IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> კაჰუნების საიდუმლო ცოდნა
Atm@n
post Feb 13 2013, 09:23 AM
Post #41


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავუბრუნდეთ სამ "მე"-ს და ავღნიშნოთ, რომ კანეს ამოცანაა იზრუნოს ჩვენი ცხოვრებისეული გეგმის განხორციელებაზე. ადამიანის ბედი არაა ბოლომდე განსაზღვრული, დადგენილია მხოლოდ ძირითადი მოვლენები. ამგვარად ბედს მართლაც ვერ გაექცევი, მაგრამ შეიძლება გაექცე სწორ არჩევანს. ამიტომ ის, რაც ჩვენს ხელისგულზეა აღბეჭდილი, მხოლოდ ძირითადი ხაზებია ჩვენი ცხოვრების გეგმაში, რაზეც ბიბლიაში ნათქვამია: "ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი" (იობი 37:7), ხოლო რა მოხდება მომავალში ჩვენი ბედის ფარგლებში, ეს მხოლოდ ჩვენს საკუთარ არჩევანზეა დამოკიდებული.

იგივეზე, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი მომავალი, ჩვენთვის წინასწარ განსაზღვრულ მოვლენებში სწორად მოქმედებით, გვიყვება მაქს ფრიდომ ლონგი თავის წიგნში "საოცრებათა მაგია. კაჰუნების საიდუმლო ცოდნა".
"მკურნალმა მთხოვა, რომ რაღაც დროით საკუთარ აზრებზე გამეკეთებინა კონცენტრაცია, შემდეგ კი ზუსტად განმესაზღვრა, კონკრეტულად რა მინდოდა და რას ვთხოვდი უმაღლეს "მე"-ს. ასევე მან დამისვა რამდენიმე კითხვა. როცა ვუყვებოდი, თუ რის გაკეთება მინდოდა მომავალში, ის ყოველ ჯერზე თავიდან მეკითხებოდა: "და თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენს მომავალ გეგმებს არ შეუშლის ხელს?" მან მიბრძანა, რომ სხვადასხვა შესაძლებლობები ამეწონ-დამეწონა, ყოველი ნაბიჯი გამეაზრებინა და მხედველობაში მიმეღო ყველა შესაძლო შედეგი. ყურადღება უნდა გამემახვილებინა წვრილმან დეტალებზეც და წარმომედგინა, თუ როგორ განვითარდებოდა თვითოეული შესაძლო სცენარი, და როგორ იმუშავებდა სისტემა მთლიანობაში.

ამ ინტელექტუალური სავარჯიშოების მიზანი იყო მომზადება საჭირო "ლოცვისთვის" უმაღლესი "მე"-ს მიმართ. ლოცვის აზროფორმები ცალსახა უნდა ყოფილიყო, ასევე თავისუფალი ეჭვისა და ურწმუნოებისაგან. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მკაფიონი და უბრალონი. ყოველ გაშვებულ დეტალს შეეძლო წინააღმდეგობა გამხდარიყო და მთელი გეგმის შესრულება ეჭვქვეშ დაეყენებინა.

კაჰუნა მეუბნებოდა, რომ თავის პრაქტიკაში ძალიან ხშირად შეხვედრია იმ ფაქტს, რომ ადამიანები ხშირად უგზავნიდნენ უმაღლეს "მე"-ს წინააღმდეგობრივი მისწრაფებების, გეგმების, შიშების და იმედების ნაზავს. ისინი თითქმის ყოველ დღე და ყოველ საათში იცვლიდნენ თავიანთ სურვილებს. ერთხელ ერთი უნდოდათ, შემდეგ სხვა რამ, და ასე დაუსრულებლად. ხოლო რადგანაც უმაღლესი "მე" ჩვენს მომავალს ქმნის მუდმივი აზრებისგან, რომლებსაც ძილის დროს იღებს ჩვენგან, ეს მომავალი ძირითადად შემთხვევითი ფაქტორებისა და კონფლიქტური სიტუაციების გროვად, აღმასვლებისა და დაცემების უსასრულო მონაცვლეობად იქცეოდა. მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც მტკიცეა თავის მისწრაფებებში და სურვილებში და დიდი ხნის განმავლობაში მისდევს მათ, წინ მიიწევს თანმიმდევრულად თავის მიერ არჩეული მიმართულებით, შეუძლია წარუდგინოს უმაღლეს "მე"-ს საჭირო აზროფორმა. ეს გახდება მასალა, რომლისგანაც უმაღლესი "მე" მისთვის სასიკეთო და მის მიერ დაგეგმილ მომავალს აუწყობს მას, ანუ იმას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა.

