IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V   1 2 3 > » 

brevalo
Posted on: Apr 20 2022, 06:49 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(Zet @ Apr 20 2022, 05:21 PM) *
კი, დაიხურა



გარკვეული იუზერებისთვის გახსნილი იყო და ისევ მასე რომ გაკეთდეს არ შეიძლება?
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130951 · Replies: 7 · Views: 2,680

brevalo
Posted on: Apr 19 2022, 01:04 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


მაგიის ქვეგანყოფილება ისევ დაიხურა?



...................................
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130941 · Replies: 7 · Views: 2,680

brevalo
Posted on: Mar 18 2022, 08:56 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(old_man @ Mar 18 2022, 08:53 PM) *
პუწინ ნაშ ლიუბიმი პრეზიდენტ-ო secret.gif biggrin.gif




უი biggrin.gif

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130817 · Replies: 203 · Views: 32,233

brevalo
Posted on: Mar 18 2022, 12:59 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


ასეთი რა დაწერა ანომ, რომ წაშალეთ? biggrin.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130814 · Replies: 203 · Views: 32,233

brevalo
Posted on: Aug 18 2021, 03:43 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


კონფლიქტში და აქოთებულ სიტუაციაში იწრთობა განვითარების გზები, მაგ დროს ხდება უვარგისი ადამიანური თვისებების ზედაპირზე ამოტანა, ამყრალება, ხოლო შემდეგ ამ თვისებების გამოწვა. ეხლა რაც ხდება აუცილებელი პროცესია. ეს ყველაფერი უნდა გამოიაროს კაცობრიობამ.
თორემ დამტკბარი და დამშვიდებული სიტუაცია არაფერს არ ცვლის. სიმშვიდეში მყოფი ადამიანი მშვიდად დარჩება და ერთ ადგილას იდგება, ხოლო ეს ტკბობა კი ყალბი და მოჩვენებითი იქნება.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130497 · Replies: 26 · Views: 10,319

brevalo
Posted on: Aug 8 2021, 08:28 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


გლობალიზაცია ქვეყნებში მცხოვრები ხალხების ინდივიდუალურობას და დამახასიათებელ თავისებურებას დააკარგვინებს და გააერთფეროვნებს. ასევე ტრადიციებსაც ნელ-ნელა უკან ჩააჩოჩებს. ვისაც ეგ არ ანაღვლებს და სულ ერთია, მისთვის გლობალიზაცია კარგიცაა. წესით ომები და ქვეყნებს შორის მუსკულების დატოლება შეწყდება. მოკლედ ყველაფერს აქ პლიუსი და მინუსი. გააჩნია ვისთვის რა არის პრიორიტეტული.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130405 · Replies: 3 · Views: 2,815

brevalo
Posted on: Jul 4 2021, 11:17 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


http://projectixtlan.com/



...............................
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #130373 · Replies: 209 · Views: 112,083

brevalo
Posted on: Jun 30 2021, 03:58 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


ჩემი აზრი ასეთია კასტანედაზე, რომ მისი წაკითხვა ადამიანმა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც უკვე რაღაც პრაქტიკა და ცოდნა გაქვს სულიერი განვითარების სფეროში. თუ მოუმზადებელი პირდაპირ ეცემი მის წიგნებს დიდი შანსია რომ დესტრუქციისკენ წაგიყვანოს.

და რაც მთავარია აქ ახსენეს, რომ თუ კასტანედას მოკიდებ ხელს აუცილებლად სიყვარულის ძალით უნდა გაკეთდეს ყველაფერი. დონ ხუანიც მაგას ამბობს, გულით უნდა აკეთოო, გული უნდა გქონდეს გახსნილიო. ეგ იგივეა, რაც სიყვარულით კეთება. თუ გულით არ გაკეთდება ცოტა ბნელ მხარეს ამოყოფ თავს smile.gif

პ.ს. პეიოტების და სხვადასხვა მცენარეების მოწევა თამამად შეგიძლიათ რომ მედიტაციით ჩაანაცვლოთ. კი, მედიტაცია უფრო გრძელი გზაა, მაგრამ ამ გზის გავლის დროს ბევრ რაღაცას დაახელოვნებს ადამიანი (ნების, განზრახვის, დისციპლინის და სხვათა გამომუშავებას) და შემდეგ უფრო მყარად იდგება ფეხზე ძალებთან შეხვედრისას.

