IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

10 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> + (ჯვარი) ანუ ჭეშმარიტების შემოსვლა სამყაროში, პუბლიცისტური წერილი
daat
post Apr 27 2010, 06:46 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



uraaa.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 27 2010, 06:58 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქ მხოლოდ სალუტებს ვხედავ...


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 27 2010, 07:22 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯვრის არსის გაგებას მენტალურ დონეზე შემდეგი დახასიათება ესადაგება: ჯვარი არის ვერტიკალური და ჰორიზონტალური წრფეების გადაკვეთით მიღებული სუბსტანცია! ეს არის პროცესი რომელიც ჭეშმარიტების შემოსვლას ასახავს ამ მატერიალურ სამყაროში. ჭეშმარიტება ეს არის სვეტი! სვეტი ცხოველი, ანუ ცოცხალი სვეტი ! და წმიდა წერილში ამის შესახებ წერია როცა ღმერთი იძახის, რომ იგი ჭეშმარიტებას დადებს შვეულად! ეს არის მარადისობის კარიბჭე! შესასვლელი! მარადიულ ყოფაში გადასასვლელი ხიდი! ქრისტიანებმა შემდგომში თავის სიმბოლოდ ჯვარი გაიხადეს, რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს საწამებელად... ხოლო მეორეს მხრივ ჰორიზონტალური წრფე წარმოადგენს მატერიალურ სამყაროს! ჭეშმარიტებასა და მატერიალურ სამყაროში მცხოვრებ ხალხთა აზრს ჭეშმარიტების შესახებ, საერთო არაფერი აქვს გარდა სახელწოდებისა. პილატეს კითხვა ნიშმავდა იმას რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენი ჭეშმარიტებაა ამ მატერიალურ სამყაროშიო.

