IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი
kate
post Feb 2 2012, 05:49 PM
Post #1


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი რამდენად სწორი ტერმინია აბორიგენული ხალხი, მაგრამ მხედველობაში მყავს დედამიწის ის უძველესი მოსახლეობა, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ უძველეს წეს-ჩვეულებებს, მსოფლმხედველობას, ცხოვრების შედარებით პრიმიტიულ წესს, უძველეს სიბრძნეს ლეგენდებისა და რიტუალების სახით, ცდილობენ არ იათქვიფონ ცივილიზაციაში, ჯერ არ დაუკარგავთ კავშირი მიწასთან, ისეთები როგორიც არიან ამერიკის აბორიგენები, რომელთაც ზოგადი სახელით - ინდიელები - ვიცნობთ, ავსტრალიელი აბორიგენები, აფრიკელი ზულუსები, დაგონები..., იაპონელი იანუ, მალაზიის მოსახლეობა, ახალ ზელანდიელი მაორები და სხვები
ახლა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თემა მაიას კალენდარია, რომლის მიხედვითაც დროის ათვლა 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, ზოგი გამოთვლით 23 დეკემბერს ან 2013 წლის 16 თებერვალს. ეს ინფორმაცია ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ რას წარმოადგენს თვითონ ეს კალენდარი, ვინ შეადგინა, რაში გამოიყენებოდა გარდა დღეების ათვლისა, როგორ გამოიყურება, რა ათვლის სისტემა არის გამოყენებული, რამდენად ზუსტია, რას ნიშნავს მთავრდება და რა მთავრდება....
რამოდენიმე წელია სერიოზულად დაინტერესებული ვარ ამ კალენდრით და ვეცდები, რამდენადაც შესაძლებელია გამარტივებული და გასაგები სურათი მოგცეთ, ვისაც აინტერსებს ეს თემა.
კალენდარი, ჩვენი გაგებით საკმაოდ მარტივი დროის ათვლის სისტემაა, რომელიც იწყება დღეებით, დღეები ქმნიან კვირას, კვირები თვეს, თვეები წელს, წლები საუკენეს - ეს ყველაფერი ქრონოლოლოგიურად დალაგებულია, ითვლება და ინომრება მხოლოდ წლები, დღეები და თვეები ციკლურად მეორდება. ეს არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი კალენდრული სისტემა. რომლის საფუძვლად აღებულია ის დრო, რასაც დედამიწა ანდომებს თავისი ორბიტის გავლას, ანუ მზის გარშემო ერთი წრის გავლას, რაც დაახლოებით 365 დღეს წარმოადგენს, თავისი ღერძის გარშემო ერთი წრისათვის 24 საათი ჭირდება, ეს არის სულ რასაც ჩვენი კალენდარი გამოხატავს, მასში არ არის მთვარის ფაზები ან დედამიწის მდებარეობა სხვა პლანეტების მიმართ, მითუმეტეს მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში.
მაიას კალენდარი მთლიანად განსხვავებულია ჩვენი კალენდრული სისტემისაგან, ეს არის რთული კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწაზე დროის ერთხაზოვან ქრონოლოგიას აწარმოებს, არამედ ამ დროის კავშირს ცნობიერებასთან, და ამით ერთადერთი და განსაკუთრებულია დედამიწაზე ოდესმე ან ახლა არსებულ კალენდრებს შორის...
Go to the top of the page
 
+Quote Post
TOT
post Feb 2 2012, 07:34 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 8
Joined: 22-January 12
From: tbilisi
Member No.: 6,701

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვფიქრობ 2012 წელი დიდი გამოფხიზლების წელია. მერწყული გადაგვასხავს წყალს და ხალხი დაინახავს რო მთელი პლანეტა რამოდენიმე არსებას ყავს გაბრუებული და დამონებული! ამის შემდეგ დაიწყება დ............ა, რასაც დაჭირდება არც თუ ისე ცოტახანი, მაგრამ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და დადგება ბოლობოლო ჩვენთვის მართლა განვითარების და სიმშვიდის ეტაპი!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 2 2012, 08:40 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ის რასაც მაიას კალენდრის სახელით ვიცნობთ, სინამდვილეში ერთი კი არა სამი სხვადსხვა კალენდარია, განსხვავებული ათვლის სისტემით, რომლებიც გარკვეული ციკლის მანძილზე ერთმანეთს კვეთავენ. მაიას კალენდრისა გასაგებად ცოტა ხნით უნდა დავივიწყოთ ჩვენთვის ჩვეული დღეების, კვირეების და თვეების სისტემა, წლების ჩვენებური ქრონოლოგიაც.
ჯერ ზოგადად - ეს კალენდარი ითვალისწინებს არა მხოლოდ დედამიწის მოძრაობას საკუთარი ღერძის და მზის გარშემო, არამედ მთვარის ფაზებს, მზის და მთვარის დაბნელებებს, პლანეტა ვენერას ხილულ ცაზე მოგზაურობას, პლეადების ციკლს... მთელი სიზუსტით გამოთვლილი ქონდათ აქვთ მთვარის ყველა დაბნელება 30 წამიანი სიზუსტით, მზის ბუნიობა, პლანეტების მოძრაობა მზის სისტემაში, მზის სისტემის მდებარეობა გალაქტიკაში, მისი მიმართება გალაქტიკის ცენტრთან, "ცენტრალურ მზესთან", პლეადების მიმართება დედამიწასთან....
მაიას კალენდრის მიხედვით ყოველი დღე უბრალოდ , კვირის, თვის ან წლის მორიგი დღე კი არ არის, არამედ გარკვეული ენერგიის მატარებელი, რომელიც შექმნაში იღებს მონაწილეობას. მოკლედ რომ ვთქვათ მაიას კალენდარი არის ცნობიერების მიერ დროსა და სივრცეში მოქმედების, მის მიერ რეალობის შექმნის განვითარების პროცესი.
ეს სამი კალენდარი რომელიც ამ პროცესს გამოხატავს არის - ცოლკინი, ჰააბი და გრძელი თვლის კალენდარი, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი კალენდარია, მაგრამ ამავე დროს ერთმანეთს კვეთავენ გარკვეულ წერტილში. ცოლკინი და ჰააბი და ყოველი წელს მეორდება. ოღონდ ერთი წელი ცოლკინის მიხედვით 260 დღეა, ჰააბის მიხედვით - 365. გრძელი თვლის კალენდარი თვითონ არის ერთი დიდი ციკლი.
ცოლკინისა და ჰააბის დღეების ერთმანეთზე დამთხვევის ციკლი ყოველ 52 წელიწადში ერთხელ მეორდება, ყოველი ასეთი ციკლის დასასრული მაისთვის დიდი მოლოდინი იყო, მიეცემოდათ თუ არა კიდევ ერთი 52-წლიანი ციკლი, პლეადების მიერ ჰორიზონტის გადაკვეთა (რომელიც ზუსტად ამ ციკლის ბოლოს ხდება), მათთვის იყოს ნიშანი, რომ ქმნილების პროცესი გრძელდება და კიდევ ერთი 52 წლიანი ციკლი მიეცათ....
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 3 2012, 06:55 AM
Post #4


