Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ისტორია, ცივილიზაციები, რასები _ გალაქტიკის ფედერაცია აშტარ შერან

Posted by: jarmen Mar 10 2019, 04:41 PM

გადავხედე განყოფილებეს და ვერ ვიპოვე აშტარზე პოსტი. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ფორუმელებს შეკრებებზე აშტარის ირგვლივ და ვფიქრობ მართებული იქნებოდა მოკლე ინფორმაცია რომ იდოს აქ.
1977 წლის 26 ნოემბერს BBC-ს პირდაპირ ეთერში ჩაირთი ამოუცნობი სიგნალი, რომელმაც გადაფარა BBC-ს წამყვანის ხმა და ვიზუალი და გადმოსცა შეტყობინება. მალევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გალაქტიკის ფედერაცია აშტარ შერანი კონტაქტზე გავიდა ადამიანებთან, ასეულობით ადამიანის მიძინებული უნარები ხელახლა გაიხსნა კონტაქტის შემდგომ და შედეგად გალაქტიკის ფედერაცია აშტარ შერანს ათასობით პრაქტიკოსი მიმდევარი, მედიუმი, მაგი თუ მკურნალი ყავს დღეს და აქტიურ მუშაობას ეწევიან.

Posted by: starscream Mar 10 2019, 05:25 PM

jarmen
პიდაპირი ეთერის გაციფროებული ვერსია არის სადმე ?

Posted by: jarmen Mar 10 2019, 06:02 PM

ვერ გავიგე რა არის გაციფროებულობა

Posted by: starscream Mar 10 2019, 07:12 PM

მოკლედ ვნახე 1977 წელს ლოკალური ტელევიზიის გადამცემი გაუტეხია ვიღაცას და გაუკეთებია ჩართვა ვინ ვერ დაიჭეირეს და BBC გადმოსცა ეგ ამბავი.
ლინკი https://www.youtube.com/watch?v=U3cH3JJh-GM

Posted by: jarmen Mar 11 2019, 08:32 PM

იცი მაგასაც არ გამოვრიცხავ რომ შესაძლებელი იყო ჩარეულიყვნენ დაინტერესებული პირები ტექნიკური გზით, ამიტომ ეს ვიდეო და ჩართვა არაფერს არ ადასტურებს. თუმცა ეს იყო პირველი საჯარო გამოსვლა საზოგადოებაში, რომელიც საუბრობდა გალაქტიკის ფედერაცია აშტარ შერანზე, თუკცა ყველაზე საინტერესო შემდეგ იწყება როდესაც აღასობით მედიუმი იწყებს ინფორმაციების მიღებას ამ ორგანიზაციისგა და ეაც ყველაზე საინტერესოა უნარები ეხსნებათ და კონტაქტზე გადიან ისეთ ადამიანებთანაც რომლებსაც შეხებაც არ აქვთ მისტიკასთან განსაკუთრებით გალაქტიკის ფედერაციასთან.

Posted by: Zet Apr 3 2019, 02:19 AM

ჩენელინგებშია ბევრი ინფორმაცია აშტარზე და გალაკტიკურ ფედერაციაზე. თვითონ აშტარის ჩენელინგიც არის.
მაგათ ფლოტზეც არის ინფორმაცია და თითონ სისტემაზეც, თუ როგორ არის სექტორებათ დაყოფილი გალაკტიკა, და იმ სექტორებში როგორი ფლოტი დგას და ასეშემდეგ.
ჩვენი სექტორის ამ ნაწილის მეთაურია ეს არსება. აქვთ დიდი მაზერშიპი საბრძოლო და პატარა ჰომალდები ძალიან ბევრი. ეს მაზერშიპი გიგანტური ჰომალდია მემგონი დედამიწის გაბარიტები აქვს.

