IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ოკულტიზმი, კარლ ბრანდლერ პრახტი
Mechanical Sheep
post Jul 8 2013, 08:55 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რადგანაც არ მოიპოვება ამ წიგნის ელ. ვერსია ინტერნეტში, გადავწყვიტე დამედო ეზოთერიული ფორუმისთვის. ვგონებ, ძალიან საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას ინახავს ეს წიგნი.
ყოველდღე დავდებ შეძლებისდაგვარად.


კარლ ბრანდლერ პრახტი - ოკულტიზმი

მთარგმნელები: ლია ხუბაშვილი და ვაჟა ოთარაშვილი
რედაქტორი: ალეკო ანდღულაძე




წ ი ნ ა თ ქ მ ა

ეს წიგნი, ქართულ ენაზე, სერიოზული ოკულტური ლიტერატურის გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. მასში მოყვანილი ვარჯიშების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ასტრალურ სხეულს მივცეთ უფრო მეტი თავისუფლება. ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ადამიანებს, ახსნან საკუთარ სულში თუ სხეულში, აგრეთვე გარემოში არსებული ბევრი იდუმალი მოვლენა, აღზარდონ და განავითარონ მაგიური ძალები, რომლებიც მათში მინავლებული ან სულ ჩამქრალია, და საერთოდ გაიგონ ოკულტიზმის არსი.
წიგნში მოცემული მრავალი სამკურნალო მეთოდი, წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ექსტრასენსებმა, თავიანთი მკურნალობის დროს. მკითხველი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მაგალითების სახით გაეცნობა აგრეთვე ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ფსიქომეტრია, ტელეპათია, გრძნეული სიზმრები, წინასწარჭვრეტა, წინასწარსმენა და სხვ.
ეს სახელმძღვანელო სიკეთით სავსე მაღალი ზნეობის ადამიანებს დაეხმარება საკუთარი სულისა და სხეულის განმტკიცებაში და ნათელი მიზნების შესრულებაში.

