IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ცოდვაა თუ არა???, ვინც იცით მიპასუხეთ გთხოვ
John Dee
post Feb 9 2017, 11:13 AM
Post #21


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე ქრისტემ თალმუდი გააკრიტიკა თორა კი არა, ამიტომ ნამდვილი ქრისტიანი გარკვეულ კოშერზე უნდა იჯდეს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 06:11 PM
Post #22


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''ბრმად დაუჯერო იმას ვისაც შენზე მეტი ესმის ცუდია?'''

მაგის პასუხი სახარებაშია: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღვრები, ხოლო თუ ბრმა ბრმას წინ უძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება.

სასულიერო პირების უმრავლესობამ სათავისოთ არაფერი იცის, გაუნათლებლები არიან და ცილისმწამებლები, მექანიკურად არიან იმ დოგმატიკას დამორჩილებულნი რომლებიც საუკუნეების წინათ მიიღეს მათსავით უვიცმა სასულიერო პირებმა, თუკი სადმე ნათელი აზრი გამოსჭვივის ყველაფერი ანათემაზე აქვთ გადაცემული, სიბნელეა მათ გონებაში და ხალხსაც უბნელებენ გონებას.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 06:15 PM
Post #23


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეკლესია და ეგრედ წოდებული ''მართლის მადიდებლობა'' არის კონკრეტული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილი მსოფლხედველობა, რომელიც მოწოდებულია იმისკენ რომ ხალხს შთაუნერგოს რომ ეკლესიაა ერთადერთი გზა ხსნისა, ეს ეკლესია კი მათია - სასულიერო პირების და საითაც ისინი გაუქშევენ ხალხს, ხალხიც იქითკენ მიდის.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 9 2017, 06:29 PM
Post #24


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 2nd November 2016 - 09:24 PM) *
ჩემი აზრით ნამდვილი ქრისტეანობისათვის მიგნება მხოლოდ ეზოთერული სწავლებების გზით შეიძლება.

ქრისტიანობა რა არის არ ვიცი გულწრფელი რომ ვიყო.

ბრმად ვინმესრაიმეს დაჯერება არის შეცდომა, იმიტომ რომ შეიძლება დიდ ბორკილებში ამოყო თავი.არ მესმის გამოთქმის, იმას დაუჯერე-იმან იცის სად არის ჭეშმარიტება.
ტექნიკურ საკითხებში მყავს ავტორიტეტები, მაგალითად სკოლაში-მათემატიკის მასწავლებელი და სულიერ-ეზოთერულ-ფსიქიკურ საკითხებში არ არსებობს არანაირი ავორიტეტი, ვინ არის ილია 2 რომ ბრმად ვენდო ან სხვა ნებისმიერი? რატომ/როგორ იცის ის რაც იცის? იქნებ თვითონ შეცდა? ეს კითხხვები ყველამ უნდა დაუსვას პირველ რიგში საკუთარ თავს და ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე პირველ რიგშI საკუთარ თავშიო, მორჩა კინო. ადამიანს ბრმად სჯეროდა ათასობით ღმერთის და ისევე იტანჯებოდა როგორც დღეს, ამიტომ გასაღები გარეთ არ დევს და ვერც იდება.
ბრმად მადიდებელი მგონია ამქვეყნის და მსოფლიოს დიდი ნაწილი და ცხოვრებაშიც აისახება, ტანჯვის და ნერვოზის სახით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Feb 10 2017, 03:11 AM
Post #25


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




რაც არ იცით რატომ ლაპარაკობ? ქრისტიანული სახემლმძღვანელოთი მიმტკიცებ რომ სხვისი ბრმად დაჯერება არ შეიძლება თუ შენზე მეტი ესმის? არასწორად მოგყავს ციტატა (ჩვეულებრიცი დემაგოგია) მერლინ ბრმას თუ დაუჯერე მაშინ ჩავარდები ორმოში თვითონ სიტყვა მიგითითებს. ბრმას არცერთ ბრმაზე მეტი არ ესმის)))
ქრისტეს 12 მოწაფე რომ ყავდა ხომ უჯერებდნენ მოწაფეები ყველაფერს ქრისტეს? მიატოვეს სახლ-კარი და ბრმად გაყვენენ მას, საქმე ისაა რო ქრისტე ბრმა არ იყო, ბრმას არ უნდა გაყვეე.

