IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეშმაკ-ქაჯები, ავსულები
tikoroma
post Aug 13 2015, 07:05 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მთვარის კალენდრით იანვრის მესამე კვირას თუშები "კდინის კვირაეს" ეძახდნენ. ეს კვირა ეშმაკ-კუდიანთა არევის ჟამია. ღამღამობით დაძრწიან და დაეძებენ მსხვერპლს ადამიანთა შორის, რათა ვინმე ხელში ჩაიგდონ - ჭკუიდან შეშალონ ან ტყვედ წაიყვანონ.
თუშები სმაკ-ქაჯებს "ხიბალ-კუდიანებს" ეძახიან. ისინი თვალით უხილავი არსებები არიან, თავზე ჯორის ჩლიქის ფორმის "ჩაჩი" ახურავთ და ის ხდით უხილავად. როცა უნდათ მაშინ გადაიქცევიან ხილულ არსებებად და რა სახესაც უნდათ, იმას მიიღებენ. ადამიანებს ხშირად ლამაზი ქალის, მორთული პატარძლის ან დედაბრის სახით ეჩვენებიან. ხშირად კატის სახესაც იღებენ. მათ შეუძლიათ ადამიანის სახის მიღება, მაგრამ რატომღაც ფეხებს ვერაფერს უხერხებენ: ფეხის ტერფები მუდამ შებრუნებული აქვთ. ამიტომ თუ უადგილო ადგილას ვინმე შეგხვდება, სადაც კაცის შეხვედრას არ ელოდები, ფეხებში უნდა შეხედო, რომ გაარკვიო ადამიანია თუ ეშმაკი.
ხიბალ-კუდიანები როცა ხილულ სახეს იღებენ მოკვდავთა თვისებები აქვთ: დარტყმული სტკივათ, იჭრებიან და კვდებიან კიდეც. ბუდობენ კლდოვან ადგილებში, მდინარის პირას, ჩანჩქერებსა და ქანჩახებში. ყველა სოფლის მიდამოებში აქვთ თავშეყრის ადგილები და იქ ხვდებიან ადამიანებს.
ეშმაკი რომ შეგხვდება და ლაპარაკს დაგიწყებს, ხმა არ უნდა გასცე, თუ საუბარში აგიყოლია მისი ხარ, თან წაგიყვანს. მათ ორლესული იარაღისა ეშინიათ, მარცხენა ხელით უნდა მოუქნიო, თორემ მარვენათი მოქნეულს თვითონვე მოირტყამ. თუ ხმას ამოიღებ, სალოცავებს უნდა უხმო და შეშინდებიან.
ეშმაკებს თავისი მეთაურიც ჰყავთ "დორაისხეველი", რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან. დორაისხეველს შუბლზე ერთი თვალი უზის, რომ მოდის, მთელ ხეობას მოანათებს.
გიორგი ცოცანიძე "გიორგობიდან გიორგობამდე"


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Aug 13 2015, 07:27 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კდინის კვირიდან ეშმაკები ღამღამობით ხმაურობენ, ერთურთს გასძახიან, ადამიანთა ბედს წინასწარმეტყველებენ. ეს ხმები ხალხს ესმის და ამით იმ წელს ვისი თავს მოსალოდნელ ბედნიერებასა თუ უბედურებას წინასწარ იგებენ. ოღონდ ეს ხმები ყველას არ ესმის: გაიგონესბ და-ძმებში პირველი, მესამე, მეხუთე და ა.შ. კენტის რიგში დაბადებული.
კდინის კვირას თუშები "სმინაობის" კვირას ეძახიან. ამ კვირის ან მომდევნო ხორცის კვირის რომელიმე დღეს, საღამოს, უფრო შაბათსა და კვირა დღეებს არჩევდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები შეიყრებოდნენ და "სმინაობად დასხდებოდნენ". ისინი შეღამებულზე შეგროვდებოდნენ რომელიმე სახლში, ყველანი წინასწარ ეშმაკების სახელებს დაირქმევდნენ: შუშანქალს, ჰაშურას, ჰაგუნდას, ჩეფშიტას, ზერებას და სვ. სახლიდან ყველანი უკუღმა გავიდოდნენ, სოფლის განაპირას სადმე მიყუდროებულში ჩასხდებოდნენ და აყურადებდნენ სოფლიდან გამომავალ ხმებს. თუ ვისიმე სახლიდან ლხინის ხმა მოისმოდა, იქ იმ წელს ქორწილი იყო მოსალოდნელი, აკვნის ხმას თუ გაიგონებდნენ, ბავშვი უნდა დაბადებულიყო. თU ვისიმე სახლთან თოფი გავარდებოდა, ოჯახს რაიმე თავზარდამცემი უბედურება დაატყდებოდა. თუ კესის ხიდის ჩატეხის ხმა მოისმოდა, ოჯახის უფროსის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. თუ "რიჭვნის" - რიჭით მარცვლეულის რჩევის ხმას გაიგონებდნენ, ოჯახში ვინმე უნდა მომკვდარიყო. ცუდის მომასწავლებლად ითვლებოდა კედლის ან სხვა რაიმე ნაწყობ-ნაგებობის დაქცევის ხმა; კვნესის ხმა მოსალოდნელ მძიმე ავადმყოფობას ნიშნავდა. ამაებს რომ მოისმენდნენ გოგო-ბიჭები, ერთმანეთს და შინ თავისიანებს ეტყობდნენ და ყველა შიშის კანკალით მოელოდა მეზობლის უბედურებას.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th May 2024 - 02:03 AM