IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> გაბრიელ ბერი.
visama vritti...
post Dec 1 2011, 12:42 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 129
Joined: 24-October 11
Member No.: 6,592

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვფიქრობ საინტერესო იქნება ამ დიდ პიროვნებაზე საუბარი...

ჩემთვის საინტერესოა "უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე" - ში ამოკითითხული რამოდენიმე რამ.

"აქ მხოლოდ სიყვარულია, სიყავრული და სხვა არაფერი, ადამიანი მთლიანად განუშორებლად მყოფბს ღმერთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს".

"აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე."

ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ.

მისივე საფლავზე - ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.


--------------------
ვეფხისტყაოსანი...ქართული ბიბლია, ქართული ბჰაგავატ-გიტაა.

იმისათვის, რომ განვმტკიცდეთ ჭვრეტაში, ყველგან მსუფევ ღმერთის ჭვრეტაში, არ არის საჭირო განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული დრო. არ არსებობს გაგება წმინდა ადგილი ან განსაკუთრებული დრო, როდესაც საქმე გვაქვს ჭვრეტასთან. ის ადგილი, სადაც გონი ტკბება ღმერთზე ფიქრით, არის წმინდა ადგილი! და ის დრო როდესაც გონი ამითაა დაკავებული, არის წმინდა დრო!
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Dec 1 2011, 06:45 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაბრიელი პირველი დიდი სალოსი ბერია,რომელმაც გზა გაუხსნა საიდუმლო ცოდნას,რომელსაც ეწოდება სამონასტრო ცოდნა და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

მამა გაბრიელი ამბობდა
მე ძალიან ძველი სული ვარ(სულთა გადაადგილების,ხელახლა დაბადების თეორია)
მე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟიც ვარ
ჩემი სახელი მრავალჯერ არის ჩაწერილი ისტორიაში

საინტერესოა ვინ იყო ეს დიდი სული?

როგორც გადმოცემით ვიცით გაბრიელი როდესაც აშენებდა საკუთარ ეზოში ეკლესიას,მას ქვიშით და ცემენტით სავსე ვედროები თავისით აეწოდებოდა ხარაჩოზე.

გაბრიელი ფლობდა დროს სივრცესა და მატერიას.


http://www.myvideo.ge/?video_id=776491
მისი გასაოცარი სიმამაცის და შეუპოვრობის მაგალითი




--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 1 2011, 11:57 PM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



visama vritti pranayama

"ღმერთში" რას გულისხმობდა ?
ბარემ ეგეც დაწერეთ, ასე მიჭირს გააზრება, ჩემს გამოცდილ ფირებს ვერ ვუკავშირებ


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 2 2011, 01:38 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანა

მე არ მაქვს წაკითხული არაფერი, თუ რას ფიქრობდა იგი ღმერთზე და საერთოდ ყველაფერზე, ასე რომ სხვებისგან ველოდები ინფორმაციებს... smile.gif

მით უმეტეს, თუ მან
QUOTE(LAIRA @ 1st December 2011 - 06:45 PM) *
გზა გაუხსნა საიდუმლო ცოდნას,რომელსაც ეწოდება სამონასტრო ცოდნა და არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ძალიან მაინტერესებს..


ეს გაბრიელ ბერის ანდერძი.

დიდება ქრისტე ღმერთს, უწმინდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქისაგან ილიაII- ისგან ვიღებ შენდობასა და ლოცვა- კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა - კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია მთელი ადამიანის ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს-მართმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოებადა მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას, ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური, ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეც. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 2 2011, 02:57 PM
Post #5


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



visama vritti pranayama

ციტატა(visama vritti pranayama @ 1st December 2011 - 12:42 AM) *
"აბა, რაღა ერთობა და ღმერთთან ყოფნაა ის, როდესაც გონება მოქმედია, აზრები დიდად თუ მცირედ მყოფს შენში და გონება დაკავებულია რაიმე საფიქრალით. სრული ერთობა ღმერთთან გარდაუვალია გონების გაჩერების და აზრების გაქრობის არათუ ნაწილობრივ, არამედ სრულიად გაქრობის გარეშე."

