IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები
lasha
post Jul 31 2011, 11:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





[color="#0000FF"][/color]ლადო ასათიანი (1917-1943) lado asatiani



ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
lasha
post Jul 31 2011, 11:49 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა






შოთა რუსთაველი(12 საუკუნე) shota rustaveli



საუკუნეში, თამარის მეფობის დროს, როცა საქართველოს ოქროს ხანა ედგა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მწიგნობრობაც ყვაოდა. გამორჩეულად აღსანიშნავია შოთა რუსთაველის მიერ ამ დროს შექმნილი პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც არა მარტო მაშინ, დღესაც გენიალურ ნაწარმოებად ითვლება. ქართველი ხალხი ყოველთვის ამაყობდა მისით და საუკუნეების მანძილზე საუკეთესო მზითევადაც სწორედ „ვეფხისტყაოსანს“ თვლიდა. ასეთი განძი ადამიანისათვის დიდ სიმდიდრედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს, თუ ადამიანმა ის ზეპირადაც იცოდა, ასეთები კი ბევრნი იყვნენ. „ვეფხისტყაოსანს“ ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს.

ვინ იყო თვითონ ავტორი ამ ნაწარმოებისა, რაგვარად იზრდებოდა და ცხოვროდა ეს გენიოსი ადამიანი? - დაბადება, აღზრდა და ცხოვრება შოთასი ბინდბუნდით არის მოცული და დაბეჯითებით თითქმის არაფერი ვიცით. არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება შოთაზე, მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით (ზეპირი გადმოცემით) გადმოგვეცა მასზე ზოგიერთი რამ.

რა გვარისა იყო ჩვენი სასიქადულო პოეტი, ამაზე არავითარი ცნობა არა გვაქვს. ვიცით მხოლოდ სოფლის სახელი, სადაც იგი დაბადებულა. ეს სოფელი ყოფილა რუსთავი, რომელიც მესხეთში მდებარეობდა და აქედან წარმომდგარა სახელი „რუსთაველი“. ადრე ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, განთქმული ადამიანების გვარების მაგიერ, მათი დაბადების ადგილის სახელი ეხმარათ. შოთას შემთხვევაშიც სოფლის სახელი გამოუყენებიათ მისი გვარის ნაცვლად და ამიტომ თვითონ გვარი დაკარგულა.

შოთას დედ-მამა ბავშვობაში დაჰხოცვია და ობლად დარჩენილა. მზრუნველად გამოსჩენია ბერი ბიძა, რომელსაც თავდაპირველად ბავშვი რუსთავის საეკლესიო სკოლაში მიუბარებია. ადრე ეკლესიებთან არსებობდა სკოლები, სადაც მღვდლები წერა-კითხვას და საღმრთო წერილს ასწავლიდნენ. საეკლესიო სკოლიდან შოთა გადაუყვანიათ ტბეთის მონასტრის სკოლაში, რომელიც მახლობლად მდებარეობდა. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ შოთა ბიძას კახეთში წაუყვანია და გრემის სასწავლებელში მიუბარებია, სადაც მას ხუთი წელი გაუტარებია. შემდეგ კი კახეთშივე, იყალთოს აკადემიაში გადაუყვანია, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს არსენ იყალთოელმა დააარსა და რომელიც მაშინდელ საქართველოში უპირველესი სასწავლებელი იყო. სწავლის გათავების შემდეგ შოთა გაუგზავნიათ საბერძნეთში, რომელიც სწავლა-განათლების უდიდეს კერას წარმოადგენდა. იქ მრავალი ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად.

ქალაქ ათენში შოთას შეუსწავლია სხვადასხვა მეცნიერებანი: ფილოსოფია, ღვთისმეტყველება, პოეზია, მჭევრმეტყველება, ვარსკვლავთმრიცხველობა, შეუთვისებია ბერძნული და ლათინური ენები. სწავლის დასრულების შემდეგ შოთა სამშობლოში დაბრუნებულა, სადაც უკვე კარგა ხნის გამეფებული ყოფილა თამარი.