პ.პ.ს ჩემი აზრით ეს თემა მაგიის განყოფილებაში უნდა გადავიდეს smile.gif
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #130367 · Replies: 209 · Views: 112,083

brevalo
Posted on: Jun 10 2021, 01:02 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


ერთი რამ მაინტერესებს:

რა როლს თამაშობს სულიერ განვითარებაში არაორგანულ არსებებთან შეხვედრა ან თუნდაც მაღალვიბრაციულ სულიერ სივრცეში მოხვედრა?

შეიძლება მიმზიდველად ჟღერს ეს ყოველივე, მაგრამ იქნებ ამიხსნათ რა სარგებლობა მოაქვს ასტრალურ პროექციას ან სიზმართხილვას....

მადლობა.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #130315 · Replies: 209 · Views: 112,083

brevalo
Posted on: May 21 2021, 06:17 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


რას აძლევს ადამიანს სიზმართხილვა?
smile.gif
ანუ რა როლს თამაშობს სიზმართხილვა ადამიანის სულიერ განვითარებაში?
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #130299 · Replies: 354 · Views: 538,867

brevalo
Posted on: May 5 2021, 02:01 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


რა აძლევს ადამიანს სიზმართხილვა?
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #130292 · Replies: 354 · Views: 538,867

brevalo
Posted on: May 3 2021, 07:44 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


აქ ვინც შემოდის, ყველას აინტერესებს ეს სფერო, მაგრამ ყველას განსხვავებული მიზნები აქვს.

საინტერესოა ვის რა მიზანი აქვს ცხოვრებაში.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130288 · Replies: 9 · Views: 3,761

brevalo
Posted on: Feb 8 2021, 06:25 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(SixthSense @ Feb 5 2021, 08:20 PM) *
მოკლედ მეგობრებო მაგარ შარში ვარ, როგორც ზევით ავღნიშნე ამ რაღაცას რაც ჩემოს გარშემო ტრიალებს წყალი დავუდე ჭიკით და დალია კიდევაც.. ნელ ნელა მეუფლება ორგანულად და ფიზიკურად, გუშინ ვიჯექი ჩემთვის ტვ ვუყურებდი გაუნძრევლად და უცბად ვიგრძენი სხეულში ძალიან დიდი ვიბრაცია მიწისძვრასავით, თითქოს სხეულიდან რაღაცა გამოდიოდა ან პირიქით შედიოდა.. 4 ჯერ გამმეორდა ამ 2 დღეში უკვე და რამის მდივნიდან გადავარდი... ასევე ვგრძნობ ფიქრების ძალიან დიდ ნაკადს თითქოს ჩემი არაა ეს ფიქრები.. wtf? რა ვქნა ჩემი არ ვიცი.. sad.gif sad.gif





როდესაც გღვიძავს იყავი მუდამ ფხიზლად და აცნობიერე ყველაფერი. ყველაფერს მყარად დაუდექი, არ შეგეშინდეს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130145 · Replies: 73 · Views: 28,104

brevalo
Posted on: Feb 5 2021, 02:42 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(Crow @ Feb 5 2021, 12:05 PM) *
სანამ ყოვლისმცოდნეების როლში ვართ, დასკვნები გვაქვს რაღაცებზე გაკეთებული და გაცვეთილი გამოცდილებით ვმოძრაობთ, დამკვირვებელი და მატრიცა კიარა ჭიანჭველა უფრო ბუნებრივია ვიდრე ჩვენ. სანამ სწორი სიტყვების შერჩევას ვეცდებით და სურათებს შევუქმნით ერთმანეთს სამყაროზე თუ ჩვენს გარშემო ადამიანებს ჩვენს თავზე , ყველაფერი ფეიკია. და აზრი არ აქვს ამ შეთხვევაშიც ამაზე საუბარს ჩემი აზრით.





