასპექტი იცის, სწორად ესმის ღმრთეება, ამიტომ მატერიალური დაბადება, სიკვდილი, სიბერე და ავადმყოფობა აღარ უწერია, რაც “ბჰაგავად-გიტაშია” დადასტურებული. ამ შლოკაში შეჯამებულად არის გადმოცემული მაჰა-ვიშნუს საკითხი. მაჰა-ვიშნუ თავისი ნებით სულიერი ზეცის ერთ ნაწილში განისვენებს. იგი წევს კარანას ოკეანეში, საიდანაც თვალს ავლებს თავის მატერიალურ ბუნებას და მაჰატ-ტატტვაც უმალვე იქმნება. უფლის ძალით დამუხტული მატერიალური ბუნება ერთბაშად ქმნის ურიცხვ სამყაროს, ისევე როგორც ხე იხუნძლება დროთა ვითარებაში ურიცხვი მწიფე ნაყოფით. მიწათმოქმედი ხეს რგავს და ხე ან ვაზი დროთა ვითარებაში ურიცხვ ნაყოფს ისხამს. უმიზეზოდ არაფერი ხდება. ამიტომ კარანას ოკეანეს მიზეზის ოკეანე ეწოდება. კარანა ნიშნავს “მიზეზისას”. სულელურად არ უნდა მივიღოთ ათეისტთა თეორია სამყაროს შექმნის შესახებ. ათეისტები “ბჰაგავად-გიტაში” არიან აღწერილი. ათეისტს შემოქმედისა არ სწამს, მაგრამ არც სამყაროს ასახსნელი კარგი თეორია გააჩნია. მატერიალურ ბუნებას პურუშას ძალის გარეშე შექმნის უნარი არ შესწევს, ისევე როგორც ქალს არ შეუძლია ბავშვის გაჩენა პურუშასთან, ანუ კაცთან კავშირის გარეშე. პურუშა ჩასახავს, პრკრტი კი აჩენს. არ უნდა გვეგონოს, რომ თხის კისერზე ჩამოკიდებული ხორციანი წანაზარდები რძეს მოიწველის, თუმცა გარეგნულად ისინი დვრილებს ჰგავს. ასევე, მატერიალური ინგრედიენტებისგან არავითარ შემოქმედებით უნარს არ უნდა ველოდეთ; უნდა გვჯეროდეს პურუშას ძალისა, რომელიც ბუნებას ანაყოფიერებს. რადგან უფალს მედიტაციაში დაწოლა სურდა, მატერიალურმა ენერგიამ უმალვე ურიცხვი სამყარო შექმნა. უფალი თითოეულ მათგანში დაწვა და ამრიგად, უფლის ნებით ერთბაშად შეიქმნა ყოველი პლანეტა და სხვადასხვა ატრიბუტები. უფალს უსაზღვრო პოტენციები აქვს, თუმცა პირადად არაფრის გაკეთება არ მოეთხოვება. არავინ არის მასზე დიადი ან მისი თანასწორი. ეს გახლავთ ვედების დასკვნა.

ლექსი 3

იასიავაიავა-სამსთჰანაიჰ კალპიტო ლოკა-ვისტარაჰ
ტად ვაი ბჰაგავატო რუპამ ვიშუდდჰამ სატტვამ ურჯიტამ


ითვლება, რომ სამყაროს ყოველი პლანეტარული სისტემა პურუშას ვრცელ სხეულზეა განლაგებული, მაგრამ მას არაფერი ესაქმება შექმნილ მატერიალურ ინგრედიენტებთან. მისი სხეული მარად სულიერ ყოფიერებაშია.

განმარტება: უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტების ვირატ-რუპას, ანუ ვიშვა-რუპას კონცეფცია განსაკუთრებით ნეოფიტებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც არ შეუძლიათ ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული ფორმის შესახებ ფიქრი. მათი აზრით, ფორმა მატერიალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული, ამიტომ თავიდან საჭიროა აბსოლუტის საწინააღმდეგო კონცეფცია, რათა მან უფლის ენერგიის გამოვლინებაზე გადაიტანოს ყურადღება. როგორც ზემოთ ითქვა, უფალი თავის პოტენციას ავრცელებს მაჰატ-ტატტვას სახით, რომელიც მთელ მატერიალურ ინგრედიენტებს მოიცავს. უფლის ენერგიის გამოვლინება და თავად უფალი ერთი და იგივეა, მაგრამ, ამავე დროს, მაჰატ-ტატტვა განსხვავდება უფლისგან. ამიტომ უფლის პოტენცია და თავად უფალი ერთსა და იმავე დროს ერთი და განსხვავებული არიან. ასე რომ, ვირატ-რუპას კონცეფცია არ განსხვავდება უფლის მარადიული ფორმისგან, განსაკუთრებით კი იმპერსონალისტებისთვის. უფლის ეს მარადიული ფორმა მაჰატ-ტატტვას შექმნამდე არსებობს და აქ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ იგი არის აბსოლუტურად სულიერი, ანუ ტრანსცენდენტული მატერიალური ბუნების მოდუსების მიმართ. უფლის იგივე ტრანსცენდენტული ფორმა მისი შინაგანი პოტენციით ვლინდება და მისი მრავალგვარი ინკარნაციები ყოველთვის ამავე ტრანსცენდენტული თვისობრიობით ხასიათდებიან, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მაჰატ-ტატტვასთან.

ლექსი 4

პაშიანტი ადო რუპამ ადაბჰრა-ჩაკშუშა
საჰასრა-პადორუ-ბჰუჯანანდბჰუტამ
საჰასრა-მურდჰა-შრავანაკში-ნასიკამ
საჰასრა-მაული-ამბარა-კუნდალოლლასატ


ერთგულები თავიანთი სრულყოფილი თვალებით ხედავენ პურუშას ტრანსცენდენტალ ფორმას, რომელსაც ათასობით ფეხი, ბარძაყი, ხელი და სახე აქვს და მათგან ყველა არაჩვეულებრივია. ამ სხეულს აქვს ათასობით თავი, ყური, თვალი და ცხვირი. ისინი მორთულია ათასობით მუზარადითა და მოელვარე საყურეებით და ყვავილწნულებით არის შემკული.

განმარტება: ჩვენი ახლანდელი მატერიალური თვალებით შეუძლებელია ტრანსცენდენტულ უფალთან დაკავშირებული რამის აღქმა. ჩვენი ახლანდელი თვალები ერთგული სამსახურის პროცესით უნდა განიწმინდოს და შემდეგ უფალი თავად გაგვენდობა. “ბჰაგავად-გიტაში” დადასტურებულია, რომ ტრანსცენდენტული უფლის აღქმა მხოლოდ წმინდა ერთგული სამსახურით შეიძლება. ამრიგად, ვედები ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთგულ სამსახურს შეუძლია ჩვენი უფალთან მიყვანა და რომ მხოლოდ ერთგულ სამსახურს შეუძლია გაგვინდოს უფალი. “ბრაჰმა-სამჰიტაშიც” ნათქვამია, რომ უფალი ყოველთვის იმ ერთგულების მხედველობის არეშია, რომელთაც თვალებზე ერთგული სამსახურის მალამო აქვთ წასმული. მაშასადამე, უფლის შესახებ ცოდნა იმათგან უნდა მივიღოთ, ვინც ერთგული სამსახურის მალამოწასმული თვალებით ჭეშმარიტად იხილეს უფალი. მატერიალურ სამყაროშიც ყოველთვის საკუთარი თვალებით როდი ვხედავთ საგნებს; ზოგჯერ ვხედავთ სხვისი გამოცდილების საფუძველზე, რომლებმაც ჭეშმარიტად იხილეს ან მოიმოქმედეს რაიმე. თუკი ეს პროცესი მატერიალური საგნის აღქმისთვის გამოიყენება, მითუმეტეს, ტრანსცენდენტულ საკითხებსაც ეხება. ამრიგად, მხოლოდ მოთმინებითა და დაჟინებით შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებასა და მის სხვადასხვა ფორმებთან დაკავშირებული ტრანსცენდენტული საკითხების გაგება. ნეოფიტისთვის უფალი უფორმოა, მაგრამ გამოცდილი მსახურისთვის იგი ტრანსცენდენტულ ფორმას წარმოადგენს.

Posted by: Atman Feb 18 2011, 01:19 PM

ლექსი 5

ეტან ნანავატარანამ ნიდჰანამ ბიჯამ ავაიამ
იასიამშამშენა სრჯიანტე დევა-ტირიან-ნარადაიაჰ


ეს ფორმა [პურუშას მეორე გამოვლინება] სამყაროში არსებული მრავალგვარი ინკარნაციების წყარო და ურღვევი თესლია. ამ ფორმის ნაწილაკებისა და ნაწილებისაგან იქმნება სხვადასხვა ცოცხალი არსებები, როგორებიც არიან ნახევარღმერთები, ადამიანები და სხვ.

განმარტება: მაჰატ-ტატტვაში ურიცხვი სამყაროს შექმნის შემდეგ პურუშა თითოეულ მათგანში მეორე პურუშას, ანუ გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სახით შევიდა. როდესაც მან იხილა, რომ სამყაროში მხოლოდ სიბნელე და სივრცე სუფევდა და განსასვენებელი ადგილი არ მოიპოვებოდა, საკუთარი ოფლით სამყაროს ნაწილი აავსო და ამავე წყალზე დაწვა. ამ წყალს გარბჰოდაკა ეწოდება. შემდეგ მისი ჭიპიდან ამოვიდა ლოტოსის ყვავილის ღერო და ყვავილის ფურცლებზე დაიბადა ბრაჰმა, ანუ სამყაროსეული გეგმის მთავარი ინჟინერი. ბრაჰმა ამ სამყაროს ინჟინერი გახდა, თავად უფალმა კი სამყაროს არსებობის შენარჩუნება ითავა ვიშნუს სახით. ბრაჰმა პრაკრტის რაჯო-გუნისგან, ანუ ბუნების ვნების მოდუსისგან წარმოიშვა, ვიშნუ კი სათნოების მოდუსის უფალი გახდა. ვიშნუ ტრანსცენდენტულია ყოველი მოდუსის მიმართ, ამიტომ ყოველთვის განზე დგას მატერიალისტური მიჯაჭვულობისგან. ეს გარემოება უკვე განვმარტეთ. ბრაჰმასგან წარმოიშვა რუდრა (შივა), რომელიც უმეცრების, ანუ წყვდიადის მოდუსს განაგებს. უფლის ნებით იგი მთელ სამყაროს ანადგურებს. ამიტომ სამივე, კერძოდ ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს ინკარნაციები არიან. სამყაროში ცოცხალი არსებების გასამრავლებლად ბრაჰმასგან წარმოიშვნენ სხვა ნახევარღმერთები, როგორებიც არიან დაკშა, მარიჩი, მანუ და მრავალი სხვა. გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ ხოტბაშესხმულია ვედებში, გარბჰა-სტუტი ჰიმნებში, რომლებიც იწყება უფლის აღწერილობით, რომ მას აქვს ათასი თავი და ა.შ. გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ სამყაროს უფალია და თუმცა თითქოს სამყაროში წევს, ყოველთვის ტრანსცენდენტულია. ეს საკითხიც განმარტებული იყო. ვიშნუ, რომელიც გარბჰოდაკაშაიი ვიშნუს სრული ნაწილია, სამყაროსეული სიცოცხლის ზესულს წარმოადგენს დამ ას სამყაროს მასულდგმულებელი, ანუ კშიროდაკაშაიი ვიშნუ ჰქვია. ასეა გაგებული თავდაპირველი პურუშას სამი ასპექტი. სამყაროში ყოველი ინკარნაცია ამ კშიროდაკაშაიი ვიშნუსგან მომდინარეობს.

სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ინკარნაციები მოდიან და მათ რიცხვს ბოლო არა აქვს, თუმცა ზოგიერთი განსაკუთრებით გამოირჩევა. ესენია: მატსია, კურმა, ვარაჰა, რამა, ნრსიმჰა, ვამანა და მრავალი სხვა. ამ ინკარნაციებს ლილა ინკარნაციები ეწოდებათ. კიდევ არსებობენ თვისობრივი ინკარნაციები, როგორებიც არიან ბრაჰმა, ვიშნუ და შივა (ანუ რუდრა), რომლებიც მატერიალური ბუნების სხვადასხვა მოდუსებს განაგებენ.

უფალი ვიშნუ არ განსხვავდება ღმრთეების პიროვნებისგან. უფალ შივას მოსაზღვრე მდგომარეობა უკავია ღმრთეების პიროვნებასა და ცოცხალ არსებებს, ანუ ჯივებს შორის. ბრაჰმა ყოველთვის ჯივა-ტატტვაა. უფალი შემოქმედებით უნარს ანიჭებს უმაღლეს ცოცხალ არსებას, ანუ უფლის უმაღლეს ერთგულს, რომელსაც ბრაჰმა ჰქვია. მისი ძალა კრისტალებსა და ძვირფას ქვებში არეკლილ მზის ძალას ჰგავს. როდესაც არ მოიპოვება ისეთი ცოცხალი არსება, ბრაჰმას ადგილის დაკავება რომ შეეძლოს, უფალი თავად ხდება ბრაჰმა და იკავებს ამ ადგილს.

უფალი შივა უბრალო ცოცხალი არსება არ არის. იგი უფლის სრული ნაწილია, მაგრამ რაკი უშუალო კავშირი აქვს მატერიალურ ბუნებასთან, მას უფალი ვიშნუსაგან განსხვავებული ტრანსცენდენტული მდგომარეობა უკავია. მათ შორის განსხვავება რძესა და მაწონს შორის არსებულ განსხვავებას ჰგავს. მაწონი იგივე რძეა, მაგრამ მისი რძის ნაცვლად გამოყენება არ შეიძლება.

შემდეგი ინკარნაციები არიან მანუები. ბრაჰმას სიცოცხლის ერთი დღის მანძილზე (რაც ჩვენი მზის 4 300 000 X 1 000 წელიწადს წარმოადგენს) თოთხმეტი მანუ არსებობს. ამიტომ ბრაჰმას ერთ თვეში არის 420 მანუ, ბრაჰმას ერთ წელიწადში კი – 5 400 მანუ. ბრაჰმა თავისი დროის 100 წელს ცოცხლობს, ამიტომ ბრაჰმას სიცოცხლის მანძილზე 5 400 100, ანუ 540 000 მანუა. არსებობს ურიცხვი სამყარო, თვითოეულ მათგანში თითო ბრაჰმაა და ყოველი მათგანი პურუშას ერთი სუნთქვის განმავლობაში იქმნება და ნადგურდება. ამიტომ შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ რამდენი მილიონი მანუა პურუშას ერთი სუნთქვის მანძილზე.

ამ სამყაროში გამორჩეული მანუები არიან: იაჯნა, სვაიამბჰუვა მანუს სახით, ვიბჰუ სვაროჩიშა მანუს სახით, სატიასენა უტტამა მანუს სახით, ჰარი ტამასა მანუს სახით, ვაიკუნთჰა რაივატა მანუს სახით, აჯიტა ჩაკშუშა მანუს სახით, ვამანა ვაივასვატა მანუს სახით (ახლანდელ ეპოქას ვაივასვატა მანუ განაგებს), სარვაბჰაუმა სავარნი მანუს სახით, რშაბჰა დაკშა-სავარნი მანუს სახით, ვიშვაკსენა ბრაჰმა-სავარნი მანუს სახით, იოგეშვარა დევა-სავარნი მანუს სახით და ბრჰადბჰანუ ინდრა-სავარნი მანუს სახით. ეს იმ თოთხმეტი მანუს სახელებია, რომლებიც 4 300 000 000 მზის წელიწადის პერიოდს ფარავენ, რაც ზემოთ იქნა განხილული.

შემდეგ მოდიან იუგავატარები, ანუ ეპოქის ინკარნაციები. იუგები ცნობილია სატია-იუგას, ტრეატ-იუგას, დვაპარა-იუგასა და კალი-იუგას სახელით. თითოეული იუგას ინკარნაციას სხვადასხვა ფერი აქვს. ესენია: თეთრი, წითელი, შავი და ყვითელი. დვაპარა-იუგაში უფალი კრშნა შავი ფერით მოევლინა, კალი- იუგაში კი უფალი ჩაიტანია მოვიდა ყვითელი ფერით.

მაშასადამე უფლის ყოველი ინკარნაცია განდობილ წერილებშია მოხსენიებული. თვალთმაქცს არ შეუძლია ინკარნაცია გახდეს, რადგან მისი სახელი შასტრებში უნდა იყოს ნახსენები. თავად ინკარნაცია არ აცხადებს თავს უფლად, ამას დიდი ბრძენები აღიარებენ განდობილ წერილებში მოცემული ნიშნების საფუძველზე. ინკარნაციის ნიშან-თვისებები და მისი კონკრეტული მისია განდობილ წერილებშია მოხსენიებული.

უშუალო ინკარნაციების გარდა არსებობს ურიცხვი უფლებამოსილი ინკარნაცია. ისინიც განდობილ წერილში არიან მოხსენიებულნი. ასეთი ინკარნაციები უშუალოდ ან არაუშუალოდ არიან უფლებამოსილნი. როდესაც უშუალოდ არიან უფლებამოსილნი, მათ ინკარნაციები ჰქვიათ, ხოლო არაუშუალოდ უფლებამოსილთ ვიბჰუტი ეწოდებათ. უშუალოდ აღჭურვილი ინკარნაციები არიან კუმარები, ნარადა, პრთჰუ, შეშა, ანანტა და სხვა. რაც შეეხებათ ვიბჰუტის, ისინი დაწვრილებით არიან აღწერილი “ბჰაგავად-გიტას” თავში, რომელსაც ვიბჰუტი-იოგა ეწოდება. ყოველი სხვადასხვაგვარი ინკარნაციის პირველწყაროს კი გარბჰოდაკაშაიი ვიშნუ წარმოადგენს.

ლექსი 6

სა ევა პრათჰამამ დევაჰ კაუმარამ სარგამ აშრიტაჰ
ჩაჩარა დუშჩარამ ბრაჰმა ბრაჰმაჩარიამ აქჰანდიტამ


უპირველეს ყოვლისა, სამყაროს დასაწყისში, გაჩნდა ბრაჰმას ოთხი დაუქორწინებელი ვაჟიშვილი [კუმარები], მათ უბიწოების აღთქმა ჰქონდათ დადებული და აბსოლუტური ჭეშმარიტების შესაცნობად მკაცრ ასკეზებს ასრულებდნენ.

განმარტება: მატერიალური სამყარო დროის გარკვეულ მონაკვეთებში იქმნება, არსებობს და კვლავ ნადგურდება. კონკრეტული ბრაჰმას – სამყაროს ცოცხალ არსებათა მამის მიხედვით – ქმნილებებს სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. როგორც ითქვა, კუმარები მატერიალური სამყაროს შექმნის კაუმარას ხანაში მოევლინენ. მათ უბიწოების აღქმა დადეს და ჩვენთვის ბრაჰმანის შემეცნების გზის სასწავლებლად მკაცრი წვრთნა გაიარეს. კუმარები უფლებამოსილი ინკარნაციები არიან. მკაცრი წვრთნის გავლამდე ყოველი მათგანი ღირსეული ბრაჰმანი გახდა. ეს მაგალითი გულისხმობს იმას, რომ თავიდან ადამიანი ბრაჰმანი უნდა გახდეს, არა დაბადებით, არამედ თვისებებით და შემდეგ შეუდგეს ბრაჰმანის შემეცნების პროცესს.

ლექსი 7

დვიტიიამ ტუ ბჰავაისია რასატალა-გატამ მაჰიმ
უდდჰარიშიანნ უპადატტა იაჯნეშაჰ საუკარამ ვაპუჰ


ყოველი მსხვერპლშეწირვის უზენაესი განმცხრომელი მოევლინა ტახის ინკარნაციის [მეორე ინკარნაციის] სახით და დედამიწის სასიკეთოდ სამყაროს დაბალი ნაწილებიდან ამოიყვანა იგი (დედამიწა).

განმარტება: ამ ლექსიდან ჩანს, რომ ღმრთეების პიროვნების ყოველ ინკარნაციას კონკრეტული მისიაც გააჩნია. არ არსებობს ინკარნაცია რაიმე დანიშნულების გარეშე და ასეთი მისია ყოველთვის არაჩვეულებრივია. მისი შესრულება არც ერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია. ტახის ინკარნაციის დანიშნულება დედამიწის პლუტონის უწმინდური ოლქიდან ამოყვანაში მდგომარეობდა. ბინძური ადგილიდან რაიმეს აღება ტახის საქმეა და ღმრთეების ყოვლისშემძლე პიროვნებამაც ეს სასწაული უჩვენა ასურებს, რომელთაც დედამიწა ასსეტ უსუფთაო ადგილას დამალეს. ღმრთეების პიროვნებისთვის შეუძლებელი არაფერია და თუმცა იგი ტახის როლს თამაშობდა, ერთგულები თაყვანს სცემენ მას, რადგან იგი მუდამ ტრანსცენდენტულია.

Posted by: Atman Feb 19 2011, 02:57 PM

ლექსი 8

ტრტიიამ რში-სარგამ ვაი დევარშიტვამ უპეტია საჰ
ტანტრამ სატვატამ აჩაშტა ნაიშკარმიამ კარმანამ იატაჰ

რშების ეპოქაში ღმრთეების პიროვნება მოევლინა მესამე უფლებამოსილი ინკარნაციის, დევარში ნარადას სახით, რომელიც დიდი ბრძენია ნახევარღმერთთა შორის. მან თავი მოუყარა ვედების განმარტებებს, რომლებიც ერთგულ სამსახურს ეხება და უანგარო შრომას მოუწოდებს.

განმარტება: დიდი რში ნარადა, რომელიც ღმრთეების პიროვნების უფლებამოსილი ინკარნაციაა, მთელ სამყაროში ავრცელებს ერთგულ სამსახურს. მთელ სამყაროში, ყოველ პლანეტასა და ყოველ სახეობაში მყოფი უფლის დიდი ერთგულები მისი მოსწავლეები არიან. შრილა ვიასადევაც, “შრიმად-ბჰაგავატამის” ავტორი, მისი ერთ-ერთი მოსწავლეა. ნარადამ შექმნა “ნარადა-პანჩარატრა” – ვედების განმარტება, საგანგებოდ უფლის ერთგული სამსახურისთვის განკუთვნილი. “ნარადა-პანჩარატრას” მიზანია კარმებს, ანუ კარმიულ მშრომელებს კარმიული შრომის ტყვეობისაგან განთავისუფლება ასწავლოს. ძირითადად, განპირობებულ სულებს კარმიული შრომა იზიდავთ, რადგან საკუთარი ოფლით სურთ ბედნიერების მიღწევა. მთელ სამყაროში სიცოცხლის ყოველი სახეობა კარმიული მშრომლებით არის სავეს. კარმიული შრომა ეკონომიკური განვითარების ათასგვარ გეგმებს მოიცავს. მაგრამ, ბუნების კანონის თანახმად, ყოველ ქმედებას საპასუხო უკუქმედება მოჰყვება და შრომის შემსრულებელი ხელფეხშეკრულია ასეთი კარგი თუ ცუდი რეაქციებით. კარგი შრომის შედეგს შედარებითი მატერიალური აყვავება წარმოადგენს, ცუდი შროის შედეგს კი – შედარებითი მატერიალური უბედურება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მატერიალური პირობები – ე.წ. ბედნიერებაცა და ე.წ. უბედურებაც – მხოლოდ გაჭირვებისთვის არის განკუთვნილი. სულელმა მატერიალისტებმა არ იციან, როგორ მიაღწიონ განპირობებულ მდგომარეობაში მარადიულ ბედნიერებას. შრი ნარადა ამას ასწავლის ამ სულელ კარმიულ მშრომელებს. იგი ასწავლის სამყაროს დაავადებულ ადამიანებს, თუ როგორ შეუძლია ახლანდელ საქმიანობას მათი სულიერი განთავისუფლების გზამდე მიყვანა. ავადმყოფს, რომელსაც რძის მიღების გამო დარღვეული აქვს საჭმლის მონელება, ექიმი რძის სხვა პროდუქტს – მაწონს უნიშნავს. ამრიგად, დაავადების მიზეზიც და წამალიც შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ მკურნალობა ისეთმა გამოცდილმა ექიმმა უნდა ჩაატაროს, როგორიცაა ნარადა. “ბჰაგავად-გიტაც” იგივეს გვთავაზობს: საკუთარი შრომის ნაყოფები მივუძღვნათ უფალს და ასე ვემსახუროთ მას. ეს ადამიანს ნაიშკარმიას, ანუ განთავისუფლების გზაზე აიყვანს.

ლექსი 9

ტურიე დჰარმა-კალა-სარგე ნარა-ნარაიანავ რში
ბჰუტვატმოპაშამოპეტამ აკაროტ დუშჩარამ ტაპაჰ


მეოთხე ინკარნაციაში უფალი გახდა ნარა და ნარაიანა, მეფე დჰარმას ცოლის ტყუპი ვაჟები. ამრიგად, გრძნობათა კონტროლისათვის მან მკაცრი და სამაგალითო ეპითემიები გაიარა.

განმარტება: როგორც მეფე რშაბჰამ ურჩია თავის შვილებს, ადამიანის ერთადერთი მოვალეობა არის ტაპასია, ანუ ტრანსცენდენტციის შეცნობისათვის საჭირო ეპითიმია; ჩვენს სასწავლებლად უფალმა თავად გვიჩვენა ამის შესრულების მაგალითი. უფალი მეტად კეთილია გულმავიწყი სულების მიმართ. ამიტომ იგი თავად მოდის და გვიტოვებს საჭირო დარიგებებს, აგრეთვე წარმომადგენლების სახით თავის შვილებს აგზავნის, რათა ღმრთეებასთან მოუხმოს ყოველ განპირობებულ სულს. ყველას ახსოვს, რომ ამას წინათ უფალი ჩაიტანიაც ამ მიზნით მოევლინა – ამ მძიმე ინდუსტრიის, რკინის ეპოქის დაცემული სულების სახსნელად. ნარაიანას ინკარნაციას დღესაც თაყვანს სცემენ ჰიმალაებში, ბადარი-ნარაიანაში.

ლექსი 10

პანჩამაჰ კაპი;ო ნამა სიდდჰეშაჰ კალა-ვიპლუტამ
პროვაჩასურიე სანქჰიამ ტატტვა-გრამა-ვინირნაიამ


მეხუთე ინკარნაცია, სახელად კაპილა, საუკეთესოა სრულყოფილ არსებათა შორის. მან ასური ბრაჰმანს სამყაროს ელემენტები და მეტაფიზიკა განუმარტა, რადგან დროთა განმავლობაში ეს ცოდნა დაკარგული იყო.

განმარტება: სამყაროში ოცდაოთხი ელემენტი არსებობს. ყოველი მათგანი დაწვრილებით არის განმარტებული სანქჰიას ფილოსოფიაში. როგორც წესი, ევროპელი მეცნიერები სანქჰიას ფილოსოფიას მეტაფიზიკას უწოდებენ. სანქჰიას ეტიმოლოგიური მნიშვნელობა არის “ის, რაც ანალიზის საშუალებით ნათლად განმარტავს მატერიალურ ელემენტებს”. პირველად ეს გააკეთა უფალმა კაპილამ, რომელიც აქ რიგით მეხუთე ინკარნაციად არის წოდებული.

ლექსი 11

შაშთჰამ ატრერ აპატიატვამ ვრტაჰ პრაპტო ნასუიაია
ანვიკშიკიმ ალარკაია პრაჰლადადიბჰია უჩივან


პურუშას მეექვსე ინკარნაცია იყო ბრძენი ატრის შვილი. იგი დაიბადა ანასუიას მუცლიდან, რომელიც ინკარნაციის მოვლინებისათვის ლოცულობდა. მან ტრანსცენდენციის შესახებ უამბო ალარკას, პრაჰლადასა და სხვებს [იადუს, ჰაიჰაიასა და ა.შ.].

განმარტება: უფალი მოევლინა დატტატრეიად, რში ატრისა და ანასუიას შვილად. დატტატრეიას ინკარნაციად მოვლინების ამბავი მოთხრობილია “ბრაჰმანდა პურანაში” ერთგული ცოლის ისტორიასთან დაკავშირებით. ნათქვამია, რომ ანასუია, რში ატრის ცოლი, ასე ევედრებოდა ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას: “ჩემო უფლებო, თუკი კმაყოფილი ხართ ჩემით და თუკი გსურთ, რაიმე კურთხევა გთხოვოთ, მაშინ გევედრებით, შეერთდით და გახდით ჩემი ვაჟიშვილი”. ისინი დათანხმდნენ ამაზე და დატტატრეიას სახით უფალმა სულის ფილოსოფია განმარტა, კერძოდ კი, ასწავლა ალარკას, პრაჰლადას, იადუს ჰაიჰაიასა და სხვ.

ლექსი 12

ტატაჰ საპტამა აკუტიამ რუჩერ იაჯნო ბჰიაჯაიატა
სა იამადიაიჰ სურა-განაირ აპატ სვაიამბჰუვანტარამ


მეშვიდე ინკარნაცია იყო იაჯნა, პრაჯაპატი რუჩისა და მისი ცოლის, აკუტის ვაჟიშვილი. იგი სვაიამბჰუვა მანუს შეცვლის დროს იყო განმგებელი დამ ას ეხმარებოდნენ ნახევარღმერთები, რომელთა შორისაც მისი შვილი იამა იყო.

განმარტება: მატერიალური სამყაროს არსებობის შენარჩუნება და მართვა ნახევარღმერთებს ევალებათ. ასეთი თანამდებობები უაღრესად ღვთისმოსავ ცოცხალ არსებებს ეძლევათ. როდესაც ასეთი ღვთისმოსავი ცოცხალი არსებები ცოტანი არიან, უფალი თავად ევლინება ბრაჰმას, პრაჯაპატის, ინდრასა და სხვ. სახით და ხელში იღებს განმგებლობას. სვაიამბჰუვა მანუს პერიოდის დროს (ახლა ვაიასვატა მანუს პერიოდია) არ იყო ინდრას ადგილის, ინდრალოკას (ზეცის პლანეტის) მეფის შესაფერისი ცოცხალი არსება. ამ დროს უფალი თავად გახდა ინდრა. სამყაროს მართვის საქმეებში უფალ იაჯნას ეხმარებოდნენ ნახევარღმერთები, რომელთა შორისაც იყვნენ მისი შვილები, კერძოდ იამა.

Posted by: Atman Feb 21 2011, 12:16 PM

ლექსი 13

აშტამე მერუდევიამ ტუ ნაბჰერ ჯატა ურუკრამაჰ
დარშაიან ვარტმა დჰირანამ სარვაშრამა-ნამასკრიტამ


მერვე ინკარნაცია იყო მეფე რშაბჰა, მეფე ნაბჰისა და მისი ცოლის, მერუდევის შვილი. ამ ინკარნაციაში უფალმა აჩვენა სრულყოფილების გზა, რომელსაც მიჰყვებიან ისინი, ვინც სრულ ცონტროლს უწევენ გრძნობებს და პატივცემულნი არიან ყოველი ფენის მიერ.

განმარტება: ადამიანთა საზოგადოება ბუნებრივად იყოფა სიცოცხლის რვა ფენად და სტატუსად: საქმიანობათა ოთხი ჯგუფი და კულტურული განვითარების ოთხი ჯგუფი. საქმიანობათა ოთხ ჯგუფს მიეკუთვნება გონიერთა კლასი, მმართველთა კლასი, მწარმოებელთა კლასი და მუშათა კლასი. სულიერი შემეცნების გზაზე კულტურული განვითარების ოთხ საფეხურს კი წარმოადგენს მოწაფეობის ხანა, მეოჯახეობის ხანა, საერო ცხოვრებისაგან ჩამოშორების ხანა და განდეგილობის ხანა. აქედან განდეგილობის ხანა, ანუ სანნიასას წესი უმაღლესად ითვლება და თავისი მდგომარეობით სანნიასი ყოველი ფენისა და დანაყოფის სულიერ მოძღვრად არის მიჩნეული. სანნიასას წესშიც სრულყოფილებისაკენ ამაღლების ოთხი საფეხური გამოირჩევა. ესენია: კუტიჩაკა, ბაჰუდაკა, პარივრაჯაკაჩარია და პარამაჰამსა. პარამაჰამსას საფეხური სიცოცხლეში სრულყოფილების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. მას ყველა სხვა პატივს სცემს. მაჰარაჯა რშაბჰა უფლის ინკარნაცია იყო და მან ასწავლა თავის შვილებს, გაჰყოლოდნენ სრულყოფილების გზას ტაპასიას საშუალებით, რაც ასპეტაკებს ყოფიერებას და მარადიული, უწყვეტი სულიერი ბედნიერების მიღწევის საშუალებას იძლევა. ყოველი ცოცხალი არსება ბედნიერებას ეძებს, მაგრამ არავინ იცის, სად შეიძლება მარადიული და უსაზღვრო ბედნიერების პოვნა. სულელი ხალხი ჭეშმარიტი ბედნიერების სანაცვლოდ მატერიალურ გრძნობათა დაკმაყოფილებით მიღებული ე.წ. ბედნიერება დროებითია და ამით ძაღლებიცა და ღორებიც კი ტკბებიან. არც ერთი ცხოველი, ფრინველი თუ მხეცი არ არის მოკლებული ამ გრძნობათა სიამოვნებას. ამ ბედნიერების მიღება უხვად შეიძლება ყოველ სახეობაში, მათ შორის ადამიანის ფორმაშიც, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ასეთი იაფფასიანი ბედნიერებისთვის არ არის განკუთვნილი. იგი განკუთვნილია იმისთვის, რომ სულიერი შემეცნების საშუალებით მარადიულ და უსაზღვრო ბედნიერებას მივაღწიოთ. ეს სულიერი შემეცნება მიიღწევა ტაპასიას, ანუ ნებაყოფლობითი ეპითემიებისა და მატერიალური სიამოვნებისაგან აღკვეთის გავლით. მათ, ვინც მატერიალური სიამოვნებისაგან აღკვეთაში არიან გაწვრთნილნი, ჰქვიათ დჰირა, ანუ გრძნობებით შეუწუხებელი ადამიანები. მხოლოდ დჰირებს შეუძლიათ სანნიასას მიღება და თანდათანობით ასვლა პარამაჰამსას საფეხურზე, რომელსაც საზოგადოების ყოველი წევრი ეთაყვანება. მეფე რშაბჰა ამ მისიას ავრცელებდა და ბოლო სტადიაზე იგი სრულიად განუდგა სხეულისეულ მოთხოვნილებებს. სულელები ცდილობენ ამ სტადიის მიბაძვას, მაგრამ სინამდვილეში მისი მიღწევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და ისინი საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებენ.

ლექსი 14

რშიბჰირ იაჩიტო ბჰეჯე ნავამამ პართჰიევამ ვაპუჰ
დუგდჰემამ ოშადჰირ ვიპრას ტენაიამ სა უშატტამაჰ


ო ბრაჰმანებო, მეცხრე ინკარნაციაში, ისმინა რა ბრძენების ვედრება, უფალმა მიიღო მეფის [პრთჰუს] სხეული, რომელმაც მიწა დაამუშავა, რათა ათასგვარი მოსავალი აერო, და ამის წყალობით დედამიწა მშვენიერი და მიმზიდველი გახდა.

განმარტება: მეფე პრთჰუს მოვლენამდე, წინა მეფის, მაჰარაჯა პრთჰუს მამის ბიწიერი ცხოვრებით გამოწვეული არასწორი მმართველობის გამო ქვეყნად დიდი არეულობა სუფევდა. გონიერთა კლასის წარმომადგენლები (კერძოდ, ბრძენები და ბრაჰმანები) არა მხოლოდ ლოცულობდნენ უფლის მოვლენისათვის, არამედ ტახტიდან ჩამოაგდეს კიდეც წინა მეფე. ღვთისნიერება და ყოველმხრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა მეფის მოვალეობას წარმოადგენს. როგორც კი მეფე რამენაირად უგულვებელყოფს თავის მოვალეობას, გონიერთა კლასმა ტახტიდან უნდა ჩამოაგდოს იგი. მაგრამ გონიერი კლასის წარმომადგენლები არ იკავაბენ სამეფო ტახტს, რადგან მათ საზოგადოების კეთილდღეობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრიათ. ამის ნაცვლად უფალს ინკარნაციის მოვლინებას ევედრებოდნენ და უფალიც მოვიდა მაჰარაჯა პრთჰუს სახით. ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები, ანუ ღირსეული ბრაჰმანები, არასოდეს ელტვიან პოლიტიკურ თანამდებობებს. მაჰარაჯა პრთჰუმ დიდი მოსავალი აიღო და ასეთი კარგი მეფის ყოლის გამო მხოლოდ მოქალაქეები როდი გაბედნიერდნენ, დედამიწაც მშვენიერი და მიმზიდველი გახდა.

ლექსი 15

რუპამ სა ჯაგრჰე მატსიამ ჩაკშუშოდადჰი-სამპლავე
ნავი აროპია მაჰი-მაიიამ აპად ვაივასვატამ მანუ


როდესაც ჩაკშუშა მანუს პერიოდის შემდეგ სრული წარღვნა მოხდა და მთელი სამყარო წყალში ჩაიძირა, უფალმა თევზის ფორმა მიიღო და გადაარჩინა ვაივასვატა მანუ, ჰყავდა რა იგი ნავში.

განმარტება: შრიპადა შრიდჰარა სვამის, “ბჰაგავატამის” პირველი კომენტატორის აზრით, წარღვნა ყოველი მანუს შეცვლის შემდეგ არ ხდება. მიუხედავად ამისა, ჩაკშუშა მანუს პერიოდის შემდეგ ეს წარღვნა სატიავრატასთვის გარკვეულ საოცრებათა საჩვენებლად მოხდა. მაგრამ შრილა ჯივა გოსვამიმ ზუსტი მტკიცებები მოიყვანა ავტორიტეტული წმინდა წერილებიდან (როგორიცაა “ვიშნუ-დჰარმოტტარა”, “მარკანდეია პურანა”, “ჰარივამშა” და სხვ.), რომ ყოველი მანუს შემდეგ ყოველთვის წარღვნა ხდება. შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტიმაც მხარი დაუჭირა შრილა ჯივა გოსვამის და მან (შრი ჩაკრავარტიმ) “ბჰაგავატამრტაც” დაიმოწმა, რომ თითოეული მანუს შემდეგ წარღვნა ხდება. გარდა ამისა, თავისი ერთგულ სატიავრატასადმი განსაკუთრებული წყალობის მოსაფენად უფალი თავად მოევლინა ამ პერიოდში.

ლექსი 16

სურასურანამ უდადჰიმ მათჰნატამ მანდარაჩალამ
დადჰრე კამათჰა-რუპენა პრშთჰა ეკადაშე ვიბჰუჰ


უფლის მეთერთმეტე ინკარნაციამ კუს სახე მიიღო, მისი ბაკანი საყრდენი იყო მთა მანდარაჩალასთვის, რომელსაც სამყაროს თეისტები და ათეისტები სადღვებელად იყენებდნენ.

განმარტება: ერთხელ თეისტები და ათეისტები ზღვიდან ნექტარის ამოდღვებას ცდილობდნენ, რათა შეესვათ იგი და უკვდავნი გამხდარიყვნენ. ამ დროს მთა მანდარაჩალა სადღვებელად გამოიყენეს, რომელიც უფალი კუს, ღმრთეების ინკარნაციის ბაკანზე მოათავსეს ზღვის წყალში.

ლექსი 17

დჰანვანტარამ დვადაშამამ ტრაიოდაშამამ ევა ჩა
აპაიაიატ სურან ანიან მოჰინია მოჰაინ სტრიია


მეთორმეტე ინკარნაციაში უფალი დჰანვანტარის სახით მოევლინა, მეცამეტე ინკარნაციაში კი ქალის მომხიბვლელი სილამაზით აცდუნა ათეისტები და ნექტარი ნახევარღმერთებს გადასცა დასალევად.

ლექსი 18

ჩატურდაშამ ნარასიმჰამ ბიბჰრად დაიტიენდრამ ურჯიტამ
დადარა კარაჯაირ ურავ ერაკამ კატა-კრდ იათჰა


მეთოთხმეტე ინკარნაციაში უფალი მოევლინა ნრსიმჰას სახით და ფრჩხილებით გაგლიჯა ათეისტი ჰირანიაკაშიპუს ძლიერი სხეული, როგორც ხურო ხლეჩს ლერწამს.

ლექსი 19

პანჩადაშამ ვამანაკამ კრტვაგად ადჰვარამ ბალეჰ
პადა-ტრაიამ იაჩამანაჰ პრატიადიტსუს ტრი-პიშტაპამ


მეთხუთმეტე ინკარნაციაში უფალმა მიიღო ჯუჯა ბრაჰმანის [ვამანას] სახე და მაჰარაჯა ბალის მსხვერპლშეწირვის ადგილს ეწვია. თუმცა გულში სამი პლანეტარული სისტემისგან შემდგარი სამეფოს დაბრუნება სურდა, მხოლოდ სამი ნაბიჯი მიწა სთხოვა.

განმარტება: ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია მთელი სამყარო უბოძოს მას, ვისაც თითქმის არაფერი გააჩნია, ან მთელი სამყაროსგან შემდგარი სამეფო წაართვას ვინმეს მიწის მცირე ნაკვეთის თხოვნით.

ლექსი 20

ავატარე შოდაშამე პაშიან ბრაჰმა-დრუჰო ნრპან
ტრიჰ-საპტა-კრტვაჰ კუპიტო ნიჰ-კშატრამ აკარონ მაჰიმ


ღმრთეების მეთექვსმეტე ინკარნაციაში უფალმა [როგორც ბჰრგუპატიმ] ოცდაერთჯერ გაანადგურა მმართველთა კლასი [კშატრიები], განრისხებული იყო რა მათზე ბრაჰმანების [გონიერი კლასის] წინააღმდეგ მათი აჯანყების გამო.

განმარტება: იგულისხმება, რომ კშატრიებმა, ანუ მმართველმა კლასმა პლანეტა გონიერთა კლასის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით უნდა მართოს, რომლებიც აღიარებული შასტრების, ანუ განდობილ წერილთა მიხედვით არიგებენ მმართველებს. მმართველები თავიანთ მოვალეობებს ამ დარიგების თანახმად უნდა ასრულებდნენ. როდესაც კშატრიები, ანუ მმართველთა კლასი არ ემორჩილება სწავლულ და გონიერ ბრაჰმანთა განკარგულებებს, ისინი ძალით უნდა იქნან გადაყენებულნი თანამდებობებიდან და მათი ადგილი უფრო ღირსეულებს უნდა დაეთმოთ.

Posted by: Atman Feb 23 2011, 02:23 PM

ლექსი 21

ტატაჰ საპტადაშე ჯატაჰ სატიავატამ პარაშარატ
ჩაკრე ვედა-ტაროჰ შაქჰა დრშტვა პუმსო ‘ლპა-მედჰასაჰ


ამის შემდეგ ღმრთეების მეჩვიდმეტე ინკარნაციაში, პარაშარა მუნისგან სატიავატის მუცლიდან მოევლინა შრი ვიასადევა და იხილა რა, რომ ხალხი ნაკლებად გონიერი იყო, ერთი ვედა რამოდენიმე განაყოფად და ქვეგანაყოფად დაყო.