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცოლკინი, იგივე ღთიური კალენდარი, ძირითადად ვენერას მოძრაობაზე ორიენტირებული და შედგება ოცი ცამეტდღიანი კვირისაგან, ოცივე კვირას თავისი სახელი აქვს, ასევე ცამეტივე დღეს, სახელების გარდა დღეებს თავისი ნომერი აქვთ. მასში როგორც ვთქვით 260 დღეა
ჰააბი უფრო ყოველდღიური კალენდარია, ორიენტირებულია დედამიწის მზის გარშემო მოძრაობაზე, ამიტომაც მასში 365 დღეა და ამდენად ახლოს დგას ჩვენს კალენდართან, თუმცა წლების აღრიცხვა ჰააბის მიხედვით, ისევე როგორც ცოლკინის - არ ხდება. მის მიხედვით აწარმოებდნენ და აწარმოებენ მეურნეობას. ჰააბი შედგება 19 თვისაგან, რომელსაც ასევე თავისი სახელები აქვს, როგორც თვეებს ასევე დღეებს. 18 თვე სრული ოცდღიანია, მეცხრამეტე კი - უაბი - მხოლოდ ხუთდღიანია, ამ ხუთ დღეს სახელი არა აქვს და არც ნომრავენ, ეს ყველაზე უიღბლო დღეებად ითვლება და ცდილობენ ამ დღეებში არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთონ, ცეცხლის დანთებას და ცხელი საჭმელის ჭამასაც ერიდებიან. ყოველ დღეს თავისი გარკვეული ენერგეტიკა აქვს, თავისი დანიშნულება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება ინდიელების ცნობიერებაში.
შედარებით რთულია გრძელი თვლის კალენდარი, ვეცდები რაც შეიძლება მარტივად ავხნა, ნაკლები ტერმონოლოგიით.
ჩვენი გაგებით წლების აღნიშვნა მაიას კალენდრის მიხედვით არ ხდება, მთელი დატვირთვა დღეებზეა. და დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ 52 წლიან ციკლს, რომელიც მათთვის 18980 დღეა, ამ ციკლს მრგვალ კალენდარს უწოდებენ და საერთოდ ციკლურობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა. თუ ცოლკინი და ჰააბი ორი, ერთი დიდი, მეორე უფრო პატარა კბილანებიანი ხის ან ქვის დისკოა, გრძელი თვლის კალენდარი ქვის ან ხის სტელა ან რკალია. რომელზედაც ერთმანეთში ჩამჯდარი დისკოების მოძრაობით მივდივართ რომელიმე ციკლამდე. თვითონ გრძელი თვის კალენდარი ციკლური არ არის და აღარ მეორდება (როგორც ვთქვათ 260 დღის შემდეგ ცოლკინის ახალი ციკლი დაიწყება ან 365 ხუთი დღის შემდეგ ჰააბის, 18980 დღის შემდეგ - ახალი მრგვალი კალენდარი) . გრძელი კალენდარი ცამეტ ბაქტუმიანი მონაკვეთებისაგან შედგება....
ისე სურათებს თუ ამიტვირთავთ ვინმე, ვეცდები იმ სურათების მიხედვით გავაკეთო კომენტარი, როგორც შევძლებ, უფრო გასაგები რომ იყოს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 4 2012, 01:08 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ძალიან საინტერესოა, ველი გაგრძელებას smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 4 2012, 08:47 PM
Post #6


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაიას კალენდრიდან მხოლოდ გრძელი თვლის კალენდარი აწარმოებს დროის ხაზოვან ათვლას, ანუ წარსულის ქრონოლოგიას, არც ცოლკინი და არც ჰააბი არ ითვლის უკვე გასულ, წარსულ წელს, არც მრგვალ კალენდარს - 52 წლიან ციკლს, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ციკლურად მეორდება.
ახლა მოქმედი გრძელი თვლის კალენდარი, ანუ ბოლო ციკლი მოიცავს ცამეტ ბაქტუნს, თითო ბაქტუნში 144 000 დღე - კინია, თვითონ ბაქტუნი შედგება 20 კატუნისაგან, კატუნი 18 უნილისაგან უნილი კი 20 კინისაგან, კინი - ერთი დღეა.
ცამეტბაქტუნიანი კალენდარი სწორხაზოვანი დროის ბოლო მონაკვთია, თორემ მანამდე უკვე გავლილია დროის უზარმაზარი მონაკეთი, რომელთა ათვლის სისტემა და სახელები ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ეს სისტემა ჯდება ცამეტ ჰაბლატუნში, რომლის ათვლაც 16 მილიარდ წელს მოიცავს, მაგრამ ეს დროებით დავივიწყოთ და დავუბრუნდეთ გრძელი ათვლის კალენდარს, პირველი ბაქტუნი დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3114 წლის აგვისტოში და მეცამეტე ბოლო ბაქტუნი და მთლიანად გრძელი კალენდარი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზის ბუნიობისას. ამავე დღეს მთავრდება ცოლკინის 260 დღიანი ციკლიც, ჰააბის 365 დღიანიც და თავისთავად 52 წლიანი ციკლური მრგვალი კალენდარიც, მთლიანად ეს ციკლი მოიცავს 5128 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გრძელი კალენდარი ციკლური არ არის და აქ ათვლა მთავრდება, ასეთი დამთხვევის ციკლი შეადგენს დაახლოებით 26 000 წელს.
ეს რაც შეიძლება მოკლედ თვითონ კალენდარზე, მაგრამ გაცილებით საინტერესოა მაიას მიხედვით დროის კავშირი და მისი მიმდინარეობა მოვლენებთან, ქმნილების პროცესთან და ცნობიერებასთან....
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 6 2012, 07:13 PM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაიას და საერთოდ მეზოამერიკული კოსმოლოგია მთლიანად დაფუძვნებულია ციკლურ განვითარებაზე. გარდა გრძელი კალენდრის დიდი ციკლისა, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია "დიადი თარიღები" - სამყაროს კოსმიური სურათი დროის მოვლენებთან და ქმნილების საფეხურებთან განვითარების შესახებ. ეს არის ცხრა ქვედა სამყაროსა და ცამეტი ზეცის ურთიერთობა. გასაგები რომ გახდეს, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მაიას ათვლის სისტემა რომელიც ეფუძვნება ცამეტს და ოცს (განსხვავებით ათობითი ათვლის სისტემიდან). ჩიჩენ-იცას კუკულკანის საფეხურებიანი პირამიდა, ტიკალის იაგუარის პირამიდა - გაქვავებული კალენდარია, რომელიც არა მხოლოდ წელიწადის დროებს, დღეებს, 52 წლიან ციკლს, გრძელ კალენდარს... მოიცავს, არამედ მთლიანად ქმნილების კოსმოლოგიურ სურათს. მათი ცხრა საფეხური გამოხატავს ცხრა ქვედა სამყაროს, თითოეულ სამყაროს ცამეტი "ზეცა", მართავს. ეს ცამეტი ზეცა წარმოადგენს შვიდ დღეს - სინათლეს, შემოქმედებას, განვითარებას, და ექვს ღამეს - სიახლის, განვითარების ძველთან წინააღმდეგობრივი გზით დროში დამკვიდრებას, ყველა ეტაპი იმართება ღმერთების, ნახევარღმერთების, დემონების რთული პანთეონით.
პირამიდის პირველი საფეხური, ქვემოდან ზემოთ იწყება დაახლოებით 16 მილიარდი წლის წინათ, რაც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე თარიღთან, მეორე ეტაპი რაღაც რვაასი მილიონი წლის წინ, ადამიანი, როგორც ასეთი შემოდის მეოთხე საფეხურზე - დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, მაგრამ ჩვენი ცნობიერება - მეხუთე საფეხურზე - ასიათასზე მეტი წლის წინ, მეექვსე საფეხურიდან იწყება გრძელი თვლის კალენდარი - 5128 წლიანი ციკლი, მეშვიდე - მეთვრამეტე საუკუნიდან, მერვე - ოცდამეერტე საუკუნის დასაწყისში, მეცხრე და ბოლო ახლა მიმდინარეობს, მთელი პროცესი, ყველა ციკლი მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს (კოლემანის გამოთვლით დამთავრდა 2011 წლის 28 ოქტომბერს). ამით მთავრდება დროის განვითარების ციკლი. თუმცა ეს არ ნიშნავს სამყაროს ან განვითარების დასასრულს, მთავრდება დრო, ისეთი როგორც გვესმის ახლა, ეს ცხრა ქვედა სამყაროს განვითარება წარმოადგენს დროის მდინარების აღრიცხვას მოქმედების პროცესთან მიმართებაში, აქ ერთი მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველი მომდევნო საფეხური ქვედაზე ოცჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ანუ დროის მდინარება ასტრონომიულად იგივე რჩება, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად, დაჩქარებილი პროცესების გამო დრო იკუმშება მანამ, სანამ არ მივა კრიტიკულ ზღვართან, სადაც დროის ათვლის ძველი სისტემა ვეღარ მუშაობს და ეს ზღვარი ემთხვევა ცხრავე ქვედა სამყაროს გაერთიანებას რადგან ზედა საფეხურის დაწყება, ქვედას დამთავრებას არ ნიშნავს, ქვედა უბრალოდ საფუძველია, თორემ ისიც გრძელდება 2012 წლამდე.
მესმის რომ რთული გასაგებია, ამაზე მარტივად ვერ მოვახერხე, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ ცხრაფურცლიან ყვავილს, შეიძლება უფრო გასაგები გახდეს. წარმოვიდგინოთ ცხრაფურცლიანი ყვავილი, რომელიც სათითაოდ შლის ფურცლებს, ყოველი მომდევნო ფურცელი წინაზე ოცჯერ სწრაფად იშლება, საბოლოოდ ყვავილის ცხრავე ფურცელი გაიშლება და ამ დროიდან განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს, რადგან ყველა ყვავილი მცენარის განვითარების რაღაც საფეხურის დამთავრებას და მეორის დაწყებას (ნაყოფი) ნიშნავს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Feb 7 2012, 03:00 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ისე სურათებს თუ ამიტვირთავთ ვინმე, ვეცდები იმ სურათების მიხედვით გავაკეთო კომენტარი, როგორც შევძლებ, უფრო გასაგები რომ იყოს


Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 11 2012, 09:39 AM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Zet
მადლობთ, ამ სურათზე გამოსახულია უმეტესობოსათვის ცნობილი როგორც მაიას კალენდარი, რეალურად კი ეს აცტეკების კალენდარია, რომლის ძირის, საფუძველიც მაიას კალენდარია, ოდნავ შეცვლილი სახელებით, იგივე კალენდარი ოღონდ მხოლოდ ცოლკინისა და ჰააბის ციკლური ათვლა თავისი ოცი ცამეტდღიანი კვირით, 18 ოცდღიანი თვით, 5 დღიანი უაბით და 52 წლიანი ციკლით, მაგრამ აქ არ არის ნაჩვენები გრძელი თვლის კალენდარი.
ჩვენ ვამბობთ რომ დღეს არის 2012 წლის x თვის x დღე, ინდიელები თვლიან რომ არის თორმეტი ბაქტუმი x კინი, ჰააბის x დღე, ცოლკინის x დღე, რომელთაგან თითოეულს შესაფერისი სახელი აქვს.
საინტერესოა რომ მაია უძველესი დროიდან იცნობდა ნოლს, ათასწლეულებით ადრე, ვიდრე დანარჩენი სამყარო დაიწყებდა მის გამოყენებას, ჰქონდათ რიცხვების ჩაწერის ოცათვლიანი სისტემა, როგორც იეროგლოფიური, ასევე სიმბოლოებით - ნოლი, წერტილი და ხაზი, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი, იცნობდნენ მზის სისტემას, გალაქტიკას, ჩვენს ადგილს გალაქტიკაში, ზუსტად იცოდნენ დედამიწის ეკვინოქსის თანათარდობის ხანგრძლივობა....
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Feb 11 2012, 02:21 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს მემგონი ნაწილია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 11 2012, 03:02 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესა?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 14 2012, 07:36 PM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Zet
ეს არის მაიას ჰააბის კალენდარი, 365 დღით და 19 თვით.
tikoroma
დაახლოებით მასე გამოიყურება მთლიანობაში მაიას კალენდარი, გარეთა დიდი წრე Hააბის დღეების ათვლაა, შიგა პატარა წრე ცოლკინის და ღერძი იდეაში გრძელი კალენდარია, რომელიც აქ მრგვალი კალენდრის 52 წლიან ციკლებსაც აღნიშნავს, მთლიანობაში მაიას კალენდარი კი 500 ასეთი ციკლია, რაც 26000 წელს შეადგენს, და რომელიც მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს.

საინტერესოა რომ თვითონ მაია ან ინდიელთა რომელიმე წარმომადგენლობა არ თვლის რომ ეს თარიღი ქვეყნის დასასრული ან კაცობრიობის, დედამიწის დაღუპვის მიმანიშნებელია, ასეთი განცხადება მათ არასდროს არ გაუკეთებიათ, არც წინასწარმეტყველებაა აქვთ ასეთი, თუმცა გოპის ტომის ინდიელებს აქვთ უძველესი რუკა, რომელიც აჩვენებს როგორი შეიძლება იყოს დედამიწა ამ თარიღის შემდეგ, მაგრამ ამ რუკასთან ერთად აქვთ წინასწარმეტყველება დედამიწის და კაცობრიობის მეორე ვარიანტის, მათი წინასწარმეტყველებით ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული რომელ დედამიწაზე ვიცხოვრებთ.
2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება გრძელი ათვლის კალენდარი, მაგრამ ჰააბი და ცოლკინი ციკლურია და ახალ ციკლს იწყებს. გრძელი თვლის კალენდრის დასასრული არა სამყაროს, არამედ დროის, ისეთის როგორსაც აქამდე ვიცნობდით დასასრული და ახლის ჯერ კიდევ აუთვლელის დასაწყისია, რომელსაც მაია დიდი ხანი, ათასწლეულებია რაც ელოდება. იმის შესახებ რას ნიშნავს ეს და რა არის მაიას წინასწერმეტყველება ახალ დროზე თვითონ მაიას მიხედვით, ცოტა მოგვიანებით........
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Feb 16 2012, 09:28 PM
Post #13


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ველოდები ამ თარიღს მოუთმენლად, მჯერა იმედი არ გამიცრუვდება და ეს დრო და რეალობა მართლაც შეიცვლება..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Feb 19 2012, 11:12 AM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბევრი ადამიანი უარყოფს ან სრულად იგნორირებს მაიას ტომის ძველთაძველ თქმულებს, ზოგი კი მაინც უგდებს ყურს უძველესი ცივილიზაციის რჩევა - დარიგებებს. მაიას ტომის კალენდრის წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანის შედეგად მეცნიერებმა ფრიად საყურადღებო ინფორმაცია აღმოაჩინეს: 2012 წლის 23 დეკემბერს ჩვენს პლანეტაზე რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსალოდნელი, რადგან ეს თარიღი წარმოადგენს მეხუთე მზის დასრულების დღეს.


