IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ნატურფილოსოფიის საფუძველი, ანტიკური ნატურფილოსოფია
Crow
post Dec 12 2018, 06:39 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვ წ. აღ-მდე VII საუკუნე
კონფუცი-ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და
აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად
მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (“მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი –
“მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი
მასწავლებელი იყო).
ლეგენდის თანახმად, მისი დაბადება იწინასწარმეტყველა მარტორქამ.
მართალია, ის ღარობ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მან შეძლო მიეღო შესანშნავი განათლება.
19 წლის ასაკში დაქორწინდა.ეყოლა ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. 527 წელს მას დედა
გარდაეცვალა. მას შემდეგ მან გააგრძელა თავის კარიერა,მასწავლებლის რანგში.
კონფუცის სკოლაში სხვადასხვა ფენის წარმომადგენელები სწავლობდნენ –
არისტოკრატებიც და უიღბლო ადამიანებიც.
ლაო-ძი — ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის
ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი“ ნიშნავს მოხუც
ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ
სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო ჩინეთი და
გადაიხვეწა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ. ლაო-ძიმ კაცობრიობას დაუტოვა
ფილოსოფიური თხზულება სახელად „დაო დე ძინი“. ამ თხზულებამ საფუძველი ჩაუყარა
ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს. თავდაპირველად
დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.წ. მეორე საუკუნეში
წარმოიშვა რელიგია რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს.
ინდოეთში ტიან-ტან ბუდა- ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის
საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად
სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი
სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი
გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა
ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას
მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან
ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა
ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას
არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა,
რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო?
მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ
დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების
შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც
მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და,
როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც
ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის
საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო. მიატოვა 29
წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა.
შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა
სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს
ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის
ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა,
სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა - ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას
ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.ამის შემდეგ ორმოცი წლის
განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას
უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი
იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.
სპარსეთში ზოროასტრი , იგივე ზარატუსტრა (ზარათუშთრა)
ზარათუშტრა (ირან., ბერძნ. ზოროასტრი)- ძველი სპარსული რელიგიის რეფორმატორი
— ზოროასტრიზმის დამაარსებელი და წინასწარმეტყველი. მეცნიერებაში დადგენილია, რომ
ზარათუშტრა ისტორიული პირია. ავესტაში არის ცნობები მის გვარზე, ქალიშვილსა და
მეგობრებზე. ზარათუშტრას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ზუსტად არ არის ცნობილი.
ვარაუდობენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ. წ. X საუკუნესა და VI საუკუნის I ნახევარს შორის
პერიოდში. სადავოა ზარათუშტრას სამშობლოს საკითხიც. მკვლევართა უმრავლესობა
ფიქრობს, რომ ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ირანში.
