IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სახვით ხელონებაში არსებული კრიზისის მიზეზები, თვალსაზრისი
ანანდა...
post Sep 13 2011, 12:17 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხელოვნება ცივილიზაციის განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოიშობა და კულტურის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. კულტურის დონეს ყოველთვის განსაზღვრავდა სულიერი და მატერიალური ფასეულობა, რომელსაც ქმნიდა და აგროვებდა კაცობრიობა. ადამიანის ბედნიერებისაა და კეთილდღეობისათვის.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ანტიკურ ეპოქაში ფილოსოფია მეცნიერება და ხელოვნება განუყოფელი იყო. დროთა განმავლობაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებამ ახალი ცოდნა მოიტანა. ცოდნის დაგროვებამ თავის მხრივ გამოიწვია ფილოსოფიის, მეცნიერების და ხელოვნების ერთმანეთისაგან გამოცალკევება და სპეციფიკურ დარგებად ჩამოყალიბება.

ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად აუცილებელია ფილოსოფიური ბაზისი (შეხედულებათა სისტემა). აქედან გამომდინარე ყალიბდება შესაბამისი ხედვა, დამოკიდებულება ყოფიერებისადმი. ფილოსოფოსი და მეცნიერი ამ დამოკიდებულებას თავისებურად გამოხატავენ: ისინი იკვლევენ ბუნებას და ცნებების სახით გადმოსცემენ სულიერ, თუ ფიზიკურ სამყაროში არსებულ კანონებს.

თუმცა ყოფიერების შესაცნობად მხოლოდ ცნებები და კანონები არაა საკმარისი, ამასთან ერთად, საჭიროა ცხოვრებიდან, კერძო, კონკრეტული მოვლენის გამოცალკევება, მხატვრული მოდელის შექმნა, და მათი მაგალითის სახით ჩვენება. ამას ახერხებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგები (მხატვრობა, კინო, თეატრი)

მხატვრობას–ბუნების, ან მისი არსებული მოვლენების გარკვეული ხერხებით გამოსახვას დიდი ისტორია აქვს.

პირველი ნახატი ბიზონის ფერწერული გამოსახულება. ესპანეთში–ალტამირას გამოქვაბულში იქნა ნაპოვნი 1876 წელს. მეცნიერთა რეაქცია ამ აღმოჩენაზე უარყოფითი იყო. მათი აზრით, პირველყოფილი ხანის ადამიანს არ უნდა შეძლებოდა გამომსახველობის ასეთი დახვეწილი ხერხებით გადმოეცა ბუნება.

ეს შეხედულება გააქარწყლეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილმა ახალმა ნახატებმა , რომელიც მიეკუთვნა ადრეული პალეოლითის ხანას.

ამ დროიდან სახვითმა ხელოვნებამ დიდი გზა გამოიარა. ძალზე მოკლედ ეს შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოდ: პირველყოფილი ხანის გამოქვაბული ნახატები; ანტიკური პერიოდის კლასიკური მხატვრობა, აღორძინების პერიოდის ფერწერა, აკადემიზმის ჩარჩოებიდან განთავისუფლებული იმპრესიონიზმი, თანამედროვე პრივიტივიზმი და უსაგნო მხატვრობა–გამოქვაბულის ნახატების პრიმიტიულობიდან–თანამედროვ
პრიმიტივიზმისაკენ;

რამ გამოიწვია ასეთი რეალობა!? მხატვრობის ასე განვითარების ერთ–ერთი მიზეზი ხელოვნებისთვის ფილოსოფიური საფუძვლის დაკარგვაში უნდა ვეძიოთ;

