IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული
Smith
post Apr 14 2009, 10:47 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით! welcomeani.gif

სვედენბორგი ადამიანის მარადიული ბედნიერების საფუძველს ჭეშმარიტ ცოლ–ქმრულ სიყვარულში ჭვრეტს.
მისი ეს თხზულება აღწერს როგორც ჭეშმარიტი და ანგელოზური ცოლ–ქმრის სიყვარულს, ასევე მის საპირისპიროსაც.

პ.ს. პატარა ჩასწორება გავაკეთე ამ თემაში და უფრო გლობალური გავხადე - აქ მსჯელობა იქნება თუ როგორ წარმოგიდგენიათ -რა არის ცოლ-ქმრული სიყვარული..და ა.შ.

პატივისცემით განყოფილების მოდერი Laie_61.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Apr 15 2009, 09:45 AM
Post #2


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ ვხვდები აქ რა უნდა დავპოსტო.. ცოლ-ქმრული სიყვარული ჩემი აზრით მეგობარობაა და შეჩვევა, ვნება თუ არ გაივლის კარგი იქნება wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Apr 21 2009, 01:33 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე პირადად ცოლ-ქმრობა ურთიერთობის პრიმიტიული ფორმა მგონია და საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ტერმინი ”ცოლ-ქმრული სიყვარული”. არსებობს სიყვარული და არსებობს მეგობრობაsmile.gif შეიძლება ვცდები და ცოლ-ქმრობა მართლაც უფრო მეტია ვიდრე დღესდღეობით არსებული ფორმა, ან ჩაფიქრებული იყო როგორც უფრო მეტი და ჩვენამდე მხოლოდ დამახინჯებული სახით მოაღწია. არ ვიცი, თუმცა ჩემი აზრით შეუძლებელია სიყვარულზე ვალდებულების აღება. ეს იგივეა, სუფთა ჰაერის შესანარჩუნებლად ყველა კარი და ფანჯარა დაგმანო და მერე ძალიან გაგიკვირდეს რატომ აღარ შეიძლებაო ამ ოთახში სუნთქვაsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.
post Apr 30 2009, 10:58 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 22-April 09
Member No.: 5,943

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
მე პირადად ცოლ-ქმრობა ურთიერთობის პრიმიტიული ფორმა მგონია და საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ტერმინი ”ცოლ-ქმრული სიყვარული”.

+1

როგორც დღეს ამბობენ ხოლმე _ "წარმატებულ" ქმართან და სამ შვილთან ერთად… მაგრამ მაინც ვერ გამიგია რას ნიშნავს ეს "წარმატებული" ქმარი.... დახუიოზნაეტ! რაც უნდა იყოს, იასნია რომ მაგარიტასკაპონტია. ალბათ დააფგრეითებული ფლეილისტია, ვით უძირო, უთვალავი, უკიდო რამ ოკეანე.....

მთავარია ბავშვი იყოს ჯამრთელი!
მთავარია გაგება და მუცლის პრესი!
მთავარია სტერილური ღიმილი!

Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 1 2009, 01:10 AM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Shou @ 21st April 2009 - 01:33 PM) *
ცოლ-ქმრობა ურთიერთობის პრიმიტიული ფორმა მგონია

-1
პირიქით, ყველაზე საინტერესო და რთული ფორმაა, რადგან საერთოდ 2 ადამიანის ურთიერთობაა ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად.

