Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ სამი სიხარული

Posted by: ანა Nov 21 2011, 10:38 PM

ჩოხელის "ადამიანთა სევდამ" შთამაგონა ამ თემის გახსნაზე, მე შევაგროვებ სიახურულებს და შემდეგ დავწერ წ JC_cupidgirl.gif იგნს დაწერეთ, სამი რამ რაც დღეს გაგიხარდათ. უბრალოდ სამი რამ

დავიწყებ მე, დღეს გამიხარდა:

გამიხარდა რომ არ მქონდა სიცხე.
გამიხარდა ახალი დაკვეთა.
გამიხარდა რომ შემატყობინეს ჩექმები განაბაჟესო.
გამიხარდა ჩემი მეგობარი რომ მოცუნუცლდა მოულოდნელად.
გამიხარდა დაიკომ რომ დამირეკა და დამპატიჟა ხვალ სიცილის საღამოზე.
გამიხარდა ჩემი კლასელის შვილი იყო მოსული ბებიასთან ერთად, ვეთამაშე.
გამიხარდა რომ გამახსენეს "ჯონათან ლივინგსტონი"
მეტი გამოვიდა )) მაგრამ მთელი დღე სახლში ჩაკეტილად ყოფნისთვის მგონი კარგია, კიდევ რაღაცეები გამიხარდა წვრილმანები, აღარ მახსოვს.. მოკლედ თუ მოგეწონებათ იდეა თქვენც დაწერეთხოლმე, რა გაგიხარდათ კარგია როცა სიხარული ინახება, ვიღაცასაც გაუხარდება, რაც მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა.. მოკლედ თქვენ იცით girl_witch.gif

Posted by: თამარი Nov 22 2011, 12:02 AM

ფეხაკრეფით უნდა გავიდე ამ თემიდან, - დღეს მხოლოდ ის გამიხარდა, ჩემმა ერთმა მკითხველმა რომ მითხრა, "შენი ლექსები და რომანი ისე მომეწონა, ლექსი მოგიძღვენიო". მთავარი ისაა, რომ ეს მკითხველი სულ 2-ჯერ მყავს ნანახი... l_daisy.gif

Posted by: ანა Nov 22 2011, 11:06 PM

დუმბაძის ხუთტომეული ამომიტანა მამაჩემმა მეზობლისგან.
არ ველოდი, ძალიან გამიხარდა....

Posted by: Lashapoli Nov 23 2011, 12:25 AM

QUOTE(ანა @ Nov 23 2011, 12:06 AM) *
დუმბაძის ხუთტომეული ამომიტანა მამაჩემმა მეზობლისგან.
არ ველოდი, ძალიან გამიხარდა....

შენ მოითხოოვე თუ ტავისი ინიციატივით?? smile.gif)

Posted by: elli Nov 23 2011, 12:33 AM

დილით თვალი გავახილე და გამიხარდა ის რომ არ წვიმდა. (ქოლგა სამსახურში დამრჩა და დასველება შემეზარა)
მერე გამიხარდა ის, რომ მეგობარი რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგული გვეგონა და ფაქტიურად ცოცხლებში აღარ ვეძებდით საღსალამათი გამოცხადებია ოჯახს... ეს ალბათ დღის კი არა წლის სიხარულია....
კიდე ის გამოხარდა რომ მშვიდობიანად დაღამდა და ასევე მშვიდობანად გათენდება ხვალ

Posted by: ანა Nov 23 2011, 02:41 AM

Lashapoli

მე

Posted by: earth Nov 28 2011, 12:01 AM

ანა

QUOTE(ანა @ 21st November 2011 - 11:38 PM) *
მე შევაგროვებ სიახურულებს და შემდეგ დავწერ წ იგნს დაწერეთ, სამი რამ რაც დღეს გაგიხარდათ

l_daisy.gif wub.gif kiss1.gif
გამიხარდა ასეთი სასიხარულო თემა რომ აღმოვაჩინე smile.gif

Posted by: kate Nov 28 2011, 12:28 AM

elli
გამიხარდა რომ დაბრუნდი smile.gif

Posted by: ანა Nov 28 2011, 02:04 AM

მტრედი და მისი დატოვებული ნაფეხურები რაფაზე.
ვაშლი.
მეგობრის მოსვლა.
აღმოჩენა რომ ნაგვის გადაყრა შეიძლება იყოს დღესასწაული და მხიარულება თუ მეგობარი გყავს გვერდით.
ტელეფონზე ანგარიშის შევსება.
ავტობუსში აღმოჩენა რომ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან.
ლამაზი კაფის აღმოჩენა,
პროექტი "სპილო ოთახში" ახალი მეგობრები და აზრის რეალიზების შესაძლებლობა.
გუნდაობა.
დედის გაკეთებული უგემრიელესი სუპი smile.gif))))))
დრაკონთან საუბარი


