Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ადამიანის მიზანი ამ ცხოვრებაში

Posted by: tikoroma Jun 7 2015, 12:59 PM

არავინ ვიცით ზუსტად ვინ ვართ, რატომ ვცხოვრობთ, რა გვინდა...
სხვადასხვა სწავლებები და ადამიანთა გამოცდილება სხვადასხვა გზას გვკარნახობენ, რა არის ჩვენი მიზანი, საით უნდა წავიდეთ, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ (თუ ასეთი გვაქვს).

ზოგი თვლის რომ თამაშია ეს ყველაფერი - ამ შემთხვევაში ჰიტლერიც მართალი მგონია და სერიული მკვლელი კანიბალიც - smile.gif ამ შემთხვევაში ჩემთვის აზრი ეკარგება ყველაფერს - მორალს, ღირებულებებს, პატრიოტიზმი იქნება ეს, სამართლიანობა, ოჯახის სიწმინდე და რავი რაც გინდათ, რაც ძვირფასი გგონიათ და რაც საშინელება გგონიათ, ყველაფერი ერთიდაიგივე უაზრობაა...

ზოგი თვლის რომ უნდა რეალზდე იმ გარემოში სადაც ხარ და მერე წინ წახვიდე, გარემო შეიცვალო, იქაც იპოვნო შენი თავი, შენი ადგილი და მოკლედ გახდე წარმატებული ტანამედროვე გაგებით - გამოიყენო შენი ძალები მაქსიმალურად.

ზოგი თვლის, რომ უნდა გაერიდო ამ ცხოვრებას - დათრგუნო საკუთარი სურვილები, იპოვნო შენს თავში ცოდვები და მოაშთო ისინი biggrin.gif არა კარიერა, სიმდიდრე, გართობა და სხვა ამაო ღირებულებანი - ზნეობრიობა და თავის დამდაბლება - აი მიზანი.

ზოგი თვლის, რომ უნდა შეისწავლო სამყარო და საკუთარი თავი - მთელი ცხოვრება ეს უნდა აკეთო, გაიგო ჭეშმარიტება და ბოლოს გასხივოსნდები და გაფრინდები


ზოგი თვლის, რომ უნდა გაძლიერდე - აიღო მართვის სადავეები ხელში - მართო სხეული, გონება, აგროვო ძალები და შენ მართო ის, რაც ახლა თვითონ გმართავს.

არის კიდევ ერთი - უნდა გაჩერდე. - ეს მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს "გაჩერება" ცოცხალი ადამიანისთვის.

გამომრჩა ალბათ კიდევ რაღაც იქნება ;დ თქვენ გააგრძელეთ.

მოკლედ, რას ფიქრობთ, რატომ ვართ აქ და რა უნდა ვაკეთოთ?





Posted by: David Monny Jun 7 2015, 01:32 PM

არ არსებობს მიზანი. ადამიანს არ აქვს მიზანი. არადა აქვს. ანუ ის რასაც ადამიანი მიზნად ისახავს, არის გონებაში წარმოშობილი ფიქრები.
პირველ რიგში ყველა კარს ერთ გასაღებს ვერ მოარგებ. მაშინ ბიდე უნდა გატეხო ან კარი შეანგრიო.
ახლა მიკიონი მიანი რო დავწერო, მილიონ მეერთე გამოვა და სხვას იტყვის.
ამიტომ ადამიანის თუ გინდათ მიზანი დავარქვათ არის ის, რომ გააცნობიეროს, რომ მიზანი არ აქვს.
ნუთუ ვერ გრძნობთ რომ თქვენ თქვენ არ ხართ და რომ სხვა ვიღაცა ან რაღაცაა თქვენს სხეულში. ვინ სუნთქავს? ვინ ინელებს საჭმელს? ვინ ამუშავებს გულს? შეენ? რატო არ ეკითხებით ამას საკუთარ თავს? რატო არ გინდათ გაიგოთ პირველ რიგში ვინ არის აი ის ვინც ამას აკეთებს ? იქნებ არ უნდა იმას ეს თქვენი მიზნები? იქნებ იმას სხვა მიზანი აქვს? როდესმე გიკითხავთ? არ იცნობთ და რას კითხავდით.
ნუთუ იმდენად უგუნურია ადამიანი, რომ გონია, რომ ის სუნთქავს. თქვენ ისეთი გულმავიწყები ხართ 6 დღის წინ საღამოს 6 ის ნახევარზე რა სიტყვები თქვიტ არ გახსოვთ და თქვენ რო სუნთქავდეთ, კაი ერთი დღე ორი დღე და მე3 დღეს დაგავიწყდებოდათ , რო უნდა ისუნთქოთ.
ღმერთს მადლობა რომ თქვენ არ სუნთქავთ, თორემ ამ პოსტის წამკითხავი აღარ დარჩებოდა არავინ ერთ კვირაში.
რა გჭირთ ხალხნო? რას ეძებთ? ვის ეძებთ? ვინმეს ეძებთ და ვერ იპოვეთ? ვინმეს მიმართეთ დასახმარებლად და ვერ გაპოვნინათ? მიპასუხეთ.
ასეთ ტონში არ დამიწერია აქამდე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტონს სინაარსი გააცნობიერეთ გთხოვთ. ამას ჩემს თავს ვწერ უბრალოდ smile.gif

Posted by: ichi Jun 7 2015, 05:17 PM

QUOTE(tikoroma @ 7th June 2015 - 12:59 PM) *
სხვადასხვა სწავლებები და ადამიანთა გამოცდილება სხვადასხვა გზას გვკარნახობენ, რა არის ჩვენი მიზანი

სხვადახვა გზა ერთი მიზნისკენ, გათავისუფლებისკენ, საკუთარი თავის შეცნობისკენ ეს არის მიზანი.
მატერიალური სიკეთე, პოპულარობა, სხვისი ქება და ა.შ. ილუზიაა რომელიც შეიძლება შეიცვალოს ბევრჯერ.



David Monny
QUOTE(David Monny @ 7th June 2015 - 01:32 PM) *
რა გჭირთ ხალხნო? რას ეძებთ? ვის ეძებთ?

გათავისუფლებას.

Posted by: David Monny Jun 7 2015, 05:49 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 06:17 PM) *
გათავისუფლებას

შენ გაიხარე. ვინც ეძებს პოულობს. ოღონდ ჩემი რჩევა იქნება, ნუ მოუსმენ იდიოტებს იმ ვიდეოს ვგულიხმობ. ეგ არის ჩვეულებრივი რუსი შოვინისტი იდიოტი ვანია, რომლის გადმოსახედიდანაც ყველა იდიოტია. ნუ რა ქნას ახლა. მეტი არ ესმის და . დაანებე თავი.

გათავისუფლებას თუ ეძებ, ვერ იპოვი, მაგრამ იპოვნი იმას, ვინც უკვე გათავისიფლებულია და სადმე გარეთ კი არა, შენში.
პირდაპირ გეუბნები პირდაპირი მნიშვნელობით. შენ უნდა გაიგო ეს. ყველას თავის გზა აქვს, მაგრამ რადგან შენ გათავისუფლებას ეძებ, მე მიგანიშნებ შენში იმაზე, ვინც გათავისუფლებულია უკვე. შენ კი ის დაგრჩენია გააცნობიერო, შეხედო, დაინახო, განიცადო ეს ვიღაცა ან რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ის ადამიანი არ არის, მაგრამ ნუ გეშინია ის ქმნის ადამიანს ადამიანად. ვინ უფრო მეტია ადამიანი, თუ ის ვინც ადამიანს აქცევს ადამიანად? ჰოდა. დაუკვირდი ვინ სუნთქავს შენში. ეს შენ არ ხარ. შენ რო იყო დაგავიწყდებოდა რო უნდა ისუნთქო ერთ კვირაში. დაუკვირდი ვინ ან რა არის ის ვინც ამ მოქმედებას აკეთებს. შენ მხოლოდ სუნთქვის შეკავება შეგიძლია, მაგრამ სუნქვით შენ არ სუნთქაც. გააკეთე ეს დაუკვირდი ამას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დაჭირდება, მაგრამ შენი სურვილი გათავისუფლების არის მთავარი. თავიდან სურვილით იწყება, ბოლოს კი სურვილი ქრება.
ვინ სუნთქავს?
მე არანაირ სუნთქვით ვარჯიშებს არ გთავაზობ. არც მედიტაციას ან იოგას ან რაიმე სხვა პრაწტიკას, მაგრამ შენ როგორც გინდა ისე დაარწვი. როგორც მოგწონს. იკითხე. იკითხეთ ხალხნო და გაგცემენ პასუხს. გეფიცებით რომ გაგცემენ. თუკი ერთ ადამიანს მაინცგაცეს პასუხი, ე.ი. ყველას გაცემენ. მე მიპასუხა ვინც სუნთქავს იმან. მაგრამ წინასწარ გთხოვ ნუ წარმოიდგენ როგორი იქნება პასუხი. ზოგი სიტყვით გპასუხობს. მუნჯი ჟესტებით. ზოგი წერს. ზოგი დუმს. ზოგი რა ზოგი რა. მაგრამ კითხე შენ თავს აი ახლა აი ამ წამს ვინ სუნთქავს?

Posted by: mata Jun 7 2015, 05:52 PM

ციტატა
ჩემი მიზანი ამ ცხოვრებაში


ვიცოდი მარა, დამავიწყდა

გახსენებას ვერ ვახერხებ.... მეცინება..... ან საშინლად ვიქცევი




ამიტო შევეშვი, და აღარც ვაპირებ გავიხსენო

Posted by: ანნა Jun 7 2015, 06:11 PM

მე ვიცი ვინ ვარ,

და აქ ვთვლი რომ ვარ შემოქმედებისთვის, ანუ მე ვქმნი არა ამრტო ნახატებს ან ლოგოს. მე ვქმნი ყოველ დღეს
ყველა ურთიერთობას თითეულ ადამიანტან ჩემი ურთიერთობა ჩემი შექმნილია.. რომ დააკვირდები ღრმად საკუთარ თავს ხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. აქ ვარ მოსული იმისთვის რომ სხვა ადამიანების ცხოვრება შევამსუბუქოდა ყველას გავუზიარო ჩემი თავისუფლება და ბედნიერება. და ამას ყოველ დღე ვსწავლობ,

ყოველ დღე ვიზრდები და მატერიალურ რეალობაში ჩემივე თავის შექმნას და ჩემივე ოცნებების ასრულებას, სამყაროსთან სინქრონიულობას ვსწავლობ. ეს ჯერ მოსმენიტდა დაკვრვებით გამომდის.. ჰო და მე ძალიან ბედნერი ვარ,
ქრისტეს სწავლებები არაა საკმარისი ამისთვის,
უფრო ღრმა თვითშემეცნებაა საჭირო, ტვინის მიღმა
და სიტყვების მიღმა, დროის და ქვეყნის მიღმა საკუთარი მეს პოვნაა საჭირო რომ ამ ცხოვრებაში იპოვო შენი ადგილი და გზა smile.gif

სხვების ინტელქტუალურ კიტხვებს შეიძლება ვერ ვუპასუხო მაგრამ ე ჩემთვის ჩემი ყველაფერი ვიცი.
მმმ,
"გამოიღვიძე და გამოაღვიძე სხვები" smile.gif და დანარჩენს სიტყვებით ვერ იტყვის, ყველას თავისებური გზა აქვს და თვითონ იცის.. ტუმცა ენერგიის გაგზავნა და გაზირება რაც უკვე გაიარე არის სუნთქვაზე უფრო ადვილიდა ბუნებრივი, რომ ყველაფერს აძლევ სხვებს და იცი ამით უკეთეს რეალობას ქმნი smile.gif

Posted by: David Monny Jun 7 2015, 06:19 PM

ანნა

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:11 PM) *
და სიტყვების მიღმა, დროის და ქვეყნის მიღმა საკუთარი მეს პოვნაა საჭირო რომ ამ ცხოვრებაში იპოვო შენი ადგილი და გზა

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:11 PM) *

მე ვიცი ვინ ვარ,


ანუ ჩვენ გვირჩევ, რომ ჩვენი მე ვიპოვოთ ხო? კარგი. მშვენიერი რჩევაა, მაგრამ შენ ეს რჩევა არ გჭირდება, რადგან შენ იპოვე შენი მე. და ეს მე შენია. ანუ ამბობ "მე ვიცი ვინ ვარ"

მე არ ვიცი და გეკითხები ვინ ხარ შენ?

Posted by: ანნა Jun 7 2015, 06:42 PM

David Monny

http://anaaika.blogspot.com/2015/05/blog-post.html აი ეს წაიკითხე, ადრე დავწერე. ვინ ვარ, ვინ ხარ ეს სიტყვებით არ ითქმება, ტვინს არ შეუძლია გაანალიზოს და სახელი დაარქვას, შესაბამისად ვერც ფიქრი და ვერც სიტყვა წარმოიქმნება და თუ მაინცდამიანც მე ვარ სინათლე.. ისევე როგორც ყველა, მარადიული ოქროს უსასრულობა და ა.შ.. ყველაზე კარგია როცა გრძნობ სხვას და ის გგრძნობს შენს ვინც ხარ რეალურად smile.gif ))

Posted by: David Monny Jun 7 2015, 06:54 PM

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:42 PM) *
რატომ უნდა გაიგო ვინ ხარ?
ვინ ხარ? მხოლოდ ფიზიკური სხეული ხარ? შენი აზრები ხარ? ემოციები ხარ? შენი სახელი და გვარი ხარ თუ ის სტატუსი რაც საზოგადოებამ მოგანიჭა რამდენიმე სიტყვაში.. ღვთის შვილი თუ მონა ღვთისა და? თუ პლანეტებისგან შედგებიდა მეტი არაფერი ხარ. ადამიანმა თუ არ იცის ვინაა, მაშინ სხვების ეტყვიან ამას და გამოიყენებენ მის უცოდინარობას თავის სასრგებლოდ. ჩვენს დროში ადამიანების უმრავლესობამ არ ვიცით ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და შესაბამისად არც ის ვიცით საით მივდივართ.. და თუ არ იცი საით მიდიხარ დიდი შანსია რომ არასწორი გზით მიდიდე და ძვირფას შანსს კარგავდე.
თუ ადამიანმა არ იცის ვინაა, თუ არ იცნობს თავის თავს.. მაშინ მას მუდამ აქვს უკმაყოფილება, უკმარისობა იფნრომაციის თავის თავზე და ეძებს თავის თავს ყველგან.. შეიძლება ვერც ხვდებდეს, მაგრამ როცა გვაინტერესებს სხვისი აზრი, საზოგადოებრივი აზრი ჩვენზე.. ეს მხოლოდ იმის სიმპტომია რომ არ იცი ვინ ხარ. ფსიქლოგიურად დამტკიცებულია და ამას ეწოდება „პროექცია“, რომ ადამიანის სხვა ადამიანებს აღიქვამს ზუსტად ისე, რგორც თავის თავს მხოლოდ გაუცნობიერებლად, სხვაში აღიზიანებს ის რასაც თავის თავს უკრძალავს, შურს და ა.შ.. იმ უმარავ არასწორ წარმოდგენებზე კი რაც გავრცელებულია ჩვენში აღარაფერს ვიტყვი. გვჩვევია ერთ სიტყვაში ჩავსვათ ადამიანის არსება და ამის მიხედვით განვსჯით და ვეურთიერთებით მას.. მაგალითად „ფანატიკოსი მართლმადიდებელი“. „გეი“, „ნარკომანი“, „ჰომოფობი“ და ა.შ.. „შეიცანი შენი თავი და შეიცნობ სამყაროს“ გვეუბნება წინაპრების სიბრძნე… უბედურება ისაა რომ, ადამიანებს სამყაროც არ აინტერესბთ, ისინი კმაყოფილდებიან იმ მწირი წარმოდგენებით რასაც გარემო ახვედრებს დაბადებისას. სახელი, გვარი, ასაკი, სხეული და ის თუ რა სტატუსს მიანიჭებს სისტემა. აირჩევს პროფესიას და იქნება იურისტი, იქნება ექიმი. არიან მაძიებელი ადამიანები, მაგრამ ისინიც ხშირად ინტელექტუალურ ძიებაში ხარჯავენ მთელს ცხოვრებას და არა თავის მეს შეცნობაში.
ატარებ მთელს ცხოვრებას იმის მიხედვით როგორც სხვებმა გასწავლეს.. არაა აუცილებელი რომ ახლა ვინმე გასწავლიდეს და გეუბნებდოეს. კაცობრიობა ჩამოყალიბებულია ამ წარმოდგენებით და თუ შენც კითხვები არ გიჩნდება და დინებას მიყვები, იქნები რიგითი ბრმა ადამიანი, რომელიც მხოლოდ პროდუქტი და მომხმარებელია ცხოვრების და არა შემოქმედი.. როცა შენს თავს შეიცნობ აცნობიერებ შენს შემოქმედების უნარს, ხოლო თუ არა.. ხარ მოხმარებელი, უკამყოფილო არსება, მუშაობაში, ბუღუნში, გინებაში და სხვების შემყურე.. პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და საზოგდოებრივი შოუების შემქმნელების ყურებაში და მათზე ლაპარაკში გაატარებ ცხოვრებას. ადამიანები მუდამ საუბრობენ რა იყო ტელევიზორში, როგორ მოიქცა სხვა.. მაგრამ ძალიან იშვიათად იყურებიან თავის თავში, თავის მეში და ჩემი აზრით ესაა ყველაფერი ცუდის მიზეზი ამ ქვეყანაზე..

