Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Matrimonial happiness is barred to no one, ცოლ–ქმრული სიყვარული |
Dec 11 2009, 03:35 PM
Post
#61
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"ქორწინების ინსტიტუტი" თუ "ოჯახის ფენომენი"? რა გითხრათ, ჩემს აღქმაში ცოლ-ქმრული სიყვარული უფრო ქალის და კაცის სიყვარული მგონია მაგრამ აქ თუ ქორწინებაზეა ხაზი გასმული მაშინ ალბათ ოჯახზე ვსაუბრობთ. თუმცა ოჯახი თავისთავად უფრო ფართო მცნებაა.
|
|
|
Dec 11 2009, 04:01 PM
Post
#62
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმა Shou ოჯახის ფენომენი -იყოს და ამ კუთხით განვავრცოთ აქ საუბარი თემა მენანება დასახურად ))
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 11 2009, 05:57 PM
Post
#63
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ ვუყურე License to Wed/ქორწინების ლიცენზია რობინ უილიამსის ხათრით
ჰოდა საინტერესოა იდეაა თუ მართვის მოწმობის ასაღებად უნდა ჩაბარო გამოცდები ან კიდევ, სკოლის ატესტატისთვის 12 წელი ეწამო.. , მაშინ ოჯახის შექმნისთვის ხომ მითუმეტეს უნდა მოემზადოს ადამიანი და კიდევ უფრო ბავშვის გაჩენისთვის!!!... და ჩვენს რეალობაში კიდევ ამ სერიოზულ საკითხს ნაკლები ყურადღება ექცევა.. ბავშვობიდან სკოლას/სწავლას აკლავს ხალხი თავს და მერე, რა? არადა, წარმოიდგინეთ ბავშვობის რა უძვირფასესი წლები იკარგება ტყუილად, როდესაც სწორი და გააზრებული სწავლების შემთხვევაში გენიოსი შეიძლება აღზარდო!))) ცუდი ბავშვი არ არსებობს, არიან ცუდი პედაგოგები (როგორც გაგა იტყოდა არაფერი პირადული ) განათლების სისტემა არის სუსტი.. გუშინ ვიხსენებდი ჩემი შრომის გაკვეთილებს..რა სისასტიკე იყო (( 90 წუთიანი ტერორი!!! და ამ დროს რა საჭირო თემაა, იმ გაკვეთილებში რამდენი ცოდნის მოცემა შეეძლოთ - კერვა, ქსოვა, კულინარია თან რა ხალისით ვისწავლიდით აფსუს, ეეჰ -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 17 2009, 01:11 PM
Post
#64
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იყო ქალი და იყო კაცი და იყო სიყვარული, გაჩნდა საზოგადოება და გაჩნდა საზოგადოებრივი ინსტიტუტის "ქორწინების" საჭიროება. "ქორწინებამ" შეიძინა ატრიბუტები, კაბა, ბეჭედი, ხელისმომკიდე, ქორწინების მოწმობა, ქორწილი, ტორტი, შემდგომ ნათლია, ვერცხლის ქორწილი, ოქროს ქორწილი ა.შ. და რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეებიც, განქორწინება, საზოგადოებრივი უკმაყოფილება, საზოგადოებრივი ერთეულის "ოჯახის" რღვევასთან მიმართებაში, ქონების/ბავშვის გაყოფა, განქორწინების მოწმობა ა.შ. მოკლედ სრული დიმპიტაური "გასართობი პაკეტი" საზოგადოებისათვის. ყველაფერი ამის ფონზე არაა გასაკვირი, რომ ქალი/კაცი იქცა ჩვეულებრივ მომხმარებლად, ანუ გაუჩნდა მომხმარებლის დამოკიდებულება "მეორე ნახევრის" არჩევისას და რადგან მეორე ნახევარი, (მაინც) არ არის სარეცხი მანქანა ან კონდენციონერი, შესაბამისად ჩნდება გაუგებრობა და იმედგაცრუება. თუ მამაკაცი მიელტვის მიმზიდველ "მოდელს" და ინტერესდება მხოლოდ ზომებით და ვიზუალით, ლოგიკურია მოგვიანებით არ გაუჩნდეს გაღიზიანება სხვა კომპონენტებთან მიმართებაში რომელზეც არჩევის მომენტში საერთოდ არ უფიქრია, ან თუ ქალმა შენიშნა მხოლოდ მანქანა/საფულე/ სოციალური სტატუსი და ამით მოახდინა თავისი არჩევანი ალბათ ვერ იქნება მთლად დაკმაყოფილებული როცა აღმოაჩენს რომ მისი შინაგანი მოთხოვნები ყოველდღიურობაში მხოლოდ ყოფითით არ შემოიფარგლება და თურმე რაღაც უფრო მეტი უნდა. ნუ, ეს რა თქმა უნდა უტრირებული/სტერეოტიპული მაგალითებია მაგრამ სამწუხაროდ დიდად არ სცილდება რეალობას.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობას, სიყავრულს მათ შორის, არ სჭირდება არანაირი სტატუსი და გარანტია ხვალინდელ დღეზე, ეს ძირს უთხრის ყველაზე უფრო სუფთას და ნათელს. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობით აღებული მოვალეობა ერთგულებისა ერთმანეთის წინაშე და ეს მოვალეობა უნდა მომდინარეობდეს მხოლოდდამხოლოდ სიყვარულიდან. |
