IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> სიტყვის ძალა
ichi
post Jun 16 2015, 11:47 AM
Post #41


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არსებობს მოსაზრება რომ ტერორიზმი საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა მსხვერპლის აზრები სადაც მას უნდა მსხვერპლად ყოფნა.
ამ აზრს თU გავყვებით გამოდის რომ ვინც წყალდიდობით დაიღუპა სადღაც ქვეცნობიერში უნდოდა ეს, ვიცი ძაან უცნაურ რაღაცას ვწერ უბრალოდ ამაზე ვფიქრობდი. რუსული ვისაც ესმის უსმინეთ: https://www.youtube.com/watch?v=MeJ0GoA1Zy4

რას ფიქრობთ ამაზე? ფიქრის ძალა რომ ვიყო მსხვერპლი, ვიყო წარუმატებელი, ვიყო გამარჯვებული, ვიყო წარმატებული?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jun 16 2015, 11:03 PM
Post #42


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ არის კარმა, თუ რაღაც გროვდება და მერე ამოხეთქავს,
დამატებული ბევრი ადამიანის ფიქრები, და გადარეული მთვარის ფაზა
მთვარე მართავს წყლის სტიქიას, იმ დღეს იყო გაფრთხილება ფრთხილად იყავით წყალსატევებთანო_მთვარის კალენდარში
ახლახანს დავიწყე დაკვირვებები, ნეგატიური მთვარის დღეებში, ამინდები იცვლება იწყება ქარი ან წვიმა, ან ორივე,
ადამიანები ემოციურად არასტაბილურები ხდებიან მთვარე ზემოქმედებს, მოკლედ არავინ არაფერს აკონტროლებს,
კიდევ დამატებული არასწორი წყალსატევები,
ახლა რომ ჰუდონ ჰესი ააშენონ არც მაგის კატასტროფაა გამორიცხული, სვანეთს წალეკავენ და იქ ვერ ვიტყვი რომ ვიღაცამ ცუდად იფიქრა ან მთვარის ფაზა იყო ...
სტიქია უმართავია ამიტომ წესების დაცვაა სასურველი
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 17 2015, 12:17 AM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ასევე არსებობს ალბათობის კანონი, როცა ადამიანი შემთხვევით ხდება იქ სადაც მისი მოხვედრა დამთავრდება ცუდად.
ნუ კიდევ რაღაც კანონები მოქმედებს მოქმედებს იგივე ბედისწერა (კარმა) შექმნილი ჩვენს მიერ, ციური სხეულები და ა.შ.
მაგრამ ეს არც ფატალიზმია და არც უცვლელი რამ. ეს კანონები არ მოქმედებს ყველასთვის თანაბრად. როგორც ბრძენნი ამბობენ ადამიანი რაც უფრო ვითარდება სულიერად და ხდება გაცნობიერებული, იგი ჯერ გამოდის ალბათობის კანონის ზემოქმედებიდან, შემდეგ კარმული კანონების ზემოქმედებიდან და ა.შ. და იგი ხდება თავისი ცხოვრების მმართველი და თავისი არსებობის წამმართველი მთლიანად


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 09:56 AM
Post #44


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ 17th June 2015 - 12:17 AM) *
ასევე არსებობს ალბათობის კანონი, როცა ადამიანი შემთხვევით ხდება იქ სადაც მისი მოხვედრა დამთავრდება ცუდად.
ნუ კიდევ რაღაც კანონები მოქმედებს მოქმედებს იგივე ბედისწერა (კარმა) შექმნილი ჩვენს მიერ, ციური სხეულები და ა.შ.
მაგრამ ეს არც ფატალიზმია და არც უცვლელი რამ. ეს კანონები არ მოქმედებს ყველასთვის თანაბრად. როგორც ბრძენნი ამბობენ ადამიანი რაც უფრო ვითარდება სულიერად და ხდება გაცნობიერებული, იგი ჯერ გამოდის ალბათობის კანონის ზემოქმედებიდან, შემდეგ კარმული კანონების ზემოქმედებიდან და ა.შ. და იგი ხდება თავისი ცხოვრების მმართველი და თავისი არსებობის წამმართველი მთლიანად

