Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სიზმართხილვა _ ერთობლივი სიზმარხილვა

Posted by: mata Aug 29 2012, 12:26 PM

შაბათს ღამე ვაპირებთ რომ გავაკეთოთ ერთობლივი სიზმარხილვა.
ანუ შაბათი რო დაღამდება და კვირა რო თენდება

აქ მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა მსურველმა. არა აქვს მნიშვნელობა ნაცნობია თუ უცნობი, ძმაკაცია თუ დაქალი. ყველას შეგიძლიათ ჩაებათ

რას ვაკეთებთ:
დავწვებით დასაძინებლად და დავიძინებთ.
ვაყენებთ მაღვიძარას 11:55 სთ.(1–ელი გაღვიძება) რო დარეკავს მაღვიძარა, ვიღვიძებთ და ვცდილობთ გავიხსენოთ რამე ხო არ გვახსოვს სიზმრის ნაგლეჯი.
ვიხსენებთ, ვიხსენებთ და თუ გაგვახსენდება რამე, ფურცელზე ჩავწეროთ დეტალებში რა და როგორ.
მერე შემოდიხარ ფორუმზე აქ და ამ თემაში აფიქსირებ შენ თავს რო გაიღვიძე. ასე იქცევა ყველა.
სიზმრის მოყოლა შეგიძლიათ, მარა არ არის აუცილებელი, მთავარია გაიხსენოთ და ჩაიწეროთ.

1:00 საათამდე გავდივართ ყველა ფორუმიდან და ვიძინებთ 1–ზე ისევ. მაღვიძარას ვაყენებთ 3:00 სთ–ზე (მე–2 გაღვიძება)

მე–2 გაღვიძებაც ისეთივეა როგორც პირველი, ვცდილობთ გავიხსენოთ რა ვნახეთ და ჩავწეროთ დეტალებში. შემდეგ შემოვდივართ ფორუმზე და ვაფიქსირებთ 2–ედ გაღვიძებულთა სიაში ჩვენს თავს.

4 საათამდე ფორუმიდან გავდივართ ყველა და ვიძინებთ 4–ზე ზუსტად. მაღვიძარას ვაყენებთ 6 ზე. (მე–3 გაღვიძება)
მე–3 გაღვიძებაც ისეთივეა როგორც პირველი და მეორე, ვცდილობთ გავიხსენოთ რა ვნახეთ და ჩავიწეროთ ყველა დეტალი. შემდეგ შემოვდივართ კვლავ ფორუმზე და ვაფიქსირებთ ჩვენს თავს 3–ედ გაღვიძებულთა სიაში.


7 საათამდე ფორუმიდან გავდივართ ყველა და ვიძინებთ 7 ზე ზუსტად. მაღვიძარას ვაყენებთ 9 ზე. (მე–4 გაღვიძება)
მე–4 გაღვიძებაც ისეთივეა როგორც პირველი, მეორე და მესამე. – ვცდილობთ გავიხსენოთ რა ვნახეთ და ყველა დეტალი ჩავწეროთ.
შემდეგ შემოვდივართ ფორუმზე და ვაფიქსირებთ ჩვენს თავს 4–ედ გაღვიძებულთა სიაში.



ვინც ვერ გაიღვიძებს და ფორუმზე არ დაფიქსირდება – ვარდება თამაშიდან. ვნახოთ ვინ გაქაჩავს ბოლომდე
წაგებულებმა უნდა იკისროთ და მოგებულები დაპატიჟოთ ერთ კარგ პონტში.


აბა მსურველების რეგისტრაცია დაიწყოო )))




Posted by: mata Aug 29 2012, 12:37 PM

კაი არ გვინდა დაპატიჟება, ზოგი შორსაა . ისე გავაკეთოთ
უბრალოდ გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები.






Posted by: mata Aug 29 2012, 12:40 PM

ეს არის ჩვეულებრივი სიზმარხილვის პრაქტიკა, რომელიც ადამიანში ხსნის უამრავ შესაძლებლობებსა და ცოდნას.
ძალიან სასარგებლოა ჩვენი გონებისთვის ასეთი პრაქტიკა და მე მოგეხსენებათ უკვე ორი წელია ამ პრაქტიკას მივდევ შეძლებისდაგვარად.

ერთად ძაან გამიხარდება თუ გავაკეთებთ, უფრო სახალისოც იქნება და მეტი პასუხისმგებლობაც

Posted by: anima mundi Aug 29 2012, 12:47 PM

მინდა, ვმონაწილეობ და მანამდე სამი დღეც მაქვს სიზმრებზე კონცენტრაციისთვის.
აიმ ინ

Posted by: Atm@n Aug 29 2012, 01:22 PM

mata

1 საათიანი შუალედები 30-40 წუთამდე რომ შევამციროთ არ ჯობია?

Posted by: mata Aug 29 2012, 03:19 PM

რატოო

Posted by: Atm@n Aug 29 2012, 06:40 PM

mata

აბა 1 საათი რა ვაკეთო ხოლმე კომპიუტერთან? ან დრო როგორ გავიყვანო?

Posted by: mata Aug 29 2012, 07:07 PM

Atm@n

ააა რავი რამე მოიფიქრე მაგ:
ადექი წყალი დალიე, ფანჯარა გამოაღე, ჰაერი ჩაისუნთქე, მერე დადექი და იცქირე აქეთ იქეთ. რო მოვა დრო დაწექი და თვალები დახუჭე.

Posted by: mata Aug 29 2012, 07:09 PM

ე.ი. ჯერ ვართ

1. mata
2. anima mundi
3. Atm@n

Posted by: natuka Aug 29 2012, 09:06 PM

მეც ჩამწერეთ smile.gif

Posted by: mata Aug 30 2012, 02:05 PM

ძალიან კარგი, უკვე ოთხი ვართ

1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka

Posted by: tikoroma Aug 30 2012, 07:28 PM

მეც მინდა. ჩამწერეთ

Posted by: mata Aug 30 2012, 08:13 PM

1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
5. tikoroma
6.


კარგია, კიდევ ორი დღე დაგვრჩა

Posted by: tikoroma Aug 30 2012, 10:25 PM

რამე თემას არ მოვიფიქრებთ?

Posted by: Ceeport Aug 30 2012, 10:40 PM

მეც ჩამწერეთ, სავარაუდოდ შემოგიერთდებით wink.gif

Posted by: narilla Aug 30 2012, 11:03 PM

მატა, მეც შემოგიერთდებით, მაგრამ ერთი პრობლემაა, ჩემთვის ძაან მოუხერხებელია ყოველი გაღვიძებისას ფორუმზე შემოსვლა, თან ადვილად ვფხიზლდები და იდეა მაქვს, ყოველ ინტერვალში რაც დაგვესიზმრება ფურცელზე რო დავწეროთ და დილით ყველამ წარმოვადგინოთ ერთგვარი "რეზიუმე", ანუ ოთხი სიზმარი, თუმეტი ან ნაკლები არ იყო, რავი რას იტყვით?

Posted by: Zet Aug 30 2012, 11:04 PM

მეც)

Posted by: earth Aug 31 2012, 07:36 AM

narilla

QUOTE
მატა, მეც შემოგიერთდებით, მაგრამ ერთი პრობლემაა, ჩემთვის ძაან მოუხერხებელია ყოველი გაღვიძებისას ფორუმზე შემოსვლა, თან ადვილად ვფხიზლდები და იდეა მაქვს, ყოველ ინტერვალში რაც დაგვესიზმრება ფურცელზე რო დავწეროთ და დილით ყველამ წარმოვადგინოთ ერთგვარი "რეზიუმე", ანუ ოთხი სიზმარი, თუმეტი ან ნაკლები არ იყო, რავი რას იტყვით?

