Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფორუმი _ ტექნიკური დახმარება

Posted by: Emigranti Jan 18 2010, 05:38 AM

სხვადასხვა თმებსა და დიკუსიებში ფორუმის წევრებს, ტექნიკური ხასიათის შეკითხვები უჩნდება ხომლე - როგორ კეთდება ესა თუ ის. ალაგ-ალაგ პასუხების გაცემას, გადავწყვიტე აქ მომეყარა მათთვის თავი. მგონი ფორუმის წევრებისთვისაც ესე უფრო მოსახერხებელი იქნება.
smile.gif

Posted by: Emigranti Jan 18 2010, 05:50 AM

შეკითხვა: როგორ კეთდება იმის ფოტოსურათი, რაც ჩემს ეკრანზეა გამოსახული?

პასუხი:
I ვარიანტი
იმისათვის რომ გადავუღოთ სურათი ყველაფერს რასაც ეკრანზე ვხედავთ (დესქთოფის სურათის გადასაღებად ეს ვარიანტი ჯობია):



1. ვაჭერთ [printscreen] ღილაკს:



2. ვხსნით Paint-ს
3. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) შევდივართ Edit > Paste
4. თუ ედიტირება, ან რაიმე ტექსტის ჩასმა გვინდა გამოვიყენებთ Paint-ის ჩვეულებრივ ფუნქციებს, თუ არადა პირდაპირ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ
5. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) File > Save as... აქ ვარქმევთ სასურველ სახელს, აურჩევთ ადგილს სადაც გვინდა რომ ჩაწეროს (ისეთი ადგილი მიუთითეთ სადაც მერე ადვილად იპოვით) და ავირჩევთ ფორმატს (Jpeg ჯობია)


II ვარიანტი
იმისათვის რომ გადავუღოთ სურათი მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ ფანჯარას (ეს ვარიანტი უკეთესია როცა რომელიმე პროგრამაზე საუბრობთ):
1. ამისთვის ეს ფანჯარა უნდა იყოს წინა პლანზე და გააქტიურებული (უფრო ხასხასა ფერი რომ აქვს, და არა ის რომელიც მკრთალია). თუ გააქტიურებული არ არის ერთხელ დააკლიკეთ ზედ.
2. ვაჭერთ [ALT] ღილაკს და [printscreen] ღილაკს ერთდროულად
3. ვხსნით Paint-ს
4. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) შევდივართ Edit > Paste
5. თუ ედიტირება, ან რაიმე ტექსტის ჩასმა გვინდა გამოვიყენებთ Paint-ის ჩვეულებრივ ფუნქციებს, თუ არადა პირდაპირ შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ
6. ძირითად მენიუს პანელზე(მაღლა) File > Save as... აქ ვარქმევთ სასურველ სახელს, აურჩევთ ადგილს სადაც გვინდა რომ ჩაწეროს (ისეთი ადგილი მიუთითეთ სადაც მერე ადვილად იპოვით) და ავირჩევთ ფორმატს (Jpeg ჯობია)
7. და ჩაწერილ სურათს, ექნება უკვე რაღაც ასეთი სახე:


Posted by: Emigranti Jan 18 2010, 07:08 AM

შეკითხვა: როდესაც ფორუმზე ტექსტს ვწერ, რატომღაც latinuri asoebiT iwereba xolme. რატომ?

პასუხი: აქ ორი ვარიანტია, ან ფორუმში ინტეგრირებული ქართულ კლავიატურაზე გადამყვანი გაქვთ გამორთული



(მის ჩასართველად თეთრ მართკუთკედში ჩააკლიკეთ),

ანდაც თქვენი ბრაუზერის JavaScript-ი გაქვთ გამორთული. რადგან ზემოთხსენებული ქართულ კლავიატურაზე გადამყვანი JavaScript-ით მუშაობს, იგი ასეთ შემთხვევაში არ იფუნქციონირებს. ჩართეთ თქვენი ბრაუზერის JavaScript-ი და ისევ ამუშავდება.

ალტერნატიული ამონახსნი
მას ვისაც, გადამყვანის, თუ JavaScript-ის ჩასართველად, წამდაუწუმ, თავის მაუსის გამოყენება და რაღაცეების მოკლიკვა ეზარება, ვთავაზობ ასეთ ალტერნატივას:

დააინსტალირეთ ეს პროგრამა http://www.georgian-language.com/download/ILKBD2.zip და ქართულ და ინგლისურ კლავიატურებს შორის გადართვას, უთაგვოდ, მხოლოდ კლავიშების, [ALT] და [Shift] დაჭერით შეძლებთ



თანაც ეს პროგრამა ყველგან მუშაობს - ნებისმიერ ფორუმზე, ნებისმიერ ვებ-გვერდზე, ვორდში, ექსელში, თითქმის ყველგან სადაც კი რამის დაწერა შეიძლება.

ამ პროგრამის ყველაზე დიდი პლიუსი კი ისაა, რომ ქართული ასოები "მიბმულია" ლათინური, QWERTY-კლავიატურის განლაგებასთან. ანუ როდესაც [Q]-ს დააჭერთ დაიწერება "ქ", როდესაც [J]-ს დაიწერება "ჯ" და ა.შ. ანუ მუშაობს ისევე როგორც ამ ფორუმისეული ქართულ კლავიატურაზე გადამყვანი, ოღონდ ყველგან და თანაც ყოველგვარი JavaScript-ის გარეშე.

ინსტალიაციის გასამარტივებლად გთავაზობთ მინი-ინსტრუქციას Windows Vista-სთვის
(Windows XP-სთვისაც მგონი ანალოგიურად კეთდება, თუ არა და იმის ინსტრუქციასაც დავდებ):

1. გადმოწერეთ პროგრამა ზემოთმოყვანილი ლინკით.

2. დაიმახსოვრეთ იგი ლოკალურ დისკზე (მაგ., სამუშაო მაგიდაზე "Desktop"), გახსენით არქივი და მიიღეთ - 1) ფაილი setup.exe და 2) დაფთარი KBD:



3. გაუშვით setup.exe ფაილი და დააწკაპუნეთ აქ: Georgian Unicode (English Layout):



წარმატებული ჩადგმის შემთხვევაში უნდა მიიღოთ შემდეგი შეტყობინება:



4. დააწკაპუნეთ "Close"–ზე და დაასრულეთ ინსტალაცია.

თუ ინსტალაცია წარმატებით დასრულდა, უკვე შეგიძლიათ გადართოთ ქართულ განლაგებაზე და წეროთ:



5. იმისათვის, რომ დაადგინოთ რომელი კლავიატურაა კონკრეტულ მომენტში ჩართული, შეხედეთ პატარა ოთხკუთხედ გრაფას, ქვემოთ, საათისა და თარიღის გამოსახულების მარცხნივ. იქ დაიწერება კლავიატურის ენის აღმნიშვნელი ორი ასო (თეთრად ლურჯ ფონზე).

შემდეგ ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
laugh.gif

Posted by: მზეონა Jan 18 2010, 07:56 AM

მშვენიერი თემა დახსენი flowers.gif რაც მთავარია ძალიან საჭირო! wink.gif

Posted by: Emigranti Jan 18 2010, 01:01 PM

შეკითხვა: როგორ დავურთო სურათები ჩემს პოსტს?

პასუხი:
ამისათვის თქვენი სურათი ჯერ უნდა ატვირთოთ (რომელიმე) სურათების ჰოსტერის საიტზე. ეს ჰოსტერი მოგცემთ ამ სურათის ლინკს (მაგალითად ასეთს http://s53.radikal.ru/i142/1001/b6/26c0e4e74665.jpg ), რომელსაც ჩააკოპირებთ თქვენს პოსტში. შემდეგ მონიშნეთ ეს ლინკი და დააჭირეთ “Insert Image“-ს.




სია სურათების ჰოსტერებისა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთხსენებული მიზნით:

1. http://www.radikal.ru (ჩემი ფავორიტი)
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 1 წელი, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:

2. http://imageshack.us
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 1 წელი, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:
3. http://tinypic.com
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 90 დღე, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები: ზომის შეცვლა

4. http://paintedover.com
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: უსასრულო
დამატებითი ფუნქციები: 5. http://xs.to
სურათის შენახვის ხანგრძლივობა: 1 წელი, თუ სურათი არავინ ნახა. სხვა შემთხვევაში და რეგისტრირებულთათვის უსასრულო
დამატებითი ფუნქციები:დაწერეთ, თუ რომელიმე მათგანით უკმაყოფილო დარჩით და რატომ.

Posted by: Kaspar Hausser Jan 18 2010, 01:12 PM

ციტატა(Emigranti @ Jan 18 2010, 02:01 PM) *
შეკითხვა: როგორ დავურთო სურათები ჩემს პოსტს?