ყოველთვის, როცა კაჰუნა თავის უმაღლეს "მე"-ს მიმართავდა თხოვნით, რომ ცლიენტს დახმარებოდა, ეს ლოცვა ავტომატურად აღწევდა ასევე ამ უკანასკნელის უმაღლეს "მე"-მდეც. ეს დაკავშირებულია კაჰუნების რწმენასთან, რომ ყველა უმაღლესი "მე" დაკავშირებულია ერთმანეთთან ჩვენთვის წარმოუდგენელი საშუალებით. ისინი წარმოადგენენ "სიმრავლეს ერთიანობაში" და "ერთიანობას სიმრავლეში". ისინი დაყოფილ ერთიანობას ქმნიან და დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ, ვიდრე ფუტკრები სკაში. ისინი მოქმედებენ როგორც ერთი მთლიანობა, მაგრამ ყოველი მათგანი ასრულებს ცალკეულ, ინდივიდუალურ მოქმედებებს. ჩვენ არ ძალგვიძს ამის გაგება, მაგრამ შედეგები, რომლებსაც უმაღლეს "მე"-სთან კონტაქტის შედეგად ვღებულობთ, მოწმობენ, რომ ჩვენი ვარაუდები, როგორც ჩანს მართალია და გვაახლოებენ ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობების ზღვართან.

კაჰუნა ადგა, რომ ელოცა. იგი ოთახში დადიოდა წინ და უკან, და მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მაგიდასთან გაჩერდა და ჩუმად მითხრა, რომ ცოტა ხანში ღმერთს მიმართავდა და ლოცვას წარმოთქვამდა ჩემი სახელით. შემდეგ დაიწყო სიტყვების წარმოთქმა ჰავაურ ენაზე, ნელა და ძლიერი ხმით. ისე გამოიყურებოდა, თითქოს სადღაც შორს, მომავალს უმზერდა. ლოცვა ერთხელ წარმოთქვა, შემდეგ კი ორჯერ ისევ გაიმეორა.
ამ სამჯერად ლოცვაში კაჰუნამ მთელი თავისი შთაგონების და ნების ძალა ჩადო, და ეცადა, რომ დაბალი "მე" უმაღლესი "მე"-სთვის აზროფორმის გაგზავნისთვის განეწყო.

დაბალი "მე" კონტაქტში შევიდა უმაღლეს "მე"-სთან უშუალო ბრძანების შემდეგ, რომელიც კაჰუნას შუა "მე"-სგან მიიღო. ლოცვის შემდეგ კაჰუნა სკამზე დაჯდა და დაისვენა ასეთი გონებრივი ძალისხმევის შემდეგ. მანამ, სანამ ლოცვას წარმოთქვამდა, სასიცოცხლო ძალის დამატებითი მარაგი უნდა მოეგროვებინა და მის ნაკადთან ერთად "ზემოთ" გაეგზავნა წარმოქმნილი აზროფორმები.

შემდეგ ლონგი აღწერს, თუ როგორ დეტალებში უხსნიდა მას კაჰუნა იმ მოქმედებებს, რომლებც უნდა განეხორციელებინა, ამ მოქმედებების დროც უთხრა და ვითარებაც. იმის შედეგად, რომ მან ზუსტად შეასრულა მისი ყველა მითითება, სიტუაცია სწორედ ისე შემობრუნდა, როგორც კაჰუნამ უწინასწარმეტყველა. და ამის მერე იგი ასე წერს ამის შესახებ:

"წინა" მომავალი, ეჭვგარეშეა შეიცავდა ფინანსური ხასიათის წარუმატებლობებს და პრობლემებს, რომლებიც გადაულახავად მეჩვენებოდა, და რომლებზეც ვდარდობდი. სავარაუდოდ ასეთი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა უმაღლესი "მე"-ს დახმარება, რომელმაც არასასურველი სასიცოცხლო პირობები უფრო სასიკეთოთი შეცვალა.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 14 2013, 09:27 PM
Post #42


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზუსტად არაა ცნობილი როგორ ახდენს უმაღლესი "მე" მომავლის ფორმირებას ორივე დაბალი "მე"-სთვის, რომლებზეც მშობელი სულივით მფარველობს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ჩვენი აზრები, რომლებისგანაც აზროფორმები იქნმნება, გარკვეული სახით გამოიყენება მომავალი მოვლენების კონტურების მოსახაზად. ყოველ შემთხვევაში, აზროფორმები ინფორმაციას აძლევენ უმაღლეს "მე"-ს ჩვენი იმედების, შიშების, მისწრაფებებისა და გეგმების შესახებ. როგორც ჩანს მომავალი სწორედ მათგან იქმნება, ამასთან უმაღლესი "მე" დიდი სიფრთხილით ადევნებს თვალყურს იმას, რომ არ ჩაერიოს ჩვენი არჩევანის თავისუფლებაში. ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს მისი გამოყენების გარანტირებული შესაძლებლობა, თუ თავად არ ვითხოვთ დახმარებას. დახმარება კი მხოლოდ მაშინ გაგვეწევა, როცა რაღაც დროით უარს ვიტყვით არჩევანის თავისუფლებაზე. არ შეგვიძLია იმის თქმა, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ გვესმის, რომ ასეთი პირობა, სავარაუდოდ, არსებობს.

ჩვენი ინტელექტუალური შეზღუდულობის გამო არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უხილავი მატეიისგან შექმნილი მომავალი, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ყველა მოვლენას და გარემოებას მოიცავს, და რომლებიც წუთების, საათების და დღეების სიზუსტით რეალიზდებიან, იმის მიხედვით, როგორც "კრისტალიზდება" უჩინარი კონტური. შესაძლოა მომავალს იგივე სტრუქტურა აქვს, როგორიც შუა და დაბალი "მე"-ს ნატიფ სხეულებს და აზროფორმებს. შესაძლოა სწორე დეს აზროფორმები გარდაიქმნება მოვლენებად. კაჰუნებმა არ იცოდნენ პასუხი ამ კითხვაზე. პასუხი ჩვენც არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ მომავალი რაღაც დონით უკვე ფორმირებულია, და ჩვენ შეგვიძლია წინასწარ დავინახოთ მისი უკვე კრისტალიზებული პერიოდები, ასევე სეგვიძლია შევცვალოთ ისინი, და ეს ჩვენთვის სრულიად საკმარისია".


