IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> უძველესი ცივილიზაციები დედამიწაზე, ჰიპერბორეა, ლემურია, ატლან
tikoroma
post Jul 13 2013, 10:48 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ჰიპერბორეა - ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურია-ატლანტიდა-არიელებზე.

ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების მიხედვით

ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.
ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წყლებში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული "აპოლონის ბაღი".
ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივის თავიანი და ლომის ტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით.
ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს.
ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ.
ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გოგრონების ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
2 Pages V  < 1 2  
Start new topic
Replies (20 - 25)
tikoroma
post Jan 8 2014, 09:14 PM
Post #21


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჯერი ფოსტერის მიხედვი
აგარტა
ბევრს სჯერა ჰიმალაიში მიწისქვეშ დაკარგული ქალაქის აგარტის არსებობა. ეზოთერულ წრეებში მას "Paradesa"-საც უწოდებენ. მრავალი მისტიკოსი, სულიერი და ოკულტური ცოდნის მაძიებელი მოგზაური იჩემებს დაკარგულ ქალაქში სტუმრობას. აგარტას მთავარს "მსოფლიოს მბრძანებელს", მეტატრონს ან "აგარტას უმაღლეს მთავარს" უწოდებენ. რეი პალმერი და რიჩარდ შეივერი ამბობენ, რომ მეფე მეტრატონი ათასი წლის წინათ მოვიდა პლანეტა ვენერადან, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის იყო ორბიტაზე, მისიით, რომ უხელმძღვანელოს ახალგაზრდა კაცობრიობას. მიუხედავად წლოვანებისა, იგი ძალზედ ახალგაზრდად და ათლეტურად გამოიყურება.
სხვა წყაროები აცახადებენ, რომ აგარტა ბოროტი ოკულტური ძალების ცენტრია, რომლებიც ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ხოლო მეფე მეტრატონს ეგვიპტურ სეთთან აიგივებენ. სეთი იყო მიწისქვეშეთის ბოროტი ღმერთი, რაც ფაქტობრივად, სატანას ნიშნავს. (სახელი "სატანა" "seth"-დან უნდა იყოს მიღებული). თუ მეტრატონის წარმოშობას გავიხსენებთ, პლანეტა ვენერაზე არსებული გარემო მართლაც მოგვაგონებს ჯოჯოხეთს.
თუ ეს პირი მართლაც "სატანაა", მისი ასაკის გამოცნობა შეუძლებელია, ახალ აღთქმაში ქრისტე მას "ქვეყნიერების ბატონს" უწოდებს, და ქრისტეზე არანაკლები უფლებები აქვს დედამიწაზე.
ამ მოსაზრებას ამყარებს ადრეული წარმოდგენა ვენერაზე, რომელსაც „დილის ვარსკვლავს“ „ლუციფერს“ უწოდებდნენ. ლუციფერი ხომ სატანას მთავარანგელოზობის დროინდელი სახელია.


მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათი არსებობა-არარსებობა და ცოდნა ამის შესახებ არ არის გადამწყვეტი გავლენის მქონე ჩვენს განვითარებაზე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე აქ თუ იქ.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 8 2014, 11:41 PM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,136
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
საინტერესოა, მადლობა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivenho
post Jan 24 2014, 02:00 AM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 17
Joined: 22-January 14
Member No.: 7,246

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Skandali.ge ატლანრიდა ვიპოვეთ ან მარსიანელების ქალაქი მგონი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 24 2014, 08:13 AM
Post #24


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,136
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტიდა, ვითომ? წავიღე ყოველშემთხვევაში smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Jan 24 2014, 11:58 PM
Post #25


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(aivenho @ Jan 24 2014, 02:00 AM) *
Skandali.ge ატლანრიდა ვიპოვეთ ან მარსიანელების ქალაქი მგონი biggrin.gif


და კომენტარებიდან "ირკვევა", რომ ქართულად წერდნენ და მეტყველებდნენ... smile.gif


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
aivenho
post Jan 25 2014, 01:31 AM
Post #26


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 17
Joined: 22-January 14
Member No.: 7,246

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(narilla @ Jan 25 2014, 12:58 AM) *
და კომენტარებიდან "ირკვევა", რომ ქართულად წერდნენ და მეტყველებდნენ... smile.gif

ცოტაც დაიცადე და მრავალ საიდუმლოს აეხდება ფარდა smile.gif

მაგ: ატლანტიდა ძველი მსოფლიოს ერევანი რომ იყო და ა.შ
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 04:44 AM