აურა კამერა |
აურა კამერა |
Jun 22 2011, 05:35 AM
Post
#21
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. როგორც მონაწილეების რეზიუმებიდან ჩანს არცერთ თქვენგანს წარმოდგენა არ აქვს თუ რა არის ადამიანის აურა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ ერთი წინადადების გარდა ვერაფერი ვერ გავიგე. მითუმეტეს ამის: თქვენი აზროვნების ევოლუციური გაცისკროვნების ეტაპზე მოგეცემათ შესაძლებლობა ეგებ ცოტა გასაგებად დაგვიწერო რისი თქმა გინდა? |
|
|
Jun 23 2011, 12:24 PM
Post
#22
|
|
WHITE soul Group: Banned Posts: 21 Joined: 9-March 11 Member No.: 6,412 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეალისტი...
QUOTE როგორც მონაწილეების რეზიუმებიდან ჩანს არცერთ თქვენგანს წარმოდგენა არ აქვს თუ რა არის ადამიანის აურა. ვინაიდან პირველ რიგში საჭიროა გქონდეთ ცოდნა ელემენტარულ მოლეკულურ ბიოლოგიის და კვანტურ ფიზიკის შესახებ. ამის შემდგომ უნდა განასხვავოთ რელიგიური ზღაპრები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ოდნავი წარმოდგენა უნდა გქონდეთ ბიოენერგეტიკაზე და არ აურიოთ ის ლომაიას მაგვარ პრიმიტიულ ვითომდა პარაფსიქოლოგიაში.. მე ვიყავი ერთხელ ასეთი რაღაცის მომსწრე: შუაგულ თბილისში, მესია - ლომაიას მოსვლის მოლოდინით ეგზალტირებული ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დაიარებოდა.....სადღაც კი თალესი სონია (თალეს შონია - აბა ბერძენისა და მეგრელის გარდა შვილს თალესს ვინ დაარქმევდა...) იდგა და ხალხს "უახლეს აღთქმას" უკითხავდა......... პ.ს. რეალისტის თქმისა არ იყოს, ბევრი რამეზე "ნაროდი" ისეთი გაუგებარი აბსურდებით მსჯელობს, რომ ხშირად ეს ღიმილისმომგვრელია....მაგრამ, ეს მთლად ნაროდის ბრალიც არაა, რადგან მას როგორც წესი მიეწოდება სინამდვილის ნახევარფაბრიკატი, რათა მას არც პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს და სინამდვილეზეც ნაკლები წარმოდგენა იქონიოს...ან მას ეჩვენებოდეს ის რაც აწყობს!!! |
|
|
Jun 23 2011, 02:11 PM
Post
#23
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Himmler
მე ვიყავი ერთხელ ასეთი რაღაცის მომსწრე: შუაგულ თბილისში, მესია - ლომაიას მოსვლის მოლოდინით ეგზალტირებული ხალხი ჯგუფ-ჯგუფად დაიარებოდა.....სადღაც კი თალესი სონია (თალეს შონია - აბა ბერძენისა და მეგრელის გარდა შვილს თალესს ვინ დაარქმევდა...) იდგა და ხალხს "უახლეს აღთქმას" უკითხავდა......... თალესს რაც შეეხება, მე მას ვიცნობდი და "უახლეს აღთქმას" კი არ უკითხავდა ვინმეს, ცდილობდა ის ცოდნა და ინფორმაცია რაც გააჩნდა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ხოლო ის ვინც ამას "აღთქმად" მიიღებდა ეს უკვე მისი პრობლემა იყო QUOTE (თალეს შონია - აბა ბერძენისა და მეგრელის გარდა შვილს თალესს ვინ დაარქმევდა...) აქ კომენტარი ზედმეტია. ადამიანის შეფასების ეს კრიტერიუმები თავად "დიდ" ჰიმლერსაც შეშურდებოდა... რეალისტი...-ს კი მინდა ვუთხრა, რომ იგი სამყაროს შეცნობას ცდილობს მხოლოდ ტვინით, რომელსაც სამყაროს ძალიან მცირე ნაწილის შეცნობა შეუძლია. ის ნაწილი, რაც ადამიანის ტვინმა შეიცნო და ფიზიკურ კანონებში და მეცნიერების დარგებში მოათავსა კარგია, მაგრამ იმის იქით გახედვა არ უნდა, გახედვა კი შეიძლება.. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jun 23 2011, 03:06 PM
Post
#24
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბატონო Old Men მეცნიერება და მატერიალიზმი ეს სინონიმები არ არის. მეცნიერება ეს ადამიანის ცნობისმოყვარეობის სისტემური კვლევის მიდგომაა სამყაროში არსებული მივლენების მიმართ. ხოლო ტვინი (გონება) ეს ადამიანის ინსტრუმენტია სამყაროს ადამიანურად აღქმის.
|
|
|
Jun 23 2011, 03:31 PM
Post
#25
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება ჰიმლერს ის დიდი არაფერია არ იყო ის ჩვეულებრივი გერმანელი ბერია იყო, რომელსაც რომელსაც ადოლფთან გაუმართლა.
|
|
|
Jun 23 2011, 04:03 PM
Post
#26
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება Kate-ს [სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ ერთი წინადადების გარდა ვერაფერი ვერ გავიგე.