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 14 2013, 09:28 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
QUOTE(Adidas @ 10th February 2013 - 11:32 PM) *
არა მგონია კონკრეტული ლოცვები ქონდეთ. როგორც მე მივხვდი მთავარი მიმართვის ემოცია და განწყობაა, თორე ისე ელაპარაკებიან უმაღლეს მეს როგორც ბავშვი მშობელს, ხან როგორ და ხან როგორ - სურვილებით ან თხოვნებით მიმართავენ. ძირითად ლოცვა კი მათთვის ალბათ მაინც დუმილია

რა კარგია smile.gif
ქრისტემაც იგივე თქვა, არ სჭირდება ღმერთს მრავალსიტყვაობა და სინაგოგებში ჩვენება ლოცვისა, შენმა ზეციერმა მამამ იცის რა გინდა...
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 14 2013, 10:14 PM
Post #44


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
rogori gonieri adamianebi arian xo? smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 14 2013, 10:47 PM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
ხო... ძალიან მომეწონნენ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 14 2013, 11:01 PM
Post #46


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Adidas @ 13th February 2013 - 10:23 AM) *
"მკურნალმა მთხოვა, რომ რაღაც დროით საკუთარ აზრებზე გამეკეთებინა კონცენტრაცია, შემდეგ კი ზუსტად განმესაზღვრა, კონკრეტულად რა მინდოდა და რას ვთხოვდი უმაღლეს "მე"-ს. ასევე მან დამისვა რამდენიმე კითხვა. როცა ვუყვებოდი, თუ რის გაკეთება მინდოდა მომავალში, ის ყოველ ჯერზე თავიდან მეკითხებოდა: "და თუ ასე მოხდება, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენს მომავალ გეგმებს არ შეუშლის ხელს?" მან მიბრძანა, რომ სხვადასხვა შესაძლებლობები ამეწონ-დამეწონა, ყოველი ნაბიჯი გამეაზრებინა და მხედველობაში მიმეღო ყველა შესაძლო შედეგი. ყურადღება უნდა გამემახვილებინა წვრილმან დეტალებზეც და წარმომედგინა, თუ როგორ განვითარდებოდა თვითოეული შესაძლო სცენარი, და როგორ იმუშავებდა სისტემა მთლიანობაში.

ესეც სიქრეთი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 15 2013, 10:11 AM
Post #47


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცხოვრება ჩვენს წინ დიდი ტბასავითაა გადაშლილი. დაბადებისთანავე ერთ ნაპირზე ვდგავართ და ცხოვრების განმავლობაში მეორე ნაპირზე მოხვედრას ვცდილობთ. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს – ზიგზაგებით თუ პირდაპირ, - ამას ლონო წყვეტს. კანე კუს მეშვეობით გამუდმებით აწვდის რჩევებს (რომელსაც ლონო უჯერებს ან არ უჯერებს), თუ როგორ მიაღწევს ყველაზე იოლად მეორე ნაპირს. მეორე ნაპირი შექმნილია სრულყოფისთვის და ჰარმონიისთვის, ჩვენი ცხოვრებისეული მიზნის რეალიზაციისთვის.

ლონოს გადაწყვეტილებები კუ-ში აღიბეჭდება. ეს უკანასკნელი პირდაპირ კავშირში შედის კანესთან აკა-თოკის მეშვეობით და გამუდმებით ღებულობს იმპულსებს და შთაგონებებს, თუ როგორ განახორციელოს ლონოსგან გარკვეული მიზნების მისაღწევად მომავალი ამოცანები განცდის მეტი სიღრმით, სიყვარულით, სულიერი სისავსით და შედეგიანობით. ამგვარად კუს მეშვეობით ლონო რჩევას ეკითხება "გამოუთქმელს" თუ როგორ მოიქცეს: "დაე იყოს არა ნება ჩემი, არამედ ნება შენი". ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, თუ როგორ აღიქვამს ლონო კანეს მიერ კუ-ს მეშვეობით გადაცემულ "შინაგან ხმას", უსმენს თუ არა და უჯერებს თუ არა მას.

იმ შემთხვევაში, თუ ლონო უჯერებს კანეს, ადამიანის ცხოვრება ხდება თავისუფალი, ჰარმონიული და სიყვარულით აღსავსე. ნუთუ ეს არ ემთხვევა იმას, რასაც იესო ხალხს მოუწოდებდა:

"არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რამეთუ ერთს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრნავთ თქვენი სიცოცხლისთვის, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისთვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული – უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი? შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ? ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე? ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ?

