IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> Y2K-ის ფენომენი და 2012 წელი
giorgi.milani
post Dec 22 2012, 02:23 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




როდესაც 2012-თან დაკავშირებულ დღევანდელ მოვლენებს აკვირდები, უნებლიედ Y2K-ს ფენომენი გახსენდება. თუ არ გახსოვთ, შევეცდებით გაგახსენოთ.

2000 წლის დადგომამდმე მსოფლიოს მასმედია საშინელ მოვლენებს წინასწარმეტყველებდა, რომელიც თითქოსდა დაკავშირებული უნდა ყოფილიყო კომპიუტერულ კოდთან, რომელიც უნდა გამოვლენილიყო 1999-წლიდან 2000 წელზე გადასვლის დროს. მაშინ აღწერდნენ მსოფლიო საინფორმაციო სისტემების გაჩერების შემაძრწუნებელ სურათს. ფილმიც კი გადაიღეს შესაბამისი ჰოლივუდური პათოსით. მაგრამ, დადგა 2000 წელი და მსგავსი არაფერი მოხდა. ადამიანები ჩვეულებრივმა მამლის ყივილმა გააღვიძა, 2000 წელიც ყველამ დიდი ზარ-ზეიმით იდღესასწაულა და ყველა თავის ყოველდღიურ პრობლემებს მიუბრუნდა, თითქოსდა არაფერი ყოფილა.

მოვლენათა იმ ჯაჭვს თუ მივსდევთ და ძველ მატრიცას დღევანდელ დღეს დავადებთ, დეჟავიუს მდგრადი შეგრძნება გვიჩნდება ("déjà vu - ფრანგ. "უკვე ნანახი". ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ოდესღაც მსგავს სიტუაციაში უკვე იმყოფებოდა, მაგრამ ეს გრძნობა უკავშირდება არა წარსულის რომელიმე კონკრეტულ მომენტს, არამედ საერთოდ მთელს წარსულს). 2012-ის 21 დეკემბრისთვის დაქოქეს იგივე ისტერია და ისიც მსოფლიო მასშტაბით გაბერეს. გადაღებულია ფილმები და დაწერილია წიგნები, თავიანთი პროგნოზებით გამოდიოდნენ "წინასწარმეტყველები" და "ნათელმხილველები".

იბადება კითხვა: ვის სჭირდება ეს ყოველივე და რა მიზნებს ემსახურება? პირველ შემთხვევაში თუ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაირკვა და თემაზე სპეკულაციით აივსეს ჯიბეები, მეორე პრობლემა უფრო ღრმა კატეგორიისაა. მაგრამ, როგორც Y2K, ასევე 2012-ის პრობლემა იდენტური წარმომავლობისაა. ეს NWO-ს (New World Order - ახალი მსოფლიო წესრიგი) ადეპტების "სამზარეულოა". რატომ მუსირებდა 2012 წელი და ყოველივე რაც მასთან იყო დაკავშირებული? - შიში და მხოლოდ შიში! მისი დათესვით იქმნება ხელოვნური პრობლემა. HAARP, Blue Beam-ისა და მსგავსი ტექნოლოგიების დახმარებით NWO-ს შეუძლია ადამიანთა მასების პარალიზება, მაშასადამე საკუთარი ნების მოხვევა, რომელიც წყალობასავით გარდამოვა "ციდან". მეტაფიზიკურ დონეზე ჩვენი შიშები მათ ჰკვებავს და ამ სულიერად მახინჯ ადამიანებს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს.

მაგრამ, უნდა გვახსოვდეს:

როგორი მითებითა და ლეგენდებითაც უნდა დაიბუროს თავს NWO-მ, რაც გინდათ გააკეთოს მან, ჩვენდა საზიანოდ და დასამორჩილებლად, ჩვენ ყოველთვის ძალგვიძს წინააღმდეგობა. ისინიც ადამიანები არიან და ბუნების ჩვეულებრივ კანონებს ექვემდებარებიან... მათაც ეშინიათ, ეშინიათ იმისა, რომ სამყარო გაიღვიძებს, რომ ყველაფერი შესაძლოა ისე არ წავიდეს, როგორც მათ დაუგეგმავთ... რომ მოვა დრო პასუხისგებისა...

წყარო : Apocalypse.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 11:04 PM