ყველა ადამიანის თავის გულში ღღმად აქვს ადგილი, რომელსაც „ქრისტიანობა“ ღვთის სასუფეველს უწოდებს, სხვა სწავლებები სხვა რამეებს, მაგრამ მთავარია რომ ეს ადგილია ყველა ადამიანშია. თუმცა ადამიანები იქ არ ვეძებთ მუდამ გარეტ ვიყურებით და თუ სულიერ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, მაშინაც ისევ შევყურებთ პატრიარქს. ვიქცევით ისე როგორც ამბობს პატრიქრი, ან როგორც ტელევიზორის, გაზეთის, თუნდაც ასტროლოგიური ჟურნალი გვირჩევს.. ჩვენს თავს არაფერს ვეკითხებით რადგან არ ვიცით ვინ ვართ. როცა გვეცოდინება ვინ ვართ, ჩვენი ნამდვილი მე ვინაა მაშინ გვეცოდინება ყველა კითხვაზე პასუხი თავადვე, გაგვიქრება უკმრისობა და უფრო მშვიდები, ბედნიერები ვიქნებით.. უცებ ვფიქრობდი ამაზე და მომინდა გაზირება სხვებისთვისაც. ძალიან ბედნერი ვიქნებიდა დარწმუნებული ვარ გარემოც თუნდაც საქართველოს მდგაომრეობა გაუმჯობესდება თუ ადამიანები ჩვენს თავებშ ჩავიხედავთ ღრმად და დავსვამთ კითხვას, თუნდაც დღეში ერთხელ: ვინ ვარ მე? ხოლო როდესაც პასუხს მიიღებთ, მე არ ვიტყვი რა იქნება.. თავად ნახავთ )))


აი ამ ტექსტში თუ ვინმე მეტყვის სად წერია ვინ ხარ, ნაყინს ვუყიდი. აი ახლა ჩემს პატარა მეგობარს დაგალაპარაკებ 10 წლისაა და წინასწარ დავარიგებ ესე თქვი ესე თქვი მეთქი. რო მე ვარ უსასრულობა და მე ვარ ყველაფერი, ასევე არაფერი. ეს იმას ნიშნავს რომ მან იცის ვინ არის? იგივე შენ. რადგან წერ მე ვიცი ვინ ვარ ნიშნავს რო იცი?
QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:42 PM) *
ვერც ფიქრი და ვერც სიტყვა წარმოიქმნება და თუ მაინცდამიანც მე ვარ სინათლე..

სიბნელემ რა დააშავა? არ მოგწონს? კაი ვიღაცა სიბნელე იქმება და იყავით ასე სიამ ტკბილობით.

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 07:42 PM) *
ისევე როგორც ყველა, მარადიული ოქროს უსასრულობა და ა.შ..

და რამდენ "პრობიანი" ოქრო ხარ? თუ უსასრულო ოქროს ეგ არ აქვს? ვერცხლმა რა დააშავა? ბრილიანტმა? კაი სიტყვებით ვერ გადმოცემ, მაგრამ განიცადე ხო. ანუ განიცადე ვინ ხარ და კიდევ ეძებ ვინ ხარ თუ ახლა სხვა რამე გინდა? ახლა გინდა რომ სხვას განაცდევინო ის რაც შენ განიცადე, რასაც სიტყვებით ვერ გადმოცემ? ანუ ამას ეძებ?

Posted by: ანნა Jun 7 2015, 07:32 PM

David Monny

მე და შენ ერთმანეთს რომ გავიცნობთ ყველაფერს ნათელი მოეფინება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დიდი ალბათობით ირეკლავ ასპექტებს რაც ჩემში მაქვს კიდევ გაუცნობეირებლად და ამიტომ ვსაუბრობთ ფორუმზე, პირადული არაფერი. უბრალოდ პროექციააა.. შენ ეხლა რამეს გრძნობ ან ფიქრობ რომ მელაპარაკები? მე ამას ვგრძნობ, რომ როგორც შენ აღგიქვამ ეგეთი ვიყვაი, ვარ ან ვიქნები რომელიმე სიტუაციაში და ახლა გაკვრიდებიდა ვიღებ როგორც ცემს ნაწილს smile.gif

QUOTE
ახლა გინდა რომ სხვას განაცდევინო ის რაც შენ განიცადე


აჰამ, ეს კი ^^



Posted by: ichi Jun 7 2015, 07:55 PM

QUOTE(David Monny @ 7th June 2015 - 06:54 PM) *
სიბნელემ რა დააშავა? არ მოგწონს? კაი ვიღაცა სიბნელე იქმება და იყავით ასე სიამ ტკბილობით.

საინტერესო შენიშვნაა.

ისე კი როგორაა მოწყობილი, რაც ყველაზე მნიშნვნელოვანია, იმას სიტყვით ვერ გადასცემ, მაგალითად გამოცდილებას და თუნდაც გაცნობერებული გქონდეს საკუთარი მე, სხვისთვის ამის ახსნა შეუძლებელია, მინიშნება კი ბატონო.
იესო რატომ საუბრობს სულ იგავებით და არა სიტყვებით? იმიტომ ხომ არა რომ სიტყვით ვერ ეტყოდა ზუსტად სათქმელს, იგავი კი გეუბნება ფუძეს და გიშვებს შენ შენში რომ გაარჩიო სათქმელი, ანუ გიბიძგებს ფიქრისკენ საკუთარ თავში, თUნდაც რომ ეუბნება რომ ვისაც სურს პირველობა ის იქნება მსახური, ანუ იქნება უკანასკნელი. ანუ აძლევს ბიძგს აზროვნებისკენ?
David Monny

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 06:42 PM) *
აი ეს წაიკითხე, ადრე დავწერე. ვინ ვარ, ვინ ხარ ეს სიტყვებით არ ითქმება

და რატომ არ ითქმება ყველაზე მნიშვნელოვანი? რაღაც პარადოქსია, შემთხვევითი არაფერია, ესეიგი ეს განცდა ისეა შექმნილი რომ არ გადაიცემა, რა არის ამის მიზანი? ის ხომ არა რომ ყველამ უნდა გაიაროს თავის გასავლელი და სიტყვით რომ შეიძლებოდეს ამის გადაცემა მაშინ რაღაც მხრივ მარტივი იქნებოდა ყველას ცხოვრება, უბრალოდ წაიკითხავდა სიტყვებს შეასრულებდა და მოხდებოდა მოსახდენი.
ანნა

Posted by: David Monny Jun 7 2015, 07:59 PM

ანნა

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 08:32 PM) *
მე და შენ ერთმანეთს რომ გავიცნობთ ყველაფერს ნათელი მოეფინება დიდი ალბათობით ირეკლავ ასპექტებს რაც ჩემში მაქვს კიდევ გაუცნობეირებლად და ამიტომ ვსაუბრობთ ფორუმზე, პირადული არაფერი. უბრალოდ პროექციააა.. შენ ეხლა რამეს გრძნობ ან ფიქრობ რომ მელაპარაკები? მე ამას ვგრძნობ, რომ როგორც შენ აღგიქვამ ეგეთი ვიყვაი, ვარ ან ვიქნები რომელიმე სიტუაციაში და ახლა გაკვრიდებიდა ვიღებ როგორც ცემს ნაწილს

მე ბევრ რამეს ვგრძნობ და ვფიქრობ, მაგრამ არცერთს ვანიჭებ მნიშვნელობას, რადგან ეს მხოლოდ ელექტრული მუხტის, ძაბვის, ფლუიდების ტვინში შეერთებით წარმოიქმნება. მე არ ვარ ქიმიური რეაქცია და არც პროექცია. ყველაფერი ჩემში არსებობს, ხოლო მე თვითონ არ ვარსებობ. როდესაც ვამბობ ყველაფერს ვგულისხმობ 3 მდგომარეობას, რომელშიც შეგვიძლია ვიყოთ. ღვიძილი, სიზმრებიანი ძილი და ღრმა ძილი. როცა იღვიძებ თვალდახუჭული ჯერ სხეულს აღიქვამ და იგივდები მასთან, თვალს რო ახელ, სამყაროს ხედავ და მისგან ცალკეობას. აი მე აქ ვმთავრდები სადაც ჩემი კანია ამის იქით იწყება ჰაერი, მერე მაგიდა, საწოლი და სხვა ადამიანი. აი ახლა მე აქ ვარ. და აზრი არ აქვს ამ დასკვნებს, რადგან ყოველ წამს შეიძლება ჩამეძინოს, და ის ელექტრული მუხტი, ძაბვა რაც ტვინშI იყოს შემცირდეს და სადღა ვარ? კარგად მეყოლე. დამეძინა. ახლა სიზმარს ვხედავ, მაგრამ რეალურად ღვიძილიც სიზმარია, რადგან აქაც სახელები და ფორმებია როგორც სიზმარში და სიზმარსა და ცხადს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ცხადი დიდხანს გრძელდება და სიზმარი ცოტა ხანს. ამიტომ გვგონია, რომ ცხადი არ არის სიზმარი. ახლა შენ გძინავს და აზრზეც კი არ ხარ, რომ სიზმარს ხედავ. აი ამ წამს აი "აი" რო წაიკითხე მაშინაც სიზმარს ხედავ და ახლაც. და ახლაც... მაგრამ სიზმარი რომ მეტ ხანს გრძელდებოდეს, იმას დავარქმევდით ცხადს, ასე რომ აზრი არ აქვს, ეს პრობლემას ვერ გადაჭრიდა. ჯობია ისე იყოს როგორც არი. შენ ამბობ რომ მე ვიცი ვინ ვარ და ამ დროს არ იცი, რომ ექიმმა ტვინზე სტიმულირება რომ გაუკეთოს ერთ ერთ მონაკვეთს, აღარ გეცოდინება ვინ ხარ. შენ განიცადე ვინ ხარ და მაინც რაღაც გინდა, მაინც განვითარება გინდა. მე გეუბნები, რომ არ განგიცდია შენი მე, რადგან ის უკვე განვითარებულია და მეტიც, არ არსებობს სხბა მე. შენ ხარ ჩემი მეც, სხვისი მეც და შენ ხარ მთელი სამყარო. აი ეს შენ არ განგიცდია, რადგამ სამყარო ამ მეში არსებობს. არ არის მეორე ასეთი მე.
რაც შენ განიცადე შენთვითონაც არ იცი რა განიცადე. მასეთი განცდები უამრავი აქვს ხალხს, მაგრამ რა მოგცა მაგ განცდამ? ის მოგცა, რასაც ლაპარაკობ. და რასაც ლაპარაკობ, ის გაკლია. განვითარება და ცნობიერების გაფართოვება მოგცა მაგ შენმა განცდა. მაგრამ ცნობიერება უკვე გაფართოვებულია, არ არსებობს სხვა ცნობიერება და როგორ გაფართოვდება. არ არსებობს მეორე.. რამე რო გაფართოვდეს, 2 ბოლო უნდა ქონდეს. ცნობიერებას არ აქვს ორი ბოლო. ის ერთია. მაგრამ არც ერთია, ერთიც არ არი. საერთოდ არ არსებობს.
შენ რომ შენი მე გეპოვნა, არავის ეტყოდი ეს მედიტაცია ქენი ის ქენი. არ აკიდებდი ამ ტვირთებს, რადგანაც გეცოდინებოდა, რომ არ არსებობს მიზანი. არ არსებობს გზა. არ არსებობს განვითარება, რადგანაც ეს მე არის ყველაფერი. დამკვირვებელიც და დაკვირვების ობიექტიც ერთია. ყველაფერი ერთია. მეორე რამ უბრალოდ არ არის, ამიტომ არ არის არც პირველი.
ერთს იმიტომ ვამბობ, რომ მეორე არ არის ასეთი, ხოლო რადგან მეორე ასეთი არ არის, ეს ერთი არის თუ არ არის მნიშვნელობა არ აქვს. შენ რაც გინდა ის დაარქვი.
როგორც ქართული ზღაპარ იწყება: იყო და არა იყო რა. ანუ რაღაცა იყოო და თან არ იყოო. ამაზე მეტი ადვაიტის სწავლება არც არსებობს. ბუდამ თქვა: არაფერი ყველაფერი და ყველაფერი არაფერია.
შენ იცი ვინ სუნთქვას შენში ახლა? ეს შენ ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ ახლა შენ სუნთქავ?

Posted by: David Monny Jun 7 2015, 08:18 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 08:55 PM) *
ისე კი როგორაა მოწყობილი, რაც ყველაზე მნიშნვნელოვანია, იმას სიტყვით ვერ გადასცემ, მაგალითად გამოცდილებას და თუნდაც გაცნობერებული გქონდეს საკუთარი მე, სხვისთვის ამის ახსნა შეუძლებელია, მინიშნება კი ბატონო.

