ჩემი რომანი ”უცხო კაცი”, ნაწყვეტები რომანიდან |
ჩემი რომანი ”უცხო კაცი”, ნაწყვეტები რომანიდან |
Sep 6 2010, 03:22 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უცხო კაცი
შემოდგომის საღამო იდგა. ჰაერში საამო სურნელი ტრიალებდა. ქუჩები ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი. ხეები შერჩენილ ფოთლებს მორცხვად აშრიალებდნენ. ნუგზარს წელიწადის ეს დრო ძალიან უყვარდა, იგი საღამოობით გადიოდა ქუჩაში და საათობით სეირნობდა. იმ დღესაც ნუგზარი ქუჩაში მიდიოდა. ხელები ძველი გახეხილი ლაბადის ჯიბეში ჰქონდა ჩაწყობილი, თან შემხვედრ გამვლელებს ათვალიერებდა, ძალიან გაერთო, ისე რომ ვეღარ მიხვდა, თუ როგორ ჩამობნელდა, უცბად უკნიდან მხარზე ხელის შეხება იგრძნო, -როგორ ხარ? ჩაესმა ხმა, ნუგზარი შემობრუნდა, მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა. -ვერ მიცანი? გაიღიმა უცნობმა, -ბოდიში, ვერ გიცანით! ნუგზარი შემცბარი უყურებდა უცნობს, მერე თანდათან თვალებში სხივი ჩაუდგა. -აუჰ! ხელები გაშალა და შავებში ჩაცმულ მაღალ, მამაკაცს მოეხვია - ძლივს გიცანი, თქვა ნუგზარმა -არა უშავს ხდება ხოლმე, გაიღიმა უცნობმა, -უფფ! შვებით ამოისუნთქა ნუგზარმა, -წეღან, რომ დაგინახე, ვერც მე გიცანი, რამდენი ხანია მოგდევ, თან ვფიქრობდი: ის არის თუ არა მეთქი? ქუჩას საუბრით გაუყვნენ, ნუგზარმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. - შენ რა მოწევა დაიწყე? თქვა უცნობმა. -მარტო ეგ რომ მჭირდეს რა მიშავს, ხელი ჩაიქნია ნუგზარმა-თქვენ საიდან გაჩნდით აქ? -ორი დღეა, რაც ჩამოვედი, ჯერ კარგადაც ვერ შევეწყვე აქაურობას. -სად დაბინავდით? -აქვე ახლოს ვარ სასტუმროში. ბევრი რამ შეცვლილა აქეთ, გარემო, ხალხი.. -ხო, ბევრი რამ შეცვლილა, ძირითადათ ხალხი, თითქოს ყველა რაღაცა უხამსმა ძალამ გადაასხვაფერა. -იცი სანდრო ვნახე! გახსოვს? -მხატვარი -მახსოვს, რას შვრება როგორ არის? იკითხა ნუგზარმა -არა უშავს. -კარგი ბიჭი იყო სანდრო! ერთ დროს ვმეგობრობდით, წერილებსაც ვუგზავნიდით ერთმანეთს.. - ახლა რა აღარ მეგობრობთ? გაუკვირდა უცნობს. …-არ ღირს მაგაზე ლაპარაკი, არც მაგის დროა და არც ადგილი. - რა მოხდა? რაშია საქმე! უცნობს ხმაში შეშფოთება დაეტყო -იცი თუ გინდათ ჩემთან ავიდეთ სახლში და იქ დავილაპარაკოთ შესთავაზა ნუგზარმა. -კარგი, დაეთანხმა უცნობი. ქუჩას ნელი ნაბიჯით გაუყვნენ, უხმოდ მიდიოდნენ, ნუგზარი მთელი გზა სიგარეტს ეწეოდა. უცხოს კი ვერაფერს შეატყობდით, ფიქრებში ჩაძირულიყო -აი მოვედით! თქვა ნუგზარმა და წითელი აგურის სახლთან შეჩერდა. -მარტო ცხოვრობ? იკითხა უცნობმა -ხოო, ცოლს გავეყარე.. ბავშვიც თან წაიყვანა.. ეჰ არ მინდა გახსენება მესამე სართულზე ავიდნენ, ნუგზარმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარები გააღო. -აქა მშვიდობა თქვა უცნობმა ოთახში შესვლისას. -ცოტა არეულობაა მოიბოდიშა ნუგზარმა და უცნობს ბინაში შეუძღვა. -დაბრძანდით, სავარძელზე ანიშნა თვითონ ლაბადა იქვე სკამზე მიაგდო -მე ახლავე მოვალ თქვა და გვერდზე ოთახში გავიდა. -უცნობს ხმა არ ამოუღია სავარძელში ჩაჯდა, თან ოთახს ათვალიერებდა, ძველი ყაიდის ბინა იყო, შპალერი გაცვეთილი და მოძველებული ჩანდა კედლებზე აქაიქ ძველი ფოტოსურათები მოჩანდა, გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა ლამაზი ბავშვის ფერწერული პორტრეტი. მალე ნუგზარი გამოჩნდა, ხელში ხილიანი ჯამი ეჭირა -მიირთვით შესთავაზა სტუმარს -მადლობთ! -იცით რა მაინტერესებს, სად გაიცანით სანდრო? მისი ადრინდელი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, იკითხა ნუგზარმა. -ჰოო! მრავალმნიშვნელოვნად თქვა “უცხო კაცმა” და გაიღიმა, შემდეგ ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ალბათ ცდილობდა მეხსიერებაში აღედგინა დიდი ხნის მივიწყებული ამბები. -სანდროს ასე ათი წლის წინ ქალაქის ერთერთ გარეუბანში შევხვდი. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ვიფიქრე გზად ცოტას წავიხემსებ მეთქი და იქვე პატარა სასადილოში შევედი, სანამ შეკვეთილ საჭმელს მომიტანდნენ, დაღლილობისგან ცოტა ჩამთვლიმა. -შეიძლება თქვენს მაგიდასთან დავჯდე? მომესმა ხმა, ავიხედე, ჩემს წინ მაღალი გამხდარი ასე ოციოდე წლის ყმაწვილი იდგა. -როგორ არა! ვუთხარი მე და სკამი თავაზიანად გამოვუწიე, ბიჭს ხელში ლამბაქზე დადგმული ჭიქა ჩაი და ნამცხვრის ნაჭერი ედო, იგი მაგიდას მიუჯდა და აუჩქარებლად შეუდგა ჭამას, უფრო კარგად დავაკვირდი მის სახეს, წვერგაუპარსავი იყო, ოდნავ ფერმკრთალი, საოცრად მეტყველი და ჭკვიანი ფართოდ გახელილი თვალები ჰქონდა, რატომღაც მისი გაცნობა მომინდა, მიმტანს საჭმელი ჩამოვართვი და მადლობა გადაუხადე, სანდრო უხმოდ აგრძელებდა ჭამას. -რა გქვია მეგობარო? შევეკითხე და ჩემი კითხვით რომ არ დამეფრთხო მეგობრულად გავუღიმე. -მე მეკითხებით? რატომღაც გაიკვირვა ბიჭმა, თითქოს მაგიდასთან ჩვენს გარდა სხვაც მჯდარიყოს. -დიახ! გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემი სახელი ვუთხარი და ხელი გავუწოდე. -სანდრო მქვია, თქვა მან ოდნავ აკანკალებული ხმით და ჩემს ხელს ხელი შეაგება, ინსტინქტურად ხელზე დავხედე, პატარა, სუსტი, თითქმის ქალური ხელის მტევანი ჰქონდა, “პატარა ხელი ქოლერიკებს აქვთ” გამახსენდა სადღაც ამოკითხული ფრაზა… თან სანდროს თვალიერებას ვაგრძელებდი.. -თქვენ აქაური არ უნდა იყოთ, მითხრა სანდრომ და უხერხულად გაიღიმა, თითქოს თავისი ნათქვამის სისწორეში ეჭვი შეეპარაო… -მართალია! დიდი ხანი არაა, რაც ამ ქალაქში ჩამოვედი… -უკაცრავად ბატონო დავით, ეს რომელი პერიოდი იყო? შეაწყვეტინა ნუგზარმა ამბის თხრობა “უცხო კაცს” -80-იანი წლები, მაშინ შენც არ გიცნობდი, თქვა დავითმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. “ნეტა ვინ და რა კაცია ეს დავითი” ფიქრობდა ნუგზარი, გაახსენდა, რომ იგი შემთხვევით მატარებელში გაიცნო, ერთ კუპეში მოხვდნენ. მან მაშინვე მიიქცია ყურადღება, უჩვეულოდ მკაცრი ტონით, როცა თავის თანამოსაუბრეს რაღაცაზე ეკამათებოდა, მაშინ ბატონი დავითი გარეგნობით, მართლაც ბიბლიურ დავითს მოგაგონებდათ.. ნუგზარი ახლაც გაოცებული უყურებდა ამ ადამიანს, რომელსაც მიუხედავად თავისი წლოვანებისა საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი, -ხომ არ დაიღალეთ ბატონო დავით! იქნება შეგვეწყვიტა საუბარი, მორიდებულად იკითხა ნუგზარმა, -არა! ჩემდაუნებურად ფიქრებში წავედი, თავი ასწია “უცხო კაცმა”-გავაგრძელოთ! -მე იმიტომ შეგაწუხეთ, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა სანდროზე, იგი ხომ ჩვენი საერთო ნაცნობია და… -არა უშავს. -იცით მე იგი თქვენს მერე გავიცანი! ისევ მორიდებულად განაგრძო ნუგზარმა.. -მართლა? საინტერესოა ჩემს შესახებ რას ამბობდა სანდრო? იკითხა დავითმა. -არ დაიჯერებთ და იგი თქვენს მოწაფედ თვლიდა თავს. -უყურე შენ! გაიკვირვა დავითმა -ძალიან მორცხვი ყმაწვილი იყო, მისთვის მხატვრობა ზედ გამოჭრილი პროფესია იყო, -თქვენთანაც მორცხვობდა? -არც ისე, უბრალოდ თავისი აზრის გამოთქმა უჭირდა და ამ ნაკლს სიამაყის გამო მალავდა, ცდილობდა მისი ეს თვისება სხვებს არ შეემჩნიათ.. -ხო! ეგ მეც შევამჩნიე, შეაწყვეტინა ნუგზარმა, ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. -თუ შეიძლება ბატონო დავით იქნება გააგრძელოთ! სიამოვნებით გისმენთ.. -იცი რა ნუგზარ, მოდი დაურეკე სანდროს და შენ გაარკვიე მასთან ურთიერთობა, თქვა მოულოდნელად დავითმა -არა რა თქმა უნდა, მაგრამ ..აღარ დაამთავრა ნუგზარმა. -ჩემი წასვლის დროა! თქვა დავითმა სავარძლიდან წამოდგა და წასასვლელად გაემზადა. -იქნება მოგეცადათ! ჩაის ავადუღებ! მშიერიც იქნებით, დაფაცურდა ნუგზარი და სამზარეულოსკენ გასწია. -არა ღირს ტყუილად ნუ წუხდები! ხელი გაიქნია უცხომ და კარებისკენ გაემართა, ნუგზარმა აღარ შეაჩერა, იცოდა რომ ვერას გააწყობდა, უბრალოდ კარებამდე გააცილა. -აბა ნახვამდის ბატონო დავით, იმედია კიდევ შევხვდებით! -დავითმა ხელი გაუწოდა დამშვიდობებისას, რა ძლიერი ხელი ჰქონია, გაიფიქრა ნუგზარმა, თითქოს ოდნავი შიშიც კი იგრძნო უცხო კაცისგან, მაგრამ არ შეიმჩნია, და მტკიცედ გამოთქვა :ღმერთმა მშვიდობით გატაროთ ბატონო დავით! სტუმარს საპასუხოდ არაფერი არ უთქვამს უბრალოდ გამჭოლი მზერა ესროლა და კიბეს ტაატით ჩაუყვა. ნუგზარი შინ შებრუნდა, და სავარძელში ჩაჯდა, დავითის ნახვამ წარსული ისევ გაახსენა … მომავალი მეუღლე ინსტიტუტში გაიცნო, მაშინ იგი ოცდაათიოდე წლის თუ იქნებოდა. ეამაყებოდა თავისი ხელობა, არქიტექტურულზე სწავლობდა, ოცნებობდა იმაზე, თუ როგორ გაითქვამდა სახელს ახალი პროექტებით, უმთავრესად თავის საქმით იყო დაკავებული, ამიტომ ქალების მხრივ ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა, მისთვის მთავარი ხელოვნება იყო, რომ არა შემთხვევა მაიას (ასე ერქვა გოგონას) ვერც გაიცნობდა, ნუგზარი იმ დღეს აუდიტორიის კარებთან იდგა და გამოცდაზე გასვლის რიგს ელოდა, იმდენად იყო აღელვებული, რომ გვერდზე მდგარი გოგონა ვერც შეამჩნია, და შემობრუნებისას უხეშად გაჰკრა მხარი. -ბოდიში ვერ დაგინახეთ! მოიბოდიშა ნუგზარმა და გაწითლდა, -არა უშავს! არაფერი არ მომხდარა, გაეცინა გოგონას, და თამამი მზერა მიაპყრო ნუგზარს. -აარა უუშავს!? დაიბნა ნუგზარი და აქეთ-იქით დაიწყო ყურება თითქოს გასაქცევ გზას ეძებსო. -მაია მქვია, ვიცნობდეთ ერთმანეთს! გაეღიმა გოგონას, მე სამედიცინოზე ვსწავლობ, თქვენ შორიდან გიცნობთ, ნუგზარი გქვიათ არა? ნუგზარი შეცბა, არ ელოდა ამ პატარა სიფრიფანა გოგოსგან ასეთ სითამამეს -სსასიამოვნოა! ძლივს ამოღერღა დაD უხერხულობის დასაფარავად საგამოცდოს დაუწყო თვალიერება, იგი ისე იყო აღელვებული, რომ ვერც კი იგრძნო მის ხელში ათრთოლებული ხელის სინაზე.… ამ შემდეგ დიდხანს არ გაუვლია, რომ ნუგზარმა გადაწყვიტა მაია ცოლად მოეყვანა, ერთმანეთს ხვდებოდნენ, დადიოდნენ კინოში, თეატრებში, გამოფენებზე. თითქოს ნუგზარი შეეჩვია მაიას და მის სიახლოვეს, მართალია გრძნობდა, რომ მათი ურთიერთობა სიყვარული არ იყო, მაგრამ იმედოვნებდა რომ ცოლად შერთვის მერე ერთმანეთს შეიყვარებდნენ, მალე იქორწინეს წელიწადში ბავშვიც ეყოლათ…….. - წკრრრრრრრ!!! გაისმა ტელეფონის ხმა, ნუგზარი ფიქრებიდან გამოერკვა და საათს შეხედა, ღამის სამი საათი იქნებოდა, წარსულის გახსენებამ ცუდ გუნებაზე დააყენა. ეჰ ნეტა დავითისთვის მომეყოლა ეს ყველაფერი, საინტერესოა რას მეტყოდა, გაიფიქრა ნუგზარმა, უცებ გაახსენდა, რომ დავითი აქამდე არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული, რაც კიდევ უფრო უცნაურს ხდიდა ისედაც უცხო და გაუგებარ დავითს. ტელეფონი კი რეკვას განაგრძობდა, ნეტა ვინ უნდა იყოს ამ შუაღამისას გაიფიქრა და ყურმილს დასწვდა -გისმენთ! ყურმილში ხმა არ ისმოდა, რამდენი მოცლილია ამ ქვეყანაზე, ჩაილაპარაკა ნუგზარმა და ყურმილი დაკიდა. უცებ ყურში რაღაც ხმა ჩაესმა, უი! სულ დამავიწყდა.. სასადილო ოთახში გავარდა, ონკანში დიდი ჭავლით წყალი მოჩხრიალებდა, ორი დღეა წყალი არ მოდიოდა და ონკანი ღია დარჩენოდა, წყლის ხმამ ნუგზარს ბავშვობა გაახსენა.. როცა დედამისი ძალით აბანავებდა ხოლმე, მაშინ დედასთან არანაირი ხვეწნა მუდარა არ სჭრიდა, რომ არ დაებანა. ეჰ ფიქრებიდან გამოერკვა ნუგზარი და ონკანი სასწრაფოდ დაკეტა. წკრრრრრრრრრრრრრ! ისევ ტელეფონი აწკრიალდა! ნუგზარი სამზარეულოდან გამოვიდა და ტელეფონს მიაშურა.. -დიახ, გისმენთ! -ნუგზარ როგორ ხარ? მოესმა ყურმილში. აშკარად უცნობი ხმა იყო, -ვერ გიცანი, რომელი ხარ? ჩასძახა ნუგზარმა. -ეეჰ, დაგავიწყდა ხომ ძველი, მეგობრები? თენგიზი ვარ ბიჭო! -ვაა, თენგო საიდან სადაო? გაუკვირდა ნუგზარს. როდის ჩამოხვედი? -ახლა ტელეფონში ვერ მოგიყვები, თუ გინდა, ხვალ შევხვდეთ. -სად? -ჩემთან მოდი სახლში. -შენთან, ისევ იქ ცხოვრობ? -რა მისამართი ხომ არ შეგახსენო, ჩაეცინა ტელეფონში თენგოს. -არა არ მინდა, საღამოსთვის შემოგივლი, წეღან შენ რეკავდი? -ხო, რა ცოტა ჩამოსვლისა დავლიეთ და გამახსენდი. -ხო კარგი, ხვალ საღამოს შემოგივლი, იცოდე ფხიზელი დამხვდი! ნუგზარმა ყურმილი დაჰკიდა. რა დროს თენგიზაა! გაიფიქრა გუნებაში, ეჰ! ამოიოხრა, გაახსენდა, რომ მისი და თენგოს მეგობრობა სკოლიდან დაიწყო, როცა ერთად იპარებოდნენ სკოლიდან, ერთად ეწეოდნენ სიგარეტს ტუალეტში და მერე ერთად ისჯებოდნენ ………. ნუგზარი საწოლ ოთახში შევიდა, საწოლები ერთმანეთს იყო დაშორებული, გაახსენდა, ისინი მეუღლესთან განშორების მერე რომ გადაადგილა, მაიას საწოლი, მისი წასვლის შემდეგ დღესაც ხელშეუხებელი იყო, იქვე ახლოს ბავშვის საწოლიც იდგა, საწოლის თავზე ბავშვის გაუწაფავი ხელით შესრულებული ნახატი იყო ჩამოკიდებული, “დედიკო და მამიკო” ოკრობოკრო ასოებით ეწერა.. ნუგზარს ცრემლი მოერია, ხელები მომუშტა, თავს ძალა დაატანა, რომ არ ატირებულიყო, თავის საწოლში პირქვე, დაეცა..ასე ტანთ გაუხდელი ხშირად ეძინა ხოლმე, თითქოს თავის თავს თუ ვიღაც უხილავ მეთვალყურეს აჩვენებდა, აი, რა დღეში ვარო! ფიქრის თავიც არ ჰქონდა შთბეჭდილებებით დაღლილს მალე ჩაეძინა. დილით ადრე გაეღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნაბახუსევი იყო, ძალიან ეზარებოდა ადგომა, თავი ასწია და კედელზე ჩამოკიდებულ საათს შეხედა რვის ნახევარი იყო, ერთხანს ისევ დაძინება გადაწყვიტა, მაგრამ ძილი ვერაფრით ვერ შეიბრუნა, ისევ ფიქრებმა წაართვა თავი..გაახსენდა გუშინდელი ამბები ყველაზე მეტად უცხო კაცის და თენგოს გამოჩენას არ ელოდა, ეხ თენგო, თენგო.. თუ მოგეწონათ გავაგრძელებ |
|
|
Sep 6 2010, 08:56 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა
გააგრძელე... -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Sep 7 2010, 02:00 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. . . სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა პირველად იგრძნო სიცოცხლის ფასი, იმ დღესაც უსაქმურად იჯდა სახლში, არ იცოდა რა გაეკეთებინა, მშობლები, მივლინებაში იყვნენ სადღაც რუსეთში, ბებია კი მის თავისუფლებას ვერანაირად ვერ ზღუდავდა, რაც მოეპრიანებოდა იმას აკეთებდა ხან მუსიკით აყრუებდა საწყალ ქალს ხანაც მთელ დღეს ტელევიზორთან იჯდა. -ნუგზაარ! მოესმა ქუჩიდან ხმა, ნუგზარი წამოდგა და ფანჯრიდან თავი გაყო ეზოში თენგო იდგა, -რაშია საქმე? ჩასძახა ნუგზარმა - ჩქარა ჩამოდი ვახო დაიღუპა! ნუგზარს თითქოს თვალთ დაუბნელდა, საჩქაროდ ფეხსაცმელებში წაყო ფეხი, ქურთუკიც სანახევროდ მოიგდო მხრებზე და ფეთებით კარებს მიაშურა. -სად მიდიხარ შვილო ასე უჭმელი! მოესმა უკვე კიბეზე ჩამავალ ნუგზარს ბებოს ძახილი, ვახო მათი საერთო მეგობარი იყო, დღედაღამ ერთად იყვნენ.. -რა მოხდა, მივარდა ნუგზარი! -რა იყო რას კანკალებ? -რა მოხდა ბიჭო რა დაემართა? -კაცს რომ ბედი არ გექნება.. -აღარ იტყვი რა მოხდა? იკითხა სანდრომ და გაფითრდა -რა იყო და მანქანა მოუსრიალდათ, ხო იცი რა გიჟი მძღოლებია, მარტო ვახო კი არა მაგათი მანქანის სამი მგზავრი დაიღუპა! -ნუგზარ რა გჭირს, სულ კანკალებ, აჰა სიგარეტი! თენგომ სანთებელა ამოიღო და სიგარეტს მოუკიდა და ნუგზარს მიაწოდა. -მეხივით დამეცა ეგ ამბავი, უთხრა ნუგზარმა და სიგარეტი ღრმად მოქაჩა.. -ჰოო არც მე ვარ კარგად! მანქანა ხევში გადავარდნილა, გუდაურიდან მოდიოდნენ, უკვე ფასანაურთან იყვნენ მოსულები, რომ ვიღაც გიჟი გამოვარდნილა, პირდაპირ მათ დაუპირისპირდა, ვახოს მეგობარი იჯდა საჭესთან, ანდრო, იმანაც მკვეთრად აიღო მარჯვნივ და .. -ანდროც? - არა ანდრო რეანიმაციაში წევს, ვახო და კიდე ორი ბიჭია დაღუპული.. ნუგზარი ხმას არ იღებდა, მხოლოდ სიგარეტს ქაჩავდა ღრმად..თან თენგოს უყურებდა, თენგო ტანდაბალი, ტიპი იყო გამხდარი სახით და წვრილი მოძრავი თვალებით, სულ იღიმებოდა..ახლა კი თვალები ჩასწითლებოდა, ხმა უთრთოდა, თმა საშინლად გაბურძგნოდა.. ეტყობოდა წინა ღამე არ ეძინა.. -ის ნაძირალა გადარჩა? -ვინ ნაძირალა? კითხვა კითხვითვე დაუბრუნა თენგომ. -ვინც ავარია მოახდინა! -აბა მაგის დედა ვატირე! გადარჩა კიდეც და თანაც გაიქცა, -ოხ მაგისი! შეიგინა ნუგზარმა, დიდი სიამოვნებით მივახრჩობდი ჩემი ხელით! -ეძებენ! - ხო ეძებენ, იპოვნიან, და მერე აღმოჩნდება, რომ მოწმე არ იყო და თან ყველაფერი მკვდრებს დაბრალდებათ! არ იცი ჩვენი მილიციის ამბავი, უნდა მოძებნო და მიასიკვდილო! გამოსცრა კბილებში ნუგზარმა -ხო დაბრიდავ და მერე “პერედაჩებს” ამოგიტან ციხეში სცადა გახუმრება თენგომ.. - კარგი რა! რა დროს ხუმრობაა წავიდეთ! -სად წავიდეთ? -სად და ვახოს სახლში, ნუგზარს ხმაში შეკავებული ცრემლი ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვახო საკმაოდ შორს, ქალაქის ისტორიულ, ძველ უბანში ცხოვრობდა, გზას ფეხით გაუდგნენ, ცოტა ხანი ჩუმად მიდიოდნენ, მერე სიჩუმე თენგომ დაარღვია: -მაგარი იყო! -გახსოვს მეზობლის მანქანა რომ გაიტაცა? -ხო მახსოვს, საწყალი მამამისი, ისე ინერვიულა, მაგ ამბავს გადაყვა, -ეჰ მაინც ბედნიერია, რომ შვილის სიკვდილს ვერ მოესწრო. ისევ დუმილი ჩამოვარდა... ნუგზარს ვახოს მამის სიკვდილი გაახსენდა. . . დილის ექვს საათზე კარის კაკუნმა გააღვიძა, ნეტა ვინ უნდა იყოს ამ დილაადრიანად გაიფიქრა ნუგზარმა, საწოლიდან ძლივს წამოდგა და კარი გააღო, მის წინ ვახო იდგა - რა მოხდა ბიჭო ხო მშვიდობაა შეეკითხა ნუგზარი ნამძინარევი ხმით. - -მამაჩემი, მოკვდა, გთხოვ სახლში წამომყევი რაღაც საქმეებია იქნება დამეხმარო, წყნარად ყოველგვარი აღელვების გარეშე, თქვა ვახომ! ნუგზარს ჯერ ეგონა, რომ ვახო თვისებურად ხუმრობდა, მაგრამ მის თვალებში ცრემლი რომ დაინახა მიხვდა, რომ იგი არ ტყუოდა, ვახტანგის მამა, ბატონი ჯიმშერი ოპერის ცნობილი მომღერალი იყო. დედა კი მის დაბადებას გადაჰყვა.. ბატონი ჯიმშერი მუდამ გასტროლებზე იყო და ამის გამო შვილის აღსაზრდელად დრო არ რჩებოდა. ვახო თითქმის მარტო იზრდებოდა, ხანდახან შინაბერა მამიდა მოდიოდა ხოლმე, სახლს დაულაგებდა და საჭმელს უკეთებდა, იგი ხშირად ითხოვდა, რომ ვახო მასთან გადასულიყო საცხოვრებლად. მაგრამ ბიჭს არაფრის გაგონება არ სურდა, ისე კი დიდი ფათერაკიანი ვინმე იყო, ხან მანქანა ეჯახებოდა, ხან ხიდან ჩამოვარდებოდა, ჩხუბობდა, მოკლედ მაშინ როგორც იტყოდნენ ხელიდან წასული ტიპი იყო.. |
|
|
Sep 8 2010, 11:15 AM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვახო კოჯრის ქუჩაზე ცხოვრობდა, ბოტანიკური ბაღის ახლოს, ზაფხულში მათ ბინაში მუდამ სიგრილე იყო. ერთი დიდი და ორი პატარა ოთახი ჰქონდათ ძველებური ავეჯით გაწყობილი, კედლებზე გაყვითლებული, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ლამაზი ხალხის ფოტოები ეკიდა, ისინი ვახოს წინაპრები, ყოფილან, ერთ კუთხეში პატარა მაგიდაზე ძველი პატეფონი იდო, ოთახის შუაგულში კი მრგვალი საგვარეულო მაგიდა იდგა, აქ ბიჭები ხშირად ისხდნენ ხოლმე და უფროსების მონაყოლს უსმენდნენ, “აი რა წინაპრები მყავდა” იძახდა ვახო და მედიდურად მიმოდიოდა ოთახში, მიხვრა-მოხვრით ვიღაც თავის წინაპარს ბაძავდა, იგი მაღალი ახოვანი ბიჭი იყო, ღია ფერის თვალები, და ასეთივე ღია ფერის, თმები ჰქონდა, ქართველს სულაც არ ჰგავდა, მამისგან იცოდა, რომ მისი ასეთი გარეგნობა დედის მხრიდან მოდიოდა, რომ დედის ბაბუა პოლონელი დიდგვაროვანი ყოფილა მერე კავკასიაში მოხვედრილა და იქ დაოჯახებულა..
ვახოს მამა ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა თითქოს სძინავსო. -უფფ! ამოთქვა ნუგზარმა. -რა იყო ხომ არ გეშინია? მოდი მომეხმარე ტახტზე გადმოვასვენოთ! -მარტო ხარ სახლში? თქვენები სად არიან? აკანკალებული ხმით იკითხა ნუგზარმა. -მამიდაა აქ, ცოტა ხნის წინ წავიდა ნათესავების შესატყობინებლად, დეპეშებს გავაგზავნიო, ხო იცი რამდენი ნათესავები გვყავს. ვახომ მხრებში მოკიდა ხელები მიცვალებულს ნუგზარმა კი ფეხებში. ნუგზარმა უცაბედად მიცვალებულს ხელები გაუშვა.. - მოდი რა სხვა ვინმე დაიხმარე, იცი გამოგიტყდები და, მკვდრის მეშინია! გაფითრდა ნუგზარი. -რას ამბობ, საშიში ცოცხლებია, მკვდარი რას გიზამს? გაეღიმა ვახოს -არა, გთხოვ!.. ნუგზარმა ოთახი დატოვა და გარეთ გამოვიდა, სუნთქვა უჭირდა, ფეხები უკანკალებდა, ეტყობოდა რომ ბატონი ჯიმშერის სიკვდილმა იმდენად არ იმოქმედა, რამდენადაც, მკვდარზე შეხებამ.. -კარგი დაწყნარდი, აგერ მეზობელს დავუძახებ, ვახომ მხარზე ხელი დაადო ნუგზარს. ნუ გეშინია ახლავე ამოვალ! კიბეებზე დაეშვა.. -რა ძლიერი ყოფილა! თავისთვის ჩაილაპარაკა ნუგზარმა, -ამას რა მოკლავს! … მხარზე ხელი გაკვრამ ნუგზარი ფიქრებიდან გამოარკვია -იცი ვახოს შეყვარებული ყოლია, თქვა თენგომ! -რაა? -ხო შეყვარებული! -საიდან იცი? -ვნახე, თავს ადგია და ტირის! -ვინ არის, ვიცნობ? -მარი ჰქვია, მაგის მეზობლად ცხოვრობს, კოჯრის რვა ნომერში. -მარი?! გაუკვირდა ნუგზარს -ხო. რა.. ხო არ გეცნობა? -არა რას ამბობ, უცებ გვერდზე გაიხედა ნუგზარმა -შენ რაღაცას მიმალავ, ჰა! -რას უნდა გიმალავდე? ნუგზარს ხმაში სიყალბე დაეტყო -თქვი, ალბათ იცნობ! -როგორ გამოიყურება? -გაშლილი შავი თმები აქვს, მოგრძო სახე და მწვანე თვალები..ისე დიდი შეხედულება აქვს შეიძლება ვახოზე ერთი ხუთი წლით დიდი იყოს. -არა მგონია, ალბათ შავები აცვია, და იმიტომ გეჩვენება, ხო იცი შავი ფერი აბერებს..შეაწყვეტინა ნუგზარმა ყვირილით! - რა გაყვირებს, გეტყობა რომ შენც იცნობ? გამომწვევად ჩაეკითხა თენგო. |
|
|
Sep 9 2010, 11:44 AM
Post
#5
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნუგზარს გაახსენდა, თუ როგორ გაიცნო მარი, მაშინ ნუგზარი კოჯრის ქუჩაზე მათემატიკის მასწავლებელთან დადიოდა, უკვე საღამოვდებოდა, ათასი ფორმულებით თავგამოტენილი ქუჩაში მოაბოტებდა, გამვლელებს აკვირდებოდა უნდოდა ვინმესთვის სიგარეტი გამოერთმია, იქვე ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა ქალის სილუეტი დალანდა, მანქანას აჩერებდა. ნუგზარი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა
-ხომ არა დაგეხმაროთ! შესთავაზა ნუგზარმა -არა, ნუ შეწუხდებით, მოისმა ნაზი ხმა,! -ნუ გეშინიათ, დაგეხმარებით! ნუგზარი ცდილობდა რაც შეიძლება ზრდილობიანი და დამაჯერებელი ყოფილიყო! -იცით უკვე ოცი წუთია ვერაფერი გავაწყვე, თითქოს დაეთანხმაო, თქვა გოგონამ და ნუგზარის მიმართულებით შემობრუნდა, -იცით მე დაგეხმარებით! უფრო თავი გამოიდო ნუგზარმა, ტროტუარიდან ერთი ნაბიჯით ჩამოიწია. ცდილობდა მანქანებს წინ გადასდგომოდა, მართლაც თითქოს ამ ხერხმა გაჭრაო, მათ წინ მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა, ბედად ვიღაცამ ტაქსი გაათავისუფლა, ნუგზარსაც დრო არ დაუკარგავს საჩქაროდ გამოაღო მანქანის კარები და გოგონას ჰკითხა: -საით? -საბურთალოზე მივდივარ! ტაქსის მძღოლმა ამ სიტყვაზე თავი დააქნია რაც თანხმობას უდრიდა, გოგონა ტაქსში მოთავსდა, -თქვენც ხომ არ წამოხვიდოდით, იქნებ ერთი გზა გვაქვს? იკითხა მან, ნუგზარი სახლში მიდიოდა ვერაზე, მაგრამ გოგონა ისე მოეწონა საბურთალოზე კი არა აეროპორტამდეც სიამოვნებით გაჰყვებოდა. -იცით თუ არ შეგაწუხებთ?. -არა რას ამბობთ, იუკადრისა მარიმ, ნუგზარმა მარის მანქანის უკანა კარი გაუღო თვითონ კი მძღოლის წინ მოთავსდა, გოგონა “აჭარასთან” ჩამოვიდა. -კარგად ბარძანდებოდეთ, დიდი მადლობა! მე მარი მქვია! - ნუგზარი! ძლივს ამოღერღა, იცით მე დაგპატიჟებთ! -არა გმადლობთ! მარიმ მოხდენილად გააქნია თავი და მძღოლს თანხა გადასცა, -კარგად! ასე გზაში გაიცნო მარი. ამ ამბის შემდეგ, დიდი ხანი არ გასულა, რომ მარის ისევ იმ ქუჩაზე, გადაეყარა ნუგზარი, იგი ქუჩას მოუყვებოდა ნუგზარი, უფრო კარგად დააკვირდა გოგონას და უფრო ძალუმად იგრძნო მისი შარმი, შავი თმები გაეშალა, შავი ტანსაცმელი ეცვა, ქუჩას ისე მოუყვებოდა თითქოს ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყოს, ხელში შავი საქაღალდე ეჭირა და სიარულის დროს აქეთ იქით მოაქანებდა.. -მარი! დაუძახა ნუგზარმა! -გოგონა უცებ შეჩერდა, მოღიმარი ნუგზარი, რომ დაინახა მანაც გაიღიმა. -აჰ ეს თქვენა ხართ! -იმ საღამოს როგორ იმგზავრეთ ხომ არავინ აგეკიდათ? -არ რას ბრძანებთ, ვინ უნდა ამკიდებოდა! გაიკვირვა მარიმ თან გაწითლდა! -თქვენნაირ გოგონებს ხომ იცი ქუჩის ბიჭები მოსვენებას არ აძლევენ! -არა რატომ!? იუკადრისა მარიმ, თუმცა ეტყობოდა, რომ კომპლიმენტი ესიამოვნა. -თქვენ აქვე ახლოს ცხოვრობთ? -დიახ აქვე ახლოს კოჯრის რვაში! -მე კი აქ მასწავლებელთან ვემზადები, ისე რა საინტერესოა, რომ ამდენი ხანია აქ დავდივარ და ეხლა შეგამჩნიეთ! -არა უშავს ხდება ხოლმე გაიღიმა გოგონას, -ღიმილი ძალიან გიხდებათ, ხშირად უნდა იცინოთ ხოლმე! -ვეცდები, ისევ გიღიმა მარიმ, ისე მე თქვენ საიდანღაც მეცნობით! -არა, არა მგონია, იუხერხულა ნუგზარმა, თქვენ მუსიკალურზე სწავლობთ? -დიახ, გაეცინა მარის და სანოტე ჩასადებს შეხედა, კონსერვატორიაში მინდა ჩავაბარო..იცით თუ გინდათ სახლამდე მიმაცილეთ, ისევ მოხდენილად გაიღიმა მარიმ, -სიამოვნებით! გაეხარდა ნუგზარს, მარის გვერდზე ამოუდგა. ქუჩას აღმა აუყვნენ, სოლოლაკის ქუჩები ძალიან მოსწონდა ნუგზარს, სიგრილე და სიმყუდროვე იყო, ამ უბანში მანქანებიც, კანტიკუნტად დადიოდნენ..ჩუმად მიდიოდნენ, ხანდახან ნუგზარი თუ გააპარებდა მზერას გოგოსაკენ.. -აი მეც მოვედი! თქვა მარიმ და ძველ შავ რკინის ჭიშკართან გაჩერდა, ნუგზარმა სახლი შესასვლელზე აბრას მოჰკრა თვალი, რომელიც ამ შენობაში ცნობილი პოეტის ცხოვრებას იუწყებოდა. -რა საინტერესო სახლია! -თუ გინდა შემოდი! შესთავაზა მარიმ! -თქვენ აქ ვისთან ერთად ცხოვრობთ? - სიმართლე თუ გაინტერესებთ ჩემი ნათესავის ბინაში, ვარ, მდგმურად, გაეცინა მარის. -ნათესავის? გაუკვირდა ნუგზარს -ხო მე აქ სასწავლებლად ჩამოვედი. მშობლები ოქროყანში ცხოვრობენ! -კარგი მე წავალ, თქვა ნუგზარმა. -თუ გინდათ შემოდით ჩემთან, ყავას მოვადუღებ, პიანინოს დაგიკრავთ, მოგწონთ მუსიკა? Nნუგზარი შეყოყმანდა, ერთხანს გადაწყვიტა უარი ეთქვა, თუმცა მერე ცდუნებას ვერ გაუძლო.. -ცოტა ხნით შემოვალ, ნუგზარმა თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. პატარა ეზოში შევიდნენ, ძველი აივნებით და მიხვეულმოხვეული ხის კიბეებით მორთული სახლები ერთმანეთზე იყო გადახლართული..ერთ-ერთ კიბეს მიადგნენ.. -აი აქ ვცხოვრობ მეორე სართულზე! თქვა მარიმ, კიბეებს ზევით აუყვნენ, მალე იქვე ხის კარებს მიადგნენ, მარიმ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო, კარები გაიღო.. -აქა მშვიდობა! მორიდებით თქვა ნუგზარმა და ოთახში შევიდა, - აქ დაბრძანდით! მე ახლავე მოვალ ყავას მოვადუღებ, თქვა მარიმ და სავარძელზე მიუთითა. მარი სამზარეულოში გავიდა. ნუგზარი ჩამოჯდა და მარის მოსვლამდე ბინას დაუწყო თვალიერება, სულ ერთი ოთახი და სამზარეულო იყო, ოთახის ერთ კუთხეში ძველებური შავი პიანინო იდგა, იქვე საწერ მაგიდაზე უამრავი ნოტები ეწყო, პიანინოს თავზე, ჯვარცმა იყო ჩამოკიდებული. მის გვერდზე კი შოპენის და ბეთხოვენის სურათები. ირგვლივ სასიამოვნო სისუფთავე სუფევდა.. -აი მეც მოვედი, მარის ხმაზე ნუგზარი გამოერკვა, გოგონას სინზე დადგმული ყავის ჭიქები და საშაქრე იქვე მაგიდაზე დაედგა.. -გთხოვთ! -ძალიან მყუდრო ბინა გქონიათ! უთხრა ნუგზარმა და მაგიდასთან მივიდა! -ხო ცოტა მე ვარღვევ მყუდროებას! გაიცინა მარიმ. ყავას სვამდნენ. ნუგზარი ხმას არ იღებდა, რაღაცნაირად შებოჭილად გამოიყურებოდა..