პასუხი:
ამისათვის თქვენი სურათი ჯერ უნდა ატვირთოთ (რომელიმე) სურათების ჰოსტერის საიტზე. ეს ჰოსტერი მოგცემთ ამ სურათის ლინკს (მაგალითად ასეთს http://s53.radikal.ru/i142/1001/b6/26c0e4e74665.jpg ), რომელსაც ჩააკოპირებთ თქვენს პოსტში. შემდეგ მონიშნეთ ეს ლინკი და დააჭირეთ “Insert Image“-ს.



ბევრი რომ არ იწვალოთ... როცა რადიკალ.რუ მოგცემთ ლინკს, შეგიძლიათ პირდაპირ მეორე დააკოპიროთ აქ.. smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Emigranti Jan 18 2010, 01:26 PM

Kaspar Hausser
Thanks! good.gif

http://www.radikal.ru

ეგრეც გამოდის. უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ ზედ ეკლიკება და თუ დააკლიკებ radikal.ru-ზე გადაგახტუნებს.

Posted by: Zet Jan 19 2010, 04:05 PM

Emigranti good.gif good.gif good.gif ძაან მაგარია..





სურათების ასატვირთი კიდე ერთი საიტი: www.photobucket.com

Posted by: Emigranti Jan 19 2010, 07:53 PM

შეკითხვა: ფორუმის სხვა წევრს რაღაცა მინდა ვუთხრა ყურში. როგორ შემიძლია ამის გაკეთება?

პასუხი:
ამისთვის თქვენ უნდა გაუგზავნოთ მას პირადი შეტყობინება (ე.წ. PM). დააკლიკეთ მის სახელს და აირჩიეთ Send Message:





შეკითხვა: ფორუმის ერთ წევრს ხშირად ვუგზავნი ხოლმე პირად შეტყობინებებს. როგორ შემიძლია ეს უფრო მოხერხებულად ვაკეთო ხოლმე?

პასუხი:
1. დაამატეთ ეს წევრი თქვენს მეგობრად - დააკლიკეთ მის სახელს და აირჩიეთ Add as Friend



2. ამის შემდეგ როდესაც მისთვის პირადი შეტყობინების გაგზავნა დაგჭირდებათ, ფორუმზე მაღლა მარჯვნივ აირჩიეთ My Friends



3. მისი ნიკის (სახელის) მარცხნივ დააკლიკეთ Send this friend a PM ღილაკს


Posted by: ირმა Jan 19 2010, 08:25 PM

Emigranti
მივესალმები ამ თემის გახსნას.
l_daisy.gif good.gif

Posted by: Emigranti Jan 29 2010, 07:20 PM

შეკითხვა: მსურს სხვებს დიდი ზომის ფაილი მივაწოდო, როგორ შემიძლია ეს გავაკეთო?

პასუხი:
ამისთვის თქვენი ფაილი ჯერ უნდა ატვირთოთ (რომელიმე) ფაილ-ჰოსტერის საიტზე. ეს ჰოსტერი მოგცემთ ამ ფაილის ლინკს (მაგალითად ასეთს http://bin.ge/file/75469/video.zip.html). ჩააკოპირეთ იგი თქვენს პოსტში.

სია ფაილ-ჰოსტერებისა, რომლებიც შეგიძლიათ ამ მიზნით გამოიყენოთ:

ქართული:
http://bin.ge

http://allshares.ge http://files.gehttp://upload.geუცხოური:
http://megaupload.comhttp://pl.hotfile.comhttp://filefactory.comhttp://zshare.nethttp://depositfiles.comhttp://nakido.com (კარგია, მაგრამ დამატებითი პროგრამის Nakido Flag-ის გადმოტვირთვას არ გირჩევთ, რადგან შეიძლება ვირუსები შემოუშვას)http://rapidshare.com
არ გირჩევთ, რადგან აქედან ფაილის ჩამოტვირთვა მარტო 10-ჯერ შეიძლება

საინტერესო ალტერნატივა:
ფაილ-ჰოსტერების ძირითადი ნაკლი ისაა, რომ, თუ ფაილი დიდი ხნის მანძილზე არავინ გადმოტვირთა, იგი იშლება. ამ მხრივ უკეთესია ე.წ. ონლაინ-დისკები. მათზე განთავსებული ფაილები არასოდეს არ წაიშლება, თუ იქ იშვიათად მაინც შეიხედავთ ხოლმე. მაგრამ ამ დისკების გამოყენებისთვის რეგისტრაციაა საჭირო და მათი უმეტესობის ზომაც განსაზღვრულია. სტანდარტული მომსახუერობის პაკეტი უფასოა.

ყურადღება: არ გირჩევთ თქვენი ნამდვილი სახელით და გვარით რეგისტრაციას. ყველა ვინც თქვენგან ფაილს ჩამოტვირთავს, თქვენს პირად ინფორმაციასაც ნახავს. თუ ექაუნთი უკვე გაქვთ, ჯობია ახალი გახსნათ ფსევდონიმით.

რჩეული ონლაინ-დისკები:
http://DivShare.com (ჩემი ფავორიტი)http://www.MediaFire.com http://MyDrive.chhttp://SkyDrive.live.com (hotmail-ისგან)http://AllDrives.ge
ჯერჯერობით არ გირჩევთ. საცდელ (Beta) ფაზაშია და ბევრი რამ არ არის დასრულებული. გარდა ამისა ძალიან ნელა მუშაობს.

შენიშვნები:
1. --- ნიშნავს განუსაზღვრელს
2. თუ რომელიმე მათგანით (ჰოსტერით, თუ ონლაინ დისკით) უკმაყოფილო დარჩით, დატოვეთ კომენტარი.

© 2010 esoteric.ge

Posted by: მზეონა Jan 31 2010, 08:42 PM

Emigranti მადლობა, ვიყენებ ამ დახმარებას! გაიხარე bigarmhug.gif l_sunny.gif

Posted by: sentimennte Feb 4 2010, 07:45 PM

ერთ პოსტში როგორ სვავთ რამდენიმე ციტატას?? როცა ვინმეს პოსტზე ვაკეთებ reply-ს გასაგებია ავტომატურად ჯდება მარა, რამდენიმე ერთში?? ამიხსენით რაა

Posted by: Emigranti Feb 4 2010, 09:02 PM

შეკითხვა:
როგორ ჩავსვა ერთ პოსტში რამდენიმე ციტატა?

პასუხი:
როდესაც "Reply"-ს დააჭერთ და საპასუხო ფორმა გაიხსნება, იქ ციტატა უკვე მონიშნულია, ანუ შემოსაზღვრულია "quote" კოდებით

CODE
[quote name='sentimennte' date='Feb 4 2010, 04:45 PM' post='27094'] ერთ პოსტში როგორ სვავთ რამდენიმე ციტატას?? როცა ვინმეს პოსტზე ვაკეთებ reply-ს გასაგებია ავტომატურად ჯდება მარა, რამდენიმე ერთში?? [/quote]

ამ კოდებს შორის რაცაა, შემდეგ ფორუმზე ციტატად გამოჩნდება. თუ პასუხისას ყველაფერს არ ეხებით, ამოშალეთ ამ კოდებს შორის მდებარე ტექსტის ზედმეტი ნაწილი. ოღონდ თვითონ კოდები და ოთხკუთხედი ფრჩხილები არ წაშალოთ.

იმისათვის, რომ დაამატოთ ამავე იუზერის სხვა ციტატაც:
1. ჩააკოპირეთ იგი თქვენს პასუხში შესაბამის ადგილას
2. მონიშნეთ
3. დააჭირეთ ღილაკს "Wrap in quote tags"


4. და მიიღებთ ასეთ შედეგს:

QUOTE
ამიხსენით რაა

Posted by: sentimennte Feb 4 2010, 09:06 PM

ვაა აბა ვცდიიი ახლა გავაკეთებ დიდი მადლობააsmile.gif

QUOTE
4. და მიიღებთ ასეთ შედეგს


გავაკეთეეეsmile.gif გაიხარე და ძალიან დიიიდიიი მადლობაა smile.gif bigarmhug.gif

Posted by: Emigranti Feb 5 2010, 06:24 AM

შეკითხვა: ფორუმში ინტეგრირებული ჩემი Messenger-ის Inbox-ი გაივსო, მაგრამ მესიჯები წასაშლელად მენანება. როგორ შემიძლია ისინი ჩემს კომპიუტერში შევინახო?