ძნელი არ არის, მარტივია. აი რატოა მარტივი. კვანტური მექანიკა იცი? არ იცი. იცი რა ძნელია ისწავლო? მანქანის აწყობა იცი? არ იცი. იცი რა ძნელია ისწავლო? დაბადებიდან რაღაცა ვისწავლეთ რაღაცა დავივიწყეთ, მაგრამ ერთი რამ რაც არასდროს ჩერდება და ჩვენ რომც აღარ ვართ, მაშინაც არის. ანუ ღრმა ძილს ვგულისხმობ. იმედია ბავშვობაში მაინც გქონიათ, ან გუი მაინც წაგსვლიათ,, ან კომაში. ეს ყველა ერთი მდგომარეობაა. სადაც ტვინში ძაბვა მინიმალურია. იმედია იცით, რომ ტვინში დიდი რაოდენობით ელექტროობაა. მე შედარებით ფრაზებს არ ვიყენებ პირდაპირი ვ=მნიშვნელობით ვხმარობ ყველა სიტყვას. აი ეს საყვარელი და ნაზი სუნთქვა. დააკვირდით ამ სუნთქვას. მე გეუბნებით რომ თქვენ არ სუნთქავთ, მაგრამ ეს არ გჯერათ. მე არ გეუბნებით მერწმუნეთთქო. ნახეთთქო. დამიმტკიცეთ საწინააღმდეგო. და 1 კვირის მერე, მითხარით რამდენჯერ ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. მარა ისე არა, რო გამოიანგარიშოდ საშუალოდ ადამიანი 60 ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას აკეთებს წუთში. ე. ი. საათში ამდენი. და დღეში ამდენი, ერთ კვირაში ამდენი. არა, თქვენ თვითონ დაითვალეთ, ჩასუნთქვაც და ამოსუნქვაც. დაითვალეთ და შვიდი დღის მერე საღამოს 7_ის 30 წუთზე მითხარით რამდენი ჩასუნთქვა და ამოსუთქვა გააკეთეთ და ისიც მითხარით, 7_ის 30 წუთზე ბოლო რონელი იყო ჩასუნთქვა თუ ამოსუნთქვა, თან ყველა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ერთი და იგივე სიჩქარით არ იქნება ამ პერიოდში, ამიტომ დაითვალეთ ის აჩქარებაც, რამდენი წამი გრძელდბა ჩასუნქვა და ამოსუთქვა. ყველა. რატო არ ნებდებით? რატო არ აღიარებთ რომ თქვენ არ სუნთქავთ? და თუკი თქვენ არ სუნთქვთ საიდან ხართ ცოცხალი? კარგად ვიცით, რომ თუ ადამიანი აღარ სუნთქავს მოკვდა. ამიტომ მე გეუბნებით, თქვენ არ სუნთქავთ. მე არ მჭირდება თქვენი აღიარება რო კაი ხო ეგრეა. გააცნობიერეთ, გამოიძიეთ. არ მენდოთ. მე სანდოობაზე არ გელაპარაკებით.

Posted by: David Monny Jun 7 2015, 08:28 PM

კიდევ ერთი... ყველას უნდა სიზმრის გაკონტროლება, და როცა ამას აღწევენ აუ რა მაგარიაა. მაგარი შეგრძნება ეუფლებათ. რატო გვინდა სიზმრის კონტროლი, იმიტომ, რომ ცხადშიც გვინდა კონტროლი. ცხადში ყველაფერს ვაკონტროლებთ. ამიტომ სიზმარშიც ყვეაფერს ვაკონტროლებთ უკვე მაგრები ვართ. უცემ მოდის ღრმა ძილი და უპს. ბლექ აუთ...
ენიბადი ჰოუმ? ჰელოუ? არავინ პასუხობს. ეს კონტროლი არაფერია, თუ არა მაღალი ძაბვა ტვინში. ტურიაზე არაფერი მითქვამს, რომელიც მე4 მდგომარეობაა და რომელშიც პირადად ვიყავი, ანუ "მე" როგორც დამკვირვებელი, სიზმარშიც, ცხადშიც და ღრმა ძილშიც არ გამქრალა. ყველაფერს ვაკვირდებოდი. ამ სამივე მდგომარეობას. ამიტომ ეძახიან მე4_ს, რომ სამს რომ დააკვირდე, მე_4 უნდა იყო.. ამ სამიდან რომელიმე ერთი დააკვირდება დანარჩენ 2_ს, მაგრამ არა სამსმ, როცა სამივე დაკვირვებადია, მაშინ არის მე-4. მარტივია. ძალიან მარტივია, არაფერს ვწერ გადატანითი მნიშვნელობით. პირდაპირ, ვბუკვალნამ სმისლე, პირდაპირი მნიშვნელობით ვწერ.

Posted by: ichi Jun 7 2015, 08:45 PM

David Monny
როცა გძინავს და ვერ აცნობიერებ რომ სიზმარში ხარ, მაგ დროს ემორჩილები ფიზიკურ კანონებს როგორც რეალურად, მაგრამ როგორც კი გააცნობიერებ რომ ეს სიზმარია უცებ ყოვლისშემძლე ხდები და ცვლი მოვლენებს, დაფრინავ, სხვას აკონტროლებ....რას ფიქრობ ამ ფენომენზე? იქნებ რეალბაც ასეა ანუ საკმარისია მის ილუზიურ ბუნებას ჩაწვდე რომ გაშალო ფთები და გახდე ბრძალებელი?

QUOTE(David Monny @ 7th June 2015 - 08:28 PM) *
როგორც დამკვირვებელი, სიზმარშიც, ცხადშიც და ღრმა ძილშიც არ გამქრალა. ყველაფერს ვაკვირდებოდი. ამ სამივე მდგომარეობას.

ანუ როცა გეძIნა, აცნობიერებდი რომ გძინავს? თუ როგორ აკვირდებოდი ანუ სად იყავი? გარედან უყურებდი თუ შიგნიდან უყურებდი ფიქრებს? შეგეძლო ფიქრების კონტროლი? თU საერთOდ არ ეხებოდი.

Posted by: ანნა Jun 7 2015, 09:17 PM

სიზმარში ვიციხოლმე რომ სიზმარია და ვაკვირდები. და ყველა სიზმარს რაღაც ქვეცნობერიდან მოაქვს მისახვედრიდა სასწავლია, დასანახიდა გასაშვები. ichi სიბნელე არ არსებობს იჩი, სიბნელე მხოლოდ მაშინაა როცა სინათლეს ზურგს აქცევ. არის სინათლის ნაკლებობა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე.

David Monny

QUOTE
შენ რომ შენი მე გეპოვნა, არავის ეტყოდი ეს მედიტაცია ქენი ის ქენი. არ აკიდებდი ამ ტვირთებს, რადგანაც გეცოდინებოდა, რომ არ არსებობს მიზანი. არ არსებობს გზა. არ არსებობს განვითარება, რადგანაც ეს მე არის ყველაფერი. დამკვირვებელიც და დაკვირვების ობიექტიც ერთია. ყველაფერი ერთია. მეორე რამ უბრალოდ არ არის, ამიტომ არ არის არც პირველი.
ერთს იმიტომ ვამბობ, რომ მეორე არ არის ასეთი, ხოლო რადგან მეორე ასეთი არ არის, ეს ერთი არის თუ არ არის მნიშვნელობა არ აქვს. შენ რაც გინდა ის დაარქვი.
როგორც ქართული ზღაპარ იწყება: იყო და არა იყო რა. ანუ რაღაცა იყოო და თან არ იყოო. ამაზე მეტი ადვაიტის სწავლება არც არსებობს. ბუდამ თქვა: არაფერი ყველაფერი და ყველაფერი არაფერია.
შენ იცი ვინ სუნთქვას შენში ახლა? ეს შენ ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ ახლა შენ სუნთქავ?


და შენ რატომ წერ ამდენს აბა ამ ფორუმზე? შენ თავს შეუბრუნე აბა ეგ კითხვა და მიპასუხე smile.gif

Posted by: David Monny Jun 7 2015, 09:18 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 09:45 PM) *
რას ფიქრობ ამ ფენომენზე?

არაფერს, ეს უბედურებაა. ეს იგივეა, ფრჩხილების ჭამის ჩვევა გქონდეს ცხადში და სიზმარშიც გაცნობიერებულად ფრჩხილების ჭამა დაიწყო.. დაანებეთ ამ წამიერ სიამოვნებებს თავი.. მაგ ფრენას სექსი არ ჯობია? ქემაინც ორის სიამოვნება ემთხვევა ერთმანეთს და იმ კონტროლირებად სიზმარში მარტო შენ დაფრინავ. კიბატონო ვაკონტროლოთ, მაგრამ რატომ? რას გვაძლევს? ანუ ილუზიის კონტროლი, გვინდა ილუზიიდან. ეს იგივეა. კომპიუტერულ თამაშს თამაშობდე. ქოლ ოF დიუთის და ერაყში ომობდე და ფაქტიურად შეგრძნების 3 ორგანო ჩართულია, მხედველობა, შეხება და სმენა. შეგიძლია დენთს ცეცხლი წაუკიდო ოთახში და სუნიც ჩაერთვება. მერე საღეჭი რეზინიც ღეჭე და გემოვნებაც და კარგად მეყოლე. ერაყში ხარ. რეალურად კი შენს ოთახში ზიხარ. აი ეს არის სიზმრების კონტროლი. მე 3 მდგომარეობას ვაკვირდებოდი და არცერთს არ ვაკონტროლებდი, ამიტომაც ვაკვირდებოდი რომ არ ვაკონტროლებდი. როცა კონტროლს იწყებ, დაკვირვებას კარგავ, როცა აღარ აკონტროლებ დაკვირვებას იწყებ.

QUOTE(blue_velvet @ 7th June 2015 - 09:45 PM) *
ანუ როცა გეძIნა, აცნობიერებდი რომ გძინავს? თუ როგორ აკვირდებოდი ანუ სად იყავი? გარედან უყურებდი თუ შიგნიდან უყურებდი ფიქრებს? შეგეძლო ფიქრების კონტროლი? თU საერთOდ არ ეხებოდი.


როცა გეძინას აქვს 2 ფორმა. სიზმრებიანი ძილი, და ღრმა ძილი, კომა. ერთსაც ვაკვირდებოდი და მეორესაც. სიზმრების კონტორლი შემეძლო რომელია, მაგრამ არ ვაკეთებდიო რო დავწერო იფიქრებთ აი გინდოდა და ტავი შეიკავეო, უბრალოდ არ მქონდა სურვილი, აზრი არ ქონდა. აკვირდები გულიდან. პირდაპირი მნიშვნელობით ხარ გულის არეში, შენს ზევით თავს გრძნობ, მაგრამ ამის მერე თავი და გული ერთიანდება, თავი ჩამოდუ გული ადის თავში ვერ გეტყვით, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ ერთიანდება. ხარ არაფერში. აბსოლუტურად არაფერში. სიბნელეში. მაგრამ ეს სიბნელე სიბნელე არ არის, ანუ არაფერია. სიბნელეში იმიტომ ხარ, რომ ოთახში ბნელა და თან თვალები გაქ დახუჭული. კიდე კაი ნათელი არ დავინახე თორე ახლა ჩემს შესახებ პოსტებს ნახავდით. 19 წლის ასაკში გაურკვეველი მიზეზების გამო..... smile.gif biggrin.gif მოკლედ გესმის, როგორ სუნთქავ, როგორ არ ინძრევი, მაგრამ სხეულთან მინიმალური კავშირი გაქ. ეს სიცარიელე სხეულშიცაა და სხეულის გარეთაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხეულის გარეთ მანქანებს ხედავ ქუჩაში.
სად ვიყავი. პირობითად ოთახში, მერე სხეულში, მერე გულში და ამის მერე არარსად. ანუ ამის მერე არის სიცარიელე. მარა აი ძაგძაგებსავით, უფრო სწორად ვიბრირებ. ეს ნერვული სისტემა ადის ჩადიშ შენში, სისხლი მოძრაობს ადის ჩადიშ შენში. მაგრამ შენ ხალკე დგახარ. შენ ეს არ გეხება.
იყო მომენტები, როცა მარტო ერთი ფიქრი იყო, მე ვარ. მაგრამ არსად არ ვარ, რადგან არ იყო მეორე ფიქრი სადმე ყოფნაზე, ანუ კაი მე ვარ , მარა სად ვარ? აი ეს ფიქრი არ იყო. მარტო იყო ფიქრი, რომ ვარ. იმიტომ იყო, რომ ვაკვირდებოდი როგორ მეძინა. იყო უფრო ღრმა ფიქრი, მარტო "მე". ეს იმით განსხვავდებოდა "მე ვარ" ფიქრისგან, რომ არ ვიცოდი ვიყავი თუ არ ვიყავი. " მე ვარის" შემთხვევაში ვიცოდი რომ მე ვიყავი, რადგან ვხედავდი, ანუ ვაცნობიერებდი ძილს, ღვიძილს, ნივღებს ა.შ.
მაგრამ არ განმიცდია, რომ მე არ არის. ანუ სულ ვიყავი, განუწყვეტლივ. ღვიძილიდან ძილში განუწყვეტელი ცნობიერებით გვენ ღრმად გვძინავს, მაგრამ არ გვახსოვს, მარტო სიზარი რო ვნახეთ ეგ გვახსოვს მეორე დღეს და გვგონია ეს სიზმარი გრძელდებოდა მთელი ღამე. არადა რაღაც წამები გრძელდება, დანარჩენი სულ ღრმა ძილია.
მაგრამ, "მე" ყოველთვის ვიყავი, ეს მე არ გამქრალა. ამიტომაც ვამბობ, გასხივოსნება ამ მეს გაქრობაა. ანუ გასხივოსნებული ხარ, უბრალოდ აცნობიერებ, რომ ეს მე არ არსებობს, აი ეს წამია გასხივოსნება. ერთი წამი.
ამიტომაც ვამბობ გათავისუფლება, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. მე ისევ რჩება, რომელიც განიცდის მიუჯაჭველობას სამყაროზე, მაგრამ ისევ მე განიცდის. ხოლო როცა ეს მე დნება, როგორც თაფლი ცხელ ჩაიში, აი ამ პროცესს ეძახიან რეალიზებას. ყველაფერი რჩება, ჭამ, სვამ, დადიხარ, ლაპარაკობ, მაგრამ რომ შენ დადიხარ, შენ ლაპარაკობ, შენ მქმედებ აღარ არის.

Posted by: David Monny Jun 7 2015, 09:43 PM

ანნა

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 10:17 PM) *
სიზმარში ვიციხოლმე რომ სიზმარია და ვაკვირდები. და ყველა სიზმარს რაღაც ქვეცნობერიდან მოაქვს მისახვედრიდა სასწავლია, დასანახიდა გასაშვები. ichi სიბნელე არ არსებობს იჩი, სიბნელე მხოლოდ მაშინაა როცა სინათლეს ზურგს აქცევ. არის სინათლის ნაკლებობა, მაგრამ არ არსებობს სიბნელე.

ჭკუის კოლოფო, სინათლის საკითხში ქრისტეზე მეტი იცი? მე ვუცი ქრისტე, შენ რომ ქრისტე გცოდნოდა, მაგ სისულელეს აღარ დაწერდი. ახლა მინდა რო გეწყინოს, რომ სისულელე ვუწოდე შენს დაწერილს, რადგან ზოგი კედელს თუ არ დაეჯახა, ვერ ხვდეა, რომ ტრიალი უნდა შეწყვიტოს, თავბრუ რომც დაესხას მაინც. რაც გინდა ის მიწოდე, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ სისულელეებით გამოუტენო ხალხს ტვინი და სიცანცარით. აქ ხალხი ყველაზე სანუკვარს ეძებს რაც კი ცხოვრებაში შეიძლება იპოვო და მე ამას მთელი სერიოზულობით ვეკიდები. ახლა კი მე არაფერს გიმტკიცებ, შენ ამტკიცებ რომ იესო ქრისტეზე მეტი გესმის.