Posted by: ანა Nov 28 2011, 07:09 PM

დღეს არაფერი გამხარებია

Posted by: earth Nov 28 2011, 10:32 PM

ანა

QUOTE(ანა @ 28th November 2011 - 08:09 PM) *
დღეს არაფერი გამხარებია

უპს ეს ოფ ტოპიკია wink.gif
ჯერ დღე არ დამთავრებულა wink.gif
აი ეს შენ:
http://smajliki.ru/smilie-708586887.html

Posted by: ანა Nov 28 2011, 11:53 PM

როცა რამე არ გაგეხარდება, ეგეც შეგიძლია დაწერო.
როცა სიხარულის რაოდენობაა ნოლი smile.gif მე გავხსენი ეს ტემა და წესები ასეთია გენაცვალე.. ყვავილებისთვის მადლობ, გამეღიმა smile.gif

Posted by: td......... Nov 29 2011, 07:33 PM

დილიდან გაცეცხელბული ვიყავი... რა ვიყო ამ ნერვებს! biggrin.gif საღAმოს მივხვდი , რომ ვირაცამ მაგრად იბაირამა ჩემს ნეგატივზე.. ხოდა გამიხარდა რომ აზზე მოვედი.

Posted by: ანა Dec 1 2011, 02:13 AM

არაფერიც არ გამხარებია.
ხვალ იმედია გამიხარდება

Posted by: ანა Dec 3 2011, 12:06 PM

არ შეიძლება ათი წუთის გაღვიძებულს ყველაფერი გახარებდეს!
ათი რაღაც მაინც გამიხარდა უკვე, იმედია დღეს არ მოვკვდები და საქმეებს ბოლომდე მიმაყვანინებენ :|

Posted by: ანა Dec 12 2011, 04:28 PM

გამიხარდა რომ ჩემს ხუმრობაზე, "პარლამენტში ერთი ოთახი გამოგვიყავით ჯგუფსთვისთქო" გიორგის გაეცინა და მხარზე ხელი დამადო.. და 'შესაძლოა, შესაძლოა" მიპასუხა smile.gif)))
გამიხარდა ანასტასია რომ შემხვდა "შემთხვევით".

მესამეს სიხარულს ველოდები...

Posted by: td......... Dec 12 2011, 05:00 PM

ეგ გიორგის ტიპიური ჟესტია smile.gif)

Posted by: ანა Dec 12 2011, 05:11 PM

ანუ ჩვევაა და სინამდვილეში არაფერსაც არ აპირებს? smile.gif ჯანდაბას გავწევრიანდები "ქრისტიან დემოკრატებში", ვნახოთ ჯერ რას დამიფინანსებენ. მაინც გამიხარდა, პერსპექტივა და სიყვები.. თუნდაც ყალბი (მაგრამ იმედი მაქვს არ იყო ყალბი)


Posted by: td......... Dec 12 2011, 08:31 PM

smile.gif იმედინუმოგვიშალოსღმერთმა! იმედი!

Posted by: stalker Dec 13 2011, 01:55 AM

გამიხარდა რომ დღეს გამიხარდა რომ გამიხარდა

Posted by: ანა Jan 4 2012, 12:01 AM

ნახევარი წლის წინ რომ ვუთხარი, მკვეთრად უარყოფითად მიპასუხა და უარი თქვა.
დღეს რომ ვუთხარი, გაიგო და აღიარა რომ შეცდა.. შემპირდა რომ ეცდება დაძლიო. მჯერა მისი kiss1.gif ძალიან გამიხარდა, ის რომ ვისწავლე ლაპარაკი და ის რომ, მთელი გულით რაც მინდოდა და რაც მიზანი ქმონდა იმის შესრულება მოვახერხე ბუნებრივად, ვცადე, გავრისკე და გამოვიდა. მიყვარს და გამიხარდა რომ დამიჯერა.

