IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> დამთხვევა, შემთხვემთხვევითობა თუ კა
INVICTUS
post Oct 20 2017, 04:08 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ფორუმზეც ბევრი იქნება იმ ადამიანების ნაწილისა, რომლებიც დამთხვევების კანონზომიერების ან კიდევ შემთხვევითობის მომხრეები იქნებიან. ძალიან საინტერესოა ორივე თეორიის მოსმენა, დამაჯერებელი საუბარი იმაზე თუ რატომ ხდება დამთხვევითი მოვლენები, ამას ჩვენი ცნობიერი თუ ქვეცნობერი იწვევს (იზიდავს) თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება?



მაგალითისთვის ავიღოთ: ჩემი (თქვენი) ეზოთერიკით დაინტერესება (დამეთანხმეთ, რომ ეზოთერიკა და მისით დაინტერესება არ არის მასობრივი მოვლენა) ქვეცნობიერითაა გამოწვეული, წინა ცხოვრებისეული ზეგავლენაა თუ შემთხვევითობაა?

ის რომ მაგ: დედამ მითხრა გადასასვლელზე ყურადღებით გადადიო და დღეს მაინც დამაინც გაამახვილა ყურადღება და კინაღამ მანქანა დამეჯახა, რა არის ეს, კანონზომიერება, დამთხვევა თუ ?..
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 20 2017, 10:38 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოო დღეს მომიყვეს უამრავი შემთხვვა ბავშვები რომ გაავარდნენ ფანჯრიდან,ზოგს მიუსწრესო, ზოგი მოკვდაო, ზოგი ესაო, ზოგი ისაო
გამოვედი იქიდან და 10 წუთში საქანელიდან გადმომივარდა ბავშვი.
ამიტომ ვერ იტანდა ბებიაჩემი, ვინმე თავის ზარალზე რომ მოყვებოდა ჩვენთან. თითქოს გაძახებენო.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 21 2017, 08:54 AM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
მეც მაინტერესებს ზოგადად დამთხვევას რას ეძახის ადამიანი.

მე დავწერ როგორ მესმის ეს სიტყვა, სამყარო რომელიც ერთIანია და რომელშიც მიდის უამრავი პროცესები პარალელურად, ხდება კომბინაციები რაც შეუძლებელია ჩვენ გავთვალოთ.
როდესაც ჭიქა ვარდება მაგარ ზედაპირზე, ცხადია რომ გატყდება. მაგრამ როდესაც რაიმე მოვლენაში ჩართულია 10000 მოვლენა მანდ უკვე უძლურები ვართ. ჩემი აზრით დამთხვევა და შემთხვევა არ არსებობს, უბრალოდ ვერ განსჭვრეტ რას რა მოყვება(ჯაჭვი).
ფიქრი როგორც ბევრჯერ გამიგია და ვეთანხმები რომ არის მატერიალური, შესაბამისად ფიქრი რა თქმა უნდა ახდენს გავლენას სხვა მატერიაზე. შესაბამისად რა მოხდება დამოკიდებულია არა მხოლოდ გარეზე არამედ შინაგან სტრუქტურაზეც.

QUOTE(INVICTUS @ 20th October 2017 - 04:08 PM) *
დედამ მითხრა გადასასვლელზე ყურადღებით გადადიო და დღეს მაინც დამაინც გაამახვილა ყურადღება და კინაღამ მანქანა დამეჯახა, რა არის ეს, კანონზომიერება, დამთხვევა თუ ?..

ჩემი აზრით კანონზომიერება, რომელსაც ადამიანი ვერ წვდება.

tikoroma
QUOTE(tikoroma @ 20th October 2017 - 10:38 PM) *
ამიტომ ვერ იტანდა ბებიაჩემი, ვინმე თავის ზარალზე რომ მოყვებოდა ჩვენთან. თითქოს გაძახებენო.

როგორც ჩანს შეამჩნია ძვეელმა ხალხმა ეს კანონზომიერება.