ვერავინ ბოლომდე ჯერჯერობით ვერ განმარტავს მაიას წელთაღრიცხვის რთული სისტემის წარმოქმნის მიზეზებს, მაგრამ მისი გათვალისწინებით ეპოქა ჩვენი კალენდრით დაიწყო 3144 წლის 12 აგვისტოს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე და დასრულდება 2012 წლის 23 დეკემბერს.

მაიას გაანგარიშებით 2012 წლის ამ დროს უნდა მოხდეს სამყაროს განახლება, რაც შეცვლის ისტორიულ მსვლელობას. ცნობილია მაიას ამ წინასწარმეტყველების ორი განსხვავებული განმარტება: ერთის მიხედვით დედამიწაზე დაიწყება სულიერი გაღვიძების ახალი ერა, ხოლო მეორე ვარაუდით ამ სამყაროს დასრულება.

და რაც უფრო მეტს იგებენ დედამიწაზე მცხოვრები თანამედროვე ადამიანები მაიას ტომის უნიკალური და საოცარი მიღწევების შესახებ მით უფრო ღრმად უფიქრდებიან მეხუთე მზის შესაძლო დასასრულს. ხომ დასაშვებია, რომ ამ წინასწარმეტყველების ავტორები ველური არსებები კი არა, არამედ უდიდესი სიბრძნის მატარებლები იყვნენ, რომელიც ჩვენთვის უცნობია. ამ წინასწრმეტყელების მნიშვნელობას, ან მისი განმარტების სიზუსტეს ჩვენ სულ მოკლე ხანში - 2012 ბოლოს გავიგებთ.

მაიას ტომის ჰოროსკოპი განსხვავდება სხვა, მათ შორის აღმოსავლური და ზოდიაქალური ჰოროსკოპებისგან და შეიცავს სიმბოლოების, ღმერთებისა და ტოტემების (ცხოველი, მცენარე და ბუნების მოვლენა) ერთობლიობას.

წითელი დრაკონი

ამ ნიშანს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან 15.01, 4.02, 24.02, 16.03, 21.03, 10.04, 30.04, 20.05, 9.06, 29.06, 19.07, 8.08, 28.08, 17.09, 7.10, 27.10, 16.11, 6.12 და 26.12. რიცხვებში.

ამ ნიშნის სტიქია - წყალია. აღნიშნულ დღეებში დაბადებული ადამიანები ბუნებით ემოციურები და ნაკლებად თავშეკავებულები არიან, ახასიათებთ გატაცება, გააჩნიათ მდიდარი ფანტაზია.

თეთრი ქარი

ამ ნიშანს მიეკუთვნებიან: 16 იანვარს, 5 და 25 თებერვალს, 17 და 22 მარტს, 11 აპრილს, 1 და 21 მაისს, 10 და 30 ივნისს, 20 ივლისს, 9 და 29 აგვისტოს, 18 სექტემბერს, 8 და 28 ოქტომბერს, 17 ნოემბერს, 7 და 27 დეკემბერს დაბადებულები.

ნიშნის სტიქია - ჰაერია. აღნიშნულ დღეებში დაბადებულ ადამიანებს არა მხოლოდ სურთ, არამედ შეუძლიათ კიდევაც იდეების, შემოქმედებისა და ქცევის მეშვეობით გავლენა მოახდინონ სამყაროზე და გარშემო მყოფ ადამიანებზე. მათი დამახასიათებელი ნიშანი - სულიერობაა.

ლურჯი ღამე

ამ ნიშანს მიეკუთვნებიან: 17იანვარს, 6 და 26 თებერვალს, 18 და 23 მარტს, 12 აპრილს, 2 და 22 მაისს, 11 ივნისს, 1 და 21 ივლისს, 10 და 30 აგვისტოს, 19 სექტემბერს, 9 და 29 ოქტომბერს, 18 ნოემბერს, 8 და 28 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშნის სიმბოლო - მიწისქვეშეთია, ღამე და სიზმრების სივრცეა. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხადი და არაცხადი სამყაროების, ფიზიკური და სულიერის წონასწორობისკენ მიისწრაფიან, მაგრამ ამის მიღწევა მათ ურთულდება. ხშირად ისინი ზედმეტად კონსერვატიულები და ლოგიკურები,მატერიალისტები ხდებიან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სასწორის საწინააღმდეგო მხარე გადაწონის, ეხსნებათ ინტუიცია და მრავალი სახის ნიჭი.

ყვითელი მარცვალი

18 იანვარს, 7 და 27 თებერვალს, 19 და 24 მარტს, 13 აპრილს, 3 და 23 მაისს, 12 ივნისს, 2 და 22 ივლისს, 11 და 31 აგვისტოს, 20 სექტემბერს, 10 და 30 ოქტომბერს, 19 ნოემბერს, 9 და 29 დეკემბერს დაბადებულები.

ნიშნის სტიქია - მიწაა. ამ ნიშანს მართავს ღმერთი - „მამ“. ამ დღეებში დაბადებულებს გააჩნიათ თავისი ყველაზე ძლიერი გრძნობების და აზრების განცდისა და რეალიზაციის უნარი. ეს თვისება უქმნით ხატვის, მუსიკის, ცეკვისა და პოეზიის ნიჭს. თუ არ შეექმნათ თვითგამოხატვის, საკუთარი ნიჭისა და უნარის გამომჟღავნების შესაძლებლობა, ისინი საკუთარ სამყაროში ლოკოკინასავით იკეტებიან. გააჩნიათ განმარტოების მიდრეკილება და ძალიან მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკას.

წითელი გველი

19 იანვარს, 8 და 28 თებერვალს, 20 და 25 მარტს, 14 აპრილს, 4, 24 მაისს, 13 ივნისს, 3, 23 ივლისს, 12 აგვისტოს, 1 და 21 სექტემბერს, 11, 31 ოქტომბერსя, 20 ნოემბერს, 10 და 30 დეკემბერს დაბადებულნი.

ნიშნის სიმბოლოა: ცის-იკანკლედი, მფარველი ღმერთი – „კუკულკან“-ია, რომელიც კარგ ჯანმრთელობასა და მაგიის უნარს აძლევს. ისე, რომ არც ამჩნევენ ეს ადამიანები აღწევენ სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენას.

