რა არის დრო?, ათი ათასი წელი როგორც ერთი |
რა არის დრო?, ათი ათასი წელი როგორც ერთი |
Jun 9 2015, 03:03 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არსებობს კი დრო?
როდესაც კონკრეტულად ვფიქრობ წარსულზე და მომავალზე საკმაოდ ვიბნევი.... მოგეხსენებათ(ალბათ), რომ სამყარო სამგანზომილებიანია(ესეც ალბათ), პლიუს მეოთხე, დროითი განზომილება... ნიუტონის კანონების მიხედვით, დრო – სამყაროს უცვლელი სიდიდეა, ის ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მიედინება და ყველა დამკვირვებლისთვის ერთნაირია. ნიუტონის ამ მოსაზრებას აინშტაინის ფარდობითობის თეორია ეწინააღმდეგება. აქ და მარსზე დრო განსხვავებულად მიედინება. სწრაფად მოძრაობისას, ასევე, მასიური ობიექტის გრავიტაციულ ველში, დრო იცვლება. "როცა მთელი კაცობრიობა მიაღწევს ბედნიერებას, მაშინ დრო აღარ იარსებებს, რადგან ის უკვე საჭირო აღარ იქნება"- -დოსტოევსკი რა არის წარსული და რა არის მომავალი? ერთი კანონზომიერება დავიჭირე, რომ ყველაფერი კვეთავს აწმყოს, წარსულიც და მომავალიც რომელიც გვიახლოვდება.... იქნებ არ ასებობს წარსული და მომავალი, იქნებ ყველაფერი ერთიანია უბრალოდ ჩვენ ვერ აღვიქვავთ მას? იქნებ ის რაც 1000 წლის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე მომხდარია?სხვანაირად რომ ვთქვათ წარმოიდგინეთ წიგნის პირველი გვერდი სადაც ნიკა იბადება და წიგნის ბოლო გვერდი სადაც ნიკა კვდება, ანუ წიგნში(დროში) უკვე არის დაბადებაც და სიკვდილიც... რას დავარქვით დრო? რამდენიმე თვეა ამ კითხვაზე ვცდილობ პასუხი გავიგო, ტოპ მეცნიერების აზრები მოვისმინე სადაც პასუხი არ აქვთ... ერთ რამეზე ყველა თანხმდება, რომ დრო არის გაუგებარი ჩვენი ტვინებისთვის... შენ ცხოვრებას ატარებ და ამას წლებით საზღვრავ მაგრამ რა გაატარე? წლები? აქტები? 2011 წლის მონაცემებით მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 67 წელია. მაშასადამე, დაუთმეთ თქვენი დროის ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობის 4 მეათემემილიონედე ნაწილი სწორედ იმ ფენომენის შესახებ ინფორმაციის მიღებას, რომლის დათმობაც გიწევთ და რომელსაც ადამიანებმა, რატომღაც, რიცხვები მივუჩინეთ გამომსახველად. რიცხვი მე პირადად არაფერს მეუბნება... ბოლოს მინდა გითხრათ რომ ჩემი ღრმა რწმენით დროის ერთიანობა ისეთი ფენომენია რომელშიც თუ არ შეხვედი, ვერ გაიგებ..... რას ფიქრობთ რა არის დრო? წუთი,წამი,საათი,წელი ეს ჩვენი მოგონილი სიტყვებია, მე არაფერს მეუბნება მნიშვნელოვანს.......იქნებ დრო გაჩერებულია და ჩვენ ვერ ვხვდებით? გაჩერებული ანუ გამთლიანებული? ერთიანი? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 01:19 AM |