კი ბატონო. აქ და არა მარტო აქ ადამიანები ცდილობენ თავიანთი გამოცდილებების და აზრების და შეგრძნებების გაზიარებას. მაგრამ ყველაფერი ფეიკია და აზრი არ აქვს ამაზე საუბარს ერთი გამონაკლისის გარდა (შეიძლება ვინმე მოვიდეს და თქვას რომ ყველაფერს აზრი აქვსო. კი აზრი აქვს რომ მიხვდე რომ შეცვალო მიდგომა თუ შენთვის არასწორ გზას ადგახარ). მთავარია თვითონ ადამიანის შიგნით ბირთვი, ნამდვილი "მე", რომელიც იღწვის განვითარებისკენ და არის თუ არა ის მზად რომ განვითარდეს. ხოლო თუ ადამიანის ის ყველაზე ღრმა ბირთვი მზად იქნება განვითარებისთვის, მაშინ დაიწყება რეალური ქმედებები და ასეთი ადამიანი ყოველთვის გამოძებნის გზას რომ განვითარდეს. თორე დანარჩენ შემთხვევაში კილომეტრიანი პოსტების წერა და ყავაზე ჭორაობა არაფერს მოგვცემს.

ერთი კარგი ფრაზა ჰქონდათ კომუნისტებს, რომელიც შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ აითვისა: "საქმე ლაპარაკის ნაცვლად". პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ეს ფრაზა ძალიან საყურადღებოა. ჭეშმარიტებაზე ჭორაობას ჯობია რეალურად საქმე ვაკეთოთ. ხოლო ლაპარაკს აზრი აქვს მაშინ, როდესაც 10 ჯერ მეტ საქმეს აკეთებ, ვიდრე ლაპარაკობ და მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობ რომ მნიშვნელოვანი საკითხები გადაჭრა და არა ეზოთერიკაზე იჭორაო. ეგ იმას გავს მანქანა რომ "ხალასტოიში" გყავდეს, გაზს მიაჭირო, ძრავი აბღუილო და წინ ვერ წახვიდე. მოკლედ საქმე ლაპარაკის ნაცვლად smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130139 · Replies: 38 · Views: 26,071

brevalo
Posted on: Feb 3 2021, 03:20 AM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(ARSI @ Feb 2 2021, 07:02 PM) *
მემგონი მივხვდი რაც ბრევალომ იგულისხმა თუ მეტყვი რომ ჭეშმარიტება არსებობს ამას გავიგებ და მეცოდინება რომ არსებობს მაგრამ თუ ამიხსნი როგორია ჭეშმარიტება ამას ვერ გავიგებ თუ თავად არ ვეზიარები . თუ ყველას გზა ერთია ეგრედწოდებულ ჭეშმარიტებამდე მაშინ გზასაც მასწავლი მაგრამ მე ვფიქრობ ყველას მიდგომა ინდივიდუალურია. და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რომ ჭეშმარიტების ახსნას აზრი არა აქვს justcuz_hourglass.gif მაგალითად დავით შენ რომ ამიხსნა ის ჭეშმარიტება რასაც ეზიარე ეს ხომ შენი ინტერპრეტაციები იქნება და მე შეიძლება არარეალური წარმოდგენები შემექმნას თუ ვცდები?



კი ბატონო, თითქმის ეგ ვიგულისხმე smile.gif


............................


პ.ს. ერთმანეთის სიტყვებზე გამოკიდებით და სიტყვების თამაშით წინ ვერ წავალთ. მთავარია ერთმანეთის ნათქვამის დედაარსს ჩავწვდეთ და გავიგოთ.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130129 · Replies: 56 · Views: 19,436

brevalo
Posted on: Feb 2 2021, 06:42 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(David Monny @ Feb 2 2021, 06:28 PM) *
brevalo

ჭეშმარიტება არსადაა და შენი საუბარი მას ვერ დაკარგავს.

მერე ისაუბრონ, შენ გაჩუმდი.
ხომ ხვდები უკიდეგანო ნონსენსში ხარ და გინდა ჩენც გვამყოფო. ამბობ აზრი არ აქვს ჭეშმარიტებაზე საუბარსო და
საუბრობ. გაჩმდი, რატომ საუბრობ?

ეს ელემენტარული დიალექტიკური საკენკები კარგა ხანია გავლილი მაქვს და აქ შეიძლება ვინმე წამოეგოს, ამიტომ
უპასუხოდ ვერ დავტოვებ.

