ეს ვიდეო ძალიან ლოგიკური მომეჩვენა, უბრალოდ ცოტა გაწელილია თუმცა ყურება ნამდვილად ღირს ვინც რუსული იცით.
https://www.facebook.com/TelecolaRishon/posts/146587056941642
Zet
მეც ლოგიკურად მომეჩვენა.
როგორ დავიცვათო, რაო
მოკლედ, ჩემ ძმიშვილს დაუდასტურდა დღეს, 12 წლისაა, დედ-მამა საზღვარგარეთაა და ჩემთან ცხოვრობს. სავარაუდოდ მეც მაქვს, ყოველშემთხვევაში სიმტომები ამას ამბობენ, ხვალ მეც უნდა დავიტესტო. სულ მეგონა, რომ ახლოს არ იყო და აგერ გვერდში არ მყოლია?
ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ.
ესეიგი საქართველოში მართლა არის ეს ვირუსი, იმედია მალე გამოჯანმრთელდებით.
გუშინ ერთი ვიდეო ვნახე იქ ამბობდნენ ყველაზე ცუდი ისაა რომ ხალხი უფრო მეტად ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს რადგან მეტად არიან შეშინებულიო, რეალურად ვირუსი ინკურნება და არსებობს რეკომენდაციები.
სამწუხაროდ ამ დაპანიკებით და ჩაკეტვით ფსიქოლოგიურად დიდ დარტყმას აყენებენ ხალხს, და რა თქმა უნდა ფინანსურადაც ერთი მეორეს ემატება.
თურქეთში პირველი ტალღის დროს უფრო მეტი იყო, მეორე ტალღა ნაკლებად, როგორც ჩანს საერთო იმუნიტეტი გამომუშავდა,
ნიღბებს რაც შეეხება მაინც არ მომწონს რომ გვაიძულებენ მგონია რომ ღია ცის ქვეშ სადაც ჩემთვის მივდივარ საჭირო არ არის, ვერ ვსუნთქავ, ეს უჰაერობა მახრჩობს, და უფრო მრავლდება ნიღაბში ვირუსები და ბაქტერიები, ტუჩებზე გამომაყარა თუ დასიცხულივით რაღაც გამიჩნდა, მეორე ის რომ ფილტვებს ჟანგბადი არ მიეწოდება, მოკლედ მე არ მომწონს ეს ზედმეტი პანიკური მიდგომა და ხალხის დასტრესვის პოლიტიკა
ano
დღეს მეც დამიდასტურდა, სიცხე მაქვს 37,5 მაქვს ქვედა კიდურების ტკივილი და მსუბუქი სურდო. უცნაური ტკივილი მაქვს წელის არეში, ჯერ-ჯერობით მამაჩემი მყარად დგას ფეხზე, 83 წლისაა, კი მანერვიულებს ძალიან, მაგრამ რას შევცვლი.
მოკლედ თუ ვინმეს დასჭირდება რეკომენდაციები, სვით ბევრი წყალი, სუფთა ონკანის წყალი, არანაირი ტკბილი კომპოტი, მურაბები. ასევე ვსვამ ნივრიან წყალს, რომელსაც ვამზადებ ასე: ნახევარ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში ვაგდებ ერთ მოზრდილ კბილ ნიორს, დასერილს. ამას ვამაზადებ დილით და საღამოთი ვასვამ მეც და ოჯახის დანარჩენი წევრები. დ ვიტამინი აუცილებლად, ასევე ვსვამ სოლგარის თუთიას და მამაჩემს დამატებით ვასმევ ომეგა3-ს. მოკლედ იმედი მაქვს მშვიდად გავისტუმრებთ, ფსიქოლოგიური მხარე მნიშვნელოვანია
elli
მალე გამოჯანმრთელდი ელი
მე გუშინ და დღეს გაცივებული ვარ, სისველე ცხვირში და ცემინება, ყოველ შემოდგომაზე ვცივდები, დავლიე ასპირინი, და მგონი 4_5 ლიტრი წყალი, იმედია გადავლახავ, როგორც წესი მირთულდება ხოლმე.
შარშან ამ დროს სანამ გადასხმა არ გავიკეთე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.
მართლა არაა მარტივი, არც ადვილად გადის, მეცამეტე დღეა დღეს და ისევ 37 მაქვს სიცხე, ისევ მტკივა სახსრები, ისევ მაქვს ზურგის ტკივილი, ისევ არ მაქვს ყნოსვა და გემო, მაგრამ კარგად ვარ, სამსახურში გავედი
ჩემი აზრით არ იმუშავო, არ გადაიღალო თავი, რომ არ გაგირთულდეს,
მე როგორც კი ვიგრძენი გრიპის ნიშნები ყელში და ცხვირში პერეკისიანი წყალი 1/1 ზე შეზავებული შესხურება დავიწყე, თუ რამე ვირუსია კლავს და ცემინება იცის.
ყოველ წელს მემართება გრიპი და თუ ყურადღება არ მივაქციე მირთულდება, წელს სახლიდან არსად გავედი არც სასეირნოდ, რომ არ გადავიღალო ორგანიზმი, დღეს უკვე კარგად ვარ, ექიმთან წასვლას გადავრჩი რომ წავსულიყავი კოვიდი გაქვსო მეტყოდნენ,
ჩემი აზრით უმჯობესია ვირუსის დროს სხეულმა ზედმეტად არ გადაიღალოს და სტრესს მოერიდოს. ასევე რეკომენდირებული, პრეპარატები, ბევრი წყალი და მცენარეული ჩაი, ლიმონი, თაფლი, რძე..
მემგონია ეს მეთოდი კარგად მუშაობს. ისეთ ადგილას ვმუშაობ, ასიანი ხშირი შეხება მქონია დავირუსებულებთან. მაგრამ მუდმივად ვცდილობ სამ დღეში ერთხელ გავაკეთო ეს პროცედურა და ამით ჯერ არაფერი შემხვედრია...
რაც შეეხება ვაქცინას სხვა გზა არა მაქვს ისედაც, მეც გავიკეთებ, თუმცა ამის საჭიროებას ჩემზე საერთოდ ვერ ვხედავ, მაგრამ თავისუფლებას რომ მიკვეთავენ ვერ ვიტან. ამას სიკვდილიც კი ჯობია.
ისე ის ვიცი, თუ გადაწყვეტთ აცრას უბრალოდ ყოველგვარი შიშის გარეშე ჯობია. მთავარია შიში მოიშორეთ ყველაფრისა. რაც გეშინიათ ის გაჯობებთ.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)