+1
მასე მეც შემოგიერთდებით smile.gif

Posted by: mata Aug 31 2012, 09:57 AM

თემა არ გვინდა თავისუფლად ვიყოთ, საც რაზე უნდა იმაზე იფიქროს. ვნახოთ ჯერ ასე რა გამოვა...

ეს ფორუმზე შემოსვლა და დაფიქსირება ძაან მნიშვნელოვანი მომენტია, მაგას ვერ შევცვლი ხალხო.
.... მანდ არ ნდობაზე კი არ არის, მნიშვნელოვანია ის რომ გაღვიძებულები ერთმანეთთან კონტაქტზე გავიდეთ- გაღვიძების მომენტში უნდა იცოდე და გაიგო კიდევ ვინ გაიღვიძა, ვინები ხართ ერთად(ეს არის ამ პროექტში ერთობლიეობა). ხოდა ეს საკონტაქტო საშვალება შეიძლება იყოს ფორუმი (რადგან რო დაწერ ყველა გხედავს) , მობილურებითაც შეგიძლიათ ფორუმზე შემოსვლა და ერთი სიტყვის დაწერა რო "გავიღვიძე"... და ვისაც მობილურში ინტერნეტი არა აქვს, მაშინ დამიმესიჯოს და მე შევიყვან სიაში. (ეს ყველაზე უარეს ვარი.ანტში) ამაზე მეტის დათმობა აღარ შემიძლია, უკვე პროექტს ჩააგდებს.

earth .... არ ვიცი რა ვქნა შენზე, მობილურზე ვერ დამიმესიჯებ? - დილამდე რო კონტაქტზე არ გამოხვიდე, ჩათვალე რო დაგკარგეთ. მე არ მინდა შენი დაკარგვა

Posted by: mata Aug 31 2012, 09:59 AM

მონაწილეობენ:

1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
5. tikoroma
6. Ceeport
7. narilla
8. Zet
9.




უკვე რვა ვართ, მაგარია

Posted by: narilla Aug 31 2012, 12:00 PM

ok წესებს დავიცავ...

Posted by: Mel Aug 31 2012, 12:53 PM

რო არ დამეძინოს რა ვქნა ?

Posted by: mata Aug 31 2012, 04:52 PM

Mel

1 საათიან შუალედებზე მეკითხები?
მაღვიძარა რო დარეკავს წამოდექი, ცოტა ხანი ლოგინზე ჩამოჯექი და ეცადე გაიხსენო რა ნახე. მერე ფორუმზე უნდა შემოხვიდე და ამ თემაში დაწერო რო გაიღვიძე, აქ სხვებიც ვიქნებით მაგ დროს გაღვიძებულები. ასე თუ მოიქცევი აღარ დაგეძინება, მთავარია ერთი წამოდგე...

Posted by: mata Aug 31 2012, 04:56 PM

დღეს პარასკევია, შაბათი ახლოვდება

ვეცადოთ შაბათ დღეს ტკბილეულობა საერთოდ არ მივიღოთ ან ძაან ცოტა. არც ხილი არ არის რეკომენდირებული. სიტკბო ძალიან უშლის ხელს სიზმარხილვას.
ძილის წინ განსაკუთრებით არ შეიძლება არანაირი სიტკბოს და საერთოდ საჭმლის ჭამა.
ასევე ნუ მიიღებთ მწარე საკვებს.

მარა თუ ძაან გშია და იმდენად გშია რო ვეღარ იძენებ, მაშინ ჯობია ჭამო. (ეს იმათ გასაგონად, ვისაც ღამე უყვარს ჭამა)

Posted by: mata Aug 31 2012, 05:14 PM

ძალიან კარგი იქნება (ვინც შეძლებს გააკეთოს) თუ ძილამდე 4 საათით ადრე შეჭამთ საჭმელს.
მარა ვთქვათ ამას თუ ყველა ვერ შეძლებს, არაუშავს, ვისაც როგორ შეუძLია ისე გააკეთოს.

განწყობა არ უნდა გაგვიფუჭდეს ამ ყველაფრით, პირიქით...


ანუ საჭმლის ამბავი თქვენ თვითონ დაარეგულირეთ, აქ მკაცრი წესები არ არის. თუმცა მე გითხარით როგორ ჯობია თუ გინდა რო კარგი შედეგი მიიღო.... დანარჩენი თქვენ იცით/..

Posted by: mata Sep 1 2012, 01:16 PM

ე.ი. დღეს გვაქვს ღამე სიზმარხილვა
აბა მოემზადეთ....

Posted by: mata Sep 1 2012, 01:18 PM

სულ 8 კაცი ვართ, მემგონი ყველა მიწერია ვისაც უნდოდა

1. mata
2. anima mundi
3. Atm@n
4. natuka
5. tikoroma
6. Ceeport
7. narilla
8. Zet

Posted by: natuka Sep 1 2012, 02:30 PM

QUOTE
ე.ი. დღეს გვაქვს ღამე სიზმარხილვა
აბა მოემზადეთ....


მზად ვარ. როგორც მე გავიგე ყოველ ერთსაათში უნდა გავიღვიძო და საიზმარი დავიმახსოვრო.


Posted by: mata Sep 1 2012, 02:34 PM

natuka

ყოველ 2 საათში უნდა გავიღვიძოთ და 1 საათი ვიფხიზლოთ.

Posted by: natuka Sep 1 2012, 02:44 PM

mata
გასაგებია smile.gif

Posted by: gio.geoo Sep 1 2012, 02:59 PM

mata
1 საათიანი ფხიზლობის შემდეგ შეიძლება ბევრმა ვეღარ დაიძინოს რავიცი

Posted by: mata Sep 1 2012, 03:01 PM

gio.geoo

ეგ არის სიზმარხილვა, უნდა გამოფხიზლდე და დაიძინო.
ბევრი რო ვიქნებით ერთად შევძლებთ, თუ ერთსულოვნება იქნება არ გაგვიჭირდება.

Posted by: mata Sep 1 2012, 07:55 PM

ა ბა აბა ხო ხართ მზად.... 10 საათზე ვწვებით ყველა დასაძინებლად
და გელოდებით 12-ზე ისევ აქ

შეხვედრამდე )


Posted by: Ceeport Sep 1 2012, 09:58 PM

მე ჯერ სტუმრად ვარ საქეიფოდ, იმედია მალე მივალ სახლში.

არ ვსვამ ნუ გეშინიათ biggrin.gif

Posted by: gio.geoo Sep 1 2012, 10:13 PM

ყველამ მოახერხეთ დაძინება? biggrin.gif

Posted by: Mel Sep 1 2012, 11:09 PM

ჯანდაბა .. ეხლა მოვედი სახლში .. ვერ ვასწრებ, მერე გავაკეთებ ჩემს პონტში, როგორც ვიცი ესე უფრო შეიძლება გააცნობიერო სიზმარი .. მოკლედ ვერ გიერთდებით .. კაი ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ , თქვენ იცით : D

Posted by: Ceeport Sep 1 2012, 11:38 PM

მე პირველი საათიდან შემოგიერთდებით, 10ზე დაძინება არ გამოვიდა, სახლში არ ვიყავიwink.gif

Posted by: narilla Sep 1 2012, 11:50 PM

მე ვერ ვიძინებ გარკვეული მიზეზებისდაგამო sad.gif გამოვეთიშები.......... ბოდიშს მოგიხდით, სხვაგვარად არ მოხერხდა..... რაღაც პრობლემა შემექმნა დღეს..... ვვარაუდობდი რო დამეძინებოდა, მაგრამ სანერვიულო გამომიჩნდა და საერთოდ ვეღარ ვიძინებ. იმედია ეს არ ისახება თქვენზე.............

