IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

23 Pages V  « < 21 22 23  
Reply to this topicStart new topic
> რა წიგნს კითხულობთ ეხლა...
Mel
post Feb 16 2014, 02:50 AM
Post #441


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 101
Joined: 31-October 11
Member No.: 6,603

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარენ ცებროფის იოგა ყველასთვის ხომ არავის გაქვთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 16 2014, 11:05 PM
Post #442


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იოგა ყველასათვის

ეგი ვნახე მაგრამ საიტზე გამოილია და იქნებ წიგნის მაღაზიებში კი იყოს ფასი: 3.60 ნუ თუ ვინმეს აქვს კი გათხოვებს რა ვიცი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Scorpio
post Jul 3 2014, 06:03 PM
Post #443


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 3-July 14
Member No.: 7,304

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Тайная доктрина. Том 1 - Блаватская Е.П. - ამას ვკითხულობ მეორეჯერ და თავი გამისივდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jul 14 2014, 04:34 PM
Post #444


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



https://www.youtube.com/watch?v=_RGfG3pU4Vo

«Будда, мозг и нейрофизиология счастья. Как изменить жизнь к лучшему». Йонге Ринпоче. Аудиокнига.


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Oct 17 2014, 07:20 PM
Post #445


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაქცევა მაგიაში

არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ადამიანი შეიძლება მაგიაში აღმოჩნდეს. პირველი მიზეზი ბუნებრივია. ადამიანი იწყებს მაგიის პრაქტიკას იმიტომ, რომ ვერცერთი დანარჩენი გზა ვერ აკმაყოფილებს მისი შეცნობის შინაგან წყურვილს. ეს ევოლუციური საფეხურია. ადამიანი მომწიფდა და იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა აღმოჩენილიყო.

მეორე მიზეზი - ხელოვნურია. ესაა მაგიაში გაქცევა რაღაცისგან. ასეთ ადამიანსაც შეიძლება მოეჩვენოს, რომ სხვა გზებმა აზრი დაკარგეს, თუმცაღა ასეთი შეხედულება არაა დაფუძნებული მოვლენათა ბუნებრივ დინებაზე და ტრამვითაა გამოწვეული. მაგალითად, ადამიანს ფულთან მიმართებაში იმედგაცრუება აქვს, რადგანაც არასოდეს გამოსდის, რომ ფული ჰქონდეს. და აი, იგი საუბრობს იმაზე, რომ ფული - ეს ბოროტებაა და სულიერი განვითარებით უნდა დავკავდეთ. არადა თვითონ ნიღბავს თავის ნამდვილ მოტივაციას: ისწავლოს მაგია იმისთვის, რომ ფული ჰქონდეს.

რადგანაც მაგიური ცნობიერება მას შემდეგ ჩნდება, რაც ადამიანის მონადამ ქვედა სამი კასტის ყველა თვისება მოკრიბა, ქვემოთ არსებული დაუმუშავებელი პრობლემები შესაძლებელია სერიოზული პრობლემა გახდეს სულიერი განვითარების გზაზე.

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი, რომელიც მაგიაში მიდის - სამ სართულიანი სახლია. მაგიური ცნობიერება -მეოთხე სართულის დაშენებას ჰგავს. მაგრამ თუ პირველი სამის კედლებში ხვრელებია, მაშინ დიდია ალბათობით, მეოთხე, ყველაზე ზედა სართულის დაშენებას კონსტრუქცია ვერ გაუძლებს. და ეს ძალიან სახიფათოა.

პირველი სართული. ეს ჯანმრთელობაა. ბევრი მაგიაში სწორედ ჯანმრთელობის მიზეზებით მიდის, უფრო სწორად მისი არარსებობის. აი, დავიწყებ სასიცოცხლო ენერგიით კვებას და განვიკურნავ თავს. არადა მსგავსი არაფერი გამოგივათ. ორგანიზმის უჯრედებზე რეალური ზემოქმედება მხოლოდ 4.2 დონის მაგებს (მკურნალებს) შეუძლიათ, ეს უკვე მეხუთე საფეხურია ჩვენს სისტემაში. თქვენი „სახლი“ კი მეოთხეზევე ჩამოინგრევა. ასე რომ საკუთარი თავის დამშვიდება იმით, რომ მაგიური პრაქტიკებით გამოჯანმრთელებას შეძლებთ - ძალზე სახიფათო წამოწყებაა. ამასთან სახიფათოა სწორედ ჯანმრთელობისთვის. შედეგი - ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესებაა.

