Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ოჯახი - პლანეტა დედამიწა _ რა ან ვინ არ გვიყვარს)

Posted by: Zet Apr 21 2007, 05:08 PM

ამ ფორუმში სულ ”გვიყვარს” და ”ყველა გვიყვარს” , ამაზეა ლაპარაკი და ეხლა დაწერეთ ვინ არ გიყვართ

მე მაგალითად არ მიყვარს...
ცუდი მანქანის ხელოსნები (95% ეგეთია)... სისხლს რო გაგიშრობენ)))
ცუდი ექიმები (პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცი)...
და კიდე ერთი კატეგორია თუ ჯგუფი, მარა მაგას არ დავწერ)))

Posted by: TeO Apr 21 2007, 06:29 PM

არ მიყვარს სიგარეტის სუნი, ფიზიკურად ცუდად ვხდები!!!!!!!! sad.gif

Posted by: TeO Apr 22 2007, 06:50 AM

ვიფიქრე... და ბევრი არ მიყვარს მქონია huh.gif , თვითონაც გამიკვირდა, არ ველოდი wink.gif

არ მიყვარს:
ტ ყ უ ი ლ ი <_< , სისასტიკე, შური,
ადამიანს თავის აზრს რომ ახვევენ!
ფანატიზმი...
საკვებიდან -ხორცი, მუსიკიდან- როკი biggrin.gif
გაურკვეველი სიტუაციები..

დანარჩენი თქვენ დაწერეთ!!!!!!!!!!! wink.gif

Posted by: apachi Apr 22 2007, 08:24 PM

მე არ მიყვარს მშიშარა ადამიანები , დემაგოგები და პატრიოტული ლოზუნგები!
კიდევ არ მიყვარს როცა სუსტებს ჩაქრავენ !
არ მიყვარს ყველასთვის თავის გაყადრება !
არ მიყვარს როცა მეკითXებიან "არ თXოვდები"? შენსკენ რა არის ახალი?!
არ მიყვარს პრაგმატული აზროვნება!
არ მიყვარს პოლიტიკოსები!
არ მიყვარს ტრადიციები !(გამონაკლისი არსებობს , 1-2)
არ მიყავარს როცა ჭამაზე საუბარი!
არ მიყვარს დიქტატურა!
არ მიყვარს "გაპაირებული" არაფერი !
არ მიყვარს უნიჭობა და არაფრის მომცემი ფაციცუცი!
არ მიყავრს წუწუნი და სასოწარკვეთ!
არ მიყავრს გამძარი, თვითკმაყოფილი ადამიანენი!

Posted by: Zet Apr 23 2007, 11:32 AM

QUOTE(apachi @ Apr 22 2007, 08:24 PM) *
მე არ მიყვარს მშიშარა ადამიანები , დემაგოგები და პატრიოტული ლოზუნგები!
კიდევ არ მიყვარს როცა სუსტებს ჩაქრავენ !
არ მიყვარს ყველასთვის თავის გაყადრება !
არ მიყვარს როცა მეკითXებიან "არ თXოვდები"? შენსკენ რა არის ახალი?!
არ მიყვარს პრაგმატული აზროვნება!
არ მიყვარს პოლიტიკოსები!
არ მიყვარს ტრადიციები !(გამონაკლისი არსებობს , 1-2)
არ მიყავარს როცა ჭამაზე საუბარი!
არ მიყვარს დიქტატურა!
არ მიყვარს "გაპაირებული" არაფერი !
არ მიყვარს უნიჭობა და არაფრის მომცემი ფაციცუცი!
არ მიყავრს წუწუნი და სასოწარკვეთ!
არ მიყავრს გამძარი, თვითკმაყოფილი ადამიანენი!


ეგრე მგონია რომ ჩემ ჩამონათვალს ვკითხულობ, ერთადერთი განსხვავებით რომ მე მეკითხებიან ”ცოლი არ მოგყავს?”
და აყოლებენ ამას: ”უკვე დროა....”. ეგრე მგონია რომ ყველამ ჩემზე უკეთესად იცის
მე როდის უნდა მოვიყვანო ცოლი))) ეს საერთო სდანტარტები მეც მაცოფებს dash2.gif biggrin.gif

Posted by: Uma Apr 23 2007, 03:50 PM

არ მიყვარს მარშუტკის მძღოლები, გზის წესები რომ საერთოდ არ აღელვებთ
არ მიყვარს ბანძი სერვისი ჩვენ მაღაზიებში, რესტორნებში და საერთოდ ყველგან
არ მიყვარს, როცა დახურულ სივრცეში სიგარეტს მაბოლებენ
არ მიყვარს ჭორები

Posted by: Uma Apr 23 2007, 03:51 PM

QUOTE(Zet @ Apr 21 2007, 06:08 PM) *
და კიდე ერთი კატეგორია თუ ჯგუფი, მარა მაგას არ დავწერ)))


mainc?smile.gif

Posted by: Uma Apr 23 2007, 05:33 PM

QUOTE(apachi @ Apr 22 2007, 09:24 PM) *
არ მიყვარს როცა მეკითXებიან "არ თXოვდები"?


ნუ ეგ How do you do-ს პონტია საქართველოში ან How is weather today, ამიტომ წესების მიხედვით პასუხიც How do you do უნდა გასცე და დაიკიდო smile.gif

Posted by: FEBRUARY Apr 23 2007, 06:32 PM

არ მიყვარს "ანასტასია" (წიგნი)

Posted by: FEBRUARY Apr 23 2007, 06:35 PM

მაგრამ თქვენ მიყვარხართ biggrin.gif

არ გამებუტოთ "პლზ" l_daisy.gif kiss1.gif

Posted by: FEBRUARY Apr 23 2007, 06:51 PM

ჰო, დამავიწყდა

საშინლად არ მიყვარს სნობები!!!!!!!!
ღიპიანი და გაბღენძილი ბიჭები!!!!!!
და გოგოები რომელთაც ეს ბიჭები მოსწონთ!!!!!!!!!!
შტერი და გათხუპნული გოგოები!!!!!!!!!!!!!
და ბიჭები რომელთაც ეს გოგოები მოწონთ!!!!!!!!!!!!!!


პ.ს. დანარჩენს მერე მოგწერთ secret.gif

Posted by: TeO Apr 24 2007, 02:21 PM

QUOTE(FEBRUARY @ Apr 23 2007, 07:35 PM) *
მაგრამ თქვენ მიყვარხართ biggrin.gif

არ გამებუტოთ "პლზ" l_daisy.gif kiss1.gif


დიდი რამე, რომ არ გიყვარს, ვინ უნდა გაგებუტოს?

უახლოესი მეგობარი მყავს და მასაც არ უყვარს "ანასტასიას" წიგნი!
მერე რა, სამაგიეროდ ერთმანეთი გვიყვარს - ეს მთავარია!!!!!!!! l_sunny.gif

Posted by: Alpha Apr 24 2007, 02:45 PM

მე არ მიყვარს ქართული სუფრა biggrin.gif

Posted by: apachi Apr 24 2007, 03:57 PM

სასტიკად არ მიყვარს როცა სიგარეტის მავნებლობაზე საუბრობენ , ისედაც ყველამ კარგად ვიცით რომ მოწევა მავლებელია!
არ მიყვარს ქალები რომლებიც სულ ფორმაში არიან და ზედმეტ ყურადღებას უთმობენ გარეგნობა!
არ მიყვარს სტუმრად რამეს მაძალბენ "გადააიღე გადაააღეე"-ს კომპლექსი მაღიზიანებს!
არ მიყავარს ხელოვნური ყვავილები და ხელოვნური არაფერი!
არ მიყვარს როცა არ აღიარებენ შეცდომებს!
მე არ მიყავარს როცა კაცი თAვის სიძლიერეს მიმიტკიცებს !
არ მიყავრს ცინიკოსები !

Posted by: Alpha Apr 24 2007, 04:38 PM

ხო კიდე, არ მიყვარს რაღაც იდიოტობაზე როცა ლაპარაკობენ ისე, გეგონება მაგაში ცხოვრების აზრი იყოს
გადამკვდარი პატრიოტები არ მიყვარს
არ მიყვარს ადამიანები რომლებსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ
rolleyes.gif wacko.gif

Posted by: Zet Apr 24 2007, 07:42 PM

QUOTE(Alpha @ Apr 24 2007, 02:45 PM) *
მე არ მიყვარს ქართული სუფრა biggrin.gif

მეც ვერ ვიტან!!!!! biggrin.gif

Posted by: apachi Apr 24 2007, 11:34 PM

ვერ ვიტან პროვინციალიზმს!
არ მიყავრს "ნაფტალინის სუნი"-როცა ასდის ხელოვანს.
არ მიყავრს სიზარმაცე !
არ მიყვარს პედანტურობა არაფერში!
არ მიყავარს როცა უკომპლექსობა უზრდელობაში ერევათ!
არ მიყვარს ოთAხში რომ საჭმლის სუნი დგას !

Posted by: Alpha Apr 25 2007, 12:46 PM


Zet

QUOTE(Zet @ Apr 24 2007, 07:42 PM) *
მეც ვერ ვიტან!!!!! biggrin.gif

ჯიგარი ხარ! beerchug.gif

Posted by: Zet Apr 25 2007, 03:29 PM

QUOTE(Uma @ Apr 23 2007, 03:51 PM) *
mainc? smile.gif


არის ხალხის ჯგუფი, რომლებიც სხვებს სულიერად ჩაგრავენ...

Posted by: TeO Apr 25 2007, 05:36 PM

არ მიყვარს, როცა ჩემი პალიტრიდან დაუკითხავად ფერებს მაცლიან!!!!!!!!!!!!! angry.gif

Posted by: old_man Apr 26 2007, 03:01 PM

QUOTE(Uma @ Apr 23 2007, 05:33 PM) *
ნუ ეგ How do you do-ს პონტია საქართველოში ან How is weather today, ამიტომ წესების მიხედვით პასუხიც How do you do უნდა გასცე და დაიკიდო smile.gif

აუ ერთხელ მაგაზე მაგრად ავიშალე ნერვებზე. თანამშრომელ გოგოს შეუჩნდა მეორე თანამშრომელი გათხოვილი გოგო, რატო არ თხოვდები, დამიჯერე შენთვის ეგრე აჯობებს და ა.შ. ჩემთვის ვფიქრობ რა შენი ტ....ის საქმეა, ასეთ პირადულში რა უფლებით ერევი. არათუ ნაცნობს მეგობარსაც არ უნდა შეუჩნდე მასე. მოკლედ მაგარ უტაქტობად ვთვლი ეგეთ კითხებს. და კიდევ რა მოვწვი იცით, გათხოვილი ასეთ რამეს რომ ეუბნებაგაუთხოვარს, ქვეცნობიერად თავის უპირატესობას უსვამს ხაზს თითქოს ეუბნება ჰე-ჰე შემომხედე, მე გჯობივარ შე ნეუდაჩნიცა! მოკლედ არ მიყვარს უზრდელი და განსაკუთრებით უტაქტო ადამიანები smile.gif

Posted by: apachi Apr 29 2007, 11:58 PM

ბნელ ადამიანებს ვერ ვიტან!!!

Posted by: DANAIDA Apr 30 2007, 11:12 AM

არ მიყვარს:
კონსტანტინე გამსახურდია
,,წიგნი-სიბრძნე''----> ,,დათა თუთაშხია'' )))))))
ადამიანები, რომლებიც კამათის დროს წიწმატდებიან და ჭარხლდებიან სახეზე))))
ქორწილებში სიარული
ძალით ენიგმატური ხალხი
უზურპატორები
ვერ ვიტან, როცა მძინავს და ვიღაც სიგარეტს ეწევა
სნობები
ძალიან ნათელი ოთახები bf_nonew.gif

მიყვარს:
ჩემი ძაღლი
ჯაზი
ღამე
წვიმა
ტიბეტი
ჟასმინის ჩაი
მახინჯი სათამაშოები
საკუთარი სურვილების ქველმოქმედება))))

Posted by: TeO May 3 2007, 08:48 PM

არ მიყვარს, როდესაც სხვა ადამიანს დასცინიან!secret.gif
რაღაც მომენტში ისე გამოდის თითქოს ეშინიათ, რომ მათ არ დასცინონ და იმიტომ!!!!!! ფსიქოლოგიური მომინტია, გაუცნობიერებელი, თავდაცვის..... bf_nonew.gif

Posted by: FEBRUARY May 4 2007, 11:40 AM

არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ!!!!!! (რჩევებს არ ვგულისხმობ)

ჰო, კიდე ლაშა ბუღაძე არ მიყვარს, თავისი შეგონებებით და აბდაუბდა სილულელეებით l_book.gif

Posted by: TeO May 14 2007, 07:14 AM

...როდესაც ისტორიას აჩეხილად და მცდარად მოგვაწოდებენ!

Posted by: iza Jun 1 2007, 07:55 PM

ჰმ! "ნანიკოს შოუს" ვუყურე ახლა... რომელი რიცხვის გადაცემაა, არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს შორის არსებულ აგრესიას ეხება! აი, ეს არ მიყვარს! შიგნიდან რომ ასეთები ვართ და რომ ჩამოვჯდებით, გავიბრტყელებთ ენას ჩვენს ქართულ ურთიერთსიყვარულზე და ურთიერთ ათას რაღაცაზე და ამის ხარჯზე სხვა ერებს ვლანძღავთ.. აი, ეს მხდის ცუდად და როცა ამას ვამბობ. საქართველო არ უყვარს ეტყობაო - გადააქნევენ თავს!

რატომ არის გერმანელი ქართველზე მეტი ნაციონალისტი? ის აზრები, ქართველებს რომ აწუხებთ ქურთების და ა.შ. ხალხზე, გერმანიაში იშვიათად გაიგებ.
მე მგონი ვერ ვხვდებით, რომ ამდენ თავის ქებაში მხოლოდ ქება დარჩა და ის ღირსეულობები კი დაიკარგა!

Posted by: TeO Jun 23 2007, 05:54 PM

საშინლად არ მიყვარს როცა მიღიტინებენ!!! angry.gif

(იცოდე იზამ კიდევ ერთხელ ასე და არ ვიცი ვაფშე რა, უუფფფ!!!!!!!!!!!!!!!!!!) argue2.gif

გთხოვთ არ შეიმჩნიოთ რააააა, სადმე ხომ უნდა მეთქვა??? whistling.gif

Posted by: Alpha Jun 24 2007, 12:42 PM

QUOTE(iza @ Jun 1 2007, 07:55 PM) *
ჰმ! "ნანიკოს შოუს" ვუყურე ახლა... რომელი რიცხვის გადაცემაა, არ ვიცი, მაგრამ ბავშვებს შორის არსებულ აგრესიას ეხება! აი, ეს არ მიყვარს! შიგნიდან რომ ასეთები ვართ და რომ ჩამოვჯდებით, გავიბრტყელებთ ენას ჩვენს ქართულ ურთიერთსიყვარულზე და ურთიერთ ათას რაღაცაზე და ამის ხარჯზე სხვა ერებს ვლანძღავთ.. აი, ეს მხდის ცუდად და როცა ამას ვამბობ. საქართველო არ უყვარს ეტყობაო - გადააქნევენ თავს!

რატომ არის გერმანელი ქართველზე მეტი ნაციონალისტი? ის აზრები, ქართველებს რომ აწუხებთ ქურთების და ა.შ. ხალხზე, გერმანიაში იშვიათად გაიგებ.
მე მგონი ვერ ვხვდებით, რომ ამდენ თავის ქებაში მხოლოდ ქება დარჩა და ის ღირსეულობები კი დაიკარგა!

+1

Posted by: TeO Sep 17 2007, 03:50 PM

არ მომწონს დედამიწას, ბუნებას რომ ანაგვიანებს ხალხი angry.gif , თან ისე რომ საერთოდ ვერც კი გრძნობს რას სჩადის! huh.gif

მაგალითს მოვიყვან, რომ უფრო მკვეთრად გამოჩნდეს რისი თქმა მინდა:
წარმოიდგინეთ დედამიწა (ცოცხალი, მგრძნობიარე არსება) ქალის(დედის) სახით და მიდის ხალხი და მის ფეხებთან ყრის ათას ნაგავს და სიბინძურეს, თან პირში ეუბნება - ო, როგორ მიყვარხარ ბუნებავ, რა მშვენიერი ხარო! wub.gif რა კარგი სიყვარულის ახსნაა (თანაც მაგარი დამაჯერებელი! hilarioustu8.gif )

ნუ ეს ნაგავი ფიზიკურ პლანზე, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ და აი, რასაც ვერ ვხედავთ და - აზრებით, სიტყვებით, გრძნობებით... წარმოქმნილ სიბინძურეში ვიხრჩობით (ისე, რომ გაგებაში არ ვართ?) მაგას ვინ დაალაგებს???

Posted by: TeO Sep 17 2007, 04:11 PM

biggrin.gif რაღაც მადა მომივიდა და დავამატებ კიდევ:

არ მიყვარს ადამიანები რეალობას, რომ გაურბიან და ვირტუალურ სამყაროში ემალებიან საკუთარ თავს, არადა თვითონ პირიქით ჰგონიათ- მაგარ ილუზიებში ვარდებიან! threaten.gif

კიდევ არ მიყვარს- ნარკომანებს ავადმყოფებად, რომ თვლიან!
ჯერ, ერთი 100%-ით ჯანმრთელი ადამიანი მაჩვენეთ და მერე ჩათვალეთ ასე! ვაღიაროთ, რომ ყველანი ავადმყოფები ვართ და მერე კი ბატონო! whistling.gif

და ”არ სიყვარული” ვაფშე რა არი??? wacko.gif ეგ არ უნდა არსებოობდეს, წესით ყველაფერი და ყველა უნდა გიყვარდეს! wub.gif და წესი რა არი??? shok.gif

Posted by: TeO Sep 18 2007, 09:51 AM

არ მიყვარს ქართული ქორწილები და გასვენებები!!!!!!!!!! -უაზრო ძალისა და დროის ხარჯვაა wacko2.gif (პროსტა ვის სჭირდება, თორემ კი? unsure.gif )

და კიდევ ქართველების ქეიფი, რომელიც უფრო ღრეობაა!!! wacko.gif (გამონაკლისებს არ ვეხები) და ფინალში უკეთეს შემთხვევაში ერთმანეთი შემოელახებათ sad.gif ან უარეს შემთხვევაში- ვინმე შემოაკვდებათ! shok.gif

არ მიყვარს უზომოდ როცა სვამს ადამიანი და თავის სახეს საერთოდ კარგავს (ღორს ემსგავებაო- ამბობენ, მაგრამ მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ღორი სავსებით უწყინარი ცხოველია და ვაფშე არ სვამს! hilarioustu8.gif ), მერე კიდევ ამაყობს- აუუ, გუშინ რამაგრა დავთვერიო!!!!!!!! და ფრიად კმაყოფილი ღიპს ძლივს გადაიტანს ერთი ადგილიდან მეორეზე Just_Cuz_01.gif - ძალიან მუქ ფერებში ხომ არ დავხატე??? rolleyes.gif ვაღიარებ ცოტა გავაზვიადე lol.gif
ჰა, ვის გაქვთ კიდევ სურვილი, რომ დავლიოთ??? crazy.gif

Posted by: TeO Sep 21 2007, 12:07 AM

არა რაააააააა, ხომ ვამბობდი არ მიყვარს ეს ქორწილები მეთქი!!! dash2.gif ხოდა კიდევ ამავეს ვიტყვი დღეს, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ პროსტა არ მიყვარს და რა ვქნა? wacko.gif crazy.gif

Posted by: TeO Sep 21 2007, 12:08 AM

QUOTE(TeO @ Sep 21 2007, 12:07 AM) *
არა რაააააააა, ხომ ვამბობდი არ მიყვარს ეს ქორწილები მეთქი!!! dash2.gif ხოდა კიდევ ამავეს ვიტყვი დღეს, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ პროსტა არ მიყვარს და რა ვქნა? wacko.gif crazy.gif

დამავიწყდა– უნდა დამეყოლებინა, რომ დიდი მადლობა პატრულს!!!!!!! sticktongue.gif Just_Cuz_01.gif

Posted by: INA Sep 22 2007, 01:20 AM

ციტატა(TeO @ Sep 21 2007, 01:07 AM) *
არა რაააააააა, ხომ ვამბობდი არ მიყვარს ეს ქორწილები მეთქი!!! dash2.gif ხოდა კიდევ ამავეს ვიტყვი დღეს, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ პროსტა არ მიყვარს და რა ვქნა? wacko.gif crazy.gif



მესმის შენი მეც მასე ვარ, ძალიან კარგ დროს ვატარებ,მაგრამ მერე რომ ვუფიქრდები ქორწილი უდეგენერატესი რამ არის, განსაკუთრებით უკვე ბოლოს.