"3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

5. ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა." (იოანეს სახარება, თავი პირველი)

ახლა რა არის ეს ბნელი, რომელმაც იგი ვერ მოიცვა? და რატომ არ წერია, მოიცვა თუ არა ნათელმა ბნელი? რადგან არ წერია ე.ი. ასეა? მაგრამ რომ გავიგოთ რა არის ეს ბნელი, ისევ დასაწყისში, ოღონდ ძველი აღთქმის.

"2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ."

"3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი." (დაბადება, თავი პირველი)

გარკვევით წერია, რომ სანამ ნატელი იქნებოდა, მანამდე იყო ბნელი და ღმერთის სული. უფსკრული, წყალი, ბნელი და სული. მერე გარკვევით წერია, პირველ დღეს, რომ იქმნა ნათელი. ანუ ღმერთმა ნათელი შექმნა. ნათელი არის ქმნილება. ხოლო არსად წერია, რომ ბნელი ღმერთის ქმნილებაა, პირიქით ის ღმერთთან ერთად არსებობდა ცის და მიწის და ნათელის შექმნამდე.

და კიდევ ნებისმიერი ლოცვა სახარებიდან და სხვა წერილებიდანაც მთავრდება, და იესოც ამბობს "უკუნითი უკუნისამდე", რაც ნიშნავს მარადიულად. არსად ამბობს, "სინათლიდან სინათლემდე"
რამდენი ფაქტი გინდა კიდე, რომ დანებდე?

დამკვირვებელი, არის ცნობიერება, ის ვინც აცნობიერებს, ანუ არსებობაში შემოყავს. მაგრამ საიდან შემოყავს, არ არსებულიდან, უფორმოდან, ბნელიდან, უფსკრულიდან. უსახო და უდაბური, უფორმო და უცვლელი, რომელიც ქმნადობამდე არის. სინათლეო, ბნელში ანათებსო ხო, ხოდა ბნელი რო არ იყოს სად გაანათებდა? მაგრამ არ არის განსხვავება ცნობიერებასა სინათლეს და არარსებობას, ანუ სიბნელეს შორის. ცნობიერება ირეკლავს არაფერს. ამიტომაც არაფერმა ვეღარ მოიცვა არაფერი. ანუ სიბნელემ, ვეღარ მოიცვა სიბნელე. ანუ არაფრის ყველაფერში შემოყვანის პრცესს დაერქვა სინათლე.
მაგრამ ეს მხოლოდ ქრისტეზე და ბუდიზმზე არარ გირჩევ გაგრძელებას. იქ საერთოდ უკუნეთია.

Posted by: David Monny Jun 7 2015, 09:48 PM

ანნა

QUOTE(ანნა @ 7th June 2015 - 10:17 PM) *
და შენ რატომ წერ ამდენს აბა ამ ფორუმზე? შენ თავს შეუბრუნე აბა ეგ კითხვა და მიპასუხე

მე დავწერ უფრო მეტს და აქამდე დაწერილში და მერენდელშიც თუ სადმე იპოვი, რომ ვინმეს რაიმე მედიტაციას და პრაქტიკას ვთავაობ, უნამუსო ვიყო რაც გინდა მითხარი და იმას ვიზავ აი რაც გინდა. თუ არა და დანებდი, მე ხო არ გეუბნები მე მეტივარ შენ ნაკლები. მე გეუბნები დანებდი იმას ვინც სინთქავს. დანებდი სიცოცხლეს.
8 წელი ვაკეთებდი მაგ სისულელებს და დავიღალე. ახლა რომ ვუყურებ იგივეს აკეთებს სხვა, არ ვერევი, მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებას ვყვები. პირად გამოცდილებას. ჩემსას არავის სხვისას. ამ თემაშიც სამადჰის თემაშიც და ყველგან. მე მხოლოდ პირად გამოცდილებას ვეყრდნობი.

Posted by: tikoroma Jun 7 2015, 10:35 PM

David Monny
დილა რო გათენდება და იღვიძებ, რამე ხო უნდა აკეთო? biggrin.gif

ციტატა(David Monny @ 7th June 2015 - 01:32 PM) *
ამიტომ ადამიანის თუ გინდათ მიზანი დავარქვათ არის ის, რომ გააცნობიეროს, რომ მიზანი არ აქვს.
ამისგან ვიტანჯები ძირითადად, რომ ვიტანჯები. biggrin.gif
ახლა მაქვს მიზანი, მე მოვიგონე და გავყვები. ისე კი არ მაქვს, მეხი დამკრას ზევსმა, თუ მქონდეს biggrin.gif

Posted by: ano Jun 7 2015, 10:43 PM

კარგი თემაა გკითხულობთ rolleyes.gif
ძალიან კარგი შეკითხვაა ჩამოყალიბებული, კარგად დასმული კითხვა სადღაც პასუხსაც მოიაზრებს, ჩემი აზრით, ნახევარი საქმე გაკეთებულია,
პასუხებიც გასააზრებელი..

Posted by: tikoroma Jun 7 2015, 11:01 PM

David Monny

ციტატა(David Monny @ 7th June 2015 - 01:32 PM) *
ამიტომ ადამიანის თუ გინდათ მიზანი დავარქვათ არის ის, რომ გააცნობიეროს, რომ მიზანი არ აქვს.
ნუთუ ვერ გრძნობთ რომ თქვენ თქვენ არ ხართ და რომ სხვა ვიღაცა ან რაღაცაა თქვენს სხეულში. ვინ სუნთქავს? ვინ ინელებს საჭმელს? ვინ ამუშავებს გულს? შეენ? რატო არ ეკითხებით ამას საკუთარ თავს? რატო არ გინდათ გაიგოთ პირველ რიგში ვინ არის აი ის ვინც ამას აკეთებს ? იქნებ არ უნდა იმას ეს თქვენი მიზნები? იქნებ იმას სხვა მიზანი აქვს? როდესმე გიკითხავთ? არ იცნობთ და რას კითხავდით.
ნუთუ იმდენად უგუნურია ადამიანი, რომ გონია, რომ ის სუნთქავს. თქვენ ისეთი გულმავიწყები ხართ 6 დღის წინ საღამოს 6 ის ნახევარზე რა სიტყვები თქვიტ არ გახსოვთ და თქვენ რო სუნთქავდეთ, კაი ერთი დღე ორი დღე და მე3 დღეს დაგავიწყდებოდათ , რო უნდა ისუნთქოთ.
ღმერთს მადლობა რომ თქვენ არ სუნთქავთ, თორემ ამ პოსტის წამკითხავი აღარ დარჩებოდა არავინ ერთ კვირაში.
რა გჭირთ ხალხნო? რას ეძებთ? ვის ეძებთ? ვინმეს ეძებთ და ვერ იპოვეთ? ვინმეს მიმართეთ დასახმარებლად და ვერ გაპოვნინათ? მიპასუხეთ.


რატომ გიკვირს? ძალიან ბევრს იცნობ, ვისაც ეს გააზრებული აქვს? ;დ
ვინ ვარ არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ვსვამ და პასუხს ვერ ვიღებ.

ციტატა
რას ეძებთ? ვის ეძებთ? ვინმეს ეძებთ და ვერ იპოვეთ? ვინმეს მიმართეთ დასახმარებლად და ვერ გაპოვნინათ? მიპასუხეთ.

ვინმეს ვეძებ? რატომ ვარსებობ? მე მინდოდა ეს? იმას უნდოდა ვინც ჩემს სხეულში ცხოვრობს, როგორც შენ თქვი - ვინც სუნთქავს და გულს ამუშავებს? ვინ გადაწყვიტა ჩემი დედამიწაზე ყოფნა?
და რაკი აქ ვარ რა უნდა ვაკეთო? რამე მისია მაქ და მოვძებნო თუ დავეგდო და დაველოდო როდის მოვკვდები?
ეგეც კაი იმედია, რომ სადმე უკვდავად არ გავჩნდი და მოკვდავი ადამიანი ვარ
confetti.gif

შენ სხვა სიღრმეებში მიდიხარ, გასაგებია ეგ გამოცდილება. უფრო სწორად, მაქსიმალურად ვცდილობ გავიგო მაგრამ...
როცა გშია, ხომ არ კითხულობ ვის შია შენში? უბრალოდ საკვების მიღებას იწყებ. რადგან ეგ გააცნობიერე ფიზიკურ სამყაროს ხომ არ გარიდებიხარ?
ჰოდა რომ დავიბადეთ და აქ ვართ, ადამიანები რამე ხომ უნდა ვაკეთოთ-მეთქი?
ქრისტეს იგავი ხომ იცი ტალანტებზე - მამამ მისცა შვილებს ფული და რაღა დროის მერე მოსთხოვა, ეთქვათ რა უყვეს ამ ფულს... ერთმა დახარჯა, ერთმა მიწაში ჩაფლა და როცა მოსთხოვეს, უკან დაუბრუნა. მესამემ რაღაც საქმეში ჩადოო, გაამრავლა და მოგებით დაუბრუნა უკან.. და იგავი ხომაა იმაზე, რომ მოგვეცა რაღაც შესაძლებლობები და უნდა გამოვიყენოთ ისინი...
თუ არა? თუ სულ ერთია?


Posted by: tikoroma Jun 7 2015, 11:35 PM

ano
ანო, პასუხები არაა ეგ, ვარაუდებია. smile.gif

Posted by: David Monny Jun 7 2015, 11:50 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 12:01 AM) *
რატომ გიკვირს? ძალიან ბევრს იცნობ, ვისაც ეს გააზრებული აქვს? ;დ
ვინ ვარ არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვას ვსვამ და პასუხს ვერ ვიღებ

მართალი ხარ ბევრს გააზრებული არ აქვს. მაგრამ ამ ფორუმზე თქვენ ყველანი ვალდებულები ხართ. თქვენ ეზოთერიაში წახვესით რადგან ეგზოთერია, (ქრისტიანული განმარტებები, ბუდისტური, ისლამური ა.შ). არ გაძლვდათ პასუხს. აქ ვინც არის ყველა ეძებს და ყველა იპოვის. ამაზეა საუბარი. ჩვენ ხომ სხვებს არ ვუვარდებით საიტზე და არ ვეწევით პროპაგანდას. აქ არიან მძებნელნი, მოწყურალნი, სიცოცხლისთვის თავგანწრულად მებრძოლი ადამიანები. აი ეს არის.

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 12:01 AM) *
 ვინ გადაწყვიტა ჩემი დედამიწაზე ყოფნა?

ამბობ ჩემი აქ ყოფნაო, მაგრამ ვინ ხარ შენ? იქნებ ამის გაგებამ ისიც გაგაგებინოს რატომ მოხვედი და დამოჯერე რომ გაგაგებინებს.

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 12:01 AM) *
და რაკი აქ ვარ რა უნდა ვაკეთო? რამე მისია მაქ და მოვძებნო თუ დავეგდო და დაველოდო როდის მოვკვდები?

თიკო შეუძლებელია ის მოკვდეს, ვინც არ არსებობს, მხოლოდ ტვინში არსებული ძაბვის შედეგია, რომელიც ღრმა ძილის დროს ქრება? არ არსებობს დაბადება და სიკვდილი, ის რასაც ჩვენ დაბადებას ვეძახით 2 ნაირია. პირველად ფიზიკურად დედა გვბადებს, მაგრამ შემდეგ ყოველი გაღვიძების მერე, გვბადებს ელექტოობა ტვინში, ძაბვა, ფლუიდების ერთად შეგროვება. მოქმედება ხდება, ძაბვა იქმნება და აი ამის შემდეგ მოდის ის, ვისი სახელითაც ახლა წერ და მეც ვწერ. ეს არის ქიმიური რეაქცია. ქიმიური რეაქცია, იქმნება და ქრება. ეს არის რასაც ჩვენ დაბადებას და სიკვდილს ვეძახით. მაგრამ ამის მიღმა ვიღაც სუნთქავს. ვიღაც საჭმელს ინელებს. ვიღაც გულს ამუშავებს. არ გაინტერესებს ეს ვინ არის? თუ ისევ ეჭვი გეპარება გულიდან მითხარი ანუ სიმართლე მითხაეი. ისევ ეჭვი გეპარება რომ ეს რაღაცა არსებობ ჩვენში?

თუ ეჭვი გეპარება მკითხე რაც გინდა მის შესახებ და თუ ეჭვი აღარ გეპარება გაიცანი, გაეცანი, წარუდექი დაელაპარაკე. ისე როგორც იცი. იგივე სიტყვებით იგივე კითხვებით.

გაიცანით ის ვინც სუნთქავს თქვენში. მეტს არაფერს ვამბობ. არანაირი პრაქტიკა, მედიტაცია, ლოცვა ა.შ. მარა თუ გინდა დაარქვი რაც გინდა

Posted by: tikoroma Jun 7 2015, 11:54 PM

David Monny
არ არის ეგ ვიღაც ასე ადვილად ხელშესახები biggrin.gif
თუ ვერ გავიცანი ეგ და ისე მოვკვდი რა ხდება?
აქვს მნიშნელობა მაგას?

მე-ში იმას ვგულისხმობ ელექტროობა რომ ამუშავებს და არა იმ ნამდვილს მეს, რომელიც გასაცნობი მყავს ;დ

Posted by: tikoroma Jun 7 2015, 11:55 PM

David Monny
არის თუ არა მიზანი - ჩვენი მე-ს ჩვენი თავის დანახვა, შეგრძნება, შეცნობა და მერე ამ მე-ს გაქრობა ანუ გასხივოსნება? გამოდის რომ ესაა მიზანი

Posted by: td......... Jun 8 2015, 12:00 AM

ჩემთვის ყოველი წამი ახალი მიზანია, მიზანიც არ არის, მაგრამ ორიენტირია მოძრაობისთვის... გლობალური მიზნების რა მჯერა, რადგან მათი მიღწევა იწვევს ადამიანში სასოწარკევთასა და კვდომას... ვთქვათ დასახე მიზანი , იღვაწე, ყველაფერი გააკეთე და მიაღწიე მიზანს.. გიხარია, ამაყობ, კმაყოფილი ხარ, მაგრამ გადის დრო და ამ ყველაფერს აუცილებლად ჩაანაცვლებს იმედგაცრუება, შეიძლება ამას წლები დასჭირდეს, ან არ დასჭირდეს ამდენი, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება.. ან სხვა გამოსავალია ახალი მიზანი უნდა დაისახო და იქიტ იარო, ამგრამ ფინალი მაინც ერთია.. ბოლოს ვხვდებით რომ ვერცერთი მიზანი ვერ იქნება იდეალური და სრულყოფილი , იმდენად რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას რაც ქვეცნობიერად გვაიძულებს მიზნების ძიებას.. საბედნიეროდ ცხოვრება ცვალებადია, კაცობრიობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცემულობაში არსებობდა და ყველა ეპოქას თავის მითხოვნები აქვს, აქედან გამომდინარე მიზნებიც სხვადასხვაგვარი იყო ყუველთვის, თუმცა მატერიალური სამყაროს მოთხოვნებით ძირითადად იყო რამოდენიმე ასპექტი, კერძოთ: სიმდიდრე, სახელი, ძალაუფლება. ასევე იყო სულიერი მოთხოვნებიც, თუმცა აქაც დიდად არ განსხვავდებოდა მიზნები-უბრალოდ მატერიალურს ცვლიდა "სულიერი" სიმდიდრე, სახელი და ზალაუფლება.. ამასთანავე ეს თემა თავმდაბლობისა და თვითგვემის მდგომარეობით იყო შემოსილი და ტრანსფორმირებული ამაღლებული სწრაფვებით.. ამითი არსი არ იცვლება.

