IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


hermes
Posted on: Feb 25 2012, 08:45 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


litasi
მატერიალისტურად უდგებით სულიერ საკითხს (ვგულისხმობ იმას, რაც დაწერეთ ეზოთერიზმის ორი გაგების შესახებ smile.gif )
რომ არა მატერისლისტურად ორიენტირებული მეცენიერებები, დღეს არ გვექნებოდა, ვთქვათ მარტივად, ტექნოლოგიურად მაღალი სერვისები, როგორიცაა თუნდაც ელექტრონული რეალობა - ინტერნეტი, და არც ვირტუალური კომუნიკაცია ამ ფორუმის სახით. გარკვეული დაშვებით, და ამას ვერ აგისხნით ვერანაირი მატერიალიზმი, სწორედ ეს იყო ადამიანის ერთერთი და არა ერთადერთი ეტაპი მისი ევოლუციის გზაზე - ადამიანი გამხდარიხო დამოუკიდებელი მიწიერ აზროვნებაში. ამ საკითხს მარტო ეს ასპექტი არა აქვს, მაგრამ სხვაზე მსჯელობა შეუძლებელია ამ მოკლე პოსტში და ჩემი არასაკმარისი დროის გამო ინტერნეტ სივრცეში. მატერიალიზმი აზროვნების ერთი მხარეა და იგი ჯერ კიდევ ვითარდება ხილული სამყაროს კანონების შესაცნობად და ამ კანონების ურთიერთკავშირების დასადგენად. მატერიალიზმით შესაძლებელია ახალი ორგანული თუ არაორგანული ნაერთების მიღება, მაგრამ - არა სიცოცხლის smile.gif (თუმცა გარკვეული ზრახვები უკვე მოინიშნება, სხვა თემაა....) მატერიალიზმი ცალმხრივობაა აზროვნებაში და ამ უკანასკნელის გამთლიანების პროცესი უკვე იწყება. ისევე, როგორც სულისმეცნიერული ცოდნის გადამეტებულობა არის დარღვევა დედამიწურ განსხეულებაში.

ეზოთერიკა დაფარულის ცოდნას ნიშნავს.
დაფარულის ვისთვის? ფიზიკური თვალისთვის, რომელსაც მხოლოდ ფიზიკურის დანახვა ძალუძს. ეზოთერიკაში მთავრდება მატერიალური აზროვნება, ისევე როგორც თევზისთვის მთავრდება საცხოვრისი წყლის ზედაპირით. სულიერი უხილავი სამყაროს აღსაქმელად სხვა აღქმის ორგანოებია საჭირო, მის გასავითარებლად, გამოსაღვიძებლად უკვე მუშაობს ადამიანის ნება, ერთეულები უკვე იძენენ შესაძენს, ადამიანთა უმეტესობა კი ჯგუფურად გადის ევოლუციას.
  Forum: ანთროპოსოფია · Post Preview: #67488 · Replies: 83 · Views: 106,594

hermes
Posted on: Feb 9 2012, 07:17 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


QUOTE
ადამიანი
ეს ფორუმი გაუქმებული მეგონა და გამეხარდა, კვლავ რომ ვიპოვე. თუმცა ჩემი ძველი ნიკი ვეღარ აღვადგინე- ძველი ID არარ მოქმედებს რატომღაც
მიუხედავად ამისა ისევ ის ადამიანი ვარ:-)


ძალიან მიხარია, წავიკითხე თქვენი პოსტები smile.gif
http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...amp;#entry66669
  Forum: ფორუმი · Post Preview: #66755 · Replies: 90 · Views: 97,255

hermes
Posted on: Feb 6 2012, 08:55 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


Τρισμέγιστος
ქვემოთ გამუქებულ ნაწილში მექანიკური შეცდომა ხომ არ გაიპარა?
QUOTE
სამშვინველის ევოლუცია მატერიაში არის სულის ინვოლუცია!
როდესაც სამშვინველი ევოლუციონირებს (მატერიაში), მაშინ სული ევოლუციონირებს და ამიტომ ვერ აღვიქვამთ სულს მატერიაში.