სამყაროების თეთრი გამაერთიანებელი

20 იანვარს, 9 და 29 თებერვალს, 1 და 26 მარტს, 15 აპრილს, 5, 25 მაისს, 14 ივნისს, 4, 24 ივლისს, 13 აგვისტოს, 2 და 22 სექტემბერს, 12 ოქტომბერს, 1 და 21 ნოემბერს, 11 და 31 დეკემბერს დაბადებულები.

ნიშნის სიმბოლოა - მგზავრი სამყაროთა შორის. ხშირად მელანქოლიაში ვარდება, მაგრამ სასიამოვნო მოსაუბრეა. ავლენს ფილოსოფიისა და პარამეცნიერებებისკენ მიდრეკილებას. ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან გამოდიან ასტროლოგები და ჯადოქრები.

ლურჯი ხელი

1 და 21იანვარს, 10 თებერვალს, 2 და 27 მარტს, 16 აპრილს, 6, 26 მაისს, 15 ივნისს, 5, 25 ივლისს, 14 აგვისტოს, 3 და 23 სექტემბერს, 13 ოქტომბერს, 2 და 22 ნოემბერს, 12 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშნის მნიშვნელობა – ხელია, მფარველი – „ტოხილ“-ია (ღმერთი - ირემი). ამ ნიშნის მატარებელს აძლევს ბევრ ენერგიას, არტისტულ ნიჭსა და მკურნალის თვისებებს. დიდი ტემპერამენტის მიუხედავად ისინი მარტოხელა ადამიანები არიან.

ყვითელი ვარსკვლავი

2 და 22 იანვარს, 11 თებერვალს, 3 და 28 მარტს, 17 აპრილს, 7, 27 მაისს, 16 ივნისს, 6, 26 ივლისს, 15 აგვისტოს, 4 და 24 სექტემბერს, 14 ოქტომბერს, 3 და 23 ნოემბერს, 13 დეკემბერს დაბადებულები.

ნიშნის სხვა სახელწოდებაა - „ცის ლამპიონი“. ტოტემური ცხოველებია - ფრინველი და ბოცვერი. ამ თარიღებში დაბადებული ადამიანები ჭკვიანი, საზრიანი და მოხერხებულები არიან. ახლობლების ისინი სიმშვიდეს ასხივებენ, კომფორტის შეგრძნებას უქმნიან. მათ სიახლოვეში ყოველთვის სიმყუდროვეს იგრძნობ.

წითელი მთვარე

3 და 23 იანვარს, 12 თებერვალს, 4 და 29 მარტს, 18 აპრილს, 8 და 28 მაისს, 17 ივნისს, 7, 27 ივლისს, 16 აგვისტოს, 5 და 25 სექტემბერს, 15 ოქტომბერს, 4 და 24 ნოემბერს, 14 დეკემბერს დაბადებულები.

ნიშნის მფარველი - ღმერთია: „ჩააკ“ („წვიმის სული“). ტოტემი - თევზია. ამ ნიშნის ადამიანებს მდიდარი შინაგანი სამყარო და კარგი ინტუიცია ახასიათებთ.

თეთრი ძაღლი

4 და 24 იანვარს, 13 თებერვალს, 5 და 30 მარტს, 19 აპრილს, 9 და 29 მაისს, 18 ივნისს, 8, 28 ივლისს, 17 აგვისტოს, 6 და 26 სექტემბერს, 16 ოქტომბერს, 5 და 25 ნოემბერს, 15 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშნის მმართველია - „ტცულ“ - ი („ძაღლის თავიანი ღმერთი“). ამ ნიშნის ადამიანები გამოირჩევიან გულისხმიერებით, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ ერთგულებით. ოჯახი მათ ძლიერ ემოციურ მხარდაჭერას აძლევთ. მათი მარტოობა დაუშვებელია. ნაკლი - ეჭვიანობაა.

ლურჯი მაიმუნი

5 და 25 იანვარს, 14 თებერვალს, 6 და 31 მარტს, 20 აპრილს, 10 და 30 მაისს, 19 ივნისს, 9, 29 ივლისს, 18 აგვისტოს, 7 და 27 სექტემბერს, 17 ოქტომბერს, 6 და 26 ნოემბერს, 16 დეკემბერს დაბადებულები.

ჩუენ - ი, მაიმუნების ღმერთია, მათ ხიბლავთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ვერ უძლებენ საზოგადოების გარეშე დიდ ხანს ყოფნას, არიან მგრძნობიარეები და რომანტიულები, ყველაფერს თამაშ-თამაშით აკეთებენ. ნაკლოვანება - ბოღმა და წყენის გულში ჩადებაა.

ყვითელი ადამიანი

6 და 26 იანვარს, 15 თებერვალს, 7 მარტს, 1 და 21 აპრილს, 11 და 31 მაისს, 20 ივნისს, 10, 30 ივლისს, 19 აგვისტოს, 8 და 28 სექტემბერს, 18 ოქტომბერს, 7 და 27 ნოემბერს, 17 დეკემბერს დაბადებულები.

მისი სხვა სახელია - „მაგიური კვახი“ ან „სათადარიგო თავი“. ამ ადამიანებს ძალიან სწყინთ ბედ-იღბლის დარტყმები, მაგრამ გააჩნიათ დიდი შინაგანი რეზერვები ანუ „სათადარიგო თავი“. იშვიათად აძლევენ საკუთარ თავს განცხრომისა და გაბრაზების უფლებას. სურთ სოზოგადოვების მხრიდან აღიარება.

წითელი ზეციერი მგზავრი

7 და 27 იანვარს, 16 თებერვალს, 8 მარტს, 2 და 22 აპრილს, 12 მაისს, 1 და21 ივნისს, 11, 31 ივლისს, 20 აგვისტოს, 9 და 29 სექტემბერს, 19 ოქტომბერს, 8 და 28 ნოემბერს, 18 დეკემბერს დაბადებულები.

სიმინდის ტარო - წარმოშობის, ზრდის და განვითარების სიმბოლოა. მის მფარველობის ქვეშ მყოფთ სიმინდი აწვდის საკუთარ თავში რწმენას და ცოდნისკენ მისწრაფებას. დაუშვებელია ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში მათი გადანაცვლება. ხშირად ხიფათში იგდებენ თავს, ვითომ დანის წვერზე დადიან.

თეთრი ჯადოქარი

8 და 28 იანვარს, 17 თებერვალს, 9 მარტს, 3 და 23 აპრილს, 13 მაისს, 2 და22 ივნისს, 12 ივლისს, 1 და 21 აგვისტოს, 10 და 30 სექტემბერს, 20 ოქტომბერს, 9 და 29 ნოემბერს, 19 დეკემბერს დაბადებულები.

ეს ნიშანი ძალზე გულუხვია მისი მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. მათი დაძლევა შეუძლებელია.“იიშ „- ი მაია - ს ტომის საყვარელი, გამორჩეული ნიშანია.

ლურჯი არწივი

9 და 29 იანვარს, 18 თებერვალს,10 მარტს, 4 და 24 აპრილს, 14 მაისს, 3 და 23 ივნისს, 13 ივლისს, 2 და 22 აგვისტოს, 11 სექტემბერს, 1 და 21 ოქტომბერს, 10 და 30 ნოემბერს, 20 დეკემბერს დაბადებულები.