ზოროასტრული ტრადიციით კი მისი სამშობლო აზერბაიჯანია. ზარათუშტრას მიაწერენ
გათების (ავესტის უძველესი ნაწილი) შექმნას. დასაშვებია, რომ ზარათუშტრა იყო არიული
რელიგიის ქურუმი და თავის ახალ მოძღვრებაში შეინარჩუნა არიული რელიგიის
ინსტიტუტები და მრავალი რელიგიური ტერმინი. გათბის მიხედვით, ზარათუშტრას
მოძღვრებას მის სამშობლოში წარმატება არ ჰქონია, იგი გაქცეულა და თავი შეუფარებია ქავი
(მეფე) ვიშტასპას კარზე. ვიშტასპამ და მისმა ქვეშევრდომებმა მიიღეს ახალი რელიგია და
ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას. „მცირე ავესტაში“ ზარათუშტრა უკვე მითურ პიროვნებად,
ღმერთკაცად გვევლინება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 12 2018, 06:44 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძველი საბერძნეთი-თალესის სკოლის ფილოსოფოსები;
თალეს მილეთელი:
თალესი დაიბადა მილეთში (ახლანდელ თურქეთში) ძვ.წ.აღრ.624 წელს და იქვე
გარდაიცვალა ძვ. წ. აღრ. 546 წელს. თალესი იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის იყო ბერძნული ფილოსოფიის დამფუძნებელი. სავარაუდოდ
ის ანაქსიმანდრეს მასწავლებელი იყო. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა
მსოფლიო იყო წყალი. ასევე მან მნიშვნელოვანი ცლილება მოახდინა, როდესაც თქვა, რომ
ყველაფერს საფუძვლად უდევს უბრალო ფიზიკური წესები. მან ასევე წამოაყენა აზრი რომ
ვარსკვლავები იყო სხვა მსოფლიოები. თალესმა ამით ბიძგი მისცა სხვა ფილოსოფოსებს,
რაციონალიზმის პოზიციიდან ემსჯელათ ციური სხეულების ბუნებაზე. ამან გამოიწვია
სწრაფი ზრდა აზრისა სხვა სამყაროების არსებობაზე. თალესმა ასევე იწინასწარმეტყველა
მზის დაბნელება ძვ. წ. 585 წელს. თალესის არც ერთ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია, რის
გამოც ჩვენ ვეყრდნობით იმას რაც სხვებმა დაწერეს მასზე და მის
ნაშრომებზე. პროკულუსი წერს რომ თალესი ახალგაზრდობაში წავიდა ეგვიპტეში და რაც
ისწავლა ყველაფერი შეიტანა ბერძნულ მათემატიკაში და ფილოსოფიაში.
ინდოეთის, ტიბეტის და ჩინეთის სახელმწიფოები, რომლებიც არსებობდნენ უძველეს
დროს, თითქმის არ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ მოვლენებში, რომლებიც მიმდინარეობდა
ხმელთაშუაზღვის აუზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ტერიოტირებზე კულტურის და
სამრეწველო ტექნიკის განვითარება მიმდინარეობდა თუ იზოლირებულად არა, ყოველ
შემთხვევაში მთლიანად დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა რომ სავაჭრო ურთიერთობა
ჩინეთის, ეგვიპტეს და ინდოეთს შორის უდაოდ არსებობდა. ხელოსნობა ინდოეთში
აღმოცენდა
უძველეს დროში ჩვ. წ. აღ-მდე. მაგრამ მასზე შეიძლება იმსჯელო მხოლოდ არქეოლოგიური
ძეგლების შესწავლის საფუძველზე. უძველესი დროის ჩინელმა ხელოსნებმა ასევე დიდ წარმატებებს მიაღწიეს. როგორც
ძველი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჩინეთშიც ფართოდ გავრცელდა ქსოვლების ღებვა. ამ
მიზნით შექმნილი იყო უამრავი სხვადასხვა საღებავი და ასევე დაწერის მიზნით –ჩინური
ტუში. ძალიან მნიშვნელოვან და დიდ მიღწევად ითვლებოდა ქაღალდის, დენთის და
ფაიფურის გამოგონება. ხოლო 105 წელს გამოიგონეს ქაღალდის წარმოება სხვადასხვა
ნივთებისგან: მერქანის, ტილოების, ძველი ქსელების და ა.შ. ეს მეთოდი შემდგომ დახვეწილ
იქნა და ფართო გამოყენება ჰპოვა ასევე სხვადასხვა ქვეყნებშიც. 751 წელს ქალღალდის
ჩინური წესით წარმოება სამრეწველო მაშტაბით განხორციელებულ იქნა ქ. სამარყანდში.
