დეპრესია, მე-20 საუკუნის სენი |
დეპრესია, მე-20 საუკუნის სენი |
Jul 15 2008, 09:08 PM
Post
#21
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე დეპრესიის სერიოზული გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა რომ მას აღარ ვცნობ, კატეგორიულად აღარ ვაღიარებ ზუსტად არ ვიცი დეპრესია იყო თუ რა ჯანდაბა. ეს მაშინ დაიწყო, როცა თავი დავანებე იმ ერთადერთ საქმეს რაც მაინტერესებდა ცხოვრებაში და დავრჩი - "არავინ" - "არაფერი". არც არაფერი მაინტერესებდა, არც არავინ. არც მიყვარდა, არც მძულდა, ყველაფერი სულ ერთი იყო. მაგრამ მერე გავაანალიზე რომ ძალიან სულელურ მდგომარეობაში ვიყავი. ამის ანალიზში დამეხმარნენ. მალე და იოლად არ გადამიტანია. უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც ამაზე ლაპარაკონებ და ეს გარეგნულად ეტყობათ, მე მალე შიგნით "დავატრიალე". ეს მგონი უარესიცაა. იმ პერიოდში სტუდენტი ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი თითქოს. რაღაც "რუტინაში" ვიყავი, მაგრამ შინაგანად მკვდარი. ნელა_ნელა დავძლიე, ნუ მე მგონია რომ დავძლიე და ისევ საქმით ვუშველე თავს. ერთი პროფესია და ერთი საქმიანობა სხვა სამი საქმით შევცვალე. თუ მანამდე საყვარელ საქმეს 6 საათს ვუძღვნიდი, მერე 8 და 10 საატს ვატარებდი წიგნებთან და სულ სხვა სფეროს შესწავლისთვის. უცნაურია, მაგრამ დეპრესია დავამარცხე მგონი მიღწეული წარმატებებით. დროთა განმავლობაში რაღაც ხიბლიც დავინახე იმ ყველაფერში რასაც ვაკეთებ. და საბოლოოდ ჩემს თავს რეცეპტიც გამოვუწერე, "არ არსებობს დეპრესია თუ თუნდაც ძალიან მარტივ საქმეს მაინც აკეთებ, ქმნი რაღაცას, რაღაცას ემსახურები, როგორც ზეტი წერს თუნდაც წინდას ქსოვ. და რაც მთავარია, არასდროს არავიზე და არაფერზე არ უნდა ვიყოთ დამოიდებუკლები საკუთარი ტავის გარდა.
ცხადია დეპრესია ენერგიასთანაც არის დაკავშირებული. ფიზიკურად ჯანმრთელს არაფერის სურვილი და არაფრის თავი არ მქონდა. რაც შეეხება სიყვარულს. სიყვარული დეპრესიის ელემენტებს შეიცავს აშკარად. ხოდა ცოტა ვუფრთხივარ ამ მოვლენას ნუ ეს ხუმრობითამბობენ რომ სიყვარული და საყვარელი ადამიანი გვერდით ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ მე ამის გამოცდილება არ მაქვს. ალბათ ამიტომ მგონია რომ შველა სხვაგან და სხვაში არ არის მაინცდამაინც, სიყვარულიც და ენერგიაც ჩვენშია, მთავარია ვიპოვნოთ ერთიც და მეორეც. |
|
|
Jul 15 2008, 10:22 PM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სოფია, გასაგებია რაც დაწერე და იგივეს ვფიქრობ. ახალი არაფერი გითქვამს.