შტეპსელზე რატომ არ მიპასუხე? biggrin.gif

და ეგ ციტატა უფრო შენ შეგეფერება )) წაკითხული გაქვს სახარება და უკუღმა გესმის, არასწორად მოგყავს ციტატა))
ყველა ტაძარი და ყველა მოძღვარი გყავს ნანახი და შესწავლილი ასეთი გლობალური დასკვნები რომ გამოგაქვს?
აა ალბათ ტელებიზორში ნახე? ხოო? ან ალბათ ვიღაცამ გითხრა?ააა და კიდევ შეიძლება წაგეკითხა,ხო სულ დამავიწყდა რომ კითხვა შეგეძლო, მაგრამ აზრის გამოტანა? )))))
ისე არც შენ ჩამოუვარდები არაფრით ზოგიერთ უვიც სასულიერო პირებს სახარების და მართმადიდებლობის არასწორ გადმოცემაში clap2.gif

"ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე პირველ რიგში საკუთარ თავშიო"

ეს მაგრად იცით რა ამან თქვა იმან თქვა და მორჩაო, მაშინ თუ ეგრეა როგორც შენ აღწერე, რატომ ასწავლიდა ქრიტე მოწაფეებს ამაღლებამდე? რატომ არ გაუშვა ყველა ერთიანად მაგ სიტყვების მერე?? შენ ძმის გულ მაგ დონემდე მიღწევას ეხუმრები? მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს.







Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 10 2017, 09:50 AM
Post #26


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''შტეპსელზე რატომ არ მიპასუხე?'''''' შტეფსელს და ბავშვს რაც შეეხება: ბავშვს დამოუკიდებელი აზროვნების და გადაწყვეტილები მიღების უნარი არ გააჩნია, იმიტომ რომ ბავშვია. ზრდასრულ ადამიანს კი აქვს იმის შესაძლებლობა რომ თუ მოინდომა და თავს ძალა დაანა იაზროვნოს და არავის არ გაყვეს ბრმად.

''''ყველა ტაძარი და ყველა მოძღვარი გყავს ნანახი და შესწავლილი ასეთი გლობალური დასკვნები რომ გამოგაქვს?''''''
ჯერ ერთი ზოგადად მართლამადიდებული დოგამტიკაა ნამდვილი სიბნელე (ნუ დღევანდელობითვის თორემ ადრე შეიძლება რაღაცას აძლევდა ადამიანს) მაგრამ დღევანდელი ადამიანის მოთხოვნილებებისთვის, დღევანდელი გამოწვევებისთვის უკვე სრულიად გამოუსადეგარია ქრისტიანობის ისეთი ზედაპირული ფორმა როგორიც დოგმატური ქრისტიანობაა, რა ფორმითაც გინდა იყოს. ძალიან მოძველდა, დროა ქრისტეანობაში უფრო ღმრად შევაბიჯოთ. სასულიერო პირებს რაც შეეხებათ შესაბამისად ისინიც ძალიან არიან ჩამორჩენილები, ისინიც კი ვისაც მართლა უნდა ქრისტეს გზაზე სიარული, არ ეძებენ ჭეშმარიტებას რადგან ჰგონიათ რომ უკვე აქვთ ის, და სხვებსაც არ უშვებენ საძებრად.

'''"ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე'''' მერე და ძიება სადააა აბა? რაც შესთავაზეს ხალხს ხალმაც ის მიიღო. ხალხს უჭირს და სხვა პერსპეტქივას ვერ ხედავს გარდა ეკლესიისა, იმიტომ რომ სხვა მათ არ შესთავაზეს, და ძიებაც უმრავლესობას არ უნდა, ხოდა არიან გაჭედილები. ხე ნაყოფით შეიცნობაო, ეკლესიაში სიხარული და სიყვარული კი არა ტრგედია სუფევს, თითქოს სამძიმარზე შედიხარო ისეთი შეგრძნებაა, ხალხს თავპირი ჩამოსტირის თითქოს ვინმე დაეღუპათო. ეხლა იმას მეტყვით ცუდადაა საქმე და ხომ არ იმხიარულებენო, ხოდა თუ ცუდადაა წირვა ლოცვას არ უნდა დასჯერდნენ, თუ ცუდადააა ესეიგი რაღაც ვერაა წესრიგში, რაღაც არ ვიცით, რაღაც გამოგვრჩა, ხალხს რაც უნდა იმას ვერ ვთავაზობთ, ხალხს უჭირს ჩვენ კიდე იმის მეტი არაფერი შეგვიძლია ვუთხრათ: დაითმინე და სამოთხეში მოხვდებიო... დროა ცოტა თვალი გავახილოთ, როცა რეინკარნაცია უარყო ქრისტეანობამ მაშინ დაუსვა წერტილი ჯანსი მსოფლხმედველობის აგების პერსპექტივას. ახლა დროა ეკლესია დაინგრეს და ახლიდან აშენდეს (შენობებს არაფერს არ ვერჩი).