ამ დროს ბრძენი და ღვთისმოსავი მეფის წყალობით ქვეყანა მეტად გაძლიერებული და განვითარებული იყო. ყველა ხოტბას ასხამდა და აღმერთებდა მეფეს. შოთაც მოუხიბლავს თამარის სულიერ და ფიზიკურ მშვენიერებას და მას რამოდენიმე ლექსი მიუძღვნია სათაყვანო დედოფლისათვის. ნიჭიერ პოეტს მალევე მიუქცევია თამარის ყურადღება, რომელიც ჭკუა-გონებასა და განათლებას დიდად აფასებდა და შოთასთვის უმთავრესი თანამდებობა, მოლარეთუხუცესობა, ჩაუბარებია.

ცოტა ხანში შოთა პოემის წერას შეუდგა. მან მოიწადინა, გამოეხატა თამარი თავისი მშვენიერებით, სათნოებითა და სიბრძნით, საქართველოს წარჩინებულნი პირნი და აგრეთვე ქართველი ერის ღირსებანი და თვისებანი. მაგრამ რადგან თანამედროვე პირობების პირდაპირი დასახელება მოუხერხებელი იყო, მან პოემას არაკის ფორმა მისცა, მოქმედება არაბეთსა და სხვა უცხო ქვეყნებში გადაიტანა და მოქმედ პირებსაც არაბული სახელები უწოდა. თავის ქმნილებას შოთამ დაარქვა „ვეფხისტყაოსანი“, რადგან პოემის მთავარ გმირს ვეფხვის ტყავი აცვია. როცა თხზულება დაასრულა, მშვენივრად გადაწერილი წარუდგინა დედოფალს. თამარმა ნადიმი გამართა, განთქმული და წარჩინებული პირები მოიწვია და მათ წინაშე თვითონ ავტორს წააკითხა პოემა. ყველა აღტაცებული დარჩა. მსმენელთ აკვირვებდა მდიდარი და ღრმა შინაარსი, აზრის მოქნილი გამოხატვა, მშვენიერი ლექსთწყობა და სამაგალითო ენა. აგრეთვე დიდად მოიწონეს პოემის მიმართულება, რომელშიც ნათლად იყო დახატული მაშინდელი ქართველების ღირსებანი: პატივისცემა ქალისა, მფარველობა დაბალი წოდებისა, ნიჭის დაფასება, სამაგალითო ძმობა ჭირსა და ლხინში, სულის ძლიერება, უშიშობა და სხვა. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველი პირველ პოეტად აღიარა. თამარმა მადლობისა და წყალობის ნიშნად ხელიდან ძვირფასი ბეჭედი წაიძრო და მგოსანს უბოძა. ხოლო თამარის მეუღლემ - დავითმა - ხმალი მოიხსნა და შოთას გადასცა. საზოგადოებამ კი ძვირფას თვლებში ჩასმული კალამი მიართვა დიდ პოეტს.

„ვეფხისტყაოსანი“ მალე განითქვა. ის ყველამ შეიყვარა და ბევრი გამონათქვამი ანდაზადაც იქცა. პოემის განთქმულობას ხელს უწყობდა პოეტის იშვიათი პიროვნული თვისებები. ისტორიკოს ბარათაშვილის გამოკვლევით, რუსთაველი იყო უმშვენიერესი ვაჟკაცი, მეტად ზრდილი, დარბაისელი, ჭკვიანი, მიმზიდველი და ფრიად განსწავლული, რომლის ბადალი მთელს სამეფოში არ იყო.

