Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მითოლოგია _ პირველი ადამიანები მითოლოგიაში

Posted by: ტანტრა May 9 2018, 09:17 PM

პირველადამიანების იდეა არის ყველა რელიგიაში.
მანიქეიზმში პირველ ადამიანებს ეწოდებათ გეჰმურდა და მარდიიანაგი.
ზოროასტრიზმში მათ ეწოდებათ მაშია და მაშიანე.
სკანდინავიურ მითოლოგიაში პირველ კაცს და ქალს ერქვათ – ასკი და ემბლა.
აღმოსავლეთ აფრიკის მითებში პირველი კაცი – ბატეტა და პირველი ქალი – ჰანნა შექმნა ღვთაებრივმა გომბეშომ.
დასავლეთ აფრიკის მითოსში პირველი ადამიანები შვეს ღმერთმა ოლორუნმა და ორიშა-ნლამ. ორიშა-ნლა შობს სხეულს, ხოლო ოლორუნი აძლევს სულს.
ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ვერსიით პირველადამიანი იყო იარბანტი, ზევსის და ნიმფას შვილი. სხვა ვერსიით ადამიანთა წინაპარი იყო ფორონეუსი, მდინარის ღმერთი ინაჰას და ნიმფა მელიას შვილი. ამას ადასტურებს პლატონიც.
ინდურ რელიგიებში ადამიანთა წინაპარია მეშვიდე მანუ – მანუ-ვაივასვატა იგივე მანუ-შრადჰადევა, მზის ღმერთი ვივასვატის და ქალღმერთი სარანიუს ძე.
ერთ-ერთი ბერძნული მითის მიხედვით... ტიტანმა პრომეთემ შექმნა პირველი ადამიანის სხეული, ხოლო ოლიმპიელმა ქალღმერთმა ათენა-პალადამ მას შთაბერა ეთერული სუნთქვა და სულიერი საწყისი.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)