შეხედეთ როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით ის ეარ იყო შემოსილი, როგორც თვითოეული მათგანი. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ მცირედ მორწმუნენო? ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ ან რით შევიმოსოთო? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. მაშ, ეძებეთ პირველ ყოვლისა უფლის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისთვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავის საზრუნავი." (მათე 6:24-34)


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 15 2013, 12:20 PM
Post #48


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
zalian magaria smile.gif :tkbilagagimebulismaili:


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 16 2013, 09:52 PM
Post #49


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი." (მათე 5:3)

მატერიალურად გლახაკნი მოწყალებას ითხოვენ და იზრდებიან მატერიალურად, ხოლო ისინი ვისა ცარ გააჩნია სულის ძალა, მამას სთხოვენ, რომ მისცეს იგი და იზრდებიან ღვთისშემეცნებაში, ანუ უმაღლესი "მე"-ს, თავისი პირვანდელი ბუნების შემეცნებაში: "და იქნებით უზენაესის ძენი" (ლუკა 6:35), "...განა თქვენს რჯულში არ გიწერიათ: მე ვთქვი, რომ ღმერთები ხართ?" (იოანე 10:34), "მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი." (ფსალმუნნი 81:6)

იმის გამო, რომ ერთიანი უზენაესი "მე" ჩვენში იმყოფება, "მამის სასუფეველი თქვენშია".

"ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს გაუღებენ. რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლკად გველი მისცეს მას? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს მათ, ვინცა სთხოვს?" (ლუკა 11: 9-13)


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 17 2013, 09:14 AM
Post #50


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



good.gif l_book.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 17 2013, 10:02 AM
Post #51


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კაჰუნები ნათელმხილველობის უნარს ფლობენ, და ასევე გრძნობენ სულის აურას. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად თვლიან იმას, რომ დაეხმარონ სხვებს თავიანთი გულის სუფთად შენახვაში და ასწავლონ კანეს მითითებების შესრულება.

კაჰუნების თქმით, ადამიანი თესლს ჰგავს, მაგალითად ხის თესლს. როცა მის ანალიზს ბიოლოგიის თვალთახედვით ვახდენთ, მის ქიმიურ შემადგენლობას ვხედავთ, თუმცა ვერასოდეს ვიპოვით მასში ჩადებულ ხეს. მაგრამ ჩავთესოთ თესლი შესაფერის ნიადაგში და მოვიკრიბოთ მოთმინება რამდენიმე წლით; გაჩნდება შესანიშნავი დიდი ხე, მანმადე კი ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ იგი თესლში იყო დამალული. მაგრამ ეს თესლი, რომელსაც ვხედავდით, "ქრება" დ ახედ იქცევა.

საოცარია, რომ კაჰუნების მიერ მოყოლილი ძალიან გვაგონებს იმას, რაც 2000 წლის წინ ქრისტემ მოუყვა ადამიანებს: "ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა ყანაში; ეს მარცვალი ყველანაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი გახდება დ ახედ იქცევა, ისე რომ მოფრინავენ ცის ფრინველები და მასზე იბუდებენ". (მათე 13:31-32)

ასე ხედავენ კაჰუნები ადამიანს, მის ზრდას, მის ცხოვრებას. თუ სამი "მე", როგორც ცნობიერების სამი ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხურის სიმბოლო, ერთიანდება, მაშინ ჩნდება რაღაც დიადი და ახალი.

კაჰუნების მიზანია – თავიდან გახსნან და აღადგინონ ცხოვრების თავდაპირველი ჰარმონია, რათა ადამიანმა მოიპოვოს როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა. ეს ჰარმონია შეიძლება გაჩნდეს იმ პირობით, რომ სამი "მე"-ს საფეხურებს შორის პატარა დაბრკოლება ან უთანხმოებაც კი არ იქნება, არამედ ჩამოყალიბდება ურთიერთშევსების, თანამშრომლობის და ენერგეტიკული წონასწორობის ურთიერთობები.

კაჰუნები ცხოვრებაში მისდევენ ამ პრინციპებს და ყოველდღიურად იყენებენ მათ. "აქციე ეს სამყარო ოდნავ უკეთესად, ვიდრე შენ დაბადებამდე იყო" – ასეთია მათი მოთხოვნა საკუთარი თავისადმი და ჩვენდამი.
შევაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, კიდევ ერთხელ გადავხედოთ კაჰუნების სიბრძნეს, მანმადე დაფარულს და ახლა გამჟღავნებულს.

სამი "მე" ქმნის ადამიანის არსებას.

არაცნობიერს შეუძლია დამახსოვრება, მაგრამ გააჩნია ინტელექტუალური ქმედების სუსტი უნარი. მისი ქმედებები ემოციებს ეყრდნობა – ის მათ მორჩილებს და მის მიერვე წარმოიშობა.
ცნობიერებას არ აქვს მეხსიერება. გააჩნია ლოგიკური აზროვნების უნარი.

ზეცნობიერებას გააჩნია ინტუიტიური სიბრძნე, რომლის წყალობითაც ღებულობს სრულ ცოდნას "რეალიზაციის" პროცესში. იცის წარსული, აწმყო და მომავლის ის ნაწილი, რომელიც უკვე კრისტალიზებული, საბოლოოდ დაგეგმილი, შექმნილი და განხორციელებისთვის მზადმყოფია.

მანას სასიცოცხლო ძალის ვიბრაციის სამი სახე, რომლებსაც ადამიანის სამი "მე" იყენებს.

