Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ ადამიანების სასიცოცხლო მაჩვენებელი

Posted by: giorgi. Sep 3 2009, 06:14 PM

5 წლის ბავშვი ხარ.
................................
20 წლამდე სწავლობ.
20 და 30 მდე გამოცდილებას იღებ.
და 40 წლა-მდე ბრძენდები!
40 დან 60 წლამდე სიბრძნეს გასცემ!
70 წლის "საპატივები" ხარ (ანუ პატივცემული.)
80 წლის ნაპატივები (სკლეროზი რამე რუმე! ჩიხირთმა!!!.... )
90 წელს თუ მიახწიე და, მიკრო ინფაქტს სულ რომ თავი დავანებოთ, ჯერ თითიც არ წამოგტკივებია, ან ღმერთია შენზე გამწყრალი და ანდა გეყოს სინდისი ბოლო ბოლო!!!....... laugh.gif

თინეიჯერობის ასაკი დამავიწყდა............. tongue.gif
....ასევე როგორ ნაზდებიან ქალები და მამაკაცები 45 წლის ასაკის შემდეგ,
იტყლარჭებიან, იპრანჭებიან, არტისტობენ, ძალიან ინდომებენ (ძალიან, ძალია, ძალია... lol.gif ) გამოხატავენ თავიანთ გრძნობა-გუნება განწყობილებას (ყველანი წინასწარმეტყველნი მისტიკოსნი, რელიგიური, მეტაფიზიკური ხდებიან) იპრანჭებიან, მაკიაჟდებიან, არასტანდარტული და არაორდინალურები ხდებიან. (ჰორმონალური ომი ტვინში) კლიმაქსი რამე-რუმე.... ასაკი!!!...

მოკლედ ჩემი მოკლე ჭკუით რაღაც "ტვინის ნარჩენი რევიუ" გადმოვეცი და არ გამკიცხოთ smile.gif


ეს ლინკი ვერ ვხვდები აქ, რა შუაშია მარა იყოს მაინც: http://www.youtube.com/watch?v=ZEQtG1JW-7U laugh.gif

პ.ს. მეგობრებო!... ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ასაკი ნებისმიერი კუთხით და ჭრილში შეგიძლიათ განიხილოთ და ასევე თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერი ასაკი ნებისმიერი ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ი მიმართულებით განავრცოთ!!!

Posted by: TeO Sep 3 2009, 06:36 PM

giorgi.
ვაუ, აქ რა თემა გახსნილა biggrin.gif

ა ს ა კ ი - მეტად საინტერესო და ყველა ასაკში პოპულარულია wink.gif tongue.gif

მე ასე ვიტყოდი-არის ორი ასაკი. ერთი საპასპორტე და მეორე შინაგანი აღქმითი... ეს ორი ხშირად ერთმანეთს ვერ უთანხმდება wink.gif
ჩემს შემთხევავშიც ეგრეა biggrin.gif საპასპორტე წელიწადში ერთხელ იცვლება/იმატებს და ის მეორე კი ლამის ყოველ დღე ხან წინ გარბის ხან უკან.. wacko.gif laugh.gif

ასე რომ აი,ეგრე girl_witch.gif

Posted by: ირმა Sep 9 2009, 08:05 PM

QUOTE(giorgi. @ 3rd September 2009 - 07:14 PM) *
5 წლის ბავშვი ხარ.