და საერთო ჯამში, ამ სამყაროში მხოლოდ 2 ადამიანი დგას გამოკვეთილად თავიანთი ურთიერთობით: ქალი და კაცი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post May 1 2009, 04:22 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რობინზონ კრუზო ხომ გსმენიათ. რატომ იყო ცუდად მარტოობაში? რომელს გინდათ აბა ტრილიონი დოლარი და უკაცრიელ კუნძულზე სრულიად მაძღარი და უზრუნველი ცხოვრება სრულ მარტოობაში, ადამიანებისაგან სრულიად მოწყვეტით. აი თუნდაც აქ რატომ ვართ ფორუმში. რატომ მხოლოდ ჩვენთვის არა ვწერთ, არა ვმღერით, რატომ არ შეუძლია ადამიანს მარტოდ ყოფნა? თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მარტოობა შეუძლებელია, სცადოს გაძლოს სრულიად უკონტაქტოდ საზოგადოებასთან. კი, ხანდახან არავის დანახვა არ გვინდა და არავის ატანა არა გვაქვს ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით.
ანუ მარტო ადამიანი, ერთი ადამიანი, მართალია გვგონია რომ რაღაც დამოუკიდებელ მოვლენას წარმოვადგენთ, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე არც არაფერს არ წარმოვადგენთ. ცხოვრება თავის არსში, იდეაში, მხოლოდ ადამიანთა ურთიერთობებია და მეტი არაფერი. ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერი თანამდებობა, ნებისმიერი ჩვენი საქციელი, ყოველივეს ჩვენ ცხოვრებაში აზრი აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობენ სხვა ადამიანები. ყველანი რომ გაჰქრნენ (ღმერთიც და ანგელოზებიც), ანუ მხოლოდ ჩვენ ერთი რომ დავრჩეთ მთელს კოსმოსში და მთელი კოსმოსი ჩვენი იყოს და თუნდაც დედამიწა გვაძლევდეს უგემრიელეს საკვებს და მარად ჯანმრთელი და უკვდავი ვიყოთ – ოღონდ მარად მარტო! აბა ვინ ისურვებს ასეთ ყოფას? ასეთი ყოფა არა თუ ჯოჯოხეთი, არამედ სუპერ ჯოჯოხეთი იქნებოდა.
ეხლა როცა დავრწმუნდით რომ ადამიანების გარეშე ადამიანს არ შეუძლია, გადავხედოთ ადამიანებს შორის კავშირებს. ყოველ ჩვენთაგანს გარკვეული ურთიერთობები გვაქვს და ამ ურთიერთობებში ყოველთვის არის რაღაც იერარქია ახლობლობა–შორებლობის თვალსაზრისით. რაც უფრო ახლობელია ადამიანია (ნამდვილ ახლობლობას ვგულისხმობ, შინაგანს, სულიერს, პიროვნულს), მით მეტად გვსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. თუ რაიმე მომენტში სრულიად უცხოსთან თავი კარგად ვიგრძენით, იმიტომ რომ იმ მომენტში ჩვენს შორის ახლობლური ურთიერთობა დამყარდა. ახლობლებელ ადამიანებში ზოგი უფრო ახლობელია, ზოგი ნაკლებად. ზოგთან მეტად შეგვიძლია გავიხსნათ, ზოგთან ნაკლებად. და ვისთანაც მეტად შეგვიძლია გავიხსნათ, მასთან უფრო კარგად ვართ. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ სულ უფრო მეტად ახლობელი ადამიანისა, ისეთის რომელთანაც სრულიად გავთავისუფლდებით და ამოვისუნთქებთ.ვინ შეიძლება იყოს ასეთი?
მშობელი? შვილი? ნათესავი? მეგობარი? – ვერა ხომ!
მაშ ვინ?
და რამდენი?
ვინ და მეორე ნახევარს რომ ეძახიან, მხოლოდ ის და მხოლოდ ერთი.
ასეთი ერთის და განუმეორებლის შეძენაშია ადამიანის საშველი. სანამ ამ ერთადერთ სიყვარულს ვერ მოვიპოვებთ, ჩვენი სული ვერ ეზიარება მარად და ჭეშმარიტ სიმშვიდეს.
რაც აქ ვთქვი, ჯერ ამის შეცნობაც არ არის ადვილი და კიდევ უფრო ძნელია პრაქტიკული რეალიზება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi.
post May 1 2009, 05:20 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 46
Joined: 22-April 09
Member No.: 5,943

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vkh
QUOTE
საინტერესო და რთული ფორმაა, რადგან საერთოდ 2 ადამიანის ურთიერთობაა ყველაზე ძნელი