პასუხი:
1. Messenger-ის მენიუში (მარცხნივ) დააჭირეთ Archive Messages


2. შემოსული მესიჯებისთვის აირჩიეთ Inbox


3. ყველა პერიოდში შემოსულთათვის აირჩიეთ All


4. მაქსიმალური რაოდენობისთვის აირჩიეთ 50


5. თუ გინდათ, რომ შენახვის შემდეგ, მესიჯები Inbox-იდან ამოიშალნონ, აირჩიეთ Yes


6. სულ ქვედა გრაფაში აირჩიეთ HTML page


7. დააჭირეთ process-ს


ცოტა ხანში მოგივათ იმეილი, სადაც დართული იქნება HTML-ფაილი თქვენი მესიჯებით. ჩამოტვირთეთ იგი და ჩაწერეთ თქვენს კომპიუტერში. ეს ფაილი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენი ბრაუზერით დაათვალიეროთ.

Posted by: tikoroma Feb 11 2010, 01:20 AM

ფორუმს არ ეხება, მაგრამ მაინც გკითხავთ... ვიდეოდან რაღაც მონაკვეთის ამოჭრა მინდა და მასწავლეთ რა რომელ პროგრამაში და როგორ? გთხოოოვთ.....

Posted by: Atman Feb 12 2010, 09:07 AM

QUOTE(tikoroma @ 11th February 2010 - 01:20 AM) *
ფორუმს არ ეხება, მაგრამ მაინც გკითხავთ... ვიდეოდან რაღაც მონაკვეთის ამოჭრა მინდა და მასწავლეთ რა რომელ პროგრამაში და როგორ? გთხოოოვთ.....


მე პირადად სამონტაჟო პროგრამას ვხმარობდი მაგისთვის (adobe premiere pro CS3). მაგრამ ძალიან კარგი და მარტივი პროგრამაა virtual dub.

Posted by: tikoroma Feb 13 2010, 10:03 PM

Atman
გმადლობ ატმან. პრემიერი ადრეც მირჩიე, მაგრამ ეგ ძლიერი პროგრამაა, ჩემმა კომპმა გაჭედვა დაიწყო...მეორეს ვცდი ახლა

Posted by: mata Feb 17 2010, 11:07 PM

ვაი,
არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მარა... მერე წაშალეთ თუ გნებავთ

დღევანდელ პოსტებზე გუშინო მიწერს ეს ფორუმი... ზოგზე მიწერს დღევანდელს და რა ხდება?

Posted by: Emigranti Feb 17 2010, 11:27 PM

ციტატა(mata @ Feb 17 2010, 08:07 PM) *
ვაი,
არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მარა... მერე წაშალეთ თუ გნებავთ

დღევანდელ პოსტებზე გუშინო მიწერს ეს ფორუმი... ზოგზე მიწერს დღევანდელს და რა ხდება?

რა ვიცი, ჩემთან თითქოს ყველაფერი სწორედაა...

Posted by: Emigranti Feb 21 2010, 07:09 PM

შეკითხვა: ფორუმში ინტეგრირებული ძებნის ფუნქცია არ მუშაობს გამართულად, კიდევ როგორ შეიძლება, რომ ამ ფორუმზე რაიმე მცნება მოიძებნოს?

პასუხი:
ამისთვის უმჯობესია გამოიყენოთ Google-ის სპეციფიური ძებნის ფუნქცია. აქ სიტყვა "მაგალითი" შეცვალეთ თქვენთვის სასურველი მცნებით:

http://www.google.com/search?hl=en&lr=&q=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98+site%3Ahttp%3A%2F%2Fwww.esoteric.ge%2Fforum&btnG=Search

თუ დააკლიკებთ Show options... შეგეძლებათ ნაპოვნის სორტირება დროის, ან ფორმატის მიხედვეთ. არის სხვა ფუნქციებიც.

Posted by: Emigranti Feb 23 2010, 04:43 PM

QUOTE(Anna @ Feb 23 2010, 01:02 PM) *
Emigranti
... იცით რაა, ვორდის ფაილში მაქვს და აქ რომ ვაკოპირებ შრიფტი იცვლება sad.gif
ეგ პრობლემა მეც მქონია. ვორდში დავწერე რაღაც აკადნუსხ-შრიფტით ქართულად, აქ რომ ჩავაკოპირე ლათინურ შრიფტად გადაიქცა. ეტყობა ეს აკადნუსხ შრიფტი არაა კორექტული შრიფტი. ქართულად წერისთვის ჯობია აი ეს მეთოდი გამოიყენო --> http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=921&view=findpost&p=25782

Posted by: Kaspar Hausser Feb 23 2010, 04:46 PM

ციტატა(Emigranti @ 23rd February 2010 - 04:43 PM) *
ორდში დავწერე რაღაც აკადნუსხ-შრიფტით ქართულად, აქ რომ ჩავაკოპირე ლათინურ შრიფტად გადაიქცა. ეტყობა ეს აკადნუსხ შრიფტი არაა კორექტული შრიფტი.



ნამდვილად.. smile.gif smile.gif

მე პირადად როცა ვორდიდან აქ რამეს ვაკოპირებ და ინგლისურად კოპირდება.. მონიშნული ტექსტი გადამაქვს http://convert.ge და გადამყავს ქართულში.. smile.gif

Posted by: Emigranti Feb 23 2010, 04:52 PM

ეს http://convert.ge მართლაც კარგი რამე ჩანს.

მადლობა Kaspar Hausser-ს და Atman-ს

Posted by: Anna Feb 23 2010, 04:58 PM

არც convert.ge-ზე გადაყავს, გადავირიე რაა... ისევ ხელით მომიწევს აკრეფა sad.gif

ბარემ აქვე ერთი ჩაინიკური კითხვა, სურათის ჩასმა რომ მინდა მთხოვს URL კოდს და საიდან მოვიტანო დესკტოპზე მყოფი ფოტოს კოდი ვერ ვხვდები...

Posted by: Emigranti Feb 23 2010, 05:07 PM

QUOTE(Anna @ Feb 23 2010, 01:58 PM) *
ბარემ აქვე ერთი ჩაინიკური კითხვა, სურათის ჩასმა რომ მინდა მთხოვს URL კოდს და საიდან მოვიტანო დესკტოპზე მყოფი ფოტოს კოდი ვერ ვხვდები...
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=921&view=findpost&p=25789

Posted by: Anna Feb 23 2010, 05:12 PM

kiss1.gif kiss1.gif

Emigranti მადლობაააა smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 23 2010, 05:15 PM

ბიჯი I

http://www.radikal.ru

ბიჯიII

http://www.radikal.ru

ბიჯი III

http://www.radikal.ru


მიიღებ ასეთ შედეგს.. smile.gif შემდეგ ქვემო ნაწილში მოთავსებულ უკვე ქართულ ტექსტს დააკოპირებ და დადებ სადაც გინდა.. smile.gif ის უკვე უნიკოდში იქნება და ყველგან ქართულად გამოჩნდება გამოჩნდება.. smile.gif

პატივისცემით

Posted by: Anna Feb 23 2010, 05:20 PM

Kaspar გაიხარე... smile.gif l_daisy.gif

ზუსტად ეგრე გავაკეთე, მაგრამ თავიდან "საიდან სად"-ში მე ვუთითებდი შრიფტებს და ალბათ მაგიტომ არ მიკეთებდა... blush.gif blush.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 23 2010, 05:21 PM

ციტატა(Anna @ 23rd February 2010 - 05:20 PM) *
მაგრამ თავიდან "საიდან სად"-ში მე ვუთითებდი შრიფტებს და ალბათ მაგიტომ არ მიკეთებდა...



მაგათ რაც უფრო ნაკლებად ახლებ ხელს, მით ნაკლები პრობლემები შეგექმნება... biggrin.gif

Posted by: mata Feb 25 2010, 06:06 PM

ერთი თემიდან მეორე თემაში პოსტი როგორ ჩავაკოპირო?

მადლობა წინასწარ

Posted by: Kaspar Hausser Feb 25 2010, 06:13 PM

mata


გააჩნია როგორი ჩაკოპირება გინდა.. smile.gif

პირდაპირ პოსტის ტექსტი მონიშნე და Ctrl-C + Ctrl-V


Posted by: mata Feb 25 2010, 06:27 PM

biggrin.gif უიიი ეგრე იოლია smile.gif არ ვიცოდი . ოკ smile.gif

Posted by: mata Feb 25 2010, 06:29 PM

აააააააა მოიცა მოიცა ეგრე რად მინდა biggrin.gif
ეგ მარტო ტექსტი გამოვა. მე მინდა რომ გამოჩნდეს რომ ეს ციტატაა

Posted by: Anna Feb 26 2010, 12:36 AM

QUOTE(mata @ Feb 25 2010, 06:29 PM) *
აააააააა მოიცა მოიცა ეგრე რად მინდა biggrin.gif
ეგ მარტო ტექსტი გამოვა. მე მინდა რომ გამოჩნდეს რომ ეს ციტატაა


Mata იმ პოსტის ქვევით რომლის ციტირებაც გინდა, არის ღილაკი "QUOTE", ხოდა მაგის საშუალებით.
მიეცემა ისეთი სახე როგორიც ეხლა მე გავაკეთე შენი პოსტით wink.gif

Posted by: Anna Apr 26 2010, 11:42 PM

კი მრცხვენია, მაგრამ ავატარი როგორ დავაყენო იქნებ ამიხსნათ თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე biggrin.gif sweet.gif sweet.gif

Posted by: გოგა Apr 27 2010, 09:43 AM

Anna

1.

