IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


jajala
Posted on: Sep 25 2018, 09:09 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ეს რამე სექტაა თუ რა ხდება. რას ქვია "იმედია დაახლოებით მაინც აცნობიერებ რა მოხდება, თუ შენს გარშემო მყოფი რომელიმე ადამიანთაგანი უბრალოდ დილით აღარ გაიღვიძებს ან დაიძინებს და მეორე დღეს ვეღარავინ იპოვის. დაახლოებით მაინც თუ აცნობიერებ რამხელა ბოროტებით შეიძლება დასრულდეს თქვენი ეს ჭირვეულობა სახელად ''საჩემო ოკულტიზმი''? თუ წარმოგიდგენია რა დაგემართება თუ რომელიმე სულს სამუდამოდ დაღუპავ? არასდროს გიფიქრია იმაზე შენს რუკაში ლილიტი მორიელის ნიშანში რატომაა? ან იმას მაინც თუ ამჩნევ, რომ შენს გარშემო ჯანმრთელი ადამიანები თითქმის არ არიან? ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვგულისხმობ პირველ რიგში..."
ვინ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანი? ან რატომ არ უნდა გაიღვიძოს, რაებს წერ მერლინ? რა ფსიქიურად არაჯანსაღი ადამიანები? საერთოდ რაზე ლაპარაკობ ....... ვინ სული უნდა დავღუპო ან რატო? კაროჩე წავედი ამ თემიდან, რაებს წერ ვერ გავიგე ვერც თავი და ვერც ბოლო....
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124598 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Sep 21 2018, 02:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ერთადერთი რასაც მერლინის შემთხვევაში ვხედავ ეს არის შტაინერის თეორიების შესწავლაში ევოლუცია. ოღონდ აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თეორიაში ევოლუცია არ არის სულიერი ზრდა. სულიერი ზრდა მოაქვს პრაქტიკას. შტაინერი კი არა რაც არ უნდა შეისწავლო თეორიულად, თუ პრაქტიკას არ მიჰყვა ადამიანი ის ვერ შეიცვლება. საუკეთესო შემთხვევაში, თუ "სწორი" თეორია იპოვა, ეცოდინება როგორია "სწორი" პრაქტიკა, მაგრამ სანამ პრაქტიკას არ გაჰყვება არაფერი გამოუვა.
რაც შეეხება იმას რომ ნათელხილვა სხვაა და სიზმარხილვით ის არ მიიღწევა ამაში ვერ დაგეთანხმები. რაც შეეხება შტაინერს, ის იმიტომ წაცვიდა ამ გზით და იმიტომ დაწერა ის და ისე როგორც დაწერა, რომ მას შესაბამისი წარსული ჰქონდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სწავლებები ცდებიან. ნათელხილვა ერთია და დანახულის სწორი ინტერპრეტაცია მეორე. ნათელხილვა უფრო ადვილად მიიღწევა ვიდრე ხილვის სწორი ინტერპრეტაცია.
აქ აუცილებლად უნდა ითქვას სამყაროს არაერთგვაროვნებისა და ცვალებადი ბუნების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, რომ რაც არ უნდა დაინახო, ყველაფერი მხოლოდ სიზმარია(მაია). ამიტომ როდესაც ნათელხილვის პრიორიტეტულ მდგომარეობაზეა საუბარი, უნდა გავიხსენოთ, რომ გარშემო მაიაა მხოლოდ, და რაც არ უნდა დაინახო ნათლად - მაინც მაიას ხედავ.
გემოვნებაზე არ დაობენ, ვისაც შტაინერი მოსწონს შტაინერს გაყვეს, ვისაც სხვა რომელიმე სწავლება მისი ნებაა..... მაგრამ თუ ყველაფერი მაიაა, ისაუბრო იმის შესახებ, რომ ეს სწავლებაა მოწინავე ან ის, არასწორია და ფუჭი. გახედეთ გამოიხედეთ გარშემო რა მრავალფეროვანი და მშვენიერია სამყარო, როგორ შეიძლება მას მხოლოდ შტაინერის ან ვინმე სხვის თვალით უყუროთ?
მიიღო შტაინერის ხედვა და სწავლება ნიშნავს მხოლოდ მის "მაია"-ში იცხოვრო. ეს გემოვნების ამბავია ..
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124518 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Sep 9 2018, 11:04 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


