IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

18 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეგეტარიანელობა
TeO
post Jun 18 2008, 01:47 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



welcomeani.gif
ვეგეტარიანელობა - კვების ფილოსოფია

ეს მოძრაობა გაფორმდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, მაშინ ვეგეტარიანელობას კვეთრად გამოხატული მორალური მიმართულება ჰქონდა. მაგ. ლევ ტოლსტოი ამ მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტი გახდა მას შემდეგ, რაც სასაკლაო მოინახულა.
დღესაც ვეგეტარიანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე უარს ამბობს სულიერების პოზიციიდან - არ მოვსპოთ სხვა არსების სიცოცხლე.


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:48 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინ ანიჭებდა მცენარეულ საკვებს უპირატესობას? აი, ზოგიერთი მადგანი:
პითაგორა, ეპიკური, პლატონი, სენაკა, მონტენი, ვოლტერი, რუსო, ლამარტინი, ბაირონი და სხვა.


ვეგეტარიანელები თავიანთი შეხედულებებით არ არიან ერთსულოვანნი:
• ამ სისტემის მომხრე ყველა ადამიანი უარს ამბობს ხორცსა და თევზზე.
• მკაცრი ვეგეტარიანელები აღიარებენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს.
• ლაქტოვეგეტარიანელები უარს არ ამბობენ რძესა და რძის პროდუქტებზე.
• ოვოლაქტოვეგეტარიანელები, მცენარეულ საკვებთან ერთად მიირთმევენ რძეს, რძის პროდუქტებს, კვერცხს (”ლაქტო”-ლათ..,რაღაც დაკავშირებული რძესთან, ”ოვო”- კვერცხთან).

არსებობენ ე.წ. ეკოლოგიური ვეგეტარიანელები (რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ კაცობრიობა გაფლანგავს დედამიწის ცოცხალ რესურსებს და დაიღუპება შიმშილით, თუ დროულად არ გადავა მხოლოდ მცენარეულ საკვებზე.) და ჰიგიენური ვეგეტარიანელები (რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე). მათი ძირითადი არგუმენტია: ”სამკურნალო მცენარე უამრავია, მაგრამ განა არსებობს სამკურნალო ხორცი?”
ოფიციალური მედიცინა დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, რომ ვეგეტარიანელობა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგან ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულფასოვან ცილებზე, ბ12 ვიტამინსა და კალციუმზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ”ფიზიოლოგიური ნორმის” ძველი გაგება სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ცილისა და კალციუმის რაოდენობა, შესაძლოა, მივიღოთ მცენარეული პროდუქტებიდანაც.
ასე, რომ უმთავრესი ბრალდებები ვეგეტარიანელობის მიმართ დრომ თავისთავად მოხსნა.



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:48 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეგეტარიანელობის უდავო ღირსებები

• მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის კარგ მუშაობას, ათეროსკლეროზისა და კიბოს თავიდან აცილებს.
• მცენარეული საკვები არ შეიცავს ქოლესტერინს, გარდა ამისა, მცენარეული პროდუქტები (მაგ. სოიო) თავად აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს.
• ბოსტნეული და ხილი მდიდარია მრავალი ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩულებლად.
• მცენარეულ საკვებში არსებული ფოტონციდები თრგუნავენ ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
• ვეგეტარიანელებს თითქმის არ აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, შაქრის დიაბეტი. მათ შორის გაცილებით მეტია ხანდაზმული ადამიანები. ამის მიზეზი არა მხოლოდ კვების ხასიათია, არამედ ის, რომ მცენარეული რაციონის მომხრენი მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:49 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესო ფაქტი

გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიმალაის მთებში აღმოაჩინეს ხუნზების ტომი, რომელიც ზღვის დონიდან 1600-3000 მ სიმაღლეზე ცხოვრობს.
ისინი გამოირჩევიან სილამაზით, კეთილგანწყობით და სიმშვიდით. მათი საკვებია ხილი (ძირითადად გარგარი), კაკალი, მარცვლეული, ბოსტნეული - ტიპიური ვეგეტარიანული ნაკრები. დედები ბავშვებს ძუძუს აწოვებენ 3 წლამდე, შემდეგ აძლევენ თხისა და ძროხის რძეს. ზრდასრული ხუნზები რძეს თითქმის არ სვამენ, ხორცს ჭამენ არა უხშირეს 3-4-ჯერ.. წელიწადში!
მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობისას, ამ ამ ჯგუფში პრაქტიკულად არ გამოვლინდა დაავადებული ადამიანი.
ხუნზებმა მხოლოდ ახლახანს დაიწყეს გადაშენება. მრავალრიცხოვანმა ტურისტებმა, რომლებიც ვერ მალავდენ ცნობის წადილს, მოენეხულებინათ ”უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე”, აბორიგენებს ჩაუტანეს ალკოჰოლი, სიგარეტი, თავს მოახვიეს თავიანთი კვების რაციონი.
პრაქტიკულად, ის, რაც ხალხმა 2000 წელი შეინარჩუნა, ცივილიზაციამ, სულ რაღაც 10 წელიწადში გაანადგურა!



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:50 PM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რამდენიმე რჩევა ვეგეტარიანელებს:

• გახსოვდეთ, ვეგეტარიანელობა გულისხმობს არა მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვას რაციონიდან, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგალითად, უარის თქმას თამბაქოზე, ალკოჰოლზე.
• კალციუმისა და რკინის დეფიციტის შესავსებად რაციონში ჩართეთ პარკოსნები, კაკალი, სოკო, მწვანე ბოსტნეული, წიწიბურა..
• მცენარეული საკვები, პარკოსნების გარდა, ადვილად და სწრაფად მოინელება, ამიტომ მიირთვით ცოტ -ცოტა და ხშირად.
• ბოსტნეულის და ხილის სალათი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადეთ, ასე შეინარჩუნებთ მათში არსებულ ვიტამინებს.
• შეარჩიეთ მრავალფეროვანი მენიუ - თქვენთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, მათთვის, ვინც შერეულ საკვებზეა. ნუ დაიყვანთ თქვენ რაციონს, თუნდაც ძალიან სასარგებლო, ერთ-ორ პროდუქტზე - ეს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს თქვენს ჯანმრთელობას.

კარგი, რაციონალური რჩევებია!.


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:50 PM
Post #6


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვიცი, რომ ფორუმელების გარკვეული კარეგორია ვეგეტარიანელები ბრძანდებით,
ერთი წელს შემოგვემატა!

დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:52 PM
Post #7


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გუშინ დიდი დრო მოვანდომე ამ ინფორმაციის შეკვრასა და გააზრებას, ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ მიიღებთ და მოგეწონებათ, მადლობა!

აგნი - 15 წელი ვეგეტარიანელია, თავიდან ოვოლაქტოვეგეტარიანელი იყო, ახლა მე-3 წელია - ლაქტოვეგეტარიანელია..


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 01:53 PM
Post #8


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Laie_61.gif
მე ოვოლაქტოვეგეტარიანელი ვარ, არც ისე დიდი ხანია (სექტემბერში 4 წელი შესრულდება). ჩემი მეგობრის დაბადების დღე ავირჩიე ვეგეტარიანელობის დაწყებად, რომელიც არ დამავიწყდება!

ეს გადაწყვეტილება სულს მოუნდა და მეც ავყევი და ახალა სულიერად დამშვიდებული ვარ.. მივხვდი, რომ ცოცხალ, უდანაშაულ არსებას ვეღარ შეჭამ! ეს მომენტი ყველას სხადასხვანაერად ემართებად - აი, ტოლსტოის სასაკლაოს ნახვის შემდეგ გაუმძაფრდა,.. მე, როდესაც მთაში ვიყავი და არაგვში დაჭერილი, ჯოხზე აცმული წითელკოპალა კალმხებს ჩავხედე თვალებში..

უკვე შევამჩნიე, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი ნაკლებად მთხოვს და კვერცხიც დიდად აღარ მინდება (აღდგომაზე მარტო ერთი კვერცხი ვჭამე)...დანარჩენს დრო მიჩვენებს.

რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ამ პატარა დროის მონაკვეთში ვგრძნობ, როგორ შეიცვალა სასიკეთოდ - უფრო მსუბუქი გავხდი და ის ”სიმძიმე” ჩამომშორდა (ხორცი ამძიმებს ორგანიზმს!). გონებრივ შესაძლებლობებსაც დაეტყო გაუმჯობესება.



--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 18 2008, 03:37 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი გახსნილი ანალოგიური თემა სხვა ფორუმზე - http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=276&st=0


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Uma
post Jun 19 2008, 11:43 AM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 695
Joined: 31-January 07
Member No.: 4

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამოდის, რომ მე საერთოდ არავარ ვეგეტარიანელი, რადგან თევზის ხორცს ვჭამ და არც ერთ კლასიფიკაციაში არ შევდივარsmile.gif ლაქტოვეგეტარიანობას რაც შეეხება ამის აზრი არ მესმის, რას უშავებ ცხოველს იმით, რომ მის რძეს ვსვამ? სოფლის ძროხის მაგალითი რომ ავიღოთ, ძროხა ცხოვრობს საძროხეში, მას იქ უვლიან, დილით უშვებენ, მთელი დღე დაბოდიალობს და ბალახებს ჭამს, მერე საღამოს თვითონ ბრუნდება, ვინ რას უშავებს????


--------------------
Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jun 19 2008, 02:32 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოაა. თუმცა მე ჯერ არ მაქ მოთხოვნილება რომ ვეგეტარიანელი ვიყო smile.gif

ხუნზებზე წავიკითხე, მართლაც საოცარი ხალხია: http://iamkrut.livejournal.com/109192.html?thread=563848


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Jun 20 2008, 07:10 PM
Post #12


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხოოდა ესე იგი რა საინტერესოა, ხო გუშინ ვნახე ეს თემა და სახში რომ მივედი შემთხვევით გადავშალე აპოკრიფი(ეს არის არ აღიარებული სახარება) და მანდ წავაყწდი კაკ რაზ ერთი 3 გვერდი ეწერა სულ ამ თემაზე, ანუ რომ ხორცის ჭამა აკრძალულია და მარტო ბალახეული საკვები უდან მიიღ და რამე. რა დამთხვევაა smile.gif



--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jun 26 2008, 03:58 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Alpha @ Jun 20 2008, 08:10 PM) *
რა დამთხვევაა smile.gif

სულ მიკვირს, შენ რომ დამთხვევაზე ლაპარაკობ!
შემთხვევითობა არ არსებობს! – ეს უცოდინარების გამოგონილია, რომ თავი იმართლონ.. wink.gif

უმა შენ ნახევრად ვეგეტარიანელი გამოდიხარsmile.gif ბებიაჩემიც, მარტო ხორცზე ამბობს უარს ა თევზს კი ჭამს პო პრაზნიკამ! smile.gif)


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 22 2008, 07:25 PM
Post #14


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.


არ ვარ ვეგეტერიანელი მაგრამ ძირითადად ხილით და ბოსტნეულით ვიკვებები
თანდათან ვამჩნევ რომ ხორცი არ მინდება.

კვერცხს აღარ ვყიდულობ, სურვილი გამიქრა.
ზღვის პროდუქტი უფრო მომწონს
დამიფიქსირებია ხშირად, ტელევიზორში ჰამბურგერის ან ხორცის რეკლემა რომ არის ცუდი შეგრძნება მაქვს

არ ვფიქრობ რომ ხორცის ჭამით ცხოველების უფლებები ირღვევა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მაქვს წაკითხული თუ რა პირობებში და როგორ ზრდიან. კი, სასტიკი მოპყრობა ცუდია მაგრამ ხორცის ჭამა მათ უფლებებს არ შელახავს. ასევე ცოცხალია მცენარე. იგივე ლოგიკით მისი უფლებაც ირღვევა ..