იქიდან გამომდინარე რომ კოსმოსში არის სიცარიელე, (ვაკუუმი) მასში, სხვადასხვა სხეულებს საშუალება ეძლევა, იმოძრაონ თავისუფლად.
მაგრამ რა არის ვაკუუმი? ვაკუუმი არის ისეთი სივრცე, სადაც არ არსებობს არანაირი მატერიალური ნაწილაკი. იგი აფსოლუტურად ცარიელია, მაგრამ აქვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა? არსებობს თუ არა ანტიმატერიალური ნაწილაკი? ხომ შეიძლება ის არსებობდეს ვაკუუმში? გამომდინარე იქიდან რომ არ ვიცით რა არის ანტიმატერიალური ნაწილაკი, ვერ ვიტყვით რომ ის შეიძლება არსებობდეს ვაკუუმში. ჩვენ ისიც კი არ ვიცით არსებობს თუ არა საერთოდ იგი.
სად არის ისეთი სივრცე, სადაც არ იარსებებს მატერიალური ნაწილაკი? არსად... თუნდაც კოსმოსში არ არსებობს ისეთი ადგილი რომელიც მთლიანად ცარიელია, თუმცაღა კოსმოსის სივრცე ძალზედ ახლოს არის აფსოლუტურ ვაკუუმის მდგომარეობასთან, რადგანაც გაიშვიათებულია მატერიალური ნაწილაკების რაოდენობა.
როგორ წარმოვიდგინოთ სრულიად ცარიელი სივრცე? როგორი თვისებები ექნება მას? ჩვენ რომ შეგვძლებოდა გვეხილა იგი და დაგვემოწმებინა, მაშინ შევძლებდით მის შესახებ ყველაფრის გამოკვლევას, მაგრამ ასეთი ადგილი არავის უნახავს, ვერც ლაბორატორიაში იქმნება აფსოლუტური ვაკუუმი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მასთან დაახლოებულ სიცარიელეზე. (ვაკუუს ლათინური სიტყვაა და გადმოთარგმანებით ნიშნავს სიცარიელეს).
დავაკვირდეთ უმცირეს ნაწილაკებს: მაგ: ატომს. ატომი შედგება ატომ ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. ატომის რადიუსი, ანუ მანძილი მისი ცენტრიდან უშორეს ელექტრონამდე უდრის 0.14ნმ-ს (ნმ-ნანომეტრი, მეტრის მემილიარდედი ნაწილი). ელექტრონები როგორც უკვე ვთქვით ბირთვის გარშემო მოძრაობენ, ესეიგი არსებობს სივრცე სადაც მოთავსებულია ატომის ბირთვი და მოძრავი ელექტრონები, მნიშვნელობა არა აქვს რომ საუბარი მიდის ძალიან მცირე მასშტაბებში. რა არის ეს სივრცე? თუკი ატომის ბირთვი და ელექტრონები უმცირესი ნაწილაკებია, მაშინ სივრცე სადაც ისინი მოძრაობენ ცარიელია. ესე არ გამოდის? კარგად დავაკვირდეთ: ავიღოთ ერთი პატარა სფერო და რამოდენიმე ცოტათი მასზე დიდი და ეს დიდი სფეროები განვალაგოთ ისე რომ პატარა მათ ცენტრში აღმოჩნდეს, შევქმნათ ატომის მოდელი. მათ შორის ვხედავთ, უფრო სწორად ვერ ვხედავთ სიცარიელეს ჩვენ ვხედავ ამ სიცარიელის უკან ან მაგიდის ზედაპირს ან რაზეც ეს სფეროები დევს. ანუ სიცარიელე არსებობს მათ შორის.
თუკი ელექტრონები აღარ იშლება კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებად, ესეიგი გამოდის რომ ისინი რაღაც ცარიელ სივრცეში მოძრაობენ.
გამოდის რომ ეს ცარიელი სივრცე არის აფსოლუტური ვაკუუმი, ანუ ჩვენს გარშემო მთელი სამყარო დიდ ვაკუუმში დასრიალებს ან ქანაობს ან, თუნდაც მიმოიძვრის.
რატომ დასრიალებს მთელი სამყარო აფსოლუტურ სიცარიელეში? მარტივი ლოგიკაა: სახლი ნიშნავს ოთახების შიგნით არსებულ სიცარიელეს. რა აზრი ექნებოდა თუკი ეს სიცარიელე ამოვსებული იქნებოდა მთლიანდ სამშენებლო მასალით? მასში ვერც კი შევიდოდით ცხოვრებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ანუ მატერიალურ სამყაროს ჭირდება მისი საწინააღმდეგო თვისებების სამყარო, რაშიც ის შეძლებდა გამოვლინებას. ესეიგი გამოდის რომ ვაკუუმი ანუ აფსოლუტური სიცარიელე ყოფილა ანტიმატერიალური, მოდით დავარქვათ ჭურჭელი, რაშიც ასხია სამყარო.
"ფილოსოფია არ აყენებს სიამოვნებას უფლის ტრანსცენდენტულ გრძნობებს. ამიტომ იგი უსარგებლოდ ითვლება."(შრიმად-ბჰაგავატამი, გალობა1, თავი5, ტექსტი 8).
"ფილოსოფია ბერძულებ ნიშნავს სიბრძნის მოყუარებასა" ("ხუმარსწავლა", Iტ. გვ. 121).
რა მინდა ამით რომ ვთქვა: მხოლოდ ფილოსოფიით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. მარტო აღებული ფილოსოფია არაფერს ნიშნავს ყოველგვარ აზრს მოკლებულია და ზუსტად იმ შინაარს ატარებს როდესაც ხუმრობით ვeტყვით ხოლმე ვინმეს, როცა ბევრს და უაზროდ ლაპარაკობს: "ნუ ფილოსოფოსობო". ფილოსოფია თავისთავად შეისწავლის რელიგიებს, მაგრამ არა რწმენის თვალსაზრისით. რელიგიის ძირი რწმენაშია. გვწამდეს ის რაც უხილავია. გვჯეროდეს იმის რაც ან ვინც არასდროს გვიხილავს. აი განსხვავება ფილოსოფიასა და რელიგიას შორის. ფილოსოფია ხილულ მატერიალურ სამყაროს შეისწავლის, ხოლო რელიგია კი უხილავ სამყაროს.
ესეიგი დავუბრუნდეთ ჭურჭლის არსს... ყველაზე მითიური და ლეგენდარული ჭურჭელი არის თასი, ბარძიმი, სასმისი.
ეს ის სასმისია ქრისტემ რომ გადაულოცა თავის მოწაფეებს საიდუმლო სერობის დროს, სადაც ესხა ღვინო.
ალეგორიული მნიშვნელობით ღვინო ეს არის ცოდნა, მოძღვრება ქრისტესი. უხილავი სულიერი სამყაროს შესახებ. პური ეს არის ხორცი ქრისტესი, ანუ მისი ხილული, მატერიალური მხარე, გამოვლინება, მატერიალური სამყარო, რომელიც კაცობრიობას მიეცა არსობისთვის. ანუ საიდუმლო სერობის საიდუმლო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მატერიალური და ანტიმატერიალური სამყაროების შესახებ ცოდნასთან ზიარება მოწაფეებისა ქრისტეს მიერ.
თასი როგორც ჭურჭელი, აფსოლუტური სიცარიელე, ვაკუუმი, რომელშიც ასხია ანტიმატერიალური სამყარო, როგორც ღვინო, მაგრამ სად წავიდა მატერიალური სამყარო? რომელიც პურის ანალოგია? პური გატეხა და ჩააწო ღვინით სავსე თასში, ანუ მატერიალური სამყაროც ამ ჭურჭელში მოათავსა, რომელიც გაიჟღინთა სულიერი სამყაროთი, როგორც პურის ნაჭერი იჟღინთება ღვინით სავსე თასში.
რა დავადგინეთ ამით? არაფერი... ის რაც იყო, ის რაც არის, და ის რაც იქნება ყოველთივს...


დასაწყისი და დასასრული, თუ უსასრულობა?!