როგორც ზემოთ აღვნიშნე–ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად აუცილებელი იყო გარკვეული მსოფლმხედველობის არსებობა; ანიტიკურ ეპოქაში ამ როლს ასრულებდა მითოლოგია. აღორძინების ხანაში, ასეთ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია მოგვევლინა. მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ხელოვნება რელიგიური დოგმებისაგან განთავისუფლდა და ახალი საფუძველი შეიძინა კომუნისტური იდეოლოგიის სახით–ხელოვნების მიზნად მარქსისზმ–ლენინიზმის იდეების განხორციელება იქცა., საბჭოთა კავშირის რღვევამ საზოგადოება გაათავისუფლა საბჭოთა იდეოლოგიური მარწუხებიდან. ამ ფაქტს თითქოსდა აღმასვლა უნდა მოჰყოლოდა ხელოვნებაში, მაგრამ რეალურად სულ სხვა რამ მოხდა;ყველანაირმა დეიდეოლოგიზაციამ და ზღვარ გადასულმა თავისუფლებამ გააქრო ფილოსოფიური საფუძველი, რომელსაც ეყრდნობოდა ხელოვნება და ხელოვანი. ჩემის აზრით ესაა თანამედროვე ხელოვნებაში და კერძოდ მხატვრობაში არსებული კრიზისის ძირითადი მიზეზი, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს.

ყურადღება მინდა გავამახვილო გამოსახვის არა ფორმალურ, ტექნიკურ მხარეზე, არამედ თვით შემოქმედის ფენომენზე.

ხელოვნების ნიმუში ადამიანის შექმნილი პროდუქციაა. რა როლს ასრულებს აზროვნება შემოქმედებითი პროცესის დროს? ფსიქოლოგიაში აზროვნების ორი ტიპია ცნობილი ხატოვანი (ქვეცნობიერი) და ცნებითი (ცნობიერი).

ქვეცნობიერში წარმოიქმნება ე.წ. „აზრიფორმები“, ხატები, რომელიც ჯერ კიდევ არაა გაცნობიერებული–გააზრებული ლოგიკური კავშირებისა და ცნებების საშუალებით. ეს პროცესი ყველასთვის ცნობილია ფიქრის სახელწოდებით.

როგორ ვითარდება ფიქრი გონებაში ხატვის დროს? ამ პროცესში უკეთესად რომ გავერკვეთ ფსიქიკის მესამე შრის არცნობიერის შემოტანა დაგვჭირდება. ფსიქოანალიზის კონცეფციის თანახმად ადამიანის ფსიქიკა სამ პირობით შრედ არის დაყოფილი; ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი, რომელიც ჩვენი სულიერი სამყაროს ყველაზე ღრმა პლასტია.

არაცნობიერში დამალულია პიროვნებისთვის მიუღებელი ლტოლვები და განწყობები. ფიქრის პროცესში ეს უკანასკნელნი ჯერ ხატების სახით ჩნდება ქვეცნობიერში, შემდეგ კი ხდება მათი გაცნობიერება. ზოგ შემთხვევაში ეს ხატები იმდენად მიუღებელი და საშიშია, რომ ცნობიერებამდე არ აღწევს ქვეცნობიერში რჩება ან იდევნება უკან არაცნობიერში.

ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს შემოქმედებისას. ხატვის დროს აუცილებელია ფიქრი, აზროვნება, რის გამოც არცნობიერში მიმალული უსიამოვნო ლიბიდონარევი სურვილები აქტიურდება. ეს უკანასკნელი გაურკვეველ შიშსა და ზაფრას იწვევს. ამის გამო მხატვარი (თუ მასზე რაიმე იდეოლოგიური ზემოქმედება გამორიცხულია) ცდილობს საკუთარი ინიციატივით ისე იმუშაოს, რომ წინასწარ არ იფიქროს, თუ რისი შექმნა უნდა გონებაში წარმოიდგინოს დასახატავი სურათი) ასეთ დროს ნამუშევარი ინტუიციურად იქმნება–არაცნობიერში აღძრული ემოცია მხატვრის ხელიდან პირდაპირ გადადის ტილოზე, ქვეცნობიერში ან ცნობიერში განხორციელებული ფიქრის გარეშე. ამის საუკეთესო მაგალითია სალვადორ დალის ნამუშევრები.

განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანების აზროვნების ფორმა, დროთა განმავლობაში სახეცვლილებას განიცდიდა, ამასთან იცვლებოდა, როგორც გარემომცველი სამყაროს აღქმა, ასევე მისი მხატვრული გამოსახვის ხერხებიც.