დეპრესია არის სერატონინის ნაკლებობა ტვინში. ანუ ქიმია უნდა შეცვალო. ისე არ და გაინტერესებს არც ქსოვა არც ქარგვა მე მჯერა რომ სიყვარული ცვლის ქიმიას ტვინში წუწუნს რაც შეეხება მეც შიგნიდან ვატრიალებ მარტო თქვენ შეგაწუხეთ და აღარ განვაგრზობ |
|
|
Jul 16 2008, 12:17 AM
Post
#23
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vin Tqva rom gvacuxeb? aranairad. es forumi upirvelesad imisTvis aris rom erTmaneTs movusminot da ertmanets rame vuTxrat
ra vici aba, is giTxari rac vicodi... albaT yvelaferi drois sakitxia da cvlilebebi am mimartulebit shentanac iqneba სოფია, გასაგებია რაც დაწერე და იგივეს ვფიქრობ. ახალი არაფერი გითქვამს. დეპრესია არის სერატონინის ნაკლებობა ტვინში. ანუ ქიმია უნდა შეცვალო. ისე არ და გაინტერესებს არც ქსოვა არც ქარგვა მე მჯერა რომ სიყვარული ცვლის ქიმიას ტვინში წუწუნს რაც შეეხება მეც შიგნიდან ვატრიალებ მარტო თქვენ შეგაწუხეთ და აღარ განვაგრზობ |
|
|
Jul 16 2008, 12:29 AM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 16 2008, 10:03 AM
Post
#25
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE გარე დახმარებას რას გულისხმობ, ანტიდეპრესანტი? აუ როგორ არ მინდა საიდან მოდის მერე სასიცოცხლო ენერგიების უკმარისობა? რამე იწვევს უენერგიობას თუ უენერგიობა იწვევს დეპრესიას? მკვეთრად არ არის გამოყოფილი ეს ორი ალბათ ხან ისეა ხან ასე გარე დახმარებაში სხვისი რჩევა ვიგულისხმე... ანტიდეპრესანტი არ ვიცი თუ არსებობს ))) უენერგიობა იწვევს დეპრესიას და უენერგიობა გამოწვეულია აზრების დასკვნების და მოქმედებების რაღაც არასწორე კომბინაციით ალბათ.. აი მაგალითად კომპიუტერში თუ გახსნი ფოტოშობს, წორდს და კიდე ბევრ პროგრამებს და ყველას ამუშავებ საბოლოოდ გადაიტვირთება და დაეკიდება.. ან შენი თავის რაღაცეების შეზღუდვით, მოკლედ ეს უკვე ინდივიდუალურია... -------------------- |
|
|
Jul 16 2008, 10:05 AM
Post
#26
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადრე მეც ვერ ვხვდებოდი რომ დეპრესია ენერგიის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული მარა ეხლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რო ეგრეა..
-------------------- |
|
|
Jul 16 2008, 01:57 PM
Post
#27
|
|
RED soul Group: Members Posts: 132 Joined: 26-February 07 Member No.: 13 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადრე მეც ვერ ვხვდებოდი რომ დეპრესია ენერგიის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული მარა ეხლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რო ეგრეა.. გეთანხმები, მაგრამ პირადად ისეთი ენერგიაგამოცლილი ვარ ახლა დეპრესიის თავიც აღარ მაქვს. ასე რომ, თუ დეპრესია მოგეძალებათ ე.ი. ჯერ კიდევ შეგრჩენიათ ენერგიის მარაგი და იზრუნეთ ეს მარაგი ან შეივსოთ ან ბოლომდე გამოწრუპოთ |
|
|
Jul 16 2008, 02:26 PM
Post
#28
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გეთანხმები, მაგრამ პირადად ისეთი ენერგიაგამოცლილი ვარ ახლა დეპრესიის თავიც აღარ მაქვს. ასე რომ, თუ დეპრესია მოგეძალებათ ე.ი. ჯერ კიდევ შეგრჩენიათ ენერგიის მარაგი და იზრუნეთ ეს მარაგი ან შეივსოთ ან ბოლომდე გამოწრუპოთ და თუ ასეთი გამოცლილი ხარ ენერგიისგან.. რას აკეთებ? ..მიდი შეავსე სასიცოცხლო ენერგია! მე გირჩევდი რამდენიმე დღე ბუნებაში გაატარო მარტომ (კარგი იქნება მთაში) ყველსგან მოწტვეტილად – ბუნება, დედამიწა სწრაფად აღადგენს ენერგიას! თან სასურველია იცნობდე გარემოს... -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jul 16 2008, 06:25 PM