ე.ი. დავადგინეთ, რომ სამყაროში არსებობს დიდი სიცარიელე, რომელიც ყველგან არის, თვით ყველაზე მცირე მატერიალური ნაწილაკებიც კი, მათ შორის არსებული სიცარიელით გამოიყოფა. რამხელაა ეს სიცარიელე? აქვს თუ არა მას საზღვარი? თუკი სამყარო, ანუ მატერიალურ ნივთიერებათა ერთობლიობა (იგულისხმება უხეში მატერია, თვალით ხილული და შედარებით ნატიფი, რომელიც რთული დასანახია და რთული აღსაქმელი.) ფართოვდება, ე. ი. მას აქვს ამის საშუალება, ანუ სიცარიელე აძლევს მას გაფართოების შესაძლებლობას, მაგრამ სადამდე?! ხომ შეიძლება ეს სიცარიელე იყოს შემოსაზღვრული? რითი? რა შიძლება იყოს ამ სიცარიელის მიღმა? დავუშვათ რომ არის რაღაც, რაც მის მიღმაა, მაშინ ისიც უნდა წარმოვიდგინოთ თუ რა არის?
ვთქვათ ეს არის სულიერი სამყარო... რა არის სულიერი სამყარო? ან საერთოდ რა არის სული? სული მატერიის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. ჩვენ ვამბობთ, რომ მატერიას აქვს საწყისი და დასასრული, მაგრამ ესეც შეცდომაა, რადგანაც დასაწყისი და დასასრული აქვს მატერიის გამოვლინების კონკრეტულ ფორმას, ანუ ავიღოთ ფურცელი. ეს ფურცელი მატერიალური ნივთია, რომელიც არსებობს რაღაცა ფორმით, ზომით, წონით და ა. შ. იგი შედგება უმცირესი მატერიალური ნაწილაკებისგან. დავწვათ ეს ფურცელი ცეცხლში. რა მოხდა? გაქრა? აღარ არის? ანუ ეს ფურცლის დასასრულია? დიახ და არა. დიახ იმიტომ რომ, როგორც ფურცელი ის აღარ არსებობს, მაგრამ არა იმიტომ რომ რისგანაც ეს ფურცელი შედგებოდა გაქრა, არამედ გარდაიქმნა სხვა ფორმაში. იგი ახლა წარმოადგენს ფერფლს და ბოლს, ანუ ჩვენ რომ შევკრიბოთ ბოლის მასა, რაც მისგან გამოთავისუფლდა და ასევე ფერფლის მასა, კიდევ სხვა ატომებიც, რომლებიც ქიმიური რეაქციის შედეგად გარდაიქმნენ, მივიღებთ ფურცლის მასას.
ავიღოთ ადამიანის სხეული. ჩვენ ვიძახით რომ სხეულის არსებობას აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ რეალურად სხეული, როცა მისგან სული გადის, იხრწნება, ანუ მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია და სხეულის ატომები სხვა ფორმას იძენენ, თორემ ისინი ისევ ამ მატერიალური სამყაროს შემადგენელ ნაწილებად რჩებიან.
რა გამოდის? რომ მატერია და არა მისი რომელიმე კონკრეტული ფორმა, არამედ მთლიანად - უცვლელია. მარადიულია. სულ არის.
დავუბრუნდეთ სულის რაობას. რელიგიური თვალსაზრისით ვიცით რომ სული მარადიულია. ეს დიდი არაფერი, რადგანაც მატერიაც მარადიულია, მაგრამ სული უცვლელია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ანუ იგი არ იცვლის ფორმას, ზომას, წონას და ა. შ. თუკი მატერია იცვლის ფორმას და გადადის სხვადასხვა მდგომარეობებში, სული მარადიულად უცვლელი რჩება.
ჩვენ ადამიანებს ბავშვობიდან მცდარი სწავლებით გვზრდიდნენ, ანუ, რომ რაღაცა იწყება, რაღაცა მთავრდება, მაგრამ რომ ასევე არსებობს მარადისობაც. ამ ცნობიერებით გავიზარდეთ და ეხლა ჩვენ დავფიქრდით: რა იწყება? რა მთავრდება? და რა არის მარადიული? ჩვენ ძალზე ადვილად გვესმის, რომ რაღაც შეიძლება დაიწყოს და დასრულდეს, რადგანაც ერთი შეხედვით, ჩვენს გარშემო რაც ხდება, ასეთ შთაბეჭდილებას გვიტოვებს. და, როცა ვფიქრდებით თუ რა შეიძლება იყოს მარადიული, ვეღარ ვახერხებთ ამის გამორკვევას. დღეს ვერავინ ხვდება მარადისობის არსს ისე მარტივად, როგორც საწყისს და სასრულს რაიმესას. ეს უკანასკნელი ჩვენთვის ადვილი გასაგებია, მაგრამ მარადისობა - ძალიან რთული.
ვფიქრობთ რაღაც არაამქვეყნიურზე, მიუწვდომელზე და ვცდილობთ რომ ეს ზებუნებრივი როგორმე ჩვეულებრივი ენით გადმოვცეთ. ხშირად ვამბობთ: " რა ვიცი აბა.. აი რაღაც რაც სულ არის... რავი წარმოდგენაც კი მიჭირს" რატომ? რატომ გვიჭირს მარადისობის წარმოდგენა? იმიტომ რომ მარადისობის არსი გადაფარა ადამიანის მიერ გამოგონილმა ტყუილმა, რასაც საწყისი და სასრული ქვია. ეს ტყუილი იმდენად გამჯდარია ჩვენში, რომ სიმართლე გვგონია. მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა რაღაც არ არის რიგზე, გვახსენდება რომ ტყუილია. და ახლა ამ ტყუილით ვცდილობთ რომ აღვწეროთ ჭეშმარიტება, ანუ რეალობა. სწორედ აქ გვექმნება წინააღმდეგობა და ვხვდებით, რომ ტყუილით ვერასდროს განვსაზრვრავთ სიმართლეს.
საინტერესო ის ფაქტია თუ რატომ გამოიგონა ადამიანმა ეს ტყუილი?! ან იქნებ არც ფიქრობს ადამიანების უმრავლესობა, რომ ყველაფერ მატერიალურს აქვს საწყისი და სასრული? მარტივია... მას რაც იყო უცვლელი, დასჭირდა ცვალებადობა. იგი ცვლის ყოველივეს მის გარშემო, მაგრამ თვითონ აფსოლუტურად უცვლელი რჩება. როგორც პლასტელინისგან ხან გამოვძერწავთ რამეს ხან დავშლით და ისევ გამოვძერწავთ. ეს არის სულის სათამაშო ასპარეზი, იგი მატერიას იყენებს როგორც გასართობ მასალას.
ახლა ვცადოთ და გამოვარკვიოთ სულის თვისებები: როგორია? რა ფორმა აქვს? რა ზომა? წონა? და ა. შ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სულს ესეთი ფორმის, ზომის, წონის და გარეგნობის სხეული აქვს, მაგრამ თვითონ სულზე არაფერი ვიცით.
იძახიან რომ ღმერთი არის სული. ვეთანხმები, ასევე სულები ვართ ჩვენც ადამიანები, რომელთაც განსხვავებული ფორმის, წონის და გარეგნობის სხეულები გვაქვს....