მოკლედ ასე შეგვიძლია ეს პროცესი ჩამოვაყალიბოთ; პირველყოფილი ადამიანის აზროვნება ხატოვანია, ცნობიერი პროცესბი ნაკლებადაა განვითარებული, ამდენად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბულის ნახატები შესრულებულია შეგნებული შემოქმედებითი პროცესის, წარმოსახვის, ფიქრის გარეშე.

მონათმფლობელური ხანის ადამიანის აზროვნების დონე უფრო დახვეწილია. ფილოსოფიის განვითარებამ სახვით ხელოვნებაში ახალი კანონები შეიტანა, სილამაზისა და ჰარმონიის შესახებ. აუცილებელი გახდა ცნობიერი პროცესების ცართვა, რაც თავისთავად ბუნების კანონების შესწავლას გულისხმობდა. დროში მოხდა ამ კანონების სისტემატიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ერთგვარი კლასიკური სილამაზის მოდელის სახით. თუმცა შემოქმედებითი პროცესი, ძირითადათ არაცნობიერიდან აღმოცენებული არქეტიპების (მითოლოგიური პერსონაჟების) საშუალებით სტიმულირდებოდა.

ფეოდალიზმის პერიოდის–ე.წ. „შუა საუკუნეების“ ხანის ხელოვანი, უფრო ღრმა აზროვნების უნარით გამოირჩეოდა. ამას ძირითადად ხელი ხელოვნებაში მეცნიერების შეჭრამ შეუწყო. ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად აუცილებელი გახდა, ისეთი სამეცნიერო დისციპლინების შესწავლა, როგორიცაა გეომეტრია, მათემატიკა, ანატომია–შეიქმნა ყველასთვის კარგად ცნობილი „აკადემიური სტილი“ აკადემიური სკოლა–სადაც ხელოვანი ყალიბდებოდა, როგორც არა მარტო მხატვარი, არამად მეცნიერიც და ფილოსოფოსიც.

ყველაფერი ამის მიუხედავად, გამოსახული საგანი და თემა, ძირითადად ბიბლიური მითოლოგიით უფრო იყო ნასაზრდოები, ვიდრე თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნებით ( რასაც თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა და ამის განხილვა შორს წაგვიყვანს) ერთი რამ კი უნდა ითქვას, ამ პერიოდის სახვითმა ხელოვნებამ და კერძოდ მხატვრობამ განვითარების პიკს მიაღწია.

მე–19 საუკუნის ბოლო და მე–20 საუკუნის დასწყისი, მეცნიერული აღმოჩენების პერიოდია. ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანის აზროვნებაში რევოლუცია მოახდინა. შეიცვალა წარმოდგენები სამყაროზე და ადამიანზე, რამაც ერთგვარად გააუფერულა ხელოვნების და კერძოდ მხატვრობის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა გაჩნდა ახალი მიმდინარეობებიც, სადაც უარყოფილი იქნა აზროვნების ცნობიერი პროცესები, რომელიც „აკადემისტური სკოლის“ მიერ დადგენილი სახვითი ხელოვნების კანონების სავალდებულო ცოდნაში გამოიხატებოდა.

მხატვარი უმთავრესად ბუნებისა და საგნების უშუალო აღქმით–შთაბეჭდილებით შემოიფარგლა. რელობისადმი ასეთმა „ბავშვურმა“ მიდგომამ შემდგომში უკიდურესად გამარტივებული მიმდინარეობები წარმოშვა;“კუბიზმი“, „დადაიზმი“ „პრიმიტივიზმი“

მე–20 საუკუნის ბოლოს „ინფორმაციული წარღვნის“ პირობებში, როცა ცივილიზაცია განვითარების უმაღლეს ფაზას გადის– მოსალოდნელი იყო ადამიანის აზროვნების დიდი წინსვლა, იგი უნდა დახვეწილიყო და ამაღლებულიყო. მაგრამ მოხდა –პირიქით; შემოქმედებითი ფიქრის უნარი ხელოვანმა თანდათან დაკარგა. ჯერ იყო და ნახტებში ლამაზი ბუნება და ადამიანები გაქრა და ტილოები ადამიანისმაგვარი არსებებით მახინჯი ყვავილებით და ცხოველებით დაიფარა. მერე ამ აჩრდილებსაც გაუვიდა ყავლი და გამოსასახავ სიბრტყეზე, უსაგნობამ, უწესრიგობამ და ქაოსმა დაისადგურა.. მეტს აღარ გავაგრძელებ, შედეგები სახეზეა.

