IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამები, მოგვაწოდა tikoroma-მ
Emigranti
post Dec 5 2009, 12:21 AM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Dec 4 2009, 06:31 PM) *
სტატია ხევსურეთში აღმოჩენილ უძველეს პიქტოგრამებზე

http://www.proxy-service.de/browse.php/Oi8...8x/Ny5odG1s/b1/

როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამების შესახებ


(მაღლა როდოპის, დაბლა ხევსურული პიქტოგრამებია-Emigranti)


მას შემდეგ, რაც ბალნით მოსილმა, ახლად ორფეხადგმულმა ჩვენმა წინაპარმა ხელში ნახშირი აიღო და გამოქვაბულის კედელზე ბიზონი მიახატა, «გამოქვაბულის მხატვრობად» წოდებულმა ხელოვნებამ დიდი გზა გამოიარა და უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა თანამედროვე მეცნიერებას. დედამიწაზე არსებობს ასეულობით გამოქვაბული, რომელთა კედლებზეც უძველესმა ადამიანმა თავისი კვალი დატოვა. ძალიან ბევრი ამ გამოქვაბულთაგან დღემდე შეუსწავლელია. მათგან ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალი გამოქვაბული ბულგარეთშია, როდოპის მთათა სისტემაში.

1928 წელს რამდენიმე შეშისმჭრელმა სრულიად შემთხვევით სოფელ სიტოვოსთან ახლოს, ძველი დასახლება შუტგრადის ნანგრევებიდან 200-ოდე მეტრში, კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის კედლებზე დატანილი იყო გაურკვეველი წარწერები. მცირე ხნის «გააზრების» შემდეგ შეშისმჭრელებმა ჩათვალეს, რომ სადღაც ახლომახლო განძი უნდა ყოფილიყო დამალული და მაშინვე იქაურობის გადათხრას შეუდგნენ. მათ ენთუზიაზმს ისიც აძლიერებდა, რომ ადგილობრივ ფოკლორში მრავლად იყო თქმულებები, რომლებშიც მოთხრობილია ფასდაუდებელ საგანძურზე, უძველეს დროს როდოპის მიწაში რომ ჩაუფლავთ.

ცოტა ხანში შუტგრადიდან სიტოვომდე რაღაც «ოქროს ციებ-ცხელების» მსგავსი განვითარდა. დიდი და პატარა უეცარი გამდიდრების მოლოდინში მიწაში ჩაძვრა. ერთნი ხისგან და თოკებისგან მოწყობილობებს აკეთებდნენ მიწიდან ოქროს ამოსაღებად, მეორენი - შელოცვებს და მაგიას მიმართავდნენ და ა. შ.

სიტოვოს საოცრებების შესახებ ინფორმაცია, ბოლოს და ბოლოს, მთიდან ბარად ჩამოვიდა და პლოვდივამდეც მიაღწია. არქეოლოგიური საზოგადოების მდივანმა ალექსანდრე პეევმა სასწრაფო ექსპედიცია მოაწყო მთებში. ცოტა ხანში ექსპედიციამ ახალი აღმოჩენის შესახებ ამცნო სამყაროს:

«გამოქვაბულის სამხრეთ კედლის გულდასმით დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე გამოკვეთილი იყო გლუვი ზოლი, სიგანით - 23-დან 30 სმ-მდე, ხოლო სიგრძით - 260 სმ. ამ ზოლში ამოკაწრულია რაღაც იდუმალი ნიშნები. წარწერა უდავოდ ადამიანის ხელითაა შესრულებული. ნიშნები მოგვაგონებს ე. წ. რუნებს, ანუ რუნულ დამწერლობას, რომელსაც იყენებდნენ ძველგერმანული ტომები, სანამ რომის კულტურული ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდნენ... გამოქვაბულის აღმოსავლეთის კედელი წარმოადგენს უზარმაზარ ქვის ბლოკს. ჩვენ აქაც აღმოვაჩინეთ წარწერა, სიმაღლით - 23 სმ და სიგრძით - 80 სმ.»

მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში ალექსანდრე პეევი იყო ერთადერთი მეცნიერი, რომელიც სიტოვოს წარწერის გაშიფვრას ცდილობდა. მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ამ წარწერების ზუსტი გაშიფვრა და ანალიზი დღემდე ვერავინ მოახერხა. არსებობს მხოლოდ ვარაუდები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს წარწერები ძველი ცივილიზაციების დანატოვარია. სხვა ვერსიის მიხედვით, ეს უცხოპლანეტელების მიერ ადამიანებისთვის დატოვებული ინფორმაციაა. არსებობს ვარაუდიც, რომ ამ წარწერებს არაფერი აქვს საერთო რომელიმე დამწერლობასთან.

მეცნიერთა ერთი ჯგუფი კი თვლის, რომ ეს წარწერები დაახლოებით იგივეა, რაც ნებისმიერ თანამედროვე გამოქვაბულში, აგურის ნატეხით მიწერილი «ზოიას + ვალიკო» ან მგავსი რამ.

ხუმრობა იქით იყოს და, ეს სიმბოლოები შეიძლება მართლაც თანამედროვე ადამიანის ნამაიმუნარი აღმოჩნდეს.

ალექსანდრე პეევი თვლიდა, რომ სიტოვოს წარწერები უნიკალური იყო და მსოფლიოში მისი ბადალი არსად მოიძებნებოდა. სწორედ აქ შეცდა მეცნიერი - იმავე სიმბოლოებით შესრულებული წარწერა აღმოჩენილია კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) აია სოფიას ტაძრის იატაკზე.

როდოპის წარწერების მსგავსად, არც ესაა გაშიფრული.

პეევმა ეს წარწერები ბოლოს 1940 წელს ნახა. პეევის ნაცნობ-მეგობართაგან ცოტამ თუ იცოდა მისი მეორე გვარი - ბოევოი. ევროპა ნელ-ნელა ომის ქარცეცხლში ეხვეოდა.

3 წლის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის ბულგარეთის ჯგუფის ხელმძღვანელი ბოევოი.

პეევისთვის ბრალის წაყენებისას მოსამართლეებმა ნივთმტკიცებად მოიტანეს როდოპის წარწერაც, რომელიც მათ შიფროგრამად ჩათვალეს! საუბარი იყო წარწერის ფოტოასლზე, რომელიც მეცნიერმა შესასწავლად კიევის უნივერსიტეტში გააგზავნა.

პეევი-ბოევოი დახვრიტეს.

ომის დასრულების შემდეგ პეევი საბჭოთა კავშირისა და თავისუფალი ბულგარეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის სიკვდილის შემდეგ ლენინის ორდენითა და გეორგ დიმიტროვის ორდენით დააჯილდოვეს.

როდოპის წარწერაზე ისევ ალაპარაკდნენ 50-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ძველი ენების ბრწყინვალე სპეციალისტ ივან გოშევთან დაკავშირებით.

ის თვლიდა, რომ წარწერა იწყებოდა სიტყვებით: «მე - რუნხინების თავადი...»

რუნხინები იყვნენ სლავური ტომები, რომელნიც, ძირითადად, როდოპებში სახლობდნენ. გოშევის განმარტებით, მათ კლდეზე ამოკვეთეს იეროგლიფები, რათა მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გადაეცათ.

გოშევს წარწერა ბოლომდე რომ გაეშიფრა, შესაძლოა, დაემტკიცებინა კიდეც, რომ როდოპის წარწერები სლავიანური რუნებია, მაგრამ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე გოშევმა საკუთარი ვერსია უარყო და სიტოვოს წარწერების საიდუმლო საფლავში წაიღო.

1967 წელს ბულგარულ ჟურნალ «კოსმოსში» გამოქვეყნდა ფანტასტიკური მოთხრობა, რომლის პერსონაჟიც, რიგ გარემოებათა შედეგად, როდოპის გამოქვაბულში აღმოჩნდა. მან ამ გამოქვაბულში იპოვა მიწისქვეშეთში ჩასასვლელი და იქ ორფეოსის მომღერალი ქანდაკება აღმოაჩინა.

ორფეოსი იყო როდოპში მცხოვრები თრაკიელი, ძველბერძნული მითების პერსონაჟი, მუსიკოსი, ექიმი, ფილოსოფოსი.