სიჩუმე ისევ მარიმ დაარღვია, რა დაგიკრათ? -რაც გინდათ ჩემთვის სულერთია! ხელი გაიქნია ნუგზარმა, მარი წამოდგა, იქვე ნოტების კრებულს წამოავლო ხელი და პიანინოს მიუჯდა, ოთახის სიჩუმე მუსიკის სასიამოვნო ჰანგებმა დაარღვია, ნუგზარს ესიამოვნა მუსიკის ხმა, თავის ფინჯანს ხელი წამოავლო და სავარძელში მოკალათდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა ..მარი თავდავიწყებით უკრავდა. ნუგზარი ხარბად იჭერდა თითოეულ ნოტას და თან მარის მოძრაობითაც ტკბებოდა. გოგონას ნატიფი თითები მსუბუქად დაჰქროდნენ სპილოსძვლისფერ კლავიშებზე.. ოთახში უკანასკნელმა აკორდმა გაიჟღერა.. - ბრავო! შესძახა ნუგზარმა, პიანინოსთან მივიდა და მარის ხელზე ეამბორა! -რა კარგად ფლობთ ინსტრუმენტს! დაამატა აღფრთოვანებით! ნუგზარი თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, თუ რამ გაათამამა ასე ჭიქა ყავამ, თუ მუსიკამ. -დიდი მადლობა! არანაირად არ იუხერხულა მარიმ ბიჭის სითამამე, -ეს ჩემი ერთი წლის მეცადინეობის შედეგია, იცით რამდენი შრომა უნდა, ასეთი ტექნიკის მიღწევას. მარი მუსიკაზე გააგრძელა, საუბარი, მაგრამ ნუგზარს მისი სიტყვების ნახევარიც, კი არ ესმოდა, იგი მხოლოდ მარის სახეს და მისი ბაგეების სინატიფეს ხედავდა, -რაშია საქმე რატომ კანკალებთ? მოესმა მარის ხმა. ნუგზარი განცდებიდან გამოერკვა. -არა, იცით მე უკვე წასვლას ვაპირებ! ამოილუღლუღა ნუგზარმა, და თითქოს დანაშაულში წაასწრესო, გაფითრდა. -რატომ ? გაუკვირდა მარის. -იცით, სახლში უნდა მივიდე..ნუგზარი რას ამბობდა თვითონაც ვერ ხვდებოდა -კარგით, თქვენი ნებაა უთხრა მარიმ, ნუგზარი კარებისკენ გაემართა -ყველაფრისთვის დიდი მადლობა, თქვა ნუგზარმა და კარების სახელური მოქაჩა, ნახვამდის! -კარგად იყავი, შეხვედრამდე თქვა მარიმ და გაიღიმა -შეხვედრამდე! მექანიკურად გაიმეორა ნუგზარმა და კიბეზე დაეშვა.… ამის შემდეგ მარი და ნუგზარი უფრო დაახლოვდნენ. ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ, იმის მიუხედავად რომ მათ შორის რაიმე ინტიმური არ ყოფილა, იგი თავს მარის შეყვარებულად თვლიდა. …ნუგზარი ფიქრებიდან ტკივილმა გამოარკვია სიგარეტი ფილტრამდე ჩამწვარიყო და ცეცხლი თითებს სწვავდა -უხ შენი.. შეიგინა ნუგზარმა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო.. -რა იყო რა მოხდა? -არა არაფერი, ვახოზე ვფიქრობ, საწყალი!! იცრუა ნუგზარმა და თავი ჩაღუნა. რათა წამოწითლებული სახე დაემალა. ვახოს სახლის წინ ხალხი იყო შეგროვილი, ყველასთვის მოულოდნელი იყო მისი სიკვდილი.., ბიჭები უხმაუროდ ავიდნენ კიბეზე, საფეხურებზე ასვლა ჭირდა, ხალხი ორივე მხარეს ჩამდგარიყო და ასასვლელი დავიწროვებულიყო. შუა გზაში ნუგზარი უცებ შედგა, -რა იყო რა გჭირს? შეეკითხა თენგო -რა ვიცი ეს ოხერი! თითქოს ფეხები გამიშეშდა, ვეღარ ამოვდივარ ჩაიბურტყუნა ნუგზარმა -გაუძელი ბიჭო სირცხვილია! თენგომ ხელი მაგრა ჩასჭიდა ძმაკაცს და თითქმის აათრია კარებამდე, -მეშინია ვერ შემოვალ! აწუწუნდა ნუგზარი, -რა დროს შიშია, შენ ხო არ გააფრინე! მუჯლუგუნი წაჰკრა თენგომ -მეშინია! მკვდარ ვახოს ვერ შევხედავ, ისევ დაიჩივლა ნუგზარმა -შენ რა სულ აირეკე! გამოადგი ფეხი, ხალხი მოგვაწყდა! ჩასჩურჩულა თენგომ და მეგობარი ხელის კვირით კარებისკენ გაიგდო. ბინაში შევიდნენ. წინაკარში ვახოს რამოდენიმე ახლობელი იდგა. ნუგზარმა ხელი ჩამოართვა: მონაწილე ვარ თქვენი მწუხარების, ძლივს ამოთქვა, თითქოს რაღაცაზე ბოდიშს იხდისო.. კედელზე ბატონი ჯიმშერის გვერდზე ვახოს გადიდებული სურათი ჩამოეკიდათ, მამა შვილი ერთმანეთს არაფრით ჰგავდნენ. მათდა გასაოცრად ოთახში სიჩუმე იდგა. არც სამგლოვიარო მუსიკა უკრავდა და არც არავინ ტიროდა. ნუგზარმა თავი დახარა არ უნდოდა მიცვალებულისთვის შეეხედა მაგრამ თვალი მაინც იქით გაექცა, ვახო ისე გამოიყურებოდა თითქოს სძინავსო, კუბოს მზერა მოსწყვიტა. ჭირისუფლებს მოავლო თვალი, შავებში ჩაცმული ვახოს მამიდა იცნო და მისკენ გაემართა. ქალს თავი ჩაეღუნა და ერთ წერტილს უაზროდ ჩასჩერებოდა. ეტყობოდა დიდი უბედურებისგან ტირილის უნარი დაჰკარგოდა, ნუგზარის დანახვაზე ქალმა თავი ასწია და ამოთქვა:ეს რა დამემართა, ეს რა მომივიდა..ვახო აღარა მყავს, ბიჭებოოო! -თამარა დეიდა..! მოულოდნელად ნუგზარი მუხლებზე დაეცა, ქალს ჩაეხვია..და ქვითინი ამოუშვა! -ნუგზარ, ნუგზარ..! შემცბარი თენგო მეგობრის დაწყნარებას ცდილობდა..ბიჭი არ ცხრებოდა.. ამის შემხედვარე ხალხმაც ტირილი მორთო, დიდი მოთქმა ვაება ატყდა.. თენგომ როგორც იქნა მოახერხა ნუგზარის ფეხზე წამოყენება. -რა იყო ბიჭო რა დაგემართა? ჯერ ვერ შემოდიოდი, ახლა კი რა გჭირს! ჩუმად საყვედურობდა ნუგზარს. ბიჭები შემოსასვლელში გავიდნენ და იქ დადგნენ. -დაწყნარდი? -ახლა არა მიშავს რა, მეც არ ვიცი რა მომივიდა! მოიბოდიშა ნუგზარმა -აჰა გამომართვი, თენგომ სიგარეტი მიაწოდა, ნუგზარი სიგარეტს ეწეოდა და თან კიბეებზე ამომავალ ხალხს აკვირდებოდა. მათ სახეებზე მწუხარება იყო აღბეჭდილი. უმთავრესად ქალები გამოხატავდნენ მწუხარებას, მოსთქვამდნენ: ეჰ რა ბიჭი დაიღუპაო.. _წამო ქვევით ჩავიდეთ ვერ ხედავ აქ მომსვლელებს ხელს ვუშლით მხარზე მოქაჩა თენგომ -დამაცადე რაღაც ვერ ვარ კარგად ჩასჩურჩულა ნუგზარმა -რა იყო რა გჭირს ? -არაფერი, რაღაც დაბნეული ვარ. -რა იყო ვახოს სიკვდილმა ასე შეგაშინა? -ვახო კი არა ახლა ჩემს თავზე ვფიქრობ, მე რომ მოვკვდები ნეტა რა იქნება?! -შენ ბიჭო სულ გამაგიჟებ! -რა ვქნა რა ჩემი ბრალია, წეღანაც იმიტომ გავშეშდი, მეგონა ჩემს პანაშვიდზე შევდიოდი.. -შენ ძმურად გზაში “პლანს” ხომ ეწეოდი? სცადა გახუმრება თენგომ -ეჰ ახლა ისეთ ხასიათზე ვარ “პლანს” კი არა რასაც გინდა მოვწევ..გაჩუმდნენ, რადგან ხალხმა მათ საუბარს ყურადღება მიაქცია..ისევ ჩუმად იდგნენ. ..უეცრად ნუგზარს თავში უცხო კაცის სიტყვები ამოუტივტივდა:სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება, ადამიანი დედამიწაზე ამთავრებს მოღვაწეობას და სხვა სამყაროში გადადის, სადაც სიცოცხლე გრძელდება..ის ადგილი ჩვენგან შორს კოსმოსში ანტი სამყაროშია განთავსებული.. |
|
|
Sep 10 2010, 12:44 AM
Post
#6
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 2 Joined: 10-September 10 Member No.: 6,261 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცოტა უფრო მეტი დადე ხოლმე რაააა
|
|
|
Sep 10 2010, 11:43 AM
Post
#7
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რომანის კომპიუტერული ვერსია არ მაქვს, იგი ადრეა დაწერილი, ამიტომ ხელნაწერის აკრეფა მიხდება, მისი კორექტურა და შემდეგ მოწოდება(დაგვიანებისთვის და მასალის სიმცირისთვის გთხოვთ მომიტევოთ)
-ნუგზარმა ხელზე ხელის შეხება იგრძნო, მის წინ ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი იდგა, იგი რატომღაც თენგოსაც მიესალმა. -ვერ მიცანი? ნუგზარს ქალის ხმა ცოტა ეცნაურა. -ვეერა..აა -მარი ვარ! მარი! ამოღერღა ნუგზარმა -შენ არ გელოდი აქ, არ მეგონა თუ ვახოს იცნობდი?… -როგორ არ ვიცნობდი ჩემი მეგობარი იყო! -მერე არ გრცხვენია, რატომ არ მითხარი! -რატომ უნდა მეთქვა? გაუკვირდა ნუგზარს -ეხლა ვერაფერს გეტყვი, განადგურებული ვარ თქვა მარიმ და ოთახში შევიდა. -რა იყო თენგო რა ხდებოდა, მაგათ შორის? -ვის მაგათ შორის? -აი ვახოსა და მარის შორის? -ეხლა არ მინდა მიცვალებულზე საუბარი, ისე იცოდე ვახოსთვის მარი ყველაფერი იყო, მე ის მიკვირს თურმე შენ მარი გცნობია და აქამდე მიმალავდი, ეგ რა კაცობაა! ნუგზარს ხმა არ ამოუღია. ჯეკ ლონდონის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი, პაოლა გაახსენდა, რომელსაც ორი ერთმანეთის განუყრელი მეგობარი შეუყვარდა, ნუგზარი ყველას უმალავდა, რომ მას მარი უყვარდა, და მისგანაც გრძნობდა სიმპათიას..ამ საიდუმლოს იგი არავის არ უმხელდა.. ეშინოდა ყველაფერი ცუდად არ დამთავრებულიყო..… “სიკვდილი არ არსებობს”.. ისევ ამოუტივტივდა ნუგზარს უცხო კაცის სიტყვები.. - რა გჭირს ბიჭო! რა გემართება უთხრა თენგომ! - რა ვიცი რაღაც ვერ ვარ კარგად, მოდი აქედან წავიდეთ! - კარგი, სად? - ქვევით ჩავიდეთ და სადმე დავსხდეთ! - ხო, კარგი. ბიჭები სახლიდან გამოვიდნენ და იქვე სასადილოში დასხდნენ. დასალევი აიღეს და ცოტა მისაყოლებელი. ნუგზარმა გახსნა ერთი ბოთლი ღვინო და ჭიქები შეავსო, - მოდი თენგო, ვახოს შესანდობარი დავლიოთ! ღმერთმა აცხონოს მისი სული! -ამინ! თენგომ ჭიქაზე მიუჭახუნა - ეჰ ძნელია სიკვდილი! ნუგზარმა ისევ ღვინო მოსვა, ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ. -ნეტავი იმ ქვეყანაზე თუ არსებობს რამე? ხმამაღლა ფიქრობდა ნუგზარი -ბიჭო შენ რა გააჭირე საქმე: სკვდილი, სიკვდილიო, რო აგიჩემებია! გაბრაზდა თენგო! -იცი მე დასაფლავებაზე ვერ წამოვალ, არ მინდა დავინახო როგორ მიაყრიან ვახოს მიწას, ჩაილაპარაკა ნუგზარმა და თავი ჩაღუნა, თვალზე მომდგარი ცრემლი რომ დაეფარა, - შენ ძმურად ხომ არ აფრენ ჰა? ჩაილაპარაკა თენგომ, აჰა დალიე და ყველაფერი გაგივლის, ჭიქები შეავსო, თავისი ჭიქა ასწია _ღმერთმა გაანათლოს ვახოს სული, მაგისთანა ბიჭები კვდებიან, და ათასი ნაძირალა ცოცხლობს, ეეჰ!.. ისე ამბობენ ღმერთს კარგები თავისთან მიჰყავსო! -დედამიწა რა ღმერთის არ არის, ნეტა ვინ მობოდა ეს სისულელე! გაბრაზდა ნუგზარი! -აბა გაჩერდი, ღმერთს ნუ სცოდავ! დასერიოზულდა თენგო. -იცი რას გეტყვი შეიძლება, ის რასაც ჩვენი სულიერი მამები ამბობენ არც კი იყოს მართალი.. -ვაა, ასე მალე დათვერი ბიჭო! სცადა გახუმრება თენგომ.. -ერთ ამბავს მოგიყვები, რაც ჩემმა მასწავლებელმა მომიყვა.. -ვინ მასწავლებელმა? - მათემატიკაში რო ვემზადები! -შენც ნახე რა! ეგენი ხომ ცოტას აფრენენ! გაიღრიჯა თენგო! -ამ ამბავს იგი “სიკვდილ-სიცოცხლის ფენომენის შეგრძნებას” ეძახის, -ვინ იგი? -სტეფანე ბარნოვი, კოჯრის ქუჩაზე ცხოვრობს, მაგარი საინტერესო კაცია! -რაო რა მინდაო, სტიოპამ! -მთვრალს შენ უფრო დაემსგავსე, თუ გინდა გეტყვი..მაგას გადახდა თავს -..ადრე სტიოპა,.. ისე მართლა სტიოპას ეძახის სუყველა.. ..ხო სტიოპა ადრე ლენინგრადში ცხოვრობდა, იქ ცოლიც ჰყოლია, -რუსი? -ხო ელენა პეტროვნა, მუსიკის მასწავლებელი, მაგარი ლამაზი ქალი ყოფილა, - ვა საღოლ! -მოდი რა მომისმინე, ნუ მაწყვეტინებ.. რა არ გაინტერესებს? - ხო მიდი, მიდი! ცოტა გულს გადავაყოლებ! -იმას ვამბობდი, სტიოპა პეტერბურგში ცხოვრობდა, მუსიკის მასწავლებელი ყოფილა, მოკლედ როგორც თვითონ იძახდა “ტამ ბილო ლუჩიე გოდი მოი ჟიზნიო” ერთი მანქანაც ჰყოლიათ ძველი ტენტიანი “პიკაპი.” სტიოპას ცოლს ძალიან ჰყვარებია ღამის პეტერბურგში თავახდილი პიკაპით სეირნობა, ერთხელაც დაბადების დღეზე ყოფილან და იქიდან ღამით სახლში ბრუნდებოდნენ.. -იცი ჯობია მერე გავაგრძელო! თქვა ნუგზარმა შენიშნა რომ თენგოს თავი ჩაექინდრა და თვლემდა -ჰა რა თქვი, არა გისმენ! გააგრძელე, სტიოპა თბილისის ძველ უბანში .ეწ. იტალიურ ეზოში პირველ სართულზე ცხოვრობდა. ბინა ძალიან პატარა იყო. ერთი ოთახი და პაწაწინა სამზარეულო. სახლი ძალიან ბნელი იყო და ამიტომ დღეც და ღამეც ოთახში ნათურა ენთო. ცოლთან გაშორების შემდეგ სტიოპა თბილისში ჩამოვიდა და ეს ბინა თუ ბინის მსგავსი ალაგი შეიძინა. ძალიან უყვარდა ხელოვნება, კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ერკვეოდა ფილოსოფიაში. სტიოპას ბევრჯერ მოუყოლია თავისი ცხოვრების ეპიზოდები , ნუგზარს ამჯერადაც მისი ნაამბობი მოაგონდა. . . სტიოპას სახე და საუბრის მანერა მისი სიტყვები თვალნათლივ წარმოუდგა თიტქოს იგი აქვე მათ გვერდით სუფრასთან იჯდა და ყველაფერს თენგოს გასაგონად ყვებოდა . . . გაგეცინება და ეს იყო პეტერბურგში, ღამის ორი საათი იქნებოდა..წვეულებიდან სახლში თავახდილი “პიკაპით” ვბრუნდებოდით მე და ჩემი ცოლი ელენა, ოდნავ ნასვამი ვიყავი და ამ მდგომარეობაში საჭესთან არ დავჯექი და ცოლი დავსვი. . . -იცი სტიოპა, ღამის ცა რა ლამაზია, მითხრა ელენამ. - რა დროს ღამის ცაა! წინ იყურე რამეს არ დაეჯახო! გავბრაზდი მე და საჭეს ხელი ვუტაცე. - რა გაშინებს, თავი უკან, სავარძელზე გადაწიე და ცას დააკვირდი ძალიან მოგეწონება! არ მომეშვა ელენა.. .. რა უნდა მექნა, მეც დავყევი, თავი უკან გადავწიე და.. ძალიან ლამაზი სურათის მოწმე გავხდი. ჩემს ზევით საოცარი სანახაობა გადაიშალა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ძალიან მომეწონა, საოცარი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცის ნაგლეჯები ჩემი მხედველობის არედან გარბოდა და თვალსა და ხელს შუა ქრებოდა! ამასობაში ხიდს მივუახლოვდით.. ცალი თვალით ცასთან ერთად იმასაც ვხედავდი თუ როგორ წამოიმართებოდნენ ხოლმე ხიდზე გადაჭიმულ ტროსები, თითო ტროსს თავისი საყრდენი ჰქონდა, ღამით ეს საყრდენები განათებულ ოქროს ბოძებს ჰგავდნენ და ტროსები კი ოქროს გირლიანდებს, თითქოს ეს გირლიანდები ზევით და ზევით ადიოდნენ და თანდათან ზეცაში ვარსკვლავებს უერთდებოდნენ.. როდესაც ბოლო საყრდენს მივუახლოვდით, მე კიდევ უფრო გადავიხარე და საყრდენს თვალი ზევით ავაყოლე, და უცებ ჩემში რაღაც უცნაური გრძნობა გაჩნდა, თითქოს ვიღაცა ან რაღაცა ძალა ზევით მეწეოდა, სახე დამიგრძელდა, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს ჩემმა სხეულმა გაფართოება დაიწყო..ხიდი გადავიარეთ თუ არა სხეული შემეკუმშა და დაპატარავება დავიწყე. აი ისე როგორც ჯინი რომ ჩადის თავის ბოთლში.. მთელ სხეულში საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, ძალიან მესიამოვნა, თანდათან ჩემ თავს დავუბრუნდი და გამახსენდ, რომ ავტომობილში ვიჯექი, მანქანა მსუბუქად მოძაობდა. ამასობაში მეორე ხიდს მივუახლოვდით, აქაც იგივე განმეორდა.. როგორც კი საყრდენ ბოძს მივუახლოვდით ჩემი გონება საოცარმა აღტკინებამ შეიპყრო, აქაც იგივე გირლიანდები, ოქროს ტროსები და.. აქ უფრო ძალუმად ვიგრძენი გაფართოება და სხეულის სიმსუბუქე, თითქოს ჩემმა სხეულმა მთლიანად დაიწყო ჩემგან დაშორება, უფრო ვცილდებოდი სხეულს და მაღლა და მაღლა ავდიოდი, იქიდან ვხედავდი, თუ როგორ მოძრაობდა ხიდზე მანქანა ჩემ სხეულთან ერთად, თუმცა ზესვლა არ შეჩერებულა, მოძრაობის სიჩქარეც კი გაიზარდა და.. უცებ შიშმა შემიპყრო,.. რაშია საქმე! რა მომივიდა? სადა ვარ? აქ რა მინდა.. მოკლედ უამრავი სახიფათო შეკითხვა გამიჩნდა..და ჩემდა გასაოცრად ამ კითხვებზე უმალ პასუხები მივიღე, ამან დამამშვიდა და ..ისევ დავიწყე გაფართოება და სივრცეში განფენა.. ჩემს გონებაში უამრავი კითხვა იბადებოდა და პასუხებიც იქვე სხვა განზომილებიდან შემოდიოდა ჩემს გონებაში, სანამ კითხვების ფორმულირებას დავიწყებდი, უმალვე პასუხები ჩნდებოდა, მთელი ჩემი არსება ეგზალტაციამ მოიცვა! ვაგრძელებდი და ვაგრძელებდი გაფართოებას -ყველა მიმართულებით, უკვე როგორც არა სხეული, არამედ მნათობი, თეთრმა ღრუბელმა მომიცვა, როგორც მზეს გადაეფარება ხოლმე წვიმის ღრუბელი ისე, უცბად ვიგრძენი ოდნავი რყევა და მსუბუქი აფეთქების ხმა მომესმა-აი ისეთი სადღესასწაულო “ხლაპუშკას” რომ გაუშვებენ ზეცაში და .. საბოლოოდ გავნივთდი კოსმოსში! აი აქ კი ყველა კითხვა ამომეწურა, რადგან თითქმის ყველაფერი ვიცოდი!.. სტიოპას აზრების დენა ნუგზარის გონებაში შეწყდა, და რაღაც ხმაური ჩაესმა, როლში შესულს საერთოდ დავიწყებოდა, თენგო, რომელსაც თავი მაგიდაზე დაედო და ხვრინავდა. -ეე! გაიღვიძე დეპოში ვართ ! ხელი წაჰკრა ნუგზარმა მეგობარს. -ჰა რა იყო! არ ელოდა თენგო -მოვედით მეთქი! -სად მოვედით? თენგო ჯერაც ვერ გამოფხიზლებულიყო |