|
|
Dec 17 2009, 01:40 PM
Post
#65
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 359 Joined: 2-November 09 From: თბილისი Member No.: 6,059 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
QUOTE ნებაყოფლობით აღებული მოვალეობა ერთგულებისა ერთმანეთის წინაშე და ეს მოვალეობა უნდა მომდინარეობდეს მხოლოდდამხოლოდ სიყვარულიდან. ეს მიმაჩნია მე ქორწინების ერთადერთ განმარტებად. ყველაფერი რაც ჩამოთვლილი იყო აქამდე - ბეჭედი, კაბა, მოწმობა და ა.შ.... თუ ამასთან იგივდება ქორწინება ეს უკვე მათი პრობლემაა, ვისაც ქორწინება არათითზე წამოცმული ბეჭედი გონია -------------------- A si duarth u ortho... U or le a U or nin
|
|
|
Dec 17 2009, 01:49 PM
Post
#66
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რომელ თითზე უნდა ატარო ბეჭედი ეგ ვერფრით დავიმახსოვრე იმას ვამბობ უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ფორმა "ქორწინება" არ არის აუცილებელი და ზედმეტი ატრიბუტიათქო, თორემ იყოს რა ქორწინების მოწმობა, ეგდოს სადმე, ვის რას უშლის
|
|
|
Dec 17 2009, 01:54 PM
Post
#67
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 359 Joined: 2-November 09 From: თბილისი Member No.: 6,059 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გავაგრძელე პოსტი:
თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მე არ მინდა ბეჭედი თითზე მაგრამ ბეჭდით დადასტურებულ სტატუსს და გარანტიას ვინც ითხოვს ის ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავს ქორწინება. პიობითობების გავლენის ქვეშ მოქცევა ყოველთვის არასწორია. თუმცა არის ასეთი მომენტიც: რატომღაც დამკვიდრებულია ტენდენცია, რომ პასუხისმგებლობას წყვილი მხოლოდ ბეჭდის, მოწმობის და ქორწინების დამახასიათებელი სიმბოლოების დაცვის შემდეგ აცნობიერებს. სხვა შემთხვევაში, წყვილის ურთიერთობებიდან რატომღაც გამოირიცხება ხოლმე პასუხისმგებლობის მომენტი. არ მესმის რატომ ხდება ასე. მოკლედ, ძალიან აბდაუბდა რომ არ გამოვიდეს უბრალოდ ვიტყვი რომ მე პირადად მომწონს არათითზე წამოსკუპებული ბეჭედი მაგრამ ქორწინებას და მის ვიზუალურ სიმბოლოებს ერთმანეთში არ ვურევ -------------------- A si duarth u ortho... U or le a U or nin
|
|
|
Dec 18 2009, 10:33 AM
Post
#68
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბეჭედი ჩემი აზრით, ჯობია რომ არც არსებობდეს
როცა ადამიანი რაღაც მასეთ წვრილმანებზე ფიქრობს ცოლ-ქმრული სიყვარული ჭუჭყიანდება. მთავარია თვალებში ჩახედო და ჩაგხედოს მთავარია გაუგო და გაგიგოს, მთავარია „გიყვარდეთ ერთმანეთი“ -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 18 2009, 10:51 AM
Post
#69
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 10 Joined: 12-December 09 Member No.: 6,093 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მომწონს ბეჭედი თითზე , არადა საქორწინო არ მიკეთია...
მხოლოდ იმ ბეჭედს ვატარებ რომლითაც ცოლად გაყოლა შემომთავაზა |
|
|
Dec 19 2009, 12:31 AM
Post
#70
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 359 Joined: 2-November 09 From: თბილისი Member No.: 6,059 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mako
მაგარია მე მიყვარს რომანტიკა -------------------- A si duarth u ortho... U or le a U or nin
|
|
|
Dec 21 2009, 06:18 PM
Post
#71
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბეჭედს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ალბათ ბევრ სხვა რამესაც, უბრალოდ ქორწინების საზოგადოებრივი დატვირთვა არის ჩემთვის მიუღებელი. ორი ადამიანის ურთიერთობა ეს ძალზედ ინტიმური და ინდივიდუალურია, არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ნაწილად, ვალდებულებაც მხოლოდ შიგნით იდება და არა ქვეყნის გასაგონად და მოქმედებს მანამ სანამ გრძნოებებია ცხოველი ანუ ცოცხალი.