2.

Posted by: Emigranti Apr 27 2010, 10:28 AM

გოგა good.gif

P.S.: შეცდომა ჩავასწორე.

Posted by: Anna Apr 27 2010, 02:23 PM

გოგა, Emigranti,

გაიხარეთ! kiss1.gif kiss1.gif

შედეგი სახეზეა sweet.gif wink.gif

Posted by: mata May 1 2010, 02:17 PM

ფორუმში თემებს აი ასე მიჩვენებს და რა ვქნა, როგორ დავაბრუნო ჩვეულებრივ რეჟიმში


მიშველეთ რამე

Posted by: Kaspar Hausser May 1 2010, 02:32 PM

mata

http://www.radikal.ru

Posted by: mata May 1 2010, 02:34 PM

Kaspar Hausser
მადლობა, გაიხარე smile.gif

Posted by: Kaspar Hausser May 1 2010, 02:35 PM

mata


არაფერს. smile.gif მიხარია.. smile.gif opaa.gif

Posted by: Anna May 5 2010, 04:27 PM

ხელახლა ავტვირთე 160X160 ზომით და ჯერ ისადაც საცოდავი ავატარი შეხედეთ რას დამიმსგავსა sad.gif

Posted by: გოგა May 5 2010, 07:52 PM

ჯერ უნდა წაშალო ავატარი და მერე უდნა აატვრთო ხელახლა თორე პირდაპირ რო იგივე სურათს ტვირთავ იწელება ის პატარა ავატარი და ხარისხი ეკარგება...
მარა რა გინდა შენი ავატარი მშვენიერი ხარისხისაა smile.gif

Posted by: გოგა May 5 2010, 07:52 PM

ჯერ უნდა წაშალო ავატარი და მერე უდნა აატვრთო ხელახლა თორე პირდაპირ რო იგივე სურათს ტვირთავ იწელება ის პატარა ავატარი და ხარისხი ეკარგება...
მარა რა გინდა შენი ავატარი მშვენიერი ხარისხისაა smile.gif

Posted by: Anna May 5 2010, 09:16 PM

გოგა მადლობა, არაფერი შემიცვლია და ეხლა მეც ნორმალური ხარისხით მიჩვენებს, არ ვიცი თავიდან რა ჭირდა, ბუნდოვანი გამოსახულება იყო.

ისე ამ თემაში რეკორდს ვხსნი, მგონი ყველაზე მეტი კითხვა მე მაქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sbge May 5 2010, 11:17 PM

QUOTE(Anna @ May 5 2010, 09:16 PM) *
გოგა მადლობა, არაფერი შემიცვლია და ეხლა მეც ნორმალური ხარისხით მიჩვენებს, არ ვიცი თავიდან რა ჭირდა, ბუნდოვანი გამოსახულება იყო.

ისე ამ თემაში რეკორდს ვხსნი, მგონი ყველაზე მეტი კითხვა მე მაქვს biggrin.gif biggrin.gif

არ აქვს მნიშვნელობა, ძველ ავატარს წაშლი თუ პირდაპირ ახლით ჩაანაცვლებ.
შესაძლოა მაინც დამახინჯდეს (გაიწელოს ან შეიკუმშოს).
თუმცა, მხოლოდ თქვენთან ჩანს ასე.
ერთი ორო 'რეფრეში' უნდა ხოლმე და გასწორდება.
თუ ამანაც არ უშველა, საკუთარ პროფილში გადადით და იქ ნახეთ.
თუ შესამოწმებლად არ ტვირთავთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თავისით დაფორმატდება.
მაგ დროს სხვები მაინც რეალურს ხედავენ.

Posted by: Anna May 6 2010, 02:23 PM

sbge wink.gif

Posted by: ინა May 14 2010, 06:49 PM

მე მინდა ვნახო ყველა ჩემი პოსტი.
პროფილიდან მარტო რამოდენიმე ბოლოს მიჩვენებს და როგორ უნდა ვნახო? balloon.gif

Posted by: გოგა May 14 2010, 07:14 PM

ინა

Posted by: ინა May 14 2010, 07:22 PM

QUOTE(გოგა @ May 14 2010, 07:14 PM) *
ინა

confetti.gif მადლობა kiss1.gif

Posted by: ირმა Aug 28 2010, 09:35 PM

როდესაც ეზოთერულ განყოფილებაში ხსნით თემას, იცოდეთ რომ თემა ჩვეულებრივად იხსნება, უბრალოდ უნდა დაელოდოთ (შეატყობინოთ) შესაბამისი თემის მოდერატორს და მოდერატორი თემას გამოაჩენს.

ასე რომ ნუ აღელდებით, როცა თემას გახსნით, თემა გაიხსნა, უბრალოდ ჯერ არ ჩანს და ეს არის ყველაფერი...

Posted by: tikoroma Oct 18 2010, 03:36 PM

ტექნიკურ დახმარებაში რაიმე კარგი ანტივირუსის ატვირთვა არ შედის?
მომხედეთ ვინმემ, წამლეკა ვირუსებმა worthy.gif

Posted by: Emigranti Oct 19 2010, 01:00 AM

QUOTE(tikoroma @ Oct 18 2010, 03:36 PM) *
ტექნიკურ დახმარებაში რაიმე კარგი ანტივირუსის ატვირთვა არ შედის?
მომხედეთ ვინმემ, წამლეკა ვირუსებმა worthy.gif


კონკრეტულად რა სჭირს შენ კომპს? შეიძლება მაინცდამაინც ვირუსი არ იყოს. თუმცა კარგი დაცვა ყოველთვის კარგია.

მე პირადად შემდეგ პროგრამებს ვიყენებ:

1. ესაა ანტი-ვირუსი: http://www.avira.com/en/free-download-avira-antivir-personal
ყველაფერს აკონტროლებს, რაც კომპში იწერება და გაგაფრთხილებს თუ ჩამოტვირთული ფაილი ვირუსიანია:

(კარგი იქნება თუ ჩაინსტალირების შემდეგ full system chek-ს გაუშვებ)

2. ეს კი არის ანტი-მალვერ: http://download11.emsisoft.com/EmsisoftEmergencyKit.zip

Zip-ფაილია. სადმე C:-დისკზე ჩაწერე, შემდეგ unpack გაუკეთე (Winrar-ით ან Winzip-ით). EmsisoftEmergencyKit ფოლდერში start--> Emergency Kit Scanner --> scan now --> detail scan -->scan (ამას ცოტა დიდი ხანი სჭირდება ხოლმე, მაგრამ ერთხელ მაინც რომ გაუშვა - ღირს)

ამას რამდენიმე თვეში ერთხელ ვუშვებ ხოლმე. ეს არა იმდენად ვირუსებს, არამედ სხვა მავნებლებს ეძებს, ე.წ. მალვერს (malware) - ესაა პროგრამები, რომლებიც შეიძლება თვითონ არაფერს არ აფუჭებენ, მაგრამ ან სხვა პროგრამებს ეძახიან (რომლებიც დააზიანებენ სისტემას), ანდა ისეთი პროგრამებია, რომლებიც შპიონირებენ და შენს პირად მონაცემებს, პაროლებს, სისტემის მონაცემებს და ა.შ. სხვა სერვერებს გადასცემენ. ამით შემდეგ არაკეთილსინდისიერი ხალხი ბოროტი მიზნებისთვის სარგებლობს.



Posted by: tikoroma Oct 19 2010, 04:40 PM

გმადლობ ემიგრანტ ვსინჯავ აბა..

Posted by: Existence Nov 11 2010, 01:38 PM

იქნებ დამეხმაროდ ვინმე rolleyes.gif ეს ჩემი პირველი ფორუმია ცხოვრევაში smile.gif
მასწავლეთ როგორ დავაგდო ლინკი ინსერტით თუ პირდაპირ copy and paste

Posted by: Atman Nov 11 2010, 01:49 PM

Existence

copy and paste

Posted by: Existence Nov 11 2010, 01:55 PM

მადლობთ wub.gif

Posted by: mata Feb 9 2011, 02:10 PM

ხალხო იქნება ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ.