თუ ვინმე გეუბნება „არა“, „არ გეთანხმები“, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მტერია, პირიქით, შეიძლება საუკეთესო მეგობარიც კი აღმოჩნდეს,
მაგრამ თუ ვინმე გეუბნება „აზრი არ აქვს“, შეუძლებელია არ იყოს მტერი.
აზრი ყველაფერს აქვს. ძაღლი რომ ისაქმებს აი, ამ წამს ქუჩაში მაგასაც.
ვინ თქვა, რო მატერიალურ სამყაროში ვართ? არავითარი სამყარო არ არსებობს.
აზრი ყველაფერს აქვს, ამ დემოტივატორ წინადადებასაც კი, რო ყველამ იცოდეს მტრის და მოყვრის გარჩევა.
მეტრი აუცილებელი არ არის „რუსეთი ოკუპანტია“ იყოს, ან ცოცხალი ადამიანი.
მტერი შეიძლება სიტყვებით და ფიქრებით მოვიდეს უდნა იცოდე გარჩევა.



კი ბატონო, როგორც გენებოს. თუ გინდა მტერი ვიქნები, თუ გინდა მოყვარე.
ყველას თავის გზა აქვს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130122 · Replies: 56 · Views: 19,436

brevalo
Posted on: Feb 2 2021, 05:47 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(David Monny @ Feb 2 2021, 01:28 PM) *
brevalo

კარგი ერთი! ახლა, რო გახვალ ქუჩაში და მეზობელი შეგხვდება, არ უთხრა გამარჯობა, აზრი არ აქვს. მაღაზიაში შედი
და არ უთხრა რა გინდა, არ ილაპარაკო იმაზე, რაც გინდა, გამყიდველი დაგაყრის კითხვებს, რა გინდაო? არ უპასუხო, აზრი არ აქვს.
ბოლოს, გამოგაბურძუყებენ იქიდან, რადგან სხვის საკუთრებაში დგახარ უაზროდ.
შენ, მოსულხარ არ იცი საიდან და გვიმტკიცებ, რომ ჭეშმარიტებაზე საუბარს აზრი არ აქვს?
მოსულხარ არ იცის საიდან, იგულისხმება, რო არ იცის სად იყავი სანამ დაიბადებოდი.
ჭეშმარიტებაზე საუბარი, ჭეშმარიტების ნაწილია. ვიღაც ხედავს, ვიღაც ვერ. იმიტომ საუბრობ, რომ გინდა ყველა ხედავდეს.
მეტყველება მნიშვნელოვანი ნაწილია ჭეშმარიტების. დიალექტიკა, სიტყვა, მნიშვნელოვანია.
ის კომუნიკაციის საშალებაა. მახოლოდ შენ არ დადიხარ ამ დედამიწაზე, კიდევ 7 მლრდ. ადამიანი დავდივართ შენ გარდა.
(სწორად გამიგე, ასე მივმართავ საყოველთაო ეგოს პრინციპს და არა პირადა შენ)

სიტყვა, ცნობიერების მდგომარეობას გამოხატავს. დიოგენე ამბობდა, ხმა ამოიღე დაგინახოო.
ლაპარაკი, სიტყვები მისანიშნებელი საშუალებებია და არ შეიძ₾ება მათი უგულებელყოფა.
დიახ, ჭეშმარიტება არავერბალურია, მაგრამ მასზე მინიშნება შესაძლებელია ვერბალურად.
ეს ჰგავს ფიჩხს კოცონს რომელიც ანთებს, მას მერე რაც ამ პატარა ფიჩხიდან აინთება კოცონი, მერე თავად ამ კოცონში
ჩაიფერფლება და გაქრება, მაგრამ კოცონი, ამ ფიჩხით დაიწყო. ეს ფაქტია.
რაღაცით უნდა დაიწყო, ციდან ჩამოვარდნილები არავინ ვართ. ყველანი დედის საშოდან მოვდივართ.



კი ბატონო, როგორც გენებოს.

როდესაც მზეს ხედავ ამბობ რომ მე ვხედავ მზეს, ისეთს როგორიც სინამდვილეშია. ხოლო თუ მე დავიწყებ საუბარს მზეზე, როგორც მანათობელზე, რომელიც არის ისეთი, ასეთი, კაშკაშა, გამათობობელი. იქ უკვე იკარგება ჭეშმარიტება.

უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ისაუბრონ ადამიანებმა გზაზე, რომელიც მიგიყვანს "იქამდე". ვიცი რომ გზა არ არსებობს, მაგრამ თან არსებობს, რადგან მატერიალურ სამყაროში ვართ, რომელსაც ვერ ვუგულებელყოფთ და მისი გავლით უნდა მივიდეთ "იქამდე". თუმცა დადგება მომენტი, როდესაც წკაპ გადაირთვება და გზაც გაქრება და იტყვი რომ "ის" ყოველთვის აქ ყოფილა.