გეთანხმებით, მოდი ასე ვთქვათ- ზოგადად, ადამიანთან ურთიერთობაა ყველაზე ძნელი. მარა ფორმას გააჩნია. ურთიერთობის ფორმას. როდესაც იწყება მოვალეობები, ვალდებულებები, ნორმები და ა.შ. მაშინ უკვე ინგრევა ყველაფერი. და იწყება პრობლემები, ნუ პრობლემები კიარადა სისულელეები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post May 1 2009, 06:53 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქალი და კაცი და ადამიანური ურთიერთობები და სიყვარული რათქმაუნდა რთული ფორმებია და არა პრიმიტიული, უბრალოდ ამ ყველაფრის ცოლქმრულ ჩარჩოებში მოქცევა და საზოგადოებრივ ინსტიტუტად გადაქცევა მგონია პრიმიტიული და დამანგრეველი ურთიერთობისა და სიყვარულისათვისsmile.gif ის რომ სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთთან ურთიერთობა გვინდა ბუნებრივია და ამაზე ვინ კამათობს, მაგრამ არც რობინზონს კუნძულზე და არც ჩვენ ამ ფორუმზე ამისათვის ჯერ დაქორწინება არ გვჭირდება და ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაsmile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 2 2009, 12:47 AM
Post #9


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Shou @ 1st May 2009 - 06:53 PM) *
უბრალოდ ამ ყველაფრის ცოლქმრულ ჩარჩოებში მოქცევა და საზოგადოებრივ ინსტიტუტად გადაქცევა მგონია პრიმიტიული და დამანგრეველი ურთიერთობისა და სიყვარულისათვის

მოდი ასე ვთქვათ, რადგან თემა ფუნდამენტურია და მისი რამდენიმე წინადადებაში თეზისებად მოქცევა აუცილებლად დიიიდ პოლემიკას გამოწვევს, თუმცა ვცდუნდები და მარტივად რამდენიმე მომენტს (არ უნდა გაიგივდეს მიზეზებთან) დავასახელებ:

1. რახან ჩარჩოებზეა საუბარი, ესე იგი გვაქვს თავისუფლების კრიზისი, გამოწვეული, ალბათ ძირითადად, მეამბოხე სულის დაპირისპირებით სოციალური გარემოსთან (=ტრადიციები...) ამ უკანასკნელის ნორმატიული ხასიათის გამო.

2. თავისუფლების კრიზისის ერთ-ერთი მოტივი ფემინიზმიცაა... თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმანურ ქვეყნებში ეს მხოლოდ ტრადიციის სახელით და წნეხით ხორციელდება მამაკაცებზე (მან არც კი იცის ვინ არის მისი საცოლე, ქალები კი აქ არსებებად ითვლებიან მხოლოდ და არა ადამიანებად)

3. ამ კრიზისიდან გამოსული ქვეყნების მაგალითზე (ჩვენ სასიხარულოდ თუ საუბედუროდ ჯერ არ მივეკუთვნებით მაგათ რიგებს) კი შემიძლია ვთქვა, რომ ამან ვერ უშველა ვერც ადამინათა ურთიერთობებს, ვერც თავისუფლების პრობლემა გადაწყდა, რადგან იგი იქცა ფსევდო-თავისუფლებად..., არამედ გააჩინა ახალი რელიაგია: მე-ს კულტი... (თუმცა მე ამას ათეიზმს ვეძახი)... უარყოფითად იმოქმედა ქვეყნების დემოგრაფიაზე...(ყველაზე ნათელი მაგალითი ევროპის ქვეყნებია), რითაც დაასუსტა ერი და ბიძგი მისცა მის ჩანაცვლებას იმ ერის წარმომადგენლებით, სადაც ოჯახური "ჩარჩოები" და ტრადიციები არ დასუსტებულა (აფრო და აზიური ნაკადი)

4. ...... რა თქმა უნდა რაღაცეები გადასახედია, მაგრამ არა რევოლუციურად... ქალის და კაცის ურთიერთობის ყველაზე ლამაზი სახე ოჯახია, რომელიც სიყვარულზე და გაგებაზეა აგებული, ბავშვები კი ამ ურთიერთობის გვირგვინი... და ბედნიერია, ის ვინც ამას მიაღწევს და დაინახავს... ის, რომ ვიღაცას არ გაუმართლა, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს, არა, მან უნდა გააგრძელოს ძიება ბედნიერებისა და სიყვარულისათვის...
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 3 2009, 11:12 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(John @ 1st May 2009 - 04:22 PM) *
რაც აქ ვთქვი, ჯერ ამის შეცნობაც არ არის ადვილი და კიდევ უფრო ძნელია პრაქტიკული რეალიზება.