სხეულის ტალღები, ანუ დაბალი ძაბვის ელექტრული სასიცოცხლო ძალა. მას იყენებს არაცნობიერი. ამ ძალას შეუძლია ნაკადებად გაიაროს ნატიფ ძაფებში (აკა).
ტვინის ტალღები, ანუ მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა. გამოიყენება ცნობიერი სულის მიერ აზროვნებისა და ნების ყველა გამოვლინებაში.

სასიცოცხლო ძალის უმაღლესი ვიბრაცია (მეცნიერების მიერ აქამდე შეუსწავლელი). კაჰუნები ამტკიცებენ, რომ მას ზეცნობიერი იყენებს თავისი მიზნებისთვის. უმაღლესი "მე"-ს სიმბოლო – მზეა, ხოლო მის ძლევამოსლიებას მზის სხივი განასახიერებს.

სამი "მე"-დან ყოველს გააჩნია საკუთარი უჩინარი სხეული. კაჰუნები მათ ნატიფ (მოჩვენებით) სხეულებს უწოდებენ.

უჩინარი სუბსტანციის სხეულები (ეთერული ან ასტრალური), რომლებშიც "მე" იმყოფება, ქმნიან ადამიანს. მისი ქვედა ორი ფორმა ჩვეულებრივ თანხმოვბაში არიან ერთმანეთთან და ადამიანის სხეულთან მისი სიცოცხლის განმავლობაში. სიკვდილის შემდეგ ეს ორი უჩინარი სხეული ერთმანეთთან დაკავშირებული რჩება.

არაცნობიერის ნატიფი სხეული ყველაზე "ხშირია" (густое) სამ სხეულს შორის. აქვს სპეციფიური თვისება "მიეწებოს" ყველაფერს, რასაც ადამიანი ეხება (ხედავს ან ისმენს). როცა უშუალო კონტაქტი წყდება, იგი გრძელ უჩინარ ძაფს ტოვებს, რომელიც ობიექტთან ისე აკავშირებს, რომ მასთან ურთიერთქმედებას განაგრძობს. ასეთი ნატიფი მატერია წარმოადგენს ელექტრული სასიცოცხლო ენერგიის სრულყოფილ გამტარს. იგი წარმოადგენს ადგილს, სადაც ასეთი ენერგია შეგვიძლია დავაგროვოთ. როცა მას (სუბსტანციას) დაბალი ვიბრაცია ავსებს, იგი ხდება უძრავი და იძენს ისეთ ძალას, რომ შეუძლია "ბერკეტის" როლი შეასრულოს, ანუ იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც საგნების ამოძრავების ან მათზე სხვა გავლენის საშუალებას იძლევა.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 17 2013, 10:35 AM
Post #52


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცნობიერების სულის ნატიფი სხეული ნაკლებად "ხშირია", ვიდრე არაცნობიერის. მას შეუძლია გაატაროს დაბალი ვიბრაციის სასიცოცხლო ენერგია, მაგრამ აუცილებელი არაა ამას აკეთებდეს. ამასთან იგი გვევლნება საშუალო ვიბრაციის გამტარად, ანუ იმ ენერგიეს, რომელსაც გონების ეს ფორმა იყენებს. იგი ქმნის სულიერ სხეულს და ამ სხეულში – მოჩვენებითი (ნატიფი) სხეულის სახით – განაგრძობს ფუნქციონირებას ადამიანის სიკვდილის შემდეგ.

ადამიანის ზე-ცნობიერის ნატიფი სხეული. სავარაუდოდ ზე-ცნობიერი ამ უჩინარ და ნატიფ სხეულში მთელი დროის განმავლობაში იმყოფება. იგი იშვიათად შედის უშუალო კონტაქტში თავის ფიზიკურ სხეულთან. თუე ს ხდება, მაშინ მთლიანად იცვლება ფიზიკური სხეულის შემადგენელი მატერიის სტრუქტურა. სხეულის უჯრედები, აკა-თოკების მიერ მიწოდებული ცნობიერების ენერგიეს შედეგად, უნარს იძენენ, რომ თავის თავში გაატარონ უმაღლესი "მე"-ს სინათლე და ხილული გახადონ ეს სინათლე, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ უმაღლესი "მე" ანუ ზეცნობიერი მართლაც არსებობს. ხოლო ის, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე შეუცნობელი რჩება, თავად ადამიანის არჩევანს წარმოადგენს. როგორც ამაზე დონ ხუანი ამბობდა: "ისინი ცხოვრობდნენ როგორც ინდიელები და მოკვდნენ როგორც ინდიელები, და მაინც ვერ გაიგეს, რომ ადამიანები იყვნენ."
და ამ თავის დასასრულს წავიკითხოთ კიდევ ერთი მონაკვეთი შუსანა ვიგელის წიგნიდან: "რას ამბობს ის, ვინც ამბობს "გამოუთქმელს".