Post
#29
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE აი მაგალითად კომპიუტერში თუ გახსნი ფოტოშობს, წორდს და კიდე ბევრ პროგრამებს და ყველას ამუშავებ საბოლოოდ გადაიტვირთება და დაეკიდება.. აუ რა კარგად თქვი კი, გადავიწვი, 'დაკიდებული' ვარ მომწონს წარმოსახვის უნარიანი ხალხი .. QUOTE გეთანხმები, მაგრამ პირადად ისეთი ენერგიაგამოცლილი ვარ ახლა დეპრესიის თავიც აღარ მაქვს. ასე რომ, თუ დეპრესია მოგეძალებათ ე.ი. ჯერ კიდევ შეგრჩენიათ ენერგიის მარაგი და იზრუნეთ ეს მარაგი ან შეივსოთ ან ბოლომდე გამოწრუპოთ მეც მივედი მაგ სტადიამდე ხოო, უენერგიობა მაინც ვერ გავიგე მჭირს თუ არა. ვვარჯიშობ, დავრბივარ. ძალიან ინტენსიურად არა, ანუ თავს ძალას არ ვატან, როცა მაქვს სურვილი, კვირაში რამდენჯერმე, რაც სრულიად ნორმალურია და კარგი. ანუ ენერგია მაქვს სასიცოცხლო, თან საკმაოდ ბევრი ინტერესი არ მაქვს. ესე იგი ამას უნდა მივხედო :რამით უნდა დავინტერესდე მგონი ჟობია მივაკითხო სამხატვრო მაღაზიას 'საყიდლებზე' და ავურიო ფერები ერთმანეთში ისევ * * ესე იგი, მე ვფიქრობ სანამ გაარკვევ რა ხდება მანამდე გაქვს დეპრესია მერე რომ ჩაუღრმავდები, გააანალიზებ, იფიქრებ რა რატომ რისთვის და დაასკვნი რომ ადამიანური სევდა არასდროს დაგტოვებს და სულ შენთან იქნება, მერე უბრალოდ იკიდებ. ანუ -დაკიდება- არის დეპრესიის შემდგომი საფეხური და არც თუ ძალიან ცუდი |
|
|
Jul 16 2008, 06:27 PM
Post
#30
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თეო, შენი ავატარი შენი ნახატია?
მზისფერი ყველაზე კარგად შველის დეპრესიას ულამაზესი ნახატია გიდევს სადმე აქ საიტზე? თუ არა, დადე რააა |
|
|
Aug 16 2008, 12:30 AM
Post
#31
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბლანკა, მე იგივე პრობლამე მაწუხებდა უმეტესი წილი ცხოვრების, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა რასაც დეპრესია მოყვებოდა და ამას დასასრული არუჩანდა.. ჩემი ერთადერთი ოცნება იყო როდის მოვკვდები და დავისვენებ... საბოლოოდ ეს პრობლემები გადავტწყვიტე.. მარა მეთითონ ეს ვერ მოვახერხე ოცი წლის განმავლობაში და გარე დახმარება დამჩირდა.. თუმცა საბოლოოდ ბევრი რამე გავიაზრე და ეხლა გაცილებით უკეთესათ ვგრძნობ თავს. და კონკრეტულად: აქ სადღაც ალფამ დაწერა რომ დეპრესია არის უენერგიობა... და მე მას ვეთანმები.. სასიცოცხლო ენერგიების უკმარისობა იწვევს დეპრესიას ... არააქვს მნიშვნელობა შენ რა მოგბეზრდა და რა არა.. შენ თუ სავსე ხარ ენერგიით რო დაჯდე და წინდა მოქსოვო ერთი თვე მაინც არ მოგწყინდება.. როცა გაქვს ენერგია ცხოვრებაში ინტერესს ყოველთვის ნახავ!! მეც გადავიტანე ზუსტად იგივე. დღეს მეც კარგად ვარ. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Aug 24 2008, 07:41 PM
Post
#32
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხალხნო, ორი-სამი კვირის წინ დეპრესიამ შემომიტია. უფრო სწორად, ამ სიტყვას ნუ ვახსენებთ, აჯობებს ასე ვთქვა: სევდა მესტუმრა უუუფს, რა ძალიან რომანტიკულ-პატეტიკურია, ხოოოდა, ვერაფრით ვერ გავაგდე, მერე ახალი წიგნი ავიღე ხელში, ერთი_ორი გვერდის შემდეგ დამავიწყდა მისი არსებობა. მთლად ბოლომდე ვერა და ახლაც თან დავატარებ, მაგრამ ჯერჯერობით ვცდილობ არ შევიმშნიო და ვუძლებ. ვუმკლავდები, მოვლენათა განვიტარებას შეგატყობინებთ გზადაგზა ...
|
|
|
May 16 2009, 06:07 PM
Post
#33
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეინკარნციის თემას ვაოფებდი და ახლა zetის რჩევით ვხსნი ახალ თემას...