Posted by: INA Sep 22 2007, 01:25 AM

არ მიყვარს დაბ. დღის გადახდა და ეგ დღე საერთოდ,რომ გილოცავენ, ჰაი-ჰუი,ამბები და ა.შ.
ზედმეტ ყურადღებას ვერ ვიტან ჩემს მიმართ.
ბევრმა დაწერეთ და მეც არ მიყვარს სიგარეტის სუნი, მაცოფეეეეეეეეეეეებს.

Posted by: tamo_Nightmare Oct 2 2007, 01:04 AM

bevri rame ar miyvars ravici romeli erti gavixseno... iseti xalxi ar miyvars visac tavze didi carmodgena aqvs, kide cximiani sachmeli ar miyvars, ar miyvars iseti xalxi visac ver vugeb da ravi... meti ar vici, tu gamaxsendeba davcer sticktongue.gif

Posted by: san Oct 6 2007, 11:26 AM

არ მიყვარს როცა ადამიანები ერთმანეთს დასცინიან და ზურგს უკან ლაპარაკობენ. ცბიერები და აფერისტები არ მიკვარს.

ქეიფები არ მიკვარს სადაც ერთმანეთს ატყუებენ და მეგობრობას ეფიცებიან და მეორე დღეს გამარჯობასაც არ ეუბნებიან ერძთმანეთს : - )

არ მიყვარს როცა ადამიანები პირად ცხოვრებაში ერევიან , ვითომ კეთილი მიზნებით.
არ მიყვარს როცა ვინმეს ჩაგრავენ.

ისე მინიატურული ქანდაკებები მიყვარს. ბრინჯაო... : - )

Posted by: Alpha Oct 6 2007, 11:48 AM

QUOTE(san @ Oct 6 2007, 11:26 AM) *
ქეიფები არ მიკვარს სადაც ერთმანეთს ატყუებენ და მეგობრობას ეფიცებიან და მეორე დღეს გამარჯობასაც არ ეუბნებიან ერძთმანეთს : - )

ხო აი ცვეტში biggrin.gif
+1

Posted by: tamo_Nightmare Oct 8 2007, 10:43 AM

ციტატა(san @ Oct 6 2007, 11:26 AM) *
არ მიყვარს როცა ადამიანები ერთმანეთს დასცინიან და ზურგს უკან ლაპარაკობენ. ცბიერები და აფერისტები არ მიკვარს.

ქეიფები არ მიკვარს სადაც ერთმანეთს ატყუებენ და მეგობრობას ეფიცებიან და მეორე დღეს გამარჯობასაც არ ეუბნებიან ერძთმანეთს : - )

არ მიყვარს როცა ადამიანები პირად ცხოვრებაში ერევიან , ვითომ კეთილი მიზნებით.
არ მიყვარს როცა ვინმეს ჩაგრავენ.

ისე მინიატურული ქანდაკებები მიყვარს. ბრინჯაო... : - )

nu eg yvelaperi tavistavad memgoni arcert axalgazrda da ketil adamians ar uyvars
gansakutrebit qeipii sad.gif( eg imitom kiar miyvars ro ertmanets atyueben xolme, ubralod ver vitan mtvral da saxeze gacitlebul tipebs gulis amrevia

Posted by: TeO Oct 12 2007, 08:36 AM

QUOTE(TeO @ Apr 21 2007, 06:29 PM) *
არ მიყვარს სიგარეტის სუნი, ფიზიკურად ცუდად ვხდები!!!!!!!! sad.gif

ამ ზედა ნაწერიდან ნახევარი წელი გავიდა და რაღაც შემეცვალა, ამიტომ ახლა უკვე აღარ ვხდები ფიზიკურად ცუდად, მაგრამ მაინც უსიამოვნოა! wink.gif

Posted by: ირმა Aug 14 2008, 08:19 PM

ბევრია, ჩამოუთვლელია „არ მიყვარს“,თუმცა უმეტესს გამართლება აქვს. თითქმის ყველა სახის დამნაშავის, თუ „ცოდვიანის“ ადგილას დამიყენებია ჩემი თავი, ჩავფიქრებულვარ მიზეზზე ის რომ „ამას“ აკეთებს და მიპოვია გამართლება. როცა „კარგად ვარ“ ყველას ყველაფერს ვპატიობ. სამწუხაროდ, მეც მაქვს ჩემი დიდი არმიყვარს. მიცდია ჩავწვდე მათ საქციელსაც, მაგრამ ზიზღი იმდენად დიდია ჯერ-ჯერობით ვერ გამიგია. არ მიყვარს პ.......ები(ადამიანები რომლებსაც ბავშვების სექსუალურ-სულიერი განადგურება შეუძლიათ.) მეზიზღებიან! მეზიზღებიან მთელი არსებით.

Posted by: old_man Aug 15 2008, 12:19 AM

QUOTE
QUOTE(TeO @ Apr 21 2007, 06:29 PM)
არ მიყვარს სიგარეტის სუნი, ფიზიკურად ცუდად ვხდები!!!!!!!!

ამ ზედა ნაწერიდან ნახევარი წელი გავიდა და რაღაც შემეცვალა, ამიტომ ახლა უკვე აღარ ვხდები ფიზიკურად ცუდად, მაგრამ მაინც უსიამოვნოა!

თეო აი ხედავ? გავა კიდევ ნახევარი წელი და შეიძლება მაგარი მწეველიც გახდე. ვინ იცის ვინ იცის... biggrin.gif

Posted by: FEBRUARY Aug 19 2008, 10:55 PM

მგონი რუსები არ მიყვარს sad.gif

Posted by: Sophia Aug 24 2008, 06:18 PM

QUOTE(TeO @ Jun 23 2007, 05:54 PM) *
საშინლად არ მიყვარს როცა მიღიტინებენ!!! angry.gif

(იცოდე იზამ კიდევ ერთხელ ასე და არ ვიცი ვაფშე რა, უუფფფ!!!!!!!!!!!!!!!!!!) argue2.gif

გთხოვთ არ შეიმჩნიოთ რააააა, სადმე ხომ უნდა მეთქვა??? whistling.gif


uuups, ar vicodi, Shemtxvevit dges xom ar mogigitine? blush.gif mgoni kiiii. mapatieeee superstition.gif

Posted by: Sophia Aug 24 2008, 06:22 PM

QUOTE(FEBRUARY @ May 4 2007, 11:40 AM) *
არ მიყვარს როცა ჭკუას მარიგებენ!!!!!! (რჩევებს არ ვგულისხმობ)

ჰო, კიდე ლაშა ბუღაძე არ მიყვარს, თავისი შეგონებებით და აბდაუბდა სილულელეებით l_book.gif



hihihi, icis netavi lasham eg ambavi??? jer ar gitkvams? umalav ara? ufrtxildebi uechveli lol.gif
ara, ara, me ar vetkvi biggrin.gif Shegonebebtan dakavshirebit sruliad getanxmebi worthy.gif
kiss1.gif

Posted by: Sophia Aug 24 2008, 06:44 PM

ეს თემა მთლიანად წავიკითხე და ცოტა დავმძიმდი და ასე დავიწყებ:
არ მიყვარს ფრაზე "არ მიყვარს"... სიყვარულზე საუბარი მირჩევნია, უფრო დადევითი ემოცია მოდის და მაინც...
არ მომწონს : როცა სახეში მაბოლებენ, ანდა სიგარეტის კვამლით არის გაჟღენთილი ოთახი - მაგრამ ხშირად ვიტან
არ მომცონს ნასვამი მამაკაცები და ნასვამ ქალებზე საერთოდ კომენტარს ვერ გავაკეთებ...
არ მომწონს როცა ადამიანები სხების წინაშე თავს იფასებენ და სხვებს ზემოდან უყურებენ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ვითომ უყვართ
არ მომწონს როცა საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების აფიშირებას ახდენენ - ხანდახან თვითონ ასე ვიკცევი blush.gif
არ მომწონს როცა საკუთარ აზრში ეჭვი არ შექვთ, სხვისი აზრი კი ყოველთვის მცდარად ეჩვენებათ
არ მომწონს ტიპი ადამიანისა, რომელიც სულ ცხოვრების დინაბას მიუყვება და რამის შექმნის სურვილი არ უჩნდება
არ მომწონს როცა გრძნობებს მალავენ
არ მომწონს უკულტუროდ რომ ჭამენ
არ მომწონს მოუწესრიგებელი და მოუვლელი არც ქალი და არც კაცი
არ მომწონს ქალური შური და ჭორაობა

არ მიყვარს უყურადრებობა (ვერ ვიტან)
არ მიყვარს: დაბოღმილი ქალი
გაუპარსავი კაცი
სხვების განკითხვა და სხვების საქმეში ცხვის ჩაყოფა - რასაც ყოველდღე ვაკეთებ, თანაც ძალიან პროფესიულ დონეზე blush.gif
ცინიზმი, ზოგადად და ხელოვნებაში - ვერ ვპატიობ










Posted by: Sophia Aug 24 2008, 07:22 PM

არ მიყვარს ურთიერთობა თავისი საქმის არაპროფესიონალებთან
არ მიყვარს როცა სამსახურში ჩემს ნივთებში იქექებიან, ვცოფდები, როცა ჭიქას იღებენ threaten.gif და ეს ხდება თითქმის ყოველ დღე dash2.gif lol.gif უკვე არარ ვცუცუნებ. მივდივარ და ვეძებ 101-ე ჭიქას...
არ მიყვარს სასამართლო სამართალი ქართული გაგებით
არ მომწონს ქართულ სუფრაზე ჯდომა
ვერ ვიტან ქელეხებს და ხალხმრავლობას ქორწილებში
არ მომწონს როცა ჩემს დროს ფლანგავენ, მირჩევნია მე თავად გავფლანგო good.gif
არ მიყვარს როცა შუადღით ვიძინებ და ღამით ადრე ვწვები (დრო მენანება biggrin.gif ) მაინც ვერ ვდგები დილას ადრე და რა აზრი აქვს ... blink.gif
არ მომწონს რომ ბანკებისა და სხვადასხვა ოფისების თანამშრომლები, განსაკუთრებით გოგონები ერთმანეთს გვანან როცა შევდივარ.
არ მომწონს როცა ზრდასრული ადამიანი თავისი უპასუხისმგებლობით სხვებს აზიანებს. მოკლედ არ მიყვარს უპასუხისმგებლობა
არ მომწონს რომ საქარTველოში არც შრომა იციან და არც დასვენება-გართობა

არ მიყვარს როცა მეუბნებიან, საქმე და შრომა კარგია, წარმატებებიც მშვენიერი, მაგრამ ეგ არაფერია თუ ქალს კარგი ოჯახი და კარგი ქმარი არ ჰყავს და მერე - ნუ იქნები პრეტენზიული, დროი ისე მალე გაგექცევაააააააა რა მემართება ასეთ დროს არ ვიცი, ვეც აგიღწერთ. ჩემს შიგნით ყველაფერი ფეთქდება, ყურებიდან კვამლი გამოდის და ძალიან გაჭირვებული ღიმილი მაქვს სახეზე. თუმცა უფრო ვითომ ლიბერალები, რომლებსაც ჰქონიათ რომ ახლოს მიცნობენ მეუბნებიან ბავშვი მაინც აუცილებელია აქაც იგივე ღიმილი მაქვს სახეზე, ამ ღიმილის ტექნიკაზე ბევრი ვიმუშავე...
თუმცა
არ მომწონს და საერთოდ მეცინება ფემინიზმზე და ფემინისტურ მოძრაობაზე განსაკუთრებით საქართველოში...
არ მომწონს და ასევე მეცინება როცა ადამიანები ცდილობენ იყონ გამორჩეულნი სხვებისგან და რას აღარ აკეთებენ იმისთვის რომ ვინმემ თქვას, ვა, რა უცნაური ვინმეა ! ასეთევს ძალიან ბევრს ვიცნობ

აი, ასე, უფ, რამდენი რამე არ მყვარებია. რა ცუდია.... არ გვაქვს თემა სადაც შეიძლება დავწერო რა და ვინ მიყვარს? gossip.gif


Posted by: TeO Aug 26 2008, 12:37 PM

QUOTE(FEBRUARY @ Aug 19 2008, 10:55 PM) *
მგონი რუსები არ მიყვარს sad.gif


sad.gif au ara ra? saxelmwifos ideologiis gamo rus adamianebs nu sheidzuleb gtxoov secret.gif
me rusuli genebi maqvs da irgvlivac bevri myavs...
QUOTE(Sophia @ Aug 24 2008, 07:22 PM) *
აი, ასე, უფ, რამდენი რამე არ მყვარებია. რა ცუდია.... არ გვაქვს თემა სადაც შეიძლება დავწერო რა და ვინ მიყვარს? gossip.gif

zogjer cudis gaanalizebac sachiroa wink.gif da mere kargze advilad koncentrirdebi.. smile.gif
sofo midi ra shen gaxseni aseti tema plz kiss1.gif

Posted by: Sophia Aug 26 2008, 07:46 PM

მე არ ვიცი ტემის გახსნა. არ მასწავლა დიდმა ზეტმა , ჯერჯერობით არ ვიცი როდის დავიმსახურებ rolleyes.gif worthy.gif

Posted by: FEBRUARY Aug 26 2008, 08:42 PM

QUOTE(Sophia @ Aug 24 2008, 06:22 PM) *
hihihi, icis netavi lasham eg ambavi??? jer ar gitkvams? umalav ara? ufrtxildebi uechveli lol.gif
ara, ara, me ar vetkvi biggrin.gif Shegonebebtan dakavshirebit sruliad getanxmebi worthy.gif
kiss1.gif



ჯერ არ მითქვამს, კიდევ კარგი იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს, თორემ ერთ დღესაც ვერ მოვითმენდი და ყურში ვეტყოდი ”ლაშა გეყოფა ჩმახვა, ახლა კარგია გავლა”, secret.gif თუ არ ლაპარაკობს და მის ნაწარს არ ვკითხულობ, ისე საწინააგმდეგო არაფერი მაქვს whistling.gif

Posted by: FEBRUARY Aug 26 2008, 08:43 PM

არ მიყვარს ქართველი მორცხვი ბიჭები!!!

Posted by: TeO Aug 27 2008, 08:15 AM

QUOTE(Sophia @ Aug 26 2008, 07:46 PM) *
მე არ ვიცი ტემის გახსნა. არ მასწავლა დიდმა ზეტმა , ჯერჯერობით არ ვიცი როდის დავიმსახურებ rolleyes.gif worthy.gif

სოფია თემის გახსნა ადვილიაwink.gif მეც არ ვიცოდი, მაგრამ მოვინდომე ძალიან და ვისწავლეbiggrin.gif

მაშინ მე გავხსნი ამ ახალ თემას - რა გვიყვარს/მოგვწონს smile.gif

QUOTE
არ მიყვარს ქართველი მორცხვი ბიჭები!!!

biggrin.gif

Posted by: TeO Nov 12 2008, 04:16 PM

ციტატა(old_man @ Aug 15 2008, 01:19 AM) *
თეო აი ხედავ? გავა კიდევ ნახევარი წელი და შეიძლება მაგარი მწეველიც გახდე. ვინ იცის ვინ იცის... biggrin.gif

ნუ ტი სკაჟიშ hilarioustu8.gif მაგრა გამაცინე!! Just_Cuz_01.gif ამ ცხოვრებაში შანსი არაა! lol.gif

Posted by: Sophia Nov 14 2008, 03:17 AM

QUOTE(FEBRUARY @ Aug 26 2008, 09:43 PM) *
არ მიყვარს ქართველი მორცხვი ბიჭები!!!


me cotas Sevcvlidi,
ar miyvars qarTveli dakompleqsebuli da amavdroulad tavxedi bichebi. Vots smile.gif

Posted by: ირმა Nov 14 2008, 10:20 PM

კომპლექსი ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი თვისებაა... რაც უკეთ დაიძლევა ადამიანში სხვადასხვა სახის კომპლეკსები მით უფრო კარგი იქნება.

Posted by: TeO Nov 20 2008, 12:11 PM

კონკურენცია არ მიყვარს ადამიანებში და როტაცია...
იმიტომ რომ ადამიანები უმრავლეს შემთხვევაში ჯანსაღ კონკურენციას არ სცნობენ sad.gif

Posted by: blanca Nov 20 2008, 10:22 PM

არავინ და არაფერი აღარ მიყვარს. კონკრეტულად არავინ მეჯავრება. უბრალოდ გულგრილი გავხდი. დავცარიელდი. ანუ მკიდია ყველაფერი. რაშია ნეტა საქმე? ერთმა ამხანაგმაც იგივე მითხრა. აღარ მი ყვარდება sad.gif

Posted by: ირმა Nov 21 2008, 09:16 PM

QUOTE(blanca @ Nov 20 2008, 11:22 PM) *
არავინ და არაფერი აღარ მიყვარს. კონკრეტულად არავინ მეჯავრება. უბრალოდ გულგრილი გავხდი. დავცარიელდი. ანუ მკიდია ყველაფერი. რაშია ნეტა საქმე? ერთმა ამხანაგმაც იგივე მითხრა. აღარ მი ყვარდება sad.gif

დღეს ადამიანი ისეთი უგრძნობო არის გამხდარი, რომ არ მიკვირს შენი გრძნობები. გეყინება გრძნობები, როცა ასე უგულოს ხედავ ყველას შენს ირგვლივ...

მაგრამ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც გვათბობენ. მაგ ამ ფორუმზე ძალიან, ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ ხშირად. ასე რომ დასკვნა,– ხშირად შემოდიიიი biggrin.gif

Posted by: blanca Nov 22 2008, 06:15 AM

biggrin.gif ხოდა საქმეც იმაშია რომ ვეღარ მათბობენ.
ვირტუალურ სამყაროს ერიდე. ძალიან ნუ მიეჩვევი. საშიშია biggrin.gif

Posted by: TeO Nov 22 2008, 03:55 PM

blanca მართალი ხარ ვირტუალურ სამყარო საფრთხილო საქმეა და შეჩვევა იცის! wink.gif
აი მე შევეჩვიე და ვარ ასე ნარკომანივით biggrin.gif

Posted by: ირმა Nov 28 2008, 03:36 PM

ტყუილი არ მიყვარს

Posted by: ირმა Jan 1 2009, 03:52 PM

რა მოსატანია მაგრამ,– არ მიყვარს მობილურები lol.gif

Posted by: anonymouska Jan 30 2009, 04:18 AM

ქაში, ფაფები, სუპებიიიიიიიიიიი... ბავშვობიდან არ ვჭამ.