"მე ვარ ყოველივე არსებულის საწყისი. მე ვარ ყოველი სიცოცხლის წყარო. ჩემი მეშვეობით ღებულობს ყოველი ცოცხალი თავის სახეს. ადამიანებმა "სიყვარული" ან "სინათლე" მიწოდეს. მაგრამ ადამიანებმა არ უწყიან სიყვარულის და სინათლის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. მე – ყველაზე წმინდა ვარყ ველა ენერგიას შორის. მე არ განვიკითხავ და არ განვსჯი. ჩემი ერთადერთი მისწრაფებაა – სიყვარულშI გამოვავლინო ჩემი არსობა.

ყველაფერი ჩემს მიერ შექმნილი – ესაა ერთგვარი გზა, რომ გაგეხსნათ ჩემს წმინდა არსებობაში. სულ თავიდან ჩემი ქმნილება ყველაზე მჭიდროდ იყო ჩემთან დაკავშირებული. ის იყო ისეთივე მარადიული, როგორც მე. მე თავისუფლად მივედინებოდი ყოველ ატომში, ენერგიად.

სიკვდილი – არაა ჩემი ქმნილება. თქვენ რომ მისცეთ ნება ენერგიას და სიყვარულს თქვენში იდინოს, როგორც თავიდან, თქვენ მარადიული არსებები გახდებოდით და კვლავ წარმოშობდით სიყვარულს და სინათლეს. თქვენ თვითონ გახდებოდით შემოქმედნი და მარადიულად იქნებოდით ღმერთთან განუყრელობის ერთიანობაში.

თუკი ეს გინდათ, მაშინ თქვენთვის მნიშვნელოვანია განთავისუფლდეთ ყველა სიფრთხილისგან, შიშისგან და დარდისგან, რათა თქვენმა სხეულებმა შეძლონ დასვენება და კვლავ მოიპოვონ კავშირი ჩემს ენერგიასთან, რომელსაც თქვენს თავში ყველა დროის დასაწყისიდან ატარებთ.

იესო მოევლინა ადამიანებს, რათა გაეფანტა ცრუ აზრები და შიშები, და ეჩვენებინა, რომ სიკვდილის გადალახვა შესაძლებელია. იგი ცდილობდა სხვა რწმენა მოეცა თქვენთვის. მაგრამ თქვენ ვერ შეძელით მისი გაგება, რამეთუ ის, რისიც გჯერათ, განგაშორებთ თქვენი საკუთარი გულებისგან: არადა მხოლოდ გულით შეიძლება მოსმენა!

მე შევქმენი მხოლოდ ერთი კანონი: მიზეზის და შედეგის საყოველთაო კანონი. მისი პრაქტიკული აზრი იმაშია, რომ თუკი ცოცხალია თქვენი სიყვარული და სიყვარულის ენერგიას თავისუფლად დინების ნებას აძლევთ, თქვენ გახდებით უფრო ძლიერნი, განსაკუთრებულნი და სიხარულით აღსავსენი – ჩემთან ერთობაში. მაშინ ყველაფერი საწყის ჰარმონიას დაუბრუნდება.

თქვენ შეძლებდით კვლავ მიგეღწიათ იმ ენერგიისთვის, რომელიც თქვენშია დაფარული, და მისით გეცხოვრათ. მაშ, დაუბრუნდით ჩემს წიაღს, იყავით და დარჩით ჩემთან ერთიანნი, როგორც დროის დასაწყისში იყო. ესაა თქვენი არჩევანი!"


ამ სიტყვებით დაარიგა სუსანა ვიგელი ერთმა გამოცდილმა შამანმა-კაჰუნამ ჰავაის კუნძულიდან Mოლოკაი, თხოვნის საპასუხოდ, რომ თავისი წიგნის პროლოგად გამოეყენებინა ისინი. ამასთან ერთად მან მიუთითა ყველა შესაძლო გზა ცოცხალი უკუკავშირისა "გამოუთქმელთან".



კუნძული მოლოკაი




ამ სტატიას მოვრჩი. კიდევ მაქვს რაღაც "ტრეინინგისმაგვარი" კაჰუნების ენერგეტიკულ კანონებთან დაკავშირებით. თუ არ დამეზარა ვთარგმნი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 17 2013, 01:21 PM
Post #53


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
QUOTE(Adidas @ 17th February 2013 - 11:35 AM) *
კუნძული მოლოკაი

სად მდებარეობს ეს კუნძული?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 17 2013, 01:35 PM
Post #54


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE(earth @ 17th February 2013 - 01:21 PM) *
სად მდებარეობს ეს კუნძული?


ჰავაის ერთ-ერთი კუნძულია. "მშვიდი მეომრის" მეორე ტომში მანდ აგრძელებს სწავლას დენ მილმენი. იქ უფრო კარგადაა აღწერილი.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 18 2013, 09:35 PM
Post #55


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Ra vici rom gavizaxi siyvaruli,siyvarulitqo, sentimenta romantikosi xaro,arada vizaxdi,araa ramanwika siyvaruli, gmertia siyvaruli da yvelaze zlieri adamiani,siyvarulitaatqo da ahaa, venacvale kahunebs sulshi da gulshi smile.gif
Atm@n
yvelaperi wavikitxe da ai maagar gasworebulshi var smile.gif)) imitom rom imitom biggrin.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Feb 18 2013, 09:37 PM
Post #56


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte

სიყვარული სენტიმენტები არაა. სენტიმენტები სიყვარულის ნაწილია და არა პირიქით biggrin.gif

