ოკულტიზმი, კარლ ბრანდლერ პრახტი |
ოკულტიზმი, კარლ ბრანდლერ პრახტი |
Jul 8 2013, 08:55 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რადგანაც არ მოიპოვება ამ წიგნის ელ. ვერსია ინტერნეტში, გადავწყვიტე დამედო ეზოთერიული ფორუმისთვის. ვგონებ, ძალიან საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციას ინახავს ეს წიგნი.
ყოველდღე დავდებ შეძლებისდაგვარად. კარლ ბრანდლერ პრახტი - ოკულტიზმი მთარგმნელები: ლია ხუბაშვილი და ვაჟა ოთარაშვილი რედაქტორი: ალეკო ანდღულაძე წ ი ნ ა თ ქ მ ა ეს წიგნი, ქართულ ენაზე, სერიოზული ოკულტური ლიტერატურის გამოცემის ერთ-ერთი პირველი ცდაა. მასში მოყვანილი ვარჯიშების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ასტრალურ სხეულს მივცეთ უფრო მეტი თავისუფლება. ეს სახელმძღვანელო დაეხმარება ადამიანებს, ახსნან საკუთარ სულში თუ სხეულში, აგრეთვე გარემოში არსებული ბევრი იდუმალი მოვლენა, აღზარდონ და განავითარონ მაგიური ძალები, რომლებიც მათში მინავლებული ან სულ ჩამქრალია, და საერთოდ გაიგონ ოკულტიზმის არსი. წიგნში მოცემული მრავალი სამკურნალო მეთოდი, წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ექსტრასენსებმა, თავიანთი მკურნალობის დროს. მკითხველი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მაგალითების სახით გაეცნობა აგრეთვე ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიცაა ფსიქომეტრია, ტელეპათია, გრძნეული სიზმრები, წინასწარჭვრეტა, წინასწარსმენა და სხვ. ეს სახელმძღვანელო სიკეთით სავსე მაღალი ზნეობის ადამიანებს დაეხმარება საკუთარი სულისა და სხეულის განმტკიცებაში და ნათელი მიზნების შესრულებაში. შ ე ს ა ვ ა ლ ი ამ წიგნის მიზანია, ადამიანთა ყურადღება მიაპყროს იმ გამოუყენებელ და იდუმალ ძალებს, რომელთა არსებობა უმრავლესობას აზრადაც არ მოსდის. ჩვენ არც თუ ისე სუსტი არსებანი ვართ: ჩვენში დაფარულია ისეთი ამოუცნობი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანი აქციოს მატერიისაგან (შეგრძნებადი სამყაროსაგან) დამოუკიდებლად და აიყვანოს ,,შემოქმედების მწვერვალზე“. საბაზრო რეკლამის მიერ გავრცელებულ ისეთ წიგნებთან, როგორიცაა: ,,ძალა თვით ჩვენშია“, ,,პირადი მაგნეტიზმი“, ,,ჰიპნოზის ძლევამოსილება“ და ა.შ. ნამდვილ ნაშრომს არავითარი საერთო არ გააჩნია. ჩვენი ნაშრომი მიგვიყვანს არა უხეშ, ეგოისტურ ზეადამიანთან, არამედ მაღალი ეთიკური მისწრაფებების მქონე იდეალთან, რომელიც ამ ძალას მთლიანად გამოიყენებს , მხოლოდ ადამიანთა საკეთილდღეოდ. ადამიანი თავისუფალია და იგი ვალდებულია თავისი ნება საქმით დაამტკიცოს. მაგრამ ჰიპნოზის დროს ნება შებოჭილია. ჩვენ ვცხოვრობთ არა იმისთვის, რომ ვისწრაფოდეთ მხოლოდ დროებითი კეთილდღეობისაკენ, არამედ საჭიროა მივილტვოდეთ სულიერ ფასეულობათა შესაძენად. ამ წიგნის ავტორი - ადეპტი არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშნველობით. მრავალი წლის განმავლობაში ის იმყოფებოდა ბრძენი და მაღალპატივცემული პიროვნების ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლის წყალობითაც შეიქმნა ეს წიგნი. თუმცა მისი გამოცდილება არ აღწევს ამ წიგნის მესამე განყოფილების დასაწყისს, მაგრამ მან პირადად გამოსცადა ის შესაძლებლობანი, რომელიც მოყვანილია მეორე განყოფილებაში (მე-14 თავის გარდა). ამ წიგნში მიღებული გადმოცემის მსვლელობა აერთიანებს ,,რაჯა იოგას“ ორ უდიდეს სისტემას, რომელთა შორისაც ერთი ეხება ადამიანის ფიზიოლოგიას, ხოლო მეორე მის ფსიქიკურ განვითარებას. ორივე სისტემის ჰარმონიული კავშირი საშუალებას გვაძლევს ადვილად გადავლახოთ ყველა დაბრკოლება და მივაღწიოთ განვითარების მაღალ მწვერვალებს. არაფერია, იმაზე უფრო მეტად საშიში, როცა ადამიანი თავისი ნების განვითარებას იწყებს ზნეობრივი პროგრესის სრულყოფის გარეშე. მხოლოდ ფრთხილ და ჭკვიან ადამიანს უნდა მიეცეს ბასრი იარაღი: რადგან არაკეთილგონიერი დაღუპავს თავისავე ახლობლებს და ბოლოს თავის თავსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს ,,შავი მაგიის“ თავისებურება, რომელიც მძვინვარე ურჩხულს ჰგავს. ბოროტი ადამიანი, რომელიც ანვითარებს თავის დაფარულ ძალას, იმისათვის რომ აისრულოს მდაბალი გულის წადილი, დაიღუპება მის მიერვე დანთებულ ცეცხლში. დასასრულს, მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზეც რომ ჩემი სახელმძღვანელო (იგულისხმება ეს წიგნი. მთ) მკითხველს საშუალებას აძლევს, დადგეს ტაძრის შესასვლელში, არა ნახევრად მომზადებული და უკმაყოფილო, არამედ იფრინოს იმ ნათელი სიმაღლეებისაკენ, რაც საერთოდ მისაწვდომია ადამიანისათვის. კარლ ბრანდლერ პრახი
|
|
|
May 29 2014, 05:33 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 629 Joined: 22-June 13 Member No.: 7,125 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
....
არ არსებობს წარმატება და წარუმატებლობა - არსებობს გზა. თუ ეს შენი მოწოდებაა აქ და ახლა შენ მიიღებ ყველაფერზე პასუხს. შენ გექნება აირჩიო ან ერთი ან მეორე. მაგრამ სანამ ეს მოხდება, შენი ცხოვრება შეიცვლება. თუ რა კუთხით შენზეა დამოკიდებული და კიდე რაღაც-რაღაცებზე.............. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th April 2024 - 11:23 PM |