''''ეს მაგრად იცით რა ამან თქვა იმან თქვა და მორჩაო, მაშინ თუ ეგრეა როგორც შენ აღწერე, რატომ ასწავლიდა ქრიტე მოწაფეებს ამაღლებამდე? რატომ არ გაუშვა ყველა ერთიანად მაგ სიტყვების მერე?? შენ ძმის გულ მაგ დონემდე მიღწევას ეხუმრები? მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს.''''

მასწავლებლები არ გვჭირდება მეთქი მე ეს არ მითქვამს. მე ის ვთქვი რწმენა არაა მეთქი საჭირო, არც ბრმა რწმენა და არც არანაირი, იმიტო რომ რწმენა ყოველთვის ბრმაა. საჭიროა აზროვნება, ადამიანი რომ მასწავლებლობაზე აცხადებს პრეტენზიას კითხვები უნდა გაგვიჩნდეს, კრიტიკულებად უნდა მივუდგეთ, თორემ სადაც 1 ჭეშმარიტი მასწავლებელია იქვე 1000 ცრუმასწავლებელი, ხოდა თუ ერწმუნე რა შანსები გაქვს რომ სწორად იმ ჭეშმარიტ მასწავლებელთან მოხვდები, გარდა ამისა ეს ჭეშმარიტი მასწავლებელი შეიძლება ხელიდან გამოგეცალოს, და მერე? მერე ვიღაც გაყვები?

'''მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს''' მასწავლებელმა შეიძლება გზა გაჩვენოს, გავლით კიდე შენ უნდა გაიარო, ვერავი ვერსად ვერ მიგიყვანს თუ არ გაყევი. შენს ბრძოლას ხვა ვერ მოიგებს.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 10 2017, 10:22 AM
Post #27


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოდი ასე გკითხავ, თუ შენ ფიქრობ რომ მართლმადიდებლობაა ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ. ეს მითხარი:

ღმერთი იმდენად პრიმიტიული არსება გგონია რომ სადღაც გადაკარგულში ბადებს ბავშვს, არაქრისტიანულ სამყროში, ბადებს ადამიანს რომელიც სავსეა ბოროტებისკენ ყველანაირი მიდრეკილებით, ეს ბავშვი იზრდება და მთელი თავისი ცხოვრება ცუდის მეტს არაფერს აკეთებს, შემდეგ კიდე იკლავს თავს იმის გაცნობიერებით რომ სამყარო საშინელებაა და თვითონაც საშინელებაა და არსებობა არ ღირს. ხოდა ასეთ ადამიანს ღმერთი მისი ქმედებების გამო უშვებს ჯოჯოხეთის ყველაზე უფრო საშინელ ჯურღმულებში, იმიტომ რომ მან ყველა ცოდვა ერთად ჩაიდინა, რისი ჩადენაც შეიძლებოდა, და ამ ადამიანს - ადამიანს რომელიც თავადვე შექმნა ასეთად სწირავს სამუდამო სატანჯველისთვის.

მეორეს მხირვ ქრისტეანული ევროპის სამეფო ოჯახში იბადება პრინცესა, რომელსაც ბავშვობიდანვე მიდრეკილება აქვს ყველანაირი სიკეთისაკენ, ეს ბავშვი იზრდება სამეფო, კაარზე ყავს საუკეთესო საერო თუ სასულიერო მასწავლებლები, ეს პრინცესა მთელს თავის ცხოვრებას სიკეთის კეთებაში ატარებს და დიდებულად ასრულებს თავის ცხოვრებას, ისე დიდებულად რომ საუკუნეების განმავლობაში პოეტების მუზა ხდება და ეკლესია მას წმინდანად შერაცხავს (თამარ მეფე თუმდაც). ეს ადამიანი გრდაცვალების შემდეგ ხვდება სამოთხეში, ღმერთთან ყველაზე უფრო დაახლოებულ ადგილას.