ანასტასიას მოსვლა გამიხარდა

ფოტოშპი ტიუტორალები რომ ვიმეცადინე და აღარ გადავდე და ახალი ვსიწალე გამიხარდა smile.gif

Posted by: LAIRA Jan 4 2012, 12:35 AM

ვაჰ რა კარგი თემაა გულის ჩაკრას ხსნისო როგორც ეზოთერები იტყვიან biggrin.gif
დღეს გამიხარდა რომ ერთმა რქიანმა რქა მოიტეხა როგორც იქნა და მესიჯი მომწერა
მე კი ვუთხარი ხო მეც მენატრები თქო და იმასაც გაუხარდა
იმის სიხარული ჩემი სიხარულია
ანუ გამოვიდა 2 სიახარული
ეხლა მესამეს რაღას ველოდო
დავიძინებ

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 01:47 AM

კარგი თემაა თუნდაც იმიტომ რომ თერაპევტულია და გვინდა თუ არა ( ანუ ვინც შემოვა აქ ) გვაიძულებს გავიხსენოთ გაღაცა კარგი შევქმნათ checkpoint of joy .
დღეს მე გამიხარდა ჩემი გაკვეთილი.
წამალი გავაკეთე ჩემთვის და მოვირჩენ კჰეკჰე ებს ( ვახველებ ).
დამიკავშირდნენ საინტერესო საქმის თაობაზე.



Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 4 2012, 02:02 AM

გამიხარდა,რომ საიტი როგორც იქნა ვიღირსე..
გამიხარდა,რომ კიდევ ერთი დღე მიემატა ჩემ განვლილ ცხოვრებას..
გამიხარდა რომ,გამიხარდა..

Posted by: td......... Jan 4 2012, 10:44 AM

ჯი-ნია-ნი
გილოცავ საიტს,საყვარელი საიტი გაქვს, შენ გგავს smile.gif

Posted by: ანა Jan 4 2012, 11:06 AM

QUOTE
საყვარელი


ვერ ვიტან ამ სიტყვას, მძაგს.. როცა მაფასებენ ან რამეს მიფასებენ ასე, მწყინს უკვე sad.gif


არაფერიც არ გამხარებია ჯერ, ცოტა პოეზიას მოვიძიებ სიმბოლისტურს და იქნებ რამე მომცემს.




Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 01:38 PM

საღამოს დაველოდები biggrin.gif ამ ეტაპზე სიხარული ნამბერ უან არის ინჰალაცია smile.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 05:10 PM

ანა
შEნთვის არც არავის უთქვამს..tongue.gif ჯინიანის საიტი კი საყვარელია! smile.gif

Posted by: ანა Jan 4 2012, 05:19 PM

ზოგადი გაფრთხილებაა, არც გაბედოს არავინ! biggrin.gif

Posted by: td......... Jan 4 2012, 06:04 PM

ჩაკალელიbiggrin.gifbiggrin.gif:D

Posted by: ანა Jan 4 2012, 06:28 PM

გამიხარდეს რააა, დამიხარდე რა იქნება ერთიექიმის დიაგნოზი მაინც sad.gif გამიხარდეს, რა იქნება.. ღმერთო გთხოვ გთხოვ.. გამოჩნდეს რა არგი ოპტიმისტური განწყობა sad.gif

Posted by: elli Jan 4 2012, 06:28 PM

kate

ციტატა(kate @ 28th November 2011 - 01:28 AM) *
elli
გამიხარდა რომ დაბრუნდი

არსადაც არ წასვულვარ, უბრალოდ სულ ვკითხობდი და ვკითხულობდი, არ მეპოსტვინებოდა... მეც მიხარია შენი ნახვა სულ

Posted by: Hel Loki Jan 4 2012, 07:45 PM

მეორე სიხარული - შეხვედრა შემომთავაზეს და დადასტურდა smile.gif
მესამე სიხარული --- ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ ალბათ...

Posted by: LAIRA Jan 5 2012, 06:29 PM

მე თქვენ დღეს გაუზომელი სიხარული მომანიჭეთ
თქვენ ორივე თავად ხარ სიხარული
თქვენ მე გამაბედნიერეთ
დ ი დ ი
მ ა დ ლ ო ბ ა !!!!!!!! l_sunny.gif