QUOTE(earth @ Sep 8 2018, 10:29 PM) *
ისე ოლმეკი იყო ადრე ამ ფორუმზე.
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showuser=6120

დაახლოებით ერთი წელი იყო...


ვინ ოლმეკი რა ოლმეკი მე მაგის საიტები წავიკითხე და ისემც ვერ მოვახერხე მისვლა. ასე რომ არც ოლმეკი ვარ და არც მაგის ბიძაშვილი....

"მე არ მითქვამს რომ უბედურება მომიტანა, მე ვთქვი, რომ შეეძლო მოეტანა, და კასტანედაც ბეწვზე გაუდარჩა უამრავჯერ კატასტროფულ დასასრულს, განსაკუთრებით კი ისაა აღსანიშნავი რაც მეცხრე ტომში წერია..." - ჯერ ერთი გამოდის წინასწარ შეგეშინდა ისე რომ ცუდი არაფერი მოუტანია, გასაგებია, მეორეც მეცხრე ტომში კი არა ქუჩაში რომ დადიხარ შეილება რამე დაგეჯახოს და ესეიგი მაშინ სახლიდან აღარ უნდა მოვიცვალო ფეხი - არაფერ შარში რომ არ გავება..... რა თქმა უნდა მარტო წიგნების კითხვით დიდს ვერაფერს მოიწევს ადამიანი, მეტი მეტი თავი ასტკივდეს, თეორიებში ჩაეფლოს, მაგრამ მაგ მხრივ ისაა საფიქრებელი რომ შეილება ვერასოდეს დაიწყოს პრაქტიკა, იმიტომ რომ ვინც არაფერს აკეთებს მას არც არაფერი მოსდის, ხოლო მკეთებელი ადამიანი ცდება და ამის ხარჯზე კიდევ უფრო ძლიერდება...

"არა ავტორზე დიდი გამოცილება არ მაქვს, მაგრამ ავტორზე კარგად ვიცნობ ოკულტურ სწავლებებს და ჩემი აზრით უკეთესადაც ვაზროვნებ საბედნიეროდ. იმდენად სულელი მაინც არ ვარ, ერთ რომელიმე ტრადიციას მივუძღვნა ჩემი ცხოვრება ისე, რომ არმოდგენა არ მქონდეს სხვაგან რა ხდება." - ხო დონ ხუანს არ წაუკითხია შტაინერი თორე პრაქტიკას თავს დაანებებდა და გაფართოებული თვალებით აღიარებდა თურმე სად ბანაობს და აქამდე რატომ არავინ აუხნა რომ ჯერ თეორიები ესწავლა და თუ დრო დარჩებოდა მერე პრაქტიკისთვის მიეხედა.... მე ვფიქრობ "უკეთესად რომ იცნობ ოკულტურ სწავლებებს" ამიტომ გაჩერდი, მაგ სწავლებებმა გაგაჩერეს.....