ბრრრრრრრ

Posted by: blanca Jan 30 2009, 06:33 PM

დილით გაღვიზება არ მიყვარს biggrin.gif
საღამოს რომ მეძინება არ მიყვარს
რომ არ ვვარჯიშობ და გავზარმაცდი არ მიყვარს

მი ყვა რს სასაცილო სიტყვაა საიდან მოდის? რას ნიშნავს მი რას ყვა და რას რს? laugh.gif

Posted by: TeO Jan 30 2009, 08:14 PM

QUOTE(blanca @ 30th January 2009 - 07:33 PM) *
რომ არ ვვარჯიშობ და გავზარმაცდი არ მიყვარს

მანდ ვარ მეც sad.gif და მეც არ მიყვარს ასეთი მდგომარეობა sad.gif

Posted by: ირმა Jan 31 2009, 04:12 PM

QUOTE(blanca @ 30th January 2009 - 07:33 PM) *
რომ არ ვვარჯიშობ და გავზარმაცდი არ მიყვარს

QUOTE(Tea @ 30th January 2009 - 09:14 PM) *
მანდ ვარ მეც და მეც არ მიყვარს ასეთი მდგომარეობა

ორივეს გიერთდებით, მეც მაგი არ მომწონს sad.gif

Posted by: blanca Jan 31 2009, 07:45 PM

ეხლა მივდივარ სავარჯიშოდ
ჯიმი მაქვს აქვე
8 სართულიან სახლში გაუჩერებლივ ავდივარ ჩამოვდივარ 3-4ჯერ biggrin.gif
რომ გაზაფხულდება სირბილს დავიწყებ
მომენატრა ძლიერი სხეული smile.gif

Posted by: blanca Jan 31 2009, 07:45 PM

ხო, ადრე 5-6ჯერ ავდიოდი ჩავდიოდი. მაჩვენებელს ნელნელა გავაუმჯობესებ biggrin.gif

Posted by: ირმა Jan 31 2009, 09:56 PM

QUOTE(blanca @ 31st January 2009 - 08:45 PM) *
8 სართულიან სახლში გაუჩერებლივ ავდივარ ჩამოვდივარ 3-4ჯერ

QUOTE(blanca @ 31st January 2009 - 08:45 PM) *
ხო, ადრე 5-6ჯერ ავდიოდი ჩავდიოდი. მაჩვენებელს ნელნელა გავაუმჯობესებ

მაგარია l_training.gif
რამდენი წლის ხარ blanca
ადრე შეიძლება პრობლემა არ მქონოდა, მაგრამ ახლა ნამდვილათ ვერ ვიზამ მაგას.

Posted by: გაგა Jan 31 2009, 11:06 PM

blanca

QUOTE
მი ყვა რს სასაცილო სიტყვაა საიდან მოდის? რას ნიშნავს მი რას ყვა და რას რს?



მი ყვა რს
მინდა.... ყოველთვის.... რაც მოხდა იქ....

ანუ:
მე მინდა იქ რაც მოხდა.....

უფრო სწორად:
-ია ხაჩუ შტო ეტა ტამ ბილა... laugh.gif

Posted by: blanca Feb 1 2009, 12:04 AM

QUOTE(ირმა @ Jan 31 2009, 10:56 PM) *
მაგარია l_training.gif
რამდენი წლის ხარ blanca
ადრე შეიძლება პრობლემა არ მქონოდა, მაგრამ ახლა ნამდვილათ ვერ ვიზამ მაგას.



ორი წლის წინ ყოველდღე ავდიოდჩავდიოდი laugh.gif თუ არ ავდიოდი მაშინ დავრბოდი
35

ეს რაარის. ჩემი ორი მეზობელი იმ მარშრუტს რასაც მე სიარულით გავდივარ სირბილით გადიან laugh.gif
აზზე ხარ? მერვე ს ართულამდე არბიან ჩამორბიან. რამდენჯერ, არ ვიცი. ფაქტზე ერთხელ დავიჭირე მარტო



Posted by: blanca Feb 1 2009, 12:07 AM

QUOTE(გაგა @ Feb 1 2009, 12:06 AM) *
blanca
მი ყვა რს
მინდა.... ყოველთვის.... რაც მოხდა იქ....

ანუ:
მე მინდა იქ რაც მოხდა.....

უფრო სწორად:
-ია ხაჩუ შტო ეტა ტამ ბილა... laugh.gif



ეს შენი ასოციაციაა სიტყვაზე 'მიყვარხარ' თუ მარტლა ესეა? biggrin.gif

მი - შიგნით მიმართული წინდებულია (თუ რა ქვია არ მახსოვს biggrin.gif)
ყვა-ზე არ მაქვს კარგი ასოციაცია ყვანჩალას მახსენებს. მართლაც რთული რამ არის. ყვავი დაგჩხავლებს თუ ბულბული არ იცი
რს -ის biggrin.gif
ანუ გულისკენ, გულში შევიდა, იქ მოთავსდა და აღარ გამოდის :ლოლ

Posted by: გაგა Feb 1 2009, 12:52 AM

QUOTE
ეს შენი ასოციაციაა სიტყვაზე 'მიყვარხარ' თუ მარტლა ესეა?

ვაბშე ყველაზე დალაგებული აზრი სიყვარულზე რაც მომისმენია ეგ არის.

თუმცა მოსმენილს- გამოცდილი სჯობს. smile.gif

Posted by: blanca Feb 1 2009, 03:31 AM

გამოცდილი სიტყვებით ვერ გადმოიცემა. ამ გრძნობის ახსნა იმას შეუძლია ვისაც არ გამოუცდია. პარადოქსია მაგრამ ესეა biggrin.gif
ასე რომ მართალი ხარ. გამოცდილი ჯობს
smile.gif

Posted by: ირმა Feb 1 2009, 11:52 AM

QUOTE(blanca @ 1st February 2009 - 01:04 AM) *
ორი წლის წინ ყოველდღე ავდიოდჩავდიოდი თუ არ ავდიოდი მაშინ დავრბოდი
35

კარგია blanca , ადამიანი არ უნდა მოდუნდეს, კარგია რომ ასე კარგად ვარჯიშობ. biggrin.gif



Posted by: TeO Feb 2 2009, 08:08 PM

QUOTE(ZipCode @ 21st April 2007 - 06:08 PM) *
ამ ფორუმში სულ ”გვიყვარს” და ”ყველა გვიყვარს” , ამაზეა ლაპარაკი და ეხლა დაწერეთ ვინ არ გიყვართ

ჰმ, არ ვიცი რამდენად გასაგები იქნება, მაგრამ ჩემი თავი არ მიყვარს და საყვარელი ადამიანებიც არ მიყვარს.. sad.gif

Posted by: blanca Feb 2 2009, 08:47 PM

შენ რაღაც გემართება ამ ბოლო დროს
რაშია საქმე? სულ იცინოდი მახსოვს blink.gif

Posted by: Kaspar Hausser Feb 2 2009, 08:49 PM

QUOTE(blanca @ 2nd February 2009 - 08:47 PM) *
მაგრამ ჩემი თავი არ მიყვარს და საყვარელი ადამიანებიც არ მიყვარს



+1... უარესი ვერ ვიტან...!!

Posted by: blanca Feb 2 2009, 08:57 PM

მე რა შუაში ვარ? blink.gif
ფორუმს რაღაც ჭირს

Posted by: TeO Feb 2 2009, 11:09 PM

QUOTE(Tea @ 2nd February 2009 - 09:08 PM) *
ჰმ, არ ვიცი რამდენად გასაგები იქნება, მაგრამ ჩემი თავი არ მიყვარს და საყვარელი ადამიანებიც არ მიყვარს..

არა, მე უარყოფითი კონტექსტით არ დამიწერია.. ))
მე იმ დასკვნამდე ლოგიკით მივედი და აი რატომ ასეთი დასკვნა:
თუ ადამიანს უყვარს (საკუთარი თავი ან სხვა) ის მას ცუდს არ უსურვებს და მითუმეტებს არ გაუკეთებს!
და აი მე ვუკეთებ..
QUOTE(Kaspar Hausser @ 2nd February 2009 - 09:49 PM) *
+1... უარესი ვერ ვიტან...!!

Kaspar Hausser შენ მთლად მწვავედ გქონია biggrin.gif


QUOTE(blanca @ 2nd February 2009 - 09:47 PM) *
შენ რაღაც გემართება ამ ბოლო დროს
რაშია საქმე? სულ იცინოდი მახსოვს

ჰოო ჩემო blanca ეგ მეც მახსოვს wink.gif biggrin.gif

Posted by: ირმა Aug 16 2009, 09:41 AM

ტყუილს რომ მეუბნებიან არ მიყვარს, ჭირივით მეჯავრება.


Posted by: ირმა Sep 12 2009, 10:54 PM

არ მიყვარს ცირკი. საცოდავი ცხოველებიsad.gif

Posted by: Guru Oct 24 2009, 12:37 AM

მეც არ მიყვარს როდესაც ჩემი აურიდან ცდილობენ ენერგიის ამოღებას . სირებს მაგარ ტიპებათ რომ მოაქვთ თავი. პოლიტიკოსებს ხალხის მშველელებად რომ ასაღებენ თავს . ყველაზე მეტად კი ცოფიან ძაღლებს ვერ ვიტან.


Posted by: TeO Oct 24 2009, 08:19 AM

ზოოპარკი! sad.gif

Posted by: ირმა Oct 24 2009, 10:15 AM

QUOTE(guruli @ 24th October 2009 - 01:37 AM) *
მეც არ მიყვარს როდესაც ჩემი აურიდან ცდილობენ ენერგიის ამოღებას . სირებს მაგარ ტიპებათ რომ მოაქვთ თავი. პოლიტიკოსებს ხალხის მშველელებად რომ ასაღებენ თავს . ყველაზე მეტად კი ცოფიან ძაღლებს ვერ ვიტან.

QUOTE(Tea @ 24th October 2009 - 09:19 AM) *
ზოოპარკი!

+1

მახსოვს ბავშვობაში რამდენჯერ ცირკში წამიყვანეს, იმდენჯერ ცუდად გავხდი (მაღალი სიცხეები და მისთანა)

QUOTE(ირინი @ 12th September 2009 - 11:54 PM) *
არ მიყვარს ცირკი. საცოდავი ცხოველები

!!!!!!!

Posted by: serafinapekkala Nov 3 2009, 05:11 PM

არ მიყვარს:
1. "ყველაზე მაგარი ვარ" ტიპები
2. როცა თვალებში მიყურებენ და მატყუებენ
3. როცა სხვის მინუსებზე მიუთითებენ
4. როცა საუბრობენ ადამიანზე რომელიც იმ კონკრეტულ დროს იმ ადგილას არ არის
5. როცა მეუბნებიან რომ პატივისცემა ასაკს უნდა და არა დამსახურებებს
6. როცა რაიმეზე აფანატებენ
7. როცა ბევრს ლაპარაკობენ smile.gif
8. წესები, რომლების დარღვევაც მიუღებელია
9. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება
10. სიგარეტის სუნი
11. უაზრო სმა-ჭამა biggrin.gif
12. როცა 10 წლის უნახავი ადამიანი მეკითხებბა - რა არის ახალი და კარგი? რომელსაც ყოველთვის მოსდევს კითხვა - არ თხოვდები? biggrin.gif
13. საყვედურის თქმა და მოსმენა
14. შეცდომის დაშვების ალბათობის გამორიცხვა
15. დღეში 7-ჯერ - "მიყვარხარ"


და ძალიან ბევრი რამ კიდევ biggrin.gif

Posted by: TeO Nov 10 2009, 10:38 AM

QUOTE(galadriel @ 3rd November 2009 - 05:11 PM) *
15. დღეში 7-ჯერ - "მიყვარხარ"

smile.gif)))))


Posted by: serafinapekkala Nov 10 2009, 10:41 AM

QUOTE(TeO @ Nov 10 2009, 11:38 AM) *
smile.gif)))))



unsure.gif ერთი გამოხედვაც საკმარისია და იმიტომ blush.gif

Posted by: TeO Nov 10 2009, 10:56 AM

ჩემი ღიმილაკი გაგებას/თანხმობას ნიშნავდა wink.gif

Posted by: serafinapekkala Nov 10 2009, 10:59 AM

QUOTE(TeO @ Nov 10 2009, 11:56 AM) *
ჩემი ღიმილაკი გაგებას/თანხმობას ნიშნავდა wink.gif


l_daisy.gif kiss1.gif

Posted by: Kaspar Hausser Nov 10 2009, 02:41 PM

QUOTE(galadriel @ 3rd November 2009 - 05:11 PM) *
6. როცა რაიმეზე აფანატებენ
7. როცა ბევრს ლაპარაკობენ


smile.gif smile.gif ეუჰ.. biggrin.gif პირდაპირ გეთქვა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: serafinapekkala Nov 10 2009, 02:46 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Nov 10 2009, 03:41 PM) *
smile.gif smile.gif ეუჰ.. biggrin.gif პირდაპირ გეთქვა biggrin.gif biggrin.gif


შენ მიყვარხარ smile.gif გამონაკლისი ხარ smile.gif რამდენიმე ასეთი გამონაკლისი მყავს biggrin.gif

Posted by: adamiani Nov 11 2009, 03:25 AM

ყოყმანი.


Posted by: Kaspar Hausser Nov 11 2009, 12:40 PM

ლუდის პახმელიას ვერ ვიტან.. sad.gif

Posted by: serafinapekkala Nov 11 2009, 12:44 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Nov 11 2009, 01:40 PM) *
ლუდის პახმელიას ვერ ვიტან.. sad.gif



მერე მაგის თავიდან აცილების გზა რამდენჯერ უნდა გასწავლო ჰა? biggrin.gif ნუ სვამ დათრობამდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დელფოს სამისნოს მეორე წინადადება გაიხსენე :*

Posted by: Kaspar Hausser Nov 11 2009, 12:47 PM

ეჰ.. თავიდან მეც ვხვდები რო არ უნდა დავლო.. smile.gif მარა ორ ლიტრს რო დალევ მერე ეგ უკვე აღარ გახსოვს და მეორე ორსაც სვამ.. wink.gif

Posted by: serafinapekkala Nov 11 2009, 12:51 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Nov 11 2009, 01:47 PM) *
ეჰ.. თავიდან მეც ვხვდები რო არ უნდა დავლო.. smile.gif მარა ორ ლიტრს რო დალევ მერე ეგ უკვე აღარ გახსოვს და მეორე ორსაც სვამ.. wink.gif


მაოცებ biggrin.gif 2 ლიტრამდე რანაირად ადიხარ ჯერ მაგას ვერ ვხვდები და მერე მაგდენი თუ დალიე ცხადია რომ ვეღარ მიხვდები როდის გაჩერდე biggrin.gif

Posted by: Kaspar Hausser Nov 11 2009, 12:52 PM

მაოცებ 2 ლიტრამდე რანაირად ადიხარ ჯერ მაგას ვერ ვხვდები და მერე მაგდენი თუ დალიე ცხადია რომ ვეღარ მიხვდები როდის გაჩერდე


რა უნდა ორ ლიტრამდე ასვლას ნუ გამაგიჟე.. smile.gif smile.gif სულ 4 ბაკალია მეტი კი არა.. wink.gif

Posted by: serafinapekkala Nov 11 2009, 12:55 PM

QUOTE(Kaspar Hausser @ Nov 11 2009, 01:52 PM) *
მაოცებ 2 ლიტრამდე რანაირად ადიხარ ჯერ მაგას ვერ ვხვდები და მერე მაგდენი თუ დალიე ცხადია რომ ვეღარ მიხვდები როდის გაჩერდე
რა უნდა ორ ლიტრამდე ასვლას ნუ გამაგიჟე.. smile.gif smile.gif სულ 4 ბაკალია მეტი კი არა.. wink.gif



კაი რა smile.gif 4 ჭიქას გრეიფრუტის წვენს დავლევ მარტო სხვა ვერაფერს smile.gif

Posted by: Alpha Nov 20 2009, 12:17 AM

დღეს დავაფიქსირე რომ თურმე არ მიყვარს როდესაც ვიღაცა ჩემს საქმეში ერევა და რაღაცას მასწავლის. თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანი რომ იყოს huh.gif

Posted by: Emigranti Nov 20 2009, 01:13 AM

QUOTE(ირინი @ 16th August 2009 - 06:41 AM) *
ტყუილს რომ მეუბნებიან არ მიყვარს, ჭირივით მეჯავრება.
QUOTE(galadriel @ 3rd November 2009 - 02:11 PM) *
2. როცა თვალებში მიყურებენ და მატყუებენ
ამბობენ მათ ვისაც ტყულები სიკვდილივით ეჯავრებათ, ასევე უნარიც აქვთ, გამოიცნონ რა არის ტყუილი და რა მართალიო. მართლა ასეა? თუ ყველას ასე არა აქვს?

PS: ირმა შენი პოსტის თავზე ირინი იწერება და serafinapekkala-ს შემთხვევაში კი galadriel იწერება. ფორუმში რაღაც გაფუჭდა? blink.gif

Posted by: TeO Nov 20 2009, 08:18 AM

QUOTE(Emigranti @ 20th November 2009 - 01:13 AM) *
ამბობენ მათ ვისაც ტყულები სიკვდილივით ეჯავრებათ, ასევე უნარიც აქვთ, გამოიცნონ რა არის ტყუილი და რა მართალიო. მართლა ასეა? თუ ყველას ასე არა აქვს?

ნუ, სიკვდილივით არ მეჯავრება biggrin.gif ეგ რა გამოთქმაა?! უბრალოდ ტყუილი და მე ვერ ვეწყობით )))
და სხვა თუ მატყუებს, მე იმ მომენტში ვერაფერსაც ვერ ვხვდები (ანუ სიალალის გამო/ვუჯერებ) და ისე ხდება, რომ ის თავად მეუბნება -რა შენ დამიჯერე?! მე ხომ მოგატყუე!- აი, ეგრე biggrin.gif

Posted by: serafinapekkala Nov 20 2009, 11:05 AM

Emigranti

QUOTE
ამბობენ მათ ვისაც ტყულები სიკვდილივით ეჯავრებათ, ასევე უნარიც აქვთ, გამოიცნონ რა არის ტყუილი და რა მართალიო. მართლა ასეა? თუ ყველას ასე არა აქვს?


მე ყოველთვის ვგრძნობ მატყუებენ თუ არა. და მერე მე თითონ მრცხვენია ხოლმე. ასე მგონია ის ადამიანი მიხვდა რომ მე მივხვდი და ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს sad.gif ძალიან ცუდი შეგრძნებაა sad.gif

Posted by: ირმა Nov 20 2009, 08:23 PM

Emigranti

QUOTE(Emigranti @ 20th November 2009 - 02:13 AM) *
ამბობენ მათ ვისაც ტყულები სიკვდილივით ეჯავრებათ, ასევე უნარიც აქვთ, გამოიცნონ რა არის ტყუილი და რა მართალიო. მართლა ასეა? თუ ყველას ასე არა აქვს?

დიახ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ყოველთვის(თითქმის ყოველთვის) ვიცი რომ ტყუილს მეუბნებიან. ხშირად არ ვაქცევ ყურადღებას, დამღალა ამდენმა ტყუილმა. ტყუილი ყოველდღიურად მესმის და ვხედავ, ადამიანების უმრავლესობა ტყუილით ცოცხლობს, არ შეუძლიათ სხვანაირად.

QUOTE(Emigranti @ 20th November 2009 - 02:13 AM) *
PS: ირმა შენი პოსტის თავზე ირინი იწერება და serafinapekkala-ს შემთხვევაში კი galadriel იწერება. ფორუმში რაღაც გაფუჭდა?


ვიცი და ეს თავიდანვე მასე ხდებოდა და არ არის სწორი, მაგრამ ...

Posted by: serafinapekkala Nov 21 2009, 06:07 PM

Emigranti

QUOTE
PS: ირმა შენი პოსტის თავზე ირინი იწერება და serafinapekkala-ს შემთხვევაში კი galadriel იწერება. ფორუმში რაღაც გაფუჭდა?