|
|
Sep 13 2010, 12:20 PM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-ეე! გაიღვიძე დეპოში ვართ ! ხელი წაჰკრა ნუგზარმა მეგობარს. -ჰა რა იყო! არ ელოდა თენგო -მოვედით მეთქი! -სად მოვედით? თენგო ჯერაც ვერ გამოფხიზლებულიყო ნუგზარს ისევ სტიოპას სიტყვების ჩაესმა. . . ..ის რაც მე გადავიტანე ძნელი აღსაწერია, მერე ელენას ვკითხე თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, მანაც მომიყვა:როცა პირველ ხიდს მივუახლოვდით, შენ კვნესა დაიწყე მე შემოვბრუნდი, და არაფერი! თავი საზურგეზე გქონდა გადაწეული და ზეცას შეჰყურებდი, აი მეორე ხიდზე რომ გადავდიოდით უცებ შეჰყვირე, თავიდან ეს ტკივილის გამოხატულებას ჰგავდა, მერე მივხვდი, რომ ეკზალტაციის სიგნალი იყო, სახეზე უცნაური ღიმილი გქონდა მიყინული, სხეული დაგძაბვოდა.. ეს ალბათ ის მომენტი იქნებოდა როცა მე რაღაც კოსმოსურ სიცარიელეს, ზეციურ სინათლეს ვეხებოდი, (ამ ყვირილზე ელენას მანქანა შუა ხიდზე გაუჩერებია) ამ დროს ჩემთვის ყველაფერი დამთავრებული იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ავტოკატასტროფაში დავიღუპე, ქრისტიანული ტრადიციებიდან გამომდინარე მეგონა, რომ ადამიანი ღმერთს მხოლოდ სიკვდილის მერე ხვდება, და ალბათ ამის ბრალი იყო განცდა, რომ მოვკვდი! სიკვდილზე ფიქრმა შიში მომგვარა, ძლიერმა განცდამ შემკუმშა, თავს ისე ვგრძნობდი როგორც პაწაწინა ბოთლისკენ მიმართული ჯინი, რაღაცა ძალა უმიზნოთ მიწოვდა თავისკენ, სანამ არ გავცივდი, დავმძიმდი, მარმარილოს ფიგურას დავემსგავსე.. ვერ ვგრძნობდი ხელ-ფეხს, ^თითქოს სხეული გამიქრა.. თავს ძალა დავატანე, გავექანე სხეულისკენ.. უცებ მოხდა სასწაული-თვალი გავახილე, სხეულისმიერი ტკივილი ძალუმად შემოიჭრა ჩემს შეგნებაში, სახსრებში მომიჭირა, შემაკანკალა, ჩემს თანამგზავრს შევხედე, იგი საჭესთან იჯდა, ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემს და მას შორის საუკუნის სავალი გზა იყო, მანქანის ზომები კოლოსალურად გაზრდილიყო, ჩემი ცოლი კი ქვის უზარმაზარ ქანდაკებას ჰგავდა, ცივ ნაკეთობას, რომელიც გვამის შთაბეჭდილებას სტოვებდა, ირგვლივ ყველაფერი უსულოდ და უგრძნობლად გამოიყურებოდა, აი აქ კი უკვე დავრწმუნდი რომ გარდავიცვალე! ავტოკატასტროფამ მიმსხვერპლა, ვფიქრობდი რომ მძიმე ავარიის შდედეგად დავიღუპე, რომ ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, მანქანა დაიმსხვრა, დანაწევრებული ლითონის დეტალები ჩემს სხეულს, შეერია..შიშმა მალე გამიარა და ისევ ეკსტაზი მომერია, როგორც მერე ჩემმა თანამგზავრმა მომიყვა, ამ დროს ერთი და იგივეს ვიმეორებდი: რატომ? რატომ? რატომ მოვკვდი? მე რატომ დამემართა ეს? ელენამ თურმე ჩამავლო ორივე ხელი და მაჯანჯღარებდა, ნელ-ნელა გონებაზე მოვედი, თვალი გავახილე, ჩემს ზევით ისევ წყნარი და უშფოთველი ცა იყო გადაჭიმული, - ეეე შენ რაღა დგემართა იგრძნო მუჯლუგუნის წკვრა ნუგზარმა-ეს თენგო იყო -სტიოპას მონაყოლი გამახსენდა.. - რა სტიოპას მონაყოლის.. - არა, არაფერი, მაგარი ნატანჯი კაცია.. შემეცოდა -რა გინდა ძმაო შენზე მაგარი უმუშავია, ჩაიცინა თენგომ - შენ რომ ყველაფერი არ გააშაყირო ისე არ შეგიძლია! უსაყვედურა ნუგზარმა. - რა იყო, რა გეწყინა? მოიბოდიშა თენგომ -იცი ეს ამბავი ვახოს გარდაცვალებამ გამახსენა, ალბათ არ მინდა დავიჯერო ის, რომ ვახო აღარ არის ცოცხალი! - და შენ გგონია, ამ ამბის გახსენებით, ვახოს სიკვდილს გააბათილებ? -არა! არც მასეთი სულელი ვარ, რომ ვახოს სიკვდილი არ ვაღიარო, უბრალოდ მინდა მწამდეს რომ, ადამიანი აქ დედამიწაზე არ ასრულებს სიცოცხლეს და იმ ქვეყანაში გარდაიცვლება.. - გწამდეს? რა არა გწამს? -მიჭირს ამის დაჯერება, შენთან რა მაქვს დასამალი და ვერ ამიტანია ადამიანების დაკარგვა, ის რომ მათ ვეღარ შევხვდები, ისინი მე აქ მჭირდებოდა.. -ისე მიუხედავად ყველაფრისა და კეთილი განწყობისა, მაგარი ეგოისტი ხარ! ნუგზარმა თავი ჩაღუნა, ცოტაც და ატირდებოდა.. -მოდი ერთიც დავლიოთ და წავიდეთ უკვე გვიანაა, ბიჭმა თავი ასწია სასადილოში მათ გარდა არავინ აღარ იყო. ოფიციანტები მაგიდებს ალაგებდნენ. - ხო კარგი მასე იყოს, აქ დარჩენილებს ღმერთმა გაძლება მოგვცეს თქვა ნუგზარმა და მეგობარს ჭიქა მიუჭახუნა. ორივენი გარეთ გამოვიდნენ. -ხვალე რა ვქნათ? -რა ვქნათ? კითხვაზე კითხვით უპასუხა ნუგზარმა. -შენ რა მართლა არ აპირებ დაკრძალვაზე მოსვლას? -არა გადაწყვეტილია! -უფრო მგონია მარის დანახვის გრცხვენია, გაეცინა თენგოს.. -გეშლება! -წავედი რა მერე დამირეკე! მეგობრები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. . . . ნუგზარი მარტო დარჩა, ქუჩას თავქვე დაუყვა.. თენგოს სიტყვებმა მარი გაახსენა.. იგი მარის თავის შეყვარებულად თვლიდა, გარკვეული დროის მერე ისე დაახლოვდნენ, რომ ნუგზარი ღამე მასთანაც რჩებოდა, ხოლმე. გაახსენდა მისი სხეულის სითბო, ალერსი, მისი სურნელი.. ყოველ დილით ნუგზარი დგებოდა და სოლოლაკისკენ, კოჯრის აღმართისკენ გასწევდა, მარისთან შეხვედრას ძალიან განიცდიდა. მღელვარება იმდენად დიდი იყო, რომ იმის მიუხედავად თუ რა ამინდი იყო ციოდა თუ თბილოდა, გზაში სულ კანკალებდა, გული უჩქარდებოდა, კიბეებზე კი არ ადიოდა, არბოდა.. ..მარის ბინაში შესასვლელი კარები, ერთი საკეტით იყო ხელმე ჩაკეტილი, ( სოფლებში სამზარეულოს, რომ რაზავენ ისეთით), საღებავიც არ ჰქონდა გასმული კარებს, გრანდული ხის ფერი იყო. . . . .ნუგზარი.სამჯერ დააკაკუნებდა, და უმალ კარები იღებოდა, თითქოს მარი მთელი დღე იჯდა და მის კაკუნს ელოდაო.. ერთხელაც ლოგინში მწოლარეებს, კარებზე კაკუნი, მოესმათ.. -ვაიმე! ჩუმად თქვა მარიმ. -ჰა, რა იყო? ნუგზარს ფერი დაეკარგა. -ალბათ დედაჩემია! -რა დედაშენი, ხომ არ გაგიჟდი, ბიჭს მღელვარებისაგან ძაგძაგი დააწყებინა. დედაშენი ხომ ოქროყანაშია? -რა ვქნათ? მარიმ ნერვიულობისგან საქციელი დაკარგა, ანგარიშმიუცემლად, ღამის პერანგის ამარა, წამოხტა ლოგინიდან . . . ..ნუგზარი უცებ აზრზე მოვიდა, მარის ხელი პირზე ააფარა და ლოგინისკენ დაქაჩა.. თან ხელით ანიშნა ხმა არ ამოიღოო.. კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა. ნუგზარი გაფითრდა. წარმოიდგინა თუ რა მოხდებოდა დედამისი, რომ შემოსულიყო, მაგრამ ეტყობა რაღაცა ძალამ მარის დედას აიძულა წასულიყო. მერე მარიმ მოუყვა რომ თურმე ქვევიდან ვიღაცას დაუძახია შენი შვილი ეს ესაა სახლიდან გავიდაო. მაშინ როგორც იტყვიან ბეწვზე გადარჩა.. რა უნდა ეთქვა დედამისისთვის დედიშობილა ლოგინში მწოლარეს..ძალიან კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებოდა.. იმ ანიგდოტის არ იყოს: “ეხლა რო გითხრა ტრამვაის ველოდები დამიჯერებო.. |
|
|
Sep 13 2010, 12:20 PM
Post
#9
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სახლთან ისე მივიდა ვერც კი გაიგო.
-ნუგზარ როგორა ხარ შვილო? მოესმა ხმა. მოიხედა ეს მზესუმზირის გამყიდველი ქალი ანო ბაბო იყო. -არა მიშავს ანო ბაბო, ვარ რა- უპასუხა ნუგზარმა. ეს შავებში ჩაცმული ქალი სახლის წინ ერთი და იმავე პოზაში იჯდა და ერთი და იგივეს ჩიფჩიფებდა: აბა ახალი მზესუმზირა, ახალი მზესუმზირაო. ნუგზარი არასოდეს არ გამოლაპარაკებია ამ დედაბერს. პატარობისას სულ გვერდს უქცევდა ხოლმე, ეშინოდა შავებში ჩაცმული ქალების, ეგონა რომ ისინი ბავშვებს სახლში იტყუებდნენ და კლავდნენ. -ნუგზარი შეჩერდა და რატომღაც მოუნდა ამ მოხუცს გამოლაპარაკებოდა - ანო ბაბო ბევრი მზესუმზირა დაგრჩა გასაყიდი? -არა არც ისე, თითქმის სულ გავყიდე, ისე მოგცემ, ფული არ მინდა! შენი მშობლებისგან იმდენი სიკეთე მახსოვს. . აღარ გააგრძელა -რაცა გაქვს სუ მომეცი! ნუგზარმა ჯიბიდან ორი თუმნიანი ამოიღო და მზესუმზირის გამყიდველს გაუწოდა,-მე გაგისაღებ! -არა გენაცვალე, როგორ გეკადრება შვილო! ხელები გაასავსავა ქალმა. ნუგზარი ახლოს მივიდა მოხუცთან, ერთი ხელით ფული ჩაუდო კალთაში, მეორე ხელი მხარზე დაადო -ეს იმიტომ გითხარი ანა ბაბო, რომ რამეთი მინდა დაგეხმარო; ისე ფულის მოცემა ვერ გაგიბედე, მორიდებულად ჩაილაპარაკა ნუგზარმა -არა გენაცვალე, ფული რა საკადრისია..ხმა აუკანკალდა ბებოს.. -ჩემს მშობლებს იცნობდით? ჩაეკითხა ნუგზარი -როგორ არა, მე ხომ აქვე ვცხოვრობ ამ სახლში თქვა ქალმა და გვერდზე სადარბაზოსკენ გაიშვირა ხელი. -მართლა! გაუკვირდა ნუგზარს -ხო შვილო, თუ მიკადრებ შემიძლია ჩაით გაგიმასპინძლდე! სხვა დროს ნუგზარი რა თქმა უნდა არ დასთანხმდებაოდა მზესუმზირის გამყიდველის ამ მიპატიჟებას, მაგრამ ახლა რატომღაც მოხუცისთვის სტუმრობაზე უარი არ უთქვამს. |
|
|
Sep 15 2010, 11:14 AM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნუგზარი ჩვეულებისამებრ ღამე დაბრუნდა სახლში , ტანსაცმელი არც კი გაუხდია დაღლილი საწოლთან მივიდა და ლოგინზე პირქვე დაემხო. რატომღაც ისევ სანდრო გაახსენდა , მისგან ბევრი კარგი ახსოვდა...
სანდრო ინსტიტუტში გაიცნო. ერთ ჯგუფში იყვნენ. მას უფრო მხატვრობა იტაცებდა. იგი ხშირად ამბობდა, რომ არქიტექტურის ფაკულტეტზე შემთხვევით იყო მოხვედრილი.. . . .............................................. საღამოს 7 საათი იქნებოდა, ნუგზარი ძმაკაცებთან ერთად ინსტიტუტის კიბეებთან იდგა. ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ და თან ლაზღანდარობდნენ –ჰა დღეს რას ვშვრებით იკითხა გუჯამ –რა უნდა ვქნათ რო? კითხვაზე კითხვა დაუბრუნა, ნუგზარმა, –ალბათ ისევ ლექციაზე შესვლა ჯობია, თქვა ნიკამ და სიგარეტის ნამწვი შორს მოისროლა– ნიკა ნუგზარის სკოლიდან გამოყოლილი მეგობარი იყო. –ლექცია არა, ტოროლა! რამე გამოჩნდება, ნაძალადევად გაიცინა გუჯამ. -ერთი სანდროს გახედეთ ბიჭებო, ნახეთ რა დღეშია! მოშორებით მდგარ სანდროს ხელში დიდი საქაღალდე ეჭირა და ვიღაც ქერათმიან გოგონას გატაცებული რაღაცას უყვებოდა. –ხედავთ, ნეტა ეს გოგო სად დაითრია? დამცინავად თქვა ნიკამ. –მოეშვით, თქვენ რა მეტი საქმე არა გაქვთ! სცადა სანდროს დაცვა ნუგზარმა და მეგობრებს ხელი აუქნია. ნუგზარი სანდროსკენ გაემართა, იმის გაგების სურვილი ჰკლავდა, ვინ იყო ეს ქერათმიანი გოგონა. –სანდროს გაუმარჯოს! მიუახლოვდა მოსაუბრეებს და მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა. –აა!_თავად? –არა მიშავს! ხელი ჩამოართვა ნუგზარმა. –რა ხდება შენსკენ ახალი? –არაფერი, ვარ რა, ძველებურად. დაბალი ხმით გასცა პასუხი სანდრომ –შენს მეგობარ გოგონას, ხომ ვერ გამაცნობ? დაბალი ხმითვე სთხოვა ნუგზარმა. –უკაცრრავად, სულ დამავიწყდა! მოიბოდიშა სანდრომ –ეს ქეთია , ოღონდ ჩვენთან არ სწავლობს, თეატრალურშია . –სასიამოვნოა! მიუბრუნდა ნუგზარი გოგონას. –ჩემთვისაც, დაუბრუნა თავაზიანად ქეთიმ. აშკარად კარგი გოგოა გაიფიქრა ნუგზარმა, მაგრამ ამ სანდროსთან რა საერთოს პოულობენ ეს ქალები , დაუსვა თავის თავს, უპასუხო კითხვა. – რას აპირებთ, დღეს რა გეგმები გაქვთ? ჰკითხა ნუგზარმა ორივეს. –აარაფერი, აი გამოფენაზე ვაპირებთ წასვლას, ცნობილი გერმანელი კოლექციონერის გამოფენა იხსნება; ხომ არ წამოხვიდოდი? შესთავაზა მორიდებით სანდრომ. . . –ჰა? თითქოს ვერ გაიგო შემოთავაზება ნუგზარმა. –შენ ეს მითხარი, სადმე საქეიფოდ რო დავჯდეთ უკეთესი არ იქნება? . . . . . . . . . . . – ეჰ რა მინდოდა, რას ვერჩოდი ამ სანდროს! გამოერკვა ნუგზარი ფიქრებიდან. საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. მაგიდას მიუჯდა, ყავა დაისხა და სიგარეტს მოუკიდა.. გარინდული იჯდა მაგიდასთან, ნაფაზებს ღრმად არტყამდა და მაგარ ყავას ხვრეპდა. . . ..