თანამედროვე სახვით ხელოვნებაში სრული გაურკვევლობაა გამეფებული. ამ კრიზისის ერთ–ერთი მიზეზი თვით შემოქმედის სულიერ დეგრადაციაში უნდა ვეძიოთ, რაც აზროვნების, შემოქმედებითი ფიქრის, წარმოსახვის იგნორირებაში გამოიხატება. ამას კი საბოლოოდ თვითუარყოფამდე მივყავართ. ასეთი სავალალო მდგომარეობა მომავალში არა მარტო მხტვრობას არამედ თვით ცივილიზაციას ემუქრება განადგურებით. გამოსავალი ჩემი აზრით ადამიანის აზროვნების, მისი ცნობიერების შეცვლაშია, რაც ახალი ფილოსოფიური საფუძვლის გარეშე (იდეათა ახალი სისტემის) წარმოუდგენლად მიმაჩნია!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 1 2011, 10:35 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
რამ გამოიწვია ასეთი რეალობა!? მხატვრობის ასე განვითარების ერთ–ერთი მიზეზი ხელოვნებისთვის ფილოსოფიური საფუძვლის დაკარგვაში უნდა ვეძიოთ;

არა და არაsmile.gif
სწორედ პირიქით არის საქმეsmile.gif
"ამ გრიგალში დრო არ არის სხივის..." - გალაკტიონი


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 2 2011, 12:21 AM
Post #3


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(haeri @ 13th September 2011 - 12:17 PM) *
თანამედროვე სახვით ხელოვნებაში სრული გაურკვევლობაა გამეფებული. ამ კრიზისის ერთ–ერთი მიზეზი თვით შემოქმედის სულიერ დეგრადაციაში უნდა ვეძიოთ, რაც აზროვნების, შემოქმედებითი ფიქრის, წარმოსახვის იგნორირებაში გამოიხატება. ამას კი საბოლოოდ თვითუარყოფამდე მივყავართ. ასეთი სავალალო მდგომარეობა მომავალში არა მარტო მხტვრობას არამედ თვით ცივილიზაციას ემუქრება განადგურებით. გამოსავალი ჩემი აზრით ადამიანის აზროვნების, მისი ცნობიერების შეცვლაშია, რაც ახალი ფილოსოფიური საფუძვლის გარეშე (იდეათა ახალი სისტემის) წარმოუდგენლად მიმაჩნია!

ანანდა

მე ასე ვიტყოდი, ხელოვნებაში კრიზისის არსებობა არასწორი ფორმულირებაა, რადგან ხელოვნება მუდამ იყო და არის კაცობრიობის თვითგამოხატულების საშუალება, სადაც აისახება ადამიანების მსოფლმხედველობა, შინაგანი სამყაროს არქმა და ინტერპრეტაცია.. ემოციების, აზრების გამოხატვა სხვადასხვა მეთოდებით. ამიტომ ხელოვნება ყოველთვის კაცობრიობის სულიერი და ემოციური მდგომარეობის ამსახველია. კრიზისი ხელოვანშია ხოლმე და არა ხელოვნებაში. არ არსებობს მდარე ხელოვნების ნიმუში. მე ამაზე სულ მაქვს კამათი.)


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 11 2011, 02:37 PM
Post #4


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
არ არსებობს მდარე ხელოვნების ნიმუში

ეს უკვე გემოვნების საკითხია . მე ვთვლი რომ არსებობს.
ხელოვნების კრიზისი რომ ხელოვნის კრიზისია კი ეგ ორჯერ ორივითაა. ხელოვანი უნდა იყოს თავისუფალი რომ რამე ღირებული შექმნას. არა მარტო სახვით ხელოვნებაშია კრიზისი. გადახედეთ ლიტერატურას, სადაც მდარე და საჟურნალე მასალების მასობრივი პოპულარიზაცია მიმდინარეობს.კიდევ ყველა რაღაც ჯღაბნის თავი მართლა ლიტერატორი გონია ან გინდაც მხატვარი biggrin.gif მოკლედ სამხატვრო რომ დაამთავრო მარტო მგით ვერ გახდები მხატვარი რა biggrin.gif ან კონსერვატორიით-მუსიკოსი.
ეს კოდია რომელიც შენში დევს, ეს კოდი გეხამრება შექმნა რამე ღირებული ხელოვნების ნიმუში. სულ ერთია რომელი მიმდინარეობის იქნება. თუ ეს შენში არ დევს, რამდენიც არ უნდა იმეცადინო და იწვალო , არ გამოგივა.