ეს იმიტომ რომ log in სახელი და სახელი რომელიც ფორუმზე ჩანს სხვადასხვაა smile.gif მე galadriel-ით ვარ დარეგისტრირებული და displayname მაქვს სერაფინაპეკალა smile.gif

Posted by: tikoroma Nov 21 2009, 06:51 PM

ბოდიშის მოხდა არ მიყვარს... ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა...
არ მახსოვს, ნეტავ თუ მომიხდია ოდესმე? rolleyes.gif

Posted by: serafinapekkala Nov 21 2009, 07:00 PM

QUOTE(tikoroma @ Nov 21 2009, 07:51 PM) *
ბოდიშის მოხდა არ მიყვარს... ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა...
არ მახსოვს, ნეტავ თუ მომიხდია ოდესმე? rolleyes.gif



ბოდიშის მოხდას სწავლა უნდა smile.gif ეს აუცილებელია smile.gif ბოდიშის მოხდა ნიშნავს რომ ადამიანი აცნობიერებს რომ შეცდომის დაშვება შეუძლია smile.gif თუ არ აღიარებ რომ შესაძლოა შეცდე და ბოდიში გქონდეს მოსახდელი ძალიან რთულია განვითარება smile.gif

Posted by: tikoroma Nov 21 2009, 07:06 PM

serafinapekkala
როგორ არ ვაღიარებ. მე კი ვიცი, რომ დავაშავე... მაგრამ არ ვეუბნები... რაღაც სიტუაციაში დავაშავე ხო, ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, ბოდიში, შემეშალა ან ამგვარ რამეს... საქციელით შეიძლება გამოვხატო... მაგრამ ეგ სიტყვები თუ მითქვამს როდისმე, არც მახსოვს...

ირონიულად კი ვამბობ ხოლმე --- ბოდიში რა, შეგაწუხე! -- ამგვარ კონტექსტში, ეგ ნამდვილი მობოდიშება არ არის...

Posted by: serafinapekkala Nov 21 2009, 07:57 PM

QUOTE(tikoroma @ Nov 21 2009, 08:06 PM) *
serafinapekkala
როგორ არ ვაღიარებ. მე კი ვიცი, რომ დავაშავე... მაგრამ არ ვეუბნები... რაღაც სიტუაციაში დავაშავე ხო, ვერ მივალ და ვერ ვეტყვი, ბოდიში, შემეშალა ან ამგვარ რამეს... საქციელით შეიძლება გამოვხატო... მაგრამ ეგ სიტყვები თუ მითქვამს როდისმე, არც მახსოვს...

ირონიულად კი ვამბობ ხოლმე --- ბოდიში რა, შეგაწუხე! -- ამგვარ კონტექსტში, ეგ ნამდვილი მობოდიშება არ არის...


რადგან საკუთარ თავთან აღიარებ, მით უფრო უნდა უთხრა მას ვისთანაც სათქმელია smile.gif გაცნობიერება კარგია, მაგრამ თუ არ უთხარი იმ ადამიანს ის თავისით ვერ დაასკვნის გრძნობ თავს დამნაშავედ თუ არა smile.gif - უმეტესად ასეა და თუ ვერ გაიგებს რომ დამნაშავედ გრძნობ თავს, შესაძლოა არც მოგიტევოს და თუ არ მოგიტევა მაშინ სხვა ინკარნაციაში უნდა გაასწორო ეს smile.gif smile.gif

Posted by: Kaspar Hausser Nov 21 2009, 11:23 PM

ციტატა(galadriel @ 21st November 2009 - 07:07 PM) *
galadriel

ციტატა(galadriel @ 21st November 2009 - 07:07 PM) *
სერაფინაპეკალა


იმენა მიდრეკილება გაქვს დედოფლობისკენ რა.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

btw გალადრიელს არა, უფრო არვენს გევხარ.. smile.gif smile.gif (მენდე, ცნობილი ელფოლოგი ვარ)

Posted by: mata Dec 13 2009, 08:55 PM

არ მიყვარს:

ალუბლის ნაყინი
გაციებული და მერე გაცხელებული საჭმელი
ბალიში
ფილმების ცქერა
კითხვა (განსაკუთრებით უაზროდ გაწელილი წიგნების)

და ა.შ. გრძელი სიაა

Posted by: tikoroma Dec 14 2009, 06:24 PM

მე სიცივე და ზამთარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს რიკოთზე რომ გადმოვდიოდი თოვას შევესწარი და ძალიან გამიხარდა მაინც...
პირველი თოვლი კარგია მაინც... მით უმეტეს, თბილად ვიჯექი მანქანაში laugh.gif

Posted by: serafinapekkala Dec 17 2009, 12:56 AM

QUOTE(Kaspar Hausser @ Nov 22 2009, 12:23 AM) *
იმენა მიდრეკილება გაქვს დედოფლობისკენ რა.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

btw გალადრიელს არა, უფრო არვენს გევხარ.. smile.gif smile.gif (მენდე, ცნობილი ელფოლოგი ვარ)



ეს პოსტი ახლა ვნახე smile.gif ვიცი რომ არვენს უფრო ვგავარ smile.gif მე თითონაც არვენი უფრო მიყვარს ვიდრე გალადრიელი smile.gif უბრალოდ არვენით ვერ დავრეგისტრირდი აქ smile.gif

გავაგრძელებ "არ მიყვარს" სიას smile.gif

არ მიყვარს როცა მკაცრი ინტონაციით რამეს მეუბნებიან (ვერაფერს ვამბობ ხოლმე, მაგრამ სულ მიჩნდება წინააღმდეგობის გაწევის სურვილი)

Posted by: anonymouska Dec 17 2009, 03:50 AM

არ მიყვარ მსუბუქადაა ნათქვამი, ვერ ვიტან რძეს. ააააააა!

სუპებს და ქაშებს %) კრევეტების დანახვაზეც კი ცუდად ვარ. (სურათებში თორე ისე ვინ მომცა მაგის ბედნიერება რომ ჩემი თვალით მენახა biggrin.gif )

Posted by: ირმა Dec 17 2009, 11:12 PM

ეს შენ ანონიმუშკა ქაშის მაგივრად http://freesmileyface.net

biggrin.gif

Posted by: tikoroma Dec 20 2009, 06:48 PM

კიდევ რა არ მიყვარს და ჩემი სიცოცხლე არ მიყავრს... აღარ მინდა გათენდეს ეს დამპალი დღეები... დამთავრდეს ყველაფერი მალე, დამთავრდეეეეს!!!!!!!!!!!!!

Posted by: serafinapekkala Dec 20 2009, 07:03 PM

tikoroma

ჰმ... ყველაფერი უფრო მარტიად არიის ხოლმე.. ჩვენ ვართულებთ.. დამშვიდდი smile.gifsmile.gif

Posted by: ირმა Dec 20 2009, 09:44 PM

tikoroma
kiss1.gif bigarmhug.gif გიხუტებ მაგრად, აღარ თქვა ასეთი სიტყვები, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ყოველთვის არსებობს გზა, გზა რომელიც სიხარულს მოგიტანს. მოძებნე და იპოვი kiss1.gif

Posted by: Shou Dec 21 2009, 05:55 PM

tikoroma

მაგ შენს შეგრძნებებს ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს და ყველაფერი რომ იცოდე, იმასაც მიხვდებოდი რატომ არ უნდა დამთავრდეს ეხლა, არამედ მაშინ როდესაც საჭიროა. l_daisy.gif bigarmhug.gif ჯერჯერობით კი შეხედე შენს შვილს (მგონი გყავს ხომ?) და მიზეზად ესეც საკმარისია wub.gif

Posted by: anonymouska Dec 21 2009, 06:21 PM

QUOTE(ირმა @ Dec 18 2009, 12:12 AM) *
ეს შენ ანონიმუშკა ქაშის მაგივრად http://freesmileyface.net

biggrin.gif





პაღოტო თელო biggrin.gif

Posted by: anonymouska Dec 21 2009, 06:26 PM

რა გამახსენდა პაღოტოზე biggrin.gif ირმა შენ მიხვდები biggrin.gif biggrin.gif

ე.ი ერთი ქართველი კაცია და ახალი ჩასული ყოფილა საბერძნეთში. შესულა მარკეტში და გამყიდველს ეუბნება ერთი ღამოtო მომეციო. არევია საწყალს პაღოტო ღამოtოში biggrin.gif biggrin.gif


Posted by: mata Dec 21 2009, 08:23 PM

tikoroma

ციტატა(tikoroma @ 20th December 2009 - 07:48 PM) *
კიდევ რა არ მიყვარს და ჩემი სიცოცხლე არ მიყავრს... აღარ მინდა გათენდეს ეს დამპალი დღეები... დამთავრდეს ყველაფერი მალე, დამთავრდეეეეს!!!!!!!!!!!!!


"უბედურება შესაძლოა კურთხევის ნიშანიც კი იყოს",
მაგრამ
"იმისათის, რომ შეცვალო ცხოვრება, ამისთვის უნდა შეცვალო საკუთარი აზრები"
მეტიც
"არაფერია საინტერესო, თუ დაინტერესებული არ ხარ"
უფრო მეტიც
"იფიქრეთ იმაზე, საით მიდიხართ და არა იმაზე, სად იყავით"


მხოლოდ კეთილი სურვილებით smile.gif




(ფრაზები ძველინდური ტრაქტატიდან არის)

Posted by: tikoroma Dec 22 2009, 02:04 AM

Shou

ციტატა(Shou @ 21st December 2009 - 05:55 PM) *
მაგ შენს შეგრძნებებს ბევრად უფრო ღრმა ფესვები აქვს და ყველაფერი რომ იცოდე, იმასაც მიხვდებოდი რატომ არ უნდა დამთავრდეს ეხლა, არამედ მაშინ როდესაც საჭიროა. l_daisy.gif bigarmhug.gif ჯერჯერობით კი შეხედე შენს შვილს (მგონი გყავს ხომ?) და მიზეზად ესეც საკმარისია wub.gif

ჰო, მაგრამ არ მინდოდა მე აქ მოსვლა.. ვინმეს ეკითხა რა .. შვილი არ მყავს....

ირმა
serafinapekkala
Shou
kiss1.gif

Posted by: Shou Dec 22 2009, 03:42 PM

tikoroma

ნაცნობი სიტყვებია, ერთი ჩემი მეგობარი იმეორებს ხშირადwink.gif პირველი ჩაკრის გასახსნელ სავარჯიშოს გირჩევ. მუდრაა ასეთი. ლინქსაც დავდებ მაგრამ ინგლისურად არის და ამ მუდრას ქართულად დავწერ რადგან ვფიქრობ ეგ აუცილებლად გჭირდება. დაჯექი ლოტოსის პოზაში, ცერა თითები საჩვენებელთან შეკარი, კონცენტრირდი ხერხემლის ძირში პირველ ჩაკრაზე. თვალებს გირჩევ დახუჭო. ერთ ჩასუნთქვაზე 3-ჯერ ამოთქვი ”ლამ” ისე რომ ”ა” გააგრძელო და ”მ” ისე გამოთქვა როგორც მნგ. ანუ ბგერა ბოლოში იწელება და ვიბრირებს შენში, რაღაც ზარის მაგვარი ჟღერადობა უნდა იგრძნო. ძალიან ეფექტურია როცა ორი ან მეტი აკეთებთ ერთდროულად, სულ სხვა ენერგეტიკაა ხოლმე. თავიდან შეგიძლია ხუმრობით მიუდგე, იცინო, იმაიმუნო, თანდათან თავად იგრძნობ როგორ უნდა გაკეთდეს. იქ სხვა ჩაკრების გასახსნელი მუდრებიც არის, თუ დაგაინტერესებს იმათაც გითარგმნი მაგრამ პირველი ჩაკრის გასახსნელი აუცილებლად დაიწყე, ჩემი რჩევაა l_daisy.gif

აი ლინქიც http://www.eclecticenergies.com/chakras/open.php

Posted by: tikoroma Dec 22 2009, 06:07 PM

Shou
ოკ. ვცდი rolleyes.gif დიდი მადლობა

Posted by: ირმა Dec 22 2009, 08:58 PM

Shou

QUOTE(Shou @ 22nd December 2009 - 04:42 PM) *
ნაცნობი სიტყვებია, ერთი ჩემი მეგობარი იმეორებს ხშირად პირველი ჩაკრის გასახსნელ სავარჯიშოს გირჩევ. მუდრაა ასეთი. ლინქსაც დავდებ მაგრამ ინგლისურად არის და ამ მუდრას ქართულად დავწერ რადგან ვფიქრობ ეგ აუცილებლად გჭირდება. დაჯექი ლოტოსის პოზაში, ცერა თითები საჩვენებელთან შეკარი, კონცენტრირდი ხერხემლის ძირში პირველ ჩაკრაზე. თვალებს გირჩევ დახუჭო. ერთ ჩასუნთქვაზე 3-ჯერ ამოთქვი ”ლამ” ისე რომ ”ა” გააგრძელო და ”მ” ისე გამოთქვა როგორც მნგ. ანუ ბგერა ბოლოში იწელება და ვიბრირებს შენში, რაღაც ზარის მაგვარი ჟღერადობა უნდა იგრძნო. ძალიან ეფექტურია როცა ორი ან მეტი აკეთებთ ერთდროულად, სულ სხვა ენერგეტიკაა ხოლმე. თავიდან შეგიძლია ხუმრობით მიუდგე, იცინო, იმაიმუნო, თანდათან თავად იგრძნობ როგორ უნდა გაკეთდეს. იქ სხვა ჩაკრების გასახსნელი მუდრებიც არის, თუ დაგაინტერესებს იმათაც გითარგმნი მაგრამ პირველი ჩაკრის გასახსნელი აუცილებლად დაიწყე, ჩემი რჩევაა

აი ლინქიც http://www.eclecticenergies.com/chakras/open.php

კარგია რომ დადე. ისე ეს ჩაკრების თემაშიც დაგედო კარგი იქნებოდაsmile.gif

Posted by: ირმა Dec 22 2009, 09:01 PM

anonymouska

QUOTE(anonymouska @ 21st December 2009 - 07:26 PM) *
რა გამახსენდა პაღოტოზე ირმა შენ მიხვდები

ე.ი ერთი ქართველი კაცია და ახალი ჩასული ყოფილა საბერძნეთში. შესულა მარკეტში და გამყიდველს ეუბნება ერთი ღამოtო მომეციო. არევია საწყალს პაღოტო ღამოtოში

hilarioustu8.gif

მე არ მიყვას ნაყინი(ანუ პაღოტო), რძე მირჩევია lol.gif

Posted by: Shou Dec 23 2009, 12:05 PM

ირმა

მე პირადად ჩაკრების თემაზე დადებული ლინქიდან მოვხვდი მანდ, ანუ ტესტი გავაკეთე და იქ არის მითითებული სავარჯიშოები ჩაკრებისათვის. კარგად მოქმედებს. გუშინ ტესტი ხელახლა ვცადე და გამაოგნებელი შედეგებია ამ მუდრების შემდეგ. შესაძლოა უბრალოდ ნაკლებად გულწრფელი ვიყავი, ვინ იცისwink.gif

Posted by: Shou Dec 25 2009, 06:12 PM

არ მიყვარს დანაშაულის გრძნობა და კიდევ როცა მეშინია.

Posted by: sentimennte Jan 1 2010, 11:45 PM

ტყუილი არ მიყვარს, ყინული არ მიყვარს biggrin.gif და სოკო biggrin.gif (მარა ინას გაკეთებული ვჭამეეე tongue.gif ) biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ინა Jan 1 2010, 11:51 PM

QUOTE(sentimennte @ Jan 1 2010, 11:45 PM) *
ტყუილი არ მიყვარს, ყინული არ მიყვარს biggrin.gif და სოკო biggrin.gif (მარა ინას გაკეთებული ვჭამეეე tongue.gif ) biggrin.gif biggrin.gif

kiss1.gif

Posted by: Shou Jan 5 2010, 06:14 PM

ისე ეხლა თვალი გადავავლე ვის რა არ გვიყვარს და ფრიად საინტერესო სურათი იხატება. თუ იმას დავუშვებთ რომ შეუძლებელი გვძულდეს ის რაც ჩვენში არ არის მაშინ გამოდის რომ ჩემში დანაშაულის გრძნობა და შიშია sentimennte-ში კი ტყუილი ყინული და სოკო biggrin.gif ნუ, მეტს აღარ გავგრძელებ, ვშიშობ არ გამინაწყენდეთwink.gif

Posted by: sentimennte Jan 5 2010, 07:19 PM

QUOTE(Shou @ Jan 5 2010, 07:14 PM) *
ისე ეხლა თვალი გადავავლე ვის რა არ გვიყვარს და ფრიად საინტერესო სურათი იხატება. თუ იმას დავუშვებთ რომ შეუძლებელი გვძულდეს ის რაც ჩვენში არ არის მაშინ გამოდის რომ ჩემში დანაშაულის გრძნობა და შიშია sentimennte-ში კი ტყუილი ყინული და სოკო biggrin.gif ნუ, მეტს აღარ გავგრძელებ, ვშიშობ არ გამინაწყენდეთwink.gif

hilarioustu8.gif hilarioustu8.gif hilarioustu8.gif ვერ ვიტან რომ მატყუებენsmile.gif და ყინულის კიდე მეშინია რადენჯერმე კარგად ვარ დათეთქვილი და არ მიყვარს biggrin.gif მმაგარი ხარ სოკოს კი ვეპარები ამ ბოლო დროს tongue.gif


Posted by: Shou Jan 12 2010, 07:01 PM

აი, ეს არ მიყვარს, ეს შეგრძნება როცა სიხარული არაა ჩემშიsad.gif

Posted by: jgvenza Mar 8 2010, 01:05 PM

არ მიყვარს შური-იგი იწვევს სიძულვილს, ტყუილს, მრისხანებას-ყველაფერ იმას რაც ანგრევს.. არ მიყვარს ძალიან..

Posted by: Shou Mar 10 2010, 10:36 AM

პრინციპში ყველაფერი ცუდის თავი და თავი შიშია ალბათ. მადლობა შიშს, კარგი მასწავლებელია l_daisy.gif

Posted by: ინა Apr 19 2010, 04:15 PM

ჩორვენ მიყვარხარ ჩორვეეეეეენნნ confetti.gif 264166.gif

Posted by: Fee Apr 19 2010, 07:03 PM

არ მიყვარს სიძულვილი!

Posted by: Dream e r Apr 19 2010, 08:02 PM

არ მიყვარს დახუჭვა თვალის და არც გაღება მისი,.. არ მიყვარს თქვენი სიბრმავე, ხედვა... 264166.gif

Posted by: nutsa Apr 20 2010, 02:23 PM

ციტატა(Shou @ 5th January 2010 - 06:14 PM) *
ისე ეხლა თვალი გადავავლე ვის რა არ გვიყვარს და ფრიად საინტერესო სურათი იხატება. თუ იმას დავუშვებთ რომ შეუძლებელი გვძულდეს ის რაც ჩვენში არ არის მაშინ გამოდის რომ ჩემში დანაშაულის გრძნობა და შიშია sentimennte-ში კი ტყუილი ყინული და სოკო ნუ, მეტს აღარ გავგრძელებ, ვშიშობ არ გამინაწყენდეთ

+1
ზედმეტი გამოხატულებები საშინლად მაგიზიანებდა smile.gif ალბათ ეს ჩემი კლიშეა რასაც ვერ ვიშორებდი მაგრამ .. არ მიყვარს როცა სხვას ვგძნობ და სხვას ვხედავ : ) და სულ რამოდენიმე ხნის წინ ძალიან არ მიყვარდა ადამიანები biggrin.gifbiggrin.gif:D ზემოთ ჩამოთვლილი არსრული მიზეზების გამო biggrin.gifbiggrin.gif ხო ახლა მგონი შემიყვარდიტ ადამიანებო თქვენი სიყალბეების მიუხედავათ :* kiss1.gif
ისე შოუ ზოგჯერ არის გამონაკლისები როცა შენ იგივეს მატარებელი არ ხარ და სხვაში ის საშინლად გტკენს ...

