IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ქართული ლიტერატურა და საზოგადო მოღვაწეები
tikoroma
post Aug 1 2011, 11:02 AM
Post #21


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალექსანდრე საჯაია

დაიბადა : 1916 წ
გარდაიცვალა : 00.09.1944 წ


ალექსანდრე საჯაია დაიბადა 1916 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში. სასოფლო სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი (დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი), რომელიც 1940 წელს დაამთავრა. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა, 1938 წელს - პირველი პოეტური კრებული.

დღეს ცოტასღა ახსოვს ალექასანდრე საჯაია. მოგონებებიც ძალზე ცოტა მოგვეპოვება. ერთი დაჯდომით გადავიკითხავთ ყველაფერს, რაც ამ შესანიშნავ პოეტზე დაწერილა და თითქმის ვერსად შევხვდებით მისი შემოქმედების ანალიზს.

ბუნებამ მრავალმხრივი ნიჭით და კლასიკურად ნატიფი გარეგნობით დააჯილდოვა. არც იღბლისადმი ეთქმოდა სამდურავი, ზრუნვა და სიყვარული გარემოიცავდა მუდამ და ყველგან. ყველაფერში, რაც ცხოვრების საქმედ გაიხადა: პოეზიაში, უცხო ენების შესწავლაში, თარგმნაში, სწრაფად მიაღწია წარმატებას...

განგების რჩეულიაო, რომ იტყვიან, იმ ადამიანთაგანი იყო. თუ როდისმე წიგნი დაიწერება მის შესახებ, მენანდრეს ცნობილი ფრაზა იქნება ყველაზე შესაფერი ეპიგრაფი იმ წიგნისათვის: “ვინც ღმერთებს უყვართ, ის ადრეც კვდება, მალე მიჰყავთ ღმერთებს თავიანთ საუფლოში”.

ბავშვობიდან ლაღი და უზრუნველი იყო მისი ცხოვრება. თანატოლთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, გაჭირვება არასოდეს უწვნევია. მის მშობლებს, გამრჯე მეგრელ გლეხებს ღონიერი ოჯახი ჰქონდათ და დედისერთა კოკის უსაზღვროდ ანებივრებდნენ (კოკის ეძახდნენ შინაურები). არც სტუდენტობის წლებში გამოუვლია გაჭირვებული, ''ნამდვილი სტუდენტური'' ცხოვრება. ყოველთვის ჰქონდა პირობები მშვიდი, ბეჯითი სწავლისა და შემოქმედებისა და სწორედ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დაწერა პირველი საყურადღებო ლექსები.

გარდაცვალებიდან ორი-სამი ათეული წლის შემდეგ მისი ლირიკის საუკეთესო ნიმუშები გახალხურდა. სიცოცხლეში კი ალექსანდრე საჯაიას პიროვნება იყო გაცილებით მეტისთვის ნაცნობი, ვიდრე მისი პოეზია. თაყვანისმცემლებიც მის პიროვნებას მისსავე პოეზიაზე მეტი ჰყავდა. ''შეუძლებელი იყო იგი გაგეცნოთ და ერთბაშად არ მოხიბლულიყავით. ჯერ გარეგნობა განგაწყობდათ განსაკუთრებული სიმპათიით'', - წერს ვახტანგ ჭელიძე და ფერებს არ იშურებს მისი ''ვაჟკაცური სილამაზის'' აღსაწერად.

ალექსანდრე საჯაიას კრებულებია: ''ნაადრევი ვარდები'' - 1987 წ., ''ჩემი ზღაპრები'' -1944 წ., ''ლექსები'' - 1947 წ., ''ორი ზღაპარი'' - 1949 წ., ''რჩეული'' -1955 წ., ''ლექსები'' -1967 წ., ''რჩეული'' - 1970 წ., ''უთავო მეფე და დიდთავა მეფე'' (ზღაპარი სკოლამდელთათვის) - 1973 წ.
თარგმნილი აქვს შექსპირის, შელის, ედგარ პოს, ლონგფელისა და ლორდ რენდალის ნაწარმოებები.

გარდაიცვალა 1944 წლის სექტემბერში.



თოვლის ქალი

ეთერ სვანიძეს

ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და უყვარს მარტო თოვლი და თოვა.
იგი ლაჟვარდის ერთი თვალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.


მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,
და რომ მიმღეროს, თურმე, რცხვენია,
მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,
მაგრამ არასდროს არ უცრემლია.


ჩვენი ამბავი ულამაზესი
ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,
დას ნიავივით სურდა ალერსი,
მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.

და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,
და განა მუდამ იქნება თოვა?
ჩემი და ტეთრი თოვლის ქალია
და გაზახფულზე ენძელად მოვა.