მესამეს მხირვ: '''სადღაც გადაკარგულში ბადებს ბავშვს, არაქრისტიანულ სამყროში, ბადებს ადამიანს რომელიც სავსეა ბოროტებისკენ ყველანაირი მიდრეკილებით, ეს ბავშვი იზრდება და მთელი თავისი ცხოვრება ცუდის მეტს არაფერს აკეთებს, შემდეგ კიდე იკლავს თავს იმის გაცნობიერებით რომ სამყარო საშინელებაა და თვითონაც საშინელებაა და არსებობა არ ღირს. ხოდა ასეთ ადამიანს ღმერთი მისი ქმედებების გამო უშვებს ჯოჯოხეთის ყველაზე უფრო საშინელ ჯურღმულებში, იმიტომ რომ მან ყველა ცოდვა ერთად ჩაიდინა, რისი ჩადენაც შეიძლებოდა, და ამ ადამიანს - ადამიანს რომელიც თავადვე შექმნა ასეთად სწირავს სამუდამო სატანჯველისთვის.''' და ასე შემდეგ...

მითხარით ისეთი ღმერთის გწამთ რომელიც შექმნის ადამიანს ისეთად როგორიც თვითონ უნდა და შემდეგ სჯის ასეთი და ასეთი რატომ ხარო, ან რა კარგი რომ ასეთი და ასეთი ხარო? ესაა თქვენი მართლის მადიდებლურად დანახული ღვთაებრივი სამართალი?

არა მეგობარო, ღმერთი რომელზეც ნათქვამია: ''''ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია''' ასეთი ვერ იქნება. მე და შენ ღმერთზე უფრო სამართლიანები ვერ ვიქნებით და ღმერთზე უფრო მოწყალეები, რადგან მეეჭვება ჩვენ გავწიროთ ადამიანი რომელსაც ეკლესიური გაგებით ღმერთი წირავს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ რაღაც არ გვითხრეს, რაღაც გვასწავლეს და რაც გვასწავლეს არაა ჭეშმარიტება.

ზემოთ მოცემული სირთულიდან გამოსავალი რეინკარნაციის და კარმის აღიარებაში, ამ ორი იდეის გარეშე შეუძლებელია ქრისტეანობის და ზოგადად ნებისმიერი რელიგიის ადეკვატური გაგება. ქრისტეს სიტყვები როგორ უნდა გავიგოთ: ''''იყავით სრულნი, ვითარცა მამაი თქვენი სრულ-არს''' - ერთ ცხოვრებაში ეს ვის შეუძლია? თუ ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ მაშინ ვის ელაპარაკება ქრისტე? ვის მიმართავს? რა განა ის ყველა ადამიანისთვის არ მოვიდა? განა მხოლოდ 12 მოწაფისათვის მოვიდა? განა ქრისტეს ის ადამიანი არ უყვარს რომელიც აფრიკაში იბადება ბოროტებისკენ მიდრეკილებებით, განა მას ქრისტე სამუდამო სატანჯველისთვის გაწირავს? ან გნებავთ: '''"საქმენი რომელსაც მე ვიქმ, თქვენც იქმთ და უფრო მეტსაც იქმთ"''' ეს რა გვეუბნება ქრისტე, აბსურდულ პერსპექტივებს გვისახავს? ჩემზე მეტის გაკეთებას შეძლებთო ამას ჩვენ გვეუბნება, ჩვენ გვისახავს ღმერთკაცებად გახდომის პერსპექტივას, ამის გაგება მხოლოდ რეინკარნაციის იდეის გააზრებითა და გაზიარებით თუ შეიძლება.

თუკი იუდაისტისთვის არსებობს რეინკარნაცია, მუსულმანისთვის არსებობს, ბუდისთისთვის და ინდუისტისთვის ხომ არსებობს და არსებობს, პლატონისა და პითაგორასთვის არსებობს, ასტროლოგიისთვის არსებობს, ქრისტეანობაში არა გვაქვს რეინკარნაციის გაგება? ქრისტეანობა, რომელიც ყველა რელიგიაზე შორს მიდის როცა გეუბნება: გიყვარდეს მტერი შენი! ფუნდამენტური იდეის რეინკარნაციის გაგების გარეშე ვერ დარჩება.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 10 2017, 01:00 PM
Post #28


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Sandrika
QUOTE(ssandrikaa @ 10th February 2017 - 03:11 AM) *

QUOTE(ssandrikaa @ 10th February 2017 - 03:11 AM) *
რაც არ იცით რატომ ლაპარაკობ?