|
|
|
Jan 5 2010, 05:50 PM
Post
#72
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰმმ, ვატყობ ქორწინება არააქტუალური თემაა ეზოთერიულ ფორუმსა ზედა
|
|
|
Jan 5 2010, 06:31 PM
Post
#73
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
ბეჭედს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს და ალბათ ბევრ სხვა რამესაც, უბრალოდ ქორწინების საზოგადოებრივი დატვირთვა არის ჩემთვის მიუღებელი. ორი ადამიანის ურთიერთობა ეს ძალზედ ინტიმური და ინდივიდუალურია, არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი ინსტიტუტის ნაწილად, ვალდებულებაც მხოლოდ შიგნით იდება და არა ქვეყნის გასაგონად და მოქმედებს მანამ სანამ გრძნოებებია ცხოველი ანუ ცოცხალი. გეთანხმები ყველაფერში... ჩემს შემთხვევაში ილუზიებს არ ავყოლილვარ, ნამდვილად ისეთი ადამიანი იყო როგორსაც ვხედავდი. მერე შეიცვალა ურთიერთობები. რას ვერ შევეგუე იცით? მორიდების მომენტი რომ გაქრა. მინდა ისევ ისე ვუფრთხილდებოდეთ, ვერიდებოდეთ ერთმანეთს. ეს გაშინაურება რაღაც არ მომწონს... საერთოდ, შეიძლება იყო ვინმესთან გულახდილი, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არსებობს მეგობართანაც და შეყვარებულთანაც. ოჯახში ეს ზღვარი მინიმუმამდე დადის უკვე. ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ცუდ მხარეს. კარგი მხარის გამოხატვა კი მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება საქართველოში. რა მახსენდება იცით? სხვაგან არ ვიცი და ჩემი ტოლი ბიჭები ეგრე იყვნენ, ნათესავ-მეგობრებს ვგულისხმობ: უცხო გოგოებთან ჯენტლმენები, ჩვენთან - შინაურებთან - ბუზღუნა და მომთხოვნები... მე განა ვინმეს ვსაყვედურობ. თვითონაც ასეთი გავხდი... სამსახურში - კარგ ხასიათზე, სახლში - მოწყენილი (ვაი რამდენი პრობლემა გვაქვს და ა. შ) ეჰ, სულ ზეპირად ვიცი როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, მაგრამ პრაქტიკაში გადატანა არ გინდა?! სინამდვილეში ხომ ჩვენს ხელშია ყველაფერი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jan 5 2010, 07:34 PM
Post
#74
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგ ხშირად გამიგია რომ გათხოვდებიასნ და დაოჯახდებიან და იცვლებიან მერე,...ნამდვილად არ მინდა შევიცვალო. ალბათ ისევ ისეთი ვიქნები როგორიც ვარ ყოველშემთხვევაში ძალ-ღონეს არ დავიშურებ რომ ასეთ%ივე დავრჩე.. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ბუზღუნა დედაკაცის სტილში, მე თუ ვარ ესა ვარ რაცა ვარ დღესა ვარ ეგაა რაა
-------------------- |
|
|
Jan 5 2010, 07:38 PM
Post
#75
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 719 Joined: 24-December 09 Member No.: 6,100 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გაყოლის წამიდან სხვა შემრჩა ხელში
რა მაგრად წერთ,ასე მგონია ჩემს სათქმელს ამბობთ -------------------- რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო. ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს. მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია! |
|
|
Jan 5 2010, 07:50 PM
Post
#76
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 2,074 Joined: 26-December 09 From: Iq minda :) Member No.: 6,103 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაი ახლა თორე სულ გადავიფიქრებ გათხოვებას გენატვალე გულში
-------------------- |
|
|
Jan 5 2010, 10:14 PM
Post
#77
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 719 Joined: 24-December 09 Member No.: 6,100 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაი ახლა თორე სულ გადავიფიქრებ გათხოვებას გენატვალე გულში ააააჰ ეგ არ გამაგონოო კახელების ქორწილს ვნატრობ კაი ხანია,ხაშლამა უნდა ვჭამო,მერე ღვინო დავლიო და კარგადაც უნდა ვიცეკვოო -------------------- რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო. ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს. მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია! |