განმარტება: თავდაპირველად იყო ერთი ვედა. მაგრამ შრი ვიასადევამ თავდაპირველი ვედა ოთხად დაჰყო, კერძოდ, “სამა”, “იაჯურ”, “რგ”, “ათჰარვა” ვედებად და შემდეგ კვლავ განმარტა სხვადასხვა განშტოებებში, როგორიცაა პურანები და “Mაჰაბჰარატა”. უბრალო ადამიანს უჭირს ვედური ენისა და თემის გაგება. ეს უაღრესად გონიერ და თვითშეცნობილ ბრაჰმანებს ესმით. მაგრამ ახლანდელი კალის ეპოქა უმეცარი ხალხით არის სავეს. ისინიც კი, ვინც ამ ეპოქაში ბრაჰმანი მამებისგან იშვნენ, არაფრით სჯობიან შუდრებს. ორგზისშობილებმა, კერძოდ, ბრაჰმანებმა, კშატრიებმა და ვაიშიებმა სამსკარებად ცნობილი განწმენდის პროცესები უნდა გაიარონ, მაგრამ თანამედროვე ეპოქის ცუდი გავლენის გამო ე.წ. ბრაჰმანთა და სხვა მაღალი ფენების ოჯახის წევრები მაღალი კულტურით აღარ ხასიათდებიან. მათ ეწოდებათ დვიჯა-ბანდჰუები, ანუ ორგზისშობილთა მეგობრები და ოჯახის წევრები. მაგრამ ეს დვიჯა-ბანდჰუები შუდრების და ქალების დონეზე დგანან. დვიჯა-ბანდჰუების, შუდრებისა და ქალების მსგავსი ნაკლებად გონიერი ხალხისთვის შრი ვიასადევამ ვედები სხვადასხვა განყოფილებებად და ქვეგანყოფილებებად დაჰყო.

ლექსი 22

ნარა-დევატვამ აპანნაჰ სურა-კარია-ჩიკირშაია
სამუდრა-ნიგრაჰადინი ჩაკრე ვირიანი ატაჰ პარამ


მეთვრამეტე ინკარნაციაში უფალი მოევლინა მეფე რამას სახით. ნახევარღმერთების სასიამოვნოდ მან ზეადამიანური ძალა გამოავლინა: დაიმორჩილა ინდოეთის ოკეანე და მოკლა ათეისტი მეფე რავანა, რომელიც ზღვის მეორე ნაპირას ცხოვრობდა.

განმარტება: ღმრთეების პიროვნება შრი რამამ ადამიანის სახე მიიღო და მოევლინა დედამიწას, რათა სიამოვნება მიენიჭებინა ნახევარღმერთებისთვის, ანუ სამყაროს წესრიგის დამცველი მმართველებისთვის. ზოგჯერ დიდი დემონები და ათეისტები, როგორებიც არიან რავანა, ჰირანიაკაშიპუ და სხვ. სახელს ითქვამენ მატერიალური წარმატებებით, რასაც ისინი მატერიალური მეცნიერებისა და სხვა მოქმედებების საფუძველზე აღწევენ, უფლის მიერ დაწესებული წესრიგისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. მაგალითად, მატერიალური ხერხებით სხვა პლანეტებზე გაფრენის მცდელობა დამყარებული წესრიგისთვის წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს. თითოეულ პლანეტაზე განსხვავებული პირობები არსებობს, რომელთაც ადამიანთა სხვადასხვა კლასები არიან შეგუებული და მათი იქ ყოფნის კონკრეტული მიზეზები უფლის კანონებშია მოცემული. მაგრამ მატერიალურ განვითარებაში მიღწეული მცირე წარმატებით გაყოყოჩებული უღმერთო მატერიალისტები ზოგჯერ უარყოფენ ღმერთის არსებობას. ერთ-ერთი მათგანი იყო რავანა დამ ას სურდა, უბრალო ხალხი გაეგზავნა ინდრას პლანეტაზე (ზეცის პლანეტაზე), ამისთვის საჭირო კვალიფიკაციის გარეშე. მას ზეციურ პლანეტამდე კიბის აგება უნდოდა, რათა ხალხს არ დასჭირვებოდა ამ პლანეტაზე შეღწევისთვის აუცილებელი ღვთისმოსავ საქმიანობათა წესების შესრულება. მას უფლის მიერ დაწესებული კანონის საწინააღმდეგო ქმედებების შესრულება სურდა. მან შრი რამას ავტორიტეტიც კი აბუჩად აიგდო და მოიტაცა მისი ცოლი, სიტა. ცხადია, ნახევარღმერთთა სურვილსა და ლოცვაზე პასუხად, უფალი რამა ამ ათეისტის დასასჯელად მოვიდა. ამიტომ მან მიიღო რავანას გამოწვევა. ეს “რამაიანას” შინაარსს წარმოადგენს. რადგან უფალი რამაჩანდრა ღმრთეების პიროვნება იყო, მან გამოავლინა ზეადამიანური საქმიანობები, რაც არც ერთ ადამიანს, მათ შორის მატერიალურად განვითარებულ რავანასაც არ შეუძლია. უფალმა რამაჩანდრამ წყალში მოტივტივე ქვებისგან სამეფო გზა ააგო ინდოეთის ოკეანეზე. თანამედროვე მეცნიერებმა გამოიკვლიეს უწონადობა, მაგრამ სადმე უწონადობის შექმნა მათ არ შეუძლიათ. უწონადობა უფალმა შექმნა, ეს უზარმაზარ პლანეტებს ჰაერში ცურვის საშუალებას აძლევს. ამრიგად, მან დედამიწაზეც უწონადი ქვები შექმნა და საყრდენის გარეშე ააგო ხიდი ზღვაზე. ასეთია ღმერთის ძალა.

ლექსი 23

ეკონავიმშე ვიმშატიმე ვრშნიშუ პრაპია ჯანმამი
რამა-კრშნავ იტი ბჰუვო ბჰაგავან აჰარად ბჰარამ


მეცხრამეტე და მეოცე ინკარნაციებში უფალი თავად მოევლინა ვრშნის ოჯახში [იადუს დინასტიაში] უფალი ბალარამასა და უფალი კრშნას სახით და ამით სამყაროს ტვირთი მოაცილა.

განმარტება: ამ ლექსში განსაკუთრებულად სიტყვა ბჰაგავანი მიუთითებს იმაზე, რომ ბალარამა და კრშნა უფლის თავდაპირველი ფორმებია. მოგვიანებით ეს დაწვრილებით იქნება განმარტებული. უფალი კრშნა არ არის პურუშას ინკარნაცია, რაც ამ თავის დასაწყისში გავიგეთ. იგი უშუალოდ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნებაა, ბალარამა კი უფლის პირველ გამოვლინებას წარმოადგენს. ბალადევასგან მომდინარეობს სრული ექსპანსიების პირველი რიგი: ვასუდევა, სანკარშანა, ანირუდდჰა და პრადიუმნა. უფალი შრი კრშნა ვასუდევაა, ბალადევა კი – სანკარშანა.

Posted by: Atman Feb 25 2011, 01:12 PM

ლექსი 24

ტატაჰ კალაუ სამპრავრტტე სამმოჰაია სურა-დვიშამ
ბუდდჰო ნამნანჯანა-სუტაჰ კიკატეშუ ბჰავიშიატი


შემდეგ კალი იუგის დასაწყისში, უფალი მოევლინება უფალი ბუდას, ანჯანას შვილის სახით, გაიას პროვინციაში [ბიჰარი], რათა შეცდომაში შეიყვანოს მორწმუნეებისადმი შურიანად განწყობილი ხალხი.

განმარტება: უფალი ბუდა, ღმრთეების პიროვნების უფლებამოსილი ინკარნაცია, მოევლინა გაიას (ბიჰარის) პროვინციაში როგორც ანჯანას შვილი. იგი ქადაგებდა არაძალმომრეობას და ვედებში ნებადართულ მსხვერპლშეწირვებსაც კი გმობდა. უფალი ბუდას მოვლენის დროს ხალხის უმრავლესობა ათეისტი იყო და მათ ყველაფერს ხორცის ჭამა ერჩივნათ. ვედური მსხვერპლშეწირვის საბაბით თითქმის ყოველი ადგილი სასაკლაოდ იყო ქცეული და ხალხი შეუზღუდავად ხოცავდა ცხოველებს. საცოდავი ცხოველებისადმი სიბრალულის გამო უფალი ბუდა არაძალმომრეობას ქადაგებდა. იგი ამბობდა, რომ არ სწამდა ვედების ცნებები და ხასზს უსვამდა ცხოველთა ხოცვით გამოწვეულ საზიანო ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. კალის ეპოქის ნაკლებად გონიერი ადამიანები, რომელთაც ღმერთის არ სწამდათ, გაჰყვნენ ამ პრინციპს და დროებით ისინი მორალურ დისციპლინასა და არაძალმომრეობაში გაიწვრთნენ, რაც ღმერთის შემეცნების გზაზე საწყის საფეხურებს წარმოადგენს. უფალმა შეცდომაში შეიყვანა ათეისტები, რადგან ათეისტებს, რომლებიც ამ პრინციპს მიჰყვებოდნენ, არ სწამდათ ღმერთის, მაგრამ მტკიცედ სჯეროდათ უფალი ბუდასი, რომელიც თავად ღმერთის ინკარნაცია გახლდათ. ამრიგად აიძულა მან ურწმუნო ხალხი, ეწამა ღმერთი უფალი ბუდას სახით. ეს უფალი ბუდას წყალობა იყო: მან ურწმუნოებს მისი რწმენა ჩაუნერგა.

უფალი ბუდას მოვლენამდე საზოგადოებაში უაღრესად გავრცელებული იყო ცხოველთა ხოცვა. ხალხი ამას ვედურ მსხვერპლშეწირვებად აცხადებდა. როდესაც ვედები ავტორიტეტული მოწაფეობრივი თანმიმდევრობის გზით არ არის მიღებული, ცოდნის ამ სისტემის ხატოვან ენას შემთხვევითი მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. “ბჰაგავად-გიტაში” მოცემულია ასეთი სულელი მეცნიერების (ავიპაშჩიტაჰ) დახასიათება. ვედური ლიტერატურეს სულელი “სწავლულები”, რომლებიც უგულვებელჰყოფენ მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ტრანსცენდენტული წყაროებიდან ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მიღებას, აუცილებლად დაიბნევიან. ისინი უმაღლეს მიზნად რიტუალისტურ ცერემონიებს მიიჩნევენ. მათ ღრმა ცოდნა არ გააჩნიათ. “ბჰაგავად-გიტას” თანახმად, (15.15) ვედაიშ ჩა სარვაირ აჰამ ევა ვედიაჰ – ვედების მთელი სისტემის დანიშნულება ცოცხალი არსების თანდათანობით უზენაესი უფლისკენ მიმავალ გზაზე წაყვანაში მდგომარეობს. ვედური ლიტერატურის მთელი არსი არის უზენაესი უფლის, ინდივიდუალური სულის, კოსმოსისა და მათ შორის ურთიერთკავშირის შეცნობა. როდესაც კავშირი ცნობილია, იწყება მისი შესაბამისი მოქმედებები, რის შედეგადაც ადვილად მიიღწევა სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, ანუ ღმრთეებასთან დაბრუნება. სამწუხაროდ, ვედების არაუფლებამოსილ სწავლულებს მხოლოდ განწმენდის პროცესები იზიდავთ, რის გამოც ბუნებრივ პროგრესს ვერ აღწევენ.

ათეისტური მიდრეკილებების მქონე ასეთი ხალხისთვის უფალი ბუდა თეიზმის განსახიერებას წარმოადგენს. ამიტომ, პირველ რიგში, მას ცხოველთა ხოცვის შეჩერებასურდა. არსებობენ ცხოველთა ორი სახის მკვლელები. ზოგჯერ სულსაც ცხოველი, ანუ ცოცხალი არსება ეწოდება. ამიტომ ცხოველთა მკვლელად ითვლება ცხოველთა მხოცველიცა და ისიც, ვინც საკუთარი მეობა დაკარგა.

მაჰარაჯა პარიკშიტმა თქვა, რომ მხოლოდ ცხოველის კვლელს არ შეუძლია უზენაესი უფლის ტრანსცენდენტული ეპისტოლეთი დატკბობა. ამიტომ, თუკი ხალხს რაიმე განათლება უნდა მიეცეს ღმრთეებისაკენ მიმავალ გზაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვასწავლოთ, რომ შეაჩერონ ცხოველთა ხოცვა, რაზედაც ზზემოთ იყო საუბარი. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ცხოველთა ხოცვას არაფერი ესაქმება სულიერ შემეცნებასთან. კალი-იუგას წყალობით ამ სახიფათო თეორიის გამო მრავალი ე.წ. სანნიასი გამოჩნდა ასპარეზზე, ისინი ვედების სახელით ცხოველთა ხოცვას ქადაგებენ. ეს საკითხი უკვე განხილულ იქნა უფალი ჩაიტანიასა და მულა ჩანდ კაზი შაჰის საუბარში. ვედებში მოცემული ცხოველთა შეწირვა სასაკლაოებზე ცხოველთა შეუზღუდავი ხოცვა არ არის. რადგან ასურები, ანუ ვედური ლიტერატურეს ე.წ. სწავლულები ვედებით ამართლებენ ცხოველთა ხოცვას, უფალი ბუდა გარეგნულად უარყოფდა ვედების ავტორიტეტს. უფალმა ბუდამ უარყო ვედები, რათა ეხსნა ხალხი ცხოველთა ხოცვის ცოდვისგან, საბრალო ცხოველები კი – მათი დიდი ძმებისგან, რომლებიც კლავენ მათ და ამავე დროს სამყაროსეულ ძმობას, მშვიდობას, სამართალსა და თანასწორობას ქადაგებენ. როცა ცხოველებს ხოცავენ, სამართალი არ არსებობს. უფალმა ბუდამ სრულიად შეწყვიტა ეს, ამიტომ აჰიმსას მისი კულტი გავრცელდა არა მარტო ინდოეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

უფალი ბუდას ფილოსოფიას საერთოდ ათეიზმი ჰქვია, რადგან მასში არ არის აღიარებული უზენაესი უფალი და ამ ფილოსოფიაში უარყოფილია ვედების ავტორიტეტი. მაგრამ სინამდვილეში უფალმა ამით თავი შეინიღბა. უფალი ბუდა ღმრთეების ინკარნაცია გახლავთ. მაშასადამე, იგი ვედური ცოდნის თავდაპირველი განმმარტებელია. ამიტომ იგი არ უარყოფს ვედურ ფილოსოფიას. მაგრამ მან გარეგნულად უარყო იგი, რადგან სურა-დვიშა, ანუ დემონები, რომლებიც მუდამ ემტერებიან ღმრთეების ერთგულებს, ცდილობენ ვედებით გაამართლონ ძროხების ან სხვა ცხოველების ხოცვა და იგივეს აკეთებენ ახლანდელი ე.წ. სანნიასებიც. უფალ ბუდას ვედების ავტორიტეტის სრული უარყოფა მოუხდა. ეს რომ უბრალო ფორმალობა არ ყოფილიყო, მას ღმრთეების ინკარნაციად არ აღიარებდნენ. არც პოეტი ჯაიადევას, ერთ-ერთი ვაიშნავი აჩარიას ტრანსცენდენტალ სიმღერებში იქნებოდა იგი ხოტბაშესხმული. ვედების ავტორიტეტის დასამყარებლად უფალი ბუდ აიმ დროისთვის შესაბამისად ქადაგებდა ვედების საწყის პრინციპებს (იგივე გააკეთა შანკარაჩარიამაც). ამიტომ უფალმა ბუდამაც და აჩარია შანკარამაც თეიზმის გზა გაიკვალეს, ხოლო ვაიშნავმა აჩარიებმა, განსაკუთრებით კი უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ, ხალხი ღმრთეებასთან დაბრუნების გზისაკენ წაიყვანეს.

ჩვე მოხარულნი ვართ, რომ ხალხი ინტერესს იჩენს უფალი ბუდას არაძალმომრეობის მოძრაობისკენ. მაგრამ მართლა სერიოზულად მოეკიდებიან ამას და გააუქმებენ სასაკლაოებს? წინააღმდეგ შემთხვევაში აჰიმსას კულტს აზრი არა აქვს.

“შრიმად-ბჰაგავატამი” კალის ეპოქის დაწყებამდე იქნა შედგენილი (დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინ), უფალი ბუდა კი დაახლოებით ორი ათას ექვსასი წლის წინათ მოევლინა. მაშასადამე, უფალი ბუდას მოვლინება “შრიმად-ბჰაგავატამში” არის ნაწინასწარმეტყველები. ასეთია ამ ნათელი წმინდა წერილის ავტორიტეტი. მასში მრავალი წინასწარმეტყველებაა მოცემული და ყოველი მათგანი ერთიმეორეს მიყოლებით სრულდება. ამით მტკიცდება “შრიმად-ბჰაგავატამის” ურყევი რეპუტაცია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ შეცდომას, ილუზიას, მოტყუებასა და არასრულყოფილებას – ყოველი განპირობებული სულის ოთხ მანკიერებას. განთავისუფლებული სულები ამ მანკიერებებზე მაღლა დგანან; ამიტომ ხედავენ და შეუძლიათ იმის წინასწარმეტყველება, რაც შორეულ მომავალში მოხდება.

ლექსი 25

ათჰასია იუგა-სანდჰიაიამ დასიუ-პრაიეშუ რაჯასუ
ჯანიტა ვიშნუ-იაშასო ნამნა კალკი ჯაგატ-პატიჰ


ამის შემდეგ, ორი იუგას შეერთების დროს, სამყაროს უფალი დაიბადება ინკარნაცია კალკის სახით და გახდება ვიშნუ იაშას შვილი. ამ დროს დედამიწის მმართველები მძარცველებად იქნებიან გადაგვარებული.

განმარტება: ამ ლექსში ნაწინასწარმეტყველებია უფალი კალკის, ღმრთეების კიდევ ერთი ინკარნაციის მოვლენა. იგი მოევლინება ორი იუგის შეერთებისას, კერძოდ, კალი-იუგას ბოლოს და სატია-იუგას დასაწყისში. ოთხი იუგას – სატიას, ტრეტას, დვაპარასა და კალის ციკლი კალენდრის თვეების მსგავსად ტრიალებს. ახლანდელი კალი-იუგა გრძელდება 432 000 წელიწადს, რომლისგანაც კურუკშეტრას ბრძოლისა და მეფე პარიკშიტის მმართველობის შემდეგ მხოლოდ 5 000 წელია გასული. ამრიგად, დარჩენილია 427 000 წელი. ამ პერიოდის მიწურულს მოევლინება კალკი, რაც “შრიმად-ბჰაგავატამშია” ნაწინასწარმეტყველები. ნახსენებია მამამისის, ვიშნუ იაშასა და სოფელ შამბჰალას სახელიც. როგორც უკვე ითქვა, თავის დროზე ყოველი ეს წინასწარმეტყველება ახდება. ასეთია “შრიმად-ბჰაგავატამის” ავტორიტეტი.

Posted by: Atman Feb 26 2011, 11:58 AM

ლექსი 26

ავატარა ჰი ასანქჰიეია ჰარეჰ სატტვა-ნიდჰერ დვიჯაჰ
იათჰავიდასინაჰ კულიაჰ სარასაჰ სიუჰ საჰასრაშაჰ


ო ბრაჰმანებო, უშრეტი წყაროდან მომავალი ნაკადულების მსგავსად ურიცხვია უფლის ინკარნაციებიც.

განმარტება: ღმრთეების პიროვნების ინკარნაციათა ეს სია სრული არ არის. მასში მხოლოდ ნაწილია ჩამოთვლილი. მათ გარდა წარსულ ეპოქებში იყვნენ შრი ჰაიაგრივა, ჰარი, პრშნიგარბჰა, ვიბჰუ, სატიასენა, ვაიკუნთჰა, სარვაბჰაუმა, ვიშვაკსენა, დჰარმასეტუ, სუდჰამა, იოგეშვარა, ბრჰადბჰანუ და სხვები. თავის ლოცვებში შრი პრაჰლადა მაჰარაჯა ამბობს: “ჩემო უფალო, შენ ევლინები სიცოცხლის ყოველ სახეობაში, წყლის ბინადართა, მცენარეთა, ქვეწარმავალთა, ფრინველთა, ცხოველთა, ადამიანთა, ნახევარღმერთთა და სხვ. შორის, მორწმუნეთა დასაცავად და ურწმუნოთა მოსასპობად. შენ ევლინები სხვადასხვა იუგაში, როდესაც ამის საჭიროება დგება. კალი-იუგაში შენიღბული ერთგულის სახით მოხვედი.” კალი იუგაში უფლის ეს ინკარნაცია არის უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. უფლის მოვლინება შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს სახით “ბჰაგავატამშიცა” და სხვა წმინდა წერილებშიც მრავალგან არის გარკვევით მოხსენიებული. “ბრაჰმა-სამჰიტაშიც” ნათქვამია, რომ თუმცა არსებობს უფლის მრავალი ინკარნაცია, როგორებიც არიან რამა, ნრსიმჰა, ვარაჰა, კურმა და მრავალი სხვა, ზოგჯერ უფალი პირადად ევლინება. ამიტომ უფალი კრშნა და უფალი ჩაიტანია ინკარნაციები არ არიან, ისინი ყოველი ინკარნაციის თავდაპირველ წყაროს წარმოადგენენ. ეს ნათლად იქნება განმარტებული შემდეგ შლოკაში. მაშასადამე, უფალი ურიცხვი ინკარნაციის უშრეტი წყაროა, მაგრამ ჩვეულებრივ ყოველი მათგანი არ არის ნახსენები. ასეთი ინკარნაციები გამოირჩევიან განსაკუთრებული საქმეებით, რომელთა შესრულებაც არც ერთ ცოცხალ არსებას არ შეუძლია. ასეთია უფლის უშუალო თუ არაუშუალო ინკარნაციის დადგენის საზოგადო წესი. ზემოხსენებული ზოგიერთი ინკარნაცია თითქმის სრულ ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, კუმარები ტრანსცენდენტული ცოდნით არიან აღჭურვილნი, შრი ნარადა კი – ერთგული სამსახურით. მაჰარაჯა პრთჰუ აღმსრულებელი ძალით აღჭურვილი ინკარნაცია გახლავთ. ინკარნაცია მატსია უშუალოდ სრული ნაწილია. ამრიგად, მთელ სამყაროში გამუდმებით, შეუჩერებლივ ვლინდება უფლის ურიცხვი ინკარნაცია, როგორც ჩანჩქერიდან გამუდმებით ეცემა წყალი.

ლექსი 27

რშაიო მანავო დევა მანუ-პუტრა მაჰაუჯასაჰ
კალაჰ სარვე ჰარერ ევა საპრაჯაპატაიაჰ სმრტაჰ


ყოველი რში, მანუ, ნახევარღმერთი და მანუს შთამომავალი, რომელიც განსაკუთრებული ძალით გამოირჩევა, უფლის სრული ნაწილი ან სრული ნაწილების ნაწილია. მათ რიცხვში შედიან პრაჯაპატებიც.

განმარტება: შედარებით ნაკლებად ძლიერ ინკარნაციებს ვიბჰუტი ჰქვიათ, მეტად ძლიერებს კი – ავეშა ინკარნაციები.

ლექსი 28

ეტე ჩამშა-კალაჰ პუმსაჰ კრშნას ტუ ბჰაგავან სვაიამ
ინდრარი-ვიაკულამ ლოკამ მრდაიანტი იუგე იუგე


ყოველი ზემოხსენებული ინკარნაცია ან უფლის სრული ნაწილია, ან სრული ნაწილების ნაწილი, მაგრამ უფალი შრი კრშნა ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება გახლავთ. ყოველი მათგანი პლანეტებზე მაშინ ევლინება, როდესაც ათეისტები არეულობას ქმნიან. უფალი თეისტების დასაცავად ჩამოდის..

განმარტება: ამ ლექსში უფალი შრი კრშნა, ღმრთეების პიროვნება, გამორჩეულია დანარჩენი ინკარნაციებისგან. მას ავატარების (ინკარნაციების) რიცხვს მიაკუთვნებენ, რადგან თავისი უმიზეზო წყალობით უფალი თავისი ტრანსცენდენტული სავანიდან ეშვება. ავატარა ნიშნავს “მას, ვინც ეშვება”. უფლის ყოველი ინკარნაცია, თავად უფლის ჩათვლით, მატერიალური სამყაროს სხვადასხვა პლანეტებზე, აგრეთვე სიცოცხლის სხვადასხვა სახეობებში ეშვება განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად. ზოგჯერ იგი თავად მოდის, ზოგჯერ კი მატერიალურ სამყაროში გარკვეული დანიშნულებით მისი სხვადასხვა სრული ნაწილები, სრული ნაწილების ნაწილები ან მის მიერ უშუალოდ ან არაუშუალოდ უფლებამოსილი განცალკევებული ნაწილები მოდიან. თავდაპირველი სახით უფალი აღსავსეა მთელი სიმდიდრით, მთელი სიძლიერით, მთელი სახელმოხვეჭილობით, მთელი სილამაზით, მთელი ცოდნითა და მთელი განდეგილობით. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მისი სხვადასხვა ძალები ნაწილობრივ ვლინდება მის სრულ ნაწილებში ან სრული ნაწილების ნაწილებში, ისინი უფლის იმდენი ძალით არიან მოსილნი, რაც ამ საგანგებო დანიშნულებების შესასრულებლად არის საჭირო. როდესაც ოთახში პატარა ნათურა ანთია, ეს იმას ნიშნავს, რომ ელექტროსადგური ნათურების შუქით არის შემოფარგლული. იგივე ელექტროსადგურს შეუძლია დიდი მასშტაბის ინდუსტრიალ ელექტროძრავებს მაღალი ძაბვის დენი მიაწოდოს. ასევე, უფლის ინკარნაციებიც შეზღუდულ ძალას ავლენენ, რადგან ეს საკმარისია კონკრეტული დროისთვის.

მაგალითად, უფალმა პარაშურამამ და უფალმა ნარასიმჰამ არაჩვეულებრივი ძალა გამოავლინეს: პირველმა ოცდაერთჯერ მოკლა ურჩი კშატრიები, მეორემ კი უაღრესად ძლიერი ათეისტი ჰირანიაკაშიპუ გამოასალმა სიცოცხლეს. ჰირანიაკაშიპუ იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი თვალის დახამხამებაზეც კი სხვა პლანეტებზე ნახევარღმერთები გაცილებით აღემატებიან ყველაზე წარმოჩინებულ ადამიანებს – სიცოცხლის ხანგრძლივობით, სილამაზით, სიმდიდრით, ატრიბუტებითა და საერთოდ ნებისმიერი ასპექტით. მიუხედავად ამისა, მათ ჰირანიაკაშიპუსი ეშინოდათ. ასე რომ, შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რაოდენ ძლიერი იყო ჰირანიაკაშიპუ მატერიალურ სამყაროში. მაგრამ ჰირანიაკაშიპუც კი ფრჩხილებით დაგლიჯა უფალმა ნარასიმჰამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ერთი პიროვნება, რაც არ უნდა ძლიერი იყოს მატერიალურად, უფლის ფრჩხილებს ვერ გადაურჩება. ასევე, ჯამადაგნიამაც გამოავლინა უფლის სიძლიერე, როდესაც თავ-თავიანთ სახელმწიფოებში განმტკიცებული ყოველი ურჩი მეფე მოკლა. უფლის უფლებამოსილმა ინკარნაცია ნარადამ და სრულმა ინკარნაცია ვარაჰამ, აგრეთვე არაუშუალოდ უფლებამოსილმა უფალმა ბუდამ ხალხთა მასებს რწმენა ჩაუნერგეს. ინკარნაციებმა რამამ და დჰანვანტარიმ მისი სახელმოხვეჭილობა გამოავლინეს, ბალარამამ, მოჰინიმ და ვამანამ კი – მისი სილამაზე. დატტატრეიამ, მატსიამ, კუმარამ და კაპილამ მისი ტრანსცენდენტული ცოდნა გამოამჟღავნეს, ნარა და ნარაიანა რშიმ კი – მისი განდეგილობა. ამრიგად, უფლის ყოველმა ინკარნაციამ უშუალოდ ან არაუშუალოდ წარმოადგინა სხვადასხვა ასპექტი, მაგრამ უფალმა კრშნამ ყველაზე საოცარი ასპექტი გამოავლინა შინაგანი ენერგიით მენახირე გოგონებთან გართობებში. მისი ყოველი გართობა გოპებთან ტრანსცენდენტული ყოფიერების, ნეტარებისა და ცოდნის გამოვლინებას წარმოადგენს, თუმცა გარეგნულად თითქოს ხორციელი სიყვარულის სახე აქვს. უფლის გოპებთან გართობის განსაკუთრებული მიმზიდველობა არასწორად არ უნდა გავიგოთ. “ბჰაგავატამი” ამ ტრანსცენდენტული გართობების შესახებ მეათე სიმღერაში გვიყვება. გოპებთან უფალი კრშნას გართობების გაგებამდე კი “ბჰაგავატამი” მოსწავლეს თანდათანობით, ცხრა სიმღერის გავლით აღმართავს.

შრილა ჯივა გოსვამის განაცხადის მიხედვით, ავტორიტეტულ წყაროებში დადასტურებულია, რომ უფალი კრშნა ყოველი ინკარნაციის წყაროს წარმოადგენს. არ უნდა გვეგონოს, რომ კრშნას ინკარნაციის რაიმე წყარო გააჩნია. უფალი შრი კრშნას პიროვნებას სრულად ახასიათებს უზენაესი ჭეშმარიტების ყოველი ნიშანი, “ბჰაგავად-გიტაში” კი უფალი ხაზგასმით აცხადებს, რომ არ არსებობს მასზე დიადი ან მისი თანასწორი ჭეშმარიტება. ამ ლექსში განსაკუთრებით არის ნახმარი სიტყვა სვაიამ, იმის დასადასტურებლად, რომ უფალ კრშნას საკუთარი თავის გარდა სხვა წყარო არ გააჩნია. თუმცა თავიანთი საგანგებო დანიშნულებების გამო სხვა ადგილებში ინკარნაციები აღწერილი არიან ბჰაგავანად, არსად არ არის გამოცხადებული, რომ ისინი უზენაეს პიროვნებას წარმოადგენენ. ამ ლექსში სიტყვა სვაიამ უზენაეს ძალაუფლებას განსაზღვრავს როგორც სუმმუმ ბონუმს.

სუმმუმ ბონუმ – კრშნა – ერთადერთი და განუმეორებელია. იგი თავად გავრცელდა სხვადასხვა ექსპანსიებში, ნაწილებსა და ნაწილაკებში, როგორებიც არიან სვაიამ რუპა, სვაიამ-პრაკაშა, ტად-ეკატმა, პრაბჰავა, ვაიბჰავა, ვილასა, ავატარა, ავეშა და ჯივები, რომლებიც თავიანთი პიროვნებებისა და დამახასიათებელი ნიშნებისთვის შესაბამისი ურიცხვი ენერგიებით არიან აღჭურვილნი. ტრანსცენდენტალ საკითხებში განსწავლულმა მეცნიერებმა გულდასმით გააანალიზეს, რომ სუმმუმ ბონუმს – კრშნას – სამოცდაოთხი პირადი ატრიბუტი ახასიათებს. უფლის ყოველი ექსპანსია ანუ კატეგორია ამ ატრიბუტთა მხოლოდ გარკვეულ პროცენტს ფლობს. შრი კრშნა ასი პროცენტით ფლობს მათ, ხოლო მისი პირადი ექსპანსიები, სვაიამ-პრაკაშა და ტად-ეკატმა, ავატარების კატეგორიის ჩათვლით, ამ ტრანსცენდენტული ატრიბუტების 93 %-ს ფლობენ. უფალი შივა, რომელიც არც ავატარა, არც ავეშა და არც მათ შორის მყოფია, ატრიბუტთა 84 %-ს ფლობს. მაგრამ ჯივებს, ანუ სიცოცხლის სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფ ინდივიდუალურ ცოცხალ არსებებს ატრიბუტთა 78 % გააჩნიათ. მატერიალური ყოფიერების განპირობებულ მდგომარეობაში ცოცხალ არსებას უმნიშვნელო რაოდენობით აქვს ეს ატრიბუტები – ეს ცოცხალი არსების ღვთისმოსავ სიცოცხლეზეა დამოკიდებული. ყველაზე სრულყოფილი ცოცხალი არსება არის ბრაჰმა, რომელსაც ერთი სამყაროს მმართველობა ევალება. იგი სრულად ფლობს ატრიბუტთა 78 %-ს. დანარჩენ ნახევარღმერთებს იგივე ატრიბუტები უფრო ცოტა აქვთ, ადამიანებს კი უმცირესი რაოდენობით გააჩნიათ. ადამიანის სრულყოფილების იდეალი ატრიბუტების სამოცდათვრამეტი პროცენტის სრულად განვითარებაში მდგომარეობს. ცოცხალ არსებას არასოდეს ექნება თვისებები ისეთივე სისრულით, როგორც შივას, ვიშნუს ან უფალ კრშნას აქვთ. ცოცხალი არსება შეიძლება ღვთაებრივი გახდეს, თუკი სრულად განივითარებს ტრანსცენდენტალ ატრიბუტთა 78%-ს, მაგრამ ვერასოდეს გახდება შივას, ვიშნუს ან კრშნას მსგავსი ღმერთი. დროთა ვითარებაში მას შეუძლია ბრაჰმა გახდეს. სულიერი ზეცის პლანეტებზე მცხოვრები ღვთისმოსავი ცოცხალი არსებები ღმერთის მარადიული თანამგზავრები არიან, რომელთაც ჰარი-დჰამად და მაჰეშა-დჰამად წოდებულ სხვადასხვა სულიერ პლანეტებზე აქვთ ბინა. ყველა სულიერ პლანეტაზე მაღლა მდებარეობს უფალი კრშნას სავანე, რომელსაც კრშნალოკა, ანუ გოლოკა ვრნდავანა ეწოდება და სრულყოფილ ცოცხალ არსებას, რომელმაც სრულად განივითარა ზემოხსენებული ატრიბუტების 78%, ახლანდელი მატერიალური სხეულის დატოვების შემდეგ პლანეტა კრშნალოკაზე შეღწევა შეუძლიათ.

Posted by: Atman Feb 27 2011, 10:10 AM

ლექსი 29

ჯანმა გუჰიამ ბჰაგავატო ია ეტატ პრაიატო ნარაჰ
საიამ პრატარ გრნან ბჰაკტია დუჰქჰა-გრამად ვიმუჩიატე


ვინც ყურადღებით, დილას და საღამოს, ერთგულებით კითხულობს მოთხრობებს უფლის იდუმალი მოვლინებების შესახებ, სიცოცხლის ყოველი გაჭირვებისგან თავისუფლდება.

განმარტება: “ბჰაგავად-გიტაში” ღმრთეების პიროვნებამ განაცხადა, რომ ის, ვისაც უფლის ტრანსცენდენტული დაბადებისა და საქმიანობების პრინციპები ესმის, ამ დროებითი მატერიალური სამყოფელიდან თავისნ დაღწევის შემდეგ ღმრთეებას დაუბრუნდება. ასე რომ, მატერიალურ სამყაროში უფლის იდუმალი მოვლენის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნითაც კი ცოცხალი არსება მატერიალური ტყვეობიდან თავისუფლდება. ამიტომ უფლის დაბადება და საქმიანობები, რომლებსაც იგი ხალხის სასიკეთოდ ავლენს, უბრალო მოვლენები არ არის. ისინი იდუმალებითაა მოცული და ეს საიდუმლოება ემხილება მხოლოდ მათ, ვინც სულიერი ერთგულების საშუალებით გულდასმით ცდილობენ საკითხის ჩაწვდომას. ამრიგად ადამიანი მატერიალური ტყვეობიდან თავისუფლდება. ამიტომ უფლის დაბადება და საქმიანობები, რომლებსაც იგი ხალხის სასიკეთოდ ავლენს, უბრალო მოვლენები არ არის. ისინი იდუმალებითაა მოცული და ეს საიდუმლოება ემხილება მხოლოდ მათ, ვინც სულიერი ერთგულების საშუალებით გულდასმით ცდილობენ საკითხის ჩაწვდომას. ამრიგად ადამიანი მატერიალური ტყვეობიდან თავისუფლდება. ამიტომ ნათქვამია, რომ ვინც გულწრფელად და ერთგულებით ჰყვება “ბჰაგავატამის” ამ თავს უფლის სხვადასხვა ინკარნაციების შესახებ, უფლის დაბადებისა და საქმიანობების საიდუმლოებას გაიგებს. თვით სიტყვა მუკტი, ანუ განთავისუფლებაც იმაზე მეტყველებს, რომ უფლის დაბადება და საქმიანობები ტრანსცენდენტულია; სხვაგვარად მხოლოდ მათი გამეორებით კაცი ვერ განთავისუფლდებოდა. ამიტომ ისინი იდუმალებით არის მოცული და მათ, ვინც ერთგული სამსახურის დანაწესებს არ იცავენ, უფლის დაბადებებისა და საქმიანობების საიდუმლოებების გაგების ნება არა აქვთ.

ლექსი 30

ეტად რუპამ ბჰაგავატო ჰი არუპასია ჩიდ-ატმანაჰ
მაია-გუნაირ ვირაჩიტამ მაჰადადიბჰირ ატმანი


კონცეფცია უფლის სამყაროსეული ფორმისა, ვირატ-რუპასი, რომელიც მატერიალურ სამყაროში ვლინდება, წარმოსახვითია. მისი დანიშნულებაა, შეაჩვიოს ნაკლებად გონიერები [ნეოფიტები] იმ აზრს, რომ უფალს ფორმა აქვს. მაგრამ სინამდვილეში უფალს მატერიალური ფორმა არ გააჩნია.

განმარტება: უფლის ვიშვა-რუპად ან ვირატ-რუპად ცნობილი კონცეფცია უფლის ინკარნაციებთან ერთად არ არის ნახსენები, რადგან უფლის ყოველი ზემოხსენებული ინკარნაცია ტრანსცენდენტულია და მათ სხეულებს მატერიისა არაფერი სცხია. მა თარ გააჩნიათ განპირობებული სულისთვის დამახასიათებელი განსხვავება სხეულსა და სულს შორის. ვირატ-რუპა ნეოფიტი თაყვანისმცემლებისთვის არის გამოგონილი. მათთვის წარმოდგენილია მატერიალური ვირატ-რუპა, რაც მეორე სიმღერაში იქნება განმარტებული. ვირატ-რუპაში სხვადასხვა მატერიალური პლანეტები წარმოისახება მის ფეხებად, ხელებად და ა.შ. სინამდვილეში ასეთი აღწერილობები ნეოფიტებისთვის არის განკუთვნილი. ნეოფიტებს მატერიის მიღმა არაფრის წარმოდგენა არ ძალუძთ. უფლის მატერიალური კონცეფცია მისი ჭეშმარიტი ფორმების სიაში არ შედის. პარამატმას, ანუ ზესულის სახით უფალი ყოველ მატერიალურ ფორმაში, მათ შორის ატომებშიც იმყოფება, მაგრამ გარეგანი მატერიალური ფორმა მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია – როგორც უფლისთვის, ასევე ცოცხალი არსებებისთვისაც. განპირობებულ სულთა ახლანდელი ფორმებიც არ არის რეალური. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ვირატ, ანუ უფლის მატერიალური კონცეფცია არარეალურია. უფალიც და ცოცხალი არსებებიც ცოცხალი სულები არიან და მათ თავდაპირველი სულიერი სხეულები გააჩნიათ.

ლექსი 31

იათჰა ნაბჰასი მეგჰაუგჰო რენურ ვა პართჰივო ‘ნილე
ევამ დრაშტარი დრშიატვამ აროპიტამ აბუდდჰიბჰიჰ


ჰაერი ღრუბლებსა და მტვერს დაატარებს, მაგრამ ნაკლებად გონიერი ხალხი ამბობს, ცა ღრუბლიანია და ჰაერი – ჭუჭყიანიო. ისინი სულსაც მატერიალურ სხეულისეულ კონცეფციას მიაწერენ.

განმარტება: აქ კვლავ დადასტურებულია, რომ მატერიალური გრძნობებითა და თვალებით შეუძლებელია დანახვა უფლისა, რომელიც მთლიანად სულიერია. ჩვენ ცოცხალი არსების სხეულში მყოფი სულიერი ნაპერწკლის აღმოჩენაც არ ძალგვიძს. ჩვენ ვხედავთ ცოცხალი არსების სხეულის ან ნატიფი ჭკუის სახით წარმოდგენილ გარეგან სამოსელს, მაგრამ სხეულში მყოფ სულიერ ნაპერწკალს ჩვენი მზერა ვერ წვდება. მაშასადამე, ცოცხალი არსების არსებობა მისი უხეში სხეულის არსებობის საფუძველზე უნდა გავიგოთ. ასევე, მათ, ვისაც ახლანდელი მატერიალური თვალებით ან მატერიალური გრძნობებით სურთ უფლის დანახვა, ვირატ-რუპად წოდებულ გიგანტურ გარეგან ასპექტზე მედიტაციას ურჩევენ. მაგალითად, როდესაც რომელიმე ჯელტმენი მიდის მანქანით, რომელიც ადვილი შესამჩნევია, მანქანას მასში მჯდომ ადამიანთან ვაიგივებთ. როდესაც პრეზიდენტი თავისი მანქანით გამოდის ქუჩაში, ჩვენ ვამბობთ: “აი პრეზიდენტი”. ამ დროს მანქანას პრეზიდენტთან ვაიგივებთ. ასევე, ნაკლებად გონიერ ხალხს, რომელსაც საჭირო თვისებების გარეშე უმალვე სურს ღმერთის დანახვა, თავიდან უფლის ფორმის სახით გიგანტურ მატერიალურ კოსმოსს უჩვენებენ, თუმცა უფალი ყველაფრის შიგნითა და გარეთ იმყოფება. ამასთან დაკავშირებით მართებულია ცზე ღრუბლებისა და ცის სილურჯის მაგალითი. თუმცა ცის ლაჟვარდი და თავად ცა განსხვავდება ერთმანეთისგან, გვგონია, რომ ცა ლურჯი ფერისაა. მაგრამ ეს მხოლოდ მატერიალისტებისათვის დამახასიათებელ შეხედულებას წარმოადგენს.

ლექსი 32

ატაჰ პარამ იად ავიაკტამ ავიუდჰა-გუნა-ბრმჰიტამ
ადრშტაშრუტა-ვასტუტვატ სა ჯივო იატ პუნარ-ბჰავაჰ


ფორმის ამ უხეშ კონცეფციის მიღმა არსებობს ფორმის სხვა, ნატიფი კონცეფციაც, რომელსაც გარეგნული მოხაზულობა არ გააჩნია, იგი უხილავი, გაუგონარი და გამოუვლენელია. ცოცხალ არსებას ამ სინატიფის მიღმა არსებული თავისი ფორმა ახასიათებს, სხვაგვარად ხელახლა დაბადებას ვერ შეძლებდა.