QUOTE(iziko @ 18th February 2013 - 09:35 PM) *
yvelaperi wavikitxe da ai maagar gasworebulshi var )) imitom rom imitom


აბა მართლმადიდებელ მოძღვრებს წააკითხე თუ გაუსწორდებათ! biggrin.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 18 2013, 09:52 PM
Post #57


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atm@n
oh,mec martlmadidebeli var ra moxda mere smile.gif ragac sxvaobebi aris, nu siyvarulis, rwmenis, gulis da gonebis gasaxsnelad da meti madlis misagebad, askeza upro didia da ziritadi aqcenti gmerttan cocxal, pirovnul urtiertobazea gaketebuli, kidev ragac sxvaobebi, mara, rac moewoneba adamians, xom sheuzlia miigos,rac ara da ara,ragac sasargeblos xom yvelgan da yvelapridan vswavlobt smile.gif da (kargia rom) arc yvela mgvdelia ertnairi smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Jun 26 2013, 11:32 PM
Post #58


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სტატია კაჰუნებზე (ამჯერად თარგმანის გარეშე):


Кахуна
Часто кажется, что истина должна находиться где-то далеко-далеко.
Но, как правило, она совсем рядом – стоит и улыбается.

Вот что поведал индеец кахуна.
Мы разделены на три части — высшее Я, среднее Я и низшее Я.

Важнее всего понять следующее: нельзя достичь высшего Я или соединиться с ним, пока не достигнешь и не соединишься с низшим Я.
Прежде чем подняться к небесам, дух сначала должен сойти вниз.

Подсознательный разум низшего Я соединен со всеми остальными человеческими существами на Земле (коллективное бессознательное по Юнгу).
Ему известен подсознательный разум каждого индивидуума.

Более того, он знаком с подсознательным разумом не только каждого живущего на Земле человека, но также любого человека, который когда-либо жил на Земле в прошлом или будет жить в будущем.
Да, подсознательный разум знает прошлое и будущее до тонкостей, по крайней мере, прошлое и будущее Земли.

Кроме того, низшее Я знает все, что связано со всей жизнью на нашей планете, а не только с человеком — другими словами, оно знает всю живую биосферу.
И это — абсолютно точный факт.

Низшее Я — живое и производит впечатление единого существа, общающегося с нами.
Это сама Мать-Земля!

Она и есть наше низшее Я.
Иными словами, низшее Я — это Земля и вся жизнь на ней, в ней и над ней.

По мнению кахуна с Гавайев и большинства других аборигенных народов планеты, Мать-Земля — это маленький ребенок примерно двух—шести лет, в зависимости от того, о каком народе идет речь.
Мать-Земля всегда дитя, и она никогда не взрослеет.

Для того чтобы соединиться с низшим Я, как полагает большинство аборигенных народов во всем мире, вы должны любить Мать-Землю и играть с ней.
Искушенность взрослых и все их технократическое мышление и ловушки не помогут вам соединиться с Матерью.

Ей это не интересно.
Вы можете каждый день медитировать часами, пытаясь соединиться с Матерью, отдавая этому все свое время и не занимаясь ничем другим, но это бесцельная трата времени.

Чем упорнее вы стараетесь, тем менее вероятен положительный результат.
Почему?

Да потому что Мать соединится только с той частью вас, которая осталась невинным ребенком.
Конечно же большинство из нас утратили детскую невинность.

Мы потеряли способность знать и сознательно соединяться с Матерью.
Мы должны вспомнить ребенка внутри себя и быть им, если хотите двигаться дальше.

У вас может быть степень кандидата или доктора наук одного из известнейших университетов мира, вы можете быть экспертом в своей области, очень известным и весьма уважаемым человеком.
Но если вы хотите узнать Мать-Землю, вам следует отложить свои регалии в сторону и абсолютно забыть о них.

Все это на нее не производит впечатления. Мать-Земля любит детей, и если вы позволите своей детской природе и невинности выбраться из-под завалов взрослости, тогда что-то реальное начнет происходить в вашей духовной жизни.
Когда кахуна хотят, например, найти рыбу, они просят о помощи Мать-Землю.

И она им отвечает.
Вполне возможно, что ответ придет из самой реальности.

К примеру, облака могут превратиться в человеческую руку, которая укажет место скопления рыбы.
Кахуна садятся в лодку и, следуя указаниям Матери, плывут туда, где есть рыба.

Они живут в единстве с природой, связь с которой цивилизованное человечество практически полностью утратило, лишь несколько аборигенных племен и хранителей Земли все еще ведут такой образ жизни.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atm@n
post Aug 11 2013, 02:25 PM
Post #59


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზემოთმოყვანილი სტატიის თარგმანი:


კაჰუნა



ხშირად გვეჩვენება, რომ ჭეშმარიტება სადღაც ძალიან შორსაა. მაგრამ როგორც წესი ის აქვეა – დგას და იღიმება.

აი რა მომიყვა ინდიელმა კაჰუნამ.
ჩვენ დაყოფილნი ვართ სამ ნაწილად — უმაღლესი მე, საშალო მე და დაბალი მე.

ყველაზე მნიშვნელოვანია გავიგოთ შემდეგი: შეუძლებელია უმაღლესი მე-ს მიღწევა ან მასთან შეერთება, სანამ არ მიაღწევ და არ შეუერთდები დაბალ მე-ს.
სანამ ზეცაშ ავა, სული ჯერ ქვემოთ უნდა დაეშვას.