ასევე ჩინეთში, ალბათ, გუტენბერგამდე მრავალი ასეული წლებით ადრე წიგნის ბეჭდვის
საშუალება. უფრო უძველეს დროს ჩინეთში ფართოდ გამოიყე-ნებოდა ფეიერვერკების
მოსაწყობი საშუალებები. აქედან გამომდინარე პიროტექნიკოსებისათვის ცნობილი იყო
დენთის შედგენილობა სელიტრა, (სელიტრა -ტრივიალური დასახელება
მინერალებისათვის, რომლებიც შეიცავენ ტუტე და ტუტემიწა მეტალების ნიტრატებს (მათ
შორის მათ კრისტალჰიდრატებსაც) და და ამოინიუმს. სახელწოდება სავარაუდოდ
წრამოსდგება ლათინურიდან sal nitrum), ნახშირი, გოგირდი, რომელიც ასევე სამედიცინო
პრაქტიკაშიც გამოიყენებოდა. 861 წელს ერთმა ჩინელმა მეწარმემ აღწერა დენთის
შემადგენლობა. 8 საუკუნის განმავლობაში დენთს იყენებდნენ საომარი მიზნებისათვის,
მაგრამ ყველაზე პრიმიტიული ბამბუკის ჯოხი, რომელიც დატენილ იყო დენთით და
ტყვიით, გამოიყენეს მხოლოდ XII საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები ძალიან მაგრად ინახავდნენ დენთის საიდუმლოს, მაინც მათმა საიდუმლომ XIII საუკუნეში გაჟონა
ევროპაში, ხოლო შემდეგ ასწლეულში გაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი.
განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინელმა მეწარმეებმა კერამიკული
ნაკეთობების წარმოებაში. ჩვ. წ. აღ-მდე 200 წელს ჩინეთში აკეთებდნენ ფაიფურის
ნაკეთობებს. დაახლოებით მე-7 საუკუნეში შემოტანილი იყო სპეციალური გამოსაწვავი
ღუმელები ფაიფუ-რისათვის და ამ მომენტიდან დაიწყო მისი მასიური წარმოება. ამრიგად,
მრავალი საუკუ-ნეების მანძილზე ქიმიკოს-მეწარმეების დაგ-როვილი გამოცდილება დაედო
საფუძვლად ჩვენი წინაპრების მიერ სხვადასხვა ნივთიე-რებებთან და მათ პრაქტიკულ
გადამუ-შავებასთან გაცნობას რათა მათ დაეკმა-ყოფილებინათ თავიანთი მოთხოვნილება და
პრაქტიკული ამოცანები. თუმცა ყველა უძველესი დროის მეცნიერს არ აინტერსებდა
ქიმიური გარდაქმნების პრაქტიკული მხარე.
უკვე 600 წლისათვის ჩვ.წ.აღ-მდე, ბერძნები, რომელთა მეცნიერულმა აზრმა წინ გაუსწრო
მრავალ მოგვიანებით გაკეთებულ მეცნიერულ აღმოჩენებს, მიაქციეს ყურადღება სამყაროს
ბუნებას და მის შემადგენელი ნივთიერებების სტრუქტურას. ბერძენ მეცნიერებს ანუ
“ფილოსოფოსებს” (სიბრძნის მოყვარულებს) ძირითადად აინტერსებდათ ნივთიერებების და
პროცესების არსი. ისინი ეძებდნენ პასუხს კითხვაზე- “რატომ”? ანუ სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ ბერძნები პირველად დაინტერესდნენ იმითი, რასაც დღეს ქვია ქიმიური თეორია. ვათ ბერძნები პირველად დაინტერესდნენ იმითი, რასაც დღეს ქვია ქიმიური თეორია.