მე ადრე ვარ ნამყოფი პატარა ჰომალდებზე ასტრალური სხეულით. ოღონდ უკვე აღარ მახსოვს კარგად :დ

Posted by: tikoroma Apr 6 2019, 05:19 PM

რა საინტერესოა
ქართულ ფეისბუქზე ვნახ ეადრე გვერდი და ცოტა ჭკუაზე აფრაკად მეჩვენენ
რამე ღირებულს სჩადიან?

Posted by: jarmen Apr 7 2019, 12:53 AM

ღირებულში რას გულისხმობ თიკო? ვიცნობ მაგ ჯგუფის ადმინს, ეზოთერიკებისთვის არ არის ეგ ჯგუფი გათვლილი სხვა კატეგორიის ხალხზეა ორიენტირებული და მესმის რომ შესაძლოა მსგავსი წარმოდფენა შეგქმნოდა. ეგ ჯგუფი არაფერია, უბრალოდ გამტარია აშტარის გალაქტიკის ფედერაციის. აი როგორც დიიდ კომპანიის პატარა ჯიხური. მე შემიძლია ის ვთქვა რომ გასულ წლებში ბევრად აქტიურები იყვნენ ვიდრე ამჟამად თუმცა გავლენას აშკარად ახდენენ პროცესებზე. თუნდაც ბირთვული განიარაღების პროგრამა ავიღოთ და კონფლიქტების ესკალაციები.

Posted by: td......... Apr 9 2019, 01:05 PM

ის რაც ჩვენ გონებაში და ლოგიკაში არ ჯდება (თავსმოხვეული სტერეოტიპების და წესების გამო), არ ნიშნავს რომ არ არის ღირებული.
ძალიან ბევრი პროცესი დამოკიდებულია ფედერაციისმქმედებაზე. მატრიცულ სისტემასი ბევრი კორექტივები შეაქვტ

Posted by: tikoroma Apr 21 2019, 08:24 PM

jarmen
გასულ წლებში აქტიურობდნენ კი. ბოლო დროს არ მინახავს.
არ მახსოვს რა არ მომეწონა
პირველ რიგში პრიმიტიული ენა და მოწოდებები ლელა კაკულიას დონე

Posted by: ano Apr 21 2019, 08:47 PM

აშტარ შერან ახლა გადავხედე ვიდეოებს
საინტერესოებია,
ანუ ამბობს რიმ დედამიწა ფაქიზ ოლანზე უკვე გადასულია მეხუთე განზომილებაში,
რადგან ფიზიკურ პლანზე დრო გაცილებით ნელა გადის ამიტომ ვერ ვგრძნობთ, მაგრამ დედამიწის გადასვლა ახალ ვიბრაციაზა გარდაუვალია

Posted by: ano Apr 21 2019, 08:48 PM

რა ცუდად დავწერე თუ რამეს გაიგებთ biggrin.gif

Posted by: tikoroma Apr 24 2019, 04:19 PM

მეოთხეს გადავახტით?

Posted by: jarmen Apr 25 2019, 12:53 PM

ზუსტად არ ვიცი როგორ ზომავთ რიცხვებით, რამდენიმე ვარიანტს წავაწყვდი.
მახსოვს რომ 2012 წლის 21 დეკემბერი იყო მეოთხე განზომილების გახსნა. რეალურად ბევრი სფერო გაიხსნა ამ წლებში რომელიც ადრე მარტო ერთეულებისთვის იყო ღია, ალბათ ამაზეა საუბარი?