ალბათ უნდა იყოს: მაშინ სული ინვოლუციონირებს...
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #66673 · Replies: 140 · Views: 124,868

hermes
Posted on: Feb 6 2012, 07:12 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


adamiani
მადლობა, კარგი პოსტია ნამდვილად, რაც დაწერეთ:

QUOTE
ადამიანი დღის არსებაა- ანუ მისი ორგანიზმი მზის სინათლესთან დაკავშირებული რიტმით და ენერგიებით მუშაობს. მზის ჩასვლის შემდეგ -არა აქვს მნიშვნელობა საღამოს 6 საათი იქნება თუ 8 საათი- ჩვენი ორგანიზმი დღის შუქის გარეშე ცუდად იღებს საკვებს. და ეს არა მარტო მომნელებელ სისტემასთან მიმართებაში, არამედ მენტალურ და ასტრალურთან მიმართებაშიც. ამ დროს მიღებული საკვები სულიერად გვამძიმებს, ღამესთან გვაზიარებს, ენერგიებს გვართმევს.ღამით ჭამენ
ვირთხები, თაგვები, კატები, ბუები და მსგავსნი.

ხორცის და თევზის ჭამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ესაა უბრალოდ ლეშის ჭამა. ვის რამდენად მოსწონს და გული მიუდის ლეშზე - ინდივიდუალური რამაა.

გერმანული ანდაზა ამბობს. რასაც ჭამ, ის ხარ.
ხოლოს ეს განწყობა სასურველია ყოველმა ადამიანმა წამოსწიოს წინ საჭმლის მიღების წინ, გულწრფელი განცდაც არ დაიგვიანებს:
QUOTE
ჩვენს სუფრასთან -რაც არ უნდა ღარიბი ან მდიდარი იყოს იგი- ყოველთვის მოვიწვიოთ ანგელოზები და ქრისტე. გულში მაინც და გულით. ყველაფერი რასაც ადამიანი აკეთებს- მათ შორის საკვების მიღებაც არის მაგიური ქმედება და დაცული უნდა იქნეს ყოველგვარი სიბინძურისგან. ჭამის დროს უნდა ვიყოთ საკვებზე კონცენტრირებული, მადლიერებით ვაგემოვნებდეთ, აღვიქვამდეთ ენერგიას რომელიც მას ჩვენში შემოაქვს და ეს განცდა უნდა გავუზიაროთ სულიერ სამყაროს. ყველანაირი ეგოისტური კვება დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს სულიერ ორგანიზმზე და როდესმე ფიზიკურსაც დაეტყობა ეს ნგრევა.

+10000000
  Forum: სწორი კვება · Post Preview: #66669 · Replies: 431 · Views: 242,108

hermes
Posted on: Feb 6 2012, 06:45 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


Τρισμέγιστος
QUOTE
საამისოდ, ჩვენ მოგვიწევს ძალიან შორს, უშორეს წარსულისაკენ მივმართოთ მზერა. იმ არსებით-შემობრუნებითი პუნქტისაკენ,რასაც დღეს ქრისტიანული რელიგიის ე.წ.მესვეურები "ცოდვად დაცემას" ეძახიან და უღმერთოდ,, დიახ, უღმერთოდ და უნამუსოდ ატყუებენ ადამიანებს, რომ ადამიანი თავად, თავისი ნებითა და სურვილით დაეცა!


მოსეს ხილვა, მთვარის ელოჰიმის ინსპირაციით (ინსპირაცია - ხელდასმის ცნოებირების მეორე ტიპი, შუა საფეხური) რასაც გადმოსცემს, გახლავთ "ცდუნება", ესაა ეგზოთერული მხარე. ცდუნებას ეკლესიის მამები განმარტავენ შემდეგნაირად: ადამიანმა თავისი ნებით დაუთმო თავი ეშმაკს, ანუ ცდუნდა smile.gif

ცხადია სიღრმისეულმა ანალიზმა უფრო მეტიც უნდა გვითხრას, რადგან ნებისიმიერ ხდომილებაში მონაწილეობს ორი მხარე (კაკ მინიმუმ smile.gif) რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ მარტო არ იყო ადამიანი.