Posted by: ინა Apr 21 2010, 12:18 PM

QUOTE(nutsa @ Apr 20 2010, 02:23 PM) *
+1
ზედმეტი გამოხატულებები საშინლად მაგიზიანებდა smile.gif ალბათ ეს ჩემი კლიშეა რასაც ვერ ვიშორებდი მაგრამ .. არ მიყვარს როცა სხვას ვგძნობ და სხვას ვხედავ : ) და სულ რამოდენიმე ხნის წინ ძალიან არ მიყვარდა ადამიანები biggrin.gifbiggrin.gif:D ზემოთ ჩამოთვლილი არსრული მიზეზების გამო biggrin.gifbiggrin.gif ხო ახლა მგონი შემიყვარდიტ ადამიანებო თქვენი სიყალბეების მიუხედავათ :* kiss1.gif
ისე შოუ ზოგჯერ არის გამონაკლისები როცა შენ იგივეს მატარებელი არ ხარ და სხვაში ის საშინლად გტკენს ...

რახან შეგიყვარდით რაღა გვიჭირს biggrin.gif tender.gif

Posted by: nutsa Apr 21 2010, 12:52 PM

ციტატა(ინა @ 21st April 2010 - 12:18 PM) *
QUOTE(nutsa @ Apr 20 2010, 02:23 PM)
+1
ზედმეტი გამოხატულებები საშინლად მაგიზიანებდა ალბათ ეს ჩემი კლიშეა რასაც ვერ ვიშორებდი მაგრამ .. არ მიყვარს როცა სხვას ვგძნობ და სხვას ვხედავ : ) და სულ რამოდენიმე ხნის წინ ძალიან არ მიყვარდა ადამიანები biggrin.gif ზემოთ ჩამოთვლილი არსრული მიზეზების გამო ხო ახლა მგონი შემიყვარდიტ ადამიანებო თქვენი სიყალბეების მიუხედავათ :*
ისე შოუ ზოგჯერ არის გამონაკლისები როცა შენ იგივეს მატარებელი არ ხარ და სხვაში ის საშინლად გტკენს ...

რახან შეგიყვარდით რაღა გვიჭირს

ხო იცი მე უცნაური სიყვარულის გამოხატულება მაქვს kiss1.gif secret.gif ზედმეთი პათოსის გარეშე ასე რომ ძალაინ ნუ გაგიხარდება biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: sky Apr 21 2010, 05:31 PM

ე.ე. ჩემი ბოღმა არ მიყვარს და კიიდო სხვა ადამიანზე დამოკიდებულობის "ზებუნებრივი" უნარი!

წაიღოს ვინმემ და რამე კარგი დამართოს ამეებს biggrin.gif

Posted by: daat May 16 2010, 02:12 AM

ცოდვა არ მიყვარს. მეზიზღება ... მამდაბლებს მაბინძურებს...

Posted by: daat May 16 2010, 02:14 AM

კიდევ ხორცის ჭამა არ მიყვარს, ესეც მამდაბლებს და მაბინძურებს...

Posted by: daat May 16 2010, 02:14 AM

და ვერ ვიტან ბიუსჰალტერს...

Posted by: Shou Oct 8 2010, 06:20 PM

QUOTE(daat @ 16th May 2010 - 03:14 AM) *
და ვერ ვიტან ბიუსჰალტერს...


ამ პოსტზე ვგიჟდები Just_Cuz_01.gif

Posted by: Atman Oct 8 2010, 06:37 PM

ძალიან კარგი ციტატაა წიგნიდან "ბერი ნიკოლოზი" (ნიკოლოზ მაქარიშვილი):

"...მძულს ტყუილი. შენ, ელისაბედ, არასოდეს არ თქვა ტყუილი". - "მე ზოგჯერ ვამბობ, მამაო". - "ტყუილის თქმა ძალიან ცუდია". - "აბა, თევდორე მღვდელმა ხომ მოატყუა მტრები?" - "თევდორე მღვდელი თვითონ აგებს პასუხს, მე კი - არასოდეს არ ვიტყვი. შენ გგონია, თევდორე მღვდელმა დაუბნელა მათ გონება? თუ ღმერთმა? შენ სიმართლე თქვი და თუ გასაკეთებელი არ არის, ღმერთი მაგის გაკეთების უფლებას არ მისცემს. ასე არ არის? შენ ღმერთს მიენდე და ის თვითონ იზრუნებს. აბა, რომ გითხრან, მტრების ბანაკში შედი, იმრუშე და ინფორმაცია მოიტანეო, ხომ არ წახვალ? რატომ, მრუშობა თუ ცოდვაა, ტყუილი ისეთივე ცოდვა არ არის? ხომ სწორია?" - "კი, მამაო"...

ეს რომ წავიკითხე უფრო ღრმად გავაცნობიერე, რომ ხშირად ვიტყუებით და ამას "სიკეთისთვის ნათქვამ ტყუილად" ვასაღებთ. მინდობა უფრო მნიშვნელოვანია...

Posted by: Shou Oct 11 2010, 11:58 AM

როგორც ამორა გუანინში წავიკითხე სულ პატარა ტყუილიც კი საკმარისია ჩვენი სული აბლაბუდით რომ დაიფაროს. ეს რომ მთელი ცხოვრების მაშტაბით განვიხილოთ, ალბათ წარმოდგენაც კი ძნელია რამდენ ფენა აბლაბუდაშია სულები გახვეული და მერე გვიკვირს თუ რატომ არ ვანათებთ, ნუ მაქსიმუმ ვბჟუტავდეთ "ზაწიმნიონნი აბაჟურში":)

Posted by: tsisakura Nov 15 2010, 11:11 PM

საკუთარი პარადოქსულობა არ მიყვარს sad.gif ნეტავ როდის გავიზრდები...

Posted by: priad ubralo Dec 18 2010, 06:41 PM

ar miyvars, mazidebs:

Feminur sasowarkvetashi gadavardnil,
Emansipirebul qalebze....ogond kacs daumtkicos tavis upiratesoba da daje spasobnia da prostatis operacias gaiketebs!!)
mazidebs aseve, shav dzadzebshi mosil nakakebeshnikar-naxishtar mamaoebze!
antisemitizmze molaybe idein kretinebze, da worner brazers "fsiqologebze"
Katolikebze, krishnaidebze, martmdideblebze da martlmatrakeblebze....
P.s.
Gagrzeleba iqneba...



Posted by: Anna Dec 18 2010, 10:41 PM

არ მიყვარს როცა მეშლება გეგმები... tongue.gif

priad ubralo კარგად ვხალისობ შენ პოსტებზე laugh.gif laugh.gif biggrin.gif

Posted by: Existence Mar 1 2011, 01:41 PM


არ მიყვარს სიკდილლის რო ეშინიათ...

არ მიყვარს სექსი რო არის ერთ ერთი უმაღლესი ფასეულობა და ტანტრული სექსი ერთ ერთი ტექნიკა რო გონიათ საკუთარი ენერგიის გასროლის .....

არ მიყვარს საჭმელი რო არის ერთ ერთი უმაღლესი ფასეულობა..... და თუ იკრიბებით ხალხი ესიგი უნდა ჭამოთ ერთად

არ მიყვარს ვეგეტარიანელობის გაფეტიშება და არ მიყვარს გაუცნობიერებლად ხორცის მჭამელები

არ მიყვარს დაყოფა

არ მიყვარს როცა რაღაცა არ უყვართ ისე რო ამ ''არ მიყვარს''-ის დამკვირვებელი დაკარგული აქვთ

არ მიყვარს ნიცშეზე და ფროიდზე საუბარი ვიღაცას სნობობა რო გონია

არ მიყვარს როცა ერთად დაჯდებიან კაფეში ან სადმე და ყველა თავის მობილურში რო იქექება

არ მიყვარს ფრაზა .... ეს ოდითგანვე ესე მოდის ... და ამას რაიმე ფასეულობა რო გააჩნია

არ მიყვარს რელიგიები და რელიგიური ტიპები რომლებსაც სულითხორცამდე ჯერათ რო ერთადერთები და ჭეშმარიტები არიან

არ მიყვარს საქართველო რო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და სიერა- ლეონე არა

არ მიყვარს ფრაზა.. კარგი რა 21 საუკუნეა....

არ მიყვარს ფსიქოლოგები ადამიანის გარტყმაშიც რო არ არიან

არ მიყვარს კონიუკტურას აყოლილი მეცნიერები და მათი მიმდევრები

არ მიყვარს სხეულზე გადამკვდარი ხალხი

არ მიყვარს ათეისტები რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ათეისტები რომ მათი აზრიტ ბიბლიაში სისულელეებს პოულობენ
და საკუთარი სულიერი ძიება ეზარებათ

არ მიყვარს რო იციან რო ეგო არიან და ამით კიდე უფრო ტონკი ეგოები რო ხდებიან

არ მიყვარს შინაგანად სერიოზული ხალხი

არ მიყვარს ფრაზა...ხალხი ბრძენია და ამდაგვარი სისულელეები

არ მიყვარს იმისთვის რო იბადებიან რომ შვილი გააჩინონ

არ მიყვარს როცა არ ჯერათ დედამიწის გარდა სხვაგან სიცოცხლის

არ მიყვარს forum.ge ის პარამეცნიერებების რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილება

არ მიყვარს ტელევიზორი

არ მიყვარს განრიგით ცხოვრება

არ მიყვარს 8 საათიანი სამუშაო დღე

არ მიყვარს ძალით სიცილი

არ მიყვარს სიტყვა საზოგადოება

არ მიყვარს გოგოები რომლებიც ერთმანეთს გვანან

არ მიყვარს ქუჩაში რომ იფურთხებიან

არ მიყვარს ''სემიჩკა''

არ მიყვარს ჩანასახშივე ცოდვილებად რო თვლიან თავს და მონანიების და ზიარების მერე განწმენდილად რო გრძნობენ თავს

არ მიყვარს ასკეტიზმი მაზოხიზმში რომ გადასდით

არ მიყვარს მონანიება არასწორად რომ არის თარგმნილი

არ მიყვარს ბიო რობოტების მიერ დაწერილი მხატრული ლიტერატურა რომ რაღაც დიდ ფასეულობად მიაჩნიათ რომელიც აუცილებლად უმდა წაიკითხო

არ მიყვარს თეატრი თუ არ გიყვარს ცუდი ტონი რომაა და ცუდი ტონი ეს ფრაზა საერთოდ არ მიყვარს

არ მიყვარს სატანა ღმერთის მარჯვენა ხელად რომა არ მიაჩნიად

არ მიყვარს პოლიტიკა და პლოიტიკიოსები განსაკუთრებით ახალგაზრდა კოსტუმიანი ფორთოხლები

არ მიყვარს ისტორიაში რომ ასწავლიან რომელი მეფე როდის დაიბადა და ეს წლები რომ უნდა დაიზეპირო

არ მიყვარს ფილოსოფოსები დაახლოებით ზევით რაც დავწერე იმ ფსიქოლოგებს მაგონებენ

არ მიყვარს ეს მომხმარებელთა ცივილიზაცია და მათ შორის ჩემი თავიც

არ მიყვარს ნებისმიერ რაღაცაში სირთულე რომ თავისთავად ფასეული გონიათ

არ მიყვარს როდესაც იძახიან რომ ისე დაიბადნენ რომ არავინ შეეკითხა თითქოს ვინმე მათ გარდა არსებობს რომ შეეკითხოს

არ მიყვარს არაფრის კეთება უსაქმურობა რომ გონიათ და საქმე თავისთავად ფასეულად რომ მიაჩნიად

არ მიყვარს მოხუცებზე და ბავშვებზე კაიფი

არ მიყვარს ვინმეს ჩემზე მაღალი მოლოდინები რომ გააჩნია

არ მიყვარს პასუხისმგებლობის აღების რომ მეშინია

არ მიყვარს ვინეს აზრი სადღაც სიღრმეში მაინც რომ მაინტერესებს ჩემზე

ყველაზე ძალიან არ მიყვარს არ ყველაფერზე თუ დამკვირვებელს ვკარგავ

ყველაზე ძალიან მიყვარს ამ ყველაფერზე დაკვირვება.
.
































Posted by: Atman Mar 1 2011, 01:54 PM

არ მიყვარს ღმერთის არსებობა საკუთარ რწმენა- არ რწმენაზე დამოკიდებული რომ ჰგონიათ...

არ მიყვარს ღმერთი ყოვლისმომეცველი "რაზუმი", "სიყვარული", "ველიკაია პუსტატა" და მსგავსი სისულელეები რომ ჰგონიათ და არა პიროვნება.

არ მიყვარს ფანატიკოსის იარლიკს რომ მაკერებენ...

არ მიყვარს როცა ფიქრობენ, თითქოს ცუდია ეს ყველაფერი რომ არ მიყვარს...

არ მიყვარს, რომ ჩემი ცრუ ეგო ყველაფრით იკვებება, გინდ კარგი გავაკეთო, გინდ სისულელე...

არ მიყვარს, რომ ღმერთი არ მიყვარს...

Posted by: Emigranti Mar 1 2011, 02:11 PM

საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, ჭეშმარიტება სიყვარულშია და არა არ სიყვარულში. ანუ ყველა და ყველაფერი უნდა შევიყვაროთ ჩვენი ჩათვლით, მაშინაც კი როდესაც ჩვენ (ან სხვას) ყველა და ყველაფერი არ გვიყვარს (უყვარს) ჩვენი (საკუთარი თავის) ჩათვლით. biggrin.gif

Posted by: kate Mar 1 2011, 05:33 PM

Existence
ძალიან საინტერესოა, ერთი შეხედვით მძიმე დღე უნდა გქონოდა... მაგრამ ამდენ არ მიყვარს-ში,გაღიზიანების მაგივრად მაინც მიყვარს ვხედავ თითქოს, თუმცა გასაგებია "არ გიყვარს" როცა ანალიზს გიკეთებენ!

Posted by: kate Mar 1 2011, 05:35 PM

QUOTE(Emigranti @ Mar 1 2011, 06:11 AM) *
საინტერესოა, მაგრამ ვფიქრობ, ჭეშმარიტება სიყვარულშია და არა არ სიყვარულში. ანუ ყველა და ყველაფერი უნდა შევიყვაროთ ჩვენი ჩათვლით, მაშინაც კი როდესაც ჩვენ (ან სხვას) ყველა და ყველაფერი არ გვიყვარს (უყვარს) ჩვენი (საკუთარი თავის) ჩათვლით. biggrin.gif

აბსოლუტურად გეთანხმები!

Posted by: Existence Mar 1 2011, 05:52 PM

QUOTE(kate @ 1st March 2011 - 05:33 PM) *
მაგრამ ამდენ არ მიყვარს-ში,გაღიზიანების მაგივრად მაინც მიყვარს ვხედავ თითქოს


kate kate ყველაფერი რაც ზევით ნახე პირობითია დამკვირვებლისთვის ... ალბათ შენ ზუსტად ეს დაინახე







Posted by: ირმა Mar 1 2011, 05:53 PM

Existence
იგრძენი თავი ბედნიერად იმით რაც გიყვარს, ვფიქრობ ასევე უზარმაზარი სია იქნება (საინტერესო იქნება ჩამოწერო შესაბამის თემაში), შეეცადე ზემოთ ჩამონათვალზე არ იფიქრო, რომ უფრო მეტი არ მოიზიდო. შეეცადე მეორე თემაში იაქტიურო.
თუ მძიმე დღე გქონდა, მიიღე ამ ფორუმის კარგი ენერგია და გისურვებ სიყვარულს smile.gif

Posted by: Existence Mar 1 2011, 05:56 PM



ირმა ...... smile.gif

Posted by: ირმა Mar 1 2011, 06:02 PM

Existence
bigarmhug.gif
დაველოდები შენს პოსტს ამ თემაში: http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=246 wink.gif როცა გეცლება რათქმაუნდაsmile.gif

Posted by: priad ubralo Mar 4 2011, 01:59 PM

Existence

QUOTE
არ მიყვარს რელიგიები და რელიგიური ტიპები რომლებსაც სულითხორცამდე ჯერათ რო ერთადერთები და ჭეშმარიტები არიან
მართალო!
QUOTE
არ მიყვარს ფრაზა .... ეს ოდითგანვე ესე მოდის ... და ამას რაიმე ფასეულობა რო გააჩნია

კიდევ მართალო!
QUOTE
არ მიყვარს საქართველო რო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და სიერა- ლეონე არა

სამგზის მართალო! lol.gif

ეგზისტენც მართალი! biggrin.gif

Posted by: Existence Mar 4 2011, 09:38 PM

QUOTE(priad ubralo @ 4th March 2011 - 01:59 PM) *
მართალო!


ისე ბავშობაში მართალოს ვამბობდი კაი ხანი biggrin.gif

მაგალითად რო მეტყოდნენ მართალი მითხარი ვეუბნებოდი მართალო........... lol.gif

ფესვებში მეტყობოდა რა ოხერიც ვიზრდებოდი...... huh.gif

Posted by: td......... Apr 25 2011, 12:53 PM

არ მიყვარს როდესაც ასე მოდური პოზიცია უკავიათ

QUOTE(priad ubralo @ 4th March 2011 - 01:59 PM) *
არ მიყვარს რელიგიები და რელიგიური ტიპები რომლებსაც სულითხორცამდე ჯერათ რო ერთადერთები და ჭეშმარიტები არიან
მართალო!
QUOTE
არ მიყვარს ფრაზა .... ეს ოდითგანვე ესე მოდის ... და ამას რაიმე ფასეულობა რო გააჩნია

კიდევ მართალო!
QUOTE
არ მიყვარს საქართველო რო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და სიერა- ლეონე არა

სამგზის მართალო! lol.gif


smile.gif))

Posted by: kate Apr 29 2011, 12:06 AM

სასტიკად არ მიყვარს როცა საუბრისას ვინმე ძალიან ახლოს დგას ჩემთან, საკუთარი ჩემი შვილი იყოს.

Posted by: მზეონა Apr 29 2011, 07:48 AM

QUOTE(ირინი @ 28th April 2011 - 11:36 PM) *
თემას დაუბრუნდეთ : moderator :

ირმა :* ზედმეტი პოსტები თავისუფალ თემაში გადავიტანე wink.gif

Posted by: Existence Apr 29 2011, 03:18 PM

QUOTE(მზეონა @ 29th April 2011 - 07:48 AM) *
ირმა :* ზედმეტი პოსტები თავისუფალ თემაში გადავიტანე


მალადეც

QUOTE(kate @ 29th April 2011 - 12:06 AM) *
სასტიკად არ მიყვარს როცა საუბრისას ვინმე ძალიან ახლოს დგას ჩემთან, საკუთარი ჩემი შვილი იყოს.


ვინმეს უყვარს ეეგ ? აუ მეც არ მიყვარს biggrin.gif

Posted by: tikoroma May 8 2011, 11:36 AM

Existence

ციტატა(Existence @ 29th April 2011 - 03:18 PM) *
QUOTE(kate @ 29th April 2011 - 12:06 AM)
სასტიკად არ მიყვარს როცა საუბრისას ვინმე ძალიან ახლოს დგას ჩემთან, საკუთარი ჩემი შვილი იყოს.