"მე ვთქვი რომ ეს გზა არასწორია, და საერთოდ არაა სულიერება, ამის დასასაბუთებლად მაგალითად იმას გეტყვით, რომ მაგ ტრადიციაში საერთოდ არაფერი იცოდნენ არც სულიერ სამყაროებზე, და არც ადამიანის უკვდავ ნაწილზე, რომელსაც სული და სამშვინველი შეადგენენ. ხომ ასეა? ეგენი მხოლოდ ადამიანის სხეულებრივ კონსტიტუციას ხედავდნენ, რომელიც სიკვდილის შემდეგ იშლება, ანუ ადამიანს, როგორც მარადიულ არსებას არ აღიარებდნენ, იმიტომ რომ მათი ხედვა უკიდურესად შეზღუდული იყო. არ არის ადამიანის სულის შესახებ ცოდნა (ან რწმენა) - არ არის მორალი, რადგან, მორალი უკვდავი სულის აღიარებას მოაქვს, არ არის უკვდავება და მორალი - არ არის სულიერება. სულიერება უკვდავი სულიდან და მორალიდან იწყება." - ეგ ტყუილია იმიტომ, რომ დონ ხუანის ჯგუფის სხვა წევრების წიგნებს თუ წაიკითხავ იქ ნახავ ინკარნაციის ცოდნის ფაქტს. როდესაც დონ ხუანი ეუბნება ტაიშას, რომ ამ ძაღლში უძველესი მაგის სულია ჩასახლებულიო, ის ოდესღაც წარსულში დიდი მაგი იყოო, მაგრამ ამჯერად ამ სხეულით მოვიდაო და ამიტომ გვყავს გვერდით და ვუვლითო.... რაც შეეხება მორალს ჩემი თვალსაზრისით ეგენი ბევრად მორალურები იყვნენ. ნუ ეს ჩემი აზრია და მორჩა....
საერთო ჯამში მივხვდი შენ როგორც უყურებ სამყაროს, იმედია მაიც დაწერ აქ არაარიმანულ პრაქტიკებს თორემ ისე მარტო კრიტიკა გამოგივა ......
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124436 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Sep 8 2018, 03:04 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


QUOTE(Merlin @ Sep 4 2018, 04:35 PM) *
კასტანედას პრაქტიკებს რამოდენიმე წელი მივყვებოდი. ძირითადად სიზმართხილვასა და მაგიურ პასებს, თუმცა სხვა რაღაცეებიც მაქვს ნაცადი. მაგრამ ახლა აღარ მივყვები, რადგან სრულიად ცხადად გავაცნობიერე, რა უბედურებისკენ მიდის ეს გზა.

ჩემი დღე ხან, როგორ იწყება, ხან როგორ... რაღაც დადგენილი წესი არ მაქვს ამჟამად.
ბოლო კითხვას რაც შეეხება: ადამიანისთვის არსებობს ობიექტური მიზნები და ეს მიზნები კოსმიური მასშტაბისაა.
ზოგადად თუ მეკითხებით, თუ საითკენ უნდა მიდიოდეს ადამიანი, ვიტყოდი, ჭეშმარიტების შემეცნებისკენ, თუ კონკრეტულად - მე ვფიქრობ, რომ ანთროპოსოფიაა ის ჭეშმარიტება, რომელიც სულიერმა არსებება კაცობრიობას გადასცეს იმ ეპოქისათვის, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედეიდან დაიწყო.


მერლინ პირადად შენ რა უბედურება მოგიტანა ამ გზამ?
"მინდა დავწერე, რომ ჩემმა შემდგომმა ძიებამ მიმიყვანა იმის სრულ გაცნობიერებამდე, რომ ის გზა რომელიც ამ ავტორის წიგნებშია გადმოცემული მთლიანად არასწორია." - გინდა თქვა რომ ამ ავტორზე დიდი გამოცდილება გაქვს? თუ დონ ხუანზე მეტი იცი? წინააღმდეგ შემთხვევაში შენი რამოდენიმეწლიანი გამოცდილებით გადახაზე ათასწლოვანი სწავლება?
"წიგნებში გადმოცემული სწავლება შეიძლება ითქვას რომ სულიერებაც კი არაა. მაგიაა, და ისეთი მაგია, რომელიც ძალიან შორს სცდება იმ მიზნებს რა მიზნის მისაღწევადაც შეიქმნა ადამიანი...." - შენ საიდან იცი რა მიზნებისათვის შეიქმნა ადამიანი? - წიგნებიდან? შტაინერთან წაიკითხე თუ სხვა ავტორთან - ეს წიგნიერი ცოდნა მიუღებელია როგორც არგუმენტი, მაგრამ პირადად შენ თუ განჭვრიტე პრაქტიკისას რა მიზნის მისაღწევად შეიქმა ადამიანი - მხოლოდ ეს იქნება ჩემთვის საინტერესო(წიგნის ციტატები არ მოიყვანო - ეგ არგუმენტი არ არის).

"თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს - ეს პრაქტიკა ნებისმიერ შემთხვევაში არიმანულ-ლუციფერული მისტერიებიდანაა აღებული (და ასეთია დონ ხუანის ტრადიცია...) " - ეს საიდან დაასკვენი? - წიგნებიდან? ბიძია შტაინერის უამრავი ტომიდან? თუ პასებს ვარჯიშობდი და არიმანი და ლუციფერი გამოგეცხადა და აგიხნა დაწვრილებით ვისი რა არი და საიდან? თუ ისევ წიგნებიდანაა ყველა არგუმენტი მაშინ ეგ ფანატიზმია და მეტი არაფერი.

"აჰრიმანი, იგივე სატანა შედარებით ადვილად გასაგებია. არიმანი წყვდიადის, ქვესკნელის არსებაა, რანგით დაცემული არქეა (მთავარნაგელოზზე იერარქიულად ერთით მაღალი საფეხური). არიმანი კაცობრიობას უბიძგებს მატერიისკენ, მთელი ძალით ექაჩება ქვევით, ცდილობს დაავიწყოს მას ყელანაირი სულიერება, დაარწმუნოს, რომ არავითარი სული არ არსებობს, და მხოლოდ გარე რეალობაა მნიშვნელოვანი. საბოლოვოდ კი მას სურს დედამიწა სიკვდილისა და წყვდიადის სამეუფოდ გადააქციოს." - ისევ წიგნები? - ისევ ცრუ რწმენა? თუ პირადად პრაქტიკით გაარკვიე ეს ყოველივე?

"ეს ორი არსება უმრავლეს შემთხვევაში თანამშრომლობს ერთმანეთთან და კაცობრიობას შუაზე გაგლეჯა აქვთ მიზნად დასახული. მათი ინტერესები უფრო მეტად ეხმიანება ერთამენთ ვიდრე ეწინააღდეგება" - ანუ რეალური ექსპერტი ხარ ლუციფერის და არიმანის საქმეების? თუ ნათელმხილველი ხარ? თუ პირადი გამოცდილებით პრაქტიკისას დაინახე ეს არსებები და ადასტურებ მათ რაობას?

"გავაგრძელოთ ისევ ის საიდანაც დავიწყეთ: მაგიური პასები. მაგიური პასებს, როგორც ამას თავად დონ ხუანი გვეუბნება, ეთერული სხეული ჩამოყავთ ფიზიკურ სხეულამდე და ამ სხეულის იმდენად გამყარებაც კი შეიძლება, რომ მისგან ფიზიკური სხეულის ორეული შეიქმნას." - ამას აკეთებს ნებისმიერი ადეპტი რომელ გზაზეც არ უნდა იდგეს ის, ეს არის ეთერული სხეულის ფლობა და არავითარი შავი მაგია აქ არაფერ შუაშია.