კარგით, ვიმსჯელოთ მაშინ, რა წილი მოდის ცდუნებულზე და სად იდგა ამ დროს მაცდური smile.gif გასაგები რომ იყოს მკითხველთათვის, სულიერი იერარქიის სახელებიც მოვიხსენიოთ (ქრისტიანული ეზოთერიკიდან და ოკულტური აზროვნებიდანდაც)
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #66668 · Replies: 47 · Views: 70,159

hermes
Posted on: Feb 6 2012, 05:33 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


Τρισμέγιστος
გამარჯობა smile.gif

QUOTE
და რა ვითარება იყო ამის შემდგომ და რა ვითარება დღეს ამ მხრივ- ეს უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი ცნობიერების ჰორიზონტზე, თუ მას სურს რომ გადაუხვიოს ტყუილის (სიცრუეში მყოფობის) გზიდან.
აჰა, ასე ფართოდ რომ გავშალო ეს თემა, მარტოს არ ძალმიძს. თემა კი ფუნდამეტურია.
ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, ზოგადად მესაუბრა, თუ როგორ ამზადებს სიმართლის პრინციპი ("მართლის თქმა" - გურამიშვილის მსგავსად) და სიმართლესთან მეგობრობა ადამიანის სულიერი ორგანოების, მისი ასტრალური სხეულის ორგანოების, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანს უძრავ მდგომარეობაში აქვს, გამოღვიძებასა და მოძრაობაში მოყვანასთან smile.gif.

ასევე, პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, რომელიც ანა -მ დასვა:

QUOTE
რატომ ვიტყუები?
ვისთვისაა სასრგებლო ეს ტყუილი?
საიდან მომაფიქრდა ე სტყუილი?

იმედი მაქვს დაეხმარები თემას და მეც smile.gif ასევე ვფიქორბ, შემოთავაზებული ასპექტი დაანიტერესებს მკითხველთ
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #66665 · Replies: 47 · Views: 70,159

hermes
Posted on: Feb 6 2012, 03:22 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


რა ხდება როცა არამიანი განერიდება სიცრუეს და ცდილობს სწორი აზრებით მართოს ცნობიერება? ცხადია ერთი სწორი აზრით ის მოიზიდავს მეორე სწორ აზრს, რადგან მსგავსი მსგავს იზიდავს. სწორი აზროვნებით ადამიანი ამზადებს ნიადაგს მისი სულიერი უნარების გამოსაღვიძებლად. ცხადია საპირისპირო ხდება, როცა ადამიანი ტყულით ცხოვრობს (დააკვირდით, დილით ნათქვამი ერთი ტყული რამდენ ტყულს გათქმევინებთ დღის განმავლობაში და ეს მსგავსება გადაიტანეთ ცხოვრების ხანგრძლივობის პერიოდზე). არასწორი აზრები და ტყუილი პირიქით კასტრაციას უკეთებს ადამაინის სულიერ უნარებს, დაბლა სცემს მისი სულიერი ძალების იმუნიტეტს იმ ძალთა წინააღმდეგ, რომლების სწორედ რომ დადარაჯებულნი არიან დაიკავონ ცარიელი ადგილი, ის ადგილი რომელიც წესით ადამიანის ღვთაებრივ მესთვისაა განკუთვნილი.

ცხადია, ტყუილზე უარის თქმა უნდა იქცეს ცხოვრების წესად. და არა ერთჯერად აქტებად, ისე როგორც ეკლესიაში შესულს რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება). აქვე უნდა დაზუსტდეს ერთი რამ. ყოველდღიური ცხოვრებაში ადამიანის ცნობიერ საქმიანობას ძნელია ეწოდოს აზროვნება, ესაა ერთი მოგონებიდან მეორეზე გადახტომა, ასოციაციებზე დამოკიდებული განწყობები (ერთი ნაკადიდან მეორეზე ფოლკნერის სტილში) რომლებიც როგორც ნაფოტს მდინარის ნაკადი, ისე ახეთქებს ადამიანის ყურადღებას ერთი მოვლენიდან მეორეზე. ამას შეიძლება ეწოდოს პასიური აზროვნება, ან მისი აჩრდილი.

შენიშვნები ვარენო?
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #66660 · Replies: 47 · Views: 70,159

hermes
Posted on: Feb 5 2012, 05:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


რა შეიძლება ითქვას ძალიან მოკლედ ტყუილზე ეზოთერული აპექტით?
დარწმუნებული ვარ, თემაში "ხელდასხმულის ცნობიერება", ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებდა თემის ავტორი, ასევე ეს საკითხი ახლოსაა ადამიანის აურასთან და ე.წ ჩაკრების თემასთან.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ტყუილს თითქმის არავინ ერიდება. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ადამიანი ქვეშეცნეულად გრძნობს, რომ მის ჩვეულებრივ აზრებს რეალობაზე უშუალო ზემოქმედების უნარი არა აქვთ. ადამიანის ფარულმა ნებამ იცის, რომ მას ეს უნარი ოდესღაც, შორეულ წარსულში გადაეკეტა smile.gif