Posted by: ano May 6 2019, 08:25 PM

არ ვიცი ეგ სფეროები კარგად, ვისთვის რომელი განზომილება იხსნება,

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რაც ამ ჩენელინგებში არის
ადამიანის ნების თავისუფლება, ანუ თუ ჩვენ მათ ლოცვებში დახმარებას ვთხოვთ დაგვეხმარებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლება არ აქვთ რამე ძალით ჰაგვაკეთებინონ, ვისაც ვიბრაციის ამაღლება, უანგარო სიყვარულის უნარი და ზოგადად სულიერი ზრდა აინტეტესებს, დახმარებისთვის მათ შეუძლია მიმართონ

Posted by: ano May 13 2019, 02:34 PM

ეს ვნახე https://www.facebook.com/499024443501700/posts/2671027766301346/

5 G ასე ქვია ახალი თაობის უკაბელო ანტენებს -აპირებენ 2020 წლისათვის ამ ახალი ქსელების ინსტალაციას და დანერგვას ქვეყნებში -ეს ტექნოლოგია საშიშია სიცოცხლისათვის ცოცხალი ორგანიზმებისათვის და ადამიანებისათვის-გამოიწვევს კანის კიბოს და გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებას ,წნევებს ინსულტებს ტვინის დეგრადაციას სოციუმის არაადეკვატურ მოქმედებებს და გონების სისუსტეს ,ასევე ადამიანისთვის რთულის იქნება ინფორმაციის გაანალიზება ,სუიციდურ აზრებს რადგან ეს ელექტრო მაგნიტური მიკროტალღოვანი სიხშირე აღაგზნებს ტვინს და აზიანებს ნეირო სისტემას ,ასევე გამოიწვევს მუცლის მოშლებს და სხვა მრავალ დაზიანებას .გაწყდებიან ცხოველები და ჩიტები.ეს ყოველივე აჩვენა ამ ტექნოლოგიის ტესტირებებმა სხვადასხვა ქვეყნებში .ამ ტექნოლოგიებით ცდილობენ მოიპოვონ კონტროლი ყველა ადამიანზე .და ზედმეტი მოსახლეობა აალაგონ ამ პლანეტიდან .თუ ეს ასე მოხდა გაიზდება სიკვდილიანობა .ერთადერთი გზა რჩება ამ ანტენების დაწვა .გერმანიაში და რუსეთში წვავენ ასეთ ანტენებს რადგან ამ მთავრობებს არ ესმით და არ უნდათ რო გაიგონ თავიანთი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე

გადავამოწმე ინტერნეტში და მართლა არის ეს 5ჯ ანტენები


Posted by: GUFOA Jul 14 2019, 08:03 PM

ბოდვაა

ასეთი სისულეების როგორ გჯერათ???

ხო აშტარი ლაპარაკობს ინგლისურად დაბუხებული იდუმალებით აღვსილი ტემბრით

smile.gif)))))))))))

Posted by: jarmen Nov 30 2019, 02:07 AM

GUFOA

მეც ძალიან მეეჭვება ამის ავთენტურობის. ფაქტობრივად ძალიან თავისუფლად შეეძლო გაეკეთებინა ეს ადამიანსაც და ესაუბრა გალაქტიკის ფედერაცის სახელით. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი რაზეც ხაზია გასასმელი, ამის შემდეგ დაიწყო ბუმი ადამიანებთან კონტაქტის, ადამიანები გახდნენ მედიუმევი იღებდნენ იდენტურ ინფორმაციებს დახმარებებს დავალებებს, თუ ეს ადამიანის ნახელავია მაშინ საინტერესოა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა ერთი რამ ცხადია, ვინც არ უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი ძალაა.

Posted by: earth Nov 30 2019, 09:09 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 13th May 2019 - 03:34 PM) *
ეს ვნახე https://www.facebook.com/499024443501700/po...71027766301346/