განმარტება: როგორც უხეში კოსმიური გამოვლინება უფლის გიგანტურ სხეულად წარმოსახული, ასევე არსებობს უფლის ნატიფი ფორმის კონცეფციაც, რომელიც უბრალოდ, დანახვის, მოსმენის ან გამოვლინების გარეშე შეიცნობა. მაგრამ სინამდვილეში სხეულის შესახებ ეს უხეში და ნატიფი კონცეფციები ცოცხალ არსებებთან არის დაკავშირებული. ცოცხალი არსების სულიერი ფორმა ამ უხეში მატერიალური ან ნატიფი ფსიქიკური ყოფიერების მიღმა არსებობს. ფაქტიურად, იმ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ცოცხალი არსება გარდაიცვალა, თუკი ვხედავთ და არ გვესმის მისი. ცოცხალი არსების ღრმა ძილის დროსაც კი, როდესაც უხეში სხეული არ მოქმედებს, იგი სუნთქავს და ამით ვხვდებით, რომ იგი სხეულში იმყოფება. ასე რომ, ცოცხალი არსების სხეულიდან გამოსვლა იმას არ ნიშნავს, რომ ცხოველი სული არ არსებობს. იგი არსებობს, თუ არა და როგორ იქნებოდა შესაძლებელი განმეორებადი დაბადება და სიკვდილი?

დასკვნა ის გახლავთ, რომ უფალი მარადიულად არსებობს თავის ტრანსცენდენტალ ფორმაში, რომელიც, ცოცხალი არსების ფორმისგან განსხვავებით, არც უხეშია და არც ნატიფი. მისი სხეული არასოდეს არ უნდა შევადაროთ ცოცხალი არსების უხეშ და ნატიფ სხეულებს. ღმერთის სხეულის შესახებ ყოველი ამგვარი შეხედულება წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს. ცოცხალ არსებას თავისი მარადიული სულიერი ფორმა აქვს, რომელიც მხოლოდ მატერიალური უწმინდურებითაა განპირობებული.

Posted by: Atman Mar 6 2011, 05:45 PM

ლექსი 33

იატრემე სად-ასად-რუპე პრატიშიდდჰე სვა-სამვიდა
ავიდიაიატმანი კრტე იტი ტად ბრაჰმა-დარშანამ


როდესაც თვითშემეცნების საფუძველზე პიროვნება გრძნობს, რომ უხეშსა და ნატიფ სხეულებს არაფერი აქვს საერთო წმინდა სულტან, ამ დროს იგი საკუთარ თავსაც ხედავს და უფალსაც.

განმარტება: თვითშემეცნებასა და მატერიალურ ილუზიას შორის განსხვავება იმის ცოდნაში მდგომარეობს, რომ უხეში და ნატიფი სხეულების სახით გამოვლენილი მატერიალური ენერგიეს დროებითი ანუ ილუზორული შრეები სულის ზედაპირული საფარველია. საფარველის არსებობა უმეცრებით არის გამოწვეული. ღმრთეების პიროვნებას არასოდეს გააჩნია ასეთი საფარველი. ამის დარწმუნებით ცოდნას განთავისუფლება ანუ აბსოლუტის დანახვა ეწოდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისმოსავი, ანუ სულიერი ცხოვრების დაწყებით სრულყოფილი თვითშემეცნების მიღწევა შეიძლება. თვითშემეცნება ნიშნავს იმას, რომ გავხდეთ გულგრილნი უხეში და ნატიფი სხეულების მოთხოვნილებების მიმართ და სერიოზულად მოვეკიდოთ საკუთარი მეობის საქმიანობებს. საქმიანობის შესრულების სტიმულს მეობა იძლევა, მაგრამ ჭეშმარიტი მეობის უცოდინრობის გამო ასეთი საქმიანობები ილუზორული ხდება. უმეცრების გამო ცოცხალი არსება თავის ინტერესებს უხეში და ნატიფი სხეულების მიხედვით განსაზღვრავს, ამიტომ მრავალი ცხოვრების განმავლობაში მთელი მისი საქმიანობა ფუჭად მიმდინარეობს. მაგრამ როდესაც სათანადო განვითარების შედეგად ცოცხალი არსება საკუთარ მეობას მიაგნებს, მაშინ მეობის საქმიანობები იწყება. ამიტომ მეობის საქმიანობებით დაკავებულ ადამიანს ეწოდება ჯივან-მუკტა, ანუ განპირობებულ ყოფიერებაშივე განთავისუფლებული პიროვნება.

თვითშემეცნების ეს სრულყოფილი სტადია მიიღწევა არა ხელოვნურად, არამედ უფლის მუდამ ტრანსცენდენტული ლოტოსის ტერფებისადმი მინდობით. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი ამბობს, რომ იგი ყველას გულში იმყოფება და რომ მხოლოდ მისგან მომდინარეობს მთელი ცოდნა, ხსოვნა ან დავიწყება. როდესაც ცოცხალ არსებას მატერიალური ენერგიით (ილუზორული გამოვლინებით) განცხრომის სურვილები უჩნდება, უფალი მას დავიწყების საიდუმლოთი ფარავს, რის გამოც შეცდომით ხდება უხეში სხეულისა და ნატიფი ჭკუის საკუთარ თავთან გაიგივება. და ტრანსცენდენტული ცოდნის განვითარების შედეგად, როდესაც ცოცხალი არსება უფლისადმი ლოცვას იწყებს და ევედრება, გამოიყვანოს დავიწყების კლანჭებიდან, უფალი თავისი უმიზეზო წყალობით სწევს მის დამფარავ ილუზორულ ფარადს და ისიც საკუთარ მეობას ხვდება. მაშინ კი, თავის მარადიულ კონსტიტუციურ მდგომარეობაში, ცოცხალი არსება უფლის სამსახურს იწყებს, რითაც განპირობებული სიცოცხლიდან თავისუფლდება. ყველაფერ ამას უფალი აკეთებს, თავისი გარეგანი ან უშUალოდ შინაგანი პოტენციით.

ლექსი 34

იადი ეშოპარატა დევი მაია ვაიშარადი მატიჰ
სამპანნა ევეტი ვიდურ მაჰიმნი სვე მაჰიიატე


თუკი ილუზორული ენერგია დაცხრება და უფლის წყალობით ცოცხალი არსება სრულ ცოდნას მიიღებს, მაშინ უმალვე გასხივოსნდება თვითშემეცნებით და საკუთარ დიდებაში განმტკიცდება.

განმარტება: რადგან უფალი აბსოლუტურად ტრანსცენდენტულია, ყოველი მისი ფორმა, სახელი, გართობა, ატრიბუტი, თანამგზავრი და ენერია მისი იდენტური გახლავთ. მისი ტრანსცენდენტული ენერგიეს მოქმედება მისი ყოვლისშემძლეობის შესაბამისად ხდება. მისი ერთი და იგივე ენერგია მოქმედებს გარეგანი, შინაგანი და მოსაზღვრე ენერგიების სახით და თავისი ყოვლისშემძლეობის წყალობით მას ნებისმიერი ზემოხსენებული ენერგიეს საშუალებით ყველაფრის გაკეთება ძალუძს. მას საკუთარი ნებით შეუძლია გარეგანი ენერგიის შინაგანად გადაქცევა. ამიტომ გარეგანი ენერგია, რომელიც ილუზიაში აქცევს ამის მოსურნე ცოცხალ არსებებს, უფლის წყალობით უკან იხევს განპირობებული სულის მონანიებისა და ეპითიმიის შესაბამისად. შემდეგ კი იგივე ენერგია განწმენდილ ცოცხალ არსებას თვითშემეცნების გზაზე წინსვლაში ეხმარება. ამ შემთხვევაში მეტად შესაფერისია ელექტროენერგიის მაგალითი. გამოცდილ ელექტროტექნიკოსს ელექტრული ენერგია შეუძლია გამოიყენოს როგორც გათბობის, ასევე გაცივებისთვის. ამის მსგავსად, გარეგანი ენერგიაც, რომელიც ახლა ცოცხალ არსებას განმეორებადი დაბადებისა და სიკვდილის ილუზიაში აგდებს, უფლის ნებით შინაგან ენერგიად გადაიქცევა, რათა ცოცხალი არსება მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანოს. როდესაც უფალი ასე წყალობს ცოცხალ არსებას, იგი თავის სწორ კონსტიტუციურ მდგომარეობას უბრუნდება, რათა მარადიული სულიერი სიცოცხლით იბედნიეროს.

ლექსი 35

ევამ ჯანმანი კარმანი ჰი აკარტურ აჯანასია ჩა
ვარნაიანტი სმა კავაიო ვედა-გუჰიანი ჰრტ-პატეჰ


ასე აღწერს სწავლული ხალხი არშობილისა და უმოქმედოს დაბადებებსა და საქმიანობებს, რომელთა აღმოჩენაც ვედურ ლიტერატურაშიც კი არ შეიძლება. იგია გულის უფალი.

განმარტება: უფალიც და უფალიც და ცოცხალი არსებაც ბუნებით სრულიად სულიერები არიან. ამიტომ ორივე მარადიულია და არც ერთ მათგანს არ ახასიათებს დაბადება ან სიკვდილი. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უფლის ე.წ. დაბადებები და გაუჩინარებები არ ჰგავს ცოცხალი არსების დაბადებასა და გაუჩინარებას. ცოცხალი არსებები, რომლებიც იბადებიან და კვლავ კვდებიან, მატერიალური ბუნების კანონებით არიან ხელ-ფეხშეკრულნი. მაგრამ უფლის ე.წ. გამოჩენა და გაუჩინარება არის არა მატერიალური ბუნების ქმედება, არამედ უფლის შინაგანი პოტენციის გამოვლინება. დიადმა ბრძენებმა თვითშემეცნების მიზნით აღწერეს ისინი. “ბჰაგავად-გიტაში” უფალი აცხადებს, რომ მატერიალურ სამყაროში მისი ე.წ. დაბადება და საქმიანობები ტრანსცენდენტული მოვლენაა. უბრალოდ მათზე მედიტაციითაც კი შეიძლება ბრაჰმანის შეცნობა და ამის შედეგად მატერიალური ტყვეობისგან განთავისუფლება. შრუტიში ნათქვამია, რომ არშობილის დაბადება გვეჩვენება. უზენაესს საქმე არაფერი აქვს, მაგრამ რაკი ყოვლისშემძლეა, მის მიერ ყველაფერი ბუნებრივად, თითქოს თავისთავად ხდება. სინამდვილეში, ღმრთეების უზენაესი პიროვნების გამოჩენა და გაუჩინარება და მისი ათასგვარი საქმიანობანი მოცულია საიდუმლოთი, რომლის ახსნაც ვედურ ლიტერატურაშიც კი არ მოიპოვება. მიუხედავად ამისა, უფალი ავლენს მათ, რათა წყალობა მოჰფინოს განპირობებულ სულებს. ჩვენ მუდამ უნდა ვისარგებლოთ უფლის სამქიანობათა შესახებ მოთხრობებით, რომლებიც ყველაზე მოსახერხებელ და სასიამოვნო მედიტაციას წარმოადგენს ბრაჰმანზე.

ლექსი 36

სა ვა იდამ ვიშვამ ამოგჰა-ლილაჰ
სრჯატი ავატი ატტი ნა საჯჯატე ‘სმინ
ბჰუტეშუ ჩანტარჰიტა ატმა-ტანტრაჰ
შად-ვარგიკამ ჯიგჰრატი შად-გუნეშაჰ


უფალი, რომლის საქმიანობებიც ყოველთვის უნაკლოა, ექვსი გრძნობის მბრძანებელია და სრულიად ფლობს ექვს სიდიადეს. იგი გამოვლენილ სამყაროებს ქმნის, არსებობას უნარჩუნებს და ანადგურებს, ისე, რომ ეს ოდნავაც არ მოქმედებს მასზე. იგი ყოველ ცოცხალ არსებაში იმყოფება და ყოველთვის დამოუკიდებელია.

განმარტება: ძირითადი განსხვავება უფალსა და ცოცხალ არსებებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ უფალი შემოქმედია, ცოცხალი არსებები კი შექმნილები არიან. აქ უფალი წოდებულია ამოგჰა-ლილად, რაც იმაზე მიუთთებს, რომ მის ქმნილებაში არაფერია სადარდებელი. ისინი ვისაც მის მიერ შექმნილ სამყაროში ქაოსი შემოაქვთ, თავად ქაოსში იმყოფებიან. იგი ყოველგვარ მატერიალურ უბედურებაზე მაღლა დგას, რადგან სავსეა ექვსივე სიდიადით, სახელდობრ, სიმდიდრით, ძალით, დიდებით, სილამაზით, ცოდნითა და განდეგილობით. ამიტომ გრძნობათა მბრძანებელია. ამ გამოვლენილ სამყაროებს უფალი იმისთვის ქმნის, რომ მოუხმოს ცოცხალ არსებებს, რომლებიც მათში სამგვარი გაჭირვებებით იტანჯებიან, იგი ასულდგმულებს მათ და თავის დროზე ანადგურებს, ისე, რომ ასეთი მოქმედებები მასზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ ახდენს. იგი მეტად ზედაპირულად არის დაკავშირებული ამ მატერიალურ ქმნილებასთან, ისევე, როგორც ადამიანი იყნოსავს სურნელს მის წყაროსთან კავშირის გარეშე. ამიტომ არაღვთისმოსავი ელემენტები ვერასოდეს შეძლებენ მასთან მიახლოებას, რამდენსაც არ უნდა ეცადონ.

ლექსი 37

ნა ჩასია კაშჩინ ნიპუნენა დჰატურ ავაიტი ჯანტუჰ კუმანიშა უტიჰ
ნამანი რუპანი მანო-ვაჩობჰიჰ სანტანვანტო ნატა-ჩარიამ ივაჯნაჰ


მცირე ცოდნის მქონე სულელს არ შეუძლია უფლის ფორმების, სახელებისა და საქმიანობების ტრანსცენდენტული ბუნების გაგება, რომელიც მსახიობივით თამაშობს სცენაზე. არც მათი გამოხატვა შეუძლიათ მსჯელობებითა თუ სიტყვებით.

განმარტება: არავის ძალუძს აბსოლუტური ჭეშმარიტების ტრანსცენდენტული ბუნების სწორად აღწერა. ამიტომ ნათქვამია, რომ მისი დახასიათება შეუძლებელია ჭკუითა და სიტყვებით. და მაინც, არსებობენ მცირე ცოდნის მქონე ადამიანები, რომლებსაც არასრულყოფილი მსჯელობითა და უფლის საქმიანობების არასწორი აღწერილობით სურთ აბსოლუტური ჭეშმარიტების გაგება. ერისკაცისთვის მისი საქმიანობები, მოვლინება და გაუჩინარება, მისი სახელები, მისი ფორმები, მისი ატრიბუტები, მისი პიროვნება და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, იდუმალებითაა მოცული. არსებობენ ორი კლასის მატერიალისტები, კერძოდ, კარმიული მშრომელები და ემპირიული ფილოსოფოსები. კარმიულ მშრომელებს პრაქტიკულად არავითარი ცნობები არ მოეპოვებათ აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ. კარმიულ საქმიანობებში გულის გაცრუების შემდეგ კი სპეკულაციური მოაზროვნეები აბსოლუტური ჭეშმარიტებისკენ ბრუნდებიან და სპეკულაციური აზროვნების საფუძველზე ცდილობენ მის შეცნობას. ამ ხალხისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტება საიდუმლოა, როგორც ბავშვებისთვის არის საიდუმლო ჯადოქრის ილეთები. უზენაესი არსების ოინებით მოტყუებული არაერთგულები, რომლებიც შეიძლება მეტად გაწაფულნიც იყვნენ კარმიულ შრომასა და სპეკულაციურ აზროვნებაში, ყოველთვის უმეცრები არიან. ასეთი შეზღუდული ცოდნით მა თარ შეუძლიათ ტრანსცენდენციის საიდუმლო მხარეში შეღწევა. სპეკულაციური მოაზროვნეები უხეშ მატერიალისტებზე ან კარმიულ მშრომელებზე ოდნავ წინწასულები არიან, მაგრამ რადგან ისინიც ილუზიის მარწუხებში იმყოფებიან, თავისთავად აღიარებენ – ყველაფერი, რასაც ფორმა, სახელი და საქმიანობები ახასიათებს, მატერიალური ენერგიისგან უნდა იყოს წარმოაქმნილიო. მათთვის უზენაესი სული უფორმო, უსახელო და უმოქმედოა. და რადგან ასეთი სპეკულაციური მოაზროვნეები უფლის ტრანსცენდენტალ სახელსა და ფორმას მიწიერ სახელებსა და ფორმას უტოლებენ, ისინი სინამდვილეში უმეცრები არიან. ასეთი შეზღუდული ცოდნით შეუძლებელია უზენაესი არსების ჭეშმარიტი ბუნების გაგება. როგორც “ბჰაგავად-გიტაშია” ნათქვამი, უფალი ყოველთვის ტრანსცენდენტულია, მატერიალურ სამყაროში ყოფნის დროსაც კი. მაგრამ უგუნურები უფალს მსოფლიოს ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებად თვლიან, ამიტომაც ილუზორული ენერგიით არიან შეცდომაში შეყვანილნი.

ლექსი 38

სა ვედა დჰატუჰ პადავიმ პარასია
დურანტა-ვირიასია რათჰანგა-პანეჰ
იო მაიაია სანტატაიანუვრტტია
ბჰაჯეტა ტატ-პადა-საროჯა-განდჰამ


მხოლოდ მათ, ვინც უსიტყვოდ, შეუჩერებლად, კეთილგანწყობით ემსახურებიან უფალი კრშნას ლოტოსის ტერფებს, რომელსაც ხელში ეტლის ბორბალი უჭირავს, შეუძლიათ შეიცნონ სამყაროს შემოქმედი მის სრულ დიდებაში, ძალასა და ტრანსცენდენციაში.

განმარტება: მხოლოდ წმინდა ერთგულებს ძალუძთ უფალი კრშნას ტრანსცენდენტული სახელის, ფორმისა და საქმიანობების შეცნობა, რადგან ისინი სრულიად თავისუფალნი არიან კარმიული საქმიანობებისა და სპეკულაციური აზროვნებისაგან. წმინდა ერთგულებს უფლის წმინდა ერთგული სამსახურის სანაცვლოდ არაფრის მიღება არ სურთ. ისინი სპონყტანურად, განუწყვეტლივ, უსიტყვოდ ემსახურებიან უფალს. სამყაროში ყველა უფალს ემსახურება, უშუალოდ ან არაუშუალოდ. არავინ წარმოადგენს გამონაკლისს უფლის ამ კანონიდან. ხოლო ისინი, ვინც უფლის ილუზორული შუამავლის იძულებით არაუშუალოდ ემსახურებიან უფალს, არაკეთილგანწყობით მიაგებენ სამსახურს. ხოლო ისინი, ვინც უშუალოდ ემსახურებიან მას, უფლის საყვარელი შუამავლის დახმარებით, კეთილგანწყობით აკეთებენ ამას. ასეთი კეთილგანწყობილი მსახურები უფლის ერთგულები არიან და უფლის წყალობით მათ ტრანსცენდენციის საიდუმლო მხარეში შეღწევია შეუძლიათ. მაგრამ სპეკულაციური მოაზროვნეები ყოველთვის წყვდიადში იმყოფებიან. როგორც “ბჰაგავად-გიტაშია” ნათქვამი, თავად უფალს მიჰყავს წმინდა ერთგულები შემეცნების გზაზე, რადგან ისინი გამუდმებით უფლის სპონტანური სიყვარულით არიან დაკავებულნი. ასეთია ღმერთის სასუფეველში შესვლის საიდუმლო. კარმიული საქმიანობები და სპეკულაციები არ იძლევა საამისოდ საკმარის კვალიფიკაციას.

ლექსი 39

ათჰეჰა დჰანია ბჰაგავანტა იტთჰამ
იად ვასუდევე ქჰილა-ლოკა-ნათჰე
კურვანტი სარვატმაკამ ატმა-ბჰავამ
ნა იატრა ბჰუიაჰ პარივარტა უგრაჰ


მხოლოდ ასეთი კითხვებით შეიძლება ამ სამყაროში წარმატების მიღწევა და ყველაფრის გაცნობიერება, რადგან ასეთი კითხვები აღვიძებს ტრანსცენდენტალ ექსტაზურ სიყვარულს ღმრთეების პიროვნებისა, რომელსაც ყოველი სამყარო ეკუთვნის და რომელიც საიმედოდ იცავს დაბადებისა და სიკვდილის საშინელი გამეორებისაგან.

განმარტება: ამ ლექსში სუტა გოსვამი აქებს კითხვებს, რომლებიც შაუნაკას თაოსნობით ბრძენებმა დაუსვეს, რადგან ეს კითხვები ბუნებით ტრანსცენდენტულია. უკვე გამოტანილი დასკვნის თანახმად, უფლის მნიშვნელოვანწილად შეცნობა შეუძლიათ მხოლოდ უფლის ერთგულებს და სხვას არავის, რადგან ერთგულები სულიერ ცოდნაში ბოლომდე გათვითცნობიერებულნი არიან. ღმრთეების პიროვნება აბსოლუტური ჭეშმარიტების უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს. ღმრთეების პიროვნების შესახებ ცოდნა მოიცავს ცოდნას უპიროვნო ბრაჰმანისა და ლოკალიზებული პარამატმას (ზესულის) შესახებ. ასე რომ, ვინც ღმრთეების პიროვნებას იცნობს, თავისთავად ხვდება ყველაფერს, რაც მასთან არის დაკავშირებული, მის მრავალფეროვან პოტენციებსა დამ ის ექსპანსიებს. ამრიგად, ერთგულებზე ამბობენ, რომ მათ სრულ წარმატებას მიაღწიეს. მთლიანად უფალზე მინდობილი ერთგული დაცულია დაბადება-სიკვდილის მატერიალური საშინელებისაგან.

ლექსი 40

იდამ ბჰაგავატამ ნამა პურანამ ბრაჰმა-სამმიტამ
უტტამა-შლოკა-ჩარიტამ ჩაკარა ბჰაგავან რშიჰ
ნიშრეიასია ლოკასია დჰანიამ სვასტი-აიანამ მაჰატ


ეს “შრიმად-ბჰაგავატამი” ღმერთის ლიტერატურულ ინკარნაციას წარმოადგენს და შრილა ვიასადევას, ღმერთის ინკარნაციის მიერ არის შედგენილი. იგი მთელი ხალხის უმაღლესი სიკეთისთვის არის განკუთვნილი და ყოვლად წარმატებული, ყოვლად ნეტარი და ყოვლად სრულყოფილია.

განმარტება: უფალი შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ აცხადებდა, რომ “შრიმად-ბჰაგავატამი” არის მთელი ვედური ცოდნისა და ისტორიის უნაკლო ბგერითი განსახიერება. არსებობენ რჩეული დიადი ერთგულების ერთეულები, რომლებიც უშუალო კავშირში იმყოფებიან ღმრთეების პიროვნებასთან. “შრიმად-ბჰაგავატამი” უგფალი შრი კრშნას ლიტერატურულ ინკარნაციას წარმოადგენს, ამიტომაც არ განსხვავდება მისგან. “შრიმად-ბჰაგავატამს” ისევე სრულყოფილად უნდა ვემსახუროთ, როგორც უფალს ვემსახურებით. ამ შემთხვევაში, მისი გულდასმითა და მოთმინებით შესწავლის წყალობით უფლის უმაღლეს კურთხევას მივიღებთ. როგორც ღმერთია მთელი სინათლე, მთელი ნეტარება და მთელი სრულყოფილება, ასევეა “შრიმად-ბჰაგავატამიც”. “შრიმად-ბჰაგავატამის” წარმოთქმით უზენაესი ბრაჰმანის, შრი კრშნას მთელ ტრანსცენდენტალ სინათლეს მივიღებთ, თუკი იგი გამჭვირვალე გარემოთი, სულიერი მოძღვრის გზით იქნება გადმოცემული. უფალი ჩაიტანიას პირადი მდივანი შრილა სვარუპა დამოდარა გოსვამი პურიში უფლის სანახავად ყველა ჩასულს ურჩევდა, შეესწავლათ “ბჰაგავატამი” პიროვნება ბჰაგავატამისგან. პიროვნება ბჰაგავატამი თვითშეცნობილი ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია და სასურველი წარმატების მისაღწევად მხოლოდ მისგან შეიძლება “ბჰაგავატამის” გაგება. “ბჰაგავატამის” შესწავლა იგივე სიკეთის მიღების საშუალებას იძლევა, რომლის მიღებაც უფლის პირადი თანდასწრებით არის შესაძლებელი. იგი ეძლევა უფალი შრი კრიშნას ყოველ ტრანსცენდენტალ კურთხევას, რომელიც მასთან პირადი ურთიერთობით შეიძლება მივიღოთ.

Posted by: Atman Apr 24 2011, 12:44 PM

ამ ტექსტებს თუ ვინმე კითხულობს მითხრას და გავაგრძელებ, მანამდე აზრს ვერ ვხედავ...

Posted by: Atman Apr 25 2011, 11:04 AM

ეს არის მცირე მონაკვეთი პირველი სიმღერის მეხუთე თავიდან - "ნარადას დარიგებანი".

(მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებმა ჯობია არ წაიკითხოთ) biggrin.gif



ლექსი 10

წმინდანები ყვავების მწირობის ადგილებს ადარებენ იმ სიტყვებს, რომლებშიც აღწერილი არ არის დიდება უფლისა, ერთადერთისა, ვისაც მთელი სამყაროს განწმენდა შეუძლია. რადგან ყოვლად სრულყოფილი პიროვნებები ტრანსცენდენტულ სავანეში ცხოვრობენ, ისინი იქ ვერავითარ სიამოვნებას ვერ იღებენ.

განმარტება: განსხვავებული აზროვნების გამო ყვავები და გედები ერთი ჯიშის ფრინველები არ არიან. კარმიული მშრომელები, ანუ ვნებიანი ადამიანები შედარებული არიან ყვავებს, მაშინ როდესაც სრულყოფილი პიროვნებები გედებს ჰგვანან. ყვავებს მოსწონთ ის ადგილები, სადაც ნაგავს ყრიან, ისევე როგორც ვნებიან კარმიულ მშრომელებს სიამოვნებთ ღვინო, ქალები და გრძნობათა უხეში სიამოვნების მისაღები ადგილები. გედებს არ მოსწონთ ის ადგილები, სადაც ყვავები იყრიან თავს შეკრებისა და შეხვედრის გასამართად. ამის ნაცვლად მათ ვხვდებით მშვენიერ ბუნებაში, სადაც ათასფერადი ლოტოსის ყვავილებით მორთული Aნკარა წყალსაცავებია. ამით განსხვავდება ეს ორი სახის ფრინველი.

სხვადასხვა სახეობებზე ბუნების ზეგავლენა იმაში გამოიხატება, რომ მათ სხვადასხვა აზროვნება ახასიათებთ, რის გამოც შეუძლებელია მათი ერთად დაყენება. მსგავსად ამისა, სხვადასხვა აზროვნების მქონე ადამიანებისთვის სხვადასხვა ნაწარმოებები არსებობს. იაფფასიანი ლიტერატურე, რომელიც ყვავების კატეგორიის ხალხს იზიდავს, ძირითადად ავხორცული საკითხების გადაგდებულ ნარჩენებს შეიცავს. საზოგადოდ, იგი უხეშ სხეულსა და ნატიფ ჭკუასთან დაკავშირებული საერო საუბრებისგან შედგება. იგი შეიცავს თემებს, რომელიც გადმოცემულია ხატოვანი ენით და საერო შედარებებითა და მეტაფორებით არის სავსე. მიუხედავად ამისა, მათში უფლის ქება-დიდება არ არის მოცემული. ასეთი პოეზია და პროზა, რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს, მკვდარი სხეულის მოსართავად ითვლება. სულიერად დაწინაურებულ ადამიანებს, რომლებსაც გედებს ადარებენ, არ მოსწონთ ასეთი უსიცოცხლო ლიტერატურე, რომელიც მხოლოდ სულიერად მკვდარ ხალხს სიამოვნებს. ვნებისა და უმეცრების მოდუსების ასეთი ნაწარმოებები სხვადასხვა სახელებით არის გავრცელებული, მაგრამ მათ არ შეუძლია ადამიანის სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება, ამიტომ გედისმაგვარ სულიერად დაწინაურებულ ხალხს არაფერი აქვს მათთან საერთო. სულიერად ასე დაწინაურებულ ადამიანებს ჰქვიათ მანასაც, რადგან ისინი მუდამ უფლის ტრანსცენდენტულ ნებაყოფლობით სამსახურს ეწევიან სულიერ საფეხურზე. ეს კი სრულიად გამორიცხავს სხეულის უხეშ გრძნობათა დაკმაყოფილებისთვის განკუთვნილ კარმიულ საქმიანობებს თუ მატერიალური ეგოისტური ჭკუის ნატიფ სპეკულაციებს.

პუბლიცისტები, მეცნიერები, საერო პოეტები, თეორეტიკოსი ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები, რომლებიც სრულიად ჩაფლულნი არიან მატერიალურ გრძნობათა სიამოვნების განვითარებაში, სათამაშოებს წარმოადგენენ მატერიალური ენერგიის ხელში. ისინი ტკბებიან იქ, სადაც უარყოფილი თემების ნარჩენებს ყრიან. სვამი შრიდჰარას სიტყვებით, ეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მადევართა სიამოვნებაა.

მაგრამ პარამაჰამსები, რომლებიც ადამიანის საქმიანობათა არსს მიხვდნენ, ტკბებიან ნაწარმოებებით, რომლებშიც უფლის დიდებაა აღწერილი.

ლექსი 11

მაგრამ უსაზღვრო უზენაესი უფლის სახელის, დიდების, ფორმების, გართობებისა და სხვ. ტრანსცენდენტული სიდიადის აღწერილობით სავსე ნაწარმოები არის ტრანსცენდენტული სიტყვებით აღსავსე სხვადასხვაგვარი თხზულება, რომლის მიზანსაც მსოფლიოს შეცდომაში შეყვანილი ცივილიზაციის ბიწიერ სიცოცხლეში გადატრიალების მოხდენა წარმოადგენს. ასეთ ტრანსცენდენტულ ნაწარმოებებს, არასრულყოფილადაც რომ იყოს შედგენილი, ისმენენ, მღერიან და აღიარებენ განწმენდილი ადამიანები, რომლებიც ყოვლად პატიოსნები არიან.

განმარტება: დიდი მოაზროვნეების დამახასიათებელ თვისებას ყველაზე ცუდიდან საუკეთესო რამის ამორჩევა წარმოადგენს. ნათქვამია, რომ გონიერმა ადამიანმა ნექტარი შხამიდანაც უნდა ამოიღოს, ოქრო ბინძური ადგილიდანაც ამოარჩიოს, კარგი და ღირსეული ცოლი საეჭვო ოჯახიდანაც მიიღოს და ჭკუა ხელშეუხებელთა მოდგმიდან მომავალი ადამიანის ან მასწავლებლისგან ისწავლოს. აი, ზოგიერთი ეთიკური დარიგება, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველას, ყველგან ეხება. მაგრამ წმინდანი უბრალო ადამიანზე გაცილებით მაღლა დგას. იგი ყოველთვის უზენაესი უფლის ქება-დიდებით არის დაკავებული, რადგან უზენაესი უფლის წმინდა სახელისა და დიდების გავრცელება შეცვლის მსოფლიოს დაბინძურებულ ატმოსფეროს და “შრიმად-ბჰაგავატამის” მსგავსი ტრანსცენდენტული ნაწარმოებების გავრცელების შედეგად ადამიანებს შორის ურთიერთობა ჯანსაღდება. ამ კონკრეტული ლექსის კომენტარის წერისას ჩვენს თვალწინ კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი. ჩვენმა მეზობელმა ჩინეთმა ინდოეთის საზღვრებს საომარი განზრახვით შემოუტია. ჩვენ პრაქტიკულად არაფერი გვესაქმება პოლიტიკასთან, მაგრამ ვხედავთ, რომ უწინ ჩინეთიცა და ინდოეთიც საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად, მტრობის გარეშე ცხოვრობდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მაშინ ღმერთის ცნობიერების ატმოსფერო სუფევდა და დედამიწის ზურგზე არსებული ყოველი ქვეყანა ღვთისმოშიში, გულწრფელი და უბრალო იყო; ადგილი არ ჰქონდა პოლიტიკურ დიპლომატიას. რატომ უნდა გაიმართოს ომი ჩინეთსა და ინდოეთს შორის იმ მიწის გამო, რომელიც საცხოვრებლად არ ვარგა? უდავოა, რომ ამის გამო ომი არ ღირს. მაგრამ კალის, ჩხუბის ეპოქის გამო, რომელიც უკვე განვიხილეთ, მცირე პროვოკაციასაც კი ყოველთვის კონფლიქტის წამოჭრის საშიშროება მოჰყვება. ამის მიზეზი არის არა სადავო საკითხი, არამედ ეპოქის უწმინდური ატმოსფერო: ადამიანთა გარკვეული ჯგუფი სისტემატურად პროპაგანდას ეწევა და ხალხს მოუწოდებს, შეწყვიტონ უზენაესი უფლის სახელისა და სიდიადის ქება-დიდება. ამიტომ “შრიმად-ბჰაგავატამის” ეპისტოლეს მთელ მსოფლიოში გავრცელება უაღრესად საჭიროა. ყოველი პასუხისმგებლობის მქონე ინდოელის ვალია, მთელს მსოფლიოში გაავრცელოს “შრიმად-ბჰაგავატამის” ტრანსცენდენტული ეპისტოლე, რათა უდიდესი სიკეთე მოუტანოს ყველას, აგრეთვე სანატრელი მშვიდობა დაამყაროს ქვეყნად. რადგან ინდოეთი არ ასრულებს ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას, მსოფლიოში ამდენ ჩხუბსა და უსიამოვნებას აქვს ადგილი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თუკი “შრიმად-ბჰაგავატამის” ეპისტოლეს მსოფლიოს თუნდაც მხოლოდ წამყვანი ადამიანები მიიღებენ, მათი გული უდავოდ შეიცვლება და ბუნებრივია, ხალხის უმრავლესობა გაჰყვება მათ მაგალითს. როგორც წესი, ხალხის მასები სათამაშოები არიან თანამედროვე პოლიტიკოსებისა და ლიდერების ხელში. თუკი მსოფლიოში ლიდერების გულები შეიცვლება, მსოფლიოს ატმოსფეროც აუცილებლად სხვაგვარი გახდება. ჩვენ ვიცით, რომ ხალხში ღმერთის ცნობიერების გამოცოცხლებისა და მსოფლიოს ატმოსფეროს სულიერი აღორძინებისათვის ტრანსცენდენტული ეპისტოლეს მომცველი ამ დიდი ნაწარმოების წარმოდგენის ჩვენი გულწრფელი მცდელობა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. ცხადია, ძალიან გაგვიძნელდება ამ საკითხის შესაფერისი წარმოდგენა, განსაკუთრებით კი ინგლისურ ენაზე, და, გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, ჩვენს ნაშრომს მრავალი ლიტერატურული ნაკლი ექნება. მაგრამ გვჯერა, რომ ამასთან დაკავშირებულ ყოველ ნაკლთან ერთად მკითხველი გაითვალისწინებს საკითხის სერიოზულობასაც და საზოგადოების ლიდერები მაინც აღიარებენ მას, რამეთუ იგი ყოვლისშემძლე ღმერთის ქება-დიდების ჩვენი გულწრფელი მცდელობა გახლავთ. როდესაც სახლში ხანძარია, მაცხოვრებლები გარეთ გამოდიან მეზობლების დასახმარებლად და ხანგრძლის მსხვერპლნი ენის ცოდნის გარეშეც გამოხატავენ თავიანთ სიტყვებს. მეზობლებსაც ესმით, რისი გაკეთებაა საჭირო, მათ ენაზეც რომ არ იყოს ნათქვამი. თანამშრომლობის იგივე სულისკვეთება გვმართებს მსოფლიოს უსუფთაო ატმოსფეროში “შრიმად-ბჰაგავატამის” ტრანსცენდენტული ეპისტოლეს გავრცელებისათვის. ბოლოს და ბოლოს, ეს არის მეცნიერება სულიერი ფასეულობის მიღწევის შესახებ, ამიტომაც მეთოდიკა გვაინტერესებს და არა ენა. თუკი მსოფლიოს ხალხი გაიგებს ამ დიდი ნაწარმოების მეთოდიკას, წარმატება გარანტირებული იქნება.

როდესაც მთელ მსოფლიოში ხალხი მეტისმეტად არის დაკავებული მატერიალისტური საქმიანობებით, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანი ან ეროვნება მეორე ადამიანს ან ეროვნებას უტევს ოდნავი საბაბის მიცემის შემთხვევაშIც კი. ასეთია კალის, ანუ ჩხუბის ამ ეპოქის წესი. მისი ატმოსფერო უკვე გაბინძურებულია ათასგვარი გარყვნილობით და ყველამ მშვენივრად იცის ეს. არსებობს უამრავი არასასურველი ნაწარმოები, რომელიც გრძნობათა დაკმაყოფილების მატერიალისტური იდეებითაა სავსე. მრავალ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შექმნილია ორგანოები უხამსი ლიტერატურის აღმოჩენისა და ცენზურისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არც მთავრობასა და არც საზოგადოების პასუხისმგებელ ლიდერებს არ სურთ ასეთი ლიტერატურე, მაგრამ ისინი მაინც გვხვდება დახლებზე, რადგან ხალხს იგი გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის უნდა. ადამიანებს კითხვა სურთ (ეს ბუნებრივი ინსტინქტია), მაგრამ მათი ჭკუა გაბინძურებულია, ამიტომ ასეთი ლიტერატურე იზიდავთ. ამ პირობებში “შრიმად-ბჰაგავატამის” მსგავსი ტრანსცენდენტული ლიტერატურა არა მხოლოდ დააცხრობს ხალხთა გარყვნილ ჭკუას, არამედ საინტერესო ნაწარმოებების კითხვის სურვილსაც დაუკმაყოფილებს. დასაწყისში კაცს შეიძლება არ მოეწონოს ეს , როგორც სიყვითლით დაავადებულს არ სურს შაქარყინულის ჭამა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შაქარყინული სიყვითლის ერთადერთი წამალია. ამის მსგავსად, დაე არ წყდებოდეს “ბჰაგავად-გიტასა” და შრიმად-ბჰაგავატამის” კითხვის პროპაგანდა, რაც გრძნობათა დაკმაყოფილების სიყვითლისმაგვარ მდგომარეობაზე შაქარყინულივით იმოქმედებს. როდესაც ადამიანები გაიგებენ ამ ლიტერატურის გემოს, თავისთავად გაწყდება ლიტერატურე, რომელიც საზოგადოებას წამლავს.

ამიტომ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გამოცემის ნაკლოვანებების მიუხედავად, ადამიანთა საზოგადოების ყოველი წევრი სიხარულით შეხვდება “შრიმად-ბჰაგავატამს”, რადგან მას გვირჩევს შრი ნარადა, რომელიც მოწყალედ გამოჩნდა ამ თავში.

ლექსი 12

ცოდნა თვითშემეცნების შესახებ, ყოველგვარ მატერიალურ ელფერსაც რომ იყოს მოკლებული, მიმზიდველი არ არის შეუცდომელის [ღმერთის] კონცეფციის გარეშე. მაშ, რა აზრი აქვს კარმიულ შრომას, რომელსაც თავიდანვე ტკივილი მოაქვს და ბუნებით წარმავალია, თუი უფლის ერთგულ სამსახურში არ გამოიყენება?

განმარტება: ზემოთ მოყვანილი სიტყვებით გაკიცხულია არა მხოლოდ ჩვეულებრივი ლიტერატურე, რომელიც უფლის ტრანსცენდენტულ ქება-დიდებას არ მოიცავს, არამედ ვედური ნაწარმოებებიც და უპიროვნო ბრაჰმანზე მსჯელობებიც, რომლებიც ერთგულ სამსახურს არის მოკლებული. თუკი ზემოხსენებული მიზეზების გამო დაგმობილია მსჯელობები უპიროვნო ბრაჰმანზე, რაღა გვეთქმის ჩვეულებრივ კარმიულ შრომაზე, რომელიც ერთგული სამსახურისკენ არ არის მიმართული. ასეთი სპეკულაციური ცოდნითა და კარმიული შრომით ადამიანი სრულყოფილების მიზანს ვერ მიაღწევს. კარმიული შრომა, რომელსაც თითქმის მთელი ხალხი ეწევა, აუტანელია, თავშIც და ბოლოშიც. იგი კარგ ნაყოფებს მხოლოდ მაშინ გამოიღებს, როდესაც უფლის ერთგულ სამსახურს დაექვემდებარება. “ბჰაგავად-გიტაშიც” ნათქვამია, რომ კარმიული შრომის შედეგები უფალს უნდა შევთავაზოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მატერიალური ტყვეობის მიზეზი გახდება. კარმიული შრომის ნაყოფები სინამდვილეში ღმრთეების პიროვნების განცხრომისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ, როდესაც ცოცხალი არსებები თავიანთი გრძნობების დასაკმაყოფილებლად იყენებენ მათ, ამას დიდი უსიამოვნება მოაქვს.

Posted by: Atman Aug 20 2011, 12:05 PM

Шримад Бхагаватам 3.3

Глава 27. Постижение материальной природы


ТЕКСТ 21

шри-бхагаван увача
анимитта-нимиттена
сва-дхарменамалатмана
тиврайа майи бхактйа ча
шрута-самбхритайа чирам


шри-бхагаван увача - Господь, Верховная Личность Бога, сказал; анимитта-нимиттена - не испытывая желания получить плоды своего труда; сва-дхармена - выполняя предписанные ему обязанности; амала-атмана - с чистым умом; тиврайа - серьезно; майи - Мне; бхактйа - занимаясь преданным служением; ча - и; шрута - слушая; самбхритайа - наделенный; чирам - долгое время.

Господь, Верховная Личность Бога, сказал: Человек обретет освобождение, если будет серьезно заниматься преданным служением и в течение долгого времени слушать повествования обо Мне или внимать Моим речам. Тот, кто таким образом выполняет предписанные обязанности, освободится от кармических последствий своей деятельности и очистится от материальной скверны.

КОММЕНТАРИЙ: Комментируя данный стих, Шридхара Свами поясняет, что соприкосновение с материальной природой само по себе еще не делает живое существо обусловленным. Обусловленное существование начинается тогда, когда живое существо попадает под влияние гун материальной природы. Если человек имеет какие-то контакты с полицией, это еще не значит, что он преступник. Человек не подлежит наказанию до тех пор, пока не совершит преступления, хотя полиция существует и до этого. Аналогичным образом, освобожденная душа, даже если она находится в царстве материальной природы, не испытывает на себе ее влияния. Сам Господь, нисходя в материальный мир, соприкасается с материальной природой, но не испытывает на Себе ее влияния. Мы должны действовать таким образом, чтобы избежать оскверняющего влияния материальной природы, даже находясь в ее царстве. Хотя лотос растет в воде, он не соприкасается с ней. Именно так человек должен жить в этом мире, о чем говорит здесь Сам Верховный Господь, Капиладева (анимитта-нимиттена сва-дхарменамалатмана).
Чтобы избавиться от всех несчастий и неприятностей, достаточно серьезно заняться преданным служением Господу. Здесь говорится о том, как, вступив на путь преданного служения, человек постепенно достигает духовной зрелости. Вначале он должен очистить ум и в чистом сознании исполнять предписанные ему обязанности. Чистое сознание - это сознание Кришны. Таким образом, предписанные обязанности нужно исполнять в сознании Кришны. Нет никакой необходимости менять род своей деятельности, достаточно просто действовать в сознании Кришны. Выполняя свои обязанности в сознании Кришны, человек должен определить, приносит ли его профессиональная деятельность удовлетворение Кришне, Верховной Личности Бога. В другом стихе «Бхагаватам» сказано: свануштхитасйа дхармасйа самсиддхир хари-тошанам - у каждого человека есть обязанности, которые ему надлежит выполнять, но его деятельность станет совершенной только тогда, когда она будет угодна Верховной Личности Бога, Хари. Так, обязанностью Арджуны было сражаться, и критерием того, насколько совершенно он исполнял свои обязанности, было удовлетворение Кришны. Кришна хотел, чтобы он участвовал в битве, и, сражаясь ради удовлетворения Господа, Арджуна совершенным образом исполнил свой профессиональный и религиозный долг. И наоборот, когда, вопреки желанию Кришны, Арджуна отказался сражаться, его действия были далеки от совершенства.