ტყული სხვა არაფერია, თუ არა არასწორი აზრი, სინამდვილის არასწორად წარმოჩენა, მისი ყველაზე სერიოზული ფორმებია უდროოდ მიწოდებული სიმართლე ან პირიქით -დაგვიანებული smile.gif

იცის რა ქვეშეცნეულად, რომ მისი ყოველდღიური აზრი სინამდვილეს ვერ ცვლის (ეს უნდა გაიგოთ იმ კუთხით, რომ მას არა აქვს, კოსმოსური შემოქმედების ნიჭი), ადამიანი ტყუილის მოჩვენებითი უწყინარობის გამო თავს უფლებას აძლევს დაასაბუთოს კიდეც, თუკი წაასწრებენ, ტყუილის აუცილებლობა, თქვათ საბოლოო სიკეთის მიზნით ჩადენილი ტყული, ამიტომ თქვენ იშიათად ნახავთ ადამიანს, ცუდი საქციელის გამართლებას რომ არ შეეცადოს, იგი შინაგანად შეურაცხყოფილადაც კი იგრძნობს თავს რომ სწორად ვერ გაუგეს smile.gif

პრაქტიკულად, ტყუილი თავს ვერ მალავს: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და თავის უარყოფითი შედეგების მიხედვით განსაზღვრავს მისი ჩამდენი ადამიანის დისკომფორტის ზომას საზოგადოებაში - მატყუარები როგორც წესი არ უყვართ smile.gif

მაგრამ ეს არის მორალის სფერო, ადამიანს ჰგონია რომ ტყული აბსტრაქტულია და როგორც ყოველი დანაშაული, თუკი იგი არ გამოვლინდება და კარგად დაიმალება, ცუდ რეზულტატსაც არ გამოიწვევს.

არის კი ეს ასე? ხილულ სამყაროში შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მართლაც ასეა
თქვენ რას იტყვით?
(გაგრძელება იქნება)
  Forum: ჯანმრთელობა და სუ... · Post Preview: #66642 · Replies: 47 · Views: 70,159

hermes
Posted on: Jan 26 2012, 01:01 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


http://www.google.ge/search?hl=ka&q=+%...%83%91%E1%83%90

ზეტის პოსტი, რომელის თარიღდება 12 აპრილით, საოცარი სიზუსტით ლოკალიზდება ფორუმ.ჯის მითითებულ თემაში ოღონდ უკვე 12 აგვისტოს სულ სხვა პიროვნების მიერ....

რა ხდება?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #66028 · Replies: 263 · Views: 166,785

hermes
Posted on: Nov 26 2011, 10:50 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


Zუანერდი
QUOTE
ჩვენ ვართ - არავინ. ჩვენ მოვდივართ - არსაიდან.


ბარემ სად მივდივართ, ისიც მიაწერეთ ვინმემ, სისრულისათვის smile.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #59579 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 26 2011, 10:45 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


QUOTE(ანანდა @ Nov 14 2011, 12:24 PM) *
თქვენ ვერ გამიგეთ ალბათ-თითოეული


ვწუხვარ ფრიად sad.gif

QUOTE
ადამიანი თავისი წარმოდეგენებითაა საინტერესო! ამის გარეშე ინდივიდუალურობა აღარ იარსებებდა!
რა თქმა უნდა საინტერესოა და არა მარტო წარმოდგენების გამო smile.gif ადამიანის ინდივიდუალობას წარმოდგენები არ განაპირობებენ, პირიქით, ისინი ფარავენ მის ღვთაებრივ მეს, რომელიც ისევ მის მიერაა აღმოსაჩენი.

QUOTE
წარმოდგენები ცოდნის ნაწილია-და იგი თითოეული ჩვენგანის მონაცემთა ბაზაშია ფიქსირებული!