5 G ასე ქვია ახალი თაობის უკაბელო ანტენებს -აპირებენ 2020 წლისათვის ამ ახალი ქსელების ინსტალაციას და დანერგვას ქვეყნებში -ეს ტექნოლოგია საშიშია სიცოცხლისათვის ცოცხალი ორგანიზმებისათვის და ადამიანებისათვის-გამოიწვევს კანის კიბოს და გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებას ,წნევებს ინსულტებს ტვინის დეგრადაციას სოციუმის არაადეკვატურ მოქმედებებს და გონების სისუსტეს ,ასევე ადამიანისთვის რთულის იქნება ინფორმაციის გაანალიზება ,სუიციდურ აზრებს რადგან ეს ელექტრო მაგნიტური მიკროტალღოვანი სიხშირე აღაგზნებს ტვინს და აზიანებს ნეირო სისტემას ,ასევე გამოიწვევს მუცლის მოშლებს და სხვა მრავალ დაზიანებას .გაწყდებიან ცხოველები და ჩიტები.ეს ყოველივე აჩვენა ამ ტექნოლოგიის ტესტირებებმა სხვადასხვა ქვეყნებში .ამ ტექნოლოგიებით ცდილობენ მოიპოვონ კონტროლი ყველა ადამიანზე .და ზედმეტი მოსახლეობა აალაგონ ამ პლანეტიდან .თუ ეს ასე მოხდა გაიზდება სიკვდილიანობა .ერთადერთი გზა რჩება ამ ანტენების დაწვა .გერმანიაში და რუსეთში წვავენ ასეთ ანტენებს რადგან ამ მთავრობებს არ ესმით და არ უნდათ რო გაიგონ თავიანთი პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინაშე

გადავამოწმე ინტერნეტში და მართლა არის ეს 5ჯ ანტენები

ახლა გადავხედე ამ გვერდს. რამდენიმე მედიტაცია წავიკითხე და ძალიან მომეწონა.



აშტარ შერან.... ეს სახელი საიდან მოდის? სადმე რამე ახსნა არის ამ სახელის ირგვლივ?


არვიცი ეს ინფორმაცია პირველად დღეს ვნახე და დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რა არის ეს ყველაფერი. ქართულ ფბ გვერდზე მართლაც ძალიან საინტერესო მედიტაცია წავიკითხე და მომეწონა. სურვილი იმისა, რომ რამე სინათლე შემოვიდეს გარედან ადამიანებში ძალიან დიდია. ყველა ველოდებით რაღაცას ქვეცნობიერად, რომ რამემ გაგვინათოს და მოგვცეს გზა. ამ პერიოდში დედამიწის მდგომარეობა ძალიან რთულია. მატერიალური დედამიწა არ გინდა რომ დაინახო, ამდენი ტკივილია ყველგან. ერთ ინფორმაციას ვეღარ მოისმენ ნათელსა და კარგს. ინფორმაციები და ახალი ამბები შექმნილია მხოლოდ სულის გასაშავებლად, რადგან არაფერ კარგს ისინი უკვე აღარ გვაცნობენ. რეალობაც სწორედ ამას ამბობს, რომ ბევრი ადამიანი იტანჯება. სწორედ ამიტომაა, რომ ველოდებით რამე ნათელს. დიახ ნათელს, რომელიც გარედან უნდა მოვიდეს.



Posted by: tikoroma Apr 28 2020, 07:01 PM

GUFOA
ტემბრი მედიუმის არაა?

Posted by: ano May 7 2020, 09:42 PM

რომელ თემაში დამეწერა აღავ ვიცი
ეხება მიმდინარე მოვლენებს დედამიწაზე

ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს მოუსმინეთ საკუთარ გულს, რადგან კონტაქტორები თავისებურად აღიქვამენ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე ხდება მისი სახეცვლილება, ეს ნორმალურიცაა, თქვენი გული და სული უკეთესი გადამცემები არიან