ამიტომ თვითონ "იმაზე" საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ გზაზე საუბარს კი.



  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130120 · Replies: 56 · Views: 19,436

brevalo
Posted on: Feb 2 2021, 01:16 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE
ან ვხედავ, ან ვერ.



ამაშია საქმე. ჭეშმარიტებაზე საუბარსაც აზრი არ აქვს. მას ან ხედავ ან ვერ. ჭეშმარიტებაზე საუბარი იგივეა რომ ბრმამ სინათლეზე ისაუბროს.

  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130114 · Replies: 56 · Views: 19,436

brevalo
Posted on: Jan 29 2021, 07:34 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(Mechanical Sheep @ Jan 29 2021, 07:22 PM) *
ცუდი არ მოხდება, უბრალოდ იწყება ბრძოლა. ბრძოლისთვის კი ნიადაგი იქმნება. თუ აქ ხარ ისევ და გაინტერესებს ცოტახანში შევეცდები რომ ნორმალურად გაგიზიარო ჩემი გამოცდილება ამ საკითხზე.



ბრძოლის გარეშეც შესაძლებელია განეიტრალება, უბრალოდ ბევრად რთულია ვიდრე ბრძოლით მოგვარება
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130063 · Replies: 56 · Views: 19,436

brevalo
Posted on: Jan 29 2021, 04:56 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(David Monny @ Jan 26 2021, 01:20 PM) *
brevalo

მგონი ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე.
სწორედაც, რომ სასარგებლოა ეგეთ შეკრებები, რო დარწმუნდე დამკვირვებლის არარსებობაში.
არავითარი დამკვირვებელი არ არსებობს.
მატრიცის ყველაზე დიდი ტყუილი დამკვირვებელია.
თუ გაინტერესებს დეტალები შემიძლია გავშალო კიდევ ერთხელ.



ვხვდები რასაც ამბობ, მაგრამ მაქამდე რომ მივიდეს ადამიანი ჯერ უნდა იყოს დამკვირვებელი და ცენტრი უნდა ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ უკვე ეგ ყველაფერი ქრება. პირდაპირ მოუმზადებელზე ტურიაში ვერ გადაეშვება ადამიანი. ჯერ რაღაცეები უნდა გაიაროს რომ მაქამდე მივიდეს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130060 · Replies: 38 · Views: 26,071

brevalo
Posted on: Jan 22 2021, 11:02 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


მატრიცაში დაკავების ყველაზე და მასში გაბრუების ყველაზე გავრცელებული მეთოდია ახლო ადამიანების კეთილგანწყობა.
მაგალითად, ძმაკაცი გირეკავს და გეუბნება: "ბიჭები ვიკრიბებით აქა და აქ საქეიფოთ ან გასართობად და წამოდი, მაგარ დროს გავაკარებთ". მიდიხარ მათთან და გრძნობ კეთილგანწყობას, სითბოს. ერთად იცინით, საერთო ემოციებს განიცდით. ანუ ძალაუნებურად საერთო ქვაბში იწყებ ხარშვას. ერთი შეხედვით ამაში შენთვის ცუდი არაფერია. მაგრამ თუ ადამიანს უნდა მატრიცადან ამოძრომა, მისთვის მსგავსი სიტუაციები არასასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ამ დროს აღარ ხარ დამკვირვებელი. შენც ერთ-ერთი მათთაგანი ხდები.
მისგან (მატრიცასგან) თავის დაღწევის ალბათ ბევრი ხერხი არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ხერხია, რომ ჯერ ადამიანი დროებით უნდა გაუცხოვდეს ხალხისგან. ცნობიერება ასე თუ ისე განავითაროს, მოაძლიეროს და შემდეგ როცა თავს იგრძნობს მყარად გამოჩნდეს ხალხში. ამის შემდეგ თუ სადმე ხალხმრავლობაშ მოხვდება ის უკვე დამკვირვებლის თვალით დაუწყებს მათ ყურებას და აღაც შეუერთდება მათ რიგებს. ის იქნება მათ შორის, მაგრამ იქნება მარტო და ცალკე. მისი გარშემომყოფები მიხვდებიან რომ ეს ადამიანი აღარ არის ის რაც ადრე იყო და რომ რაღაც სჭირს, მაგრამ ვერ მიხვდებიან რაშია საქმე.