1937წ.

ამ პოეტთან რაღაც სულიერი ნათესაობა მაკავშირებს. სიზმარშიც კი ვნახულობდი ხოლმე smile.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 1 2011, 03:22 PM
Post #22


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ჯემალ ქარჩხაძე მომწონს ძალიან.



თუ ვინმეს გაქვთ ვრცელი ცნობები მასზე იქნებ დადოთ... smile.gif

"იგი", "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული", "უფლისწული და გველეშეპი":

http://files.ge/download.php?id=4E368C111


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 1 2011, 10:29 PM
Post #23


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Atman @ Aug 1 2011, 03:22 PM) *
მე ჯემალ ქარჩხაძე მომწონს ძალიან.



თუ ვინმეს გაქვთ ვრცელი ცნობები მასზე იქნებ დადოთ... smile.gif

"იგი", "ბედნიერების მაძიებელი უფლისწული", "უფლისწული და გველეშეპი":

http://files.ge/download.php?id=4E368C111





ეს ვიპოვე მხოლოდ ისიც ვიკიპედიიდან ...



1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია "ქართულ ფილმში". [საჭიროებს წყაროს მითითებას]

პირველი მოთხრობა - "აბზიანიძეების ოჯახი" 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებულები და რომანები. 1999 წელს რომანისათვის "განზომილება" მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. [საჭიროებს წყაროს მითითებას] დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.








ეს ნათქვამი კი მას ეკუთვნის:

სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.


ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.


ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Aug 4 2011, 09:16 PM
Post #24


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lasha
სულ რაღაც 4 წლის წინ გაიხსნა მსგავსი თემა, შენ ეტყობა ვერ შეამჩნიე wink.gif http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=266
მასაც გადახედეთ და შეიძლება ბევრი რამ უკვე დადებულიც დაგხვდეთ smile.gif


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Aug 4 2011, 09:19 PM
Post #25


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ოფოფებს ერიდეთ! :* (წავშალე)


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Aug 4 2011, 09:40 PM
Post #26


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(მზეონა @ Aug 4 2011, 09:19 PM) *
ოფოფებს ერიდეთ! :* (წავშალე)



ოფი არ იყო smile.gif ეს თემა იმისთვისაა რომ ბიოგრაფიები დაკოპირდეს თუ იმისთვის რომ ლიტერატურაზე იყოს საუბარი?
შევთავაზე პიროვნებას რამდნიმე სასაუბრო თემა ქართულ ლიტერატურაზე და უნდა მეპასუხა მის დასმულ კითხვაზე თქვენ კიდე წაგიშლით.
მოკლედ ვინმემ მიპასუხეთ ეს თემა ბიორგაფიების დასაკოპირებლადაა თუ ქართულ ლიტერატურაზე ზოგად სასაუბროდ


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 4 2011, 11:45 PM
Post #27


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Pisces @ 4th August 2011 - 09:40 PM) *
მოკლედ ვინმემ მიპასუხეთ ეს თემა ბიორგაფიების დასაკოპირებლადაა თუ ქართულ ლიტერატურაზე ზოგად სასაუბროდ

წესით ქართულ ლიტერატურაზე სასაუბროდ უნდა იყოს, მაგრამ რეალურად დაკოპირებულ ბიოგრაფიებს ვხედავთ ))



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 5 2011, 12:07 AM
Post #28


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას გაგიზიარებთ. ეს თემა საინტერესო იქნება თუ განვიხილავთ რომელი მწერალი გვიყვარს, რომელი ნაწარმოები და რატომ...
-მისი წერის სტილი ძალიან მომწონს იმიტომ რომ....
-ეს ნაწარმოები ძალიან მიყვარს, რადგან..."
-აქ გადმოცემული აქვს ისეთი გრძნობები რომ...
ასეთ სტილში რომ გარდავქმნათ ეს თემა ვერა? smile.gif)
აბა ვიყოთ და ვაკოპიროთ ბიოგრაფიები და დაემგვანება ვიკიპედიის გვერდს ქართული ლიტერატურის შესახებ და
ვისაც შოთა-ილია-აკაკის ბიოგრაფიის გაცნობა მოუნდება შემოვა პირდაპირ ეზოთერულ საიტზე ამ თემაში)))


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Aug 5 2011, 01:29 AM
Post #29