ძალიან ბევრი გამოთქმა მოდის ძველი დროიდან რომელსაც ცრურწმენა ქვია, მე ეჭვი მაქვს რომ არც ისე ცრუა ეს ყველაფერი, შეიძლება უმაღLეს ჭეშმარიტებას არ გამოხატავდეს მაგრამ გარკვეული დაკვირვების შედეგი მგონია(ტყუილა არაფერი ჩNდება, მითუმეტეს გამოთქმა) მაგ:ცუდი სიზმარი ნახე წყალს გაატანე.
არსებობს რა თქმა უნდა სულელური ცრურწმენები რომლებსაც ლოგიკური დასაწყისი ქონდა და შემორჩა, მაგალითად სვანეთში მარილი არ მოიპოვებოდა ერთ დროს და ვინც დააპნევდა, მეორე ეჩხუბებოდა ამის გამო, დღესაც არის ეს ცრურწმენა >მარილი არ დაყარო ჩხუბი იცისო. ჩხუბი კი არ იცის, ადრე ჩხუბობდნენ ამის გამო სვანეთში და უბრალოდ შემორჩა ზეპირსიტყვიერებას.

ჩემთვის ყველაზე დიდი მისტერიაა ცნობიერების და ფიქრის გავლენა გარე სამყაროზე. ფიქრი რომ ორგანიზმზე ახდენს გავლენას და ცვლის მატერიალურ სტრუქტურას ეს ცხადია და დაკვირვებით მიხვდება ადამიანი, მაგრამ რამდენად ახდენს ის გავლენას გარე მატერიაზე და რატომ განიცდის ადამიანი დიდ ნეტარებას ფიქრის გაჩერების დროს(ნეტარებას იწვევს ერთანობის განცდა შიდასი და გარესი) ეს არის მისტერია რასაც ვაკვირდები და ვცდილობ ფიქრით თუარა რაიმე საშუალებით ჩავწვდე-გავიგო.

თემიდან მემგონი გადავუხვიე, თუ დავაკვირდებით ნებისმიერ მოვლენას მივხვდებით რომ არ არსებობს არანაირი დამთხვევა და შემთხვევა, ეს არის უამრავი მოვლენის ჯაჭვი. მთიანობის დანახვა იგივე წინასწარმეტყველებაა ანუ ამ ჯაჭვის მიზეზ-შედეგობრიობის დანახვა. ადამიანებმა ზღვაში წვეთი ვიცით იმისა რაც ხდება, ფაქტიურად ბრმები ვართ და ეს ფაქტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 21 2017, 09:05 AM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(INVICTUS @ 20th October 2017 - 04:08 PM) *
მაგალითისთვის ავიღოთ: ჩემი (თქვენი) ეზოთერიკით დაინტერესება (დამეთანხმეთ, რომ ეზოთერიკა და მისით დაინტერესება არ არის მასობრივი მოვლენა) ქვეცნობიერითაა გამოწვეული, წინა ცხოვრებისეული ზეგავლენაა თუ შემთხვევითობაა?

შემთხვევითობა არ არის ამას ზუსტად გეტყვი,გურჯიევი თ არ ვცდები მაგნიტურ ველს ეძახდა ამ მოვლენას ადამიანში-ზოგი ხედავს და ილტვის ჭეშმარიტებისკენ, ზოგის მანქანა კიდე გაფუჭებულია. ადამიანი უნდა წავიდეს 1 მიმართლებით:აქ და ახლა ცხოვრება და გაცნობიერება შიდა მხარის და გარესი, ამაზე წერს ყველა ეზოთერული სკოლა მისტიკოსი თუ მასწავლებელი. აქ და ახლა ცხოვრება თავისთავად ნიშნავს ფიქრის მინიმანიზაციას ან გაქრობას და ყველა გრძნობითი ორგანოს ჩართვას ცხოვრებაში.
საინტერესო თემაა. ალბათობის თეორია თუ ვინმემ იცის დაწეროს საინტერესო იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Oct 21 2017, 11:22 AM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვაიმეეე მეგობრებო რა რთულია ეს ყველაფერი, სად, როდის, როგორ უნდა იარო, იდგე, დადუმდე, ამხილო. იყო დამკვირვებელი, ჩაერიო აქტიურად, მიჰყვე საკუთარ აზრს, უსმინო სხვას და გაითვალისწინო ან/და პირიქით


ხშირად თავი მიხურს (ალბათ ტვინი ცხელდება) smile.gif ამდენი ფიქრის თუ იმაზე ფიქრით ვიფიქრო თუ არა, არად ჩვენ ჰო homo sapiens ვართ?!

Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Oct 21 2017, 11:28 AM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma


QUOTE(tikoroma @ 20th October 2017 - 10:38 PM) *
ოო დღეს მომიყვეს უამრავი შემთხვვა ბავშვები რომ გაავარდნენ ფანჯრიდან,ზოგს მიუსწრესო, ზოგი მოკვდაო, ზოგი ესაო, ზოგი ისაო
გამოვედი იქიდან და 10 წუთში საქანელიდან გადმომივარდა ბავშვი.


იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ყოველივე კარგს გისურვებ თიკო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Oct 21 2017, 11:35 AM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 21st October 2017 - 08:54 AM) *
ჩემი აზრით დამთხვევა და შემთხვევა არ არსებობს, უბრალოდ ვერ განსჭვრეტ რას რა მოყვება(ჯაჭვი).


ანუ ჩვენი ტვინი ვერ "ქაჩავს" ან ტრენინიგი გვინდა რომ "გაქაჩოს" ან, თუ ვერც ვერასოდეს ???

QUOTE(blue_velvet @ 21st October 2017 - 08:54 AM) *
ფიქრი როგორც ბევრჯერ გამიგია და ვეთანხმები რომ არის მატერიალური, შესაბამისად ფიქრი რა თქმა უნდა ახდენს გავლენას სხვა მატერიაზე. შესაბამისად რა მოხდება დამოკიდებულია არა მხოლოდ გარეზე არამედ შინაგან სტრუქტურაზეც.



თუ გავლენას ვახდენთ ფიქრით და ნაწილობრივ რეჟისორი ვართ და ამავე დროს თანამდევ შედეგს ვერვ ვჭვრეტთ მაშინ გამოდის რომ ლიმიტირებული შესაძლებლობები გვაქვს. (სრული რომ გვქონდე ალბათ ღმერთები ან რაღაც უმაღლესი ძალები გვერქმებოდა, თუმცა ქრისტ. დოქტრინით ადამიანი უმაღლესი ქმნილება ვართ)



Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 22 2017, 10:14 AM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(INVICTUS @ 21st October 2017 - 11:35 AM) *
ანუ ჩვენი ტვინი ვერ "ქაჩავს" ან ტრენინიგი გვინდა რომ "გაქაჩოს" ან, თუ ვერც ვერასოდეს ???

მე ვფიქრობ თუკი იმას ვხვდებით რომ ყველაფერი ჯაჭვია და ფიქრი მატერიაზე ახდენს გავლენას, ესეიგი ჩვენ გვაქვს რაღაც შესაძლებლობები რომლის აზრზე არ ვართ, მაშინ რა საჭიროა ამ ჯაჭვის დანახვა? ვიქნებოდით ლიმურებივით ან ჩიტებივით. ეს ჩემი აზრია.

QUOTE(INVICTUS @ 21st October 2017 - 11:35 AM) *
თუ გავლენას ვახდენთ ფიქრით და ნაწილობრივ რეჟისორი ვართ და ამავე დროს თანამდევ შედეგს ვერვ ვჭვრეტთ მაშინ გამოდის რომ ლიმიტირებული შესაძლებლობები გვაქვს. (სრული რომ გვქონდე ალბათ ღმერთები ან რაღაც უმაღლესი ძალები გვერქმებოდა, თუმცა ქრისტ. დოქტრინით ადამიანი უმაღლესი ქმნილება ვართ)

