Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მედიტაცია _ წინა ცხოვრების გახსენება მედიტაციით შესაძლებელია

Posted by: brevalo May 15 2018, 12:24 PM

არის რაიმე სპეციალური მედიტაცია, რის მეშვეობითაც წინა ცხოვრებას გაიხსენებ?

Posted by: earth May 15 2018, 06:10 PM

ამ ფორუმზე არის თემა დენიზ ლინი:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1119&hl=
ამ თემაში აღწერილია წიგნი, რომლის წაკითხვაც მრავალ მეთოდს გთავაზობთ წინა ცხოვრების გახსენებისათვის. მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი, სხვათაშორის ბევრი რაღაც თითქოს გამახსენდა კიდეც.



არის ეს თემაც, თავისუფალ განყოფილებაში, უფრო თავისუფალი საუბრებისათვის წინა ცხოვრებებზე:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=989&hl=


მე გამიკეთებია მედიტაცია წინა ცხოვრების გახსენებაზე ერთხელ, მაშინ მთელი ჯგუფი ერთად ვიხსენებდით smile.gif
ეს ხდება სრული რელაქსაციით და მერე მედიტაციით, იწყებ და იხსენებ უკან სვლით მოვლენებს. მე მაშინ რუსულად ვისმენდი და რაღაც სიტყვა ვერ გავიგე და ჩამოვრჩი მსვლელობას და ვერ გავიხსენე laugh.gif თან ისე იყო რომ ნელ-ნელა გაგვახსენეს გუშინ რა მოხდა, ერთი წლის წინ, ათი, ოცი წლის წინ... სწრაფი გადასვლებით, მერე გაიხსენო, როგორ დაიბადე, დედის მუცელში როგორ იყავიო და აქ სადღაც ვეღარ გავიხსენე ამ მეთოდით tongue.gif biggrin.gif მერე 1000 წლის წინო, მერე 10000-იო, მერე დინოზავრები ვნახეთ თითქოს, მოკლედ იყო ცოტა სამხიარულო ეს ყველაფერი.


რაც შეეხება დენიზ ლინის პრაქტიკებს, ძალინ საინტერესოა და ბევრ რამეზე გაგცემს პასუხს. გაიგებ ვინ ხარ, თითქოს გაიგებ ამა თუ იმ შენს ჩვევას საიდან მოდის და ასე.

Posted by: brevalo May 15 2018, 06:57 PM

earth


ვახ, ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გადავიკითხავ ორივე თემას. დენიზ ლინი არ გამიგია და გავეცნობი smile.gif
ისე როგორც ამბობენ ჰოლოტროპული სუნთქვით იხსენებენ წინა ცხოვრებასო, მაგრამ ეს პროცედურა საკმაოდ რთულია და მაგისთვის ჯერ მზად არ ვარ. თან სპეციალისტი უნდა გყავდეს გვერდით უსაფრთხოებისთვის.

Posted by: earth May 15 2018, 08:18 PM

ჰოლოტროპიკული მეთოდები, მაინცდამაინც არ მომეწნა, არ დამაინტერესა და არც მინდა.

Posted by: ano May 16 2018, 01:29 PM

ციტატა(earth @ May 15 2018, 09:18 PM) *


საონტერესო თემების ლინკებია მადლობა, არ მქონდა ეს თემები ნანახი

Posted by: earth May 16 2018, 06:07 PM

ano
smile.gif

Posted by: tikoroma May 18 2018, 06:04 PM

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1932
ამ მედიტაციით ყოველ ჯერზე ვიხსენებდი
და მერე ამის გარეშეც გავდი-გამოვდიოდი
ეგებ თქვენც გაიხსენოთ რამე

Posted by: brevalo May 18 2018, 09:09 PM

tikoroma


დიდი მადლობა. აუცილებლად ვცდი smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)