_რა ცვლილებები ხდება რეისათვის ადამიანების სხეულებში?
_ადამიანები ეკუთვნიან ამა თუ იმ რასას, რომელი ენერგიებიც უფრო ახლოსაა ადამიანის დეენემში ამის მიხედვით დგინდება რომელ არსებას მიეკუთვნება, რომელი რასის წარმომადგენელიცაა და ამის შემდეგ განისაზღვრება დედამიწაზე ცხოვრების დასრულების შემდეგ რომელ პლანეტაზე გააგრძელებს ცხოვრებას.
_დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იქნება?
_ჯერ კიდევ რამოდენიმე თაობა იქნება აქ სიცოცხლე/
_მაშინ რა საჭიროა ადამიანების პლანეტიდან გაყვანა?
_ბევრი უკვე გაიზარდა საიმისოდ რომ გადავიდეს უფრო ნათელ გარემოცვაში, ზოგიერთები გაიყოფიან, განადგურდებიან (როგორც სხეული და არა სული). ეს სულები იქნებიან გაწმენდილები და განთავსდებიან დასასვენებლად შემდეგ მანვანტარამდე.
_ ვინ მოვლიან პლანეტაზე იმადამიანების ნაცვლად თუ ნამდვილად 1 მილიარდი დარჩება დედამიწაზე?
_ დედამიწაზე დარჩება ორნახევარი მილიარდი (полтора-два) ადამიანი, გრამრამ არა იმიტომრომ ისი დაიღუპებიან, ან სადმე ტყვედ წაიყვანენ. ბევრი გადავა სხვა პლანეტებზე როგორც გარდაცვალებით ასევე მიგრაციით მარსზე, სირიუსზე და სხვა გადარჩენილ პლანეტებზე.
_რის შედეგად გადარჩენილებზე?
_განსაკუთრებული სხივური იარაღის გამოყენების შედეგად.
_ეს იარაღი ვინ გამოიყენა?
_დრონებმა დრაკოს ცივილიზაციიდან, მაგრამ არა მოწაზე არამედ კოსმოსში.
_დედამიწაზეც იქნება ასეთი ომი?
_არა ეს ომი მიმდინარეობს ფაქიზ პლანზე, შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპება.
_ვისთან მიმდინარეობს ომი და რატომ არის ასეთი მსხვერპლი?
_ესენი არიან ტრანსჰუმანიზმის მომხრეები, მექანიკური სიცოცხლის, კლონირების, რობოტების და ხელოვნურ მექანიკური ადამიანების შემქმნელები და ბევრი სხვა მსგავსი იდეების მიმდევრები.
_არიან ამ ომში გამარჯვებულები?
_არა ის უკვე მიმდინარეობს ძალიან დიდი ხანია. ახლა ხდება სულის გაყოფა ან ასამაღლებლდ ან შემდეგ მანვანტარამდე გასაგზავნად.
_რომელი სულები შეძლებენ ამაღლებას?
_ნათელი სულები, რომლებსაც შეუძლიათ გარემოცვის განათება და გავსება თუნდაც მცირე სიყვარულით, მათ მოუწევთ ისევ და ისევ ინკარნაციები მაღალვიბრაციულ პლანეტებზე სრულ გაწმენდამდე. მაგრამ უკვე ნათელი ხდება გადარჩენილთაგან ვინ იქნება ჩვენს გვერდით და ვინ გადავა ტრანსჰუმანისტების მხარეს.