ქრისტეს ცნობიერების ადამიანმა შეიძლება აგრესია გამოავლინოს ელემნტარულ კითხვებზე? აქედან ჩემი ცოდნა მაგაზე რომ ეგ ქრისტიანობა არის მექანიკური, ანათემას გადაგცემენ და დაგჩაგრავენ თუ ხედავენ რომ 'მაგათიანი' არ ხარ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება, რასაც უმრავლესობა აკეთებს სამწუხაროდ.
QUOTE(ssandrikaa @ 10th February 2017 - 03:11 AM) *
"ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე პირველ რიგში საკუთარ თავშიო"

ეს მაგრად იცით რა ამან თქვა იმან თქვა და მორჩაო, მაშინ თუ ეგრეა როგორც შენ აღწერე, რატომ ასწავლიდა ქრიტე მოწაფეებს ამაღლებამდე? რატომ არ გაუშვა ყველა ერთიანად მაგ სიტყვების მერე?? შენ ძმის გულ მაგ დონემდე მიღწევას ეხუმრები? მაგ დონემდე ვინმემ უნდა მიგიყვანოს.

ჯერ 1 კაციშვილმა არ იცის არსებობდა თU არა ქრისტე, მეორე თქვა თუარა მსგავსი რამე და რამდენი მოწაფე ყავდა.
ამის არანაირი ფაქტი არ მაქვს. ქრისტემ რა თქვა და ბუდამ რა თქვა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იქამდე სანამ თავად არ დავინახავ ჭეშმარიტებას აზრი არ აქვს ვინ რა თქვა, მაგრამ უკანასკნელმა რომ თქვას რაღაც რასაც ჩავწვდები და დავინახავ ჭეშმარიტებას, მაგასაც მივიღებ. ბრმად მიყვებიან ადამიანები იმას რასაც ვერ ხედავენ და ზუსტად ორმოში ჩავარდებიან, იმიტომ რომ გზაზე ათასი შარლატანი და ილუზიაში მყოფი შეიძლება შეხვდეთ.
მართლმადიდებლობა ანუ მართლის დიდება არის ყველაზე დიდი რელიგია რომელსაც სისტემით ვერ ისწავლი, ეს არის ცხოვრება სადაც ყოველწამს ეჯახები არჩევანს და ეჭვებს.
ვისაც გონია რომ რიტუალებით და ეკლესიაში სიარულით მივა სადამდე, ღრმად ცდება.
ჯერ დონეებზე რომ ლაპარაკობ, რას ნიშნავს ის დონე და ეს დონე, ვინ დაყო დონეებად? შენმა ფიქრმა დაყო ეს ფაქტია. დონეები არ აქვს უასსრულობას და ჭეშმარიტებას.
ამ ცხოვრებაში კარგად ვიცხოვრებ და მერე 2 დონით ავიწევი მერე იქაც და ბოლოს ღმერთთან დავამთავრებ ეს არის შეშინებული ფიქრის გამოსავალი და ბევრჯერ შემხვედრია მსგავსი აბსურდი ეგრედ წოდებულ ქრისტიანებთან ომელთაც რეალურად ქრისტესთან ფაქტიურად არაფერი საერთო არ აქვთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 10 2017, 01:10 PM
Post #29


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 10th February 2017 - 09:50 AM) *
მე ის ვთქვი რწმენა არაა მეთქი საჭირო, არც ბრმა რწმენა და არც არანაირი, იმიტო რომ რწმენა ყოველთვის ბრმაა. საჭიროა აზროვნება

რატომ ვერ ხვდებიან ამას ეგრე წოდებული ქრისტიანები? იმიტომ რომ ეჭვის შეტანა რწმენაში ითვლება დაღუპვათ, ანუ ფაქტიურად დოგმატური ქრისტიანობა ყველანაირ შანსს გაკარგვინებს, ბრმად უნდა გწამდეს და გეშინოდეს იმის რაც არ იცი რა არის და ყველაზე საოცარი ფრაზა ღმერთის შიში უნდა გქონდესო : (( დაბრმავებული ადამიანის მოგონილი სხვების დასაშინებლად ან სპეციალურად მოგონილი სხვის დასაშინებლად.