პირადად ჩემი შეგრძნებით , იქნება ეს ცხოვრება რაიმე სამყაროსეული თამაში სხვადასხვა მისიებითა და ლეველებით, იქნება სულიერი განვითარებისთვის მოცემული სკოლა, გამოცდილების დაგროვების საშუალება თუ წმინდად მატერიალური სამყარო, რომლის გავლის შემდეგ არაფერი რჩება და ხორცი, მიწად ქმნილი, დატოვებს მხოლოდ მოგონებებს მომავალ თაობებში -არის ისევ და ისევ ძიებით გამოწვეული ხედვები..ის მორალური პრინციპებიც, სხვადასხვა დროის მოთხოვნისამებრ, თავსმოხვეული დოგმებია.. აქ სადაოც არაფერი მემგონი. თუმცა ჩვენ ყველანი ჩვენი ჩვევებისა და ტრადიციების ტყვეობაში ვართ და აქედან გამომდინარე ვსჯით ვაფასებთ და მეტი არაფერი..

გაჩერება-რაც თიკომ ახსენა ზემოთ.. საინტერესოა იმით, რომ, გაჩერება და გაერთიანებადა ამასტანავე ამ გამთლიანებაში ყველაფერის გქრობა ალბათ ქმის იმ ჩვენთვის წარმოუდგენელ და გაუგებარ უსასრულობას, რომელიც არც იწყევბა და არც მთავრდება . ის არის მუდამ და ამავე დროს წარმოდგენს სრულ სიცარიელეს.. გრძნობები, ემოციები , შეფასებები-ის ჩვენთვის ჩვეული და აუცილებელი ატრიბუტები რაც გვაადამიანურებს და რაც სიამდვილეში დამხმარე ინსტრუმენტებია, როგორც სატვალე ცუდად მხედველისათვის, რეალურად გამოდგება მხოლოდ აქ და მხოლოდ გარკვეულ დრომდე. მე ველოდები ჩემს თვალის ახელას, თუ გინდად ასე დაარქვით.. მაგრამ რთულია იმის გადმოცემა სიტყვებით, რისი შესატყვისიც აქ, ამ სამყაროში უბრალოდ არ არის.. აქ შეგვიძლია მხოლოდ პარალელების გავლება, მიახლოვებით რაღაცასთან მიმსგავსება ან ხატოვნად თქმა, თუმცა ეს არასდროს არ იქნება ის რისი გადმოცემაც გვსურს.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 12:01 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 12:54 AM) *
მე-ში იმას ვგულისხმობ ელექტროობა რომ ამუშავებს და არა იმ ნამდვილს მეს, რომელიც გასაცნობი მყავს


დიახ, შენ გესმის ყველაფერი. მჯერა, რომ ისიც გჯერა რომ ნამდვილი მეა ვინც სუნთქავს. შენ ვერ ეგუები ამ ქიმიურ რეაქციის ფენომენს. აქ არის პრობლემა. შენ ძალიან ბევრს ზეუნავ რომ შეუნარჩუნო არსებობა, მაგრამ ის ყოველდღე ქრება და ჩნდება. ის მზად არის სამუდამოდაც გაქრეს, მაგრამ შენ ეს არ გჯერა. ანუ მარტო ერღი მხარე გჯერა. ორივე უნდა გააერღიანო, ორივე უნდა დაიჯერო.
ხოლო ის თუ ვერ გავიცანით სანამ მოვკვდებით, ბევრმა ვერ გაიცნო და მოკვდა და ამაშიც არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ შენ ახლა გაინტერესებს ეგენი სად არიან. და არც არიან არსად, არ არსებობდნენ და არც ეხლა არსებობენ, ხოლო ის ვინც სუნთქავდა მათში ახლა სუნთქავს შენშიც და ჩემშიც და ყველაში.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:09 AM

David Monny
აი რეებს ამობობ,დაგწვავდნენ შენ ჩემს გვერდით კოცონზე შუა საუკუნეებში. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: td......... Jun 8 2015, 12:13 AM

მე ცეცხლს წაგიკიდებდით...

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:15 AM

td.........

ციტატა(tikoroma @ 8th June 2015 - 12:09 AM) *
პირადად ჩემი შეგრძნებით , იქნება ეს ცხოვრება რაიმე სამყაროსეული თამაში სხვადასხვა მისიებითა და ლეველებით, იქნება სულიერი განვითარებისთვის

"სულიერი განვითარების" და "გაღვიძების" გაგონება აღარ მინდა biggrin.gif


Posted by: td......... Jun 8 2015, 12:17 AM

tikoroma
ხოდა იდიოტობაა რეალურად.. რაც გინდა დაარქვი ეგ არაა მაინც.. biggrin.gif წავედი მე, ვეზიარო ჭესმარიტებას! ჭეშმარიტება ბალიშშია მეგობრებო... ყველას ჩვენი თავის ზომაზე რომ გვაქვს მორგებული!

აბა ჰე!

Posted by: David Monny Jun 8 2015, 12:21 AM

Just_Cuz_01.gif hilarioustu8.gif

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 12:55 AM) *
არის თუ არა მიზანი - ჩვენი მე-ს ჩვენი თავის დანახვა, შეგრძნება, შეცნობა და მერე ამ მე-ს გაქრობა ანუ გასხივოსნება? გამოდის რომ ესაა მიზანი

დავწერე თუ გინდა მიზანი დავარქვათთქო ანუ კონცეფცია, რომელიც სხვა კონცეფციებს შლის და ბოლოს თვითონაც ქრება. ასანთის ღერი , რომელიც სანთელს ანთებს სანთელთან ერთად იწვება. მიზანი იმიტომ არ არის, რომ მიზნის ბოლოს გვჩვევია გამარჯვების აღნიშვნა. რომ რაღაცას მივაღწიეთ. აქ კი უნდა დანებდე. ყოველი მიზანი ახალ მიზანს ბადებს როგორც td თქვა. იმედგაცრუებას და ა.შ. საბოლოოდ. ეს კი არაფერს არ ბადებს ყველაფერს შლის და თვითონაც ქრება.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:25 AM

მოკლედ იქეთ წავალთ საითაც მინდა - გაქრობისკენ, ტყუილად ვჩქარობ მე ;დ

Posted by: David Monny Jun 8 2015, 12:35 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 01:25 AM) *
მოკლედ იქეთ წავალთ საითაც მინდა - გაქრობისკენ, ტყუილად ვჩქარობ მე ;დ

შენ ფიქრობ რომ თავისუფალი არჩევანი გაქვს? შენ არ შეგიძლია იქით არ წახვიდე საითაც გინდა. ეს არ არის თავისუფალი არჩევანი.
შენ არ ირჩევ. შენ ამბობ საითაც მინდა წავალ, იმიტომ რომ არ გაქვს არჩევანი რომ საითაც გინდა იქით არ წახვიდე. ეს მინდა დაგატარებს აქეთ იქით. ( პირდაპირ რო მოგმართავ უხერხული ხომ არ არის? არ მიყვარს განზოგადებული საუბრები. ასე პირდაპჯრ ჩემ თავს მივმართავ პირველ რიგში.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 12:39 AM

შენ არ გაქვს თავისუფალი ნება, არჩევანი. შენ შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა, იყო ვინც გინდა, მაგრამ არ შეგიძლია არ იყო ის ვინც ხარ. შენ უკვე ხარ. არ არსებობს თავისუფალი ნება. შენ უკვე ხარ და შენ სულ შენ იქნები.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:39 AM

David Monny
არ მიგრძვნია ჯერ რამე უხერხული მომართვბში smile.gif
ანუ მე ვიგულისხმე - საითაც მინდოდა რომ წავსულიყავი - არ ყოფნისკენ, გაქრობისკენ,- ისედაც მაქეთ მივდივართ თურმე-თქო. აქედან გამომდინარე:

ციტატა(David Monny @ 8th June 2015 - 12:21 AM) *
ყოველი მიზანი ახალ მიზანს ბადებს როგორც td თქვა. იმედგაცრუებას და ა.შ. საბოლოოდ. ეს კი არაფერს არ ბადებს ყველაფერს შლის და თვითონაც ქრება.


ისე ჩანს, რომ აქ ვინც არი თიკორომა, ვინადაც ტავს აღვიქვამ გაქრება როცა ის მთავარი "მე: გაიღვიზებს სადღაც, თავის სამყაროში

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:50 AM

ისე სიზმრების გაცნობიერებას რას ერჩი? სასიამოვნოა smile.gif
შეიძლება ილუზიაა, მაგრამ ნაყინი არის ილუზია თუ არა? ;დ სიამოვნება სიამოვნებაა, რა მნიშვნელობა აქვვს საიდან იღებ..

ძილინებისა. გავალ სიზმარს მაინც გავაცნობიერებ ;დ ;დ

Posted by: David Monny Jun 8 2015, 12:50 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 01:39 AM) *
არ მიგრძვნია ჯერ რამე უხერხული მომართვბში 
ანუ მე ვიგულისხმე - საითაც მინდოდა რომ წავსულიყავი - არ ყოფნისკენ, გაქრობისკენ,- ისედაც მაქეთ მივდივართ თურმე-თქო. აქედან გამომდინარე: 

ამიტომ ვამბობ არ არსებობს თავისუფალი ნება.
QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 01:39 AM) *
ისე ჩანს, რომ აქ ვინც არი თიკორომა, ვინადაც ტავს აღვიქვამ გაქრება როცა ის მთავარი "მე: გაიღვიზებს სადღაც, თავის სამყაროში

ის სადღაც თავის სამყაროში არ არის. ეს თიკორომაა თავის სამყაროში. რადგან თავის სამყაროშია, ამიტომ არ არსებობს. ის შენს თავში ძაბვის შედეგია, ისევე როგორც ჩემს თავში. მე კი ხარ უკვე ამ ამ წამს და სუნთქავ. შენ ხარ, თიკო რომა ხან არის ხან არა. როცა ღვიძავს არი, როცა ძინავს არ არი. ფიზიკურ სხეულს დაანებე თავი მინერალები, ნახშირბადი დნმი და ატომებია. ეს იყოს სანამ არის. გატაროს აქეთ იქით. არავინ ამბობს სახლში დავჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ. ამას გეუბნებიან მედიტაციის და პრაქტიკების მასწავლებლები. სიწყნარეში დაჯექი. ამ პოზაში იმ პოზაში ეს ქენი ეს არ ქნა ასე ქენი და გახსოვს ხო ცუგა?

Posted by: David Monny Jun 8 2015, 08:49 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 12:01 AM) *
შენ სხვა სიღრმეებში მიდიხარ, გასაგებია ეგ გამოცდილება. უფრო სწორად, მაქსიმალურად ვცდილობ გავიგო მაგრამ...
როცა გშია, ხომ არ კითხულობ ვის შია შენში? უბრალოდ საკვების მიღებას იწყებ. რადგან ეგ გააცნობიერე ფიზიკურ სამყაროს ხომ არ გარიდებიხარ? 
ჰოდა რომ დავიბადეთ და აქ ვართ, ადამიანები რამე ხომ უნდა ვაკეთოთ-მეთქი? 

შიმშილი თიკო კუჭის კედლებზე მიმაგრებული ნეირორეცეფტორების აქტივობის შედეგია, მერე უცებ ფლუიდები გროვდებიან ერთად ტვინში, წარმოიქმნება ძაბვა და ჩნდება პატივცემული "მე". მე მშია. მე უნდა ვჭამო. მე უნდა დავლიო. მე რაღაც უნდა ვქნა. მან რაღაც უნდა ქნას, თორე გაქრება ისე. ხო აი ვის შია ჩემში?
ვინ უნდა აკეთოს რამე? ადამიანმა, ვინ არის ადამიანი?

QUOTE(David Monny @ 8th June 2015 - 01:50 AM) *
ქრისტეს იგავი ხომ იცი ტალანტებზე - მამამ მისცა შვილებს ფული და რაღა დროის მერე მოსთხოვა, ეთქვათ რა უყვეს ამ ფულს... ერთმა დახარჯა, ერთმა მიწაში ჩაფლა და როცა მოსთხოვეს, უკან დაუბრუნა. მესამემ რაღაც საქმეში ჩადოო, გაამრავლა და მოგებით დაუბრუნა უკან.. და იგავი ხომაა იმაზე, რომ მოგვეცა რაღაც შესაძლებლობები და უნდა გამოვიყენოთ ისინი...
თუ არა? თუ სულ ერთია?

კი კარგი იგავი მოიყვანე. ახლა მითხარი. ეს ტალანტი ღმერთმა დაბადებიდან მოგვცა, თუ რო გავიზარდეთ მერე მოგვცა? თუ მეტყვი მერე მოგვცაო, მაშინ ეგ ღმერთს არ მოუცია. ხოლო თუ დაბადებიდან მოგვცა, ბავშვსაც ქონია ეგ ტალანტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ძაბვა ერ არც კი ხდება მის ტვინში. ანუ ტალანტი იმ ძაბვას კი არ მიცა, არამედ იმას, ვინც სუნთქავს, რადგან დაბადებიდან ვსუნთქავთ ხოლო ეს ძაბვა კი მოგვიანებით ჩნდება. თავიდან დაბალი ძაბვაა, შემდეგ იქცევა მაღალ ძაბვად. თუკი არ ვიცნობთ იმას ვინც დაბადებიდან სუნთქავდა ჩვენში, როგორ გვეცოდინება რა ტალანტი მიცა მას ღმერთმა?
ტალანტის მიწაში ჩაფვლა რას ნიშნავს? რა არის მიწა? ჩვენი სხეულია მიწა. მიწაში ვინ ფლავს, ვინ აღიქვამს თავს მიწად? აი იპოვე ეს ვისაც გონია რომ მიწაა და იპოვი იმ მონას ვინც ტალანტებს მიწაში ფლავს

Posted by: ichi Jun 8 2015, 10:43 AM

ყველაზე ტრაგიკული ის იქნება რომ მოკვდები და მაინც ვერაფერს აღიქვავ, ანუ უყურებ შენ სხეულსაც და ყველაფერს და ვერ ხვდები რა ხდება.......
ამ ცხოვრებაშვე შეიძლება სიკვდილი და დაბადება და ეგ არის უპირველესი მიზზანი.... აი შური, ღვარძლი და რაღაცეები მერე საერთოდ გაგიქრება, ოღონდ არა ისე რომ თავი შეიკავო არამედ თავისით გაქრება, რამდენჯერ მიკონტროლებია რაღაცეებზე თავი მაგრამ ბოლოს მაინც ამოტივტივდება სიმახინჯე, დაჟე ვხედავ მაგრამ ვერ ვუწევ წინააღმდეგობას...რაღაც გამოცდილება სჭირდება სულს რომ მიხვდეს ამ სისულელეებს და იყოს ვინც არის...

Posted by: David Monny Jun 8 2015, 11:42 AM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 8th June 2015 - 11:43 AM) *
ამ ცხოვრებაშვე შეიძლება სიკვდილი და დაბადება და ეგ არის უპირველესი მიზზანი
QUOTE(blue_velvet @ 8th June 2015 - 11:43 AM) *

რაღაც გამოცდილება სჭირდება სულს რომ მიხვდეს ამ სისულელეებს და იყოს ვინც არის...