შ ე ს ა ვ ა ლ ი

ამ წიგნის მიზანია, ადამიანთა ყურადღება მიაპყროს იმ გამოუყენებელ და იდუმალ ძალებს, რომელთა არსებობა უმრავლესობას აზრადაც არ მოსდის. ჩვენ არც თუ ისე სუსტი არსებანი ვართ: ჩვენში დაფარულია ისეთი ამოუცნობი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანი აქციოს მატერიისაგან (შეგრძნებადი სამყაროსაგან) დამოუკიდებლად და აიყვანოს ,,შემოქმედების მწვერვალზე“. საბაზრო რეკლამის მიერ გავრცელებულ ისეთ წიგნებთან, როგორიცაა: ,,ძალა თვით ჩვენშია“, ,,პირადი მაგნეტიზმი“, ,,ჰიპნოზის ძლევამოსილება“ და ა.შ. ნამდვილ ნაშრომს არავითარი საერთო არ გააჩნია. ჩვენი ნაშრომი მიგვიყვანს არა უხეშ, ეგოისტურ ზეადამიანთან, არამედ მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე იდეალთან, რომელიც ამ ძალას მთლიანად გამოიყენებს , მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ. ადამიანი თავისუფალია და იგი ვალდებულია თავისი ნება საქმით დაამტკიცოს. მაგრამ ჰიპნოზის დროს ნება შებოჭილია.
ჩვენ ვცხოვრობთ არა იმისთვის, რომ ვისწრაფოდეთ მხოლოდ დროებითი კეთილდღეობისაკენ, არამედ საჭიროა მივილტვოდეთ სულიერ ფასეულობათა შესაძენად.
ამ წიგნის ავტორი - ადეპტი არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშნველობით. მრავალი წლის განმავლობაში ის იმყოფებოდა ბრძენი და მაღალპატივცემული პიროვნების ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლის წყალობითაც შეიქმნა ეს წიგნი. თუმცა მისი გამოცდილება არ აღწევს ამ წიგნის მესამე განყოფილების დასაწყისს, მაგრამ მან პირადად გამოსცადა ის შესაძლებლობანი, რომელიც მოყვანილია მეორე განყოფილებაში (მე-14 თავის გარდა).
ამ წიგნში მიღებული გადმოცემის მსვლელობა აერთიანებს ,,რაჯა იოგას“ ორ უდიდეს სისტემას, რომელთა შორისაც ერთი ეხება ადამიანის ფიზიოლოგიას, ხოლო მეორე მის ფსიქიკურ განვითარებას.
ორივე სისტემის ჰარმონიული კავშირი საშუალებას გვაძლევს ადვილად გადავლახოთ ყველა დაბრკოლება და მივაღწიოთ განვითარების მაღალ მწვერვალებს. არაფერია, იმაზე უფრო მეტად საშიში, როცა ადამიანი თავისი ნების განვითარებას იწყებს ზნეობრივი პროგრესის სრულყოფის გარეშე.
მხოლოდ ფრთხილ და ჭკვიან ადამიანს უნდა მიეცეს ბასრი იარაღი: რადგან არაკეთილგონიერი დაღუპავს თავისავე ახლობლებს და ბოლოს თავის თავსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს ,,შავი მაგიის“ თავისებურება, რომელიც მძვინვარე ურჩხულს ჰგავს.
ბოროტი ადამიანი, რომელიც ანვითარებს თავის დაფარულ ძალას, იმისათვის რომ აისრულოს მდაბალი გულის წადილი, დაიღუპება მის მიერვე დანთებულ ცეცხლში.
დასასრულს, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც რომ ჩემი სახელმძღვანელო (იგულისხმება ეს წიგნი. მთ) მკითხველს საშუალებას აძლევს, დადგეს ტაძრის შესასვლელში, არა ნახევრად მომზადებული და უკმაყოფილო, არამედ იფრინოს იმ ნათელი სიმაღლეებისაკენ, რაც საერთოდ მისაწვდომია ადამიანისათვის.

კარლ ბრანდლერ პრახი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Mechanical Sheep
post Jul 9 2013, 03:37 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ადრე იყო ნათქვამი, ფსიქიკური შესაძლებლობის განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს სიმშვიდე, მოთმინება და დაუოკებელი ჟინი. ვინც ამ თვისებებს არ ფლობს, უნდა ეცადოს ისინი განავითაროს თავის თავში. უპირველეს ყოვლისა კი აუცილებელია სიმშვიდე. გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთ წუთს არ შეუძლიათ მოისვენონ და დამშვიდდნენ!

ასეთ ადამიანებს ნერვიულებს ეძახიან. ბევრ შემთხვევაში ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდი აღზრდის შედეგი. ისინი ჯდომის დროს შეუწყვეტლივ ათამაშებენ ფეხებს, წრიალებენ სკამზე, თითქოს ნემსებზე იჯდნენ. თუ შემთხვევით, სხეულის ქვედა ნაწილი მშვიდადაა, მაშინ ამოძრავებენ ხელებს ან თავს, ანდა, აკაკუნებენ თითებით, იქექავენ თავს ან წვერებს.

რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის ყოველთვის ვიმყოფებოდეთ მკვდარი სიმშვიდის მდგომარეობაში, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ, რომ ვარჯიშის დროს აუცილებლად ვიყოთ აბსოლუტურად მშვიდად. მხოლოდ, ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ უნდა დაგვჭირდეს. ეს რომ ადვილი არაა, ამაში დარწმუნება ყველას შეუძლია საკუთარი გამოცდილების მაგალითზე.