ეს თეორია იწყება ბერძენი ფილოსოფოსით თალესით, რომელიც ცხოვრობდა 640-546
წლებში ჩვენს ერამდე. ეხლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ის სვავდა შეკითხვას:
გადადის თუ არა ნებისმიერი ნივთიერება სხვა ნივთიერებაში (როგორც მოცისფრო ქვააზურიტი
გადადის წითელ სპილენძში), და თუ ყველა გადადის, მაშინ ხომ არ არის ყველა
ნივთიერება ერთი და იგივე ნივთიერების სხვადასხვა ვარიანტი? ამ შეკითხვაზე თალესი
პასუხობდა მტკიცებით, რადგან მხოლოდ ასე, მისი აზრით შესაძლებელი იყო გარემომცველი
სამყაროს აღწერა. ახლა კი რჩებოდა გასარკვევი რომელი იყო ეს ძირითადი ნივთიერება თუ
ელემენტი. უნდა აღინიშნოთ, რომ სიტყვა “ელემენტი”- არის ლათინური სიტყვა
განუსაზღვრელი წარმოშობის. ბერძნები არ იყენებდნენ ამ სიტყვას, მაგრამ რადგან ეს არის
თანამედროვე ქიმიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნება, მისი გვერდის ავლა შეუძლებელია,
იმ შემთხვევაშიც კი, როცა საუბარია ძველ ბერძნებზე.
თალესმა გადაწყვიტა, რომ ეს ელემენტი არის წყალი. რადგან მის გარეშე შეუძლებელია
სიცოცხლე. თალესის ეს თეორია, რაღაც საწყისის არსებობის შესახებ, მიღებულ იქნა უფრო
გვიანი პერიოდის ფილოსოფოსებისათვისაც, საკამათო რჩებოდა მხოლოდ ის, რომ არის თუ
არა ასეთი –წყალი.
შემდეგ ასწლეულში, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ანაქსიმენი (585-525 წწ ჩვ. ერამდე)
მივიდა დასკვ-ნამდე, რომ სამყაროს საწყისი არის ჰაერი, რომელიც სამყაროს ცენტრის მიმართულებით
იკუმშებოდა და წარმოქმნიდა ნივთიერების მყარ და მკვრივ სახე-სხვაობას-წყალი
და მიწა. ჰერაკლიტე, თავის მხრივ ფიქრობდა, რომ ყველაზე ცვალებადი სუბსტანცია, არის
ცეცხლი - მუდმივად ცვლადი და ყველაფ-რის შემცვლელი.
12
სხვა ძველი ბერძენი ფილოფოსი –ემპედოკლი (490-430 წწ ჩვ. ერამდე, ექიმი, სახელმწიფო
მოღვაწე. ემპედოკლის შრომები დაწერილ იყო პოემის სახით. იყო დემოკრატიის მომხრე)
გვთავზობდა 4 საწყისის არსებობას: ჰერაკლიტეს ცეცხლს, ანაქსიმენის ჰაერს, თალესის წყალს
და მიწას, რომელიც თვითონ შემოიტანა. ემპედოკლის თეორია ელემენტების შესახებ არაა
დაკავშირებული ატომიზმთან და უკავშიდება კოსმოგენურობას. მატერიის 4 სახე-მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. მატერიის სხვადასხვა ნაწილებს
შეესაბამება გეომეტრიული სხეულები.
სამყაროს ოთხი საწყისის არსებობის იდეა (ელემენტები) -მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი,
მხარს უჭერდნენ ანტიკურობის ისეთი უდიდესი ფილოსოფოსები, როგორიცაა პითაგორი,
(570-500 ჩვ.წ.აღ-მდე) და პლატონი (428-348 ჩვ.წ.აღ-მდე).