გაგრძელება იქნება...

ამ მატერიალურ სამყაროს აქვს სასრული.

რომ გამოვარკვიოთ თუ რა არის სული, ამისათვის ჯერ მატერია უნდა ვიცოდეთ რა არი. თუ ის არ ვიცით რასაც ვხედავთ, როგორღა გვეცოდინება ის რასაც ვერ ვხედავთ? როგორ უფრო ადვილია სიარული თვალღია თუ თვალდახუჭული?
ჩვენ დავადგინეთ რომ ამ მატერიალურ სამყაროს აქვს საზღვარი, რადაგანაც მას აქვს ისეთი თვისება რასაც გაფართოვება ქვია.
გამოვარკვიეთ ისიც, რომ თანამედროვე მეცნერები დიდ უტოპიაში არიან შესულნი და თვითონაც არ იციან რას ლაპარაკობენ. როგორ შეიძლება რაღაც იყოს უსასრულო და ამავედროს ფართოვდებოდეს? თუკი საუბარია იმაზე რომ თვითონ პროცესი გაფართოებაა უსასრულო, ანუ სამყარო უსასრულოდ ფართოვდება ეს სწორედაც რომ მიუთითებს იმავეზე რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ სამყაროს აქვს სასრული და იგი, თუნდაც უსასრულოდ, ფართოვდება. ეს კიდევ გამოსარკვევია, მაგრამ ამავე მეცნიერთა მოსაზრებით, დადგება მომენტი, როდესაც სამყარო შეკუმშვას დაიწყებს. ეს უკვე აბსოლუტური უმეცრებაა და სხვა არაფერი, თუკი უსასრულოდ ფართოვდება, მაშ როგორღა დადგება მომენტი როდესაც ის შეკუმშვას დაიწყებს???
მოკლედ მათ კაი ხანია გზა აბნეული აქვთ და ჩვენც გვახვევენ ამ აზრებს თავზე. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს სამყაროს შესახებ: ჰკითხეთ თქვენ მეგობარს, ძმას, დას, ჰკითხეთ მას ვინც ახლა თქვენს გვერდითაა. აქვს თუ არა სამყაროს სასრული?
უმრავლესობა გიპასუხებთ რომ სამყარო უსასრულოა, რადგანაც ასე გვასწავლიდნენ ჩვენ. მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს აზრი მცდარია და თან ძალიან მცდარი. აღარ მინდა დავუბრუნდე იმის ახსნას თუ რატომ. ( ყველაფერი ითქვა ზემოთ).
ვნახოთ ამ მხრივ რას გვასწავლის ჩვენი რელიგია: ბიბლიის პირველ თავებში სამყაროს შექმნის შესახებ ვკითხულობთ, რომ ღმერთმა 6 დღეში შექმნა სამყარო, ხოლო მეშვიდე დღეს დაისვენა. რა დავადგინეთ ამ წინადადებიდან? ანუ რას მივხვდით სამყაროს შესახებ? ერთი შეხედვით ვერაფერს გარდა იმისა რომ იგი შეიქმნა... მაგრამ კარგად დავაკვირდეთ ამ სითყვას "შექმნა", ანუ პროცესი დასრულდა, შეასრულა, ანუ დაიწყო განავითარა და ბოლოს მიაღწია ისეთ მომენტს როდესაც უკანასკნელი რამ შექმნა და ამით შექმნის პროცესი დასრულებულია. ალბათ სწორედ ამიტომაა, როდესაც რელიგიურად იკრძალება, ჩვენზე ან ვინმეზე ვთქვათ, რომ რამეს ვქმნით. ეს უბრალოდ აფსურდია, რადგანაც ყველაფერი უკვე შექმნილია. შექმნა დასრულდა, ახლა შექმნილის მოხმარება გადანაწილებ-გადმონაწილება მიმდინარეობს. გარდა ამისა ამითი ჩვენ მივხვდით რომ ეს მატერიალური სამყარო სასრულიანია და იგი უკვე შექმნილია. ვხვდებით რომ რელიგიურადაც სამყაროს სასრული აქვს.
რაღაც არ გამოდის. თუკი ყველაფერი შექმნილია, თუკი ყველაფერი დასრულდა, როგორღა ვვითარდებით? მაშინ რას ნიშნავს სიტყვა ევოლუცია? რადგან ეს სიტყვა არსებობს ესეიგი მართლაც აქვს მას ამის საფუძველი.
ცნობილი ინდოელი გურუ ბჰაგვან შრი რაჯნიში, რომელმაც თავის თავს უწოდა ოშო, ისევე როგორც სხვა მრავალი ათეისტური ფილოსოფიის მიმდევარი, როგორც აღმოსავლური კულტურიდან, ასევე დასავლურიდან, თვლიან რომ ღმერთი არ არსებობს, და რომ ის მხოლოდ სიტყვაა, რომელიც გამოვიგონეთ, რადგანაც გვქონდა მოთხოვნილება, ჩვენს ლექსიკონში ყოფილიყო ისეთი სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიხმარდით. ასევე ყველაფერი რაც ღმერთთან არის დაკავშირებული მცდარია. მაგ: თუკი ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა და მეშვიდე დღეს დაისვენა, მაშინ გამოდის რომ იგი დღემდე ისვენებს!!! თუკი რაღაცა შექმნა, ე. ი. ევოლუციის პროცესი მოისპო, სიახლე, აღმოჩენა, პიკი. აღარ არსებობს, მაგრამ ასეთებს მინდა შევთავაზო ჩემი აზრი სამყაროს მოდელის შესახებ. თუკი პრეტენზია გვაქვს გურუობაზე და მასწავლებლობაზე, ამისათვის შესაბამისი ცოდნაც უნდა გვქონდეს. ბატონ ოშოს, ვერ გამოურკვევია რა არის მატერია და რა არის სული და ცდილობს რაღაც დასკვნების გამოტანას. ისე დღეისდღეობით ჩვენ ანალოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ: დავაკვირდეთ ერთმანეთს. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით ამ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს: ზიარება! ეს ერთერთი საიდუმლო რიტუალია ქრისტიანულ რელიგიაში. რატომ არ ქვია მას სწავლება? არ დაფიქრებულხართ ამაზე? გაზიარება და არა სწავლება... როდის მივხვდებით რომ გაზიარებაა საჭირო ჩვენი სულისათვის და არა მასწავლებლობანა?!
დავუბრუნდეთ მატერიალური სამყაროს არსს...