ნუ თამომ ჩემზე უკეთ იცის მხატვრობის სფერო და მეტად ჩახედლია და ალბათ უფრო კომპეტენტურიც.

თამო ნახე რა ინტელეგენტეეე პოსტე დავწერეეე


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 11 2011, 04:27 PM
Post #5


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს მხოლოდ თვალსაზრისია და არა დოგმა, ან ფილოსოფიური ტრაქტატი! ეს რომ დავწერე სამხატვრო კადემიაში ვსწავლობდი(თუ ამას სწავლა ერქვა მაშინ)
ამ პერიოდში მაინტერესებდა ფსიქოანალიზი და ამ თემატიკაზე ვეცნობოდი ტექსტებს (საინტერესოა სალვადორ დალის ავტობიოგრაფია) მაშინ სურეალიზმი მაინტერესებდა და დახატული მაქვს ამ ტემაზე ”9 აპრილი”

აკედემიაში გვასწავლიდნენ ხელოვნებათ მცოდნეობას სადაც საუბარი იყო იმაზე თუ რა არის ხელოვნება და რომელი ითვლება ხელოვნების ნიმუშად. . .ეს გრძელი თემაა (ამაზე მიგვითითეს ტოლსტოის წიგნი ”რა არის ხელოვნება”)

მას შემდეგ ბევრი შეხედულება შეიცვალა ჩემში. .. თავიდან რომ დამეწერა ეს ტექსტი მასში ბევრ რამეს შევცვლიდი ( ეს სტატია გაზეთში გამოქვეყნდა!)
ამ წერილის მერე მხატვრობაზე წერას თავი დავანებე ( ეს ძალიან დელიკატური თემაა და კრიტიკას მხატვრები საერთოდ ეჭვით უყურებენ) გადავედი კინოს და თეატრის მხატვრობაზე ფერწერიდან და კინოხელოვნებაზე სტატიებს იმ გაზეთში ვაქვეყნებდი სადაც თვითონვე ვმუშაობდი (თუ არ დამეზარა ჩემი სტატიების აკრეფა სადმე დავდებ) და საერთოდ სინთეზური ხელოვნება მაინტერესებს ეხლა! გაკეთებული მაქვს ანიმაციური ფილმის გარდა მხატვრული ფილმის სცენარი ”ფანტასმაგორიული დრამის” ჟანრში, მაგრამ ეხლა ამის არც გაპიარების თავი მაქვს და არც დრო. . .smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 11 2011, 06:56 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
რომელ წელს დაამთავრე? smile.gif



Pisces
მოდი მაშინ მითხარი მდარე ხელოვნება რა არის? smile.gif ჟურნალების დონის რომანები და პერუანული სერიალები ხელოვნება არაა,, მარ ეს შირპატრებია, და არა ხელოვნება, იგივეს ვიტყვი სხვა დარგებზეც..smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 12 2011, 12:42 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი მაგ საჟურნალე ლიტერატურას მე მდარე ხელოვნებას ვუწოდებ, რატომ იცი ვინც ქმნის ჰგონია რომ რაღაც მაგარს ქმნის biggrin.gif
და თავი გონია ხელოვანი . მერე ვიღაც ერთ უჯრედიანი სასტავი ტაშს უკრავს ხოლმე biggrin.gif
კი შენ სწორედ ყოფ შეიძლება,მაგრამ მე ასე ვყოფ-მდარე ხელოვნება და ნამდვილი ხელოვნება. ამ მდარეში მოიაზრება ჩემთვის თუნდაც ნიკო გომელაურის "პოეზია "


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 12 2011, 01:55 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Pisces
შენი პოეზია სად მოიაზრება.