ვინმეს უყვარს ეეგ ? აუ მეც არ მიყვარს


ზოგს ალბათ უყვარს, სახეში რომ ასუნთქებენ მოსაუბრეს. ისე უხერხულ სიტუაციაში ვვარდები ხოლმე, აზრზე რომ მოვალ უკვე 90 გრადუსით ვარ სკამიდან გადახრილი და ჩემი მოსაუბრის გაოცებულ სახეს ვხედავ crazy.gif

Posted by: Existence May 8 2011, 11:47 AM

QUOTE(tikoroma @ 8th May 2011 - 11:36 AM) *
ჩემი მოსაუბრის გაოცებულ სახეს ვხედავ


მერე მაგის გამოსავალია პირდაპირ გულწრფელად თქმა რომ ცოტა უკან დაიხიოს ( ხუმრობაში wink.gif ან ისე სიტუაციის მიხედვით biggrin.gif )

ეგეც ჩვენი პრობლემაა რო მეორე ადამიანისთვის სულ ცოტა უხერხულობის შექმნაც გვერიდება და გვირჩევნია გავიტანჯოთ
ნახევარ წუთში გულწრფელობის მაგივრად ..........










Posted by: old_man May 8 2011, 01:06 PM

ზოგადად მე არ მიყვარს როცა ჩემს პირად სივრცეს დაუკითხავად არღვევენ..ამერიკელები ძაან უფრთხილდებიან და აფასებენ თავის და სხვა ადამიანის ამ "personal space"-ის კონცეპტს. მომწონს ასეთი დამოკიდებულება. საქართველოში ამას ფეხებზე იკიდებენ და პატივს არ სცემენ ))
ჩემთვის ბევრი რამე მოიაზრება ამ პირადი სივრცის დარღვევის ქვეშ-როგორც ოჯახის წევრის მიერ შენს ოთახში დაუკაკუნებლად შემოჭრა, ასევე უტაქტო შეკითხვებით გაბეზრება, როცა ადამიანი გარკვევით აგრძნობინებს რომ არ სიამოვნებს ამაზე საუბარი...

Posted by: td......... May 8 2011, 01:56 PM

QUOTE(old_man @ 8th May 2011 - 01:06 PM) *
ზოგადად მე არ მიყვარს როცა ჩემს პირად სივრცეს დაუკითხავად არღვევენ..ამერიკელები ძაან უფრთხილდებიან და აფასებენ თავის და სხვა ადამიანის ამ "personal space"-ის კონცეპტს. მომწონს ასეთი დამოკიდებულება. საქართველოში ამას ფეხებზე იკიდებენ და პატივს არ სცემენ ))
ჩემთვის ბევრი რამე მოიაზრება ამ პირადი სივრცის დარღვევის ქვეშ-როგორც ოჯახის წევრის მიერ შენს ოთახში დაუკაკუნებლად შემოჭრა, ასევე უტაქტო შეკითხვებით გაბეზრება, როცა ადამიანი გარკვევით აგრძნობინებს რომ არ სიამოვნებს ამაზე საუბარი...

old_man
+100
მეც ასევე.. ფიზიკური სივრცის დარღვევას კიდევ ვიტან აი სულში და ტვინში შემოძრომას რომ ცდილობენ მაგაზე ვჭედავ..smile.gif))

Posted by: Existence Aug 11 2011, 12:39 AM



აი ეს sad.gif -------> http://www.youtube.com/watch?v=uGI2dBdpy74

არადა თუ ნაღდი ქართველი ვარ უნდა მომწონდეს ...... sad.gif

Posted by: progress Aug 11 2011, 02:38 AM

არ მიყვარს:
საზღვრები
ადამიანების ეთნიკური ნიშნით განსხვავება
იდუმალებით მოცული ჩაკეტილი ადამიანები გაურკვეველი ("არალოგიკური") ზრახვებით.
მსახიობები
პოლიტიკოსები
მღვდლები
ქართული მენტალობა (წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც)
ფანატიზმი
მოუწესრიგებელი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები
პესიმისტები
როკი & ძველებური მუსიკები 60-70-80-90 ყველა ის რომელსაც ჟღერადობაში ეტყობა რომ ძველია.
უქმად ყოფნა
ზამთარი, სიცივე
ხორცი
ზეთისხილი
გველი



Posted by: ირმა Aug 11 2011, 08:00 AM

progress

QUOTE(progress @ 11th August 2011 - 03:38 AM) *
ზეთისხილი

პირველად არავის უყვარს, მერე როცა გემოს გაუგებ... უგემრიელესია smile.gif

Posted by: Fee Aug 11 2011, 11:33 AM

QUOTE(Existence @ Aug 11 2011, 01:39 AM) *
აი ეს sad.gif -------> http://www.youtube.com/watch?v=uGI2dBdpy74

არადა თუ ნაღდი ქართველი ვარ უნდა მომწონდეს ...... sad.gif

არ ყოფილხარ ნაღდი ქართველი biggrin.gif არც მე ვყოფილვარ!

არ მიყვარს სულით აფერისტი ხალხი, ტვინს რომ მიბურღავენ არც ეგ მიყვარს, ჩარჩოში ჩასმული შეხედულებები არ მიყვარს, არც ეს თემა არ მიყვარს და ჩემს მაგივრად ვინმე რომ წყვეტს ეგ მაგიჟებს biggrin.gif

Posted by: vano kazbegi Aug 11 2011, 05:17 PM

არ მიყვარს დროის გადადება, და უაზრო გეგმებზე რომლების მომავალზე გაზრი არ ააქვს.
არც პირობა მიყვარს რომ ვინმემ დამპირდეთ და არც მე რომ დავპირდე მათ. ჩემი სიტყვა უკან არ იხევს - თუ ვთქვი ეს უნდა გავაკეთო ვიბრძოლებ სანამ არ გამომივა.
სანამ გავაკეთებდე, ჯერ შედეგს გამოვნახავ და მერე გავაკეთებს.

Posted by: kate Aug 11 2011, 06:19 PM

progress

QUOTE(progress @ 10th August 2011 - 05:38 PM) *
გველი

გველს რას ერჩი? sad.gif

Posted by: kate Aug 11 2011, 06:21 PM

არ მიყვარს ხელოვნური მკვდარი ყვავილები, ხელოვნური ბრჭყვიალა ქვები, ბიჟუტერია.......

Posted by: Existence Aug 11 2011, 08:34 PM

QUOTE(progress @ 11th August 2011 - 02:38 AM) *
იდუმალებით მოცული ჩაკეტილი ადამიანები გაურკვეველი ("არალოგიკური") ზრახვებით.


რა პონტში ვერ მიტან ძმაო ... ? ... biggrin.gif

Posted by: Fee Aug 11 2011, 09:23 PM

QUOTE(kate @ Aug 11 2011, 07:21 PM) *
არ მიყვარს ხელოვნური მკვდარი ყვავილები, ხელოვნური ბრჭყვიალა ქვები, ბიჟუტერია.......

აი ზუსტად! არც ეგენი მიყვარს smile.gif

Posted by: Joy ZAZA Aug 12 2011, 03:35 PM

არ მიყვარს როცა სხვის შრომას არ აფასებენ.
არ მიყვარს შეუგნებელი ხალხი.
არ მიყვარს ჩხუბი, ხმაური, უაზრო კამათი.
ჩემში სიზარმაცე არ მიყვარს.
დილას სამსახურში დაგვიანება არ მიყვარს (მაგრამ მინიმუმ 100 დან 95 შემთვევაში ვაგვიანებ)
არ მიყვარს ტყუილი.
არ მიყვარს ქორწილები.
არ მიყვარს სუფრები სადაც ყველას ერთმანეთი უყვართ მაგრამ რეალობა სულ სხვაა
არ მიყვარს მთვრალი ხალხი, იმ დონემდე რო სვანემ ვის აგინებენ ვერ ხვდებიან და ქუჩაშივე იძინებენ
არ მიყვარს ხეებს რო ჭრიან, უმიზეზოდ რო ანადგურებენ ბუნებას

ეს ნაწილია, დანარჩენი მერე

Posted by: nibiru3013 Aug 12 2011, 04:42 PM

ყველას გათანხმებით ყველაფერში smile.gif მაგრამ ყველაზე ძალიან არ მიყვარს როცა სხვას კანიკითხავენ, განმკიტხველი კი ძაან მეცოდება რადგან მეტის დანახვა და ფიქრი არ შეუძლია, ის ხალხიც მეცოდება ვინც ვერ გრძნობს იმ ყველაფერს რაც თქვენს მიერ დაიწერა ზევით!

Posted by: natuka Aug 12 2011, 05:48 PM

QUOTE(Joy ZAZA @ 12th August 2011 - 03:35 PM) *
ჩემში სიზარმაცე არ მიყვარს.

QUOTE(Joy ZAZA @ 12th August 2011 - 03:35 PM) *
არ მიყვარს ქორწილები.

QUOTE(Joy ZAZA @ 12th August 2011 - 03:35 PM) *
არ მიყვარს მთვრალი ხალხი

QUOTE(kate @ 11th August 2011 - 06:21 PM) *
არ მიყვარს ხელოვნური მკვდარი ყვავილები

QUOTE(davithet @ 11th August 2011 - 05:17 PM) *
არც პირობა მიყვარს რომ ვინმემ დამპირდეთ და არც მე რომ დავპირდე მათ


Posted by: Joy ZAZA Aug 20 2011, 02:00 AM

არმიყვარს არვინ საერთოდ!!! ყველაფერი ფალსი როგორ შეიძლება იყოს :@? ყვეა როგორ უნდა იტყუებოდეს და გატყუებდეს, თვალებში გიყრებდეს, იფიცებდეს და რეალურად სულ სხვაზე ფიქრობდეს! დავიღალე ამდენი ბოღმით, ღალატით, რაც არ უნდა კეთილი იყო ადამიანი, იმდენი ბოღმაა მაინც გაგაბოროტებს, ბოღმაში იხრჩობა მთელი ქვეყანა და არამარტო ქვეყანა, ყველას ყველასი შურს! 1000 დან 1-2-ს თუ შეულია ნაღდი სიყვარული ყველა გაგებით........


Kate საუბრობდა მე-4 სიმკვრივეზე, მეოთხე კი არა მეორეშია ხალხის 99% დასაბრუნებელი თუ მეტი არა!

სითბოს და სიყვარულს იფიცება ხალხსი და პატარა გაუგებრობის შემთხვევაში ეგრევე გაგცვლიან და დაგიკიდებენ, ვერ გაგიგებენ, გაგწირავენ ისე რო უკან არ მოიხედებიან,

ფხიზელი არ ვარ და ამაგტიო ვწერ, და მაგიტო არ ვარ ფხიზელი რო ამდენი ბოღმაა ხალხში და ... მოკლედ გამგები გაიგებს,
ძმა ძმისთვის კი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის! უმრავლესობა ესე მოქმედებს!

Posted by: ირმა Aug 20 2011, 09:14 AM

Joy ZAZA smile.gif
ეს შენი პოსტი რამხელა სიბრაზეს გამოხატავს smile.gif
[მათე 6]
22. სხეულის სანათი თვალია; ჰო და, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება.
23. ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეული ბნელი იქნება.

შეხედე სუფთა თვალით, ნუ შეუშვებ შენში ნაგავს, რომ არ მოგიწამლოს სიცოცხლე. როცა ყველაფერში დაიწყებ დადებითის მოძებნას დამიჯერე ძალიან დიდი სიხარულით გაივსები. არის ერთი იგავი ქრისტეზე, როცა ის მის მოწაფეებთან ერთად მიდიოდა და მათ მკვდარი ძაღლი ნახეს. სუნი იდგა და ყველა მოწაფემ ზიზღით შეხედა, მაშინ ქრისტემ უთხრათ: შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. ნუ დაიბინძურებთო სულს, ეცადეთ სუფთა თვალით შეხედო ქვეყანას.

QUOTE(Joy ZAZA @ 20th August 2011 - 03:00 AM) *
ძმა ძმისთვის კი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის!

დიახ, საკუთარი თავისათვის იქნება კარგი როცა ყველაფერს უფრო დადებითი თვალით შეხედავ.

Posted by: ირმა Aug 20 2011, 09:24 AM

ამ თემაში ცოტად თუ ბევრად ყველა რაღაცას ვწერთ ან დაგვიწერია. სამწუხაროდ ამ თემამ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე თემამ,–რა ან ვინ გვიყვარს...მეც ბევრ არმიყვარს ვებრძვი ჯერაც.
ეს არმიყვარს ჯობია ამოვიღოთ ჩვენი სულიდან.
ძნელია ალბათ ბევრ შემთხვევაში არმიყვარს სიყვარულით შეცვლა, მაგრამ პირველ ეტაპზე თუნდაც ყურადღება რომ არ მიაქციო, ეს ერთგვარი წინგადადგიული ნაბიჯია. არ მიიღოთ, თითქოს ვინმეს რამეს ვასწავლი, მეც ამის გამოსწორებას ვცდილობ ჩემში. ისე ნაწილობრივ მაინც მივაღწიე და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ამის გამო და ეს მავსებს ხშირად რაღაცნაირი მთლიანი სიყვარულით smile.gif
და ეს მდგომარეობა ჩემში ბევრ შემთხვევაში, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს კარგად ;

Posted by: vano kazbegi Aug 20 2011, 11:54 AM

ყველა არსება თუ რამეა დედამიწაზე - სილამაზეა ჩემთვის
არ მიყვარს რომ, მეუბნებიან, მოაშორეთ ის ბინძური არსებაა.
ყველა არსება ბიოლოგიურად ჩვენი მიწიერია მაგრამ საზღვარი აქვს.
ბავშვობაში ყველაფერი მიყვარდა და ეხლას მიყვარს.

Posted by: David27 Aug 20 2011, 05:22 PM

არ მიყვარს ძალადობა.

Posted by: nutsa Aug 29 2011, 01:54 AM

ჰეი ჰეი ჰეი/ ალოოო არის აქ ვინმე ))) როგრ მომენატრეტ /// ) uraa.gif uraaa.gif secret.gif

Posted by: Existence Aug 29 2011, 09:57 AM

QUOTE(nutsa @ 29th August 2011 - 01:54 AM) *
ჰეი ჰეი ჰეი/ ალოოო არის აქ ვინმე ))) როგრ მომენატრეტ /// )



ჩვენც ძალიან მოგვენატრე ნუცცცააა რაააა ....... biggrin.gif
............... ადრე თუ გვიან დაიწერებოდა ეს ტექსტი და ბარემ მე დავწერ............. lol.gif

Posted by: Gopi Aug 29 2011, 10:49 AM

არ მიყვარს როცა საკუთარ თავში უზომოდ ვპატარავდები და რაც მოლოდინი მაქვს თავისგან იმას ვერ ვიღებ. დიდი სტრესია და ყველაზე მეტად არ მიყვარს ამ ცხოვრებაში.

Posted by: Existence Aug 30 2011, 12:59 PM


ჟამთამხწერელი ........არ მიყვარდა ბავშობიდან......... წარსულის რუსთავი 2 ...იყო ეგ კაცი

Posted by: Existence Aug 30 2011, 08:35 PM


მემატიანეც

Posted by: Atman Aug 30 2011, 08:38 PM

Existence

ქრონიკა და ქრონიკები არა? biggrin.gif

Posted by: Existence Aug 31 2011, 08:36 PM

QUOTE(atman @ 30th August 2011 - 08:38 PM) *
ქრონიკა და ქრონიკები არა?


მაგას ზედა ტიპი წერს

Posted by: Existence Sep 2 2011, 07:57 PM


არ მიყვარს ყოველი თვის 25 26 27 28 29 და ჰა... ჰა ...30 ათიც..........
............. ამ დროს ფინანსური голодомор- ია როგორც წესი ..........................
........ justcuz_hourglass.gif ......... yahoo.gif

Posted by: td......... Sep 3 2011, 12:49 AM

შაქრიანი ჩაი და ყავა..

Posted by: ირმა Sep 3 2011, 10:25 AM

td.........

QUOTE(td......... @ 3rd September 2011 - 01:49 AM) *
შაქრიანი ჩაი და ყავა..

როცა მოხვალ სტუმრად გავითვალისწინებ, უშაქროს დაგახვედრებ biggrin.gif
laugh.gif
აი მე რა არ მიყვარს: საშინელებათა, კრიმინალური ფილმები. საერთოდ სადაც სისხლი ჩანს არცერთი.

Posted by: td......... Sep 3 2011, 08:19 PM

ირმა
biggrin.gif შენ პირს შაქარი, ნეტა მალე მოვიდე შენთან სტუმრად..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Existence Oct 1 2011, 03:00 AM


არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......

Posted by: earth Oct 1 2011, 07:50 AM

Existence

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 04:00 AM) *
არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......

და გათხოვილებს ნებას დაგვრთავ? laugh.gif

რა დაგემართა შენ წუხელ? unsure.gif

Posted by: old_man Oct 1 2011, 11:25 AM

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 03:00 AM) *
არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......

ჰოო ფორუმზე იყო ამის პრეცედენტები. 2007 წლიდან. სახელებს არ დავასახელებ, აქტიური ეზოთერიკები. გათხოვდნენ და მორჩა. აღარც ეზოთერიკა აღარც ფორუმი და აღარც არაფერი biggrin.gif

Posted by: td......... Oct 1 2011, 12:35 PM

არ მიყვარს , როდესაც არ მიყვარს..

Posted by: natuka Oct 1 2011, 01:05 PM

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 03:00 AM) *
არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......

ხუმრობს ...

ხო?

თუ არა, მაშინ ახსენი smile.gif






Posted by: Existence Oct 1 2011, 05:42 PM

QUOTE(natashka55 @ 1st October 2011 - 01:05 PM) *
თუ არა, მაშინ ახსენი


რა ავხსნა ქორწილის მერე რა აინტერესეებთ ...... ?....... მამაკაცის ძლიერი მხარი რომელსაც დაეყრდნობი და იგრძნობ რო კლდეა....... lol.gif

Posted by: ever Oct 1 2011, 06:23 PM

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 04:00 AM) *
არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......

ეს აშკარად ჩემი მისამართით იყო ნათქვამი.
ჯანდაბას, გამომიგზავნე ტოლმის რეცეპტი























Posted by: ever Oct 1 2011, 06:25 PM

QUOTE(earth @ 1st October 2011 - 08:50 AM) *
რა დაგემართა შენ წუხელ?

guilty

Posted by: Existence Oct 1 2011, 06:45 PM

QUOTE(ever @ 1st October 2011 - 06:23 PM) *
ეს აშკარად ჩემი მისამართით იყო ნათქვამი.


...ჰაჰა..... იცი გუყშინ რო ვიფიქრე ეხლა მივაწერო რო ევერს არ ვგულისხმობო მაგრამ გადავიფირე და დამაინტერესა თუ დაწერდი ზუსტად ამას რაც დაწერე............. tongue.gif



Posted by: ever Oct 1 2011, 06:56 PM

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 07:45 PM) *
დამაინტერესა თუ დაწერდი ზუსტად ამას რაც დაწერე.

გამოცდებს მიწყობ? biggrin.gif

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 07:45 PM) *
ევერს არ ვგულისხმობო

girl_sigh.gif

Posted by: Existence Oct 1 2011, 07:00 PM

QUOTE(ever @ 1st October 2011 - 06:56 PM) *
გამოცდებს მიწყობ?


არა უბრალოდ მაინტერესებს უცფადვე აფასებ თუ არა ადამიანს ურთიერთობისას biggrin.gif ...... და შესაბამისად აშკარა წარმოდგენებს იქმნი მასზე როგორ ან რას აღიქვავს შენთნ ურთიერთობისას.........

QUOTE(ever @ 1st October 2011 - 06:23 PM) *
ეს აშკარად ჩემი მისამართით.............. < ---- wink.gif


balloon.gif

Posted by: ever Oct 1 2011, 07:09 PM

Existence
მერე რა დაასკვენი? bf_nonew.gif

Posted by: Existence Oct 1 2011, 07:25 PM

QUOTE(ever @ 1st October 2011 - 07:09 PM) *
მერე რა დაასკვენი?



