IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> სახვით ხელონებაში არსებული კრიზისის მიზეზები, თვალსაზრისი
Untitled_11
post Nov 17 2011, 05:08 PM
Post #21


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე პირადა ჯერ კრიზის ვერ ვგრძნობ და პოსტმოდერნიზზმა თუ ყველაფერი დაყინა და კაცობრიობა ჩიხშია, ამაზე არ ვიცი რა ვთქვა. "ტექნიკური გაუცხოოების" ბრალი იქნება, დაუბრუნდნე ბუნებას.. დაუბრუნდენ წარსულს და გამოვლენ smile.gif)))))))))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 24 2011, 08:44 PM
Post #22


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 17 2011, 05:08 PM) *
მე პირადა ჯერ კრიზის ვერ ვგრძნობ და პოსტმოდერნიზზმა თუ ყველაფერი დაყინა და კაცობრიობა ჩიხშია, ამაზე არ ვიცი რა ვთქვა. "ტექნიკური გაუცხოოების" ბრალი იქნება, დაუბრუნდნე ბუნებას.. დაუბრუნდენ წარსულს და გამოვლენ smile.gif)))))))))))



biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
manana
post Jan 15 2012, 09:21 PM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 82
Joined: 12-January 12
Member No.: 6,688

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ანანდა @ Sep 13 2011, 12:17 PM) *
ხელოვნება ცივილიზაციის განვითარების გარკვეულ ეტაპზე წარმოიშობა და კულტურის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. კულტურის დონეს ყოველთვის განსაზღვრავდა სულიერი და მატერიალური ფასეულობა, რომელსაც ქმნიდა და აგროვებდა კაცობრიობა. ადამიანის ბედნიერებისაა და კეთილდღეობისათვის.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ანტიკურ ეპოქაში ფილოსოფია მეცნიერება და ხელოვნება განუყოფელი იყო. დროთა განმავლობაში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებამ ახალი ცოდნა მოიტანა. ცოდნის დაგროვებამ თავის მხრივ გამოიწვია ფილოსოფიის, მეცნიერების და ხელოვნების ერთმანეთისაგან გამოცალკევება და სპეციფიკურ დარგებად ჩამოყალიბება.

ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად აუცილებელია ფილოსოფიური ბაზისი (შეხედულებათა სისტემა). აქედან გამომდინარე ყალიბდება შესაბამისი ხედვა, დამოკიდებულება ყოფიერებისადმი. ფილოსოფოსი და მეცნიერი ამ დამოკიდებულებას თავისებურად გამოხატავენ: ისინი იკვლევენ ბუნებას და ცნებების სახით გადმოსცემენ სულიერ, თუ ფიზიკურ სამყაროში არსებულ კანონებს.

თუმცა ყოფიერების შესაცნობად მხოლოდ ცნებები და კანონები არაა საკმარისი, ამასთან ერთად, საჭიროა ცხოვრებიდან, კერძო, კონკრეტული მოვლენის გამოცალკევება, მხატვრული მოდელის შექმნა, და მათი მაგალითის სახით ჩვენება. ამას ახერხებენ ხელოვნების სხვადასხვა დარგები (მხატვრობა, კინო, თეატრი)

მხატვრობას–ბუნების, ან მისი არსებული მოვლენების გარკვეული ხერხებით გამოსახვას დიდი ისტორია აქვს.

პირველი ნახატი ბიზონის ფერწერული გამოსახულება. ესპანეთში–ალტამირას გამოქვაბულში იქნა ნაპოვნი 1876 წელს. მეცნიერთა რეაქცია ამ აღმოჩენაზე უარყოფითი იყო. მათი აზრით, პირველყოფილი ხანის ადამიანს არ უნდა შეძლებოდა გამომსახველობის ასეთი დახვეწილი ხერხებით გადმოეცა ბუნება.

ეს შეხედულება გააქარწყლეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილმა ახალმა ნახატებმა , რომელიც მიეკუთვნა ადრეული პალეოლითის ხანას.

ამ დროიდან სახვითმა ხელოვნებამ დიდი გზა გამოიარა. ძალზე მოკლედ ეს შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოდ: პირველყოფილი ხანის გამოქვაბული ნახატები; ანტიკური პერიოდის კლასიკური მხატვრობა, აღორძინების პერიოდის ფერწერა, აკადემიზმის ჩარჩოებიდან განთავისუფლებული იმპრესიონიზმი, თანამედროვე პრივიტივიზმი და უსაგნო მხატვრობა–გამოქვაბულის ნახატების პრიმიტიულობიდან–თანამედროვ
პრიმიტივიზმისაკენ;

რამ გამოიწვია ასეთი რეალობა!? მხატვრობის ასე განვითარების ერთ–ერთი მიზეზი ხელოვნებისთვის ფილოსოფიური საფუძვლის დაკარგვაში უნდა ვეძიოთ;