ჩემს პრობლემას დეპრესიას ვარქმევ თუ კი შეიძლება დეპრესია 10-13 წელი გრძელდებოდეს... ანუ ბავშვობიდან... მოკლედ, პრობლემა მაქვს ამ ცხოვრებასთან.. ვერ ვეწყობი. გამიქრა ყოველგვარი ინტერესი, ამბიცია, სრული ინერციით ვცხოვრობ... აი, რა გავაკეთო? ენეგიისგან დაცლილი ვარ საერთოდ... ვეძებ რაღაც მიზანს, ინტერესს რისთვისაც სიცოცხლე კი არა თუნდაც გაღვიძება ეღირება.... მაგრამ არაფერი მაინტერესებს რა... დროის უმეტეს ნაწილს ძილში ვატარებ ფაქტიურად.. აქვე გამოვიტან shous პასუხსაც.. ბუნებრივია არსებულ საზოგადოებრივ წყობა-მოწყობა-განწყობაში ყველაფრის ინტერესი დაგეკარგოს, დაიღალო და ენერგია დაკარგო. იმისათვის, რომ ცხოვრება დაიწყო, დაიჯერო, ინტერესი გაგიჩნდეს და სიცოცხლის მიმართ სიყვარული და სასოება იგრძნო, წინა ცხოვეებების გახსენებას კი არა, მე პირიქით ყველაფრის დავიწყებას გირჩევდი და საკუთარი აღქმების ხელახლა შესწავლას. ინტერესი იმიტომ ქრება და შესაბამისად ენერგიაც იმიტომ იშრიტება, რომ აღქმის სიხალასეს ვკარგავთ, ბევრი სტერეოტიპი ჩნდება ქცევის, განცდების ა.შ. და ამ სტერეოტიპებში ჩვენი აღქმები და განცდები ისე იკარგება ზედაპირზე ამოსვლას ვერ ასწრებს. შეეცადე მარტივი ემოციებით დაიწყო და ყველაფრის თავიდან შეცნობას შეეცადო. ნიავი, მზე, ყვავილი, ერთი შეხედვით შეჩვეული და გაცვეთილი საგნები, დაივიწყე მათზე შენი წარმოდგენები და ისე შეხედე როგორც პირველად. კვლავ ჩემი პასუხი shou მართალი ხარ ისე. სოფელში რომ ჩავედი შარშან აშკარად ვგრძნობდი გამოცოცხლებას... მაგრამ მაშინ მონატრებული მქონდა ბუნება და იმიტომ ალბათ. 2 წელია რაც თბილისში ვარ. სანამ იქ ვცხოვრობდი მანამდეც ინერტული ვიყავი და სულ სხვაგან წასვლაზე ვოცნებობდი... თბილისშიც გავდივარ ხოლმე პარკებში თუ მინდორში მაგრამ დიდი ცვლილებები არ მაქვს გახალისების მრივ. მალევე მინდება სახლში წამოსვლა. მე სხვა რამეს დავაკვირდი; რად ჩვეულებრივ ადამიანებითვის მნიშვნელვანია, მე საერთოდ არ მაინტერესებს. ყოველდღიურ ცხოვრებას ვგულისხმობ, მეგობრებსაც ვეღარ ვეკონტაქტები უკვე... რაც ადამიანებისთვის ჩვეულებრივად აღიქმება მე ძალიან მაწუხებს. თუნდაც დროის ცვლებადობა. ზამთარში ფაქტიურად მკვდარი ვარ. ვერაფერს ვაკეთებ. უბრალოდ მცივანა კი არ ვარ, ვერ ვთბები საერთოდ... სულ ვამბობ 2ტვე ვარ წელლიწადში ბედნიერი ივლისი-აგვისტო, ისიც თუ 30-35 გრადუსი ტემპ.იქნება მოლედ დედამიწის და ადამიანთა სრულიად ჩვეულბრივ წეს-კანონებს ვერ ვეგუები... ამიტომ ვფიქობ რომ სხვაქვეყნელი ვარ... განსაკუთრებულობაზე ნამდვილად არ მქვს პრეტენზია... მაწუხებებს ეს მდგომარეობა. ან ნორმალურად ცხოვრება შემეძლო, ან ნუ ვიცხოვრებ საერთოდ.... ველი თქვენს გამოხმაურებებს. თქვენს შესახებაც მოყევით და მც მირჩიეთ რამე -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 16 2009, 10:19 PM