სიმბოლო გამოხატავს მზის განსაკუთრებულ მფარველობას, მომავლის წინასწარმეტყველების უნარს და საღ გონებას. ამ ნიშნის მატარებლები ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან, მაგრამ სხვებზე ზევით დადგომის გადამეტებულმა მისწრაფებამ შესაძლოა ავნოს კიდევაც.

ყვითელი მეომარი

10 და 30 იანვარს, 19 თებერვალს,11 მარტს, 5 და 25 აპრილს, 15 მაისს, 4 და 24 ივნისს, 14 ივლისს, 3 და 23 აგვისტოს, 12 სექტემბერს, 2 და 22 ოქტომბერს, 11 ნოემბერს, 1 და 21 დეკემბერს დაბადებულები.

ბუ - ს ნიშნის ადამიანი - გამოუცნობია, მგრძნობიარე, გულჩათხრობილია, გააჩნია გამოკვეთილი ინტუიცია. თუ გაბრაზდა ბუ - ს შეუძლია თავისი მძლავრი და წვეტიანი ნისკარტის გამოყენებაც.

წითელი მიწა

11 და 31 იანვარს, 20 თებერვალს,12 მარტს, 6 და 26 აპრილს, 16 მაისს, 5 და 25 ივნისს, 15 ივლისს, 4 და 24 აგვისტოს, 13 სექტემბერს, 3 და 23 ოქტომბერს, 12 ნოემბერს, 2 და 22 დეკემბერს დაბადებულები.

მისი სხვა სახელი - ცისარტყელა ან მიწისძვრაა. ამ ნიშნის მატარებელი შეიძლება იყოს სიმპათიური, სასიამოვნო, იღბლიანი ადამიანი, იმავდროულად - „სტიქიური უბედურება“, რომელსაც ქაოსი და ნგრევა მოაქვს.

თეთრი სარკე

12 იანვარს, 1 და 21 თებერვალს,13 მარტს, 7 და 27 აპრილს, 17 მაისს, 6 და 26 ივნისს, 16 ივლისს, 5 და 25 აგვისტოს, 14 სექტემბერს, 4 და 24 ოქტომბერს, 13 ნოემბერს, 3 და 23 დეკემბერს დაბადებულები.

სხვა სახელწოდებით ის ცნობილია, როგორც - მახვილი, წალკვესი, პირამიდა. ამ ადამიანებს გააჩნიათ მორგების უნარი, მაგრამ არასდროს არ ავიწყდებათ საკუთარი თავი, ცხოვრებას, როგორც ომს ან ბრძოლის არენას აღიქვამენ. ამ ნიშნის ადამიანი ხშირად არის სხვა და სხვა სკანდალის ცენტრში. მათ ესაჭიროებათ სულიერი სრულყოფა და ჰარმონიის მოპოება, ხოლო მეომრის სულისკვეთება ყველა გამოცდას გაუძლებს.

ლურჯი ქარიშხალი

13 იანვარს, 2 და 22 თებერვალს,14 მარტს, 8 და 28 აპრილს, 18 მაისს, 7 და 27 ივნისს, 17 ივლისს, 6 და 26 აგვისტოს, 15 სექტემბერს, 5 და 25 ოქტომბერს, 14 ნოემბერს, 4 და 24 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშნის ადამიანი ჭექა-ქუხილის ღრუბლის მსგავსია, დაძაბულობისგან გარშემო მყოფ ადამიანების ზიანის მიყენების გარეშე ვერ თავისუფლდებიან. ეს კარმული ამოცანაა - ისწავლო საკუთარი მრისხანების და უარყოფითი ემოციების გაკონტროლება.

ყვითელი მზე

14 იანვარს, 3 და 23 თებერვალს,15 მარტს, 9 და 29 აპრილს, 19 მაისს, 8 და 28 ივნისს, 18 ივლისს, 7 და 27 აგვისტოს, 16 სექტემბერს, 6 და 26 ოქტომბერს, 15 ნოემბერს, 5 და 25 დეკემბერს დაბადებულები.

ამ ნიშანს სხვა სახელსაც არქმევენ - მზე, ძალა-უფლება, ყვავილი. „მზიან ყვავილს“ შეუძლია სხვა ნიშნებთან შედარებით „იოლი არსებობის“ იმედი იქონიოს. ეს ყველაზე უფრო იღბლიანი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგი ფეხ ქვეშ ხშირად ეცლება. სიბნელიდან ის ყოველთვის სინათლისკენ გამოვა, მოძებნის გამოსავალს, შეიძენს ღმერთების მხარდაჭერასა და დახმარებას.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 20 2012, 06:43 AM
Post #15