ბრჭყვიალა ფოტოები როგორ კეთდებაა?

აი ასეთი რაღაცეები მაგალითად. უფრო სწორედ რა პროგრამაში კეთდება და სად ვნახო ეგ პროგრამა.
თუ ვინმემ იცით, მითხარით რაა პლზ


Posted by: I AM Mar 7 2011, 11:35 AM

ჩემი თემა- "იოგა" სად გაქრა??? angry.gif

Posted by: old_man Mar 7 2011, 01:52 PM

I AM
ჯანმრთელობის განყოფილებაში გადაიტანეს:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showforum=33

Posted by: priad ubralo Mar 7 2011, 02:10 PM

mata

QUOTE
ხალხო იქნება ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ.

ბრჭყვიალა ფოტოები როგორ კეთდებაა?

აუF..მოგცლიია რა მატაჯან! biggrin.gif
რა გებრჭყვიალება kiss1.gif
Flash-ში კეთდება ისე.

Posted by: I AM Mar 7 2011, 02:23 PM

old_man

QUOTE
ჯანმრთელობის განყოფილებაში გადაიტანეს:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showforum=33



ვაი.. მეც არ ვიფიქრე სად გაქრა-თქო smile.gif რატომღაც ქვევით თემებში რო ვეღარ ვნახე ვიფიქრე სად აორთქლდა-მეთქი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ირმა Mar 7 2011, 02:55 PM

mata

QUOTE(mata @ 9th February 2011 - 03:10 PM) *
ხალხო იქნება ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ.

ბრჭყვიალა ფოტოები როგორ კეთდებაა?

აბა ნახე, ასე გამოდის:
http://www.glitterfy.com/

ეს არის საიტი: http://lizisvetaberdo.ucoz.ru/index/suratze_gif_epektis_gaketeba/0-147

Posted by: mata Mar 7 2011, 03:11 PM

ირმა
priad ubralo
მადლობა smile.gif

ეხლა Flash -ს დავაყენებ და ვნახავ აბა რა გამომივა


Posted by: Qocho Apr 21 2011, 04:44 PM

იქნებ დამეხმაროთ ხალხნო. ოპერით რომ შემოვდივარ პოსტები მთელ გვერდზე არ მეხსნება, ქვემოთ კეთდება ჩამონათვალი:

http://pix.ge/

ექსპლორერით რომ შემოვდივარ ყველაფერი რიგზეა smile.gif რისი ბრალია, როგორ გამოვასწორო ?

Posted by: mata Apr 21 2011, 08:27 PM

Qocho

პარამეტრებში აირჩიე სტანდარტული და გასწორდება.


Posted by: Qocho Apr 22 2011, 10:41 AM

mata

გაიხარე smile.gif

Posted by: Lashapoli Jul 18 2011, 06:53 PM

ვიდეო როგორ ავტვირთო პირდაპირ პოსტში რო იხსნებოდეს???

Posted by: Emigranti Jul 18 2011, 07:17 PM

QUOTE(Lashapoli @ Jul 18 2011, 06:53 PM) *
ვიდეო როგორ ავტვირთო პირდაპირ პოსტში რო იხსნებოდეს???

IPBს ამ ვერსიას ეგ ფუნქცია არ აქვს. მარტო ლინკის დადება შეიძლება.

Posted by: Lashapoli Jul 19 2011, 12:50 AM

მადლობა ემიგრანტ smile.gif

Posted by: mata Aug 7 2011, 10:22 AM

ციტატა(ნიკოლოზი @ 7th August 2011 - 12:21 AM) *
(როგორ დავწერო გამოკვეთილი შრიფტით?)


მონიშნეთ ტექსტი რომელიც გინდათ რომ იყოს მუქად და დააჭირეთ ღილაკს "b" (bold)




Posted by: 6307418529y Oct 16 2011, 01:52 AM

ვინმემ მითხარითთ ექაუნთი როგორ გავაუქმო. ძალიან გთხოვთ :/

Posted by: Zet Oct 16 2011, 01:56 AM

QUOTE
ვინმემ მითხარითთ ექაუნთი როგორ გავაუქმო. ძალიან გთხოვთ :/

რომელი ექაუნთის გაუქმება გინდა და რატო?

Posted by: tikoroma Dec 3 2011, 09:26 PM

google chrome-ში არ აკეთებს ციტირებას რამდენი ხანია, ახლა მოზილაშიც ვეღარ ვაციტირებ. ჩემი კომპის ბრალია?

Posted by: old_man Dec 3 2011, 10:23 PM

tikoroma
ჩემტანაც აღარ აკეთებს რაც ექსპლორერის ახალი ვერსია დავაყენე
ვაკოპირებ და ასე ვსვამ ციტატაში:

Posted by: tikoroma Dec 4 2011, 01:44 PM

ოკ. მადლობა

Posted by: tikoroma Dec 4 2011, 01:44 PM

ოკ. მადლობა

Posted by: sky Dec 16 2011, 12:18 AM

ანონიმურ წევრად როგორ მოვევლინო ფორუმს და რატომ? biggrin.gif
მეორე ნაწილს მეთვითონ გავარკვევ, პირველზე მიპასუხეთ smile.gif)

hellllo.gif

Posted by: td......... Dec 16 2011, 09:02 AM

sky
როდეაც შემოდიხარ , ანუ პაროლით და ნიკით, იქ შეგიძლია მიუთითო იდ-ს და პაროლის გასწვრივ გვერდით, დაიმახსოვროს თუ არა შენი პაროლი და ანონიმურად შემოგიყვანოს თუ არა, პწიჩკებს დაუსვამ...

Posted by: sky Dec 18 2011, 01:25 AM

td.........


მადლობ smile.gif)
არა და ყველაფერი გადავქექე და მანდ შეხედვა აზრად არ მომსვლია blush.gif

Posted by: Galahad Dec 28 2011, 08:56 PM

ჩემი ავატარი რატომ არ ჩამს თემებში? huh.gif

მიშველეთ!

Posted by: გრიფონი Jan 2 2012, 07:18 PM

http://HG95wGwbzuY&feature=player_embedded

Posted by: გრიფონი Jan 2 2012, 07:18 PM

http://player_embedded

Posted by: natuka Jan 2 2012, 10:39 PM

ციტატის ჩასმას ვეღარ ვაკეთებ და რისი ბრალია?

Posted by: td......... Jan 3 2012, 12:15 AM

მეც ეგრე ვარ რახანია..

Posted by: Wilhelm Jan 3 2012, 12:57 PM

მოგესალმებით smile.gif

ვიდეოს ჩასმა არ არის შესაძლებელი ფორუმზე ?

Posted by: old_man Jan 3 2012, 01:02 PM

natuka
td.........
ეს პოსტი ნახეთ:
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=921&view=findpost&p=60079

Posted by: Wilhelm Jan 3 2012, 01:22 PM

ვახ , ნაწერში რაგაც ჩავასწორე და უცნაური სიმბოლოები გამოჩნდა , რით ვუშველო ?
ნახევარი ქართულად ჩანს ნახევარი კითხვის ნიშნებით ?

http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1513&pid=63016&st=20&#entry63016


Posted by: old_man Jan 3 2012, 01:33 PM

Wilhelm
თავიდან დაწერე პოსტი..
ხანდახან ეგრე მოსდის ხოლმე. აღარაფერი ეშველება smile.gif

Posted by: Wilhelm Jan 3 2012, 01:41 PM

old_man
მადლობა smile.gif
და ჩასწორებას რომ ვაჭერ, ეგრევე მასეთი სახით ჩნდება და ესეც ფორუმის ბრალია ? smile.gif

ვიდეობზეც ხომ ვერ მიპასუხებდით ? smile.gif

გმადლობთ

Posted by: old_man Jan 3 2012, 01:47 PM

Wilhelm

QUOTE
და ჩასწორებას რომ ვაჭერ, ეგრევე მასეთი სახით ჩნდება და ესეც ფორუმის ბრალია ?
ჰო ეგრე ურევს ხოლმე..იშვიათად
QUOTE
ვიდეობზეც ხომ ვერ მიპასუხებდით ?

ვიდეო დადება არ ვიცი.
ჯერჯერობით ლინკი დადე და მერე ვინმეს ეცოდინება..

Posted by: Wilhelm Jan 3 2012, 02:01 PM

ხალხებო , პოსტი თავისი ავტორითურთ როგორ უნდა ჩავსვა ?