სანდრო იმ დღეს კინაღამ საიქიოს გაამგზავრეს. . . . . . უცბად ინსტიტუტის წინ მანქანა გაჩერდა და ფანჯრიდან, მათმა კურსელმა ვასიკომ გამოყო თავი. – ჰაა! აბა რას შვრებით ბიჭებო, არ გინდათ ქეიფი და გრიალი? –რატომაც არ გვინდა! გაეხარდა ნიკას ვასიკოს დანახვა. ვასო მანქანიდან გადმოვიდა და მათკენ გაემართა. – სად უნდა წავიდეთ? ხელები გადახვია გუჯამ, მანქანიდან გადმოსულ ვასიკოს. – –სადა და თემური ჩამოვიდა ჯარიდან შვებულებით და ყველა მასთან მივდივართ! თემური მათი საერთო მეგობარი იყო. – ვააა, რა მაგარია! გაეხარდათ ბიჭებს. – ეს ნუგზარი არ არის, იმ ტიპებს რო ელაპარაკება–გაეცინა ვასოს – –ხო, ნუგზარია, ის ტიპები კი მაგის მეგობრებია, დაუზუსტა ნიკამ – –ხოდა ეგენიც წამოვიდნენ! მანქანაში ადგილი გვაქვს. – რა კარგი კაცი ხარ, გამოცოცხლდა გუჯა და მეგობრებს თვალი ჩაუკრა.. . .......................... ნუგზარს ისევ გაახსენდა, წარსულის ეს მძიმე დღე, გაახსენდა, თუ როგორ სტაცეს ბიჭებმა სანდროს და მის მეგობარ გოგონას ხელი, როგორ დაუყვავეს და მათთვის სრულიად უცხო გარემოში საქეიფოდ გააქანეს.. თემური „ნაძალადევში“ კომფორტულ ბინაში ცხოვრობდა. ....იქ მისული სანდრო, რაღაც მანქანებით, თამადის სკამზე აღმოჩნდა და საკმაოდ დიდი სუფრის გაძღოლა მოუხდა. რატომ? როგორ მოხდა ეს? მაშინ ვერავინ ვერ გააცნობიერა. მოკლედ სუფრის თავში სანდრო დასვეს, აქეთ–იქით კი გუჯა და ნიკა მოუსხდნენ. . თითონ, ბოლომდე არც კი დარჩენილა სუფრაზე. სკამიდან წამოდგა და გარეთ, გამოსვლა დააპირა. –ჰა საით? აბა თამადის გარეშე სად მიხვალ? დაუძახა ოჯახის უფროსმა მაგიდიდან. –ერთი წუთით, გავალ რა, სიგარეტის მოწევა მინდა, მოიმიზეზა ნუგზარმა, თან თამადაც მიშვებს, ხელით ანიშნა სანდროსკენ. სანდრო გაფითრებული ჩანდა, ხელში სასმისით და ასე მოსაუბრე სანდრო, მას ჯერ არ ენახა, ნუგზარი ოთახიდან გამოვიდა და ბინა ჩუმად დატოვა. დილით ტელეფონის ხმამ გამოაღვიძა. ნაბახუსევზე თავი სტკიოდა, ძალიან ეზარებოდა ლოგინიდან ადგომა, მაგრამ ზარი არ ჩერდებოდა. როგორც იქნა წამოდგა და ტელეფონთან მივიდა. – გისმენთ, რომელი ხარ? ჩასძახა ყურმილში –მე ვარ გუჯა , მოესმა ბოხი ხმა. –რა, იყო? ახლა არ მითხრა– ხაშზე ვართ დაპატიჟებულებიო! –ხაშ კი არა, მაგარი გადავრჩით! –რას გადარჩით? გაუკვირდა ნუგზარს –რას გადავრჩით და შენი სანდრო კინაღამ იქ გავუშვით, რა! –რაებს ბოდავ, სად იქ? გასაგებად მითხარი! ხმა აუკანკალდა ნუგზარს. –კაოროჩე,სანდრო,ლამის ხელში ჩაგვაკვდა! –რას ამბობ? ტელეფონი კინაღამ ხელიდან გაუვარდა ნუგზარს. –ხო ეგრეა რა, გადარჩა, ბედი ჰქონია. . . ნუგზარმა ყურმილი დააგდო და გამალებული ჩაცმას შეუდგა. როგორც იქნა თავი მოიწესრიგა, სახლის კიბეები ჩაირბინა, ქუჩაში გავიდა; ტაქსი გააჩერა და სანდროსთან გავარდა. ტაქსში მჯდარს გაახსენდა, როგორ დაუახლოვდა სანდროს და როგორ მივიდა მასთან პირველად სახლში. . . ინსტიტუტში გრაფიკის გაკვეთილზე ისხდნენ და თაბაშირის ფიგურას ხატავდნენ. სანდრო მასთან ახლოს იჯდა. მისმა ხატვის მანერამ, ნუგზარი გააოცა. იგი ობიექტს თითქმის არ უყურებდა, მაგრამ არაფერი არ ეშლებოდა. ნუგზარი ფეხზე წამოდგა და ჯგუფელს თავზე დაადგა –რა უცნაურად ხატავ? დაუსვა გამომწვევი კითხვა. –რა თქვით? –თქვენობითმა მიმართვის ფორმამ, ნუგზარი გააოცა, მისთვის თანატოლს ასე არასოდეს არ მიუმართია. –რა უცნაურად ხატავ მეთქი! გაუმეორა ნუგზარმა. –ხოო. . ეს ჩემდა უნებურად ხდება, არავის არ უსწავლებია, ბავშვობიდან ასე ვხატავ–ჩაილაპარაკა მორცხვად სანდრომ. –კარგი აღარ შეგაწუხებ,– თქვა ნუგზარმა და თავის მერხს მიუჯდა. .ხატვის გაკვეთილის დამთავრების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოვიდნენ . –თუ გინდა ჩემთან ავიდეთ სახლში, უთხრა სანდრომ ნუგზარს. –შენთან? გაუკვირდა ნუგზარს, ასეთი შემოთავაზება, რადგან ისინი ერთმანეთს კარგად არც კი იცნობდნენ. –კარგი თუ დრო არ გაქვს, ნახვამდის დაემშვიდობა სანდრო და წასასვლელად გაემზადა. ~ შენ სად ცხოვრობ? –აქვე მოპირდაპირე მხარეს. –ვაა მართლა? არ ელოდა ნუგზარი. მოპირდაპირე მხარეს საკმაოდ ძველი ე.წ. საზოგადო მოღვაწეთა საცხოვრებელი სახლი იყო. ამ ეზოში ქალაქში ცნობილი ხალხი ცხოვრობდა. ნუგზარს კიდევ უფრო მოუნდა სანდროსთან ასვლა. –დრო როგორ არა მაქვს თქვა მან და სანდროს მხარზე ხელი გადახვია. ბიჭები კიბეებზე ჩავიდნენ ინსტიტუტი დატოვეს და ქუჩაში გამოვიდნენ. გარეთ უკვე მოსაღამოებული იყო. ნუგზარმა ტროტუარზე გადააბიჯა და გზის გადაჭრა მოინდომა.. –მოიცა რა, ასე ნუ გადახვალ! შეეხვეწა სანდრო. –რატომ? გაუკვირდა ნუგზარს. –ჯობია მიწისქვეშა გადასასვლელით გადავიდეთ, რა იცი რა ხდება! –რა უნდა ხდებოდეს! გაეცინა ნუგზარს –არა, მანქანები ისე ჩქარა დადიან რო. . . აღარ დააბოლოვა სანდრომ.. –შენ რა გეშინია? გაეცინა ნუგზარს. –ხო მეშინია, მეშინია არ მოვკვდე. . სრული სერიოზულობით უპასუხა სანდრომ. . და ნუგზარს ხელზე მოქაჩა.. –კარგი რახან ეგრეა ფეხით გადავიდეთ, დაყაბულდა, ნუგზარი. მიწისქვეშა გადასასვლელში უსიამოვნო სუნი იდგა, თითქმის ბნელოდა. ნუგზარმა ფეხს აუჩქარა უნდოდა მალე გასცლოდა იქაურობას–მოიცა, მოესმა სანდროს ხმა, უკან გაიხედა, სანდრო ვიღაც ჩამოძონძილ კაცს მოწყალებას აძლევდა; ღმერთი შეგეწიოს, ყური მოჰკრა მათხოვრის ხრინწიან ხმას. . სანდრო მალე დაეწია, კიბეებით ქუჩის მეორე მხარეს ამოვიდნენ და ერთ ვეებერთელა სადარბაზოში შევიდნენ –აი აქ ვცხოვრობ მეორე სართულზე. ნუგზარმა იქაურობა მოათვალიერა, ასეთ სადარბაზოში იგი არასოდეს არ ყოფილა. ნუგზარი შორს ქალაქის გარეუბანში მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა. ბიჭები ძველ დერმატინ გადაკრულ მაღალ კარს მიუახლოვდნენ. კარზე რუსულ ენაზე, უცნაური გვარი იყო ამოტვიფრული. სანდრო კარს მიაწვა და შეაღო. –თქვენ რა კარს არ რაზავთ? გაუკვირდა ნუგზარს –კარს? არა, რატომ უნდა ჩავრაზოთ. ჩვენთან ყველა ახლობელია და არავის შიში არ გვაქვს, გაიღიმა სანდრომ. წინაკარში ბნელოდა, ნუგზარმა ორიენტაცია დაკარგა, არ იცოდა საით წასულიყო. –მოიცა, ფრთხილად იყავი ფეხი არ გადმოადგა, უთხრა სანდრომ. –ეხლავე! იგი წინაკარის კედლებს გაჰყვა ხელის ცეცებით და კედელზე ჩამრთველი გააჩხაკუნა.. შესასვლელი განათდა. ნუგზარი მოულოდნელობისაგან გაშრა. მის წინ იატაკზე რამდენიმე დიდი ზომის ფერწერული ნამუშევარი იდო –ამაზე გითხარი ფრთხილად მეთქი, ახალი დახატულია და იატაკზე დავაწყვე, გასაშრობად. . სანდრომ ტილოებს ხელი წამოავლო და კედელზე ააყუდა. . . ბინის კედლებზე სიძველისგან გაცრეცილი და დახეული შპალერი იყო. ზედ უამრავი ტელეფონის ნომერი ეწერა, ზოგან მილოცვა, ზოგან უცხოური ლექსი, კარიკატურები, მოკლედ, მთელი გალერეა იყო მოწყობილი. . –ეს ჩემი უბის წიგნაკია..ტელეფონებს საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ და ვინც მოდის ყველა თავის ავტოგრაფს და ტელეფონს მიტოვებს. – აჰა! სანდრომ იქვე საკიდის ტუმბოდან სქელი ფლომასტერი ამოიღო და ნუგზარს მიაწოდა,– მიაწერე ტელეფონი და რაც გაგეხარდება..ნუ მოგერიდება! –არა, რისი უნდა მერიდებოდეს, იუკადრისა ნუგზარმა, ფლომასტერი აიღო და დიდი ასოებით კედელს მიაწერა “ვენი, ვიდი, ვიცი“ და მის გასწვრივ თავისი ტელეფონი. –ყოჩაღ! გახალისდა სანდრო. –აბა შენ იცი! არავის წააშლევინო, თორემ! დაიმუქრა ნუგზარმა და ნაწერს სამი ჰორიზონტალური ხაზი გაუსვა ქვეშ. –შემოდი! სანდრო დიდ დარბაზში შეუძღვა, კედელზე ისევ ჩამრთველს მისწვდა და ოთახი განათდა. –აი ეს მესმის! წამოიძახა ნუგზარმა, ოთახის მთელი კედლები, იატაკის ნაწილი, სკამები და მაგიდაც კი ფერწერული ნამუშევრებით იყო დაფარული, ოთახის სიღრმეში ძველისძველი საღებავებით მოთხვრილი მოლბერტი იდგა, რომელზეც ახლად დაწყებული ნამუშევარი მოჩანდა; იატაკზე, საღებავების ტუბები, ფუნჯები, წებოს ბურბუშელებით სავსე ქაღალდის პარკები, სახატავი ზეთის ქილები და ფანქრის ნათალი ეყარა, მოკლედ როგორც იტყვიან მაგარი დომხალი იყო. . სანდრომ ნახატები აქაც აიღო იატაკიდან, კედელზე შებრუნებით მიაყუდა, იქვე სავარძელიც გაათავისუფლა ძველი გაზეთებისგან– მიდი დაჯექი, ნუგზარ, მე ბებიას ვეტყვი და ჩაის გაგვიკეთებს. სანდრომ ოთახი დატოვა და სამზარეულოში, გავიდა, ისეთ ნაბიჯებს დგამდა, თითქოს სადღაც ძალიან შორს მიდისო. –აუ რამხელა ბინააა, ჩაილაპარაკა ნუგზარმა, აქ ცხენი გაჭენდება. ისევ ძირს დაიხედა და ნელი ნაბიჯით სავარძლისკენ წავიდა. სავარძელში მოთავსდა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატებს დაუწყო თვალიერება. კედელზე ჩამოკიდებულ ნამუშევრებზე უცნაური სამყარო იყო ასახული. ტილოებიდან დიდთვალა, გრძელ თავიანი, არამიწიერი, არსებები, იმზირებოდნენ, რომელთა უმეტესობას თავზე შარავანდედი ედგა. უცნაური პეიზაჟები, სადაც ხეებს მწვანეს მაგივრად იასამნისფერი ფოთლები ჰქონდა და მიწაზე ცისფერი ბალახი იყო ამოსული, ხოლო ფრინველები, ეგზოტიკურ არსებებს ჰგავდნენ, ფასკუნჯებს თუ თუთიყუშებს. ნატურმორტებიც კი არაამქვეყნიური, მიღმისეული იყო. თითქმის ყველა ნამუშევარი მოლურჯო მოიისფრო ტონებში იყო შესრულებული, გაცრეცილი ფრესკის ფაქტურით. . ნუგზარი გაოგნებული უყურებდა ნახატებს და ვერ გაეგო სად მოხვდა. . . ამ მდგომარეობიდან სანდროს ხმამ გამოარკვია –ხომ არ მოიწყინე? სანდროს გვერდზე ხანშიშესული სიმპათიური ქალი მოყვებოდა, მოხუცს ხელში სინი ეჭირა, რომელზეც ლითონის ძველებურ სადგამში ცხელი ჩაით სავსე შუშის ჭიქები და „პეჩენიის“ შეკვრა იდო. –გამარჯობა, გენაცვალე! აი ცხელი ჩაი მიირთვით. სანდროს ბებიამ იქვე დაბალ მაგიდაზე სინი დადო და სანამ ნუგზარი გამარჯობის თქმას მოიფიქრებდა ოთახიდან გავიდა. –მოდი ნუგზარ! მიიპატიჟა სანდრომ –ჰო, დიდი მადლობა, თქვა ნუგზარმა და ცხელი ჩაი მოსვა. –ნატეხი შაქარი საშაქრეშია, ნამცხვარიც შეგიძლია გასინჯო. სინი მიუჩოჩა სანდრომ. თვითონ ჭიქას წამოავლო ხელი და გვერდზე სავარძელში ჩაჯდა. ნუგზარმა, სანდროს შეხედა, იგი ეხლა უფრო დაინტერესდა ამხანაგით. – სულ შენი ნახატებია? იკითხა მორიდებით –ხო რა! მოგწონს? არის რა. .არა მგონია ვინმემ მოიწონოს, თან მითუმეტეს ახლა ჩვენს ეპოქაში! უხერხულად გაიღიმა სანდრომ. –არა, რატომ გგონია ეგრე..მიუბრუნდა ნუგზარი სანდროს, რა ვიცი აბა!. . . აღარ გააგრძელა სანდრომ, სივრცეში რაღაცას მიაშტერდა და თან თითებით ზედა ტუჩს იწიწკნიდა. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა –სანდრო! ეხლა შენ სადა ხარ? შეეხმიანა ნუგზარი მეგობარს –ჰა, სადა ვარ? სადა ვარ და აქ–გაეცინა სანდროს– რაღაც გამახსენდა, –რა, რაღაცა? –ერთი პიროვნება გავიცანი, და მისი ნაამბობი მომაგონდა. –ვინ არის? უცნაური კაცია, თითქოს უხეშია და ამავე დროს მგრძნობიარეა, თითქოს მკაცრია, მაგრამ სინამდვილეში გულმოწყალეა, . . მოკლედ ძალიან რთული პიროვნებაა –ვინ არის რა პროფესიისაა? –რაიმე კონკრეტული პროფესია არა აქვს–ყველაფერი შეუძლია, მოკლედ უნივერსალია რა. –ეგეთი ადამიანები არ არსებობენ, რაღაცას აჭარბებ, გაეცინა ნუგზარს. –არა, არაფერს არ ვაჭარბებ. . –მეც გამაცანი! –არა, არ შემიძლია! –რატომ, რა აკრძალულია, ისევ გაიცინა ნუგზარმა. –ასე მითხრა, ყველა ვისაც ჩემი ნახვა ან გაცნობა ძალიან უნდა, თითონ მომძებნის ან სადმე შემხვდება, ეს ქვეყანა ძალიან პატარააო. –ჰოო, ეტყობა ფილოსოფოსია შენი ნაცნობი! –კი ნამდვილად მასეა, ჩაილაპარაკა სანდრომ და ისევ ფიქრებში წავიდა. . –სანდრო რაღაცა მინდა გკითხო, ისე კი მეუხერხულება –რაც გინდა მკითხე. –შენი მშობლები სად არიან? –ცალ–ცალკე ცხოვრობენ, ორივეს თავისი ოჯახი აქვს, დედა მეორედ გათხოვდა, მამამაც ახლი ცოლი მოიყვანა და ეგრეა. . ძალიან პატარა ვიყავი, რომ დაშორდნენ, მე ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს, ისენი იყვნენ ჩემთვის დედ– მამა, დიდი ხანი ბებიაჩემს დედას ვეძახდი, გაეღიმა სანდროს. –ხოოო, გააგრძელა ნუგზარმა, ბოდიშს გიხდი. –არა უშავს, საბოდიშო აქ არაფერია. –სიმპათიური ბებია გყავს, ბაბუაც ცოცხალია? –არა გარდაიცვალა. –რამოდენა ბინაა, აღნიშნა ნუგზარმა. – ბაბუა ცნობილი მეცნიერი იყო. ბევრი გამოგონების და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეს ბინა მას მთავრობამ მისცა ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის. . –ბებია? –ბებიაც მეცნიერია–ოღონდ არ შემდგარი. –რატომ? –იმიტომ რომ, არასოდეს არსად არ უმუშავნია, მთელი ცხოვრება ჩემს გაზრდას შეალია. გვერდიდან წუთითაც არ მიცილებდა, სულ ზურგზე ვყავდი აკიდებული, შენ წარმოიდგინე ბაღშიც არ მატარებდა, ბავშვი იქ მარტო იქნება და არ განერვიულდესო. . . –მოკლედ შენ უნდა თქვა, ბუმბულებში მზრდიდნენო! –და მერე ეგ შენ კარგი გგონია? – აბა ჩემსავით ორი წლისა რომ მიაგდეს ბაგაში, და თითონ სულ მივლინებებში იყვნენ ეგ იყო კარგი . . თქვა ნუგზარმა. . –ხო ეგ ცუდი იციან რა, აჩენენ შვილებს და მერე ვიღაცის ხელში ტოვებენ. . ძალიან მძიმეა მიტოვებულობის გრძნობა, ისეთი განცდაა თითქოს შეყვარებულმა გიღალატაო. . და ამას მოყვება მერე ათასი უბედურება. . . აღარ დაამთავრა სანდრომ. –მოდი ამ მძიმე თემას თავი დავანებოთ. შენ ეს მითხარი ამდენი ნამუშევრის შექმნა როგორ შეძელი? –სიმართლე გითხრა არ გამჭირვებია. სკოლის პერიოდიდან ვხატავ, სხვა საქმე არც მაინტერესებს და არც მეხერხება, ასე რომ ეს ჩემთვის პრობლემა არ იყო. ნახატები სხვადასხვა დროსა და ასაკშია შესრულებული. –აბა ეს ნახე! სანდრო საძინებელ ოთახში გავიდა და საწოლის ქვეშიდან ერთმანეთზე დადებული ორი დიდი ტილო გამოაძვრინა. ოთახში გამოიტანა და ნუგზარს აჩვენა. –ვააა, აი ეს მესმის! გაუკვირდა ნუგზარს. ტილოებზე ისევ ის უცნაური არსებები იყო გამოსახული, მოგრძო ფორმის თავებით და გრძელი იასამნისფერი თმებით. ამ არსებებს, ტანთ ლაჟვარდისფერი ტუნიკები ემოსათ, დიდი და ნუშისებრი თვალები მოვარდისფრო მომწვანოდ უელავდათ. ერთ–ერთი მათგანს ნატიფი ხელის მტევნით ვეებერთელა გრაგნილი ეჭირა და მეორე ხელის საჩვენებელი თითით მაყურებელს მასზე უჩვენებდა. –ესენი ვინ არიან სანდრო? იკითხა გაოცებულმა ნუგზარმა –არ ვიცი, სიზმარში გამომეცხადნენ! –სიზმარში არა, კინოში! გაიცინა ნუგზარმა –არ გატყუებ, მციოდა და შემიფარეს, დასველებული ვიყავი და თავისი ტანსაცმელი მომსხეს–ახლაც კარგად მახსოვს, მოთეთრო მოცისფერო ტუნიკა იყო. . –შენ რა შაყირობ? –არა, მე ასეთ თემებზე საერთოდ არ მიყვარს ხუმრობა! თქვა სანდრომ განაწყენებული ხმით. –კი მაგრამ, ასე ჩვეულებრივად დაიძინე და ეს ნახე? გამომცდელად იკითხა ნუგზარმა. –არა, ასე მარტივად არ ყოფილა საქმე; საოპერაციოში ნარკოზით დამაძინეს და აი იქ ვნახე ესენი სიზმარში. . –ისე, უფრო დაწვრილებით ვერ მეტყვი დაინტერესდა ნუგზარი. სანდრომ ნუგზარს გადახედა, თითქოს უნდოდა გაეგო მართლა აინტერესებდა ეს ამბავი ამხანაგს, თუ სცდიდა, ერთი წამით თვალი თვალში გაუყარა და გააგრძელა – ღამით მოულოდნელად ბრმა ნაწლავი ამტკივდა. ბებიამ სასწრაფოს გამოუძახა იმათ გამაქანეს საავადმყოფოში. გადაუდებელი ოპერაცია იყო საჭირო, საოპერაციოში შემიყვანეს. ნარკოზის ჩასუნთქვის შემდეგ რამდენიმე წუთში დამეძინა. . –ხო კარგი ეგრე დაწვრილებით არ მინდა, სიზმარში რა ნახე ის მომიყევი შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა ნუგზარმა. – . . ყველაფერი გაქრა, აი შუქს რომ გამორთავენ და თვალწინ საგნები რომ გაუჩინარდება, ისე .. მერე უცბად ისევ აინთო, სადღაც დიდ და გრძელ დერეფანში მივდიოდი, . . . თანდათან სიჩქარეს ვუმატე და ერთ უდაბურ ადგილზე აღმოვჩნდი, უდაბნოს მსგავსი საშინელი გარემო იყო ,ატყდა ჭექა ქუხილი, წამოვიდა წვიმა და თავიდან ფეხებამდე დავსველდი. . ძალიან შემეშინდა არ ვიცოდი საით წავსულიყავი, სწორედ ამ დროს ჩემს გვერდით ეს არსებები გაჩნდნენ, მხარში ამომიდგნენ, დამიფარეს და იმავე გზით უკან გამომაბრუნეს. . .