როგორც ზემოთ აღვნიშნე–ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად აუცილებელი იყო გარკვეული მსოფლმხედველობის არსებობა; ანიტიკურ ეპოქაში ამ როლს ასრულებდა მითოლოგია. აღორძინების ხანაში, ასეთ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია მოგვევლინა. მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის ეპოქაში ხელოვნება რელიგიური დოგმებისაგან განთავისუფლდა და ახალი საფუძველი შეიძინა კომუნისტური იდეოლოგიის სახით–ხელოვნების მიზნად მარქსისზმ–ლენინიზმის იდეების განხორციელება იქცა., საბჭოთა კავშირის რღვევამ საზოგადოება გაათავისუფლა საბჭოთა იდეოლოგიური მარწუხებიდან. ამ ფაქტს თითქოსდა აღმასვლა უნდა მოჰყოლოდა ხელოვნებაში, მაგრამ რეალურად სულ სხვა რამ მოხდა;ყველანაირმა დეიდეოლოგიზაციამ და ზღვარ გადასულმა თავისუფლებამ გააქრო ფილოსოფიური საფუძველი, რომელსაც ეყრდნობოდა ხელოვნება და ხელოვანი. ჩემის აზრით ესაა თანამედროვე ხელოვნებაში და კერძოდ მხატვრობაში არსებული კრიზისის ძირითადი მიზეზი, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს.

ყურადღება მინდა გავამახვილო გამოსახვის არა ფორმალურ, ტექნიკურ მხარეზე, არამედ თვით შემოქმედის ფენომენზე.

ხელოვნების ნიმუში ადამიანის შექმნილი პროდუქციაა. რა როლს ასრულებს აზროვნება შემოქმედებითი პროცესის დროს? ფსიქოლოგიაში აზროვნების ორი ტიპია ცნობილი ხატოვანი (ქვეცნობიერი) და ცნებითი (ცნობიერი).

ქვეცნობიერში წარმოიქმნება ე.წ. „აზრიფორმები“, ხატები, რომელიც ჯერ კიდევ არაა გაცნობიერებული–გააზრებული ლოგიკური კავშირებისა და ცნებების საშუალებით. ეს პროცესი ყველასთვის ცნობილია ფიქრის სახელწოდებით.

როგორ ვითარდება ფიქრი გონებაში ხატვის დროს? ამ პროცესში უკეთესად რომ გავერკვეთ ფსიქიკის მესამე შრის არცნობიერის შემოტანა დაგვჭირდება. ფსიქოანალიზის კონცეფციის თანახმად ადამიანის ფსიქიკა სამ პირობით შრედ არის დაყოფილი; ცნობიერი, ქვეცნობიერი და არაცნობიერი, რომელიც ჩვენი სულიერი სამყაროს ყველაზე ღრმა პლასტია.

არაცნობიერში დამალულია პიროვნებისთვის მიუღებელი ლტოლვები და განწყობები. ფიქრის პროცესში ეს უკანასკნელნი ჯერ ხატების სახით ჩნდება ქვეცნობიერში, შემდეგ კი ხდება მათი გაცნობიერება. ზოგ შემთხვევაში ეს ხატები იმდენად მიუღებელი და საშიშია, რომ ცნობიერებამდე არ აღწევს ქვეცნობიერში რჩება ან იდევნება უკან არაცნობიერში.

ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს შემოქმედებისას. ხატვის დროს აუცილებელია ფიქრი, აზროვნება, რის გამოც არცნობიერში მიმალული უსიამოვნო ლიბიდონარევი სურვილები აქტიურდება. ეს უკანასკნელი გაურკვეველ შიშსა და ზაფრას იწვევს. ამის გამო მხატვარი (თუ მასზე რაიმე იდეოლოგიური ზემოქმედება გამორიცხულია) ცდილობს საკუთარი ინიციატივით ისე იმუშაოს, რომ წინასწარ არ იფიქროს, თუ რისი შექმნა უნდა გონებაში წარმოიდგინოს დასახატავი სურათი) ასეთ დროს ნამუშევარი ინტუიციურად იქმნება–არაცნობიერში აღძრული ემოცია მხატვრის ხელიდან პირდაპირ გადადის ტილოზე, ქვეცნობიერში ან ცნობიერში განხორციელებული ფიქრის გარეშე. ამის საუკეთესო მაგალითია სალვადორ დალის ნამუშევრები.

განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანების აზროვნების ფორმა, დროთა განმავლობაში სახეცვლილებას განიცდიდა, ამასთან იცვლებოდა, როგორც გარემომცველი სამყაროს აღქმა, ასევე მისი მხატვრული გამოსახვის ხერხებიც.

მოკლედ ასე შეგვიძლია ეს პროცესი ჩამოვაყალიბოთ; პირველყოფილი ადამიანის აზროვნება ხატოვანია, ცნობიერი პროცესბი ნაკლებადაა განვითარებული, ამდენად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბულის ნახატები შესრულებულია შეგნებული შემოქმედებითი პროცესის, წარმოსახვის, ფიქრის გარეშე.