Тот, кто хочет сделать свою жизнь совершенной, должен исполнять предписанные ему обязанности ради того, чтобы удовлетворить Кришну. Человек должен действовать в сознании Кришны, потому что такая деятельность не влечет за собой кармических последствий (анимитта-нимиттена). Это подтверждается также в «Бхагавад-гите»: йаджнартхат кармано 'нйатра - все, что мы делаем, мы должны делать во имя Ягьи, то есть ради удовлетворения Вишну. Действия, которые не приносят удовлетворения Вишну, или Ягье, порабощают живое существо, и в этом стихе Капила Муни также говорит о том, что освободиться из материального плена можно, действуя в сознании Кришны, то есть серьезно занимаясь преданным служением Господу. Серьезное отношение к преданному служению появляется у того, кто в течение долгого времени слушает повествования о Господе. Преданное служение начинается с повторения и слушания. Необходимо общаться с преданными и слушать, как они рассказывают о трансцендентном явлении Господа, Его деяниях, уходе, наставлениях и так далее.

Есть два вида шрути, или священных писаний. Одни из них поведаны Самим Господом, а другие повествуют о Господе и Его преданных. К числу первых относится «Бхагавад-гита», а к числу вторых - «Шримад-Бхагаватам». Чтобы развить в себе серьезное отношение к преданному служению, необходимо снова и снова слушать эти писания в изложении компетентных людей. Тот, кто таким образом служит Господу, избавляется от оскверняющего влияния майи. В «Шримад-Бхагаватам» сказано, что слушание повествований о Верховном Господе очищает сердце человека от всей скверны, накопившейся в нем под влиянием трех гун материальной природы. Регулярно слушая эти священные писания, человек избавляется от последствий оскверняющего влияния вожделения и алчности, которое проявляется в стремлении наслаждаться материальной природой и господствовать над ней, а тот, кто избавился от вожделения и жадности, утверждается в гуне благости и достигает уровня осознания Брахмана, или духовного самоосознания. Таким образом человек поднимается на трансцендентный уровень. А достичь трансцендентного уровня - значит освободиться из материального плена...



ТЕКСТ 24

бхукта-бхога паритйакта
дришта-доша ча нитйашах
нешварасйашубхам дхатте
све махимни стхитасйа ча


бхукта - то, чем наслаждается; бхога - наслаждение; паритйакта - отказавшись; дришта - осознав; доша - порочность; ча - и; нитйашах - всегда; на - не; ишварасйа - независимого; ашубхам - вред; дхатте - оно причиняет; све махимни - в своем величии; стхитасйа - утверждается; ча - и.

Осознав порочность своего желания господствовать над материальной природой и отказавшись от него, живое существо обретает независимость и предстает во всем своем величии.

КОММЕНТАРИЙ: Поскольку живое существо не может реально наслаждаться материальными ресурсами, все его попытки утвердить свое господство над материальной природой в конечном счете заканчиваются неудачей. Крушение его надежд приводит к тому, что у него появляется желание стать более могущественным, чем обыкновенное живое существо, и потому его начинает привлекать перспектива слияния с бытием верховного наслаждающегося. Так в его уме созревает план, сулящий ему еще больше удовольствий.

На самом деле живое существо обретает подлинную независимость только тогда, когда достигает уровня чистого преданного служения Господу. Недалекие люди не могут понять, что значит быть вечным слугой Господа. Слово «слуга» приводит их в замешательство; они не понимают, что служение Господу не имеет ничего общего со служением в материальном мире. Стать слугой Господа - значит достичь самого высокого положения. Тот, кто сумел понять это и вернуться в свое изначальное положение вечного слуги Господа, обретает полную независимость. Соприкасаясь с материей, живое существо утрачивает свою независимость. В духовном мире все живые существа наделены полной независимостью, поэтому там на них никак не влияют три гуны материальной природы. Преданный достигает этого положения и, осознав порочность своего стремления к материальным удовольствиям, избавляется от материальных желаний.

Разница между преданным и имперсоналистом заключается в том, что имперсоналист пытается слиться со Всевышним, для того чтобы беспрепятственно наслаждаться, тогда как преданный отвергает саму мысль о наслаждении и занимается трансцендентным любовным служением Господу. Это естественное состояние каждого живого существа, возвращаясь в которое оно обретает свое утраченное величие. Вернувшись в это состояние, оно становится ишварой, полностью независимым. Истинным ишварой (ишварах парамах), или верховным ишварой, то есть существом, которое обладает высшей независимостью, является Кришна. Живое же существо является ишварой только тогда, когда служит Господу. Иначе говоря, трансцендентное удовольствие, которое приносит преданному любовное служение Господу, делает его по-настоящему независимым.

Posted by: Atman Aug 20 2011, 12:10 PM

ТЕКСТЫ 28-29

мад-бхактах пратибуддхартхо
мат-прасадена бхуйаса
нихшрейасам сва-самстханам
каивалйакхйам мад-ашрайам

прапнотиханджаса дхирах
сва-дриша ччхинна-самшайах
йад гатва на нивартета
йоги лингад виниргаме


мат-бхактах - Мой преданный; пратибуддха-артхах - осознавший себя; мат-прасадена - по Моей беспричинной милости; бхуйаса - безграничной; нихшрейасам - высшая цель и совершенство; сва-самстханам - его обитель; каивалйа-акхйам - которую называют каивалья; мат-ашрайам - под Моим покровительством; прапноти - достигает; иха - в этой жизни; анджаса - поистине; дхирах - твердость; сва-дриша - постигнув свою истинную сущность; чхинна-самшайах - лишившись сомнений; йат - в эту обитель; гатва - отправившись; на - никогда; нивартета - возвращается назад; йоги - мистик-преданный; лингат - тонкое и грубое материальное тело; виниргаме - оставив.

По Моей беспричинной милости, которая не знает границ, Мой преданный осознает себя и, избавившись от всех сомнений, уверенно приближается к уготованной ему обители, которая находится под непосредственным покровительством Моей духовной энергии, энергии чистого блаженства. Это высшая цель и высшее совершенство, к которому должно стремиться каждое живое существо. Оставив материальное тело, мистик-преданный попадает в трансцендентную обитель и больше никогда не возвращается в материальный мир.

КОММЕНТАРИЙ: Осознать себя - значит стать чистым преданным Господа. Существование преданного подразумевает деятельность в преданном служении и наличие объекта преданности. В конечном счете, обрести самоосознание - значит постичь Личность Бога и живые существа. Подлинное самоосознание предполагает постижение природы индивидуальной души и отношений любовного служения, которые связывают Верховную Личность Бога и живое существо. Такое самоосознание недоступно ни имперсоналистам, ни другим трансценденталистам, которые не способны постичь науку преданного служения. Преданное служение открывается только чистому преданному по беспричинной милости Господа, которая не знает границ. Здесь Господь подчеркивает эту мысль, говоря: мат-прасадена - «по Моей особой милости». Это подтверждается и в «Бхагавад-гите». Только тот, кто с любовью и верой занимается преданным служением Господу, получает от Верховной Личности Бога разум, необходимый для того, чтобы со временем достичь обители Господа.

Нихшрейаса значит «высшая обитель». Слово сва-самстхана указывает на то, что имперсоналисты не имеют пристанища. Имперсоналисты жертвуют своей индивидуальностью ради того, чтобы духовная искра могла погрузиться в безличное сияние, исходящее от трансцендентного тела Господа. Но преданным уготована особая обитель. Планеты плавают в лучах солнечного света, но у самого солнечного света нет определенного места пребывания. Душа может обрести пристанище, только достигнув какой-либо планеты. Духовное небо (каивалйа) - это просто исполненный блаженства свет, заливающий весь духовный мир. Этот свет исходит от Верховной Личности Бога. В «Бхагавад-гите» (14.27) сказано: брахмано хи пратиштхахам - безличное сияние Брахмана исходит от тела Верховной Личности Бога. Иными словами, каивальей, или безличным Брахманом, называется сияние тела Верховной Личности Бога. В этом безличном сиянии плавают духовные планеты, которые называются Вайкунтхами, и главной среди них является Кришналока. Одни преданные поднимаются на планеты Вайкунтхи, а другие достигают Кришналоки. В зависимости от своего желания преданный попадает на ту или иную планету духовного мира, которую называют сва-самстхана, что значит «желанная обитель». По милости Господа преданный, который осознал себя и занимается преданным служением, даже находясь в материальном теле знает о том, какая планета духовного мира уготована ему. Поэтому он уверенно, без сомнений и колебаний, исполняет свои обязанности в преданном служении, а покинув материальное тело, переносится на ту планету, к жизни на которой готовил себя. Достигнув этой обители, он больше никогда не возвращается в материальный мир.

Употребленные в этом стихе слова лингад виниргаме означают «оставив два вида материальных тел, тонкое и грубое». Тонкое тело состоит из ума, интеллекта, ложного эго и оскверненного сознания, а грубое тело - из пяти элементов: земли, воды, огня, воздуха и эфира. Отправляясь в духовный мир, живое существо оставляет как тонкое, так и грубое материальное тело. Оно вступает в духовный мир в чистом, духовном теле и находит пристанище на одной из духовных планет. Хотя имперсоналисты, оставляя тонкое и грубое тело, также достигают духовного неба, они не попадают на духовные планеты. Исполняя их желание, Господь позволяет им погрузиться в духовное сияние, исходящее от Его трансцендентного тела. Особого внимания заслуживает также употребленное в этом стихе слово сва-самстханам. Живое существо всегда попадает в ту обитель, куда готовится попасть. Имперсоналисты получают возможность погрузиться в сияние безличного Брахмана, а те, кто хочет общаться с Верховной Личностью Бога в образе Нараяны, трансцендентного повелителя планет Вайкунтхи, или с Кришной на Кришналоке, попадают в эти обители и никогда не возвращаются назад, в материальный мир.



Posted by: Atman Aug 21 2011, 07:18 AM

სიმღერა მეშვიდე - თავი მეხუთე
პრაჰლადა მაჰარაჯა, ჰირანიაკაშიპუს წმინდანი შვილი


(მოკლე შინაარსი)

პრაჰლადა მაჰარაჯა თავისი მასწავლებლების განკარგულებებს არ ასრულებდა,
რადგან იგი ყოველთვის უფალი ვიშნუს თაყვანისცემით იყო დაკავებული. როგორც ამ თავშია აღწერილი, ჰირანიაკაშიპუ ცდილობდა პრაჰლადა მაჰარაჯა მოეკლა, მან გველს აკბენინა მისთვის და სპილოების ფეხებქვეშაც ჩააგდო, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვიდა.

ჰირანიაკაშიპუს სულიერ მოძღვარს, შუკრაჩარიას, ორი შვილი ჰყავდა, სახელად შანდა და ამარკა. პრაჰლადა მაჰარაჯა განათლების მისაღებად მათთან იყო
მიბარებული. თუმცა მასწავლებლები პრაჰლადასათვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სხვა მატერიალური საქმიანობის სწავლებას ცდილობდნენ, იგი მათ დარიგებებს ყურად არ იღებდა. ამის ნაცვლად, იგი წმინდა ერთგულად რჩებოდა. პრაჰლადა მაჰარაჯას არასოდეს მოსწონდა მეგობრებსა და მტრებს შორის განსხვავების გატარება. ვინაიდან იგი მაღალ სულიერ საფეხურზე იდგა, იგი ყველას თანასწორად ეპყრობოდა.

ერთხელ, ჰირანიაკაშიპუმ თავის შვილს ჰკითხა რა იყო საუკეთესო, რაც მან მისი მასწავლებლებისაგან ისწავლა. პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა, რომ კაცმა, რომელიც გაორების მატერიალურ ცნობიერებაშია ჩაფლული და ფიქრობს: "ეს ჩემია, და ეს კი ჩემს მტერს ეკუთვნის” – ოჯახურ ცხოვრებას თავი უნდა ანებოს და წავიდეს ტყეში, რათა უზენაეს უფალს თაყვანი სცეს.

როდესაც ჰირანიაკაშიპუმ მისი შვილისაგან ერთგული სამსახურის შესახებ მოისმინა, დაასკვნა, რომ ეს ბიჭი სკოლაში ვიღაც მეგობარს გაეფუჭებინა. ამიტომ მასწავლებლებს ურჩია ისე მიეხედათ ბიჭისათვის, რომ იგი კრიშნას ცნობიერი ერთგული არ დამდგარიყო. მაგრამ როდესაც მასწავლებლებმა პრაჰლადა მაჰარაჯას ჰკითხეს რატომ ეწინააღმდეგებოდა მათ სწავლებებს, პრაჰლადა მაჰარაჯამ მასწავლებლებს ასწავლა, რომ მესაკუთრეობის ცნობიერება ყალბია და ამიტომაც იგი უფალი ვიშნუს წმინდა ერთგულად გახდომას ამჯობინებდა. ამ პასუხმა ძლიერ გააბრაზა მასწავლებლები და მათ არაერთი საშიში სასჯელით დასაჯეს და დააშინეს ბიჭი. მათ რაც შეძლეს ასწავლეს მას და შემდეგ მამამისს მიუყვანეს.

ჰირანიაკაშიპუმ პრაჰლადა სიყვარულით ჩაისვა კალთაში და შემდეგ ჰკითხა, თუ რა იყო ყველაზე უკეთესი, რაც მისი მასწავლებლებისაგან შეესწავლა. როგორც სჩვეოდა, პრაჰლადა მაჰარაჯამ ერთგული სამსახურის ცხრა პროცესის ქება დაიწყო (როგორიცაა შრავანამ და კირტანამ). განრისხებულმა დემონების მეფემ, ჰირანიაკაშიპუმ, მასწავლებლები, შანდა და ამარკა დასაჯა იმისათვის, რომ მათ პრაჰლადა მაჰარაჯა არასწორად აღეზარდათ. ეგრეთ წოდებულმა მასწავლებლებმა მეფეს ამცნეს, რომ პრაჰლადა მაჰარაჯა თავისთავად გამხდარიყო ერთგული და მათ დარიგებებს არ უსმენდა. როდესაც მათ თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცეს, ჰირანიაკაშიპუმ პრაჰლადას ჰკითხა საიდან შეესწავლა ვიშნუ-ბჰაკტი. პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა, რომ მათ, ვინც ოჯახურ ცხოვრებას მიჯაჭვულნი არიან, არ ძალუძთ კრიშნას ცნობიერების განვითარება, არც პირადად და არც ჯგუფურად. ამის ნაცვლად, ისინი ამ მატერიალურ სამყაროში განმეორებადი დაბადება-სიკვდილით იტანჯებიან და კვლავ დაღეჭილის ღეჭვას განაგრძობენ. პრაჰლადამ განმარტა, რომ ყოველი ადამიანის ვალია თავი შეაფაროს წმინდა ერთგულს და ამ გზით კრიშნას ცნობიერების გაგება შეძლოს.

ამ პასუხით განრისხებულმა, ჰირანიაკაშიპუმ პრაჰლადა კალთიდან ჩამოაგდო, ვინაიდან პრაჰლადა მოღალატე გამხდარიყო იმით, რომ ვიშნუს ერთგულ სამსახურს მისცა თავი. ვიშნუმ კი მისი ბიძა ჰირანიაკშა მოკლა, ჰირანიაკაშიპუმ თავის მსახურებს მისი მოკვლა უბრძანა. ჰირანიაკაშიპუს მსახურები პრაჰლადას ბასრ იარაღებს ურჭობდნენ, სპილოების ფეხებქვეშ აგდებდნენ, ჯოჯოხეთურ პირობებში ამყოფებდნენ, მთის მწვერვალიდან აგდებდნენ და კიდევ ათასგვარად ცდილობდნენ მის მოკვლას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ამიტომ ჰირანიაკაშიპუს უფრო და უფრო ეზრდებოდა საკუთარი შვილი პრაჰლადა მაჰარაჯას შიში და მან დააპატიმრა იგი. ჰირანიაკაშიპუს სულიერი მოძღვრის, შუკრაჩარიას, შვილებმა პრაჰლადა მაჰარაჯას მათებურად სწავლება დაუწყეს, მაგრამ პრაჰლადა მაჰარაჯა მათ სწავლებებს არ ღებულობდა. სანამ მასწავლებლები საკლასო ოთახიდან გასულები იყვნენ, პრაჰლადა მაჰარაჯამ სკოლაში კრიშნას ცნობიერების სწავლება დაიწყო, და მისი დარიგებების გამო, ყველა მისი თანაკლასელი, დემონების შვილები, მისნაირი ერთგულები გახდნენ.





ტექსტი 1

შრი-ნარადა უვაჩა
პაუროჰიტიაია ბჰაგავანვრიტაჰ კავიაჰ კილასურაიჰ
შანდამარკაუ სუტაუ ტასიადაიტია-რაჯა-გრიჰანტიკე


შრი-ნარადაჰ უვაჩა – დიადმა ბრძენმა ნარადამ თქვა; პაუროჰიტიაია – ქურუმის საქმის შესასრულებლად; ბჰაგავან – უძლიერესი; ვრიტაჰ – ამოირჩიეს; კავიაჰ – შუკრაჩარია; კილა – მართლაც; ასურაიჰ – დემონებმა; შანდა-ამარკაუ – შანდა და ამარკა; სუტაუ – შვილები; ტასია – მისი; დაიტია-რაჯა – დემონების მეფის, ჰირანიაკაშიპუს; გრიჰა-ანტიკე – საცხოვრებელთან ახლოს.

დიდმა წმინდანმა ნარადა მუნიმ თქვა: დემონებმა, რომელთაც ჰირანიაკაშიპუ მეთაურობდა, შუკრაჩარია რიტუალური ცერემონიებისათვის თავიანთ ქურუმად აირჩიეს. შუკრაჩარიას ორი შვილი, შანდა და ამარკა, ჰირანიაკაშიპუს სასახლის მახლობლად ცხოვრობდნენ.

შინა-არსი: პრაჰლადას ამბავი ასე იწყება. შუკრაჩარია ათეისტების, განსაკუთრებით კი ჰირანიაკაშიპუს ქურუმი იყო, და ამდენად, მისი ორი შვილი, შანდა და ამარკა, ჰირანიაკაშიპუს საცხოვრებლის ახლოს ცხოვრობდა. შუკრაჩარია ჰირანიაკაშიპუს ქურუმი არ უნდა გამხდარიყო, რადგან ჰირანიაკაშიპუ და მისი მიმდევრები ათეისტები გახლდნენ. ბრაჰმანი მხოლოდ იმის ქურუმი უნდა გახდეს, ვისაც სულიერი წინსვლა აინტერესებს. მაგრამ თავად სახელი შუკრაჩარია მიუთითებს მისსავე ბუნებაზე. ის აღნიშნავს მას, ვისაც მისი შვილებისა და შთამომავლებისათვის მოგების მიღების მეტი არაფერი აინტერესებს. ჭეშმარიტი ბრაჰმანი უღმერთოთა ქურუმი არ გახდებოდა.

ტექსტი 2

ტაუ რაჯნა პრაპიტამ ბალამპრაჰლადამ ნაია-კოვიდამ
პათჰაიამ ასატუჰ პათჰიანანიამშ ჩასურა-ბალაკან


ტაუ – ამ ორმა (შანდამ და ამარკამ); რაჯნა – მეფემ; პრაპიტამ – გაგზავნა; ბალამ – ბავშვი; პრაჰლადამ – სახელად პრაჰლადა; ნაია-კოვიდამ – ვისაც ზნეობრივი პრინციპები ესმოდა; პათჰაიამ ასატუჰ – დამოძღვრეს; პათჰიან – მატერიალური ცოდნის მომცველი წიგნები; ანიან – სხვა; ჩა – აგრეთვე; ასურა-ბალაკან – ასურების შვილები.

პრაჰლადა მაჰარაჯა უკვე განსწავლული იყო ღვთის ერთგულებაში, მაგრამ როდესაც მამამისმა განათლების მისაღებად იგი შუკრაჩარიას ამ ორ შვილთან
გაგზავნა, მათ თავიანთ სკოლაში მიიღეს იგი, ასურების სხვა შვილებთან ერთად.


ტექსტი 3

იატ ტატრა გურუნა პროკტამშუშრუვე 'ნუპაპათჰა ჩა
ნა სადჰუ მანასა მენესვა-პარასად-გრაჰაშრაიამ


იატ – რაც; ტატრა – სადაც (სკოლაში); გურუნა – მასწავლებლების მიერ; პროკტამ – ასწავლიდნენ; შუშრუვე – მოსმენილი; ანუპაპათჰა – გამეორებული; ჩა – და; ნა – არ; სადჰუ – კარგი; მანასა – ჭკუით; მენე – თვლიდა;
სვა – საკუთარი თავის; პარა – და სხვების; ასატ-გრაჰა – ცუდ ფილოსოფიაზე; აშრაიამ – დამყარებული.

პრაჰლადა ისმენდა და ჰყვებოდა მასწავლებლების მიერ ნასწავლ საკითხებს პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ, მაგრამ ესმოდა, რომ პოლიტიური
ფილოსოფია ერთის მეგობრად ჩათვლას და მეორის მტრად ჩათვლას ქადაგებდა, და ამიტომ არ მოსწონდა იგი.


შინა-არსი: პოლიტიკა მოითხოვს იმას, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი მტრებად მიიჩნიო, ხოლო მეორე – მეგობრებად. პოლიტიკაში ყველაფერი ამ ფილოსოფიაზეა დამყარებული, და მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი დღეს, მასშია ჩაფლული. ხალხი მეგობრულად განწყობილ ჯგუფებსა და ქვეყნებზე ან მტერ ქვეყნებსა და მტრულად განწყობილ ხალხთა ჯგუფებზე ფიქრობს, მაგრამ როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” ნათქვამი, სწავლული პიროვნება მეგობრებსა და მტრებს არ იქმნის. ერთგული ხედავს, რომ ყოველი ცოცხალი არსება კრიშნას განუყოფელი ნაწილია (მამაივამშო ჯივა-ბჰუტაჰ). ამიტომ ერთგული მტრებსა და მეგობრებს თანაბრად ეპყრობა, და ამ მიზნით ცდილობს ორივეს კრიშნას ცნობიერება ასწავლოს. ცხადია, ათეისტები წმინდა ერთგულთა დარიგებებს არ მიჰყვებიან, პირიქით, ერთგულს თავიანთ მტრად მიიჩნევენ. მაგრამ ერთგული მეგობრულ და მტრულ სიტუაციას არასოდეს ქმნის. პრაჰლადა მაჰარაჯა იძულებული იყო შანდასა და ამარკას დარიგებები ესმინა, მათი მეგობრებისა და მტრების ფილოსოფია, რომელიც პოლიტიკის საფუძველია, მას სრულიად არ მოსწონდა. ეს ფილოსოფია მას არ იზიდავდა.

ტექსტი 4

ეკადასურა-რა‡ პუტრამანკამ აროპია პანდავა
პაპრაჩჩჰა კათჰიატამ ვატსამანიატე სადჰუ იად ბჰავან


ეკადა – ერთხელ; ასურა-რა‡ – ასურების მეფეთ მეფე; პუტრამ – მისი შვილი; ანკამ – კალთაში; აროპია – ჩაისვა; პანდავა – ო მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა; პაპრაჩჩჰა – ჰკითხა; კათჰიატამ – მითხარი; ვატსა – ჩემო საყვარელო შვილო; მანიატე – თვლი; სადჰუ – საუკეთესო; იატ – ის რაც; ბჰავან – შენ, ძვირფასო.

ჩემო ძვირფასო მეფე იუდჰიშთჰირა, ერთხელ დემონების მეფემ,
ჰირანიაკაშიპუმ, მისი შვილი პრაჰლადა კალთაში ჩაისვა და სიყვარულით ჰკითხა: ჩემო საყვარელო შვილო, გთხოვ მითხრა, რა მიგაჩნია საუკეთესოდ მათ შორის, რაც შენი მასწავლებლებისაგან შეისწავლე.


შინა-არსი: ჰირანიაკაშიპუს ისეთი რამ არ უკითხავს, რაზედაც მის შვილს პასუხის გაცემა გაუჭირდებოდა; ამის ნაცვლად, მან ბავშვს საშუალება მისცა დაუფარავად ეთქვა თუ რა მიაჩნდა საუკეთესოდ პატარას. მაგრამ რადგან პრაჰლადა მაჰარაჯა სრულყოფილი ერთგული იყო, მან, ცხადია, ყველაფერი იცოდა და შეეძლო ეთქვა, რა არის სიცოცხლის საუკეთესო ნაწილი. ვედებში ნათქვამია: იასმინ ვიჯნატე სარვამ ევამ ვიჯნატამ ბჰავატი – თუკი პიროვნებას ღმერთი სწორად ესმის, მას ნებისმიერი საკითხის კარგად გაგება შეუძლია. ზოგჯერ ჩვენ დიდი მეცნიერებისა და ფილოსოფოსების გამოწვევა გვიწევს, მაგრამ კრიშნას წყალობით გამარჯვებულნი გამოვდივართ. პრაქტიკულად რომ ვიმსჯელოთ, ვერც ერთი უბრალო ადამიანი ვერ შეძლებდა მეცნიერების ან ფილოსოფოსების ჭეშმარიტი ცოდნის თაობაზე გამოწვევას, მაგრამ ერთგულს მათი გამოწვევა შეუძლია, ვინაიდან კრიშნას წყალობით ერთგულისათვის საუკეთესო რამ ცნობილია. როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” დადასტურებული (10.11):

ტეშამ ევანუკამპართჰამაჰამ აჯნანა-ჯამ ტამაჰ
ნაშაიამი ატმა-ბჰავა-სთჰოჯნანა-დიპენა ბჰასვატა


კრიშნა, რომელიც ყველას გულში ზესულის სახით იმყოფება, ერთგულის გულიდან მთელ უმეცრებას ფანტავს. განსაკუთრებული წყალობის სახით, იგი ერთგულის წინაშე ცოდნის ჩირაღდანს ანთებს და მთელი ცოდნით ასხივოსნებს მას. ამიტომ პრაჰლადა მაჰარაჯა საუკეთესო ცოდნას ფლობდა, და როდესაც მამამისმა გამოჰკითხა, პრაჰლადამ ეს ცოდნა მასაც გაუზიარა. თავისი მაღალი კრიშნას ცნობიერების წყალობით, პრაჰლადა მაჰარაჯას ურთულესი პრობლემების ამოხსნა შეეძლო. ამიტომ მან ასეთი პასუხი გასცა.

ტექსტი 5

შრი-პრაჰლადა უვაჩა
ტატ სადჰუ მანიე 'სურა-ვარია დეჰინამ
სადა სამუდვიგნა-დჰიიამ ასად-გრაჰატ
ჰიტვატმა-პატამ გრიჰამ ანდჰა-კუპამ
ვანამ გატო იად დჰარიმ აშრაიეტა


შრი-პრაჰლადაჰ უვაჩა – პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა; ტატ – ეს; სადჰუ – ძალიან კარგი, ან ცხოვრების საუკეთესო ნაწილი; მანიე – მე ვთვლი; ასურა-ვარია – ო ასურთა მეფეო; დეჰინამ – მათი, ვინც მატერიალური სხეული მიიღეს; სადა – ყოველთვის; სამუდვიგნა – მღელვარებით სავსე; დჰიიამ – ვისი გონება; ასატ-გრაჰატ – წარმავალი სხეულის ან სხეულის ნათესავების ჭეშმარიტებად მიჩნევის გამო (იმის ფიქრი, რომ "მე ეს სხეული ვარ, და ყველაფერი, რაც ამ სხეულს ეკუთვნის, ჩემია”); ჰიტვა – მიტოვება; ატმა-პატამ – ადგილი, სადაც სულიერი განვითარება ან თვითშემეცნება შეწყვეტილია; გრიჰამ – სიცოცხლეზე სხეულისეული შეხედულება, ან მეოჯახის ცხოვრება; ანდჰა-კუპამ – რაც ბნელი ჭაა და მეტი არაფერი (სადაც წყალი არ არის, მაგრამ კაცი იქ მაინც წყალს ეძებს); ვანამ – ტყეში; გატაჰ – წასვლა; იატ – რაც; ჰარიმ – ღმრთეების
უზენაეს პიროვნებას; აშრაიეტა – თავი შეაფაროს.

პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა: ო საუკეთესოვ ასურთა შორის, დემონთა მეფეო, ჩემი სულიერი მოძღვრისაგან ვისწავლე, რომ ნებისმიერი პიროვნება, რომელიც წარმავალი სხეული და წარმავალი ოჯახური ცხოვრება მიიღო, უთუოდ მღელვარებით არის გატანჯული, ვინაიდან ეს უკანასკნელი ისეთ ბნელ ჭაშია ჩავარდნილი, რომელიც წყლით კი არა, მხოლოდ ტანჯვითაა სავსე. კაცმა უნდა მიატოვოს ეს ყოველივე და ტყეში [ვანა] წავიდეს. უფრო ნათლად თუ ვიტყვი, იგი უნდა წავიდეს ვრინდავანში, სადაც მხოლოდ კრიშნას ცნობიერება ჭარბობს, და ამით ღმრთეების უზენაეს პიროვნებას შეაფაროს თავი.

შინა-არსი: ჰირანიაკაშიპუს ეგონა, რომ რადგან პრაჰლადა ერთი პატარა ბიჭი იყო, რომელსაც სრულიბით არ ჰქონდა გამოცდილება, მას შეეძლო სასიამოვნო
სიტყვები ეთქვა, მაგრამ არა ისეთი რამ, რასაც რაიმე მნიშვნელობა ექნებოდა. მაგრამ ვინაიდან პრაჰლადა მაჰარაჯა ამაღლებული ერთგული გახლდათ, მას ცოდნის ყველა ღირსება ჰქონდა განვითარებული.

იასიასტი ბჰაკტირ ბჰაგავატი აკინჩანა
სარვაირ გუნაის ტატრა სამასატე სურაჰ
ჰარავ აბჰაკტასია კუტო მაჰად-გუნა
მანორათჰენასატი დჰავატო ბაჰიჰ დ – დ


“მას, ვისაც კრიშნას ურყევი რწმენა აქვს, გამუდმებით კრიშნასა და ნახევარღმერთის ყველა კარგ თვისებას ავლენს. მაგრამ ის, ვისაც არავითარი ერთგულება არა აქვს ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი, არავითარი ღირსება არ გააჩნია, ვინაიდან მისი ჭკუის მიერ შექმნილი იდეების გამო მატერიალურ ყოფიერებაში ჩაფლულა, რაც უფლის გარეგანი ასპექტი გახლავთ.” (ბჰაგ. 5.18.12) ეგრეთ წოდებულ განათლებულ ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს იმის გარჩევის უნარი არ შესწევთ, თუ რა არის ჭეშმარიტად სატ, მარადიული, და რა არის ასატ, წარმავალი. ვედები გვასწავლის: ასატო მა ჯიოტირ გამა – ყველამ უნდა მიატოვოს წარმავალი ყოფიერების სიბრტყე და მარადიულ სიბრტყეზე ამაღლდეს. სული მარადიულია, და საკითხები, რომლებიც მარადიულ სულთანაა დაკავშირებული, ჭეშმარიტ ცოდნას შეადგენს. კიედვ ერთგან ნათქვამია: აპაშიატამ ატმა-ტატტვამ გრიჰეშუ გრიჰა-მედჰინამ – ისინი, ვინც სიცოცხლეზე სხეულისეულ შეხედულებას არიან მიჯაჭვულნი და ვინც გრიჰასთჰას, ანუ მეოჯახის ცხოვრებას ვერ ელევა, მატერიალური გრძნობათა დაკმაყოფილების საფეხურზე დგანან, ვერ ხედავენ, თუ რა მოუტანს სულს ჭეშმარიტ სიკეთეს. პრაჰლადა მაჰარაჯამ დაადასტურა ეს, როცა თქვა, რომ თუკი ვინმეს ცხოვრვებაში წარმატების მიღწევა სურს, მან ავტორიტეტული წყაროებიდან სასწრაფოდ უნდა ისწავლოს რა არის მისთვის ჭეშმარიტად სასიკეთო და როგორ უნდა მოაწყოს სიცოცხლე სულიერ ცნობიერებაში. პიროვნებამ უნდა გაიგოს ის, რომ იგი კრიშნას განუყოფელი ნაწილია და ამის შემდეგ მთლიანად მის ლოტოსის ტერფებს თავი შეაფაროს, რათა განაღდებული ჰქონდეს სულიერი წარმატება. მატერიალურ სამყაროში ყველა სხეულისეული შეხედულებით ხელმძღვანელობს, ეწევა არსებობისათვის მძაფრ ბრძოლას, რაც მრავალ ცხოვრებაში გრძელდება. ამიტომ პრაჰლადა მაჰარაჯა გვირჩევს, რომ განმეორებადი დაბადება-სიკვდილის მატერიალური ციკლის შესაწყვეტად, საჭიროა ტყეში (ვანა) წასვლა.

ვარნაშრამას სისტემაში პირველად ადამიანი ბრაჰმაჩარი ხდება, შემდეგ გრიჰასთჰა, ვანაპრასთჰა და ბოლოს, სანნიასი. ტყეში წასვლა ვანაპრასთჰას ცხოვრების დაწყებას გულისხმობს, რაც გრიჰასთჰასა და სანნიასას შორის არსებული ცხოვრების პერიოდია. როგორც "ვიშნუ პურანაშია” დადასტურებული (3.8.9): ვარნაშრამაჩარავატა პურუშენა პარაჰ პუმან ვიშნურ არადჰიატე – ვარნასა და აშრამას საზოგადოებრივი წესის მიღებით, იოლად შეიძლება ვიშნუს, ღმრთეების უზენაესი პიროვნების თაყვანისცემის საფეხურზე ამაღლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი პიროვნება სხეულისეული შეხედულებების სიბრტყეზე რჩება, მას მატერიალურ სამყაროში ლპობა მოუწევს და მისი ცხოვრება მარცხით დამთავრდება. საზოგადოება დაყოფილი უნდა იყოს ბრაჰმანებად, კშარტიიებად, ვაიშიებად და შურდებად, ხოლო სულიერი განვითარებისათვის პიროვნებამ თანდათანობით უნდა გაიაროს ბრაჰმაჩარის, გრიჰასთჰას, ვანაპრასთჰასა და სანნიასის საფეხურები. პრაჰლადა მაჰარაჯამ ურჩია, მამამისს რომ ვანაპრასთჰას ცხოვრებას შედგომოდა, რადგან როგორც გრიჰასთჰა სხეულზე მიჯაჭვულობის გამო იგი სულ უფრო და უფრო დემონური ხდებოდა. პრაჰლადამ მამამისს ურჩია, რომ მისთვის ვანაპრასთჰას მიღება აჯობებდა, ვიდრე გრაჰამ ანდჰა-კუპამ, როგორც გრიჰასთჰა სულ უფრო და უფრო ღრმად ჩავარდებოდა სიცოცხლის ბნელ ჭაში. ამიტომ კრიშნას ცნობიერების ჩვენს მოძრაობაში ჩვენ მსოფლიოს ყველა ასაკოვან ხალხს ვიწვევთ ჩამოვიდნენ ვრინდავანში და ვანაპრასთჰას ცხოვრება გაატარონ იქ, რითაც სულიერ ცნობიერებაში, ანუ კრიშნას ცნობიერებაში წარმატებას
მიაღწევენ.

Posted by: Atman Aug 21 2011, 07:36 AM

ტექსტი 6

შრი-ნარადა უვაჩა
შრუტვა პუტრა-გირო დაიტიაჰპარა-პაკშა-სამაჰიტაჰ
ჯაჰასა ბუდდჰირ ბალანამბჰიდიატე პარა-ბუდდჰიბჰიჰ


შრი-ნარადაჰ უვაჩა – შრი ნარადა მუნიმ თქვა; შრუტვა – მოისმინა; პუტრა-გირაჰ – მისი შვილის დამრიგებლური სიტყვები; დაიტიაჰ – ჰირანიაკაშიპუმ; პარა-პაკშა – მტრის მხარეზე; სამაჰიტაჰ – რწმენით სავსე; ჯაჰასა – გაიცინა; ბუდდჰიჰ – გონება; ბალანამ – პატარა ბიჭების; ბჰიდიატე – გაბინძურებულია;
პარა-ბუდდჰიბჰიჰ – მტრის ბანაკიდან მიღებული დარიგებებით.

ნარადა მუნი განაგრძობდა: როდესაც პრაჰლადა მაჰარაჯამ ერთგულ სამსახურში თვითშემეცნების გზის შესახებ ისაუბრა, რითაც მამამისი მტრის ბანაკისადმი ერთგულება გამოხატა, ჰირანიაკაშიპუმ, დემონების მეფემ, პრაჰლადას სიტყვები მოისმინა და სიცილით თქვა: "ასე აფუჭებს მტრის სიტყვები ბავშვების გონებას”.

შინა-არსი: რადგან ჰირანიაკაშიპუ დემონი იყო, უფალ ვიშნუსა და მის ერთგულებს ყოველთვის თავის მტრებად მიიჩნევდა. ამიტომ აქ ნახმარია სიტყვა პარა-პაკშა ("მტრის მხარეს”). ჰირანიაკაშიპუ არასოდეს ეთანხმებოდა ვიშნუს, ანუ კრიშნას სიტყვებს. პირიქით, ვაიშნავის გონება არისხებდა მას. უფალი ვიშნუ, უფალი კრიშნა ამბობს: სარვა-დჰარმან პარიტიაჯია მამ ეკამ შარანამ ვრაჯა – "მიატოვე ყველა სხვა მოვალეობა და მე მომენდე” მაგრამ დემონები, როგორიცაა ჰირანიაკაშიპუ, არასოდეს თანხმდებიან ამაზე. ამიტომ კრიშნა ამბობს:

ნა მამ დუშკრიტინო მუდჰაჰპრაპადიანტე ნარადჰამაჰ
მაიაიაპარჰრიტა-ჯნანაასურამ ბჰავამ აშრიტაჰ

“ის არამზადები, ვინც უკიდურესად ბრიყვნი და უმდაბლესნი არიან კაცთა შორის, ვისი ცოდნაც ილუზიასა აქვს მოტაცებული, და ვინც დემონების უღმერთო ბუნებას იზიარებენ, არასოდეს მომენდობიან მე.” (ბ.გ. 7.15) ჰირანიაკაშიპუ უშუალოდ განასახიერებს ასურა-ბჰავა, ათეისტურ ბუნებას. ასეთი პიროვნებები არასოდეს აღიარებენ ვიშნუს უზენაესად და არ ენდობიან მას, რადგან მუდჰები და ნარადჰამები – სულელები და არამზადები არიან. ჰირანიაკაშიპუს ბუნებრივად დაეუფლა მხისხანება იმის გამო, რომ მისი შვილი მტრის ბანაკის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. ამიტომ მან მოითხოვა, რომ ნარადას მსგავსი წმინდა პიროვნებები მისი შვილის საცხოვრებელში არ შეეშვათ, რადგან პრაჰლადა ვაიშნავის დარიგებებით კიდევ უფრო წახდებოდა.

ტექსტი 7

სამიაგ ვიდჰარიატამ ბალოგურუ-გეჰე დვი-ჯატიბჰიჰ
ვიშნუ-პაკშაიჰ პრატიჩჩჰანნაირნა ბჰიდიეტასია დჰირ იათჰა


სამიაკ – მთლიანად; ვიდჰარიატამ – დაიცავით; ბალაჰ – პატარა ასაკის ეს ბიჭი; გურუ-გეჰე – გურუ-კულაში, იქ, სადაც ბავშვებს გურუსაგან განათლების მისაღებად გზავნიან; დვი-ჯატიბჰიჰ – ბრაჰმანების მიერ; ვიშნუ-პაკშაიჰ – ვინც ვიშნუს მხარეზე არიან; პრატიჩჩჰანნაიჰ – სხვადასხვა სამოსში გადაცმული; ნა
ბჰიდიეტა – გავლენა არ იქონიონ; ასია – მის; დჰიჰ – გონებაზე; იათჰა – რათა.

ჰირანიაკაშიპუმ თავის თანაშემწეებს ურჩია: ჩემო ძვირფასო დემონებო, ყოველმხრივ დაიცავით ეს ბიჭი გურუ-კულაში, სადაც იგი სწავლებას გადის,
რათა ვაიშნავებმა, რომლებიც იქ გადაცმულნი შეიძლება მივიდნენ, მის გონებაზე მეტი გავლენა აღარ იქონიონ.


შინა-არსი: კრიშნას ცნობიერების ჩვენს მოძრაობაში, უბრალო კარმიდ ჩაცმის ტაქტიკა აუცილებელია, რადგან დემონურ სამყაროში ყველა ვაიშნავთა სწავლების წინააღმდეგია. დღევანდელობის დემონებს სრულიად არ მოსწონთ კრიშნას ცნობიერება. როგორც კი ისინი ზაფრანისფერ სამოსში გამოწყობილ ვაიშნავს დაინახავენ, რომელსაც კისერზე მძივები ჰკიდია და შუბლზე ტილაკა უსვია, ისინი უმალვე ღიზიანდებიან. ისინი ვაიშნავებს აკრიტიკებენ, რისთვისაც დამცინავად ჰარე კრიშნას იმეორებენ, ზოგიერთები კი ჰარე კრიშნას გულწრფელად წარმოთქვამენ. ვინაიდან ჰარე კრიშნა აბსოლუტურია, ორივე შემთხვევაში, ხუმრობით თუ გულწრფელად მისი წარმოთქმის დროს, იგი თავის გავლენას მაინც ახდენს. ვაიშნავებს უხარიათ, როდესაც დემონები ჰარე კრიშნას ამბობენ, ვინაიდან ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჰარე კრიშნას მოძრაობა ფესვს იდგამს. უფრო დიდი დემონები, როგორიცაა ჰირანიაკაშიპუ, ყოველთვის მზად არიან დასაჯონ ვაიშნავები, და ისეთი საქციელის ჩადენას ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ მათ, მაგალითად, ისინი ცდილობენ, რომ ვაიშნავებმა აღარ გაყიდონ წიგნები და კრიშნას ცნობიერება არ იქადაგონ. ასე რომ, ის, რასაც ჰირანიაკაშიპუ დიდი ხნის წინათ აკეთებდა, ახლაც კეთდება. ასეთია მატერიალისტური ცხოვრება. დემონებს ან მატერიალისტებს სრულიად არ მოსწონთ მსოფლიოში კრიშნას ცნობიერების განვითარება, და ისინი ათასგვარ დაბრკოლებას ქმნიან. მიუხედავად ამისა, კრიშნას ცნობიერების მქადაგებლები უნდა გამოვიდნენ – ვაიშნავურ სამოსში თუ სხვა ტანსაცმელში – და იქადაგონ. ჩანაკია პანდიტი ამბობს, რომ თუკი პატიოსან კაცს დიდ მატყუარასთანა აქვს საქმე, აუცილებელი იქნება, რომ ისიც მატყუარა გახდეს, მოტყუებისათვის კი არა, არამედ იმისათვის, რომ მისი ქადაგება წარმატებით დასრულდეს.