მართალია. უნდა მოკვდე სანამ ცოცხალი ხარ. აი მეკითხეებით ხო რა არის გასხივოსნება და მეც ვამბობ, რომ უამრქვი სახელი აქვს. ახლა კი სხვანაირად ვიტყვი. გასხივოსნება არის სიკვდილი, მანამ სანამ სხეული მოკვდება. ანუ კვდები მანამ, სანამ მოკვდები, რომ უკვე მიხვდები, რომ მკვდარი მეორედ აღარ მოკვდება. ამითი მარცხდება სიკვდილი. დამარცხება კი იმას ნიშნავს, რომ რიალურად განიცდი და გამოცდი, რომ ის არც არსებობდა არასდროს. რომ არც დაბადებულხარ და შესაბამისად არც არასდოს მოკვდები.

სულს სჭირდებაო გამოცდილებაო ამბიბ, არა. სულს არაფერი არ ჭირდება, ეს შენბგჭირდება. ის გამოცდილია, ყველაზე გამოცდილი რამაა რაც კი არსებობს და არ არსებობს. ეს შენ გინდა განიცადო რაღაც, რაც დაგარწმუნებს. შენ გინდანგანიცადო სული, ანუ შენი მე. ხოდა მოუსმუნე როგორ სუნთქავს. ის ყოველ ამოსუნთქვაზე და ცასსუნთქვაზე გელაპარაკება, შენ კიდე არ უსმენ. მოუსმინე და დაელაპარაკე. კითხე რაც გაგიხარდება

Posted by: ano Jun 8 2015, 12:25 PM

QUOTE(tikoroma @ Jun 7 2015, 11:35 PM) *
ano
ანო, პასუხები არაა ეგ, ვარაუდებია. smile.gif


ვარაუდებია ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება,
ჩემთვის ყველა პასუხი აღიქმება მასე, რადგან მე არ ვიცი პასუხი

Posted by: ano Jun 8 2015, 12:35 PM

QUOTE(David Monny @ Jun 8 2015, 11:42 AM) *
ichi

მართალია. უნდა მოკვდე სანამ ცოცხალი ხარ. აი მეკითხეებით ხო რა არის გასხივოსნება და მეც ვამბობ, რომ უამრქვი სახელი აქვს. ახლა კი სხვანაირად ვიტყვი. გასხივოსნება არის სიკვდილი, მანამ სანამ სხეული მოკვდება. ანუ კვდები მანამ, სანამ მოკვდები, რომ უკვე მიხვდები, რომ მკვდარი მეორედ აღარ მოკვდება. ამითი მარცხდება სიკვდილი. დამარცხება კი იმას ნიშნავს, რომ რიალურად განიცდი და გამოცდი, რომ ის არც არსებობდა არასდროს. რომ არც დაბადებულხარ და შესაბამისად არც არასდოს მოკვდები.

სულს სჭირდებაო გამოცდილებაო ამბიბ, არა. სულს არაფერი არ ჭირდება, ეს შენბგჭირდება. ის გამოცდილია, ყველაზე გამოცდილი რამაა რაც კი არსებობს და არ არსებობს. ეს შენ გინდა განიცადო რაღაც, რაც დაგარწმუნებს. შენ გინდანგანიცადო სული, ანუ შენი მე. ხოდა მოუსმუნე როგორ სუნთქავს. ის ყოველ ამოსუნთქვაზე და ცასსუნთქვაზე გელაპარაკება, შენ კიდე არ უსმენ. მოუსმინე და დაელაპარაკე. კითხე რაც გაგიხარდება


ამ საკითხებზე რო ვფიქრობდი ძილის წინ ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა უნდა გავაკეთო რა მინდა, რატო ვწვალობ?
სამადჰის თემამ გამოიწვია მსჯელობა ჩემში, რატომ უნდა იყოს გაქრობა საშიში?
მერე მესიზმრა რომ ჩემს წინ იყო დიდი შავი ხვრელი რომელიც ტრიალებდა როგორც ქარბორბალა და ვიცოდი თუ მასში შევიდოდი გავქრებოდი,
გავითქვიფებოდი თუ რაღაც, ანუ ვაბშე აღარ ვიქნებოდი, მეც ავდექი და შევედი ამ რაღაცაში დავტრიალდი ამ უზარმაზარ ქარბორბალაში და გავქრი, ვითომ დიდი გმირობა გავაკეთე,
შუაღამეზე გადარეულმა გავიღვიძე ეს რა ვქენი თავი რატო გავიქრე მე ჯერ მზად არ ვიყავი ამისათვის ეს რა დაუფიქრებელი საქციელი მომივიდა თქო, სულ მინდოდა გახსენება დეტალების ვცდილობდი არ გამეგრძელებია ძილი მაგრამ ბევრი მაინც არაფერი მახსოვს,
მაგრამ აშკარად, რო გავიღვიძე ვნანობდი გაქრობას sad.gif

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:50 PM

წუხელ მესიზმრა რომ რაღაც გეგმებს ვაწყობდი და მერე ვნახე რომ ილუზიაში ილუზიას ვაშენებდი, ანუ ეს მატერიალური დონე ხომ არა მყარია და კიდევ უფრო არამყარი აზრების დონე, სადაც გეგმას, იდეას ვაშენებდი და აშკარად ჩანდა, რომ საფუძველშივე არამყარი იყო ...

ჰოდა "რა ცხოვრება დაანგრიეს?!"-განცდა მქონდა biggrin.gif

ასე გამოდის, აზრი არ ქონია ამ სხეულში ჩასახლებას, ფიზიკური სხეულის ამოცმას და მოსვლას დედამიწაზე. არც მისია, არც სულიერი განვითარება, არც გასხივოსნება... თუ გასხივოსნდი ჭეშმარიტება გეცოდინება და ეგ არი. თუ მოკვდები - ორივე ერთ მდგომარეობაში იქნება, მძინარეც და მღვიძარეც - გაქრება და ნამდვილი "მე" დარჩება მხოლოდ და ერთიან სულს შეუერთდება (ალბათ იმას გულისხმობ, რასაც ღმერთს ვეძახით), ან უკვე არის ის სული და დარჩება როგორც არის...



David Monny

ციტატა(David Monny @ 8th June 2015 - 11:42 AM) *
სულს სჭირდებაო გამოცდილებაო ამბიბ, არა. სულს არაფერი არ ჭირდება, ეს შენბგჭირდება.
რაში მჭირდება? თუ ერთნაირი ბოლო გვაქვს მეც და სერიულ მკვლელსაც? რა გამოცდილება უნდა შევიძინო აქ?

კიდევ ერთი, რომ ამბობ პრაქტიკა და კითხვა არაა საჭიროო, 5-6 წლის წინ ერთ სიტყვას ვერ გავგებდი რომ არ მეძებნა, მეკითხა და პრაქტიკები არ მეკეთებინა. რომ ამბობ, სიზმრები სისულელეაო - სიზმარში მეტი ცოდნა მაქვს მიღებული, ვიდრე წიგნებით, იმიტომ რომ სიზმარში მე განვიცდიდი, ვგრძნობდი და არ იყო წარმოდგენის დონეზე. ეს "მე" თიკორომა არ იყო, მაგრამ არ ვიცი ვინ იყო. სიზმარში იმაზე მეტის სწავლა შეიძლება ვიდრე ამ ცხოვრებაში. ამ ცხოვრებაში გონება ალაგებს რაღაცეებს ისე, რომ მისთვის გასაგები იყოს. იქ კი განიცდი იმას, რაც არის.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 12:51 PM

ano
biggrin.gif მაგარია, მეც ვნახე სიზმარი ამასთან დაკავშირებით. ახალი ინფორმაციის გადახარშვას ვცდილობთ და ეგ არის biggrin.gif


Posted by: David Monny Jun 8 2015, 01:50 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 8th June 2015 - 01:35 PM) *
ამ საკითხებზე რო ვფიქრობდი ძილის წინ ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა უნდა გავაკეთო რა მინდა, რატო ვწვალობ?
სამადჰის თემამ გამოიწვია მსჯელობა ჩემში, რატომ უნდა იყოს გაქრობა საშიში?
მერე მესიზმრა რომ ჩემს წინ იყო დიდი შავი ხვრელი რომელიც ტრიალებდა როგორც ქარბორბალა და ვიცოდი თუ მასში შევიდოდი გავქრებოდი, 
გავითქვიფებოდი თუ რაღაც, ანუ ვაბშე აღარ ვიქნებოდი, მეც ავდექი და შევედი ამ რაღაცაში დავტრიალდი ამ უზარმაზარ ქარბორბალაში და გავქრი, ვითომ დიდი გმირობა გავაკეთე, 
შუაღამეზე გადარეულმა გავიღვიძე ეს რა ვქენი თავი რატო გავიქრე მე ჯერ მზად არ ვიყავი ამისათვის ეს რა დაუფიქრებელი საქციელი მომივიდა თქო, სულ მინდოდა გახსენება დეტალების ვცდილობდი არ გამეგრძელებია ძილი მაგრამ ბევრი მაინც არაფერი მახსოვს,
მაგრამ აშკარად, რო გავიღვიძე ვნანობდი გაქრობას  

ძალია კარგი სიზმარია. განიმსჭვალე. ჩაგყვაო რო იტყვიან. მზად არ ვიყავიო თქვი. ეს შეგრძნება სიფხიზლიდან გაგყვა. ანუ ახლა შენ გგონია, რომ მზად არ ხარ. ეს მეორენაირად გაქრობის შიშია და ამ შიშმმა გამომიყვანა სამადჰიდან ან შეიძლება თვიტონ გამოვედი. სამადჰიდან ყველა ვარიანტში გამოდიხარ და მერე იგონებ მიზეზს. მარა შიში მქონდა გამოსვლის მერე გაქრობის. ახლა ერთ რამეს გეტყვი. 2500 წლის წინ ბუდაც მაგას ფიქრობდა, რომ მზად არ იყო. წრისტე ლოცულობდა, თუ შეგიძლია ღმერთო ამარიდე ეს სასჯელი. მარა ბოლოს დანებდა. არა ისე როგორც მე მინდა არამედ იყოს ნება შენი. რო ლოცულობთ მამაო ჩვენოს. არ წერია იქ იყოს ნება შენიო? იმის ნება ისედაც არის მარა ქრისტე კაცის, პოზჯციიდან რომელსაც გონია რომ თავისუფალი ნება აქვს იქიდან ლაპარაკობდა. ჰმ. რა მართალს ლაპარაკობდა.
ყველა ფიქრობს რომ მზად არ ვართ. გაიხსენენინდიანა ჯოსი. ჰაერშინრო ადგავს ფეხს და კიბე მერე გამოჩნდება. არასდროს გეტყვის გონება რომ მზადაა, თუ გეტყვის ისევ მახის დასაგებად, მორიგი მახე იქნება. ნუ ელოდები მზადყოფნას. ხო შეხვედი მაინც აი ესე. შენ შეხვალ. ყველა შევა. ყველა. და ყველა იქ არის უკვე. არავინ არაად არ შედის.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 02:05 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 01:50 PM) *
ასე გამოდის, აზრი არ ქონია ამ სხეულში ჩასახლებას, ფიზიკური სხეულის ამოცმას და მოსვლას დედამიწაზე. არც მისია, არც სულიერი განვითარება, არც გასხივოსნება... თუ გასხივოსნდი ჭეშმარიტება გეცოდინება და ეგ არი. თუ მოკვდები - ორივე ერთ მდგომარეობაში იქნება, მძინარეც და მღვიძარეც - გაქრება და ნამდვილი "მე" დარჩება მხოლოდ და ერთიან სულს შეუერთდება (ალბათ იმას გულისხმობ, რასაც ღმერთს ვეძახით), ან უკვე არის ის სული და დარჩება როგორც არის...

ვისთვის არ ქონია აზრი?

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 02:27 PM

არც ერთისთვის, არც ილუზორული თიკორომასთვის (ის დროებითია ხო?) და მით უმეტეს იმ მესთვის, ვინც ისედაც არსებობს და ყველაფერი იცის და რავი, ვინც არი

Posted by: ichi Jun 8 2015, 02:40 PM

David Monny
მეგობარო კი ამბობ დაინახე ვინ სუნთქავს, ვინ არის "მე"-ო. მე ვცდილობ მაგრამ ამ ეტაპზე არ გამომდის, თან ყოველდღე როდესაც სამსახურში ვარ და ასე ვთქვათ უინტერესო რამეს ვაკეთებ ძნელია კონცენტრირება, ხალხთან ურთიერთობა მიწევს თან ისეთ ადამიანებთან რომ ვუთხრა რასაც აქ ვწერთ და აზრები გავცვალო ალბათ გიჟს დამიძახებენ და საერთოდ ეს კითხვები რო არ გაჩენიათ ცხოვრებაში, მთავარია გულაობა და ფული.
პრაქტიკა რაც გამოვიმუშავე არის კIთხვები გამუდმებით, თან ვხედავ რა საცოდავები ვართ ელემენტალურ რაღაცეებს ვერ ვპასუხობთ, კიდევ მეცინება ადამინებზე რომლებიც ყველაფერში მეცნიერებით მანიპულირებენ და რაც არ აქვთ დამტკიცებული მეცნიერებს ყველაფერს ზღაპარს უწოდებენ. ჩემი აზრით არსებობს თმეები რაც არ გადაიცემა, თავად უნდა გაიაროს ადამიანმა.
ყველაფრის მიუხედავად რთულია ასე ადგე და განიცადო გამოცდილება, კიდევ მგონია ეს ცდები რომლებიც "წარუმატებლად" ჩაივლის ხოლმე კრისტალიზდება ენერგიად და ბოლოს შეიძლება ამოხეთქოს, როგორც შენს შემთხვევაში მოხდა. რეალურად სიტყვები დააკაკუნე და გაგიღებენ მგონია აბსოლუტური ჭეშმარიტება, უბრალოდ სწორ კართან უნდა მიხვიდე, აი 100 კარებია და შენს კარებში უნდა მიხვიდე მანამდე აკაკუნე რამდენიც გინდა, ანუ შინაგანად უნდა იგრძნო სად წახვიდე, რომელ კარებთან.


ელემენტალურ კითხვებზე ვერ სცემს მეცნიერება პასუხს, რა არის სიყვარული? რატომ ამოდის ყოველ დილით მზე? რას ნიშნავს უსასრულობა? როგორ შეიძლება სივრცე იყოს უსასრულო? რა არის დრო? რას ნიშნავს წარსული-აწმყო-მომავალი? რატომ ვერ გაიგებ ბედნიერებას თუ უბედურება არ იცი? რატომ ვერ გაიგებ სიამოვნებას თუ ტკივილი არ განგიცდია?
ანუ სულ რომ ბედნიერი იყო ან სულ რომ სიამოვნებას იღებდე მეორე მხარეც განცდილი უნდა გქონდეს აუცილებლად, სხვანაირად როგორ დააფასებ წარუმატებლობას თუ წარმატება არ იცი?
მოდი რამე თემა შევქმნათ ამ კითხვებით, ფორუმ.ჯისგან განსხვავებით აქ ვფიქრობ გაცილებით მაღალ ცნობიერების ხალხია, იქ ვცადე მაგრამ არ უნდა ხალხს თავიანთი ილუზორული კომფორტის შექმნა. ძიება არის ერთადერთი სწორი სვლა, კმაყოფილება არის ერთიდაიგივე წრეზე ტრიალი.