გაგრძელება იქნება...


7 დან 9-ის ჩათვლით

სამყაროს სწორი მოდელის დასადგენად, პირველ რიგში უნდა გამოგვერკვია, აქვს თუ არა მას სასრული? ეს გამოვარკვიეთ და დავადგინეთ, რომ ამ მატერიალურ სამყაროს აქვს სასრული და იგი როგორიღაცა სუბსტანციით არის შემოსაზღვრული. მაგ: წარმოვიდგინოთ საპნის ბუშტი ჰაერში, აი ასეთად შეგვიძლია აღვიქვათ სამყარო. პირველის შემთხვევაში ვიცით რომ მას შემოსაზღვრავს ჰაერი, მაგრამ რა შემოსაზღვრავს სამყაროს? ჰაერიც ხომ თვით ამ სამყაროს შემადგენელი ერთერთი ელემენტია???
სწორედ ამ კითხვაზე შევეცდებით გავცეთ პასუხი დასაბუთებულად.
ძველი ბერძენი ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ყველაზე სრულყოფილი ფიგურა არის წრე, მისგან გამომდინარე წრეწირი და სფერო. რატომ თვლიდნენ ასე? იმიტომ რომ წრე ციკლია. იგი უსასრულოდ მეორდება და მეორდება. მას საწყისი და სასრულიც პირობითი აქვს. მაგ: ავიღოთ წრე. საიდან იწყება ეს წრე? არსაიდან. სადაც ჩვენ ჩავთვლით რომ იწყება იქიდან იწყება და ის იქნება სასრულიც, ანუ წრეში საწყისი და სასრულიც ერთიდაიგივეა. ამიტომ თვლიდნენ მას ყველაზე სრულყოფილად, მაგრამ რეალურად არ აღმოჩნდა წრე და სფერო სრულყოფილი, რადგანაც მათ აქვთ საზღვარი სასრული. წრე შეგვიძლია შემოვხაზოთ რაღაცა რადიუსის სიგრძის, მაგრამ აქ მთავრდება ეს წრე. ამის იქეთ უკვე სხვა რამაა, თუნდაც მეორე წრე და ა. შ. მაგალითად სფერული ფორმა აქვს დროს, პლანეტებს, მათ ორბიტებს (იგულისხმება პლანეტების ორბიტები) წყლის წვეთს, ატომებს, და ა. შ. სწორედ ეს მატერიალური სამყაროც სფეროსავითაა, რომელიც სადღაც, როგორიღაცა სივრცეშია მოთავსებული (ამ სივრცის რაობაზე ცოტა მოგვიანებით გვექნება საუბარი).
ასევე წრიულ-ციკლური ფორმა და თვისებები აქვს რაოდენობის დასათვლელედ გამოსაყენებელ რიცხვით სისტემას. მაგ:
დავაკვირდეთ ციფრებს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 0, ეს ციფრები ქმნიან ციკლს ხოლო დანარჩენი რიცხვები, მათგან იწარმოება უსასრულოდ, მაგრამ აქ ერთი შეხედვით უზუსტობას ვამჩნევთ, ბიბლიაში მოთხრობილ სამყაროს შექმნის ციკლურ სისტემასა და რიცხვით სისტემას შორის, კერძოდ: ბიბლიაში ნათქვამია რომ ღმერთმა სამყარო შექმნა 6 დღეში, ხოლო მე-7 დღეს დაისვენა, რა გააკეთა მე-8 და მე-9 დღეს? ისვენებდა? ან რატომ არაფერია ნათქვამი ამ დღეების შესახებ? რა! არ არსებობდა მეტი ციფრები მაშინ? როგორ არ არსებობდა, ბიბლიაში მრავალგან ამოიკითხავთ ისეთ ტექსტს სადაც ციფრი ცხრიანიც იქნება გამოყენებული და რვიანიც. მაშ რა ხდება? გამოეპარა ბიბლიის ავტორს მოსე წინასწარმეტყველს ეს ორი დღე და მათი შესაბამისი ციფრული მნიშვნელობები???
ამ წერილებში რომელსაც გთავაზობთ, საუბარია ჩვენს მატერიალურ სამყაროზე და აქედან გამომდინარე, ეს თემა ბევრ თემებს აერთიანებს. ამიტომ გვიწევს მაგალითების მოყვანა უამრავი სფეროებიდან.
ყველას გვაქვს წაკითხული იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ". ამ მესიანიტური იდეის მატარებელი წერილის (ასე უწოდებენ მას ქართველი ფილოლოგები) ირგვლივ, მრავალი იდეა გამოითქვა და დაიწერა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წერდა ამ თემის შესახებ აგრეთვე. არა მარტო ის, არამედ მრავალი ადამიანი გამოთქვამდა თავის შეხედულებას და ბოლოს დაადგინეს, რომ ეს წერილი არის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, მისიის არსის გამომხატველი და სწორედ ამიტომ უწოდეს მას მესიანიტური წერილი.
ძირითადი არსი ამ წერილისა დამყარებულია ქართული ენის როგორიღაცა მისიაზე უკანასკნელ ეპოქაში. ჩემი პირადი მოსაზრება ამ წერილის შესახებ განსხვავდება ზემოთ ნახსენებ ადამიანთა საერთო აზრისგან, მაგრამ ვეთანხმები იმაში, რომ ჩვენ ენას მართლა დიდი მისია აკისრია ბოლო ჟამს.
ახლა რატომ შევეხე ამ თემას... მოგეხსენებათ ბიბლია წიგნია რომელიც უამრავ ენაზეა თარგმნილი და წარმოადგენს კაცობრიობის ზნეობრივ საგანძურს. ასევე „თარგმნილია“ ქართულ ენაზეც, ვგულისხმობ თანამედროვე ქართულს, მაგრამ ეს თანამედროვე ქართულით ნათარგმნი ბიბლია არაფრით განსხვავდება სხვა ენებზე თარგმნილი ბიბლიებისგან.
ყველას მოგეხსენებათ, რომ ქართულ სიტყვას შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ქონდეს და ერთდროულად აღნიშნავდეს სხვადასხვა საგანს ან მოვლენას. ასევე ვიცით, რომ ძველქართულ დამწერლობაში არსებობდა ქარაგმები. რას ნიშნავს ქარაგმა?
ქარაგმა ნიშნავს ინფორმაციის მიწოდებას შეფარვით. ამისათვის დავაკვირდეთ ძველქართული დამწერლობით, კერძოდ ასომთავრულით დაწერილ წერილებს ფრესკებსა თუ ხატებზე. შევამჩნევთ, რომ ზოგან ასოები გამოტოვებულია და მათ მაგივრად წერტილები, მძიმეები და სხვა ნიშნებია გამოყენებული. რატომ? განა არ შეეძლო ძველ ხალხს მთლიანად დაეწერათ სიტყვები? ამით მათ უნდოდათ გადმოეცათ ქართული ენის და დამწერლობის მრავალსაფეხურობრივი მნიშვნელობა.
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი... მოდით დავაკვირდეთ რა წერია ძველქართულ ბიბლიაში სამყაროს შექმნის შესახებ:

"2,2 და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და დასცხრა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა." დაბადებისა (დაბ)

ახლა მოვიყვანოთ იგივე ციტატა თანამედროვე ქართულით თარგმნილი ბიბლიიდან:

"2.გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა."

ატყობთ რაიმე განსხვავებას? ერთი შეხედვით მხოლოდ სიტყვების ძველ და ახალ სტილშია განსხვავება მხოლოდ....
მაგრამ კარგად დავაკვირდეთ: პირველი განსხვავება ისაა, რომ პირველ ტექსტში წერია: "და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი," ხოლო მეორეში წერია: "2.გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე,".... რატომ? ჯერ ეს ერთი რა უფლებით? მეორეს ერთი რატომ? თუკი წერია რომ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაასრულა თავის საქმე, რატომ თარგმნეს რომ მე-6 დღეს დაასრულა? თქვენ ადრე ამაზე არასდროს გიფიქრიათ... თქვენ თვლით რომ ეს ფილოლოგების და თეოლოგების საქმეა, მაგრამ მე კი ვთვლი, რომ ეს არ არის მარტო ფილოლოგების და თეოლოგების და საპატრიარქოს საქმე. კიბატონო! თარგმნონ ბერძნული ფილოსოფიური შედევრები, ლათინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ა. შ. და არც კი დავინტერესდები, მაგრამ აქ ჩვენი რწმენის წიგნზე მიდის საუბარი. რატომ ცვლიან რწმენის წიგნში რაღაც რაღაცეებს? კარგით შეცვალონ, მაგრამ შეცვალონ ნაკლებმნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ეს... თქვენ როგორ თვლით ეს ცვლილება ნაკლებმნიშვნელოვანია??? სწორედ ამ და კიდევ სხვა ცვლილების შესახებ მექნება საუბარი ქვემოთ, იგივე ფრაზიდან, რაც პირდაპირ კავშირშია განვითარებულ თემატიკასთან...

გაგრძელება იქნება…
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 27 2010, 07:35 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა... ყურადღებით ვკითხულობ... გააგრძელე


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Apr 27 2010, 08:37 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



daat


" და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა. "


მცხეთურ ძველ ხელნაწერში ასე წერია და შენ საიდან მოიყვანე ეგ ციტატა?