"შტაინერი ამბობს, რომ სამომავლოდ გავრცელდება ისეთი ოკულტური პრაქტიკები, რომლითაც ადამიანები ეთერული სხეულეის გამყარებას ისწავლიან და ასეთი გამყარებული ეთერული სხეული აღარ დაიშლება და ამ სხეულით უკვდავებას ისწავლიან ადამიანებიო. მაგრამ (და ყველაზე მნიშვნელოვანი) - გამყარებული ეთერული სხეულით ადამიანები ვეღარ შეძლებენ სამომავლოდ ეთერულ სამყაროში მოვლინებული ქრისტე აღიქვანო." - აჰა, ესეიგი შტაინერი უმაღლესი ინსტანციაა და რასაც ამბობს უეჭველი ეგრე იქნება ალბათ ხო, მეორეს მხრივ უკვე მტკიცედ გვჯერა ხო, რო ქრისტე მოვა ეთერულ სამყაროში და ასევე ისიც გვჯერა რომ ეთერული ადამიანები მას ვერ დაინახავენ. ანუ ერთ დიდ რწმენასთან გვაქვს საქმე. ანუ ეთერული სხეული არ უნდა გავავითაროდ, არ ვისწავლოთ მისი ფლობა და მართვა რათა არ ავცდეთ სწორ განვითარებას. იქნებ ისიც დაწერო სწორად როგორ უნდა განვითარდე, რას წერს ძია შტაინერი, რა პრაქტიკას გვთავაზობს?
"ანთროპოსოფიის მიხედვით კაცორბიობის იმ ნაწილს, რომელიც ქრისტეს გაყვება უახლოს 3000-3500 წლის გნავლობაში ბუნებრივად ექნება ნათელხილვა და იმის უნარი, რომ ქრისტე უშუალოდ აღიქვას." - ესეიგი უახლოესი 3000-3500 წელი დაველოდოთ და ყველაფერი კარგად იქნება, და ეხლა რომ აღიქვა ქრისტე ნათლად ეგ არ შეილება ხო? - ეგ არიმანისაა ან ლუციფერი ან კიდევ რავიცი.....

"ხოლო კაცორბიობის ის ნაწილი, რომელიც ლუციფერულ-არიმანულ გზას გაყვება, აცდებიან ადამიანის სწორი განვითარების მსველობას. უკეთეს შემთხვევაში ევოლუციას ჩამორჩებიან, უარეს შემთხვევაში, ვინც რადიკალურად აცდება სწორ გზას, ევოლუციის ამ ცილს საბოლოვოდ გამოეთხობა და ქრისტეს ვეღარ გაყვება." - გამოდის ვინც არაფერს გააკეთებს საკუთარი თავის შეცნობისათვის გადარჩება და ა.შ. ხოლო ვივ "რეზკი მოძრაობებს" შეასრულებს წასულია მისი საქმე, თანაც სამუდამოდ.... ესეც ფანატიზმია... დანარჩენზე არაფერს დავწერ იგივე პათოსია.....
თუ ასეთი ექსპერტი ხარ შე კაი კაცო მაშინ დაგვიწერე რომელი პრაქტიკაა სწორი არაარიმანულლუციფერული და მოგვანიჭე ბედნიერება ....

  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124423 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Sep 8 2018, 01:57 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


QUOTE(nancho41 @ Sep 7 2018, 07:30 AM) *
არ მესმის ტანტრას წინააღმდეგი რატო ხართ?


nancho41 - ისეთ ადგილზე არ უნდა შეხვიდე საიდანაც არ იცი როგორ გამოხვიდე.
  Forum: მედიტაცია · Post Preview: #124422 · Replies: 35 · Views: 25,560

jajala
Posted on: Sep 8 2018, 01:52 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


QUOTE(nancho41 @ Sep 7 2018, 07:28 AM) *
მისტიკური ადამიანის მოძებნაში მინდა სწორედ დახმარება.
ტანტრისტულ პრაქტიკებს არ ვაკეთებ. კოფეინს, ნიკოტინს და ალკოჰოლს არ ვიღებ.