Posted by: tikoroma Jun 8 2015, 02:52 PM

გახსენი რა თემაც გინდა, განყოფილება შეარჩიე და ვისაუბროთ

Posted by: David Monny Jun 8 2015, 03:57 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 03:27 PM) *
არც ერთისთვის, არც ილუზორული თიკორომასთვის (ის დროებითია ხო?) და მით უმეტეს იმ მესთვის, ვინც ისედაც არსებობს და ყველაფერი იცის და რავი, ვინც არი

ილუზორული თიკო რომასთვის ნამდვილად არ აქვს აზრი არაფერს, იმიტომ, რომ ყოველ წამს არის იმის შანსი, რომ გაქრეს, უფრო მეტიც, დღეს ესეტია ხვალ ისეთი ზეგ ისეთი სულ იცვლება, რომელი ილუზორული თიკორომასთვის? ვერ მეტყვი ერთ თიკორომას, ის უამრავია.
რაც შეეხება რეალურ შენს მეს. ამაზე შენ ვერაფერს იტყვი აზრი აქვს თუ არა, რადგან არ იცი ვინ არის. ახლა გვგონია, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს. უფრო სწორად თუ კაი ხასიათზე ვართ მაშინ ცხოვრებას აზრი აქვს, ხოლო თუ ცუდ ხასიათზე ვართ მაში არაფერს აზრი არ აქვს მათ შორის არც ცხოვრებას. ხოლო როდესაც ნამდვილ მეს გააცნობიერებ, ცხოვრება მაშინ იწყება. ხომ გაგიგონია ცხოვრება სიკვდილის შემდეგო, აი დავარქვათ ეს.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 04:34 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 8th June 2015 - 03:40 PM) *
მეგობარო კი ამბობ დაინახე ვინ სუნთქავს, ვინ არის "მე"-ო. მე ვცდილობ მაგრამ ამ ეტაპზე არ გამომდის, თან ყოველდღე როდესაც სამსახურში ვარ და ასე ვთქვათ უინტერესო რამეს ვაკეთებ ძნელია კონცენტრირება, ხალხთან ურთიერთობა მიწევს თან ისეთ ადამიანებთან რომ ვუთხრა რასაც აქ ვწერთ და აზრები გავცვალო ალბათ გიჟს დამიძახებენ და საერთოდ ეს კითხვები რო არ გაჩენიათ ცხოვრებაში, მთავარია გულაობა და ფული.


იმიტომ, რომ ძალიან ცდილობ. როცა ძალიან ცდილობ რაღაცას კი გამოგდიდ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა აი ძაან ბევრს ფიქრობ ამაზე და უკვე რომც გამოვიდეს შეიძლება გეგონოს რომ არ გამოვიდა. ამ დროს გეტყვი რა ხდება "მეს" რომელიც წარნოიშვენა ტვინში არსებული ძაბვის შედეგად, უნდა განიცადოს ეს. ანუ ამ მეს უნდა რომ შევიდეს განცდაში. ამ დროს ძაბვა მატულობს. ძაბვის გარეშე ის ქრება. ასევე რაიმეს დამახსოვრება და იმის გამეორება ანუ პრაქტიკა ითხოვს მაღალ ძაბვას, რომ მეს არსებობა გახანგრძლივდეს. უბრალოდ დააკვირდი. ყველა ფიქრს. ესა თუ ის ფიქრი ვისთვის ჩნდება. საიდან მოდიან ფიქრები? არა აქვს მნიშვნელობა ამ დროს იმ ხალხზე ფიქრობ, რომლეჰიც გაგნებაში არ სრიან სულიერებასთან თუ ნაყინზე. არ აქვს მნიშვნელობა. საიდან მოდიან ფიქრები? ბევრს გონია, რომ ამის გამცდა შეუძლებელია, რომ განიცადო საიდან მოდიან ფიქრები, მაგრამ ეს შესაძლებელია. მე ვიცი საიდანაც მოდიან ფიქრები. არ გატყუებთ. გამოვცადე პირადად. არავის ნაამბობს არ გიყვებით. რაც ვნახე, რაც განვიცად იმას გიყვები

Posted by: ichi Jun 8 2015, 05:18 PM

QUOTE(David Monny @ 8th June 2015 - 05:34 PM) *
მე ვიცი საიდანაც მოდიან ფიქრები

საიდან მოდიან?
რა არის ფიქრი?
იქნებ აქვს ძალა? ანუ მატერიალიზდება? რეალურად ეს მატერია ხომ ფიქრმა შექმნა? ეს ატომური იარაღები, ფაშიზმი, ტრადიციები, მეცნეირება და ამ ყველაფრის საწყისი რა იყო? იქნებ ფიქრი? მეორე საკითხი რა გვაძლევს ენერგიას? იქნებ ფიქრი? ამიტომ ვფიქრობ ადამიანმა უნდა აკონტროლოს ფიქრები, ბუდას ნათქვამია „what you think you become' მემგონი იმის დანახვა საიდან მოდის ერთია და კონტროლი მეორე, ბევრი კითხვაა ძაან. ვინ მეტყვის პასუხს? რა არის პირობა რომელშიც მოგეცემა პასუხები? ყველაფერი კანონზომიერია ამ სამყაროში, მაგიტომ "პასუხების მოცემის" კანონზომიერებაც არსებობს ჩემი აზრით, უბრალოდ სხვა კარზე ვაკაკუნებთ... ჩემი აზრით ყველაზე დიდი ასე ვიტყოდი 'უსასრულო ორგაზმი' იქნება ჭეშმარიტი პასუხები, ყველაზე სანუკვარი და ყველაზე სანატრელი... მაგრამ როდემდე უნდა სვას ადამიანმა კითხვები? სად არის პასუხები? ვის აქვს? როგორ დავრწმუნდე რომ არ მატყუებს? რა პასუხებიც საზოგადოებაშია გავრცელებული ჩემი აზრით მცდარია, თან ისეთი მცდარი წყალი რომ არ გაუვა... ბიბლიაში არის ალბათ პასუხები, იესოს სიტყვას ვენდობი ყველაზე მეტად...
რასაც ამბობ რომ მთავარი დანახვაა საწყისის ამაში გეთანხმები. მემგონი მაგ დროს კითხვების დიდი ნაწილი გაქრება ან მნიშვნელოვანი არ იქნება.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 07:03 PM

.

Posted by: David Monny Jun 8 2015, 07:07 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 8th June 2015 - 06:18 PM) *
საიდან მოდიან?

როგორც ვიცით, უველაფერი რაც იწყება, მიმდინარეობს და მთავრდება. ამაზე დაკვირვებამ, მომცა პასუხი კერძოდ რაზე: ვიკითხე , საერთოდ ფიქრები არსებობენ? ამ კითხვაზე პასუცი იყო კი, რადგან ახლა მე ვფიქროსბ, არ აქვს მნიშვნელობა სად არსებობენ სხულს გარეთ მყარ საგნად თუ სხეულს შიგნით არამყარ ასევთქვათ ღრუბლებად. მოკლედ დადგინდა რომ ფიქრები არსებობენ.
შემდეგ, რადგან არსებობენ, ყველაფერი რაც იწყება მიმდინარეობს და მთავრდებას პრინციპს ექვემდებარება თუ არა? პასუხი იყო კი, რადგან ერთი ფიქრი მთავრდება მეორე იწყება. ხან ერთი ფიქრი გვაქ დღის განმავლობაში ხან მეორე. ე.ი. თუ ამ პრინციპს ექვემდებარება, რატომ ვერ ვხვდები, როდის იწყება ფიქრი. ჩვენ ყოველთვის უკვე დაწყებულ ფიქრს, უკვე დაწჰებულ პროცესს ბხვდებით.
მაშასადამე, რატომ ვერ ვხვდები როდის იწყება ფიქრი ჩემში.0 ეა ვქნა ამისთვის, როგორ დავაკვირდე იმ წამს, როდესაც ჩემში ფიქრი იწყება?
და აი აქ უკვე მოხდა წარმოუდგენელი გარდატეხა, ფაქტიურად ეს გარდატეხა უძღვოდა სამადჰის მდგომარეობაში შესვლას, რადგან მალევე განვიცადე იგი.
ანუ რა მოხდა, დავიწყე ძებნა საშუალების, რომლითაც ფიქრს დავაკვირდებოდი. ვიფიქრე ოსილოგრაფი, ნეირობიოლოგიური რაიმე ხელსაწყო, მაგრამ ეს გამოირიცხა, რადგან ჩანაწერი რომც მომხდარიყო, ამას მე ვერ განვიცდიდი, ეს იქნებოდა მორიგი წიგნიდან მიღებული ინფორმაცია. ასე ნელ, ნელა გამოირიცხა ყველა საშუალება, რაც ამ სხეულს გარეთ იყო, მათ შორის ადამიანებიც და ცხოველებიც, მცენარეებიც.
დავრჩი მე. რა ვქნა? ვკითხე ჩემ თავს? როგორ მივხვდე როდის იწყება ესა თუ ის ფიქრი ჩემში. ამ დროს მივხვდი, რომ მიზეზი იყო დამკვირვებელი. ანუ იდენტობა. დამკვირვებელი არის სუბიექტი, რომელსაც ააქვს იდენტობა, ანუ ის თავის თავს აიგივებს, ანუ იდენტიფიკაციას უკეთებს დამკვირვებელთან; მივხვდი, რომ ჩემი იდენტობა დამკვირვებელთან უნდა გამეიგივებინა. და სად არის ჩემი იდენტობა? ვიკითხე და მივხვდი, რომ მე ახლა ვფიქრობ. ფიქრის პროცესში, შიგნით არის ჩემი იდენტობა. ანუ მე ვარ ფიქრი. მაგრამ ამის შეგრძნება ჯერ არ მომსვლია, რომ მე ვარ ფიქრი, არა. ეს ინტელექტუალურად ლოგიკურად მივხდვი. უსაზღვრო განსხვავებაა ინტელექტუალურად რამის გაგებასა და განცდას შორის. ეს გავს თაფლიან ქილას. კაცი რომელიც უყირებს თაფლიან ქილას და გარედან ლოკავს, ეხება, ათვალიერებს ქილას, ვერასდროს გაიგებს თაფლის გემოს, ხოლო ვინც გახსნიდ ქილას და თაფლს შეჭამს, ის განიცდის თაფლის გემოს. აი ამხელა განსხვავებაა. პირველი ამბობს, მე ვიცი ეს არის თაფლიანი ქილა. მეორე ამბობს, მე ვიცი, ეს არის თაფლიანი ქილა. განსხვავება პირველსა და მეორეს შორის ის არის, რომ პირველმა არ იცის თაფლის გემო, ხოლო მეორემ კი. პირველი ამბობს თაფლიანი, მაგრამ არ იცის რა არის თაფლი, იცის მარტო სიტყვებით. გადავუხვიე.
რამეს რომ მიხვდე, არ უნდა იყო ეს რამე. ანუ უნდა იყო მეორე. ანუ უნდა იყოს დამკვირვებელი და დაკვირვების ობიექტი.
ამის შემდეგ მოხდა ესეთი რამ, განვიცადე გაჩერება, გაჩუმება, დადუმრბა, რაღაცის შეწყვეტა. აი გარეთ ტრანსფორმატორი რო მუშაობს მთელი დღე და შენ სახლში კომპიუტერთან მუშაობ ცხელა და ფანჯარა გაქ ღია და უცებ რო გაჩერდეს ეს ტრანსფორმატორი.
ანუ შინაგანი დიალოგი, ფიქრები, ემოციები. ყველაფერი შეწყდა. გაქრა და დაიწყო ფიქფი: არ მახსოვს რა ფიქრი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი იდენტობა ამ ფიქრში აღარ იყო ამ დროს ვიკითხე, აი პირდაპირი მნიშვნელობით ვიკითხე ჩუმად უხმოდ. ვისთვის გაჩნდა ეს ფიქრი. და პასუხი იყო, ჩემთვის და ამის მერე დაიწყო ფიქრი, რომელმაც შეცვალა ყველაფრრი ეს იყო კითხვა ფიქრი: ვინ ვარ მე? და ამ დროს ნუ რა ვთქვა რა გავაკეთო არ ვიცი. როგორ ვთქვა რა მოხდა, აბსოლუტურად ყველაფრრი გაქრა და აი რო ჩაგეცინება შე. რა ვერ მიხვდი ამდენხანსო? აი რაღაც ასე. ანუ ვიყავი მარტო მე. ყველაფერი გაქრა პირდაპირი მნიშვნელობით, სხეული, ანუ შეხება, სმენა, ხედვა, ყნოსვა, გემოვნება, ესენი ისედაც ძაან დაბალი გრძნობებია კაი ხნის გამქრალები იყვნენ. და მაინც დარჩა აღქმა და ეს აღმაც და აღქმულიც ვიყავი მე. არ მახსოვს რამდენი ხანი გაგრძელდა. ალბათ 1 საათი. ეს იყო სამადჰის დასაწყისი. 3 დღე სხვადსხვა განცდებით ვიყავი. მათ შორის დრო და დრო ეს განცდა ისევ მოდიოდა აბსოლუტური ნული.

Posted by: ichi Jun 9 2015, 04:39 PM

David Monny
რა არის შენი უპირველესი მიზანი?

Posted by: David Monny Jun 9 2015, 06:43 PM

ichi
მიზნისგან, ანუ ილუზიისგან თავის დაღწევა. ეს გავს კაცს სათვალე ეკეთოს და ამბობდეს ჩემი უპირველესი მიზანია სათვალის პოვნა.
მე ვიცი, ინტელექტუალურად რომ მიზანი არ მაქვს, მაგრამ ამის გაცნობიერებაა ჩემი მიზანი.

Posted by: ichi Jun 9 2015, 09:19 PM

David Monny
გასაგებია რასაც ამბობ, ამ მატერიაზე ბატონობის სურვილი არ გაქვს? ანუ თნდაც საკუთარი კარმის მართვა და ა.შ.
როგორც იესომ თქვა იწამე და მთას გადადგავო.... ნეტარმა ავგუსტინემ-მხოლოდ გიყვარდეს და ყველაფერს გააკეთებ რასაც მოისურვებო.....
იქნებ იესო ბუდა და სხვა ადამიანებმა უბრალოდ იპოვეს ყველაფრის გასაღები და შეუერთნენ ღმერთს? იქნებ დაინახეს მთელი ილუზია და აღმოაჩინეს ჭეშმარიტება? ანუ ფაქტია რომ საიდუმლო ცოდნას ფლობდნენ, მაგრამ იქნებ თავიდან ჩვეულებრივი ადმაიანები იყვნენ? იქნებ შენც შეგიძია წყალზე სიარული და მეც....თუმცა ბიბლიით ვიცით რომ ღმერთკაცა იყო, მაგრამ მაინც მებადება ეს კითხვა... იქნებ ჩვენ შეგვიძლია მკვდრეთით აღდგომა....ეჰ მარტო 1 საათი დამალაპარაკა იესოსთან და მორჩებოდა ალბათ ძიება......ჰარმონია დაისადგურებდა.......ღრმად მწამს რომ მაძიებელი უპასუხოდ არ დარჩება...

Posted by: David Monny Jun 9 2015, 09:37 PM

ichi
იჩი იესოზე არაფერი ვიცით 18 წელი რას აკეთებდა. 30 წლიდან სადმე გინახავს რაიმე პრაქტიკას ან მედიტაციას აკეთებდა? სუნთქვით ვარჯიშებს ან რამე ეგეთს? ან ბუდა. გასხივოსნებამდე ყველაფერი გაიარა. ასკეტიზმიდან დაწყებული მედიტაციებით დამთავრებული. მაგრამ გასხივოსნება მოვიდა ერთ წამში. ისინი დადიოდნენ და ასწავლიდნენ იმას რაც განიცადეს და ეჭვი არ მეპარება რომ ღმერთს შეუერთდდნენ. მეც იესომ თქვა "მე ვარ" ამიტომაც ახვეს ჯვარს. მანამდე ქვეყნის სასწაულებს ახდენდა და არ იჭერდნენ მარა როცა ებრაელებმა კითხეს ჯერ 50 წლისაც არ ხარ და აბრაამს როგორ იცნობო. მაში უთხრა, ჭეშმარიტად ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვიდრე აბრაამი იქნებოდა მ ე ვ ა რ. აი ამის მერე მოკლეს. რადგან იცოდნენ რომ მოსეს ღმერთმა გაუმხილა თავის სახელი. მე ვარ, რომელიც ვარ.