სრულიად სერიოზულად მაინტერესებს შენი სუბიექტურ-ობიექტური აზრი ამაზე.

მერე გეტყვი რატომ ვყოფ ასე.. smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 12 2011, 02:00 PM
Post #9


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Nov 12 2011, 01:55 PM) *
Pisces
შენი პოეზია სად მოიაზრება.

სრულიად სერიოზულად მაინტერესებს შენი სუბიექტურ-ობიექტური აზრი ამაზე.

მერე გეტყვი რატომ ვყოფ ასე.. smile.gif


აუ თამო ეგ რო ვიცოდე biggrin.gif მდარეში ნამდვილად არ გადის, თუმცა ჯერ მთლად ხელოვნებაშიც ვერ ვსვავ,იმიტომ რომ ვთვლი რაღაცეები უნდა დაიხვეწოს.


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 12 2011, 02:17 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Pisces
მაშინ ერთი რჩევა, ჯერ ჩასვი სადმე და მერე ვისაუბროთმდარე ხელოვნებაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს.smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 12 2011, 02:22 PM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Nov 12 2011, 02:17 PM) *
Pisces
მაშინ ერთი რჩევა, ჯერ ჩასვი სადმე და მერე ვისაუბროთმდარე ხელოვნებაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს.smile.gif

biggrin.gif კარგი თამ
სიამოვნებით
მიყვარს შენთან ესეთ თემებზე სუაბარი


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 12 2011, 02:23 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Pisces
კიდევ გკიტხავ, ჩემ ნახატებს რა ადგილს მუჩენდი?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 14 2011, 11:44 AM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Nov 11 2011, 06:56 PM) *
ანანდა
რომელ წელს დაამთავრე? smile.gif
Pisces



1996 წელს
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 14 2011, 07:41 PM
Post #14


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
მეცsmile.gif
ნაღდად გიცნობ smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 15 2011, 12:05 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Nov 14 2011, 07:41 PM) *
ანანდა
მეცsmile.gif
ნაღდად გიცნობ smile.gif



რა მაგარია! რომელ ფაკულტეტზე იყავი? მე სახვითზე- კერძოდ დაზგური და მონუმენტური ფერწერის რესტავრაცია!

თუ დავაზუსტებ- მე ერთ წლით ადრე მოვითხოვე დამთავრება (ანუ ადრე გავაკეთე დაცვა-ნუ ქოიავას და შავგულიძის დახმარებით) რომ მერე კინოს მხატვრობაზე გადავსულიყავი (დიმა თაყაიშვილთან) . .. smile.gif .. . .

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 16 2011, 11:08 AM
Post #16


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
არაააა! biggrin.gifbiggrin.gif:D
LOOOL მე პირიქით თეატრზე ვიყავი და მეორედან რესტავრაციაზე გადავედი, დაზგურზე..smile.gif მეც ერთი წლით ადრე გავაკეთე დიპლომი, ანუ 97 უნდა დამემთავრებინა და 96 დავიცავი smile.gif ნაღდად გიცნობ.. smile.gif ვის ჯგუფში იყავი რესტავარციაზე?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 16 2011, 12:17 PM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(td......... @ Nov 16 2011, 11:08 AM) *
ანანდა
არაააა! biggrin.gifbiggrin.gif:D
LOOOL მე პირიქით თეატრზე ვიყავი და მეორედან რესტავრაციაზე გადავედი, დაზგურზე..smile.gif მეც ერთი წლით ადრე გავაკეთე დიპლომი, ანუ 97 უნდა დამემთავრებინა და 96 დავიცავი smile.gif ნაღდად გიცნობ.. smile.gif ვის ჯგუფში იყავი რესტავარციაზე?


სირბილაძესთან ეხლა მგონი კუპრაშვილია

დაცვის ფოტოებს მოვძებნი. . .და დავდებ თეატრზე ვინ იყო ფარნა ლაპიაშვილი?
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 16 2011, 06:55 PM
Post #18


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
smile.gif)


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 17 2011, 01:16 AM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
td.........

სამხატვრო აკადემიაში სწავლობდით? მითხარით რომ თარხუჯი გასწავლიდათ gathering.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 17 2011, 09:09 AM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანა
არა არმასწავლიდა


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:57 PM