მეორე სართული. ფული და პირადი ცხოვრება. ფულზე ზემოთ დავწერე, ხოლო რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ესეც შეიძება გახდეს პრობლემა. დაუკმაყოფილებლობამ საკუთარი ურთიერთობებით, ან მათი არარსებობით შესაძლოა დამწყები პრაქტიკოსი სექსუალური ენერგიებით მანიპულაციებამდე მიიყვანოს. თანაც შეიძლება საკუთარივე ნების საწინააღმდეგოდ იქნას ამაში ჩათრეული. შედეგად ხდება მრავალი «მიწეპება» - როგორც თქვენზე, ასევე თქვენც ეწეპებით ვინმე სხვას. და რამდენადაც თქვენ ჯერ მხოლოდ თამაშობთ მაგიაში, მსგავს ეფექტებს ახსნით შემდეგ სტილში, რომ «ეს კარმაა» ან «ეს ბედია». ჩვენ წინა ცხოვრებაშ შევხვდით, ან მომავალი მაჩვენეს, რომ ერთად უნდა ვიყოთ! ანუ სექსუალური ენერგიის რეალიზაციის პრობლემები «მისტიურ პრობლემებად გარდაიქმნება», არადა არაფერი მისტიური ამაში არაა. შედეგი - ფსიქიკის ტრამვაა, მაგრამ ამაზე ბიძია ფროიდს მიმართეთ.

მესამე სართული. სოციუმი. აქ ჩვენ ვხვდებით სოციუმში რეალიზაციის უუნარობას. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ მიდიან ადამიანები მაგიაში. რადგანაც ჩვეულებრივი გზებით არ გამოდის, ჯადოქრობით, ნამდვილად გამოვა. ეს ადამიანს სხვადასხვა ენერგეტიკული ზემოქმედებებისკენ უბიძგებს, რომლებიც «საბრძოლო» ხასიათს ატარებენ (სიტუაციების მართვა). მსგავს მიდგომას მრავალი კონფლიქტისკენ მივყავართ და ყოველთვის ცუდად მთავრდება თავად დამწყები «მაგისთვის». შედეგად მოდის კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები სოციალურ დონეზე. მტერი კიდევ უფრო მეტია, სამუშაო არაა, საცხოვრებელი არსადაა, მაგრამ სამაგიეროდ სუპერმაგი ვარ. შედეგი სავალალოა.

მეოთხე სართულის დაშენება მაშინაა აუცილებელი, როცა პირველი სამი მყარია. გაამაგრეთ ქვედა დონეები. ამასთან გაამაგრეთ არა მაგიის პოზიციით, არამედ ჩვეულებრივი, ადამიანური პოზიციით. ჯანმრთელობის პრობლემები გადაწყვიტეთ ტრადიციული მედიცინით, ცხოვრების ჯანსაღი წესით ან უკიდურეს შემთხვევაში მკურნალით. მაგრამ დაე თვითონ მკურნალმა განგკურნოთ და თქვენ არ ატაროთ რიტუალები. მაგიაში ჯანმრთელი სხეულით უნდა მოხვიდეთ.

პირადი ცხოვრების პრობლემები სტაბილური სექსუალური აქტიურობით გვარდება. არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახია ეს, თუ უბრალოდ ურთიერთობები. მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთია - თქვენ არ უნდა გქონდეთ არანაირი სექსუალური ფანტაზიები. დაკმაყოფილებულნი უნდა იყოთ. ამასთან შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ სექსი, მაგრამ ეს არ უნდა გაწუხებდეთ. ან დაკმაყოფილებული ხართ, ან განდეგილი ხართ, რომელმაც დაივიწყა პირადი ცხოვრება. მაგრამ აქაც და იქაც კომფორტულად უნდა იყოთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
სანამ მაგიაში წახვალთ, სოციუმში უნდა შეგეძლოთ გადარჩენა. ამასთან არ უნდა გაწუხებდნენ ფიქრები იმაზე, თუ სად იშვოთ პურის ფული. შეიძლება რეალურად არ გქონდეთ ფული, მაგრამ ამან წონასწორობიდან არ უნდა გამოიყვანოს ცნობიერება. სოციუმში სიმყარე - მესამე სართულის დამუშავებაა. და იგი სწორედ ადამიანური საშუალებებით გვარდება.