მონათმფლობელური ხანის ადამიანის აზროვნების დონე უფრო დახვეწილია. ფილოსოფიის განვითარებამ სახვით ხელოვნებაში ახალი კანონები შეიტანა, სილამაზისა და ჰარმონიის შესახებ. აუცილებელი გახდა ცნობიერი პროცესების ცართვა, რაც თავისთავად ბუნების კანონების შესწავლას გულისხმობდა. დროში მოხდა ამ კანონების სისტემატიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა ერთგვარი კლასიკური სილამაზის მოდელის სახით. თუმცა შემოქმედებითი პროცესი, ძირითადათ არაცნობიერიდან აღმოცენებული არქეტიპების (მითოლოგიური პერსონაჟების) საშუალებით სტიმულირდებოდა.

ფეოდალიზმის პერიოდის–ე.წ. „შუა საუკუნეების“ ხანის ხელოვანი, უფრო ღრმა აზროვნების უნარით გამოირჩეოდა. ამას ძირითადად ხელი ხელოვნებაში მეცნიერების შეჭრამ შეუწყო. ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად აუცილებელი გახდა, ისეთი სამეცნიერო დისციპლინების შესწავლა, როგორიცაა გეომეტრია, მათემატიკა, ანატომია–შეიქმნა ყველასთვის კარგად ცნობილი „აკადემიური სტილი“ აკადემიური სკოლა–სადაც ხელოვანი ყალიბდებოდა, როგორც არა მარტო მხატვარი, არამად მეცნიერიც და ფილოსოფოსიც.

ყველაფერი ამის მიუხედავად, გამოსახული საგანი და თემა, ძირითადად ბიბლიური მითოლოგიით უფრო იყო ნასაზრდოები, ვიდრე თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნებით ( რასაც თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა და ამის განხილვა შორს წაგვიყვანს) ერთი რამ კი უნდა ითქვას, ამ პერიოდის სახვითმა ხელოვნებამ და კერძოდ მხატვრობამ განვითარების პიკს მიაღწია.

მე–19 საუკუნის ბოლო და მე–20 საუკუნის დასწყისი, მეცნიერული აღმოჩენების პერიოდია. ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანის აზროვნებაში რევოლუცია მოახდინა. შეიცვალა წარმოდგენები სამყაროზე და ადამიანზე, რამაც ერთგვარად გააუფერულა ხელოვნების და კერძოდ მხატვრობის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა გაჩნდა ახალი მიმდინარეობებიც, სადაც უარყოფილი იქნა აზროვნების ცნობიერი პროცესები, რომელიც „აკადემისტური სკოლის“ მიერ დადგენილი სახვითი ხელოვნების კანონების სავალდებულო ცოდნაში გამოიხატებოდა.

მხატვარი უმთავრესად ბუნებისა და საგნების უშუალო აღქმით–შთაბეჭდილებით შემოიფარგლა. რელობისადმი ასეთმა „ბავშვურმა“ მიდგომამ შემდგომში უკიდურესად გამარტივებული მიმდინარეობები წარმოშვა;“კუბიზმი“, „დადაიზმი“ „პრიმიტივიზმი“

მე–20 საუკუნის ბოლოს „ინფორმაციული წარღვნის“ პირობებში, როცა ცივილიზაცია განვითარების უმაღლეს ფაზას გადის– მოსალოდნელი იყო ადამიანის აზროვნების დიდი წინსვლა, იგი უნდა დახვეწილიყო და ამაღლებულიყო. მაგრამ მოხდა –პირიქით; შემოქმედებითი ფიქრის უნარი ხელოვანმა თანდათან დაკარგა. ჯერ იყო და ნახტებში ლამაზი ბუნება და ადამიანები გაქრა და ტილოები ადამიანისმაგვარი არსებებით მახინჯი ყვავილებით და ცხოველებით დაიფარა. მერე ამ აჩრდილებსაც გაუვიდა ყავლი და გამოსასახავ სიბრტყეზე, უსაგნობამ, უწესრიგობამ და ქაოსმა დაისადგურა.. მეტს აღარ გავაგრძელებ, შედეგები სახეზეა.

თანამედროვე სახვით ხელოვნებაში სრული გაურკვევლობაა გამეფებული. ამ კრიზისის ერთ–ერთი მიზეზი თვით შემოქმედის სულიერ დეგრადაციაში უნდა ვეძიოთ, რაც აზროვნების, შემოქმედებითი ფიქრის, წარმოსახვის იგნორირებაში გამოიხატება. ამას კი საბოლოოდ თვითუარყოფამდე მივყავართ. ასეთი სავალალო მდგომარეობა მომავალში არა მარტო მხტვრობას არამედ თვით ცივილიზაციას ემუქრება განადგურებით. გამოსავალი ჩემი აზრით ადამიანის აზროვნების, მისი ცნობიერების შეცვლაშია, რაც ახალი ფილოსოფიური საფუძვლის გარეშე (იდეათა ახალი სისტემის) წარმოუდგენლად მიმაჩნია!

Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 05:43 PM