მითუმეტეს ამის:] ”თქვენი აზროვნების ევოლუციური გაცისკროვნების ეტაპზე მოგეცემათ შესაძლებლობა” - ნიშნავს თქვენი ინტელექტუალური კოეფიციენტის, ცოდნის უფრო გაღრმავებით განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე ასვლას.(ამ შემთხვევაში იგილისხმება ცოდნა ადამიანის აურის შესახებ) დადგება მომენტი როდესაც თქვენი გონება განათდება (ქართულად გაცისკროვნდება) მაშინ თქვენ გონებაში მოხდება დიფერენციაცია რეალურსა და ფანტაზიას შორის. კიდევ სხვანაირად რომ ავხსნა - თქვენს გონებას დაეხმარება თქვენი ქვეცნობიერის ჯანსაღი ნაწილი რათა ბუნებრივი მოვლენები აღიქვათ რეალურად და ობიექტურად . თქვენს ჰიპოთალამუსში განთავსებული მაკონტროლებელი ცენტრები დაიწყებენ უფრო მკაფიოდ გარჩევას ობიექტურ რეალობასა და სუბიექტურ სურვილებს შორის. |
|
|
Jun 23 2011, 05:58 PM
Post
#27
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება Kate-ს [სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ამ ერთი წინადადების გარდა ვერაფერი ვერ გავიგე. მითუმეტეს ამის:] ”თქვენი აზროვნების ევოლუციური გაცისკროვნების ეტაპზე მოგეცემათ შესაძლებლობა” - ნიშნავს თქვენი ინტელექტუალური კოეფიციენტის, ცოდნის უფრო გაღრმავებით განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე ასვლას.(ამ შემთხვევაში იგილისხმება ცოდნა ადამიანის აურის შესახებ) დადგება მომენტი როდესაც თქვენი გონება განათდება (ქართულად გაცისკროვნდება) მაშინ თქვენ გონებაში მოხდება დიფერენციაცია რეალურსა და ფანტაზიას შორის. კიდევ სხვანაირად რომ ავხსნა - თქვენს გონებას დაეხმარება თქვენი ქვეცნობიერის ჯანსაღი ნაწილი რათა ბუნებრივი მოვლენები აღიქვათ რეალურად და ობიექტურად . თქვენს ჰიპოთალამუსში განთავსებული მაკონტროლებელი ცენტრები დაიწყებენ უფრო მკაფიოდ გარჩევას ობიექტურ რეალობასა და სუბიექტურ სურვილებს შორის. ერთი კითხვა თუ შეიძლება. თქვენი პირველი პოსტი (მაპატიეთ მაგრამ, ჩემთვის ტერმინოლოგიის აჯაფსანდალია მხოლოდ, თუმცა მეპატიება, ჩემს ჰიპოტალამუსში განთავსებული მაკონტროლებელი ცენტრები(?!) ჯერ ვერ არჩევენ ობიექტურს და სუბიექტურს.), თუნდაც ეს პოსტი, თქვენი სურვილია ერუდიციის დემონსტრაცია მოახდინოთ თუ თქვენი აზროვნების ევოლუციური გაცისკროვნების პროდუქტი? |
|
|
Jun 23 2011, 06:13 PM
Post
#28
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 23 2011, 06:38 PM
Post
#29
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ქალბატონ kate- ს ბოლო ვარიანტს + შესაძლებლობა არასტანდარტული ინფორმაციის რეგულარულად მიღების. ამის გარდა კიდევ პატარა გამოცდილება.