Posted by: Τρισμέγιστος Jan 3 2012, 03:18 PM

Wilhelm
პოსტს ვერ ვსვამ ვრც მე. ცალკე ვაკოპირებ ციტატის ტეგსbiggrin.gif და მერე იმაში ვსვამ მონიშნულ კოპის. საიტი გასამართია ჯერ-ჯერობით ასეა, იმედია ადმინისტრაცია გამართავს სამომავლოდ.smile.gif

და კვადრატები რატომ ჩანს ჩემთან ახლა მარცხენა მხარეს ავატარების ქვეშ და ფორუმზეც თემების სახელოდებებიც კვადრატებითაა. ჩემს კომპს არაფერი არ სჭირს ისევ ისეა როგორც გუშინ იყო და ფორუმზეა რაღაც ხარვეზი ეტყობა?

Posted by: td......... Jan 3 2012, 04:53 PM

old_man
არც ფაირფოქსში არ აკეტებს , არც ექსპლორერში და არც ოპერაში... ეს საიტის ბრალია და არა ბრაუზერის..smile.gif

Posted by: Wilhelm Jan 4 2012, 01:03 AM

ზოგიერთი განყოფილება რატომ არის დახურული ?

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 01:05 AM

ვიდეო რგოლების მოთავსება პოსტში თუ არის შესაძლებელი ? და თუ კი როგორ უნდა ჩავსვათ ?

Posted by: Lashapoli Jan 4 2012, 02:21 AM

არა, მარტო ლინკების

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 02:25 AM

:/ ძალიან რომ შევეხვეწოთ აითიშნიკ ბიძიას /? იქნებ ეშველოს აქაურობას თუ გადაიტვირთეა რამე ? არა ? ხო, კარგი. ლინკებს დავყრი...

Posted by: ანა Jan 4 2012, 02:31 AM

ბავშობიდან მაინტერესებდა ლინკებს რომ დებ და სახელს არქმევ ეგ როგორ უნდა.. მეტროს მძღოლტან ერტად ვიმგზავნე, ოცი შოკოლადი ერთად ვჭამე, კიანუ რივზმა ცოლი არ მოიყვანა და ეგ ჯერ კიდევ ვერ გავიგე sad.gif

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 02:36 AM

http://youtu.be/2EquAeS49N4

Posted by: ანა Jan 4 2012, 02:37 AM

ხოო smile.gif) მასწავლე როგორ უნდა

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 02:41 AM

insert link ის პიკტოგრამა ხომ არის post reply ში ანუ ვრცელ პასუხში, ხო და რომ იპოვი ამას მერე ფეისტ შენი ლინკის და მერე დააწერ რამეს.

Posted by: ანა Jan 4 2012, 02:45 AM

QUOTE(Hel Loki @ Jan 4 2012, 02:41 AM) *
insert link ის პიკტოგრამა ხომ არის post reply ში ანუ ვრცელ პასუხში, ხო და რომ იპოვი ამას მერე ფეისტ შენი ლინკის და მერე დააწერ რამეს.


http://www.youtube.com/watch?v=xXGhjQCIo2Q

აი ლინკი და სად დავწერო?

Posted by: ანა Jan 4 2012, 02:46 AM

QUOTE(Hel Loki @ Jan 4 2012, 02:41 AM) *
insert link ის პიკტოგრამა ხომ არის post reply ში ანუ ვრცელ პასუხში, ხო და რომ იპოვი ამას მერე ფეისტ შენი ლინკის და მერე დააწერ რამეს.


http://www.youtube.com/watch?v=xXGhjQCIo2Q

Posted by: ანა Jan 4 2012, 02:49 AM

QUOTE(Hel Loki @ Jan 4 2012, 02:41 AM) *
insert link ის პიკტოგრამა ხომ არის post reply ში ანუ ვრცელ პასუხში, ხო და რომ იპოვი ამას მერე ფეისტ შენი ლინკის და მერე დააწერ რამეს.

http://www.youtube.com/watch?v=xXGhjQCIo2Q

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 10:50 AM

smile.gif აიაი smile.gif)))

Posted by: Hel Loki Jan 7 2012, 11:43 PM

http://www.radikal.ru


ასე რატომ მანახებს ფორუმს? როგორ დავაბრუნო ჩვეული ფორმა ?

Posted by: old_man Jan 8 2012, 12:50 PM

Hel Loki

QUOTE
ასე რატომ მანახებს ფორუმს? როგორ დავაბრუნო ჩვეული ფორმა ?

აბა ეს პოსტი ნახე...
http://www.esoteric.ge/forum/index.php?s=&showtopic=921&view=findpost&p=42940

Posted by: soi Jan 8 2012, 02:29 PM

ციტატა(Hel Loki @ Jan 7 2012, 11:43 PM) *
http://www.radikal.ru
ასე რატომ მანახებს ფორუმს? როგორ დავაბრუნო ჩვეული ფორმა ?


zemot marjvena mxares parametrebShi shedi da chvenebis rejimshi standartuli airchie..

Posted by: soi Jan 8 2012, 02:29 PM

chemtan qartuli klaviatura ratom gaqra?? sad.gif

Posted by: free man Jan 10 2012, 04:11 PM

ციტატა
chemtan qartuli klaviatura ratom gaqra?

Posted by: free man Jan 10 2012, 04:12 PM

[code][/code]cra?

Posted by: free man Jan 10 2012, 04:12 PM

ციტატა
cra

Posted by: free man Jan 10 2012, 04:12 PM

ციტატა
1111cra

Posted by: free man Jan 10 2012, 04:13 PM

1111

ციტატა
cra

Posted by: free man Jan 10 2012, 04:13 PM

cra

Posted by: free man Jan 10 2012, 04:15 PM

ციტატა
cra

Posted by: free man Jan 10 2012, 04:32 PM

ციტატა როგორ კეთდება? ჩათი რო ახატია იმას ვაწერ მერე ქვემოთ მიწერს qvote qvote და როგორ უნდა ეგ?

Posted by: td......... Jan 10 2012, 06:48 PM

free man
უნდა მონიშნო ჯერ პოსტი, დააჭირო მონიშნულის ციტატაში ჩასმას, (ნიკის ქვემოთაა) და მერე მისცე ეგ ჩატის ღილაკი..ისე წესით მონიშმუნის ჩასმითაც უნდა აკეთებდეს, მარა აღარ შვება..

Posted by: free man Jan 10 2012, 07:11 PM

ციტატა
qvote qvote

Posted by: free man Jan 10 2012, 07:13 PM

ციტატა
მდაა

Posted by: td......... Jan 11 2012, 01:22 AM

free man

ციტატა
მდაა

Posted by: td......... Jan 11 2012, 01:22 AM

ციტატა
მდაა

Posted by: mata May 30 2012, 01:22 PM

მესიჯებს ვერ ვაგზავნი, დამეხმარეთ .. მიწერს სავსეაო არადა წავშალე ყველაფერი.

Posted by: tikoroma May 30 2012, 10:57 PM

mata
იმას აქვს სავსე ალბათ ვისაც პმ-ს წერ

Posted by: mata May 31 2012, 12:01 PM

tikoroma
ხო მართალი ხარ. მადლობ

Posted by: Existence Jun 1 2012, 12:42 AM

mata

საშინელი ავატარი გაქვს.

Posted by: sky Jun 2 2012, 02:04 PM

mata
საშინელი ავატარი გაქვს.

Posted by: priad eshmak Jun 5 2012, 01:04 PM

mata
საშინელი ავატარი გაქვს.
კარმას ნუ იბინძურებ

Posted by: Joy ZAZA Jun 5 2012, 02:15 PM

ყველა ეგრე ფიქრობდა ესეიგი რო ძალიან ცუდი ავატარი ქონდა :შ

Posted by: mata Aug 22 2012, 03:56 PM

ვინმემ ხო არ იცით, რომელი ფლეერით შეიძლება რო მუსიკალური ფაილიდან ამოვჭრა პარატა მონაკვეთი

Posted by: chemikerin Aug 22 2012, 07:24 PM

inbox-ის ტევადობა რომ გაიზარდოს რამენაირად არ შეიძლება? unsure.gif ცოტა მესიჯი ეტევა და...
ZET
თუ დიდ დროს არ წაგართმევთ, იქნებ მოახერხოთ...
smile.gif

Posted by: shendaukar Aug 23 2012, 06:02 AM

QUOTE(mata @ Aug 22 2012, 03:56 PM) *
ვინმემ ხო არ იცით, რომელი ფლეერით შეიძლება რო მუსიკალური ფაილიდან ამოვჭრა პარატა მონაკვეთი


Audio Editor Deluxe v 9.0.1
http://bin.ge/file/54324/A-E-D-v-9-0-1-FILE-GE.rar.html

Posted by: Zet Aug 23 2012, 12:07 PM

QUOTE
inbox-ის ტევადობა რომ გაიზარდოს რამენაირად არ შეიძლება? ცოტა მესიჯი ეტევა და...
ZET
თუ დიდ დროს არ წაგართმევთ, იქნებ მოახერხოთ...