დიახ, ადამიანი სწორედაც რომ წარმოდგენებიდან მიღებული გამოცდილებით, მხოლოდ და მხოლოდ პირადი აღქმით აქცევს წარმოდგენებს ცოდნად, ოღონდ საკითხავია, თუ სად ხდება ეს smile.gif ჩვეულებრივი ადამიანისათვის ეს იწყება ფიზიკური სხეულის გარეთ, როცა დედამიწაზე მიღებული აღქმების "გადამუშავება ხდება" ფიზიკური სხეულიდან გასული გარსების მიერ

QUOTE
ჩემი თავშეკავების ძირითადი მოტივი-სხვის თავისუფლებაზე (არჩევანის თავისუფლება) საკუთარი თუნდაც მართებული აზრის მინიმალურ თავსმოხვევაში დევს!
ჩვენ არც მივმართავთ ჩვენს მსჯელობებს კონკრეტული ადამიანების მიმართ smile.gif
დანარჩენი კი, არჩევანის თავისუფლება და თავსმოხვევა, ჰმმ როგორ ფოქრობთ, ვინმე მოიხვევს კი თავზე რაიმეს თუ კი მის ნებას არ სურს ასე, ნებას, რომელიც ფარულად მოქმედებს მეგობარო smile.gif

QUOTE
ჩვენ შეგვიძლია გადმოვცეთ ჩვენი შემოქმედება, ნააზრევი, ან შეხედულებები და აზრები სხვისი აზრის პატივისცემისა და არჩევანის თავისუფლების გათვალისწინებით!


დიახ, სწორედ ამის გამო და ამისთვის უნდა დაირღვეს დუმილი... smile.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #59578 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 12 2011, 12:11 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


ანანდა
QUOTE
კითხვა მარტივია-პასუხია რთული!
სწორად დასმული კითხვა პასუხის ნაწილსაც უკვე შეიცავს თავის თავში smile.gif

QUOTE
ასეთი ფრაზა ”ყველაფერი არის ცნობიერება-ვერ მაკმაყოფილებს”

ძალიან კარგი, რომ არ გაკმაყოფილებთ, ცნობისწადილმა კითხვები უნდა აღძრას და ერთს მეორე უნდა მოჰყვეს. თუმცა დაუკმაყოფილება მავანს, მომიტევეთ და, სულსწრაფობაში არ უნდა გადაეზარდოს. ადამიანს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, თანდათან გადაეცა აზრთა გენერაციის, წარმოქმნის უნარი თუმცა ასტრალთან კავშირი ამ აზრებს გადაეკეტათ. ეს რომ ასე არ იყოს, და რომ ადამიანი თავისი აზრებით მიწყივ წვდებოდეს სულიერ სამყაროში განღვრილ ჭეშმარიტებებს, მაშინ მისი ფიზიკური სხული სრულიად მალე დაუძლურდებოდა, ადამიანი ვერ იცხოვრებდა დღეგრძელად და რადგან ჰმმმ მატერია ვერ უძლებს სულს smile.gif ცალკე თემაა, ოღონდ როგორი თემა smile.gif

ასე და ამგვარად, ადამიანის ფიქრთა ჰორიზონტი რომ თავისუფალი დარჩენილიყო, სრულიად სამყაროს გადაწვავდა მოუმწიფებელი და არასწორი აზრების ნაკადები, რადგან განა რა არის ჭეშმარიტი აზრი, ანუ სულიერ-ღვთაებრივ არსებათა აზრები? ისინი უმალ რეალობად იქცევიან და რეალობას ცვლიან. საბედნიეროდ დღეს ადამიანს არ ძალუძს წარმოქმნას ამგვარი აზრი, რადგან იგი ჯერ კიდევ შორსაა თავისი ჭეშმარიტი თავისაგან, ეგოშია, ევოლუციის შუაწელში (ნუ ყველა არა, რა თქმა უნდა) smile.gif

QUOTE
მე მაქვს ჩემი წარმოდგენები მაგრამ ძირითადად თავს ვიკავებ მათი დაფიქსირებით

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ადამიანს "თავისი წარმოდგენები" მხოლოდ მხოლოდ ბარიერად ექცევიან ჭეშმარიტების გზაზე... მას კი ჰგონია, რომ თავისია, მაგრამ ამ "თავისის" უკან ის არსებები ინსპირირებენ, რომელთაც მიზანიც სწორედ ესაა: ადამიანმა თავისი ცრუ "მე"-ზე არ თქვას უარი, თავისი ეგო არ დასთმოს, ხოლო როცა "წარმოდგენები" ჭეშმარიტია, მაშინ ადამიანი გრძნობს რომ ეს თავისი კი არაა, ეს მთელი სამყაროსია smile.gif ეს სულიერ-ღვთაებრივი შემოვიდა მასში განსაცვიფრებლად საიდუმლო ფერებით და აავსო თავისი ენითუთქმელი ჰანგებით