რამდენად მართებულია მისი დაკავშირება როდოპის საიდუმლოსთან, გვიხსნის თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ ძველი თრაკიელებიდან წერა არავინ იცოდა, ამიტომაც, ზოგი მეცნიერის მტკიცებით, ბრძენი ორფეოსი არ შეიძლებოდა, თრაკიელი ყოფილიყო. ასე თვლიდა ანდროტიონი, დემოსთენეს თანამედროვე, ათენის ისტორიის მკვლევარი.

ასეა თუ ისე, როდოპის წარწერების საიდუმლოს ნათელი დღემდე ვერავინ მოჰფინა.




გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით.

ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული.

ამ იეროგლიფებზე ყველაზე ცნობილი კვლევა ქართველმა მეცნიერმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა გიზო ვაშაკიძემ ჩაატარა. მისი მოსაზრებით, ხევსურეთში გამოსახულ იეროგლიფებზე აშკარაა ძველი ცივილიზაციის ნაკვალევი.

მეტიც, ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ ზუსტად ასეთივე გამოსახულებები ბასკეთშიცაა აღმოჩენილი, რაც ქმნის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და ბასკეთის ტერიტორიაზე ერთი და იგივე ცივილიზაცია მოქმედებდა!

იეროგლიფების ზუსტი გაშიფვრა, ანუ მისი «ამოკითხვა», რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც ბატონმა გიზომ შეძლო, მაგრამ მათი გამოყენების საშუალება იპოვა.

კერძოდ, გიზო ვაშაკიძემ ხევსურეთში გამოსახული ნიშნების მიხედვით სატელევიზიო ანტენა ააწყო, რომელიც, რაც უნდა გასაოცარი იყოს, გადასარევად მუშაობს და ყველა ქართულ არხს ხარვეზების გარეშე აჩვენებს!

ვაშაკიძის მტკიცებით, ამ ქვებზე გამოსახული ნიშნები შეიცავს ინფორმაციას ძველ ცივილიზაციათა დანატოვარი ტექნოლოგიების შესახებ. რამდენიმე მათგანზე «დახატული» ნიშნები მართლაც ძალიან ჰგავს რადიოტალღებს. სწორედ ამ ნიშნების დახმარებით ააწყო ქართველმა მკვლევარმა ანტენა.

ფიგურებში ყველაზე ხშირად ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება გვხვდება. ვაშაკიძის აზრით, ეს აღნიშნავს მზის სისტემის მეხუთე პლანეტას, რომლიდან ჩამოსულებმაც ადგილობრივ ცივილიზაციას დიდი ტექნოლოგიური ცოდნა დაუტოვეს. ისინი ფლობდნენ საფრენ აპარატებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, ტელე და რადიო ტექნოლოგიებს, მძლავრ იარაღებს (!) და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მათ დედამიწაზე ყველაზე გამძლე მასალაზე - ქვებზე დატოვეს.

ასე ვარაუდობს დოქტორი ვაშაკიძე, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ხევსურულ იეროგლიფებში მართლაც შეიძლება გავარჩიოთ ხელოვნური თანამგზავრის, კოსმოსური ხომალდის ან რადიოანტენის მსგავსი გამოსახულება.

ვიზუალურად ეს იეროგლიფები ძველ ჩინურ დამწერლობასაც წააგავს, მაგრამ მათ შორის მსგავსებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ისევ ხევსურეთში დავრჩეთ.

არსებობს, აგრეთვე, მოსაზრება, რომ ამ წარწერებსა და ძველ ინდიელთა ცივილიზაციების (აცტეკები, ინკები, მაია) დამწერლობებს შორის რაღაც კავშირია. კონკრეტულად, ამის მაგალითი შეიძლება იყოს ისევ და ისევ ხელის მტევანი, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მექსიკის ინდიელთა იეროგლიფებში გვხვდება.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ე. წ. ხევსურული სვასტიკა, რომელიც ხშირად მეორდება და ფორმით მესამე რაიხის სვასტიკასა და ქართულ ბორჯღალს შორის გარდამავალია. ანუ ესაა კლასიკური ოთხფრთიანი სვასტიკა, ოღონდ მომრგვალებული ბოლოებით.