პლატონის ფიზიკური თეორია მოცემულია დიალოგში „თიმეი“. აიღო რა თავისი
წინამორბედების წარმოდგენა მატერიის ოთხ სახეობაზე (მიწა, წყალი, ცეცხლი და ჰაერი), ის
თვლიდა რომ მათ ქონდათ ურთიერთგარდაქმნის უნარი. სხვადასხვა სახეობის ნაწილაკები
წარმოადგენენ გეომეტრიულ სხეულებს. პლატონმა ახსნა მატერიის სახეობების თვისებებისიმყარე,
ლღობადობა, ჰაერისმაგვარობა, ცეცლისმაგვარობა- მრავალკუთხედების
გეომეტრიით. ბერძენი გეომეტრების მიერ დამტკიცებულ იქნა, რომ არსებობს მხოლოდ
ხუთი სწორი მრავალკუთხედი: ტეტრაედრი, ოქტაედრი, კუბი, იკოსაედრი (გამოწეული
ოცწახნაგოვანი) და დოდეკაედრი. ვინაიდან არსებული მატერიებიდან ყველაზე ნაკლებად
მოძრავია მიწა, ე.ი. მას შეესაბამება კუბი, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ამ
სიმდგრადეს. მატერიის სხვა სახეობების თვისებები განისაზღვრება შესაბამისი
მრავალწახნაგოვანებით: ცეცხლს შეესაბამება- ტეტრაედრი, წყალს- ოქტაედრი, ჰაერსიკოსაედრი.
ვინაიდან არ აღმოჩნდა ელემენტი, რომელსაც შეესაბამებამებოდა დოდეკაედრი,
პლატონმა გამოთქვა იდეა, რომ არსებობს მეხუთე ელემენტი, რომელიც ღმერთმა გამოიყენა,
რათა შეექმნა ციური სხეულები. პლატონის სხეულები გარკვეულ წილად შეძლება შევადაროთ ატომებს, თუმცა პლატონი
კატეგორიულად უარყოფდა მათ დაყოფადობას. ელემენტები, პლატონის აზრით,
წარმოდგენილია ციფრებით, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ პროპორციაში, ანუ წყალი
შეეფარდება ჰაერს, ისევე როგორც ჰაერი წყალს და წყალი მიწას.
ეს სურათი გადაიკვეთა პითაგორის კვლევებთან, რომელიც ავითარებდა რეალური
მოვლენების ახსნას მათემატიკური კანონზომიერებების საფუძველზე. მხოლოდ, პითაგორის
შემთხვევაში, ფიზიკური მოვლენები შეცვლილი იყო რიცხვების მისტიკით. პითაგორის და
მისი მიმდევრების იდეალი იყო პასიურად საგნის პირდაპირი აღქმა, ვიდრე აქტიური
ექსპერიმენტი. ამასთან ერთად, ფიზიკური კონცეფციის განვითერებისათვის ძალიან
მნიშვნელოვანი იყო პითაგორელების მიერ ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა
ფიზიკური სიდიდების საშუალებით და მათი გადაყვანა ზომებში და რიცხვებში.
ემპედოკლის შეხედულებებს იზიარებდა არისტოტელე, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი
და მეცნიერი, რომელიც პლტონის აკადემიაში სწავლობდა, იგი იყო მაკედონელის აღმზრდელი. 335 წელს ჩვ.წ.აღ მან დააარსა ათენში ფილოსოფიური სკოლა-ლიცეუმი.
არისტოტელეს ნაშრომებმა მოიცვა იმ დროის ცოდნის ყველა სფერო.
არისტოტელე- 382-322 ჩვ.წ.აღ-მდე.
თავის ფილოსოფიაში ის ისწრაფოდა დაეპყრო თავისი წინამორბედებისნატურფილოსოფ
სების
ყველა თეორიული მიღწევა. მან უარყო პლატონის თეორია
უსხეულო ფორმებზე, მაგრამ მთლიანად ვერ შეძლო მისი მასწავლებლის იდეოლოგიის
დაძლევა.