Post
#34
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
რაღაც მაგდაგვარი მეც გამომიცდია, ადრე. მეც შენსავით ვერ ვხედავდი ერთ დროს ცხოვრების აზრს, მეც მციოდა... არა დეპრესია არ არის, ეს ალბათ რაღაცის ვერ, თუ არ შეგუებაა. შენი შინაგანი ბრძოლაა, რომელსაც ძალა არ შესწევს გაიმარჯოს და დაუძლურებულია, იმედდაკარგულია. ახლა საერთოდ არ ვგრნობ რამე მაგდაგვარს, გავიმარჯვე მეთქი არ ვიცი, ვერ გეტყვი, მგონი იმ სიტუაციებს განვერიდე რაც მტანჯავდა. ვეძებ რაღაც მიზანს, ინტერესს რისთვისაც სიცოცხლე კი არა თუნდაც გაღვიძება ეღირება.... მაგრამ არაფერი მაინტერესებს რა... დამიჯერე რომ ეს მიზანი და ინტერესი არსებობს და რომ იპოვი შენ თვითონ დაინახავ, რომ უიმედობა არ არის კარგი. ასევე დაინახავ რომ ბევრი რამ არის საინტერესო და სიცოცხლე შეგიყვარდება. ამიტომ ვფიქობ რომ სხვაქვეყნელი ვარ... არც ეგ არის გამორიცხული. მე ახლა საქართველოში არ ვარ. საქმე იმაშია რომ რაც უცხო ქვეყანაში შევედი თითქოს ფრთები შემებაო ვიგრძენი. ათმაგი ძალა მომეცა. არ გამიგო, რომ არ მიყვარს საქართველო, მაგრამ აქ თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ. ფრთებგაშლილი ვარ tikoroma გისურვებ შენც იგივეს, გისურვებ გეპოვოს ძალა, გისურვებ გეპოვოს სიყვარული -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 16 2009, 11:30 PM
Post
#35
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა
დიდი მადლობა... კარგად გაიგე ჩემი... ეს ბოლო ორი წელია ძალიან ცუდად ვარ ჯანმრთელობის მხრივაც... ისეთი რამეები მაწუხებს, მთელი ცხოვრება რომ არ მქონია... ანგინა, ჯირკვლები, თირკმელები, პირის ღრუს ბაქტერიული დაავადებები, აღარაფერს ვამბობ უხასიათობაზე და მოთენთილობაზე... ანგინა ჯირკვალი ბავშვობაში არ ვიცოდი რა იყო... მე მგონია რომ სტრესის ბრალია... ეს დეპრესიას ძალიან გამიმწვავდა, ფაქტიურად ვერ ვცხოვრობ... ან მძინავს, ან გაბრუებული დავდივარ მთელი დღე. იმის ენერგიაც აღარ მავს სახლი დ ავხეტო... მოკლედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიშლის უკვე ხელს.... სიყვარული ვიპოვე 3 წლის წინ ეგ იყო ჩემთვის დიდი გამოცოცხლების პერიოდი... მერე გავთხოვდი და მართალია სიყვარული არ შეცვლილა ჩვენს შოის, მაგრამ ოჯხმა ბევრი პრობლემა მოიტანა, როგორც ხდება ხოლმმე დაა ეტყობა ვეღარ მკვებას ეგ გრძნობა.. ან მე ვერ ვუვლი სიყვარულს ალბათ, რა ვიცი.. ეგ ხომ წრიულია - თუ გასცემ მიიღებ ... რა ვიცი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 17 2009, 12:39 PM
Post
#36
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯანმრთელობის პირველი მტერი სტრესია. ადამიანის უხალისობა სიცოცხლეზე ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გაუარესების საწინდარი.