ჩემ ბიო კომპიუტერს მხოლოდ ვერსიები უყალიბდება დასკვნებამდე ვერ ქაჩავს იმიტომ რო ვაკვირდები........

ვერსიები თუ გაინტერესებს რამდენიმეა ალბათ.........

Posted by: ever Oct 1 2011, 07:32 PM

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 08:25 PM) *
ვერსიები თუ გაინტერესებს რამდენიმეა ალბათ.........

გისმენ bf_nonew.gif

Posted by: ever Oct 1 2011, 07:34 PM

ეხლა მივდვი რომ ვაოფებთ. ბოდიში მოდერატორთან l_daisy.gif

და ოფფი რომ არ იყოს, ვიტყვი რა არ მიყვარს - ვანილის ნაყინი

Posted by: Existence Oct 1 2011, 07:43 PM


რაში გაინტერესებს ერთი მარა ჰა კაი იყოს შაფათია მაინც და ..........


ერთი ვერსიაა რო ფაფუკი და საყვარელი გოგოს მიღმა რახან დამკვირვებელი არ არის მაინც ბიო რობოტია რომელიც მექანიკურად იქმნის სხვებზე წარმოდგენებს და შესაბამისად სხვის თავისუფლებას არ იყოს ისეთი როგორიც მან აზრი ჩამოიყალუიბა ...... შანს არ უტოვებს .......

კიდე ვერსიაა რო ის ვერსია რომელსაც გონია რო ფაფუკი და საყვარელი გოგოა ცდება მაგრამ იმაშიც ცდება ის ვერსია რო დამკვირვებელი არ არის და ბიო რობოტია რომელიც სხვას მისი წარმოდგენების ციხეში სვავს .........

ვგრძნობ რო კიდე არის ვერსია მარა იმას სიტყვებში ვერ ვაყალიბებ..........

Posted by: td......... Oct 1 2011, 07:45 PM

ციტატა(Existence @ 1st October 2011 - 07:43 PM) *
ვგრძნობ რო კიდე არის ვერსია მარა იმას სიტყვებში ვერ ვაყალიბებ..........

Existence
ჩამოვაყალიბო?

Posted by: natuka Oct 1 2011, 07:52 PM

QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 03:00 AM) *
არ მიყვარს გოგოები გათხოვებამდე რო აინტერესებთ ეზოთერიკა .......

აი ეს აგვიხსენითქო!

Posted by: ever Oct 1 2011, 07:57 PM

Existence
ვერაფერი ვერ გავიგე.
ეს ბიო რობოტობა კიდევ არ მომწონს. შენ თუ საკუთარ თავს და სხვებსაც ისე უყურებ როგორც ბიო რობოტებს, ცუდია ეგ sad.gif
მარტო დამკვირვებლობაც ცუდია. თუ გამოცდილების დასაგროვებლად ვართ აქ, უნდა ვგრძნობდეთ JC_cupidgirl.gif

Posted by: Existence Oct 1 2011, 08:15 PM


მე არ მიყვარს ბანძ ნაყიმებს რომ აქვთ ვაfლი გარშემო .......

QUOTE(td......... @ 1st October 2011 - 07:45 PM) *
Existence
ჩამოვაყალიბო?


შენი ვერსია ჩემ ჩამოუყალიბებელ ვერსიაზე.... ?...... biggrin.gif


QUOTE(natashka55 @ 1st October 2011 - 07:52 PM) *
აი ეს აგვიხსენითქო!



ნათელა ხო აგიხსენი არაა ...... სანამ გათხოვდენიან უნდათ საყრდენი ხოდა ეპოტინებიან განზომილებებს და თანავარსკვლავედებს .....გათხოვდებიან და აღმოჩნდება რო ეს იყო სურვილი ჩაენაცვლებინათ ის კლდე რომელიც მათ ყოველთვის აკლდათ.........



Posted by: earth Oct 1 2011, 09:45 PM

old_man

QUOTE(old_man @ 1st October 2011 - 12:25 PM) *
ჰოო ფორუმზე იყო ამის პრეცედენტები. 2007 წლიდან. სახელებს არ დავასახელებ, აქტიური ეზოთერიკები. გათხოვდნენ და მორჩა. აღარც ეზოთერიკა აღარც ფორუმი და აღარც არაფერი

Existence
QUOTE(Existence @ 1st October 2011 - 09:15 PM) *
სანამ გათხოვდენიან უნდათ საყრდენი ხოდა ეპოტინებიან განზომილებებს და თანავარსკვლავედებს .....გათხოვდებიან და აღმოჩნდება რო ეს იყო სურვილი ჩაენაცვლებინათ ის კლდე რომელიც მათ ყოველთვის აკლდათ.........

მოკლედ აგიხსნით მე რაშია საქმე, თუმცა ჩემი მაგალითი არ გამოგადგებათ, რადგან როცა გავთხოვდი, მაშინ ფორუმი ჯერ არ იყო დაბადებული და ამიტომაც არც ფორუმი დავტოვე biggrin.gif
გათხოვება ქალისათვის ერთი უზარმაზარი ცვლილებაა, განსაკუთრებით ჩვენში უმეტეს შემთხვევაში ქალი ახალ ოჯახში შედის. არ ვიცი ჩვენი ფორუმელი გათხოვილების მდგომარეობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არსებობენ უამრავი ხელშემშლელი პირობები, რაც მათ ფორუმზე შემოსვლის საშუალებას არ აძლევს.
ერთი რამ იცოდეთ ყველამ, თუ ადამიანი ეზოთერული სულითაა, მას არაფერი არ შეცვლის. შეიძლება მეც მომიხდეს ისე რომ დიდი ხნით ვერ შევძლო ფორუმზე შემოსვლა, მაგრამ ამ საკითხებისადმი ძიებას და ინტერესს მე პირადად არასოდეს არ დავკარგავ, რომ იტყვიან მთელი ქვეყანა რომ თავდაყირა დადგეს მე მიყვარს ეზოთერიკა smile.gif
ასე რომ გათხოვილთაგან ვინც იყვნენ მთელი სულით ეზოთერიკები, ისინი მალე დაგვიბრუნდებიან smile.gif
გადალახავენ ყველა ხელშემშლელ პირობას და დაგვიბრუნდებიან. თან ძალიან მომენატრა მათი პოსტები wub.gif ვისაც მათთან შეხვედრა გაქვთ გადაეცით ყველას მოკითხვა და დიიდი სიყვარული. იცოდნენ რომ გვიყვარს და ველოდებით. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოთ და ვისაც უკვე ბაია ჰყავს, ბედნიერი გაუზარდოთ. მადლობა მას ვინც ჩემს ამ თხოვნას შემისრულებს l_daisy.gif

Posted by: მზეონა Oct 1 2011, 10:00 PM

earth
მოკლედ, "არ მიყვარს" თემა სიყვარულით გაათბე biggrin.gif გადავცემ ვისაც ვნახავ :* wink.gif

Posted by: earth Oct 1 2011, 10:17 PM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 1st October 2011 - 11:00 PM) *
earth
მოკლედ, "არ მიყვარს" თემა სიყვარულით გაათბე გადავცემ ვისაც ვნახავ :*

მიყვარს ამ თემაში ოფტოპიკი biggrin.gif

Posted by: Existence Oct 7 2011, 03:04 AM

რომენატიკოსი ბიო რობოტები არ მიყვარს .........ლამაზად შეფუთული ლუზერები არიან და მეტი არაფერი.........

Posted by: td......... Oct 7 2011, 03:08 AM

ციტატა(Existence @ 7th October 2011 - 03:04 AM) *
რომენატიკოსი ბიო რობოტები არ მიყვარს .........ლამაზად შეფუთული ლუზერები არიან და მეტი არაფერი.........

Existence
და ვინ არიან რომენატიკოსები biggrin.gif განმარტავ?


3 დღE "რომენატიკოსად" ვიქცევი ამ დილიდან.. მიხარრრრ...

Posted by: Existence Oct 7 2011, 03:12 AM

QUOTE(td......... @ 7th October 2011 - 03:08 AM) *
3 დღE "რომენატიკოსად" ვიქცევი ამ დილიდან.. მიხარრრრ...


მეც ... biggrin.gif .. მეც რომანტიკოსი ვარ ტედე დაივიწყე ზევით რაც დავწერე ორშაფათამდე........ lol.gif

სააარკოოო სააარკოოოო სააარკოოოო ..........

Posted by: Existence Oct 8 2011, 03:28 PM


თავს რო აფიქსირებენ არ მიყვარს..... აგრესიული ვაჟებიდან დაწყებული ტუჩებ გამობურცული გოგოებით ფდამთვავრებული.......


Posted by: თამარი Oct 8 2011, 11:15 PM

მე არ მიყვარს ღალატი და გაუტანლობა. ადამიანურ ღალატზე ვამბობ, მხოლოდ ოჯახურზე არა!

კიდევ ჭორაობა არ მიყვარს. ზოგი ვერ ასხვავებს ჭორაობას ამბის მოყოლისგან. მე თუ მოვყვები, მხოლოდ იმ ამბავს, რაც თავად გადამხდენია.
ჭორაობა კი არის, როცა სხვების შესახებ ჰყვები და თანაც დამახინჯებულად. აი, ამას ვერ ვიტან! smile.gif

Posted by: vano kazbegi Oct 9 2011, 01:03 AM

სუფრაზე-თუ შინაური ჭაჭის არაყი არ ჩანს - სუფრა არ მომწონს. ღვინო და მაღაზიის ალკოჰოლს ვერ ვსვავ.
დალევა მიყვარს და დათრობა კი არა smile.gif .
პივას და ჭაჭის არაყს დავლევ თუ მუსიკა ჩართულია.
პახმელიაზე თუ ვიქნები - არც ჭაჭის არაყი და არც მუსიკა მინდა-
ცუდად ვხვდები თუ ღვინო დამილევია.
თუ დავთვერი - თარჯიმანი დაგჭირდებათ-რადგან ქართულის მაგივრად - ინგლისურ ენაზე ვაზროვნებ.
ვერიდები - ჭორაობას და გრძელ ამბის მოლაყბეებს. რადგან მოლაყბეების ყბები იტყუებიან.

Posted by: Existence Oct 9 2011, 01:10 AM

QUOTE(davithet @ 9th October 2011 - 01:03 AM) *
სუფრაზე-თუ შინაური ჭაჭის არაყი არ ჩანს - სუფრა არ მომწონს. ღვინო და მაღაზიის ალკოჰოლს ვერ ვსვავ.
დალევა მიყვარს და დათრობა კი არა .
პივას და ჭაჭის არაყს დავლევ თუ მუსიკა ჩართულია.
პახმელიაზე თუ ვიქნები - არც ჭაჭის არაყი და არც მუსიკა მინდა-
ცუდად ვხვდები თუ ღვინო დამილევია.
თუ დავთვერი - თარჯიმანი დაგჭირდებათ-რადგან ქართულის მაგივრად - ინგლისურ ენაზე ვაზროვნებ.
ვერიდები - ჭორაობას და გრძელ ამბის მოლაყბეებს. რადგან მოლაყბეების ყბები იტყუებიან.



clap2.gif

Posted by: Existence Oct 9 2011, 01:11 AM

QUOTE(Existence @ 9th October 2011 - 01:10 AM) *
თუ დავთვერი - თარჯიმანი დაგჭირდებათ-რადგან ქართულის მაგივრად - ინგლისურ ენაზე ვაზროვნებ.


ვახ ჩემი ვანო შენ მომკლავ მე.......... lol.gif

Posted by: progress Oct 27 2011, 07:58 PM

სიცივე

Posted by: მზეონა Oct 29 2011, 09:30 AM

ოფტოპიკები გადატანილ იქნა თავისუფალ თემაში ( მომავალში უბრალოდ წაიშლება! )

ფორუმის ადმინისტრაცია

Posted by: David27 Oct 29 2011, 11:42 AM

ზამთრისგან მიტაცებული შემოდგომის დღეები angry.gif

Posted by: Existence Nov 22 2011, 12:25 AM


ეხლა როგორც ვარ არ მიყვარს.......

Posted by: Existence Nov 27 2011, 01:24 AM


ტაქსისტები თბილისის გარტყმაში რო არ არიან ის........

Posted by: td......... Nov 27 2011, 01:28 AM

ციტატა(Existence @ 27th November 2011 - 01:24 AM) *
ტაქსისტები თბილისის გარტყმაში რო არ არიან ის........

Existence
მე კიდე ვკაიფობ, რომ არ არიან და არ იმჩნევენ-ნუ კი ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა , ამ სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, თორე ქუცა როგორ არ ვიცი... ერთმა ერთხელ იკითხა ქაშუეთის ეკლესია სადააო? საყვარელი! smile.gif)

Posted by: Existence Dec 2 2011, 11:26 PM


წავედის და მოვალი არ მიყვარს

Posted by: Existence Dec 2 2011, 11:27 PM

უფრო სწორედ

წავედი და მოვალ

Posted by: Existence Dec 2 2011, 11:28 PM

კიდე იდიოტი რო არ ვარ არ მიყვარს..........

Posted by: Existence Dec 2 2011, 11:31 PM


უეჭველი , აუცილებლად , თავისთავად , და უსიტყვოდ რო თავისთავადაა კიდე < ------------ ვერ ვიტან

Posted by: ანა Dec 3 2011, 01:08 PM

ეს დამპალი ცხოვრება მიყვარს
ძალიან კარგი და ძალიან ცუდი რომ ხდება, ათასო პრობელამ რო გაყრია.. და შენ გამსოავლს პოულობ. და ცხუბობ დაყვირი და მაინც საბოლოოდ რაღაცას იღებხოლმე. მაგრამ ხშირად ვერ.. დღეს არ ვიცი რას ვზიამ.. დავიღალე სიყვარულით და ყველაფერთან ენთუზიაზმით შეხვედრით.
დღევანდელი დღეც.

Posted by: sharl Dec 5 2011, 02:51 PM

Existence

QUOTE
სანამ გათხოვდენიან უნდათ საყრდენი ხოდა ეპოტინებიან განზომილებებს და თანავარსკვლავედებს .....

კიი... ეპოტინებიან!!!... და ის რასაც ასე თავგამოდებით ეპოტინებოდნენ შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე:
მიდი დააცხვე პასკები,
სად არის ჩემი ნასკები?!!!

Posted by: salome Dec 18 2011, 09:03 PM

უსაქმურები და სუსტები

Posted by: tikoroma Dec 30 2011, 02:44 PM

არ მიყვარს დღეები, როცა ყველაფერს ვაფუჭებ argue2.gif
ასეთი მშვიდი წელი არ მახსოვს, და ეს ბოლო ორი დღეა დამაწყვიტა ნერვები


Posted by: ანა Dec 30 2011, 03:02 PM

ვერ ვიტან საჭლის კეთებას, რომელშიც რომელი ცხოვრელის სხეულია საჭირო.. გული მიღონდება რო წარმოვიდგენ სუნთქავდა. და ამდენს სისხლს sad.gif ბარემ ტევზის დამაჭრევინონ

დანარჩენი მიყვარს ყველაფერი, ყველა განზომილება და ყველა ადამიანი ვიცნ გარშემოა. განსაკუთრებით ისინი ვინც განახლებადები არიან და მოულოდნელად მაკვირვებენ smile.gif მიყვარს სტუმრები რომ მოაქვთ კამფეტები პარკებით და დაგროვდა მთა, ბავშობაში რო ოცნებობდი იმედი გავქვს უკვე, კამეტების, შოკოალდების და ნამცვრების მთებია და საერთოდ, ჩემი თავიც ძალიან მიყვარს, ასეთი ყოცაღიდა კარგი რო ვარ angelgirl.gif

Posted by: sociopath Dec 30 2011, 03:46 PM

არრ ვიცი ? blink.gif

Posted by: ანა Dec 30 2011, 03:54 PM

sociopath

მე გიყვარვარ

Posted by: John Dee Dec 30 2011, 05:19 PM

მიყვარს მოყვასი ჩემი და არ მძულს ჩემი მტერი smile.gif

Posted by: td......... Dec 30 2011, 05:34 PM

იყვარს სიჩუმე , მარტოობა და როდესაც არსად არ მეჩქარება..smile.gif

Posted by: Existence Dec 30 2011, 08:54 PM


მე მიყვარს ტვინი რო არ მჭამს....... და სულ ცოტათი მაინც თუ მოვწონვარ მიყვარს.......

Posted by: sky Dec 31 2011, 12:10 AM

დილა მიყვარს, უთენია
სახელი-დილა
გვარი -უთენია
გაჭვირვალე ჰაერი ,იყვარს, ფიჭვები სუნი მიყვარს, მთები, სიმაღლე, სივრცე მიყვარს და კლდის კიდეზე დგომა, ერთი არასწორი ჩასუნთქვა და ძირს რომ შეიძლება აღმოჩნდე აი ეგ გრძნობა მიყვარს biggrin.gif
წვიმა მიყვარს არაადამიანურად და მასთან დაკავშირებული სუნები biggrin.gif (ოღონდ ტრანსპორტში რომ არისხოლმე ის არა biggrin.gif)
ქარი მიყვარს- სულ მგონია, რომ მე მელაპარაკება lol.gif lol.gif
მანდარინი, ფპრთხოხალი და კივი მიყვარს
კიდე ისე ძალიან რომ მიყვარს, და ჯერ რომ გიკვირს რით დავიმსახურე ასეთიო და მერე ღმერთს რომ უხდი მადლობას რომ ის ადამიანი არსებობს smile.gif)
მანქანით სეირნობა მიყვარს საოცრად, ზოგჯერ მგონია, რომ მაგისთვის დავიბადე biggrin.gif biggrin.gif
კიდევ თოვლის სუნი, სიმშვიდე, სისუფთავე და განწყობა მიყვარს, ნაბიჯების ხმა მიყვარს მაგ დროს და სხვა და სხვა განათებაზე სხვა და სხვა ნაირად მბრწყინავი ფიფქები.
განსაკუთრებით მიყვარს მაგ დრს ის, რაც კლავს.. რაღაცნაირად ანათებს და ნაფაზის ხმა რომ გესმის და გათბობს საწაულად kos.gif
ცეცხლი მიყვარს, ნაკვერჩხლები მიყვარს
დანარჩენი მერე yu.gif

Posted by: sky Dec 31 2011, 12:13 AM

უი, კიდე ის მიყვარს, თვალებდახუჭული როცა ვარ და წვეთების და ზოლების ფორმებს რომ ვგრძნობ, თუ მეთვითონ ვხდები
(მეტი მიახლოვებულად ვერ აღვწერ)
და ჩემი ოქროსფერი წერტილები რომ აფორიაქდებიან ხოლმე და ფოკუსს არ ვასწორებ, რომ არ გაქრენ ეგაც biggrin.gif

Posted by: sky Dec 31 2011, 12:17 AM

უი დედა biggrin.gif
ჩემს ზემოთ 2 პოსტი წავიკითხე და ცოდვაში ჩავვარდი biggrin.gif
Aშემშლია თემა Just_Cuz_01.gif

Posted by: ანა Jan 5 2012, 11:30 AM

არ მიყვარს როცა ვერ ვაგებინებ ადამიანს უსიტყვოდ, რომ ვერ ვაგებინებ სიტყვით და მერე რომ ცოტა მებრაზება უკვე

Posted by: ანა Jan 5 2012, 11:31 AM

არ მიყვერს როცა ვერ მიგებენ და როცა დილას ღიმილით ვიწყებ და მიშხამებენ. და რთული აღმოჩნდებახოლმე..