ვიტყოდი 10 ან 12წლამდე ბავშვი ხარ და მერე გარდატეხის ასაკი...
გარდატეხის ასაკი, – ყველას თავისებურად დაახლოებით 12-დან 16 წლამდე(ზოგი ალბათ 18 წლამდე) ამ ასაკს ბევრი თავისებური ახასიათებს. რაღაც დუღს შენში, დუღს და მოსვენებას არ გაძლევს biggrin.gif
18 წლისას ახალგაზრდული მთელი ძალები გაქვს მოზღვავებული, ალბათ ყველაზე ბედნიერი ასაკია.
20 წლისას კი... „უფ... დიდობაში შევაბიჯე“, პირველი ფიქრი სერიოზული ალბათ ბევრ რამეზე. ცხოვრების უღელი, მისი სიმძიმე ხანდახან უფრო ნათლად დაინახავ ამ ასაკში და ალბათ პირველი დღეები რომ უკვე დიდი ხარ, ხშირად დაგაფიქრებსsmile.gif
QUOTE(giorgi. @ 3rd September 2009 - 07:14 PM) *
20 წლამდე სწავლობ.

სწავლა სიბერემდეო, მგონი მართალია, მე ვეთანხმებიsmile.gif

QUOTE(giorgi. @ 3rd September 2009 - 07:14 PM) *
20 და 30 მდე გამოცდილებას იღებ.
და 40 წლა-მდე ბრძენდები!

გამოცდილების მიღებაც სიბერემდე, ასე ვფიქრობsmile.gif დაბრძენებისა არ ვიცი რა მოგახსენოთ, მაგას ბევრი საერთოდ გვერდს უვლის, ასე რომ ასაკი არ არის შუაში biggrin.gif



Posted by: ირმა Sep 9 2009, 08:11 PM

QUOTE(giorgi. @ 3rd September 2009 - 07:14 PM) *
40 დან 60 წლამდე სიბრძნეს გასცემ!

ეს ისინი ვინც დაბრძენებულან, თუმცა შეიძლება გაცილებით უფრო პატარა ასაკიდან და გაცილებით უფრო დიდ ასაკში.



ვიტყოდი რომ 40–დან 70 წლამდე ასაკის ადამიანები მართავენ ქვეყანას, იღებენ გადაწყვეტილებას ოჯახში და საერთოდ ყველაფერი მათ ხელშია.

70-ის მერე კი biggrin.gif .... ხოოო... ამაზე სხვა დროსsmile.gif

Posted by: Shou Sep 10 2009, 06:20 PM

QUOTE(ირმა @ Sep 9 2009, 08:11 PM) *
ეს ისინი ვინც დაბრძენებულან, თუმცა შეიძლება გაცილებით უფრო პატარა ასაკიდან და გაცილებით უფრო დიდ ასაკში.
ვიტყოდი რომ 40–დან 70 წლამდე ასაკის ადამიანები მართავენ ქვეყანას, იღებენ გადაწყვეტილებას ოჯახში და საერთოდ ყველაფერი მათ ხელშია.

70-ის მერე კი biggrin.gif .... ხოოო... ამაზე სხვა დროსsmile.gif



რაღაც საქართველოში მაგ ტენდეციას ვერ ვატყობ მე, 40 წლამდე ადამიანები მართავენ მგონი ქვეყანას, როგორც ჩანს მათ სიბრძნე ადრე დააგროვეს, აქსელერატი თაობააwink.gif

Posted by: ირმა Sep 10 2009, 11:41 PM

QUOTE(Shou @ 10th September 2009 - 07:20 PM) *
რაღაც საქართველოში მაგ ტენდეციას ვერ ვატყობ მე, 40 წლამდე ადამიანები მართავენ მგონი ქვეყანას, როგორც ჩანს მათ სიბრძნე ადრე დააგროვეს, აქსელერატი თაობაა


გამონაკლისი ყველგან და ყველაფერშია.

საერთოდ საქართველო და ქართველები ბავშვური ხასიათით გამოვირჩევით(უმრავლესობა და ყველა არა)

Posted by: Zet Sep 15 2009, 04:43 PM

QUOTE(giorgi. @ 3rd September 2009 - 06:14 PM) *
20 წლამდე სწავლობ.
20 და 30 მდე გამოცდილებას იღებ.
და 40 წლა-მდე ბრძენდები!
40 დან 60 წლამდე სიბრძნეს გასცემ!
70 წლის "საპატივები" ხარ (ანუ პატივცემული.)
80 წლის ნაპატივები (სკლეროზი რამე რუმე! ჩიხირთმა!!!.... )


ვა რა ნაღდურია, მართლა ეგრეა!!