იგი იხილავდა რა ბუნებას, როგორც ერთ მთლიანს, რომელიც მუდმივად მოძრაობაში და
განვითრებაშია, ის ამტკიცებდა, რომ ყველაფრის საფუძველი არის პირველადი მატერია,
მაგრამ ის პასიურია და არ შეუძლია თვითონ წარმოქმნას სხეულები. სხეულების წარმოქმნა
არისტოტელეს მიხედვით ხდება “ფორმების” მიხედვით-განსაკუთრებულად მომქმედი
საწყისისგან. საწყისი მატერიის თვისებებია პირველადი ურთიერთწინააღმდეგო ორი
წყვილი: ცხელი-ცივი, მშრალი-სველი, რომლესაც თუ გავაერთიანებთ საწყის მატერიასთან მივიღებთ ელემენტებს ან სტიქიებს: მიწას, ჰაერს, წყალს, ცეცხლს. სხვადსხვა თვისებების
გაცვლის შედეგად, ელემენტებს შეუძლიათ ურთიერთ გარდაიქმნან, ხოლო სხვადსხვა
ელემეტების სხვადსხვა თანაფარდობით შერწყმა წარმოქნის თვისებრივ მრავალფეროვნებას
დედამიწაზე.
ელემენტების შეერთებისას სხვადასხვა თანაფარდობით, შეიძლება წარმოიქმნას რთული
სხეულები სხვადასხვა თვისებებით. ასეთი ახალი ტიპის (ელემენტების სხვადასხვა
თანაფარდობით) სხეულების წარმოქმნა არისტოტელეს მიხედვით არის მიქსისის შედეგიჭეშმარიტი
შერევა (მექანიკურისგან განსხვავებით). არისტოტელეს თეორიაში
მნიშვნელოვანი მომენტია ელემენტების ურთიერთგარდაქმნა. ეს შესაძლებელია, ვინაიდან
ყოველი ელემენტი არსებობს ერთიანი პირველმატერიის მხოლოდ ერთ მდგომარეობაში
(თვისებების განსაზღვრული შერწყმა). ერთი ელემენტის მეორედ გარდაქმნის
შესაძლებლობა მოგვიანებით საფუძვლად დაედო ალქიმიურ იდეას, მეტალების
ურთიერთგარდაქმნის შესაძლებლობაზე (ტრანსმუტაცია).
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ელემენტის წყვილის არსებობის გრაფიკული
წარმოდგენა. ურთიერთწინააღმდეგობის კვადრატი. ელემენტებს შეუძლიათ ურთიერთგარდაქმნა, რადგან ყოველი ელემენტი წარმოადგენს
ერთიანი საწყისი მატერიის ერთ-ერთ მდგომარეობას. (ნიშან-თვისებების გარკვეული
შერწყმა). ახალი სხეულის წარმოქმნა (ნივთიერება) არის “მიქსისის” შედეგი, ანუ
ელემენტების ნამდვილი შერწყმა, (მექანიკურისაგან განსხვავებით).
არისტოტელეს თეორიის კიდევ ერთი მომენტია მის მიერ გაკეთებული დაშვება მეხუთე
ელემენტის არსებობაზე (ლათინურად quinta essential, ეთერი ან მოძრაობის საწყისი),
რომლისგანაც შედგება ციური სხეულები. ვინაიდან ზეცისათვის დამახასიატებელია
მუდმოვობა და სრულყოფილება, ისინი არ შეიძლება სედგებოდნენ იგივე ელემენტებისაგან,
რისგანაც შედგება მიწიერი სხეულები („მთვარისქვეშეთის სამყარო“).
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 12 2018, 06:48 PM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არისტოტელეს აზრით, სამყარო და აზროვნება ექვემდებარება ერთი და იგივე კანონებს.