QUOTE(Merlin @ 10th February 2017 - 10:22 AM) *
არა მეგობარო, ღმერთი რომელზეც ნათქვამია: ''''ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია''' ასეთი ვერ იქნება. მე და შენ ღმერთზე უფრო სამართლიანები ვერ ვიქნებით და ღმერთზე უფრო მოწყალეები, რადგან მეეჭვება ჩვენ გავწიროთ ადამიანი რომელსაც ეკლესიური გაგებით ღმერთი წირავს. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ რაღაც არ გვითხრეს, რაღაც გვასწავლეს და რაც გვასწავლეს არაა ჭეშმარიტება.

აქედან დასკვნა რომ ადამიანის ფიქრმა მოიგონა ეგ ყველაფერი, ღმერთი თუ ასეთი ფენომენი არსებობს, მაგ რიტუალების და წესების მიღმაა ეს ფაქტია ჩემთვის, ადამიანმა მილიონობით ღმერთი გამოიცვალა და რა? დღესაც უბედურია და ზოგი თავსაც იკლავს ისეთ კონფლიქტშია, ეგ არ არის რელიგია, ეგ არის გამოგონილი ისტორია რომელმაც ადამიანი დააშორა ერთIანობას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Feb 12 2017, 01:14 AM
Post #30


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



merlin

(შტეფსელის პასუხის პასუხი smile.gif))
დამოუკიდებლი გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს ბავშვებს სამწუხაროდ შეცდი smile.gif , მაგრამ ის მართალია რომ ადვილად შეიძლება ბავშზე ზეგავლენის მოხდენა, და ამიტომ არის საჭირო დამრიგებელი რომ რწმენაში გააძიეროს, გახადოს უფრო ძლიერი და ნაკლდებად მოექცეს სხვის ზეგავლენას, არ უღალატოს კეთილშბილურ პრიციპებს და ცხოვრებაში წარუმატებლოვის შემდეგ კვლავ ბრძლის გაგძელება ასწავლოს, ბრმად იწამო მოძღვრი ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება ესე ბრმად მიყვე, ეს ყველაზე საშინელებაა, გეთახმები რომ ამბობ მასწავლებელმა გზა უნდა განახოს რომ შენ შენი გზა განვლოო, ბაზარი არაა. ანუ მაინც მივედით იმ დასკვნამდე რომ მოძღვარი აუცილებელია რაღაც პერიოდი.

(ყველა ტაძარი და ყველა მოძღვარი გყავს ნანახი და შესწავლილი ასეთი გლობალური დასკვნები რომ გამოგაქვს?' ამის პასუხის პასუხი smile.gif)))
ჯერ ერთი ყველა მოძღვარს ერთ ქვაბში რომ ხარშავ, ისევ ანალოგიურ კითხვას დაგისვამ და პასუხი არ გექნება, მერე მეორე დოგმების სიბნელეზე რომ დაიწყე საუბარი, ძალიან აბსტრაქტულია და არგუმენტადაც ვერ ჩაითვლება, ესე ნებისმიერმა ნებისმიერი საკითხი შეუძლია ამტკიცოს.

(,,ქრისტემ თქვა ზუსტად ეძიე და ჰპოვებდე'' პასუხის პასუხი smile.gif)
ეს ICHI-მ დაწერა და მერე ვუპასუხე ეგ ციტატა მე არ მომიყვანია biggrin.gif , არაუშავს შეგეშალა ვის არ მოსვლია, მაგრამ ერთი რამეს ვერ მივხვდი შენს მსჯელობაში, ამ დანაღვლიანებულ ხალხს წირვა ლოცვაზე რომ არიან, როგორ უშველის რეინკარნაციის აღიარება ეკლესიის მიერ biggrin.gif და რატომ გგონია რომ უფრო ჯანსაღი მსოფლმხედველობა აიგებოდა? ჩემი აზრით და მემგონი მართალი ვარ ეს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა მრევლს, ბევრი დაიწყებდა უაზრო ფიქრებს და ფანტაზიას იმ ცხოვრებაში რა ვიყავიო ვინ ვიყავიო და რაც მთავარია საფიქრელი რაც გვაქვს დღეს იმაზე არ შევიწუხებდით თავს. სულიერებმა აწმყოშია როგორ ვითარდებით რა პროცესია, როგორ ვუმკლავდებით პრობლემებს, როგორი დამოკიდებულება გვქვს ადამიანების, საკითხების, მოვლებების მიმართ, ალბათ იმ დანაღვლიანებული ხალხის პრობლემა ისაა რომ არ იციან სად დგანან და როგორი დამოკიდებულება ქონდეთ წირვა ლოცვის მიმართ.