Posted by: მზეონა Feb 2 2010, 09:01 PM

ეს თემა თავისუფალშია გადასატანი?? ))

Posted by: Emigranti Feb 3 2010, 02:07 AM

QUOTE
ეს თემა თავისუფალშია გადასატანი?? ))

ჰო მემგონი.

პროგალასუემ.

ია ზა.

Posted by: Shou Feb 3 2010, 12:03 PM

QUOTE(მზეონა @ 2nd February 2010 - 09:01 PM) *
ეს თემა თავისუფალშია გადასატანი?? ))



+1

Posted by: earth Jan 29 2020, 11:24 PM

ძველი თემების ამოწევის ხასიათზე დავდექი. biggrin.gif

მოდი ამ თემას ცოტა სხვანაირად განვავრცობ. ის მაქვს მხედველობაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი დაპროგრამებას ექვემდებარება და ასაკიც ასეა. რონდა მპერნის რომელიღაც წიგნში ეწერა, რომ ჩვენ სინამდვილეში უფრო მეტი შეიძლება რომ ვიცოცხლოთ და მჯერა.

ჩვენ დაგვაპროგრამეს და ყოველდღიურად გვაპროგრამებენ, რომ ჩვენი საშუალო ასაკი არის... არ ვიტყვი, რადგან მათ დავეხმარები tongue.gif ნელ-ნელა უკლებენ და ამით მცირდება კიდეც საშუალო ასაკი. ამ ყველაფერს ხელს უწყობს კიდეც გარე მოვლენები, პრობლემები...

დადგა დრო! ადამიანმა გააღწიოს ამ ტყუილისაგან. შეცვალოს თავისი ფიქრები და შეიცვლება მისი ასაკიც. პოზიტიური აზროვნებით მისი ცხოვრება ლამაზდება, აღარ აქვს ამდენი პრობლემა, ან უფრო სწორად მან პრობლემებს აჯობა და ისინი მას აღარ აწუხებენ. ვერ ჯობნიან. განა სხვა რა გვაძლევს სიცოცხლეს,–ჩვენი შინაგანი გამარჯვება ყველაფერზე. ჩვენი სიყვარულის ძალა, ჩვენი გამარჯვება შიშზე. ჩვენი სიმშვიდე შინაგანი და ა.შ.

ბიბლიაში თუ არ დამავიწყდა,–მგონი 900 წლის იყვნენ ადამ და ევა, რომ გარდაიცვალნენ. მახსოვს რომ წავიკითხე, მათი შვილები ცოტა კიდევ ნაკლებს, მერე კიდევ ნაკლებს და სულ მცირდებოდა სასიცოცხლო ასაკი.

ხოდა ეს ისევ იქით უნდა შეტრიალდეს. უნდა გადავპროგრამდეთ, უნდა ისევ ვიცოცხლოთ დიდხანს, რომ მოვასწროთ და გავაკეთოთ ის რისთვისაც ვიბადებით. ხო, ასეა, გაცილებით მრავალი წელი უნდა ვიცოცხლოთ. საქმე გვაქს აქ, უნდა ჩავწვდეთ და გავიგოთ ჭეშმარიტება. მერე გინდაც აქ აღარ დავიბადოთ, არაუშავს, გადავალთ სხვა ლეველზე. მთავარია ნუ უსმენთ თქვენთვის ბოროტ პროგრამისტებს, თქვენ თვითონ დააპროგრამეთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გინდათ. გაძლიერდით და გამაგრდით. ადექით ფეხზე და არაფრის არ შეგეშინდეთ. გაგიმარჯოთ! გაიხარეთ! იბედნიერეთ! იცოცხლეთ! gul.gif bigarmhug.gif groupwave.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)