სიზმარი და ფსიქოლოგია |
სიზმარი და ფსიქოლოგია |
Nov 19 2018, 06:26 PM
Post
#41
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
- ჩვენ გვიზიდავს იმ პროცესის შესწავლა, რითაც სიზმრის ლატენტური აზრები მანიფესტურ სიზმრად იქცევა. ჩვენ მას ვუწოდებთ სიზმრის მუშაობას.
- უკუგდებული აზრები, ანდა უფრო სწორად, წაქეზებანი სიბნელის ნაშიერია. ის ეკუტვნის სიზმრის მხილველის არაცნობიერს. ამიტომაა, რომ ის მის მიერ უარიყოფა და უკუიგდება. ის უნდა დალოდებოდა განდევნის ღამისეულ შესუსტებას, რათა რაღაცნაირად გამოსახულიყო. - ეს გამოსახვა მაინცაა უფრო დასუსტებული, დამახინჯებული, შენიღბული; სიზმრის ინტერპრეტაციის გარეშე მას ვერ ვნახავდით. სხვა უზადო სიზმრის აზრებთან დაკავშირებას უმადლის ეს არაცნობიერი წაქეზება იმ შემთხვევას, როცა უმნიშვნელო შენირბვით ცენზურის ბარიერს გაცდება. მეორე მხრი, სიზმრის წინაცნობიერი აზრები თვითონ ამ დაკავშირებას უმადლიან ძალას სულიერ ცხოვრებაში, ასევე ძილის დროსაც რომ მუშაობს. - არ გვრჩება ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს არაცნობიერი წაქეზება წარმოადგენს სიზმრის საკუთრივ შექმნელს. ის პოულობს ფსიქიკურ ენერგიას თავისი ფორმირებისთვის. როგორც ყოველი სხვა ლტოლვითი წაქეზება არაფრისკენ არ მოისწრაფვის, თუ არა საკუთარი დაკმაყოფილებისაკენ. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 15 2019, 03:32 PM
Post
#42
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"სიზმრის მუშაობის ამ ნაწილიდან ვეცნობით სიზმრის ზოგიერთ უცნაურ და განსაკუთრებულ მახასიათებლებს, ვიმეორებ - სიზმრის წარმოქმნის გზას.
შესავალი: ძილის სურვილი განზრახვით შემობრუნება გარესამყაროსაგან მისი ორი შედეგი სულიერი აპარატისათვის, ჯერ ერთი, შესაძლებლობა, რომ მასში უფრო ძველი და პრიმიტიული მუშაობის წესი გამოვლინდეს, რეგრესია. მეორეც, დაქვეითება განდევნის წინააღმდეგობისა, რომელიც არაცნობიერს ტვირთად აწევს. ამ უკანასკნელი მომენტის შედეგიდან გამომდინარეობს სიზმრის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც გამოიყენებს შემთხვევებს - ცხოველ შინაგან და გარეგან გაღიზიანებებს. ამგვარად წარმოქმნილი სიზმარი უკვე კომპრომისული წარმოშობისაა. მას ორმაგი ფუნქცია აქვს, ერთი მხრით, ისაა მეობრივი მაშინ, როცა ის ძილის ხელისშემშლელი გაღიზიანების შეწყვეტით ემსახურება ძილის სურვილს, მეორე მხრით, ამ მიმართებებში აკმაყოფილებს განდევნილი ლტოლვის წაქეზებას ჰალუცინატორული სურვილის ასრულების ფორმით. მძინარე "მე"-სთვის დაშვებული სიზმრის წარმოქმნის მთელი პროცესი დგას ცენზურის პირობების ქვეშ, რომელიც ხორციელდება შენარჩუნებული განდევნის ნარჩენებისგან ფოირდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 15 2019, 03:41 PM
Post
#43
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხდება სხვა ცვლილებებიც, რომლებიც სიზმრის აზროვნების ელემენტებს ეხებათ. მათ შორის ისეთნი, რომლებიც რაღაც შეხების წერტილს ნახულობენ, ახალ ერთიანობებს ამჭიდროებენ.