მაგიის პრაქტიკა მხოლოდ მაშინ შეგიძიათ, როცა ამ სამი სართულის მყარი კარკასი გაგაჩნიათ. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ თავად მაგია - ეს პირველ რიგში ტესტია სიმყარეზე. თუ რამე დაუმუშავებელია, ისინი ზედაპირზე ამოტივტივდება. ნუ მოახდენთ მათ იგნორირებას. მაგია - არაა გამუდმებული მედიტაციები და ბრძნული წიგნების კითხვა. ეს ცხოვრებაა. ჩვეულებრივი ცხოვრება, მაგრამ სხვა კუთხით.

და თუ თქვენ გარბიხართ - თავად ითხრით საფლავს. ნუ გაექცევით ცხოვრებას. განიცადეთ იგი. გადაწყვიტეთ ჩვეულებრივი პრობლემები ჩვეულებრივი გზებით. მყარად იდექით თქვენი ცნობიერების ფეხებზე. და მაშინ სამყაროს ყველა საიდუმლო გაგეხსნებათ.
ნუ გაიქცევით მაგიაში.

(ალექსეი პახაბოვის წიგნიდან - "მაგის ფილოსოფია")


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
haniblus
post Jan 29 2017, 02:26 PM
Post #446


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 29-January 17
Member No.: 7,592

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უსპენსკის
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post May 21 2018, 01:15 PM
Post #447


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დენ ბრაუნი

და ვინჩის კოდი
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Jun 14 2018, 03:10 PM
Post #448


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




თომას ჰარისი

"კრავთა დუმილი"
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Jun 14 2018, 03:17 PM
Post #449


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Nov 6 2018, 02:08 PM
Post #450


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯეკ კერუაკი

"დჰარმის მაწანწალები"
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Nov 6 2018, 08:30 PM
Post #451


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
მშვენიერი წიგნია. ძაან დადებით ემოციები მაკავშრებს მაგ წიგნთან ^_________^

ახლა ვკითხულობ ჟოზე სარამაგუს იესოს სახარებას. რამდენიმემ მირჩია და მეც ძაან დავინტერესდი. თუ მომეწონა დავწერ ;დ
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Nov 6 2018, 10:20 PM
Post #452


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტიბეტური სიზმრი იოგა
ჯერ ბლა ბლა ზე ვარ და პრაქტიკებზე რო გადავალ გაგაცნობთ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 10 2018, 01:56 PM
Post #453


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.................


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 10 2018, 01:56 PM
Post #454


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''Тайная доктрина. Том 1 - Блаватская Е.П.'''