nancho41, Merlin, jarmen, - ალბათ აქ დაწერილს სათანადოდ ვერ შეაფასებთ, მაგრამ სამივეს შემიძლია გითხრათ, რომ : - იმაზე დამოკიდებული ნუ იქნებით რაც თქვენზეა დამოკიდებული.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #124421 · Replies: 52 · Views: 36,889

jajala
Posted on: Mar 12 2018, 05:49 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ცარიელი სიტყვები!!! თქვენს უკან არავითარი გამოცდილება არ დგას.... რა სამწუხაროა ეს ყველაფერი ....
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122995 · Replies: 54 · Views: 46,436

jajala
Posted on: Mar 7 2018, 06:10 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ზოგადად ხალხი უდისციპლინოა. ყველას უნდა სწრაფად და მაქსიმუმი. ზოგადად ბევრი ნაგავია ეზოთერიკაში მაგრამ კასტანედას მოხსენიება ასე ხელაღებით სწორედ იმაზე მიუთითებს რომ ვიღაცას დისციპლინა არ ეყო ღრმად ჩაეხედა და გამოეცადა ეს სწავლება. უყურებ აქ დაპოსტილ ნაწერებს და მიკვირს, მხოლოდ იმიტომ წერთ რომ თავი გაირთოთ და ეგოს ასიამოვნოთ. არავითარი გამოცდილება არ დგას ამ ნაწერების მიღმა... მთელ ფორუმს წაიკითხავ და ცოდნისა და გამოცდილების ნატამალს ვერ მიაგნებ, ამიტომაა რომ არავინ აღარ შემოდის....მარტო თავმომწონე ადამინები ზიან და ერთმანეთს აქებენ და მხარს უბავენ, მკვდარი მკვდარს აეკიდა სამარემდე მიმათრიეო - ასეა აქ საქმე...
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122897 · Replies: 54 · Views: 46,436

jajala
Posted on: Mar 7 2018, 06:10 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ზოგადად ხალხი უდისციპლინოა. ყველას უნდა სწრაფად და მაქსიმუმი. ზოგადად ბევრი ნაგავია ეზოთერიკაში მაგრამ კასტანედას მოხსენიება ასე ხელაღებით სწორედ იმაზე მიუთითებს რომ ვიღაცას დისციპლინა არ ეყო ღრმად ჩაეხედა და გამოეცადა ეს სწავლება. უყურებ აქ დაპოსტილ ნაწერებს და მიკვირს, მხოლოდ იმიტომ წერთ რომ თავი გაირთოთ და ეგოს ასიამოვნოთ. არავითარი გამოცდილება არ დგას ამ ნაწერების მიღმა... მთელ ფორუმს წაიკითხავ და ცოდნისა და გამოცდილების ნატამალს ვერ მიაგნებ, ამიტომაა რომ არავინ აღარ შემოდის....მარტო თავმომწონე ადამინები ზიან და ერთმანეთს აქებენ და მხარს უბავენ, მკვდარი მკვდარს აეკიდა სამარემდე მიმათრიეო - ასეა აქ საქმე...
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122896 · Replies: 54 · Views: 46,436

jajala
Posted on: Feb 3 2018, 06:19 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ეხლა სექსუალური ენერგიის ხარჯვისაგანაც თავს ვიკავებ Merlin - მა დადო ეს ლინკი სხვა თემაში http://olmek.ru/Seqsualuri%20energia.htm და რო წავიკითხე მაგის მერე გადავწყვიტე. ეფექტი ბევრად გაიზარდა, თავი დევ-გმირი მგონია....
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122746 · Replies: 12 · Views: 18,990

jajala
Posted on: Feb 3 2018, 06:13 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ეს სექსის ამბავი ასე თუ ისე გავიგე, მაგრამ მაგიური პასებით ვარჯიშისას თუ ხშირი სექსი გაქვს არ იმუშავებს პასები თუ რა მოხდება?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122745 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Feb 3 2018, 06:12 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122744 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Feb 3 2018, 05:41 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


საიდან იცი? ჩაგიარა და მხარი წაგკრა თუ დაგელაპარაკა?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122743 · Replies: 54 · Views: 46,436

jajala
Posted on: Jan 11 2018, 05:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