ამის მერე ძალიან მეშინია სიკვდილის, სულ მგონია, რომ სიკვდილის შემდეგ იმ უდაბურ გარემოში მომიწევს დაბრუნება და ცხოვრება. . . –მოვედით! –ჰა სად მოვედით, ნუგზარი ფიქრებიდან გამოერკვა მოვედით რა უკვე ვაკეში ვართ, ფულს არ იხდი? –ხო, როგორ არა, ბიჭმა ფული ამოიღო და ტაქსისტი გაისტუმრა. ბედის ირონია თუ გინდა ეს არის რა, კაცს სულ სიკვდილის ეშინოდა და კინაღამ იქ გავისტუმრეთ, საკვირველება თუ გინდა ესაა ჩაილაპარაკა ნუგზარმა, და სადარბაზოში შევიდა, ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ადრე, კედლებზე ბათქაში ისევ შეულესავი იყო. კიბის სახელურზე ხის ნაჭრები ისევ იმ ადგილზე აკლდა. ნუგზარმა, კიბე ჩქარი ნაბიჯებით აირბინა და სანდროს სახლის კართან გაჩნდა. კარი ისევ ისე გამოიყურებოდა, ოღონდ, ზედ მიმაგრებული ლითონის ადრინდელი აბრა მოეშორებინათ, მის მაგივრად კი ლათინური ასოებით ეწერა „სანდრო გურული“ –მაგარია! გაეღიმა ნუგზარს და კარს მიაწვა. კარი ძველებურად ღია იყო, ოღონდ ანჯამებმა ამჯერად საწყალობლად დაიჭრიალეს. . . |
|
|
Sep 17 2010, 11:16 AM
Post
#11
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წინაკარში ძველებურად ბნელოდა, –სანდრო ! დაიძახა ნუგზარმა, არავინ არ გამოხმაურებია, როგორც იქნა ხელის ცეცებით ოთახისკენ გზა გააგნო და მისაღებში შევიდა, იქ ისევ ის გარემო დახვდა. მირეულ– მორეული მუზეუმი..აი რას გავდა სანდროს ბინა. . –სანდრო! ისევ დაიძახა მან, ოღონდ ამჯერად ხმამაღლა, –რომელი ხარ! მოესმა ხმა, ეს სანდროს ბებია იყო. – ნუცა ბებო–მე ვარ ნუგზარი, –სანდრო სად არის? ოთახში სანდროს ბებო შემოვიდა –სად უნდა იყოს?გაუკვირდა მას? თავის ოთახშია. –როგორ არის? –როგორ უნდა იყოს!? ნორმალურადაა–შენ რამეს ხომ არ მიმალავ? სანდროს მეგობარმა დარეკა იმ დღეს, მეგობართან დავრჩით მე და სანდროო.. მეორე დღეს დილით მოვიდა, ცოტა გადაღლილი კი მეჩვენა მაგრამ ასე მითხრა, არაფერი არ მჭირსო. . –არა, არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ საქმე მქონდა, შევალ ვნახავ, თქვა ნუგზარმა და მეგობრის ოთახისკენ გასწია, ალბათ ბებიას დაუმალა რაც მოხდა გაიფიქრა თავისთვის და სანდროს ოთახის კარი შეაღო. სანდროს ეხლაც ჩვეულებისამებრ იატაკზე ჰქონდა ლეიბი დაგებული და ლოგინში იწვა. ნუგზარმა მის გაფითრებულ სახეს შეხედა. ერთი წუთით მოეჩვენა რომ იგი არ სუნთქავდა. –სანდრო. სანდრო! მივარდა მეგობარს –რა, იყო რომელი ხარ? მოესმა დაბალი ხმა. –მე ვარ, ნუგზარი! –ხოო, გააგრძელა სანდრომ. . შეგეშინდა არა? –რისა უნდა შემშინებოდა? არ შეიმჩნია ნუგზარმა –ხო, კარგი, მიდი მანდ კედელთან ჩამრთველია შუქი აანთე. ჩამრთველს მალე მიაგნო და ოთახი გაანათა, სანდროს ოთახში ადრეც ყოფილა ნუგზარი, მაგრამ რატომღაც, იქვე პიანინოს, თავზე დაკიდულმა ახალგაზრდა კაცის პორტრეტმა მიიქცია მისი ყურადღება, გრძელთმიანი საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა დაჟინებული ოდნავ ნაღვლიანი მზერით უცქერდა. ნახატი ერთი ამოსუნთქვით იყო შესრულებული. . . –რა იყო ნუგზარ? რას ჩააცივდი მაგ ნახატს? – სულ მინდოდა მეკითხა ვინ იყო ეს ბიჭი და მავიწყდებოდა.. –მოგიყვები! – მაგაზე კი არა შენზე მომიყევი, რა მოხდა? გუჯამ მითხრა კინაღამ ხელში ჩაგვაკვდაო, ძალიან შემეშინდა. . . –ხოო, ჩაილაპარაკა სანდრომ, –რა ხოო? –სიმართლე გითხრა მეც არ მახსოვს. . .სანდრო ჩაფიქრდა. . ინსტიტუტის შესასვლელთან იდგა და ქეთინოს ელოდებოდა. .ირგვლივ ხალხი ირეოდა, მაგრამ სანდროს არ ესმოდა მათი საუბარი, თავი აეწია და სადღაც სივრცეში იცქირებოდა. . –სანდრო !მოესმა ხმა – აა! გამარჯობა ქეთი, გაეხარდა სანდროს გოგონას დანახვა–როგორ ხარ? –კარგად – მოხდენილად გამოიყურები, – მადლობა! – დღეს რას ვგეგმავთ? –რა ვიცი რასაც ვაპირებდით აი გამოფენაზე.. გოგონას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბიჭიები მოვარდნენ ორივე მანქანაში ჩატენეს. . . –წავედიით ყვიროდა ვასიკო. . სანდრო მათ ასეთ ქმედებას წინააღმდეგობას არ უწევდა თითქოს ძილ–ბურანშიაო ბედს მინდობოდა. სანდროს სჯეროდა, რომ იმ ძალას, რომელმაც იგი მანქანაში ჩასვა და სადღაც მისთვის უცნობ ადგილზე მიაქანებდა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.. . – დაგეძინა ბიჭო! ჩაესმა ხმა.. –არა, რა დამეძინა..იუარა სანდრომ ხომ გითხარი, იმ დღეს ვიხსენებ, –მერე რა ხდებოდა?.. –ისე, სიმართლე გითხრა მე არც კი მქონდა გაცნობიერებული რა ხდებოდა, ერთს კი ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს რაღაც საშინელი განსაცდელი უნდა დატრიალებულიყო, გათიშული ვიყავი. . თითქოს ვიღაცა ჩამძახოდა, სანდრო არ წაყვე მაგათ! არ წაყვე მაგათო, მაგრამ ამ ვიღაცას არ ვუჯერებდი, რატომღაც ჩემი ბედის გამოცდა მომმინდა! –რა მოგინდა? ჩაეკითხა ნუგზარი –ჩემი ბედის გამოცდა, სიკვდილთან თამაში დავიწყე . .სანდრო ისევ ჩაფიქრდა ..თემურისთან მალე მივიდნენ. .ბინაში, რომ შევიდნენ აღმოჩნდა, რომ მთელი ოჯახი მათ მისვლას ელოდა..დიდი სუფრა გაეშალათ. ყველა მაგიდას მიუსხდა, სანდრომ მოინდომა განაპირა სკამზე დამჯდარიყო მაგრამ ოჯახის უფროსმა სათამადო სკამი შესთავაზა, სანდრომ ერთხანს იუარა ,ეს ადგილი, მაგრამ როცა დაინახა, რომ ვერაფერს გააწყობდა დაყაბულდა. სუფრას წესისა და რიგის მიხედვით უძღვებოდა.. –ერთი ეს მითხარი, თუ ღვინის დალევა არ შეგეძლო რა თავს იკლავდი ან ვინ გაძალებდა? არ ასვენებდა ნუგზარი, –შენ რა პირველად თამადობდი? –ხო პირველად, გამოტყდა სანდრო. . . . სანდრო თავს არ ზოგავდა და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა, მას თითქმის არავინ არ უსმენდა, სტუმრები ხმაურობდნენ, სანდროს საუბარი დანა–ჩანგლის წკარუნში და პირის წკლაპუნში და სტუმრების ხმაურში იკარგებოდა. . უცბად იგრძნო რომ ფეხები დაუბუჟდა. .ეტყობა ღვინო მომეკიდა გაიფიქრა სანდრომ, და გადაწყვიტა ცოტა შეეცადა, მაგრამ ვინ აცალა. . თამადობა და ღვინის არ დალევა ერთმანეთთან ისე იყო, როგორც ცა და დედამიწა. . სიგარეტის კვამლმა ჰაერი გაანაცრისფრა, სანდრომ ერთი ხანობა იფიქრა არ მოვწევო, მაგრამ თამადისთვის განკუთვნილმა ამერიკულმა „მარლბორომ“ მაინც აცდუნა. სიგარეტი აიღო ასანთს გაჰკრა და მოუკიდა, ნაფაზის დარტყმის შემდეგ მიხვდა სანდრო, რომ „მიქარავდა“ მაგრამ უკვე გვიანღა იყო. ეშხში შესული, სიგარეტს სიგარეტზე უკიდებდა. . . –ისე, მე რომ ავდექი, შეგატყვე, რაღაც ვერ იყავი კარგად! –რა შემატყვე ? –ვერ იყავი კარგად მეთქი. . –ხო, მართალი ხარ. . თავს ცუდად ვგრძნობდი! –მერე? –რა მერე? –მერე ვერ შეწყვიტე დალევა? ხმას აუწია ნუგზარმა –ვერა, ვერ შევწყვიტე! –შენ ჭკუაზე ვერ ყოფილხარ! აღმოხდა ნუგზარს –არა, ხომ გითხარი, ჩემს ბედს ვცდიდი მეთქი! –გიჟი ხარ, რა უნდა გელაპარაკო, ეგ ბედის გამოცდა კი არა თვითმკვლელობაა. . –გახსოვს, რომ გიყვებოდი, იმ ქვეყანაზე, მოვხვდი მეთქი. . –რას მიყვებოდი!? სულ გააფრინე!–შენი მოსმენა აღარ მინდა! წამოიწია წასასვლელად ნუგზარმა. –დაიცა, ჯერ სადა ხარ! იცი რამდენი დავლიე. . ჩაეცინა სანდროს. –ნეტა რა გაცინებს, ერთი შენი სახე დაგანახა სარკეში, რას გავხარ! სამარიდან ამოსულივით გამოიყურები, დასცინა მეგობარს –ო ო ო! ზუსტად ეგრეა რა, სამარიდან ამოვედი . . ისევ გაიცინა ...ქეიფი გრძელდებოდა, სანდრომ გადაწყვიტა თავი გამოეჩინა, როგორც გამოცდილი თამადა და ჭიქას ჭიქაზე სცლიდა. მეტი ღვინო, რომ დაელია საჭმელს არ ეკარებოდა, დროდადრო სასმელს ზედ სიგარეტს აყოლებდა. –სანდრო, რა გჭირს, ამდენს ნუ სვამ გთხოვ, ყველანაირად ცდილობდა ქეთი სანდრო შეეჩერებინა, მაგრამ ბიჭს არაფრის გაგონება არ სურდა. იგი თავის ამპლუაში იყო და სუფრის გაძღოლას აგრძელებდა. –ნეტა რა გაცინებს! გეუბნები ვერა ხარ ჭკუაზე მეთქი, ამდენი სასმელი რამ დაგალევინა? – შენ, რომ წახვედი, ცოტა ხნით „პერერივი“ გამოვაცხადე, – მერე შენც წამოსულიყავი, ნახე მე რა ტექნიკურად „მოვტყდი“, გაეცინა ნუგზარს. – არა, მე მაგას ვერ გავაკეთებდი. – ვითომ, რატომ? – იმიტომ, რომ ასეთი იყო ჩემი ბედისწერა! – რა ბედისწერა? გადამრევს ეს კაცი, ხელები გაასავსავა ნუგზარმა – იმ დღეს ორი რამ მეწერა, ან უნდა მოვმკვდარიყავი ან. . აღარ დაამთავრა სანდრომ – ეგ სისულელეა! გაცხარდა ნუგზარი რაღაცას ბოდავ და შენ თვითონაც არ იცი რას. . – არ გინდა მოგიყვე? – არ ამბობ არაფერს და. . – იმას გეუბნებოდი რა ძალიან ბევრი დავლიე, და გადავწყვიტე შესვენება გამომეცხადებინა, სტუმართა ნაწილი აიშალა და მუსიკა ჩართეს ზოგი საერთოდ წავიდა კიდეც, მეც ძლივს წამოვდექი, და ცოტა ფეხი გავმართე. რატომღაც წამოდგომა არ მესიამოვნა და ხალხს ისევ მაგიდისკენ მოვუწოდე, რატომ ვაკეთებდი ამას მაშინ არ ვიცოდი, შემეძლო სუფრაზე აღარ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ისევ გიმეორებ, რაღაცა შავი, თუ ბნელი ძალა სასმელისკენ მიბიძგებდა. მოკლედ ქეიფი გავაგრძელე.. მაგიდაზე ერთი დიდი ხის ჯამი შევნიშნე და გადავწყვიტე ამ ჯამით დამელია წასვლის სადღეგრძელო. . – მაგარი მიგიქარავს, თავის მოკვლა მეტი კი არაფერია! არ ისვენებდა ნუგზარი – დამაცდი თუ არა, ეტყობა არ გინდა ჩემი მოსმენა! თქვა სანდრომ და ზურგი შეაქცია. – ხო კარგი ბოდიში, გააგრძელე რა გთხოვ! – ოღონდ აღარ შემაწყვეტინო თორემ, მორჩა, აღარ მოგიყვები. . – ხოდა, ეს სასმისი მოვითხოვე, პირამდე შემივსეს და გადმომაწოდეს. ეს ოხერი იმაზე დიდი და ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა. ერთი კი გავიფიქრე, ამას რა დალევს მეთქი, მაგრამ უკვე გვიანღა იყო, რაკი მოვითხოვე კიდეც უნდა დამელია. თასი რის ვაი ვაგლახით ავიღე და ორივე ხელით მოვიყუდე, ღვინო ტყვიასავით ჩამდიოდა ყელში, კისერშიც კი ჩამესხა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სასმელს არ ვეპუებოდი, სასმისი ბოლომდე დავცალე და დავჯექი. გადავწყვიტე, ასე დამემთავრებინა სუფრა. ასეც მოხდა, ამ ჯამის დალევის სურვილი არავის არ ჰქონდა და ქეიფი დამთავრებულად გამოცხადდა. სტუმრები აიშალნენ და წავიდნენ, მეც ფეხზე წამოვდექი. ჩემდა გასაკვირად თავს ცუდად არ ვგრძნობდი, მხოლოდ სხეული მქონდა ცოტა დამძიმებული, თემურის მშობლებს დავემშვიდობე და გუჯასთან და ნიკასთან ერთად სადარბაზოში გამოვედი. . – ბოდიში და ქეთიც ბოლომდე დარჩა, ჩაეკითხა ნუგზარი? – არა, სანამ მე ავდგებოდი მანამდე წავიდა სახლში მაგვიანდებაო, მომიბოდიშა. . სტუმრების ნაწილი კიბეებზე ფეხით ჩავიდნენ, მე ნიკა და გუჯა, კი ლიფტს დაველოდეთ. კარგად მახსოვს როგორ შევედით ლიფტში. მე უკან მივდექი და ზურგით ლიფტის კედელს მივეყუდე, ისევ ვიგრძენი ფეხების დაბუჟება და სიმძიმე, მაგრამ არაფერი არავისთვის არ მითქვამს, რადგან ასეთ მდგომარეობაში ადრეც ვყოფილვარ. ხელები განზე გავწიე, რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა, თავი ჩავღუნე. ლიფტი ქვევით ჩაქანდა. . სანდრო გაჩუმდა –მერე, რა მოხდა? –ამის მერე არაფერი არ მახსოვს, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უძირო, ბნელ და შავ უფსკრულში ჩავვარდი. სხეული გამიქრა და ირგვლივ უკუნი სიბნელე ჩამოწვა. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, თითქოს მოვკვდი და აღარ ვვარსებობდი. ჩემში სიცივემ და სიცარიელემ დაისადგურა. . .სანდროს ხმა ჩაუწყდა, ნუგზარმა მეგობარს შეხედა, იგი სადღაც სივრცეში იცქირებოდა, გამხდარ და წვერგაუპარსავ სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და კისერში ჩასდიოდა. . –სანდრო, კარგი აღარ გინდა! გაჩერდი! სტაცა ნუგზარმა ხელი მეგობარს.. |
|
|
Sep 23 2010, 01:18 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. . . .სანდრო ქუჩაში მარტოდმარტო მიაბიჯებდა. მას ასე განმარტოვებით უყვარდა სიარული. ქუჩას დაუყვებოდა და კილომეტრს კილომეტრზე ფარავდა. ტანზე, ბაბუის ნაქონი, ძველი, „დრაპის“ შავი პალტო ეცვა, ფეხზე კი მაღალყელიანი ზამშის „ბათინკები“. ეს პალტო შემთხვევით აღმოაჩინა სახლში და მას მერე ტანიდან არ იშორებდა. ასეთი ჩაცმულობა ბიჭს დიდ შეხედულებას აძლევდა, და ეს გარეგნული ცვლილება სანდროს ძალიან მოსწონდა.