იმის და მიუხედავად რომ ეს პოსტი 4 წლის წინ არის დაწერილი, მაინც გამოვეხმაურები, რადგან დღესაც საჭიროა ამის ცოდნა. ბლავატსკაიას ''საიდუმლო დოქტრინას'' ორი ვერსია არსებობს... როდესაც ანი ბეზანტი მოვიდა თეოოფისტური საზოგადოების ხელმძღვანელად, რაღაც პერიოდის შემდეგ, მან ლეტბიტერის გავლენით სრულიად განსხვავებული, თეოსოფიის სრულიად საწინააღდეგო სწავლების გავრცელება დაიწყო. შესაბამისად მას არ აწყობდა ის, რომ თეოსოფისტებს ბლავატსკაიას წიგნები ეკითხათ, ასე ხომ ადვილი ამოსაცნობი გახდებოდა, რომ ის რასაც ის და ლედბიტერი ასწავლიდნენ ხალხს ანტი-თეოსოფია უფრო იყო ვიდრე თეოსოფია. შესაბამისად ბეზანტმა ბლავატსკაიას წიგნების ბეჭდვა შეწყვიტა და მისი წიგნები სამუზეუმო ექსპონანტებად აქცია. იმ წიგნებს შორის რასაც თეოსოფისტური საზოგადოების წევრებს სთავაზობდნენ თითქმის არცერთი არ იყო პირველი თაობის თეოსოფისტების მიერ დაწერილი, არამედ იყო მხოლოდ მათი და მათი თანამოაზრეების წიგნები. გამომდინარე, იქიდანაც, რომ ბლავატსკაიას წიგნები საკმაოდ რთული წასაკითხია განსხვავებით ამ ანტი თეოსოფისტების წიგნებისაგან, და მის წიგნებს ყველა ვერ წაიკითხავს ადვილად, და მოგეხსენებათ ხალხს მარტივი უარჩევნია ყოველთვის (დღესაც ასეა), თეოსოფისტები მასიურად წამოეგნენ ამ ხრიკს (და რეალურად ეგრედ წოდებული ''ნიუ ეიჯი'' სხვა არაფერია თუ არა ამ ხრიკის გაგრძელება, რადგან ის სწორად რეალური ოკულტიზმის გამარტივებულ კარიკატურას წარმოადგენს, სიმარტივე არის მისი პოპულარობის უმთავრესი მიზეზი). თუმცა, რა თქმა უნდა არსებობდნენ ის ადამიანებიც ვისაც ჰქონდა მოთხნოვნილება ''საიდუმლო დოქტრინაზე'', როგორც ბლავატსკაიას თეოსოფიის უმთავრეს ლიტერატურულ ძეგლზე. ამ მოთხნოვნილებამ ანი ბეზანტის წინაშე ახალი ქმედების საჭიროება დააყენა: მან ბლავატსკაიას საიდუმლო დოქტრინაში შეიტანა, როგორც მკვლევარები ამბობენ, დაახლოებით 40 000 შესწორება, (გადასწორება, ამოკლება, ჩამატება...), ამ შესწორებულ ვერსიას დაუმატა ბლავატსკაიას კაბინეტში ნაპოვნი შავი ფურცლებიდან შეკრული ახალი მესამე ტომი (რომლებიც სამუშაო ფურცლები იყო მხოლოდ და მხოლოდ და არასდროს ყოფილა გამოსაქვეყნებლად გამიზნული) (და ადვილი საგულისხმევია რომ ამ შავ ფურცლებში კიდევ უფრო მეტ შესწორებას შეიტანდა, რადგან აქ უკვე ამ ჩასწორებების მოწმე ვეღარავინ იქნებოდა), ხოდა ამ სახით დაბეჭდა და დღესაც იბეჭდება ''საიდუმლო დოქტრინას'' ახალი, ეგრედ წოდებული განახლებული გამოცემა. საქმე იმაშია, რომ უცხო ენებზე თარგმანი, მათ შორის რუსულად სწორედ ამ ანი ბეზანტის გაფუჭებული ვერსიიდან არის გაკეთებული. და კიდევ უფრო მეტად ცინიკური ფაქტი ისაა, რომ რუსულად ''საიდუმლო დოქტრინას'' ეს ცრუ მასწავლებლის მიერ გადასწორებული ვარიანტი კიდევ ერთმა ცრუ მასწავლებელმა - ელენა რერიხმა თარგმნა. ფაქტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ადვილად დასაშვებია, რომ ისეთი სირთულის წიგნში, როგორიც ''საიდუმლო დოქტრინაა'', მთარგმნელიც ადვილად მოახერხებდა მასში სასურველი ცვლილებების შეტანას, მით უმეტეს თუ ეს მთარგმნელი ის ადამიანია, ვისაც თავისი თავი, თავის ქმართან ერთად, დედამიწაზე ჭეშმარიტების გამავრცელებელ ერთადერთ ადამიანად მიაჩნდა.

ამდენად დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რასთან გაქვთ საქმე, როცა ''საიდუმლო დოქტრინას'' სამტომეული გამოცემის წაკითხვას გადაწყვეტთ (ან უკვე წაიკითხეთ). საბედნიეროდ ბლავატსკაიას ორიგინალი ვერსია, მისი ერთგული მიმდევრების წყალობით, ადვილად არის ხელმისაწვდომი, როგორც პირველი გამოცემის სკანირებული სახით, ასევე სხვა და სხვა პატიოსანი გამოცემების სახითაც, რომელთა შორისაც გამორჩეულ ადგილს იკავებს Theosophical University Press, რომელიც აქტიურად აქვეყნებს პირველი თაობის თეოსოფისტებისა და მათი საქმის ერთგული გამგრძელებლების წიგნებს უცვლელი, თავდაპირველი სახით. მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებ ნდობას იმსახურებს ის გამომცემლობები, რომლებიც ადიარის თეოსოფისტურ საზოგადოებასთან არიან დაკავშირებულნი, რადგან ადიარის ცენტრალური თეოსოფისტური საზოგადოება სწორედ ისაა, რომელიც ბეზანტმა და ლედბიტერმა ჩაიგდეს ხელში და რომელსაც კალაპოტი იმდენად შეუცვალეს, რომ სიცრუის გამავრცელებელ შტაბბინად აქციეს. ამ გამომცემლობებიდან ყველაზე ცნობილია Theosophical Publishing House (შეიძლება ამ სახელის მაგივრად ეწეროს Quest Books).