საინტერესოა ეს. მე ხშირად მიფიქრია რა არის შემთხვევა? "არიოლ ი რეშკა"-ს დროს ხან რეშკის ხან არიოლის ამოსვლა შემთხვევაა თუ კანონზომიერება რომელსაც ვერ ვწვდებით(უმარტივესსაც კი) და თუ ეს კანონზომიერებაა მაშინ ამ მაგალითზე შემიძლია განვაზოგადო სამყაროს მასშტაბით და გითხრა რომ ყველაფერო არის კანონზომიერება ან ყველაფერი არის შემთხვევა, მე მივდივარ იქამდე რომ ის რასაც ჩვენ შემთხვევას ვეძახით არის უამრავ-ჯაჭვ გამოვლილი კანონზომიერება. მე ვფიქრობ გაცნობიერებული ადამიანი ხედავს არა ამ კანონზომიერების ჯაჭვს არამედ საკუთარი ცნობიერებით ზემოქმედებს გარემოზე, ასე ვთქვათ ხდება ოსტატი და ცვლის მიზეზ-შედეგობრიობას. არ არსებობს შემთხვევითობა ჩემი აზრით. იესოსთვის რამე იყო შემთხვევითი? განა თვითონ არ ამბობს მთას წყალში გადაიტან რო გწამდესო? მე ვფიქრობ საქმე იმაშია რომ ადამიანს არათU ჯაჭვის შედეგობრიობის ცვლილება შეუძლია არამედ რაც დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ტვინისთვის იმის გაკეთებაც ხელეწიფება. ცოტა ფენტეზი პოსტი გამოვიდა მაგრამ ასე ვფიქრობ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 17 2015, 11:31 AM
Post #45


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო, მე რაც ვთქვი პრინციპში შენ სიღრმეებში წახვედი უბრალოდ. გეთანხმები.
იესო იესო იყო და გაუცნობიერებლად, მექანიკურად მცხოვრები ვინმე გელა, რომელიც არასოდეს არაფერზე დაფიქრებულა მისთვის ალბათობის კანონიც იმოქმედებს, ქუჩაში "შემთხვევით" ძაღლიც უკბენს და აგურიც დაეცემა თავში და ვეღარ ადგება. უბრალოდ ის იმ სიხშირეზე არსებობს, სადაც მასზე ზემოქმედებს ბევრი რამ, ბევრი სახის ენერგია და ეს იწვევს შესაბამის შედეგებს.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 01:48 PM
Post #46


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როდესაც ადამიანი იბადება და მშობელი ყავს ეგ გაუცნობიერებელი გელა, ცხადია რომ ასწავლის არასწორად, მთავარი აქცენტი აქვს იმაზე რომ ფული იშოვოს და კარგად ჭამა-სვას, იმაზე რაზეც ჩვენ ვწერთ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ანუ შინაგანი რევოლუცია თუ არ მოხდა მაშინ ჩემი აზრით განწირულია ეს ადამიანი. ჩემი აზრით უმეტესობა ვერ აცნობიერებს ამას და მ.მამარდაშვილის თქმის არ იყოს ხდება ზომბი, რომელიც არა საკუთარი რეფლექსიიდან გამომდინარე ცხოვრობს არამედ გარემოზეა დამოკიდებული.
გაუღიმებს ნუგზარი? თვითონაც გაუღიმებს. შეაგინებს ნოდარი? თვითონაც შეაგინებს.
დადგება არა სიმართლის გვერდით არამედ იმის გვერდით ვინც კომფორტს შეპირდება. აბა გავხედოთ პოლიტიკას და დააკვირდი ვინ ვის გვერდით დგას. ჩემი აზრით სადაც კომფორტია სწორედ იქ.
ავიღოთ გერმანია რომელიც ნანგრევებიდან დადგა მეგა სახელმწიფო თითქმის ყველა კუთხით. რატომ? იმიტომ რომ ერთად შეიკრა სახელმწიფო, გადადეს გვერდით დროებითი კომფორტი და როცა ზედაპირულად ვადარებ ტიპიურ გერმანელს და ტიპიურ ქართველს, ისინი გაცილებით ცნობიერები არიან, ძირითად შტრიხს ვხედავ აზრში რაც გინდა გაგიკეთონ, იგივე გაუკეთე. ერთ-ერთი ტკივილის მთავარი თვისება არის გაღვიძება, შეიძლება მცირე ხნით მაგრამ მაინც, ხოდა ქართველობა იტრიალებს ამ ტკივილში სანამ არ გამოფხიზლდება.
სახელმწიფოსაც თავის კარმა აქვს, როგორც ადამიანს, რასაც დასთეს იმას მოიმკი. ჩვენი უპირველესი ამოცანაა გამოღვიძება, განთავისუფლება სხვა გზა წრეზე მიდის ჩემი აზრით და სიკვდილის შემდეგ დაიბადება და იგივე წრეზე წავა ამიტომ აქ და ახლა უნდა გაიღვიძო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 02:05 PM
Post #47