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Apr 27 2010, 10:23 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



l_book.gif daat
საინტერესოა გისმენ..


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post Apr 27 2010, 10:28 PM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დააა... huh.gif ველოდები გაგრძელებას smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 27 2010, 10:55 PM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Apr 27 2010, 08:37 PM) *
daat
" და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა. "
მცხეთურ ძველ ხელნაწერში ასე წერია და შენ საიდან მოიყვანე ეგ ციტატა?



შეცვალეს უეჭველი.... ამ დღეებში უეჭველი გადავამოწმებ მცხეთურ ხელნაწერებს, ნამდვილ წიგნებს... აი აქ მემგონი ოშკური უნდა იყოს ეს CB http://www.bible.ge/Manuscript/2win.htm ნახე მე-2 თავის მე-2 აბზაცი. და კიდევ აქ ნახე..http://www.shemoqmedi.ge/tsmindatserili/dzveli%20agtqma/1-10z.htm იგივე . როგორ შეიძლება ერთგან ასე ეწეროს მეორეგან ისე? რა 6 და 7-ს შორის განსხვავება არ არის?!
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Apr 27 2010, 11:04 PM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



daat
რაღაც არეულია ლინკები ... ...სიმბოლოებითაა სავსე და არ იკითხება წესიერად მეორე ლინკზე საერთოდ არ შედის, იისე რაღაც რაღაცეები საინტერესოა smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post Apr 27 2010, 11:12 PM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემთან ორივე ლინკი მუშაობს და daat-ის მითითებული ადგილიც იკითხება:

2,2 და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და დასცხრა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.

ორივეგან იდენტურია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 27 2010, 11:52 PM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Anna @ Apr 27 2010, 11:12 PM) *
ჩემთან ორივე ლინკი მუშაობს და daat-ის მითითებული ადგილიც იკითხება:

2,2 და განასრულნა ღმერთმან დღესა მეშჳდესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა, და დასცხრა დღესა მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.

ორივეგან იდენტურია.


ის გოგონა უბრალოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ჩემს მიმართ და ამიტომ დაწერა ეგ! მეც მომსვლია ეგრე, თუ ვინმე რამის დამტკიცებას აპირებს და ამისათვის საბუთი მოყავს, ვეწინააღმდეგები... ამ შემთხვევაში მე შეგნებულად დავდე მეორე ლინკი სიმბოლოებიანი რომ ეჭვი შეგპარვოდათ ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში! ამითი კიდევ ერთხელ დაგანახეთ რომ ამ ეპოქაში ტყუილი უფრო შეიყვარა ხალხმა ვიდრე სიმართლე, სიბნელე უფრო შეიყვარა ვიდრე სინათლე! ხალხს გონია რომ სატანის მაგიური ძალა უფრო ძლიერია დღეისდღეობით ვიდრე ღმერთის. დავდე ორი ლინკი. აქედან ერთ ერთ ლინკს ხარვეზი აქვს! ნახე როგორ გადაწონა ერთმა ხარვეზმა მეორე?! ერთი ერთზე კი არა 100 მართალი რო ყოფილიყო ერთი ხარვეზი გადაწონიდა და ეს ხდება იმიტომ რომ ხალხს გონია რომ ტყულში და სატანაში უფრო მეტი ძალააა! რომ მაგიური რიტუალებით შეძლებენ თავიანთი აუხდენელი ოცნებების ასრულებას, ლევიტაციას ასტრალში. შეიცან თავი შენის. დაუკავშირდებიან "ზეადამიანებს". რა ზე ადამიანი რის ზე ადამიანი... ესეთი ტერმინი არ არსებობდა... გამოგონილია ტყუილია. ადამიანი ვერასდროს მიხვდება მის ჭეშმარიტ კონსტიტუციურ მდგომარეობას ღმერთის მიმართ ამ მაგიით... ასევე დარწმუნებული ვარ რომ არ წაუკითხავს ჩემი პუბლიცისტური წერილი, მაგრამ არა უშავს ეხლა დააინტერესებს რა გამიჭირა საქმე ამ ტიპმაო და წაიკითხავს..... superstition.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Apr 28 2010, 12:00 AM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



daat
არა ჩემო კარგო რა სისულელეა,პირიქით დამაინტერესა და სულმოუთქმელად წავიკითხე ვერ შევდივარ მართლა sad.gif

გააგრძელე რაა


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 28 2010, 12:13 AM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(sentimennte @ Apr 28 2010, 12:00 AM) *
daat
არა ჩემო კარგო რა სისულელეა,პირიქით დამაინტერესა და სულმოუთქმელად წავიკითხე ვერ შევდივარ მართლა sad.gif

გააგრძელე რაა

ონჯღორე ვაიჩქუნო იასონ! შვეტე იასონ შვეტე! grass.gif ოსურს გირი გერქიაო, ოსურს გირი უმან ნურთქვა ადე ბიჭო ბერდიაო! ოღონდ ეს შესაბამისი ინტონაციით უნდა თქვა თუ გინდა რომ კალატოზთა საძმომ მიგიღოს თეთრ ჯოჟაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Apr 28 2010, 12:16 AM
Post #14


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(daat @ Apr 28 2010, 01:13 AM) *
ონჯღორე ვაიჩქუნო იასონ! შვეტე იასონ შვეტე! grass.gif ოსურს გირი გერქიაო, ოსურს გირი უმან ნურთქვა ადე ბიჭო ბერდიაო! ოღონდ ეს შესაბამისი ინტონაციით უნდა თქვა თუ გინდა რომ კალატოზთა საძმომ მიგიღოს თეთრ ჯოჟაში

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif ნახევარი ვერ გავიგე მარა აი წინა ტექსტი ჯობდა,ნამდვილად საინტერესო იყო smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 28 2010, 02:23 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



daat
თანამედროვე სახარებებში, რომლებიც ძირითადად ბაპტისტების ნატარგმინია ბევრი რამეებია ჩასწორებული, მაგალიტად ქრისტეს სტატუსია ზოგან ისე ცასწორებული რომ ვერც კი მიხვდები ერთი შეხედვით, პრინციპში ბევრი არც კი მიაქცევს ამას ყურადღებას, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს...ბევრგავაა უზუსტობები დავითნში, ამავე სახარებებს ბოლოში რომ აქვს დართული..