ათასი სახელიდან ამ მდგომარეობას მედიტაციასაც უწოდებენ.

ქრისტიანულ ლიტერატურაში სხვაგანაც შემხვედრია მსგავსი ინფორმაცია (მამა პაისი თუნდაც), მით უმეტეს როცა შინაგანი დიალოგის შეწყვეტაზეა საუბარი. smile.gif ამიტომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ქრისტიანულ ტექსტებს, მგონი აკრძალვა არ შეგვეხება ... smile.gif

რაც შეეხება მედიტაციას, მე უბრალოდ ვერ ვხვდები მის აზრს თუ მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სხვა რა მიზნებს ემსახურება?
(მხოლოდ სიყვარულის გაგზავნა, რაღაც ენერგიების მოზიდვა, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და სხვ. რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მედიტაციით მიიღწევა, - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებაა ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, და ეს მიზანი თუ უფალთან (უმაღლესთან) მისვლა არაა, სხვა რა უნდა იყოს? (იგივე პრობლემას ვხედავ თოლია ჯონათან ლივინგსტონშიც, ეს მოთხრობა დასრულებული არაა)

ძალიან გვთხოვთ, არარელიგიურმა წევრებმა მიპასუხეთ, თუნდაც PM-ში babu.gif kiss1.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Dec 2 2011, 04:35 PM
Post #6


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაბრიელ ბერი crazy.gif yes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 2 2011, 05:25 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE
ქრისტიანულ ლიტერატურაში სხვაგანაც შემხვედრია მსგავსი ინფორმაცია (მამა პაისი თუნდაც), მით უმეტეს როცა შინაგანი დიალოგის შეწყვეტაზეა საუბარი. ამიტომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ ქრისტიანულ ტექსტებს, მგონი აკრძალვა არ შეგვეხება ...

რაც შეეხება მედიტაციას, მე უბრალოდ ვერ ვხვდები მის აზრს თუ მიზანი არ არის ღმერთთან ერთობა, სხვა რა მიზნებს ემსახურება?
(მხოლოდ სიყვარულის გაგზავნა, რაღაც ენერგიების მოზიდვა, არსებული შესაძლებლობების გაზრდა და სხვ. რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული მედიტაციით მიიღწევა, - ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საშუალებაა ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, და ეს მიზანი თუ უფალთან (უმაღლესთან) მისვლა არაა, სხვა რა უნდა იყოს?

ძაან გამაკვირვე. ვინ გითხრა რომ მედიტაციის მიზანი ეს არ არის? smile.gif
მედიტაციის უმაღლესი მიზანი არის სწორედ ღმერთის როგორც სუფთა ენერგიის საკუთარ თავში ჩაღრმავებით აღმოჩენა და მასთან შერწყმა...
ყველა რელიგიას აქვს თავისებური მედიტაცია. ლოცვაც ქრისტიანული მედიტაციაა ფაქტობრივად, მაგრამ ამ დროს ღმერთთან კავშირი არ ხდება საკუთარ თავში ჩაღრმავების გზით, იგი სხვა პრინციპზეა...
გააჩნია ადამიანისთვის რომელი რელიგიური მედიტატიური საშუალებაა ახლო.
თუმცა, შეიძლება არც ერთ რელიგიაზე და მედიტაციაზე წარმოდგენა არ გქონდეს და შენი შინაგანიდან წამოსულით მედიტირებდე, მაგრამ მერე რომ წაიკითხო აღმოაჩინო რომ ვთქვათ ბუდას გზას მიჰყვები...ან სხვა რომელიმე სულიერ პრაქტიკას.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 2 2011, 06:35 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ძაან გამაკვირვე. ვინ გითხრა რომ მედიტაციის მიზანი ეს არ არის?

ჰო მაგრამ ვისაც ღმერთი არ სწამს?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 2 2011, 06:46 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE
ჰო მაგრამ ვისაც ღმერთი არ სწამს?