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა არის თავისუფლება და როგორ მივაღწიოთ მას? როგორ მოვახდინოთ რევოლუცია როდესაც გარშემო დიდი უმრავლესობა დაზომბირებულია?
მათი დაცინვა არაფრამდე მიდის, მათი გავლენის ქვეშ მოქცევაც, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენც გვეძინა რაღაც პერიოდი და მათაც შეიძLება გაიღვიძონ გარკვეული გამოცდილების შემდეგ...... ჩემი აზრით ამაზე უამრავი წყარო საუბრობს, კერძოდ რეფლექსიაზე, როგორც განთავისუფლებისკენ მთავარ გზაზე. იქნებ ამაზე ვისაუბროთ მაგრამ თემა მგონია სხვა... გახსენით თემა განთავისუფლებაზე...ეს თუ გადაგვარჩენს... სიყვარული გადაგვარჩენსო ვიღაც დაწერს მაგრამ გამორიცხულია ადამიანის შეყვარება ზომბის მდგომარეობაში.. მაგ შემთხვევაში შენ უბრალოდ ეგოისტურად 'გიყვარს', მესაკუთრე ხარ, ეს ილუზიაა... მხოლოდ განთავისუფლებულს შეუძლია ნამდვილი სიყვარული, რადგან თუნდაც მატერიაზე მიბმულ ადამიანს აინტერესებს დაიკმაყოფილოს პირველ რიგში საკუთარი მუცელი და ცხოველური ინტერესები, ამიტომ სიყვარული ვერ იქნება პირველადი მიზანი, პირველადი მიზანი თავისუფლებაა და შემდეგ უკვე დადგები პრინციპზე-გაეცი რათა მიიღო, ასიამოვნე რათა ისიამოვნო, მე დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ გულწრფელად ვამბობ მიგრძვნია ეს სიამოვნება სხვისი სიამოვნებით და ის ადამიანი უცხო იყო.... ზოგი არღვევს წრეს ზოგი სამუდამოდ ტანჯვაზეა მაშასადამე შემთხვევითობაზე.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 17 2015, 07:46 PM
Post #48


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
პირველადი მიზანი თავისუფლებაა და შემდეგ უკვე დადგები პრინციპზე-გაეცი რათა მიიღო, ასიამოვნე რათა ისიამოვნო, მე დიდი გამოცდილება არ მაქვს მაგრამ გულწრფელად ვამბობ მიგრძვნია ეს სიამოვნება სხვისი სიამოვნებით და ის ადამიანი უცხო იყო


აქამდე როგორ მოხვედი?









Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 17 2015, 09:28 PM
Post #49


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიტყვის ძალა, უფრო ღრმად აზრის, ფიქრის, წარმოსახვის ძალა უდიდესია.
ასევე გონება, რომელიც ბადებს ამ ფიქრებს საოცრად ღრმაა. მისი უჯრედები ინახავენ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია უსასრულოა.
ichi
QUOTE(blue_velvet @ 16th June 2015 - 12:47 PM) *
არსებობს მოსაზრება რომ ტერორიზმი საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა მსხვერპლის აზრები სადაც მას უნდა მსხვერპლად ყოფნა

არა, მარტო ამ შემთხვევაში არა. არა მარტო იმიტომ რომ უნდა, რადგან ის ასე ვთქვათ მელანხოლიკია. მსხვერპლმა ნახა რაღაც უსიამოვნო და ამ უსიამოვნომ ძალიან შეაშინა. ამ შიშმა წარმოქმნა პატარა ფიქრი ფანტაზია, რომელშიც თვითონ ხდება მსხვერპლი. ეს ფიქრი არ „დაიწვა“ არ მოხდა მისი „დილიტ ფაილ“. ტვინმა ის სადღაც შეინახა და გახდა მსხვერპლი...
ამ ორი დღის წინ როცა თბილისში წყალდიდობა მოხდა, ფბ-ზე გავრცელდა ერთი ვიდეო, რომელიც სრულიად შემთხვევით ვნახე. (მე ყოველნაირად ვერიდები მსგავს ვიდეოებს არ ვუყურებ შეგნებულად). ვნახე ვიდეო, რომელმაც შემზარა და საშინლად შემაშინა. ერთი ვეფხვი ერთ ადამიანს ადგას თავს და ორი წუთი უყურებ ამ საშინელ მდგომარეობას, მერე აიღო გაათრია შორს, კიდევ კარგი ვიდეო იქ მთავრდება, რადგან ვეფხვი ტყეში მიიმალა. ეს ვიდეო რომელიღაც აღმოსავლეთის ქვეყანაში იყო გადაღებული. რომ ვნახე ვიდეო, ცუდად ვიყავი, ახლაც ვერ ვშლი გონებიდან, წავშლი თუმცა... მაგრამ... კიდევ ვინ ნახა ეს ვიდეო თბილისში? კიდევ ვინ შეშინდა შემთხვევით? ასე ხდები მსხვერპლი, შენი ბრალია. ნუ უყურებთ ასეთ რამეებს, ნუ აწერთ ლაიქებს, მითუმეტეს ნუ ავრცელებთ. ამ ყველაფრით იქმნება ასევე უარყოფითი ეგრეგორები. აქ ვცდებით ერთი ადამიანის ფიქრებს. აქ გვაქვს მრავალი ადამიანის ფიქრი. მრავალი ადამიანის ფიქრის ძალას, ეგრეგორს ფრთხილად მოეკიდეთ, მთას გადადგავს, ყველაფერს შესძლებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 17 2015, 10:38 PM
Post #50


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(earth @ 17th June 2015 - 09:28 PM) *
კიდევ ვინ ნახა ეს ვიდეო თბილისში? კიდევ ვინ შეშინდა შემთხვევით?

თუ ვეფხვზეა საუბარი რომლის წინ ინდუსი ლოცულობს მაგრამ ბოლოს მაინც გაათრევს მე ვნახე ეგ ვიდეო სადღაც ერთი წლის წინ მაგრამ ახლაც მახსოვს, საკმაოდ დამთრგუნველია, საკუთარი თავიც წარმოვიდგინე მაგ კაცის მაგივრად მაგრამ არ შემეცოდა, გაგთიშავს წამებში. ზოგადად ადამიანის ტვინს აქვს ფუნქცია ტკივილის დაბლოკვის, თUნდაც ცეცხლზე დაწვის დროს ან სხვა უსასტიკესი წამების დროს გონება უბრალოდ ითიშება, რა თქმა უნდა იქამდე უნდა მიხვიდე და აიტანო, მაგრამ ეს ფუნქცია საკმაოდ გვიადვილებს სიკვდილს.
ისე კი დღეს ვეფხვმა რომ კაცი შეჭამა, იმას ვფიქრობდი ფიქრობდა თუ არა ეს კაცი რომ სადმე ვეფხვი გადაეყრებოდა და მოკლავდა? იმოქმედა თU არა თვითOნაც როგორც მსხვერპლმა? მე ვფიქრობ კი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 18 2015, 06:47 AM
Post #51


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ალბათ... შესაძლოა ის ვიდეოც იყოს მთავარი დამნაშავე...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 18 2015, 01:32 PM
Post #52


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაიფიქრე ნიშნავს გააკეთე......