ტექსტი 8

გრიჰამ ანიტამ აჰუიაპრაჰრადამ დაიტია-იაჯაკაჰ
პრაშასია შლაკშნაია ვაჩასამაპრიჩჩჰანტა სამაბჰიჰ


გრიჰამ – მასწავლებლების (შანდასა და ამარკას) ადგილას; ანიტამ – მოიყვანეს; აჰუია – დაუძახეს; პრაჰრადამ – პრაჰლადას; დაიტია-იაჯაკაჰ – დემონ ჰირანიაკაშიპუს ქურუმებმა; პრაშასია – დაწყნარებით; შლაკშნაია – ნაზი; ვაჩა – ხმით; სამაპრიჩჩჰანტა – ჰკითხეს; სამაბჰიჰ – სასიამოვნო სიტყვებით.

როდესაც ჰირანიაკაშიპუს მსახურებმა ბავშვი პრაჰლადა გურუ-კულაში [იმ ადგილას, სადაც ბრაჰმანები ბავშვებს ასწავლიან] მოიყვანეს, დემონების ქურუმებმა, შანდამ და ამარკამ, დააწყნარეს იგი. ნაზი ხმებითა და მოსიყვარულე სიტყვებით, მათ ასეთი რამ ჰკითხეს მას.

შინა-არსი: შანდასა და ამარკას, დემონების ქურუმებს, პრაჰლადა მაჰარაჯასაგან იმის გაგება სურდათ, თუ რომელიც ვაიშნავები მოსუილყვნენ მასთან კრიშნას ცნობიერების მისთვის სასწავლებლად. მათ ამ ვაიშნავების სახელების გაგება ჰქონდათ ჩაფიქრებული. თავიდან მათ ბავშვი არ დააშინეს, რათა დაშინების შემდეგ შესაძლოა პატარა დამნაშავეები აღარ დაესახელებინა. ამიტომ მათ ნაზად და მშვიდად ასეთი რამ ჰკითხეს ბავშვს.

ტექსტი 9

ვატსა პრაჰრადა ბჰადრამ ტესატიამ კათჰაია მა მრიშა
ბალან ატი კუტას ტუბჰიამეშა ბუდდჰი-ვიპარიაიაჰ


ვატსა – ო საყვარელო შვილო; პრაჰრადა – პრაჰლადა; ბჰადრამ ტე – დაგვილოცნიხარ; სატიამ – სიმართლე; კათჰაია – თქვი; მა – ნუ; მრიშა – ტყუილი; ბალან ატი – სხვა დემონ ბიჭებმა გადასვლა; კუტაჰ – საიდან; ტუბჰიამ – შენ; ეშაჰ – ეს; ბუდდჰი – გონების; ვიპარიაიაჰ – გაბინძურება.

საყვარელო შვილო პრაჰლადა, დაგვილოცნიხარ. გთხოვ სიცრუეს ნუ იტყვი; მხოლოდ სიმართლე გვითხარი. ეს ბავშვები, რომლებსაც შენ ხედავ, შენნაირები
არ არიან, რადგან სიმრუდეს არ ამბობენ. როგორ ისწავლე ეს დარიგებები? ასე როგორ გაბინძურდა შენი გონება?


შინა-არსი: პრაჰლადა მაჰარაჯა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, და ამიტომ მისმა მასწავლებლებმა იფიქრეს, რომ თუკი დაამშვიდებდნენ, ბავშვი უმალვე იმართლეს ეტყოდათ და საიდუმლოს გაანდობდათ, თუ როგორ მოვიდნენ მასთან ვაიშნავები, რათა ერთგული სამსახურის შესახებ ესწავლებინათ მისთვის. ცხადია, გასაკვირი იყო, რომ იმავე სკოლაში დაიტიების სხვა ბიჭები "გონებაგადაბრუნებულები” არ ყოფილან; მხოლოდ პრაჰლადა მაჰარაჯა იყო ვაიშნავების დარიგებებით ვითომდა დაბინძურებული. მასწავლებლების განზრახვა ის იყო, რომ გაეგოთ ვინ იყვნენ ის ვაიშნავები, რომლებიც პრაჰლადას დასამოძღვრად მოვიდნენ და გონება წაუხდინეს მას.

ტექსტი 10

ბუდდჰი-ბჰედაჰ პარა-კრიტაუტაჰო ტე სვატო 'ბჰავატ
ბჰანიატამ შროტუ-კამანამგურუნამ კულა-ნანდანა


ბუდდჰი-ბჰედაჰ – გონების გაბინძურება; პარა-კრიტაჰ – მტრის მიერ შესრულებული; უტაჰო – ან; ტე – შენი; სვატაჰ – თვითონ; აბჰავატ – იყო; ბჰანიატამ – გვითხარი; შროტუ-კამანამ – ჩვენ, ვისაც ამის შესახებ მოსმენა გვწადია; გურუნამ – ყველა შენი მასწავლებლები; კულა-ნანდანა – ო, საუკეთესოვ შენ ოჯახში.

ო, საუკეთესოვ შენ ოჯახში, შენ თვითონ წაიბილწე გონება თუ მტრებმა მოახერხეს ეს? ჩვენ შენი მასწავლებლები ვართ და ამის შესახებ მოსმენა გვწადია. გთხოვ, სიმართლე გვითხარი.

შინა-არსი: პრაჰლადა მაჰარაჯას მასწავლებლები გაკვირვებულნი დარჩნენ, რომ ასეთ პატარა ბავშვს ამგვარი ამაღლებული ვაიშნავური ფილოსოფიის შესახებ შეეძლო საუბარი. ამიტომ იმ ვაიშნავების შესახებ იკითხეს, რომლებმაც მალულად შეასწავლეს მას ეს, რათა ეს ვაიშნავები დაეჭირათ და პრაჰლადას მამის, ჰირანიაკაშიპუს თვალწინ მოეკლათ.

ტექსტი 11

შრი-პრაჰრადა უვაჩა
პარაჰ სვაშ ჩეტი ასად-გრაჰაჰპუმსამ იან-მაიაია კრიტაჰ
ვიმოჰიტა-დჰიიამ დრიშ‡ასტასმაი ბჰაგავატე ნამაჰ


შრი-პრაჰრადაჰ უვაჩა – პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა; პარაჰ – მტერი; სვაჰ – ნათესავი ან მეგობარი; ჩა – აგრეთვე; იტი – ასე; ასატ-გრაჰაჰ – სიცოცხლეზე მატერიალური შეხედულება; პუმსამ – პიროვნებების; იატ – ვისი; მაიაია – გარეგანი ენერგიით; კრიტაჰ – შექმნილი; ვიმოჰიტა – მოტყუებული; დჰიიამ – მათი, ვისი გონებაც; დრიშ‡აჰ – პრაქტიკულაც აღქმული; ტასმაი – მას;
ბჰაგავატე – ღმრთეების უზენაეს პიროვნებას; ნამაჰ – ჩემი მოწიწებული
თაყვანისცემა.

პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა: მე მოწიწებით თაყვანს ვცემ ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, რომლის გარეგანმა ენერგიამაც გონება აურია ხალხს და შექმნა ისეთი განსხვავებები როგორიცაა "ჩემი მეგობარი” და "ჩემი მტერი”. ის კი არა, მე ახლა თავადვე გამოვცადე ეს, თუმცა აქამდე სანდო წყაროებიდან მსმენოდა ამის შესახებ.

შინა-არსი: როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” ნათქვამი (5.18):

ვიდია-ვინაია-სამპანნებრაჰმანე გავი ჰასტინი
შუნი ჩაივა შვაპაკე ჩაპანდიტაჰ სამა-დარშინაჰ


“ჭეშმარიტი ცოდნის წყალობით, მორჩილი ბრძენი ერთნაირი ხედვით ხედავს სწავლულ და კეთილშობილ ბრაჰმანს, ძროხას, სპილოს, ძაღლსა და ძაღლისმჭამელს [უკასტოს].” პანდიტაჰ, ისინი, ვინც მართლა სწავლულები არიან – გაწონასწორებული, ამაღლებული ერთგულები, რომელთაც სრული ცოდნა აქვთ ყველაფერის შესახებ – არც ერთ ცოცხალ არსებას არ მიიჩნევენ თავიანთ მტრად ან მეგობრად. ამის ნაცვლად, ფართო ხედვით, ისინი ყველას კრიშნას ნაწილებად ხედავენ, როგორც ამას შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ადასტურებს (ჯივერა 'სვარუპა' ჰაია კრიშნერა 'ნიტია-დასა'). რადგან ყოველი ცოცხალი არსება უზენაესი უფლის ნაწილია, იგი უფლის მსახურებისათვის არსებობს, ისევე როგორც სხეულის ყოველი ნაწილის დანიშნულება მთელი სხეულის მსახურებაა.

როგორც უზენაესი უფლის მსახურები, ყველა ცოცხალი არსება თანაბარია, მაგრამ ვაიშნავი, მისი ბუნებრივი მორჩილების გამო, ყოველ სხვა ცოცხალ არსებას როგორც პრაბჰუს ისე მიმართავს. ვაიშნავი სხვა მსახურებს იმდენად ამაღლებულებად ხედავს, რომ მათგან ბევრ რამეს სწავლობს. ამდენად უფლის ყველა სხვა მსახურს იგი პრაბჰუდ, ბატონებად აღიარებს. თუმცა ყველა უფლის მსახურია, ერთი ვაიშნავი მსახური, მორჩილების გამო, მეორე მსახურს თავის ბატონად ხედავს. ბატონის გაგება სულიერი მოძღვრის ცნების აღქმით იწყება.

იასია პრასადად ბჰაგავატ-პრასადო
იასიაპრასადან ნა გატიჰ კუტო 'პი


“სულიერი მოძღვრის წყალობით პიროვნება კრიშნას კურთხევას ღებულობს.
სულიერი მოძღვრის წყალობის გარეშე, ყოველგვარი წინსვლა შეუძლებელია.”

საკშად-დჰარიტვენა სამასტა-შასტრაირ
უკტას ტათჰა ბჰავიატა ევა სადბჰიჰ
კინტუ პრაბჰორ იაჰ პრიია ევა ტასია
ვანდე გუროჰ შრი-ჩარანარავინდამ


“სულიერ მოძღვარს ისეთივე პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, როგორც უზენაეს უფალს, ვინაიდან იგი ყველაზე ახლო მსახურია უფლისა. ამას აღიარებს ყველა განდობილი წერილი და ამასვე მიჰყვება ყველა ავტორიტეტული პირი. ამიტომ მე მოწიწებით თაყვანს ვცემ იმ სულიერი მოძღვრის ლოტოსის ტერფებს, რომელიც შრი ჰარის [კრიშნას] ჭეშმარიტი წარმომადგენელია.”

სულიერი მოძღვარი, ღმერთის მსახურია, ის უფლის ყველაზე საკრალურ მსახურებას ასრულებს, სახელდობრ მისი მისიაა ყველა განპირობებული სული მაიას კლანჭებიდან დახსნა. მაიას კლანჭებში მყოფი განპირობებული სული ასე ფიქრობს: "ეს პიროვნება ჩემი მტერია, და ეს კი – ჩემი მეგობარი”. სინამდვილეში, ღმრთეების უზენაესი პიროვნებაა ყველა ცოცხალი არსების მეგობარი, ხოლო ყველა ცოცხალი არსება უზენაესი უფლის მარადიული მსახურია. ერთიანობის მიღწევა მხოლოდ ამგვარი აზროვნებითაა შესაძლებელი, და არა ხელოვნურად იმის ფიქრით, რომ ყოველი ჩვენგანი ღმერთი ან ღმერთის თანასწორი. ადამიანი სწორად აზროვნებს მაშინ, როდესაც ფიქრობს, რომ ღმერთი უზენაესი ბატონია და რომ ყოველი ჩვენგანი უზენაესი უფლის მსახურები ვართ, ამიტომ ყველას თანაბარი მდგომარეობა აქვს. ეს პრაჰლადა მაჰარაჯასათვის უკვე ესწავლებინა მის სულიერ მოძღვარს, ნარადას, მაგრამ პრაჰლადა მაინც განცვიფრებული დარჩა, როცა იხილა თუ როგორ ფიქრობს დაბნეული სული, რომ ერთი პიროვნება მისი მეგობარია, მეორე კი მისი მტერი.

სანამ პიროვნება გაორების მსოფლმხედველობის ტყვეობაშია და თვლის, რომ ერთი პიროვნება მისი მეგობარია, ხოლო მეორე მისი მტერი, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი მაიას კლანჭებში იმყოფება. მაიავადი ფილოსოფოსები, რომლებიც თვლიან, რომ ყველა ცოცხალი არსება ღმერთია და ამიტომ ერთნი არიან, ასევე მცდარია. არავინაა ღმერთის თანასწორი. მსახური ბატონის თანასწორი ვერ იქნება. ვაიშნავური ფილოსოფიის თანახმად, ბატონი ერთია, და მსახურებიც ერთნი არიან, მაგრამ განსხვავება ბატონსა და მსახურს შორის თვით განთავისუფლებულ სიბრტყეზეც კი გრძელდება. განპირობებულ საფეხურზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგი ცოცხალი არსება ჩვენი მეგობარია, მაშინ როცა სხვები ჩვენი მტრები არიან, და ამით გაორებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ განთავისუფლებულ მდგომარეობაში, ჩვენ გვესმის, რომ ღმერთი ბატონია, ხოლო ყველა ცოცხალი არსება, როგორც ღმერთის მსახურნი, თანასწორნი არიან.

ტექსტი 12

სა იადანუვრატაჰ პუმსამპაშუ-ბუდდჰირ ვიბჰიდიატე
ანია ეშა ტათჰანიო 'ჰამიტი ბჰედა-გატასატი


საჰ – ეს ღმრთეების უზენაესი პიროვნება; იადა – როდესაც; ანუვრატაჰ – კეთილგანწყობილი ან კმაყოფილი; პუმსამ – განპირობებული სულების; პაშუ-ბუდდჰიჰ – სიცოცხლეზე ცხოველური შეხედულება ("მე ვარ უზენაესი, და ყველა ღმერთია”); ვიბჰიდიატე – ქრება; ანიაჰ – სხვა; ეშაჰ – ეს; ტათჰა – აგრეთვე; ანიაჰ – სხვა; აჰამ – მე; იტი – ასე; ბჰედა – განსხვავება; გატა – აქვს; ასატი – რასაც გაჭირვება მოაქვს.

როდესაც ღმრთეების უზენაესი პიროვნება კმაყოფილია ცოცხალი არსების მისი ერთგული სამსახურის გამო, ეს ცოცხალი არსება პანდიტა ხდება და განსხვავებას აღარ ხედავს მტრებს, მეგობრებსა და საკუთარ თავს შორის. შემდეგ იგი გონივრულად ფიქრობს: "ყოველი ჩვეგნაი ღმერთის მარადიული მსახურები ვართ, და ამიტომ ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისაგან”.

შინა-არსი: როდესაც პრაჰლადა მაჰარაჯას მასწავლებლებმა და დემონმა მამამ ჰკითხეს მას როგორ შებღალა მისი გონება, პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა: "რა
შემეხება მე, ჩემი გონება როდი შეიბღალა. პირიქით, ჩემი სულიერი მოძღვრისა და უფლის, კრიშნას, მადლით, მე ახლა ვისწავლე, რომ არავინაა ჩემი მტერი და არავინაა ჩემი მეგობარი. სინამდვილეში ჩვენ ყველა კრიშნას მარადიული მსახურები ვართ, მაგრამ გარეგანი ენერგის გავლენით, ვფიქრობთ, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისაგან განცალკევებულად ვარსებობთ და ერთმანეთის მტრები და მეგობრები ვართ. ახლა ეს მცდარი აზრი გამიქრა, და ამიტომ, უბრალო ადამიანებისაგან განსხვავებით, აღარ ვთვლი, რომ მე ღმერთი ვარ და რომ სხვები ჩემი მეგობრები თუ მტრები არიან. ახლა მე სწორად ვფიქრობ, რომ ყველა ღმერთის მარადიული მსახურია და რომ ჩვენი ვალია უზენაეს ბატონს ვემსახუროთ, რადგან მაშინ, როგორც მსახურები, ერთიანობის სიბრტყეზე დავდგებით.”

დემონებს ყველა მეგობრად ან მტრად მიაჩნიათ, მაგრამ ვაიშნავები ამბობენ, რომ რადგან ყველა უფლის მსახურია, ყველა ერთსა და იმავე საფეხურზე იმყოფება. ამიტომ ვაიშნავი არც ერთ ცოცხალ არსებას არ ექცევა არც მეგობრულად და არც მტრულად, იგი ცდილობს კრიშნას ცნობიერება გაავრცელოს, ასწავლოს ყველას, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ როგორც უზენაესი უფლის მსახურები, მაგრამ ძვირფას სიცოცხლეებს ტყუილუბრალოდ ვფლანგავთ იმაში, რომ ვქმნით ეროვნებებს, საზოგადოებებს და მეგობრებისა და მტრების სხვადასხვა დაჯგუფებებს. ყველა კრიშნას ცნობიერების საფეხურამდე უნდა ამაღლდეს და ამით თითოეულმა როგორც უფლის მსახურმა, ერთიანობა იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ 8 400 000 სახეობა არსებობს, ვაიშნავი ამ ერთიანობას მაინც გრძნობს. "იშოპანიშადი” გვირჩევს: ეკატვამ ანუპაშიატაჰ. ერთგული უნდა ხედავდეს, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნება ყველას გულში იმყოფება და მას მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ ყოველი ცოცხალი არსება უფლის მარადიული მსახურია. ამ ხედვას ჰქვია ეკატვამ, ერთიანობა. თუმცა ბატონისა და მსახურის დამოკიდებულება არსებობს, ბატონიცა და მსახურიც, მათი ჭეშმარიტი სულიერი ვინაობის გამო, ერთიანი არიან. ესეც ეკატვამ გახლავთ. ამრიგად, ვაიშნავს ეკატვამ განსხვავებულად ესმის, ვიდრე მაიავადის.

ჰირანიაკაშიპუმ პრაჰლადა მაჰარაჯას ჰკითხა, თუ როგორ გახდა იგი თავისივე ოჯახის მოწინააღმდეგე. როდესაც მტერი ოჯახის წევრს კლავს, ოჯახის ყველა
წევრი ბუნებრივად მკვლელის მტერი ხდება, მაგრამ ჰირანიაკაშიპუმ შეიტყო, რომ პრაჰლადა მისი ძმის მკვლელს დამეგობრებოდა. ამიტომ მან იკითხა: "ვინ მოგცა ასეთი გონება? შენ თვითონ განივითარე ასეთი ცნობიერება, თუ სხვისი დახმარებით? შენ პატარა ბავშვი ხარ, ამიტომ ასეთი აზროვნება სხვას უნდა ესწავლებინა შენთვის.” პრაჰლადა მაჰარაჯას სურდა ეპასუხა, რომ ვიშნუსადმი გულთბილი დამოკიდებულება შეიძლება მაშინ განივითარო, როდესაც შენდამი თვით უფალია კეთილგანწყობილი (სა იადანუვრატაჰ). როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” ნათქვამი, კრიშნა ყველას მეგობარია (სუჰრიდამ სარვა-ბჰუტანამ ჯნატვა მამ შანტიმ რიჩჩჰატი). უფალი არასოდეს ხდება არც ერთი მილიონობით ცოცხალი არსების მტერი, არამედ ყოვეთვის ყველას მეგობარია. ეს გახლავთ მართებული გაგება. თუკი ვინმე თვლის, რომ უფალი მტერია, მისი გონება პაშუ-ბუდდჰი, ცხოველის გონების მსგავსია. იგი შეცდომით ფიქრობს: "მე ჩემი მტრისაგან განვსხვავდები, ხოლო ჩემი მტერი კი – ჩემგან. მტერმა ჩაიდინა რაღაც, და ამიტომ ჩემი ვალია მოვკლა იგი.” ეს მცდარი შეხედულება ამ ლექსში აღწერილია როგორც ბჰედა-გატასატი. ჭეშმარიტი ფაქტი ის გახლავთ, რომ ყველა უფლის მსახურია, როგორც ამას "ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში” შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ ადასტურებს (ჯივერა 'სვარუპა' ჰაია კრიშნერა 'ნიტია-დასა'). როგორც უფლის მსახურები, ჩვენ ერთნი ვართ, და მტრობასა ან მეგობრობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. თუკი ჭეშმარიტად გავიგებთ, რომ ყველა ჩვენგანი უფლის მსახური ვართ, მაშინ მტრისა და მეგობრის ცნებები დაკარგავს თავის მნიშვნელობას?

ყველა კეთილად უნდა იყოს უფლის სამსახურისადმი განწყობილი. ყველა უნდა აქებდეს, თუ როგორ ემსახურებიან სხვები უფალს და საკუთარი სამსახურით არ
მოჰქონდეს თავი. აი, ასეთია ვაიშნავური, ვაიკუნთჰას აზროვნება. მსახურების შესრულებისას მსახურებს შორის გარეგნულად შეიძლება პაექრობასა და მეტოქეობას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ვაიკუნთჰა პლანეტებზე სხვა მსახურის სამსახურს აქებენ და არასოდეს კიცხავენ. ეს ვაიკუნთჰასეული პაექრობაა. მსახურებს შორის მტრობას ადგილი არცა აქვს. ყველას უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ სულითა და გულით ემსახუროს უფალს, და ყველამ უნდა დააფასოს სხვის მიერ შესრულებული სამსახური. ასეთი საქმიანობაა გაჩაღებული ვაიკუნთჰაზე. ვინაიდან ყველა მსახურია, ყველა ერთ საფეხურზე იმყოფება და უფლება ეძლევა საუკეთესო უნარის მიხედვით ემსახუროს უფალს. როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” (15.15) დადასტურებული: სარვასია ჩაჰამ ჰრიდი სანნივიშტო მატტაჰ სმრიტირ ჯნანამ აპოჰანამ ჩა – უფალი ყველას გულში იმყოფება და მსახურის დამოკიდებულების შესაბამისად იძლევა მითითებებს. მაგრამ არაერთგულებსა და ერთგულებს უფალი სხვადასხვა მითითებებს აძლევს. არაერთგულები უფლის აღმატებულებას უარყოფენ, და ამიტომ უფალი ისე კარნახობს მათ, რომ არაერთგულებმა ყოველ ცხოვრებაში უფლის მსახურება დაივიწყონ, და ბუნების კანონებით დაისაჯონ. მაგრამ როდესაც ერთგულს გულწრფელად სურს უფლის მსახურება, უფალი მას სულ სხვა რამეს კარნახობს. როგორც უფალი ამბობს "ბჰაგავად-გიტაში” (10.10):

ტეშამ სატატა-იუკტანამ ბჰაჯატამ პრიტი-პურვაკამ
დადამი ბუდდჰი-იოგამ ტამიენა მამ უპაიანტი ტე


“მათ, ვინც გამუდმებით ჩემი ერთგულები არიან და სიყვარულით თაყვანს მცემენ, მე ისეთ ცნობიერებას ვაძლევ, რომლის წყალობითაც ისინი ჩემთან დაბრუნებას შეძლებენ.” სინამდვილეში, ყველა მსახურია, არავინაა მეგობარი ან მტერი, თითოეული არსება სხვადასხვა მითითებებით მოქმედებს უფლისაგან, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას მისი დამოკიდებულების შესაბამისად წარმართავს.

ტექსტი 13

სა ეშა ატმა სვა-პარეტი აბუდდჰიბჰირ
დურატიაიანუკრამანო ნირუპიატე
მუჰიანტი იად-ვარტმანი ვედა-ვადინო
ბრაჰმადაიო ჰი ეშა ბჰინატტი მე მატიმ


საჰ – იგი; ეშაჰ – ეს; ატმა – ზესული, რომელიც ყველას გულში იმყოფება; სვა-პარა – ეს ჩემი საქმეა, და ეს სხვისი საქმეა; იტი – ასე; აბუდდჰიბჰიჰ – მათ მიერ, ვისაც ასეთი ცუდი გონება აქვთ; დურატიაია – ძნელია გაყოლა; ანუკრამანაჰ – ვისი ერთგული სამსახურიც; ნირუპიატე – დადგენილია (წმინდა წერილებით ან სულიერი მოძღვრის მითითებებით); მუჰიანტი – მოტყუებულნი; იატ – ვის; ვარტმანი – გზაზე; ვედა-ვადინაჰ – ვედური დარიგებების მიმდევრები;
ბრაჰმა-ადაიაჰ – ნახევარღმერთები, დაწყებული უფალი ბრაჰმათი; ჰი – უთუოდ; ეშაჰ – ეს ერთი; ბჰინატტი – ცვლის; მე – ჩემს; მატიმ – გონებას.

მათ, ვინც ყოველთვის ისეთი ცნებებით აზროვნებენ, როგორიცაა "მტერი” და "მეგობარი”, არ შეუძლია საკუთარ თავში ზესულის არსებობის დადგენა. მათზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოგჯერ ერთგული სამსახურის პრინციპების დაცვის მხრივ ისეთი ამაღლებული პიროვნებებიც კი იბნევიან, როგორიც უფალი ბრაჰმაა. სწორედ ამგვარი ვითარების შემქმნელმა ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ მომცა მე გონება, რომ თქვენი ეგრეთ წოდებული მტრის მხარე დავიჭირო.

შინა-არსი: პრაჰლადა მაჰარაჯა გულახდილად აღიარებს: "ჩემო ძვირფასო
მასწავლებლებო, თქვენ ცდებით, როცა ფიქრობთ, რომ უფალი ვიშნუ თქვენი მტერია, მაგრამ ვინაიდან იგი კეთილადაა ჩემს მიმართ განწყობილი, მე მესმის, რომ იგი ყველას მეგობარია. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე თქვენი მტრის მხარე დავიკავე, მაგრამ სინადმვილეში მან მე დიდი წყალობა მომფინა.”

ტექსტი 14
იათჰა ბჰრამიატი აიო ბრაჰმანსვაიამ აკარშა-სანნიდჰაუ
ტათჰა მე ბჰიდიატე ჩეტაშჩაკრა-პანერ იადრიჩჩჰაია


იათჰა – ისევე როგორც; ბჰრამიატი – მოძრაობს; აიაჰ – რკინა; ბრაჰმან – ო ბრაჰმანებო; სვაიამ – თავად; აკარშა – მაგნიტის; სანნიდჰაუ – ახლოს ყოფნით; ტათჰა – სწორედ ასევე; მე – ჩემი; ბჰიდიატე – იცვლება; ჩეტაჰ – ცნობიერება; ჩაკრა-პანეჰ – უფალი ვიშნუსი, ვისაც ხელში დისკო უჭირავს;
იადრიჩჩჰაია – უბრალოდ მისი ნებით.

ო, ბრაჰმანებო [მასწავლებლებო], როგორც მაგნიტი იზიდავს და თავის ნებაზე ათამაშებს რკინას, ჩემი ცნობიერებაც იმ რკინასავით მიელტვის დისკოს მპყრობელი უფალი ვიშნუსაკენ. მისი ნებით შეიცვალა ჩემი ცნობიერება. ამრიგად, მე დამოუკიდებელი არა ვარ.

შინა-არსი: ბუნებრივია, რომ მაგნიტმა რკინა მიიზიდოს. სწორედ ასევე, ბუნებრივია, რომ ყველა ცოცხალ არსებას კრიშნა იზიდავს, და ამიტომ უფლის ჭეშმარიტი სახელია კრიშნა, რაც ნიშნავს მას, ვინც ყველასა და ყველაფერს იზიდავს. ასეთი მიზიდულობის მშვენიერ მაგალითებს ვრინდავანში ვხვდებით, ყველა და ყველაფერი კრიშნასაკენ მიილტვის. იგი ყველას ხიბლავს: უფროსებს, როგორებიც არიან ნანდა მაჰარაჯა და იაშოდადევი, მეგობრებს, როგორებიც არიან შრიდამა, სუდამა და დანარჩენი მენახირე ბიჭები, გოპებს, როგორებიც არიან შრიმატი რადჰარანი და მისი თანამგზავრები, და თვით ფრინველებს, ცხოველებს, ძროხებსა და ხბორებსაც. კრიშნა იზიდავს ყვავილებსა და ხილს ბაღებში, იამუნას ტალღებს, მიწას, ცას, ხეებს, მცენარეებს, ცხოველებსა და ყველა დანარჩენ ცოცხალ არსებას. ეს ვრინდავანისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა.

ვრინდავანის საქმეთა სრული საწინააღმდეგო პროცესი ახასიათებს მატერიალურ სამყაროს, სადაც არავის აქვს კრიშნასადმი მიზიდულობა და ყველა მაიას დაუპყრია. ესაა განსხვავება სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის. ჰირანიაკაშიპუს, რომელიც მატერიალურ სამყაროში იმყოფება, ქალები და ფული ხიბლავდა, მაშინ როცა პრაჰლადა მაჰარაჯას კრიშნა იზიდავდა, რადგან იგი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჰირანიაკაშიპუს კითხვაზე პასუხად, თუ რატომ ჰქონდა პრაჰლადა მაჰარაჯას მოღალატის შეხედულება, პრაჰლადამ მიუგო, რომ მისი შეხედულება მოღალატისა არ იყო, რადგან ბუნებით ყველას კრიშნა უნდა იზიდავდეს. ჰირანიაკაშიპუს ასეთი თვალთახედვა მოღალატებრივი იმიტომ ეგონა, რომ კრიშნასადმი მიზიდულობა არ გააჩნდა, თქვა პრაჰლადამ. ამიტომ ჰირანიაკაშიპუს განწმენდა სჭირდებოდა.

როგორც კი პიროვნება მატერიალური სიბილწისაგან განიწმინდება, მას კვლავ კრიშნა იზიდავს (სარვოპადჰი-ვინირმუკტამ ტატ-პარატვენა ნირმალამ). მატერიალურ სამყაროში, ყველა გრძნობათა დაკმაყოფილებითაა წაბილწული და სხვადასხვა დასახელების შესაბამისად მოქმედებს, ზოგჯერ ადამიანად, ზოგჯერ ცხოველად, ზოგჯერ ნახევარღმერთად ან ხედ, და ა.შ. ყველა ამ დასახელებისაგან განწმენდაა საჭირო. მაშინ კრიშნასადმი ბუნებრივი მიზიდულობა გაჩნდება. ბჰაკტის პროცესი ცოცხალ არსებას ყოველგვარი არაბუნებრივი მიზიდულობისაგან წმენდს. განწმენდის შემდეგ, პიროვნებას კრიშნასადმი მიზიდულობა უჩნდება და მაიას მსახურების ნაცვლად, იგი
კრიშნას მსახურას იწყებს. ესაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ერთგულს კრიშნა იზიდავს, არაერთგულს კი – არა, რადგან იგი მატერიალური განცხრომის სიბილწეშია ჩაფლული. ამას "ბჰაგავად-გიტაში” (7.28) უფალი ადასტურებს:

იეშამ ტვ ანტა-გატამ პაპამჯანანამ პუნია-კარმანამ
ტე დვანდვა-მოჰა-ნირმუკტაბჰაჯანტე მამ დრიდჰა-ვრატაჰ


“ისინი, ვინც ღვთისმოსავ საქმიანობას ეწეოდნენ წინა ცხოვრებებში და ამ ცხოვრებაში, ვისი ცოდვილი ქმედებებიც სრულიად აღმოიფხვრა და დაბნეულობისა თუ გაორებისაგან თავისუფალნი არიან, მიზანდასახულად იწყებენ ჩემს მსახურებას.” საჭიროა მატერიალური ყოფიერების მთელი ცოდვილი ჭუჭყისაგან განწმენდა. მატერიალურ სამყაროში ყველა მატერიალური სურვილითაა წაბილწული. სანამ პიროვნება ყველა მატერიალური სურვილისაგან არ განთავისუფლდება (ანიაბჰილაშიტა-შუნიამ), მას კრიშნასადმი მიზიდულობა არ გაუჩნდება.

Posted by: Atman Aug 29 2011, 12:28 PM

ტექსტი 15

შრი-ნარადა უვაჩა
ეტავად ბრაჰმანაიოკტვავირარამა მაჰა-მატიჰ
ტამ სანნიბჰარტსია კუპიტაჰსუდინო რაჯა-სევაკაჰ


შრი-ნარადაჰ უვაჩა – ნარადა მუნიმ თქვა; ეტავატ – ამდენი; ბრაჰმანაია – ბრაჰმანებს, შუკრაჩარიას შვილებს; უკტვა – თქვა; ვირარამა – გაჩუმდა; მაჰა-მატიჰ – პრაჰლადა მაჰარაჯა, ვინც დიდ გონებას ფლობს; ტამ – მას (პრაჰლადა მაჰარაჯას); სანნიბჰარტსია – მკაცრად დასაჯეს; კუპიტაჰ – გაბრაზდნენ; სუ-დინაჰ – საბრალოდ მოაზროვნე, ან ძლიერ დაღონებულნი; რაჯა-სევაკაჰ – მეფე ჰირანიაკაშიპუს მსახურები.

დიადი ბრძენი ნარადა მუნი განაგრძობდა: მას შემდეგ, რაც თავის მასწავლებლებს, შანდასა და ამარკას, შუკრაჩარიას თესლით შვილებს ეს უთხრა, პრაჰლადა მაჰარაჯა გაჩუმდა. ეს ეგრეთ წოდებული ბრაჰმანები გაბრაზდნენ მასზე. ვინაიდან ისინი ჰირანიაკაშიპუს მსახურები იყვნენ, ისინი მწუხარებამ შეიპყრო, და პრაჰლადა მაჰარაჯას დასასჯელად ასეთი რამ თქვეს.

შინა-არსი: სიტყვა შუკრა ნიშნავს "თესლს”. შუკრაჩარიას შვილები დაბადებით იყვნენ ბრაჰმანები, მაგრამ ნამდვილი ბრაჰმანი ისაა, ვინც ბრაჰმანულ თვისებებს ფლობს. ბრაჰმანები შანდა და ამარკა შუკრაჩარიას თესლით შვილები იყვნენ, მაგრამ მათ ნამდვილი ბრაჰმანული თვისებები არ ჰქონიათ, ვინაიდან ჰირანიაკაშიპუს მსახურები იყვნენ. ჭეშმარიტ ბრაჰმანს ძლიერ უხარია, როცა ვინმე, მოწაფეზე რომ არაფერი ვთქვათ, უფალი კრიშნას ერთგული ხდება. ბრაჰმანების დანიშნულება ხომ უზენაესი ბატონის დაკმაყოფილებაა. ბრაჰმანს მკაცრად ეკრძალება სხვისი მსახური გახდეს, რადგან ეს ძაღლებისა და შუდრების საქმეა. ძაღლმა თავისი პატრონი უნდა დააკმაყოფილოს, მაგრამ ბრაჰმანს არავის დაკმაყოფილება არ მოეთხოვება; მისი ვალია უბრალოდ კრიშნა დააკმაყოფილოს (ანუკულიენა კრიშნანუშილანამ). ესაა ბრაჰმანის ჭეშმარიტი ნიშანი. ვინაიდან შანდა და ამარკა თესლით იყვნენ ბრაჰმანები და ისეთი ბატონის მსახურები გამხდარიყვნენ, როგორიც ჰირანიაკაშიპუ გახლდათ, მათ უმიზეზოდ პრაჰლადა მაჰარაჯას დასჯაც მოისურვეს.

ტექსტი 16

ანიიატამ არე ვეტრამასმაკამ აიაშასკარაჰ
კულანგარასია დურბუდდჰეშჩატურთჰო 'სიოდიტო დამაჰ


ანიიატამ – მოგვიტანეთ; არე – ოჰ; ვეტრამ – ჯოხი; ასმაკამ – ჩვენ; აიაშასკარაჰ – ვინც არცხვენს; კულა-ანგარასია – მისი, ვინც დინასტიაში ნაცარივითაა; დურბუდდჰეჰ – ცუდი გონება აქვს; ჩატურთჰაჰ – მეოთხე; ასია – მისთვის; უდიტაჰ – გამოცხადება; დამაჰ – სასჯელი (ჯოხი, არგუმენტუმ ად ბაქულუმ).

ოჰ, გთხოვ ჯოხი მომიტანეთ! ეს პრაჰლადა ჩვენს სახელსა და დიდებას არცხვენს. მისი მდაბალი აზრების გამო, იგი დემონთა დინასტიაში ნაცარივით იქცა. ახლა მას პოლიტიკური დიპლომატიის მეოთხე წესით მოპყრობა მოუხდება.

შინა-არსი: როდესაც პოლიტიკურ სფეროში ვინმე ურჩად მთავრობას წინ აღუდგება მთავრობას, მისი წინააღმდეგობის ჩასახშობად ოთხი პრინციპი გამოიყენება – კანონიერი განკარგულებები, დაწყნარება, ადგილის შეთავაზება და, ბოლოს, იარაღი. როდესაც არც ერთი არგუმენტი აღარ ჭრის, მას სჯიან. ლოგიკაში, ამას ეწოდება არგუმენტუმ ად ბაქულუმ. როდესაც ორმა თესლით ბრაჰმანმა შანდამ და ამარკამ პრაჰლადა მაჰარაჯას მამისაგან განსხვავებული შეხედულების არსებობის მიზეზი ვერ დასტყუა პლაჰლადას, მათ ჯოხი მოითხოვეს, რათა მათი ბატონის, ჰირანიაკაშიპუს დასაკმაყოფილებლად, დაესაჯათ პრაჰლადა. ვინაიდან პრაჰლადა ერთგული გამხდარიყო, მათ ჩათვალეს, რომ მისი გონება მდაბალი აზრებით გაბილწულიყო და დემონთა ოჯახის ყველაზე ცუდი შთამომავალი გამხდარიყო. სწორედ იმ ანდაზის მსგავსად, რომელშიც ნათქვამია: სადაც უმეცრება ნეტარებად მიაჩნიათ, იქ ბრძენად ყოფნა უგუნურებააო. ისეთ საზოგადოებაში ან ოჯახში, სადაც ყველა დემონია, ვინმე რომ ვაიშნავი გახდეს, უთუოდ უგუნურებად ჩაითვლება. ამდენად პრაჰლადა მაჰარაჯას ცილი დასწამეს, ვინაიდან მის ირგვლივ დემონები იყვნენ, მათ შორის მისი მასწავლებლებიც, რომლებიც ბრაჰმანობაზე თავს სდებდნენ.

კრიშნას ცნობიერების ჩვენი მოძრაობის წევრები პრაჰლადა მაჰარაჯას მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან. მთელ მსოფლიოში, ხალხის თხმოცდაცხრამეტი პროცენტი უღმერთო დემონები არიან, და ამიტომ კრიშნას ცნობიერების ჩვენს ქადაგებას, რომელიც პრაჰლადა მაჰარაჯას კვალს მიჰვება, ყოველთვის მრავალი დაბრკოლება ხვდება წინ. ამერიკელ ბიჭებს, რომლებმაც ყველაფერი კრიშნას ცნობიერების ქადაგებას შესწირეს და რომელთა ერთადერთი დანაშაულიც ისაა, რომ ისინი კრიშნას ერთგულნი გახდნენ, ცრუ-ს წევრობას აბრალებენ. უფრო მეტიც, ინდოეთში თესლით ბრაჰმანები აცხადებენ, რომ ბრაჰმანი მხოლოდ ის შეიძლება გახდეს, ვინც ბრაჰმანის ოჯახშია დაბადებული. ისინი ინდური რელიგიის წებილწვას გვაბრალებენ. რა თქმა უნდა, პიროვნება ბრაჰმანად თავისი ღირსებების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს. ვინაიდან ჩვენ ევროპელებსა და ამერიკელებს ამ ღირსებების განვითარებას ვასწავლით და ბრაჰმანულ სტატუსს ვანიჭებთ, ინდური რელიგიის შერყვნას გვდებენ ბრალდებად. მიუხედავად ათასგვარი წინააღმდეგობისა, ჩვენ დიდი შეუპოვრობით უნდა გავავრცელოთ კრიშნას ცნობიერების მოძრაობა, ისევე როგორც პრაჰლადა მაჰარაჯა აკეთებდა ამას. მიუხედავად იმისა, რომ იგი დემონ ჰირანიაკაშიპუს შვილი იყო, პრაჰლადას არასდროს შეშინებია დემონი მამის თესლით შვილი ბრაჰმანებისაგან სასჯელის მიღებისა.

ტექსტი 17

დაიტეია-ჩანდანა-ვანეჯატო 'იამ კან‡აკა-დრუმაჰ
იან-მულონმულა-პარაშორვიშნორ ნალაიიტო 'რბჰაკაჰ


დაიტეია – დემონური ოჯახის; ჩანდანა-ვანე – სანდალის ხის ტყეში; ჯატაჰ – შობილი; აიამ – ეს; კან‡აკა-დრუმაჰ – ეკლის ხე; იატ – რაც; მულა – ფესვების; უნმულა – მოსაჭრელად; პარაშოჰ – ვინც ნაჯახს ჰგავს; ვიშნოჰ – უფალი ვიშნუს; ნალაიიტაჰ – ტარი; არბჰაკაჰ – ბიჭი.

ეს არამზადა პრაჰლადა ეკლის ხესავით წამოიმართა სანდალის ხის ტყეში. სანდალის ხის მოსაჭრელად, ნაჯახია საჭირო, ეკლის ხე კი ასეთი ნაჯახის ტარად გამოდგება. უფალი ვიშნუ დემონთა ოჯახის სანდალის ტყის გასაჩეხად შესაფერისი ნაჯახია, პრაჰლადა კი ამ ნაჯახისა ტარია.

შინა-არსი: ეკლის ხეები ჩვეულებრივ უდაბნოშივე იზრდება, და არა სანდალის ხის ტყეში, მაგრამ თესლით ბრაჰმანებმა შანდამ და ამარკამ დაიტია ჰირანიაკაშიპუს დინასტია სანდალის ტყეს შეადარეს, ხოლო პრაჰლადა მაჰარაჯა – მაგარ, უხეშ ეკლის ხეს, რომელიც ასეთი ნაჯახის ტარად გამოდგებოდა. უფალ ვიშნუს ისინი ნაჯახს ადარებდნენ; ნაჯახს ტარი სჭირდება, რომელიც შეიძლება ეკლის ხისაგან დამზადდეს. ამდენად, დემონური ცივილიზაციის ეკლის ხე შეიძლება ვიშნუ-ბჰაკტის, უფალი კრიშნას ერთგული სამსახურის საშუალებით გაიჩეხოს. დემონური ცივილიზაციის ზოგიერთი წევრები, როგორიცაა პრაჰლადა მაჰარაჯა, შეიძლება ამ ნაჯახის ტარი გახდეს, რათა უფალ ვიშნუს დაეხმაროს, და ამრიგად დემონური ცივილიზაციის მთელი ტყე მთლიანად აიჩეხება.

ტექსტი 18

იტი ტამ ვივიდჰოპაიაირბჰიშაიამს ტარჯანადიბჰიჰ
პრაჰრადამ გრაჰაიამ ასატრი-ვარგასიოპაპადანამ


იტი – ასე; ტამ – იგი (პრაჰლადა მაჰარაჯა); ვივიდჰა-უპაიაიჰ – სხვადასხვა საშუალებით; ბჰიშაიან – დააშინეს; ტარჯანა-ადიბჰიჰ – სასჯელით, დამუქრებით და სხვ.; პრაჰრადამ – პრაჰლადა მაჰარაჯას; გრაჰაიამ ასა – ასწავლიდნენ; ტრი-ვარგასია – სიცოცხლის სამი მიზანი (რელიგიის, ეკონომიკური განვითარებისა და გრძნობათა დაკმაყოფილების გზები); უპაპადანამ – წერილები, რომლებშიც ესენია წარმოდგენილი.