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 28 2010, 06:15 PM
Post #16


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა რა განსხვავებაა მე-6 დღესა და მე-7 დღეს შორის ჩემი აზრით!
პირველ შემთხვევაში ნათქვამია რომ მე-6 დღეს განასრულა საქმეები და მე-7 დღეს დაისვენა. ხოლო მეორე შემთხვევაში მე-7 დღეს განასრულა და მე-7 დღეს დაისვენა. მე-7 დღეს ორ მოქმედებასთან გვაქვს საქმე: გასრულება და დასვენება. ეს ერთი და იგივე დღეს ხდება მაგრამ დასვენება რომელი სიტყვით არის ნახმარი ძველქართულში? დასცხრა... პირდაპირ 9-ანზეა მინიშნებული. დას-ცხრა. ეს არის ციკლის დასასრული. 9 ვე დღე გამოყენებულია და არ მთავრდება 7-ზე. ვინც იცნობთ ვედურ სიბრძნეს გეცოდინებათ რომ ჯაპა მედიტაციის დროს გამოიყენება კრიალოსანი რომელიც 108 პატარა ბურთულისგან შედგება და ბოლოში ოდნავ მოზრდილი ბურთულა აქვს. ეს ეს კრიალოსანი განასახიერებს ამ სამყაროს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, ხოლო მოზრდილი ბურთულა კი თავად კრშტას განასახიერებს, რომელიც 109-ეა.... ახლა ისევ დავუბრუნდეთ ამ სიტყვას, რომელიც არსად არ წერია გარდა ქართულისა: დასცხრა დ-ასცხრა. "დ-109". ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მე შენ ცოდნას, ჩემი ცოდნით "ვედები" თქო! biggrin.gif
გავაგრძელებ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Apr 28 2010, 06:22 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(daat @ Apr 28 2010, 07:15 PM) *
ახლა რა განსხვავებაა მე-6 დღესა და მე-7 დღეს შორის ჩემი აზრით!
პირველ შემთხვევაში ნათქვამია რომ მე-6 დღეს განასრულა საქმეები და მე-7 დღეს დაისვენა. ხოლო მეორე შემთხვევაში მე-7 დღეს განასრულა და მე-7 დღეს დაისვენა. მე-7 დღეს ორ მოქმედებასთან გვაქვს საქმე: გასრულება და დასვენება. ეს ერთი და იგივე დღეს ხდება მაგრამ დასვენება რომელი სიტყვით არის ნახმარი ძველქართულში? დასცხრა... პირდაპირ 9-ანზეა მინიშნებული. დას-ცხრა. ეს არის ციკლის დასასრული. 9 ვე დღე გამოყენებულია და არ მთავრდება 7-ზე. ვინც იცნობთ ვედურ სიბრძნეს გეცოდინებათ რომ ჯაპა მედიტაციის დროს გამოიყენება კრიალოსანი რომელიც 108 პატარა ბურთულისგან შედგება და ბოლოში ოდნავ მოზრდილი ბურთულა აქვს. ეს ეს კრიალოსანი განასახიერებს ამ სამყაროს, მატერიალურსაც და არამატერიალურსაც, ხოლო მოზრდილი ბურთულა კი თავად კრშტას განასახიერებს, რომელიც 109-ეა.... ახლა ისევ დავუბრუნდეთ ამ სიტყვას, რომელიც არსად არ წერია გარდა ქართულისა: დასცხრა დ-ასცხრა. "დ-109". ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მე შენ ცოდნას, ჩემი ცოდნით "ვედები" თქო! biggrin.gif
გავაგრძელებ...

გელოდებიიი !
girl_sigh.gif kiss1.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
jgvenza
post Apr 28 2010, 06:53 PM
Post #18


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 691
Joined: 15-January 10
From: yvelgan da arsad
Member No.: 6,118

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანუ ყველაფერი 8 მდე მიდის..? ..?


--------------------
-----------------------------------------------------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
daat
post Apr 28 2010, 07:10 PM
Post #19


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 271
Joined: 23-July 09
From: Georgia,Tbilisi
Member No.: 6,001

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(jgvenza @ Apr 28 2010, 06:53 PM) *
ანუ ყველაფერი 8 მდე მიდის..? ..?


არა ეს არის სამება! სამების არსი! ერთარსი და განუყოფელი, მაგრამ ამავდროულად 3 სახე ცნობილია! 7 დან 9-ის ჩათვლით! 7,8 და 9. 7-ეს ძეა. დანარჩენი შენთვითონ იცი. მე-8 ასო მითხარი აბა ქართული ანბანის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post Apr 28 2010, 08:00 PM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



jgvenza მომიტევე უნდა დაგასწრო kiss1.gif laugh.gif laugh.gif

თანი

daat ანუ??? huh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

10 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:06 PM