შემჭიდროვების შედეგად შემდეგ მანიფესტურ სიზმარში ელემენტს შეუძლია შეესიტყვებოდეს სიტყვის ლატენტური აზრების უამრავ ელემენტს, საპირისპიროდაც, სიზმრის აზრის ელემენტსაც შეუძლია მრავალი სურათის სახით წარმოდგეს სიზმარში. კიდევ უფრო საოცარია სხვა პროცესი გადაწევისა, ან მახვილის გადატანისა, რომელიც ცნობილია ცნობიერ აზროვნებაში მხოლოდ როგორც აზროვნების შეცდომა ანდა მახვილგონიერების საშუალება. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 15 2019, 04:17 PM
Post
#44
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
დალინკე ქართულ რიტუალებზე სადღაც გქონდა თემა და ლინკს დავდებ საინტერესოს. |
|
|
Feb 15 2019, 04:18 PM
Post
#45
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რომ არ გაოფდეს თემა: რატომაა რომ ზოგჯერ სიზმრებს ვნახულობთ რამოდენიმე დღე მიყოლებით ზოგჯერა არა? ან თუ სულ ვნახულობთ რატომ ზოგჯერ გვახოსვ და ზოგჯერ არა?
|
|
|
Feb 21 2019, 06:47 PM
Post
#46
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...c=2242&st=0
აქ არის რამდენიმე ხალხური რიტუალი http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...=2097&st=20 აქ არის სიზმართან დაკავშირებული -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 25 2019, 05:50 PM
Post
#47
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
https://bit.ly/2EvsVrj?fbclid=IwAR0paenKjvv...9UiEuOaocnce_W0
საკმაოდ ინფორმაციული ინტერვიუ ოლმეკთან ეს ადამიანი წლებია სისტემატიურად აპრაქტიკებს სიზმარხილვას და რაღაცეები დაეჯერება ;დ მხოლოდ ზოგი რამ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 28 2020, 02:01 PM
Post
#48
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფესბუქზე ჯგუფი გავაკეტე სადაც სიზმრებზე ვისაუბრებთ ყველა კუთხით
ცოტა მოსაუბრე მყავს, შეგიძლიათ შემომიერთდეთ დაინტერესებულები https://www.facebook.com/groups/2353050721664934/ ძირითადად რაც იქ ვწერე, ფორუმზეც მიწერია. ამიტომ ცალკე თემას არ გავხსნი. მინდა რომ ახალ პრაქტიკულ გამოცდილებებზე ვისაუბრო იქ. რაც სიახლე იქნება ფორუმზეც აუცილებლად განვავრცობ. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 28 2020, 04:32 PM
Post
#49
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს მაგალითი აქაც უნდა იყოს:
ვნახოთ, როგორ იგება სიზმარი რეალობაში მომხდარი მოვლენების გავლენით. 1.გუშინ წავიკითხე ჩემი რაიონის მერის პოსტი, ერთ-ერთ სოფელში გზის დაგებასთანდ აკავშირებით. გავიფიქრე, ნეტავ ჩემს სოფელში თუ დააგებენ, რადგან შარშან დაგვპირდა გაკეთებას. 2. ჩემს სოფლამდე გზა ძირითადად დასახლებაში მიდის, მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი მიუყვება კლდის ნაპირს, მეორე მხარეს ხევია. ბავშვობაში მუდამ მეშინოდა ამ ადგილზე გავლისას. გზა ვიწრო მეჩენებოდა ავტობუსისთვის და როცა ჩავამთავრებდით ამოვისუნთქავდი ხოლმე. გუშინდელ სიზმარში ფეხით მივუყვებოდი ამ გზას. უკან მომყვებოდა ორი ასაკოვანი ქალი. შუა გზაზე კოკისპირულად გაწვიმდა. უკან მივბრუნდი, ამ ქალებს შავი ქოლგა მივეცი. მეორე ჩემთვის გავშალე. გამომართვეს მადლობით და წავიდნენ წინ მშვიდობიანად. ამის შემდეგ ვიღაცეებთან შევიარე, შემდეგ კი ერთმა ადამიანმა (სიზმარში ვიცნობდი) შემოთავაზა მოტოციკლით წაყვანა. სხარულით