გავზარდე 100 მესიჯამდე.. wink.gif

Posted by: mata Aug 23 2012, 03:22 PM

ციტატა(shendaukar @ Aug 23 2012, 06:02 AM) *
Audio Editor Deluxe v 9.0.1
http://bin.ge/file/54324/A-E-D-v-9-0-1-FILE-GE.rar.html


მადლობ)

Posted by: chemikerin Aug 24 2012, 06:45 PM

Zet
დიდი მადლობა!
smile.gif

Posted by: chemikerin Sep 30 2012, 10:47 AM

ოლმეკი რომ პოსტავდა ადრე აქ, ის თემები ვერ ვიპოვე... იქნებ ვინმემ დამილინკოთ...
ოლმეკის პოსტების ნახვა მინდოდა და მარტო სამი პოსტი მაჩვენა, მეტი არა...
წაშლილი ხომ არ არის ეგ თემები?

Posted by: Zet Sep 30 2012, 03:22 PM

QUOTE
ოლმეკი რომ პოსტავდა ადრე აქ, ის თემები ვერ ვიპოვე... იქნებ ვინმემ დამილინკოთ...
ოლმეკის პოსტების ნახვა მინდოდა და მარტო სამი პოსტი მაჩვენა, მეტი არა...
წაშლილი ხომ არ არის ეგ თემები?

ოლმეკი ითხოვდა რომ წაგვეშალა და წავშალე

Posted by: matashi Nov 22 2012, 02:01 PM

ისე დრო რომ გაასწოროთ არ შეიძლება?smile.gif)

Posted by: nikoloza88 Dec 1 2012, 02:42 PM

პმ-ს ვერ ვაგზავნი საერთოდ, სავსეაო inbox-იო მაგრამ არ არის სავსე.
იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა რამენაირად.

Posted by: Zet Dec 2 2012, 12:02 AM

ეხლა ვნახე და დროს ჩემთან სწორედ აჩვენებს თითქოს

ნიკოლოზ, მეგობრებში ვინმე ხომ არ აიყვანე?

Posted by: nikoloza88 Dec 2 2012, 01:34 PM

Zet
გამოსწორდა პრობლემა, გუშინ გაიგზავნა ჩვეულებრივად.

Posted by: MinD Mar 30 2013, 05:18 PM

ფორუმზე ავატარს ვერ ვტვირთავ. მემგონი ხარვეზი აქვს ფორუმს.

Posted by: td......... Apr 2 2013, 01:13 AM

ავატარს ვერ ვცვლი, კიარადა ძველსაც ვერ ვაბრუნებ! რამე ჰქმენიტ დიდო ადმინ-მოდერებო!

Posted by: Lashapoli Apr 2 2013, 10:22 AM

QUOTE(td......... @ Apr 2 2013, 02:13 AM) *
ავატარს ვერ ვცვლი, კიარადა ძველსაც ვერ ვაბრუნებ! რამე ჰქმენიტ დიდო ადმინ-მოდერებო!

რო ატვირთავ F5-ს დააჭირე

Posted by: gio.geoo Apr 3 2013, 02:10 AM

ვინც ავატარს ვერ ტვირთავს.

ავატარის მაქსიმალური გაფართოვებაა 200x160 pixel
და მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 600 kb-ს (კოლობაიტს)

თუ ვერ ტვირთავთ ესეიგი აქვს ან დიდი გაფართოვებისაა ან დიდი მოცულობა აქვს.

Posted by: td......... Apr 3 2013, 08:40 AM

gio.geoo
არა შენ შემოგევლე, ნორმის ფარგლებშია, სტანდარტული ზომებიტ, მაგრამ არაო.. ეხლა F5 ვცდი და ტუ არ გამოვიდა ვიქნები ასე უსახური....

Posted by: td......... Apr 3 2013, 08:43 AM

ჩემი ფეხებიო.... ასე მიტხრა ფორუმმა! sad.gif(( აღარც ნაცნობი იცის და აღAრც მეგობარი!

Posted by: td......... Apr 23 2013, 10:40 AM

მივმართავ ადმინისტრაციას! ძალიან დიდი ხანია რაც ვერ ვტვირთავ ავატარს (რომ მცოდნოდა ძველს მაინც არ მოვაცილებდი!) ვწერ , მაგრამ არავინ აქცევთ ამას ყურადღებას. ავატარის ზომები შეესაბამება ფორუმის სტანდარტებს, მაგრამ მიწერს, რომ მოხდა შეცდომა და მივმართო ადმინისტრაციას, ხოდა მოგმართავთ.

გვეშველება რამეე?!

Posted by: Zet Apr 23 2013, 11:24 AM

ტდ ჩემთანაც არ შვება, გიოგეო მოვა ეხლა და შეხედავს

Posted by: Lashapoli Apr 23 2013, 01:31 PM

QUOTE(td......... @ Apr 23 2013, 11:40 AM) *
მივმართავ ადმინისტრაციას! ძალიან დიდი ხანია რაც ვერ ვტვირთავ ავატარს (რომ მცოდნოდა ძველს მაინც არ მოვაცილებდი!) ვწერ , მაგრამ არავინ აქცევთ ამას ყურადღებას. ავატარის ზომები შეესაბამება ფორუმის სტანდარტებს, მაგრამ მიწერს, რომ მოხდა შეცდომა და მივმართო ადმინისტრაციას, ხოდა მოგმართავთ.

გვეშველება რამეე?!

რაიმე საიტზე ატვირთე, და ლინკით ჩააგდე მერე.. ეგრე ვტვირთავ მე

Posted by: td......... Apr 23 2013, 08:10 PM

Lashapoli
ჰმ.. Zet
ოკsmile.gif

Posted by: მეო მეო Jun 12 2013, 04:08 PM

სალამი... მე ახალი ვარ და თემის გახსნა მინდა ერთ-ერთ საკითხზე, ვისთან შეიძლება შევათანხმო და როგორ გავხსნა ....
წინასწარ მადლობა :*

Posted by: anonimus Jun 12 2013, 06:42 PM

ესეიგი შეხვალ იმ განყოფილებაში სადაც გინდა რო თემა გახსნა და მარცხნივ ეწერება NEW TOPIC დააჭერ და დანარჩენი ადვილიაsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: narilla Jun 26 2013, 11:54 PM

ავატარის ატვირთვა მინდა და დამეხმაროს ვისაც ეს შეუძლია

Posted by: Doors Jun 27 2013, 02:06 AM

narilla
Enter a URL to an online avatar image

ლინკი ჩააგდე, სურათს ვერ ატვირთავ

Posted by: narilla Jun 28 2013, 12:50 AM

QUOTE(Doors @ Jun 27 2013, 02:06 AM) *
narilla
Enter a URL to an online avatar image

ლინკი ჩააგდე, სურათს ვერ ატვირთავ


რამდენჯერმე ვცადე და მაინც არ აიტვირთა. გალერიიდან ვტვირთავ მხოლოდ.

Posted by: Doors Jun 28 2013, 12:55 AM

narilla
http://www.picz.ge/scripts/up.py?um=image

აი აქ ატვირთე სურათი და ლინკს რო მოგცემს ეგ ჩააკოპირე http://www.esoteric.ge/forum/index.php?act=UserCP&CODE=24 თვითონ სურათი არ ატვირთო ფორუმზე.

Posted by: sentimennte Aug 21 2013, 08:48 PM

ვინმემ მითხარით რატომ ვერ ვტვირთავ ავატარს და პირად ფოტოს??

Posted by: Lashapoli Aug 21 2013, 09:02 PM

QUOTE(sentimennte @ Aug 21 2013, 09:48 PM) *
ვინმემ მითხარით რატომ ვერ ვტვირთავ ავატარს და პირად ფოტოს??

იზიკო, Radikal.ru ზე ატვირთე სურათი რისი დაყენებაც გინდა და ლინკი ჩააგდე იქ სადაც ფორუმზე ტვირთავ ხოლმე სურათებს

Posted by: sentimennte Aug 21 2013, 09:19 PM

Lashapoli
მერე ბიცჰო, 2 დღე რომ ჩავიხლიჩე ყელი ვერ მითხარით აქამდე? biggrin.gif

Posted by: sentimennte Aug 21 2013, 09:24 PM

Lashapoli
რომელი ლინკი ჩავაკოპირო? იქ ხომ ბევრს მაჩვენებს ატვირთულს

Posted by: Lashapoli Aug 21 2013, 09:40 PM

QUOTE(sentimennte @ Aug 21 2013, 10:24 PM) *
Lashapoli
რომელი ლინკი ჩავაკოპირო? იქ ხომ ბევრს მაჩვენებს ატვირთულს

1. Ссылка

რო აწერია ეგ

Posted by: sentimennte Aug 21 2013, 09:57 PM

Lashapoli
ოკ სპასიბა კუნკულ :* :*

Posted by: anonimus Aug 29 2013, 02:41 PM

დამალული წევრი როგორ გავხდე????