თითქოს ადვილად აღვწერე ეს ყველაფერი, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი ენერგია.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #130002 · Replies: 38 · Views: 26,071

brevalo
Posted on: Jan 18 2021, 05:41 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


QUOTE(lsd @ Jan 18 2021, 03:11 AM) *
გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და მიხარია რომ არსებობს ასეთი ფორუმი სადაც ბევრი მაძიებელი არის გაერთიანებული
ახლა მინდა ჩემზე და ჩემს პრაქტიკაზე გითხრათ
არც თუ ისე დიდი დროა გასული რაც მედიტაციის დაპრაქტიკება დავიწყე (1.5 წელი) და ამ დროის განმავლობაში ბევრი თუ არა რამდენიმე მედიტაცია მაინც ვცადე. ჯერ იყო სუნთქვაზე კონცენტრაციით დავიწყე, მერე იყო სიტყვაზე ან წინადადებაზე კონცენტრაციით, ამის შემდეგ საათის ხმაზე კონცენტრაციით, მაგრამ თითქოს შედეგს ვერცერთი მეთოდით ვერ ვიღებდი. თავიდან 10 წუთით დავიწყე და ნელ-ნელა ვუმატებდი, მაგრამ სულ ერთი სული მქონდა ხოლმე ტაიმერს მალე დაერეკა და ასევთქვათ ვერ ვახერხებდი ღრმად გასვლას, ამ ბოლო დროს კი ასეთი მეთოდი აღმოვავინე : მედიტაციის დროს არ ვცდილობ ან რაიმეზე ფიქრს ან კონცენტრაციას უბრალოდ მივყვები დინებას, ნუ რა თქმა უნდა მომდის აზრები თავში (სხვათაშორის ძალიან ცოტა) მაგრამ თითქოს როგორც მოდის ისევე ქრება და ხშირშემთხვევაში ისე ხდება რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ ფიქრის იმდენად დაბალი ვიბრაციები აქვს და რაც ყველაზე მთავარია ამ მედიტაციის დროს მართლაც მშვიდად ვგრძნობ თავს არც მალე დამთავრებაზე მეფიქრება და არც ჩემ თავთან ვაიგივებ ამ ფიქრებს (ისე ხდებს თითქოს ჩემი არ არის, ოღონდ ძალდაუტანებლად)
ხოდა ჩემი კითხვა რას შეეხება მაინტერესებს არსებობს მედიტაციის ასეთი მეთოდი? და შესაძლებელია კი ამ მედიტაციით იმ სიმაღლეებზე ასვლა რასაც ჭეშმარიტება ჰქვია?
JC_cupidgirl.gif



ჩემი აზრით ფორუმიდან ამის კითხვას აზრი არ აქვს, რადგან ყველა ადამიანის ცნობიერება განსხვავებულია. ჯობია შენთვითონ ეძებო. სულ ეძებე (ფილმებში, წიგნებში, იუთუბ ვიდეოებში და ა.შ.), არ გაჩერდე და ბოლოს აუცილებლად იპოვნი. ისეთ რამეს იპოვნი, რაც შენს ცნობიერებაზე იქნება მორგებული. ოღონდ საჭიროა საბაზისო ცოდნა გქონდეს ადამიანის ცნობიერების სტრუქტურის.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #129998 · Replies: 4 · Views: 5,856

brevalo
Posted on: Jan 13 2021, 03:23 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