სხვათა შორის, ბორჯღალის გამოსახულება ეგვიპტეში წმინდა ხოჭოს ოქროს ქანდაკებებზეცაა დაფიქსირებული, მაგრამ ეგვიპტური ცივილიზაცია სულ სხვა თემაა.

როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ხევსურულ პიქტოგრამებსაც გამოუჩნდება თავისი შამპოლიონი, მაგრამ ჯერჯერობით, როდოპის წარწერების მსგავსად, ხევსურეთის ქვებში ჩაკირული ისტორია დუმს.

ბოლოსთვის კი ერთი, ცოტა ლირიკული გადახვევა, რომელიც ხევსურეთს არა, მაგრამ საქართველოს სხვა კუთხეს უკავშირდება.

ამ სურათზე მოცემულია მაიას ტომის ციფრების გამოსახულება.

აბა, კარგად დააკვირდით: ციფრი «ნული» ხომ არაფერს გაგონებთ? ამ სიმბოლოში, ალბათ, ბავშვიც კი ამოიცნობს სვანური ქუდის გამოსახულებას!

შეიძლება, ესეც რამეზე მიუთითებს, ვინ იცის...

ლექსო ლეკიაშვილი


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2009, 01:24 AM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://fereidani.ge/138_tornado/138_ciuri01.html

გიზო ვაშაკიძის წიგნი - ციური ექსპრესი

ოღონდ საშინელი ხარისხია... sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 5 2009, 02:47 AM
Post #3


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Dec 4 2009, 10:24 PM) *
http://fereidani.ge/138_tornado/138_ciuri01.html

გიზო ვაშაკიძის წიგნი - ციური ექსპრესი

ოღონდ საშინელი ხარისხია... sad.gif
დიდი მადლობა. ნამდვილად არ მეგონა თუ ქართულ ეზოთერულ ბიბლიოთეკაში ასეთი საინტერესო წიგნი არსებობდა და ეს თემაც ჩემთვის საერთოდ ახალია. ამ წამს აღმოვაჩინე. შენი დახმარებით smile.gif.ნამდვილად არ ვიცოდი თუ თუშურ კოშკებზე ასეთი საინტერესო პიქტოგრამები არსებობდა.

წიგნს რაც შეეხება, მართალია იქ მისი კითხვა სრული მაზოხიზმია, მაგრამ სურათები რომ ვნახე, პირი დამრჩა დაღებული. worthy.gif სასწაულია. good.gif ნეტა კარგი ხარისხის ვერსია გამოჩნდეს.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 5 2009, 05:00 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი აქ http://fereidani.ge/138_tornado/138_tornado.html გიზო ვაშაკიძის კიდევ 2 წიგნი დევს და დამატებითი ინფორმაციები მის შესახებ. ასევე მოყვანილია ძალიან საინტერესო ინტერვიუ მასთან, ჟურნალიდან "სარკე":



იგიც "რაღაც" პლანეტას ახსენებს, რომელსაც 3600 წლიანი ციკლი აქვს.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 5 2009, 05:35 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Emigranti @ Dec 4 2009, 09:21 PM) *
...გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით.

ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული...

ამ სტატიაში ეს სურათები სამწუხაროდ არაა დატანებული. გთავაზობთ სურათებს რომელიც ფორუმ http://www.karavi.ge -ს წევრებმა გადაიღეს თუშეთსა და ხევსურეთში:

































--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 5 2009, 05:43 PM
Post #6


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი კიდევ (ასევე კარავიჯი-დან)



















--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Dec 5 2009, 05:49 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti დიდი მადლობა ამ შრომისთვის, რომ არ დაგეზარა და შეკრიბე/ერთ თემაში მოათავსე ეს საინტერესო ინფო! :* wink.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2009, 05:52 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ინტერვიუში ნამდვილად ნიბირუზეა ლაპარაკი...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 5 2009, 06:22 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა თქვენ, რომ შშემოიხედეთ. თორემ ვფიქრობდი ამ თემას ნეტა საერთოდ ვინმე თუ უყურებს და ალბათ ტყუილა ვპოსტავ ამდენს მეთქი laugh.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 5 2009, 07:17 PM
Post #10


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იცით რა არის საინტერესო.. ეს არსებები - რომელი პლანეტიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, სადაც მივიდნენ ყველგან გააღმერთეს... შუმერები, მაიას ტომი მათ ღმერთებად მოიხსენიებდნენ. საქართველოში კი ასე არ მომხდარა...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
moonbayer
post Dec 6 2009, 04:06 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 731
Joined: 6-September 09
Member No.: 6,025

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალაინ საინტერესოა..