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Aug 5 2011, 12:07 AM) *
ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას გაგიზიარებთ. ეს თემა საინტერესო იქნება თუ განვიხილავთ რომელი მწერალი გვიყვარს, რომელი ნაწარმოები და რატომ...
-მისი წერის სტილი ძალიან მომწონს იმიტომ რომ....
-ეს ნაწარმოები ძალიან მიყვარს, რადგან..."
-აქ გადმოცემული აქვს ისეთი გრძნობები რომ...
ასეთ სტილში რომ გარდავქმნათ ეს თემა ვერა? smile.gif)
აბა ვიყოთ და ვაკოპიროთ ბიოგრაფიები და დაემგვანება ვიკიპედიის გვერდს ქართული ლიტერატურის შესახებ და
ვისაც შოთა-ილია-აკაკის ბიოგრაფიის გაცნობა მოუნდება შემოვა პირდაპირ ეზოთერულ საიტზე ამ თემაში)))

მეც ეგ დავწერე და ოფიაო და გამიფიშტიხეს


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 5 2011, 01:34 PM
Post #30


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნწ აუ ეს ვინააა ტოოო :|

გადი რა თავი გამანებე ადამიანური არ გესმის? რატომ მაღიზიანებთ, სათაურს ხედავ?!! მოღვაწეეების ბიოგრაფიას და ნაწარმოებებს ხედავ?!! რა გაბურღეთ ტვინი ბიჭო, ვისაც სიამოვნებს წაიკითხავს ვისაც არა გავა ! მე პირადათ ვეძწებდი ამ თემას მოსაძიებელი მქონდა და მეთქი აქ იქნება თქო მაგრამ ჩემი ფეხები !!! მაინცდამაინც ნერვებზე უნდა მოგშალონ კაცი რა.
ეგ ლინკი კიდე საიდან გაჩითე არ ვიცი. მაშინ იყავით ეს არ გახსნა ის არ გახსნაო და იმიტომაც ხართ აგერ უკვე თურმე 4 წელი და ალბათ მეტი და ტოპში მე-300ე ადგილს ვერ გავცდით! რამეს დამატება შეგიძლია დაწერე რაა !! რაღას მაკრიტიკებთ !!! ჩემი კრიტიკისთვის გავხსენი ეს პოსტი? გამომივიდნენ რა აქ ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე ყველაზეები, რამდენს ბაზრობთ ტოო !! დაწერე რა თუ რაიმე იცი !! და რაღანც დაკოპირებულია ზოგი რამე ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიკიპედიას შვილობილია და კიდე რაღაც უაზრობა !! რამდენი ვწერე და რაღაც რომ დამეკოპირებინა არ შეიძლებოდა?!!! ეს ვინები ყოფილან ტო
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 5 2011, 06:33 PM
Post #31


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kalkucha_ @ 5th August 2011 - 01:34 PM) *
ნწ აუ ეს ვინააა ტოოო :|

გადი რა თავი გამანებე ადამიანური არ გესმის? რატომ მაღიზიანებთ, სათაურს ხედავ?!! მოღვაწეეების ბიოგრაფიას და ნაწარმოებებს ხედავ?!! რა გაბურღეთ ტვინი ბიჭო, ვისაც სიამოვნებს წაიკითხავს ვისაც არა გავა ! მე პირადათ ვეძწებდი ამ თემას მოსაძიებელი მქონდა და მეთქი აქ იქნება თქო მაგრამ ჩემი ფეხები !!! მაინცდამაინც ნერვებზე უნდა მოგშალონ კაცი რა.
ეგ ლინკი კიდე საიდან გაჩითე არ ვიცი. მაშინ იყავით ეს არ გახსნა ის არ გახსნაო და იმიტომაც ხართ აგერ უკვე თურმე 4 წელი და ალბათ მეტი და ტოპში მე-300ე ადგილს ვერ გავცდით! რამეს დამატება შეგიძლია დაწერე რაა !! რაღას მაკრიტიკებთ !!! ჩემი კრიტიკისთვის გავხსენი ეს პოსტი? გამომივიდნენ რა აქ ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე ყველაზეები, რამდენს ბაზრობთ ტოო !! დაწერე რა თუ რაიმე იცი !! და რაღანც დაკოპირებულია ზოგი რამე ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიკიპედიას შვილობილია და კიდე რაღაც უაზრობა !! რამდენი ვწერე და რაღაც რომ დამეკოპირებინა არ შეიძლებოდა?!!! ეს ვინები ყოფილან ტო

lasha
ეს ესეთი ვრცელი ხუმრობა იყო ხო? თუ "ტოებით" ვისაუბროთ? hilarioustu8.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Aug 5 2011, 07:06 PM
Post #32


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lasha

რატომ ბრაზობ სოსო? (ცისფერი მთები)
მე მაქვს კითხვა შენთან -მითხარი 5 თემა რომლის შესახებაც წერენ საქართველოში. 5 ძირითადი თემა რომელზეც იწერება,როგორც პოეზიაში ისე პროზაში.