თქვენი ნებაა, თუ თავს იკავებთ, მაგრამ ოდესღაც აუცილებლად გამოთქვით მეგობარო smile.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #57663 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 11 2011, 03:49 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


რეალისტი
[qoute]თქვენს კონცეფციაში[/qoute]

არანაირი ჩემი, მეგობარო (უპირველესად გმადლობ გულწრფელი მომართვისთვის), მე არა მაქვს და ვერც მექნება ჩემი კონცეფცია, თუ რატომ, ამის ახსნას ცალკე დრო უნდა, რომელიც ინტერენტ სივრცეში, სამწუხაროდ, საკმაოდ ცოტა მაქვს, ხოლო შემეცნების გზა, ალბათ კიდეც წაიკითხავდით სტრიქონებს შორის, გახლავთ ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სულისმეცნიერება smile.gif

ხოლო დასაწყისისთვის, თავს ნებას მივცემ, ერთი მშვენიერი პოსტი დავაკოპირო, იმედია არ მიწყენს ავტორი wink.gif როცა იცნობს თავისას:
"შემმეცნებელი ადამიანის პოზიცია უნდა იყოს მუდმივ დამკვირვებლობა და ამ დაკვირვების პროცესში საკუთარი ხმის გაკმენდა. მთლიანად დადუმება და ყურადღებად გადაქცევა. თავისი თავის მთლიანად დათმობა შემეცნებს საგნის მიმართ. ადამიანმა შემეცნების საგანი უნდა აცხოვროს თავის თავში. ამისათვის საკუთარი არსება მთლიანად უნდა დაუთმოს იმას, რასაც იმეცნებს.მხოლოდ ასეშეძლებს ადამიანი გაიგოს და გაუგოს იმას, რასაც მისგან დამოუკიდებელი სიცოცხლე გააჩნია. მხოლოდ ასე - თუ საკუთარ თავში აცხოვრებს და აცოცხლებს მას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
ეს აქტი კი სხვა არაფერია თუ არა სიყვარული"
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #57612 · Replies: 78 · Views: 104,785

hermes
Posted on: Nov 11 2011, 12:59 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


Τρισμέγιστος
რა არის ნათელმხილველობა?

სულიერი შემეცნების სახე, ამჟამად მთვლემარე უნარი, რომელიც ყველა ადამიანში ძევს და რომელსაც ყველა ადამიანი მიაღწევს ევოლუციის შესაბამის ეტაპზე - უნარი, რომელიც სწორად განვითარების შეთხვევაში სულიერი სამყაროს თანამონაწილედ, მის მხილველად და ამავე დროს თანაშემოქმედად აქცევს ადამიანს - ანუ ხელდასხმულად, რომელმაც გადააბიჯა სულიერი სამყაროს ზღურბლს ხელდასხმის გარკვეული საფეხურების გავლით, სხვაგვარ ნათელხილვას არაფერი აქვს საერთო სულიერ შემეცნებასთან
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #57554 · Replies: 78 · Views: 104,785

hermes
Posted on: Nov 11 2011, 12:33 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


ანა
მე ათეიზმზე სხვა აზრის ვარ, უფრო სწორედ ამ წიგნის შემდეგ ცოტა სხვა მხრიდან დავინაზე

მეც გავკადნიერდები smile.gif და რა აზრის ხართ? ან რატომ ამ წიგნის შემდეგ?
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #57545 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 10 2011, 11:49 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