Posted by: gio.geoo Sep 2 2012, 12:01 AM

12:01 წუთია დაეძინათ biggrin.gif ნწ ნწ

Posted by: mata Sep 2 2012, 12:03 AM

მე გავიღვიძე


Posted by: natuka Sep 2 2012, 12:04 AM

bf_nonew.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 12:06 AM

ყოჩაღ ნატუკა

პრივეტ smile.gif

Posted by: natuka Sep 2 2012, 12:07 AM

l_daisy.gif

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 12:12 AM

თითქმის არ დამეძინა. ცოტა წავთვლიმე და სიზმარი არც მინახავს მგონი. ყოველ შემთხვევაშI არ მახსოვს...

Posted by: mata Sep 2 2012, 12:14 AM

ატმან პრივეტ smile.gif

სამნი ვართ ჯერ ჯერობით გაღვიძებულები ....

მატა, ნატუკა, ატმანი

Posted by: Ceeport Sep 2 2012, 12:18 AM

მე 1ზე დავიძინებ და 3ზე გავიღვიძებ, მემგონი არაუშავს ხო პირველი რომ გამოვტოვე?

Posted by: mata Sep 2 2012, 12:26 AM

Ceeport

სამწუხაროდ ვეღარ შემოგვიერთდები, უკვე დაწყებულია.

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 12:31 AM

გავედი, ცოტ ადრე დავიძინებ, იქნებ ჩამეძინოს.

Posted by: mata Sep 2 2012, 12:34 AM

კაი ატმან

აბა გელოდები 3-ზე იცოდე


გადით ვისაც გასვლა უნდა.
მე დაველოდები სხვებს, იქნებ გამოჩნდნენ

Posted by: Ceeport Sep 2 2012, 12:40 AM

სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ... არაა? tongue.gif

Posted by: gio.geoo Sep 2 2012, 12:44 AM

mata
მატა ნახე სიზმარი?

Posted by: tikoroma Sep 2 2012, 12:44 AM

დავაგვიანე? ვიხსენებდი რა დამესიზმრა

Posted by: mata Sep 2 2012, 12:45 AM

ციტატა(Ceeport @ 2nd September 2012 - 12:40 AM) *
სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ... არაა?


არა

Posted by: mata Sep 2 2012, 12:46 AM

tikoroma

არა არ დააგვიანე, ყოჩაღ smile.gif

ოთხი ვართ უკვე, მე, ნატუკა, ატმანი და თიკორომა

Posted by: mata Sep 2 2012, 12:49 AM

ვინც არ თამაშობთ, ნუ პოსტავთ ამ თემაში

Posted by: Ceeport Sep 2 2012, 12:49 AM

sad.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 12:50 AM

ვინც არ თამაშობს გადით აქედან


Posted by: mata Sep 2 2012, 12:55 AM

ე.ი. I გაღვიძება

1. მატა
2. ნატუკა
3. ატმანი
4. თიკორომა

ესენი ვართ ვინც ვაგრძელებთ ...
ვიძინებთ ეხლა ჩვენ და 3 საათზე ისევ აქ ვიკრიბებით

დროებით

Posted by: gio.geoo Sep 2 2012, 01:01 AM

აზრი გამაგებინა არ მინდა არაფერი ჩემით გავალ აქედან ohmy.gif biggrin.gif

Posted by: Existence Sep 2 2012, 02:32 AM

biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 03:06 AM

მე გავიღვიძე

Posted by: gio.geoo Sep 2 2012, 03:10 AM

mata
როგორც ჩანს ჩაეძინა ხალხს biggrin.gif

Posted by: tikoroma Sep 2 2012, 03:11 AM

მეც გავიღვიძე. სიზმარი არ მახსოვს. ძნელად ვიძინებ. 1 სთ ძლივს გამომდის მგონი ძIლი. რა სიზმარი უნდა ვნახო

Posted by: mata Sep 2 2012, 03:15 AM

tikoroma
ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზეა.

ასე გავაგრძელოთ

ყოჩაღ შენ smile.gif

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 03:35 AM

ცოტა გვიან გამეღვიძა. სამაგიეროდ 2 სიზმრის ნახვა მოვასწარი.

Posted by: mata Sep 2 2012, 03:41 AM

Atm@n მალადეც smile.gif

ჩაიწერე ყოველი დეტალი რასაც ნახავ.

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 03:41 AM

აბა 6 საათამდე! იქნებ გაცნობიერებაც მოვახერხო biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 03:43 AM

დროებით smile.gif

Posted by: Lashapoli Sep 2 2012, 03:55 AM

QUOTE(Existence @ Sep 2 2012, 03:32 AM) *
biggrin.gif

biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 04:01 AM

ე.ი. II გაღვიძება

1. მატა
2. თიკორომა
3. ატმანი

ჩვენ სამნი ვაგრძელებთ

6 საათამდე , დროებით smile.gif

Posted by: old_man Sep 2 2012, 04:04 AM

ჰეჰე სიზმართმიხლველებო რა დღეში ხართ თქვენ აქა biggrin.gif
დაიძინეთ ახლავე! angry.gif

Posted by: Lashapoli Sep 2 2012, 04:37 AM

QUOTE(old_man @ Sep 2 2012, 05:04 AM) *
ჰეჰე სიზმართმიხლველებო რა დღეში ხართ თქვენ აქა biggrin.gif
დაიძინეთ ახლავე! angry.gif

აღიარე ეხლა, შენს გაცნობიერებულ სიზმრებში ხო იყავი ხოლმე ფორუმის ადმინი?? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 06:01 AM

კუ-კარე-კუუუუუ!!! biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 06:06 AM

გავიღვიძე smile.gif


Posted by: tikoroma Sep 2 2012, 06:10 AM

მეც გავიღვიძე

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 06:14 AM

7-ის მერე რომ აღარ მეძინება ხოლმე? sad.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 06:19 AM

ე.ი. III გაღვიძება

1. ატმანი
2. მატა
3. თიკორომა


ყოჩაღთ რაა ძაან მაგრები ხართ, გავდივართ ბოლოში
წავედით ეხლა აქედან და ვიძინებთ, 9 სთ-მდე


Posted by: mata Sep 2 2012, 06:21 AM

ატმან , ბოლოში ვართ უკვე

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 06:27 AM

ოკ. ვეცდები! wink.gif

Posted by: natuka Sep 2 2012, 07:32 AM

sweet.gif

Posted by: earth Sep 2 2012, 08:49 AM

mata
მე არ შემოგიერთდით მაგრამ თქვენთან ვიყავი მგონი smile.gif
სიზმარში გნახე და გამეღვიძა, გავიმეორე სიზმარი და მაინც დამავიწყდა. მერე ჩამეძინა და რაღაც სხვა სიზმარი ვნახე კიდე.

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 08:50 AM

wacko.gif გამოვშტერდი ამდენი ძილისგან biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 09:05 AM


მე და ატმანი ვართ ჯერ,
თიკოსაც დაველოდოთ.

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 09:11 AM

ვერც ერთი სიზმარი ვერ გავაცნობიერე. ეტყობა მოტივაცია მაკლია, და ენერგიაც.

Posted by: mata Sep 2 2012, 09:13 AM

ატმან დილით მეოთხეზე დაიძინე? თუ ვერა

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 09:16 AM

mata

კი დავიძინე, ოღონდ 9-ს ნახევარზე თავისით გამეღვიძა. თან აბდაუბდა და გაურკვეველი რაღაცეები მესიზმრა, ისე რომ არც მახსოვს. ყველაზე კარგად მეორე დაძინების სიზმრები დავიმახსოვრე. დიდად საინტერესო არ იყო, მაგრამ მაინც...