შანდამ და ამარკამ, პრაჰლადა მაჰარაჯას მასწავლებლებმა, ათასგვარად დასაჯეს მათი მოწაფე და რელიგიის, ეკონომიკური განვითარებისა და გრძნობათა დაკმაყოფილების გზების სწავლება დაუწყეს. ასე აძლევდნენ ისინი მას განათლებას.

შინა-არსი: ამ ლექსში მეტად მნიშვნელოვანია სიტყვები პრაჰრადამ გრაჰაიამ ასა. სიტყვები გრაჰაიამ ასა პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს, რომ ისინი პრაჰლადა მაჰარაჯასათვის დჰარმას, ართჰასა და კამას (რელიგიის, ეკონომიკური განვითარებისა და გრძნობათა დაკმაყოფილების) გზების სწავლებას ცდილობდნენ. ხალხი ჩვეულებრივ ამ სამი რამითაა აინტერესებული, ისე რომ სრულიად არ აფიქრებთ განთავისუფლება. ჰირანიაკაშიპუს, პრაჰლადა მაჰარაჯას მამას, უბრალოდ ოქრო და გრძნობათა დაკმაყოფილება იზიდავდა. სიტყვა ჰირანია ნიშნავს "ოქროს”, ხოლო კაშიპუ ნიშნავს რბილ საწოლს, სადაც ხალხი გრძნობათა დაკმაყოფილებას ეძლევა. მაგრამ სიტყვა პრაჰლადა ნიშნავს მას, ვინც ყოველთვის სიხარულითაა აღსავსე ბრაჰმანის შემეცნების გამო (ბრაჰმა-ბჰუტაჰ პრასანნატმა). პრაჰლადა ნიშნავს პრასანნატმას, ყოველთვის სიხარულით სავსეს. პრაჰლადა ყოველთვის სიხარულით ეთაყვანებოდა უფალს, მაგრამ ჰირანიაკაშიპუს მითითებათა თანახმად, მასწავლებლები მას მატერიალურ საგნებს ასწავლიდნენ. მატერიალისტებს ჰგონიათ, რომ რელიგიის გზა მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებად ისახავს მიზნად. მატერიალისტი სხვადასხვა სახის ნახევარღმერთებს ეთაყვანება, რათა მატერიალური ცხოვრების გასაუმჯობესებელი კურთხევა მიიღოს. იგი მიდის სადჰუსთან ან ეგრეთ წოდებულ სვამისთან, რათა მატერიალური სიმდიდრის მოპოვების ხელშესაწყობი გზა ნახოს. რელიგიის სახელით, ეგრეთ წოდებული სადჰუები მატერიალისტების გრძნობათა დაკმაყოფილებას ცდილობენ, რისთვისაც მატერიალური სიმდიდრის მოპოვების მოკლე გზებს უჩვენებენ მათ. ზოგჯერ ისინი რაღაც თილისმას ან კურთხევას იძლევიან. ზოგჯერ ისინი ოქროს ქმნიან და ამით იზიდავენ მატერიალისტებს. შემდეგ კი საკუთარ თავს ღმერთად აცხადებენ, და სულელი მატერიალისტებიც ეკონომიკური განვითარების მიზნით იხიბლებიან ამგვარი პირობებებით. ამ თვალთმაქცობის შედეგად, სხვებს რელიგიური პროცესის მიღების სურვილი ეკარგებათ, და ამის ნაცვლად ისინი ხალხს მატერიალური განვითარებისათვის შრომას ურჩევენ. ასეთი აგიტაცია არა მხოლოდ ახლა, არამედ უხსოვარი დროიდან მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. არავის აინტერესებს მოკშა, განთავისუფლება. არსებობს ოთხი პრინციპი – დჰარმა (რელიგია), ართჰა (ეკონომიკური განვითარება), კამა (გრძნობათა დაკმაყოფილება) და მოკშა (განთავისუფლება). ხალხი იმიტომ ღებულობს რელიგიას, რომ მდიდარი გახდეს. და რა საჭიროა მატერიალური სიმდიდრე? ის გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის არის საჭირო. ამდენად, ხალხს ეს სამი მარგა, მატერიალისტური ცხოვრების გზა ურჩევნია. არავის
აინტერესებს განთავისუფლება, ხოლო ბჰაგავატა-ბჰაკტი, უფლის ერთგული სამსახური, თვით განთავისუფლებაზეც კი მაღლა დგას. ამიტომ ერთგული სამსახურის, კრიშნას ცნობიერების პროცესი, უაღრესად ძნელი გასაგებია. ამას პრაჰლადა მაჰარაჯა მოგვიანებით განმარტავს. მასწავლებლები შანდა და ამარკა ცდილობდნენ აეძულებინათ პრაჰლადა მაჰარაჯა მატერიალისტური ცხოვრების წესი მიეღო, მაგრამ საბოლოოდ მათი მცდელობისაგან არაფერი გამოვიდა.

ტექსტი 19

ტატა ენამ გურურ ჯნატვაჯნატა-ჯნეია-ჩატუშ‡აიამ
დაიტიენდრამ დარშაიამ ასამატრი-მრიშ‡ამ ალანკრიტამ


ტატაჰ – ამის შემდეგ; ენამ – მას (პრაჰლადა მაჰარაჯას); გურუჰ – მისი მასწავლებლები; ჯნატვა – ცოდნა; ჯნატა – ცნობილი; ჯნეია – რაც უნდა იქნას შეცნობილი; ჩატუშ‡აიამ – ოთხი დიპლომატუი პრინციპი (სამა, დაწყნარების პრინციპი; დანა, ფულის მიცემის პრინციპი, ბჰედა, დაყოფის პრინციპი; და დანდა, დასჯის პრინციპი); დაიტია-ინდრამ – ჰირანიაკაშიპუს, დაიტიების მეფეს; დარშაიამ ასა – წარუდგინა; მატრი-მრიშ‡ამ – დედის მიერ დაბანილი; ალანკრიტამ – მოსართავებით მორთული.

გარკვეული ხნის შემდეგ, მასწავლებლებმა შანდამ და ამარკამ იფიქრეს, რომ პრაჰლადა მაჰარაჯა საკმარისად ჰქონდა შესწავლილი ისეთი დიპლომატური პრინციპები, როგორიცაა ხალხის წინამძღოლების დაწყნარება, სარფიანი თანამდებობის შეთავაზებით მათი დაკმაყოფილება, დაყოფა და ბატონობა მათ შორის, ურჩობის შემთხვევაში მათი დასჯა. ერთ მშვენიერ დღესაც, მას შემდეგ, რაც პრაჰლადას დედამ თავად დაბანა იგი და ლამაზად მორთო, მათ იგი მამას წარუდგინეს.

შინა-არსი: იმ მოწაფემ, რომელიც მმართველად ან მეფედ გახდომას აპირებს, აუცილებლად უნდა ისწავლოს ოთხი დიპლომატიური პრინციპი. მეფესა და მის მოქალაქეებს შორის ყოველთვის არსებობს უთანხმოება. ამიტომ, როდესაც რომელიმე მოქალაქე ხალხს მეფის წინააღმდეგ აჯანყებს, მეფის ვალია მოუწოდოს მათ და ტკბილი სიტყვებით შეეცადოს მათ დაწყნარებას: "შენ ასეთი მნიშვნელოვანი პირი ხარ ამ ქვეყანაში. რატომ უნდა ააფორიაქო ხალხი და მღელვარების ახალი მიზეზი იპოვო?” თუკი მოქალაქე არ დაწყნარდა, შემდეგ მეფემ მთავრობაში რომელიმე სარფიანი ადგილი უნდა შესთავაზოს მას, როგორიცაა გუბერნატორის ან მინისტრისა – ნებისმიერი ადგილი, რომელიც დიდი გასამრჯელოთი ანაზღაურება – რათა იგი დათანხმდეს. თუკი მტერი მაინც აგრძელებს ხალხის წაქეზებას, მეფემ მტრის ბანაკში გარკვეული უთანხმოება უნდა ჩამოაგდოს, მაგრამ თუკი მოწინააღმდეგე მაინც არ ჩერდება, მეფე უნდა გამოიყენოს არგუმენტუმ ად ბაქულუმ – მკაცრი სასჯელი, რისთვისაც ციხეში უნდა ჩასვას ან დამსჯელი რაზმის წინაშე დააყენოს იგი. ჰირანიაკაშიპუს მიერ დანიშნულმა მასწავლებლებმა პრაჰლადა მაჰარაჯას ასწავლეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დიპლომატი, რათა მას მოქალაქეების კარგად მართვა შესძლებოდა.

ტექსტი 20

პადაიოჰ პატიტამ ბალამპრატინანდიაშიშასურაჰ
პარიშვაჯია ჩირამ დორბჰიამპარამამ აპა ნირვრიტიმ


პადაიოჰ – ტერფებთან; პატიტამ – დაეცა; ბალამ – ბიჭი (პრაჰლადა მაჰარაჯა); პრატინანდია – ამხნევებდა; აშიშა – კურთხევით ("ჩემო საყვარელო შვილო, დიდხანს ბედნიერად იცოცხლე”); ასურაჰ – დემონი ჰირანიაკაშიპუ; პარიშვაჯია – ეხვეოდა; ჩირამ – სიყვარულის გამო დიდი ხნის მანძილზე; დორბჰიამ – ორივე ხელით; პარამამ – დიდი; აპა – მიიღო; ნირვრიტიმ – სიხარული.

როდესაც ჰირანიაკაშიპუმ იხილა, რომ მისი შვილი მის ტერფებთან დაეცა და თაყვანი სცა მას, როგორც მოსიყვარულე მამამ, მან უმალვე კურთხევით აავსო
ბავშვი და ორივე ხელით მოეხვია. მამა ბუნებრივად უხარია შვილის ალერსი და ჰირანიაკაშიპუც ბედნიერი იყო იმ დროს.


ტექსტი 21

აროპიანკამ ავაგჰრაიამურდჰანი აშრუ-კალამბუბჰიჰ
ასინჩან ვიკასად-ვაკტრამიდამ აჰა იუდჰიშთჰირა


აროპია – მოითავსა; ანკამ – კალთაში; ავაგჰრაია მურდჰანი – თავზე ყნოსავდა; აშრუ – ცრემლების; კალა-ამბუბჰიჰ – წვეთებით; ასინჩან – დაასველა; ვიკასატ-ვაკტრამ – მისი მოღიმარი სახე; იდამ – ეს; აჰა – თქვა;
იუდჰიშთჰირა – ო მაჰარაჯა იუდჰიშთჰირა.

ნარადა მუნი განაგრძობდა: ჩემო ძვირფასო მეფეო იუდჰიშთჰირა, ჰირანიაკაშიპუმ კალთაში ჩაისვა პრაჰლადა მაჰარაჯა და მისი თავის ყნოსვა დაიწყო. თვალებიდან სიყვარულის ცრემლები სცვიოდა და ბავშვის მოღიმარ სახეს ეცემოდა; ამ დროს მან ასეთი რამ უთხრა თავის შვილს.

შინა-არსი: თუკი შვილი ან მოწაფე მამის ან სულიერი მოძღვრის ტერფებთან ეცემა, ეს უკანასკნელი მას იმით პასუხობს, რომ როგორც, თავის ქვეშევრდომს, თავს უყნოსავს.

ტექსტი 22

ჰირანიაკაშიპურ უვაჩა
პრაჰრადანუჩიატამ ტატასვადჰიტამ კინჩიდ უტტამამ
კალენაიტავატაიუშმანიად აშიკშად გურორ ბჰავან


ჰირანიაკაშიპუჰ უვაჩა – მეფე ჰირანიაკაშიპუმ თქვა; პრაჰრადა – ჩემო ძვირფასო პრაჰლადა; ანუჩიატამ – მითხარი; ტატა – ჩემო საყვარელო შვილო; სვადჰიტამ – ნასწავლი; კინჩიტ – რაღაც; უტტამამ – მშვენივრად; კალენა ეტავატა – ამდენი ხნის განმავლოაში; აიუშმან – ო დღეგრძელო; იატ – რაც; აშიკშატ – ისწავლე; გუროჰ – შენი მასწავლებლებისაგან; ბჰავან – შენ თვითონ.

ჰირანიაკაშიპუმ მიმართა: ჩემო საყვარულო პრაჰლადა, ჩემო ძვირფასო და დღეგრძელო შვილო, ამდენი ხნის მანძილზე შენ მრავალი რამ გსმენია შენი მასწავლებლებისაგან. ახლა კი გთხოვ გამიმეორო ის, რაც საუკეთესოდ მიგაჩნია მთელი ამ ცოდნიდან.

შინა-არსი: ამ ლექსში, ჰირანიაკაშიპუ თავის შვილს ეკითხება, თუ რა ისწავლა მან მისი გურუსაგან. პრაჰლადა მაჰარაჯას გურუები ორი სახის გახლდნენ – შანდა და ამარკა, შუკრაჩარიას შვილები თესლით მოწაფეობრივ თანმიმდევრობაში, მისი მამის მიერ დანიშნულებ მასწავლებლები იყვნენ, ხოლო მისი მეორე გურუ იყო ნარადა მუნი, ვინც პრაჰლადა მაშინ დამოძღვრა, როცა ბავშვი ჯერ კიდევ დედის საშოში იყო. მამის კითხვას პრაჰლადა მაჰარაჯამ თავისი სულიერი მოძღვრის, ნარადასგან მიღებული დარიგებებით გასცა პასუხი. ამრიგად, კვლავ აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი, რადგან პრაჰლადა მაჰარაჯას სურდა საუკეთესო ცოდნა გამოემჟღავნებინა, ის რაც თავისი სულიერი მოძღვრისაგან შეეთვისებინა, ჰირანიაკაშიპუ კი ელოდა, რომ მისი ვაჟი პოლიტიკისა და დიპლომატიის შესახებ ესაუბრებოდა. ეს საკითხები პრაჰლადას შანდასა და ამარკასაგან ჰქონდა ნასწავლი. მამასა და შვილს შორის განხეთქილებამ უფრო მეტად იჩინა თავი, როცა პრაჰლადა მაჰარაჯამ მას თავისი გურუს, ნარადა მუნისაგან ნასწავლი სიბრძნე უჩვენა.

Posted by: Atman Sep 3 2011, 10:45 AM

ტექსტები 23-24

შრი-პრაჰრადა უვაჩა
შრავანამ კირტანამ ვიშნოჰ სმარანამ პადა-სევანამ
არჩანამ ვანდანამ დასიამ საქჰიამ ატმა-ნივედანამ

იტი პუმსარპიტა ვიშნაუბჰაკტიშ ჩენ ნავა-ლაკშანა
კრიიეტა ბჰაგავატი ადდჰატან მანიე 'დჰიტამ უტტამამ


შრი-პრაჰრადაჰ უვაჩა – პრაჰლადა მაჰარაჯამ თქვა; შრავანამ – მოსმენა; კირტანამ – გალობა; ვიშნოჰ – უფალი ვიშნუს (და არა სხვა ვინმეს შესახებ); სმარანამ – მოგონება; პადა-სევანამ – ტერფების მსახურება; არჩანამ – თაყვანისცემა (შოდაშოპაჩარათი, თექვსმეტი სახის ატრიბუტებით); ვანდანამ – ლოცვების აღვლენა; დასიამ – მსახურად გახდომა; საქჰიამ – საუკეთესო მეგობრად გახდომა; ატმა-ნივედანამ – ყველაფრის მინდობა, რაც კი გაგაჩნია; იტი – ასე; პუმსა არპიტა – შეთავაზებული ერთგულის მიერ; ვიშნაუ – უფალ ვიშნუ (და არა სხვას); ბჰაკტიჰ – ერთგული სამსახური; ჩეტ – თუკი; ნავა-ლაკშანა – ფლობს ცხრა სხვადასხვა პროცესს; კრიიეტა – უნდა შეასრულოს; ბჰაგავატი – ღმრთეების უზენაეს პიროვნებას; ადდჰა – პირდაპირ ან მთლიანად; ტატ – ამას; მანიე – მე ვთვლი; ადჰიტამ – სწავლება; უტტამამ – უმაღლესი.

პრაჰლადა მაჰარაჯამ თქვა: უფალი ვიშნუს ტრანსცენდენტური წმინდა სახელის, მისი ფორმის, თვისებების, ატრიბუტებისა და გართობების შესახებ მოსმენა და გალობა, მათი მოგონება, უფლის ლოტოსის ტერფების მსახურება, უფლისათვის მოწიწებით თაყვანისცემა თექვსმეტი სახის ატრიბუტებით, უფლისადმი ლოცვების აღვლენა, მის მსახურად გახდომა, უფლის საუკეთესო მეგობრად ჩათვლა, და მისთვის ყველაფრის მინდობა (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხეულით, ჭკუითა და სიტყვებით მისი მსახურება) – ეს ცხრა პროცესი წმინდა ერთგულ სამსახურადაა ცნობილი. უნდა ჩაითვალოს, რომ ის, ვინც ამ ცხრა მეთოდის საშუალებით თავისი სიცოცხლე კრიშნას მსახურებას მიუძღვნა, ყველაზე სწავლული პიროვნებაა, რადგან მან ამ გზით სრული ცოდნა შეიძინა.

შინა-არსი: როდესაც მამამ პრაჰლადა მაჰარაჯას სთხოვა რომელიმე მის მიერ უკვე შესწავლილ საკითხზე ესაუბრა მასთან, პრაჰლადამ ჩათვალა, რომ საუკეთესო სწავლება ის კი არ იყო, რომელიც მას თავისმა მატერიალურმა მასწავლებლებმა, შანდამ და ამარკამ დიპლომატიის შესახებ ასწავლეს, არამედ ის მოძღვრება, რომელიც მას თავისი სულიერი მოძღვრისაგან მიეღო. ბჰაკტიჰ პარეშანუბჰავო ვირაკტირ ანიატრა ჩა (ბჰაგ. 11.2.42). ეს წმინდა ერთგული მსახურების ნიშანია. წმინდა ერთგულს მხოლოდ ერთგული სამსახური აინტერესებს, და არა მატერიალური საქმიანობა. ერთგული სამსახურის შესასრულებლად, პიროვნებამ ყოველთვის კრიშნას, ანუ უფალი ვიშნუს შესახებ უნდა ისმინოს და იგალობოს. ტაძარში თაყვანისცემის პროცესს არჩანა ჰქვია. ის თუ როგორ უნდა შესრულდეს არჩანა, აქ იქნება განმარტებული. საჭიროა, რომ ადამიანს კრიშნას სიტყვებისადმი სრული რწმენა ჰქონედს, ვინც ამბობს, რომ იგი ყველას საუკეთესო კეთილისმსურველი მეგობარია (სუჰრიდამ სარვა-ბჰუტანამ). და თან ერთგული კრიშნას ერთადერთ მეგობრად თვლის. ამას საქჰიამ ეწოდება. პუმსარპიტა ვიშნაუ. სიტყვა პუმსა ნიშნავს "ყველა ცოცხალი არსების მიერ”. არ არსებობს ისეთი შეზღუდვები, რომ მხოლოდ მამაკაცს ან მხოლოდ ბრაჰმანს შეეძლოს უფლისადმი ერთგული სამსახურის შესრულება. ამის უფლება ყველას აქვს. როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” დადასტურებული (9.32): სტრიიო ვაიშიას ტათჰა შუდრას ტე 'პი იანტი პარამ გატიმ – მიუხედავად იმისა, რომ ქალები, ვაიშიები და შუდრები გონებაშეზღუდულებად ითვლებიან, მათაც შეუძლიათ ერთგულები გახდნენ და შინ, ღმრთეებასთან დაბრუნდნენ.

მსხვერპლშეწირვების შესრულების შემდეგ, ზოგჯერ კარმიული საქმიანობით დაკავებული პიროვნება თავისი საქმიანობის ნაყოფს ჩვეულებისამებრ ვიშნუს სთავაზობს. მაგრამ აქ ნათქვამია: ბჰაგავატი ადდჰა – ყველაფერი უშუალოდ ვიშნუსათვის უნდა იქნეს შეთავაზებული. ამას ეწოდება სანნიასა (არ უბრალოდ ნიასა). ტრიდანდი-სანნიასი სამ დანდას ატარებს, რომლებიც განასახიერებს კაია-მანო-ვაკია – სხეულს, ჭკუასა და სიტყვებს. ყოველივე ეს ვიშნუს უნდა შევთავაზოთ, ხოლო შემდეგ ერთგული სამსახურის დაწყებაც შეიძლება. კარმიული მშრომელები ჯერ გარკვეულ ღვთისმოსავ საქმიანობას ასრულებენ, შემდეგ ფორმალურად ან ოფიციალურად თავისი საქმიანობის შედეგებს ვიშნუს გადასცემენ. მაგრამ ჭეშმარიტი ერთგული თავიდანვე მიენდობა კრიშნას სხეულით, ჭკუითა და სიტყვით, ხოლო შემდეგ თავის სხეულს, ჭკუასა და სიტყვებს ისე იყენებს კრიშნას მსახურებაში, როგორც ეს კრიშნას სურს.

შრილა ბჰაკტისიდდჰანტა სარასვატი თჰაკურა თავის "ტათჰიაში” ასეთ განმარტებას იძლევა. სიტყვა შრავანა ნიშნავს წმინდა სახელის, აგრეთვე "შრიმად-ბჰაგავატამში”, "ბჰაგავად-გიტასა” და მსგავს ავტორიტეტულ ლიტერატურაში აღწერილი უფლის ფორმის, თვისებების, გარემოცვისა და გართობებისათვის სმენითი აღქმის დათმობას. ეპისტოლეთა სმენითი აღქმის შემდეგ საჭიროა ამ ბგერების დამახსოვრება და გამეორება (კირტანამ). სმარანამ კი უზენაესი უფლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტის გაგების მცდელობას, ხოლო პადა-სევანამ ნიშნავს დროისა და ვითარების შესაბამისად უფლის ლოტოსის ტერფების მსახურებაში დასაქმებას. არჩანამ ნიშნავს უფალი ვიშნუს თაყვანისცემას, და ამას ტაძარში ასრულებენ, ხოლო ვანდანამ მოწიწებით ქედის მოხრის აღმნიშვნელია. მან-მანა ბჰავა მად-ბჰაკტო მად-იაჯი მამ ნამასკურუ. ვანდანამ ნიშნავს ნამასკურუს – ქედის მოხრას ან ლოცვების აღვლენაზე მიგვითითებს. საკუთარი თავის ნიტია-კრიშნა-დასად, მარად კრიშნას მსახურად ჩათვლას, დასიამ ეწოდება, ხოლო საქჰიამ ეწოდება კრიშნას კეთილისმსურველად ყოფნას. კრიშნას სურს, რომ ყველა მას მიენდოს, ვინაიდან თავისი ბუნებით ყველა მისი მსახურია. ამიტომ, როგორც კრიშნას გულწრფელმა მეგობარმა, ადამიანმა ეს ფილოსოფია უნდა იქადაგოს და ყველას თხოვოს კრიშნას მიენდოს. ატმა-ნივედანამ ნიშნავს კრიშნასათვის ყველაფრის, საკუთარი სხეულის თუ ჭკუის მინდობას.

პიროვნების ერთგული სამსახურის ამ ცხრა პროცესის შესრულების გულწრფელ მცდელობას ტერმინოლოგიურად ბჰაკტი ეწოდება. სიტყვა ადდჰა ნიშნავს "უშუალოდ”. კაცი არ უნდა დაემსგავსოს კარმებს, რომლებიც ღვთისმოსავ საქმეებს ასრულებენ, შემდეგ კი შედეგებს კი კრიშნას აძლევენ. ეს კარმა-კანდაა. პიროვნება ღვთისმოსავი საქმიანობის შედეგებს არ უნდა ესწრაფოდეს, არამედ საკუთარი თავი უმწიკვლოდ მთლიანად უნდა მიუძღვნას უფალს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოს ღვთისმოსავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცმა ვიშნუს დაკმაყოფილებისათვის უნდა იმოქმედოს, და არა საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილებისათვის. ასეთია მნიშვნელობა სიტყვისა ადდჰას, "უშუალოდ” მნიშვნელობა.

ანიაბჰილაშიტა-შუნიამჯნანა-კარმადი-ანავრიტამ
ანუკულიენა კრიშნანუ-შილანამ ბჰაკტირ უტტამა


“უზენაესი უფალი კრიშნას ტრანსცენდენტური სასიყვარულო სამსახური კეთილგანწყობილებით, და კარმიული საქმიანობისა თუ ფილოსოფიური მსჯელობებით რაიმე მატერიალური მოგებისა ან სარგებლის სურვილის გარეშე უნდა შესრულდეს. ამას წმინდა ერთგული სამსახური ეწოდება.” მხოლოდ კრიშნას დაკმაყოფილებაა საჭირო, ისე რომ ამ დროს საკუთარი განცხრომისათვის განკუთვნილმა ცოდნამ ან კარმიულმა საქმიანობამ გავლენა არ იქონიოს.

"გოპალა-ტაპანი უპანიშადი” ამბობს, რომ სიტყვა ბჰაკტი ღმრთეების უზენაესი პიროვნების, და ვინმე სხვის, ერთგულ სამსახურში დასაქმებას ნიშნავს. უპანიშადებში აღწერილია, რომ ბჰაკტი ღმრთეების უზენაესი პიროვნებისადმი ერთგული სამსახური გახლავთ. ერთგული სამსახურის შესასრულებლად, პიროვნება სიცოცხლეზე სხეულისეული შეხედულებებისაგან და მაღალ პლანეტარულ სისტემებზე ამაღლებით ბედნიერების მოპოვების ისწრაფებისაგან უნდა განთავისუფლდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ უზენაესი უფლის დასაკმაყოფილებლად, მატერიალური სარგებლის ყოველგვარი სურვილების გარეშე შესრულებულ შრომას, ბჰაკტი ეწოდება. ბჰაკტი არის აგრეთვე ნიშკარმა, ანუ კარმიული საქმიანობის შედეგებისაგან განთავისუფლება. ბჰაკტის და ნიშკარმას ერთი და იმავე საფეხური უჭირავს, თუმცა ერთგული სამსახური და კარმიული საქმიანობა ერთი შეხედვით ერთი და იგივე ჩანს.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ პრაჰლადა მაჰარაჯას მიერ გამოცხადებული ცხრავე პროცესი, რომლებიც მან ნარადა მუნისაგან შეისწავლა, ერთგული სამსახურის შესასრულებლად საჭირო არ იყოს; თუკი ერთგული ამ ცხრიდან მხოლოდ ერთს ასრულებს განუხრელად, მას შეუძლია ღმრთეების უზენაესი პიროვნების წყალობის მოპოვება. ზოგჯერ ისეც არის, რომ როდესაც პიროვნება ამ პროცესთაგან ერთს ასრულებს, დანარჩენი პროცესები შერეულია მასში. ამაში ერთგულისათვის ცუდი არაფერია. როდესაც ერთგული ცხრიდან ნებისმიერ პროცესს ასრულებს (ნავა-ლაკშანა), ეს სავსებით საკმარისია და რვა დანარჩენ პროცესსაც მოიცავს. ახლა კი ცალ-ცალკე განხივიხოთ ეს ცხრა პროცესი.

1) შრავანამ, ანუ უფლის წმინდა სახელის მოსმენა (შრავანამ) ერთგული სამსახურის დასაწყისია. თუმცა ამ ცხრა პროცესიდან თითოეულის შესრულება
შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით უფლის წმინდა სახელის გალობა დასაწყისი გახლავთ. უფრო მეტიც, იგი არსებითია. როგორც უფალმა შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ განაცხადა: ჩეტო-დარპანა-მარჯანამ – უფლის წმინდა სახელის გალობით პიროვნება სიცოცხლეზე მატერიალური შეხედულებისაგან იწმინდება, რაც მატერიალური ბუნების ბილწი მოდუსებითაა აღმოცენებული. როდესაც გულის სიღრმიდან ეს სიბილწე იწმინდება, პიროვნებას შეუძლია ღმრთეების უზენაესი პიროვნების ფორმა შეიცნოს – იშვარაჰ პარამაჰ კრიშნაჰ საჩ-ჩიდ-ანანდა-ვიგრჰაჰაჰ. ამდენად, უფლის წმინდა სახელის მოსმენით, პიროვნება უფლის პიროვნული ფორმის გაგების სიბრტყემდე აღწევს. უფლის ფორმის შეცნობის შემდეგ, მას შეუძლია მისი ტრანსცენდენტური თვისებებიც შეიცნოს, და ამის შემდეგ მას უფლის თანამგზავრების გაგება შეუძლია. ამგვარად ერთგული სულ უფრო და უფრო მაღლა მიწევს უფლის სრულ გაგებამდე, როცა იგი უფლის წმინდა სახელის, ტრანსცენდენტური ფორმისა და თვისებების შეცნობით იღვიძებს. ამიტომ პროცესი ქრონოლოგიურად ასეთია: შრავანამ კირტანამ ვიშნოჰ. ქრონოლოგიური გაგების იგივე პროცესსა აქვს ადგილი გალობისა და მოგონების შემთხვევაში. როდესაც წმინდა სახელის, ფორმის, თვისებებისა და ატრიბუტების შესახებ გალობა წმინდა ერთგულის ბაგეებიდან მოისმის, მისი მოსმენა და გალობა ფრიად სასიამოვნოა. შრილა სანატანა გოსვამიმ ჩვენ თვალთმაქცი ერთგულის ან არაერთგულის გალობის მოსმენა აგვიკრძალა.

"შრიმად-ბჰაგავატამის” მოსმენა მოსმენის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესად ითვლება. "შრიმად-ბჰაგავატამი” წმინდა სახელის ტრანსცენდენტური გალობითაა
გაჯერებული, და ამიტომ "შრიმად-ბჰაგავატამის” გალობა და მოსმენა ტრანსცენდენტურ ნექტარსაც მოიცავს. უფლის ტრანსცენდენტური წმინდა სახელის მოსმენა და გალობა ერთგულის მიზიდულობის მიხედვით შეიძლება მოხდეს. პიროვნებას შეუძლია იგალობოს უფალი კრიშნას წმინდა სახელი, ან უფალი რამას ან ნრისიმჰადევას წმინდა სახელი (რამადი-მურტიშუ კალა-ნიიამენა ტიშთჰან). უფალს ურიცხვი ფორმა და სახელი აქვს, და ერთგულებს შეუძლიათ თავიანთი მიზიდულობის მიხედვით, გარკვეულ ფორმაზე მოახდინონ მედიტაცია და ასე იგალობონ წმინდა სახელი. საუკეთესოა, როცა წმინდა სახელს, ფორმას და სხვ. ისეთი წმინდა ერთგულისაგან ისმენ, რომელიც მსმენელის დონისაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც კრიშნაზეა მიჯაჭვული, უნდა გალობდეს და ისმენდეს ისეთი წმინდა ერთგულების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც ასევე იზიდავთ უფალი კრიშნა. იგივე პრინციპი ეხება იმ ერთგულებს, რომელთაც უფალი რამა, უფალი ნრისიმჰა და უფლის სხვა ფორმები ხიბლავთ. ვინაიდან კრიშნა უფლის უმაღლესი ფორმაა (კრიშნას ტუ ბჰაგავან სვაიამ), უმჯობესია უფალი კრიშნას სახელის, ფორმისა და გართობების შესახებ ისეთი რეალიზებული ერთგულისაგან ვისმინოთ, ვისაც განსაკუთრებით იზიდავს უფალი კრიშნას ფორმა. "შრიმად-ბჰაგავატამში”, დიადმა ერთგულებმა, როგორიცაა შუკადევა გოსვამი, ყველაფერ უფრო დაწვრილებით კრიშნას წმინდა სახელი, ფორმა და თვისებები აღწერეს. თუკი პიროვნება უფლის წმინდა სახელის, ფორმისა და გართობების შესახებ არ ისმენს, იგი ერთგული სამსახურის დანარჩენ პროცესებს სწორად ვერ გაიგებს. ამიტომ შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ კრიშნას სახელის გალობას გვირჩევს. პარამ ვიჯაიატე შრი-კრიშნა-სანკირტანამ. თუკი კაცს ბედი ისე გაუღიმებს, რომ რეალიზებული ერთგულებისაგან მოისმენს გალობას, მაშინ იგი იოლად მიაღწევს წარმატებას ერთგული მსახურების გზაზე. ამიტომ უფლის წმინდა სახელის, ფორმისა და გართობების შესახებ მოსმენას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.

"შრიმად-ბჰაგავატამში” (1.5.11) ასეთი ლექსი არსებობს:

ტად-ვაგ-ვისარგო ჯანატაგჰა-ვიპლავო
იასმინ პრატი-შლოკამ აბადდჰავატი აპი
ნამანი ანანტასია იაშო-'ნკიტანი იატ
შრინვანტი გაიანტი გრინანტი სადჰავაჰ


“ლექსებს, რომლებიც ანანტადევას, უსაზღვრო უზენაესი უფლის სახელს,
ფორმასა და თვისებებს აღწერს, შეუძლია მთელი სამყაროს ყველა ცოდვითი რეაქცია გააქარწყლოს. ამიტომ ეს ლექსები არასწორადაც რომ იყოს შედგენილი, ერთგულები ისმენენ, აღწერენ და ჭეშმარიტად და სარწმუნოდ აღიარებენ მათ.” ამასთან დაკავშირებით, შრიდჰარა სვამიმ აღნიშნა, რომ წმინდა ერთგული სარგებლობს სხვა წმინდა ერთგულთან ურთიერთობის შესაძლებლობით და ცდილობს მისგან უფლის წმინდა სახელის, ფორმისა და თვისებების შესახებ მოისმინოს. თუკი ასეთი შესაძლებლობა არ ექნა, იგი მარტო იგალობებს და მოისმენს უფლის სახელს.

2) კირტანამ. ზემოთ აღწერილი იყო წმინდა სახელის მოსმენის შესახებ. ახლა კი შევეცადოთ წმინდა სახელის გალობის არსის გაგებას. თანმიმდევრულ სიაში ეს ცნება მეორე მუხლი გახლავთ. მოწოდებულია, რომ ასეთი გალობა ხმამაღლა უნდა შესრულდეს. "შრიმად-ბჰაგავატამში”, ნარადა მუნი ამბობს, რომ მოურიდებლად შეუდგა მთელ მსოფლიოში მოგზაურობას და თან უფლის წმინდა სახელს გალობდა. სწორედ ასევე შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ გვირჩია:

ტრინად აპი სუნიჩენატარორ აპი საჰიშნუნა
ამანინა მანადენაკირტანიიაჰ სადა ჰარიჰ


ერთგული მშვიდად შეძლებს უფლის წმინდა სახელის გალობას, თუკი ბალახზე დაბალი, ხეზე მომთმენი ყველას პატივსმცემელი იქნა. ისე, რომ სხვისაგან პატივისცემის მოლოდინით ჭკუა არ დაკარგოს. ასეთი ღირსებები აადვილებს უფლის წმინდა სახელის გალობას. ტრანსცენდენტური გალობა ყველას იოლად შეუძლია შეასრულოს. მიუხედავად იმისა, ფიზიკურად დავრდომილია ადამიანი თუ არა, დაბალი სტატუსი უკავია, მატერიალური თვალსაზრისით არავითარი ღირსება არ გააჩნია, ან ძალიან ცოტა ღვთისმოსავი საქმიანობა აქვს შესრულებული, წმინდა სახელის გალობა მას მაინც სიკეთეს მოუტანს. არისტოკრატიულ ოჯახში დაბადება, მაღალი განათლება, ლამაზი სხეულის გარეგნობა, სიმდიდრე და ღვთისმოსავი საქმიანობა სრულიად არაა საჭირო სულიერ ცხოვრებაში წინსვლისათვის, ვინაიდან აქ საკმარისია წმინდა სახელის გალობა და ამ გზით იოლად შეიძლება წინსვლა. ავტორიტეტული წყაროდან – ვედური ლიტერატურიდან ვგებულობთ, რომ განსაკუთრებით ამ ეპოქაში – კალი-იუგაში, ხალხი ჩვეულებრივ ცოტა ხანს ცოცხლობს, უაღერსად ცუდი ჩვევები აქვს, რაც ერთგული სამსახურის არავტორიტეტული მეთოდების მიღებისკენ მიესწრაფვის. უფრო მეტიც, ისინი ყოველთვის შეწუხებულნი არიან მატერიალური პირობების გამო და უბედურნი არიან. ასეთ პირობებში, სრულიად შეუძლებელია ისეთი პროცესების შესრულება, როგორიცაა იაჯნა, დანა, ტაპაჰ და კრიია – მსხვერპლშეწირვება, ქველმოქმედება და სხვ. ამიტომ გვეძლევა რჩევა:

ჰარერ ნამა ჰარერ ნამაჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევანასტი ევაგატირ ანიათჰა


“ჩხუბისა და პირმოთნეობის ამ ეპოქაში, განთავისუფლების ერთადერთი გზა უფლის წმინდა სახელის გალობაა. არ არსებობს სხვა გზა. არ არსებობს სხვა გზა. არ არსებობს სხვა გზა.” უბრალოდ უფლის წმინდა სახელის გალობით სრულყოფილად შეიძლება სულიერ ცხოვრებაში წინსვლა. დანარჩენ ეპოქებში, წმინდა სახელის გალობა ასეთივე ძალისაა, მაგრამ იგი განსაკუთრებით ძლიერია ამ ეპოქაში, კალი-იუგაში. კირტანად ევა კრიშნასია მუკტა-სანგაჰ პარამ ვრაჯეტ: უბრალოდ კრიშნას წმინდა სახელის გალობით, პიროვნება თავისუფლდება და შინ, ღმრთეებასთან ბრუნდება. ამიტომ, თუკი პიროვნება ერთგული სამსახურის სხვა პროცესებს იყენებს, მან წმინდა სახელის გალობა სულიერ ცხოვრებაში წინსვლის მთავარ მეთოდად უნდა გაიხადოს. იაჯნაიჰ სანკირტანა-პრაიაირ იაჯანტი ჰი სუმედჰასაჰ: მათ, ვისაც მახვილი გონება აქვთ, უფლის წმინდა სახელთა გალობის ამ პროცესს უნდა მისდიონ. მაგრამ არ შეიძლება გალობის სხვადასხვა სახეების გამოგონება. ერთგული სერიოზულად უნდა შეუდგეს წმინდა სახელის გალობას ისე, როგორც ეს წმინდა წერილებშია რეკომენდირებული: ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე/ ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე.

უფლის წმინდა სახელის გალობისას, საჭიროა ათი სახის შეურაცხყოფის თავიდან არიდება. სანატ-კუმარასაგან ვგებულობთ, რომ თუნდაც პიროვნება, რომ მრავალი სასტიკი შეურაცხყოფას ჩაიდინოს, იგი შეურაცხყოფებით სავსე სიცოცხლისაგან განთავისუფლდება, თუკი უფლის წმინდა სახელს თავს შეაფარებს. უფრო მეტიც, თუკი ადამიანი არაფრით განსხვავდება ორფეხა ცხოველისაგან, ისიც განთავისუფლდება, თუკი უფლის წმინდა სახელის თავის შეფარების გზით. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ უფლის წმინდა სახელის ლოტოსის ტერფებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. შეურაცხყოფები რამდენიმე სახისაა: ა) დაგმო ერთგული, განსაკუთრებით კი ის ერთგული, ვინც წმინდა სახელის დიდების გავრცელებითაა დაკავებული, ბ) უფალი შივას ან ნებისმიერი სხვა ნახევარღმერთის სახელი ისევე ძლიერად ჩათვალო, როგორიცა ღმრთეების უზენაესი პიროვნების წმინდა სახელია (არავინაა ღმრთეების უზენაესი პიროვნების თანასწორი და არც არავინაა მასზე მაღალი), გ) სულიერი მოძღვრის მითითებებს არ დაემორჩილო, დ) დაგმო ვედური ლიტერატურა და ის ლიტერატურა, რომელიც ვედური ნაწარმოებების მიხედვითაა შედგენილი, ე) იმის თქმა, რომ უფლის წმინდა სახელის დიდება გადაჭარბებაა, ვ) წმინდა სახელისათვის განსხვავებული განმარტების მიცემა, ზ) წმინდა სახელის გალობის ძალის იმედით ცოდვილი საქმიანობის ჩადენა, თ) წმინდა სახელის გალობის ღვთისმოსავ საქმიანობასთან შედარება, ი) წმინდა სახელის დიდების სწავლება მისთვის, ვისაც წმინდა სახელის გალობა არ ესმის, კ) არ გამოიღვიძოს წმინდა სახელის გალობისადმი ტრანსცენდენტურმა მიჯაჭვულობამ, ამდენი სულიერი მითითების მოსმენის შემდეგაც კი.

არც ერთი ამ შეურაცხყოფის მონანიება არ შეიძლება. ამიტომ გვირჩევენ, რომ წმინდა სახელის ტერფთა შეურაცხმყოფელმა დღეში ოცდაოთხივე საათის
განმავლობაში განუწყვეტლივ იგალობოს წმინდა სახელი. წმინდა სახელის მუდმივი გალობა მას შეურაცხყოფებისაგან გაანთავისუფლებს, და შემდეგ იგი თანდათანობით ამაღლდება ტრანსცენდენტურ საფეხურზე, სადაც წმინდა სახელის წმინდად გალობას შეძლებს და ამით ღმრთეების უზენაესი პიროვნების მოყვარული გახდება.

რენომენდირებულია, რომ შეურაცხმყოფელმა მაინც უნდა განაგრძოს წმინდა სახელის გალობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წმინდა სახელის გალობა კაცს
შეურაცხყოფებისაგან ათავისუფლებს. წიგნში, რომელსა "ნამა-კაუმუდი” ჰქვია, რეკომენდირებულია, რომ თუკი პიროვნება ვაიშნავის ლოტოსის ტერფებს შეურაცხყოფას აყენებს, იგი ამ ვაიშნავს უნდა დაემორჩილოს და პატიება სთხოვოს; ამის მსგავსად, თუკი ვინმე წმინდა სახელის გალობისას შეურაცხყოფებს ჩადის, იგი წმინდა სახელს უნდა დაემორჩილოს და ამით მისი შეურაცხყოფებისაგან განთავისუფლდება. ამასთან დაკავშირებით, დაკშამ უფალ შივას ასე მიმართა: "მე არ ვიცოდი შენი დიდება, და ამიტომ შენ ლოტოსის ტერფებს საჯაროდ შეურაცხყოფა მივაყენე. მაგრამ შენ იმდენად კეთილი ხარ, რომ ჩემს მიერ მოყენებული შეურაცხყოფა ყურად არ იღე. ამის ნაცვლად, როცა შენთვის ბრალდების გამო ვეცემოდი, შენ შენი მოწყალე მზერით გადამარჩინე. შენ ყველაზიე დიადი ხარ. გთხოვ მაპატიო და შენივე ამაღლებული თვისებებით იყავ კმაყოფილი.”