ანანდა
QUOTE
ამ პოსტიდან გამომდინარე ავტორმა ჯერ ძალიან მარტივ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი-რა არის სიკვდილი? და რა არის სიცოცხლე?
( ზოგადად შიშის წყარო უცნაურობის ბრალია) უკეთესი იქნება მხოლოდ ამის შემდეგ დაისვას დანარჩენი კითხვები
არანაირად არაა მარტივი კითხვა smile.gif , მითუმეტეს ძალიან მარტივი smile.gif
და პასუხი მარტივი ვერ იქნება.
თუ არ ვცდები, თუ კი - მაშინ მომიტევეთ, შეკითხვის ადრესატმა ზოგადად უკვე გასცა რამდენიმე პოსტში, როცა ახსენა, რომ ყველაფერი არის ცნობიერება, რომელსაც უსასრულოა smile.gif და ამდენად არსებობენ ცნობიერების გამოვლენის უსასრულო ფორმები, მატერიაც ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, ყველაზე დაბალი ფორმა, სხვაგვარად სულის "ნამსხვერი", რომელიც ამავე დროს ცოცხალია, რადგან ისევ და ისევ ცნოებიერბის ფორმაა smile.gif და როცა ეს მატერიაც აღასრულებს თავის მისიას და განლევს ევოლუციის გზას, მისგან მაინც დარჩება რაღაც, და ეს რაღაც თან წაიყოლებს სიცოცხლის იმ ფორმებს, რომელთაც მასთან ისურვეს დარჩენა ან არ ისურვეს, მარამ დააგვიანდათ და მათ თავიდან მოუწევთ ყველაფრის გავლა, ოღონდ უკვე სხვაგვარი ფორმებით, უკვე სხვა ევოლუციის გზასთან აღმოჩნდებიან, რადგან სამყაროში ორი ერთნაირი ევოლუცია არ არსებობს და არც არაფერი მეორდება. ზოგადად და მართლა ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, არსებობს მხოლოდ სიცოცხლე, სიკვდილი მხოლოდ ილუზიაა, გადახედეთ რეინკარნაციის თემის ბოლო პოსტებს, იპოვით პასუხებს ბევრ რამეზე დღეს ადამიანს გააჩნია ე.წ "დღის ცნობიერება", რის დროსაც შემეცნება გრძნობათა ორგანოების საშუალებით შემოიფარგლება, თუმცა მან არაფერი უწყის მათზე smile.gif სხელში და სხეულით აღიქვამს ჩვეულებრივი ადამიანი თავის თავს ფიზიკურ სამყაროში და სწორედ ამას ეძახის სიცოცხლეს, ხოლო ამ სხეულიდან გასვლას - რომელიც უკვე აღარ გამოდგება სამშვინველის მატარებლად, მცდარად სიკვდილად, ბოლო წერტილად აღიქვამს...


QUOTE
ათეისტის ქართული შესატყვისია ურწმუნო (და არა უღვთო, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო ადამიანის ხასიათს გამოხატავს ვიდრე მის შეხედულებებს).
და ბოლოს პატივი ვცეთ სხვის აზრს და შეხედულებებს!


ათეიზმი ცნობიერების დაავადებაა smile.gif და გარკვეული ძალების მიერა ინსპირირებული... smile.gif
თუმცა მაინც უნდა ითქვას, რომ სიცოცხლის გაგრძელების წყურვილით გამოწვეულ ილუზიების დაჯერებაზე უფრო სწორი შეიძლება იყოს მათი ზოგიერთი წარმოდგენები სამყაროზე smile.gif

QUOTE
ვთვლი რომ თემის ავტორი საპატივცემულო და ნათელი ადამიანია! მისი ზოგიერთი პასაჟი შეიძლებ მეც არ მომწონდეს, მაგრამ იმ განვითრების დონესთან და აზროვნების სიღრმესთან შედარებით რაც მას გააჩნია ეს წვრილმანია!
ასეთი პიროვნებები არც თუ ისე ბევრია


ამაში მთლიანად გეთანხმებით smile.gif მეც ასე ვფიქრობ
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #57525 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 8 2011, 04:59 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


უკაცრავად, რაღაც მოუვიდა ჩასწორებისას:

kate
QUOTE
შენ, როგორც გამოდიის ნაპოვნი გაქვს ჭეშმარიტება, მე - მხოლოდ ვეძებ
ეს წინააღმდეგობაში მოდის ქვემორე აზრთან:
QUOTE
ატავისტურ-სტიქიური და იმაგინაციური ნათელხილვა, ძალიან ბუნდოვანი ტერმინებია და რაც მთავარია, არაფერი აქვს საერთო იმ საერთო ცნობიერებასთან, რასაც უნდა დვუბრუნდეთ.