Posted by: mata Sep 2 2012, 09:21 AM

კაი smile.gif
მთავარია რო ოთხჯერ დაიძინე და ოთხჯერვე გაიღვიძე ისე რო დათქმულ დროზე არ დააგვიანე.


Posted by: Atm@n Sep 2 2012, 09:31 AM

mata


QUOTE(mata @ 2nd September 2012 - 09:21 AM) *
მთავარია რო ოთხჯერ დაიძინე და ოთხჯერვე გაიღვიძე ისე რო დათქმულ დროზე არ დააგვიანე.


და მერე მაგით რა?

რა შევძინე ან საკუთარ თავს ან თქვენ?

Posted by: tikoroma Sep 2 2012, 09:32 AM

მოვედი. გაცნობირებული სიზმარი არ მე მქონია.

Posted by: tikoroma Sep 2 2012, 09:38 AM

ერთი სიზმარი გამოვტოვე, 3 დამამახსოვრდა biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 09:40 AM

clap2.gif ბრავო, ბრავო

ფინიშამდე მოაღწიეთ თქვენ, ატმანმა და თიკორომამ.
მოკლედ თამაში დასრულებულია

I ადგილის მფლობელია ატმანი
II ადგილზე გავიდა თიკორომა

გილოცავთ uraaa.gif uraaa.gif


შეუდარებლები იყავით , მე ძაან კმაყოფილი ვარ თქვენით და სიტყვები არ მყოფნის თქვენი სიმამაცის, ნებისყოფის და გამძლეობის აღსანიშნავად.
ეს არ იყო ადვილი, საკმაოდ რთულ დავალებას გაართვით თავი. ყოჩაღთ კიდევ ერთხელ. და მადლობა რო ასეთი მშვენიერი ღამე გავატარე თქვენთან ერთად. ჩემთვის ძაან სასიამოვნო იყო თქვენთან ყოფნა

Posted by: tikoroma Sep 2 2012, 09:43 AM

კარგია თუ რამეში დაგეხმარე.
მე რაც ჩავიფიქრე არ მინახია, ძირითადად ჩემი ბავშვობა მესიზმრებოდა, მათ შორის ერთი ალბათ სხვა ცხოვრებიდან იყო biggrin.gif
რამე მნიშვნელობა აქვს ამ სიზმრებს

Posted by: mata Sep 2 2012, 09:52 AM

ციტატა(tikoroma @ 2nd September 2012 - 09:43 AM) *
რამე მნიშვნელობა აქვს ამ სიზმრებს

რათქმაუნდა აქვს.

ციტატა(Adidas @ 2nd September 2012 - 09:31 AM) *
და მერე მაგით რა?

რა შევძინე ან საკუთარ თავს ან თქვენ?


ძალიან დიდი და ღრმა აზრი შეიძლება არც იდო ამ ყველაფერში, მარა ერთად ყოფნა იყო მთავარი და ერთსულოვნება, რომელიც ბოლომდე მოვიტანეთ. ჩემთვის ესაა ყველაზე ძვირფასი

ჩვენ ერთად ვიყავით სულიერად მთელი ღამის მანძილზე... ეს განა ცოტაა

Posted by: Atm@n Sep 2 2012, 10:03 AM

mata

kiss1.gif

ალბათ გაცილებით მეტი ეფექტი ექნება როცა ბევრი ადამიანი ერთად გაატარებს ღამეს ბუნების ქვეშ (უმჯობესია ღია ცის ქვეშ). ერთმანეთსაც გავაღვიძებდით... biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 10:09 AM

ხოო მეც ეგრე მინდოდა თავიდან, მარა მერე გადავიფიქრე,
ყველას არა აქვს შესაძლებლობა რო ღამე სახლიდან გამოვიდეს.

Posted by: mata Sep 2 2012, 11:38 AM

ტაკ. ახლა კი პრიზები გამარჯვებულებს

ატმანს გადაეცემა ქურდული ბლოკნოტი

ხოლო თიკორომას - ფუმფულა ქუდი





როცა გნახავთ, მოგიტანთ ))





Posted by: Atm@n Sep 2 2012, 11:46 AM

mata

არ მევასება ქურდები! biggrin.gif

Posted by: Lashapoli Sep 2 2012, 12:36 PM

mata შენ რა დაგესიზმრა?? არაქურდულია მაგის ართქმა...

Posted by: tikoroma Sep 2 2012, 12:55 PM


mata

ციტატა
ხოლო თიკორომას - ფუმფულა ქუდი

biggrin.gif

Posted by: natuka Sep 2 2012, 02:07 PM

მე ჩამყვა,რომ 3 ზე უნდა ავმდგარიყავი და კომპი ჩამერთო, სიზმარში ჩავრთე კიდევაც და ხუტი საათი იყო უკვე და რაგა აზრიაქვსთქო, მერე გამოვედი გარეთ ვეფხვი დადიოდა ცარიელ განათებულ ქუჩებში, როგორც კი შემამჩნია გამოექანა ჩემსკენ, მე მაღაზიაში შევარდი და სხვებს ვაწყნარებდი ვერ შემოვა აქ ნუ გეშინიატთქო biggrin.gif ხოდა დიდიხანი ვუყურებდი ვეფფხვს რომელიც გააფთრებით ცდილობდა მაღაზიაში შემოსვლას, ბოლოს შეგვეშვა და წავიდა დასისხლიანებული sad.gif (რა უნდოდა არაფერს ვერჩოდი გავივლიდი რა ჩემთვის, აბა თავს ხომ არ შევაჭმევინებდი, თან ვიღაცეებს "ვებლატავებოდი" ნახეთ მალე თვითონ გაიძურწებათქო). ხო ეს იყო ჩემი სიზმარი biggrin.gif

Posted by: mata Sep 2 2012, 02:24 PM

natuka კარგი დასაწყისია .... თუ მოინდომებ, ბევრს მიაღწევ




Lashapoli მე ვერ დავიმახსოვრე ვერც ერთი სიზმარი.

Posted by: natuka Sep 2 2012, 03:00 PM

QUOTE
natuka კარგი დასაწყისია .... თუ მოინდომებ, ბევრს მიაღწევ


სიზმრებში ბერვი მიღწევები მაქვს biggrin.gif ხშირად მაქვს წინასწარმეტყველური სიზმრები smile.gif (მხოლოდ საკუთარ თავზე, ჯერ გლობალურზე ვერ გადავედი). ხშირად ვუსვამ სიზმარს კითხვებს და ვღებულობ პასუხებს. ხანდახან ძალიან გაუგებრად ვხედავ ხოლმე ვერ ვისწავლე დაკვირვება კარგად, ხშირად მავიწყდება სიზმრების ჩაწერა.

Posted by: mata Sep 2 2012, 03:30 PM

ჩაწერით იწყება ყველაფერი, ეგ პირველი ნაბიჯია.
გადადგავ თუ არა, ეგ უკვე შენი არჩევანია

Posted by: natuka Sep 2 2012, 04:03 PM

smile.gif

natuka ნუ იყენებ მხოლოდ სმაილებს.

Posted by: anima mundi Sep 3 2012, 01:08 AM

უი, გუშინ დმავიწყდა დაწერა.. ადგომაც დამეზარა smile.gif)))

მაგრამ საინტერესო იყო და პირელად ვნახე ჩემივე თავი. ზუსტად ჩემი თავის წინ ვიყავი მე.. ან სხეულიდან გასული ვუყურებდი ან უმაღლეს "მესთან" შეხვედრის პრელუდია იყო

Posted by: anima mundi Sep 3 2012, 01:38 AM

დაგსიზმრებიათ ან გინახავთ ვინმეს თქვენი თავი? smile.gif

Posted by: mata Sep 3 2012, 06:08 AM

საკუთარი თავის სიზმარში ნახვა ნიშნავს რო "დაიწყე შენი თავის ცქერა" - საკუთარი თავის მიხედვა

ეგრე გააგრძელე....