ეს ყველაფერი, როგორც გავიგე ამ ბოლო ორი წლის მანძილზე გემართება და თუ ეს ასეა, მაშინ მოძებნე რა შეიცვალა და რა არის მიზეზი შენი ტანჯვისა. ოჯხმა ბევრი პრობლემა მოიტანა, როგორც ხდება ხოლმმე დაა ეტყობა ვეღარ მკვებას ეგ გრძნობა.. ან მე ვერ ვუვლი სიყვარულს ალბათ, რა ვიცი.. ეგ ხომ წრიულია - თუ გასცემ მიიღებ ... რა ვიცი იქნებ ეს ყველაფერი ახალი პრობლემებით დაიწყო. როდესაც ქალი თხოვდება და მეუღლის ოჯახში შედის, რაც არ უნდა კარგი ოჯახი შეხვდეს მაინც პრობლემების წინაშე დგება. ამას ზოგიერთი ვერ იტანს, ვერ ერევა პრობლემებს. საერთოდ ვფიქრობ ზევით-ქვევით ხუთ წელში ყველაფერი ლაგდება და მწყობრში დგება. სიყვარული ვიპოვე 3 წლის წინ ეგ იყო ჩემთვის დიდი გამოცოცხლების პერიოდი... მაგ პერიოდში როგორ იყავი? -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
May 17 2009, 03:41 PM
Post
#37
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯანმრთელობის პირველი მტერი სტრესია. ადამიანის უხალისობა სიცოცხლეზე ასევე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გაუარესების საწინდარი. ეს ყველაფერი, როგორც გავიგე ამ ბოლო ორი წლის მანძილზე გემართება და თუ ეს ასეა, მაშინ მოძებნე რა შეიცვალა და რა არის მიზეზი შენი ტანჯვისა. იქნებ ეს ყველაფერი ახალი პრობლემებით დაიწყო. როდესაც ქალი თხოვდება და მეუღლის ოჯახში შედის, რაც არ უნდა კარგი ოჯახი შეხვდეს მაინც პრობლემების წინაშე დგება. ამას ზოგიერთი ვერ იტანს, ვერ ერევა პრობლემებს. საერთოდ ვფიქრობ ზევით-ქვევით ხუთ წელში ყველაფერი ლაგდება და მწყობრში დგება. მაგ პერიოდში როგორ იყავი? ნუ დაახლოებით 2 წელია, ძალიან გამიმწვავდა... მაგ პერიოდში როგორ იყავი? - მაგ პრიოდში ყველაზე კარგად ჩემს ცხოვრებაში... ბედნიერი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 17 2009, 03:59 PM
Post
#38
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წერის მანერა, სტილი და პლიუს კამათის ელემენტები თემატურად არ ემთხვევა შინაარსს, შორსა ვარ დეტექტიური ჟანრისგან, მაგრამ მარტივი ანალიზით ასეთი დასკვნას არსებობის უფლება აქვს, საკმაოდ ენერგიული პოსტებია ასეთი შავნაღვლიანობისთვის.
ასე, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ სიყვარულია საჭირო, ჯანსაღი სიყვარული და ჯანსაღი ინტიმური სიახლოვე, რომელიც აუცილებლად მოვა (რადგან ყველასთან მიდის ) |
|
|
May 17 2009, 04:51 PM
Post
#39
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნაღვლიანი არ ვარ...
უიმედოდ ვარ,უსურვილოდ, უამბიციოდ...გულგრილი ყველაფრის მიმართ. აღარ ვიცი რა სიტყვებით ავხსნა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 18 2009, 03:23 AM
Post
#40
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
ასე შორიდან და თან ენტერნეტით ძნელია მიზეზების კვლევა. მით უმეტეს რომ ასეთი დეპრესიების მიზეზებს ძალიან ღმად მიმავალი ფესვები აქვთ. მხოლოდ რამდენიმე რჩევა ამასთან დაკავშირებით: ან მძინავს, ან გაბრუებული დავდივარ მთელი დღე. იმის ენერგიაც აღარ მავს სახლი დ ავხეტო... მოკლედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიშლის უკვე ხელს.... შეეცადე ადრე დაიძინო და ძალიან ადრე ადგე, მზის ამოსვლას თუ შეესწრები, ძალიან კარგი იქნება. მზის ამოსვლას უყურე- დაგეხმარება. ხაზგასმულად: 1.ძილი არ შეიბრუნო. 2.როცა გაიღვიძებ იმწუთას ადექი. 3.დღის განმავლობაში არ დაიძინო. სამაგიეროდ მიეჩვევი ადრე დაწოლას და ადგომას. ღამე უნდა იძინო -დეპრესიის დროს ღამის თევა საწამლავია, რომელიც ყველაფერს ამწვავებს. ღამით, ძილში უნდა მიიღო სულიერი სამყაროსგან მაცოცხლებელი იმპულსები და ღამის თევა ცხადია ამის საშუალებას არ გაძლევს, ამიტომ რეზერვებიც აღარ გაქვს. ეს მარტივი წესებია, მაგრამ სანამ მიეჩვევი ძნელი შესასრულებელი. რაც კი ნებელობა და მდგომარეობიდან გამოსვლის სურვილი გაქვს ამ წესების ასრულებისთვის მობილიზაცია უნდა გაუკეთო. ერთი თვე მაინც ასე აკეთე და ნახავ რა შედეგებს გამოიღებს. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 24th September 2024 - 10:13 AM |