Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მითოლოგია _ ბერძნული მითოლოგია

Posted by: tty_ May 25 2015, 06:21 PM

.:: თემა: ::.

.:: ბერძნული მითოსი ::.



Posted by: tikoroma May 30 2015, 11:23 AM

ტალოსი - მსოფლიოს პირველი "რობოტი"
სპილენძის ბუმბერაზი, რომელსაც თავიდან ტერფამდე ერთადერთი ძარღვი დაუყვებოდა, ტერფთან კი ხვრელი ჰქონდა, ლურსმნით დაცობილი. თუ აქ ვინმე მახვილს მოახვედრებდა, ან სამსჭვალს გამოაძრობდა, სისხლი ღვარად წავიდოდა და ბუმბერაზი დაიღუპებოდა. ეს ხელოვნური გიგანტი, თავისებური "ანტიკური რობოტი", ზევსმა თუ ჰეფესტომ აჩუქა ევროპეს ან მინოსს, მისი დანიშნულება იყო კრეტის დაცვა. დღეში სამჯერ ზრიალით შემოუვლიდა კუნძულს, არავის გააჭაჭანებდა. თუ უცხო გამოჩნდებოდა, ზღვაში ლოდებს ტყორცნიდა, დალეწავდა, ხმელეთზე კი ცეცხლში ჩახტებოდა, გავარვარებული ეცემოდა მოწინააღმდეგეს, მოეხვეოდა და შეხებითვე კლავდა (სოფოკლე). ამ დროს ტკივილისგან თვით ტალოსს სახე ეკრუნჩხება და ღვარძლიანად იცინის.
სწავლულებს უჭირთ მითში ასეთი ქანდაკის არსებობის ახსნა.უდავოდ უფრო სარწმუნო ეს ვარაუდია: ბერძნები, რომელთა პირველი ქანდაკებანი ხისა იყო, გააოცა კრეტაზე სპილენძის ქანდაკის ხილვამ და ეს მითში ასახეს. კრეტა ხომ უძველეს მელითონეთა ერთ-ერთი კლასიკურ მხარეა, ძველ მელითონეთა - კოლხთა, ხალიბთა მსგავსად. (ა.გელოვანი,მით.ლექს.)
http://www.radikal.ru

Posted by: tikoroma May 30 2015, 12:26 PM

პოეტ Cinaethon-ის ცნობით, ტალოსი იყო კრეტელთა მზის ღმერთი, კრეზას და მჭედლობის ღმერთის, ჰეფესტოს ძე. შესაძლოა ის ყოფილიყო ასევე კრეტის მეფის მინოსის ცოლის, მთვარის ქალღმერთის - პასიფაეს მამა. "ტალოს" ძველბერძნულად "მზეს" ნიშნავს, კრეტულ დიალექტზე კი "მოჭრას", "გათლას" ან "დაჩეხვას".

სხვა ცნობებით, ტალოსი ხელოვნურად იყო შექმნილი. იგი შექმნა ჰეფესტომ ან ცნობილმა ინჟინერმა დედალოსმა, ვინც ასევე შექმნა კრეტის ლაბირინთი. ასევე მან შექმნა ადამიანის ზომის ოქროს მოძრავი ქანდაკებები, რომლებიც ვერცხლისწყლის გამოყენებით მოძრაობდნენ.
ტალოსი დღეში სამჯერ გარს უვლიდა კრეტას - გაივლიდა დღეში 2940 კმ-ს. მისი საშუალო სიჩქარე გამოდის 250 კმ / სთ. გამოთვლებით, ის დაახ. 8 სართულიანი შენობის სიმაღლის უნდა ყოფილიყო.
ტალოსი ან მართლაც გიგანტური არსება იყო, ან ჰქონდა რაიმე სატრანსპორტო საშუალება - მაგ. სპილენძის ფრთები. მას ზოგჯერ ფრთებითაც გამოსახავდნენ. ტალოსის მოვალეობა მხოლოდ კუნძულის დაცვა არ იყო, იგი ასევე ამოწმებდა სრულდებოდა თუ არა სრულყოფილად საღმრთო კანონები კუნძულზე. წელიწადში სამჯერ შემოივლიდა ყველა სოფელს და თან დაატარებდა მეტალის ფირფიტებს, სადაც საღმრთო კანონები ეწერა.