|
|
|
Jun 23 2011, 08:37 PM
Post
#30
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნაკლებად განათლებული ადამიანები ბერდებიან უფრო მალე.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯიდან, კარდიფის (უელსი) და კალიფორნიის (სან-ფრანცისკო) უნივერსიტეტების კოლეგებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ უმაღლესი განათლება ადამიანებში, დაბალანსირებული ბიოენერგეტიკული მაჩვენებლებით, ანელებს სიბერის ტემპს მოლეკულურ დონეზე. მათ გაზომეს ტელომერების სიგრძე სხვადასხვა ასაკის (50-და 75 წლამდე) 600-ზე მეტ ადამიანში. გამოირკვა რომ, სქესის დამოუკიდებლად უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში, გაწონასწორებული ბიოენერგეტიკული მაჩვენებლებით, ტელომერების სიგრძე მნიშვნელოვნად დიდია, გაუნათლებელ ადამიანებთან შედარებით. შესაბამისად უჯრედები და ქსოვილები იმ ადამიანების რომლებმაც მიიღეს უმაღლესი განათლება ნაკლებად ექვემდებარებიან დაბერების პროცესებს. აღმოჩნდა ისიც რომ, ეკონომიური და სოციალური სტატუსი უმაღლესი განათლების შემდგომ, ტელომერების ზრდაზე არ მოქმედებს. ამ მოვლენის ზუსტი მიზეზი ჯერ არ დადგენილა. მეცნიერები თვლიან, რომ ტელომერთა ზომების შემცირება ასაკთან ერთად ჩქარდება. ამის გარდა ყოველდღიური სტრესები, ქრონიკული დეპრესიული მდგომარეობა და ადამიანის გაუწონასწორებული ენერგეტიკული ბალანსი, ხელს უწყობს დაჩქარებულ სიბერის პროცესებს. (შეგახსენებთ რომ, ტელომერა არის ქრომოსომების პერიფერიული მონაკვეთები, რომლებიც მცირდებიან უჯრედის თითოეულ გაყოფის დროს. როდესაც მათი ზომა მიდის კრიტიკულ მნიშვნელამდე, უჯრედები კვდებიან. ტელომერების”დაშენების” პროცეს, უჯრედში განაგებს სპეციალური ფერმენტი ტელომერაზა. რომელიც განსაზღვრავს უჯრედის ბიოლოგიური სიკვდილის ტემპს. პარალელურად ტელომერა ეს არის დნმ-ის ნაწილი რომელიც წარმოქმნის ”თავდაცვით ზონებს” ქრომოსომების დაბოლოებებზე და ხელს უშლის ორგანიზმს დაბერების |
|
|
Jun 23 2011, 09:39 PM
Post
#31
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეალისტი
ასე, ადამიანო, ხომ შეგძლებია ნორმალური მსჯელობა, ყოველგვარი აზროვნების ევოლუციური გაცისკროვნების, ჰოპოთალამუსის, კვანტური ფიზიკის გარეშე! მართალია, ძალიან მეეჭვება ტელომერების სიგრძეს დიპლომი განსაზღვრავდეს, აქ უამრავი სხვა ფაქტორიც იქნება, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია გავიგე რას წერთ. აურაზე კი თქვენი პოსტის ვერაფერი გავიგე, მართლა ვერ გავიგე. და ასე ნორმალურად თუ დაწერთ თქვენს აზრს, მე მგონი თქვენთან პოლემიკა საინტერესოც იქნება. |
|
|
Jun 23 2011, 10:18 PM
Post
#32
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეალისტი
ბავშობაში ბევრ კიტხვას, რომ ვსვამდი მალე დაბერდებიო... -------------------- |
|
|
Jun 23 2011, 10:27 PM
Post
#33
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძვირაფასო Cate, ასე იმიტომ მოგმართავთ,რომ მე ყოველთვის ეთიკეტის მომხრე ვარ. შევეცდები სამყაროს თვალთა ხედვა კიდევ განსხვავებულად ავხსნა. სამყარო აჯეფსანადალია ოღონდ გარკვეული სისტემათა ჰოლოგრამული თანაწყობით. ადამიანის აზროვნება კი ხედავს სამყაროში იმას რასაც ხედავს. ან რასაც სხვები ზომბირებით უკარნახებენ (რადგან ის ექცევა ნებით, თუ უნებლივ უფრო ძლიერის ზეგავლენის ქვეშ. თუ მას სუსტი აურა გააჩნია) ანუ, ადამიანის აურა არის უპირველესი ფსიქო-იმუნური დამცავი საშუალება ფსიქოტრონული იარაღის წინააღმდეგ. ამიტომ აუცილებლობაა თითოეულმა ადამიანმა კარგად იცოდეს საკუთარი შინაგანი სამყარო, რომ მიწისეულ ცხოვრებაში მოიპოვოს საკუთარი ნიშა. ის აპარატი რომელზედაც ამ ფორუმზე უმრავლესობის დომინირებული უსაგნო პოლემიკა გაიმართა სწორედ შინაგან სამყაროს შემეცნებისთვის შექმნეს მათმა ავტორებმა.