არამგონია ათეისტები მედიტირებდნენ. )))
ვისაც ღმერთის არ სწამს, იმას არც სულის არსებობის სჯერავს და არც სულიერ პრაქტიკებს აკეთებს


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 3 2011, 12:52 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




მამა გაბრიელი ყოველთვის მამა სერაფიმე საროველს მახსენებდა ,მ არ ვიცი რატომ.. ისიც ამბობდა უარყავით საკუთარი თავი და მოიხვეჭეთ სულიწმინდა "Отвергайтесь себя и стяжайте Духа Святого!" , ამის გარეშე უფალს ვერ შეუერთდები მთლიანად.

მქონდა ბედნიერება მამა გაბრიელი მის სიცოცხლეში გამეცნო. ჩემი ხლობელიც გადაარჩინა, და ეხლაც ყოველთვის ვგრძნობ მას. ის უდიდესი მასწავლებელი იყო და არის.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 4 2011, 08:03 PM
Post #11


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დედაჩემი მამა გაბრიელის ზეთ ისვამდა და განიკურნა. თვითშთაგონება იყი პლაცებოს ეფექტი თუ მართლა სასწაული არ ვიცი.. ფაქტია განიკურნა smile.gif
და მეტი ინფორმაცია დაგედოთ იქნებ..


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Dec 5 2011, 09:32 AM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სკოლიდან მცხეთაში ექსკურსიაზე ვიყავით და რა თქმა უნდა ყველას შარვლები გვეცვა, არც ვიცოდით მამა გაბრიელის შესახებ, მახსოვს ჩემს მეგობართან ერთი ბერი მოვიდა და ჩემს დაქალს ეუბნება: არა გრცხვენია მონაზონი შარვლით დადიხარო? იმის შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდფა და ის გოგო მარტლა მონაზონია


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
xrashuna
post Dec 31 2011, 12:40 AM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 31-December 11
From: tbilisi
Member No.: 6,674

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძაან მიყვარს მამა გაბრიელი. დიდი სულია ნამდვილად JC_cupidgirl.gif მისი ცხოვრების გაცნობით დავიწყე სულიერ სამყაროში შემოსვლა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Dec 31 2011, 12:52 AM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მამა გაბრიელის საფლავზე ვარ ნამყოფი და საინტერესო ის არის რომ მისი საფლავი სულ სხვაა დასხივებაა.


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post Dec 31 2011, 01:43 AM
Post #15


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(davithet @ 31st December 2011 - 12:52 AM) *
მამა გაბრიელის საფლავზე ვარ ნამყოფი და საინტერესო ის არის რომ მისი საფლავი სულ სხვაა დასხივებაა.

სულ სვხა დასხიბეა რას ნიშნავს?


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
vano kazbegi
post Dec 31 2011, 02:05 AM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,276
Joined: 11-April 10
From: Kazbegi Gergeti
Member No.: 6,199

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(natuka @ Dec 31 2011, 01:43 AM) *
სულ სვხა დასხიბეა რას ნიშნავს?

კარგი აურაა


--------------------
ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jan 1 2012, 06:46 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
კარგი აურაა

smile.gif წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gifbiggrin.gif:D საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Jan 1 2012, 06:48 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Jan 1 2012, 06:46 PM) *
smile.gif წარმომიდგენია თვითონ არს გიპასუხებდა ამაზე..biggrin.gifbiggrin.gif:D საკმაოდ კარგი იუმორი ჰქონდა..

კარგად აურ ევ შენ ო biggrin.gif


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
GIORGI LELUAS...
post Jan 1 2012, 09:52 PM
Post #19


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 11-October 11
From: ალბათ მომავალში ცათა სასუფეველი, axla ki Rustavi
Member No.: 6,581

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსsmile.gif

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან!



ისე, გაბრიელის სიტყვებს მცირედ მაინც რომ გაუგო, მისი სულის უნდა იყო...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jan 2 2012, 01:44 AM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Jan 1 2012, 10:52 PM) *
მოგესალმებით ყველას და პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელსsmile.gif

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან!
ისე, გაბრიელის სიტყვებს მცირედ მაინც რომ გაუგო, მისი სულის უნდა იყო...

გიორგის გაუმარჯოს smile.gif
ამიხსენი ერთი თუ ძმა ხარ რას ნიშნავს მისი სულის??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:19 AM