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
kali
post Oct 12 2011, 10:42 AM
Post #33


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 11-October 11
Member No.: 6,580

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ზურა ჯიშკარიანი მომწონს მე, დანარჩენი ერთი ნაგავია.. oops.gif ნუ ზოგჯერ რაღაც-რაღაც კარგებს დაწერენხოლმე, მაგრამ უმეტესობა ერთფეროვანი და ნაცრისფერია ჩემთვის.


http://nextdreamhacker.blogspot.com/
აქა ზომბის შემოქმედება და მოღვაწეობა, იხილეთ ;;)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 11 2011, 02:44 PM
Post #34


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kali @ Oct 12 2011, 11:42 AM) *
ზურა ჯიშკარიანი მომწონს მე, დანარჩენი ერთი ნაგავია.. oops.gif ნუ ზოგჯერ რაღაც-რაღაც კარგებს დაწერენხოლმე, მაგრამ უმეტესობა ერთფეროვანი და ნაცრისფერია ჩემთვის.
http://nextdreamhacker.blogspot.com/
აქა ზომბის შემოქმედება და მოღვაწეობა, იხილეთ ;;)

ზომბი კაია, კი არადა სპეციფიურია. მარა თავისი ხაზი აქვს. შამუგიას რას უწუნებ ? biggrin.gif საკმაოდ კარგად აკეთებს რასაც აკეთებს


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 03:29 PM
Post #35


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Pisces

ეხლა აკეთებს ზომბთან ერთად რაღაც პროექტს მგონი, არ ვიცი. მომწონს ყველაფერი, ადრე ენთუზიაზისტი იყო, მაგრამ ფინანსები უნდა ყველაფერს. ზომბი იმიტომ მომწონს უფრო რომ უფრო რეალიზებულია, მუსიკაშიც, მწერლობაშიც, ვიზუალურ ხელოვებაშიც და თავის სტილი აქვს, თან ძლიან კარგ პორექტებს გეგმავსხოლმე. და შენ რა მოგწონს "ღმერთის" შემოქმედებიდან?


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Pisces
post Nov 11 2011, 08:24 PM
Post #36


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 27-September 10
Member No.: 6,280

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 11 2011, 03:29 PM) *
Pisces

ეხლა აკეთებს ზომბთან ერთად რაღაც პროექტს მგონი, არ ვიცი. მომწონს ყველაფერი, ადრე ენთუზიაზისტი იყო, მაგრამ ფინანსები უნდა ყველაფერს. ზომბი იმიტომ მომწონს უფრო რომ უფრო რეალიზებულია, მუსიკაშიც, მწერლობაშიც, ვიზუალურ ხელოვებაშიც და თავის სტილი აქვს, თან ძლიან კარგ პორექტებს გეგმავსხოლმე. და შენ რა მოგწონს "ღმერთის" შემოქმედებიდან?

მახსოვს პირველი ლექსი რომლითაც გავიგე ამ ადამიანის არსებობა :
"
ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები." - ვაფშე სხვა იყო.. არადა ბევრი წლის წინ წავიკითხე ეს ლექსი და მაშინდელ მდგომაბრეაში არავის გავდა. არადა მაშნ წინა პლანზე არც ვერლიბრისტები იყვნენ, არც ვარდისფერი ავტობუსის ბიჭები. ხოდა რავი მას მერე მივყვები და ვიცი რომ მეც ღმერთი ვარ. ისიც ვიცი რომ დიდი ხნის მერე ჩემს ადგილზე გაჩნდება ფიქრი, დიდი ხნის მერე როცა უკვე მე გავჩნდები არ უნდა გამომტოვონ. საყოველთაო პატიებაც ჩემია და მოკლედ მიყვარს ამ კაცის ლექსები რა. იმიტომ რომ სუფთა და არ პოზიორიბს. არ გატყებს და იდიოტობებს არ გაჩეცებს ხელში. ასეთი უნდა იყოს პოეტი. კიდევ ზვიადი მიყვარს რატიანი. აი კი არ მიყვარს მაგრად მიყვარს. რამდენიმე ხნის წინ ვისაუბრეთ და მაგარი რაღაც მითხრა პოეზიაზე.
ვარდისფერი ავტობუსის ბიჭები გახსოვს? smile.gif


--------------------
„საზღვრები? არასდროს მინახავს ასეთი რამ.
მხოლოდ მსმენია, რომ ისინი არსებობენ ზოგიერთი ადამიანის ტვინში“
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 11 2011, 09:25 PM
Post #37


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვცდილობ დავივიწყო smile.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:20 AM