მე უფრო არ მინდება ხორცი, ეს ჩემი ორგანიზმის და არა გონების გადაწყვეტილებაა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jul 30 2008, 12:28 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვეგეტერიანელი არა ვარ. ხორცისა და თევზის ჭამა უბრალოდ არ მიყვარს. უფრო ხშირად ბოსტნეული და ხილი მირჩევნია. კარგია გამიგია ვეგეტერიანობა, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტობა იქნებოდა. ქრისტე არ იყო ვეგეტერიანი. ისედაც რაც გამოდის ჩვენი პირიდან ის გვაბინძურებს და არა რაც შედის. კარგია მარხვა რომ დაიცვა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Jul 30 2008, 05:28 AM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხორცი ამძიმებს სულს/გონებას. მიწიერს ხდის ადამიანს და მის აზრებსა და ფიქრებს
საერთოდ საკვები ამძიმებს. რა საჭიროა?
მოკლედ ერთხელ მივედი დასკვნამდე რომ კვება არ იყო საჭირო სულისთვის და 2 დღე არაფერი ვჭამე, მხოლოდ წყალი smile.gif )))
ცარიელი აზრი ვიყავი. მაგარი იყო. მხოლოდ ერთხელ მომშივდა. არ მომშიებია პრინციპში
მერე შემეშინდა, მეთქი რამე არ დავიმართო, ანუ ადამიანურობამ იმძლავრა მესამე დღეს და დავიწყე ისევ ჭამა smile.gif

კიდევ მინდა მოვიდე არ ჭამის ხასიათზე smile.gif )_)))))
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 6 2010, 11:22 AM
Post #17


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინც ვეგეტარიანელია, გამოვეხმაუროთ ერთმანეთს. ( მე ვეგეტარიანელი ვარ 1989 წლიდან)
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Dec 6 2010, 11:30 PM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,517
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა

შენნაირ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მე კი ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ხორცი ვჭამო,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია ) ვიცი ეს ჩემი სისუსტის ბრალია თორე ისე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს რა მარაზმიცაა ცოცხალი არსების რომელსაც მცენარეზე მაღალგანვითარებული აზროვნება გააჩნია იმის საკვებად გამოყენება,მითუმეტეს როგორც იტყვიან პირდაპირ კანით ვგრძნობ როგორ უარყოფითად მოქმედებს ეს ჩემს სულიერებაზე

თან ამ პერიოდში წმინდა პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ რაც უფრო ნატიფ ღვთიურ ენერგიებს დავაყენებთ წინა პლანზე მით უფრო ადვილი იქნება ტრანსფორმაციის პერიოდის სიყვარულის გრძნობით გავლა

ამასაც დავწერ რომ ის სულიერი ოსტატი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ფაქტობრივად მის იმფორმაციაში ეჭვი არ მეპარება პირდაპირ ამბობს რომ თუ ადამიანების უმრავლესობა (80% მაინც) დღევანდელი დღის ჩათვლით 779 დღის განმავლობაში არ გადავლენ უფრო კეთილშობილურ კვებაზე (უარს არ იტყვიან მასიური მკვლელობის კარმაზე) და არ დააყენებენ პირველ პლანზე ღვთიურ ბუნებას საკუთარ თავში დედამიწაზე აუცილებლად დაიწყება შეუქცევადი პროცესები

წინა თემიდან გამომდინარე ვიცი რომ ინგლისურს ფლობ და თუ დაგაინტერესებს გირჩევ გადახედო Supreme Master Ching Hai საიტზე Words of Wisdom ს ან Between Master and Disciples ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ ჩემი აზრით

http://suprememastertv.com/?langdir=1


--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 7 2010, 10:08 AM
Post #19


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ 7th December 2010 - 12:30 AM) *
,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია )


თუ გიყვარს შენი მეგობრები და ახლობლები, არ წახვიდე კომპრომისზე. ეს მათთვისაც უარესი იქნება და შენთვისაც. მეც ეგრე კომპრომისებით დავიწყე, მერე მომბეზრდა და ერთბაშად ვთქვი უარი ხორცზე. უმეტესობა მალევე შეეგუა ამას, ზოგი კი ოდესმე მაინც შეეგუება biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 7 2010, 11:51 AM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან. ჭამა არა და მომზადება კი მიწევს ხანდახან sad.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

18 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 01:18 AM