გადმოცემის თანახმად, შოთა რუსთაველი ცხოვრების ბოლო წლებში იერუსალიმში გაემგზავრა და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. იქ ერთ-ერთ სვეტზე ახლაც შემონახულია მისი ფრესკა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
lasha   ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები   Jul 31 2011, 11:43 PM
lasha   http://www.testireba.ge/images/authors/leonidze.jp...   Jul 31 2011, 11:46 PM
Barmalei   http://www.testireba.ge/images/authors/leonidze.jp...   Aug 1 2011, 12:34 AM
lasha   http://s11.radikal.ru/i183/1003/52/09cbc6c3a08e.jp...   Jul 31 2011, 11:47 PM
lasha   http://armazi.uni-frankfurt.de/ppt/armazi7b/armaz7...   Jul 31 2011, 11:49 PM
lasha   http://testireba.ge.whbus8.onlyfordemo.com...ili-n...   Jul 31 2011, 11:50 PM
lasha   http://i033.radikal.ru/0802/60/3f2b56e1257f.jpg ...   Jul 31 2011, 11:51 PM
lasha   http://www.psnews.info/out_files/vaja-pshavela3816...   Jul 31 2011, 11:52 PM
lasha   http://www.ambebi.ge/images/pictures/books/akaki-w...   Jul 31 2011, 11:54 PM
lasha   რავი ალბათ ქართველ...   Jul 31 2011, 11:56 PM
kate   lasha მშვენიერი თემა...   Aug 1 2011, 12:24 AM
Barmalei   lasha მშვენიერი თემა...   Aug 1 2011, 12:25 AM
kate   Barmalei შენ გაიხარე, ა...   Aug 1 2011, 12:48 AM
natuka   ძალიან კარგი თემა ...   Aug 1 2011, 12:52 AM
lasha   http://1.bp.blogspot.com/_jbLkjWapx44/TEsH0O9zltI/...   Aug 1 2011, 01:19 AM
lasha   http://1.bp.blogspot.com/_jbLkjWapx44/TEsH0O9zltI/...   Aug 1 2011, 01:24 AM
lasha   დიდი მადლობა მეგობ...   Aug 1 2011, 01:25 AM
lasha   http://2.bp.blogspot.com/_uihMb-BPzZg/TA5GeWWAN6I/...   Aug 1 2011, 01:35 AM
Lashapoli   "ადამიანის სული, ...   Aug 1 2011, 01:54 AM
Lashapoli   ხოდა მადლობა თემის...   Aug 1 2011, 01:56 AM
tikoroma   ალექსანდრე საჯაია ...   Aug 1 2011, 11:02 AM
Atman   მე ჯემალ ქარჩხაძე ...   Aug 1 2011, 03:22 PM
lasha   მე ჯემალ ქარჩხაძე ...   Aug 1 2011, 10:29 PM
მზეონა   lasha სულ რაღაც 4 წლის ...   Aug 4 2011, 09:16 PM
მზეონა   ოფოფებს ერიდეთ! :* (...   Aug 4 2011, 09:19 PM
Pisces   ოფოფებს ერიდეთ! :* (...   Aug 4 2011, 09:40 PM
old_man   მოკლედ ვინმემ მიპა...   Aug 4 2011, 11:45 PM
old_man   ჩემს მოკრძალებულ მ...   Aug 5 2011, 12:07 AM
Pisces   ჩემს მოკრძალებულ მ...   Aug 5 2011, 01:29 AM
lasha   ნწ აუ ეს ვინააა ტოო...   Aug 5 2011, 01:34 PM
td.........   ნწ აუ ეს ვინააა ტოო...   Aug 5 2011, 06:33 PM
Pisces   lasha რატომ ბრაზობ სო...   Aug 5 2011, 07:06 PM
kali   ზურა ჯიშკარიანი მო...   Oct 12 2011, 10:42 AM
Pisces   ზურა ჯიშკარიანი მო...   Nov 11 2011, 02:44 PM
ანა   Pisces ეხლა აკეთებს ზო...   Nov 11 2011, 03:29 PM
Pisces   Pisces ეხლა აკეთებს ზო...   Nov 11 2011, 08:24 PM
ანა   ვცდილობ დავივიწყო ...   Nov 11 2011, 09:25 PM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 02:10 PM