ერთგული მეტად მორჩილი და თავმდაბალი უნდა იყოს, გულწრფელად უნდა გამოხატოს თავისი სურვილები და წმინდა სახელის სადიდებელი ლოცვები იგალობოს, როგორიცაა აიი მუკტა-კულაირ უპასია მანამ და ნივრიტტა-ტარშაირ უპაგიიამანად. ერთგულმა ეს ლოცვები უნდა იგალობოს, რათა წმინდა სახელის ლოტოსის ტერფების შეურაცხყოფებისაგან განთავისუფლდეს.

3) სმარანამ. მოსმენისა და გალობის პროცესების რეგულარულად შესრულების შემდეგ, და მას მერე, როცა ერთგულის გული განიწმინდება, მოწოდებულია სმარანამ, მოგონება. "შრიმად-ბჰაგავატამში” (2.1.11) შუკადევა გოსვამი მაჰარაჯა პარიკშიტს ეუბნება:

ეტან ნირვიდიამანანამიჩჩჰატამ აკუტო-ბჰაიამ
იოგინამ ნრიპა ნირნიტამჰარერ ნამანუკირტანამ


“ო, მეფეო, დიადმა იოგებმა, რომელთაც სრულიად განუდგნენ ყოველგვარ მატერიალურ კავშირებს, მათ, ვისაც ყოველი მატერიალური განცხრომა სურთ და მათ, ვინც ტრანსცენდენტური ცოდნის წყალობით თვითკმაყოფილნი არიან, უფლის წმინდა სახელი მუდამ უნდა იგალობონ.” ღმრთეების უზენაეს პიროვნებას სხვადასხვა დამოკიდებულების მიხედვით, არსებობს სხვადასხვა სახის ნამანუკირტანმ, წმინდა სახელის გალობა. ამრიგად, სხვადასხვა დამოკიდებულებასა და გემოვნებას, ხუთი სახის მოგონება შეესაბამება. ესენია: ა) უფლის გარკვეული ფორმის თაყვანისცემის გამოკვლევა, ბ) ჭკუის ერთ საგანზე კონცენტრაცია და ყველა დანარჩენი საგნიდან ჭკუის ქმედებების: ფიქრის, გრძნობისა და ნებელობის ჩამოცილება, გ) უფლის კონკრეტულ ფორმაზე კონცენტრაცია (ამას მედიტაცია ეწოდება), დ) გამუდმებით უფლის ფორმაზე კონცენტრაცია (ამას დჰრუვანუსმრიტი, ანუ სრულყოფილი მედიტაცია ეწოდება), და ე) გარკვეულ ფორმაზე კონცენტრაციის სასიამოვნო სურვილის გამოღვიძება (ამას სამადჰი, ანუ ტრანსი ჰქვია). გარკვეულ პირობებში უფლის გარკვეულ გართობებზე ჭკუის კონცენტრაციას მოგონება ჰქვია. ამიტომ პიროვნების დამოკიდებულების შესაბამისად, სამადჰი, ანუ ტრანში ხუთი სხვადასხვა სახით შეიძლება განხორციელდეს. კონკრეტულად, ნეიტრალულ საფეხურზე მყოფი ერთგულების ტრანსს ჭკუის კონცენტრაცია ეწოდება.

4) პადა-სევანამ. ერთგულის გემოსა და ძალის შესაბამისად, მოსმენას, გალობასა და მოგონებას პადა-სევანამ შეიძლება მოჰყვეს. მოგონების სრულყოფილება მაშინ მიიღწევა, როცა ერთგული გამუდმებით უფლის ლოტოსის ტერფებზე ფიქრობს. უფლის ლოტოსის ტერფებზე ფიქრისადმი ძლიერ მიჯაჭვულობას პადა-სევანამ ეწოდება. როდესაც ერთგული განსაკუთრებით პროცეს პადა-სევანამს მიჰყება, ეს პროცესი თანდათანობით სხვა პროცესებსაც მოიცავს, როგორიცაა უფლის ფორმის ნახვა, უფლის ფორმის შეხება, უფლის ფორმის ან ტაძრის გარშემოვლა, უფლის ფორმების სანახავად და განგას ან იამუნაში განსაბანად ისეთი ადგილების მოვლა, როგორიცაა ჯაგანნათჰა პური, დვარაკა და მათჰურა. განგანში განბანასა და წმინდა ვაიშნავის მსახურებას აგრეთვე ტადიია-უპასანამ ეწოდება. ესეც პადა-სევანაა. სიტყვა ტადიია "უფალთან დაკავშირებულს” ნიშნავს. ვაიშნავის, ტულასის, განგანსა და იამუნას მსახურება პადა-სევანამს მიეკუთვნება. პადა-სევანამის ყველა ეს პროცესი სულიერ ცხოვრებაში სწრაფ წინსვლას უწყობს ხელს.

5) არჩანამ. პადა-სევანამის შემდეგ მოდის არჩანამ, რაც ღვთაების თაყვანისცემას ნიშნავს. თუკი ვინმეს არჩანამ აინტერესებს, მან ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარის ზედამხედველობით უნდა შეისწავლოს ეს პროცესი. არჩანას თაობაზე მრავალი წიგნი არსებობს, განსაკუთრებით კი "ნარადა-პანჩარატრა”. ამ ეპოქაში, არჩანას, ღვთაების თაყვანისცემისათვის განსაკუთრებით "ნარადა-პანჩარატრას” სისტემაა მოწოდებული. არსებობს არჩანას ორი სისტემა – 1) ბჰაგავატა სისტემა და 2) პანჩარატრიკი სისტემა. "შრიმად-ბჰაგავატამში” პანჩარატრიკის რეკომენდაციას ვერ ვხვდებით, ვინაიდან ამ კალი-იუგაში, ღვთაების თაყვანისცემის გარეშეც კი, უბრალოდ მოსმენით, გალობით, უფლის ლოტოსის ტერფების მოგონებითა და თაყვანისცემითაც კი ყველაფერი სრულყოფილად შეიძლება განხორციელდეს. რუპა გოსვამი ამბობს:

შრი-ვიშნოჰ შრავანე პარიკშიდ აბჰავად ვაიიასაკიჰ კირტანე
პრაჰლადაჰ სმარანე ტად-ანგჰრი-ბჰაჯანე ლაკშმიჰ პრითჰუჰ პუჯანე
აკრურას ტვ აბჰივანდანე კაპი-პატირ დასიე 'თჰა საქჰიე 'რჯუნაჰ
სარვასვატმა-ნივედანე ბალირ აბჰუტ კრიშნაპტირ ეშამ პარამ


“მაჰარაჯა პარიკშიტმა ხსნას უბრალოდ მოსმენით მიაღწია, ხოლო შუკადევა გოსვამიმ ხსნა ოდენ გალობის შედეგად მოიპოვა, პრაჰლადა მაჰარაჯამ ხსნას უფლის მოგონებით მოიპოვა. ბედის ქალღმერთმა, ლაკშმიდევიმ, სრულყოფილებას უფლის ლოტოსის ტერფების თაყვანისცემით მიაღწია. პრითჰუ მაჰარაჯამ ხსნას უფლის ღვთაების თაყვანისცემით წყალობით მიაღწია. აკრურამ ხსნას ლოცვების აღვლენით მიაღწია, ჰანუმანმა – მსახურებით, არჯუნამ – უფალთან დამეგობრებით, ხოლო ბალი მაჰარაჯამ ყველაფრის უფლის სამსახურისათვის გაღებით მიაწიეს.” უფლის ყველა ეს ერთგული ერთ-ერთი პროცესით ემსახურებოდა უფალს, მაგრამ ყოველმა მათგანმა ხსნას მიაღწია და შინ, ღმრთეებასთან დაბრუნდა. ეს "შრიმად-ბჰაგავატამშია” განმარტებული.

ამიტომ რეკომენდირებულია, რომ ინიცირებულმა ერთგულებმა ტაძარში ღვთაებას თაყვანი სცენ და ამით "ნარადა-პანჩარატრას” პრინციპები დაიცვან. ღვთაების თაყვანისცემა განსაკუთრებით რეკომენდირებულია მეოჯახე ერთგულებისათვის, ვისაც მატერიალური სიმდიდრე აქვთ. მდიდარ მეოჯახე ერთგულს, რომელიც თავისსავე ოფლით ნაშოვნ ფულს უფლის სამსახურში არ იყენებს, ძუნწი ჰქვია. ღვთაების თაყვანისცემისათვის დაქირავებული ბრაჰმანების დასაქმება არ შეიძლება. თუკი პირვონება პირადად არ სცემს თაყვანს ღვთაებას, და დაქირავებულ მსახურებს იყენებს, მას ზარმაცი ჰქვია, და ღვთაებისადმი მისი თაყვანისცემა ხელოვნურია. მდიდარ მეოჯახეს ღვთაების თაყვანისცემისათვის მდიდრული საგნების შეძენა შეუძლია, და ამიტომ მეოჯახე ერთგულებისათვის ღვთაების თაყვანისცემა აბსოლუტურად აუცილებელი რამ გახლავთ. კრიშნას ცნობიერების ჩვენს მოძრაობაში არიან ბრაჰმაჩარები, გრიჰასთჰები, ვანაპრასთჰები და სანნიასები, მაგრამ ტაძარში ღვთაების თაყვანისცემას განსაკურთებით მეოჯახეები ასრულებენ. ბრაჰმაჩარებს შეუძლიათ სანნიასებს საქადაგოდ გაჰყვნენ, ხოლო ვანაპრასთჰები შემდეგი საფეხურის, განდეგილის ცხოვრების წესის, სანნიასასათვის უნდა მოემზადონ. მაგრამ გრიჰასთჰა ერთგულები ჩვეულებრივ მატერიალური საქმიანობით არიან დაკავებულნი, და ამიტომ თუკი ისინი ღვთაების თაყვანისცემით არ იქნენ დაკავებულნი, დაცემა განაღდებული აქვთ. ღვთაების თაყვანისცემა წესების ზუსტად შესრულებას ნიშნავს. ეს ერთგულ სამსახურში სიმტკიცეს მიანიჭებს ერთგულს. ჩვეულებრივ მეოჯახეებს შვილები ჰყავთ, მაშინ მეოჯახეთა ცოლებმა შვილებს უნდა მოუარონ, ისევე როგორც გამზრდელი ქალები უვლიან ბავშვებს საბავშვო ბაღში.

გრიჰასთჰა ერთგულებმა სულიერი მოძღვრის მიერ მოცემული შესაფერისი ზომებისა და მითითების თანახმად უნდა შეასრულონ არჩანა-ვიდჰი, ანუ ღვთაების თაყვანისცემა. მათ შესახებ, ვისაც ტაძარში ღვთაების თაყვანისცემა არ შეუძლიათ, "აგნი პურანაში” შემდეგი სიტყვებია ნათქვამი. ნებისმიერმა მეოჯახე ერთგულმა, რომელსაც ღვთაების თაყვანისცემა არ შეუძლია, ღვთაების თაყვანისცემას მაინც უნდა ხედავდეს, და ამგვარად მანაც შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ღვთაების თაყვანისცემის განსაკუთრებული დანიშნულება ისაა, რომ პიროვნება ყოველთვის წმინდა და სუფთა ამყოფოს. გრიჰასთჰა ერთგულები სიწმინდის ნამდვილი მაგალითები უნდა იყვნენ.

ღვთაების თაყვანისცემა მოსმენასა და გალობასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. ამიტომ ყოველ მანტრას წინ სიტყვა ნამაჰ უძღვის. ყველა მანტრაში განსაკუთრებული პოტენციაა ჩაქსოვილი, რომლითაც გრიჰასთჰა ერთგულებმა უნდა ისარგებლონ. არსებობს მრავალი მანტრა, რომელთაც სიტყვა ნამაჰ უსწრებს წინ, მაგრამ თუკი პიროვნება უფლის წმინდა სახელს გალობს, იგი მრავალჯერ მიიღებს ნამაჰ გალობის შედეგებს. უფლის წმინდა სახელის გალობით, ღმრთეების სიყვარულის საფეხურის მიღწევა შეიძლება. შეიძლება ვინმემ იკითხოს, მაშინ რა აზრი აქვს ინიციაციის მიღებას? პასუხი ისაა, რომ თუმცა წმინდა სახელის გალობს საკმარისია იმისათვის, რომ სულიერ ცხოვრებაში ღმრთეების სიყვარულის საფეხურამდე აღმართოს ერთგული, მატერიალური სხეულის გამო მაინც უწმინდურებისადმი მიდრეკილია. ამიტომაც, არჩანა-ვიდჰის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით აუცილებელია რეგულარულად ვისარგებლოთ როგორც ბჰაგავატა პროცესით, ასევე პანჩარატრიკი პროცესით.

ღვთაების თაყვანისცემას ორი განაყოფი აქვს, სახელდობრ წმინდა და კარმიულ საქმიანობას შერეული. მისთვის, ვინც სიმტკიცეს მიაღწია, ღვთაების თაყვანისცემა აუცილებელია. ღვთაების თაყვანისცემის პროცესში შედის აგრეთვე სხვადასხვა დღესასწაულების დაცვა, როგორიცაა შრი ჯანმაშ‡ამი, რამა-ნავამი და ნრისიმჰა-ჩატურდაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეოჯახე ერთგულებისათვის ასეთი დღესასწაულების დაცვა აუცილებელია.

ახლა მოდით ღვთაების თაყვანისცემის შეურაცხყოფათა სახეები განვიხილოთ: ა) ტაძარში ფეხსაცმლით ან ტახტრევანზე დამჯდარი შესვლა, ბ) არ დაიცვა დაწესეული დღესასწაულები, გ)ღვთაების წინაშე ქედის მოხრისაგან თავის არიდება, დ) ლოცვების აღვლენა უწმინდურ მდგომარეობაში, როგორიცაა ჭამის შემდეგ ხელ-პირის დაუბანლობა, ე) ცალი ხელით ქედის მოხრა, ვ) პირდაპირ ღვთაების წინაშე დატრიალება, ე) ღვთაების მიმართულებით ფეხის გაშვერა, ვ) ღვთაების წინაშე ჯდომისას ხელებით იდაყვების დაჭერა, ზ) ღვთაების წინაშე წოლა, თ) ღვთაების წინაშე ჭამა, ი) ღვთაების წინაშე სიცრუე, კ) ღვთაების წინაშე ვინმესადმი ხმამაღლა მიმართვა, ლ) ღვთაების წინაშე უაზრო თემაზე საუბარი, მ) ღვთაების წინაშე ყვირილი, ნ) ღვთაების წინაშე კამათი, ო) ღვთაების წინაშე ვინმეს გაკიცხვა, პ) ღვთაების წინაშე ვინმეს მიმართ წყალობის გამოჩენა, ჟ) ღვთაების წინაშე უხეში სიტყვებით ლაპარაკი, რ) ღვთაების წინაშე შალის მოსასხამის ტარება, ს) ღვთაების წინაშე ვინმესათვის შეურაცხყოფის მიყენება, ტ) ღვთაების წინაშე სხვა ვინმეს თაყვანისცემა, უ) ღვთაების წინაშე ქუჩური ენით ლაპარაკი, ფ) ღვთაების წინაშე ჰაერის გაფუჭება, ქ) შესაძლებელობის მიუხედავად, ღვთაების მდიდრული თაყვანისცემის თავიდან არიდება, ღ) იმის ჭამა, რაც ღვთაებისათვის არ იყო შეთავაზებული, ყ) შეურაცხყოფაა ისიც, როცა წელიწადის დროის მიხედვით ახალ ხილს არ შესთავაზებ ღვთაებას, შ) ღვთაებისათვის უკვე გამოყენებული ან ვინმეს ნაჭამი საჭმლის მირთმევა (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ საჭმელს ღვთაებას არ შეთავაზებენ, იგი არავინ არ უნდა გასინჯოს), ჩ) ღვთაებასთან ზურგით ჯდომა, ც) ღვთაების წინაშე სხვათათვის ქედის მოხრა, ძ) სათანადო ლოცვები წარმოუთქმელობა სულიერი მოძღვრისათვის ქედის მოხრისას, წ) ღვთაების წინაშე საკუთარი თავის შექება, და ჭ) ნახევარღმერთების შეურაცხყოფა. ღვთაების თაყვანისცემისას აუცილებელია, ამ ოცდათორმეტი შეურაცხყოფის თავიდან არიდება.

"ვარაჰა პურანაში” შემდეგი ცოდვებია ჩამოთვლილი: ა) მდიდარი კაცის სახლში ჭამა, ბ) ღვთაების ოთახში სიბნელეში შესვლა, გ) ღვთაების თაყვანისცემა მარეგულირებელი წესების დაცვის გარეშე, დ) ტაძარში ხმის ამოუღებლად შესვლა, ე) იმ პროდუქტების შეგროვნება, რომლებიც ძაღლმა იხილა, ვ) ღვთაების თაყვანისცემისას სიჩუმის დარღვევა, ზ) ღვთაების თაყვანისცემისას საპირფარეშოში წასვლა, თ) ჩინარის შეთავაზება ყვავილის გარეშე, ი) აკრძალული ყვავილებით ღვთაების თაყვანისცემა, კ) თაყვანისცემის დაწყება კბილების გაუწმენდად, ლ) სქესობრივი აქტის შემდეგ თაყვანისცემის დაწყება, მ) ლამპარის, გვამის ან მენსტრუალურ პერიოდში ქალის შეხება, წითელი ან მოლურჯო, გაურეცხავი ტანსაცმლის, სხვისი ან ლაქიანი ტანსაცმლის ჩაცმა. დანარჩენი სახის შეურაცხყოფებია გვამის ნახვის შემდეგ ღვთაების თაყვანისცემა, ღვთაების წინაშე ჰაერის გაფუჭება, ღვთაების წინაშე განრისხება, კრემატორიუმიდან დაბრუნებისთანავე ღვთაების შეხება. ჭამის შემდეგ, ღვთაების თაყვანისცემა არ შეიძლება, მანამ, სანამ საჭმელი მონელებული არ იქნა, ღვთაების შეხება ან რაიმე სახის ღვთაების თაყვანისცემა არ არის დაშვებული საფლორის* ზეთის ან ასაფეტიდას ჭამის შემდეგაც.

*ჩარტჰამუს ტინქტორიუს, ბალახი, რომლის თესლებისგან მიღებული ზეთიც გამოიყენება დ მედიცინაში, ქსოვილების შესაღებად და სხვ. (მთარგ. შენ.)

სხვაგან, შემდეგი სახის შეურაცხყოფებია ჩამოთვლილი: ა) ვედური ლიტერატურის დანაწესების წინააღმდეგ ყოფნა ან თუნდაც გულში "შრიმად-ბჰაგავატამისადმი” უპატივცემულო დამოკიდებულება, ხოლო გარეგნულად მისი პრინციპების ყალბად აღიარება, ბ) განსხვავებული აზრის მქონე შასტრების შემოღება, გ) ღვთაების წინაშე ბეთელის ფოთლის და ნაყოფის ღეჭვა, დ) ღვთაებისათვის შესათავაზებელი ყვავილების ფოთოლზე სასაქმელები ზეთის შენახვა, ე) ღვთაების თაყვანისცემა შუადღისას, ვ) ღვთაების თაყვანისცემისათვის საკურთხეველზე ან იატაკზე (დასაფენის გარეშე) ჯდომა, ზ) ღვთაების დაბანისას მარცხენა ხელით შეხება, თ) გამხმარი ან ნახმარი ყვავილებით ღვთაების თაყვანისცემა, ი) ღვთაების თაყვანისცემისას გადაფურთხება, კ) ღვთაების თაყვანისცემის დროს საკუთარი თავის განდიდება, ლ) არასწორი ხაზებით შუბლზე ტილაკის წასმა, მ) ტაძარში ფეხის დაუბანლად შესვლა, ნ) არაინიცირებული პიროვნების მიერ მომზადებული საჭმლის შეთავაზება ღვთაებისათვის, ო) ღვთაების თაყვანისცემა და მისთვის ბჰოგას შეთავაზება ისე, რომ ამას არაინიცირებული პიროვნება ან არა-ვაიშნავი ხედავდეს, პ) ღვთაებისათვის თაყვანისცემის შეთავაზება ვაიკუნთჰას ღვთაებების, მაგალითად, განეშას თაყვანისცემის გარეშე, ჟ) ოფლდენისას ღვთაების თაყვანისცემა, რ) ღვთაებისადმი შეთავაზებულ ყვავილებზე უარის თქმა, ს) უფლის წმინდა სახელზე აღთქმის ან ფიცის დადება.

თუკი რომელიმე ადამიანი ერთ-ერთ ამ შეურაცხყოფას მაინც ჩადის, მან "ბჰაგავად-გიტას” თუნდაც ერთი თავი უნდა წაიკითხოს. ეს დადასტურებულია "სკანდა-პურანაში”, "ავანტი-ქჰანდაში”. ამის მსგავსად, არსებობს სხვა გამონათქვამიც, რომ თუკი ვინმე ვიშნუს ათას სახელს კითხულობს, იგი შეიძლება ყველა შეურაცხყოფისაგან განთავისუფლდეს. იმავე "სკანდა-პურანაში”, "რევი-ქჰანდაში” ნათქვამია, რომ ის, ვინც ტულასის ლოცვებს უკითხავს ან ტულასის თესლს თესავს, ასევე ყველა შეურაცხყოფისაგან თავისუფლდება. ამის მსგავსად, შალაგრამა-შილას თაყვანისმცემელიც თავისუფლდება შეურაცხყოფებისაგან. "ბრაჰმანდა პურანაში” ნათქვამია, რომ მან, ვინც თაყვანს სცემს უფალ ვიშნუს, რომელსაც ოთხ ხელში ნიჟარა, დისკო, ლოტოსის ყვავილი და კვერთხი უჭირავს, შეიძლება თავი დააღწიოს ზემოხსენებულ შეურაცხყოფებს. "ადი-ვარაპა პურანაში” ნათქვამია, რომ თაყვანისცემელს, რომელმაც შეურაცხყოფები ჩაიდინა, შეუძლია შაუკარავად ცნობილ წმინდა ადგილას ერთი დღე იმარხულოს და შემდეგ განგაში განიბანოს.

ღვთაების თაყვანისცემის პროცესში, ზოგჯერ ღვთაების ჭკუაში თაყვანისცემაა დაწესებული. "პადმა პურანაში”, "უტტარა-ქჰანდაში” ნათქვამია: "ყველა პიროვნებას შეუძლია თაყვანისცემა ჭკუაში მოახდინოს”. "გაუტამიია ტანტრა” აცხადებს: იმ " სანნიასისათვის, რომელსაც სახლი არა აქვს, რეკომენდირებულია ღვთაების თაყვანისცემა ჭკუაში”. "ნარადა-პანჩარატრაში” უფალი ნარაიანა აცხადებს, რომ ჭკუაში ღვთაების თაყვანისცემას მანასა-პუჯა ეწოდება. ამ ხერხით ოთხი სახის გაჭირვებისაგან განთავისუფლება შეიძლება. ზოგჯერ ჭკუაში თაყვანისცემა შეიძლება დამოუკიდებლად სრულდებოდეს. ავირჰოტრა მუნის, ერთ-ერთი ნავა-იოგენდრას მითითებით, რომელიც "შრიმად-ბჰაგავატამშია” მოცემული, ღვთაების თაყვანისცემა შეიძლება ყველა მანტრის გალობით მოხდეს. შასტრებში რვა სახის ღვთაებაა ნახსენები, და მათ რიცხვში ჭკუაში ღვთაებაც შედის. ამასთან დაკავშირებით, "ბრაჰმა-ვაივარტა პურანა” შემდეგ ამბავს გვიყვება.

დიდი ხნის წინ, ქალაქ პრატიშთჰანა-პურაში, ცხოვრობდა ერთი ბრაჰმანი, რომელიც ღარიბი, მაგრამ გულახდილი ადამიანი იყო. მიუხედავად სიღარიბისა, იგი ბედს მაინც არ უჩიოდა. ერთხელ, ბრაჰმანების წრეში, მან მოისმინა, თუ როგორ ხდება ღვთაების თაყვანისცემა ტაძარში. ამავე კრებაზე, მან შეიტყო, რომ ღვთაების თაყვანისცემა ჭკუაშიც შეიძლება განახორციელოს კაცმა. ამ დღიდან, ბრაჰმანი მდინარე გოდავარიში განიბანა და ჭკუაში ღვთაების თაყვანისცემას მიჰყო ხელი. იგი თავის გონებაში აწკრიალებდა ტაძარს, და შემდეგ წარმოსახვით ოქროს და ვერცხლის ქოთნებით ყველა წმინდა მდინარიდან წყალი მოჰქონდა. იგი თაყვანისცემის ყოველგვარ ძვირფას საგანს აგროვებდა, და ღვთაებას მდიდრულად ეთაყვანებოდა, ყველაფერს ასრულებდა: ღვთაების განბანიდან და არატის ჩატარებამდე. ეს მას დიდ სიხარულს ანიჭებდა. ასე გაატარა მან მრავალი წელი, და ერთხელაც ღვთაების თაყვანისცემისათვის მან საკუთარ ჭკუაში ერბოთი ტკბილი ბრინჯი მოამზადა. მან ტკბილი ბრინჯი ოქროს ლანგარზე მოათავსა და უფალ კრიშნას შეთავაზა, მაგრამ იგრძნო, რომ ტკბილი ბრინჯი ძალიან ცხელი იყო, და ამიტომ თითით შეეხო მას. ტკბილმა ბრინჯმა მყისვე თითი დაწვა და შეწუხდა. სანამ ბრაჰმანი ტკივილს განიცდიდა, ვაიკუნთჰაზე უფალ ვიშნუს სიცილი წასკდა, ბედის ქალღმერთმა კი ჰკითხა თუ რატომ იცინოდა. მაშინ უფალმა ვიშნუმ თავის მხლებლებს იმ ბრაჰმანის ვაიკუნთჰაზე მოყვანა უბრძანა. ასე მიაღწია ბრაჰმანმა განთავისუფლება სამიპიას, ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან ახლოს ცხოვრების საშუალებას.

6) ვანდანამ. ლოცვები ღვთაების თაყვანისცემის ნაწილს შეადგენს, ამიტომ ისინი შეიძლება დამოუკიდებლად განვიხილოთ ისეთი მუხლებისაგან, როგორიცაა
მოსმენა და გალობა, და ამიტომ აქ მის შესახებ ცალკეა საუბარი. უფალს სასრულო ტრანსცენდენტური თვისებები და დიდებულება აქვს, ადამიანი, რომელზეც სხვადასხვა საქმეებში გამოვლენილი უფლის თვისებები ზეგავლენას ახდენს, ლოცვებს აღუვლენს უფალს. ამით იგი წარმატებას აღწევს. ამასთან დაკავშირებით, შემდეგ შეურაცხყოფათა თავიდან არიდებაა საჭირო: ა) ცალი ხელით ქედის მოხრა, ბ) დაფარული სხეულით ქედის მოხრა, გ) ღვთაებისათვის ზურგის ჩვენება, დ) ღვთაებისადმი მარცხენა მხრიდან ქედის მოხრა, ე) ღვაებასთან ძალიან ახლოს ქედის მოხრა.

7) დასიამ. იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგული უფლის დამხმარედ იქცევა, შემდეგი აზრია გამოთქმული. მრავალზე მრავალი დაბადების შემდეგ იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ მე კრიშნას მარადიული მსახური ვარ, პიროვნებას ამ სამყაროდან სხვების განთავისუფლებაც შეუძლია. თუკი პიროვნება უბრალოდ აგრძელებს ფიქრს იმაზე, რომ იგი კრიშნას მარადიული მსახურია, მას სრული წარმატების მიღწევა შეუძლია, რადგან უბრალოდ ამ სულისკვეთებით მას ერთგული სამსახურის ცხრავე პროცესის შესრულება შეუძლია.

8) საქჰიამ. მეგობარივით უფლის თაყვანისცემასთან დაკავშირებით, "აგასტია-სამჰიტაში” ნათქვამია, რომ ერთგულს, რომელიც შრავანამ და კირტანამის
საშუალებით ერთგულ სამსახურას ასრულებს, ზოგჯერ სურს პირადად იხილოს უფალი, ამ მიზნით იგი ტაძარში სახლდება. კიდევ ერთგან, ასეთ გამონათქვამს ვხვდებით: "ო ჩემო უფალო, უზენაესო პიროვნებავ და მარადიულო მეგობარო, შენ ნეტარებითა და ცოდნით სავსე ხარ, მაგრამ შენ განსაკუთრებით ვრინდავანის მცხოვრებლების მეგობარი გახდი. რა იღბლიანები არიან ეს ერთგულები!” ამ ნათქვამში განსაკუთრებითაა ნახმარი სიტყვა "მეგობარი”, რათა გამოხატოს ძლიერი სიყვარული. ამიტომ მეგობრობა მსახურებაზე უკეთესია. დასია-რასაზე მაღალ საფეხურზებზე, ერთგული ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მეგობრად მიიჩნევს. ეს სრულიად არ არის გასაკვირი, რადგან როდესაც ერთგულს გული იწმინდება, ღმრთეების პიროვნებისადმი სპონტანური სიყვარულის გამოვლინებასთან ერთად თანდათან კლებულობს მისი სწრაფვა ღვთაების თაყვანისცემის სიმდიდრისადმი. ამასთან დაკავშირებით, შრიდჰარა სვამი ახსენებს შრილამა ვიპრას, რომელმაც მადლიერების მისი გრძნობა ამ სიტყვებით გამოხატა: "დაე, ყოველ სიცოცხლეში, კრიშნასთან ამ მეგობრული დამოკიდებულებით ვიყო დაკავშირებული”.

9) ატმა-ნივედანამ. სიტყვა ატმა-ნივედანამ ნიშნავს იმ საფეხურს, როცა ის, ვისაც უფლის მსახურების გარდა სხვა მოტივი არ ამოძრავებს, ყველაფერს უფალს მიანდობს და მის საქმეებს მხოლოდ ღმრთეების უზენაესი პიროვნების დასაკმაყოფილებლად ასრულებს. ასეთი ერთგული ჰგავს ძროხას, რომელსაც პატრონი უვლის. როდესაც პატრონის მზურნველობის ქვეშაა, ძროხა საკუთარი თავის რჩენაზე სრულიად არ ღელავს. ასეთი ძროხა ყოველთვის მისი პატრონის ერთგულია, და დამოუკიდებლად არასდროს მოქმედებს, იგი მუდამ პატრონის სასიკეთოდ იქცევა. ამიტომ ზოგიერთი ერთგული უფლისათვის საკუთარი სხეულის მიძღვნას ატმა-ნივედანამს უწოდებენ, და როგორც "ბჰაკტი-ვივეკას” სახელით ცნობილ წიგნშია ნათქვამი, ზოგჯერ უფლისათვის სულის მიძღვნას ატმა-ნივედანამ ეწოდება. ატმა-ნივედანამის საუკეთესო მაგალითებს ბალი მაჰარაჯასა და ამბარიშა მაჰარაჯაში ვხვდებით. ატმა-ნივედანამ ზოგჯერ დვარაკაში რუკმინიდევის საქციელშიც შეიმჩნევა.

Posted by: Atman Sep 10 2011, 09:07 AM

ტექსტი 25

ნიშამიაიტატ სუტა-ვაჩოჰირანიაკაშიპუს ტადა
გურუ-პუტრამ უვაჩედამრუშა პრასფჰურიტადჰარაჰ


ნიშამია – მოისმინა; ეტატ – ეს; სუტა-ვაჩაჰ – მისი შვილის საუბარი; ჰირანიაკაშიპუჰ – ჰირანიაკაშიპუმ; ტადა – ამ დროს; გურუ-პუტრამ – შუკრაჩარიას, მისი სულიერი მოძღვრის შვილს; უვაჩა – უთხრა; იდამ – ეს; რუშა – ბრაზით; პრასფჰურიტა – აკანკალებული; ადჰარაჰ – ვისი ტუჩებიც.

თავისი შვილის პრაჰლადას ბაგეთაგან ერთგული სამსახურის შესახებ ამ სიტყვების მოსმენისას, ჰირანიაკაშიპუ ძლიერ განრისხდა. მრისხანებისაგანმ მას ბაგეებიც კი უკანკალებდა. მან ასე მიმართა თავისი გურუს შუკრაჩარიას შვილს, შანდას:

ტექსტი 26

ბრაჰმა-ბანდჰო კიმ ეტატ ტევიპაკშამ შრაიატასატა
ასარამ გრაჰიტო ბალომამ ანადრიტია დურმატე


ბრაჰმა-ბანდჰო – ო ბრაჰმანის უღირსო შვილო; კიმ ეტატ – რა არის ეს; ტე – შენს მიერ; ვიპაკშამ – ჩემი მტრის მხარეს; შრაიატა – თავი შეგიფარებია; ასატა – უსაძაგლესი; ასარამ – სისულელე; გრაჰიტაჰ – ასწავლე; ბალაჰ – ამ ბიჭს; მამ – მე; ანადრიტია – არად ჩამაგდე; დურმატე – ო სულელო მასწავლებელო.

ო, უღირსო, ბრაჰმანის უსაძაგლესო შვილო, შენ ჩემ ბრძანებას არ დაემორჩილე და ჩემი მტრის მხარეს შეაფარე თავი. შენ ამ ბიჭს ერთგული სამსახური ასწავლე! ვაი, შე უგუნურო!

შინა-არსი: ამ ლექსში მნიშვნელოვანი გახლავთ სიტყვა სარამ, რაც "არაარსებითს” ნიშნავს. დემონისათვის ერთგული სამსახურის პროცესში არსებითი არაფერია, მაგრამ ერთგულისათვის ერთგული სამსახური სიცოცხლეში ერთადერთი არსებითი მიზანია. ვინაიდან ჰირანიაკაშიპუს ერთგული სამსახური, სიცოცხლის არსი, არ მოსწონდა, მან პრაჰლადა მაჰარაჯას მასწავლებლები უხეში სიტყვებით გაკიცხა.

ტექსტი 27

სანტი ჰი ასადჰავო ლოკედურმაიტრაშ ჩჰადმა-ვეშინაჰ
ტეშამ უდეტი აგჰამ კალეროგაჰ პატაკინამ ივა


სანტი – არიან; ჰი – უთუოდ; ასადჰავაჰ – უნამუსო პიროვნებები; ლოკე – ამ სამყაროში; დურმაიტრაჰ – მატყუარა მეგობრები; ჩჰადმა-ვეშინაჰ – ყალბ ნიღბებს ატარებენ; ტეშამ – ყველა მათი; უდეტი – ამოდის; აგჰამ – ცოდვების შედეგი; კალე – დროთა ვითარებაში; როგაჰ – ავადმყოფობა; პატაკინამ – ცოდვილი ხალხისა; ივა – მსგავსად.

დროთა ვითარებაში, ცოდვილებს ათასგვარი ავადმყოფობა უჩნდებათ. ამის მსგავსად, ამ სამყაროში ყალბ ნიღაბში გამოწყობილი ბევრი მატყუარა მეგობარია, მაგრამ საბოლოოდ, მათი ყაბლი ქცევის გამო, ჭეშმარიტი მტრობა მაინც თავს იჩენს.

შინა-არსი: რადგან ჰირანიაკაშიპუს თავისი შვილის პრაჰლადას განათლება აღელვებდა, ამ ამბის შემდეგ იგი მეტად უკმაყოფილო დარჩა. როდესაც
პრაჰლადამ ერთგული სამსახურის შესახებ დარიგებების მოცემა დაეწყო, ჰირანიაკაშიპუმ მასწავლებლები უმალვე მეგობრებად გადაცმულ მტრებად მიიჩნია. ამ ლექსში სიტყვები როგაჰ პატაკინამ ივა გულისხმობს ავადმყოფობას, რომელიც ყველა ცოდვილი და მატერიალური ცხოვრების ტანჯული მდგომარეობის აღსანიშნადაა ნახმარი (ჯანმა-მრიტიუ-ჯარა-ვიადჰი). ავადმყოფობა ცოდვილი კაცის სხეულის თვალსაჩინო ნიშანია. სმრიტი-შასტრებში ნათქვამია:

ბრაჰმა-ჰა კშაია-როგი სიატსურაპაჰ შიავადანტაკაჰ
სვარნა-ჰარი ტუ კუნაქჰიდუშჩარმა გურუ-ტალპაგაჰ


ბრაჰმანების მკვლელებს მოგვიანებით ჭლექი იპყრობთ, ლოთები უკბილონიხდებიან, ოქროს ქურდებს დაავადებული ფრჩხილები აქვთ, ხოლო იმ ცოდვილ ხალხს, ვისაც უფროსის ცოლთან სქესობრივი კავშირი დაუმყარებიათ, კეთრი და მსგავსი კანის სნეულებები ეყრებათ.

ტექსტი 28

შრი-გურუ-პუტრა უვაჩა
ნა მატ-პრანიტამ ნა პარა-პრანიტამ
სუტო ვადატი ეშა ტავენდრა-შატრო
ნაისარგიკიიამ მატირ ასია რაჯან
ნიიაჩჩჰა მანიუმ კად ადაჰ სმა მა ნაჰ


შრი-გურუ-პუტრაჰ უვაჩა – შუკრაჩარიას, ჰირანიაკაშიპუს სულიერი მოძღვრის შვილმა თქვა; ნა – არ; მატ-პრანიტამ – მე მისწავლებია; ნა – არ; პარა-პრანიტამ – ვინმე სხვას უსწავლებია; სუტაჰ – შვილი (პრაჰლადა); ვადატი – ამბობს; ეშაჰ – ამას; ტავა – შენი; ინდრა-შატრო – ო მეფე ინდრას მტერო; ნაისარგიკი – ბუნებრივი; იიამ – ეს; მატიჰ – მიდრეკილება; ასია – მისი; რაჯან – ო მეფეო; ნიიაჩჩჰა – განიგდე; მანიუმ – შენი ბრაზი; კატ – შეცდომა;
ადაჰ – მოგვაწერ; სმა – მართლაც; მა – ნუ; ნაჰ – ჩვენ.

შუკრაჩარიას, ჰირანიაკაშიპუს სულიერი მოძღვრის, შვილმა თქვა: ო მეფე ინდრას მტერო, ო მეფეო! რაც შენმა შვილმა პრაჰლადამ თქვა, არც მე მისწავლებია მისთვის და არც ვინმე სხვას. მისი თავისთავადი ერთგული სამსახური ბუნებრივად განვითარდა მასში. ამიტომ, გთხოვ განიგდე შენი ბრაზი და ტყუილუბრალოდ ნუ გვადანაშაულებ ჩვენ. ბრაჰმანის ასე შეურაცხყოფა არ არის მართებული.

ტექსტი 29

შრი-ნარადა უვაჩა
გურუნაივამ პრატიპროკტობჰუია აჰასურაჰ სუტამ
ნა ჩედ გურუ-მუქჰიიამ ტეკუტო 'ბჰადრასატი მატიჰ


შრი-ნარადაჰ უვაჩა – ნარადა მუნიმ თქვა;
გურუნა – მასწავლებლის მიერ; ევამ – ასეთი; პრატიპროკტაჰ – პასუხი;
ბჰუიაჰ – კვლავ; აჰა – უთრხა; ასურაჰ – დიდმა დემონმა, ჰირანიაკაშიპუმ; სუტამ – შვილს; ნა – არ; ჩეტ – თუკი; გურუ-მუქჰი – შენი მასწავლებლის პირიდან ამოსული; იიამ – ეს; ტე – შენი; კუტაჰ – საიდან; აბჰადრა – ო უკეთურო; ასატი – ცუდი; მატიჰ – მიდრეკილება.

შრი ნარადა მუნი განაგრძობდა: როდესაც ჰირანიაკაშიპუმ მასწავლებლისაგან ასეთი პასუხი მიიღო, მან კვლავ თავის შვილს პრაჰლადას მიმართა. ჰირანიაკაშიპუმ თქვა: შე არამზადავ და ჩვენს ოჯახში ყველაზე დაცემულო, თუკი ეს განათლება შენი მასწავლებლებისაგან არ მიგიღია, მაშ საიდან შეიძინე იგი?

შინა-არსი: შრილა ვიშვანათჰა ჩაკრავარტი თჰაკურა აღნიშნავს, რომ ერთგული სამსახური სინამდვილეში ბჰადრა სატია, და არა აბჰადრა ასატი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთგული სამსახურის ცოდნა არ შეიძლება არასასიკეთო ან ეტიკეტის საწინააღმდეგო იყოს. ერთგული სამსახურის სწავლა ყველას ვალია. ამიტომ პრაჰლადა მაჰარაჯას თავისთავადი განათლება გამართლებულია როგორც სასიკეთო და სრულყოფილი.

ტექსტი 30

შრი-პრაჰრადა უვაჩა
მატირ ნა კრიშნე პარატაჰ სვატო ვა
მითჰო 'ბჰიპადიეტა გრიჰა-ვრატანამ
ადანტა-გობჰირ ვიშატამ ტამისრამ
პუნაჰ პუნაშ ჩარვიტა-ჩარვანანამ


შრი-პრაჰრადაჰ უვაჩა – პრაჰლადა მაჰარაჯამ თქვა; მატიჰ – მიდრეკილება; ნა – არასდროს; კრიშნე – უფალი კრიშნას მიმართ; პარატაჰ – სხვებისაგან მიღებული დარიგებით; სვატაჰ – თავისი გაგებით; ვა – ან; მითჰაჰ – გაერთიანებული მცდელობით; აბჰიპადიეტა – ვითარდება; გრიჰა-ვრატანამ – მათი, ვინც სიცოცხლეზე მატერიალისტურ, სხეულისეულ შეხედულებას
არიან მიჯაჭვულნი; ადანტა – უმართავი; გობჰიჰ – გრძნობებით; ვიშატამ – შედიან; ტამისრამ – ჯოჯოხეთურ სიცოცხლეში; პუნაჰ – კვლავ; პუნაჰ – კვლავ; ჩარვიტა – უკვე დაღეჭილს; ჩარვანანამ – ვინც ღეჭავენ.

პრაჰლადა მაჰარაჯამ უპასუხა: მათი უმართავი გრძნობების გამო, მატერიალისტურ ცხოვრებას მეტისმეტად მიჯაჭვული ხალხი ჯოჯოხეთური პირობებისაკენ მიიწევს და ხელახლა მოეხდებათ იმის დაღეჭვა, რაც ერთხელ უკვე დაღეჭეს. მათში არასოდეს გაიღვიძებს კრიშნასადმი ლტოლვა. ეს არ მოხდება არც სხვების დარიგებით, არც თავიანთი მცდელობით, და არც ამ ორივეს შეერთებით.