Posted by: ანა Jan 6 2012, 12:30 AM

tongue.gif

ძალიან გამიხარდა smile.gif

ილოს ნახვა გამიხარდა ძალიან
ჩიზბურგერი რომ ვჭამე და არ გამაბედნიერა, მხოლოდ ფიზიკურად უსიამოვნება ვიგრძენი ეს გამიხარდა. გამოვედი გავლენიდან და მივხდი რომ მავნეა.
კაკის რომ უთქვამს "მე არ ვიქნები, მაგრამ სამაგიეროდ ანი მოვაო... " ამას არ ველოდი და გამიხარდა, მთვრალმა რომ წამოყრანტალა, ვერც მიხვდა რომ გმიხარდა smile.gif
ჩილიმის გასინჯვა გამიხარდა, მომეწონა უფრო სოწრედ.
ტაქსისტმა რომ ფული არ გამომართვა და უფასოდ მომიყვანა გამიხარდა

Posted by: LAIRA Jan 6 2012, 12:58 AM

QUOTE(ანა @ Jan 6 2012, 12:30 AM) *
tongue.gif

ძალიან გამიხარდა smile.gif

ილოს ნახვა გამიხარდა ძალიან
ჩიზბურგერი რომ ვჭამე და არ გამაბედნიერა, მხოლოდ ფიზიკურად უსიამოვნება ვიგრძენი ეს გამიხარდა. გამოვედი გავლენიდან და მივხდი რომ მავნეა.
კაკის რომ უთქვამს "მე არ ვიქნები, მაგრამ სამაგიეროდ ანი მოვაო... " ამას არ ველოდი და გამიხარდა, მთვრალმა რომ წამოყრანტალა, ვერც მიხვდა რომ გმიხარდა smile.gif
ჩილიმის გასინჯვა გამიხარდა, მომეწონა უფრო სოწრედ.
ტაქსისტმა რომ ფული არ გამომართვა და უფასოდ მომიყვანა გამიხარდა

ვა ვა რეები მომხდარაააა biggrin.gif
წავედი დასაძინებლად :*

Posted by: ანა Jan 6 2012, 10:10 PM

არაფერი გამხარებია დღეს.
გარდა იმის აგცნობირებისა რომ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო... და მე კი ვზარმაცობ

Posted by: old_man Jan 6 2012, 10:17 PM

1.კედები გამოვიწერე ამერიკიდან, დღეს ჩამომივიდა კარგად მომერგო და გამეხარდა
2. პატარა ძმისშვილი მოვინახულე. გაეხარდა ჩემი მისვლა და მეც გამეხარდა
3.პატრულმა გამაჩერა და არ დამაჯარიმა (თუმცა არც დამირღვევია ). მაინც გამეხარდა

ესეც ჩემი სამი სიხარული დღეს biggrin.gif

Posted by: ანა Jan 7 2012, 02:28 AM

ჩემი თავი გამიხარდა biggrin.gif

Posted by: ანა Jan 8 2012, 12:01 PM

კომშის ნერგმა კვირტი გამოიღო, რა ლამაზია.. პაწია სასწაული.
ერთმა მეგობარმა, მეორე მეგობარზე მკითხა, ამას შეყვარებული ხომ არ ყავსოო??? გამიხარდა ეგეც, სახალისოა ყველაფერი და ადამიანები ძალიან საყვარლები და სასაცილოები არიან ზოგჯერ smile.gif

მესამეს დაველოდები დღეს.. უნდა იყოს

Posted by: LAIRA Jan 8 2012, 12:11 PM

მეგობარი მეუბნება მთლად გავაფრინეო biggrin.gif
რატო მეთქი და უშვერი სიტყვებით მოვიხსენიე ერთი არსებაო
მე ვუთხარი მე უარესად გავაფრინე შე უშვერო შენა თქო და ორივეს გაგვეხარდა confetti.gif

Posted by: ანა Jan 8 2012, 08:04 PM

მესამე სურათში პროგრესიაო..
მე და მეგობარი მოვდიოდით მტკვარზე და კაცმა გავაჩერა, ოდნავ მკაცრი სახით. მერე გაგვიღიმა და "სანამ ეს მტკვარი იჩუჩხუხებს , თქევენ იყავით ცოცხლები და ასეთებიო"
კეჩუპი რომ გვაჩუქა უცნობმა ქალბატონმა
საქმეების ანწილი რომ დავასრულე..
და ისევ კომშის ნერგმა პატარა კვირტი გამოიღო

Posted by: td......... Jan 8 2012, 08:11 PM

ციტატა
მე და მეგობარი მოვდიოდით მტკვარზე და კაცმა გავაჩერა, ოდნავ მკაცრი სახით. მერე გაგვიღიმა და "სანამ ეს მტკვარი იჩუჩხუხებს , თქევენ იყავით ცოცხლები და ასეთებიო"


ხოდა ხო დებ გრინპისელობაზე ტაVს და თან ასეთი სიტყვები გითხრეს, ისეთ პროექტს ამზადებენ თურქები თუ განხორცილედა დიდი შანსია მტკვარმა აღარ იჩუXჩუხოს მალე..მგონი 2017 წლისთვის აპირებენ განხორციელებას თუ რაღაც ასეთი..smile.gif

Posted by: ანა Jan 8 2012, 08:14 PM

td.........