რაც შენ დაწერე, მგონი სულაც არ არის ძნელი გასგები wink.gif

QUOTE(John @ 1st May 2009 - 04:22 PM) *
რაც უფრო ახლობელია ადამიანია (ნამდვილ ახლობლობას ვგულისხმობ, შინაგანს, სულიერს, პიროვნულს), მით მეტად გვსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. თუ რაიმე მომენტში სრულიად უცხოსთან თავი კარგად ვიგრძენით, იმიტომ რომ იმ მომენტში ჩვენს შორის ახლობლური ურთიერთობა დამყარდა. ახლობლებელ ადამიანებში ზოგი უფრო ახლობელია, ზოგი ნაკლებად. ზოგთან მეტად შეგვიძლია გავიხსნათ, ზოგთან ნაკლებად. და ვისთანაც მეტად შეგვიძლია გავიხსნათ, მასთან უფრო კარგად ვართ. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ სულ უფრო მეტად ახლობელი ადამიანისა, ისეთის რომელთანაც სრულიად გავთავისუფლდებით და ამოვისუნთქებთ.ვინ შეიძლება იყოს ასეთი?
მშობელი? შვილი? ნათესავი? მეგობარი? – ვერა ხომ!
მაშ ვინ?
და რამდენი?
ვინ და მეორე ნახევარს რომ ეძახიან, მხოლოდ ის და მხოლოდ ერთი.
ასეთი ერთის და განუმეორებლის შეძენაშია ადამიანის საშველი. სანამ ამ ერთადერთ სიყვარულს ვერ მოვიპოვებთ, ჩვენი სული ვერ ეზიარება მარად და ჭეშმარიტ სიმშვიდეს.


Smith ემანუილ სვედენბორგზე მცირე ინფო მაქვს სხვა ავტორისგან.. და რაც მე იქიდან აღვიქვი ის იყო, რომ ჩვენი მეორე ნახევარი ჩვენშივეა და შიგნით უნდა ვეძებოთ, ხოლო ამ გზაზე ფიზიკურ პლანზე მოძებნილი ჩვენი მეორე ნახევარი დაგვეხმარება...
მაგრამ რა გვაქვს სათქმელი შინაგან მთლიანობაზე, როდესაც ამ რეალობაში საკმაოდ ძნელია მეორე ნახევრის პოვნა...


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post May 4 2009, 01:37 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ May 3 2009, 11:12 PM) *
Smith ემანუილ სვედენბორგზე მცირე ინფო მაქვს სხვა ავტორისგან.. და რაც მე იქიდან აღვიქვი ის იყო, რომ ჩვენი მეორე ნახევარი ჩვენშივეა და შიგნით უნდა ვეძებოთ, ხოლო ამ გზაზე ფიზიკურ პლანზე მოძებნილი ჩვენი მეორე ნახევარი დაგვეხმარება...
მაგრამ რა გვაქვს სათქმელი შინაგან მთლიანობაზე, როდესაც ამ რეალობაში საკმაოდ ძნელია მეორე ნახევრის პოვნა...