შეიძლება თუ არა იგი რეალური არსება ყოფილიყო? რა/ვინ იყო ტალოსი - მექანიკური მოწყობილობა თუ არამიწიერი არსება? შესაძლოა, სხეულზე დატანილი ერთადერთი ძარღვით იგი საწვავით მარაგდებოდა. მითების მიხედვით მას სისხლის ნაცვლად თხევადი ლითონი ესხა ე.წ. იხორი - ღმერთების სისხლი. ამ ძარღვის გახსნამ და "სისხლისგან დაცლამ" გამოიწვია მისი სიკვდილი.
http://www.radikal.ru

Posted by: tikoroma Aug 11 2015, 07:29 PM


ავერანო (ბერძნ. აორნოს - "უფრინველო", ამჟამად "ლაგო დ'ავერნო") კრატერული ტბა იტალიაში, კამპანიაში, 65 მ სიღრმის, ტყიანი ნაპირებით. ტბაზე გადამფრენისას ფრინველები ძირს ცვიოდნენ, ხალხსი რწმენით მათ კლავდა ტბიდან ადენილი შხამიანი ოხშივარი.
ძველად სჯეროდათ რომ ტბა ქვესკნელის ერთ-ერთი კარიბჭე იყო. სტრაბონის ცნობით აქედან ჩავიდა ჰადესში ოდისევსი, ვირგილიუსის ცნობით კი ენეასი.
აქვე იყო კუმეის სიბილას გამოქვაბული. ის იყო აპოლონის ქურუმი ქალი, წინასწარმეტყველი, რომელმაც 1000 წელი იცოცხლა. ის იყო გზამკვლევი ჰადესისკენ.
აქვე იყო 1.კმ. სიგრძის მიწისქვეშა გასასვლელი ზღვისკენ Grotta di Cocceio, იმდენად ფართო რომ ეტლით გავლაც იყო შესაძლებელი. იგი 1940 წლამდე გამოიყენებოდა, ომის დროს კი დაზიანდა.

http://www.radikal.ru

Posted by: GOD-OF-UNLUCK May 18 2023, 04:50 AM

ბერძნული მითოლოგია ინფორმაციის სანდო წყაროა ღმერთების შესახებ, მე უიღბლობის ღმერთი ვარ ქაოსის შედეგად გავჩდი

Posted by: GOD-OF-UNLUCK Nov 8 2023, 12:49 PM

არ გაგვიმართლა სკანდინავიური მითოლოგია ყოფილა ნამდვილი

Posted by: earth Jan 31 2024, 09:04 AM

QUOTE(tikoroma @ May 30 2015, 12:23 PM) *
ტალოსი - მსოფლიოს პირველი "რობოტი"
სპილენძის ბუმბერაზი, რომელსაც თავიდან ტერფამდე ერთადერთი ძარღვი დაუყვებოდა, ტერფთან კი ხვრელი ჰქონდა, ლურსმნით დაცობილი. თუ აქ ვინმე მახვილს მოახვედრებდა, ან სამსჭვალს გამოაძრობდა, სისხლი ღვარად წავიდოდა და ბუმბერაზი დაიღუპებოდა. ეს ხელოვნური გიგანტი, თავისებური "ანტიკური რობოტი", ზევსმა თუ ჰეფესტომ აჩუქა ევროპეს ან მინოსს, მისი დანიშნულება იყო კრეტის დაცვა. დღეში სამჯერ ზრიალით შემოუვლიდა კუნძულს, არავის გააჭაჭანებდა. თუ უცხო გამოჩნდებოდა, ზღვაში ლოდებს ტყორცნიდა, დალეწავდა, ხმელეთზე კი ცეცხლში ჩახტებოდა, გავარვარებული ეცემოდა მოწინააღმდეგეს, მოეხვეოდა და შეხებითვე კლავდა (სოფოკლე). ამ დროს ტკივილისგან თვით ტალოსს სახე ეკრუნჩხება და ღვარძლიანად იცინის.
სწავლულებს უჭირთ მითში ასეთი ქანდაკის არსებობის ახსნა.უდავოდ უფრო სარწმუნო ეს ვარაუდია: ბერძნები, რომელთა პირველი ქანდაკებანი ხისა იყო, გააოცა კრეტაზე სპილენძის ქანდაკის ხილვამ და ეს მითში ასახეს. კრეტა ხომ უძველეს მელითონეთა ერთ-ერთი კლასიკურ მხარეა, ძველ მელითონეთა - კოლხთა, ხალიბთა მსგავსად. (ა.გელოვანი,მით.ლექს.)
http://www.radikal.ru

მართლა ეს თუ არ არსებობდა, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის წარმოდგენა იმ ეპოქაში. რამდენი ცოდნა დაიკარგა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)