ფული სიზმარში ნერვიულობაა, ყურდა ფული პატარა ნერვიულობა...
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #122620 · Replies: 1804 · Views: 508,308

jajala
Posted on: Jan 11 2018, 05:17 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


QUOTE(starscream @ Jan 10 2018, 11:39 PM) *
ყველა მანტრები იოგა თუ სხვა პრაკტიკა ემსახურება ენერგეტიკული სხეულის განვითარებას საბოლოოდ კასტანედას პრაქტიკები არის მუშა და იგივე ანუ პირდაპირ განვითარებას ემსახურება ენერგეტიკული სხეულის 7 სიზმრის კარი არის შვიდი ენერგეტიკული არხი ჩაკრები მას აქვს მხოლოდ 4 აღწერილი თავის წიგნებში და როგორ მიაღწიო მათ ეხლა წიგნში პირდაპირ ეწერა რომ მატ სიზმართხილვის პრაქტიკა შექმნეს არაორგანულ არსებებტან საკონტაქტოდ! და შესაბამისად კასტანედას სიმზართხილვის პრაქტიკა არის მათთვის სიგნალი როგორც კი დაიწყებთ გაცნობიერებას დროის საკითხია როდის დაგადგებიან თავზე ისინი! ძალიან გამართლებაა საჭირო აბა დაითვალეთ კარლოსი რამდენჯერ გადაარჩინა დონ ხუანმა?? ან რით ვერ მიხვდით რომ არაორგანული არსებები იგივე დემონებია =)) ხო ხო დემონები =)) პროსტა შენ ფიზიკურ პლანზე როგორც რაღაც ეშმაკები ან რქინაი ჭინკები ისე ჩანან თორე სულიერ ენერგეტიკულ პლანზე ისე ჩანს როგორც კასტანედას ააქვს აღწერილი =))) და თვითონ აღწერს ე.წ. მოკავშირეებს რომლებსაც დაჟე დაყოფა ქონდათ ცეცხლისო მიწისო წყლისო და რავიცი კიდე რისი ხოდა ცეცხლის ყველაზე ძლიერები არიანო ხოდა დემონებს რატო ქვიათ იცით ინფერნალური არსებები? ინფერნო ცეცხლი ალაჯმა ჯინები ე.ი. დემონები უცეცხლო კვამლისგან შექმნა ჯინი იყო ასევე იბილისი ე.ი. სატანა =))) ხოდა მიდით ბატონო აპრაკტიკეთ =)) დონ ხუანთან კასტანედამ პირდაპირ დაუნამიოკა ქრისტიანობაზე და კათოლიციზმზე დონ ხუანმა აგრძნობინა რომ არაქრისტიანული იყო ხო არენდატორი რომ რეპტილოიდად გადაიქცა ეგეც არ წაგიკითხავთ ალბათ =))ano


დემონები? კი მარა გარშემო მიმოიხედე იმდენი დემონია ადამინის სახით...... ეგრე ყველაფერი საშიშია, სახლიდან გასვლაც კი... მაშინ შუქი უნდა ჩააქრო და მაგიდის ქვეშ დაიმალო... ადამინზე დიდი დემონი რაღა გინდა?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122619 · Replies: 54 · Views: 46,436

jajala
Posted on: Jan 10 2018, 05:06 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


მე ბოლოს ეს აღოვაჩინე და ეხლა ვკითხულობ http://agmdgenivarjishebi.ru/ ისე უამრავი რამ მაქ წაკითხული.....მარა კასტანედა უფრო მიზიდავს, ჩემია რაღაცნაირი...გირჩევ კასტანედა წაიკითხო...
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122572 · Replies: 54 · Views: 46,436

jajala
Posted on: Jan 6 2018, 11:51 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