ანუ ჩემი აზრით ჩვენ ჩართული ვართ ამ მთლიანობაში და ნაწილობრივ ღმერთებიც ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ქმდებიდან გამომდინარე ხდება ასე ან ისე(იცვლება მთლიანი ჯაჭვი)
ადრე წავიკითხე რომ ნებისმიერი მოვლენა დანარჩენ მთლიანობაზე გავლენას ახდენს და მე ვფიქრობ ამის მიხვედრა ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგალითად ერთი ადამიანის უფრო ცნობიერი ცხოვრება შეცვლის ყველას და ყველაფერს(დოზას არ აქვს მნიშვნელობა).
თემას რომ ნუგზარას ყავა დაესხა ფეხზე და ამის შემდეგ მთელი დე უფრო გაღიზიანებულია და გზაში ვიღაც საცოდავ კაცს ეჩხუბა შემთხვევა და დამთხვევა კი არ არის არამედ ჯაჭვი სადაც ნუგზარა ვერც კი ხვდება საკუთარი ქცევის მოტივს.
ან მეორე მაგალითი, ნუგზარამ მოიგო დიდი ფული და შემდეგი დღე გახდა 'კეთილი' და თავის დას აჩუქა ახალი მობილური, ეს გამომდინარეობს მთელი რიგი ჯაჭვიდან საიდანაც მოუვიდა ის მოსაგები კომბინაცია(ესეიგი 10მა გუნდმა ითამაშეს ისე როგორც დადო ტოტალიზატორში, რატომ ათივემ? და აი მიდიხარ უსასრულოდ ოღონდ სად არ იცი, ესეიგი ხდება ჯაჭვის პროეცირება უკან-წარსულში, ალბათ იქ საიდანა წამოვიდა ყველაფერი). ამიტომ და ამგვარად ჩვენი ცხოვრება არის მთლიანი ჯაჭვი ამ მატერიალური მოვლენების, ამ მატერიალურ მოვლენებში ჩართულია ჩვენი ფიქრიც. ძალიან საინტერესო თემაა ჩემთვის, თუ განვავრცობთ კარგი იქნება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 22 2017, 07:49 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 20th October 2017 - 11:38 PM) *
ოო დღეს მომიყვეს უამრავი შემთხვვა ბავშვები რომ გაავარდნენ ფანჯრიდან,ზოგს მიუსწრესო, ზოგი მოკვდაო, ზოგი ესაო, ზოგი ისაო
გამოვედი იქიდან და 10 წუთში საქანელიდან გადმომივარდა ბავშვი.
ამიტომ ვერ იტანდა ბებიაჩემი, ვინმე თავის ზარალზე რომ მოყვებოდა ჩვენთან. თითქოს გაძახებენო.

აი ამას ეძახიან მიზიდულობის კანონს. ფიქრის მატერიალიზაცია...
როგორც ჩანს შენ ეს ამბავი ემოციით მოისმინე...

მართლაც არაა ადვილი მართო ყველა შენი გრძნობა და ემოცია, მაგრამ კარგია თუ მართავ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Oct 22 2017, 07:50 PM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



INVICTUS
QUOTE(INVICTUS @ 21st October 2017 - 12:22 PM) *
ვაიმეეე მეგობრებო რა რთულია ეს ყველაფერი, სად, როდის, როგორ უნდა იარო, იდგე, დადუმდე, ამხილო. იყო დამკვირვებელი, ჩაერიო აქტიურად, მიჰყვე საკუთარ აზრს, უსმინო სხვას და გაითვალისწინო ან/და პირიქით

აი ზუსტად...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 22 2017, 11:01 PM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი ემოციები ერთია და 10 ადამიანი რომ ზის და ვიშვიშებს, მთელი იმათი ემოციები მომართული იყო თაკოზე, რადგან ის იყო ყველაზე პატარა იქ.

ნუ თამარა კარგადაა, ასე ნახევარი მეტრიდან ჩავარდა რბილ ნიადაგზე biggrin.gif ასეთი მცირე შემთხვევები, მამშვიდებს პირიქით. ვთვლი რომ დაძაბულობები იმუხტება და უფრო დიდი უბედურებები აღარ მოვა.

INVICTUS
ციტატა(INVICTUS @ 21st October 2017 - 11:22 AM) *
ვაიმეეე მეგობრებო რა რთულია ეს ყველაფერი, სად, როდის, როგორ უნდა იარო, იდგე, დადუმდე, ამხილო. იყო დამკვირვებელი, ჩაერიო აქტიურად, მიჰყვე საკუთარ აზრს, უსმინო სხვას და გაითვალისწინო ან/და პირიქით

საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. მეტი არაფერია საჭირო.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
INVICTUS
post Oct 23 2017, 10:13 AM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 22nd October 2017 - 11:01 PM) *
საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. მეტი არაფერია საჭირო.

ანუ შინაგან მსაჯულთან-სინდისთან

ანდრია სალოსის ცხოვრებაში ერთგან ამბობს, ეძიეთ საგანთა შორის ნათესაობა–ო
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:01 AM