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ მიჩვეული ვართ დროის მდინარების სწორხაზოვან ათვლას - წარსულიდან მომავლისაკენ. და დრო ჩვენი გაგებით მხოლოდ დროა, რომელიც მიედინება და რომელშიც მიმდინარეობს მოვლენები.
მაია (და ზოგადად მთლიანი მეზოამერიკული კულტურა, რომელსაც სიმარტივისათვის მხოლოდ მაიას სახელით მოვიხსენიებ, დროს აღიქვამს ერთხაზოვნადაც, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ ამავდროულად ციკლურად განვითარებადს, ვიზუალურად ეს დაახლოებით ასე წარმომიდგენია: სფერო - მთლიანი დრო, შუაში ღერძით - სწორხაზოვანი დრო ანუ გრძელი კალენდარი, ამ ღერძზე ერთმანეთს მიყოლებული პატარა სფეროები, რომლებშიც ასევე პატარა სფეროებია - ჰააბისა და ცოლკინის ციკლებით შემდგარი მრგვალი კალენდრის (52 წლიანი) ციკლი, ეს მთლიანი წარმოსახვითი სფერო იქნება ერთი დიდი ცამეტბაქტუმიანი ციკლი, რომელიც 5128 წელს მოიცავს, ახლა ეს წარმოსახვითი სურათი ცოტა გავართულოთ, და წარმოვიდგინოთ ღერძით ერთმანეთს შეერთებული ხუთი ზუსტად ასეთივე სფერო, და მერე ხუთივე ჩავსვათ ერთ სფეროში - ეს იქნება ერთი დიადი ციკლი. მაიას მსოფლმხედველობით დრო დაკავშირებულია ჩვენს ცნობიერებასთან და ჩვენთან ერთად ვითარდება, ყოველი პატარა ციკლის დასასრული ახალი ქმნილების დასაწყისია, თვითონ დრო კი ენერგიაა, რომელიც ქმნილების, შექმნის პროცესში მონაწილეობს, ყველა ციკლი მთავრდება და მისი შემოქმედების, ნამოქმედარის საფუძველზე ახალი იწყებს განვიტარებას, ამიტომაც განვლილ დროს არ ნომრავდნენ, მხოლოდ სახელებს უწოდებდნენ იმ მოვლენის მიხედვით რაც მნიშვნელოვანი იყო დროის იმ ციკლში, მაიას მიხედვით ყველა დიდი ციკლის ბოლოს, რომელსაც სამყაროს ან მზეს უწოდებს ეს სამყარო ნადგურდება და მის ნანგრევებზე იწყებს ახალი სამყარო განვითარებას, ასე განადგურდა წინა ოთხი სამყარო მიწისძვრით, ყინულით, ცეცხლით და წყლით, ახლა მეხუთე მზის ბოლოში ვიმყოფებით, მაგრამ არა მხოლოდ მეხუთე ციკლი მთავრდება, არამედ მთლიანი დიადი ციკლი, რომელიც მოიცავს თითქმის 26 000 წელს და რომელიც მთავრდება 2012 წლის 21 დეკემბერს, დღის 11 საათსა და 11 წუთზე, ეს არის დრო როდესაც იტცას კონსული (ინდიელების უხუცესტა გაერთიანება) საკრალური ცერემონიით ოფიციალურად გამოაცხადებს დიადი ციკლის მეხუთე და ბოლო სამყაროს, მეხუთე მზის დასასრულს. ასტრონომიულად კი იგივე დღის 11 სათსა 12 წუთზე ზამთრის ბუნიობაა. გარდა ამისა ზუსტად ამ დროს დედამიწა და მზე ზუსტად ერთ ხაზზე იმყოფება გალაქტიკის ცენტრთან, ამ მოვლენას პრეცესიის თანაფარდობა, პრეცესიის ბუნიობა ქვია და მხოლოდ ყოველ 26 000 წელიწადში, უფრო ზუსტად ყოველ 25740 წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ზუსტ თარიღზე, პლიუს-მინუს რამოდენიმე წელი, დღემდე კამათობენ მეცნიერები. პრეცესიის თანაფარდობაზე რომელიღაც თემაში მიწერია ადრე, აქ ძალიან მოკლედ გეტყვით: როგორც ვიცით დედამიწა მოძრაობს მზის ირგვლივ თავის ორბიტაზე, ასევე მოძრაობს საკუთარი (წარმოსახვითი) ღერძის გარშემო, დედამიწის როტაციის შედეგად ღერძის მცირედ იხრება, რაც დაახლოებით 26 000 წელიწადში ერთხელ ქმნის 360 გრადუსს ანუ მთლიან წრეს. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე სამყაროსთვის პრეცესიის თანაფარდობისა და მის დაახლოებით დროზე, ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი მეოთხე, მეხუთე საუკუნეებში გახდა ცნობილი, მაიამ ამის შესახებ უდიდესი სიზუსტით იცოდა გაცილებით ადრე, ამ მოვლენას იცნოდბნენ ეგვიპტელებიც, ინდოელებიც, კელტებიც......
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 24 2012, 09:19 AM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაიას თავის ლეგენდებში და მეხსიერებაში კარგად ინახავს წინა "სამყაროების" დასასრულს, და განსაკუთრებით დიადი ციკლის ზუსტად შუაში მომხდარ მოვლენებს, როდესაც იქმნება შესაძლებლობა დროსა და ქმნილებაში (რაც მათთვის მჭირდო კავშირშია) მკვეთრი ნახტომის გაკეთების და რაც ამ ციკლის დროს დიდი ტრაგედიით დამთავრდა, და "ზეციურმა წინაპრებმა" მარტო დაგვტოვეს, მაგრამ "დრო გაგვიწელეს" რომ მოეცათ ჩვენთვის შანსი "სიმინდის ადამიანებიდან" "სინათლის ადამიანებად" გარდავქმნილიყავით, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ. ეს დროა ცამეტი ბაქტუმი, ოთხი აჰაუ, მესამე კანკინი - 2012 წლის 21 დეკემბერი. ეს თარიღი წარმოადგენს, დროის სრულიად ახალი ციკლის და ქმნილების, გარდაქმნის ახალი ეტაპის დასაწყისს. არსად არც ერთ ტექსტსა (ასეთი არც ისე ბევრია) და ლეგენდაში ეს თარიღი სამყაროს დასასრულად არ ითვლება, მხოლოდ დასაწყისად.
კერძოდ რას და რის დასაწყისს გულისხმობენ, ვეცდები მოკლედ გადმოვცე:
ინდიელთა ცივილიზაციისთვის სხვა ზემოთ ჩამოთვლილის გარდა კარგად იყო ცნობილი გალაქტიკის აგებულებაც და გალაქტიკის ცენტრიც (რაც ყოვლად შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით ცაზე თუნდაც ათასწლეულობით დაკვირვებით გაეგოთ, რადგან ირმის ნახტომი ცაზე მხოლოდ რკალის სახით ჩანს). გალაქტიკის ცენტრს ცენტრალურ მზეს უწოდებდნენ, თუმცა ისიც იცოდნენ რომ უძირო სიბნელეს წარმოადგენდა, ეს პარადოქსალური შავი სინათლე - ეკ უაინალი წარმოადგენდა ქმნილების საწყისს წერტილს, აქედან იწყებდა სამყაროს, ცხოვრების ხე გაშლას, აქედან წამოსული ენერგია არის სიცოცხლის საწყისი მთელს გალაქტიკაში, და იმ დროს როცა დედამიწა, ჩვენი მზე და ეკ უიანალი ერთმანეთს დაუპირისპირდება, ეკ უინალის ცენტრიდან სიცოცხლის ხის ტოტები შემოიხვევიან და მიიზიდავენ ჩვენს მამას- მზეს მთლიანად შეცვლიან და თავის ენერგიას გადასცემენ, რომელიც თავისთავად ჩვენს დედას - მიწას გადასცემს ამ ენერგიას და ორივე ერთად - ჩვენ ადამიანებს გაგვახვევს ახალ სინათლეში და დაგვიბრუნებს ჩვენს ნამდვილ სახეს, და სამყაროს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში (ისინი თვლიან, რომ სამყარო ისეთი სულაც არ არის რასაც ვხედავთ), ამასთანავე დაბრუნდებიან ჩვენი კოსმიური წინაპრებიც, რომლებიც აღარ მიგვატოვებენ.
საინტერესო ფაქტია, რომ 2010 წელს, მგონი, ჰარვარდის უნივერსეიტეტის ასტროფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან - შავი ხვრელიდან გამომავალი უზარმაზარი გამა გამოსხივების სფერო, რომლის რადიუსი 25-26 ათასი სინათლის წელია, არც მისი წარმოშობის, არც დანიშნულების შესახებ, რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არაფერი არ იციან, მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრიდან დაახლობით 27 ათასი სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს.
ინდიელთა ლეგენდები სხვადახვა ღმერთების ჩამოსვლას წინასწარმეტყველებინ ამ დროისათვის, კეცალკოატლი, კუკულკანი, ბოლონ იაქტე, ინდიელთა პანთეონისათვის დამახასიათებელია სხვადსხვა ღმერთების ერთ ღვთაებაში გაერთიანება ან პირიქით ერთი ღმერთის სხვადსხვა სახელით და სხვადასხვა ამპლუაში მოვლინება, რომლის ნათელი მაგალითიც კეცალკოატლი - ერთერთი უმნიშვნელოვანესი ღმერთია, რომელიც იგივე კუკულკანია, შეცვლილი ატრიბუტებით და ოდნავ განსხვავებული გენიოლოგიით, და კიდევ მისი მრავალი ვარიანტებით ტომებისა და ენების მიხედვით. თუმცა ძალიან საინტერესოა ბოლონ იაქტე, რომელიც ჩემი აზრით, გახდა მიზეზი 2012 წლის სამყაროს დასასრულად გამოცხადების, ამაზე ცოტა მოგვიანებით (რაც არ უნდა ვეცადო, უფრო მოკლედ არ გამომდის).....
Go to the top of the page
 