Posted by: David Monny Jun 9 2015, 09:57 PM

მე ვარ, რომელიც ვარ. მერე ამას ტეტრაგრამატონის სახით იყენებდნენ და არ წარმოთქვამდნენ. რეები არ მოიგონეს, იაჰვე, იეჰოვა, იაჰჰუვაჰ და ა.შ. მაგრა წინადადება ებრაულად ასე ჟღერს:
ეჰ იეჰ აშერ ეჰ იეჰ

Posted by: David Monny Jun 10 2015, 03:46 AM

QUOTE(*ANO* @ 8th June 2015 - 01:35 PM) *
ამ საკითხებზე რო ვფიქრობდი ძილის წინ ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა უნდა გავაკეთო რა მინდა, რატო ვწვალობ?



ამბობ ვფიქრობდი. ადამიანებისთვის, ჩვენთვის უფრო ადვილია რაიმე პრაქტიკის გაკეთება და ასე რაიმეს მიღწევა. მინდა გავსხივოსნდე, ანუ გასხივოსნება გახდა ობიექტი, ჩემგან დაშორებული, ამიტომაც ამისათვის რაღაც უნდა გავაკეთო, რომ მას მივუახლოვდე და ბოლოს დავიჭირო. აი ეს არის ყველა პრაქტიკის, რეპეტიციის, სავარჯიშოს, მედიტაციის, მანტრის, ლოცვის და ა.შ. მნიშვნელობა. ეს არის მათი ფუნქცია.
ფსიქოლოგები იყენებენ ასეთ სავარჯიშოს: რადგან გონება, ყოველთვის იშორებს რაღაც სურვილს, მდგომარეობას, ემოციას, თუ მიზანს და მერე იყენებს ძალისხმევას მის მისაღწევად, ამიტომ ფსიქოლოგები აახლოებენ ამ მიზანს, ემოციას, მდგომარეობას, სურვილს იდენტობის საშუალებით და აი ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ დეილ კარნეგის წიგნებიდან და რავი ათასი ფსიქოლოგების წიგნებიდან, რომ უნდა თქვა ყოველ დილით უზმოზე smile.gif მე ვარ სიხარული. მე ვარ ჩემი მიზანი. მე ვარ ულტრაიისფერი ნათება, მე ვარ სინათლე, მე ვარ წარმატებული, მე ვარ ძლიერი, მე ვარ თავდაჯერებული და ა.შ. მაგრამ დღის ბოლოს ადამიანს ისევ სევდა, იმედგაცრუება და დაღლილობა ერევა. რატომ? რატომ ვერ შველიან ეს ფსიქოლოგები ხალხს? იმიტომ, რომ გონებითვე აახლოებენ იმ ობიექტებს, აი ეს არის პრობლემა. დაანებეთ თავი ამ სისულელეებს. ილუზიებს კიდე ნუ დაუმატებთ ილუზიებს. მე პირადად არ გირჩევთ არანაირ ასეთ თერაპიას და პრაქტიკას. სისულელეა.
ამიტომ პირველ რიგში უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, რომ 'მე', არ არის ძალისხმევა. ანუ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალისხმევა ხომ, გვჭირდება ძალისხმევა, რომ მიზანს მივაღწიოთ. ანუ ჩვენ ვხდებით ძალისხმევა და ვიწყებთ მოძრაობას. ახლა გეუბნებით, რომ თქვენ, ანუ თქვენში არსებული მე, იდენტობა ძალისხმევა კი არ არის, ანუ ძალისხმევა კი არ უნდა გახდეს, არამედ ის არის ყურადღება. ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა. მე, არის ყურადღება. თუ ახლა, აი ამ წამს, თქვენი მე არის ძალისხმევა, შეცვალეთ ის ყურადღებით. როგორც გახდით ძალისხმევა, ახლა დაუბრუნდით თქვენს ნამდვილ რაობას, ყურადღებას, თუ გნებავთ იგივე სიტყვა ვიხმაროთ რაც ძალისხმევის შემთხვევაში გამოვიყენეთ და ვთქვათ, 'გახდით' ყურადღება, რადგან ყურადღება არის მე, ხოლო ძალისხმევა არის გონება. სანამ იქნებით ძალისხმევა, მანამდე იმოქმედებთ გონებით, ხოლო როცა გახდებით ყურადღება, მაშინ შეიქმნება დისტანცია თქვენსა და გონებას შორის და ყურადღება დააკვირდება გონრებას. ყურადღების ფუნქცია დაკვირვებაა. ასე გახდებით დამკვირვებელი. ის ვინც აკვირდება გონებას, ანუ ძალისხმევას. როგორც გურჯიევი ამბობს, სამყარო თავდაყირააო. იგულისხმება, რომ მე გახდა გონება, ანუ მოქმედება, ძალისხმევა, მოძრაობა, ახლა ამოატრიალეთ და გახდით ყურადღება, დაკვირვება, უძრაობა.

Posted by: David Monny Jun 10 2015, 04:13 AM

რა საჭიროა დამკვირვებლად 'გახდომა'? ( არადა დამკვირვებელი კი არ ხდები, არამედ სულ ხარ, მაგრამ რადგან გურჯიევი როგორც ამბობს, სამყარო თავდაყირააო, დავუჯეროთ და თანაც, გონებას, ანუ ამჟამად ჩვენ ხომ გვიყვარს სიტყვა 'გახდომა', მე გავხდები გეოლოგი, მე გამოვალ კოსმონავტი, მე გავხდები წარმატებული, მე გავსხივოსნდები ( მე გავხდები გასხივოსნებული) და ა.შ. ამიტომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა)
რა საჭიროა და ხომ გვინდა ტანჯვისგან გათავისუფლება? ხომ გვინდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან? (რატომღაც პოზიტიური ემოციებისგან გათავისუფლება არავის უნდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, რატო არ გვინდა სიამოვნებისგან გათავისუფლება) 'ცუდი' რაღაცეები რო არ ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში ხომ გვინდა? ანუ ყველა სიკეთე ხომ გვინდა? ხოდა აი ამაში 'დაგვეხმარება' დამკვირვებლად გახდომა და აი მაგალითად:
ზიხართ კინოთეტრ რუსთაველში და უყურებთ ფილმ ინტერსტელარს. იქ შეიძლება სამყარო ინგრეოდეს, ვიღაც კვდებოდეს, ვიღაც ცოცხლდებოდეს, მოკლედ მთელი დრამაა ეკრანზე. ემოციურ კონტაქტში კი შედიხართ, მაგრამ გრძნობა არ გტოვებთ იმის, რომ გვერძე შეყვარებული გიზით (დაქალი, ძმაკაცი, და , ძმა, მამა, დედა , მეგობარი ა.შ.) მიირთმევთ პოპკორნს ან ბურბუშელას, წრუპავთ კოკაკოლას, მოკლედ გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებთ და სიამოვნება არ გტოვებთ. ვინ ხართ ამ დროს? გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამკვირვებელი? იმედია არ გაგიკვირდებათ. ანუ არის დისტანცია თქვენსა და ეკრანს შორის ( კარგია თუ ძააან ახლოს და ძაან შორს არ ზიხართ სადღაც შუაში) და ყურადღებით აკვირდებით რა ხდება ინტერსტელარში ( ეს ფილმი ნანახი არ მაქ, მხოლოდ ამისთვის ვარ ციხეში ჩასასმელი პოლიტპატიმრის, ან მსუბუქი ხულიგნობის მუხლით smile.gif

აი სწორედ ასე უყურებთ დისტანციიდან თქვენ გონებაში ჩართულ კინოს, დამკვირვებლად გახდომის შემდეგ. არ გტოვებთ ნეტარების განცდა და დამიჯერეთ, პოპკორნი და კოკა კოლა მონაგონია, ახლოსაც ვერასდროს მივლენ, რადგან ინტერსტელარს კი არ უყურებთ, თქვენი ცხოვრების ფილმს უყურებთ. აი ეს დისტანცია გონებასა და დამკვირვებელს შორის, ავტომატურად წარმოქმნის ნეტარების განცდას. ანი ეს დისტანცია არის თავად ნეტარება. ის ადგილი, რაც გონებას ეკავა თავისი დრამებით და რომანებით, ახლა უკავია სიამოვნების და სიხარულის განცდას, რომ თურმე ეს საშინელებათა ფილმი თქვენ არ ხართ.

ასე იწყება სამადჰი.

Posted by: mata Jun 10 2015, 04:55 AM

არ მინდა მე სიამოვნება და ბედნიერება...
დაილოცოს ერთიდაიგივე მომაბეზრებელი დღეების გათენება
დაილოცოს უფულობა, წარუმატებლობა.... როარ გამოგდის...... რო ვერ აღწევ.... ჯახირი ცხოვრებაში

დაილოცოს დაღლა და მწარე , უბედური და უიღბლო დღეები....

მე ჩვეულებრივი ცხოვრება მირჩევნია
თავისი კარგით და ცუდით


არმინდა სენჟერმენობა და უზენაესი ნეტარებები
აგერ ყავას დავლევ, ნამცხვარს შევჭამ
მერე ვინერვიულებ გასუქებაზე.... და მერე დავიძინებ..
აეს არის ჩემთვის საკმარისი და იდეალური


შენი იყოს შენი სიამოვნებაც და კარგად ყოფნაც
მშვიდობაში მოიხმარე თუ კარგად ხარ

Posted by: mata Jun 10 2015, 06:40 PM

ციტატა
ყურადღება არის მე, ხოლო ძალისხმევა არის გონება.


ყურადღება და ძალისხმევა
შენ ანსხვავებ ამ ორ ცნებას? - ეს ხომ ერთიდაიგივეა

გაჩვენებ!

ძალისხმევა რა არის: რაღაცისკენ მიმართული ყურადღება

არ არის ასე?


ძალისხმევა არის თუარა ის როცა ცდილობ. - არის?
მერე როცა რაღაცას ცდილობ... ყურადღება საითაა მიმართული?
იმაზე რასაც ცდილობ. ეგრეა?
მერე...
რა გამოდის

ძალისხმევა იგივე ყურადღება არ გამოდის?



ამოტრიალდა დაკვირვებული?
ჰაი

Posted by: ano Jun 10 2015, 06:46 PM

QUOTE(David Monny @ Jun 10 2015, 04:13 AM) *
რა საჭიროა დამკვირვებლად 'გახდომა'? ( არადა დამკვირვებელი კი არ ხდები, არამედ სულ ხარ, მაგრამ რადგან გურჯიევი როგორც ამბობს, სამყარო თავდაყირააო, დავუჯეროთ და თანაც, გონებას, ანუ ამჟამად ჩვენ ხომ გვიყვარს სიტყვა 'გახდომა', მე გავხდები გეოლოგი, მე გამოვალ კოსმონავტი, მე გავხდები წარმატებული, მე გავსხივოსნდები ( მე გავხდები გასხივოსნებული) და ა.შ. ამიტომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა)
რა საჭიროა და ხომ გვინდა ტანჯვისგან გათავისუფლება? ხომ გვინდა გავთავისუფლდეთ ნეგატიური ემოციებისგან? (რატომღაც პოზიტიური ემოციებისგან გათავისუფლება არავის უნდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, რატო არ გვინდა სიამოვნებისგან გათავისუფლება) 'ცუდი' რაღაცეები რო არ ხდებოდეს ჩვენ ცხოვრებაში ხომ გვინდა? ანუ ყველა სიკეთე ხომ გვინდა? ხოდა აი ამაში 'დაგვეხმარება' დამკვირვებლად გახდომა და აი მაგალითად:
ზიხართ კინოთეტრ რუსთაველში და უყურებთ ფილმ ინტერსტელარს. იქ შეიძლება სამყარო ინგრეოდეს, ვიღაც კვდებოდეს, ვიღაც ცოცხლდებოდეს, მოკლედ მთელი დრამაა ეკრანზე. ემოციურ კონტაქტში კი შედიხართ, მაგრამ გრძნობა არ გტოვებთ იმის, რომ გვერძე შეყვარებული გიზით (დაქალი, ძმაკაცი, და , ძმა, მამა, დედა , მეგობარი ა.შ.) მიირთმევთ პოპკორნს ან ბურბუშელას, წრუპავთ კოკაკოლას, მოკლედ გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებთ და სიამოვნება არ გტოვებთ. ვინ ხართ ამ დროს? გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამკვირვებელი? იმედია არ გაგიკვირდებათ. ანუ არის დისტანცია თქვენსა და ეკრანს შორის ( კარგია თუ ძააან ახლოს და ძაან შორს არ ზიხართ სადღაც შუაში) და ყურადღებით აკვირდებით რა ხდება ინტერსტელარში ( ეს ფილმი ნანახი არ მაქ, მხოლოდ ამისთვის ვარ ციხეში ჩასასმელი პოლიტპატიმრის, ან მსუბუქი ხულიგნობის მუხლით smile.gif

აი სწორედ ასე უყურებთ დისტანციიდან თქვენ გონებაში ჩართულ კინოს, დამკვირვებლად გახდომის შემდეგ. არ გტოვებთ ნეტარების განცდა და დამიჯერეთ, პოპკორნი და კოკა კოლა მონაგონია, ახლოსაც ვერასდროს მივლენ, რადგან ინტერსტელარს კი არ უყურებთ, თქვენი ცხოვრების ფილმს უყურებთ. აი ეს დისტანცია გონებასა და დამკვირვებელს შორის, ავტომატურად წარმოქმნის ნეტარების განცდას. ანი ეს დისტანცია არის თავად ნეტარება. ის ადგილი, რაც გონებას ეკავა თავისი დრამებით და რომანებით, ახლა უკავია სიამოვნების და სიხარულის განცდას, რომ თურმე ეს საშინელებათა ფილმი თქვენ არ ხართ.

ასე იწყება სამადჰი.



აი ძან ახლოს მოხვედი და თავში ჩამიდევი, დღეს იმაზე მეტად ვიყავი დამკვირვებელი ვიდრე ოდესმე

bigarmhug.gif მადლობააააა

Posted by: ichi Jun 10 2015, 06:56 PM

QUOTE(David Monny @ 10th June 2015 - 04:13 AM) *
ასე იწყება სამადჰი.

კარგია. უბრალოდ ეგ სიტყვა არ მომწონს, სამადჰი ;დ

Posted by: FERRE Jun 12 2015, 08:09 PM

David Monny
თქვენი ასაკი მაინტერესებს. ფორუმის შეკრებაზე მოხვალთ?
ლაივში ვისაუბროთ. beerchug.gif

Posted by: David Monny Jun 12 2015, 08:15 PM

FERRE
29 წლის ვარ
ფორუმის შეკრება როდის არი?

Posted by: FERRE Jun 17 2015, 04:02 PM

David Monny
ჯერ არ დაგვიგეგმია მარა ახლო მომავალში იქნება. მოგწერ ინბოქსში wink.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)