მაგას მე ვერ შევეწინააღმდები. ეგ სახელმწიფო გადაწყვეტილებაა.. მხოლოდ მრავალრიცხოვანადამიანებიან აქციებს შეუძლიათ პროტესტი smile.gif
აი, ეს ახალი წლებიი გავიდეს და ქრისტიან-დემოკრატებს შევთავაზებ. მაგრამ თუ არა წყობთ არაფერს დააფინანსებენ.

Posted by: td......... Jan 8 2012, 08:19 PM

ციტატა
მაგრამ თუ არა წყობთ არაფერს დააფინანსებენ.

ხო, ეგრეა


Posted by: ანა Jan 8 2012, 08:24 PM

შეიძლება გოგა ჩანადირს ვუთხრა.. არ ვიცი. გავიდეს ახალი წლები, ამოვისუნთქო და მივხედავ საერო საქმეებსაც smile.gif)))))

Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 8 2012, 09:24 PM

დღეს სხვისი ქორწილების და ბედნიერების ყურებით ვბედნიერდები <3

Posted by: td......... Jan 8 2012, 10:41 PM

ციტატა
გოგა ჩანადირს
ეგ ვინღაა?

Posted by: ანა Jan 8 2012, 11:16 PM

td.........

ის ვინც ზრუნავს ქალაქის გამწვანებაზე, ერთხელ მასთან ერტად ხეები დავრგი. ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, თანამშრომლობს სკოლებთანაც და თვითონაც, კრებს მეგორებსხოლმე.. მგონი აპრილში იქნება რაღაც კიდევ smile.gif ჯერ კარგად არ ვიცნობ, რომ მექნება დრო და განწყობა დავუკავშირდებიდა კარგად გავიცნობ რისთვის შრომობს და რაზე წამსვლელი საქმისთვის..

Posted by: ანა Jan 9 2012, 11:24 AM

სხვასაც რომ ჩაეძინა ძააალიან ძააალიან გამეხარდა ))))))

Posted by: ანა Jan 9 2012, 01:27 PM

გამიხარდა რომ თვალი ამეხილა.
გამიხარდა რომ მივხდი ყველაფერი დროებითი ილუზიაა
გამიხარდა რომ გადაწყვეტილება მივიღე.
გამიხარდა რომ მეგობარი მყავს ამ დროს გვერდით..

Posted by: ჯი-ნია-ნი Jan 15 2012, 08:20 PM

ჩემი სამი,სამასი,სამიათასი სიხარული თქვენ ხართ,რაც ეს ფორუმი აღმოვაჩინე მას მერე,ყოველ დღე..
ფორუმი?ფორუმი არა,პლანეტა უფრო..ყველა ადამიანი,მისთვის განკუთვნილ ერთადერთ პლანეტაზე ცხოვრობსო და ჩემთვის ფორუმი გახდა ჩემი პლანეტა..მერე რა რომ პირადად არავის ვიცნობ,ვირტუალურადაც,ხომ გკითხულობ,ხომ ჩემს გულში ხართ,ხომ მოგიშინაურეთ გულის რომელიღაცა კუნჭულში,არა,თუ დავზუსტდებით,მთელ გულში..ხოდა ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ჩემთვის,ყოველ დღე,თქვენი სახით სამი კი არა,უთვალავი ბედნიერება მხვდება,იმიტომ რომ უხილავი ძაფები მაქვს გაბმული ჩემსა და თქვენს შორის..თქვენ ჩემი სამყარო გახდით,რომლის გარეშეც ვერ ვძლებ ერთი დღეც კი..