|
|
|
Jun 24 2011, 10:29 AM
Post
#34
|
|
WHITE soul Group: Banned Posts: 21 Joined: 9-March 11 Member No.: 6,412 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
QUOTE და რეალისტის პოსტი, გაუგებარი აბსურდიზმის გარეშე რაციონალური მსჯელობა იყო, არა? QUOTE რეალისტი ასე, ადამიანო, ხომ შეგძლებია ნორმალური მსჯელობა, ყოველგვარი აზროვნების ევოლუციური გაცისკროვნების, ჰოპოთალამუსის, კვანტური ფიზიკის გარეშე! ჰო ძია-ქალო, ჰო! როგორ არ შეძლებია თუმცა, მიუხედავად ამისა სხვის აზრს, ეზოთერიული ხასიათისა იქნება ის თუ წმინდა მეცნიერული, მე პირადად ანგარიშს ვუწევ, რადგან რაციონალური მარცვალი ყველგანაა და მე მისი გაგება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ზოგ ზოგიერთის ნაბოდვარის მოსმენა და ყოველივე იმის, რაც შენ არ გესმის, ერთმნიშვნელოვნად ანათემაზე გადაცემა!!! |
|
|
Jun 24 2011, 11:48 AM
Post
#35
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჰო ძია-ქალო, ჰო! ცოტა ზრდილობას მოუხმოთ!!!!! და საერთო ყველამ გაითვალისწინეთ ეს არარის ურზრდელების ფორუმი, ახლებმა უნდა გაითვალისწინონ და ძველები უკვე კაი ხანია უნდა ხვდებოდნენ თუ ვერ ხვდებიან ალბათ გონებრივი რეაბილითაცია ჭირდებათ. -------------------- |
|
|
Jun 24 2011, 04:42 PM
Post
#36
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Himmler
პირველ რიგში, ჩემო კარგო, მიმართვა "ადამიანო" არც ერთ კონტექტში, არანაირად არ არის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი, და ეს არც ყოფილა ჩემი სურვილი, ზედმეტად ფამილიარული კი შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა სხვის აზრს, ეზოთერიული ხასიათისა იქნება ის თუ წმინდა მეცნიერული, მე პირადად ანგარიშს ვუწევ, სხვის აზრს ანგარიშსაც ვუწევ და პატივსაც ვცემ ყოველთვის, მთავარია გავიგო აზრი. და თუ შეძლებ, რელისტის პირველი პოსტიდან ჩამომიყალიბო ის აზრი რაც გაიგე, და ისიც, "ეზოთერული ხასიათის იყო თუ წმინდა მეცნიერული" , რადგან მე პირადად შეუსაბამისობებს ვხედავ, ვაღიარებ რომ, შევცდი და დაკვირვებით არ წავიკითხე. ყოველივე იმის, რაც შენ არ გესმის, ერთმნიშვნელოვნად ანათემაზე გადაცემა!!! ასეთი ბრძნული დასკვნა საიდანღა გააკეთე? პერეფრაზირება არც ანათემაზე გადაცემაა და არც გაკიცხვა, უბრალოდ პერეფრაზირებაა. ჰო ძია-ქალო, ჰო! ვერც ამის აზრი ვერ გავიგე. თუ ამით იმის თქმა გინდა, რომ ქალები კაცურ საუბრებში არ უნდა ვებმებოდეთ, მაშინ ძალიან დაგიგვიანია, და თუ ამ 'ძია-ქალოთ" ჩემთვის შეურაცყოფის მიყენებას ცდილობ, ამით მხოლოდ შენს კულტურას აჩვენებ. |
|
|
Jun 24 2011, 06:49 PM
Post
#37
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
და თუ შეძლებ, რელისტის პირველი პოსტიდან ჩამომიყალიბო ის აზრი რაც გაიგე, და ისიც, "ეზოთერული ხასიათის იყო თუ წმინდა მეცნიერული" , რადგან მე პირადად შეუსაბამისობებს ვხედავ, kate კეით ჩემის სუბიექტურის აზრით წმინდა კომერციული ხასიათისაა ყოველივე ზემოთ თქმული და შორსაა როგორც ეზოთერიკისგან ასევე მეცნიერებისგან.. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 24 2011, 07:13 PM
Post
#38
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეალისტი
იმედია himmler-ვით, არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეურაცყოფა მქონდა მიზნად დასახული?!, თუ მაინც უნებურად შევურაცვყავი თქვენი გრძნობები, ბოდიშს გიხდით. სამყაროს განსხვავებულ თვალთახედვას რაც შეეხება, ეს ფორუმი ზუსტად იმათთვისაა, ვინც სამყაროს ტრადიციული ხედვით არ უყურებს და ამ "აჯაფსანდალში", ღვთიური კანონზომიერების დანახვას ცდილობს. აურაზე განსხვავებული აზრი არსებობს, როგორც აქ, ისე საერთოდ, მაგრამ ერთი საერთო მაინც ყველას აქვს: ეს ის ენერგეტიკული ველია, რომელიც ჩვენს გარშემო (ისევე როგორც ცხოველთა და მცენარეთა გარშემო) არსებობს, და რომელსაც ჩვენი ფიზიკური თვალი ვერ აღიქვამს (იშვიათი გამონაკლისის გარდა), აზრთა სხვადასხვაობა ამ ველის რაობასა და ფუნქციებს შორისაა. ამ ფორუმზე გამართული პოლემიკა, თქვენი აპარატის შესახებ, უსაგნო სულაც არ მგონია, უბრალოდ იმის გარკვევას ცდილობდნენ რა აურაზეა საუბარი და რა შეუძლია ამ აპარატს, ასეთი კითხვა თავისთავად ყველას გაუჩნდება. ჩემს აზრი, ამ MBGA აურა კამარაზე, ვშიშობ მოსაწონი არ იქნება თქვენთვის, ჯერ ერთი რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს ნასას კვლევებთან, და თუ რუსულ მარკეტს დავუჯერებთ, ამერიკული კომპანიის INNERACTIVE ENTERPRISES პროდუქტია, რომლის უკანაც, მხოლოდ ერთი პიროვნება დგას ჯოენ ფილინგერი, რომელიც თავისთავად საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ არც ტექნოლოგიური გენიოსი და არც დიდი სულიერი მასწავლებელი, და არც აქვს არც ერთზე პრეტენზია. ამ აპარატით, რომელიც ფილინგერმა შექმნა და რომელსაც ნამდვილად ზედმეტს ფუნქციებს ანიჭებს რუსული მარკეტინგი, მიღებული სურათი, ჩემი აზრით მხოლოდ ცნობისმოყვარეობის მცირედ დასაკმაყოფილებლად თუ გამოდგება. |
|
|
Jun 24 2011, 07:16 PM
Post
#39
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 24 2011, 07:51 PM
Post
#40
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებთ ქალბატონებო და ბატონებო!
იმედია არ მიწყენთ თუ, თქვენს ოქროს წუთებს კიდევ ცოტა ხნით მივითვისებ. ჩემი ამ ფორუმზე დარეგისტრირების მიზეზი იყო თქვენი მოსაზრებები ადამიანის აურასთან დაკავშირებით. თქვენ ფორუმს მე ვათვალიერბ თითქმის ერთი წელი. გამოგიტყდებით, გამეხარდა რომ ქართულ ინეტში ასეთი ფორუმი აღმოვაჩინე. მართალია უმეტესი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით, ვწუხვარ რომ მცდარია, მაგრამ ეს არაფერ არ ნიშნავს. ვინაიდან თქვენს პოსტებში კარგად ჩანდა არა ორდინალური განსხვავებული , პროგრესული, აზროვნების კომპონენტები. და სამყაროს აღქმის წყურვილი ისე როგორც ეს ბევრს არ ძალუძს. ანდა პოლიტიკურ და რელიგიური დოგმების კომპლექსებისგან განთავისუფლებულ ადამიანთა პოპულაცია, ჯანსაღი თავისუფალი აზროვნების უნარით. რაც შეეხება მეცნიერებას და ეზოთერიკას - ვერავინ ვერ დაასახელებს მათ შორის სად არის საზღვარი. ჯერ კიდევ ემანუილ კანტი ამბობდა რომ, რაც ადამიანის ბაგეებიდან ამოდის, ყველაფერი რეალურია. რა არის ეზოთერიკა - ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ხედვის მიმართულება სამყაროში არსებული მოვლენების ასახსნელად. მაღალ ფარდოვნად არ მიიღოთ, მაგრამ ჩემ პატარა მოსაზრებასაც გაგიზიარებთ - სამყაროში არაფერი არ არის პარანორმალური, გარდა ადამიანის ცოდნის სამყაროს მიმართ. და ბოლოს - რა თქმა უნდა თქვენს ფორუმზე საჩუქარ სურპრიზების გარეშე არ მოვსულვარ. ახლო მომავალში შევეცდები თქვენი ზოგიერთი წევრის ინტერესები დავაკმაყოფილო აურასთან დაკავშირებით. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st September 2024 - 10:44 PM |