ამიტომ სიტყვას ძალა აქვს რადგან მოდის ფიქრიდან....

მის ძირს ანუ ფიქრს აქვს რეალური ძალა.. ფიქრს ვინ/რა წარმოქმნის ზუსტად არ ვიცი, ამიტომ იფიქრეთ პოზიტიურად, არ შეგეშინდეთ ხვალინდელი დღის თუ გიყვართ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Spellcaster
post Mar 18 2017, 08:52 AM
Post #53


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 19-February 17
Member No.: 7,598

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეცნიერებმა გამაოგნებელი დასკვნა გააკეთეს: თქვენ მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა, სხვა არაფერია, თუ არა ტალღური გენეტიკური პროგრამა, რომელსაც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია.

მოკლედ, ანდაზისა არ იყოს, ხარი ხართან თუ დააბით, მხოლოდ ზნესა და ფერს კი არ იცვლის, მემკვიდრეობით პროგრამასაც მისგან მიიღებს.

მემკვიდრეობითობაზე პასუხისმგებელი მოლეკულები აკუსტიკურ ინფორმაციას მაშინაც იღებენ, როცა თავად ვსაუბრობთ და მაშინაც, როცა ვინმეს საუბარი გვესმის.



დნმ ინფორმაციას ღებულობს მაშინაც, როცა თვალით, ჩუმად ვკითხულობთ ტექსტს ან ვუყურებთ რაიმეს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ რაღაც ტექსტი აჯანსაღებს მემკვიდრეობითობას, რაღაც კი — ტრავმას აყენებს.

ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიაში მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ლოცვის სიტყვები გენეტიკური აპარატის ფარულ შესაძლებლობებს აღვიძებს. ამიტომაცაა, რომ მძიმედ და უნუგეშოდ დაავადებულები, რომლებიც წმინდანების ლოცვებს კითხულობენ, ხშირ შემთხვევაში იკურნებიან. აი წყევლა კი არღვევს ტალღურ პროგრამებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირღვევა ორგანიზმის ნორმალური განვითარება.

ცილისწამებას, ლანძღვას, დედის წყევლას შეუძლია სიტყვის ძალით დააავადმყოფოს ადამიანი, წაართვას ძალა და სიცოცხლეც კი მოუსწრაფოს მას.

ახლა კი მთავარი, რაც მეცნიერებმა დაასკვნეს: ადამიანის გენეტიკური აპარატისთვის სულერთი არაა, რას ფიქრობს, რას კითხულობს და რას უსმენს მისი „პატრონი“, რადგან ნებისმიერ ინფორმაციას აქვს უნარი, ჩაიბეჭდოს ეგრეთ წოდებულ ტალღურ გენომში.

ამასთან, დნმ-ის ამ აპარატს არ ძალუძს გაარჩიოს, საიდან და ვისგან ღებულობთ ინფორმაციას — ცოცხალი ადამიანისგან თუ ტელევიზორიდან. დნმ-ის მოლეკულები ამ ინფორმაციას აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით ცვლიან.



თუმცა ყველაზე მეტად გამაოგნებელი მაინც ისაა, რომ მეცნიერებმა ექსპერიმენტებისას სიტყვებით არაერთი „სასწაული“, ანუ გენეტიკური ეფექტი მოახდინეს.

სწავლულებმა შექმნეს აპარატი, რომელიც ადამიანის სიტყვებს იმგვარ ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაქმნის, რომლებსაც მემკვიდრეობითობის მოლეკულებზე, ანუ დნმ-ზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ მისი დახმარებით გაარკვიეს, რომ ზოგი სიტყვა საშინელი ძალის მუტაგენურ ეფექტს იწვევს.

სპეციალისტების თქმით, ამგვარი სიტყვები 30 ათასი რენტგენის ძალის რადიოაქტიური დასხივების ეფექტს ახდენს! ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს ამ სიტყვებით „დამუშავების“ შემდეგ, თუკი მისთვის 50 რენტგენი უკვე სასიკვდილო დოზაა.