რამდენადაც მე ვიცი ენერგია ძირითადად ღამის ძილის დროს მოდის(ამიტომაც გვძინავს), კვების დროს და ყოველი ჩასუნთქვით. ყველა სხვა შემთხვევაში კი იხარჯება. რაც შეეხება ვარჯიშს ამ დროს ხდება ენერგიის გადანაწილება იმიტომ რომ სისხლი აღწევს ყველა კუთხე კუნჭულში უფრო აქტიურად და უფრო მეტი პრანა გადააქ. პრანა არის ჰაეში და საკვებში. ერთია როცა უბრალოდ სუნთქვასთან ერთად შემოდის პრანა და მეორეა როცა ის ნაწილდება. სწორედ გადანაწილება ახდენს ენერგიულობის ეფექტს. მე ესე ვხედავ ამ ყველაფერს....არსებობს სპეციალური ვარჯიშებიც რომლებიც უაღრესად დიდი ეფექტურობით ანაწილებენ ენერგიას, ზოგი მათგანის მერე დაძინება თითქმის შეუძლებელია იმდენი ენერგია გაქვს....ღამეც კი არ გეძინება....
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #122535 · Replies: 37 · Views: 32,731

jajala
Posted on: Jan 6 2018, 11:16 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


მედიტაციაში ვიგულისხმე სიმშვიდის მდგომარეობა, აზრობრივი ჩაღრმავება, ფორიაქის დაძლევა ........
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122534 · Replies: 209 · Views: 112,045

jajala
Posted on: Jan 6 2018, 11:14 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


კი მახსოვს და ვვარჯიშობ მას შემდეგ სულ. ეხლა არაფერი აღარ მტკივა. ამიტომ ძალიან დავინტერესდი ამ მაგიური პასებით - მაგარი ვეშია....
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122533 · Replies: 12 · Views: 18,990

jajala
Posted on: Jan 5 2018, 02:20 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


მე რაღაც მაწუხებდა მუცელში, ექიმებმა ვერანაირი დიაგნოზი ვერ დასვეს, დიდხანს მაწვალეს, მერე სიზმარში ვნახე რაღაცნაირი ვარჯიში მასწავლეს - სამი სავარჯიშო, მითხრეს პასები ნახეო, მაშინ ვერ მივხვდი რა პასები რის პასები, კი ვვარჯიშობ მას მერე და კარგად ვარ... ეხლაღა ვხვდები რომ მაგიური პასები იგულისხმეს სიზმარში, იმიტო რო შევადარე წიგნში მოძრაობები და ჩემი სიზმრის მოძრაობებს ძან გავს....
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #122524 · Replies: 12 · Views: 18,990

jajala
Posted on: Jan 5 2018, 01:04 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 21
Joined: 5-January 18
Member No.: 7,684


QUOTE(Merlin @ Dec 31 2017, 10:54 AM) *
ყველაფერში ის ვიგულისხმე, რომ წიგნები ნამდვილია, ნამდვილი გამოცდილებაა, ყველაფერი ისე უნდა გაიგო როგორც წერია, ალეგორიებს და მეტაფორებს მანდ არ აქვს ადგილი.

ანუ იმას ვამბობ რომ რასაც მოკიდებ ხელს მაგ ცოდნიდან ყველაფერი იმუშავებს თუ სწორად გააკეთებ. ოლმეკი ცოდნის ამ ხაზიდან ასწავლის სიზმართხილვას, სტალკინგს, და იმ ვარჯიშებს რაც ერთ-ერთ ბოლო ტომშია მოცემული. გარდა ამისა სხვა ბევრ რამეს ასწავლის სხვა მიმართულებებიდან, რომელთა ძირითადი ნაწილი თვითონ სხეულს გარეთ ისწავლა.


რა მაინტერესებს, ამ ვარჯიშების ეფექტს შენ როგორ აღწერ, ჯანმრთელობის ამბავშია კარგი მარტო, ფსიქოლოგიურადაც კარგია თუ მედიტაციაშიც დამეხმარება?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #122523 · Replies: 209 · Views: 112,045


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 05:12 AM