Posted by: anima mundi Sep 3 2012, 05:32 PM

გუშინ, თითქოს ვიღაც ჩემს წასრულს განიხილავდა და მითხრა 8 წლის გოგონად გხედავო, და გაქვს რაღაც ბლოკი მაგ ასაკში მირებულიო.. უნდა მოიშოროო. კიბეზე ავდიოდი და შუბლზეც მქონდა ვიბრაციები, წელზეც და მოკლედ.

მიხარია რომ სიზმრებისთვის ყურადღების მიქცევა დავიწყე, დრო აღარ დავკარგავ.. მადლობ mata smile.gif შენ შთამაგონე smile.gif

Posted by: Existence Sep 3 2012, 05:41 PM


კაცო მე რა მჭირს იცით , გაცნობიერებული სიმზმარი რო მინდა ესე გამომდის ანუ ვიცი რო მძინავს და ვიცი რო სიზმარია მაგრამ იქ არ მოვქმედებ უბრალოდ ვუყურებ ჩემ თავგადასავალს რაც ხდება სარული გაცნობიერებით რო სიზმარია მაგრამ სიუჟეტი მე არ მიმყავს იმ ჩემ თავს რომელიც სიზმარშია... სტრანნი შეგრძნება ..... huh.gif huh.gif huh.gif ....... არა და მე მინდა რო ვმართო პონტი

Posted by: mata Sep 3 2012, 05:58 PM

Existence
შენ ეხლაც ასე უყურებ ცხოვრებას, იცი რო სიზმარია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის რეალური გაცნობიერება.
შენ უბრალოდ იცი რო სიზმარია, მარა ვერ აცნობიერებ ამას.

შეიძლება იცოდე რაღაცა რო ეს ასეა, მარა გააცნობიერო რო ეს მართლა ასეა - ეს ორი სულ სხვადასხვა რამეებია.

Posted by: narilla Sep 3 2012, 07:17 PM

მინდა მეც მოგიყვეთ იმ ღამის სიზმარი... გვიან დავიძინე, თქვენს გრაფიკს ვერაფრით ვერ მივყევი, სამაგიეროდ კი ერთი ძაან მკვეთრი სიზმარი ვნახე.... ძაან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და კარგად დამამახსოვრდა. ეხლა კი გავიხსენებ და გაგიზიარებთ თქვენც:

სიზმარი იმით დაიწყო, რო ვიღაც მოხუცმა კაცმა მიმიყვანა შენობაში, შესვლისას გავაცნობიერე, რო მონასტერს ჰგავდა ის ადგილი, თვითონ კი შავებში ჩაცმული ბერი იყო, ოდნაც გახუნებული ანაფორით, თავზეც წამოფარებული ჰქონდა, მაგრამ ჭაღარა თმა უჩანდა. იქ მისული თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ინტერესი გამიჩნდა: არ ვიცოდი აქ რატომ მოვხვდი, ვისი სურვილით მომიყვანეს, თან არაფერი მქონდა, არანაირი ნივთი. ესეც მახსოვს.... იყო ამ შენობაში კიბეებით ასასვლელი, რომლითაც რარაც მომრგვალებულ ადგილას ავდიოდი, ეს ადგილი ფართო ჭას ჰგავდა, ირგვლივ სურო იყო მოდებული, შიგ ჩახედვისას კი შემოსასვლელი კარი ცანდა. როცა ამ ადგილას ავედი კიდევ ერთი საოსანი დამხვდა, რომელიც აქამდე არ ცანდა. ახლოს მისვლისას ვერც სახე გავარჩიე და ვერც ის, როგორი სულის ადამიანი იყო, ზოგადად ვერ გავიგე დადებითი ადამიანი იყო, თუ უფრო უარყოფითო. ემოცია მისგან არ მოდიოდა. მხოლოდ ინტერესი აღძრა ჩემში. პირქუში და ჩუმი ვინმე იყო.

ამ დროს იმ ბერმა, რომელმაც მონასტერში მომიყვანა, გასვლა დააპირა, მე დარჩენა არ მინდოდა მეორე ბერთან და ამიტო მოხუც ბერს გავყევი. თან მახსოვს ვიფიქრე, რამე ხო არ მრცება-მეთქი, მაგრამ მივხვდი თან არაფერი მქონდა. მოხუცმა ბერმა კი რაღაც სასწავლებელში მიმიყვანა,სადაც სხვებიც იყვნენ ჩემსავით..... თუმცა მე იქ აღარ გავჩერებულვარ......


ამით დამთავრდა სიზმარი.... rolleyes.gif

Posted by: narilla Sep 3 2012, 07:44 PM

QUOTE(Existence @ Sep 3 2012, 05:41 PM) *
კაცო მე რა მჭირს იცით , გაცნობიერებული სიმზმარი რო მინდა ესე გამომდის ანუ ვიცი რო მძინავს და ვიცი რო სიზმარია მაგრამ იქ არ მოვქმედებ უბრალოდ ვუყურებ ჩემ თავგადასავალს რაც ხდება სარული გაცნობიერებით რო სიზმარია მაგრამ სიუჟეტი მე არ მიმყავს იმ ჩემ თავს რომელიც სიზმარშია... სტრანნი შეგრძნება ..... huh.gif huh.gif huh.gif ....... არა და მე მინდა რო ვმართო პონტი



ასეთ დროს ხელებზე დახედვა არ გიცდია?

Posted by: Existence Sep 3 2012, 07:48 PM

QUOTE(narilla @ 3rd September 2012 - 07:44 PM) *
ასეთ დროს ხელებზე დახედვა არ გიცდია?


არა ვერ გამიგე ეტყობა ანუ მე ვუყურებ როგორც აი ტელევიზორში კინოს რო უყურებ და რო იცი რო კინოა მაგრამ კინოს პერსონაჟს ხო ვერ აკონტროლებ ეგრე ვარ რა ...... და სტრანი შეგრძნებაა კიდე უნდა დავამუღამო ეგ

Posted by: Existence Sep 3 2012, 07:49 PM

QUOTE(mata @ 3rd September 2012 - 05:58 PM) *
Existence
შენ ეხლაც ასე უყურებ ცხოვრებას, იცი რო სიზმარია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის რეალური გაცნობიერება.
შენ უბრალოდ იცი რო სიზმარია, მარა ვერ აცნობიერებ ამას.

შეიძლება იცოდე რაღაცა რო ეს ასეა, მარა გააცნობიერო რო ეს მართლა ასეა - ეს ორი სულ სხვადასხვა რამეებია.



შეილება

Posted by: narilla Sep 3 2012, 08:01 PM

QUOTE(Existence @ Sep 3 2012, 07:48 PM) *
არა ვერ გამიგე ეტყობა ანუ მე ვუყურებ როგორც აი ტელევიზორში კინოს რო უყურებ და რო იცი რო კინოა მაგრამ კინოს პერსონაჟს ხო ვერ აკონტროლებ ეგრე ვარ რა ...... და სტრანი შეგრძნებაა კიდე უნდა დავამუღამო ეგ


შენ უფრო უკეთესად ხვდები რა როგორაა......