ღმერთი სიყვარულიაო და თქვენც ღმერთის მსგავსი უნდა იყოთო, გვასწავლის ბიბლია, ანუ თვითონ ღმერთი. სიყვარული კი აუცილებლად მოითხოვს რეალიზაციას. სიყვარულის რეალიხაციისათვის საჭიროა სიყვარულის ობიექტი, ანუ რამე ან ვინმე ჩვენს გარეთ; არსებობს საკუთარი თავის სიყვარულიც, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული სწორედ ის უბედურებაა, რასაც ცოდვა ჰქვია და რომელშიც ვიბადებით და რომელიც უბედურებას წარმოადგენს თავის არსში, რომლისგანაც განთავისუფლებაშია ჩვენი ხსნა. ანუ ჩვენი მეორე ნახევარი აუცილებლად ობიექტი უნდა იყოს, უნდა იყოს ის სხვა, რომელსაც სიყვარული ჩემი მე–ს განუყოფელ ნაწილად აქცევს და თან ისე, რომ არსით ჩვენ ერთი ვიქნებით.
ამ ქვეყანაზე ამის რეალიზაცია ვფიქრობ ძალიან იშვიათი მოვლენაა, თუ არის საერთოდ კი შესაძლებელი. ჩვენ აქ ვპოულობთ ხოლმე სიყვარულის ობიექტს, მაგრამ იქნება კი ეს ობიექტი ჩვენი მარადიული მეგზური, ჩვენი მარადიული სიყვარული? უმეტესწილად გადის დრო და ადამიანები უცხოვდებიან, სიყვარული ქრება და რჩება ეშმაკმა იცის რა. ამის გამო ჩვენ კვლავ ცუდად ვართ და ზოგი რით და ზოგი რით, ვივსებთ სიცარიელეს. მაგრამ თუ ღრმად ჩავიხედავთ გულში, რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, აღმოვაჩენთ რომ ჩვენ გულში კვლავ სიყვარულის სურვილია, ჩვენ სული კვლავ ითხოვს წმინდას, სუფთას, მშვენიერს, სათნოს და უზომოდ უნაკლო და საყვარელ არსებას და სანამ მას ვერ ვიპოვნით, აქ იქნება თუ იქ, ვერ მოვისვენებთ. მთელი ჩვენი სულიერი განვითარების და სრულქმნის მიზანი ესაა, მარადიული სატრფოს მოპოვება; რანაირადაც არ უნდა ავმაღლდეთ სულიერად, რა დონესაც არ უნდა მივაღწიოთ სულის სრულყოფილებაში, საბოლოო სისრულის და ბედნიერების მოსაპოვებლად ჩვენ გვჭირდება სხვა, სიყვარულის ობიექტი, რომელიც ჩვენთვის იქნება ჩვენი რეალიზების საშუალება, ჩვენ კი მისთვის ვიქნებით ასეთი. ეს მეორე ნახევარი ვერაფრით ვერ ვიქნებით ჩვენ თვითონვე და ვერც ღმერთი ვერ იქნება ასეთი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი.
ჩვენი ხსნა სიყვარულშია, სიყვარული კი არ არსებობს ობიექტის გარეშე. ამიტომ ჩვენი მეორე ნახევარი ჩვენში მხოლოდ სიყვარულის საშუალებით არსებობს და არა როგორც ჩვენივე თავი, თუმცა სიყვარული მას სწორედაც ჩვენად აქცევს.
ჭეშმარიტი სიყვარულის დროს ის შენ ხარ!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post May 4 2009, 01:48 AM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველა ზღაპარი, ყველა რომანი, ხელოვნების ნაწარმოებთა უდიდესი ნაწილი კაცსა და ქალს შორის სიყვარულს უმღერს და ჩვენ ყველაზე მეტაც სწორედ ეს გვიზიდავს და გვხიბლავს. გან ა არის რაიმე სატრფოზე უფრო სასურველი, უფრო მშვენიერი, უფრო ლამაზი, უფრო წმინდა და ასე შემდეგ უფრო და უფრო. განა არის უფრო მეტი ბედნიერება და ნეტარება, ვიდრე გიყვარდეს!
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 4 2009, 11:44 AM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Smith
არც კი ვიცი რა გითხრა... შენ რაც დაპოსტე ყველაფერი კარგი და მშვენიერი smile.gif

სიყვარული მართლაც შემოქმედების და სიკეთის მთესველია, ის სტიმულია წინსვლისთვის..

მაგრამ..მე უფრო ის მაღელვებს, რამდენად მზად ვართ ჩვენ მის შესახვედრად??
ტრადიციუალად გავრცელებულია, რომ ზოგადად ადამიანი თავის პრინცს ან პრინცესას ეძებს/ელოდება smile.gif და საინტერესოა, რას აკეთებს თვითონ ამისთვის? რომ შეხვდე პრინცესას ლოგიკურად შენც პრინცი უნდა იყო biggrin.gif

პირადად მე არ ვარ ჩემით კმაყოფილი და აქედან გამომიდნარე ჯერ ჩემი მეორე ნახევრის შესახვედრად მზად wink.gif სანამ დრო მაქვს უნდა უფრო კარგი გავხვდე თორემ აბა ასეთი რომ მნახოს რას იფიქრებს tongue.gif smile.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 4 2009, 06:59 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვისაც წაკითხული აქვს l_book.gif (ეს წიგნი>> Единственная - http://www.koob.ru/bach/one Ричард и Лесли Бах. (ეს თარგმანი ვერ არის კარგი და ჯობია სხვა იპოვოთ ან პირდაპირ ინგლისურად წაიკითხოთ wink.gif )) The One, მისთვის ადვილი წარმოსადგენი იქნება თუ რა რთულია მეორე ნახევრის არა მარტო პოვნა, არამედ შენარჩუნება და ურთიერთობის სწორად წარმართვა..