დაბალი მე-ს ქვეცნობიერი გონი დაკავშირებულია ყველა დანარჩენ ადამიანურ არსებასთან დედამიწაზე (კოლექტიური არაცნობიერი იონგის მიხედვით).
იგი იცნობს ყოველი ინდივიდის ქვეცნობიერ გონებას.

უფრო მეტიც, იგი იცნობს ქვეცნობიერ გონებას არა მხოლოდ ყოველი დედამიწაზე მცხოვრები ადამიანისა, არამედ მათიც, ვისაც ოდესმე უცხოვრია წარსულში ან ოდესმე იცხოვრებს მომავალში. დიახ, ქვეცნობიერმა გონებამ დეტალებში იცის წარსული და მომავალი. ყოველ შემთხვევაში დედამიწის წარსული და მომავალი.

გარდა ამისა დაბალმა მე-მ იცის ყველაფერი არა მარტო ადამიანზე, არამედ მთელს ბიოსფეროზე. და ეს აბსოლუტურად ზუსტი ფაქტია.

დაბალი მე — ცოცხალია და ახდენს ერთიანი არსების შთაბეჭდილებას, რომელიც ჩვენთან ურთიერთობს. ეს თავად დედა-მიწაა!

სწორედ იგია ჩვენი დაბალი მე.
სხვა სიტყვებით, დაბალი მე — ეს დედამიწაა, და მთელი სიცოცხლე მასში და მასზე.

ჰავაელი კაჰუნას და სხვა აბორიგენი ხალხის აზრით, დედამიწა — ეს პატარა ბავშვია მიახლოებით ორი-ექვსი წლის ასაკის, იმის მიხედვით, თუ რომელ ხალხზეა საუბარი.
დედა-მიწა ყოველთვის ბავშვია და იგი არასოდეს იზრდება.

იმისთვის, რომ დაბალ მე-ს შეუერთდეთ, როგორც აბორიგენი ხალხის უმეტესობა ამბობს დედამიწაზე, თქვენ უნდა გიყვარდეთ დედა-მიწა და ეთამაშოთ მას. ზრდასრულთა ცბიერება და მათი ტექნოკრატიული აზროვნება და ხაფანგები ვერ დაგეხმარებიან დედა-მიწასთან შეერთებაში. მას ეს არ აინტერესებს.

თქვენ შეგიძლიათ ყოველდღე საათობით იმედიტიროთ და ეცადოთ დედასთან შეერთებას. მთელი დრო დაუთმოთ ამას და მეტი არაფერი აკეთოთ, მაგრამ ეს დროის უაზრო კარგვაა.

რაც უფრო ჯიუტად ეცდებით, მით უფრო ნაკლებად დადებითი იქნება შედეგი.
რატომ?

იმიტომ, რომ დედა-მიწა შეუერთდება თქვენს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც უმანკო ბავშვად დარჩა. რა თქმა უნდა თქვენმა უმეტესობამ დაკარგა ბავშვური უმანკოება.

ჩვენ დავკარგეთ უნარი ვიცნოთ და გაცნობიერებულად შევუერთდეთ დედას.
უნდა გავიხსენოთ ბავში ჩვენში და ვიყოთ იგი, თუ წინსვლა გვინდა.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ კანდიდატის ან დოქტორის ხარისხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უნივერსიტეტში, თქვენ შეგიძიათ იყოთ ექსპერტი თქვენს სფეროში, ძალიან ცნობილი და პატივცემული ადამიანი. მაგრამ თუ გინდათ შეიცნოთ დედა-მიწა, გვერდზე უნდა გადადოთ თქვენი რეგალიები და სრულიად დაივიწყოთ ისინი.

ყველაფერი ეს მასზე ვერ ახდენს შთაბეჭდილებას. დედა-მიწას ბავშვები უყვარს, და თუ თქვენ საშუალებას მისცემთ თქვენს ბავშვურ ბუნებას და უმანკოებას, რომ ზრდასრულობის ნანგრევებიდან გამოვიდეს, მაშინ რაღაც რეალური დაიწყება თქვენს სულიერ ცხოვრებაში.
როცა მაგალითად კაჰუნებს თევზის პოვნა უნდათ, ისინი დასახმარებლად დედა-მიწას მიმართავენ. და იგი მათ პასუხობს.

სრულიად შესაძლებელია, რომ პასუხი თავად რეალობიდან მოვა. მაგალითად ღრუბელი შეიძლება ადამიანის ხელად იქცეს, რომელიც თევზების თავშეყრის ადგილს მიუთითებს. კაჰუნები სხდებიან ნავში და დედის მითითების თანახმად ეძებენ თევზს.

ისინი ბუნებასთან ერთიანობაში ცხოვრობენ, რომელთან კავშირიც ცივილიზებულმა კაცობრიობამ პრაქტიკულად სრულიად დაკარგა.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post
ჯი-ნია-ნი...
post Aug 11 2013, 10:55 PM
Post #60


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 186
Joined: 26-October 11
From: tbilisi
Member No.: 6,596

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატმან, ამ ფორუმის სული და გული ხარ!


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 04:58 PM