მოწაფე ცდილობს ¼ საათის განმავლობაში იჯდეს სრულიად მშვიდად და გაუნძრევლად. შემდგომ, ის მიმართავს თავის აზრებს რომელიმე საინტერესო თემისაკენ და აღმოჩნდება, რომ უკვე რამოდენიმე წუთის შემდეგ იგი აკეთებს რაიმე ქვეცნობიერ მოძრაობას. ახალბედას მიერ დიდი შრომის შედეგად მიღწეული სულიერი ჩაღრმავება ასეთმა გადახრებმა შეიძლება ადვილად დაარღვიოს. მითუმეტეს, თუ შესვენებებს ხშირად ექნება ადგილი, მაშინ განვითარება ძალიან ნელა მოხდება.

უნდა დავაწესოთ, რომ მჯდომარე მდგომარებაში მეცადინეობისას, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად გავჩერდეთ უმოძრაოდ, რაც ყველაზე უფრო მოსახერხებელია კითხვის დროს.

ახალბედასათვის ზედმიწევნით აუცილებელია მხედველობის აპარატზე გაბატონება. მხედველობის საშუალებით ხშირად ირღვევა სულიერი ჩაღრმავება. ამისათვის საჭიროა მივეჩვიოთ, რომ უმიზნოდ კი არ ვაცეცოთ თვალები, არამედ ვეცადოთ დიდხანს ვიყუროთ ერთი მიმართულებით. ზუსტად ისევე, როგორც ნისლში შეიძლება მივეჩვიოთ ბუნდოვნად დავინახოთ სანები, რომლებიც იმყოფებიან ხედვის არეში; ასეთი ვარჯიში საჭიროა მანამ, სანამ არ მივეჩვევით გამჭრიახი თვალით ჩავიხედოთ ,,არაფერში“. ეს სავარჯიშო ერთ-ერთ შემდგომ თავში იქნება განხილული დაწვრილებით, ისევე, როგორც სავარჯიშო: ,,სმენის დროებითი წართმევა ძლიერი ნების საშუალებით“.

ამისათვის აუცილებელია ვარჯიშისას მოვასუსტოთ სმენა. ეს ორივე მთავარი გრძნობა ყველაზე მეტად უნდა იყოს დამორჩილებული, რათა შესაძლებელ იქნას მნიშვნელოვანი ხარისხის თვითჩაღრმავების მიღწევა. დასაწყისში, ე.ი. სანამ ნებისყოფა არც ისე ძლიერია, დასაშვებია მექანიკური საშუალებების გამოყენება; მაგალითად: შეგვიძლია ყურის ხვრელი დავიხშოთ დარბილებული ცვილით. ამას გარდა, ზოგიერთი ვარჯიშის დროს თვალები ავიხვიოთ სახვევით.

იმისათვის, რომ ამოვივსოთ ყურები, საჭიროა დავაგორგოლავოთ ცვილისა ან ჰიგროსკოპიული ბამბისაგან დამზადებული პატარა ბურთულები (ბარდის მარცვლის ოდენა) და გავუყაროოთ პატარა ძაფი (ბოლოზე გამონასკვული), რათა ეს ცვილის საცობი ადვილი ამოსაღები გახდეს ყურის ხვრელიდან. შემდეგ იღებენ უფრო მოზრდილ, კარგად დარბილებულ ცვილის ნაჭერს და ივსებენ ყურის ნიჟარას. ამის შედეგ ყველაზე ძლიერი ხმაურიც კი გაურკვევლად ისმის. შეიძლება აგრეთვე, შემოგთავაზოთ რბილი რეზინისაგან დამზადებული ყურის წყლის სარქველი, რომელიც ბანაობის დროს გამოიყენება ყურში წყლის ჩასვლისაგან დასაცავად. ისინი შეიძლება ზემოდან დაიფაროს ცვილის საცობით.