საკმაოდ შორი მანძილზე წასულმა შესვენება გადაწყვიტა, იქვე ნაცნობ პარკში შევიდა და „სკამეიკაზე“ ჩამოჯდა. გაახსენდა გუშინდელი ნუგზარის ვიზიტი და ისაც გაახსენდა თუ რას ჰყვებოდა მეგობრის გასაგონად. რა თქმა უნდა ბოლომდე არ უთქვამს ყველაფერი, ისე, არც თვითონ იცოდა კარგად თუ გადახდა თავს . . ნიკას ნაამბობი გაახსენდა ნიკამ როგორც იტყვიან სიკვდილს გამოსტაცა ხელიდნ მისი თავის და მასთან ერთად დარჩა თემურის სახლში. . . სანდრომ მეორე დილით გაეღვიძა, ჯერ ვერ მიხვდა სად იყო და რა მოხდა, თავი სახლში ეგონა –ბებოოო! ძახა ჩახლეჩილი ხმით, რა თქმა უნდა მას არავინ არ გამოხმაურებია, იქაურობა მიათვალ– მოათვალიერა მისას ეს ბინა არ ჰგავდა, ჭერში აიხედა, არც „ლუსტრა’ იყო ნაცნობი და არც შპალერი, გვერდით მდგარი საწოლისკენ გაიხედა, ლოგინში ვიღაც უცხო კაცს ეძინა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ხელ–ფეხი არ ემორჩილებოდა. გვერდები და კიდურები საშინლად სტკიოდა.. ეს ყველაფერი რაღაც საშინელ კოშმარს ჰგავდა.. –ნეტა ვისთან ვარ? რა მოხდა? გვერდით ვიღაც უცხო კაცი იწვა ლოგინში. სანდრო მწოლარე ადამიანს დააკვირდა . . –ეს ხომ თემურის მამაა, მაგრამ იქიდან ხომ წამოვედი, არა შეუძლებელია! სანდრომ წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხზე დადგომა ვერ შეძლო, წაიფორხილა და ისევ ლოგინზე დაეცა. ცდილობდა ნაბიჯი გდაედგა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს ფეხების ნაცვლად ორი ხის ბოძი ჰქონდა მის სხეულს შეყენებული. . . –კი მაგრამ რატომ ვარ აქ ამ ბინაში და არ ჩემს სახლში.. სანდრო ცდილობდა გაეხსენებინა, თუ რა მოხდა გუშინ აქ, მაგრამ საუბედუროდ არაფერი არ ახსოვდა. თავი საშინლად სტკიოდა და თავბრუ ეხვეოდა, პირში ალკოჰოლის საძაგელ გემო ჰქონდა. დიდი წვალებით როგორც იქნა სააბაზანოსკენ გაიკვლია გზა. . . . . . თემო მშვენიერ გუნებაზე იყო, ქეიფმა კარგად ჩაიარა, სტუმრების წასვლის მერე ოჯახის წევრები სუფრას მიუსხდნენ და სავახშმოდ ემზადებოდნენ, მოულოდნელად კარები გაიღო და ნინო შემოვარდა, – ქვემოთ სანდროა ცუდად! კვდება! ნიკა ადგას თავს მიეხმარეთ, მიაყარა ნინომ ნამტირალევი ხმით, პატარა ბალიში არა გაქვთ მომეცით იქნება თავქვეშ ამოვუდოთ ცოდვაა. . . – რამდენიმე წუთში მთელი ოჯახი ქვევით იყო. . . – სანდრო სადარბაზოში ცემენტის ფილაქანზე იწვა, თავზე ვასო და ნიკა დასდგომოდნენ და ასულიერებდნენ – რა ხდება ბიჭო რა ამბავია, –იყვირა თემომ – რა ვიცი, აი ნახე რა დღეშია! ბალიში ჩამოიტანე უთხრა ნიკამ ნინოს, – აი, გამომართვი! გაუწოდა ნინომ პატარა ხევრდის ბალიში. – კარგია! თქვა ნიკამ და სანდროს თავქვეშ ბალიში ამოუდო, თითქოს ეს რამეთი უშველიდა. – აქ არაფერი არ გამოვა, შენთან უნდა ავიყვანოთ სახლში, უთხრა ვასიკომ თემოს. – ხო ასე სჯობია, დაეთანხმა თემო ..რის ვაი ვაგლახით გულწასული სანდრო უკან თემოსთან აიყვანეს და ლოგინზე დააწვინეს. – რა მოუვიდა ცოცხალია? შეიცხადა თემოს დედამ . მთელი ოჯახი სანდროს დასდგომოდა თავზე, ცდილობდნენ როგორმე გონებაზე მოეყვანათ, ბიჭი ძალიან სუსტად სუნთქავდა, ერთი წამიც და ალბათ სანდროს დაკარგავდნენ ნიკა რომ არა, იგი ეცა სანდროს პირი ძალით გაუღო და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაუწყო, უცბათ სანდრომ ამოისუნთქა, და სახეზე ფერი მოუვიდა. . . . . . ტრუსების ამარა ფეხშიშველი დააბიჯებდა ცივ პარკეტზე და ტანსაცმელს ეძებდა. . ოთახიდან გამოსულმა იქვე კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა, დილის 6 საათი იქნებოდა, ოთახში საკმაოდ ციოდა, თუმცა სანდრო სიცივეს ვერ გრძნობდა. იგი სასტუმრო ოთახში გავიდა, სადაც წინა ღამეს სუფრა იყო გაშლილი, საშინლად სწყუროდა, მაგიდაზე თავ ახდილი მინერალური წყლის ბოთლი დაინახა, მისწვდა დასალევად, მაგრამ ბოთლი ცარიელი აღმოჩნდა, –გაიღვიძე შვილო, მოესმა ხმა ეს თემოს დედა იყო –დილა მშვიდობისა! მიესალმა სანდრო –როგორ ხარ გენაცვალე? ჰკითხა ქალმა და სანდროს სიბრალულით შეხედა –არა მიშავს ცოტა თავი მტკივა და ყელი ისე მაქვს ჩამწვარი, თითქოს ცეცხლოვან ხანჯლებს ვყლაპავდი მთელი ღამე, სცადა გახუმრება სანდრომ, ისე „ბორჯომს“ თუ დამალევინებთ კარგი იქნება, სთხოვა დიასახლისს, –„ბორჯომი“ აღარ დარჩა, ლიმონათს მოგიტან ახლავე! თემოს დედა სამზარეულოში გავიდა და თავახდილი ლიმონათის ბოთლი მოუტანა, –მადლობთ, თქვა სანდრომ, ბოთლი მოიყუდა და სულმოუთქმელად გამოსცალა. . . –დილა მშვიდობისა! მიესალმა სანდრო –როგორ ხარ გენაცვალე? ჰკითხა ქალმა და სანდროს სიბრალულით შეხედა –არა მიშავს ცოტა თავი მტკივა და ყელი ისე მაქვს ჩამწვარი, თითქოს ცეცხლოვან ხანჯლებს ვყლაპავდი მთელი ღამე, სცადა გახუმრება სანდრომ, ისე „ბორჯომს“ თუ დამალევინებთ კარგი იქნება, სთხოვა დიასახლისს, –„ბორჯომი“ აღარ დარჩა, ლიმონათს მოგიტან ახლავე! თემოს დედა სამზარეულოში გავიდა და თავახდილი ლიმონათის ბოთლი მოუტანა, –მადლობთ, თქვა სანდრომ, ბოთლი მოიყუდა და სულმოუთქმელად გამოსცალა. . . –ჩემი ტანსაცმელი სად არის ხომ ვერ მეტყვით? მორიდებით იკითხა სანდრომ, და პასუხის მოლოდინში გაჩერდა. –შენი ტანსაცმელი, შვილო ძალიან დასვრილი იყო, გასაშრობად გავფინე შეიძლება გაშრა კიდეც თქვა ლამარა დეიდამ და ოთახიდან გავიდა. –დასვრილი იყო და გარეცხა. . ნეტავ რატომ? საკუთარ თავს დაუსვა კითხვა სანდრომ, მაგრამ პასუხი ვერ მოძებნა. . მალე თემოს დედაც გამოჩნდა ხელში გარეცხილი და გაუთოებულიყო პერანგი ეჭირა, –იცი სვიტერი ჯერ არა არის მშრალი ახლავე საუზმეს მოგიმზადებ, მანამდე თემოს ტანსაცმელს მოგცემ და ის ჩაიცვი, –დიდი მადლობა თქვა სანდრომ და პერანგი გადაიცვა. .აი ესეც ჩაიცვი სვიტერი შემოუტანა ლამარა დეიდამ, –მოკლედ როგორ გაწუხებთ, არა უშავს შვილო მთავარია ცოცხალი ხარ! თქვა ქალმა მაგრამ უეცრად შეჩერდა და საუბარი აღარ გააგრძელა.. –სანდრო ვერ მიხვდა რას გულისხმობდა თემურის დედა ამ სიტყვაში, ჩემი ქურთუკი სად არის? –შემოსასვლშია საკიდზე. იქნება მოგეცადა შვილო, ცოტა საჭმელი გეჭამა. –არა მადლობთ უნდა წავიდე, ინსტიტუტში ვარ მისასვლელი, კარგად ბრძანდებოდეთ, თქვა სანდრომ და წინა კარში გავიდა, საკიდიდან ქურთუკი ჩამოიღო, შეიკრა და ჯარები გაიხურა. სანდრო გარეთ ქუჩში გამოვიდა, დილის რვა საათი იქნებოდა საკმაოდ გრილოდა, კურტკის ღილები შეიკრა და ქუჩას ფეხით გაუყვა. გზაში კიდევ ერთხელ სცადა გაეხსენებინა, თუ რა მოხდა თემოსთან მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. დიდი ხანი მოუნდა „ნახლოვკიდან“ „ვაკეში“ ფეხით გასვლას. სახლთან რო მივიდა უკვე ცხრა იქნებოდა. კიბეებზე ავიდა, კარები შეაღო და თავის ოთახისკენ გასწია. –მოხვედი შვილო? მოესმა ხმა –ხო მოვედი! გაეპასუხა სანდრო –აბა ერთი შემომხედე, შენ რა ნასვამი ხარ? –არა რა ნასვამი, თავი იუარა სანდრომ, –შენმა მეგობარმა დარეკა? –რომელმა? –ასე მითხრა ნიკა ვარო, რო ვკითხე სანდრო სად არის მეთქი, სახლში ვერ მოვა ნასვამი იყო და აქ დარჩებაო, ასე მიპასუხა, ეს ნიკა ვინ არის მე არ ვიცნობ? –ხო, არა იცნობ! ჩემი კურსელია, თქვა სანდრომ –იქ დარჩი, თუ არა? – ხო, მართალი უთქვია, დავრჩი და იქ მეძინა – ასე არასოდეს არ მოქცეულხარ, რა მოხდა? – არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, – არაფერიო იძახი მე კი შემეშინდა და ჩვენი მეზობელს რომანი ბიძიას ვთხოვე იქნება სანდროს მოსაყვანად წამომყვე მეთქი, მანქანაში ჩავჯექით და საკვირველება თუ გინდა ეგაა, გზაში გაგვიჩერდა. . . . –გაგიჩერდათ? კი მაგრამ გზა საიდან იცოდი? გაუკვირდა სანდროს –შენი მეგობარი, რომაა ნუგზარი იმასთან დავრეკე სახლში აღმოჩნდა და მან მითხრა სად იყავი. –მანქანა გაჩერდა, მერე? –მერე არაფერი, ცოტა ხანი ვიცადეთ და რომანმა დააგორა და თავქვეზე მანქანა დაიქოქა, აი აღმართზე კი ვერა და ვერ ამოვიდა..რომანი ბიძიამ თქვა ასეთი რამ მანქანას არასოდეს არ მოსვლიაო. . . –კიდევ კარგი ვერ ამოვიდნენ თორემ ბებაჩემი ინფარქტს მიიღებდა, გაიფიქრა სანდრომ. . –ხო კარგი ახლა უნდა წავიდე, თქვა სანდრომ –სად მიდიხარ, ასეთ ფორმაში, ვისი ტანსაცმელი გაცვია? თემოსია! –შენი რა უყავი –თემოს დედამ გარეცხა, –რატომ, შეშინდა ბებიას –რატომ და წითელი ღვინო გადამესხა და ასე ხომ არ წამოვიდოდი იცრუა სანდრომ, და უხერხულობის დასაფარავად კარადაში რაღაცას დაუწყო ძებნა.–მოკლედ ინსტიტუტში უნდა წავიდე , სანდრო ნაჩქარევად აკეცა ბებიას და კარებში გავარდა. . . სასწავლებელში მალე მივიდა.. სტუდენტები ლექციის დაწყებამდე გარეთ იდგნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. იქვე კურსელებიც დაინახა და მათ მიუახლოვდა –ვაა,გადარჩენილს გაუმარჯოს, მის წინ ნიკა იდგა – როგორ ხარ ბიჭო, გუშინ მაგარი შიში გვაჭამე . . –მოდი რა ლექციაზე ნუ შევალთ, სადმე დავჯდეთ და მომიყევი რა მოხდა შეეხვეწა სანდრო ამხანაგს. –ნუ შევალთ? ჩაეკითხა ნიკა –ხო, ძალიან მაინტერესებს არაფერი არ მახსოვს. . –ისე შენთვის ჯობია არ გახსოვდეს და არც არაფერი არ იცოდე, ჩაილაპარაკა ნიკამ –რატო? მე მირჩევნია ვიცოდე. . ძალას ატანდა სანდრო –ხო კარგი, მოგიყვები, ოღონდა აქ არ გვინდა –აქვე კაფეში შევიდეთ, თან ლიმონათზეც დაგპატიჟებ –კარგი დაეთანხმა ნიკა, ბიჭები იქვე საჩაიეში შევიდნენ, ეს სტუდენტების თავშეყრის ყველაზე ხშირი ადგილი იყო, აქ ყველაფერი გაცილებით იაფი ღირდა, ბიჭები ერთერთ მაგიდასთან დაჯდნენ, მათ მაგიდას დამლაგებელი, სარე მიუახლოვდა, სარე ქურთი იყო ბიჭებთან ახლო იყო და ყოელთვის აინტერესებდა ვინ რითი ცოცხლობდა, სტუდენტებიც არაფერს არ უმალავდნენ მოკლედ მთელ ინსტიტუტის ახალგაზრდების გულის მესაიდუმლე იყო ეს დამლაგებელი, ახლაც სანდროს ზურგზე ხელი მოუთათუნა და ჰკითხა–როგორ ხარ სანდრო, გენაცვალე, –ვერა ხედამ როგორ არის მიქელგაბრიელთან იყო ვიზიტზე ადა ახლა შეხვედრის ნიუანსებს მიყვება..იხუმრა ნიკამ –შენ სულ ასე უნდა შაყირობდე ნიკო? გაბრაზებული კილოთი მიმართა სარემ –კარგად ვარ სარე დეიდა კარგად შენ ეს მითხარი შენ ხომ არ გიჭირს რამე? შეეკითხა სანდრო –არაფერი სანდროს ვენაცვალე, რა გინდათ ბიჭებო მითხარით და მე მოგიტანთ, შესთავაზა დამლაგებელმა –არა როგორ შეგაწუხო, ერთხანს იუარა სანდრომ, ისე ორ ბოთლ ლიმონათს თუ მოგვიტან კარგი იქნება დააყოლა ბოლოს. . სარე დაფაცურდა მაგიდა გადაწმინდა, სკამები შეასწორა და ლიმონათის მოსატანად გავიდა. . . –ბოლოს და ბოლოს იქნება დააყენო საშ მითხრა რა ხდებოდა თემოსთან, გაბრაზებული კილოთი უთხრა სანდრომ მეგობარს. –გარეთ რომ გამოვედით, ლიფტში ჩავჯექით, შენ ფეხები მოგეკეცა და ძირს გაიშოტე. . –მართლა? გაუკვირდა სანდროს –ხო გათიშული იყავი, გააგრძელა ნიკამ –მერე? –მერე ძლივს გაგიყვანე გარეთ და ცემენტის ბაქანზე დაგაწვინე, რამ სიმძიმე ყოფილხარ გაეცინა ნიკას. –აა ბიჭებო ისევ ანეკდოტებს ყვებით , ეს სარე იყო. ლიმონათის ბოთლი და ჭიქები ეჭირა სინით, –აი გამომართვით თქვა მან და ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა, ლიმონათი გახსნა და ბიჭებს დროსი კარგად გატარება უსურვა .. –რა კარგი ქალია არა, თქვა სანდრომ –კარგი ქალია მარა, მე უფრო კარგი ბიჭი ვარ. . ისევ გაიცინა ნიკამ. . –ხო მიდი მერე. . –სად ვიყავი,? –რამსიმძიმე ყოფილხარო, . . –ხო.. მოკლედ მკვდარივით იყავი რა. . –მე არაფერი არ მახსოვს თავი ხელებში ჩარგო სანდრომ თითქოს რაღაცის გახსენებას ლამობსო. . ნიკამ ლიმონათით შეავსო ჭიქები–შენ ძმაო თუ დაელევა არ შეგეძლო რას სვამდი მაგ სასმელს, შენ აი ეს ლიმონათი უნდა დალიო ან რძე, ჩაიხითხითა ისევ ნიკამ . . –რა მართალი, ხარ გაეღიმა სანდროს და თავი ასწია . .მერე როგორ გამოვედი მდგომარეობიდან? –გამოხვედი? კითხვა შეუბრუნა ნიკამ –ხო აბა რა! –გამოხვედი კი არა კინაღამ წერილი წაიღე იმ ქვეყანაზე, არ მახსოვსო რომ გაიძახი, რა გემახსოვრება გრძნობაზე არ იყავი, თემოს დას ეგონა რომ მოკვდი თავზე გედგა და ტიროდა. . .ძლივს გადაგარჩინეთ –როგორ? –ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაგიწყე, ხან მუცელზე გაწვებოდი ხელით ხან გულზე, მერე ნინო ავაგზავნე ზევით სახლში. . –რა ზევით? –ხო სახლში ადი და ბალიში ჩამოიტანე მეთქი. . –ბალიში რად გინდოდა გაუკვირდა, სანდროს. . –აბა ცივ იატაკზე ხომ გაცივდებოდი . გულუბრყვილოდ წამოსცდა ნიკას –შენც მაგარი ხარ, ლამის მოკვდიო იძახი და მკვდრის გაციება მე არ გამიგია. გადაიხარხარა სანდრომ და ლიმონათი მოსვა ჭიიდან . . –ხო სასაცილოდ გაქვს საქმე, თემოს მთელი ოჯახი დაგადგა თავზე . . –რა თქვეს? –თემომ კინაღამ გააფრინა, მოკლედ ყველას მკვდარი ეგონე. . ძლივს შეგიყვანეთ ლიფტში და ზევით ბინაში აგიყვანეთ, ლამარა დეიდამ რომ დაგინახა გული შეუწუხდა. . . –როცა გავიღვიძე, ვერ მივხვდი სად ვიყავი, მთელი სხეული მტკიოდა –გეტკინებოდა, აბა რა, ზურგზე მოგიკიდე და და ასე მინდოდა შენი აყვანა ზევით. . –შენც მაგარი მთვრალი ყოფილხარ. . გაეცინა სანდროს. . –ხო, ხელიდან გამივარდი, და და კიბეებზე ჩაგორდი, ჩუმად დაამთავრა სათქმელი ნიკამ თითქოს ასე ამხანაგს ბოდის უხდიდა. . . –ამიტომაც ვიყავი მაგარი დანგრეული, მშვიდი ტონით გასცა პასუხი სანდრომ, ისე რომ არა უგრძნობინებია ის რომ ვინმეზე ნაწყენი იყო. –თითქმის შიშველი ვიყავი. . ეს ალბათ შენი დამსახურებაა, ზურგზე ხელი დაჰკრა სანდრომ გასამხნევებლად ამხანაგს, –ხო, მე გაგხადე ყველაფერი გული აგერია და ასე დასვრილს ხომ არ დაგტოვებდი . .პირი ძალით გაგიღე თემოს დედა კი ენას გიჭერდა კოვზით. . ეტყობა ყელი მაგის გამო მქონდა ჩახეხილი, – არა, ეგ ნიშადურის სპირტის ბრალი იქნება, თემოს დედამ მოგიტანა ცხვირთან ეგება გონზე მოვიდესო. . .ნიკა აგრზელებდა საუბარს მაგრამ სანდრო აღარ უსმენდა, იგი ფიქრებმა წაიღო. . გაახსენდა, პირველად როდის დაკარგა გონება. . . |
|
|
Sep 27 2010, 04:02 PM
Post
#13
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. . .სანდრო იმ ზაფხულს არსად არ წასულა, შეყვარებული იყო, თეონა შემთხვევით გაიცნო ერთ–ერთ საგამოფენო დარბაზში, სურათებს ათვალიერებდა როცა გვერდით ერთი სიფრიფანა გოგონა გაჩერდა და იმავე სურათს დაუწყო ყურება რომელსაც თვითონ უცქერდა.
