IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ხილვები, თქვენც თუ გაქვთ
lexa
post May 22 2022, 11:13 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 22-May 22
Member No.: 8,071

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სალამი, რამდენიმე წელია მაქვს ხილვები, სრულიად უაზრო, არაფერს რომ არ ნიშნავს, მაგ. ამ დილას მღვიძავს, თვალები მაქვს დახუჭული, ვხედავ რამდენიმე ბავშვს ასე 4,5წლ, წინ გოგონაა აცვია მწვანე ზოლიანი კაბა, დიდი თვალები, წინამო, უკან შეკრული თმა, რაღაცას ტყლიპინებს და ხილვა ქრება, სრულიად რომ არაფერს ნიშნავს.

ადრე აზრიანი ხილვაც მქონია, მაგ. ვხედავ დიდ ჯიპს ბავშვს ჰაერში აგდებს და ბავშვის თავი ....

რამდენიმე ხანში ვკითხულობ კუს ტბაზე მომხდარ საშინელ ამბავს, ალბათ გეხსომებათ ახალგაზრდა გოგომ ბავშვს რაც უყო...ასე ჰაერში ასროლილი ვნახე ეს ბავშვი იმ ხილვაში

მსგავს რამეებს რომ ვხედავ არ მძინავს. არც ძილ-ღვიძილში ვარ, უბრალოდ თვალები მიხუჭია და ვხედავ ფილმივით, წამიერ გაელვებასავით კადრს რომ ვუყურებ ფილმისას იმ წამსვე ქრება, არ ვიცი რა ხდება და რატომ.

თუ ვინმეს იგივე გჭირთ ან იცით რა ხდება დაწერეთ

ისე ბავშვობიდან ვხედავ პარანორმალურ სიზმრებს რომლებიც 10, 20 და მეტი წლის მერეც ამხდარა. კაი ხანია მსგავსი სიზმარი აღარ მინახავს მადლობა ღმერთს მარა ეს უაზრო ხილვები ახლაც მაქვს, კიდევ კარგი უკვე იშვიათად. ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს. მაგ. ვიჯექი სახლში დიდი კიბეები იყო ამავალი ფილმებში რომ გვინახავს, ანუ, ჩემთვის სრულიად უცხო სამყარო...სხვა ცხოვრება, სხვა ქვეყანა...არ კი ვიცი სად, ვერაფერს ვცნობ, ვზივარ კიბეზე, რაღაცას ვკითხულობ, სავარაუდოდ წერილს, რა მეცვა ისიც მახსოვს შავი შარვალი, თეთრი ბლუზა, ელეგანტურად ვარ ჩაცმული, თმა მაქვს ბობი, რომელსაც ახლაც ხშირად ვატარებ, თუმც ეს ქალი მე არ მგავს, უფრო მაღალი და ლამაზია, მარა ვიცი რომ ეს მე ვარ, სახლი არის მდიდრული ამავალი კიბეებით, მგონი ეს ჩემი ქმრის სახლია. ასე მახსოვს...ეს ასე 10 წლ წინ ვნახე. არ მეძინა. ხილვა იყო. წინა ცხოვრებიდან.

ვისაც იგივე გჭირთ ანუ მსგავსი ხილვები გაქვთ ეგებ დაწეროთ
მადლობა

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post May 23 2022, 08:29 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 735
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იშვიათად მაქვს ხოლმე ეგეთი მომენტები, როცა გონება კადრს ამომიგდებს, ზოგი წარსულიდან და ხანდახან არის ხოლმე სრულიად უცხო კადრებიც.. ძირითადად ძილის წინ ხდება თვალდახუჭულზე.. თან მარტო კადრი არ არის, მთლიანი მომენტის შეგრძნება ცოცხლდება ხოლმე..
არ ვიცი რატომ ხდება ხოლმე... იშვიათად რადგან არის, არ ვამახვილებ დიდად ყურადღებას..
თუმცა ძალიან საკვირველია ხოლმე, თუნდაც წარსულის კადრები, იმდენად სპონტანურად ხდება ხოლმე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post May 28 2022, 10:02 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,981
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lexa
ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ალბათ კარგიც შენთვის, რადგან დაგაფიქრებს... დაგაფიქრებს რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი სამყარო, რა უსაზღვროდ დიდია ჩვენი შესაძლებლობები.
დაგაფიქრებს და დაგაყენებს ძიებაში, რომ მოძებნო, ისწავლო და ახვიდე მაღალ საფეხურებზე. რომ შეასრულო შენი მისია ამ ქვეყნად დაბადებისა, რომ ახვიდე მაღლა.

ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და უსასრულო, როგორც ჩვენი სამყარო. ყველას ეძლევა თავისი, ყველამ თვითონ უნდა იპოვოს პასუხები და გზები. უნდა აირჩიოს საით წავიდეს. ამ ეპოქაში ხდება დაყოფვა, აშკარაა ეს დაყოფვა... ბევრი სულები ქვევით მიდიან გაუცნობიერებლად, ხოლო მათ ვისაც უნდა ზედა საფეხურებზე გადასვლა გაღვიძება მოგვიწევს.

lexa
ციტატა(lexa @ 22nd May 2022 - 12:13 PM) *
ადრე რომ ვხედავდი თითქოს წინა ცხოვრებაში/დან ვხედავდი ჩემს თავს.

ყველა ჩვენი განვლილი წინა ინკარნაცია იყო ერთი გაკვეთილი, რომელიც დაგვავიწყდა, მაგრამ არის ქვეცნობიერში. უნდა მოხდეს ჩვენში ყველაფრის გადახარშვა და და ერთგვარი სწავლება, ცოდნა. ამით შევძლებთ წინ წასვლას.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th December 2022 - 05:32 PM