Posted by: earth Jan 5 2012, 12:52 PM

ანა
შეეცადე არავის ჩააშხამებინო შენი დღე. შენი თავი დააყენე რაღაც „ჩაშხამებებზე“ მაღლა და განგრძე ღიმილით. smile.gif

Posted by: ანა Jan 5 2012, 01:17 PM

earth

მადლობ :* ელტონ ჯონის სიმღერები მეხმარება ძალიან. ახლაც ვუსმენ და მთელი დღე ჩემთან იქნებიან

Posted by: td......... Jan 5 2012, 01:19 PM

არ მიყვარს ის სტილი რომლითაც ბოლო წლებია ვცხოვრობ... ვერ ვიტან!

Posted by: earth Jan 5 2012, 02:49 PM

ანა

QUOTE(ანა @ 5th January 2012 - 02:17 PM) *
earth

მადლობ :* ელტონ ჯონის სიმღერები მეხმარება ძალიან. ახლაც ვუსმენ და მთელი დღე ჩემთან იქნებიან

kiss1.gif
td.........
QUOTE(td......... @ 5th January 2012 - 02:19 PM) *
არ მიყვარს ის სტილი რომლითაც ბოლო წლებია ვცხოვრობ... ვერ ვიტან!

რა გაქვს მხედველობაში?

Posted by: LAIRA Jan 5 2012, 03:20 PM

მოდი ჩემთან ლამაზოო
ჩემო კაკლის მურაბაა biggrin.gif

Posted by: td......... Jan 5 2012, 04:16 PM

earth

ციტატა
რა გაქვს მხედველობაში?


როგორ გითხრა, გზაზე რომ შეგხვდეს დიდი წუმპე და დაგეზაროს გარშემო შემოვლა, გატოპავ, გახვალ და აგრძელებ ასე ტალახიანი სიარულს და გეზარება, არ გინდა ტანსაცმლის გამოცვლა...იცი რომ იქვე გაქვს ახალი , სუფთა ტანსაცმელი, მაგრამ გეზარება, გკიდია, სულერთია და უბრალოდ მიდიხარ...

smile.gif

Posted by: earth Jan 6 2012, 11:05 AM

td.........
ამას ჩემი აზრით დაღლა ჰქვია.
დროს ვეძებთ ყველა და დრო არ გვრჩება, მალე გარბიან დღეები.

Posted by: ანა Jan 6 2012, 02:49 PM

არ მიყვარს როცა მეუბნებიან ვერ გააკეთებ, არ შეგიძლია. და ა.შ.. მზღუდავენ

Posted by: td......... Jan 6 2012, 06:08 PM

ციტატა
ამას ჩემი აზრით დაღლა ჰქვია.


earth
ტოტალურ დაღლკას გავს... რომც დავისვენო, არაფერი იცვლება..smile.gif

Posted by: td......... Jan 6 2012, 06:08 PM

ციტატა
არ მიყვარს როცა მეუბნებიან ვერ გააკეთებ, არ შეგიძლია. და ა.შ.. მზღუდავენ
ანა ამის თქმა მსუბუქად რომ ვთქვათ ბოროტებაა. არ სეიძლება ამის თქმა, მითუმეტეს ადამიანის ამაში დარწმუნება!

Posted by: ანა Jan 6 2012, 06:35 PM

td.........

ადამიანები ბოროტებიც არიან, შურიანებიც და მიზეზთა და მიზეზთა გამო დამახინჯებულები და სუსტები. აი ორკებისავით smile.gif))) ელფები იყვნენ, ვერ გაუძლეს და დამახინჯდნენ.
თუმცა მთავარია სიტყვას ძალა არ მიანიჭო.

Posted by: td......... Jan 6 2012, 06:42 PM

ანა
და კიდევ ყველა სიყვარულით მიიღო და გახსოვდეს რომ ის ერთ დროს ელფი იყო..

Posted by: ანა Jan 6 2012, 10:20 PM

არ მიყვარს რომ არ ვიცი რა ვაკეთო და რომ მგონია სხვებს ვაცდენ, განაკუთრებით რომ მგონია სხვებს ვაცდენ.. წავიდე სუფრა გავშალო,რამე საჭმელი გავაკეთო მაინც

Posted by: გრიფონი Jan 7 2012, 09:59 AM

არ მიყვარს თურქეთი & ირანი, როცა ადამიანები ვერ მიგებენ, სიგარეტის მოწევა, სიცივე და ზამთრი, ...

Posted by: Hel Loki Jan 8 2012, 12:16 AM

QUOTE(Zet @ Apr 21 2007, 06:08 PM) *
ამ ფორუმში სულ ”გვიყვარს” და ”ყველა გვიყვარს” , ამაზეა ლაპარაკი და ეხლა დაწერეთ ვინ არ გიყვართ

მე მაგალითად არ მიყვარს...
ცუდი მანქანის ხელოსნები (95% ეგეთია)... სისხლს რო გაგიშრობენ)))
ცუდი ექიმები (პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცი)...
და კიდე ერთი კატეგორია თუ ჯგუფი, მარა მაგას არ დავწერ)))

მე არ მიყტვარს ეს ფარისევლური : აუუუ ყველანი მიყვარხართ და აშ...

არაა ასე. უბრალოდ ვერ. ეს არ სიყვარული იგნორით გამოიხატება ჩემს შემთხვევაში. გაღიზიანება იშვიათად.
ადამიანებში... რა ვიცი ხან ვინ მაჭერს მაზოლზე ხან ვინ... აგრესორები და სულელები. მაგრამ არ მიყვარს არ ვიტყოდი. მეშინია ალბათ უფრო და ვცდილობ შორს ვიყო ასეთი ადამიანებისაგან.

Posted by: ანა Jan 8 2012, 01:03 AM

არ მიყვარს დამოკიდებული რომ ვხდები და ლოდინში ან ოცნებაში ვკარგავ დროს..

Posted by: LAIRA Jan 8 2012, 11:30 AM

არ მიყვარს ადამიანები რომელთაც წიგნების და ფილმების ყურებით აქვთ ცხოვრება შეცვლილი,წერით აზროვნებენ და მხოლოდ თავის თავი უყვართ
ეგოისტები არ მიყვარს რომლებიც ადამიანებს განასხვავებენ და კარგ და ცუდ ჯგუფებად ყოფენ
ისინი არიან თვითდაჯერებული და ზემდგომი ადმიანები რომელთაც მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ თავში
სხვაზე მეტი არიან
სხვაზე მეტი წაუკითხავთ
სხვაზე მეტი იციან
სხვაზე მშვიდები არიან
სხვაზე უკეთესები არიან და ამას უბრალოდ არ იმჩნევენ,თუმცა მათი ყოველი სიტყვა მიხვრა-მოხვრა და გამოხედვა მხოლოდ ერთზე მეტყველებს
როგორ ეცოდებათ დანარჩენები.
ასეთებს მზად ვარ დავანახო მთელი თავისი სიმართლე,შეიძლება ეტკინოთ და ეწყინოთ,არა კი არ ეტკინებათ(მათ სად იციან ტკივილი)უბრალოდ დაიკიდებენ
არა ასეთი ადამიანების საშველი არაა ამ პლანეტაზე,ეს ის პლანეტაა სადაც ამას კარგად გამოავლენენ
შემდეგ კი ასეთი ადამიანები წავლენ ისეთ პლანეტაზე სადაც იძულებით ასწავლიან სიმდაბლეს.
მერე კი დაბრუნდებიან მადლიერები,ამდენად არ მაქვს მე მათი სიძულვილის საფუძველი
გამოდის რომ ისინი მე მიყვარს
დიახ
მე ისინი არ მძულს
არ შემიძლია მათი სიძულვილი
ისინი მაინც გაივლიან იმ გზას რომელიც უნდა გაიარონ

Posted by: ანა Jan 8 2012, 10:39 PM

არ მიყვარს როცა ჩემში, ბოღმა და უკმაყოფილება გროვდება. და ვერ ვუმკლავდები..
არ მიყვარს რომ დამოკიდებული ვარ სხვა ადამიანზე ემოციურად და გონებრივად.

Posted by: free man Jan 8 2012, 11:13 PM

არ მიყვარს ცუდი საჭმელი laugh.gif ეხლა ეს გამახსენდა იმიტო რო მმშია biggrin.gif

Posted by: Existence Feb 3 2013, 12:51 AM

უტრაკო შიბზიკები სულ რო დაყენებული გაბრაზებული მზერა აქვთ - წადით ქალებში

Posted by: sentimennte Feb 3 2013, 01:53 AM

Ar miyvars roca zalian magviandeba da mechqareba da titqmis cariel trasaze marshutka migogavs smile.gif) ai es ar miyvars kidev, am dromde rom mgvizavs da dilit dashterebuli vdgebi ..hoda wavedi axla da kidev manis papa ar miyvars huh.gif kaliebic ar miyvarda mara axla gadamiara, yovelshemtxvevashi ise agar meshinia smile.gif))

Posted by: teepurple Feb 3 2013, 01:55 AM

არ მიყვარს ნებისმიერი სახის ჩაგვრა
არ მიყვარს წიგნებს და ცხოველებს ცუდად რომ ექცევიან (კიდე შეიძლება დამატება)
არ მიყვარს ზემოდან რომ მიყურებენ (არაპირდაპირირი გაგებთ, თორემ ჩემი სიმაღლის გამო ახლა ნევროზი უნდა მქონდეს biggrin.gif )
არ მიყვარს ჩემს ცხოვრებას უხეშად რომ ეხებიან
არ მიყვარს დედაჩემი მუსიკის ხმამაღლა მოსმენას რომ მიშლის
არ მიყვარს დამოუკიდებლობას რომ მიზღუდავენ
არ მიყვარს შენიშვნები და უადგილო რჩევები
არ მიყვარს რაღაც რომ არ გამომსის ისე როგორც მე მინდა
არ მიყვარს ასეთი ეგოისტი რომ ვარ (თუმცა ეს არ გულისხმობს იმას რომ სხვებზე არ ვზრუნავ)
კიდევ ბევრი რამ არ მიყვარს და წერა მეზარება!

Posted by: matashi Feb 3 2013, 06:08 PM

არ მიყვარს ირონი, ცინიზმი,გული მერევა პადოფილებზე,ნეკროფილებზე,ვერ
ვიტან რასისტებს,მეზიზღებიან სკინჰედები

Posted by: kindatma Feb 3 2013, 11:17 PM

სიამაყე

Posted by: virusi Feb 3 2013, 11:31 PM

ar miyvars bevri laparaki, mdzuls somxebi (mezizgeba es vireshmakebis modgma!) magizianebs sibnele,humanizmi, mimtevebloba. yvelaze metad mainc aes vitomkactmoyvareoba da pacifizmi ar miyvars!

Posted by: teepurple Feb 3 2013, 11:32 PM

QUOTE(virusi @ Feb 3 2013, 11:31 PM) *
ar miyvars bevri laparaki, mdzuls somxebi (mezizgeba es vireshmakebis modgma!) magizianebs sibnele,humanizmi, mimtevebloba. yvelaze metad mainc aes vitomkactmoyvareoba da pacifizmi ar miyvars!

რატომ?
აი ვითომ კაცთმოყვარეობა გავიგე მარტო

Posted by: virusi Feb 3 2013, 11:36 PM

imitom, rom siyalbea!!!

Posted by: teepurple Feb 3 2013, 11:40 PM

QUOTE(virusi @ Feb 3 2013, 11:36 PM) *
imitom, rom siyalbea!!!

შეიძლება იყოს სიყალბეც. თუმცა სომხებში და სიბნელეში ცოტა მიჭირს სიყალბის დანახვა. ჰო კიდე ყველანაირი ადამიანი არსებობს და ცუდია რომ მარტო ყალბებს ხვდები.
ამ სორი გავაოფე თემა.
მე ვერ ვიტან როცა რამე მაწუხებს!

Posted by: narilla Feb 3 2013, 11:54 PM

არ მიყვარს ეს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, ამიტომ მირჩევნია ისევ წარმოსახვითი წარმოდგენა მქონდეს მასზე; არ მიყვარს, როცა ადგილს ვერ ვპოულობამ სამყაროში; არ მიყვარს, როცა ადამიანში დაბლოკილია სხვა სამყაროების დანახვის შესაძლებლობა; არ მიყვარს, როცა ამის ნაცვლად, ადამიანები შეუღწევადი ზომბები ხდებიან. არ მიყვარს, როცა ადამიანში სულიერს ვერაფერს ვხედავ. არ მიყვარს ჩიხი და გასასვლელის მოჩვენებითი არარსებობა, არ მიყვარს, როცა მიკრძალავენ რაიმეს; არ მიყვარს, როცა მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შემიძლია... იმაზე მეტის, რასაც ვაკეთებ და თან ბოლომდეც ვერ ვაცნობიერებ, რამდენად ბევრის გაკეთება შემიძლია. არ მიყვარს, როცა ჰაერი არ მყოფის და ეს სამყაროც არ მყოფნის, რადგან სრული ვაკუუმია ჩემ გარშემო ამ დროს. ცუდი შეგრძნებაა. არ მიყვარს, როცა მეჩვენება, რომ ცა დაპატარავდა, აღარ არის ისეთი უკიდეგანო, როგორიც ადრე იყო ჩემთვის. არ მიყვარს, ყველაზე მეტად ის არ მიყვარს, რომ ძნელია ბოლომდე ჩემი აღქმა, მთლიანობაში რა თქმა უნდა შეუძლებელია ადამიანის სრული აღქმა, მაგრამ მაინც... არ მიყვარს, როცა კონკრეტულ დრო და კონკრეტულ ადგილას ყოფნისას თავი მავიწყდება და გაქრობას ვიწყებ...

Posted by: vano kazbegi Feb 4 2013, 12:32 AM

კარგი და ცუდი ყველგან არის. სომხებზე რა გითხრა რას აფხაზეთში ქართველებს თავები მოაჭრეს და ბეხბურთი ითამაშეთ. ყველა სომეხი ცუდი ვერ იქნება მაგრამ თითოულებშია ცუდი.

Posted by: virusi Feb 4 2013, 02:57 AM

zeg. erevanis universitetshi chatardeba simpoziumi saxelwodebit:
somexi gachnda pirvelad tu maimuni?! lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: elli Feb 5 2013, 10:35 PM

არ მიყვარს დიეტაზე საუბარი.
არ მიყვარს ხელფასზე საუბარი.
არ მიყვარს მეშჩანები.
არ მიყვარს კოხტაპრუწა ადამიანები.
არ მიყვარს კატები.
არ მიყვარს იდიოტური კითხვებით რომ მაბრუებან.
ბავშვობაში არ მიყვარდა რომ მეკითხებოდნენ დედა უფრო მეტად გყვასრს თუ მამა?

Posted by: basila1913 Feb 5 2013, 10:58 PM

არ მიყვარს მთავრობა
არ მიყვარს ხელფასისდღის ბოლო დღეები
არ მიყვარს შაქრიანი ჩაი
არ მიყვარს ცუდი ხარისხის მუსიკა ( აქ ვგულისხმობ ცუდ ჩანაწერს , პრინციპში ორივეაზროვნად არმიყვარს ცუდი მუსიკა)
არ მიყვარს მოწესრიგებული ცხოვრება
არ მიყვარს რელიგაზე საუბარი და ზედმეტად რელიგიური ხალხი
არ მიყვარს დამჯდარი ტელეფონი
არ მიყვარს ბებიასთან ნაჭამი მისვლა biggrin.gif ( იცით ალბათ რას ვგულისხმობ )

Posted by: earth Feb 5 2013, 11:09 PM

ე.ი. გიყვარს ბებიას საჭმელი biggrin.gif

Posted by: Fee Feb 6 2013, 09:08 PM

არ მიყვარს დაღლილი რო ვარ და დაწოლაც კი რო მეზარება.....

Posted by: basila1913 Feb 7 2013, 04:14 PM

QUOTE(earth @ Feb 5 2013, 11:09 PM) *
ე.ი. გიყვარს ბებიას საჭმელი biggrin.gif

კიკი სწორად მიმიხვდი biggrin.gif

Posted by: earth Feb 7 2013, 05:55 PM

biggrin.gif

Posted by: td......... Feb 7 2013, 06:24 PM

არ მიყვარს ჩემი ცხოვრების ბოლო 35 წელიწადი..

Posted by: Hungry daze Feb 8 2013, 05:55 PM

aes tkivili mezareba ra! tan ra amindia?! gavardebodi egreve!

Posted by: earth May 6 2013, 07:54 AM

ისე მე არ მიყვარს ეს დღეები, არვიცი რატომ, უფრო უარყოფითი განწყობა მოაქვს რატომღაც. აღდგომიდან რაც მიყვარს ეს არის წითელი კვერცხი(მხოლოდ ბუნებრივი საღებავით!!!) და პასქა. არ მიყვარს გაუთავებელი სროლები, რომ იწყებენ ზოგი ზეიმის მიზნით, არ მიყვარს ხორცის უზარმაზარი რაოდენობის შეწვა რომ ხდება.
ასევე მიყვარს წმინდა ცეცხლის მიღების პროცესი, როცა ერთი სანთლით მთელი შეგროვილი ხალხი ანთებს სანთლებს smile.gif

Posted by: Anima Gemella Sep 28 2013, 02:12 PM

საკუთარუი მამა როგორ უნდა ეზიზღებოდეს ადამიანს.
აი დღესაც ვუყვირე და ვეცხუბე.. იმდენი წლის წყენები მაქვს ჩარჩენილი, აი იმდენი, ოცჯერ მინდოდა თავის მოკვლა ალბათ რომ მიყვიროდა და ტუალეტში ვიკეტებოდი
ჭადრაკის გაგონება არა მინდა და ისე მძაფრად მაქვს ეხლა ეს ყველაფერი. თითქოს აქ და ახლა ისევ ის პატარა გოგო ვარ და რა ვქნა არ ვიცი,
ანუ ვიცი მაგრამ მაინც ცუდად ვარ.. და გამართლებითაც დავიღალე. კაცების უმეტესობა უბრალოდ ყ^&ლეა, მითუმეტეს საქართველოშ, და აღარც ეს ძიება შემიძლია აკრგის.
თუ არ გამსოწორებ და იგივე ნაგვად რჩება sad.gif ვიცი რო ასე ფიქრი არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მიჭირს.. აი ძალიან და რა ვქნა...

Posted by: Anima Gemella Sep 28 2013, 02:15 PM

იზი მიყვარს, სენტიმენტე.
იმიტომ რომ ყოველთვის მკითხულობს და ვახსოვარ.. როცა ცუდად ვარ და ბრძოლა მაქვს ფიქრებში აი თვითონაც ვერ ხვდება ისე გამოჩდებახოლმე, და მახსენებს იმ ყველაფერს კარგს რაც თავისი გამოჩენითდა მეგობრობით მასწავლა.. smile.gif ეხლაც ზუსტად მოწმერა, სულ ასეთ მირეკავს და ემხიანება და მიყვარს ამისთვის

Posted by: Anima Gemella Sep 28 2013, 02:41 PM

http://25.media.tumblr.com/8609797ffd7abcc5a9727a5fb963bfad/tumblr_mm53lwloV91s2kbyro1_500.gif

ამას შევხედე დაგული მომიკვდა, მამაჩემს არასოდეს გადაუსვამს თავზე ხელი და არ ვუჭყუმპალებივარ მითუმეტეს sad.gif ხო და ამიტომ შემიყვარდა ირაკლი, მიხვდი რატოაც..
წავედი, ისე დავითღგუნე ეხლა ტირლი მინდა, რატო Mჭირს სუ ასე ცვლიბებეი ვაჰ

Posted by: Plasmodium Sep 28 2013, 11:35 PM

QUOTE(td......... @ Feb 7 2013, 06:24 PM) *
არ მიყვარს ჩემი ცხოვრების ბოლო 35 წელიწადი..

:რამეგაოცებულისიცილაკი:

Anima Gemella
http://25.media.tumblr.com/8609797ffd7abcc...2kbyro1_500.gif
ეს ვინ არის?

პ.ს. რა გჭირს? გაგანადგურებს ეს უკონტროლო ემოციები

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)