+Quote Post
fukoshima
post Feb 24 2012, 02:17 PM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 23-December 11
Member No.: 6,663

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შინაგანად მეფიქრება და მტკიცედ მწამს, როოომ....
მაია, აბორიგენები და ბაბუინები აკლია ამ ქვეყანას სრული ბედნიერებისთვის!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
shendaukar
post Feb 24 2012, 09:14 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 17
Joined: 19-November 11
Member No.: 6,622

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა, ველით გაგრძელებას ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Feb 25 2012, 09:30 AM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაიას გრძელი კალენდრის დასასრულის შესახებ დიდ ხანია ცნობილია ევროპელებისათვის, მას შემდეგ რაც პირველად ქონდათ შეხება ამ კალენდართან (ისე, ამბობენ რომ ამ კალენდარმა მოახდინა გავლენა გრიგორიანული კალენდრის ჩამოყალიბებაზე). მაიას დამწერლობიდან შემორჩენილია სამად სამი ხელნაწერი, რომლებიც იმ მუზეუმების სახელებითაა ცნობილი, სადაც ინახება - დრეზდენის, მადრიდის და პარიზის ხელნაწერები, და ორი საკულტო წიგნი - "ჩილამ-ბალამი" და "პოპოჰ ვუ", ყველა მათგანში არის საუბარი დროის ციკლურობაზე, დროის დასასრულს ღმერთების - ზეციური წინაპრების დაბრუნებაზე. მაგრამ დროის დასასრულის ზუსტი თარიღი არსად არ არის ნახსენები. ზეპირი გადმოცემები და ლეგენდები დროის დასასრულად გრძელი კალენდრის დასასრულს ასახელებდნენ, მაგრამ ამაზე ყურადღება არავის გაუმახვილებია.
სამყაროს დასასრულის ბუმი დაიწყო არა მაიასაგან, არამედ "თეთრი ადამიანების" მიერ, მას შემდეგ რაც გასული საუკუნის სამოციან წლებში ცნობილი ტორტუკიეროს მეექვსე მონუმენტის იეროგლიფები აღმოაჩინეს და გაშიფრეს, იქ კი აშკარად წერია ის, რასთვისაც მაია უკვე დიდი ხანია ემზადებოდა და ზუსტად იგივე თარიღია მითითებული - ცამეტი ბაქტუმი, ოთხი აჰაუ, მესამე კანკინი. აქ წერია, რომ, ეს ადრე მოხდა, კვლავ მოხდება, ცხრა ქვედა სამყაროს და შვიდი დღის მმართველი დაბრუნდება, ყველასთვის ხილული გახდება ბოლონ იაქტე კი. ტორტუკიეროს კომპლექსი უკავშირდება მაიას ალბათ, ყველაზე ცნობილ მეფის ქინიხ ჰანააბ პაკალის სახელს და წარწერათა პირამიდას, რომლის ქვეშაც ინახება მეფის სარკოფაგი უცნაური მოხატულობით (ერიხ ვან დენიკენი ხშირად ასახელებს) ამ სარკოფაგზე გამოხატული პიროვნება აშკარად რაღაც საფრენ აპარატში ზის, გარკვევით ჩანს უცნაური მოწყობილება, სასუნთქი მილი, მოკლედ უკეთეს ახსნას ვერავინ ვერ პოულობს.
იმ პერიოდისთვის როცა ტორტუკიეროს იეროგლიფები აღმოაჩინეს, კარგად იყო ცნობილი ის წარმოუდგენელი და ყოვლად აუხნელი კოსმოლოგიური ცოდნა რაც უძველეს მაიას გააჩნდა, ასევე კარგად იყო გაშიფრული და წაკითხული ათასობით დამწვარ ხელნაწერებს შორის გადარჩენილი სამი ხელნაწერი და ორი წიგნი, იცოდნენ რომ ესპანელების შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე აღწერილი ქონდათ ესპანელების შემოსვლა და მათ მიერ ინდიელებისა და მათი კულტურის განადგურება საოცარი სიზუსტით და დროის ზუსტი ოცწლიანი მონაკვეთით, დიდი სიზუსტით გამოთვლილი ქონდათ ასტროლოგიური მოვლენები, რომლებიც ვერაფრით ვერ უნდა ცოდნოდათ, მაგრამ იცოდნენ. გაცილებით მეტი სერიოზულობით დაიწყეს მაიას წინასწარმეტყველებების განხილვა, ყურადღება მიაქციეს რომ წინა "სამყაროები" რაღაც კატასროფებით იღუპებოდა. არქეოლოგიური გათხრებით კი მათ მიერ დასახელებული ყველა კატასტროფა დადასტურებულია, აქვთ ბევრი და საინტერესო ლეგენდა ატლანდიდაზე, რომელსაც ატლანტიხას ეძახიან, და საიდანაც არიან წამოსულები, ყველაფერი რაც პლატონს უწერია და გაცილებით მეტი, პლატონისაგან აშკარად ვერ გადმოიღებდნენ. ახლა კი, როგორც ამბობდნენ მეხუთე და ბოლო სამყარო იყო. სრული სერიოზულობით დაიწყო მაიას ლეგენდების შესწავლა და უხეცესების გამოკითხვა, რას ნიშნავდა ეს თარიღი, ისინი კი მშვიდი ღიმილით პასუხობდნენ, რომ წინა სამყაროები და კატასტროფები ეხებოდა მხოლოდ დედამიწას, ახლა კი ქმნილების ციკლი მთავრდება რომელიც მთლიანად ჩვენს მზის სისტემას ეხება, რომ ჩვენი მარტოობა მთავრდება, რომ ცოდნის დიდი ნაწილი დაკარგული აქვთ, რადგან ჩვენ წავართვით, მაგრამ დიდი ციკლის დასასრულამდე აუცილებლად დაიბრუნებდნენ საჭირო ცოდნას (და კიდევ ვერ მივაღწიე ბოლონ იაქტემდე smile.gif ......
Go to the top of the page
 
+Quote Post
LAIRA
post Feb 25 2012, 09:39 AM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 795
Joined: 12-October 11
Member No.: 6,582

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 25th February 2012 - 09:30 AM) *
, ეს ადრე მოხდა, კვლავ მოხდება, ცხრა ქვედა სამყაროს და შვიდი დღის მმართველი დაბრუნდება, ყველასთვის ხილული გახდება ბოლონ იაქტე კი.

რა საინტერესოა ჩემთვის ვერ წარმოიდგენთ smile.gif
გმადლობთ
QUOTE(kate @ 25th February 2012 - 09:30 AM) *
(და კიდევ ვერ მივაღწიე ბოლონ იაქტემდე

თვალები გარბის სრიქონებზე სანამ დაწერთ biggrin.gif
ველოდები


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 02:33 PM