ამითომ მისი თეორია აგებულია ფორმალური ლოგიკის კანონებთან ზუსტ შესაბამისობაში,
რომლის წარმოქმნის გამოც კაცობრიობა უნდა უმადლოდეს უშუალოდ მას (ზუსტად
არისტოტელეს ფორმალურ ლოგიკაშია პირველად ნახსენები ურთიერთწინააღმდეგობის
კვადრატი). არისტოტელეს სისტემას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნატურფილოსოფიური
მნიშვნელობა - ის შინაგანად არ არის წინააღმდეგობრივი, ანუ არცერთი შედეგი არაა
წინააღმდეგობაში საწყის დაშვებასთან. ვინაიდან ანტიკური ფილოსოფიის სკოლების
კამათში ზუსტად ლოგიკა იყო მთავარი ინსტრუმენტი (ნატურფილოსოფოსების მიერ
ემპირული მონაცემები გამოიყენებოდა მხოლოდ ილუსტრაციის მიზნით), არისტოტელეს
თეორიამ დროთა განმავლობაში მოიპოვა ფართო აღიარება. განსაკუთრებით პოპულარული
იყო იგი არაბებთან და შუასაუკუნეების ევროპაში. არისტოტელეს უდაო დამსახურება იყო
ერთიანი, ყოვლისშემცველი, მიზნობრივი, მოწესრიგებული თეორიის შექმნა, რომელიც
დაფუძნებული იყო მისი ცოდნის ლოგიკის სიტემაზე, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა
გვიანი პერიოდის ფილოსიფიური აზრის განვითარებაზე. მთილანობაში არისტოტელეს მიმდევართა კოსმოლოგია, რომელიც ანაქსიმანდრისგან
განსხვავებით, თვლიდა სამყაროს სრულყოფილად და საბოლოოდ, შეიძლება
წარმოვიდგინოთ სემდეგი სახით. სამყაროს ცენტრის გარშემო (დედამიწის ცენტრი)
განლაგებულია თანმიმდევრობით ოთხი ელემენტის სფეროები სიმძიმის კლების მიხედვითმიწა,
წყალი, ჰაერი და ცეცხლი. შემდეგ მოყვებიან პლანეტები, რომლებიც მოძრაობენ
დედამიწის ირგვლივ შემდეგი თანმიმდევრობით: მთვარე, მერკური, ვენერა, მზე, მარსი,
იუპიტერი და სატურნი. ორბიტების გარეთ განლაგებულია უძავი ვარსკვლავების სფერო.
პლანეტების მოძრაობა საკმაოდ ზუსტად იყო აღწერილი კლავდიუს პტოლემეოსის
გეოცენტრულ სისტემაში 150 წ. ჩვ.წ. აღ.-ით ამ სისტემის თანახმად სამყაროში ცენტრალური
ადგილი უჭირავს დედამიწას, რომლის გარშემოც ბრუნავენ მზე და სხვა პლანეტები. ასევე
შესამჩნევია ანალოგია თანამედროვე შეხედულებებთან დედამიწის აღნაგობის შესახებ: ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და მაგნიტოსფერო- ეს ყველაფერი არის დედამიწის
სფეროები, წყლის სფეროები, ჰაერის და ცეცხლის სფეროები ემპედოკლის, პლატონის,
პითაგორის და არისტოტელეს სისტემებში. ანტიკური ნატურფილოსოფიის ოთხი სტიქია
ასევე შეიძლება ჩავთვალოთ ნივთიერების ოთხ აგრეგატულ მდგომარეობად- მყარი,
თხევადი, აირადი და პლაზმური.
უნდა აღინიშნოს რომ ანტიკურ პერიოდში, პლატონი ითვლებოდა უფრო მნიშვნელოვან
ფილოსოფოსად, ვიდრე არისტოტელე. თუმცა არისტოტელეს რეპუტაცია შუა საუკუნეების
ფილოსოფიაში იყო ხელშეუხებელი, ასევე ქიმიის განვითარებაში, არისტოტელეს
ნატურფილოსოფიამ „პლატონის სისტემა, განზავებული საღი აზრით“- შეასრულა
მნიშვნელოვანი როლი. მნიშვნელოვანი, თუმცა არა მთავარი როლი არისტოტელეს თეორიის
მრავალსაუკუნოვან ბატონობაში შეასრულა იმანაც, რომ იგი იყო ქრისტიანული ეკლესიის
რჩეული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Crow
post Dec 12 2018, 06:57 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წყარო: თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანი << ქიმიის ისტორია>>.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 03:40 PM