ამ წიგნში მოყოლილია რიჩარდ და ლესლი ბახის მოგზაურობა მათ ალტერნატიულ ცხოვრებებში, სადაც თავიანთ სრულიად განსხვავებული ცხოვრებებს ხვდებიან..


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 4 2009, 08:33 PM
Post #15


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(John @ 4th May 2009 - 01:37 AM) *
მაგრამ თუ ღრმად ჩავიხედავთ გულში, რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, აღმოვაჩენთ რომ ჩვენ გულში კვლავ სიყვარულის სურვილია

არა, მთლად ბებერიც არა ვარ smile.gif მაგრამ ჩავიხედე და, ჩემდა სასიხარულოდ, ის რასაც ჩვენ სიყვარულის სურვილს ვეძახით და თანაც ყველა ასაკში, ვერ აღმოვაჩინე smile.gif

ეს ხუმრობით.

ისე კი თეომ ძალიან დამაფიქრებელი რამ დაწერა... შესაძლოა სიყვარულის სწორ გაგებას მართლაც სჭირდება მზაობა და შეიძლება აქ ასაკიც თავის დიიდ როლს თამაშობდეს, როგორც ჩემმა წვეროსანმა ავტორიტეტმა თქვა: "მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი..."
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post May 5 2009, 07:07 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მცირე ბიოგრაფია ვიკიდან >> http://ru.wikipedia.org/wiki/Сведен...ммануил
ესეც კუბიდან >> http://www.koob.ru/swedenborg/

QUOTE
1744 и 1745 годы — период духовного перелома в его жизни. 6 апреля 1744 года он был, по его словам, удостоен посещения Господом Иисусом Христом.

Сведенборг писал: "В эту же ночь открылся и мой внутренний взор, так что я получил возможность видеть обитателей мира духов, небеса и ад, и, благодаря этому, множество скрытых аспектов бытия. После этого я совершенно оставил мои занятия в земных науках и посвятил себя исключительно духовным постижениям, и Господь Сам руководил моими записями об этом. "


პ.ს. დიდი ხელდასხმული ყოფილა..


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Smith
post May 6 2009, 01:00 AM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ May 4 2009, 11:44 AM) *
Smith
არც კი ვიცი რა გითხრა... შენ რაც დაპოსტე ყველაფერი კარგი და მშვენიერი smile.gif

სიყვარული მართლაც შემოქმედების და სიკეთის მთესველია, ის სტიმულია წინსვლისთვის..

მაგრამ..მე უფრო ის მაღელვებს, რამდენად მზად ვართ ჩვენ მის შესახვედრად??
ტრადიციუალად გავრცელებულია, რომ ზოგადად ადამიანი თავის პრინცს ან პრინცესას ეძებს/ელოდება smile.gif და საინტერესოა, რას აკეთებს თვითონ ამისთვის? რომ შეხვდე პრინცესას ლოგიკურად შენც პრინცი უნდა იყო biggrin.gif

პირადად მე არ ვარ ჩემით კმაყოფილი და აქედან გამომიდნარე ჯერ ჩემი მეორე ნახევრის შესახვედრად მზად. სანამ დრო მაქვს უნდა უფრო კარგი უნდა გავხდე, თორემ აბა ასეთი რომ მნახოს, რას იფიქრებს tongue.gif smile.gif