შინა-არსი: ამ ლექსში სიტყვები მატირ ნა კრიშნე კრიშნასადმი შესრულებულ ერთგულ სამსახურს აღნიშნავს. ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, განათლებული სწავლულები და ფილოსოფოსები, რომლებიც "ბჰაგავად-გიტას” კითხულობენ, ისეთი დასკვნების გამოწურვას ცდილობენ, რომელიც კიდევ ერთხელ ნათელყოფს მათ მათ მატერიალურ განზრახვებს, მაგრამ კრიშნას შესახებ მათი მცდარი შეხედულება ვერავითარ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ვინაიდან ასეთი პოლიტიკოსები, ფილოსოფოსები და სწავლულები "ბჰაგავად-გიტას” მატერიალური საქმეების მოსაგვარებლად იყენებენ, მათთვის კრიშნაზე გამუდმებით ფიქრი, ანუ კრიშნას ცნობიერება მათი ბუნებისთვის შეუთავსებელია (მატირ ნა კრიშნე). როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” (18.55) ნათქვამი: ბჰაკტია მამ აბჰიჯანატი – კრიშნას ჭეშმარიტი სახით გაგება მხოლოდ ერთგული სამსახურის მეშვეობით შეიძლება. ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებსა და მეცნიერებს კრიშნა არარსებული ჰგონიათ. ერთი პოლიტიკოსი აღნიშნავდა, რომ მისი კრიშნა "ბჰაგავად-გიტაში” წარმოდგენილი კრიშნასაგან განსხვავდება. და მიუხედავად იმისა, რომ იგი კრიშნასა და რამას უზენაესად აღიარებს, იგი თვლის, რომ კრიშნა და რამა უპიროვნონი არიან, ვინაიდან კრიშნას მსახურების შესახებ მას წარმოდგენა არა აქვს. ამრიგად მისი ერთადერთი საქმეა პუნაჰ პუნაშ ჩარვიტა-ჩარვანანამ – მრავალჯერ დაღეჭილის კვლავ და კვლავ, დაუსრულებლად ღეჭვაა. ასეთი პოლიტიკოსებისა და აკადემიური სწავლულების მიზანი ისაა, რომ მათი გრძნობებით მთელი მატერიალური სამყაროთი დატკბნენ. ამიტომ აქ გარკვევითაა ნათქვამი, რომ გრიჰა-ვრატებს, ანუ მათ, ვისი ერთადერთი მიზანიც ამ სხეულით მატერიალურ სამყაროში კეთილმოწყობილად ცხოვრებაა, არ შესწევთ კრიშნას გაგების უნარი. ორი გამოთქმა გრიჰა-ვრატა და ჩარვიტა-ჩარვანანამ მიუთითებს, რომ მატერიალისტურად მოაზროვნე პიროვნება სხვადასხვა სახეობის სხეულებში, არაერთი ცხოვრების მანძილზე ცდილობს გრძნობათა დაკმაყოფილებას, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც დაუკმაყოფილებელია. პერსონალიზმის, ამ იზმისა და იმ იზმის სახელით, ასეთი ხალხი ყოველთვის ცხოვრების მატერიალისტურ წესზეა მიჯაჭვული. როგორც "ბჰაგავად-გიტაშია” (2.44) ნათქვამი:

ბჰოგაიშვარია-პრასაკტანამტაიაპაჰრიტა-ჩეტასამ
ვიავასაიატმიკა ბუდდჰიჰსამადჰაუ ნა ვიდჰიიატე


“უზენაესი უფლის ერთგული სამსახურის მტკიცე გადაწყვეტილება არასდროს იჩენს თავს მათ ჭკუაში, ვინც გრძნობათა დაკმაყოფილებასა და მატერიალურ სიმდიდრეზეა მეტისმეტად მიჯაჭვული, და ვისაც ამგვარი სურვილებით აქვს გონება არეული.” ისინი, ვინც მატერიალურ განცხრომას არიან მიჯაჭვულნი, მტკიცედ ვერ ჩადგებიან უფლის ერთგულ სამსახურში. მათ არ შესწევთ ბჰაგავანის, კრიშნას, ან მისი დარიგების, "ბჰაგავად-გიტას” ჩაღრმავების უნარი. ადანტა-გობჰირ ვიშატამ ტამისრამ: მათ გზას ისინი სინამდვილეში ჯოჯოხეთური ცხოვრებისაკენ მიჰყავს.

როგორც რიშაბჰადევა ადასტურებს, მაჰატ-სევამ დვარამ აჰურ ვიმუკტეჰ – კრიშნას გასაგებად ერთგულის მსახურებაა საჭირო. სიტყვა მაჰატ ერთგულს
ნიშნავს.

მაჰატმანას ტუ მამ პართჰადაივიმ პრაკრიტიმ აშრიტაჰ
ბჰაჯანტი ანანია-მანასოჯნატვა ბჰუტადიმ ავიაიამ


“ო პრითჰას შვილო, დიადი სულები, რომლებიც არასოდეს იბნევიან, ღვთაებრივი ბუნების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ისინი მთლიანად ერთგული სამსახურით არიან დაკავებულნი, ვინაიდან ისინი მე როგორც ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, თავდაპირველსა და უშრეტს მიცნობენ” (ბ.გ. 9.13). მაჰატმა ისაა, ვინც განუწყვეტლივ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთგული სამსახურითაა დაკავებული. როგორც მომდევნო ლექსებში იქნება აღნიშნული, ვინც ასეთ დიად პიროვნებას არ გაჰყვება, ის ვერ შეიცნობს კრიშნას. ჰირანიაკაშიპუ იმის გაგება სურდა, თუ საიდან შეიძინა პრაჰლადამ კრიშნას ცნობიერება. ვინ ასწავლა მას ყოველივე? პრაჰლადამ სარკასტულად მიუგო: "ჩემო ძვირფასო მამა, შენისთანა ხალხი კრიშნას ვერასოდეს ჩაწვდება. კრიშნას გაგება შეიძლება მხოლოდ მაჰატის, დიადი სულის მსახურებით. ამბობენ, რომ მათ, ვინც მატერიალური პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ, უკვე ბევრჯერ დაღეჭილს ღეჭავენ. მატერიალური პირობების გაუმჯობესება ვერავინ შეძლო, მაგრამ სიცოცხლიდან სიცოცხლეში, თაობიდან თაობაში, ხალხია ცდილობს ამას, თუმცა ერთ მარცხს უშედეგოდ ცვლის მეორე. თუკი პიროვნება მაჰატის Å მაჰატმას, ანუ უფლის შეუბღალავი ერთგულის მიერ არ გაიწვრთნა, გამორიცხულია, რომ მან კრიშნა და მისი ერთგული სამსახური გაიგოს.”

Posted by: Atman Sep 13 2011, 06:43 PM

ტექსტი 31

ნა ტე ვიდუჰ სვართჰა-გატიმ ჰი ვიშნუმ
დურაშაია იე ბაჰირ-ართჰა-მანინაჰ
ანდჰა იათჰანდჰაირ უპანიიამანას
ტე 'პიშა-ტანტრიამ ურუ-დამნი ბადდჰაჰ


ნა – არ; ტე – მათ; ვიდუჰ – იციან; სვა-ართჰა-გატიმ – სიცოცხლის საბოლოო მიზანი, ანუ მათი ჭეშმარიტი თვითინტერესი; ჰი – უთუოდ; ვიშნუმ – უფალი ვიშნუ და მისი სავანე; დურაშაიაჰ – ამ მატერიალური სამყაროთი ტკბობა სურთ; იე – ვინც; ბაჰიჰ – გარეგანი გრძნობათა ობიექტები; ართჰა-მანინაჰ – ძვირფასად მიაჩნიათ; ანდჰაჰ – მათ, ვინც ბრმები არიან; იათჰა – სწორედ ისევე, როგორც; ანდჰაიჰ – სხვა ბრმების მიერ; უპანიიამანაჰ – წაყვანილი;
ტე – ისინი; აპი – თუმცა; იშა-ტანტრიამ – მატერიალური ბუნების თოკებს
(კანონებს); ურუ – აქვს ძლიერი; დამნი – ძაფები; ბადდჰაჰ – შებოჭილი.

მატერიალური ცხოვრებით განცხრომის ცნობიერების მქონე პიროვნებები მახეში არიან გაბმულნი და ამის გამო თავიანთ წინამძღოლად ან გურუდ გარეგან გრძნობათა ობიექტებზე მიჯაჭვულ მათსავე მსგავს ბრმას ირჩევენ, მათ არ შესწევთ იმის გაგების უნარი, რომ სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი შინ, ღმრთეებასთან დაბრუნება, და უფალი ვიშნუს მსახურებაა. როგორც ბრმა წინამძღოლიანი უსინათლოთა ქარავანი კარგავს სწორ გზას და ორმოში ვარდება, ასევე მატერიალური სურვილებით შეპყრობილი, კარმიული შრომის ძლიერი თოკებით შებოჭილი ადამიანები ასევე ძლიერი მატერიალური მიჯაჭვულობის მქონე წინამძღოლის წყლობით კვლავ და კვლავ განაგრძობენ მატერიალისტურ ცხოვრებას, და თანდათან უფროდაუფრო იტანჯებიან მეტად იტანჯებიან სამმაგი გაჭირვებებით.

შინა-არსი: ვინაიდან დემონებსა და ერთგულებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იარსებებს, როდესაც მისმა შვილმა პრაჰლადა მაჰარაჯამ გაკიცხა, ჰირანიაკაშიპუს არ უნდა გაჰკვირვებოდა, რომ პრაჰლადა მაჰარაჯას ცხოვრებაზე მისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. მაგრამ ამის ნაცვლად ჰირანიაკაშიპუ ძლიერ განრისხდა და სურდა ესაყვედურა მისი შვილისათვის, რომ მან აბუჩად აიგდო მისი მასწავლებელი ან სულიერი მოძღვარი, რომელიც დიდი აჩარიას, შუკრაჩარიას ბრაჰმანის ოჯახში იყო შობილი. სიტყვა შუკრა ნიშნავს "თესლს”, ხოლო აჩარია – მასწავლებელს ან გურუს. შთამომავლობით გურუებს, ანუ სულიერ მოძღვრებს უხსოვარი დროიდან ყველგან ღებულობდნენ, მაგრამ პრაჰლადა მაჰარაჯამ უარი თქვა ასეთ თესლით გურუზე ან მის დარიგებებზეც. ნამდვილი გურუ გახლავთ შროტრიია, ის, ვინც პარამპარას, მოწაფეობრივი თანმიმდევრობის მეშვეობით სრულყოფილი ცოდნა მოისმინა ან მიიღო. ამიტომ პრაჰლადა მაჰარაჯამ თესლით სულიერი მოძღვარი არ აღიარა. ასეთ სულიერ მოძღვრებს ვიშნუსადმი არავითარი ინტერესი არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, ისინი მატერიალური წარმატების მიღწევისკენ მიისწრაფვიან (ბაჰირ-ართჰა-მანინაჰ). სიტყვა ბაჰიჰ ნიშნავს "გარეგანს”, ართჰა – "ინტერესს”, ხოლო მანინა – "სერიოზულად მიღებას”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაქტიურად ყველა სულიერი სამყაროს შესახებ ცნობებს მოკლებულია. მატერიალისტების ცოდნა შეზღუდულია ამ მატერიალური სამყაროს ოთხ მილიარდ მილის საზღვრებით, რომელიც მთელი სამყაროს ბნელი ნაწილია; მათ არ იციან, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს სულიერი სამყარო. თუკი პიროვნება უფლის ერთგული არ არის, იგი სულიერი სამყაროს არსებობას ვერ გაიგებს. გურუები, მასწავლებლები, რომელთაც უბრალოდ მატერიალური სამყარო აინტერესებთ, ამ ლექსში ერთი სიტყვით არიან აღწერილნი. ესაა სიტყვა ანდჰა, ბრმა. ასეთი ბრმა ხალხი შეიძლება მრავალ სხვა ბრმა მიმდევარს გაუძღვეს, რომელთაც მატერიალური პირობების შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა არ მოეპოვებათ, მაგრამ პრაჰლადა მაჰარაჯას მსგავსი ერთგულები მათ არ აღიარებენ. რადგან ასეთ ბრმა მასწავლებლებს გარეგანი, მატერიალური სამყარო აინტერესებთ და ყოველთვის მატერიალური ბუნების ძლიერი თოკებით არიან შებოჭილნი.

ტექსტი 32

ნაიშამ მატის ტავად ურუკრამანგჰრიმ
სპრიშატი ანართჰაპაგამო იად-ართჰაჰ
მაჰიიასამ პადა-რაჯო-'ბჰიშეკამ
ნიშკინჩანანამ ნა ვრინიტა იავატ


ნა – არ; ეშამ – ესენი; მატიჰ – ცნობიერება; ტავატ – აქამდე; ურუკრამა-ანგჰრიმ – ლოტოსის ტერფები ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, ვინც უჩვეულო საქმეებითაა ცნობილი; სპრიშატი – შეხება; ანართჰა – არასასურველი რამეების; აპაგამაჰ – გაქრობა; იატ – რისი; ართჰაჰ – დანიშნულება; მაჰიიასამ – დიადი სულების (მაჰატმების, ანუ ერთგულების); პადა-რაჯაჰ – ლოტოსის ტერფების მტვრით; აბჰიშეკამ – განსპეტაკება; ნიშკინჩანანამ – ერთგულების, ვისაც ამ მატერიალურ სამყაროში არაფერი საქმე არა აქვთ; ნა – არ; ვრინიტა – შეიძლება მიიღონ; იავატ – სანამ.

თუკი თავიანთ სხეულებზე მატერიალური უწმინდურობისაგან მთლიანად თავისუფალი ვაიშნავის ლოტოსის ტერფების მტვერს არ წაიცხებენ, მატერიალისტური ცხოვრებით ძლიერ დაკავებული პიროვნებები უფლის ლოტოსის ტერფებს ვერ მიეჯაჭვებიან. ვერ ეზიარებიან მას, ვინც მისი უჩვეულო საქმეებითაა ცნობილი. თუკი კრიშნას ცნობიერი გახდა და უფლის ლოტოსის ტერფებს შეაფარა თავი, მხოლოდ ამით შეუძლიათ მათ მატერიალური სიბილწისაგან თავის დახსნა.

შინა-არსი: კრიშნას ცნობიერად გახდომას ანართჰა-აპაგამაჰ, ყველა ანართჰის, გაჭირვებული მდგომარეობის გაქრობა მოჰყვება ხოლმე. მდგომარეობისა, რომელიც ტყუილუბრალოდ გვაქვს თავსმოხვეული. მატერიალური სხეული ამ არასასურველ მატერიალურ პირობებში არსებობის აუცილებელი პირობაა. მთელი ვედური ცივილიზაციის დანიშნულება ისაა, რომ ამ არასასურველი გაჭირვებებისაგან იხსნას პიროვნება, მაგრამ ბუნების კანონებით შებოჭილმა ხალხმა ცხოვრების დანიშნულება არ იცის. როგორც წინა ლექსში იყო განმარტებული: იშა-ტანტრიამ ურუ-დამნი ბადდჰაჰ – ისინი მატერიალური ბუნების სამი ძლიერი მოდუსით არიან შემოფარგლულნი. განათლებას, რომელიც განპირობებულ სულს ყოველ ცხოვრებაში ხელფეხს უბორკავს – მატერიალისტური განათლება ეწოდება. შრილა ბჰაკტივინოდა თჰაკურამ განმარტა, რომ ეს მატერიალისტური განათლება ზრდის მაიას ზეგავლენას. ასეთი განათლება განპირობებულ სულს აიძულებს სულ უფრო და შესაბამისად უფრო მეტად მიიზოდს მატერიალისტურმა ცხოვრებამ და სულ უფრო და უფრო
დაშორდებს არასასურველი გაჭირვებებისაგან განთავისუფლების გზას.

ვინმეს შეიძლება დაებადოს კითხვა: თუ რატომ არ ღებულობს მაღალი განათლების მქონე ხალხი კრიშნას ცნობიერებას? ამის მიზეზი ამ ლექსშია განმარტებული. თუკი პიროვნება ჭეშმარიტ, მთლიანად კრიშნას ცნობიერ სულიერ მოძღვარს არ შეაფარებს თავს, მისთვის კრიშნას გაგება გამორიცხულია. განმანათლებლებს, სწავლულებსა და დიდ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც მილიონობით ადამიანი სცემს თაყვანს, არ შეუძლიათ სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზნის გაგება და კრიშნას ცნობიერების მიღება, ვინაიდან მათ არ ჰყოლიათ ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი და არ ცნობენ ვედებს. ამიტომ "მუნდაკა უპანიშადში” (3.2.3) ნათქვამია: ნაიამ ატმა პრავაჩანენა ლაბჰიო ნა მედჰაია ნა ბაჰუნა შრუტენა – თვითშემეცნების მიღწევა შეუძლებელია უბრალოდ აკადემიური განათლებით, ერუდირებული ლექციების კითხვით (პრავაჩანენა ლაბჰიაჰ), ან გონიერ მეცნიერად ჩამოყალიბებით, რომელიც მრავალ საოცარ აღმოჩენას ჩაუყრის საფუძველს. კრიშნას გაგება შეუძლებელია, სანამ თვით კრიშნა არ მოიღებს წყალობას პიროვნებაზე. მხოლოდ მას, ვინც კრიშნას წმინდა ერთგულს მიენდო და მისი ლოტოსის ტერფების მტვერს ეზიარა, შეუძლია კრიშნას ჩაწვდომა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ დავაღწიოთ თავი მაიას კლანჭებს. ამის განხორციელება მხოლოდ კრიშნას ცნობიერად გახდომის გზით არის შესაძლებელი. ხოლო იმისათვის, რომ იოლად მიაღწიო კრიშნას ცნობიერებას, ამისათვის თავი უნდა მიანდო რეალიზებულ სულს – მაჰატს, ანუ მაჰატმას – რომლის ერთადერთი ინტერესიც უზენაესი უფლის მსახურებაა. როგორც უფალი ამბობს "ბჰაგავად-გიტაში” (9.13):

მაჰატმანას ტუ მამ პართჰადაივიმ პრაკრიტიმ აშრიტაჰ
ბჰაჯანტი ანანია-მანასოჯნატვა ბჰუტადიმ ავიაიამ


“ო პრითჰას შვილო, დიადი სულები, რომლებიც არასოდეს არიან დაბნეულნი, ღვთაებრივი ბუნების მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ისინი მთლიანად ერთგული სამსახურით არიან დაკავებულნი, ვინაიდან ისინი მე, როგორც ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, თავდაპირველსა და უშრეტს მიცნობენ.” ამიტომ ცხოვრების ამ არასასურველი გაჭირვებებისათვის ბოლოს მოსაღებად, ერთგულად გახდომაა საჭირო.

იასიასტი ბჰაკტირ ბჰაგავატი აკინჩანა
სარვაირ გუნაის ტატრა სამასატე სურაჰ


“ვისაც კრიშნასადმი ურყევი ერთგული რწმენა აქვს, იგი გამუდმებით კრიშნასა და ყველა ნახევარღმერთისათვის დამახასიათებელი სათნო თვისებას ავლენს.”
(ბჰაგ. 5.18.12)

იასია დევა პარა ბჰაკტირიათჰა დევე ტათჰა გურაუ
ტასიაიტე კათჰიტა ჰი ართჰაჰპრაკაშანტე მაჰატმანაჰ


“ვედური ცოდნის საგანძურის კარი თავისთავად მხოლოდ უფლისა და სულიერი მოძღვრის უსიტყვო რწმენის მქონე დიადი სულების წინაშე იხსნება.” ("შვეტაშვატარა უპანიშადი” 6.23)

იამ ევაიშა ვრინუტე ტენა ლაბჰიას
ტასიაიშა ატმა ვივრინუტე ტანუმ სვამ


“უფალს მხოლოდ ის მოიპოვებს, ვისაც თავად უფალი ირჩევს. ასეთი
პიროვნებას იგი თავის საკუთარ ფორმასაც ანდობს” ("მუნდაკა უპანიშაიდი” 3.2.3).

ეს ვედური დანაწესებია. ჩვენ თვითშეცნობილ სულიერ მოძღვარს უნდა მივანდოთ თავი, და არა მატერიალურად განათლებულ სწავლულს ან პოლიტიკოსს. საჭიროა ნიშკინჩანას, ერთგული სამსახურით დაკავებულ და მატერიალური სიბილწისაგან თავისუფალ პიროვნების მოძებნა. ესაა შინ, ღმრთეებასთან დაბრუნების ერთადერთი გზა.

ტექსტი 33

იტი უკტვოპარატამ პუტრამჰირანიაკაშიპუ რუშა
ანდჰიკრიტატმა სვოტსანგანნირასიატა მაჰი-ტალე


იტი – ასე; უკტვა – თქვა; უპარატამ – შეჩერდა; პუტრამ – შვილი; ჰირანიაკაშიპუჰ – ჰირანიაკაშიპუმ; რუშა – რისხვით; ანდჰიკრიტა-ატმა – თვითშემეცნების მიმართ დაბრმავებული; სვა-უტსანგატ – მისი კალთიდან; ნირასიატა – ისროლა; მაჰი-ტალე – მიწაზე.

ამ სიტყვების შემდეგ, პრაჰლადა მაჰარაჯა დადუმდა. ჰირანიაკაშიპუმ, რომელიც ბრაზს სულმთლად დაებრმავებინა, კალთიდან ჩამოაგდო იგი და მიწაზე დაანარცხა.

ტექსტი 34

აჰამარშა-რუშავიშ‡აჰკაშაიი-ბჰუტა-ლოჩანაჰ
ვადჰიატამ აშვ აიამ ვადჰიონიჰსარაიატა ნაირრიტაჰ


აჰა – მან თქვა; ამარშა – აღშფოთება; რუშა – და რისხვით; ავიშ‡აჰ – შეპყრობილი; კაშაიი-ბჰუტა – წავარვარებული სპილენძივით გაუხდა; ლოჩანაჰ – თვალები; ვადჰიატამ – მოკალით; აშუ – უმალვე; აიამ – ეს; ვადჰიაჰ – ვინც სიკვდილს იმსახურებს; ნიჰსარაიატა – წაიყვანეთ; ნაირრიტაჰ – ო, დემონებო.

ბრაზისაგან გავარვარებული სპილენძივით თვალებგაწითლებულმა გონებადაკარგულმა ჰირანიაკაშიპუმ თავის მსახურებს უბრძანა: ო, დემონებო, მომაშორეთ ეს ბიჭი! იგი სიკვდილს იმსახურებს და ახლავე აღასრულეთ ეს განაჩენი!

ტექსტი 35

აიამ მე ბჰრატრი-ჰა სო 'იამჰიტვა სვან სუჰრიდო 'დჰამაჰ
პიტრივია-ჰანტუჰ პადაუ იოვიშნორ დასავად არჩატი


აიამ – ეს; მე – ჩემი; ბჰრატრი-ჰა – ძმის მკვლელი; საჰ – იგი; აიამ – ეს; ჰიტვა – მიატოვა; სვან – საკუთარი; სუჰრიდაჰ – კეთილისმსურველები; ადჰამაჰ – დაბალი; პიტრივია-ჰანტუჰ – ის, ვინც მისი ბიძა ჰირანიაკშა მოკლა; პადაუ – ორ ტერფთან; იაჰ – ის ვინც; ვიშნოჰ – უფალი ვიშნუს; დასა-ვატ – მსახურივით; არჩატი – ემსახურება.

ეს ბიჭი პრაჰლადა ჩემი ძმის მკვლელია, რადგან მან თავისი ოჯახი მიატოვა, ისე ჩადგა მტრის, უფალი ვიშნუს ერთგულ სამსახურში, თითქოსდა უბრალო მოსამსახურე ყოფილიყო.

შინა-არსი: ჰირანიაკაშიპუს მისი შვილი პრაჰლადა მაჰარაჯა მისი ძმის მკვლელად მიაჩნდა, ვინაიდან პრაჰლადა მაჰარაჯას უფალი ვიშნუს ერთგული სამსახური აერჩია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრაჰლადა მაჰარაჯა სარუპია განთავისუფლებამდე ამაღლდებოდა და ამ თვალსაზრისით, უფალ ვიშნუს დაემსგავსებოდა. ამიტომ ჰირანიაკაშიპუმ პრაჰლადას მოკვლა განიზრახა. ერთგულები, ვაიშნავები სარუპია, სალოკია, სარშ‡ი და სამიპია განთავისუფლებას აღწევენ, მაშინ როცა მაიავადები, თავის მხრივ, საიუჯია განთავისუფლებას აღწევენ. მაგრამ საიუჯია-მუკტი არ არის საიმედო, სარუპია-მუკტი, სალოკია-მუკტი და სამიპია-მუკტი კი სრულიად საიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ ვაიკუნთჰა პლანეტებზე უფალი ვიშნუს, ნარაიანას მსახურები უფალთან თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, ერთგულებმა მშვენივრად იციან, რომ უფალი ბატონია, ხოლო ისინი – მსახურები.

ტექსტი 36

ვიშნორ ვა სადჰვ ასაუ კიმ ნუკარიშიატი ასამანჯასაჰ
საუჰრიდამ დუსტიაჯამ პიტრორაჰად იაჰ პანჩა-ჰაიანაჰ


ვიშნოჰ – ვიშნუს; ვა – არც; სადჰუ – კარგი; ასაუ – ეს; კიმ – ნუთუ; ნუ – უთუოდ; კარიშიატი – გააკეთებს; ასამანჯასაჰ – არასანდო; საუჰრიდამ – სასიყვარულო დამოკიდებულება; დუსტიაჯამ – ძნელი მისატოვებელი; პიტროჰ – მამისა და დედის; აჰატ – მიატოვა; იაჰ – ის ვინც; პანჩა-ჰაიანაჰ – მხოლოდ ხუთი წლის.

თუმცა პრაჰლადა მხოლოდ ხუთი წლის იყო, მან ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში გაწყვიტა სასიყვარულო დამოკიდებულება მამასთან და დედასთან. ამიტომ მამამისის აზრით იგი საეჭვო პიროვნება გახლდათ. უფრო მეტიც, ამის შემდეგ როგორღა შეიძლება, რომ იგი ვიშნუსაც კარგად მოექცეს?

Posted by: Atman Oct 5 2011, 04:48 PM

ტექსტი 37

პარო 'პი აპატიამ ჰიტა-კრიდ იათჰაუშადჰამ
სვა-დეჰაჯო 'პი ამაიავატ სუტო 'ჰიტაჰ
ჩჰინდიატ ტად ანგამ იად უტატმანო 'ჰიტამ
შეშამ სუქჰამ ჯივატი იად-ვივარჯანატ


პარაჰ – იგივე ჯგუფს ან ოჯახს არ მიეკუთვნება; აპი – თუმცა; აპატიამ – ბავშვი; ჰიტა-კრიტ – ვინც სიკეთის მომტანია; იათჰა – ისევე როგორც; აუშადჰამ – სამკურნალო ბალახი; სვა-დეჰა-ჯაჰ – მისი საკუთარი სხეულიდან შობილი; აპი – თუმცა; ამაია-ვატ – ავადმყოფობის მსგავსი; სუტაჰ – შვილი; აჰიტაჰ – ვინც
კეთილისმსურველი არ არის; ჩჰინდიატ – უნდა ჩამოიჭრას; ტატ – ეს; ანგამ – სხეულის ნაწილი; იატ – რაც; უტა – უთუოდ; ატმანაჰ – სხეულისათვის; აჰიტამ – არ არის სასიკეთო; შეშამ – წონასწორობა; სუქჰამ – ბედნიერად; ჯივატი – ცხოვრობს; იატ – რომელშიც; ვივარჯანატ – ჩამოჭრით.

სამკურნალო ბალახი ადამიანთა ოჯახს როდი მიეკუთვნება, იგი ტყეშია შობილი, მაგრამ როცა ის სასიკეთოა, მას ფრთხილად ინახავენ. ამის მსგავსად, თუკი გარეშე პირი კეთილადაა განწყობილი ოჯახის მიმართ, ამ ოჯახის წევრებმა იგი შვილივით უნდა დაიცვან. მეორეს მხრივ, თუკი საკუთარი სხეულის რომელიმე კიდური დასნებოვნებულია, იგი მოკვეთილ უნდა იქნეს, რათა მომავალში მთელმა სხეულმა უშფოთველად იცხოვროს. ამის მსგავსად, საკუთარი შვილიც კი, თუკი ის უვარგისია, უნდა მოიკვეთოს ოჯახიდან, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სისხლი და ხორცია.

შინა-არსი: შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ უფლის ყველა ერთგულს ასწავლიდა ბალახზე თავმდაბალნი და ხეებზე მომთმენნი ყოფილიყვნენ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ერთგულ სამსახურში ყოველთვის უსიამოვნებები შეხვდებოდათ. აქ ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ უსიამოვნებას აყენებს არაერთგული ერთგულს, თუმცა არაერთგული მოსიყვარულე მამაა. მატერიალური სამყარო ისეთია, რომ მოსიყვარულე მამა ერთგული შვილის მტერი ხდება. როცა საკუთარ შვილის მოკვლა გადაწყვიტა, ჰირანიაკაშიპუმ მაგალითად მოიყვანა სხეულის დაზიანებული კიდურის მოკვეთა, რომელიც დაჩირქებულია და ამიტომ მთელ სხეულს საშიშროებას უქადდა. ცხადია, ეს მაგალითი არაერთგულებსაც ეხება. ჩანაკია პანდიტი გვირჩევს: ტიაჯა დურჯანა-სამსარგამ ბჰაჯა სადჰუ-სამაგამამ. ერთგულებმა, რომელთაც სერიოზულად სურთ წინსვლა სულიერ ცხოვრებაში, არაერთგულთა წრე უნდა მიატოვონ და ყოველთვის ერთგულებთან იქონიონ ურთიერთობა. მატერიალურ ყოფიერებაზე მიჯაჭვულობა უმეცრებაა, ვინაიდან მატერიალური ყოფიერება დროებითია და გაჭირვებით აღსავსე. ამიტომ ერთგულებმა, რომლეთაც საკუთარი "მეს” შესაცნობად ტაპასიას (ეპითიმიებისა და ასკეტიზმის) შესრულება მტკიცედა აქვთ გადაწყვეტილი, უნდა გაწყვიტონ უღმერთო არაერთგულების წრე. პრაჰლადა მაჰარაჯა მამამისის, ჰირანიაკაშიპუს ფილოსოფოსიას სრულიად არ უჭერდა მხარს, მაგრამ მაინც მომთმენი და თავმდაბალი იყო. ხოლო რადგან ჰირანიაკაშიპუ არაერთგული გახლდათ, იგი იმდენად წაბილწული გონების პატრონი იყო, რომ საკუთარი შვილიც კი სასიკვდილოდ გასწირა. ეს მან ამპუტაციის ლოგიკის მოშველიებით გაამართლა.

ტექსტი 38

სარვაირ უპაიაირ ჰანტავიაჰსამბჰოჯა-შაიანასანაიჰ
სუჰრილ-ლინგა-დჰარაჰ შატრურმუნერ დუშ‡ამ ივენდრიიამ


სარვაიჰ – ყველა; უპაიაიჰ – ხერხით; ჰანტავიაჰ – უნდა მოიკლას; სამბჰოჯა – ჭამისას; შაიანა – წოლისას; ასანაიჰ – ჯდომისას; სუჰრიტ-ლინგა-დჰარაჰ – ვინც მეგობრის სახე მიიღო; შატრუჰ – მტერი; მუნეჰ – დიდი ბრძენის; დუშ‡ამ – უმართავი; ივა – მსგავსად; ინდრიიამ – გრძნობების.

სწორედ ისევე, როგორც უმართავი გრძნობები სულიერ ცხოვრებაში წინსვლით დაკავებული ყოველგვარი იოგის მტრებია, პრაჰლადა, რომელიც მეგობრად გვეჩვენება, მტერია, ვინაიდან მე მისი მართვის უნარი არ შემწევს. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ეს მტერი: ჭამს, ზის, თუ სძინავს, ყოველი საშუალებით უნდა განადგურდეს.

შინა-არსი: ჰირანიაკაშიპუმ აქტიურად წარმოიწყო პრაჰლადა მაჰარაჯას მოსაკლავ საშუალებათა მთელი ციკლი. ის შეეცდება მისი შვილის მოკვლას იმით, რომ ჭამისას საწამლავს მისცემს მას, ადუღებულ ზეთში ჩაადგებს, ან მწოლიარეს სპილოების ფეხებქვეშ ისვრის. ამრიგად, ჰირანიაკაშიპუმ უმანკო, მხოლოდ ხუთი წლის ბავშვის მოკვლა გადაწყვიტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი უფლის ერთგული გახდა. ასეთი დამოკიდებულება აქვთ არაერთგულებს ერთგულების მიმართ.

ტექსტები 39-40

ნაირრიტას ტე სამადიშ‡აბჰარტრა ვაი შულა-პანაიაჰ
ტიგმა-დამშ‡რა-კარალასიასტამრა-შმაშრუ-შირორუჰაჰ

ნადანტო ბჰაირავამ ნადამჩჰინდჰი ბჰინდჰიტი ვადინაჰ
ასინამ ჩაჰანან შულაიჰპრაჰრადამ სარვა-მარმასუ


ნაირრიტაჰ – დემონები; ტე – მათ; სამადიშ‡აჰ – დარიგება მიიღეს; ბჰარტრა – მათი ბატონისაგან; ვაი – უთუოდ; შულა-პანაიაჰ – ხელებში სამკაპები ეჭირათ; ტიგმა – ბასრი; დამშ‡რა – კბილები; კარალა – და საშიში; ასიაჰ – სახეები; ტამრა-შმაშრუ – სპილენძისფერი ულვაშები; შირორუჰაჰ – და თმები თავზე; ნადანტაჰ – გამოსცემდნენ; ბჰაირავამ – საშიშ; ნადამ – ხმას; ჩჰინდჰი – აკუწეთ; ბჰინდჰი – ნაწილებად; იტი – ასე; ვადინაჰ – ამბობდა; ასინამ – ვინც უხმოდ იჯდა; ჩა – და; აჰანან – თავს დაესხნენ; შულაიჰ – მათი სამკაპებით; პრაჰრადამ – პრაჰლადა მაჰარაჯას; სარვა-მარმასუ – სხეულის ნაზ ნაწილებზე.

დემონებმა [რაკშასებმა], ჰირანიაკაშიპუს მსახურებმა, მათი სამკაპებით პრაჰლადა მაჰარაჯას სხეულის ნაზი ნაწილების ცემა დაიწყეს. დემონებს საშიში სახეები, ბასრი კბილები მოწითალო, სპილენძისფერი წვერები და თმები ჰქონდათ, და ისინი უდიდეს შიშს აღძრავდნენ. გამოსცემდნენ საზარელ ხმას, და ყვიროდნენ: "აკუწეთ! განგმირეთ!”, მათ ცემა დაუწყეს პრაჰლადა მაჰარაჯას, ის კი უხმოდ იჯდა და მედიტაციას ახდენდა ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე.

ტექსტი 41

პარე ბრაჰმანი ანირდეშიებჰაგავატი აქჰილატმანი
იუკტატმანი აფჰალა ასანნაპუნიასიევა სატ-კრიიაჰ


პარე – უზენაესში; ბრაჰმანი – აბსოლუტური; ანირდეშიე – ვინც გრძნობებით არ აღიქმევა; ბჰაგავატი – ღმრთეების უზენაესი პიროვნება; აქჰილა-ატმანი – ყველას ზესული; იუკტა-ატმანი – მასზე, ვისი ჭკუაც დაკავებული იყო (პრაჰლადა); აფჰალაჰ – უშედეგოდ; ასან – იყო; აპუნიასია – მისი, ვისაც ღვთისმოსავ საქმეთა მარაგი არ გააჩნია; ივა – მსგავსად; სატ-კრიიაჰ – კარმი საქმეები (მსხვერპლშეწირვების შესრულების ან ასკეტიზმის მაგვარი რამ).

თუმცა ის პიროვნება, რომელსაც არავითარი ღვთისმოსავი საქმის მარაგი არა აქვს, კარგს საქმეს ასრულებს, ამას კარგი შედეგი არ მოჰყვება. ამდენად, დემონების იარაღებმა ვერაფერი დააკლეს პრაჰლადა მაჰარაჯას, ვინაიდან იგი ისეთი ერთგული იყო, რომ მატერიალურ პირობებს წონასწორობიდან ვერ გამოჰყავდა და მიუხედავად წამებისა, მთლიანად ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე მედიტაციასა და მის მსახურებაში იყო ჩაფლული. მასთან იყო ის, ვინც უცვლელია, ვისი შეცნობაც მატერიალური გრძნობებით შეუძლებელია და ვინც მთელი სამყაროს სულია.

შინა-არსი: პრაჰლადა მაჰარაჯა განუწყვეტლივ და მთლიანად ღმრთეების უზენაეს პიროვნებაზე ფიქრით იყო დაკავებული. როგორც ნათქვამია: გოვინდა-პარირამბჰიტაჰ. პრაჰლადა მაჰარაჯა ყოველთვის მედიტაციით იყო დაკავებული და ამდენად, გოვინდა იცავდა მას. ისევე როგორც მამის ან დედის კალთაში მყოფი პატარა ბავშვი ყოველთვის დაცულია, ერთგულს ყოველ ვითარებაში იცავს უზენაესი უფალი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ როდესაც პრაჰლადა მაჰარაჯას დემონები, რაკშასები თავს დაესხნენ, დემონები გოვინდასაც ესხმოდნენ თავს? ეს შეუძლებელია. დემონებს ბევრჯერ უცდიათ ღმრთეების უზენაესი პიროვნების ვნება ან მოკვლა, მაგრამ მას ვერავითარი მატერიალური საშუალება ვერ ავნებს, ვინაიდან იგი ყოველთვის ტრანსცენდენტურ მდგომარეობაშია. ამიტომ აქ ნახმარია სიტყვები პარე ბრაჰმანი. დემონებს, რაკშასებს, უზენაესი უფლის არც დანახვა და არც შეხება არ შეუძლიათ, თუმცა შეცდომით ფიქრობენ, თითქოს უფლის ტრანსცენდენტურ სხეულს თავიანთ მატერიალურ იარაღებს სცემენ. ამ ლექსში ღმრთეების უზენაესი პიროვნება აღწერილია როგორც ანირდეშიე. ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ იმყოფება ის ერთ გარკვეულ ადგილას, ვინაიდან იგი ყოვლისგამჭოლია. უფრო მეტიც, იგია აქჰილატმა, აქტიური პრინციპი ყოვლისა, თვით მატერიალური იარაღებისაც კი. ისინი, ვისაც უფლის დგომარეობის გაგება არ ძალუძს, უიღბლონი არიან. მათ შეუძლიათ იფიქრონ, რომ ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა და მისი ერთგულის მოკვლა შეუძლიათ, მაგრამ მათი ყველა მცდელობა ფუჭია. უფალმა იცის როგორ უნდა მოექცეს მათ.

ტექსტი 42

პრაიასე 'პაჰატე ტასმინდაიტიენდრაჰ პარიშანკიტაჰ
ჩაკარა ტად-ვადჰოპაიანნირბანდჰენა იუდჰიშთჰირა


პრაიასე – როდესაც მცდელობა; აპაჰატე – ფუჭი; ტასმინ – ეს; დაიტია-ინდრაჰ – დემონების მეფე, ჰირანიაკაშიპუ; პარიშანკიტაჰ – ძლიერ შეშინდა (ფიქრობდა რა იმაზე, თუ როგორ იყო ბიჭი დაცული); ჩაკარა – შეასრულა; ტატ-ვადჰა-უპაიან – მისი მოკვლის სხვადასხვა ხერხები; ნირბანდჰენა – შეუპოვრად; იუდჰიშთჰირა – ო მეფეო იუდჰიშთჰირა.

ჩემო ძვირფასო მეფე იუდჰიშთჰირა, როდესაც დემონების პრაჰლადა
მაჰარაჯას მოსაკლავად მიმართული ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა, დემონების მეფემ, ჰირანიაკაშიპუმ, რომელიც ძლიერ შეშინდა, მისი მოკვლის სხვა ხერხების მოგონება დაიწყო.


ტექსტები 43-44

დიგ-გაჯაირ დანდაშუკენდრაირაბჰიჩარავაპ
ტანაიჰ
მაიაბჰიჰ სანნიროდჰაიშ ჩაგარა-დანაირ აბჰოჯანაიჰ


ჰიმა-ვაივ-აგნი-სალილაიჰპარვატაკრამანაირ აპი
ნა შაშაკა იადა ჰანტუმაპაპამ ასურაჰ სუტამ
ჩინტამ დირგჰატამამ პრაპტასტატ-კარტუმ ნაბჰიაპადიატა


დიკ-გაჯაიჰ – დიდი სპილოების მიერ, რომლებიც ისე იყვნენ გაწვრთნილნი, რომ ფეხქვეშ ყველაფერს თელავდნენ; დანდა-შუკა-ინდრაიჰ – მეფის
შხამიანი გველების ნაკბენებით; აბჰიჩარა – გამანადგურებელი ჯადოებით; ავაპატანაიჰ – მთის წვეროდან გადმოგდებით; მაიაბჰიჰ – ოინების ჩვენებით; სანნიროდჰაიჰ – დაპატიმრებით; ჩა – აგრეთვე; გარა-დანაიჰ – მოწამვლით; აბჰოჯანაიჰ – შიმშილობით; ჰიმა – სიცივით; ვაიუ – ქარი; აგნი – ცეცხლი; სალილაიჰ – და წყალი; პარვატა-აკრამანაიჰ – დიდი ლოდებითა და გორებით ჩაქოლვით; აპი – და აგრეთვე; ნა შაშაკა – ვერ შეძლეს; იადა – როდესაც; ჰანტუმ – მოკვლა; აპაპამ – ვინც სრულიად არ იყო ცოდვილი; ასურაჰ – დემონი (ჰირანიაკაშიპუ); სუტამ – მისი შვილი; ჩინტამ – მღელვარება; დირგჰა-ტამამ – ხანგრძლივი; პრაპტაჰ – მოიპოვა; ტატ-კარტუმ – ამის გაკეთება; ნა – არ; აბჰიაპადიატა – მიაღწია.

ჰირანიაკაშიპუმ თავისი შვილი ვერ მოკლა ვერც დიდი სპილოების ფეხქვეშ დაგდებით, ვერც უზარმაზარ, საშიშ გველებთან ჩაგდებით, გამანადგურებელი ჯადოების გამოყენებით, თუ მთის მწვერვალიდან გადმოგდებით, მაგიური ოინების ჩვენებით, მოწამვლით, შიმშილობით, მკაცრ სიცივეში, ქარში, ცეცხლსა და წყალში წამებითა თუ დიდი ლოდებით ჩაქოლვით. როდესაც ჰირანიაკაშიპუმ იხილა, რომ უმწიკვლო პრაჰლადას ვერანაირ ზიანს ვერ აყენებდა, იგი დიდმა მღელვარებამ შეიპყრო და აღარ იცოდა რა ექნა.

ტექსტი 45

ეშა მე ბაჰვ-ასადჰუკტოვადჰოპაიაშ ჩა ნირმიტაჰ
ტაის ტაირ დროჰაირ ასად-დჰარმაირმუკტაჰ სვენაივა ტეჯასა


ეშაჰ – ეს; მე – ჩემი; ბაჰუ – მრავალი; ასადჰუ-უკტაჰ – ცუდი სახელი; ვადჰა-უპაიაჰ – მისი მოკვლის სხვადასხვა ხერხები; ჩა – და; ნირმიტაჰ – გამოვიგონე; ტაიჰ – ამით; ტაიჰ – ამით; დროჰაიჰ – მოღალატეობა; ასატ-დჰარმაიჰ – საძაგელი საქმენი; მუკტაჰ – განთავისუფლებული; სვენა – მისი საკუთარი; ევა – უთუოდ; ტეჯასა – ძალით.

ჰირანიაკაშიპუმ იფიქრა: მე მრავალი სალანძღავი სიტყვა ვუწოდე ამ ბიჭს და მრავალი ხერხიც გამოვიგონე მის მოსაკლავად, მაგრამ ყველა ჩემი მცდელობის მიუხედავად, მისი მოკვლა ვერ მოხერხდა. მან საკუთარი ძალებით გადაირჩინა თავი, ისე რომ ეს საძაგელი საქმეები სრულიად არ შეხებია მას.

Posted by: Atman Oct 10 2011, 07:28 AM

აუდიოწიგნები შრიმად-ბჰაგავატამზე:

http://www.svirel.com/bhagavata_purana_tales/

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)