Posted by: td......... Aug 29 2013, 08:03 PM

anonimus
დაიმალე და "კუკუ" დაიძახე....

Posted by: გოგა Aug 29 2013, 11:21 PM

anonimus
აქაუნთიდან გადი, ავტორიზაციის გვერდზე გადადი და იქ იქნება იუზერ:პაროლის ქვემოთ მოსანიშნი და ეწერება რო მონიშნეთო თუ ფარუალდ შესვლა გინდათო ან რაღაცა მსგავსი..

Posted by: anonimus Aug 30 2013, 09:58 AM

მადლობა გოგა
l_daisy.gif

Posted by: anonimus Aug 30 2013, 06:40 PM

ციტატა(td......... @ Aug 29 2013, 09:03 PM) *
anonimus
დაიმალე და "კუკუ" დაიძახე....

ეს ეზოთერების იუმორია ალბათ
მე უკეთესი მეგონაsad.gif

Posted by: )G(inesich Mar 12 2014, 12:08 AM


შეგიძლიათ დამეხმაროთ?

Posted by: mata Mar 12 2014, 09:37 AM

)G(inesich
ვერ ნახე ეტყობა ... იმ ლინკზე ახსნილი იყო როგორც სწორდება...
ადრე მეც იგივე პრობლემა მქონდა და აქ ამიხსნა ერთმა ბიჭმა და გავაკეთე....
ნუ მოკლედ აი ასეა



Posted by: Teddybear May 7 2014, 10:22 AM

ვერ ვიპოვე როგორ უნდა გავიგო გამომეხმაურა თუ არა ვინმე რომელიმე თემაზე ანუ თუ ვინმემ ჩასვა ჩემი ნიკი პოსტში.

Posted by: miki May 24 2014, 03:56 PM

- აუუ ძალიან დიდი ბოდიში ახალი დარეგისტრირებული ვარ და ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია რომ დავპოსტო? აიი ვერადავერ ვნახე არადა სერიოზული საქმე მაქ wink.gif

Posted by: Lashapoli May 25 2014, 02:23 AM

QUOTE(miki @ May 24 2014, 04:56 PM) *
- აუუ ძალიან დიდი ბოდიში ახალი დარეგისტრირებული ვარ და ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია რომ დავპოსტო? აიი ვერადავერ ვნახე არადა სერიოზული საქმე მაქ wink.gif

თემის მიხედვით, შესაბამის განყოფილებაში...

Posted by: Lacrimosa May 13 2015, 04:36 AM

პროფილის და ავატარის სურათის ატვირთვის ტექნიკური ხარვეზი გამოსწორებულია.

Posted by: Existence May 13 2015, 11:16 AM

tty_

მადლობა ! სასიამოვნო ინფოა smile.gif

Posted by: tty_ May 13 2015, 11:19 AM

როგორ ვიჯადოქროთ რომ ჩავსვათ YouTube_ს ვიდეო პოსტში.


Posted by: დათო. Dec 26 2017, 01:45 AM

გარკვეულ შემთხვევებში, რაღაც გარემოებიდან გამომდინარე, ფორუმი იღებს ამგვარად იერსახეს, – თავიდან ზოგადი, მაშტაბური, მეგონა, მაგრამ, როდესაც კუთვნილ ლეპტოპზე მსგავსად მიჩვენებდა და შემდგომ, მოგვიანებით, სხვის კომპიუტერით ავტორიზაციის შედეგად, ჩვეულებისამებრი იერსახე მიიღო, მივხვდი, რომ უშუალოდ, მხოლოდ ჩემთან იყო პრობლემა. ბრაუზერის Cookies-ის გასუფთავება შველის, მაგრამ გარკვეულ დროში, იმავე მეორდება.


Posted by: earth Dec 26 2017, 07:48 AM

ზემოთ მარჯვენა კუთხეში პარამეტრები რომ წერია იქ უნდა დააჭირო „სტანდარტული“. მასე ჩანს როცა აჭერ „შეცვლა: განტოტვილი“.

Posted by: INVICTUS Dec 26 2017, 12:49 PM

აქაც დავწერ და კიდევ ერთხელ, მობილურიდან ვერ ვლოგინდები.

Posted by: დათო. Dec 26 2017, 10:58 PM

earth

QUOTE(earth @ Dec 26 2017, 07:48 AM) *
ზემოთ მარჯვენა კუთხეში პარამეტრები რომ წერია იქ უნდა დააჭირო „სტანდარტული“. მასე ჩანს როცა აჭერ „შეცვლა: განტოტვილი“.

გმადლობ.

Posted by: earth Dec 27 2017, 08:10 AM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 26th December 2017 - 01:49 PM) *
აქაც დავწერ და კიდევ ერთხელ, მობილურიდან ვერ ვლოგინდები.

ვა, ეს გააკეთა ზეტმა ამას წინათ, აი მაშინ რომ დაწერე მივწერე და გააკეთა... ისევ გაფუჭდა ეს ფუნქცია? unsure.gif

Posted by: tty_ Mar 1 2018, 02:07 AM

გამარჯობა ფორუმელებო. მგონი ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ყური მოვკარი რაღაცებს და ზუსტად მაინტერესებს.
იმისთვის რომ ფორუმი იყოს უფრო კომფორტული და გამართული, მესაჭიროება ყველამ, ვისაც შემჩნეული აქვს გარკვეული ხარვეზი და გაუმართაობა, დაწეროს.

მადლობა

Posted by: earth Mar 1 2018, 08:01 AM

tty_
good.gif

Posted by: tty_ Mar 1 2018, 03:55 PM

QUOTE(INVICTUS @ Dec 26 2017, 12:49 PM) *
აქაც დავწერ და კიდევ ერთხელ, მობილურიდან ვერ ვლოგინდები.


ეს ადრეც იყო გადამოწმებული და ახლაც გადავამოწმე. მეც ვერ ვლოგინდები chrome_დან. ქუქები გაწმინდე ან გათიშე თუ რაიმე სახის შემზღუდველი აპლიკაცია გაქვს დაინსტალირებული chrome_ში. პრობლემა ბრაუზერშია.

Posted by: old_man Mar 1 2018, 07:10 PM

tty_
ერთი ასეთი პრობლემა გაჩნდა ადრე, არ ვიცი თუ გამოსწორდა. ავატარი პირდაპირ კომპიუტერიდან არ იტვირთებოდა
ჯერ რომელიმე საიტზე უნდა აგეტვირთა სურათი და მერე ის ლინკი უნდა დაგეკოპირებინა და მხოლოდ ასე ყენდებოდა.
აბა, ეგეც გადაამოწმე კეთილო მეგობარო

Posted by: tty_ Mar 1 2018, 10:05 PM

QUOTE(old_man @ Mar 1 2018, 07:10 PM) *
tty_
ერთი ასეთი პრობლემა გაჩნდა ადრე, არ ვიცი თუ გამოსწორდა. ავატარი პირდაპირ კომპიუტერიდან არ იტვირთებოდა
ჯერ რომელიმე საიტზე უნდა აგეტვირთა სურათი და მერე ის ლინკი უნდა დაგეკოპირებინა და მხოლოდ ასე ყენდებოდა.
აბა, ეგეც გადაამოწმე კეთილო მეგობარო


ახლახან შევცვალე სურათი და ეს პრობლემა თვითონ კოდშია. ეგ რომ შევცვალო დაშვება მჭირდება. საქმე ისაა რომ ჩვეულებრივად ტვირთავს, უბრალოდ უნდა იყოს შესაფერისი ზომა და სანამ ატვირთავ სურათს ჯერ უნდა წაშალო ის სურათი, რომელიც გიყენია. შემდეგ პირდაპირ არ ჩანს რომ სურათი გამოცვლილი გაქვს, რადგან ბრაუზერი იმახსოვრებს ქეშებს და სანამ არ წაშლი იქამდე არ გამოგიჩნდება შენს კომპიუტერში, მაგრამ სხვებთან ჩვეულებრივად გამოჩნდება.

Posted by: chemikerin Apr 6 2020, 12:03 PM

ავატარს ვერ ვაყენებ.
ყველა პირობას აკმაყოფილებს, ფორმატით, ზომით, პიქსელების რაოდენობით და მაინც არ ყენდება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

Posted by: tikoroma Mar 28 2023, 12:59 AM

ფოტო რპგპრ დავდოთ?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)