ზოგადად თეოსოფისტურ ლიტერატურაზე მსგავსი ტიპის პრობლემები უამრავია, მათ შორის მაჰატმების და თვითონ ბლავატსკაიას წერილებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი პრობლემათაგანი არის ''თეოსოფისტური ლექსიკონი'' (''Theosophical Glossary''). როგორც ბლავატსკაიას ახლო ნათესავი და მისი მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარი ჟირკოვი წერს, ამ წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილის შედგენა მოასწრო თავად ავტორმა, თუმცა მითითებული წიგნში არც ისაა, თუ რომელი განმარტება საიდანაა აღებული, ანუ თვითონ ბლავატსკაიას წიგნის რომელი ნაწილი ან, რომელი განმარტებები ეკუთვნის ეგეც ბუნდოვანია. შესაბამისად ამ წიგნის ნდობაც არ ღირს, ამ მიზეზისა და, რაც მთავარია, მასში არსებული უამრავი ფაქტობირივი შეცდომისა და არასწორი განმარტების გამო.

ჟირკოვის სტატია ''თეოსოფისტური ლექსიკონის'' შესახებ: http://resources.theosophical.org/pdf/Auth..._That_Trick.pdf

ეს კი ის სტატია საიდანაც შეიტყობთ ''საიდუმლო დოქტრინას'' ბეზანტისეული გამოცემის შესახებ: https://blavatskytheosophy.com/the-third-vo...ecret-doctrine/ ზოგადად ამ საიტზე უამრავი მნიშვნელოვანი რამ წერია, რის გამოც ნამდვილად ღირს აქ არსებული სტატიების წაკითხვა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Nov 12 2018, 07:37 PM
Post #455


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Merlin


როგორ გავარჩიოთ დედანი ბეზნტის რედაქტირებული გამოცემისგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Nov 12 2018, 09:08 PM
Post #456


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე მარტივი ისაა, რომ ნახო სამტომეული გამოცემაა თუ ორი. სამტომეული ანი ბეზანტის გამოცემა, რეალურად 2 ტომია, მესამე ბეზანტის დამატებულია. ინგლისურის გარდა არ ვიცი თავდაპირველი ვერსია არის თუ არა რუსულად თარგმნილი (მე სადღაც წავიკითხე ადრე, რომ პირველი ნაწილი ახლიდან ითარგმნა, თუმცა იმის მერე შეიძლება იყოს უკვე მთლიანად ნათარგმნი). ინგლისურად დევს სკანირებული, როგორც პირველი გამოცემა, ასევე Theosophical University Press-ის გამოცემული უფასოდ ინტერნეტში https://www.theosociety.org/pasadena/sd-pdf/sdpdf-hp.htm. და თუ წიგნის ყიდვაზეა ლაპარაკი წორედ ამ გამოცემის ყიდვა ღირს ყველაზე მეტად.

ისე კი ვისაც ბლავატსკაიას თეოსოფია აინტერესებს ჯობია ''The Key to Theosophy''-ით დაიწყოს. სათაურიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ეს წიგნი სწორად დასაწყებად არის გათვლილი.

(აქვე დავსძენ მეტი სიცხადისათვის, რომ მე არ ვარ ბლავატსკაიას თეოსოფიის მოსწავლე, უბრალოდ მცირედ ინფორმაციას ვფლობ მის შესახებ და საჭიროებისამებრ ვაზიარებ).


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 12 2018, 11:17 PM
Post #457


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფრანც კაფკა - გოდოლი


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ასფალტი...
post Aug 22 2021, 06:56 PM
Post #458


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 24
Joined: 21-August 21
Member No.: 8,038

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წიგნს რო დაარქმევ "იოგა ყველასათვის" უკვე სჩანს შენი სულიერების დონის კონტურები :დ

ოშო არაა ცემი ავტორიტეტების სიის ლიდერებში მაგრამ მაგ წიგნს რო დახედავდა სათაურს ეგრევე დაწვავადა ალბათ

wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

23 Pages V  « < 21 22 23
Reply to this topicStart new topic
3 User(s) are reading this topic (3 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:26 AM