ასეთი სარქველის გამოყენების შემდეგ, აბსოლუტურად გამორიცხულია ცვილის ნამცეცის ყურში დატოვება და ძაფიც არ არის აუცილებელი. თავისთავად ცხადია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც გონებრივ მუშაობას ეწევიან, შეუძლიათ გამოიყენონ ეს საშუალებანი. უცხო სხეულის ყურში ყოფნით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება მალე გაივლის.

ადამიანი, რომელსაც ძლიერ განვითარებული ნებისყოფა აქვს, იყურება და ვერაფერს ხედავს, ისმენს და არაფერი ესმის. ამიტომაც, მისთვის სრულიადაც არ არის საჭირო მექანიური საშუალებების გამოყენება. შემდგომ აუცილებელი თვისებაა შეუპოვრობა - ძალიან შეუფერებელი სიტყვაა ჩვენი აჩქარებული და ნერვიული საკუნისათვის!

აქ აუცილებელია ითქვას, რომ ვარჯიშის ხანგრძლივობისათვის დადგენილი ნორმა არ არსებობს. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კეთილსასურველ თუ არასასურველ პირობებზე, აგრეთვე, ვარჯიშის გულისყურით შესრულებაზე.

ერთნი უფრო მალე აღწევენ მიზანს, მეორენი - უფრო გვიან, მოთმინებისა და უდრეკი ხასიათის დახმარებით, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს მიაღწიოს. ნურავინ დაეცემა სულით თუ წარმატება უცბად არ მოვა, რადგან თუ ვინმეს დღევანდელი ვარჯიში უშედეგოდ მოეჩვენება, მეორე დღეს სწორად და ყურადღებით ჩატარებული ვარჯიშის შედეგად უკვე მიუახლოვდება მიზან. ამგვარად, ვიყოთ მომთმენნი!

სულსწრაფებს, რომელნიც ნერვიული ტემპერამენტის გამო სიმშვიდეს მოკლებულნი არიან, ვურჩევ ერთ უბრალო და შესანიშნავ საშუალებას. ვისაც სურვილი აქვს გამოსცადოს ეს საშუალებამ იყიდოს სათამაშოების მაღაზიაში რაიმე თავსატეხი სათამაშო, რომელიც მრავალგვარი არსებობს და მათ შორის ძალიან რთულიც.

მოთმინებას სწავლა უნდა! ერთ ჯამში ყრიან ბარდას, ცერცვს და ოსპს. შემდეგ ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე . ამის გაკეთება საჭიროა ყოველი თავისუფალი 15 წუთის განმავლობაში. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს სავარჯიშო შეიძლება უფრო გავართულოთ. მაგალითად, ყიდულობენ ჩიტების საკვებს, ან ურევენ ერთმანეთში საკმაო რაოდენობით სხვადასხვა თესლს და ამ ნარევს ახარისხებენ ცალ-ცალკე.

თუ დროთა განმავლობაში მოწაფეს ნებისყოფა უღალატებს და გაუჩნდება სამუშაოზე თავის დანებების სურვილი, მაშინ იგი დროებით სტოვებს სამუშაოს და გაივლის აქეთ-იქით რამოდენიმე ნაბიჯს. ამასობაში აიძლებს საკუთარ თავს, რომ გამოფხიზლდეს. იწყებს მხიარულ სიმღერას - ეს ყოველთვის კარგად შველის მას. შემდეგ კი მხნედ უბრუნდება თავის დაწყებულ საქმეს.

ასეთი შესვენებები დროთა განმავლობაში თანდათან შემცირდება და მალე მოწაფეს შეეძლება აღნიშნული სამუშაოს შესრულება სრული სიმშვიდით.

ამგვარი სავარჯიშოები შეიძლება უსასრულოდ ვცვალოთ. მაგალითად, გამოვხსნათ სრულიად ახლართული ძაფის კვანძები. ,,ეს ყველაფერი სისულელეა და მხოლოდ ბავშვებისათვის თუ გამოდგება“, იტყვიან ზოგიერთები. სცადეთ! - ვიტყვი მე. ეს ვარჯიშები რაც უფრო ნაკლებად შეესატყვისება მოწაფის ჩვეულებრივ საქმიანობას, მით უფრო მეტი მოთმინების გამოვლენა დასჭირდება მას.