--------------------
ძალიან საინტერესოა, ძალიან!!

იმეგობრე შენს სიზმრებთან!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 6 2009, 04:29 PM
Post #12


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გიზო ვაშაკიძის სამივე წიგნი პარნასში იყიდებაო...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Dec 11 2009, 08:40 PM
Post #13


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა. ამ დღეებში გადაცემა ვნახე National Geograficze. და მართლაც რომელიღაც გალაქტიკაში აღმოაჩინეს ვარსკლავი, სადაც მიახლოებული დედამიწასთან პირობებია და მას გააჩნია ელიპსური ტრაექტორია. უბრალოდ ეს ვარსკლავი არსად არ მიექანება და თავის მზის ირგვლივ მოძრაობს. თუმცა რადგან 1 ასეთი ვარსკლავი არსებობს, შესაძლებელია რომ მე2ც არის ამდაგვარი...


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 11 2009, 10:33 PM
Post #14


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამას წინათ, ბატონ გიზო ვაშაკიძეს მივწერე წერილი. მოვუყევი, რომ ის 3600 წლიანი ციკლის მქონე ციური სხეული, რომელზეც იგი ინტერვიუში საუბრობს, სხვა წყაროებშიცაა ნახსენები და ა.შ. და მან აი ასეთი პასუხი მომწერა:

"მადლობთ რომ დაინტერესდით ჩემი ნაშრომებით... პიქტოგრამებიდან, რომლებიც მე გავშიფრე, გავიგე, რომ მათი (დედამიწის სტუმართა) კოსმოსში ფრენის ტრაექტორია არის სპირალური, რაც იმის ნიშანია, რომ ისინი დაყვებიან პლანეტას, არიან მისი თანამგზავრები. შეიძლება მათ აქვთ ბაზები პლანეტის თანამგზავრებზე, ანუ მთვარეებზე და ასე მოგზაურობენ კოსმოსში. სასიხარულოა, რომ ეს ინფორმაცია დაემთხვა სხვა ინფორმაციებს, რაც არ არის შემთხვევითი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის"

ვოტ smile.gif


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 14 2009, 05:52 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
პიქტოგრამებზე ვერაფერს ვიტყვი, ეგ უფრო იოლი დასაჯერებელია.
მაგრამ აპოკალიფსის ახსნა რომ აქვს თუ წაიკითხე? რაღაც ძაან მარტივად მეჩვენება ყველაფერი. მაგაზე დიდი ტანჯვა გადაუტანიათ ადამიანებს... ერაყში ნავთობის აფეთქება და ტელევიზორის გამოგონება აპოკლაფსთან ვერ დამიკავშირებია...
საერთოდ, ბევრი სხვადასხვა განმარტება წავიკითხე უკვე და აღარ ვიცი, ვისი მჯერა smile.gif
კარგი იქნება ფორუმზე ავტორთან გასაუბრების საშუალება რომ იყოს...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Dec 15 2009, 01:36 PM
Post #16


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ Dec 14 2009, 02:52 PM) *
Emigranti
მაგრამ აპოკალიფსის ახსნა რომ აქვს თუ წაიკითხე? რაღაც ძაან მარტივად მეჩვენება ყველაფერი. მაგაზე დიდი ტანჯვა გადაუტანიათ ადამიანებს... ერაყში ნავთობის აფეთქება და ტელევიზორის გამოგონება აპოკლაფსთან ვერ დამიკავშირებია...
არა არ წამიკითხავს, იმ ხარისხით კითხვა ძალიან დიდი მაზოხიძმი იყო და შევეშვი. იქნებ წიგნი ვიშოვო. რაო რა დაწერა? ერაყში ნავთობი რომ აფეთქდა ეგ იყო აპოკალიფსიო და მორჩაო?
QUOTE