დავთანხმდი, მშვიდად მივდიოდით. თან მიყვებოდა, რომ გზის მშენებლობა დაიწყესო და გადათხრილია ყველაფერიო. ამ საშიშ მონაკვეთს რომ მივუახლოვდით სიჩქარეს მოუმატა, ქარივით გავქროლდით. ვყვიროდი, შეანელე-მეთქი. ამაოდ. წინ შემხვედრი ავტობუსის ხმა გავიგე. ვიფიქრე გვერდს ვერ ავუქცევდით და თვალი დავხუჭე. ასე ვიქროლე, სანამ არ გააჩერა. გზა დამთავრდა. თხრილები გამოჩნდა და ვფიქრობდი, აქედან როგორ წავალთ-ნეტავ? თუმცა მადლობელი ვიყავი, რომ გადავრჩი იმ მონაკვეთს.. ეს მგონი გასაგებია, რომ სიზმარში ჩამყვა სოფელში საგზაო სამუშაოების მონაკვეთი, ქვეცნობიერმა კი ბავშვობის შიში ამოაგდო და სიზმარი გააფორმა. ახლა რაც შეეხება ქალებს: მას შემდეგ, რაც პრაქტიკები დავიწყე, ასე მემართება: მესიზმრება ძველი კოშმარები, უსიამოვნო სიზმრები, ოღონდ შეცვლილი, გამოსწორებული სიუჟეტით. ქალებთან შეხვედრა ალუზიაა ჩემი ძველი სიზმრისა, რომელშიც მოვდიოდი სოფლიდან რაიონისკენ (წუხელ - სოფელში მივდიოდი), უკან მომყვებოდა ორი ასაკოვანი ქალი, რომლებმაც რაღაც მახე დამიგეს და მაგრად შემაშინეს. ასე რომ წუხანდელ ვარიანტში ძველი სიზმარი გაბათილდა. აი, ასე მარტივად მისახვედრი სიზმარი მქონდა. ამიტომ ამბობენ, რომ სიზმარი ყველაზე გასაგები, სიზმრის მნახველისთვისაა. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 24 2021, 04:57 PM
Post
#50
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯერჯერობით არ არის გამოკვლეული, თუ რა ფაქტორი განსაზღვრავს, ვინ იღებს ფსიქიურ (პარანორმალურ) ინფორმაციას, ვის აქვს სმენითი, ყნოსვითი "ხედვა" და ა.შ. თუმცა შეგვიძლია ამის მიხედვით გავარკვიოთ, თუ როგორი ადამიანი ხარT - უფრო მეტად ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური (შეხებითი შეგრძნებები) თუ სხვა. ეს გავლენას მხოლოდ იმაზე ახდენს, თუ რა ფორმით გამოვლინდება ფსიქიური ინფორმაცია თქვენს აღქმაში და რა თქმა უნდა, თქვენს სიზმრებში.
Loyd Auerbach -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 24 2021, 05:00 PM
Post
#51
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1980-იანი წლების დასაწყისში ფრენსის კრიკმა და გრიმ მიტჩისონმა გააჟღერეს თეორია, რომ სიზმრების დამახსოვრება არ ღირს, მათი გახსენება შეიძლება საშიში იყოს ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის.
ისინი მიიჩნევდნენ, რომ სიზმრების მეშვეობით ტვინი/გონება ეწევა თვით-გადაწყობას, სრულყოფილად აწესრიგებს თავის თავს. სიზმარში გონება აფიქსირებს და ტოვებს შეუსწავლელს, ან ცდილობს დაივიწყოს ის, რაც არასასურველი, არასაჭირო ინფორმაციაა. ანუ უბრალოდ ასკანერებს და აფიქსირებს ამ ინფორმაციას. ტვინი ძილის REM რეჟიმში მუშაობს როგორც დამხარისხებელი, გადაარჩევს რა შეინახოს და რა დაივიწყოს. ამ თეორიის მიხედვით სიზმარში მოწოდებული ინფორმაციის დამახსოვრება საზიანო იქნებოდა ჩვენი ნორმალური ფუქნციონირებისათვის. *** დასაფიქრებელი თეორიაა, თუ წარმოვიდგენთ, რომ ადამიანები ანდროიდებივით სპეციალური ფუნქციით ხელოვნურად გამოყვანილი სახეობა ვართ და ჩახშობილი გვაქვს სხვა შესაძლო ფუნქციები, რაც კონკრეტული მიზნების შესასრულებლად არ დაგვჭირდება. თემა წიგნიდან: Loyd Auerbach - Psychic Dreaming პ.ს. ტექსტი არ არის ზუსტი თარგმანი. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 03:38 AM |