|
|
Jan 6 2010, 10:18 AM
Post
#78
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მოურიდებლობაშიც არის რაღაც. ეს ძირითადად მაშინ ხდება როცა ის სხვა ადამიანი "უცხო" კი არა შენი გაგრძელება ხდება, როგორც ხელი ან ფეხი, ან თავი და შენ უკვე საკუთარ ნაწილად აღიქვავ. აქ ერთადერთი პრობლემაა, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ძალიან, ყველაზე უფრო ძალიან ამ ქვეყნად, ზუსტად ისეთი უნდა გიყვარდეს როგორიც არის, ილუზიების გარეშე, მაშინ პრობლემები არ შეიქმნება. შენ თავს სულ მუდამ მოეფერები, შეეცდები ასიამოვნო, პრობლემები ააცილო. ჩვენ კი საკუთარი თავი არ გვიყვარს და არადა ფიცს ვდებთ საკურთხეველთან სხვა გვეყვარება და სიცოცხლის ბოლომდე გავუფრთხილდებითო. ფარისევლობაა და მეტი არაფერი სამწუხაროდ ჯერ დიდხანს, ძალიან დიდხანს საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ და მერე ვნახოთ, იქნებ ქორწინებაც კი გამოდგეს ფორმად უფრიერთობისათვის |
|
|
Jan 6 2010, 10:55 AM
Post
#79
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯერ დიდხანს, ძალიან დიდხანს საკუთარი თავის სიყვარული უნდა ვისწავლოთ და მერე ვნახოთ, იქნებ ქორწინებაც კი გამოდგეს ფორმად უფრიერთობისათვის მართალია, თუ საკუთარი თავი არ შეიყვარე, სხვას ვერ შეიყვარებ. ასევეა პატიებაზეც, საკუთარ თავს აპატიე და სხვასაც. ოჯახი რთული რამეა, ადამიანი თავის სისუსტის გამომვლენი თავის ოჯახშია. აი მაგალითად ამ ფორუმზე ვწერთ რაღაცეებს და შეძლებისდაგვარად ყველა ჩვენს უარყოფითს ვმალავთ ან არ ვავლენთ, ოჯახში ეს ძნელია. რაც ხარ ჩანხარ, ვერ მალავ. მთავარია იცოდე რა გინდა. ეს რათქმაუნდა ოჯახის შექმნის პირველ დღეებიდან უნდა იცოდე, რადგან დაშვებული შეცდომები, ხშირად ოჯახური ურთიერთობების ლაქად ხდება. სიყვარული უნდა იყოს საფუძველი ოჯახის შექმნისას, მაგრამ საკმარისი არ არის. მას უნდა შეეზარდოს და ჰარმონიულად შეეწყოს თითოეულის ხასიათები. tikoroma საერთოდ, შეიძლება იყო ვინმესთან გულახდილი, მაგრამ ზღვარი ყოველთვის არსებობს მეგობართანაც და შეყვარებულთანაც. ოჯახში ეს ზღვარი მინიმუმამდე დადის უკვე. ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ცუდ მხარეს. კარგი მხარის გამოხატვა კი მაინცდამაინც კარგ ტონად არ ითვლება საქართველოში. შინაურებთან - ბუზღუნა და მომთხოვნები... სამწუხაროა, საქართველოში მეუღლეს იშვიათად მიმართავს ვინმე,– „ჩემო სიყვარულო“. ეს დიდი დანაკლისია. ალბათ იტყვით სიტყვის თქმას ისეთი მნიშვნელობა არა აქვსო, როგორც მოქმედებას, მაგრამ ეს ასე არაა. მიყვარს როცა ადამიანები ოჯახში გამოხატავენ ამ ლამაზ სიტყვებს. „ჩემო სიყვარულო“ „ჩემო პატარა“ (მიუხედავად შესაძლებელია 40 წელს მიაღწიო) და მრავალი სხვა, რომელთა წარმოშობაც ყველა ოჯახში თავისებურია. იცით აი ხშირად ეგოიზმის ბრალიცაა. აი მიდით და უთხარით პირველებმა თქვენს მეუღლეებს გაჭირვებაზე რომ საუბრობთ, ნაზად მოეფერეთ, „ჩემო სიყვარულო, ერთად გადავიტანთ და შევებრძოლებით გაჭირვებას, რომელიც ჩვენ შორის არ ჩადგება“ ეს ერთი მაგალითი, თუმცა ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 6 2010, 10:59 AM
Post
#80
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
ეჰ, სულ ზეპირად ვიცი როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი, მაგრამ პრაქტიკაში გადატანა არ გინდა?! სინამდვილეში ხომ ჩვენს ხელშია ყველაფერი მართალია, ძალიან ძნელია, ალბათ განსაკუთრებით საქართველოში, ევროპასთან შედარებით, აქ ჩვეულებაც უნდა შეცვალო. თუმცა ამ ბოლო დროს ევროპაში შექმნილ ოჯახების ვადა 2 ან 3 წელიწადს ძლივს აღწევს. (უმეტესობა რათქმაუნდა) ძალიან ძნელია ოჯახში სიყვარული რომ არ იფრქვევა. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st June 2024 - 05:15 PM |