3-4 კვირის შემდეგ, როცა მოწაფე გამოიმუშავებს მნიშვნელოვან მოთმინებასა და სიმშვიდეს, შეუძლია დაიწყოს ვარჯიში აზრის კონცენტრაციაზე , რაც ამ სახელმძღვანელოს შემდგომი თავის საგანს შეადგენს.

თუ მოწაფე გრძნობს, რომ ჯერ არ არის მზად უფრო მაღალი დონის ვარჯიშებისთვის, ის არ უნდა შეუდგეს ამ ვარჯიშების შესრულებას. აჩქარებას აქ მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Lacrimosa   ოკულტიზმი   Jul 8 2013, 08:55 PM
Lacrimosa   I განყოფილება მოწა...   Jul 9 2013, 12:30 AM
Lacrimosa   როგორც ადრე იყო ნა...   Jul 9 2013, 03:37 PM
Lacrimosa   2. კონცენტრაცია ანუ ...   Jul 12 2013, 10:30 PM
Janiashvili   [quote name='Lacrimosa' date='Jul 12 2...   Nov 28 2016, 11:56 AM
Lacrimosa   ალბათ, თავის ცხოვრ...   Jul 12 2013, 10:31 PM
Lacrimosa   ისევ იღებენ ხელში ...   Aug 2 2013, 06:21 PM
anonimus   ვერ ვხვდები რატო თ...   Aug 2 2013, 06:29 PM
Lacrimosa   ვერ ვხვდები რატო თ...   Aug 2 2013, 06:53 PM
Lacrimosa   3. პასიური მდგომარე...   Aug 15 2013, 03:04 AM
White Devil   3. პასიური მდგომარე...   May 25 2019, 07:15 PM
BHH3443344   მე დავიწყე ვარჯიშე...   Oct 7 2019, 08:45 PM
BHH3443344   მე დავიწყე ვარჯიშე...   Oct 7 2019, 08:45 PM
ano   GAMARJOBA TU SHEGIDZLIA GADMOMIGZAVNE PDF-I კ...   Oct 8 2019, 12:31 PM
Atm@n   ძალიან კარგი ეზოთე...   Nov 24 2013, 01:58 PM
Lacrimosa   სანამ კითხვას დაიწ...   Dec 20 2013, 03:48 AM
....   ნაშრომი მართლაც და...   May 27 2014, 04:32 PM
Lacrimosa   .... არ არსებობს წარმ...   May 29 2014, 05:33 PM
....   .... არ არსებობს წარმ...   May 30 2014, 12:18 PM
Lacrimosa   .... ნუ იმსჯელებ ,,ცუდ...   May 31 2014, 07:15 PM
Lacrimosa   5. მაგნეტური მზერა ...   May 31 2014, 10:14 PM
Lacrimosa   6. სურვილის ძლევამო...   May 10 2015, 10:18 PM
ledzeppelin   დიდი მადლობა ასეთი...   May 13 2015, 06:25 PM
Qadosh   ხალხნო ძალიან მჭირ...   Jun 22 2016, 06:36 PM
White Devil   ხალხნო ძალიან მჭირ...   May 25 2019, 07:18 PM
tatiana1996   ხალხნო ძალიან მჭირ...   Aug 25 2020, 09:28 PM
White Devil   თუ იცით იყიდება ეს ...   Oct 3 2018, 06:48 PM
White Devil   და გურჯიევზე "ცხო...   Oct 3 2018, 07:19 PM
White Devil   ამ წიგნში მოცემული...   May 25 2019, 03:48 AM
tty_   White Devil ამ წიგნში მოც...   May 25 2019, 07:28 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 20th April 2024 - 08:05 PM