სიზმარში ასეთი რამ იშვიათად ხდება, როცა ხედავ სიზმარს და თავად კი არ მონაწილეობ მასში. მეც დამსიზმრებია ასეთი რამ. გამოღვიძებისას კი მხოლოდ ის ვიფიქრე, იქნებ სხვის სიზმარში შევიჭერი biggrin.gif და როგორც გარეშე დამკვირვებელი ისე ვარ-თქო..... ასეთ დროს ვერ ვერთვები სიზმარში და ვერც ჩემს თავს ვერ ვხედავ. . რო დავინახო ჩემი თავი ასეთ დროს, შეიძლება ხელებზე დახედვაც მოვისაზრო. მაგრამ ასეთი რამ არ ხდება.

Posted by: mata Sep 3 2012, 09:53 PM

ციტატა(narilla @ Sep 3 2012, 07:17 PM) *
მინდა მეც მოგიყვეთ იმ ღამის სიზმარი... გვიან დავიძინე, თქვენს გრაფიკს ვერაფრით ვერ მივყევი, სამაგიეროდ კი ერთი ძაან მკვეთრი სიზმარი ვნახე.... ძაან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა და კარგად დამამახსოვრდა. ეხლა კი გავიხსენებ და გაგიზიარებთ თქვენც:

სიზმარი იმით დაიწყო, რო ვიღაც მოხუცმა კაცმა მიმიყვანა შენობაში, შესვლისას გავაცნობიერე, რო მონასტერს ჰგავდა ის ადგილი, თვითონ კი შავებში ჩაცმული ბერი იყო, ოდნაც გახუნებული ანაფორით, თავზეც წამოფარებული ჰქონდა, მაგრამ ჭაღარა თმა უჩანდა. იქ მისული თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ინტერესი გამიჩნდა: არ ვიცოდი აქ რატომ მოვხვდი, ვისი სურვილით მომიყვანეს, თან არაფერი მქონდა, არანაირი ნივთი. ესეც მახსოვს.... იყო ამ შენობაში კიბეებით ასასვლელი, რომლითაც რარაც მომრგვალებულ ადგილას ავდიოდი, ეს ადგილი ფართო ჭას ჰგავდა, ირგვლივ სურო იყო მოდებული, შიგ ჩახედვისას კი შემოსასვლელი კარი ცანდა. როცა ამ ადგილას ავედი კიდევ ერთი საოსანი დამხვდა, რომელიც აქამდე არ ცანდა. ახლოს მისვლისას ვერც სახე გავარჩიე და ვერც ის, როგორი სულის ადამიანი იყო, ზოგადად ვერ გავიგე დადებითი ადამიანი იყო, თუ უფრო უარყოფითო. ემოცია მისგან არ მოდიოდა. მხოლოდ ინტერესი აღძრა ჩემში. პირქუში და ჩუმი ვინმე იყო.

ამ დროს იმ ბერმა, რომელმაც მონასტერში მომიყვანა, გასვლა დააპირა, მე დარჩენა არ მინდოდა მეორე ბერთან და ამიტო მოხუც ბერს გავყევი. თან მახსოვს ვიფიქრე, რამე ხო არ მრცება-მეთქი, მაგრამ მივხვდი თან არაფერი მქონდა. მოხუცმა ბერმა კი რაღაც სასწავლებელში მიმიყვანა,სადაც სხვებიც იყვნენ ჩემსავით..... თუმცა მე იქ აღარ გავჩერებულვარ......
ამით დამთავრდა სიზმარი.... rolleyes.gif


ეს სავარაუდოდ შენი სულიერი სვლის მაჩვენებელია
მონასტერში ყოფნა ეს შენს სულთან ახლოს ყოფნას ნიშნავს. ვიღაცა დაგეხმარა იქ მისვლაში (რადგან თუ არ იცოდი ვისი სურვილით იყავი იქ) შენ იქ თავს კარგად გრძნობდი, მარა არ ენდობოდი იმას ვინც იქ მიგიყვანა, ეჭვის თვალით უყურებდი(ვერ გავარჩიე როგორი სულის ადამიანი იყო, კარგი თუ ცუდი). შენ მოგცეს საშვალება სულიერი განსწავლისათვის (სასწავლებელში მიგიყვანეს) სადაც სხვები უკვე იღებდნენ ამ სწავლებას.... მაგრამ შენ უარი თქვი ამ ყველაფერზე და წამოხვედი.


Posted by: narilla Sep 3 2012, 10:51 PM

QUOTE(mata @ Sep 3 2012, 09:53 PM)
ეს სავარაუდოდ შენი სულიერი სვლის მაჩვენებელია
მონასტერში ყოფნა ეს შენს სულთან ახლოს ყოფნას ნიშნავს. ვიღაცა დაგეხმარა იქ მისვლაში (რადგან თუ არ იცოდი ვისი სურვილით იყავი იქ) შენ იქ თავს კარგად გრძნობდი, მარა არ ენდობოდი იმას ვინც იქ მიგიყვანა, ეჭვის თვალით უყურებდი(ვერ გავარჩიე როგორი სულის ადამიანი იყო, კარგი თუ ცუდი). შენ მოგცეს საშვალება სულიერი განსწავლისათვის (სასწავლებელში მიგიყვანეს) სადაც სხვები უკვე იღებდნენ ამ სწავლებას.... მაგრამ შენ უარი თქვი ამ ყველაფერზე და წამოხვედი.


საინტერესოა მატა, საინტერესო.....

აი სულიერი ცოდნის მიღებაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი....

ადგილს "მივაგენი" wink.gif ხოდა, შემდეგ სიზმარში ისევ იქ რო აღმოვჩნდე არ გამიკვირდება. სულიერი სწრაფვით როა განპირობებული ამგვარი სიზმრის ხილვა, ამას ვხვდები.

ამის მსგავსი სიზმარი ადრეც მქონია, ოღონდ იქ უფრო სხვა სახით იყო "სულიერი ცოდნა" წარმოდგენილი. სიზმარში ვნახე, რო ბევრი წიგნი გადმომცა ერთმა ადამიანმა, რომელიც უცხოელს გავდა თავისი ჩაცმულობით, ტურისტს, თან გამყიდველიც მეგონა. წიგნები იყო თვითონ საინტერესო, რასაც დავხედე ..... ეხლაც რო მახსენდება ხოლმე: ადგილი იყო ისეთი, სადაც გადმომცა ისინი, მიწისქვეშა ადგილს ჰგავდა, სავარაუდოდო მეტრო-სადგურს, თუმცა ჩემთვის ნაცნობი მეტრო-სადგური არ იყო, მახსოვს განათებული იყო და რამდენიმე მარმარილოს სკამი იდგა.

ბარემ მოვყვები ბოლომდე: ეს სიზმარი გარკვეული ხნის წინ ვნახე, ზუსტად 3 თვის წინ ამიხდა, უშუალოდ l_sunny.gif


2 საათიან ძილში და როცა ცოტა ხანი მძინავს სიზმრებს მგონი ვერ ვნახულობ, თქვენ ნახეთ სიზმრები?

Posted by: anima mundi Sep 4 2012, 12:05 AM

mata

სიზმრიდან რომ გიჭირს ამოძრომა მაგას რა ქვია? სადღაც იმდენად რომ ხარ წასული, რომ იცი წესით სადაც ხარ იქაური რეალობა არაა, მაგრამ სხეულით, გონებით და მტელი გღძნობებით სხვა ადგილას ხარ და ის სადაც ხარ, ანუ საწოლში შორეულ ცოდნად გახსოვს? შეგრძნებით კი ხარ, სხვა ადგილას, სრულიად სხვა პლანეტაზე და კოსმოსში, ან.. სხვა არსების სხეულიდან იყურები? smile.gif მხოლოდ ამას ვერ ვაკონტროლებდი.