მატრიციდან თავის დაღწევა საკმაოდ ბევრი შემადგენელი ნაწილის გაცნობიერებას მოითხოვს, ანუ საკმაოდ კომპლექსური სამუშაოა. რა არის მატრიციდან თავის დაღწევა? მარტიციდან თავის დაღწევა ნიშნავს ეგრეგორებისგან ფიზიკური, ემოციური და მენტალური დამოუკიდებლობის მოპოვებას. ანუ თქვენ წყვეტთ ენერგომიმოცვლას ყველა გარეშე ადამიანთან, ადამიანებთან, ადამიანთა ჯგუფთან, ასევე ეგრეგორებისგან შექმნილ იდეებთან. შევეცდები ძალიან მოკლედ გადმოვცე თუ როგორ არის შესაძლებელი ამის გაკეთება: საჭიროა ჯერ საკუთარი "მე"-ს მოძლიერება, პერმანენტული მედიტაციები. მედიტაცია დაგეხმარებათ დამკვირვებელის თვისებების გაჩენაში. ჩვეულ რეჟიმში ყოფნისას საჭიროა მუდამ ფხიზლად ყოფნა და შეძლებისდაგვარად მუდამ საკუთარ "მე"-ზე დაკვირვება. მაგალითად, როდესაც ვუყურებთ ახობელ ადამიანს პირველ რიგში ვაცნობიერებთ საკუთარ "მე"-ს, საკუთარ თავს და საკუთარი "მე"-დან ვუყურებთ ახლობელ ადამიანს. ამით ვინარჩუნებთ საკუთარი თავის სიმტკიცეს.
როდესაც ნელნელა რაღაც დოზით აღარ იქნებით ენერგომიმოცვლაში სხვა ადამიანებთან და ენერგომინოცვლაში იქნებით ბუნებასთან, ამას ქვეცნობიერად აუცილებლად შეატყობენ აგენტი სმიტები ანუ გარეშე ადამიანები. ამიტომ აუცილებლად იქნება პროვოკაცია. ერთი მწარე რეალობა მინდა გითხრათ, რომ აგენტი სმიტები შეიძლება იყვნენ თქვენი ოჯახის წევრები და ყველაზე საყვარელი ადამიანები. ამიტომ პირველ რიგში მაგათგან უნდა ველოდოთ პროვოკაციებს. პროვოკაციებში იგულისხმება სინდისზე აგდება, შენს სისუსტეებზე შეტევის მიტანა და სხვა. ანუ როდესაც გრძნობენ რომ სხვა ენერგიის მატარებელი ხარ, ისინი აუცილებლად შეეცდებიან რომ ისევ თავისიანი გაგხადონ. პროვოკაციაზე აგრესიით არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუპასუხოთ, რადგან ეს ნიშნავს რომ ისევ მატრიცაში ვიწყებთ დაბრუნებას ანუ მათ თამაშს ვთამაშობთ. პროვოკაციის დროს საჭიროა ჩვენი "მე" არ დავკარგოთ, გავაცნობიეროთ რომ ისინი მატრიცას ეკუთვნიან, გავაცნობიეროთ რომ ეს პროვოკაცია გარდაუვალი აუცილებლობა იყო და რაც მთავარია სიყვარულით, გულით და სიმშვიდით მივუდგეთ მათ. დავინახოთ მათი კარგი თვისებები, დავინახოთ ისინი როგორც პოტენციური მატრიციდან გამომსვლელი ობიექტები, თუმცა ამავე დროს ვუყუროთ მათ როგორც მატრიცის შემადგენელ ნაწილებს.
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129992 · Replies: 38 · Views: 26,071

brevalo
Posted on: Dec 14 2020, 07:04 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


მართალია. ადამიანი არის სტიქიების წარმოებული. თუმცა ადამიანები მიჩვეულები არიან მაინც სინთეტიკური ანუ გადამუშავებული სტიქიებით იკვებონ. სინთეტიური სტიქიები კი ადამიანურ სამყაროშია. ასევე საკვების სახით იღებენ მიწის ენერგიას. ცეცხლის ენერგიას ნახულობენ ადამიანების ეთერულ სხეულში ანუ შეხებებში, წყლის ენერგიას ნახულობენ ადამიანის ემოციებში და ა.შ.

სტიქიების წმინდა სახით მხოლოდ უშუალოდ სტიქიებშია, რომელშიც ბევრად დიდი ენერგიას ნახავთ, ვიდრე გადამუშავებულ ადამიანურ სივრცეში.

საკმარისია მხოლოდ წახვიდეთ ბუნებაში, პარკში ან ტყეში, სადაც ბევრი ხეა და მხოლოდ იჯექით, არაფერი აკეთოთ. როდესაც ტვინი და სხეული დაისვენებს სტიქიები ნელ-ნელა თავისით დაიწყებენ შემოსვლას თქვენში. თუმცა ეგ მინიმუმია. მაგრამ დაწყებისთვის კარგია. სტიქიებზე მუშაობა ცალკე დიდი თემაა.
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #129942 · Replies: 6 · Views: 5,949

brevalo
Posted on: Dec 5 2020, 05:09 PM


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512


პოლიტიკა და შამანები რა შუაშია ვერ მივხვდი ცოტა....

იქნებ ამიხსნათ
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #129923 · Replies: 16 · Views: 6,040

11 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 06:33 PM