,,რწმენა არაა საჭირო''
კაი რა , რას მიმტკიცებ თუ ძმა ხარ, რწმენა როგორ არაა საჭირო?
შენ რომ ადამიანს არ კლავ არ აყენებ შეურაჭყოფას არ ამცირებ, ეს ხომ იმის დამსახურებაა რომ შენ გწამს იმ კეთილშობილური პრინციპების და გიყვარს ადამიანი და მორწმუნეებს უყვართ ღმერთი.
და თუ შენ ამ საშინელებას იმიტომ არ აკეთებ რომ უბრალოდ აზროვნებ და ხვდები რომ დაგიჭერენ ციხეში მაშინ მეცოდები.





Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Feb 12 2017, 01:40 AM
Post #31


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



MERLIN
(მერლინის მეორე პოსტის კითხვაზე პასუხი )
თამარ მეფეზეზე რას მეუბნები კაი რა, დედოფალი ორჯერ გაათხოვეს ძალით თავადებმა და შენ წარმოიდგინე მაშინდელი ქალისთვის ესეთი რამ რამხელა შეურაცყოფა იყო?
დედოფალი რომელიც სასახლეში ვინც კი ავათ გახდებოდა ყურადგებას არ აკლდებდა ზედ ყვებოდა, და სიცოცხლე ნაადრევ ასაკში დატოვა იმიტომ რომ განუკურნებელი სენი ჭირდა და სანამ ლოგინად არ ჩავადა არავინ იცოდა. რავი ძალიან ცუდი მაგალითი მოიყვანე.
ეს რა გვჭირს ქართველებს ჯერ ჩვენიანი ვისაც ნაღდად ადამიანურად უცხოვრია ის არ გვაწუხებს და სადგაც გადაკარგულში რომელიც არც კი ვიცით ზუსტად არსებობს თუ არა იმაზე ვდარდობთ

ბერი ერმოლაოსი:
-ის, ვინც სიყვარულისთვის რჯულის კანონით ცხოვრობს, ცხონდება რჯულის კანონით, ხოლო ის, ვინც რჯულის კანონს რაიმე გარემოებების გამო არ იცნობს, მაგრამ სიყვარულისთვის ცოცხლობს, ცხონდება გულის კანონით, ანუ სიყვარულით."
გულის კანონი , ძალიან ღრმა სიტყვებია

და რეინკარნაციით როგორ ახსნი დედაშვილურ დაძმურ და ოჯახურ ურთიერთობებს?
ძალიან მარაზმი გამოდის და ჩემი სინდისისთვის და ზნებოისთვის რომ მიუღებელია რაოდენ დიდია ღმერთის ზნეობა და სინდისი




Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Feb 12 2017, 02:03 AM
Post #32


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ICHI

რაც არ იცით რატომ ლაპარაკობ?
,,ქრისტეს ცნობიერების ადამიანმა შეიძლება აგრესია გამოავლინოს ელემნტარულ კითხვებზე? აქედან ჩემი ცოდნა მაგაზე რომ ეგ ქრისტიანობა არის მექანიკური, ანათემას გადაგცემენ და დაგჩაგრავენ თუ ხედავენ რომ 'მაგათიანი' არ ხარ, ეს ფაქტია და არა მოსაზრება, რასაც უმრავლესობა აკეთებს სამწუხაროდ.''

სოდომ გომორის აგრესია ღვთის აგრესია არ იყო? biggrin.gif
ღმერთი სასტიკიცაა და კეთილშობილიც, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვიკითხე კაცო ვიკითეეე biggrin.gif სად ხედავ აგრესიას biggrin.gif

(მეორეს პასუხი smile.gif)))

ჯერ შენთვითონ მოიყვანე ციტატა სახარებიდან რომ გიპასუხე აღარ გაწყობს და უარყავი ქრისტეს არსებობა? biggrin.gif biggrin.gif რა კაცია როგორც აწყობს ისე უნდა biggrin.gif
რა მეორე მესამე დონე რა შეშინებული აბსურდები ქრისტიანები, მაგ თემაზე ჩვენ არ ვლაპარაკობდით და სხვაგან გადაუხვიე
შენ ამბობდი რომ არ არის საჭირო მოძღვარიო, ტქენიკურ საკითხებში მყავს გარკვეული ავტორიტეტებიო და სულიერებაში არ არსებობს ავტორიტეტიო, და მოიყვანე ციტატა სახარებიდან რომ დაგისვი ლოგიკური შეკითხვა, სახარება უარყავი, მეღადავები? სისულელესაც აქვს საზღვარი.
და კიდე მათემატიკა რომ რთული გასაგებია და ახსნა გჭირდება რომ გაიგო, თუმცა შეიძლება შენითაც მიხვდე რომ წაიკითო ვინმეს დაწერილი მაგრამ შეიძება არასწორად , რაოდენ რთული იქნება სულიერი საკითხების გაგება როდესაც მრავალი ახსნა აქვს და მრავალი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, თუ გჭრდება მხოლოდ მანდ გჭრდება ავტორიტეტი მათემატიკას შენთვითონაც ისწავლი, ბოლოს და ბოლოს შიმპანზეებიც სწავლობენ მათემატიკას.




Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 13 2017, 12:33 PM
Post #33


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ ნერვიულობთ,ბავშვებო. საითაც გაიქცევი,იქით წაიქცევიო - ნათქვამია
ქრისტიანობაც ბორკილია და უქრისტოანობაც. ბევრი მუშაობაა საჭირო ამ ბორკილიდან რომ გახვიდე, მაგრამ კონკრეტულად შენ რა უნდა აკეთო, ამას მხოლოდ შენ თუ მიხვდები. ამიტომ სხვას უმტკიცო რაიმე ამგზაზე - სისულელეა.
<3


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Feb 13 2017, 06:02 PM
Post #34


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 13th February 2017 - 12:33 PM) *
ქრისტიანობაც ბორკილია და უქრისტოანობაც. ბევრი მუშაობაა საჭირო ამ ბორკილიდან რომ გახვიდე, მაგრამ კონკრეტულად შენ რა უნდა აკეთო, ამას მხოლოდ შენ თუ მიხვდები. ამიტომ სხვას უმტკიცო რაიმე ამგზაზე - სისულელეა.

მართალი ხარ შვილო ჩემო babu.gif
მაგრამ, მოკლედ ასე შეიძლება ვთქვათ, რამეთუ ეს დისკუსია დაიწყო კითხვიდან ცოდვაა თუ არა მედიტაცია და ა.შ: დიახსთ, მართლმადიდებლისთვის ცოდვაა ეზოთერიკით გატაცება (ჩემი თუ არ გჯერათ ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელს), ყოველ შემთხვევაში არასასურველია, რამეთუ ის აამღვრევს სულსა თქვენსა და სულში შფოთს გაგიჩენთ, ხიბლსა შიგა ჩაგაგდებთ. და ჯოჯოხეთამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 13 2017, 07:27 PM
Post #35


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ჯოჯოხეთში საინტერესო საზოგადოება ვიკრიბებთ,ჩვენი დისკუსია იქ გაგრძელდება ალბათ biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Feb 14 2017, 08:26 PM
Post #36


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო საინტერესო ხალხი შეიკრიბებით ჯოჯოხეთში
მარა ყველაზე საინტერესო ის იქნება მე და ჩემნაირებიც იქ რო დაგხვდებით და 24 საათი გიქაგადაგებთ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 14 2017, 08:28 PM
Post #37


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



laugh.gif Sandrika


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 14 2017, 10:00 PM
Post #38


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lol.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 16 2017, 09:01 PM
Post #39


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ssandrikaa @ 12th February 2017 - 02:03 AM) *
ჯერ შენთვითონ მოიყვანე ციტატა სახარებიდან რომ გიპასუხე აღარ გაწყობს და უარყავი ქრისტეს არსებობა?

რატომ უნდა უარყო ან დაეთნხმო ეგეთ რამეს, ეგ არავინ იცის დედამიწის ზურგზე და მაგაზე ფიქრი არის დროის კარგვა, საკუთარ თავში უნდა ნახო ქრისტეც ბუდაც და მაჰმუდიც
Go to the top of the page
 
+Quote Post
Sandrika
post Feb 18 2017, 12:52 AM
Post #40


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 98
Joined: 28-December 12
Member No.: 6,950

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi

ხო ხო საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინო ქრიტე ბუდა მაჰმუდი და მიმოზა
იცი ვინ იყო მიმოზა?
არ გეცოდინება))) ჯერ უნდა წაიკიხო მიმოზას მცნებები რომ გაერკვიო მაგ საკითხში
ჰო ჰო ჯერ უნდა დაიჯერო რომ არსებობდა თორე თუ არ წაიკითხე დაიჯერე მისი საიდან მიხვდები რომ უნდა აღმოაჩინო საკუთარ თავში?
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 10:55 AM