საერთოდ, ბევრი სხვადასხვა განმარტება წავიკითხე უკვე და აღარ ვიცი, ვისი მჯერა smile.gif
იცი, მე ვფიქრობ, რაიმის დაჯერება საერთოდ არასწორია. ეს ხომ რელიგია არაა. აქ რწმენა არასწორი დამოკიდებულება იქნებოდა. ეს მხოლოდდამხოლოდ კაცის სიტყვაა. კაცი არასტაბილური არსებაა. დღეს რაღაცა დიდ ჭეშმარიტებას აღმოაჩენს, ხვალ კი - ნაკლებად სანდოს და საეჭვოს. ადამიანის სიტყვა ყოველთვის კრიტიკის და ჯანსაღი დამოკიდებულების საგანი უნდა იყოს. მხოლოდ მაშინ ჩამოშორდება მას ილუზია და მცდარი მოსაზრება და გამოკრისტალიზირდება, რაღაც უფრო რეალური მარცვალი.

QUOTE
კარგი იქნება ფორუმზე ავტორთან გასაუბრების საშუალება რომ იყოს...
მე კი შევთვაზე, მაგრამ, რა ვიცი, მას ჯერ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 15 2009, 05:53 PM
Post #17


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
ციტატა(Emigranti @ 15th December 2009 - 01:36 PM) *
იცი, მე ვფიქრობ, რაიმის დაჯერება საერთოდ არასწორია. ეს ხომ რელიგია არაა.

ასე ღრმად არ წავსულვარ smile.gif უბრალოდ, ბიბლიის არაეკლესიური გარჩევები მაინტერესებს. ეკლესია, ჩემია ზრით, ხშირად ცდება მაგრამ სხვებიც არანაკლებ...

შენ დადებულ ლინკზე არის წიგნი მეშვიდე საყვირი და მანდ კარგი ხარისხია წასაკითხად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
centurioni
post Jan 1 2010, 11:12 PM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 1-January 10
Member No.: 6,107

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პლანეტა ნიბირუზე ჯერ კიდევ ცნობილი მეცნიერი ზაქარია სიჩინი წერდა.მან ეს პლანეტა აღმოაჩია ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრით და სახელი ნიბირუც სწორედ შუმერულიდან მოდის.
ისე ეს პიქტოგრამები ძალიან საინტერესოა დაახლოებით მაინც რა ასაკისაა მიახლოებით გამოთვლა მაინც თუ შეიძლება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jan 4 2010, 04:25 AM
Post #19


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(centurioni @ Jan 1 2010, 08:12 PM) *
პლანეტა ნიბირუზე ჯერ კიდევ ცნობილი მეცნიერი ზაქარია სიჩინი წერდა.მან ეს პლანეტა აღმოაჩია ძველი შუმერული ტექსტების გაშიფვრით და სახელი ნიბირუც სწორედ შუმერულიდან მოდის.
გეთანხმები. ზაქარია სიჩინი უნიკალური მეცნიერია. მის შესახებ თემა კი, აქ დევს http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=914. შეგიძლია (თუ გინდა) შენი აზრი დაპოსტო.

QUOTE
ისე ეს პიქტოგრამები ძალიან საინტერესოა დაახლოებით მაინც რა ასაკისაა მიახლოებით გამოთვლა მაინც თუ შეიძლება
არც ვიცი ეს პიქტოგრამები მეცნიერების მიერ საერთოდ შესწავლილი თუა. ვფიქრობ მათი ასაკი მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურით თუ დადგინდება. ალბათ დაფინანსების საკითხია. ხვამლის მთის შესახებაც კარგა ხანია იცოდნენ ისტორიკოსებმა, მაგრამ უსახსრობის გამო, დიდხანს, არანაირი სერიოზული გამოკვლევა არ ტარდებოდა.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
gizo
post Sep 30 2010, 01:53 PM
Post #20


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 30-September 10
Member No.: 6,282

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოგესალმებით!
მე გახლავართ გიზო ვაშაკიძე. ახლახან შემთხვევით ვნახე ეს ფორუმი და გავწევრიანდი. უმოკლეს დროში კიდევ შეგეხმიანებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:59 PM