IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები
lasha
post Jul 31 2011, 11:43 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





[color="#0000FF"][/color]ლადო ასათიანი (1917-1943) lado asatiani



ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.

ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის კვიდრნი.

ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. სულ მოკლე ხანში კი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის“ თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.

ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.

1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი - ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის“ ბრალდებით.

რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.

1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები“ პოეტს „პოლიტიკური შეცდომების“ გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნენ, თავი დაენებებინა „მავნე ლაყბობისათვის“. ასეთი გამოხდომები მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა ახალგაზრდა პოეტზე; მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით გამოწვეული გულისტკივილი კარგად ჩანს პოეტის ჩანაწერებში, პირად წერილებში, თანამედროვეთა მოგონებებში.

დედის დაპატიმრების შემდეგ ლადო ასათიანი ინსტიტუტიდან გარიცხეს. ოფიციალური მიზეზი ასეთი იყო: „კონტრევოლუციური ლაყბობა“. ასეთი ბრალდება 1937-38 წლებში, რეპრესიების დროს, გაწირვის ტოლფასი იყო და, ბუნებრივია, ამ ფაქტმაც ძლიერ იმოქმედა პოეტზე.

ამგვარი ბრალდებით „დაღდასმული“ ლადო ამაოდ დადიოდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში სამუშოს საძიებლად, მაგრამ მატერიალურ სიდუხჭირეში ჩავარდნილ „მტრის შვილს“ ხელს არავინ უმართავდა.

1938 წლიდან მდგომარეობა რამდენადმე შეიცვალა, რეპრესიების ტალღამ თითქოს გადაიარა. 1938 წლის 29 მარტს კი საქალაქო კომიტეტის დადგენილებით ლადო ასათიანი ინსტიტუტში აღადგინეს.

1938 წლის ზაფხულიდან ლადო ასათიანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თანამშომლობდა ჟურნალ „ჩვენი თაობის“ რედაქციასთან. მისი ნაწარმოებები ქვეყნდებოდა „ახალგაზრდა კომუნისტში“, „მნათობში“, „ლიტერატურულ გაზეთში“, „პიონერში“ და სხვ.

1938-39 წლებში პოეტი მუშაობდა გაზეთ „ნორჩ ლენინელში“, აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს. სტატიები მიუძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, შიო მღვიმელის, უოლტერ სკოტის, ჟორჟ სანდის და სხვათა შემოქმედებას.

1939 წელს ლადო ასათიანი არმიაში გაიწვიეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო თბილისში დააბრუნეს. იგი ტუბერკულიოზით იყო დაავადებული, არაერთი თვე გაატარა აბასთუმანში, მაგრამ ვერ განიკურნა.

ლადო ასათიანი გარდაიცვალა 1943 წელს სრულიად ახალგაზრდა, 26 წლისა. იგი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
lasha
post Aug 1 2011, 01:24 AM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა












ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.


ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მით იყვის უკეთ.


ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია,უფრო ძლიერ მავნებელია.


არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.


ზნე-ხასიათის წრთვნა ზრდაა შინაგანის კაცისა, თუ ეგრე ითქმის.რადგანაც შინაგანობა კაცისა მისი სულიერი ვინაობაა, მისი სულიერი ბუნებაა, მაშასადამე,წრთვნა ზნე-ხასიათის ზრდაა,გარკვევაა მისი სულიერის ვინაობისა,სულიერის ბუნებისა,ანუ,უკეთ ვსთქვათ, მისის კაცობისა, ადამიანობისა.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.


ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.


მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.


ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.


აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.


ქართველმა,თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა,იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც.ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი,რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა.სომეხნი,ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა,ჩვენს შორის მცხოვრებნი,ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ.სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი -- აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.17.


ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!


ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.


სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.11.


განა შეტყობა იმისი თუ რა არის ცაში, - ან ცის იქით,- მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად-კაცობრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად-კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო, არც ჰო და არც არა?

ლიტ. ილია ჭავჭავაძე, აზრები, შემდგენელი გ.კალანდარიშვილი, თბილისი, 1988.გვ.6.


გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.


ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.


ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.



სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.


დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.


„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.


დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.


ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.


ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.


დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.


იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.


როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..


ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.


არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.


საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.


ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი.


მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.


ღობე-ყორეს მოდება ღალატია საქმისა.









განსაკუთრებულად მომწონს: ქვეყანაზე რომ ჭირი არ იყოს ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდაო,

და კიდევ- დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალიაო...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
lasha   ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები   Jul 31 2011, 11:43 PM
lasha   http://www.testireba.ge/images/authors/leonidze.jp...   Jul 31 2011, 11:46 PM
Barmalei   http://www.testireba.ge/images/authors/leonidze.jp...   Aug 1 2011, 12:34 AM
lasha   http://s11.radikal.ru/i183/1003/52/09cbc6c3a08e.jp...   Jul 31 2011, 11:47 PM
lasha   http://armazi.uni-frankfurt.de/ppt/armazi7b/armaz7...   Jul 31 2011, 11:49 PM
lasha   http://testireba.ge.whbus8.onlyfordemo.com...ili-n...   Jul 31 2011, 11:50 PM
lasha   http://i033.radikal.ru/0802/60/3f2b56e1257f.jpg ...   Jul 31 2011, 11:51 PM
lasha   http://www.psnews.info/out_files/vaja-pshavela3816...   Jul 31 2011, 11:52 PM
lasha   http://www.ambebi.ge/images/pictures/books/akaki-w...   Jul 31 2011, 11:54 PM
lasha   რავი ალბათ ქართველ...   Jul 31 2011, 11:56 PM
kate   lasha მშვენიერი თემა...   Aug 1 2011, 12:24 AM
Barmalei   lasha მშვენიერი თემა...   Aug 1 2011, 12:25 AM
kate   Barmalei შენ გაიხარე, ა...   Aug 1 2011, 12:48 AM
natuka   ძალიან კარგი თემა ...   Aug 1 2011, 12:52 AM
lasha   http://1.bp.blogspot.com/_jbLkjWapx44/TEsH0O9zltI/...   Aug 1 2011, 01:19 AM
lasha   http://1.bp.blogspot.com/_jbLkjWapx44/TEsH0O9zltI/...   Aug 1 2011, 01:24 AM
lasha   დიდი მადლობა მეგობ...   Aug 1 2011, 01:25 AM
lasha   http://2.bp.blogspot.com/_uihMb-BPzZg/TA5GeWWAN6I/...   Aug 1 2011, 01:35 AM
Lashapoli   "ადამიანის სული, ...   Aug 1 2011, 01:54 AM
Lashapoli   ხოდა მადლობა თემის...   Aug 1 2011, 01:56 AM
tikoroma   ალექსანდრე საჯაია ...   Aug 1 2011, 11:02 AM
Atman   მე ჯემალ ქარჩხაძე ...   Aug 1 2011, 03:22 PM
lasha   მე ჯემალ ქარჩხაძე ...   Aug 1 2011, 10:29 PM
მზეონა   lasha სულ რაღაც 4 წლის ...   Aug 4 2011, 09:16 PM
მზეონა   ოფოფებს ერიდეთ! :* (...   Aug 4 2011, 09:19 PM
Pisces   ოფოფებს ერიდეთ! :* (...   Aug 4 2011, 09:40 PM
old_man   მოკლედ ვინმემ მიპა...   Aug 4 2011, 11:45 PM
old_man   ჩემს მოკრძალებულ მ...   Aug 5 2011, 12:07 AM
Pisces   ჩემს მოკრძალებულ მ...   Aug 5 2011, 01:29 AM
lasha   ნწ აუ ეს ვინააა ტოო...   Aug 5 2011, 01:34 PM
td.........   ნწ აუ ეს ვინააა ტოო...   Aug 5 2011, 06:33 PM
Pisces   lasha რატომ ბრაზობ სო...   Aug 5 2011, 07:06 PM
kali   ზურა ჯიშკარიანი მო...   Oct 12 2011, 10:42 AM
Pisces   ზურა ჯიშკარიანი მო...   Nov 11 2011, 02:44 PM
ანა   Pisces ეხლა აკეთებს ზო...   Nov 11 2011, 03:29 PM
Pisces   Pisces ეხლა აკეთებს ზო...   Nov 11 2011, 08:24 PM
ანა   ვცდილობ დავივიწყო ...   Nov 11 2011, 09:25 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 12:26 AM