Posted by: earth Jan 15 2012, 09:56 PM

ჯი-ნია-ნი
რა სიყვარული ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!
l_daisy.gif kiss1.gif bigarmhug.gif

Posted by: ანა Jan 16 2012, 11:58 PM

არაფერიც არ გამხარებია

sad.gif


Posted by: ანა Jan 18 2012, 02:16 AM

დღეს ბევრი რამე გამეხრდა smile.gif

მაგრამ ყველაზე მეტად, ის რომ მივხდი როგორ უნდა მოვექცე მეგობრებს smile.gif და ვფიქრობ ესფორუმი და აქაურები დაეხმარენ მაგის მიხვედრაში... დღეს ვიყავი მეგობართან და ცოტა სევდიანი იყო, და უცებ ისეთი ზრუნვა ვიგღძენი: შუბლზე ვაკოცე რამდენჯერმე და მოვეფერე და ვიგრძენი როგორ გადავიდა ეს სიყვარული მასზე და როგორ გაიღიმა. ბერი სიყვარული და სიბრძნე უნდა დააგროვო მეგობრებისთვის, რომ როცა დასჭირდება მარაგი გქონდეს და მისცე.. აი ეს გამიხარდა

Posted by: Barmalei Jan 18 2012, 02:38 AM

QUOTE(td......... @ Jan 8 2012, 08:11 PM) *
ისეთ პროექტს ამზადებენ თურქები თუ განხორცილედა დიდი შანსია მტკვარმა აღარ იჩუXჩუხოს მალე..მგონი 2017 წლისთვის აპირებენ განხორციელებას თუ რაღაც ასეთი..smile.gif

ხო და წაგვლეკავს ეპიდემიები, თან აზერბაიჯანთან დაგვეძაბება მაგარი,იქ ონკანში მტკვრის წყალი მოდის.

Posted by: td......... Jan 18 2012, 08:17 PM

Barmalei
აზეირბაჯანლებმა თურქებთან არკვიო, ჩვენ მაგ მხრივ ტრანზიტული ქვეყანა ვართ, მაგრამ აი ეკოსისტემა კი მაგრად დაზარალდება, ჩვენც და +ულამაზესი ხეობების დატბორვას აპირებენ და რამოდენიმე ჩვენ ისტორიულ ძეგლსაც აყოლებენ შიგნით.

Posted by: ანა Jan 19 2012, 02:14 AM

თოვლი

Posted by: Ever Jan 30 2012, 08:55 PM

დღეს ყველაზე ყველაზე მეტად გამიხარდა ლაშაპოლის ნახვა bigarmhug.gif
l_sunny.gif

Posted by: ანა Jan 30 2012, 09:23 PM

ჩემი თავი გამიხარდა, ძალიან კარგი ვიყავი დღეს angelchik.gif l_daisy.gif

სხვებს არ გავუხარებივარ, იმედი გამიცრუეს, მაწყენინეს, თავი მომაბეზრეს.. თაროს რომ გამიკეთებს საშა ბიძია ლამაზს, ის გამიხარდა. ორი ცალი სიხარული მქონდა მარტო

Posted by: ანა Feb 1 2012, 12:41 AM

ევერიმ მაწყენინა

Posted by: earth Jan 29 2020, 11:01 PM

ეს თემა გამახსენდა. ანას თემაა ეს. Untitled_11 - ეს ანას ერთ-ერთი ნიკია ამ ფორუმზე, მისი მრავალი ნიკიდან biggrin.gif საკალელი wub.gif


დღეს რაღაცეები გამიხარდა, მაგრამ პირად სიხარულის ყველა მომენტს ვერ დავწერ, მაგრამ ერთს დავწერ და გაგიზიარებთ.

ერთი ურწმუნო გოგოს(ალბანელი მუსლიმანის) სიტყვები გამიხარდა დღეს: „როცა უჭირს ადამიანს ღმერთი ეხმარებაო, მე არ მწამს არც ჩემი სარწმუნოების და არც ქრისტესიო, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მეხმარება, როცა ვთხოვო.“ ჩვენ ვმუშაობდით და მუშაობის პროცესში ბევრი ვერ ვუთხარი, საერთოდ მასთან არ მაქვს ეზოთერული სტილის საუბრები, მან არაფერი იცის სინამდვილეში ვინ ვარ. მე გავთბი მისი სიტყვებით და ვუთხარი. ღმერთი ყველასათვის ერთია მეთქი, ქრისტიანისა და მუსლიმანისათვის, ხოდა ეს განსხვავება რომ შეგვეჩერებინა, მაშინ ბევრად ნაკლები ომი იქნებოდა მეთქი ქვეყნად და ბევრად ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა თქო. ეს იყო და მუშაობა განვაგრძეთ. ახლა გამახსენდა და გული გამითბა.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)