–მოგწონთ? შეეკითხა იგი –რა მკითხეთ? გამოეპასუხა სანდრო მას იმდენად მოეწონა შესრულებული ნახატი რომ თვალს ვერ წყვეტდა და ამ დროს თუ ვინ იყო მის გვერდზე ვერ შეამჩნია. –მოგწონთ მეთქი გაუმეორა გოგიონამ –აა, დიახ რა თქმა უნდა, მეც მინდა ასე ვხატავდე. . დაიმორცხვა სანდრომ –თქვენ მხატვარი ხართ? –არა ისე, ჩემთვის ვერთობი, მორიდებით ჩაილაპარაკა მან. . –თქვენ? –მე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ უნივერსიტეტში, თიკო მქვია, თქვენ რა გქვიათ? –სანდროს მეძახიან . . . . სანდრო და თიკო ჯერ დამეგობრდნენ, შემდეგ კი შეყვარებულები გახდნენ. თუმცა ეს შეყვარებულობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მათი სიყვარულმა სულ სამი დღე გასტანა კვირიდან ოთხშაბათამდე. . . . .სანდრომ თიკოს სურათიც კი დახატა და საძინებელში ჩამოკიდა, დაწოლილი სურათს უყურებდა და ოცნებობდა ხოლმე, ბებია შემოვიდოდა ოთახში შეხედავდა შვილიშვილს თავს გადააქნევდა და ისევ გავიდოდა. . –ერთხელაც ვერ მოითმინა და სანდროს „დაკითხვა დაუწყო –სანადრო შვილო, არ გესმის, მიმართა მწოლიარეს –სანდრო ხმას არ იღებდა –რა გემართება შვილო, არაფერს აღარ მიგონებ –რა თქვი ბებო რატომ არაფერს –რატომ და ეხლა შენ სადღაც ხარ და იქ ოცნებებში ცხოვრობ, შეყვარებული იქნები –რა ვიქნები რა იქნები და შეყვარებული –ხოო –რატომ არ მელაპარაკები შვილო იქნება მითხრა ვინ გიყვარს? –კარგი ბებო, გეტყვი საწოლზე იდაყვებით წამოიწია სანდრომ და ბებიას შეხედა, ერთი კარგი გოგოა თიკო ჰქვია –მერ ასე უნდა რატომ აქამდე არ მიმხელდი? უსაყვედურა ბებიამ შვილიშვილს. –აქამდე მეც არ ვიცოდი, გაეცინა სანდროს –რა, არ იცოდი? –ხო არ ვიცოდი, ასე უცაბედად შემიყვარდა . . –ისე გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ, სიმღერებს ღიღინებ გიტარაზე, ლექსებს კითხულობ. .მოკლედ შენ სულ სხვა სანდრო გახდი! თითქოს უსაყვედურა ბებიამ –არა ბებო, სულ სხვა კი არა ნამდვილი სანდრო ვარ ისევ გაეცინა მას. . –კარგი შვილო , ღმერთმა გისმინოს. .ჩაილაპარაკა მოხუცმა და სანდრო მარტო დატოვა. ოთხშაბათ დილით, სანდრომ ცუდ გუნებაზე გაიღვიძა, ამ დღეს იგი მოუთმენლად ელოდა, გადაწყვეტილი ჰქონდა თიკოს შეხვედროდა და სიყვარული აეხსნა, თუმცა რატომღაც ამის სურვილი არარ ჰქონდა, სანდრო ძლივ–ძლივობით წამოდგა საწოლიდან სააბაზანოში შევიდა. პირსაბანთან მივიდა და სარკეში ჩაიხედა,თავი ძალიან ფერმკრთალი ეჩვენა. სახეზე საგრძნობლად გამხდარიყო. გადაწყვიტა წვერი გაეპარსა და გარეგნობა შეეცვალა. .მართლაც პირი გაიპარსა. . და თმა დაივარცხნა, ბებიის სიტყვებით „გალამაზდა“ თუმცა გრძნობდა რომ თიკოს ნახვა არ უნდოდა, თითქოს რაღაც ძალა ხელს უშლიდა აკავებდა. . სანდრო თავის ოთახში შევიდა და ცოტა ხნით საწოლზე ჩამოჯდა, უჩვეულო გრზნობა დაეუფლა ვერ გაეგო რა ემართებოდა, უცაბედად თავი ხელებში ჩარგო და გულამოსკვნილი ატირდა. ბიჭს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე, სანდრო ბღაოდა, თან ღმერთს სთხოვდა შველას (როგორც მერე უცხო კაცმა უთხრა, ეს მისი სიყვარულის დაკარგვის წინასწარი გამოგლოვება იყო) ასე ათი წუთი ტირილისა და ვაების შემდეგ, სანდრო გაჩერდა, ცოტა სული მოითქვა და გადაწყვიტა შეხვედრაზე მაინც წასულიყო. პაემნზე ისევ იქ ძველ ადგილზე ჰქონდა დანიშნული, თიკოს ისევ იმ გალერეის წინ უნდა შეხვედროდა სადაც გოგონა პირველად ნახა. სანდრომ გადაწყვიტა, გზა სახლიდან გალერეამდე ფეხით გაევლო, მისთვის ეს მანძილი გოლგოთას გზა იყო, ძლივს ადგამდა ნაბიჯებს, საფეთქლები უხურდა და გული ძალუმად უცემდა. . ძლივს მიაღწია შეხვედრის ადგილს. . ერთი წამით გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო და შემოტრიალდა კიდეც რომ უცბად სახელოზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო, სანდრო შემოტრიალდა და გაოცდა მის წინ „უცხო კაცი“იდგა ამდენი ხანია რაც ერთმანეთი არ ენახათ, იგი ხომ გარეუბანში ცხოვრობდა და იშვიათად თუ გამოივლიდა ქალაქის ცენტრში. –უფფ! აღმოხდა სანდროს, გაოცებისგან –რას შვები სანდრო, როგორ ხარ? მიესალმა „უცხო კაცი’’ –თქვენა ხართ ბატონო დავით, აქ რას შვებით ? –აქ ჩემი მეგობრის გამოფენაა და ამის სანახავად მივდივარ აქვე გალერეაში. –შენ რას შვები კიდევ ხატავ? –არა აღარ. . –რატომ? გაუკვირდა დავითს –რა ვიცი ალბათ რაღაც სხვა უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემს თავს –ხოოო,თუ გინდა შენც ჩემთან ერთად წამოდი ერთად დავათვალიეროთ გამოფენა. . – იცით მე არა მცალია, შეხვედრა მაქვს, ერთი მეგობარი გოგო უნდა ვნახო. – შეხვდი, მე ჯერ არ მეჩქარება აი იქ მოშორებით დავჯდები, და დაგელოდები რომ განთავისუფლდები ხელით მანიშნე. . – სანდროს არაფერი არ უთქვამს, ქუჩაში მდგარი სკამისკენ მიმავალ უცხო კაცს გააყოლა თვალი . .სანდროს თიკოსთვის, თავისი დახატული სურათი ჰქონდა წამოღებული. წინა დღით ოცნებობდა, ნეტა როდის მოვა მეორე დღე, რომ მალე ვაჩვენოო, ახლა კი სად დაემალა ეს ნახატი არ იცოდა. .გალერიის წინ დაწყობილ ვეებერთელა ქვებთან მივიდა და ერთ–ერთზე ჩამოჯდა.. თიკოც მალე გამოჩნდა, ერთ ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა,მეორეში კი პატარა შეკვრა –გამარჯობა სანდრო ! მიესალმა თეონა და სანდროსკენ გაიწია საკოცნელად, მაგრამ სანდრო ფეხზე არ წამომდგა, ისე გაუწოდა ხელი მისასალმებლად –გამარჯობა თიკო, რა კარგად გამოიყურები! –მადლობ, აი ნახე რა მოგიტანე საჩუქრად! –რა? –აი გამომართვი და გახსენი, თქვა თეონამ და სანდროს ქარალდის შეკვრა გაუწოდა. რა არის? –გახსენი და გაიგებ გაეცინა თიკოს. –სანდრომ ქაღალდის შეკვრა გახსნა, ლამაზ მუყაოს უთში ტუჩის ჰარმონიკა იყო მოთავსებული. ბიჭი გაოცდა ასეთ საჩუქარს არ ელოდა, სულ ორი დღის წინ ჰქონდა თიკოსთვის ნათქვამი , რომ ტუჩის გარმონის ყიდვა სურდა. . –რა ლამაზია! უთხრა თიკოს და ლოყაზე აკოცა–დიდი მადლობა, .სანდროს სხვა დროსაც უკოცნია გოგონასთვის, თუმცა ამჯერად მას სხვა განცდა დაეუფლა, იგრძნო, რომ ეს ადრინდელ კოცნას არჰგავდა. – რა გჭირს სანდრო? ჰკითხა თიკომ – რა უნდა მჭირდეს, კითხვაზე კითხვითვე უპასუხა სანდრომ – რაღაც სხვანაირი მეჩვენები – არა, რა სხვანაირი? – აბა ერთი შემომხდე, უთხრა თიკომ და სანდროს პირდაპირ თვალებში ჩახედა. – სანდრო უცქერდა, თეონას მაგრამ მის სახეს ვერ ხედავდა – რა მოხდა აღარ მეტყვი? რაღაც უცნაურად მიყურებ, ხმა აუთრთოლდა თიკოს – რა ვიცი აბა! რაღაც ცუდათ ვგრძნობ თავს, თქვა სანდრომ. . – რაღა ეხლა აიტკივე თავი! გაბრაზდა თიკო, შენ არ მითხარი ტელეფონში, მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრაო, – ახლა მაგის თავი არა მაქვს! – აბა რის თავი გაქვს, გაბრაზდა თიკო – გინდა ჩემს მეგობარს გაგაცნობ! უთხრა სანდრომ – ვინ მეგობარს? – გახსოვს რო გეუბნებოდი, უცნაური კაცია მეთქი, წამოდი! სანდრომ ხელი მოჰკიდა გოგონას და „უცხო კაცისკენ“ წაიყვანა. . – „საკამეიკას“ ერთად მიუახლოვდნენ, უცხო კაცი, წყნარად იჯდა, მუხლებზე საქარალდე დაედო და რაღაცას გულმოდგინებით წერდა. – აი გაიცანით, ეს ჩემი მეგობარი გოგონაა, თიკო ჰქვია – საიამოვნოა! თქვა „უცხო კაცმა“, საქარალდე გვერდზე გადადო, ფეხზე წამოდგა და მისალმების ნიშნად თიკოს ხელი გაუწოდა. – ჩემთვისაც, თქვა თიკომ და უცხო კაცის დიდ და ძლიერ ხელს, თავისი მომცრო ხელის მტევანი შეაგება. . – –იქნება, ჩვენთან ერთად შემოხვიდეთ საგამოფენო დარბაზში საინტერესო გამოფენაა! შესტავაზა უცხო კაცმა. მართლაც ერთად შევიდნენ გამოფენაზე დაათვალიერეს ნახატები, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. . . სანდრომ მეგობრებს დაასწრო ქუჩაში გამოსვლა, მან გალერიის კიბეები ჩამოირბინა და იქვე ხის ქვეშ განმარტოვდა. –ეხლა რა ვქნათ? ჰკითხა სანდრომ მოახლოვებულ თიკოს და უცხო კაცს –თუ გინდა მე გამაცილეთ! შესთავაზა უცხო კაცმა ორივეს –არა, იცით მე ვე რ წამოვალ, სანდროს როგორც უნდა ისე მოიქცეს! თქვა თიკომ სანდრომ არ იცოდა რა ექნა. .თიკოსთან დარჩენილიყო, თუ უცხო კაცს გაჰყოლოდა, იმასა კი ხვდებოდა რომ ეხლა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, საშინელი გრძნობა დაეუფლა, მასში ორი საწინააღმდეგო ძლა ერთმანეთს ეჭიდებოდა, გული ერთს ეუბნებოდა გონება მეორეს, ბოლოს სანდრომ თავი გადააქნია ხელები ზურგზე შემოიწყო და უცხო კაცს გაჰყვა. . –სანდრო! მოესმა უკნიდან თიკოს ხმა ბიჭი უკან არ შებრუნებულა, მიდიოდა სანდრო და ხვდებოდა რომ რაღაცას ჰკარგავდა, ძალიან ძვირფასს , მაგრამ იმ წუთში მასში ამ დანაკარგით გამოწვეული ტკივილის გრძნობა გამქრალი იყო, მისთვის თიკო უკვე იმ გამოტირებულ სათამაშოს ჰგავდა რომელიც ბავშვს სანამ ახალია მოსწონს და მერე როცა იგი მოძველდება ან გაუტყდება აღარ აღელვებს. . –სანდრო სახლში გადაღლილი დაბრუნდა ერთდროულად დათრგუნულიც იყო და იმედგაცრუებულიც, თავის ოთახში შევიდა და ლოგინში ჩაწვა. . ცოტა ხანში ტელეფონის რეკვა მოესმა, ყურმილი ბებიამ აიღო, და გამოსძახა –სანდრო ტელეფონთან გთხოვენ! –ვინ, არის? –არ ვიცი ვიღაც გოგოა სანდრო მიხვდა, რომ ეს თიკო იქნებოდა და გადაწყვიტა ხმა არ გაეცა და თავი მოიმძინარა მაგრამ, ბებია არ მოეშვა ლამის ხლში მიაჩეჩა ყურმილი –გისმენთ! –სანდრო, მოისმა ხმა –ხო შენა ხარ თიკო, –ხო, მე ვარ, რა საქციელი იყო ის? –რაზე მელაპარაკები? – კარგი ეხლა თავს ნუ ისულელებ, რა გააკეთე დღეს შენ? –არაფერი მე ისევ ძველებურად ვარ შენთან! –რა ძველებურად? –ხო, როგორც ადრე ვიყავით –ტყუილს ამბობ! –არა, თუ გინდა შენზე ლექსი დავწერე და წაგიკითხავ. . –რა დროს ლექსია. .კურდღელივით მოიქეცი თქვა თიკომ და ყურმილი დაკიდა. |
|
|
Oct 5 2010, 11:40 AM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის... .
|
|
|
Oct 20 2010, 11:37 AM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 652 Joined: 1-September 10 From: თბილისი Member No.: 6,251 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სანდრო გაშრა, რამდენიმე წამს ასე უაზროდ იდგა, ვერ გაეცნობიერებინა თუ რა მოხდა. . თავი დაუმძიმდა და საფეთქლებში მოწოლა იგრძნო, ისეთი განცდა ჰქონდა რომ ცოტაც და თავი გაუსკდებოდა. მის წინ ოთახი ნელა ამოძრავდა, თვალები დაუბნელდა და ყურმილი ხელიდან გაუვარდა..
თიკო ოთახში შებრუნდა, სანდროსთან ლაპარაკმა იგი ძალიან გაანაწყენა, მას ვერ გაეგო თუ რატომ შეაქცია ზურგი სანდრომ. მის თვალში იგი მოღალატე იყო. გოგონა თავის ოთახში შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა, არ იცოდა რა ექნა, უნებურად კედლებს შეხედა, რატომღაც თვალში ძველი გახუნებულ სურათი მოხვდა. მასზე ახალგაზრდა ქალ–ვაჟის გამოსახულება იყო. თიკოს ადრე მოსწონდა ეს სურათი, ამჯერად კი თვალი აარიდა. იგი ძალიან გაბრაზებული იყო სანდროზე და არაფერი აღარ ახალისებდა, ფოტოს გვერდზე ზამთრის პეიზაჟი იყო გამოსახული, ზამთარი ძალიან უყვარდა თიკოს, მოსწონდა ქათქათა თოვლით დაფარული ხეები, გადათეთრებული ქუჩებში, სეირნობა. მისი საწოლი ფანჯარასთან ახლოს იდგა, ძალიან სიამოვნებდა საწოლში მწოლარეს თოვლის ფანტელების ცქერა თიკოს გაახსენდა, თუ როგორ გაიცნო თავისი პირველი შეყვარებული. . ზამთრის ბოლო თვე იდგა, მაგრამ თითქოს თიკოს ჯიბრზე, ისეთი მზიანი ამინდები იდგა შემოდგომის პირი გეგონებოდათ. ეს ზამთარი ჩანდა უთოვლოდ აპირებდა დამშვიდობებას. იმ საღამოს თიკო ადრე დაწვა დასაძინებლად, მალე ჩაეძინა კიდეც, ძილში სიზმარი ნახა, თითქოს თოვლი მოსულიყო, ისეთი ფაფუკი და რბილი როგორც ბამბის ქულა, თიკო თოვლში დარბოდა და ფიფქებთან ერთად ცეკვავდა, ფანტელები კი ცვიოდა და ცვიოდა. . . დილით სიცივემ გამოაღვიძა, რაც ძალიან ეუცხოვა, საწოლზე წამოიწია და ქუჩაში გაიხედა. . თითქოს სიზმარი ახდაო. . ქალაქის ქუჩები თეთრად იყო გადაპენტილი. . –ღმერთო რა კარგია! ნეტა ყველა სიზმარი ასე ამიხდეს! წამოიძახა თიკომ და გახარებული საწოლიდან წამოხტა, საჩქაროდ ხალათი გადაიცვა და სააბაზანოში გავიდა. იგი ოცდაოთხი წლის იყო, გრძელი წაბლისფერი თმები და თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ხორბლისფერ სახეს წითელი ტუჩები და პატარა ცხვირი უმშვენებდა, თიკო თავისი გამოსახულებით კმაყოფილი დარჩა, სავარცხელი მოიმარჯვა და თმების დავარცხნა დაიწყო. ყოველთვის უყვარდა სარკის წინ კოხტაობა, თმების გასწორებას რომ მორჩა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში და და თმა სამაგრით შეიკრა. – თიკო მოდი ტელეფონზე გეძახიან, მოესმა დედის ძახილი – ხო! ახლავე მოვდივარ! გოგონა სააბაზანოდან გამოვიდა და და ჰოლში ტელეფონს მისწვდა. – როგორ ხარ? ნატვრა აგიხდა? მოესმა მილში მეგობრის ხმა. – ააა! შენა ხარ, მაკა, ხო, მართლა ძალიან გახარებული ვარ, შენ რას აკეთებ? – არაფერს, თუ გცალია ჩემთან გამოიარე, შენთვის სიურპრიზი მაქვს! – რა სიურპრიზი?! გაეცინა ნასიამოვნებ თიკოს – მოხვალ და ნახავ, თუ გითხარი რაღა სიურპრიზი გამოვა, აბა გელოდები – კარგად, თიკომ ყურმილი დაკიდა. მაკა მისი ბავშვობის მეგობარი იყო, ერთმანეთს თითქმის ყველაფერს უმხელდნენ, ამჯერად მეგობარმა თავისი სიურპრიზით ძალიან გააკვირვა. თიკო ინტუიციურად გრძნობდა, რომ მისთვის ეს „სიურპრიზი“ ახალი და მნიშვნელოვანი რამ უნდა ყოფილიყო. . საჩქაროდ ოთახში შევიდა და ჩაცმა დაიწყო. თეთრი ბეწვის ქურქი ჩაიცვა, თავზეც თეთრი ბერეტი დაიხურა, ყელზე კი ვარდისფერი შარფი მოირგო –სად მიდიხარ შვილო ამ დილა უთენიას? შეეკითხა განცვიფრებული დედა –მაკასთან გადავალ ერთი წუთით და რაღაც უნდა მომცეს, და მალე მოვალ კარგი? უთხარა დედას და საკოცნელად ლოყა მიუშვირა. –კარგი შვილო, ოღონდა არ დააგვიანო, ქუდი გაუსწორა დედამ და ლოყაზე აკოცა. –აბა წავედი! თიკომ სწრაფად ჩაირბინა სადრბაზოს კიბეები და ქუჩაში გავიდა. არემარე თოვლით იყო გადაპენტილი, ციდან ცვიოდა და ცვიოდა ფანტელები. . თიკომ ხელები ზევით აიშვირა, პაწაწინა თეთრი ფიფქები ნაზად ელამუნებოდნენ ხელის გულებზე და სახეზე. ახლად მოსული თოვლი სასიმოვნოდ ხარშუნობდა ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე. . მაკა იქვე, მეზობელ მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობდა. თიკო ლიფტში ჩაჯდა და მეცამეტე სართულის აღმნიშვნელ ღილაკს დააჭირა თითი. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, ლიფტი ჩქარა ასრიალდა ზევით. თიკო ბაქანზე გამოვიდა და ერთ–ერთი ბინის წითელი კარისკენ გაემართა. გოგონა ერთი წუთით შეჩერდა, ყოყმანობდა, თითქოს არ უნდოდა ამ კარში შესვლა. .ბოლოს როგორც იქნა გაბედა და ზარის ღილაკს მისწვდა..კარი მალე გაიღო და წინაკარში მაკა გამოჩნდა –მომილოცავს, პირველი თოვლის მოსვლა! ჩქარა შემოდი! თიკომ ფეხები წინაკარში დაიბერტყა, ქურქი გაიხადა და ოთახში გაუბედავად შეაბიჯა. მაკა დაბალი ტანის შავგვრემანი გოგო იყო, გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თიკოს მისი მხიარული ხასიათი უფრო იზიდავდა და და მას თავის საუკეთესო მეგობრად თვლიდა. – აბა სად არის შენი სიურპრიზი, ვეღარ ითმენდა თიკო – ისეთი არაფერია, მოდი! მაკამ თავისი ოთახის კარი შეაღო, გოგოები ოთახში შევიდნენ და დივანზე დასხდნენ. – აღარ იტყვი რა არის? გაბრაზებული ტონით ისევ იკითხა თიკომ – ცოტა ხანი მოიცადე და თვითონ მოვა! ეშმაკურად გაიღიმა მაკამ – რა მოვა თვითონ? გაუკვირდა თიკოს. – რა მოვა და სიურპრიზი! – შენ რაღაცას მატყუებ არა? ჩაეკითხა თიკო – არა! რას უნდა გატყუებდე. გითხარი თვითონ მოვა მეთქი.. ისევ გაიღიმა მაკამ– მე ახლავე მოვალ, ყავას მოვადუღებ, შენ არ მოიწყინო! მაკა იქვე პატარა მაგიდასთან მივიდა და მგნიტოფონი ჩართო. . თიკო მარტო დარჩა ოთახში, უცნაური განცდა დაეუფლა, უნდოდა წამომდგარიყო და ეს სახლი დაეტოვებინა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა. .უნდოდა გაეგო თუ რა მოუმზადა მას მეგობარმა. . აღელვებული გოგონა წამოდგა და ოთახის კედლებზე ჩამოკიდებულ ნახატებს შეავლო თვალი. . . |
|
|
Jul 24 2011, 01:56 PM
Post
#16
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 325 Joined: 9-July 11 Member No.: 6,509 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-როგორ ხარ? ჩაესმა ხმა, ნუგზარი შემობრუნდა, მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა. -ვერ მიცანი? გაიღიმა უცნობმა, -ბოდიში, ვერ გიცანით! ნუგზარი შემცბარი უყურებდა უცნობს, მერე თანდათან თვალებში სხივი ჩაუდგა. -აუჰ! ხელები გაშალა და შავებში ჩაცმულ მაღალ, მამაკაცს მოეხვია - ძლივს გიცანი, თქვა ნუგზარმა -არა უშავს ხდება ხოლმე, გაიღიმა უცნობმა, -უფფ! შვებით ამოისუნთქა ნუგზარმა, -წეღან, რომ დაგინახე, ვერც მე გიცანი, რამდენი ხანია მოგდევ, თან ვფიქრობდი: ის არის თუ არა მეთქი? - როგორ ხარ? - ჩაესმა ხმა. ნუგზარი შემობრუნდა, მის წინ უცნობი მამაკაცი იდგა. - ვერ მიცანი? - გაიღიმა უცნობმა, - ბოდიში, ვერ გიცანით! - ნუგზარი შემცბარი უყურებდა უცნობს, მერე თანდათან თვალებში სხივი ჩაუდგა. - აუჰ! ძლივს გიცანი, - თქვა ნუგზარმა, ხელები გაშალა და შავებში ჩაცმულ მაღალ მამაკაცს მოეხვია - არა უშავს, ხდება ხოლმე, - გაიღიმა უცნობმა. - უფფ! - შვებით ამოისუნთქა ნუგზარმა. - წეღან, რომ დაგინახე, ვერც მე გიცანი, რამდენი ხანია მოგდევ... თან ვფიქრობდი: ის არის თუ არა მეთქი? ასე თუ არ გაასწორე დიალოგები, ძალიან რთული აღსაქმელი იქნება. ანუ: - (რას ამბობს), - (ვინ ამბობს), - (რას ამბობს)... და პუნქტუაციაც გასასწორებელი გაქვს. -------------------- * * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!! * * * მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე... მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების, როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან? |
|
|
Jul 24 2011, 02:10 PM
Post
#17
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 325 Joined: 9-July 11 Member No.: 6,509 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
. . .სანდრო იმ ზაფხულს არსად არ წასულა, შეყვარებული იყო, თეონა შემთხვევით გაიცნო ერთ–ერთ საგამოფენო დარბაზში, ...
–მე ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ უნივერსიტეტში, თიკო მქვია, თქვენ რა გქვიათ? –სანდროს მეძახიან . . . . სანდრო და თიკო ჯერ დამეგობრდნენ, შემდეგ კი შეყვარებულები გახდნენ. თიკოც მალე გამოჩნდა, ერთ ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა,მეორეში კი პატარა შეკვრა. –გამარჯობა სანდრო ! მიესალმა თეონა და სანდროსკენ გაიწია საკოცნელად, მაგრამ სანდრო ფეხზე არ წამომდგა, ისე გაუწოდა ხელი მისასალმებლად ამ გოგოს თიკო ჰქვია თუ თეონა? თუ სინამდვილეში თეონაა და სანდროსთან ”თიკო” დაირქვა? ანანდა, ესეც სასწრაფოდაა გასასწორებელი. -------------------- * * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!! * * * მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე... მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების, როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან? |
|
|
Jul 24 2011, 02:12 PM
Post
#18
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 325 Joined: 9-July 11 Member No.: 6,509 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
–აი გამომართვი და გახსენი, თქვა თეონამ და სანდროს ქარალდის შეკვრა გაუწოდა.
რა არის? –გახსენი და გაიგებ გაეცინა თიკოს. – აბა ერთი შემომხდე, უთხრა თიკომ და სანდროს პირდაპირ თვალებში ჩახედა. – სანდრო უცქერდა, თეონას მაგრამ მის სახეს ვერ ხედავდა – რა მოხდა აღარ მეტყვი? რაღაც უცნაურად მიყურებ, ხმა აუთრთოლდა თიკოს -------------------- * * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!! * * * მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე... მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების, როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან? |
|
|
Jul 24 2011, 02:15 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 325 Joined: 9-July 11 Member No.: 6,509 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაპატიე, შენიშვნები რომ მოგეცი, მაგრამ...
რა ვქნა? ასეთი მაწაკი თვალი მაქვს... -------------------- * * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი, მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!! * * * მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე... მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების, როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან? |
|
|
Jul 29 2011, 08:09 PM
Post
#20
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანანდა
რატომ აღარ აგრძელებ?! |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:07 AM |