რომ აღარაფერი ვთქვათ ამაზე:
QUOTE
იმ დრიოსათვის ჩვენ სხვა ცივილიზაციებს და პლანეტებს ვეკუთვნოდით

როგორც ჩანს, Τρισμέγιστος-ის მსგავსად თქვენც იპოვეთ და მართლა მაინტერესებს, საიდან იმოწმებთ ამ ყველაფერს?
წარსულში აპრობირებული ცოდნა და მეთოდები საჭირო იყო იმ წარსულში, იმ კონკრეტულ დროსა და განვითარების მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა იმდროინდელი ასამიანი. ცხადიაია, იმ "საერთო ცნობიერებასთან" მიბრუნბა ისევე არ სჭირდება დღეს ადამიანს, როგორც მეათე კლასელს პირველი კლასის პროგრამა (ჩამოჩენილებზე ცალკე თემაში smile.gif)) რადგან ვერ ჩაეწერება ეროვნულ მისაღებებში... Τρισμέγιστος wink.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #57123 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 8 2011, 04:32 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


[/quote],,კამათში იბადება ჭეშმარიტებაო" [/quote]

კამათიდან გარბის ჭეშმარიტება smile.gif))) მოკამათე მხარეების სიჯიუტე მყარდება მხოლოდ და "საკუთარ" აზრთან შეხორცება და ამ აზრის სიცოცხლის ფასად გამართლება smile.gif)) თუმცა, რუსთველისა არ იყოს, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი-ო smile.gif))
დიალოგი და ურთიეთ აზრთა მოსმენა და პატივისცემა - აი რა მასპინძლობს ყველგანმყოფ სტუმარს smile.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #57120 · Replies: 286 · Views: 175,686

hermes
Posted on: Nov 8 2011, 04:21 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609


მოგესალმებით smile.gif

QUOTE(td......... @ Nov 7 2011, 08:04 PM) *
საერთოდაც ყველა ადამიანს ზუსტად საიმისოდ აქვს ცხოვრება მოცემული, რომ მივიდეს , აღმოაჩინოს, იპოვნოს, გაიხსენოს და ასე შემდეგ...

ჩაგეკითხებით, თქვენ რას ფიქრობთ:
ანუ მე, თქვენ, ან ვიღაც აფროამერიკელს, ბრმას ან ხეიბარს ამჟამინდელი ცხოვრება გვაქვს ასეთი სახით ბოძებული?
თუ ეს ასეა, და ვიღაცამ გვიბოძა, რატომ გამოგვარჩია მე ასეთი და ის ვიღაც ბრმად და ხეიბრად? რატომ ასეთ არათანაბარ პირობებში? ამაზე პასუხი, ერთგავარად, გვაფიქრებინებს, საიდან მოვდივართ smile.gif და სწორ გზაზეც დაგვაყენებს

QUOTE
ზოგადად დამოკიდებულება და პოზიცია, რაც მე ვიცი არის ჭეშმარიტება რადგან ხელდასხმულმა, განსწავლულმა, გასხივოსნებულმა, წმინდანმა და ასე შემდეგ.. მითხრა და სხვა აზრი ყველა მცდარია, მემგონი უაზრობაა, რადგან ადამიანისატვის მინიჭებულ თავისუფალ არცევანს უაზრობად აქცევს. smile.gif
არა, არანაირად უაზრობად არ აქცევს არჩევანის პრინციპს, "თავისუფალი" (რამდენად თავისუფალია, ეს სხვა საქმეა) არჩევანი დიახაც არ ირღვევა:
QUOTE
რაც მე ვიცი არის ჭეშმარიტება
, რადგან ისევ ჩემს მიერ არჩეულმა და მოწონებულმა ავტორიტეტებმა ასე თქვეს... ვინ გაბედავს და დააძალებს ან გადაარწმუნებს?
ეშმაკია ადამიანი და თვალთმაქცობს, მაგრამ უარესი ისაა, რომ პირველ რიგში ზარმაცია და ამიტომ ეშმაკობს, სხვისი ნათქვამის გამეორება ურჩევნია და ავტორიტეტებისთვის თავის დაკვრა და ქედმოხრა, ნაცვლად იმისა, რომ სწავლის გზას დაადგეს და არა მხოლოდ სხვისი, რის გარეშეც სწავლა-შემეცნება შუძლებელი იქნებოდა საერთოდ, არამედ საკუთარი გამოცდილებითაც სცადოს განვითარება და იაროს ევოლუციის ციცაბოზე და არა ის, რაც დღეს ხდება, რომ ადამიანთა ნაწილი ჯერ კიდევ ჯგუფურად გადის ევოლუციას smile.gif
  Forum: ისტორია, ცივილიზა... · Post Preview: #57118 · Replies: 286 · Views: 175,686


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 10th May 2024 - 02:56 PM