ეს გაცნობიერებული სიზმარია? smile.gif

Posted by: Lashapoli Sep 4 2012, 12:27 AM

QUOTE(Existence @ Sep 3 2012, 08:48 PM) *
არა ვერ გამიგე ეტყობა ანუ მე ვუყურებ როგორც აი ტელევიზორში კინოს რო უყურებ და რო იცი რო კინოა მაგრამ კინოს პერსონაჟს ხო ვერ აკონტროლებ ეგრე ვარ რა ...... და სტრანი შეგრძნებაა კიდე უნდა დავამუღამო ეგ

ჯომა, ეგ მეც მაქვს ხოლმე და ამ ბოლო დროს გახშირდა და იმედია შევძლებ გაცნობიერებას. აი ვიცი რო სიზმარია მაგრამ არც ვიცი თU რაღაც სრტრანნია... wacko2.gif crazy.gif

Posted by: anima mundi Sep 4 2012, 04:40 AM

ისევ ჩემ თავს ვხედავ დავიტანჯეეეე! რა! biggrin.gif
ნუ ის სილურჯე ჯანდაბას, რაღაც კარი გაიღო და გამოფრინა ანგელოზი თუ ელფი რავიცი. მოკლედ მარტივი ძილი მაინც მქონდეს.. ძილი! )))

შეიძლება დავიპროგრამო უბრალოდ მშვიდი სიზმარი? მწვანე ნამიანი ბალახი, მამული და ა.შ? მატა, მითხარი რა მაგას როგორ მივაღწიო, რომ, აი დავვიპროგრამო ძილი და დამეძინოს. ეს შეგრძნებები, რომ არც გძინავს და არც აქ ხარ და იქ, და იქით რო გადადიხარ მარა ტან გღვიძავს. მკლავს :| მედიტაციები უნდა ჩემს ნებაზე რომ ვმართო გონება, ვიცი.. ორგანიზმმა არ იცის რა ქნას და თავის ბრალი არაა ეხლა ვიცი. დავაკვირდები რას მომცემს თვითსრულყოფისთვის და მერე, უეჭვეელი მშვიდ ძილზე უნდა დავიპროგრამო

Posted by: mata Sep 4 2012, 05:33 AM

anima mundi

ბოდიშ მარა ვერ ვხვდები რას ამბობ, რაღაც აბდაუბდა ლაპარაკობ.... შეიძლება მე არ მყოფნის გამოცდილება რო გიპასუხო, მარა საერთოდ აზრზე ვერ მოვდივარ რას იძახი...ასე მგონია მთვრალი ხარ..... თუ გინდა უფრო გამოცდილ სიზმარმხილველთან გაგიშვებ, ეგებ მან გითხრას რამე


Posted by: anima mundi Sep 4 2012, 12:39 PM

mata

QUOTE
.ასე მგონია მთვრალი ხარ..


მესამე თვალი მაქვს ნაწილობრივ გახსნილი. კიდევ მახსენდება თან რაღაცეები და სიტყვებით შეიძლება ვერ გადმომაქვს იმ მდგოამრეობის აღწერა..
თუ გამიშვებ, გამიშვი smile.gif


Posted by: mata Sep 4 2012, 01:50 PM

სკაიპში მიწერე olmeki1
ან ამ ფორუმზე http://olmek.info/

Posted by: tikoroma Sep 4 2012, 03:06 PM

mata
ეს გაღვიძებები ყოველ ღამე უნდა აკეთო?

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 12:02 AM

mata

სულ მესიზმრება რომ ხალხშეკრებებში ვარ. რაც ეს სიზმრები დავიწყე და რომ ესწავლებინათ ჩემთვის.. და მეუბნებიან რაღაცეებს რაც მომწონს და ვიყენებ, მაგრამ რატომ ხალხმრავლობებში? და მოედანზე უდნა იყოს შეკრება მაინცდამაინც, და მაყურებლები ისხდნენ.. ეს რაზე მეტყველებს, რომ ხალხის აზრების გავლენა მაქვს?

Posted by: gio.geoo Sep 5 2012, 12:42 AM

anima mundi
რასაც წერ სიმართლეა? ამდენი რამე როგორ შეიძლება ერთად მოგდიოდეს?

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 12:54 AM

gio.geoo

ჩემს ფანტაზიაზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს, არასიმართლე რომ იყოს ბევრად "შეუძლებელ" რამეს დავწერდი და ვიკითხავდი..

დრეს ჯერ ჯერობით თავის ტკივილია. მშვიდ ძილს ვსუურვებ თავს

Posted by: mata Sep 5 2012, 01:49 AM

ციტატა(tikoroma @ Sep 4 2012, 03:06 PM) *
mata
ეს გაღვიძებები ყოველ ღამე უნდა აკეთო?

როგორც შეძლებ


ციტატა
სულ მესიზმრება რომ ხალხშეკრებებში ვარ. რაც ეს სიზმრები დავიწყე და რომ ესწავლებინათ ჩემთვის.. და მეუბნებიან რაღაცეებს რაც მომწონს და ვიყენებ, მაგრამ რატომ ხალხმრავლობებში? და მოედანზე უდნა იყოს შეკრება მაინცდამაინც, და მაყურებლები ისხდნენ.. ეს რაზე მეტყველებს, რომ ხალხის აზრების გავლენა მაქვს?


გავლენას ყველა განიცდის, ჩვენ ყველანი ერთმანეთზე გავლენას ვახდენთ ჩვენი აზრებით, ემოციებით და შეგრძნებებით.
მაგრამ მერე რა...

Posted by: anima mundi Sep 5 2012, 02:32 AM

mata

ანუ მაინცდამიანც ხალმრავლობები რატომ მესიზმრება? ეზოტერიკულ ტემებზე ლაპარაკობენ თან ამ სიზმრებშიც კი smile.gif)) რარაც ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს მგონი. გარდა იმისა რომ ინფორმაციას ვიღებ

Posted by: mata Sep 5 2012, 07:02 PM

anima mundi

ყველა ადამიანში ვლინდება ეგ დამოკიდებულება. მე მაგას მიჯაჭვულობას ვეძახი. მეტ ნაკლებად რაღაცას ვართ მიჯაჭვულები და რაღაცაზე ვართ დამოკიდებულები.... სწორედ მაგეებისგან გათავისუფლებაა ყოველი სულიერი მებრძოლის ამოცანა.

ხალხმრავლობაზე ვერაფერს გეტყვი, მაგაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ვხედავ...





Posted by: tikoroma Sep 6 2012, 04:31 PM

ტდ და ატმანი მესიზმრა წუხელ
biggrin.gif

მეტი არაფერი მახსოვს

Posted by: old_man Sep 6 2012, 07:56 PM

ყველას ატმანი როგორ ესზიმრება. სიზმრების სუპერვარსკვლავია biggrin.gif

Posted by: narilla Sep 6 2012, 08:10 PM

QUOTE(old_man @ Sep 6 2012, 07:56 PM) *
ყველას ატმანი როგორ ესზიმრება. სიზმრების სუპერვარსკვლავია biggrin.gif


Just_Cuz_01.gif

Posted by: narilla Sep 6 2012, 08:11 PM

მე ზეტი დამესიზმრა ერთადერთხელ და მეორეც იყო, ფორუმელი რომელიღაც, მაგრამ ვეღარ დავიმახსოვრე რომელი..... smile.gif

Posted by: gio.geoo Sep 6 2012, 10:29 PM

რა ფორუმელები გესიზმრებათ რაიყო biggrin.gif

Posted by: Atm@n Sep 6 2012, 10:46 PM

QUOTE(old_man @ 6th September 2012 - 07:56 PM) *
ყველას ატმანი როგორ ესზიმრება. სიზმრების სუპერვარსკვლავია