გეთანხმები; მეც მასე ვარ, ჯერ კიდევ ბევრი მიკლია პრინცობას.
მე სვედენბორგში ის მომეწონა, რომ მაშინ როცა ყველა სხვა რელიგია ნეტარების მისაღწევად მხოლოდ შინაგან სრულქმნილებას გვისახავს მიზნად, სვედენბორგთან ეს სრულქმნილება მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი. მიზანი მარადიული სატრფოს შეძენაა, სრულქმნილება კი სამზადისი. საინტერესოა, რომ მხოლოდ სულიერი სრულყოფილების მიზნად დასახვა უარყოფითათაა მოცემული ლევ ტოლსტოის მოთხრობაში „მამა სერგი“ და ილია ჭავჭავაძის „განდეგილგში“. განდეგილი საერთოდ ჭკუიდან შეიშალა და რა თქმა უნდა მშვენიერი მწყემსი ქალი უნებლიედ ამის მაპროვოცირებელი გახდა. “განდეგილში“ მოცემული ფილოსოფია ჩემი მოსაზრებით ქრისტეანობის სვედენბორგისეულ გაგებას ემთხვევა. კერძოდ მწყემსი ქალის განდეგილთან საუბარში გამოთქმული აზრები სრულიად სვედენბორგიანულია.
რაც შეეხება საბოლოო მიზანს: მარადიული სატრფოს პოვნას, ვფიქრობ ეს ამ ქვეყნად შეუძლებელია; ან თითქმის შეუძლებელია. ალბათ ამიტომაა რომ უმეტეს რელიგიებში ოჯახის შექმნა უფრო დაბალი დონეა, ვიდრე მარტოსულად ყოფნა. რამეთუ ალბათ საიქიო ცხოვრებაში აქაურ მეუღლეთა უმეტესი ნაწილი (თუ ყველა არა) ტოვებს ერთმანეთს, ვინაიდან ისინი არ არიან ნამდვილად ერთმანეთის ნახევრები. ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ თუ მეუღლე გყავს, ყველანაირად უნდა ეცადო იცხოვრო მასთან ისე, როგორც ნამდვილად შენს მეორე ნახევართან, მით უმეტეს რომ სულაც არ არის გამორიცხული რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ასეთიც აღმოჩნდეს.
ასე რომ, თეო გეთანხმები: „რომ შეხვდე პრინცესას, პრინცი უნდა იყო“.


Go to the top of the page
 
+Quote Post
adamiani
post May 6 2009, 01:40 PM
Post #18


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 6-March 09
Member No.: 5,923

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Smith
QUOTE(John @ 4th May 2009 - 01:37 AM) *
არსებობს საკუთარი თავის სიყვარულიც, მაგრამ საკუთარი თავის სიყვარული სწორედ ის უბედურებაა, რასაც ცოდვა ჰქვია და რომელშიც ვიბადებით და რომელიც უბედურებას წარმოადგენს თავის არსში, რომლისგანაც განთავისუფლებაშია ჩვენი ხსნა.

საკუთარი თავისადმი სიყვარული საფუძველია ყველა სხვა სიყვარულის. ეს ბუნებრივი, ღვთითმოცემული სიყვარული რომ არ გააჩნდეს ადამიანს, სხვას ვერც შეიყვარებდა. სანამ მტრის სიყვარულამდე ავმაღლდებოდეთ, ჯერ არის "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" ამას კი წინ უსწრებს საკუთარი თავის სიყვარული. ოღონდ ცხადია ამ სიყვარულში იგულსხმება საკუთარი თავის, როგორც ღვთის შვილის სიყვარული.
QUOTE(John @ 4th May 2009 - 01:37 AM) *
ეს მეორე ნახევარი ვერაფრით ვერ ვიქნებით ჩვენ თვითონვე და ვერც ღმერთი ვერ იქნება ასეთი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საპირისპირო სქესის წარმომადგენელი.

სრულიად გაუგებარია თუ რატომ ვერა.
TeO
QUOTE(Tea @ 3rd May 2009 - 11:12 PM) *
და რაც მე იქიდან აღვიქვი ის იყო, რომ ჩვენი მეორე ნახევარი ჩვენშივეა და შიგნით უნდა ვეძებოთ, ხოლო ამ გზაზე ფიზიკურ პლანზე მოძებნილი ჩვენი მეორე ნახევარი დაგვეხმარება...

და არა მარტო...
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 6 2009, 06:49 PM
Post #19


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(John @ 6th May 2009 - 02:00 AM) *
განდეგილი საერთოდ ჭკუიდან შეიშალა და რა თქმა უნდა მშვენიერი მწყემსი ქალი უნებლიედ ამის მაპროვოცირებელი გახდა. “განდეგილში“

სწორად გამიგეთ და არ ვეთანხმები ასეთნაირ ინტერპრეტაციას smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
vkh
post May 6 2009, 06:55 PM
Post #20


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 265
Joined: 22-November 08
From: Tbilisi
Member No.: 5,871

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ვინმეს დააინტერესებს (არა და მართლა წაადგება ცოდნას), ვურჩევ ამ ნაშრომს:

მარიამ ნინიძე
დაცარიელებული ბეთლემი
(ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ შესახებ)

ესეც ლინკი : http://literatura.iatp.ge/
მოძებნეთ : წერილები > კრიტიკა
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:36 AM