მეცნიერებმა აღნიშნული ექსპერიმენტი, რაღა თქმა უნდა, არა ადამიანებზე, არამედ მცენარე არაბიდოპსის თესლზე ჩაატარეს და… პრაქტიკულად ყველა თესლი დაიღუპა. ხოლო რომელიც გადარჩა, უბრალოდ გენეტიკურ სიმახინჯედ იქცა, რომლის მემკვიდრეობაც რამდენიმე თაობაში ნადგურდება.

კიდევ უფრო დიდი საოცრება, რამაც სწავლულები გააოცა, ის იყო, რომ მუტაგენური ეფექტი არ იყო დამოკიდებული ზემოქმედების ძალაზე. მეცნიერები სიტყვებს ხან ხმამაღლა წარმოთქვამდნენ, ხან — ხმადაბლა, ხან კი საერთოდაც ძლივს გასაგონი ჩურჩულით, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთნაირი დგებოდა. გამორიცხულია, რომ მათ შექმნილ აპარატს ბგერითი ვიბრაციები გაეძლიერებინა, ვინაიდან ის ორ პაწაწა, ჯიბის ფარნის ბატარეაზე
მუშაობდა. 30 ათასი რენტგენის ძალის ეფექტის მისაღებად კი იმაზე ათასჯერ მეტი ძალის ძაბვაა საჭირო, ვიდრე ეს ბატარეები გამოიმუშავებენ.
ასე რომ, გენეტიკური აპარატისთვის სულაც არაა სულერთი, რაზე ვფიქრობთ, რაზე ვლაპარაკობთ, რა შინაარსის წიგნებს ვკითხულობთ. ყველაფერი ტალღურ გენომში, ანუ ტალღურ გენეტიკურ პროგრამაში იბეჭდება, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის თითოეული უჯრედის მთელ მემკვიდრეობითობასა და პროგრამას.

ნამდვილად ღირს დაფიქრებად. გამოდის, რომ ბევრ ცხოვრებისეულ სირთულეს საზოგადოებრივი აზრი, სახელმწიფო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი „აპროგრამებენ“ სწორედ იმ მიზნით, რომ ძლიერი ადამიანები დამოკიდებული გახადოს იმგვარ „დოპინგზე“, როგორებიცაა: ავსიტყვაობა, ალკოჰოლი, მოწევა, ღორმუცელობა, გარყვნილება და სხვა.

დააკვირდით, როგორ პასუხობთ მარტივ შეკითხვას: „როგორ ხარ?“ ძირითადად, ასე: „არა მიშავს… ნელ-ნელა… ისე, რა…“ დააკვირდით, რაზე და რა ენით საუბრობთ, რა გადაცემებს უყურებთ, რა ინფორმაციას ათვალიერებთ ინტერნეტში…

ყველაფერი გასაგებია, არა?

თუ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ, რომ თქვენი წარმატება თქვენსავე აზროვნებასა და ურთიერთობებზეა დამოკიდებული, მეცნიერებს მაინც დაუგდეთ ყური. აჰამ. და ვიღაცეებს არ სჯერათ რომ შელოცვები მართლა მოქმედებენ.😊


--------------------
It was fun, playing with knives...until a blade stuck in the left side of my chest....surprise!
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jun 16 2018, 11:49 PM
Post #54


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,128
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიტყვას ისეთი ძალა აქვს, რომ ადამიანმა შეიძლება სასწაული ცვლილებები დაინახოს ჯანმრთელობაშიც. მე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ჯანმრთელობის გაუმჯობესება ამ მეთოდით. ახლა დავწერე ერთი ლექსი–სიმღერა, რომელსაც თუ იმღერებ, ყოველდღიურად რამდენჯერმე, ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდება.
რათმაუნდა ყველა ადამიანი თავისი სიტყვებით თუ იმღერებს კიდევ უფრო უკეთესი, მაგრამ სიმღერის დროს სიტყვები უნდა აკონტროლო, რომ არ გაგეპაროს რამე შეცდომა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 08:47 PM