ცოტა ხანი დამაცადეთ, კი არ დაგესიზმრებით, დაჟე მოგელანდებით! biggrin.gif

Posted by: sentimennte Sep 7 2012, 11:47 AM

Atm@n
mec gnaxe sizmarshi,ramdenime dgis win, moputkunebuli iyavi smile.gif au shen rom momelando verc gamaswreb biggrin.gif

Posted by: sky Sep 7 2012, 04:15 PM

მე ყველაფერი გამოვტოვე :/
ამ წამს მივხვდი, რომ სიზმრებზე აღარ მიფიქრია, კაი ხანია
ანუ, არ შევუწუხებივარ არც კარგ და არც ცუდ იი თვაკსაზრისით..
კიდე, სიზმარში არა , მარა კედელზე კი მაქვს მიწებებული ZET-ი, სალარო აპარატზე ამოღება რომ არ დამავიწყდეს და ალბათ თვითონ მოვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ბედი მაქვს ეგეთი რა biggrin.gif biggrin.gif
ზეტ, სადმე თუ მიხვედი და ვინმეს კედელზე, ყვითელ ფურცელზე ზეტ-იანი წარწერა აქვს გაკრული და ქვეშ სმაილი, მე ვარ იცოდე biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sentimennte Sep 7 2012, 04:56 PM

Arc me mawuxebs sizmrebi,egec shemtxvevit shemoxetialda chems gamis simshvideshi smile.gif

Posted by: td......... Sep 7 2012, 11:00 PM

მე კი არ მახსოვს რომ სიზმარი არ მენახოს ოდესმე.. 5 წუთითაც რომ ჩამთვლიმოს მთელ ცხოვრებას გავდივარ.. ერთხელ მქონდა ცხოვრებაში(ერთხელ არა , მაგრამ იმ ერთხელ განსაკუთრებულად მძაფრი იყო და ხანგრძლივი) გარკველი დრო ვიყავი ქალაქიდან წასული და აბსოლუტურად სხვა გარემოში ვცხოვრობდი. რომ დავბრუნდი იმდენად გამიჭირდა ამ რეალობის აღქმა, რომ რეალობები შემეცვალა. როცა აქ ვიძინებდი იქ მეღვიძებოდა ისევ და ვაგრძელებდი იქ ყოფნას და როცა აქ ვიღვიძებდი მეგონა რომ მესიზმრებოდა აქაურობა.. სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ რა ხდებოდა მაშინ ჩემ თავს.. რამოდენიმე კვირა დამჭირდა აქ დასაბრუნებლად.. ისე ნეტა რას ვბრუნდებოდი?!:D

Posted by: earth Sep 8 2012, 12:16 AM

td.........
კარგი იყო იქ? მოყევი რა წვრილმანები იქ როგორი იყო?
თან საინტერესო ისაა ეს სიზმარი შენი ფანტაზია იყო, თუ პარალელური სამყარო, რადგან ასე მძაფრი იყო უფრო პარალელურ სამყაროს ჰგავს. მოყევი რა smile.gif

Posted by: td......... Sep 8 2012, 12:32 AM

earth
არ ვიცი , ფანტაზია არ იყო, რადგან 2 კვირა მთაში გავატარე, მეგორებთან. ძალიან მძიმე მაგრამ არაჩვეულებრივი ლაშქრობა გვქონდა. ისეთ ადგილზე აღმოვჩნდით სადაც ადამიანები ფაქტიურად არ დადიოდნენ.. და მომაჯადოვა იქაურობამ.. აქ რომ დავბრუნდი, ვერაფრით ვერ ვღებულობდი ამ რეალობას.. ავადაც გავხდი, სიცხე მქონდა მაღალი.. და იმის მერე ყოველ დაძინებაზე გრძელდებოდა ის ლაშქრობა.. მერე იქ რომ ვიძინებდი აქ მეღვიძებდა და მეგონა რომ აქ სინამდვილეში მძინავს.. ჩემ მეგობრებსაც მოვუყევი, მაგრამ ჩათვალეს რომ უბრალოდ ჩემ აღფრთვანებას გამოვხატავდი ამ სიტყვებით.. ვერ მიხვდნენ რაზე ვლაპარაკობდი.. დეტალები რა გითხრა.. იქ ვიყავი რა.. ჩვეულებრივად.. ზურგჩანთით.. ვბანაკდებოდით... მდინარეში გავდიოდით.. და ჟოლოს ვჭამდით.. biggrin.gifbiggrin.gif ეხლაც გამახსენდა იქაურობა და იმ ჟოლოს სუნი..smile.gif ეხლა წავალ სურათებს მოვძებბნი..biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: earth Sep 8 2012, 12:39 AM

td.........
გასაგებია... არა ხარ თბილისისათვის დაბადებული, მაგრამ შეგიძლია რამე პროგრამა შეიმუშავო და ადვილი იქნება ყველაფერი. ჯერ ყოველ წელმს უნდა მოახერხო გასვლა როგორც წელს, მერე ის თქვი აი, პენსიაში რომ გახვალ და ყველა ვალდებულებას მოაწესრიგებ ქალაქგარეთ წახვალ საცხოვრებლად. იოცნებე!!!
მე მასე ვოცნებობ biggrin.gif

Posted by: td......... Sep 8 2012, 12:54 AM

earth

ხო ალბათ ეგრეა, მაგრამ აქ ვცხოვრობ.. ისე გარემოს ადვილად ვეგუები.. დამცინიან ქვაზე რომ დასვა უცებ ისეტ მაგარ პონტს გაცჰიტავს, თითქოს მთელი ცხოვრება იქ ცხოვრობდაო.. biggrin.gif

Posted by: anima mundi Sep 10 2012, 12:51 AM

პატარა ვყოფილვარ თვეების და დედას ეძინა, მე ვტიროდი ვსკდებოდი ჯღავილით თურმე და დედას ეზარებოდა ადგომა, ბებია მიხედავსოო.. შორეულად ჩაესმოდა მარტო ჩემი ტირილი და უცებ ყურში ჩაესმა ქალის ხმა "შენ შვილს შენთვითონ მიხედე" და ამ ხმაზე წამოვხტი და მოვვარდი შენთანო.. გადაწითლბული იყავიო smile.gif

ეს რა იყო ნეტა? მისი უმაღლესი "მე"? თუ მფარველი ანგელოზი რა საინტერესოა smile.gif
პს. კიდევ ერთი მგალითი რომ "სიზარმცე" ცუდია და მემ უნდა აჯობოს ყოველლთვის მას

Posted by: gio.geoo Sep 10 2012, 03:17 PM

anima mundi
ანა წერე შესაბამის განყოფილებაში.

Posted by: kate Sep 10 2012, 06:32 PM

td.........

QUOTE
მერე იქ რომ ვიძინებდი აქ მეღვიძებდა და მეგონა რომ აქ სინამდვილეში მძინავს

ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსის ჩუნ ძის მთელი მოძღვრება და სავარაუდოდ ძენისაც, მისი ერთი სიზმრიდან გამომდინარეობს: "ერთ ღამეს მესიზმრა პეპელა ვიყავი, იმდენად რეალური იყო ჩემი ცხოვრება, ისე ბედნიერი და ლაღი ვიყავი, მას შემდეგ ვფიქრობ - ეს, მე, ჩუნ ძის მესიზმრა პეპელა ვიყავი, თუ მე, პეპელას მესიზმრება რომ ჩუნ ძი ვარ?!"

Posted by: td......... Sep 10 2012, 08:10 PM

kate
როგორ ეგრევე მეხმიანები ხოლმე ქეით! smile.gif)

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)