_ეს საიდან ჩანს?
_ეს ზოგჯერ გენებშიც არის ჩადებული და გამოჩნდება დროთა განმავლობაში. უკვე ახლაც კი იმყოფებიან ბნელი პლანის არსებების მეურვეობის ქვეშ. და მათ ეტეპობრივად იპყრობენ ბნელი მხარის არსებები, უფრო მეტად აღარ დავკონკრეტდები, იმიტომ რომ ეს საკამათო თემაა და გადაწყვეტილებას ღებულობს თავად ადამიანი რადგან (რადგან ნების თავისუფლება ისევ ადამიანის პრივილეგიაა)
_რა პროცესები მიმდინარეობს დედამიწაზე პანდემიასთან დაკავშირებით? რატომ გვაკავებენ სახლში?
_გამოიყენეთ ეს დრო საკუთარი თავის და პლანეტის გასანათებლად.
_მიმდინარეობს მხილებების და დაკავებების პროცესები?
_ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელია, ეს გახდება ცნობილი მაშინ როდესაც ნებართვა იქნება მის გასასაჯაროვებლად.
_რასთანაა დაკავშირებული მისი გასაიდუმლოება?
_რომ არ იყოს გადაჭარბებული მოლოდინი და იმედგაცრუება, ყველაფერი მოხდება ნელნელა.
_მართალია რომ არსებობს მიწისქვეშა სტადიონები და რეზერვაციები კლონირებისათვის რომლებიც გაყავთ ძილის დროს?
_არ არის პასუხი. მიჩვენებენ პლანეტის ნათელ მხარეს, სადაც ეს არ არის. რაც შეეხება ბნელ მხარეს თუ რა ხდება იქ ნაჩვენები არ არის.
_არის თუ არა უცხოპლანეტელთა ბაზები დედამიწაზე?
_არის და საკმაოდ ბევრი. ყველა პლანეტაზე არის უცხოპლანეტელთა წარმომადგენლობა, განთავსებული როგორც წყალ ქვეშ, ასევე მიუდგომელ ადგილას მთებში, ასევე ჰაერში არის ბევრი ხომალდი, რომელიც უხილავია ადამიანებისათვის, ასევე ნაწილობრივ ვიმყოფებით პლანეტის ორბიტაზეც როდესაც ამის საჭიროება არის. ჩვენი ხომალდების ნაწილი ახლა იმყოფება პლანეტის თავზე სხვა არსებების წინააღმდეგ მიმართული, რომლებსაც სურთ პლანეტის კოლონიზირება (უბრალოდ იმყოფებიან სინათლის წარმომადგენლები ბალანსის დაცვის მიზნით)
_რა მუტაციების გამოწვევა შეუძლია კორონა ვირუსს ადამიანის სხეულში?
_ის აფერხებს სინათლის განვითარებას, რადგან ისევე როგორც შეუძლია ადამიანის დაღუპვა, ასევე ხსნის ადამიანებში მათ ბნელ მხარეებს. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ცნობიერებაზედა მისი მიზანმიმართულობა სინათლის ასამაღლებლად, თვითპროგრამირება, თვითშეგნება და იმ ბნელი პროგრამების გაწმენდა, რომლებიც იჭრებიან პანდემიისაგან_ ესაა ჩიპიზაციის საკითხები,ფინანსური სისტემის კრახი, პლანეტის ბნელი მხარის დაპყრობა და სხვა საკითხები რომლებიც ახლა იტვირთებიან ადამიანების გონებაში ხელოვნურად საინფორმაციო გამოშვებების მიერ.
ჩვენ გირჩევთ გადააგდოთ ყველა ბნელი თვითდაპროგრამებები და დაისვენოთ. ისწავლეთ დაისვენოთ სულით და სხეულით ნებისმიერ სიტუაციაში. გიხაროდეთ მზე და სინათლე, მიუძღვენით დასვენება მოდუნებას და თვითაღდგენას. იყავით ბედნიერი და დააფასეთ ის დრო, რომელიც გეძლევათ თვითგანათლება განვითარებისათვის, ძალების აღსადგენად, და რომ იხაროთ სიცოცხლით. ისწავლეთ უყუროთ სიცოცხლეს სიყვარულის და სინათლის ხედვით. არ გადახვიდეთ სიბნელის მხარეს რომელიც ამუქებენ ფერებს და ტყუილებს აშუქებს როგორც გადაწყვეტილ საქმედ.
სინათლეში არის უკიდურეს შემთხვევაში ორი პოლუსი. რომელზე იმყოფებით თქვენ უმეტესად?
შეხედეთ საკუთარ თავს და აირჩიეთ რომელიც საჭიროა.

http://sanatkumara.ru/stati-2020/a-vi-dozreli-do-mira

ნახევარი ვთარგმენ

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)